Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს


ირაკლი იმნაიშვილი
ირაკლი იმნაიშვილი

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც "რუსთავი 2-ის" მფლობელისა და მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, სამაუწყებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას იმნაიშვილი სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებს.

"როდესაც "რუსთავი 2" ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო "რუსთავი 2"-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული "რუსთავი 2"-ში რჩება", - წერს იმნაიშვილი.

იმნაიშვილი "რუსთავი 2-ის" თანამშრომელი 2019 წელს გახდა, მაშინ, როცა არხის მენეჯმენტი და მფლობელი შეიცვალნენ. ის თავდაპირველად გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანიც იყო.

ირაკლი იმნაიშვილს საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე ტელეკომპანია "მზის" ტოკშოუ მიჰყავდა, ასევე აქვს წლების განმავლობაში BBC-ის პროდიუსერად მუშაობის გამოცდილება. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული დროის მანძილზე კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

XS
SM
MD
LG