Cristiano Ronaldo's £1.7million Bugatti Veyron crashed into a wall in Majorcaკრიშტიანუ რონალდუს 2 მილიონ ევროდ ღირებული „ბუგატი” მალიორკაზე ავარიაში მოყვა. შემთხვევას საგზაო პოლიცია იძიებს. როგორც ამბობენ, საჭესთან რონალდუს დაცვის წევრი იჯდა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იქ არ იყო.

ინციდენტი პალმა დე მალიორკაში, უფრო ზუსტად ბუნიოლაში დილის 11 საათზე მოხდა. ავტომობილი სა კომად წოდებული კერძო საკუთრების კედელს შეასკდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი ოჯახთან ერთად შვებულებას პალმა დე მალიორკაში ატარებს.

„ბუგატის” წინა ნაწილი დალეწილია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარიაში სხვა მანქანა არ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილიც გვარიანად დაშავდა და კედელიც, მძღოლს არაფერი მოსვლია. მან პოლიციაში ჩვენება მისცა, სადაც ავარია აღწერა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაგროვებული ინფორმაცია პოლიციაში ინახება და მზად არის სასამართლოში გადასაგზავნად. საქმეს სასამართლო გარჩევა იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუკი დაზიანებული კედლის პატრონი იჩივლებს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. გარდა ამისა, არავინ იცის მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.

ღობე, რომელსაც „ბუგატი” შეასკდა იცავდა სახლს, რომლის უკან ბენზინით სავსე კანისტრა იდო.

მძღოლის ვინაობა ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ დამალული არ არის, რომ ვარსკვლავს იცავენ ავღანეთის მისიაში ნამსახურები ტყუპი ძმები სერჟიო და ჟორჟე რამალეიროები. ისინი მესამე ძმასთან ალეშანდრესთან ერთად პოლიციაში მსახურობდნენ. ალეშანდრე დღემდე პოლიციელია.

მალიორკაზე რონალდუების ოჯახიდან შვიდნი ისვენებენ: კრიშტიანუ, მისი ესპანელი მეუღლე ხეორხინა და შვილები —12 წლის კრიშტიანუ უმცროსი, 5 წლის ევა, 5 წლის მატეო, 4 წლის ანა მარტინა და ორი თვის ბელა.