ორსული ქალები - rogor.ge

როგორ მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობაზე დედის სიცილი, ტკივილი ან სევდა

ბავშვს დაბადებამდეც ესმის ბევრი რამ და გრძნობს. მათ შორის სიცილსაც.

დედა ნაყოფის ყოველ გამოძრავებას შეიგრძნობს, მაგრამ რას განიცდის ნაყოფი, როცა დედა სევდიანია ან იცინის.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბავშვი ნამდვილად გრძნობს დედის სიცილს. როგორც აღმოჩნდა, ის ამ დროს ისეთ მოძრაობაშია, როგორიც ბატუტზე ხტუნვაა. თუმცა ეს არ არის მისთვის საზიანო: დედის სიცილი ასტიმულირებს ბავშვის აქტივობას, ხელს უწყობს, რომ მემტი იმოძრაოს.

სიცილს ნაყოფისთვის ბევრი დადებითი მხარე აქვს. ზოგი შიშობს, რომ სიცილისგან წარმოქმნილმა ბიძგებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფს და მშობიარობაც დააჩქაროს. ეს მითია და სანერვიულოც არაფერია. სიცილის გამო მსგავსი არაფერი მოხდება. პირიქით, სიცილის უამრავი სარგებელი მოჰყვება.

როდის და როგორ გავაკეთოთ ორსულობის ტესტი სწორად, უტყუარი შედეგის მისაღებად

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში ორსულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტია. ნანატრი პატარას "ფარული გამოჩენა” თუ პირიქით, არასასურველი ორსულობა დღეს საკმაოდ მარტივი დასადგენია ორსულობის ტესტის მეშვეობით.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როდის და როგორ გააკეთოთ ორსულობის ტესტი, რათა შედეგი უტყუარი იყოს.

რჩევები ორსულებს

სამწუხაროდ, დღევანდელ დროში ბევრ ადამიანს უჭირს და ორსულობა უამრავი ოჯახისათვის სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფეხმძიმე ქალს ანალიზები, გამოკვლევები, ექოსკოპიები, კარგი კვება, სულიერი და ფიზიკური ხელის შეწყობა და მშობიარობისათვის საფუძვლიანი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. ორსულმა ქალთა კონსულტაციას 12 კვირის ვადამდე აუცილებლად უნდა მიაკითხოს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ჩანასახის ორგანოები და ნერვული ღერო. ოთხ ვიზიტს ორსულს სახელმწიფო უფინასებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან დღევანდელ დროში კვლევების სპექტრი გაცილებით გაფართოვებულია. აუცილებელია ყველა ორსული შემოწმებული იქნას ორსულთა ინფექციებზე. ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევის არასასურველი შედეგის შემთხევვაში, საჭიროა ნაცხის ბაქტეროლოგიური კვლევა, სადაც გამახვილებიული უნდა იყოს ყურადღება ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე, რისი არსებობა ნაცხში ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ორსულთათვის აუცილებელია ფარისებული ჯირკვლის ჰორმონების ტიტრის განსაზღვრა, რომელთა არასასურველი მაჩვენებელი საფრთხეს უქმნის ორსულობის პროგრესირებას. ასევე საჭიროა ყველა ორსულს გაუკეთდეს კუაგულოგრამა. თუნდაც ქალს ეს ყველაფერი წესრიგში ქონდეს, მას მთელი ცხრა თვის განმავლობაში მაინც უამრავი დისკომფორტი ექმნება, რომელიც შეიძლება ღებინებით, გულძმარვით, სტრიებით, თავბუსხვევით, ფეხების შესიებით, უმადობით ან გაძლიერებული მადით გამოიხატოს. ამიტომ მინდა, სასარგებლო რჩევები მივაწოდო ფეხმძიმეებს, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეძლონ დისკომფორტთან გამკლავება.