Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ნავალნის ფონდის ადვოკატი


ივან პავლოვი (მარჯვნივ) ესაუბრება მედიას. 2021 წლის 29 აპრილი.
ივან პავლოვი (მარჯვნივ) ესაუბრება მედიას. 2021 წლის 29 აპრილი.

ივან პავლოვი, კრემლის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ადვოკატი, დააკავეს მოსკოვში ბრალდებით, რომ ვითომ გაამხილა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა გაჭიანურებულ გამოძიებებს.

პავლოვი უფლებადამცავი ორგანიზაციის, "Команда 29"-ის ხელმძღვანელია. სასტუმროში, სადაც ის ბინადრობდა, უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარდა ჩხრეკა. სანქტ-პეტერბურგში ჩხრეკა ასევე ჩატარდა პროექტის საკომპიუტერო მომსახურების სპეციალისტთან, იგორ დორფმანთან და პავლოვის ცოლთან.

პავლოვი გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობს და იცავს ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს ორგანიზაციის ექსტრემისტულ გაერთიანებად შერაცხვის საქმეში. სწორედ ამ საქმის გამო სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა ის მოსკოვში.

პავლოვი 20 წელიწადზე მეტია სპეციალიზებულია სახელმწიფოს ღალატის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისგან მოქალაქეთა დაცვის საქმეებზე. იგი, სხვათა შორის, იცავს ივან საფრონოვს, ყოფილ ჟურნალისტს, "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის მრჩეველს, რომელსაც სახელმწიფოს ღალატი ბრალდება.

30 აპრილს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 7 ივლისამდე გაუგრძელა საფრონოვს პატიმრობა.

XS
SM
MD
LG