Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „პროვოკაციად“ გამოაცხადა ცნობა დნეპრზე გადაჯგუფების შესახებ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა მოსკოვში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა მოსკოვში

დღეს დილით, რუსეთის ორმა სახელმწიფო სააგენტომ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა და მალევე გააუქმა ცნობა ხერსონის ოლქში რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ.

კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა, „ტასმა“ და „რია-ნოვოსტიმ“, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათისთვის გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „დნეპრის“ სარდლობამ გადაწყვიტა ჯარების გადაჯგუფება უფრო „მომგებიან პოზიციებზე“ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთისკენ.

მალევე ორივე სააგენტომ ინფორმაცია წაშალა. ოფიციალური განმარტებით, ეს ახალი ამბავი „ანულირებულია" შეცდომის გამო. გამოცემა РБК-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ მისი პრესსამსახურის სახელით ამ ინფორმაციის გავრცელება „პროვოკაციაა“. რუსეთის სახელმწიფო მედია უკრაინასთან ომის შესახებ მხოლოდ ოფიციალური არხებით მიღებულ ცნობებს ავრცელებს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე. მარცხენა ნაპირი ისევ ოკუპირებულია.

XS
SM
MD
LG