Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველური ბუნებით შთაგონებული ხელნაკეთი ნივთები


ხელნაკეთი ნივთები, თუ ისინი გემოვნებით და მაღალი ოსტატობითაა შესრულებული, საკმაოდ ძვირფასია მათი ექსკლუზიურობისა და გამორჩეულობის გამო. სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნივთები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება. შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელიც ხელნაკეთ ნივთს ყიდულობს, ყიდულობს გარანტიას, რომ ასეთი რამ სხვას არ ექნება. გარდა ამისა, დამკვეთს შეუძლია ითხოვოს მისთვის დამზადებულ ნივთში მაქსიმალურად იყოს ასახული მისი სურვილები და ინტერესები, რომ უფრო მეტად შეესაბამებოდეს მფლობელის შინაგან სამყაროს.

Animal made-ის შექმნის იდეა ელენე ღუღუნიშვილს, სალომე ვადაჩკორიასა და თამუნა შაქარაშვილს ეკუთვნის. სახელთან ერთად მოხატული ჭიქები, პლედი და ბალიში მათი სავიზიტო ბარათია. ავტორები ეცადნენ ბუნების სიყვარული ხელოვნებაში ამ ფორმით გადმოეტანათ.

ელენე ღუღუნიშვილი: სამი მეგობარი ვართ, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებთ. თავიდან ბალიშებით და ჭიქებით დავიწყეთ, რომლებიც არის ხელით მოხატული და არა დაპრინტული. ამ ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ყველას ჰგონია,თითქოს ჩვენს პროდუქტზე ვიზუალს ვპრინტავთ.არადა, ხელით ვხატავთ. ვდებთშრომას, ენერგიას, რომ ყველა ნივთი ხარისხიანი და განსხვავებული გამოვიდეს, შედეგით კიკმაყოფილი დარჩეს როგორც მომხარებელი, ისეჩვენც.

Animal made-ის პროდუქტის ფასს მაისურის შემთხვევაში ნახატის სირთულე, ბალიშის შემთხვევაში ზომა განსაზღვრავს, თუმცა ავტორები ცდილობენ, რომ ფასები მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხარებლის მოთხოვნაზე:

„ფასები 15 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს... მაისურების 20 ლარიდან იწყება, ბალიშების - 15 ლარიდან და ა.შ. უმეტესად Faceebok-ის საშუალებით ვყიდით, თუმცა თბილისში არის ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, სადაც მომხარებელს ჩვენი პროდუქტის შეძენა შეუძლია“.

ზემოთ ნახსენებ ნივთებთან ერთად მომხარებელი animal made-ის მისალოცი ბარათებითაც დაინტერესდა. საქართველოს გარდა, შეკვეთებს სხვა ქვეყნიდანაც იღებენ, სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას, ბრენდის შექმნას, ოთახის დეკორების, ტანსაცმლის ხაზისა და სხვა საჭირო ნივთების დამზადებასაც აპირებენ:

„სიმართლე გითხრათ, ასეთი მოლოდინი არ გვქონდა. ნივთები პირველად„flea market“-ზე გავიტანეთდა ძალიან ბევრს მოეწონა. შეფასებებიც დადებითი იყო, რამაც მოტივაცია მოგვცა უფრო მეტი და განსხვავებული დიზაინის ნივთები გაგვეკეთებინა. ბუნების მოყვარულები ვართ და გვსურს, რომ როგორც საქართველოში, ისემსოფლიოს გარშემოც ვიმოგზაუროთ. Animal made -იც სწორედ ამიტომ დავარქვით. ვთვლით, რომ ჩვენი ნივთები ბუნებასთანაა კავშირში“.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG