დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსომა თანამდებობა გუშინ დატოვა. მისი თქმით, ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერ-მინისტრი სჭირდება.
გადადგომის შემდეგ სოციალური ქსელი დაიპყრო მისმა ფოტოებმა, დაუნინგ სტრიტთან დამშვიდობებიდან.
ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს ახალ ლიდერად იქცა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას და დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.
იყო პირველი ლიდერი, რომელიც ომის დროს უკრაინაში ჩავიდა და ამით დასავლეთის სხვა ქვეყნების პირველი პირებისთვის მუხტისა და მაგალითის მიმცემი გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე