Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში ხანძრისგან გადარჩენილი ნახატები გამოფინეს


ნახატებს ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია. ნახატები მალე დაბრუნდება ტაძარში, როდესაც იგი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება.
ნახატებს ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია. ნახატები მალე დაბრუნდება ტაძარში, როდესაც იგი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება.

პარიზის საგამოფენო დარბაზ Mobilier National exhibition hall-ში წარმოდგენილია ნახატები, რომლებიც ხუთი წლის წინ გადაარჩინეს ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს. ნახატებს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა. ისინი მალე მზად იქნებიან დაბრუნდნენ ტაძარში, როდესაც იგი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.

პარიზის მთავარ საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ Mobilier National exhibition-ში გადაიტანეს მე-17 საუკუნის 13 ნახატი. ისინი არის ნაწილი ბიბლიურ თემებზე შესრულებული 76 ტილოსგან შემდგარი სერიისა, რომელიც სხვადასხვა მხატვრებმა 1630 და 1707 წლებში ნოტრ-დამის გასაფორმებლად დახატეს.

Mobilier National-ის რესტავრატორებმა ნახატების აღდგენას 4 წელზე მეტი დრო მოანდომეს. გამოფენა 24 ივლისამდე გაგრძელდება. წლის ბოლოს ნახატები გადავა ნოტრ-დამის ტაძარში, რომლის გახსნაც ვიზიტორებისთვის წელსვე იგეგმება.

XS
SM
MD
LG