არემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიიღეს მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომლებითაც შოვში მომხდარ სტიქიამდე მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით. თუმცა, პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საკითხი შეაფასონ სპეციალისტებმა და ამის შემდგომ ვესაუბროთ საზოგადოებას.

სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგნეტო აღნიშნავს, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა.

„კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია“, - აცხადებს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას.

3 აგვისტოს, კორორტ შოვის ტერიტორიაზე მოვარდნილ ღვარცოფს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვეპრლა. დღეს, 9 აგვისტოს მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს, რომელთაგან ერთ-ერთი მოზარდისაა. 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც გარდაცვლილებს, ისე დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).