ცნობილმა ტელეექიმმა სარა კაიატმა თქვა, თუ რა იწვევს ცემინების და ალერგიის შეტევებს. როგორც ირკვევა, ასეთი ნივთები სახლში თითქმის ყველა ადამიანს აქვს. რა იწვევს ალერგიას და როგორ დავიცვათ თავი მისგან.
სპეციალისტები ალერგიით დაავადებულებს ურჩევენ, ნაკლებად იარონ პარკებსა და ტყის ზონებში.ასევე, ყვავილობის პერიოდში არ გაანიავონ ბინა და არ გაეღონ ფანჯრები მანქანაში.
საახალწლო ნაძვის ხე შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის შექმნის, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზიც. ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროულად ამოცნობა და მკურნალობის დაწყება.
ზაფხულის სეზონზე ბევრ ადამიანს აწუხებს კოღოს ნაკბენი. მათი ნაკბენი შეიცავს ცილას, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ის უცხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ამიტომ იწვევს იმუნური სისტემის რეაქციას.
ჭინჭრის ციება(ურტიკარია) ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელსაც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენა ახასიათებს.ჭინჭრის ციება შეიძლება განვითარდეს ცალკე ან ანგიოდემასთან ერთად. ანგიოედემა კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, ჩვეულებრივ - თვალებისა და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა უმეტეს შემთხვევებში უვნებელია და თავისით გადის, თუმცა სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა სასუნთქი გზები დაიხშოს.
სეზონური ალერგია დაკავშირებულია იმ მცენარეებთან, რომლებიც ქარს გადააქვს და არა მწერებს. როდესაც ჰაერი მტვრით არის გაჯერებული, მგრძნობიარე ადამიანს თვალებიდან ცრემლები მოსდის, ცხვირიდან თხევადი გამჭვირვალე ლორწო მოედინება და ბლოკავს სასუნთქ გზებს.
ბევრი ადამიანისთვის გაზაფხული დაკავშირებულია ალერგიასთან, რაც იწვევს მსუბუქ ცემინებას, თვალების ქავილს და გრიპის მსგავს ძლიერ სიმპტომებსაც კი, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ პრაქტიკა ალერგენების მიმართ ჰიგიენისა და დასუფთავების გზით.
მაშინაც კი, თუ არასოდეს გქონიათ ალერგია, ბევრი ჩვეულებრივი ნივთი, რომელიც თითქმის ყველას აქვს სახლში, შეიძლება ძალიან საშიში იყოს. ჩვენ გეტყვით, თუ რომელმა ნივთებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიის შეტევა.
ამ ტიპის ალერგიული რეაქცია ალერგიის ყველაზე საშიშ გამოვლინებად არის აღიარებული. ანაფილაქსიური შოკი ელვისებური განვითარებით ხასიათდება. გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს ნებისმიერი ალერგენი, მაგრამ ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური შოკი ვითარდება სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, მტვრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ან მწერთა მრავლობითი ნაკბენის შედეგად. ამ ალერგიული რეაქციის დროს ვლინდება ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ხანმოკლე აგზნება, რის შედეგადაც მათი ფუნქციები ითრგუნება.
თუ თქვენ გიკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა ან სხვა მწერმა, გამოიყენეთ ხალხური მედიცინის ცოდნა. მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შედარებით მალე მოიშოროთ ტკივილები და თავიდან აიცილოთ ნაკბენთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები.