ძუძუ - rogor.ge

როგორ ავიცილოთ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

თუ ძუძუს წოვებისას პრობლემა გაგიჩნდათ, მიმართეთ პროფესიონალს, რადგან ისეთმა მცირე პრობლემამ, როგორიც დახშული სადინარია, შეიძლება მასტიტი გამოიწვიოს. ნებისმიერი პრობლემისას ბავშვს მაინც აწოვეთ, რადგან უამისოდ რძე დაგიგროვდებათ და მდგომარეობა გაუარესდება. კარგად მოუარეთ მკერდს. პირველ კვირებში დღედაღამ ატარეთ მეძუძურთათვის განკუთვნილი ლიფი, ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ტანსაცმელს, რადგან ამან შეიძლება რძის სადინარები შეავიწროვოს. მკერდის მასაჟიც ფრთხილად გაიკეთეთ. ხშირად გაიშიშვლეთ დვრილები და წყლით მოიბანეთ. საპონს ნუ იხმართ, რადგან კანს გამოაშრობთ, შემდეგ გულდასმით შეიმშრალეთ.

როგორ გავწმინდოთ ძუძუს პირსინგი

ბოლო დროს ძუძუს პირსინგი ძალიან პოპულარული გახდა. ეს საკმაოდ ორიგინალური საშუალებაა თქვენი სხეულის დეკორაციისთვის, თუმცა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რათა არ შეგეჭრათ ინფექცია. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ გავიზომოთ მკერდი

ბევრმა ქალმა არ იცის საკუთარი ტანსაცმლის ზომა და ეყრდნობიან მიზომვის შედეგს ტანსაცმლის ყიდვისას. ხშირ შემთხვევაში ქალის ტანსაცმლის მაღაზიაში ჟღერს კითხვა "როგორია ჩემი [url=/article_691_rogor-gavizardot-mkerdis-zoma-varjishis-sashualebit.html]მკერდის[/url] ზომა?". გამოცდილმა კონსულტანტმა რა თქმა უნდა იცის, თუ როგორ უნდა განსაზღვროს ქალის მკერდის ზომა, მაგრამ დავეყრდნოთ მხოლოდ კონსულტანტებს არ არის გამოსავალი.

როგორ გავიზარდოთ მკერდის ზომა (ვარჯიშის საშუალებით)

ოცნებები მკერდის ზომის საგრძნობლად გაზრდაზე ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, როგორც წესი მხოლოდ ოცნებებად რჩება ხოლმე. ქალის მკერდი - კუნთოვანი ქსოვილი არ არის, ის არის ცხიმოვანი ან დამაკავშირებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერდის ვარჯიშების გაკეთება ქალბატონებისათვის არ არის საჭირო. ამ ვარჯიშების დახმარებით თქვენ შეძლებთ მკერდის ფორმის გაუმჯობესებას, ასევე ბიუსტჰალსტერის ზომის გაზრდას ზუსტად 1 ზომით, ასაკის მატებასთან კი სარძევე ჯირკვალი არ ჩამოიწევს დაბლა საკუთარი წონის გამო. თუ გსურთ გქონდეთ ლამაზი და მიმზიდველი ფორმის მკერდი გადაიკითხეთ ინსტურქციები და ივარჯიშეთ!