როდის და როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, უტყუარი შედეგის მისაღებად - rogor.ge

როდის და როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, უტყუარი შედეგის მისაღებად

როდის ჩავატაროთ ორსულობის ტესტი?

ორსულობის ტესტი იშვიათად, მაგრამ მაინც ცდება. მცდარი დადებითი პასუხის მიზეზი მძიმე დაავადება ან ჰორმონალური პრეპარატების მიღება შეიძლება გახდეს. ტესტი ცდება მაშინაც, როცა მას ძალიან ადრე იტარებთ. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში ის უარყოფით პასუხს აჩვენებს.

რა არის გამოსავალი? სპეციალისტების რჩევით, მაქსიმალური სიზუსტისთვის აუცილებელია ორსულობის ტესტი სწორ დროს, ანუ, მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაიკეთოთ.

როგორ გავაკეთოთ ტესტი?

თუ ტესტის ჩატარებას გადაწყვეტთ:

  • ყურადღებით გაეცანით ტესტის ინსტრუქციას და მიჰყევით მას ნაბიჯ-ნაბიჯ და ზუსტად;
  • შეარჩიეთ ,,სწორი” დრო ტესტის გასაკეთებლად (იხ. ზემოთ);
  • უმჯობესია ტესტი ჩაიტაროთ დილით, გაღვიძებისთანავე შეგროვებული შარდის ნიმუშით, შარდი ამ დროს შეიცავს აქგ-ს უფრო მაღალ კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტესტის სიზუსტის ალბათობას (თუმცა ტესტის გაკეთება დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც);
  • შარდის ასაღებად გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა და მშრალი კონტეინერი.
  • ორსულობის ტესტის ვერტიკალურად ჩადეთ შარდში განსაზღვრულ ნიშნულამდე. გააჩერეთ 10-15 წამი. შემდეგ ამოიღეთ და დადეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მშრალ და სუფთა ადგილას. ტესტის რეზულტატი ფერშეცვლილი ხაზების სახით გამოჩნდება 3-5 წუთის განმავლობაში.
  • თუ კასეტა-ტესტს იყენებთ, დადეთ ის ჰორიზონტალურ ზედაპირზე, 4 წვეთი შარდი დააწვეთეთ კასეტაზე არსებულ ნიმუშის უჯრაში და დაელოდეთ 3-5 წუთი, ამ დროში ტესტის შედეგი გამოჩნდება გამოჩნდება მეორე უჯრაში.
  • თუ იყენებთ ჩხირის ფორმის ტესტს, ჩატარებამდე ყურადღებით დაათვალიერეთ იგი. ტესტზე მონიშნულია ადგილი, რომელიც მგრძნობიარეა შარდის ჭავლის მიმართ. სწორი პასუხის ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდით, თუ მონიშნულ მონაკვეთს 6-10 წამის განმავლობაში მიუშვერთ შარდის ჭავლს.
  • თუ ტესტის ჩატარებიდან 10 წუთზე მეტის გასვლის შემდეგ გამუქდა მასზე არსებული ხაზები, არ ენდოთ შედეგს, დიდი ალბათობით მიღებული პასუხი მცდარია.

როგორ შევაფასოთ შედეგი?

  • თუ ტესტი ერთ ხაზს აჩვენებს, ორსულად არ ხართ.
  • ორი გაწითლებული ხაზი კი თქვენს ორსულობას ადასტურებს.
  • თუ ტესტზე არცერთი ხაზი არ გამოჩნდა, დიდი ალბათობით, ტესტის ვადაგასული ან დაზიანებული იყო. თუ ტესტის შედეგი საეჭვოა, მაგალითად, მეორე ხაზიც შეწითლებულია, მაგრამ არ აქვს მკაფიოდ გამოხატული ფერი, 3-4 დღის შემდეგ ტესტი ჩაიტარეთ განმეორებით.
  • თუ ტესტი უარყოფითია, მაგრამ მენსტრუაცია შეგიწყდათ და ამასთან, საკუთარ თავს ,,საფეხმძიმო” ცვლილებებს ამჩნევთ, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი, რომელიც დანამდვილებით გიჩვენებთ, ხართ თუ არა ორსულად.
  • თუ ტესტმა აჩვენა, რომ ორსულად ხართ, მაგრამ უეცრად დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ან თუნდაც უმნიშვნელო სისხლდენა შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს.
  • ორსულობის ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და დარწმუნდით, რომ ნაყოფი კარგად ვითარდება.

myquiz