Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა


წმინდა ცეცხლის რიტუალი, 2016 წელი
წმინდა ცეცხლის რიტუალი, 2016 წელი

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

წინა წელთან შედარებით, როცა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მხოლოდ სასულიერო პირების მცირე რაოდენობა ესწრებოდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს აღდგომის ტაძარში ხალხმრავლობა იყო.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავისურის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.

XS
SM
MD
LG