Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროება რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კვალს ეძებს როვნოს ოლქის მონასტრებშიც


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს“ ატარებს როვნოს ოლქში მდებარე სამების მონასტრის და ღვთისმშობლის სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიებზეც. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის საოლქო სამმართველო იუწყება. მის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის დანარჩენი ნაწილი პრაქტიკულად, იდენტურია იმ ინფორმაციის, რომელიც მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა კიევ-პეჩორის ლავრაში მიმდინარე „კონტრდაზვერვითი ღონისძიებების“ შესახებ.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში.

უკრაინის უშიშროების განმარტებით, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ეკლესიის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ მონასტრის ტერიტორიას და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს.

XS
SM
MD
LG