Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „იაროსლავლელი სატანისტი“ შეიწყალა უკრაინასთან ომში მონაწილეობის სანაცვლოდ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სიმბოლო Z
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სიმბოლო Z

რუსეთში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს შორის, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ, ე.წ. „იაროსლავლელი სატანისტების“ ჯგუფის წევრი ნიკოლაი ოგოლობიაკიცაა. მას დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად 4 მოზარდის რიტუალური მკვლელობის გამო 2010 წელს მისჯილი 20-წლიანი პატიმრობის ვადა 2030 წელს ეწურებოდა.

33 წლის ოგოლობიაკის მამამ გამოცემა 76.ru-ს დაუდასტურა, რომ მისი ვაჟი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობის შემდეგ შეიწყალეს. რუსეთში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომს.

მამის თანახმად, ნიკოლაი ოგოლობიაკი უკრაინაში ნახევარი წლის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფ „შტორმ Z-ში", მძიმედ დაიჭრა და სახლში 2 ნოემბერს დაბრუნდა.

უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად პატიმრების დაქირავების კამპანიას პირველ ეტაპზე აწარმოებდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“. მოგვიანებით, მსჯავრდადებულებისთვის შეიქმნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ქვედანაყოფი „შტორმ Z".

9 ნოემბერს რუსული გამოცემა „აგენტსტვო“ წერდა, რომ 2022 და 2023 წლებში კოლონიებიდან გათავისუფლდა მკვლელობისთვის გასამართლებული სულ მცირე 17 პირი, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ. გამოცემის თანახმად, ზოგიერთმა მათგანმა გათავისუფლების შემდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG