You are on page 1of 165

ავთანდილ სონღულაშვილი

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და


ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ირანში ქართველთა

ნაკვალევზე

თბილისი
2005
უაკ (UDჩ) 947.922
ს 677

1
ნაშრომში ქართული, აღმოსავლური და ევროპული ნარა-
ტიული წყაროების, ახლად გამოვლენილი საარქივო დოკუმენ-
ტების საფუძველზე, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის
გათვალისწინებით შესწავლილია ქართველების ისტორია ირანში
უძველესი დროიდან დღემდე. წარმოჩენილია საქართველო-
ირანის ურთიერთობის ასპექტები. ნაჩვენებია ქართველების
როლი ირანის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ცალკე ადგილი ეთმობა ფერეიდნელი ქართველების საკით-
ხების განხილვას, რაც ახალი მასალებით არის შეჯერებული.

რედაქტორი პროფ. ნ. ბართაია


რეცენზენტები: პროფ. დ. მალაზონია
პროფ. ს. ვარდოსანიძე

ავტორი მადლობას უხდის მცხეთის რაიონის გამგებელს


ბატონ ვ. ყიფშიძეს, საფინანსო განყოფილების უფროსს ბატონ ი.
ელგენდარაშვილს და სოფელ დიღმის საკრებულოს
თავმჯდომარეს ბატონ ჭ. სონღულაშვილს წიგნის გამოცემაში
გაწეული დახმარებისათვის.

2
რედაქტორისაგან

სამშობლოდან აყრა და დასაკარგავში გადასახლება, ქართველთა უმძიმესი


ისტორიული ხვედრი ყოფილა, რომელიც ფერეიდნელებით არც დაწყებულა და
არც დამთავრებულა. ვინ იცის, მტერს როდის, სად, რამდენი ათასი ქართველი
გადაურეკავს უცხოეთში, რომლებიც თანდათან სხვა ხალხებმა შთანთქეს.
ფერეიდნელი ქართველები ერთადერთნი აღმოჩნდნენ მათ შორის,
რომლებმაც ოთხასი წლის მანძილზე გასაოცარი სიმძაფრით, შეინარჩუნეს
ქართველობა, მშობლიური ენისა და ისტორიული სამშობლოს უსაზღვრო
სიყვარული.
ბევრი რამ დაწერილა ფერეიდნელებზე, რასაც, გულდაგულ, საარქივო
მასალის ჩათვლით, გასცნობია ცნობილი ისტორიკოსი ავთანდილ
სონღულაშვილი და მეცნიერულად აწონილ-დაწონილს აწვდის მკითხველს.

3
შინაარსი

შესავალი ....................................................................................................................................................7

სადაურსა სად წაიყვან....................................................................................................................9

ძველი და ახალი ირანი................................................................................................................16

ურთიერთობის ისტორიიდან ....................................................................................................26

გადასახლება ...........................................................................................................................................66

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე..............................................................96

გვიხმობს ფერეიდანი!......................................................................................................................121

სოფლები და მოსახლეობა...........................................................................................................135

მეურნეობა.................................................................................................................................................145

რელიგია და ყოფა-ცხოვრება .....................................................................................................155

ეროვნული თვითშეგნება ..............................................................................................................169

განათლება ................................................................................................................................................181

4
შესავალი

ვუძღვნი ძვირფასი მეგობრის ედიშერ


ჩარგაზიას ნათელ ხსოვნას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო,


რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან
პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობები წამოიწყო. 1993 წელს თბილისში
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო და ანალოგიურად, 1994 წელს
თეირანში საქართველოს საელჩო გაიხსნა. მთლიანობაში ბოლო ათწლეულის
მანძილზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და კულტურულმა
ურთიერთობებმა აღმავლობა განიცადა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც არსებობს
რწმენა, რომყველა სფეროში თანამშრომლობის ორმხრივად არსებული
პოტენციალი რეალურად არ გამოყენებულა. ამიტომაც, იმედია, ახლო
მომავალში ამ ურთიერთობათა გააქტიურების მოწმენი შევიქმნებით.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ხათამიმ, 2001 წელი
ცივილიზაციათა დიალოგის წლად გამოაცხადა. ირანის მთავრობა
წელიწადნახევრის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქს ირანში ჩასვლას. ეს თხოვნა მიზნად ქრისტიანულ-
მართლმადიდებლურ სამყაროსთან დიალოგის დაწყებას ისახავდა. დიალოგი
შედგა. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ირანს ესტუმრა. რატომღაც
ირანმა ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორის პირველი
სამშვიდობო დიალოგისთვის საქართველო აირჩია.
ეს დიალოგი ეხებოდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას. რელიგიურ
ლიდერებს მართლაც შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ, რათა ომების
საშიშროება თავიდან იქნეს აცილებული. როგორც ჩანს, ამ საკითხს
სერიოზულად მიაქცია ყურადღება ირანმა.
აზიაში ირანი ის ქვეყანაა, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება.
ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანი გარკვეულწილად საერთაშორისო
იზოლაციაში მოექცა, ამიტომ ქვეყანა ეძებს გზებს აღნიშნული ვითარებიდან
თავის დასაღწევად. საქართველო კი შემთხვევით არ იყო შერჩეული
კონტაქტების დასამყარებლად.
კავკასია ყურადღების ცენტრში მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოა
მოქცეული. ამ შემთხვევაში საქართველო, როგორც ძირითადი წამყვანი ქვეყანა

5
კავკასიის ხალხებს შორის, თავისთავად რჩება განსაკუთრებული ყურადღების
ქვეშ როგორც დასავლეთის, ისე აზიის მხრიდან 1 .
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კიდევ
ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ
მთლიანობას და ამ ქვეყანასთან ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის
ყველა სფეროში ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი
გამოთქვა. 2004 წელს თეირანსა და თბილისს შორის სხვადასხვა დელეგაციის
გაცვლა-გამოცვლა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი აქტივობის
მანიშნებელია. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის
ცერემონიალზე ირანის ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით ირანის
მაღალი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოსთან ურთიერთობების
გაღრმავებისაკენ ირანის მისწრაფების ხელახალ დასტურად აღიქმება.
2004 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ირანში ვიზიტმა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რამდენიმე
დოკუმენტის ხელმოწერამ სამომავლო კავშირების თვისებრივად ახალი
პერსპექტივა გამოკვეთა. იმედია, ამ შეთანხმებათა პრაქტიკული
განხორციელებით ჩვენი ურთიერთობის ახალი ფურცელი გადაიშლება 2 .

1
r. advaZe, saqarTvelos siyvaruls fereidanSi iswavliT,
Jurn. `sarke~, 2001, # 23, gv. 22.
2 gaz. `megobrobis macne~, 2005, # 3, Tebervali, gv. 5.

6
სადაურსა სად წაიყვან...

და მიედინებოდნენ მდინარედ სტამბოლისაკენ, ან კიდევ საით ძალით


უფლებააყრილი საქართველოს შვილები იანიჩართა თუ საჭურისთა რაზმების,
სულთან-ვეზირთა ჰარამხანების შესავსებად. ამ გაუბედურებული ადამიანებისა
თუ თურქთა ბატონობის ქვეშ მოქცეული ქართული პროვინციების მკვიდრთა
გულში არასოდეს წაშლილა ეროვნული თვითშეგნებისა და შეურიგებელი
წინააღმდეგობის გრძნობა.
და ეს ხდებოდა უძველესი დროიდან. საკმარისია გავიხსენოთ
ქსენოფონტეს `ანაბასისში~ მოთხრობილი ამბავი, როდესაც ჩვ.წ. აღრიცხვამდე
401 წელს ბერძნები მაკრონების (მეგრელების) ტომის საზღვარს მიადგნენ;
მაკრონების ლაპარაკის დროს ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი მიხვდა, რომ
თვითონაც მაკრონი იყო. დღესაც როგორ ჟღერს მისი სიტყვები: `მე ვფიქრობ
ეს ჩემი სამშობლოა...~ 3
ქართველებით დასახლებული ადგილები იერუსალიმის გარეუბანში,
ქართული ცნობით, ჯვრის მონასტრის დაარსებისთანავე გაჩენილა. შემდეგ მას
მუსლიმები დაუფლებიან, ხოლო XIV საუკუნის პირველ ნახევარში ისინი
კვლავ ქართველებს დაუკავებიათ~ 4 .
ქართველი კოლონისტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის
პროფესორი ა. ცაგარელი, რომელმაც იმოგზაურა ამ ადგილებში XIX საუკუნის
დამლევს. იგი აღნიშნავდა, რომ ჯვრის მონასტრიდან 20 წუთის სავალზე არის
პატარა სოფელი მალხა, რომლის მცხოვრებნი აშკარად ქართველ კოლონისტთა
შთამომავლები არიან. მათ დავიწყებული ჰქონდათ მშობლიური ენა და მამა-
პაპური სარწმუნოება, მაგრამ ახსოვდათ თავისი წარმომავლობა. ისინი თავს
`გურჯებს~ _ ქართველებს უწოდებდნენ. ითვლებიან ჯვრის მონასტრის
მცველებად და ემსახურებიან მას 5 .
ცნობილია, წამებული ქეთევანის ძვლების ნაწილი კათოლიკე ბერებმა
ინდოეთის ქალაქ გოაში წაიღეს და ა გრასას მონასტერში შავი ქვის კუბოში
დაკრძალეს. ყოველივე ეს სარწმუნო ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ ეს მონასტერი
ქართველთა სამოღვაწეოც ყოფილა ძველთაგანვე. ისტორიას შემოუნახავს

3 qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, t. I, Tb., 1998,


gv. 18.
4 a. menTeSaSvili, saerTaSoriso urTierTobebis da diplo-
matiis istoria, wigni I, Tb., 2000, gv. 358.
5 a. menTeSaSvili, dasax. naSromi, gv. 358, sqolio 2.

7
ფრანცისკანელ ბერად ცნობილი ვინმე, ანდრიას, ერისკაცობაში _ ნასყიდას
სახელი. მისი სარწმუნოებრივი სამსახური იმდენად თვალსაჩინო და
გულმხურვალე ყოფილა, რომ 1321 წელს კიდევაც უწამებიათ. პადრები მას
წმინდანადაც კი მიიჩნევდნენო. ფართოდ არის ცნობილი ფრანგი ექიმის
ფრანსუა ბერნიეს გამოკვლევა, რომელიც დაწვრილებით აღწერს მოგოლთა
სახელმწიფოს ცხოვრებას. ეს სახელმწიფო ძირითადად ემყარებოდა არმიის
ძლიერებას, რომლის ძირითადი ბირთვი შემდგარი ყოფილა უცხო,
არაინდოელი ხალხების წარმომადგენელთაგან. მათგან მოგოლ იმპერატორებთან
განსაკუთრებით ახლოს ყოფილა `ქართველთა ჯგუფი~. სწორედ ამ წრიდან
აღზევებულა სამი `მონა~ XX საუკუნეში მეფე რამრასის დროს. მდიდარი
ოლქების გამგებლებად დანიშნული ქართველები ერთმანეთისათვის მხარის
მიცემით იმდენად გაძლიერებულან, რომ რამრასი ტახტიდან ჩამოუგდიათ და
მეფის ტიტული სათითაოდ მიუღიათ. მათი სამეფოები გადაჭიმული ყოფილა
ინდოსტანის სამხრეთში, დიდ სივრცეებზე და ერთ-ერთი მათგანის
დედაქალაქს დვალეთი რქმევია. ქართულ სამეფო დინასტიას, ქვეყანა თითქოს
ორას წელზე მეტხანს უმართავს.
ისე გამოდის, ინდოეთის სადედოფლო ტახტზე ქართველი ქალებიც
მსხდარან. სილამაზე-სიმშვენიერით, ჭკუა-გონებითა და სხვა ღირსებებით
განსაკუთრებით გამორჩეულა უდიპურის სახელით ცნობილი დედოფალი. იგი
თითქოს ერთ მონათვაჭარს ჩაუყვანია ინდოეთში და შემდეგ მოგოლ
იმპერატორს ცოლად დაუსვამს. ქალი ტყვეობაშიც ქრისტიანად დარჩენილა,
თვალწინ ყოველთვის ჯვარცმა და ღვთისმშობლის ხატი სდებია და იმდენი
უქნია, ქმარიც გაუქრისტიანებია. ამით უსარგებლია იმპერატორის მოქიშპე ძმას,
რომელსაც გულში უდიპურის სიყვარულიც სდებია. რაყიფს ტახტიც ხელში
ჩაუგდია და მშვენიერი დედოფალიც! ეს ისტორიული ამბავი საფუძვლად
დასდებია XIX საუკუნის ინდოელი მწერლის შონკინშოდრო ჩოტოპადხაიმის
რომანს `რაჯ-სინგხი~... 6
შუა საუკუნეებში ამ უმდიდრეს ქვეყანასთან ვაჭრობას იმდენად
ინტენსიური ხასიათი მიუღია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულა
სპარსეთთან და ინდოეთთან საქმით დაკავშირებული მთელი რიგი
გვაროვნული დინასტიები. მათ ქარავნებს, ეჭვს გარეშეა, მიჰყვებოდნენ
ინდოელი თანამოსაქმეებიც. ამიტომაც უპოვია ფართო გავრცელება ჩვენში
იქაურ სახელგანთქმულ `ქიშმირსა~ და ლითონის ნაწარმს, კეთილშობილ ქვებსა

6 i. rurua, didi regata, Tb., 1986, gv. 81-82.

8
და მუშკ-ამბრს, ქაღალდსა და მალამოებს, იარაღსა და თოფის წამალს,
ეგზოტიკურ ხილს.
ქართველ სოვდაგრებს საკუთარი ქარავნებიც ჰყოლიათ კალკუტაში,
მადრასსა და ბენარესში და ეს სავაჭრო ბუდეები დიდხანს არსებულა, რაკი
ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ზოგიერთ თბილისელს, თურმე,
იქიდან ოქროს ფულებიც კი მოსდიოდა მემკვიდრეობის წესით. იმ შორეულ
მხარეში ჩვენს დრომდე შემორჩენილია მრავალი ქართველის ობოლი სამარე.
ინდოეთთან ურთიერთობის გზა ქართველი კაცის თვალში იმდენად
საშინაო და გატკეპნილი ყოფილა, რომ მას მებატონეთაგან შევიწროებული
ყმებიც კი დასდგომიან უსამართლობისაგან თავის დასაღწევად. 1697 წლით
დათარიღებული ერთ-ერთი საბუთი, მაგალითად, იუწყება, რომ `თავის ბატონ
გაწყრომილი ყმა~, ვინმე წატურაშვილი `ინდოეთს მიმავლებულიყო~. უბირი,
გაჭირვებული ყმისათვის თითქოს არც კი არსებობს გეოგრაფიული სიშორისა
და სიუცხოვის ბარიერი 7 .
ლევან გამყრელიძის გადმოცემით, რომელმაც აღმოსავლეთის მრავალი
ქვეყანა შემოიარა, ირან-ინდოეთის საზღვართან, კუთხეში მცხოვრებნი თავს
გურჯებს უწოდებდნენ, ზანდუკში ჰქონიათ შენახული სამუდამოდ დაკარგული
სამშობლოდან წამოღებული წიგნები. მათ წაკითხვას უკვე ვერავინ ახერხებდა.
ნაწერი მრგვლოვან ანბანს წააგავდა. ეს წიგნები მიბარებული ჰქონია გვარად
გურამიშვილს, რომელიც იმ სოფლის მემამულედ ითვლებოდა 8 .
ოსმალებისა და ყიზილბაშების ბატონობის დასაწყისიდან ჩვენს ქვეყანას
კიდევ ერთი საზარელი სენი დასჩემდა. ეს იყო `ტყვის სყიდვა~, რომლის
გავრცელებას ხელს უწყობდნენ გაბატონებული ფენები, გაბოროტებული
თავადები, გაღატაკებული და ამ ნიადაგზე გააბრაგებული აზნაურიშვილები,
ეკლესიის მსახურნი, პირველყოფილობაში _ `ისტორიის მიღმა~... ჩარჩენილი ან
ამ პირველყოფილობას დაბრუნებული `მარად ავის მოხარული (ბარის მიმართ)
მთა... ტყვის მყიდველები, იესირჯები, თულები, ლეკები და ყველა ამათი
მფარველი და წამქეზებელი ყიზილბაშური ირანი და ოსმალური თურქეთი~ 9 .
უღარიბესი გლეხები თავდაცვის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, კომბლებით
იყვნენ შეიარაღებული. ასეთი კომბალი ღონიერი და ცქვიტი მეომრის ხელში
საშიში იარაღი იყო.

7 i. rurua, dasax. naSromi, gv. 82-83.


8 iqve, gv. 102.
9 n. berZeniSvili, ruseTTan saqarTvelos SeerTebis isto-
riuli mniSvnelobisaTvis, `mnaTobi~, 1954, # 6, gv. 130.

9
ერთი ქართული გადმოცემის მიხედვით, რომელიც XVIII საუკუნის 70-იანი
წლების პერიოდს ეხება, სამცხის ერთ-ერთი სოფლიდან წამოვიდნენ მამა-
შვილები, სულ ექვსნი, რათა ხალხი დაეტყვევებინათ და შემდეგ გაეყიდათ.
დედა არ უშვებდა 16 წლის მეხუთე ვაჟს, მაგრამ მან დაიჟინა და ისიც
წაიყვანეს. მოხერხებულ ადგილას, სოფელ ვახანთან, ისინი ჩასაფრდნენ. უცებ
გზაზე გამოჩნდა მხრებზე კომბალმოგდებული ახალგაზრდა, მხიარულად
მოღიღინე იმერელი. მის შესაპყრობად ჯერ გადაეშვა უფროსი ვაჟი, რომელმაც
შესაშინებლად იმერელს ფეხებთან დაახალა დამბაჩა, მაგრამ ამ უკანასკნელმა
მსწრაფლ მოუქნია მომხვდურს თავისი კომბალი, თავში ჩასცხო და იქვე
გააგორა. ასევე ეძგერა იგი დანარჩენ მოთარეშე ქართველი მაჰმადიანის ხუთივე
ვაჟს. ამის შემხედვარე მამა საფარიდან გამოვიდა და თავისით დანებდა
იმერელს. აწი მე შინ ვეღარ დავბრუნდებიო, _ მაგრამ იმერელმა უარი სთქვა
მის წაყვანაზე _ საჭმელი მე ჩემთვისაც არა მაქვს და შენ როგორ შეგინახოო.
ამიტომ ცოცხლად დარჩენილ მამას ორივე ყური დააჭრა და გაუშვა 10 .
ფეოდალური საზოგადოების აშკარა დეგრადაციის მანიშნებელი ეს მძიმე
მოვლენა აშკარა განადგურებას უქადდა მოსახლეობას. ყოველწლობით
ათასობით რჩეული ქართველი ქალი თუ კაცი ტყვის მყიდველებს უცხოეთში,
უმთავრესად, ოსმალეთსა და ირანში მიჰყავდათ.
უცხოელი ტყვედ წაყვანილ, გაყიდულ თუ თავისი ნებით გადახვეწილ
აურაცხელ ქართველთაგან მხოლოდ ზოგიერთს თუ ხვდებოდა წილად
სამშობლოში დაბრუნების ბედნიერება, თორემ სამუდამოდ იქ რჩებოდნენ და,
ჩვეულებრივ, სულთნების, შაჰების, ბეგლარბეგების, ფაშების და ბეგების
შეიარაღებულ რაზმებს თუ ჰარამხანებს ამშვენებდნენ. იქ იწყებოდა მათი
მეორე, ნამდვილად მძიმე, მონური ცხოვრება. თუმცა დღევანდელი მონა ხვალ
შეიძლება სხვისი ბატონი და ქვეყნის პატრონიც გამხდარიყო, რადგან მისი
წოდებრივ-უფლებრივი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა ბევრად იყო
დამოკიდებული მისსავე პირად ღირსებებზე: ჭკუა-გონებაზე, ერთგულ
სამსახურზე, თავდადებაზე. ამიტომ ოსმალეთში და ირანში მოხვედრილი
ქართველების მეტი წილი ამ ღირსებების წყალობით სწრაფად აღწევდა თავს
მონურ მდგომარეობას, წინაურდებოდა და ბევრი მათგანი მსხვილი ფეოდალი,
ბეგი, ბეგლარბეგი, ფაშა ხდებოდა. სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს
`კალმასობის~ ავტორი, როცა ამბობს: `ისხდნენ კუალად კახეთიდან და

10 s. kakabaZe, krwanisis omi, Tb., 1991, gv. 70.

10
იმერეთიდან დაკარგულნი ტყვეები ბეგებად და ქაშიფებად (მმართველებად ა.
ს.). მისრში ბეგებად ქართველები არიანო~ 11 .
ერეკლე მეორემ თავის დროზე კავშირი გააბა ხონთქრის ქართულ
გარემოცვასთან, ხელიც შეუწყო სტამბოლელი ქართველი დიდკაცების
ურთიერთობას სამშობლოსთან 12 .
დღეს უკვე ცნობილია, რომ სტამბოლის ჰარამხანის ტყვე ქართველი
ქალები მეფე ერეკლეს აწვდიდნენ სამხედრო-საიდუმლო ცნობებს ოსმალეთის
შესახებ, რითაც უადვილებდნენ მტრების მოგერიებას. საყოველთაოდ ცნობილი
გახდა, რომ ყოფილი ტყვე ქართველი მამაკაცები _ უზენაეს თანამდებობამდე
მიღწეულნი _ აგრეთვე კრებდნენ საიდუმლო ცნობებს, ერეკლეს
ატყობინებდნენ და ოსმალეთის ანტიქართულ გეგმებს ფუშავდნენ 13 .
თავიანთი ნიჭის, ერთგული სამსახურისა და მხედრული შემართების
მეოხებით ქართველი მამლუქები სწრაფად დაწინაურდნენ, სამხედრო-
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ და ზოგიერთმა ერაყის გამგებლის
თანამდებობამდეც მიაღწია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1831 წლამდე
ერაყს მართავდნენ ქართველი მამლუქები (სულეიმან აბუ ლაილი, სულეიმან
ბუიუკი, სულეიმან ქიუჩუკი, დაუდ ფაშა). ეს უკანასკნელი იყო ბოჩოლაანთ
გიორგის უფროსი ბიჭი დათო მანველაშვილი. 5 წლის მოიტაცეს დუშეთიდან...
ერაყის ფაშა 1815-1831 წლებში. 1834-1836 წლებში იგი ბოსნიის ბეგლარბეგია;
1838-1839 წლებში კი ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს, _ დივანის
თავმჯდომარე. ამის შემდეგ, 1841 წლამდე ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1846
წელს დაუდი მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, _ შეიხ
ულ-ჰარამად დაინიშნა მედინაში. დაუდ-ფაშა გურჯი გარდაიცვალა 1851 წელს.
განისვენებს იგი მუსლიმანთა წმინდა ქალაქ მედინაში, მართლმორწმუნე
ხალიფა ოსმანის აკლდამის გვერდით 14 .
ეგვიპტეშიც თითქმის მთელი XVIII საუკუნე (1711-1798) არსებობდა
მამლუქების ნახევრად დამოუკიდებელი საამირო, რომლის ქართველი
მმართველები (ალი ბეგი ალ-ქაბირი (1753-1773), იბრაჰიმ ბეგი და მურად ბეგი
(1775-1798) სინამდვილეში ცნობდნენ მხოლოდ სულთანის, როგორც მუსლიმური

11 b. silagaZe, erayi mamluqTa gamgeblobis xanaSi, Tb., 1978,


gv. 113.
12 d. janeliZe, saqarTvelo da aRmosavleTi, Tb., 1984, gv. 303.
13 d. janeliZe, dasax. naSromi, gv. 304.
14 l. uruSaZe, qarTuli warmoSobis moRvaweni osmaleTSi,
`macne~, istoriis seria, 1989, # 4, gv. 74.

11
სამყაროს მეთაურის, რელიგიურ ავტორიტეტს, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა
სფეროში თვითონ ამყარებდნენ კავშირებს უცხოეთის სახელმწიფოებთან,
ღებულობდნენ მათ დესპანებს და სდებდნენ მათთან სავაჭრო
ხელშეკრულებებს 15 .
აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნის დამლევს ეგვიპტის 18 ბეგიდან 12
გამაჰმადიანებული ქართველი იყო. ერთ-ერთი მათგანი, იბრაჰიმ ბეგი გვარად
სინჯიკაშვილი კახეთის სოფელ ვაქირში დაიბადა 16 .
საფრანგეთში ნაპოლეონს თან გაჰყვა მისი ერთგული მსახური, ეროვნებით
ქართველი, რუსტემი (როსტომ რაზმაძე). მან არც გადასახლებაში (ელბაზე)
მიატოვა თავისი ბატონი 17 .
ბრძოლა ოსმალთა უღლის გადასაგდებად დაიწყო სახელოვანი ქართველი
მამლუქი ბელადის ალი-ბეის აჯანყებით 18 . ალი-ბეის დაწყებული საქმის
გაგრძელება წილად ხვდა იბრაჰიმ-ბეის სახელით ცნობილ მარტყოფელ აბრამ
შინჯიკაშვილს, რომელსაც ისტორიკოსები თავისი დროის გამოჩენილ
პოლიტიკოსად და მხედართმთავრად მიიჩნევენ. მაგრამ თითქოს ბედის
დაცინვით, მისი მთავარი მეტოქენი აღმოჩნდნენ გენიალური ნაპოლეონ
ბონაპარტე; ასევე გენიალურ ამირბარად აღიარებული, ოდესღაც ფშავიდან
გატაცებული და ღაზი-ჰასანის სახელით ცნობილი თურქეთის კაპუდან-ფაშა;
ოსმალეთის ფაქტიური მბრძანებელი დიდვეზირი, წარმოშობით ასევე
ქართველი იუსუფ-კოჭა ანუ `დიდი იუსუფი~ და ბოლოს, მათზე არანაკლებ
ძლევამოსილი ალბანელი არნაუტი მუჰამედ-ალი.
ღაზი-ჰასანი სტამბოლის ქუჩებსა და დიპლომატიურ შეხვედრებზე, თურმე,
მუდამ ლომის ან ვეფხვის თანხლებით დადიოდა. მან, მთელ თავის მხედრულ
გამოცდილებას და პოლიტიკიურ ცბიერებას უხმო ეგვიპტის მბრძანებლის,
ხოლო სისხლით ღვიძლი ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა ღონე იხმარა
იმისათვის, რომ ეგვიპტიდან ამოძირკვულიყო ქართული ეთნიკური
ელემენტი... 19

15 a. menTeSaSvili, dasax. naSromi, wigni II, gv. 51-52.


16 iqve, gv. 54, sqolio 1.
17 iqve, gv. 67, sqolio 1.
18 i. rurua, dasax. naSromi, gv. 362.
19 i. rurua, dasax. naSromi, gv. 363-364.

12
ძველი და ახალი ირანი

მარად თოვლიანი ქედები, უძირო ხეობები, უხვწყლიანი მდინარეები,


გაუვალი ტყეები, ჭაობები, უწყლო, უსიცოცხლო, ქვიშიანი უდაბნოები,
დამშრალი მდინარის კალაპოტები, ფინიკისა და ციტრუსების ჭალები, ბიბინა
ოაზისები, ხეხილით, ვაზითა და ჯეჯილით ამწვანებული ხოდაბუნები _ ასეთი
ნაირსახეობა ახასიათებს იმ ქვეყნის ბუნებას, რომელსაც ირანი ეწოდება.
ირანი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყანაა; მას ირანის ზეგანის
მომეტებული და სომხეთის ზეგანის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია.
აღმოსავლეთით ირანს ავღანეთი და პაკისტანი ესაზღვრება, სამხრეთით
ინდოეთის ოკეანის ომანისა და სპარსეთის ყურეები ეკვრის. მისი დასავლეთის
მეზობლებია ერაყი და თურქეთი. ირანის საზღვრების საერთო სიგრძე 7550
კილომეტრია, აქედან სახმელეთო საზღვრებისა _ 4900, ხოლო საზღვაოსი _
2650 კილომეტრი. ირანის ტერიტორია თითქმის დასავლეთ ევროპის მთელი
ტერიტორიის 1/3-ია და 1 მილიონ 645 ათას კვადრატულ კილომეტრს
შეადგენს 20 .
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში ირანის ტერიტორიაზე
ირანული ჯგუფის ინდოევროპული ტომები შეიჭრნენ (სავარაუდოა, შუა
აზიიდან ან ამიერკავკასიიდან) და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ირანის
ზეგანზე დასახლდნენ. ისინი თავიანთ თავს არიანებს უწოდებდნენ. მათ ამ
ახლად ათვისებულ ადგილს Aრყãნãმ, ანუ ირანი უწოდეს, რაც ძველ ირანულ
ენაზე `არიანების ქვეყანას~ ნიშნავს. თავდაპირველად, ეს ხალხი სპარსეთის
ყურის ზემოთ მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონს განაგებდა 21 .
ამავე დროს სიტყვა `ირანი~, როგორც გეოგრაფიული ტერმინი ნიშნავს
მაღალ ზეგანს. არსებული ცნობებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ეს
ინდოევროპული ჯგუფის ხალხი, დასახლებული ირანის ტერიტორიაზე,
ეწეოდა მომთაბარე ცხოვრებას, რომელთათვისაც ძროხა და ძაღლი ითვლებოდა
წმინდა ცხოველებად. უკვე მყარად, პირველი ათასწლეულის დასაწყისისათვის,
ჩვენს ერამდე, ირანის ზეგანზე ჩნდება ხალხი, ე. წ. `არიელები~, რომლებიც
ინდოევროპული ენების ჯგუფზე ლაპარაკობდნენ 22 .

20 k. tabataZe, Tanamedrove irani, Tb., 1956, gv. 3.


21 o. kiknaZe, irani, Tb., 1979, gv. 3.
22 saqarTvelos uaxlesi istoriis centraluri saxelmwifo
arqivi (SemdegSi suicsa), f. 1206, anaw. 2, saq. 227, furc. 1.

13
პირველი ირანული დინასტიის _ აქამენიანების მთავარ სასახლეს და მის
შემოგარენს პერსიდა (პარსა, პარს _ თანამედროვე ფარსი) ეწოდებოდა. ძველ
ბერძნულ ენაში, ალექსანდრე მაკედონელის დროს, ამ ადგილს პერსეპოლისს
(თანამედროვე თახთე ჯემშიდი) უწოდებდნენ. მოგვიანებით, ბერძნებმა და
ევროპის სხვა ხალხებმა ამ დასახლების სახელწოდება მთელი ქვეყნის
აღმნიშვნელი გახადეს და სპარსეთი შეარქვეს, მაშინ, როდესაც მთლიანად
აქამენიანების იმპერიას ირანი ეწოდებოდა.
სასანიანთა დინასტიის მმართველობის დროს ირანს ირანშაჰრი ერქვა. 1935
წელს, ქვეყნის პირველადი სახელწოდების აღდგენის მიზნით, ირანის
მთავრობამ საზღვარგარეთის ქვეყნებს თხოვნით მიმართა _ მომავალში
სპარსეთის ნაცვლად ოფიციალური აღნიშვნის დროს ირანი ეხმარათ.
ირანის სახელმწიფო ენად სპარსული, ანუ ფარსის ენაა გამოცხადებული,
დამწერლობა კი არაბული შრიფტითაა 23 .
არაბებიდან დაწყებული თითქმის ყველა დიდი დამპყრობლის ჩაგვრა
განიცადა ირანელმა ხალხმა (თურქ-სელჩუკები, მონღოლები, თემურელები).
განსაკუთრებულ აღმავლობას ქვეყანამ, მხოლოდ სეფიანთა დინასტიის დროს
(1501-1722 წწ.) მიაღწია. ამჟამად, ჩვენ საგანგებოდ არ შევჩერდებით შუა
საუკუნეების ირანის პოლიტიკურ ისტორიაზე, რადგან ქართულ
ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანად არის ეს საკითხები გაშუქებული. რაც
შეეხება XIX საუკუნეს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარს, აღვნიშნავთ, რომ
უმძიმესი ფეოდალური ექსპლოატაცია გლეხობის უკიდურესი სიღარიბისა და
განადგურების საფუძველი ხდებოდა. ამას ემატებოდა მასობრივი შიმშილობა,
რასაც თან ერთვოდა ჭირისა და ხოლერის ეპიდემიები.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანში არაერთხელ მძვინვარებდა
შიმშილობა, კერძოდ, 1860-1861, 1869-1872, 1879-1880 და მომდევნო წლებში.
განსაკუთრებით საშიში იყო 1869-1872 წლის შიმშილობა, როდესაც დაღუპულთა
რიცხვმა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 10% შეადგინა.
ქერმანის მხარეში XX საუკუნის დასაწყისამდე მონური შრომა იყო
შემორჩენილი სოფლის მეურნეობაში. გადასახადისათვის თავის არიდების
შემთხვევაში იყო ფაქტები, როდესაც გლეხებს ყიდდნენ. ეს ხდებოდა არა
მხოლოდ ქერმანში, არამედ ხორასანშიც. მაგალითად, 1905 წელს
მოუსავლიანობის გამო ქუჩანის მოსახლეობამ, როდესაც ვერ შეძლო

23 o. kiknaZe, dasax. naSromi, gv. 3.

14
დაკისრებული გადასახადის შეტანა გუბერნატორმა 300 ქუჩანელი გოგონა
მიყიდა თურქმენ ხანებს 24 .
ამავე პერიოდის რეშთში საინტერესო იყო მრავალფერი ფილებიანი
აბანოების ხილვა. მობანავეები ზოგჯერ ქუჩებში დარბოდნენ
ზეწრებშემოხსეულები, ქუჩებში ჩაცუცქულნი ყალიონს ეწეოდნენ და
დაუსრულებლად მასლაათობდნენ. ვაჭრობდნენ იქვე, მიწაზე. უხვად
იყიდებოდა ბოსტნეული და ხილი. იქვე მუშაობდნენ ფეხმორთხმული
ხელოვნები _ მეწაღეები, მესაათები. დალაქებიც ასევე, ფეხმორთხმულები
ისხდნენ მიწაზე და პარსავდნენ კლიენტებს. ხელში ჭუჭყიანი ჭიქები ეჭირათ
ჭუჭყიანი საპნის ქაფით, რომლითაც თითებით უთხუპნიდნენ სახეს, ხოლო თუ
წყალი არ ჰქონდათ და საპონს ვერ ააქაფებდნენ, ნერწყვით ულბობდნენ
წვერს 25 .
მართლაც უწიგნური და უუფლებო ხალხი უკიდურეს სიღატაკეს
განიცდიდა. უდიდესმა უმრავლესობამ არ იცოდა რა იყო მედიცინა,
კანტიკუნტად შეხვდებოდით ექიმს, ხალხს მკბენარი ჭამდა. მძვინვარებდა
ათაშანგი, ქოლერა, შავი ჭირი, შავი ყვავილი და სხვა ავადმყოფობანი.
განწირული ხალხი თავდავიწყებას თრიაქის წევაში პოულობდა... 26 ვაფური
თრიაქის ე. ი. ოპიუმის მოსაწევი მილია, ერთ მოწევაზე სჭირდება მისხლის
მეათედი ოპიუმი. ეს ერთი ნამცეცია, მაგრამ ადამიანს ადვილად აბრუებს,
ათრობს, ფერს უკარგავს და თვალებს უფართოებს. თრიაქის მოწევის სურვილს
თამბაქო ვერ კლავს. ასე რომ, თამბაქოს შემდეგ თრიაქის მოწევა იგივეა,
როგორც სადილის შემდეგ ტკბილეულის ჭამა. ირანელისთვის თრიაქით
გამასპინძლება უდიდესი პატივისცემაა 27 .
XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში ირანში მოგზაურობა
ადვილი არ იყო. მართალია ომსა და რევოლუციებს აქაც თავისი გავლენა
მოეხდინა, მაგრამ ცხოვრება მაინც ერთ წერტილზე გაყინულს გავდა.
სახელმწიფო დიდ კრიზისს განიცდიდა. ძველი აღარ ვარგოდა, ახალი არ იყო.
ამ დროს გზებზე სიარული დიდ ხიფათს წარმოადგენდა: ურკინიგზო ქვეყანა,
ავტომობილების მცირე მიმოსვლა, ცუდი გზები. ავტომობილების ქირა ძალიან
ძვირი იყო. მგზავრობას დიდი დრო სჭირდებოდა 28 . მდგომარეობა არც

24 История ирана, М., 1977, с. 264.


25 a. kelenjeriZe, gurjebi, Tb., 1975, gv. 32.
26 iqve, gv. 35.
27 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, Tb., 1951, gv. 20-21.
28 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 9.

15
შემდგომ გამოსწორებულა. საგულისხმოა, რომ ირანელის სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა თავად შაჰის აღიარებით 50-იანი წლების ბოლოს 27 წელს
შეადგენდა. აღნიშნული დროისათვის ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი
ადგილი ეკავა თვითმკვლელობის რიცხვით შიმშილისა და სიღატაკის
ნიადაგზე.
ირანში ყოველ წელს მალარიით ავადდებოდა 4 მილიონი ადამიანი.
პერიოდულად ვრცელდებოდა ტიფის, ჭირის, ხოლერის ეპიდემია. 1856 წლის
აღწერით მოსახლეობის 85% წერა-კითხვის უცოდინარი იყო 29 . სასკოლო
განათლებას და საერთოდ, სასწავლო პროცესს წარმართავდნენ სასულიერო
პირები. ისინი განაგებდნენ როგორც სასულიერო სკოლებს _ მექთებეებს, ასევე,
საშუალო სასწავლებლებს _ მედრესეებს, სადაც ძირითადად, საღვთო სჯულს
ასწავლიდნენ 30 .
მოსახლეობის 90% ქოხებში ცხოვრობდა ძროხებთან, ცხენებთან,
სახედრებთან, ძაღლებთან და ფრინველებთან ერთად. სამხრეთის მხარის
მცხოვრებნი შიმშილის გამო სიკვდილს, რომ გადარჩენოდნენ ფინიკის ქერქსა
და კალიებს ჭამდნენ. ბელუჯების ძირითადი საკვები კი ბალახი იყო 31 .
საერთოდ, XX საუკუნის 20-30-იან წლებში დამთავრდა ირანში
გაბატონებული სპარსელი ერის ფორმირების პროცესი. პროპაგანდას უწევდნენ
ქვეყნის ძველი დიდების, ძლიერებისა და მნიშვნელობის აღდგენის იდეას.
ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეროვნება და ტომი ირანელებად ცხადდებოდა,
რომლებიც სპარსელებთან ერთად შეადგენდნენ ირანელ ერს 32 .
აღნიშნულ წლებში ირანის მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენდა. აქედან
სოფელში მომთაბარეების ჩათვლით 80%. ხოლო ქალაქში 20% ცხოვრობდა.
საკუთრივ ირანელები მოსახლეობის ნახევარს, ე. ი. 50% შეადგენდნენ. თურქ-
მონღოლები 25%, ქურთები 10%, არაბები 5%, დანარჩენი 10% მოდიოდა სხვა
ეროვნულ უმცირესობაზე 33 .
70-იანი წლების შეფასებით ირანში ცხოვრობს 30-ზე მეტი სხვადასხვა
ხალხი. მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს შეადგენენ ირანულენოვანი ხალხები:
სპარსელები (13,5 მლნ.), მათთან ახლომდგომი გილანელები (1,6 მლნ.), ქურთები

29 М. С. Иванов, Иран в 60-70-х годах XX века, М., 1977, с. 18.


30 g. WipaSvili, iranis saxelmwifo wyobileba, Tb., 1990, gv.
35.
31 m. ivanovi, dasax. naSromi, gv. 19.
32 o. kiknaZe, dasax. naSromi, gv. 88.
33 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 227, furc. 4.

16
(2,5 მლნ.), ლურები (0,8 მლნ.), ბახთიარები (0,5 მლნ.), ბელუჯები (0,65 მლნ.),
თალიშები (0,68 მლნ.), თათები (0,3 მლნ.), ჰაზარები, ჯემშიდები, ავღანელები,
ტაჯიკები (სულ 0,25 მლნ.). თურქულენოვან ჯგუფს განეკუთვნებიან
აზერბაიჯანელები (5 მლნ.), ყაშხაელები (0,38 მლნ.), თურქმენები (0,45 მლნ.),
ასევე ყაჯართა, ხორასანთა და სხვა ტომები. ცხოვრობენ აგრეთვე, არაბები (550
ათ.), სომხები (200 ათ.), ასურელები (75 ათ.), ებრაელები (70 ათ.) და სხვ 34 .
ირანის მოსახლეობის 98% მაჰმადიანია, მათ შორის 90% შიითი 35 .
საერთოდ, ირანში ეროვნული უმცირესობანი ჩაგვრასა და შევიწროებას
განიცდიან. ოფიციალური თვალსაზრისით, რომელიც რეზა-შაჰის დიქტატურის
წლებში დამყარდა, ქვეყნის ყველა მცხოვრები, როგორც აღვნიშნეთ, `ირანელად~
იწოდება, რითაც თითქოს ირანში სხვა ეროვნებათა არსებობა გამორიცხულია.
სახელმწიფო ენად გამოცხადებული ფარსი _ სპარსული ენა, რომელზეც ხდება
სახელმწიფო და ადგილობრივი საქმისწარმოება ირანის ყველა პროვინციაში
ყველასთვის გასაგები არ არის. მაგალითად, ირანის აზერბაიჯანის,
ქურთისტანის, ხუზისტანისა და ირანის ბელუჯისტანის მოსახლეობის დიდმა
ნაწილმა ეს ენა არ იცის 36 .
სხვა მონაცემებით, ირანში 12 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ ორ ჩრდილო-დასავლურ
პროვინციაში (აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანი) და ათეული წლების
განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძოდნენ ეროვნული უფლებების
გაფართოებისათვის. ფეჰლევიანთა დინასტიის პანირანისტული იდეოლოგია,
რომელიც ირანში მხოლოდ `ერთიანი ირანელი ერის~ არსებობას ცნობდა,
მიუღებელი იყო აზერბაიჯანელებისათვის, ქურთებისათვის, ჰუზესთანის
არაბებისათვის, ლურებისათვის, ბახთიარებისათვის, ყაშყაელთათვის,
თურქმენებისათვის, ბელუჯებისათვის და ა. შ. ისინი წინააღმდეგობას
უწევდნენ შაჰის ცენტრალიზატორულ პოლიტიკას და დროდადრო გარკვეულ
წარმატებასაც აღწევდნენ (მაგალითად, აზერბაიჯანში და ქურთისტანში 1945-
1946 წწ.) 37 .

34 qse, t. 5, Tb., 1980, gv. 207.


35 o. kiknaZe, dasax. naSromi, gv. 86.
36 k. tabataZe, dasax. naSromi, gv. 3-4.
37 d. saakaZe, `islamuri erTobis~ idea da misi gamovlenis
zogierTi aspeqti iranSi, kr. `aziisa da afrikis qveynebis
istoriis sakiTxebi~, I, Tb., 1993, gv. 230.

17
მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზე ირანის ხელისუფლება
მკაცრ პოლიტიკას ატარებს ეროვნული უმცირესობებისადმი. განსაკუთრებით,
ფართო ხასიათი მიიღო ტერორმა ირანის აზერბაიჯანში. აქ ფეხქვეშ
ითელებოდა აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესები. ირანის ზოგიერთი
მმართველი საერთოდ არ ცნობდა ცალკე აზერბაიჯანული ენის არსებობას და
აცხადებდნენ, რომ ის თითქოს სპარსული ენის დიალექტი იყო.
ირანის აზერბაიჯანი ეკონომიკურად დიდად ჩამორჩებოდა თეირანის
ოსთანს, ისფაჰანს და სხვა ცენტრალურ მხარეებს. სწორედ ასეთი პოლიტიკის
მეშვეობით, მიუხედავად მისი ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, თავისი
ეკონომიკური განვითარების დონით ირანის აზერბაიჯანი აღნიშნულ პერიოდში
დაყვანილ იქნა ქერმანისა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა
ჩამორჩენილი ოლქების დონემდე 38 .
აზერბაიჯანის მოსახლეობის ძალისხმევით 1945 წლის 12 დეკემბერს
შეიქმნა აზერბაიჯანის ავტონომიური მთავრობა. ამ მთავრობის პროგრამა
ითვალისწინებდა მრავალ პროგრესულ ღონისძიებას, მათ შორის,
აზერბაიჯანული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადებას 39 . მაგრამ 1946 წლის
დეკემბერში ირანის ხელისუფლების ბრძანებით ირანის აზერბაიჯანში
გამოცხადებული იქნა სამხედრო მდგომარეობა. აზერბაიჯანის დემოკრატიული
მოძრაობის მონაწილეებს იჭერდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ქალაქის ქუჩებში
ბოძებზე ჰკიდებდნენ, იტაცებდნენ მათ ქონებას. ანალოგიური აქციები
განხორციელდა ირანის ქურთისტანში 40 .
ცნობილია, რომ მუსლიმურ აღმოსავლეთში ადგილობრივი წარმოშობის,
მაგრამ გამაჰმადიანებული და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი
პირი თავისი ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის გამო, სამსახურებრივი
პოსტების დაკავებისას წინააღმდეგობას არ აწყდება. ისლამის სამყაროში ეს
მექანიზმი ძალიან კარგად არის დამუშავებული. ამის დასამტკიცებლად
იმპერიაში ან ირანში დაწინაურებულ, მეტად გავლენიან სახელმწიფო
მოღვაწეთა მთელი პლეადაც იკმარებს, რომლებიც ეთნიკურად ამა თუ იმ
ქრისტიან ერებს ეკუთვნოდნენ 41 .
ირანის სენატში, რომლის პირველი სხდომა 1950 წლის 9 თებერვალს
გაიხსნა შეიძლებოდა აერჩიათ, მხოლოდ მაჰმადიანი. ამასთან, მთელი რიგი

38 o. kiknaZe, dasax. naSromi, gv. 34.


39 iqve, gv. 35.
40 iqve, gv. 41.
41 d. saakaZe, dasax. naSromi, gv 233.

18
მონაცემები იყო გათვალისწინებული დეპუტატობისათვის. ამ მხრივ
გამონაკლისი მოხდა 1967 წელს, როცა მეხუთე მოწვევის სენატის
შემადგენლობაში ერთი სომეხი აირჩიეს 42 .
ოფიციალური ცნობებით, ყოველწლიურად ირანის სოფლებიდან მხოლოდ
თეირანში, სამუშაოს საძებრად საშუალოდ 70 ათასამდე კაცი ჩადის. მიგრანტთა
ნაკადის ინტენსიურობა განსაკუთრებით იზრდება იმ პერიოდში, როდესაც
სოფლად მთავრდება მოსავლის აღება და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად სამუშაოს გარეშე რჩება.
რა მდგომარეობა იქმნება ირანის სოფლებში გლეხობის მიგრაციის
შედეგად? როგორც წესი, მიგრანტთა უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა
მამაკაცები; სოფელს ხელიდან ეცლება ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე
აქტიური მოსახლეობა. ბუნებრივია, ამის გამო მიწების დიდი ნაწილი
უხარისხოდ მუშავდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან
ქალაქად ართულებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადანაწილებას
წარმოებისა და მომარაგება-გასაღების ბაზარზე.
ირანის ყოველი მსხვილი ქალაქის გარშემო წარმოქმნილია უკანონოდ
ჩასახლებული მთელი რაიონები. ბიდონვილებით არის გარშემორტყმული
თითქმის ყველა ქალაქი, სამუშაო ძალის მიზიდულობის მთელი არეალი.
ურბანიზებული პროცესის გაძლიერებასთან ერთად, ირანში მიმდინარეობს
ნაწილობრივი და აბსოლუტური უმუშევრობისა და მოსახლეობის სიღატაკის
გადანაცვლება სოფლიდან ქალაქად, ერთი ქალაქიდან მეორეში 43 .
ქალაქი, როგორც წესი, სპარსულია ენითაც და კულტურითაც, როდესაც
ქალაქში ჩამოდის არასრულწლოვანი მოსახლეობის ნაწილი, მას უწევს
ცხოვრება არა მარტო სოციალურად, არამედ ეროვნულად უცხო გარემოშიც და
სხვა სირთულეებთან ერთად მოსახლეობის ამ ნაწილს უხდება ენის ბარიერის
გადალახვაც. მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილ ოჯახებს ძალიან უჭირთ ამ
მორალური იარების მოშუშება, რომელთაც შემდეგში ემატება ისეთი
პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, მძიმე საცხოვრებელი და საარსებო
პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულ პრობლემებს თან ახლავს ერთი მეტად

42 М. Д. Миланиан, Государственный строй современного Ирана, М.,


1973, с. 97.
43 i. babalaSvili, iranis urbanizacia, misi socialuri Sede-
gebi, kr. `maxlobeli aRmosavleTis qveynebis iatoria~,
Tb., 1989, gv. 94.

19
მტკივნეული პროცესი, რაც გამოიხატება ირანის არასპარსული ეთნიკური
ჯგუფების გასპარსელებაში 44 .
ეროვნული საკითხის მოუგვარებლობა ირანში აზრთა სხვაობას იწვევს
პოლიტიკურ ძალთა შორის 45 . 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს
სპეციფიკური მოთხოვნებით გამოვიდნენ რელიგიურ-ეთნიკური და ეროვნულ
უმცირესობათა წარმომადგენლები (ქურთები, აზერბაიჯანელები, თურქმენები,
არაბები, ბელუჯები და ა. შ.), რომლებიც მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ
და ითხოვდნენ ამა თუ იმ ფორმით საშინაო ავტონომიას. ხელისულებამ უარი
განუცხადა თხოვნის შესრულებაზე. ისინი ხელმძღვანელობდნენ სურვილით,
რომ ქვეყანაში მუსლიმანური თემის მთლიანი და ყოველმხრივი ინტეგრცია
განხორციელებულიყო 46 .
ახალმა ხელისუფლებამ კონსტიტუციურად მხოლოდ რელიგიურ
უმცირესობთა არსებობა აღიარა. ასეთი სტატუსი მიიღეს ქრისტიანებმა
(სომხები და ასურელები), ებრაელებმა და ზოროასტრიზმის მიმდევრებმა. რაც
შეეხება სუნიტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ირანში არასპარსული
მოსახლეობით არის წარმოდგენილი (ქურთები, არაბები, თურქმენები,
ბელუჯები და სხვ.), მათ ასეთი უფლება ვერ მიიღეს, რადგან
ფუნდამეტალისტები თემის ამგვარ დაყოფას არ ცნობენ 47 .
რელიგიური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს
შეადგენენ. კონსტიტუციის თანახმად, ღებრებს* და ებრაელებს შეუძლიათ
მეჯლისში თითო დეპუტატი აირჩიონ. ქრისტიან ასირიელებს
(ნესტორიანელებს) და ხალდევნელებს (ძველი ბაბილონელები) ორივეს ერთად
პარლამენტში ერთი დეპუტატის არჩევის უფლება აქვთ, სამხრეთისა და

44 i. babalaSvili, iranis mosaxleobis Sida migracia, misi


ZiriTadi mizezebi da mimarTuleba, kr. `maxlobeli aRmo-
savleTis qveynebis axali da uaxlesi istoria~, Tb., 1983,
gv. 111.
45 Л. И. Медведко, А. В. Германович, Именем Аллаха... М., 1988, с.
123.
46 С. О. Агаев, Иран в прошлом и настоящем, М., 1981, с. 219.
47 d. saakaZe, dasax. naSromi, gv. 231.
* iranSi Zveli iranuli religiis _ zoroastrizmis mim-
devrebs Rebrebs uwodeben, indoeTSi Rebrebs farsebs
eZaxian.

20
ჩრდილოეთის ქრისტიანი სომხები* თითო დეპუტატს ირჩევენ, ე. ი.
რელიგიური უმცირესობები მეჯლისში 5 დეპუტატით არიან წარმოდგენილი 48 .
ისლამური რესპუბლიკის ძირითადი კანონი, ისევე როგორც პირველი
კონსტიტუცია, ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი ეროვნებისა და
ეთნიკური ჯგუფისათვის ვერ უზრუნველყოფს იმ ყველაზე ელემენტარულ
მოთხოვნასაც კი, რომ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ მათი
ბავშვები. კონსტიტუცია ქვეყნის ყველა ეროვნების წარმომადგენლისათვის
საპატიო მოვალეობად აცხადებს ირანის მოქალაქეობას 49 .
ისევე, როგორც მონარქიული მმართველობის დროს, ირანის ისლამურ
რესპუბლიკაში სახელმწიფო ოფიციალური ენა სპარსული, ხოლო დამწერლობა
არაბულია. ოფიციალური დოკუმენტები წერილები, ოქმები და წიგნები
სპარსულ ენაზე დგება. პირველი კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ისლამური
რესპუბლიკის კონსტიტუცია აცხადებს, რომ `ეროვნულ უმცირესობებს უფლება
აქვთ პრესაში, რადიო-ტელევიზიაში და სკოლებში სპარსულთან ერთად
გამოიყენონ საკუთარი ენა~. მაგრამ ეს განცხადებაც მხოლოდ დეკლარაციულ
ხასიათის ატარებს. როგორც ითქვა, ეროვნული უმცირესობანი მოკლებული
არიან უფლებას მათ ბავშვებს მშობლიურ ენაზე ჰქონდეთ სწავლება 50 .
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ უმცირესობათა ენების სასწავლო
დაწესებულებებში ხმარების ახალ კონსტიტუციაში მოხსენიება იმან გამოიწვია,
რომ მონარქიის დამხობის შემდეგ ახალი ძალით გაიშალა ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ
ქურთები და სხვ. ეროვნული უმცირესობები. მათი ერთ-ერთი მთავარი
მოთხოვნა სწორედ სკოლებში ეროვნულ ენაზე სწავლების შემოღება იყო,
მაგრამ ეს მცირე კონსტიტუციური `დათმობა~ ისლამურმა ლიდერებმა
შემდეგში უკან წაიღეს.
რაც შეეხება ირანში მცხოვრები ქართველების რაოდენობას, სამწუხაროდ,
ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება მათ
ირანელებად მიიჩნევს და აღწერის დროს ცალკე არ აღნუსხავენ 51 .

* samxreTis somxebi isfahanis julfaSi da qveynis samxre-


Tis sxva punqtebSi, xolo CrdiloeTis somxebi iranis
julfaSi da CrdiloeTis sxva adgilebSi mosaxleoben.
48 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 166.
49 iqve, gv. 180.
50 iqve, gv. 184.
51 o. kiknaZe, dasax. naSromi, gv. 86.

21
ურთიეთრთობის ისტორიიდან

საქართველოსა და ირანს შორის უძველესი არსებული მრავალსაუკუნოვანი


კავშირურთიერთობა, უარყოფით სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებთან
ერთად, ხელს უწყობდა ორ ხალხს შორის სულიერი და კულტურული
ურთიერთობის განვითარებას. ამას მოწმობს ირანსა და საქართველოში
სოციალური და იდეოლოგიური მიმართულებების, მათ შორის მანიქეველობის,
მაზდაკიანობის და აგრეთვე ცალკეული ლიტერატურულ-ენობრივი
ელემენტების გავრცელება 52 .
ირანულიდან შეთვისებული სიტყვები ქართულში სხვადასხვა დროისა და
სხვადასხვა ხასიათისა არიან და მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური
წრიდან. აქ შეიძლება შევხვდეთ სესხების ყველა სახეს, იქნება ეს ცოცხალი
ენობრივი ურთიერთობის შედეგად შეთვისებული სიტყვები თუ ხელოვნური,
წიგნური გზით შემოსული სხვა ენათა მეშვეობით (სომხურის, ბერძნულის,
თურქულისა და სხვა), ე. წ. შებრუნებული ნასესხობანი და სხვა 53 .
ისტორიული ცნობები საშუალებას იძლევა ვიგულისხმოთ ქართველი
ტომების ენობრივი ურთიერთობა ე. წ. ძველ ირანულ დიალექტებზე
მოლაპარაკე ტომებთან. სახელწოდებაში `ძველი ირანელი~ იგულისხმება, გარდა
წერილობითი ძეგლებით დადასტურებული ძველი სპარსულისა და
ავესტურისა, _ სკვითური, მიდიური, უძველესი საფეხური პართულისა,
პაშტოსი და სხვათა, რომლებიც მხოლოდ საშუალოდ ახალი ირანული
ფორმებით არიან წარმოდგენილი. მეტ-ნაკლები სისრულით ლექსიკური
შეხვედრები ქართულისა საგულვებელია ყველა ძირითად ძველ ირანულ
ენობრივ იდიომთან. ისტორიულ-არქეოლოგიურ მონაცემებთან ერთად, ამაში
გვარწმუნებს ქართულში დადასტურებული ზოგიერთი უძველესი ირანული
ლექსიკური და ონომასტიკური ელემენტის ფორმა, რომელიც ამა თუ იმ ძველი

52 morTeza mehdi faTemi, spasruli masalebi XVI-XVII sau-


kuneebis qarTvel moRvaweTa Sesaxeb, Tb., 1982, gv. 8-9.
53 m. andronikaSvili, narkvevebi iranul-qarTuli enobrivi
urTierTobidan, I, Tb., 1966, gv. 6.

22
ირანული დიალექტის კვალს ატარებს. უპირველეს ყოფლისა, უნდა აღინიშნოს
მიდიური და სკვითური, რამდენადაც მიდიელებსა და სკვითებს უშუალო
ტერიტორიული კონტაქტიც ჰქონდათ ქართველ ტომებთან.
მიდიელებმა, რომლებიც ირანელ ხალხთაგან პირველნი გამოვიდნენ
ისტორიის ასპარეზზე VII საუკუნის ბოლოს ჩვენ ერამდე, პოლიტიკური
ჰეგემონია მოიპოვეს საქართველოსა და, საერთოდ, ამიერკავკასიის მოსაზღვრე
ტერიტორიაზე. მიდიის სამეფო ჩამოყალიბდა ირანის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილში, ტერიტორიაზე, რომელიც ამიერკავკასიას სამხრეთ-აღმოსავლეთით
ეკვროდა (ძირითადად, თანამედროვე ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე).
გაძლიერებულმა მიდიელთა სახელმწიფომ ბაბილონელებთან კავშირში VII
საუკუნის ბოლოსათვის დაამხო ასირია, ხოლო VI საუკუნის დასაწყისში
ურარტუც (590 წ.). მიდიელებთან ერთად ურარტუს დამხობაში მონაწილეობას
იღებდნენ ამიერკავკასიის ტომებიც სკვითებთან ერთად, როგორც ამას
ურარტუს გათხრების დროს მოპოვებული სკვითური ისრის წვერები მოწმობს.
უეჭველია, ამ დროისათვის ცხოველი პოლიტიკური და ენობრივი
ურთიერთობაა საგულვებელი მიდიელებსა და ქართველ ტომებს შორისაც; რომ
ქართველები (იბერიელები) მიდიელებთან გარკვეულ კულტურულ
ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ამას მოწმობს თუნდაც სტრაბონის ცნობა იმის
შესახებ, რომ იბერიელები მიდიურად იყვნენ გამოწყობილი 54 .
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, ეთნიკური და გეოგრაფიული
სახელი სპარსელებისა, რომელიც ქართულში სპარს-ისა და სპარსეთ-ის სახით
არის შეთვისებული, უეჭველია აქამენიდების დროიდან. ამას მოწმობს ის
გარემოება, რომ ქართველები სპარსელებს უწოდებენ ირანული მოდგმის
თითქმის ყველა ტომს და სპარსეთიც ირანის გეოგრაფიული ცნების
გამოსახატავად იხმარება ძველ ქართულ ისტორიულ ტრადიციაში; ზოგჯერ ამ
სახელით იხსენიებიან არაბებიცა და თურქებიც. ეს გარემოება შედეგია იმისა,
რომ ქართულმა ენამ სპარსელთა სატომო სახელი იმ ეპოქაში შეითვისა,
როდესაც სპარსელთა ტომის პოლიტიკური ჰეგემონია ვრცელდებოდა მთელს
ირანზე და არა მარტო ირანზე, _ ძლევამოსილ აქამენიდების იმპერიის
ეპოქაში.
სატომო სახელი სპარსი მრავალ ქართულ საისტორიო წყაროში გვხვდება,
დადასტურებულია, აგრეთვე, ბიბლიის ტექსტებში; იგი შემონახულია,
მაგალითად, უძველეს ძეგლებში `შუშანიკის მარტვილობა~, `ევსტათი

54 m. andronikaSvili, dasax. naSromi, gv. 11-12.

23
მცხეთელის წამება~, `მოქცევაY ქართლისაY~, `გობრონის მარტვილობა~, ლეონტი
მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში, `მატიანე ქართლისაY~-ში და დავით
აღმაშენებლის მემატიანესთან, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მოგვიანო ხანის
ძეგლებზე 55 .
ირანის ბრწყინვალების ხანაში, აქამენიანთა ბატონობის პერიოდში, ჩვენს
წელთაღრიცხვამდე VI-IV საუკუნეებში ირანმა დაიმორჩილა სომეხი ტომები და
ზოგიერთი სამხრეთით მცხოვრები, ქართველი ტომი.
კოლხთა სამხრეთი მეზობელი ტომები (ბექირები და ბიძერები) კოლხებთან
უნდა შეკავშირებულიყვნენ სწორედ დარიოსის მიერ იმპერიის სატრაპიებად
დაყოფის წინ (ძვ. წ. VI ს. 20-იან წ-მდე), იმ მიზნით, რომ თავი დაეღწიათ
სპარსეთის აგრესიისაგან და არ მოხვედრილიყვნენ მის უშუალო
შემადგენლობაში (ე. ი. არ გადაქცეულიყვნენ იმპერიის ფისკალურ-
ადმინისტრაციულ ერთეულად, მის შემადგენელ ნაწილად. ამავე ხანას
განეკუთვნება კოლხთა გარშემო სხვა, სამხრეთ მეზობელი სატომო
ერთეულების შემომტკიცება და მათი დიდი გაერთიანების შექმნა (ძვ. წ. VI ს.
უკანასკნელი მეოთხედისათვის) 56 .
ჰეროდოტეს მონაცემებით, აქამენიანთა იმპერია 26 პროვინციად ანუ
სატრაპიად იყო დაყოფილი. აქამენიანთა მონარქი დარიოსი კი თავის ცნობილ
ნაყში როსთემის კლდის წარწერაში იმპერიაში შემავალ 30 პროვინციას
იხსენიებს. თითოეული პროვინციის მმართველად მონარქი ნიშნავდა მოხელეს,
რომელსაც ბერძნები სატრაპს, ხოლო ირანელები ხუთშარბაზს უწოდებდნენ 57 .
როგორც წესი, სატრაპიები თავისი მოცულობით აჭარბებდნენ შედარებით
ადრეული იმპერიების პროვინციებს და რიგ შემთხვევებში, სატრაპიის
საზღვრები ემთხვეოდა ქვეყნის ძველ სახელმწიფოებრივ და ეთნოგრაფიულ
საზღვრებს. ჰეროდოტეს მიხედვით, მხოლოდ 20 სატრაპიაში ითვლებოდა 70-
მდე ხალხი 58 .
კიროსისა და კამბიზის დროს ჯერ კიდევ არ იყო გადასახადის მტკიცედ
დარეგულირებული სისტემა, რაც დაფუძნებული იქნებოდა აქემენიანთა
იმპერიაში შემავალი ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.
დაქვემდებარებული ხალხები მეფეს უგზავნიდნენ საჩუქრებს, გამოსაღებს,
უკიდურეს შემთხვევაში, ნატურით იხდიდნენ. დაახლოებით 518 წელს ჩვენს

55 iqve, gv. 22.


56 m. inaZe, Zveli kolxeTis sazogadoeba, Tb., 1994, gv. 48.
57 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 6.
58 История Ирана, с. 52-53.

24
წელთაღრიცხვამდე, დარიოს პირველმა დაადგინა სახელმწიფო გამოსაღების
ახალი სისტემა. ყველა სატრაპია ვალდებული გახდა გადაეხადა მკაცრად
ფიქსირებული ფულადი გამოსაღები დასამუშავებელი მიწისა და ნაყოფიერების
დონის გათვალისწინებით 59 .
მე-18 სატრაპიაში შედიოდნენ მატიენები, სასპერები და ალაროდიელები,
რომელთაც შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. მე-19 სატრაპია 300 ტალანტს
იხდიდა. ჰეროდოტე აქ შემდეგ ქართველ ტომებს ჩამოთვლის: მოსხები,
ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები 60 .
ჰეროდოტეს სიტყვებით, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მოსხები
ერთგვაროვანი შეიარაღებით გამოდიოდნენ. მოსხებსა და ტიბარენებს
სარდლობდა სპარსი არიომადოსი, მაკრონებსა და მოსინიკებს არტაიკტესი _
ჰელესპონტის სატრაპი. მარებისა და კოლხების სათავეში იდგა ფარანდატე,
ალაროდიელებსა და სასპერებს მეთაურობდა მასისტიოსი. ჰეროდოტე იმასაც
აღნიშნავს, რომ ალაროდიელები და სასპერები კოლხების მსგავსად იყვნენ
შეიარაღებულნი 61 .
იგივე ავტორის ცნობების თანახმად, აქამენიდების იმპერიის
ადმინისტრაციული დაყოფა, საგადასახადო ვალდებულებებთან ერთად,
სამხედრო ბეგარასაც ითვალისწინებდა. ხარკის გარდა, დამორჩილებულ
ხალხებს, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული რაოდენობის მეომრებიც
უნდა გამოეყვანათ. ბერძენ-სპარსელთა ომების ყველაზე გრანდიოზულ
სალამინის ბრძოლაში ფიგურირებენ ქართველური ტომებიც. ისინი ბრძოლის
ველზე გამოდიან სპარსელი სარდლების ან სატრაპების მეთაურობით. აზიის
დანარჩენი ხალხების გვერდით ქართველური ტომების დასახელება სავსებით
კანონზომიერ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ სპარსული
მპყრობელობის ვალდებულებებს 62 .

59 История Ирана, с. 57.


60 herodote, istoria, t. I, berZnulidan Targmna, winasity-
vaoba da saZiebeli daurTo T. yauxCiSvilma, Tb., 1975, gv.
226.
61 qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, I nawili, Tb.,
1998,
gv. 16-17, sqolio 2.
62 qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, I nawili, gv.
16-17.

25
კოლხების შესახებ ფრაგმენტული, მაგრამ საყურადღებო ცნობები აქვს
დაცული ჰეროდოტეს. უნდა აღინიშნოს, რომ `ისტორიის მამის~ ინფორმაცია
შეზღუდულია მისი ნაშრომის მთავარ მიზანთან კოლხეთის სუსტი კავშირის
გამო.
ჰეროდოტეს მიხედვით, აქამენიდების იმპერია კავკასიონის ქედამდე
ვრცელდებოდა. ამიერკავკასიის მხოლოდ სამხრეთი ნაწილი შევიდა მე-18 და
მე-19 სატრაპიის შემადგენლობაში. როგორც ზევით აღვნიშნეთ, თითოეულ
სატრაპიას დაკისრებული ჰქონდა განსაზღვრული რაოდენობის გადასახადი.
კოლხეთს დარიოს პირველის ადმინისტრაციული რეფორმა არ შეხებია. იგი
სატრაპიად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ გარეგნულ შეღავათს არ გაუთავისუფ-
ლებია მძიმე ვალდებულებისაგან. ჰეროდოტე წერს: `კოლხებმაც და მათმა
მეზობლებმაც კავკასიის მთებამდე დაიწესეს გადასახადი ნებაყოფლობითი
საჩუქრების სახით. ეს ხალხი ჩვენს დრომდე ყოველ ხუთ წელიწადში
მიართმევენ ას ჭაბუკსა და ას ქალწულს~ 63 .
ჰეროდოტე გვაუწყებს, რომ დაპყრობილ ქვეყნებში გადასახადის
რაოდენობას სპარსელები განსაზღვრავდნენ. ხარკის ძირითადი სახე იყო ოქრო
და ვერცხლი. კოლხები კი დამპყრობლებთან ურთიერთობას ახალგაზრდების
გაცემით არეგულირებდნენ. ჰეროდოტეს გადმოცემა ეჭვის ქვეშ აყენებს
ანტიკურ მწერლობაში არსებულ ტრადიციას კოლხეთის სიმდიდრის შესახებ.
მითოლოგიიდან მოყოლებული კოლხეთი მიჩნეული იყო ოქროთი მდიდარ
ქვეყნად. როგორ მოხდა, რომ ოქროს მფლობელი ქვეყანა ამჯობინებს ორასი
ახალგაზრდის მსხვერპლად შეწირვას? როგორი დიპლომატიაა ეს და ვინ
შეიძლება იყოს მისი ავტორი? 64
ჰეროდოტეს გადმოცემით, ეთიოპელები, კოლხები და არაბები ხარკს არ
იხდიდნენ, მაგრამ სპარსეთის მეფეს მიართმევდნენ საჩუქრებს. ეთიოპელები
ყოველ სამ წელიწადში ორ ხენიკ ოქროს, ორას ბენოზის (შავ) ხეს, ხუთ
ეთიოპელ ბიჭს და სპილოს ოც დიდ ეშვს. არაბების ყოველწლიური საჩუქარი
იყო ათასი ტალანტის გუნდრუკი.
ჰეროდოტე გარკვევით წერს: კამბიზმა ილაშქრა ეთიოპიაში, მაგრამ არ
დაუპყრია, ხოლო არაბები სპარსელთა უღლის ქვეშ არასდროს ყოფილან.
ჰეროდოტე, როდესაც ჩამოთვლის სალამინის ბრძოლაში ქსერქსეს არმიის
შემადგენლობას, ეთიოპელებსა და არაბებს არ ასახელებს. ცხადია, მათი

63 herodote, istoria, I, gv. 227.


64 qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, I nawili, gv.
15-16.

26
საჩუქრები სიმბოლური იქნებოდა. სულ სხვა დამოკიდებულება ჩანს კოლხებსა
და სპარსელებს შორის 65 .
საზოგადოების რომელი ფენიდან ხდებოდა საჩუქრებად გამზადებული
ახალგაზრდების შერჩევა? გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქამენიდებს
მხოლოდ გამორჩეული გარეგნობის ჭაბუკებსა და ქალიშვილებს თუ
შეჰკადრებდნენ.
კოლხების მოქმედება ძნელი ასახსნელია. მდგომარეობას ართულებს
მსგავსი ბეგარის იშვიათობა სხვა ხალხებშიც. ერთადერთ ახსნად შეიძლება
იმის დაშვება, რომ საჩუქრად გამზადებულ ახალგაზრდებს კოლხები
ტყვეებისაგან აგროვებდნენ.
ჰეროდოტე არ მიუთითებს, კოლხეთის რომელმა ნაწილმა გადადგა ასეთი
ნაბიჯი. სხვა ბერძენი ავტორების მოწმობით, შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს
მკვიდრებიც იმავე სახელწოდების ტომები იყვნენ. ჰეროდოტეს მიერ
მოხსენიებულ კოლხებში გულისხმობენ მდ. ფაზისის აუზში არსებულ
გაერთიანებას, პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონს 66 .
აქვე აღვნიშნავთ, რომ საჩუქრები სრულიადაც არ ატარებდა
ნებაყოფლობით ხასიათს. საჩუქრების რაოდენობა დადგენილი იყო, მაგრამ
განსხვავებით გამოსაღებისაგან, მას იხდიდნენ ნატურით. ამდენად,
დაქვემდებარებულთა უდიდესი უმრავლესობა იხდიდა გამოსაღებს, ხოლო
საჩუქრებს ართმევდნენ მხოლოდ იმ ხალხებს, რომლებიც ცხოვრობდნენ
იმპერიის საზღვრებთან (კოლხები, ეთიოპები, არაბები და ა. შ.) 67 .
კოლხების მიერ ძღვენის გაგზავნა სპარსეთში უნდა ითქვას, რომ
ფისკალური ატავიზმია _ ასეთი პრიმიტიული სახარკო სისტემა მხოლოდ
კიროს დიდის (ძვ. წ. 558-529 წწ.) დროს არსებობდა. ე. ი. კოლხთა მიერ
აქამენიანთა ჰეგემონიის აღიარებას ადგილი ჰქონია ამ მონარქის ზეობაში 68 .
ირანის გავლენის `ნებაყოფლობითი~ აღიარებით, კოლხეთი ახერხებს
გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ირანის ადმინისტრაციულ
სისტემაში შესვლისაგან თავის დაღწევას 69 .

65 qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, I, gv. 16,


sqolio 1.
66 iqve.
67 История Ирана, с. 58.
68 T. dundua, kolxeTi, iberia da garesamyaro (Zv. w. VI-IV
ss.), `qarTuli diplomatia~, t. 4, 1997, gv. 269.
69 m. inaZe, dasax. naSromi, gv. 103, sqolio 132.

27
სპარსეთის მფარველურმა პოლიტიკამ მცირე აზიის დიდი სატაძრო
გაერთიანებების მიმართ, რასაც, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა, ხელი
შეუწყო ქვეყანაში ამ გაერთიანებათა პოზიციების განმტკიცებას და გავლენიან
თვითმმართველ თეოკრატიებად ჩამოყალიბებას...
ანალოგიური ვითარება სავარაუდოა წინაელინისტური ხანის იბერიაშიც.
ძნელია დაბეჯითებით მტკიცება, თუ რამდენად ძლიერი იყო ირანის
პოლიტიკური გავლენა ქართლზე, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ მასთან
ურთიერთობამ შესამჩნევი კვალი დატოვა ქართლის ხევების საკულტო
ცენტრების დაწინაურებასა და მნიშვნელოვან რელიგიურ-პოლიტიკურ
ცენტრებად ჩამოყალიბებაში. კერძოდ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის
გარემოება, რომ სამადლოში და ციხია-გორაზე, სადაც მკვეთრად ჩანს
სპარსული გავლენა (რელიგიის, ხელოვნების, არქიტექტურის და სხვა სფე-
როში), სწორედ, წინაელინისტური ხანიდან იქმნება დიდი სატაძრო
ორგანიზაციები, იწყება დიდი სატაძრო მშენებლობა. ამ დროს იგება
სამადლოში კოშკისებური ტაძარი, რომელიც ახლო ანალოგიას პოვებს
აქემენიანთა ირანის (პასარგადისა და ნახშირუსტამის) კვადრატულ,
კუთხეებშვერილიანი კოშკის მოყვანილობის ტაძრებთან.
საგულისხმოა ისიც, რომ სამადლოს ტაძარს ზუსტად ისეთივე გადახურვა
უნდა ჰქონოდა (ბრტყელი სახურავი), როგორც ირანის სინქრონულ ძეგლებს.
აქედან სპეციალისტებს ის დასკვნა გამოაქვთ, რომ სამადლოს სატაძრო
მშენებლობა ირანული საკულტო არქიტექტურის ნიმუშების მიხედვით
ხდებოდა. ამასვე მეტყველებს ამ კოშკის განლაგება ბორცვის ყველაზე მაღალ
წვერზე, განცალკევებულ ადგილას და სხვა. როგორც ფიქრობენ, ტაძარი
აგებული იყო სპარსული კულტის სახელზე. აქ თაყვანს სცემდნენ ცეცხლს
(აღიარებდნენ მაზდეანური რელიგიის ერთ-ერთ სახეობას _ მითრაიზმს) 70 .
მკვლევარი ი. გაგოშიძე სავსებით დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქართლის
ტერიტორია შედიოდა ირანის აქემენიდთა იმპერიის მე-18 სატრაპიაში; მ.
ინაძეს კი მიაჩნია, რომ ირანის პოლიტიკური გავლენის აღიარება,
მაინცდამაინც არ გულისხმობდა იმპერიის ერთ-ერთ სატრაპიაში შესვლას 71 .
დაახლოებით ასეთი ვითარება იყო კავთისხევში, ციხია-გორაზე, სადაც
წინაელინისტურ ხანაში (ცოტა უფრო გვიან, ვიდრე სამადლოში) შეინიშნება
დიდი სატაძრო მშენებლობა, მიძღვნილი იმავე კულტებისადმი.

70 m. inaZe, dasax. naSromi, gv. 100-101.


71 iqve, gv. 101, sqolio 128.

28
ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ ისევე, როგორც მცირე აზიაში, იბერიაშიაც
ირანი თავის დასაყრდენს ეძებს და ქმნის კიდეც ქართლის ხევების საკულტო
ცენტრების სახით და ამით ხელს უწყობს მათ, როგორც პოლიტიკურ-
რელიგიურ ორგანიზაციებად განვითარებას, ამასთან ერთად, მათ სათავეში
მდგომი უზენაესი ქურუმის პოლიტიკური უფლებების გაძლიერებას, რაც
აისახება კიდეც წერილობით ძეგლებში. სტრაბონის ცნობებიდან ჩანს, რომ
ქურუმები იბერიაში განაგებენ მეზობლებთან ურთიერთობას, ე. ი. აწესრიგებენ
საგარეო საქმეებს (სტრაბონისეულ იბერიის აღწერილობაში შემონახული ეს
ცნობა ძველი ვითარების ამსახველი უნდა იყოს).
როგორც ჩანს, სავსებით დასაშვებია, რომ აღნიშნულ ხანაში ირანი თავის
გავლენას ქართლზე ახორციელებდა ადგილობრივ პოლიტიკურ-რელიგიურ
ძალებზე დაყრდნობით, მათი მეშვეობით.
ანალოგიური პოლიტიკის გატარებას ეცდებოდა ირანი კოლხეთშიც, აქ
სამეფოს საბოლოო ჩამოყალიბებამდე (VI ს. 20-იანი წლების წინა ხანაში).
როგორც ითქვა, დიდი საკულტო ცენტრები და მათ სათავეში მდგომი
კულტმსახურნი, სწორედ, ამ დროს (VI ს.) გვევლინებიან საზოგადოებრივი
ცხოვრების ერთ-ერთ მაორგანიზებელ, მის წარმმართველ ძალად კოლხეთში.
ირანის ასეთ მცდელობაზე შეიძლება მეტყველებდეს სპარსული
ცეცხლთაყვანისმცემლობის, საერთოდ, ცეცხლის კულტის დადასტურება ვანში,
`ახვლედიანების გორის~ ზედა ტერასაზე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან,
სადაც გამოვლენილია ადრეანტიკური ხანით დათარიღებული დიდი
`მოედანი~. მოედანი მოგებულია გაწითლებული თიხის ქვებით. თიხის ქვები
ძლიერი ცეცხლის შედეგად უნდა გაწითლებულიყო. მკვლევართა ვარაუდით,
საქმე უნდა გვქონდეს რიტუალურ მოედანთან, ხოლო რიტუალში, ჩანს, გარ-
კვეულ როლს ასრულებდა ცეცხლი. ირანიდან მომდინარე კულტების გავლენა
შეინიშნება საირხის რელიგიურ-პოლიტიკურ ცენტრშიც.
კოლხეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ ირანის გავლენა თეოკრატიულ
ცენტრებსა და მათ სათავეში მდგომ კულტმსახურებაზე, როგორც ჩანს,
მნიშვნელოვნად იზღუდება 72 .
ძველი სპარსელები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. ამ სარწმუნოებას
სამყარო ნათელი და ბოროტი ძალების ბრძოლის ასპარეზად წარმოედგინა.
ნათელ სულებს მუდმივი ცეცხლისა და კაშკაშა სინათლის განსახიერება
უმაღლესი ღმერთი აჰურამაზდა ედგა სათავეში, რომელიც ბოროტ დაევებს

72 m. inaZe, dasax. naSromi, gv. 101-102.

29
ებრძოდა. ამ დაევებიდან მოდიან ქართული ზღაპრების დევები. აჰურამაზდას
სახელიდან წარმოსდგა ამ სარწმუნოების სახელწოდება მაზდეანობა. მის
დამაარსებლად ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში მცხოვრები ზოროასტრი
ითვლება. ამიტომ მაზდეანობას ზოროასტრიზმიც ეწოდება. საქართველოში
მაზდეანობა სპარსეთიდან შემოვიდა 73 .
ცნობილია, რომ პირველი აქამენიანი მეფეები ტოლერანტობას იჩენდნენ
სხვა რელიგიების მიმართ და უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე მათი
მიმდევრები ამ მხრივ უშფოთველად გრძნობდნენ თავს. სურათი მკვეთრად
იცვლება ქსერქსეს დროს (486-465 წწ.). პერსეპოლის წარწერის პირველივე
სტრიქონით, ის იმპერატიული ფორმით აცხადებს: `ბაგა ვაზრაკა აჰურამაზდა~
_ აჰურამაზდა უზენაესი ღმერთიაო. აი, ასე იწყება მაზდეანური ფორმულა,
რომელმაც თითქმის დაკანონებული სახე მიიღო განსაკუთრებით, სასანიანთა
მმართველობის დროს 74 . აქედან გამომდინარე, ქართველების ძველ
სპარსელებთან ურთიერთობა ასევე აისახა უძველეს სპარსულ ეპოსებში. ამ
ეპოსებმა, განსაკუთრებით, კი, მაზდეანური სარწმუნოების წმინდა წიგნმა _
`ავესტამ~, რომელსაც ქართველები `ნებროთის წიგნს~ უწოდებდნენ, უდიდესი
როლი ითამაშა ჩვენი წინაპრების ისტორიული აზროვნების ჩამოყალიბებაში 75 .
შემთხვევითი არ არის, რომ დ. ბაქრაძე ქართველ ტომთა უძველეს
კულტურას თურანული წარმომავლობისად თვლიდა. ასეთი აზრი ევროპულ
საისტორიო წრეებშიც საკმაოდ გავრცელებული იყო. იგი, კერძოდ, არქეოლოგ ჟ.
სიურისა და ენათმეცნიერ მ. მიულერის დასკვნებს ეყრდნობოდა. დ. ბაქრაძის
აზრით, სპარსული სამყაროს გავლენა ჩვენში გავრცელებული საკუთარი
სახელების, სოციალური ურთიერთობების ფორმების, სამოხელეო აპარატის
იერარქიის, რელიგიის, კულტურისა და სამართლის სფეროების _ მასთან
სიახლოვით გამოიხატა. მისი სიტყვით, ასეთი გავლენის კვალი ქართულ
ზღაპრებსა და მითოლოგიაშიც შეიმჩნევა.
საწყის ეტაპზე ქართულ კულტურაზე სპარსულის გავლენას აღიარებდა ნ.
ნიკოლაძეც. ასეთი კავშირის არსებობას ხედავდა ის ქართულ საოჯახო

73 T. beraZe, m. sanaZe, saqarTvelos istoria, wigni I, (anti-


kuri xana da Sua saukuneebi), Tb., 2003 gv. 77.
74 l. WilaSvili, nekresis uZvelesi qarTuli warwerebi da
qarTuli damwerlobis istoriis sakiTxebi, Tb., 2004, gv.
31.
75 T. beraZe, m. sanaZe, dasax. naSromi, gv. 27.

30
ტრადიციებში, სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და საზოგადოებრივი
აზროვნების თავისებურებებში 76 .
როგორც ვიცით, ცეცხლთაყვანისმცემლობა მიცვალებულთა მიწაში
დამარხვას კრძალავდა (მაზდეანობის დოქტრინა ცეცხლთან ერთად მიწის
სიწმინდესაც აღიარებდა), ამიტომ, ჯერ კიდევ, მიდიის მეფეებმა და
დიდებულებმა კლდის აკლდამების შექმნით თავი დააღწიეს გვამით მიწის
შეურაცხყოფას, იმდენად, რამდენადაც კლდე მიწად არ ითვლებოდა. შემდგომ,
იმავე მიზეზით, აღნიშნული წესით დიდებულების დაკრძალვა აქამენიდურ,
პართულ და სასანურ სამეფოებში, სამარხი კოშკების პარალელურად, თითქმის
სავალდებულო წესად იქცა 77 .
კასპში აღმოჩენილი ნეკროპოლის როგორც ზოგადი სტრუქტურა და
ლანდშაპტთან შერწყმა, ისე ცალკეული აკლდამების სივრცობრივ-გეგმური
გადაწყვეტა ძველ ირანულ ანალოგიურ ძეგლებს საკმაოდ უახლოვდება.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან განსხვავებულ ეპოქებში მახლობელი
აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც იქმნებოდა რამდენადმე მსგავსი ძეგლები
(მაგ., ურარტული, ლიდიური ან პალესტინური აკლდამები), კასპის აკლდამების
მაზდეანურ სამყაროსთან დაბეჯითებით დაკავშირება გაძნელდებოდა, რომ არა
კომპლექსის შემადგენელი განცალკევებული თარო-სარეცლები, რომლებიც
მხოლოდ ამ რელიგიისთვის არის დამახასიათებელი 78 .
კასპის ნეკროპოლი, მისი მასშტაბის გათვალისწინებით, თითქმის უდავოდ
მიგვანიშნებს შიდა ქართლის ტერიტორიაზე დროის არცთუ ხანმოკლე
პერიოდის განმავლობაში ცეცხლთაყვანისმცემლობის ან ამ დოქტრინით
ნასაზრდოები რომელიღაც მონათესავე რელიგიის საკმაოდ ფართოდ
გავრცელებაზე 79 .
ქართულ-ირანულ ინტენსიურ ურთიერთობაზე მიუთითებს მრავალი
ფაქტობრივი მასალა. შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ ქართული
წყაროს ცნობით, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის სამარას ძმის მეუღლე და

76 d. malazonia, qarTuli istoriografiuli azrovneba XIX


saukunis meore naxevarSi, Tb., 2001, gv. 285.
77 n. baxtaZe, kldeSi nakveTi Zeglebis genezisi da ganvi-
Tarebis gzebi saqarTveloSi (sadoqtoro disertaciis
avtorefarati), Tb., 2003, gv. 31.
78 n. baxtaZe, dasax. naSromi, gv. 32.
79 iqve, gv. 32-33.

31
საისტორიო ტრადიციით პირველი მეფის ფარნავაზის დედა ირანელი ანუ
`ასპანელი~ იყო.
ფარნავაზი ქართლის მამასახლისთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.
`ფარნავაზი~ ორი სპარსული სიტყვისაგან: `ფარნა~ _ ბრწყინვალე, მანათობელი,
`ბაზა~ _ ხელი წარმოსდგება და ნათელი, ბრწყინვალე ხელის მქონეს ანუ
`ბრწყინვალე ხელისუფალს~ ნიშნავს. ამგვარად, ეს სახელი თავდაპირველად
მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი ტერმინი იყო _ `ხელ-ნათელი~,
`ხელბრწყინვალე~. ამიტომაცაა, რომ `ქართლის ცხოვრება~, როდესაც
ფარნავაზის მიერ ქართლის ქალაქ ქართლში (გვიანდელი არმაზი) არმაზის
კერპის აღმართვაზე საუბრობს, აღნიშნავს: `ამან ფარნავაზ თავის სახელზე
შექმნა დიდი კერპი. ეს არის არმაზი, რადგან, ფარნავაზს სპარსულად არმაზი
ჰქვია~. არმაზი იგივე `არმაზდი, ურმიზდი და აჰურამაზდაა. აჰურამაზდასთან
თავის გაიგივებით ფარნავაზი და მისი საგვარეულო თავის ღვთაებრივ
წარმოშობას უსვამდა ხაზს. აღმოსავლეთსა და კერძოდ, სპარსულ სამყაროში
მეფეების და სამეფო საგვარეულოების გაღმერთების დიდი ხნის ტრადიცია
არსებობდა. ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში წარმოქმნილი ქართლის სამეფოც
ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო 80 .
ცნობილია, რომ ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპი
ანთროპომორფული ღვთაებაა. ავესტაში დაცული ტექსტები, სადაც კი,
აჰურამაზდაა მოხსენიებული, ადასტურებენ, რომ ამ ღვთაების წარმოდგენა
ანთროპომორფული სახით გამორიცხულია 81 . როგორც გაირკვა ხეთური სახელი
მთვარისა და მთვარე-ღმერთისა ყოფილა Aრმას, რომელიც ნაწარმოებია არმა-
ძირიდან. ამიტომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ღვთაების მთვარე-ღმერთის
სახელი _ არმაზი წარმოშობით დაკავშირებულია ხეთურ-მცირეაზიულ
სამყაროს, სახელდობრ, ხეთურ-ნესიტურ (ან: ხეთურ-ლუვიურ) კულტურას,
იქაური მთვარისა და მთვარის ღმერთის არმა-ს სახელს 82 .
ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ ქართლში მისი ვაჟი საურმაგი (ძვ. წ.
263-230) გამეფდა. სახელი `საურმაგი~, იგივე `სავ-არმაგი~ ძველ სპარსულ ენაზე
`შავმკლავას~ ნიშნავს 83 .
`ქართლის ცხოვრება~ მეოთხე მეფე, ფარნაჯომ, ნებროთიანის შესახებ
გვამცნობს, რომ მან შეიყვარა სპარსული რელიგია. მოიყვანა სპარსეთიდან

80 T. beraZe, m. sanaZe, dasax. naSromi, gv. 54.


81 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. I, Tb., 1970, gv. 666.
82 iqve, gv. 667.
83 T. beraZe, m. sanaZe, dasax. naSromi, gv. 56.

32
ცეცხლისმსახურნი და მიუჩინა ადგილი მცხეთაში `რომელსა აწ ჰქვიან
მუგუთა~ 84 .
ეს არის პირველი ინფორმაცია საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის
(ზოროასტრიზმის) ოფიციალურად დანერგვის მცდელობის შესახებ.
მცხეთის გარდა მაზდეანური ტაძრები და სამლოცველოები ძვ. წ. აღ. II
საუკუნეში დედოფლის მინდორზე, უფლისციხეში, ნეკრესში და სხვაგანაც
იყო 85 . ქალაქ ნეკრესის შენება ხომ მეფე ფარნაჯომთან არის დაკავშირებული.
იქნებ ნეკრესიც იმ მიზეზით აირჩია, რომ აქ ძლიერ იყო ფეხმოკიდებული ეს
რელიგიური მიმართულება, რომელიც ინტენსიურად ითვისებდა
აღმოსავლეთის რეგიონებს. სამლოცველო, რომელიც ნეკრესის დასავლეთ
ნაწილში, ე. წ. `მარნის~ ტერიტორიაზე ითხრება მასთანვე დაკავშირებული
კრემაციული სამარხებით და მაზდეანური სამლოცველოებისათვის
დამახასიათებელი ნიშნებით, კარგად ადასტურებს წარმართული, ასევე,
ცეცხლის კულტის დამკვიდრებას ქალაქში: აქ იგულისხმება სამლოცველოში
დადასტურებული ე. წ. წკეპლების კონა _ ბრინჯაოს მოკლე მავთულების
შეკვრა, რომელიც აშკარად მიგვანიშნებს ბარსომის, იგივე, ბარსემას (ქართულად
ფარსმანდუკის) კონებზე _ მაზდეანური რიტუალის მთავარ ატრიბუტზე. ტა-
ძარში შესვლისას მლოცველებს ხელთ ეპყრათ კეთილსურნელოვანი ტოტებით
შეკრული ასეთი კონები. ზოგჯერ ტოტების ნაცვლად ლითონის ღეროებს
ხმარობდნენ. ასეთი ოქროს ღეროები ცნობილია, მაგალითად, ამუ-დარიის
განძიდან. თარიღდება ძვ. წ. აღ. V-VI სს.
ნეკრესის გათხრებით საკმაოდ კარგად იკვეთება ზღვარი მაზდეანურ და
წარმართულ ურთიერთდაპირისპირებული რელიგიური მიმდინარეობების
სამლოცველოებს შორის. კარგადაა ცნობილი, რომ წარმართულ კულტებს
ებრძოდა და ანადგურებდა ყველა დიდი რელიგიური მიმდინარეობა _
მაზდეანობა, ქრისტიანობა, ისლამი. ამ მხრივ აქტიურობით გამოირჩეოდნენ
როგორც აქამენიდი, ისე სასანელი მეფეები 86 .
ახ. წ. აღ. პირველივე საუკუნეებიდან, უფრო ორგანიზებული და
მასშტაბური ჩანს ნეკრესის მაზდეანური სამლოცველოები. გათხრების შედეგად

84 m. qurdiani, winaqristianul saqarTveloSi religiuri


reformis ramdenime mcdelobisa da misi warumateblobis
mizezebis Sesaxeb, kr. `istoriis instituti 60 wlisaa~,
Tb., 2001, gv. 73.
85 m. qurdiani, dasax. naSromi, gv. 74.
86 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 9-10.

33
ნაზვრევი გორის ძირში ვაკე ადგილზე, ქალაქის ზღუდის გარეთ აღმოჩნდა
ვრცელი მაზდეანური ტაძარი, რომელიც თავისი გეგმარებით, მასშტაბურობით
და ინტერიერის რთული არქიტექტურული გადაწყვეტით გამოირჩევა.
ქრისტიანობის დამკვიდრებისთანავე აღნიშნული უნიკალური ტაძარი
დანგრეული იქნა და მის კედლებზე ციხე-დარბაზი იქნა მოწყობილი. ტაძარი
ახ. წ. აღ. II-IV სს-ით თარიღდება 87 .
ნეკრესის წარწერიანი ქვევრის პირის დაკავშირება მითრასთან არ შეიძლება
მოულოდნელ ფაქტად ჩაითვალოს. მითრა დაკავშირებული ჩანს ღვინოსთან და
ყურძნის კულტთან. ცნობილია ერთი გამოსახულება, რომელიც მითრას
დაბადებისადმია მიძღვნილი _ მითრა ამოდის კედლიდან და მარჯვენა ხელში
უჭირავს ყურძნის მტევანი. ერთ-ერთ კამეაზე მოცემული გამოსახულების მი-
ხედვით კი, რომელზედაც მითრას კლდიდან დაბადებაა გამოსახული,
სხვადასხვა სიმბოლოებთან ერთად გამოსახულია თასი და პური. ეს
შესაძლებელია ჩაითვალოს წყაროდ პურისა და ღვინის ქრისტესმიერი
ზიარების დასაფუძნებლად.
ამავე კონტექსტში უაღრესად საინტერესოა გავიხსენოთ მევენახეობასთან
დაკავშირებული კულტი აგუნა, რომელიც ძირითადად დასავლეთ
საქართველოშია შემორჩენილი, განსაკუთრებით კი _ გურიაში. ყურძნისა და
ღვინის დღესასწაული გამორჩეულად პოპულარული იყო საქართველოში
უძველესი დროიდან და აგუნაც სწორედ ასეთი დატვირთვით გამოირჩევა. ის,
როგორც მიაჩნდათ, ყურძნის ღვთაების საახალწლო რიტუალია, რომლის ერთი
ნაწილი მარანში მიმდინარეობს. ქვევრთან მიაქვთ მოხარშული ღორის თავი,
რომელსაც ურტყამენ და რაღაც ტექსტს ეუბნებიან.
რიტუალი საშობაოდ, ე. ი. 25 დეკემბრისათვის იყო განკუთვნილი,
რომელიც მითრას დაბადების დღე იყო და სწორედ ამ დროს იწყებოდა
ღორების დაკვლა მთელ საქართველოში. ღორების შეწირვა შობის დღეს (იმავე
მითრას დღეს) ყველაზე კარგად ნეკრესობას არის შემორჩენილი. დღეობა,
როგორც ჩანს, მითრას კულტთან ერთად არის შემოსული და საქართველოში
ყველაზე პოპულარული ყურძნისა და ღვინის დღეობასთან არის შერწყმული
აგუნას სახელით. სხვათა შორის, აგუნას მეორე სახელია ანგურა, რაც
სპარსულად ყურძენს ნიშნავს 88 .
რომის იმპერიაში სასანური ირანისა და მითრას კულტის საპირისპიროდ
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ქრისტეშობის

87 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 10.


88 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 33.

34
დღედ IV საუკუნეში 25 დეკემბერი დამკვიდრდა, რაც განუხრელად
დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინე პირველის
სახელთან 89 . საშობაოდ ღორის დაკვლის ტრადიცია გაგრძელდა და ახალი
დატვირთვა შეიძინა: ქრისტეშობისა და ახალი წლის შესახვედრად.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად რუსთავის ნაქალაქარზე ძაღლების
სასაფლაო აღმოჩნდა. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს
არქეოლოგიაში. აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის აზრით, ძაღლების სასაფლაოს
მოწყობა მაზდეანურ წესზე მიგვანიშნებს, უპირველესად კი _ იმ გარემოებაზე,
რომ ძაღლი მეტად პატივდებულ ცხოველად ითვლებოდა. ის მითრას _
როგორც ტავროქტონის, იკონოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა _
რომელიც ხარის სისხლს ლოკავს. ის `ზეციური ძაღლის ფუნქციას ასრულებდა,
რადგანაც დარაჯობდა მსხვერპლშემწირველთა ჯოგებს. `ავესტას~ მიხედვით,
ძაღლის ცემა, მით უფრო მოკვლა, არ შეიძლებოდა და ამისათვის უფრო
სასტიკი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე კაცის მოკვლისათვის 90 .
აჰურა-მაზდას მიმდევრები, ისევე, როგორც მითრაისტები,
გაერთიანებულები იყვნენ ტაძრების ირგვლივ, მაგრამ მხოლოდ ძმობის
პრინციპით არ ცხოვრობდნენ, ჰქონდათ იურიდიული კანონები, საკუთრების
ფორმები, ჰქონდათ სატაძრო წევრების სიები და სხვ. ტაძრებში ხდებოდა
დაკვირვება ციურ მნათობებზე, წინასწარმეტყველება, მკითხაობა, წყევლა-
ჯადოქრობა, ასტროლოგიური სამუშაოები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით
უნდა აღინიშნოს, რადგან ნეკრესის მაზდეანური სამლოცველოს ფენასთან არის
დაკავშირებული ორი ბრტყელი ქვის აღმოჩენა, რომლებიც სწორედ ამ მიზნით
იქნებოდა გამოყენებული. ერთზეა გამოსახული წრის სეგმენტი და რამდენიმე
რკალი, მეორეზე ზიგზაგები, რომლებითაც ამოღარული წერტილებია
შეერთებული, იქნებ ვარსკვლავთა გადაადგილების სქემა იყო მოცემული 91 .
ასეთი ვითარების გამო ქართლის სამეფოს ბარის მოსახლეობა თავისი
ცხოვრების წესით სპარსელებს წააგავდა და სპარსელთა მსგავსად იმოსებოდა.
სპარსელებს კი იმჟამად თავზე ტიარა (თავსაბური, რომელიც თავისი ფორმით
მამლის ბიბილოს მოჰგავს) ან ნაბადის ქუდები ეხურათ, ტანზე კვართი ანუ
სახელოებიანი გრძელი პერანგი ემოსათ და კვართის ქვემოთ შარვლები ეცვათ.

89 Амброджо Донини, У истоков христианства, перевод с


италянского, М., с. 63-64.
90 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 57.
91 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 77.

35
ცივ ამინდში სპეციალურ დათბილულ გრძელ მოსასხამებს _ ჯუბებს
ატარებდნენ 92 .
ოთხი საუკუნის განმავლობაში, პირველიდან მეოთხის ჩათვლით,
მიუხედავად ხანმოკლე წარმატებებისა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია.
მართალია, ქართველ მეფეს რომშიც ეპატიჟებიან და ბიუსტსაც უდგამენ, მაგრამ
გაურკვეველია რა კონფესიის ფარგლებში სწირავს მსხვერპლს კაპიტოლიუმში.
ამ ხნის განმავლობაში ორჯერ, პირველსა და მეოთხე საუკუნეში, სამეფო შუაზე
იჩეხება, დგინდება ორხელისუფლებიანობა. არმაზის კერძ სამეფოზე სპარსეთი
პატრონობს, მუხრანის კერძს _ რომი განაგებს. აღრევაა რელიგიური
თვალსაზრისითაც. მცხეთაში წამყვანი მაზდეანობა ჩანს, ეს კარგად ჩანს
არმაზისხევის სამაროვნის მასალებით და იმ სოციალური სიჭრელით, რომელიც
აქ არის წარმოდგენილი სამეფო ელიტაში. ვინ არიან ესენი _ პიტიახში,
ეზოსმოძღვარი, ან სახელდებით _ სერაფიტა, ზევახი, იოდმანგანი, ხსეფარნუგი,
აგრიპა. ნიშნეულია, რომ თუ არა ბერძნულ ტექსტში ნახსენები `იბერიის მეფე~,
არამეული ტექსტით ვერც შევიტყობდით, რომ საქმე იბერიის სამეფო კარს
ეხება და მის კარზე დამკვიდრებულ უცხო ინსტიტუტების პატრონებს.
არამეული და ბერძნული ტექსტები უცილობლად მიუთითებს სახელმწიფო
აპარატის და კანცელარიის სამუშაო ენებზე. ქართული არა თუ დამწერლობა,
არამედ მეტყველებაც გამოდევნილია. ქართულს იყენებს ალბათ დაბალი
ფენები, მასა. ჩანს, რომ მცხეთა კვლავ მრავალენოვანი ქალაქია, შეიძლება
ნომინალურად, მაგრამ მაინც, ქართველი მეფის ხელში იმყოფება. ტომთა
აღრევას სწორედ მცხეთის ქვეყანაში აქვს ადგილი. აქ არის დადასტურებული
თითქმის ყველა, არამეული, ფალაური, ბერძნული დამწერლობის ნიმუში,
რომელთა თარიღიც, ძირითადად, ახ. წ. აღ. I-III სს-ზე მოდის (მცხეთა,
ურბნისი, უფლისციხე, დედოფლის გორა...).
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის
დამოკიდებულება უცხო კულტურული ექსპანსიისადმი, იმ მოსახლეობისა,
რომელსაც წარმართობიდან გააჩნდა საკუთარი ეროვნული დამწერლობა და
საკუთარი კულტურა. წარმოვიდგინოთ პიტიახშთა განსასვენებელი II-III
საუკუნეებში. სამთავროს სამაროვანი დამშვენებული იყო ებრაული და
ბერძნული ეპიტაფიებით, არმაზისხევში კი აღმართული იყო არამეულ-
ბერძნული ბილინგვა, მის ახლოს კი ე. წ. შარაგასის `გამარჯვების სტელა~,
რომლებიც ელიტარულ განსასვენებელ ადგილს გამორჩეულ სახეს აძლევდა. ეს

92 T. beraZe, m. sanaZe, dasax. naSromi, gv. 75.

36
იყო სილუეტი ქართლის სამეფოს სოციალურად და პოლიტიკურად
დაკნინებული გარემოსი. მაგრამ როგორი განვითარება მიიღო ყოველივე ამან,
რა სურათი გვაქვს ორი საუკუნის შემდეგ: ებრაული წარწერები აყრილია
საფლავებიდან და სამარხის კედლებად არის გამოყენებული. ბერძნული
წარწერა, სადაც ქალაქის მთავარი მხატვრის თუ არქიტექტორის სახელი
აქოლისი იყო აღნიშნული, ისიც საფლავის ქვად გამოუყენებიათ. მეორე
ბერძნულწარწერიანი ქვაც, სადაც იგივე აქოლისი იყო მოხსენიებული,
ეკლესიის შესასვლელში დადეს წარწერის ნაწილით ქვევით. რაც შეეხება
არამეულ წარწერებს _ ბილინგვას და ე. წ. შარაგასის სტელას, ისინი
მოუგლეჯიათ ადგილიდან და იმავე სამაროვანზე ქვის სამარხის კედლებად
გამოუყენებიათ. ეს იყო მცხეთელების პროტესტი ქართლის
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე. ეს გზა კი I-II საუკუნეებიდან უნდა
დაწყებულიყო, როდესაც ქართლის საზოგადოებას ახალი სოციალური
ფენომენი მოევლინა ფეოდალ აზნაურების სახით, რომლის ისტორიული
მისიაც, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული თვითმყოფადობის აღდგენა იყო.
სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი, როდესაც ისინი სამეფო კართან ერთად არ
ერიდებიან სისასტიკეს, სპარსული იდეოლოგიის _ მაზდეანობის განსადევნად
და ახალი იდეოლოგიის, ქრისტიანობის დასამკვიდრებლად 93 .
298 წელს დადებული ნიზიბინის ზავით სამხრეთ კავკასიაში დასრულდა
სპარსთა ბატონობა. სპარსეთის უღლის გადაგდება გულისხმობდა, როგორც
პოლიტიკური, ისე რელიგიური ექსპანსიის შესუსტებას. ზოროასტრიზმი
ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა წარმართულ კულტებსა და ქრისტიანობას.
იბერიაში რომაული კონტროლის აღდგენა ასუსტებდა ზოროასტრიზმს და გზას
უხსნიდა ახალ მოძღვრებას 94 .
ამავე დროს, აქემენიდურმა და სასანურმა ეპოქამ მთლიანობაში დიდი
როლი ითამაშა ირანის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ისტორიაში.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უდიდეს ტერიტორიაზე,
ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთიდან ინდოეთის საზღვრებამდე მშვიდობა იქნა
შენარჩუნებული. შეიქმნა ხელსაყრელი პირობები საერთაშორისო ვაჭრობის
ასაღორძინებლად და კულტურული კონტაქტების განვითარებისათვის
სხვადასხვა ქვეყნის ხალხებს შორის 95 . უკვე ამ დროიდან, რაც სხვადასხვა

93 l. WilaSvili, dasax. naSromi, gv. 102-103.


94 qarTuli diplomatiis istoria, Tb., 2003, gv. 48-49.
95 История Ирана, с. 69-70.

37
ეპოქებში გაგრძელდა საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბდა
ისტორიული, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები.
უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა
აღმოსავლეთის დასავლეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო-საქარავნო გზა, სადაც
ჯერ კიდევ III-VII საუკუნეებში განლაგებული იყო სასტუმრო შენობები ე. წ.
`ასპინძები~ (ეს სიტყვა ირანული წარმოშობისაა და აღნიშნავს სასტუმროს,
სადგომს). `ასპინძები~ მრავლად იყო სასანურ ირანში შარაგზებზე. აღმოსავლეთ
საქართველოში ალბათ მრავალი `ასპინძა~ იქნებოდა 96 . ყოველივე აშკარად
მიგვანიშნებს, რომ საქართველო სატრანზიტო გზით დაკავშირებული იყო
სასანურ ირანთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან (ინდოეთი, ჩინეთი და ა.
შ.). ერთი გზა, რომელიც საქართველოს ირანთან აკავშირებდა, გადიოდა
რუსთავის ახლოს. იგი მოემართებოდა ბარდავიდან: ბარდავი _ განჯა _ შამქო-
რი _ ხუნანი _ გარდაბანი _ თბილისი 97 .
საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის
ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს ტერიტორიაზე გამოვლენილი
არქეოლოგიური და სასანური წარმოშობის ნუმიზმატიკური მასალა.
საინტერესოა არმაზისხევის ერისთავთა განსასვენებლის ერთ-ერთ სამარხში
აღმოჩენილი, ფალაურწარწერიანი (ჩვენში პირველი!) ვერცხლის პინაკი,
რომელიც ეკუთვნის ირანში ახალი დინასტიის დამფუძნებლის არდაშირ
სასანიანის ზეობის დროს და დიპლომატიური საჩუქრის სახით უნდა იყოს
მოხვედრილი ქართლის დედაქალაქში, ერისთავთ-პიტიახშთა წლებში (ზედ ან
ირანის მეფე, ან მისი პიტიახში ხატია) 98 . იქვე, II საუკუნით დათარიღებულ
სამარხებში აღმოჩენილ სამკაულებზე გემები ნამდვილად ადგილობრივ ნაკეთებ
ბეჭდებშია გამოყენებული, მაგრამ ამ გამოსახულებაში ხშირად ვხედავთ
ზოროასტრულ სიუჟეტებს, პერსონაჟებს და ფალაურ ასოებსაც კი 99 .
სოფელ ღვანკითში აღმოჩნდა სასანური ფალაურწარწერიანი (საშუალო
სპარსული) საბეჭდავი, რომელიც ამჟამად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

96 d. kacitaZe, axlo aRmosavleTis qveynebTan da ruseTTan


saqarTvelos savaWro-ekonomikuri urTierTobis istorii-
dan (XVII-XVIII ss.), Tb., 1992, gv. 3.
97 l. WilaSvili, qalaqi rusTavi, Tb., 1958, gv. 205.
98 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. II, Tb., 1973, gv. 223.
99 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. II, gv. 588.

38
მასზე ამოტვიფრულ სიუჟეტს ანალოგი არ მოეძებნება სასანურ
გლიპტიკაში. პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით საბეჭდავი V-VII სს-ით
თარიღდება 100 .
სასანიდურ ირანთან მჭიდრო კავშირის მაუწყებელია ქართულში
შემოსული და დამკვიდრებული სპარსული ტერმინები, როგორიცაა `ბეგარა~,
`ხოდაბუნი~ და სხვ. რაც ქართული ფეოდალური სინამდვილის ორგანული
ნაწილი გახდა 101 .
ირანის ხანგრძლივსა და დიდ გავლენას მოასწავებს აქემენიანთა თუ
პართიის ხანაში დაწყებული მოძალება სპარსული სახელებისა საგანთა
ქართულ ლექსიკასა და ქართლის მმართველ წრეთა ონომასტიკონში, რაც
კანონზომიერად გრძელდება სასანიანთა დროსაც (თუნდაც `მირიანი~, `ვახტანგ
გორგასალი~, დედამისი `საჰაკდუხტი~, ბოლნისის წარწერაში ხსენებული
`ფარნევანი~ და სხვ.) 102 .
სწორედ ძველი დროიდან ირანსა და საქართველოში გავრცელდა
ზოგიერთი ლიტერატურულ-ენობრივი ელემენტი, რომელსაც მომდევნო
ეპოქებშიც ვხვდებით. ამ მხრივ დამახასიათებელია ორივე ქვეყნის
ტერიტორიაზე გამოყენება რიგი სიტყვებისა და საკუთარი სახელებისა,
რომლებიც ნასესხებია ზოროასტრული ავესტის ძველი კანონიკური ტექსტიდან
_ იაშთიდან. მათ რიცხვში შეიძლება დავასახელოთ კვლავ საკუთარი სახელები:
ჯამშიდი, ფერიდონი, მანუჩარი, თეიმურაზი. აქ შედის აგრეთევე, სოციალურ-
ადმინისტრაციული და სამხედრო ტერმინები: აზნაური (თავისუფალი,
სახელოვანი), სპასპეტი (მხედართმთავარი), დარბაზი (საბჭო) და გვიანდელი
სეფაჰსალარი, ამილახორი, ამირბარი და სხვ 103 .
ყველა დამპყრობელს, მათ შორის, სასანიანებსაც, კარგად ესმოდათ
სარწმუნოების იდეოლოგიური მნიშვნელობა საგარეო ორიენტაციისათვის.
ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებამ შეასუსტა
ცეცხლთაყვანისმცემელთა პოზიციები, მაგრამ ირანის პოლიტიკური
გაძლიერების ვითარებაში გაფართოვდა ცეცხლმსახურების პროპაგანდა. ირანის
ხელისუფლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და, საკუთრივ, ქართლში თავის

100 m. wowelia, sasanuri periodis sabeWdavi sofel


RvankiTidan, `saistorio vertikalebi~, # 3, 2002, gv. 123.
101 А. А. Гвахария, Д. В. Кацитадзе, Грузино-Иранские культурно-
исторические связи, Тб., 1978, с. 3.
102 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. II, gv. 225.
103 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 11.

39
მოგვებს, მაზდეანური სარწმუნოების მსახურთ გზავნიდა, აგებდნენ მაზდეანურ
ტაძრებს. ცნობილია, რომ V საუკუნის დასაწყისში `მოგუნი მოგუთას
მოგუობდეს ცეცხლისა მსახურებასა ზედა~ 104 .
V საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში შაჰმა იეზდიგერდ მეორემ (439-457
წწ.) თავის ქვეშევრდომ ქვეყნებს, მათ შორის, ქართლსაც, ბრძანება დაუგზავნა,
ცხენოსანი ჯარი შეეკრიბათ შუა აზიაში წასასვლელად, სადაც ირანელები
სისხლისმღვრელ ომებს აწარმოებდნენ ქუშანების წინააღმდეგ. ქვეყანა ჯან-
ღონით სავსე ვაჟკაცებისაგან იცლებოდა. ახალი რაზმების შეგროვებას თან ვაი
და ვუი სდევდა. ნათესავები წინასწარ გამოიტირებდნენ ხოლმე დასაკარგავად
მიმავალ მეომრებს.
იეზდიგერდი, უპირველეს ყოვლისა, შეეცადა, ცხენოსანთა
რაზმელებისათვის სარწმუნოება გამოეცვლევინებინა. ერთხელ შაჰმა ნადიმზე
მიიწვია რაზმების მეთაურები, მოეფერა მათ, მიუალერსა და სთხოვა, ეჭამათ
სპარსული რელიგიის წესით მზისათვის შეწირული საქონლის ხორცი.
მეთაურებმა უარი განაცხადეს. იეზდიგერდი არ გაძალიანებულა. ბრძანა,
მოეტანათ ჩვეულებრივი საჭმელი. მოილხინეს, მაგრამ ვაი, ასეთ მოლხენას!
ნადიმის დამთავრების შემდეგ შაჰმა ბრძანა, რაზმის მეთაურები დაეკავებინათ.
მათ ზურგს უკან ხელები შეუკრეს და ჯურღმულებში ჩაყარეს, რამდენიმე დღე
აშიმშილეს, შემდეგ იქიდან ამოიყვანეს და გააძევეს. ქრისტიანებისაგან
შემდგარი რაზმები კი, პატარ-პატარა ჯგუფებად დაყვეს და შორეულ სტეპებში
გაგზავნეს საომრად 105 .
ირანელთა მხარეზე ბრძოლა ქართველთა ლაშქარს, ალბათ, წინათაც
უხდებოდა, მაგრამ ასე შორს ჯერ არასოდეს წასულა. ამასთან, ამ ბეგარამ ახლა
რეგულარული ხასიათი მიიღო. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებდა
ქუშანებთან ომის სისატიკე. ბრძოლაში იმდენი იღუპებოდა, რომ შაჰი
იძულებული იყო მებრძოლი ნაწილები ყოველ წელს ახლად გაწვეული
რაზმებით შეეცვალა. მაგრამ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ჯარების ასე შორს
გაყვანას ის მიზანიც ჰქონდა, რომ ამით ირანელები ასუსტებდნენ მათ
წარმგზავნელ ქვეყნებს, სადაც დამპყრობლები თავს უფრო უშიშრად
გრძნობდნენ. ამავე დროს, ირანელებს უადვილდებოდათ თავიანთი გავლენის
გავრცელება სამშობლოს მოწყვეტილ ჯარში. ყველაფერი ეს გამოაშკარავდა 449
წელს, როდესაც იეზდიგერდმა დიდი გამარჯვება მოიპოვა ქუშანებზე, გაჰფანტა
მათი ჯარები და ააოხრა მათი ქვეყანა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა,

104 qarTuli diplomatiis istoria, gv. 55.


105 v. guCua, gadavxedoT warsuls, Tb.,, 1984, gv. 26.

40
ირანელებმა მაინც არ დააბრუნეს სამშობლოში ამიერკავკასიიდან გაყვანილი
მეომრები, რადგან შაჰის მიზნისათვის უკეთესი იქნებოდა, რაც უფრო შორს
იქნებოდნენ ისინი სამშობლოდან 106 .
ამავე დროს შაჰმა იეზდიგერდ მეორემ გადაწყვიტა მაზდეანობის
სახელმწიფო რანგში აყვანა ამიერკავკასიის ქვეყნებში. შაჰის ინსტრუქცია
ითვალისწინებდა: `ნავასარდის თავიდან მეორე ნავასარდამდის (ნავასარდი იყო
წელიწადის პირველი თვე; აქ იგულისხმება, მაშასადამე, ერთი წლის
დაზმულობა) დიდი მეფის საბრძანებელში მოსპობილ იქნას არა თუ
ქრისტიანების სარწმუნოება, არამედ აღმოფხვრილ იქნას თვით მათი სახელიც
_ ეკლესიები დაკეტილ და მათი კარები დაბეჭდილ იქნას; ქრისტიანულ
სამლოცველოების სამკაულები სიით ჩარიცხულ იქნას სამეფო ნივთებს შორის;
ფსალმუნების გალობა, წინასწარმეტყველების წიგნთა კითხვა გაუქმებულ იქნას
და ქრისტიანე მღვდლებს აღეკრძალოთ თავიანთ სახლებში ხალხის სწავლა-
დარიგება; კაცი და ქალი ბერ-მონაზვნები უნდა გამოვიდნენ მონასტრებიდან
და მათ უნდა ჩაიცვან საერო ტანისამოსი; ნახარარების ქალებმა მისცენ სხვებს
მაგალითი და პირველნი თვითონ უნდა მიჰყვნენ მოგვების სწავლას: აზატების
(აზნაურების) და შინაკანების (მსოფლიონების) ქალ-ვაჟნი უნდა შეუდგნენ
მოგვებთან სარწმუნოების შესწავლას საზოგადო მოედნებზე. ქრისტიანობის
მიერ დაწესებული კანონები ცოლ-ქმრობისა გაუქმებულ იქნას: ერთი ცოლის
მაგივრად მამაკაცებს ნება მიეცათ ხალხის გასამრავლებლად რამდენიმე ცოლი
იყოლიონ; ნება აქვთ შეირთონ მამებმა ქალიშვილები, ძმებმა დები, ვაჟებმა
თავიანთი დედები, შვილიშვილებმა ბებიები; არც ერთი ცხოველი, რომელიც
განკუთვნილია ადამიანის საჭმელად, არ შეიძლება საჭმელად გამოყენებულ
იქნას, თუ წინასწარ მსხვერპლად არ არის ღვთისადმი შეწირული. ცომი
უხაშოდ არ იქნას გაკეთებული, ნაგავი და სიბინძურე ცეცხლში არ იქნას
ჩაგდებული. ხელის დაბანა ხარის შარდის გარეშე არ ხდებოდეს; წავი, მელა,
კურდღელი არ იქნას მოკლული; გველი, ხვლიკი, ბაყაყი, ჭიანჭველა და სხვა
საზარალო ცხოველი და ქვეშმძრომი მოსპობილ იქნას; მოსპობილ ცხოველთა
რაოდენობა აწონილ იქნას სამეფო სასწორზე და ჩაწერილ იქნას: ყველაფერი,
რაც ეხება მსხვერპლშეწირვას, ნაცარის განლაგებას და რაოდენობას, უქმეების
და წლის სათვალავს, უნდა ჩაწერილ და სიებში შეტანილ იქნას; დანარჩენი და

106 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. II, gv. 87.

41
ჩვენი კანონის დაწვრილებით ასრულება გადადებულია შემდეგი
დროისათვის~ 107 .
ირანის ხელისუფლებამ ვახტანგის ტახტზე დამტკიცების საფასურად
მოითხოვა, რომ ცეცხლთაყვანისმცემლობას ქართლში ოფიციალური სტატუსი
ჰქონოდა. გორგასალი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო
ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისათვის ქართულ
ქვეყნებში. საინტერესოა, რომ ამ რელიგიას მიმდევრები ჰყავდა მთიულებს
შორისაც.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგს დედა სპარსელი ყავდა, ხოლო პირველი
მეუღლე ბალენდუხტი ირანის შაჰის ასული იყო, მოგვიანებით ირანელებთან
შებმის წინ ის სპობს ქართლში ირანელთა იდეოლოგიურ საყრდენს,
მაზდეანობას. მან `შეაგდო საპყრობილეში ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი
ცეცხლის მსახურთა, მოსრა და გააძევა ყოველნი ცეცხლის მსახურნი ქართლის
ტერიტორიიდან~ 108 .
ვახტანგის გამეფებამდე ცეცხლთაყვანისმცემლობა ქართლის ტერიტორიაზე
პოულობდა ახალ მიმდევრებს, ძირითადად, საზოგადოების ფართო ფენებში.
ქართველი მემატიანე ჯუანშერი V საუკუნის 30-იანი წლების მოვლენების
გადმოცემისას მიუთითებს, რომ ქართლში `მცირედნი ვინმე წვრილისა
ერისაგანნი მიიქციეს ცეცხლისმსახურებასა~.
ცეცხლთაყვანისმცემლებს ჰქონდათ თავისი სამლოცველოები მუდმივი
ცეცხლით, რომელიც მათ წმინდად მიაჩნდათ. ტაძარში წმინდა ცეცხლი ენთო
ჩვეულებრივ შუა ნაწილში, სადაც ამისათვის გაშენებული იყო ბნელი სათავსო.
პირაკრული მოგვი დროგამოშვებით უმატებდა ცეცხლს შეშას, რომელიც
წინასწარ მზადდებოდა გარკვეული რიტუალის შესრულებით. შეშის
მიმატებისას მოგვი ჩურჩულით ამბობდა ლოცვებს. ტაძარი წარმოადგენდა
რვაკუთხა დარბაზს. მას ჰქონდა რვა კარი 109 .
საინტერესოა აღინიშნოს, რომ არაბებმა ჩადრი მიიღეს სპარსელი
მაზდეანებისაგან, როდესაც მათ ეს ქვეყანა დაიპყრეს. მაზდეანურ რელიგიაში,
როგორც აღვნიშნეთ მთავარია ცეცხლის კულტი. ქალი, რომელიც იყო ოჯახის

107 s. kakabaZe, vaxtang gorgasali da misi xana, Tb., 1994,


gv. 197-198.
108 qarTlis cxovreba, t. II, teqstis adaptacia, boloTqma da
ganmartebebi ekuTvniT: m. sanaZes, n. SoSiaSvils, Tb., 1988,
gv. 39.
109 s. kakabaZe, dasax. naSromi, gv. 229-230.

42
კერის დამცველი, ამ რელიგიის თანახმად, ბინძურია და, რომ არ შებღალოს
(წაებილწა თავისი სუნთქვით) `წმინდა ცეცხლი~ ცხვირპირი ჩადრით უნდა
დაიფაროს 110 .
მაზდეანური რელიგიის გადმონაშთი საქართველოში უნდა იყოს პურის
მცხობელი ქალი თონეში ცომის ჩაკვრის დროს პირს მოსახვევით რომ იფარავს
ხოლმე.
თბილისში, მთის ფერდობის ამაღლებულ ადგილზე ბეთლემის
(ფეთხაინის) ეკლესიის სამხრეთით, იქვე ახლოს აღმოჩენილია
ცეცხლთაყვანისმცემელთა ძველი ტაძრის ნაშთი. პლ. იოსელიანის დროს ეს იყო
აგურისაგან აშენებული კვადრატული ნაგებობა _ თაღი (ეხლა თაღი არ არის).
ქართულად მას უწოდებდნენ საკერპოს, მეორე სახელი იყო ათეშგა, რაც
სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. შარდენს თბილისის გეგმაზე 1673 წელს
ეს ნაგებობა აღნიშნული აქვს როგორც კვადრატული, მაგრამ დაბალი სფერული
გუმბათით. ნაგებობას ჰქონდა მიწის თავისუფალი ფართობი, რომელიც
შემოზღუდული იყო. ეს შენობა კარგად ჩანს ტურნეფორის (1700 წ.) გეგმაზეც.
შარდენი მას იხსენიებს საზოგადო საწყობის სახელით. ცხადია, ათეშგას
შენობას იყენებდნენ საწყობად (ჩანს, დიდი ხანია) და ამიტომაც ის შედარებით
მოვლილ-დაცულიც იყო.
ბუნებრივია, ათეშგას აშენება VII საუკუნის მეორე ნახევრიდან
შეუძლებელი იქნებოდა. საეჭვოა, რომ სალოცავი ვახტანგის მეფობაზე ადრე
აეშენებინათ, რადგანაც აქ მოსახლეობა თითქმის არ იყო. ასეთი, თუნდაც
მცირე ნაგებობის აშენება შეეძლო მორწმუნეთა მაინც მოზრდილ მრევლს.
ამიტომ შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ათეშგას შენობა აგებულია ვახტანგ
გორგასალის დროს ადგილობრივ მცხოვრებ ან მოსულ
ცეცხლთაყვანისმცემელთა მიერ 111 .
523 წელს `ვითარცა მეფობაY დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი
განძლიერდეს~, აღნიშნულია ქართლის მოქცევის მატიანეში. მათ პირველ
ყოვლისა, კავკასიონის გასასვლელები დაიჭირეს და საგანგებოდ გაამაგრეს.
ამით ირანელებმა ქართველებს ჩრდილოეთ კავკასიის ველებში მომთაბარე
ტომების დახმარება მოუსპეს და თავიანთი სახელმწიფოც უზრუნველყვეს ამ
მხრიდან შემოსევებისაგან. ამავე ხანებში კავადმა ირანის სახელმწიფოს
სამხედრო-ადმინისტრაციული რეორგანიზაცია მოახდინა: ირანი ოთხ მხარედ,

110 Л. И. Шайдулина, Арабская женщина и современность, М., 1978,


с. 21.
111 s. kakabaZe, dasax. naSromi, gv. 230-231.

43
ანუ კუსტაკად დაყო. კუსტაკი, თავის მხრივ, უფრო მცირე ადმინისტრაციულ
ერთეულებს, ან `შაჰრებს~ აერთიანებდა. ქართლი, სომხეთი, ალბანეთი და
ატროპატაკანი (ადარბადაგანი) შაჰრების სახით ჩრდილოეთის ანუ კავკასიის
შემადგენლობაში გააერთიანეს, რომლის ცენტრი იყო განძაკი (ურმიის ტბის
სამხრეთ-აღმოსავლეთით). შაჰრებს `მარზპანები~ (სპარსული სიტყვაა და
`ოლქის მმართველს~ ნიშნავს) მართავდნენ, რომლებიც კუსტაკის უფროსს,
`სპასპეტს~ ემორჩილებოდნენ. ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ირანული
ეთნიკური ელემენტი საქართველოში. მცხეთაში ხელოსნები, რომლებიც
სხვადასხვა ეროვნებისანი იყვნენ უბნებად ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ უბანში
სპარსელი `მეჯადაგენი~ და `მეხამლენი~ (ფეხსაცმელების მკერავნი)
ცხოვრობდნენ. ისინი თავს, ბუნებრივია, ლაღად გრძნობდნენ, ირანულ წეს-
ჩვეულებებს მისდევდნენ და მაზდეანურ რელიგიურ რიტუალებს
ასრულებდნენ.
ქართლს ირანელი მოხელე მარზპანი განაგებდა, რომლის ხელში იყო
უზენაესი უფლებები, რაც კარგად ჩანს უცნობი ავტორის აგიოგრაფიული
თხზულებიდან `ევსტათი მცხეთელის წამება~. როდესაც გაქრისტიანებული
სპარსელი გვირობანდაკი ევსტათედ წოდებული დამბეზღებელმა სპარსელებმა
მცხეთის ციხისთავს უსტამს მიჰგვარეს, მან განაცხადა: `ამის კაცისა პატიჟი მე
არარაი ხელმეწიფების, არცა აღბმაი ძელსა, არცა პყრობილებაი, არამედ
წარუძღვანო ეგე ტფილის ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზპანსა, და
რაი-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას
ხელეწიფების სიკვდილი და ცხორებაი~ 112 .
ქართლის მნიშვნელოვან ქალაქებში ირანელებმა ჯარები ჩააყენეს და ეს
ქალაქები ირანელ ციხისთავებს დაუმორჩილეს. ერთი ამ ციხისთავთაგანი იყო
სწორედ ზემორე ხსენებული უსტამი 113 .
შემდეგშიც, VII საუკუნის პირველ მესამედში, ცეცხლთაყვანისმცემელნი
მრავლად იყვნენ ქართლის სამ ქალაქში _ თბილისში, მცხეთასა და უჯარმაში.
ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, რომელიც სპარსეთს ეომებოდა,
სპეციალურად სასტიკი ღონისძიებები ჩაატარა მათ სალიკვიდაციოდ 114 .
არაბთა ბატონობამ ირანსა და საქართველოში დროებით შეაფერხა ამ ორ
ქვეყანას შორის უშუალო კავშირი, მაგრამ IX-X საუკუნეებიდან უკვე აშკარაა

112 qarTuli proza, t. 1, Tb., 1981, gv. 29.


113 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. II, gv. 247-248.
114 s. kakabaZe, dasax. naSromi, gv. 229.

44
ირან-საქართველოს კულტურული ურთიერთობა (ამაზე ნათლად მეტყველებს
`ნინოს ცხოვრებაში~ მოტანილი სპარსული ფრაზა ქართული თარგმანითურთ).
ამასთანავე, IX-X საუკუნეების არაბული და სპარსული წყაროების
მიხედვით, თბილისი სავაჭრო-სატრანზიტო გზებით უკავშირდება
ამიერკავკასიისა დ ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო-სატრანზიტო პუნქტებს. ამ
სატრანზიტო გზების ცენტრს ქალაქი ბარდა წარმოადგენდა. ბარდადან
სავაჭრო-საქარავნო გზის ერთი შტო მიემართებოდა ბაბ ალ-აბვაბისაკენ
(დარუბანდი), მეორე _ განჯის, შამქორის, ხუნანის, კალა იბნ ქანდამანის
გავლით უკავშირდებოდა თბილისს, მესამე _ ბარდას სომხეთის დედაქალაქ
დვინთან, ხოლო მეოთხე შტო ბარდას სამხრეთ აზერბაიჯანის მნიშვნელოვან
ქალაქ არდებილთან აკავშირებდა 115 .
საქართველოსათვის ძვირფასი ქვებით ვაჭრობის საქმეში განსაკუთრებულ
როლს მაინც ირანი ასრულებდა. ამის გამოხატულებას წარმოადგენს ირანული
წარმოშობის სახელწოდებანი, რომლებითაც აღინიშნება ძვირფასი ქვები
ქართულ ლიტერატურულ და საისტორიო ძეგლებში 116 .
საქართველოს ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე, ახალ ირანულ კულტურასა
და მწერლობასთან. როგორც ცნობილია, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე მდებარე ორი პროვინცია _ შარვანი და არანი, რომლებიც
ირანული კულტურისა და ლიტერატურის ცენტრებს წარმოადგენდნენ, დავით
აღმაშენებლის დროიდან ქართველთა პოლიტიკური გავლენის სფეროში
ექცევიან. ამათგან შარვანი თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში
საქართველოსადმი ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.
შარვანის შაჰის კარზე ცხოვრობდნენ სახელგანთქმული პოეტები _ ხაყანი
(გარდაიცვალა 1199 წელს) და ნიზამი განჯელი (გარდაიცვალა 1202 წელს).
შარვანის მფლობელნი, როგორც ქართველთა მეფის ვასალები, ხშირად
ჩამოდიოდნენ საქართველოში თავისი ბრწყინვალე ამალით, რომელშიც, რა
თქმა უნდა, პოეტებიც იყვნენ. `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის~
ავტორი გადმოგვცემს, რომ ნიზამი, რომელსაც მფარველობდა აღსართან II,
ორჯერ ჩამოსულა საქართველოში; ერთ-ერთი საზეიმო დარბაზობის დროს
გამართულა საჯარო ლიტერატურული შეჯიბრება, რომელზედაც საასპარეზოდ
გამოსულან ქართველი და ირანელი პოეტები.
ქართველი მეფეები დიდ მფარველობას უწევდნენ არაბ და ირანელ
პოეტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია დავით აღმაშენებელი, რომელსაც

115 d. kacitaZe, dasax. naSromi, gv. 3-4.


116 d. kacitaZe, dasax. naSromi, gv. 6.

45
არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მოწმობით, ირანელი სუფიებისა და
პოეტებისათვის თავშესაფარი აუგია, ხშირად ქონებრივადაც დახმარება
გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებსაც უმართავდაო.
ქართველი მონარქების მეცენატობა იქამდისაც კი მიდიოდა, რომ ირანელი
პოეტები უპირატესობას საქართველოს სამეფო კარის მფარველობას ანიჭებდნენ.
მაგალითად, პოეტი ხაყანი ერთ-ერთ თავის ხოტბაში, რომელიც დაწერილია
1172 წელს ამბობს: `აფხაზეთის (საქართველოს) კარები ღიაა ჩემთვის, მე
გავემგზავრები ნაჭარმაგევსა და მუხრანს, ბაგრატიონთა შორის მე ვიპოვნი
თავშესაფარს... და თუ აფხაზეთში ვერ ვპოვებ მფარველობას, იქიდან მე
გადავალ ბიზანტიაში~ 117 .
ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა მეოხებით ირანული პოეზიის
გამოჩენილ კლასიკოსთა _ ფირდოუსის, გორგანის, ხაყანის, ნიზამისა და სხვ. _
ციტატები უკვე XI-XII საუკუნეებიდან მოჰყავდათ ქართულ მხატვრულსა და
ისტორიული ლიტერატურის ძეგლებში, ხოლო ზოგიერთი მათგანი
ითარგმნებოდა კიდეც. ჩვენამდე მოაღწია გორგანის `ვის-ო-რამინის~
(ვისრამიანის) საუცხოოდ დამუშავებულმა ქართულმა რედაქციამ, რომელიც
უნდა ჩამოყალიბებულიყო არაუგვიანეს XII საუკუნის მეორე ნახევრისა.
არსებობს საბუთები, რომ XII საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე
ფირდოუსის `შაჰნამე~, ნიზამის `ლეილი და მაჯნუნი~, `ხოსროვი და შირინი~
და სხვ.
მდიდარი ქართული კულტურის ტრადიციები, თავის მხრივ, კეთილ
ზემოქმედებას ახდენდნენ ირანულ პოეზიაზე. ირკვევა, რომ ქართულ ენას
ფლობდნენ და ქართული მასალებით სარგებლობდნენ ისეთი პოეტები,
როგორებიც იყვნენ ნიზამი განჯელი და ხაყანი. ხაყანი ქართულ სიტყვებს
მახვილგონივრულად იყენებდა ირანულ ლექსებში მოხდენილი კალამბურების
მისაღებად. სპეციალისტების მოსაზრებით ნიზამის პოემა `ისკანდერ-ნამე~ ვერ
შეიქმნებოდა ქართული მასალების გათვალისწინების გარეშე 118 .
ეკონომიკური და კულტურული ურთიერთგავლენა კიდევ უფრო გაიზარდა
სეფიანთა ირანის დროს. XVI-XVII საუკუნეებში დიდი რაოდენობით
შემოდიოდა საქართველოში და, კერძოდ, თბილისში ირანული, თურქული,
ინდური და ევროპული საქონელი, მაგრამ თბილისს გაცხოველებული იმპორტი
მაინც ირანთან ჰქონდა. ირანიდან შემოდიოდა ძვირფასი აბრეშუმის

117 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979, gv. 494-


495.
118 iqve, gv. 495-396.

46
ქსოვილები: დარაია, ხარა, ზარბაქი (ოქროქსოვილი ფარჩა), დარაიბავთი, ბიბა _
ოქრომკედით ნაქსოვი ფარჩა _ იგივე სტავრა, შალის ქსოვილები, ტყავი,
თავრიზული შეკერილი სამოსელი, ჩითი, ხოის საბნის პირი, შეიდიში,
თავრიზული ხავერდი, მოვი ქაშანისა და შემახიისა, ძვირფასი ქვები:
მარგალიტი _ ირანიდან, ზურმუხტი _ ეგვიპტიდან, ფირუზი, ლალი და სხვ.
აგრეთვე, ქაშანის ზანდუკი, ისპაანის წინდა, საპონი, ქაშანური ჭურჭელი, მინის
ჭურჭელი _ შირაზული და სხვა 119 .
ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, ქართულ ხუროთმოძღვრებასა და
ხელოვნებაში სწორედ ამ დროს შემოიჭრა ირანული გავლენა. უპირველეს
ყოვლისა, იგი თავს იჩენს სწორედ ქალაქებში, განსაკუთრებით, თბილისში,
რადგანაც ამ უცხო გავლენას ყველაზე მეტად და ყველაზე ადრე ითვისებენ და
ექვემდებარებიან მეფის კარი და არისტოკრატია: მათი სასახლეები და
საცხოვრებლები `სპარსთა რიგისაა~; შეძლებისდაგვარად ცდილობენ მიბაძონ
ირანულ სასახლეებს, არა მარტო მათ ხუროთმოძღვრებას, არამედ მთელ შიდა
გამართულობასაც; ასევე, აღმოსავლურ-ირანული `რიგისაა~ ამდროინდელი
საბაზრო შენობები, ქარვასლები და აბანოები. საეკლესიო არქიტექტურა უფრო
მეტად `შეუღწევი~ იყო ირანული გავლენისათვის: ქართული ეკლესიების, მათ
შორის, თბილისური ეკლესიების, მთელი აღნაგობა უცვლელად ტრადიციულია
(თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ, გარდუვალ ევოლუციის მიერ გამოწვეულ ზოგ
კერძო ცვლილებას). მხოლოდ გარეგნულ მორთულობაში იჩენს თავს (მით
უფრო კახეთში, აქ-იქ თბილისშიც) ირანული ელემენტები: ისრული თაღები,
`სტალაქტიტები~, აგურის ხალიჩისებრი წყობა (აგურის ფართოდ გავრცელება
ამ დროის დამახასიათებელია); სასახლეთა, აბანოებისა და ქარვასლების
ინტერიერებში უხვად იყენებენ მოჭიქულ ფერად აგურს, მინასა და სარკეებს,
აღმოსავლურ ხალიჩებს და სხვ. (ისიც აღსანიშნავია, რომ გლეხური
საცხოვრებლები და, მით უფრო, მთა-საქართველო ამ უცხო გავლენის გარეშე
რჩება, გამონაკლისი _ ცოტაა).
საბუთები და იმდროინდელ ავტორთა ნაწერები მოწმობს, რომ გვიანი შუა
საუკუნეების თბილისში `მცხოვრებთ აქვთ სახლები _ ზოგთა სპარსთა რიგისა,
ზოგთა ქართული~. ჩანს ისიც, რომ უმეტესად ეს ბანიანი სახლებია
განლაგებული მთის კალთებზე, ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოთ მდებარე

119 d. kacitaZe, XVII-XVIII saukuneTa qarTuli dokumenturi


wyaroebi iran-saqarTvelos savaWro urTierTobis Sesaxeb,
kr. `maxlobeli aRmosavleTis istoriis sakiTxebi~, II, Tb.,
1972, gv. 133.

47
სახლისთვის ეზოსავით არის. სახლები, ცხადია, განსხვავდებოდა პატრონთა
შეძლების მიხედვით _ იყო ქოხმახებიც, მაგრამ იყო რამდენიმე სათავსიანი,
მათ შორის, სამეურნეო დანიშნულების სახლებიც 120 .
აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში როსტომ მეფის
მიერ ჩატარებული ყოველი ღონისძიება ირანის შაჰის მუდმივი კონტროლის
ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით, შაჰის ხელისუფლებამ ქართლის სამეფო კარზე
წმინდა ყიზილბაშური თანამდებობანიც შემოიღო: ვეზირი (მრჩეველი),
მუსტოუფი (მთავარი აღმწერელი, ფინანსების მოხელე) და მუნში (მწერალი).
სამივე ეს თანამდებობა ქართლის სამეფო კარზე სამეთვალყურო აპარატს
ქმნიდა 121 .
სუფრაზე ქალებისა და მამაკაცების განცალკევების ჩვევას შარდენი
საქართველოში სპარსეთის გავლენას მიაწერდა: `მას აქეთ, რაც ქართველები
სპარსეთს დამორჩილდნენ, აქაურ ქალებს მამაკაცებთან ყოფნა ეკრძალებათ.
ქალების თავისუფლება აქ თანდათანობით იკვეცება და ეს მშვენიერი სქესის
წარმომადგენლები იძულებულნი არიან მისდიონ წესს და განცალკევებით
მოიყარონ თავი~ 122 .
ამავე დროს როსტომ ხანმა სპარსეთიდან დიდი რაოდენობით ჩამოიყვანა
იქ მყოფი გამაჰმადიანებული ქართველები. როგორც აკადემიკოსი ნ.
ბერძენიშვილი შენიშნავდა: `ამ გზით სპარსულ-ყიზილბაშური წესები, ზნე-
ჩვეულებები ფართოდ იკიდებდნენ ფეხს ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში.
სპარსულ-თურქული ენები ქართველ ფეოდალთა სამეჯლისოდ სასაუბრო
ენებად იქცნენ, მმართველობაში ფეხი მოიკიდეს სპარსულ-ყიზილბაშურმა
ინსტიტუტებმა. სპარსულ-თურქული საერო პოეზია უცილობლად გაბატონდა
ქართველ ფეოდალთა წრეებში. ქართული წიგნის სამკაული სპარსული
მხატვრობა შეიქმნა... სპარსულ-თურქულმა სამოსელმა ქართული ფეოდალური
სამოსელი შეცვალა~. ასე, თანდათანობით ქართლში გზას იკაფავდა სპარსული
გავლენა. როგორც აღნიშნულია ქართლის ცხოვრებაში: `ამათით შეერიათ
ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუილი,
ხორცი განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ

120 Tbilisis istoria, t. I, Tb., 1990, gv. 283.


121 g. JorJoliani, saqarTvelo XVII saukunis 30-50-ian wlebSi,
Tb., 1987, gv. 49.
122 Tbilisis istoria, t. I, gv. 443.

48
საქმეთაგან მოქმედთაგან კიდე არავის სცემდნენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე
მღვდელ-მთავარნიცა და ჰყოფდნენ უჯეროთა~ 123 .
ამიტომაც იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების ვაჭრები მუდამ
ირანული ორიენტაციისა იყვნენ, მიუხედავად იმისა, მისაღები იყო მათთვის
თუ არა პოლიტიკური ძალაუფლება.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში პეისონელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ
`თბილისი მართლაც წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელ ადგილს
სპარსეთთან ვაჭრობის დასამყარებლად~ 124 . ხოლო ამავე პერიოდის გერმანელი
ავტორის, ფონ ზასის დაკვირვებით აღმოსავლეთ საქართველოს `ვაჭრობა
უპირატესად სპარსეთთან იყო გაჩაღებული. იქიდან შემოჰქონდათ აბრეშუმის
ქსოვილი, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ბამბა, შაქარი, ყავა და ყველანაირი
სახის სხვა წვრილმანი~ 125 .
სპარსეთის გავლენად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს, რომ `ავეჯეულობის
ისტორია ყველაზე უფრო ღარიბია XVII-XVIII სს. ამის ერთ-ერთი მიზეზი
სპარსეთის გავლენა იყო~. ამავე საუკუნეების უცხოელი მოგზაურები ერთხმად
მიუთითებდნენ, რომ საქართველოში ხმარებაში არაა მაგიდა და სკამები.
შარდენის მოგზაურობის წიგნში ჩართული სურათის მიხედვითაც, სადაც
მოცემულია ნადიმი თბილისში ვახტანგ V-ის კარზე, სტუმრები
ფეხმორთხმულები სხედან 126 .
გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი ფრანგი გრაფი დე გრაი დე ფუა,
რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, საინტერესო ცნობებს გვაწვდის
ირანული წეს-ჩვეულების გავლენაზე ქართულ ყოფაში. როდესაც ერეკლესთან
აუდენციაზე მივიდნენ გრაფი აღნიშნავს, რომ `მეფემ მეც შემომთავაზა
დაჯდომა, მაგრამ რადგანაც ყველანი ფეხმორთხმული ისხდნენ ხალიჩაზე და
ჩემთვის კი ასე დაჯდომა შეუძლებელი იყო, ვუპასუხე, რომ იმ თაყვანისცემის
გამო, რომელსაც განვიცდი მისი უდიდებულესობის მიმართ, არ ძალმიძს
დავჯდე მის წინაშე. მან კვლავ შემომთავაზა და განმიცხადა, რომ არ

123 n. asaTiani, saqarTvelos istoria, Tb., 1999, gv. 297.


124 d. kacitaZe, axlo aRmosavleTis qveynebTan da ruseT-
Tan saqarTvelos savaWro-ekonomikuri urTierTobis is-
toriidan (XVII-XVIII ss.) Tb., 1992, gv. 21.
125 d. kandelaki, saqarTvelo-ruseTis urTierTobis sakiTxebi
germanul wyaroebSi (XVIII s-is II naxevari _ XIX s-is I
naxevari), Tb., 2002, (sadoqtoro disertacia), gv. 127.
126 Tbilisis istoria, t. I, gv. 440.

49
მომისმენს, ვიდრე არ დავჯდები. იძულებული გავხდი გამემხილა მისთვის
ნამდვილი მიზეზი _ ის, რომ ევროპული სამოსი მოუხერხებელი იყო ამგვარად
დასაჯდომად. რადგან სასახლეში არც ერთი სკამი არ იყო, მომიტანეს სკივრი,
რომელზედაც იმგვარად ვიჯექი, რომ ყველა დანარჩენი ჩემზე დაბალი იყო~ 127 .
გერმანელი ნატურალისტ-ენტომოლოგი ბ. იეგერი, რომელიც 1825 წელს
საქართველოში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ სოფელ შილდაში ყოფნის დროს
მასპინძლებმა სტუმრებისათვის მაგიდა ევროპულ სტილში გაშალეს _ სუფრით,
დანებით, ჩანგლებით, კოვზებით და ა. შ. ხოლო თვითონ და სხვა სტუმრები
ფეხმორთხმით დასხდნენო 128 . როგორც ვხედავთ, ირანული გავლენის კვალი
კახეთში XIX საუკუნის 20-იან წლებშიც იყო შემორჩენილი.
აღნიშნულ ფონზე გვიან შუა საუკუნეებში კიდევ უფრო ინტენსიური
ხდება ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობა, როცა ქართული
მწერლობისა და, საერთოდ, მთელი ეროვნული კულტურის აღორძინების ხანა
დაემთხვა ირანული კულტურის აღორძინების პერიოდს, რამაც
ლიტერატურული ურთიერთობისათვის გარკვეული ნაყოფი მოიტანა. ამ მხრივ
განსაკუთრებით აღსანიშნავია, თეიმურაზ პირველის შემოქმედება. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ სპარსული პოლიტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ
გააფთრებით მებრძოლი თეიმურაზი, იმავე დროს, სპარსული ლიტერატურული
კურსის ყველაზე ბეჯითი წარმომადგენელია საქართველოში.
არც ქართულ-სპარსული ურთიერთობა იყო ცალმხრივი. სპარსულ ენაში
მრავლად გადავიდა ქართული ლექსიკური ერთეულები, სპარსულ
ლიტერატურაში მრავლად გაჩნდა ქართული სინამდვილიდან წამოღებული
სახეები, თემები, სიუჟეტები, სხვადასხვა ფორმისეული ელემენტები. ისევე,
როგორც სპარსული კულტურის სხვა დარგებში, კერძოთ მხატვრული
ლიტერატურის სფეროშიც მოღვაწეობდნენ ქართველი ხალხის შვილები,
რომლებიც სპარსულად ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს 129 .
გიორგი XII-ის მემკვიდრე თეიმურაზ ბაგრატიონი 1805 წლის დეკემბერში
ირანში გაემგზავრა. პოლიტიკური მისიის გარდა თეიმურაზი სპარსეთში
სამწერლო-კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა; ეცნობოდა ირანის ისტორიას,

127 de grai de fuas cnobebi saqarTvelos Sesaxeb, fran-


gulidan Targmna, Sesavali, SeniSvnebi da saZieblebi
daurTo jumber odiSelma, Tb., 1985, gv. 47.
128 d. kandelaki, dasax. naSromi, gv. 185.
129 g. ciciSvili, literaturaTmcodneobiTi Ziebani, eqvs
tomad, tomi pirveli, Tb., 2000, gv. 479.

50
ლიტერატურას; დაეუფლა უცხო ენებს; შეისწავლა სპარსული, თურქული,
ფრანგული, იტალიური ენები. სპარსულიდან თარგმნა _ `ათნი გვირგვინნი,
ქმნილი ანუშევან სპარსთა მეფისაგან...~, დაწერა _ `მცირე წიგნი პრაქტიკა
არტილერიისა~, `დავთარი თოფჩებისა სრული~. იგი აგრეთვე, ცდილობდა,
სპარსეთში გაფანტული ქართული ხელნაწერების შეგროვებას. სპარსეთიშივე
შეადგინა `იტალიურ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი~. გარდა ამისა, თეიმურაზ
ბაგრატიონს დაუწერია სპარსეთში მოგზაურობის შესახებ `სპარსული
დღიურები~ ანუ როგორც ერთგან თვითონ აღნიშნავს, `სისხლიანი ნაწერი
ფიქრები~ 130 .
მაგრამ ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ნამდვილად
მასშტაბური და მიზანდასახული მეცნიერული შესწავლა იწყება აკადემიკოს
ნიკო მარით, რომელმაც მტკიცე მეცნიერულ საფუძველზე დააყენა ამ ორი
ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის საქმე 131 .
XX საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში მრავალი ირანელი იყო
სამუშაოს საძებნელად ჩამოსული. 1904 წელს მხოლოდ ბაქოში 7 ათასი
ირანელი მუშა იყო დასაქმებული. რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის
დროს, მათ გარკვეული საბრძოლო სკოლა გაიარეს. ბაქოდან სამშობლოში
დაბრუნებულმა ირანელმა მუშებმა რევოლუციური ბრძოლის იდეები შეიტანეს
შაჰისა და ფეოდალთა წინააღმედგ 132 .
1905-1911 წლების ირანის რევოლუციის დროს თბილისში შექმნილი იყო
ირანის რევოლუციონერების დამხმარე სპეციალური კომიტეტი, მუსულმანთა
სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია `ჰუმმათი~ 133 .
ჟანდარმერიაც ადასტურებდა, რომ ირანის რევოლუციონერთა
(მოჯაჰიდების) დამხმარე ცენტრი იმყოფებოდა თბილისში და მისი მთავარი
წევრები იყვნენ ირანის ქვეშევრდომები: ექიმი ნარიმანოვი (ნარიმან
ნარიმანოვი), ხალიჩების ვაჭარი _ სადიხოვი, ტყავის ვაჭარი _ ალექფეროვი და
რიზაევი, თერძი _ მაშადი მაჰმუდი, ხილის ვაჭრები _ თაჰირ-ზადე და
ახუნდოვი 134 .

130 k. xaraZe, XVII-XIX saukuneebis qarTveli mogzaurebi, Tb.,


1987, gv. 55-56.
131 g. ciciSvili, dasax. naSromi, gv. 480.
132 История Ирана, с. 270.
133 a. kelenjeriZe, dasax. naSromi, gv. 20.
134 iqve, gv. 21.

51
1907 წელს, ირანის სახელოვანი შვილების სათარ-ხანისა და მისი
უახლოესი მეგობრის ბაღირ-ხანის მეთაურობით, აჯანყებული თავრიზელები
წინ აღუდგნენ შაჰის 40-ათასიან არმიას, რომელსაც სარდლობდა ირანელი
ხალხის ჯალათი ეინ ოდ-დოულე. თავრიზი ბლოკირებული იყო, შაჰის
რაზმები ცდილობდნენ ჩაეხშოთ რევოლუციური მოძრაობა. მამაცი
თავრიზელები დიდი მსხვერპლის მიუხედავად, იგერიებდნენ იერიშებს. მწვავე
და დაუნდობელი იყო ბრძოლა. თავრიზს სული ეხუთებოდა, ხალხი
შიმშილობდა, სურსათის შესაზიდ გზებს ხშირად მტერი ჰკეტავდა, თავრიზელი
აჯანყებულები სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ 135 .
კავკასიელები ირანში ჩავიდნენ პირველი მეჯლისის დარბევის შემდეგ.
ირანის რევოლუციის ცნობილი მკვლევარი მ. პავლოვიჩი (ვოლონტერი)
მიიჩნევდა, რომ ირანის რევოლუციაში 180 ქართველი მოღვაწეობდა 136 . მათგან
შეიძლება გავიხსენოთ სერგო გამდლიშვილი, აპოლონ ჯაფარიძე, სედრაქა
ზარიძე, კაკო კორინთელი, ლუკა ქოიავა, აპოლონ კუჭავა, სანდრო ვეშაგური,
პეტრე ჩიჩუა, ვლადიმერ დუმბაძე, ვალიკო ბაქრაძე, გიორგი ემუხვარი, ნაცვაძე,
ჩიტო და სხვ 137 .
სან-ოდ დოულე მოჰკლეს 1911 წლის თებერვალში. ამის შესახებ წერდნენ
ირანული გაზეთები და ასახელებდნენ ვინმე ქვათაძეს, რომელიც
ასოთამწყობად მუშაობდა გაზეთ `ირანე ნოუ~-ში. იგი ამ ტერორისტული აქტის
დროს შეიპყრეს და ბორკილებდადებული რუსეთში გააგზავნეს. ასთარასთან
გადახტა ზღვაში და დაიხრჩო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,
ქვათაძეს რქმევია ილარიონი. მის გარდა ამ გაზეთში მუშაობდა კიდევ მეორე
ქართველი ასოთამწყობი ივანე ბერბერაშვილი 138 .
მრავალი ქართველი შეეწირა ირანის რევოლუციას. მაგალითად, მარანდის
გუბერნატორმა სიჯაი დოვლემ ხუთ დატყვევებულ ქართველს ჯერ თვალები
დათხარა და შემდეგ მოაკვლევინა. ცოცხლად დარჩენილმა
რევუოლუციონერებმა ჯალათ გუბერნატორზე შური იმით იძიეს, რომ
მოტყუებით სასახლეში ბომბები შეუგზავნეს, ააფეთქეს დედა-ბუდიანად და
თანაც, თვით მარანდაც აიღეს 139 .

135 iqve, gv. 27.


136 a. kelenjeriZe, dasax. naSromi, gv. 21.
137 Бадр Хасан Парвизпур, Великий октябрь и суверенитет Ирана,
Тбилиси., 1984, с. 16, сноска16.
138 a. kelenjeriZe, dasax. naSromi, gv. 39.
139 iqve, gv. 141.

52
1908 წელს რეშთში დაკრძალეს შალვა დოლიძე. გამოსათხოვარი სიტყვა
წარმოთქვა ცნობილმა ირანელმა ორატორმა ქემსაიმ: `ირანელებო! ირანის
თავისუფლებას თავი შესწირა იბერიის შვილმა, რომელსაც ჩვენ ნაკლებად
ვიცნობთ... გურჯები ყველას ჩვენი მტრები გვგონია. მაგრამ ხომ ყველა
ჰხედავთ ვინა დევს უსულოდ თქვენს წინაშე. ეს გურჯი შალვა, შვილი
გურჯისტანისა. დღეიდან ერთხელ კიდევ უნდა დავინახოთ და დავრწმუნდეთ,
რომ თუ ჩვენ სამშობლო ირანს მრავალი მტერი ჰყავს, მოყვარეც საკმაოდ
მოეპოვება. ეს ჩვენი მოყვარე ხალხი ირანისა გურჯებია და გაიგეთ კარგად,
რომ დღეიდან ვერავითარი ძალა და შური ვერ შეარყევს ჩვენს და გურჯებს
შორის მეგობრობას და თავისუფალი ირანიც ღირსეულ პატივს სცემს
გურჯისტანის შვილებს~ 140 .
მოგვიანებით, სამშობლოსაკენ მომავალ ქართველებს ხოის მოსახლეობა
შემდეგი სიტყვებით აცილებდა: `იაშასუნ გურჯი, ხოშ გელდი ყარდაშ,
ბათრუმ~-ის ძახილით (გაუმარჯოს ქართველებს, მობრძანდით ძმებო და სხვ.).
`იკურთხოს ის ქვეყანა, ის მშობელი, ვინც თქვენ გშვათ. თქვენგნით შეწირული
მსხვერპლი კეთილ ნაყოფს გამოიღებს და მომავალი თაობა ქებით
მოიხსენიებსო~. მებრძოლნი ერთმანეთს გადაეხვივნენ დასამშვიდობებლად და
მათ გულიდან მძიმე ოხვრა აღმოხდა, გრძნობას გზა მიეცა და თვალთაგან
ცრემლი ადინა. ამ სურათს ქალები შორიდან თვალს ადევნებდნენ და
მდუღარეთ ტიროდნენ, თან ღმერთს ავედრებდნენ თავს. ცხენოსანი რაზმი
მინდორს გაეკრა, თოფების სროლა ატეხეს გამოსამშვიდობებლად...
თვითმხილველის სიტყვით `ეს სურათი ისეთი დიდი, ისეთი თვალწარმტაცი
იყო, რომ მისი აწერა შეუძლებელია. ეს უნდა ნახოთ, იგრძნოთ ის, რასაც ეს
ორი სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა ტომის ხალხი გრძნობდა~ 141 .
ირანთან დაახლოების სურვილს ყოველთვის გამოხატავდნენ ქართველები.
შემთხვევითი არ იყო, რომ ახლადაარსებულმა უნივერსიტეტმა ირანისტების
მოსამზადებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. 1919 წლის თებერვლის ბოლოს
ამ მიზნით ირანში გაიგზავნა პროფესორობისათვის მოსამზადებლად
დატოვებული სილიბისტრო ლომია სპარსული ენის შესასწავლად. მაგრამ
უიღბლო ბედის გამო სახადისაგან იმავე წლის 10 აპრილს სიცოცხლეს
გამოესალმა. უცხო ქვეყნის სამარეს მიებარა მახლობელ-ნათესავებისა და
მეგობრებისაგან დაუტირებელი ახალგაზრდა მეცნიერი.

140 a. kelenjeriZe, dasax. naSromi, gv. 17.


141 g. WipaSvili, Tavrizis 1908-1909 wlebis ajanyeba da qar-
Tuli presa, Tb., 1979, gv. 82.

53
1924 წელს უნივერსიტეტის რექტორს თხოვნით მიმართავდა სილიბისტროს
ქვრივი ვერა ლომია, რათა უიღბლო მეცნიერის ნეშტი ირანიდან სამშობლოში
გადმოესვენებინათ 142 .
XX საუკუნის დასაწყისში და განსაკუთრებით, საბჭოთა რეჟიმის პირველ
ათეულ წლებში მრავალი ქართველი წავიდა სამშობლოდან სხვადასხვა
მიზეზით ემიგრანტად ირანში. მაგალითად, 1910 წელს ირანში ჩავიდა
ნიკოლოზ წერეთელი, 1931 წელს დარეჯან ლაზარია, 1932 წელს ევგენია
ლაზარია-წერეთლისა, ნატო კვირიკაშვილი, გიორგი გუჯაბიძე, ლუბა უშაკოვა-
გუჯაბიძე, დავით სულხანიშვილი, როზალია ვართანიანი, ვლადიმერ
მუზაშვილი, ოლღა მუზაშვილი, გიორგი გამყრელიძე 143 .
40-იანი წლების მეორე ნახევარში ზემოხსენებული ემიგრანტები და ირანში
მცხოვრები სხვა ქართველები ითხოვდნენ სამშობლოში დაბრუნებას და
მოქალაქეობის მიღებას, რაც მაშინდელმა მთავრობამ დააკმაყოფილა.
საინტერესოა, რომ 20-იან წლებში თბილისში მოქმედებდა სპარსული
სკოლა. სპარსეთის დიპლომატიური წარმომადგენლის შუამდგომლობით
აღნიშნული სკოლა გადაეცა თბილისის აღმასკომს. პედაგოგ-მასწავლებლები და
სკოლის მომსახურე პერსონალი გადაყვანილ იქნა სახელმწიფო მომარაგებაზე.
სკოლის გათბობის, განათებისა და სხვა საჭირო ხარჯების დასაფარავად
საქართველოს განსახკომმა 354 მილიონი მანეთი (მაშინდელი კურსით) შეიტანა
განათლების განყოფილების ხარჯთაღრიცხვაში 144 .
ასევე ფუნქციონირებდა თბილისის მეორე სპარსული სკოლა `იტტიფაქ~-ი,
რომელიც გაიხსნა ჯერ კიდევ 1908 წლის 1 სექტემბერს. სკოლა არსებობდა
ადგილობრივ ირანელ ქველმომქმედთა ხარჯზე. შენობა შედგებოდა ერთი
დიდი, ორი საშუალო და ორი პატარა ოთახისაგან. მოწაფეთა რაოდენობა 1926
წელს 143 აღწევდა. მათგან 110 ვაჟი და 33 გოგონა. ყველა მოწაფე ეროვნებით
აზერბაიჯანელი იყო (ირანის აზერბაიჯანიდან). აქედან 121 ირანის, ხოლო 22 _
`საბჭოთა ქვეშევრდომი~. სოციალური შემადგენლობის მიხედვით, მოწაფეთა
60% უღარიბესი გლეხის შვილი იყო, დანარჩენი _ სხვადასხვა სოციალურ
ფენას მიეკუთვნებოდა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ექვს ჯგუფში.
პედაგოგიური პერსონალი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1. სიმა ხანუმ
ფარაჯულაევა, სპარსეთის ქვეშევრდომი, დაბალი განათლებით; 2. ისმათ ხანუმ
ალი-ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი, 8 წლის პედაგოგიური სტაჟით; 3.

142 suicsa, f. 471, anaw. 1, saq. 163, furc. 253.


143 iqve, f. 1206, anaw. 2, saq. 319, furc. 4-6.
144 tribuna, 1923, 6 aprili

54
ისფანდიარ ალი-ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი; 4. მირზა ტაგი რიზაევი, ირანის
ქვეშევრდომი, 12 წლის პედაგოგიური სტაჟით; 5. ჰაჯი მამედ ჰავან მოვლა-
ზადე, საბჭოთა ქვეშევრდომი, უმაღლესი განათლებით, 45 წლის პედაგოგიური
სტაჟით; 6. რუსულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა ფარუხ-ხანუმ ყაჯარი. ის
იყო ირანის შაჰების ყოფილი დინასტიის პრინცესა, ირანის ქვეშევრდომი, 10
წლის პედაგოგიური სტაჟით; 7. ქართულ ენას ასწავლიდა ნინო მღებრიშვილი,
რომელსაც 7 წლის პედაგოგიური სტაჟი ჰქონდა 145 .
სკოლაში მთლიანად იგნორირებული იყო ე. წ. `საბჭოთა სკოლის~
პრინციპები. განათლების ხელმძღვანელობა აუცილებელ ღონისძიებად
მიიჩნევდა სასწავლო პროცესიდან ამოეღოთ არაბული და ფრანგული ენის
სწავლება. შეეცვალათ სკოლის გამგე `საბჭოთა ადამიანით~ 146 .
1922 წელს თბილისში ცხოვრობდა 3984 სპარსელი 147 . მათგან 95,6 მამაკაცი
და 40,4 ქალი 148 . 1926 წელს, 1922 წელთან შედარებით, საგრძნობლად
შემცირებულა სპარსელთა რაოდენობა. კერძოდ, 3219 სულით ანუ 80%-ით. მათ
შორის, მამაკაცებისა _ 1890 ანუ 79,6, ხოლო ქალებისა _ 1329 ანუ 82,5% 149 .
ეს გარემოება გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პერიოდში საბჭოთა
ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებული იქნა როგორც წვრილი, ისე მსხვილი
საწარმოები და სავაჭროები. სპარსელები კი თბილისში ეწეოდნენ ვაჭრობასა და
მრეწველობას, მათი სამრეწველო-სავაჭრო დაწესებულებების ნაციონალიზაციის
შემდეგ ისინი, რასაკვირველია, იძულებული შეიქნენ და დაბრუნებულიყვნენ
სამშობლოში 150 .
როგორც ჩანს თბილისში გარკვეულწილად, ფარულად არსებობდა სპარსელ
სომეხთა კომიტეტი. მხოლოდ, 1925 წლის თებერვალში შინსახკომის ჩარევით
გაირკვა, რომ აღნიშნული კომიტეტის რეზიდენცია მდებარეობდა ჩვენს
დედაქალაქში სერგიევის ქ. #4-ში. კომიტეტი იყო სპარსეთის კონსულის
უშუალო განკარგულებაში. ამ დროისათვის მან მოახერხა რეგისტრაციაში

145 saqarTvelos prezidentis arqivi (SemdegSi spa), f. 14,


anaw. 3, saq. 269, furc. 5.
146 iqve, furc. 6.
147 S. kakuria, q. Tbilisis mosaxleoba 1803-1970, Tb., 1979,
gv. 69.
148 iqve, gv. 73.
149 iqve, gv. 91.
150 iqve, gv. 91, sqolio 47.

55
გატარებულიყო. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან არ ჩანს რა
საქმიანობას ეწეოდა ეს ორგანიზაცია 151 .
1925 წლისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდა
სპარსეთის მრავალი ქვეშევრდომი, რომელთაც არ გააჩნდათ ეროვნული
პასპორტები. ბუნებრივია, ასეთი ვითარება ართულებდა მათ აღრიცხვას.
კანონის შესაბამისად, ისინი ვალდებული იყვნენ მიემართათ სპარსეთის
კონსულისათვის რეგისტრაციაში გასატარებლად 152 .
საქართველოს შინსახკომმა, მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე,
აცნობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს
მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა სპარსეთის ქვეშევრდომთა ეროვნული
ვინაობის დამადასტურებელი მოწმობების შესაძენად 153 .
საქართველოს ტერიტორიაზე 1949 წელს ირანელთა 1670 ოჯახი
ცხოვრობდა, რომლებიც სულადობრივად 5600 შეადგენდნენ. მათგან 730 ოჯახი
2300 სულის რაოდენობით ირანის ქვეშევრდომი იყო. 215 ოჯახს _ 600 სულზე
მეტი _ არ ჰქონდა მოქალაქეობა, ხოლო 720-მა ოჯახმა _ 2690 სული,
გააფორმეს საბჭოთა მოქალაქეობა.
ირანიდან მოსულთა საერთო რაოდენობიდან თბილისში ცხოვრობდა 1140
ოჯახი, მათ შორის, ირანის ქვეშევრდომი _ 575 ოჯახი, მოქალაქეობის არმქონე
_ 3 ოჯახი და საბჭოთა მოქალაქეობა მიღებული 562 ოჯახი.
აღნიშნულ მოქალაქეთა უმრავლესობას კავშირი ჰქონდა ირანთან, ჰქონდა
მიმოწერა ახლობლებთან. მრავალი მათგანი გაურბოდა შრომით საქმიანობას და
მისდევდა ვაჭრობას. ირანელთა ნაწილი მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა
ხელისუფლებისა და კოლმეურნეობებისადმი.
საქართველოში ასეთი რაოდენობის უცხოელთა და უცხო ქვეყნის
ქვეშევრდომთა ცხოვრება, საზღვართან უშუალო სიახლოვეს მათი ყოფნა
სერიოზულ სიძნელეებს ქმნიდა სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით.
სამართალდამცავ ორგანოებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ვითარება
ართულებდა `შპიონაჟთან~ ბრძოლას, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება
თხოვნით მიმართავდა საკავშირო უწყებას, მოსახლეობის ასეთი ნაწილი
გადაესახლებინა კავშირის შორეულ რაიონებში 154 .

151 suicsa, f. 285, anaw. 1, saq. 839, furc. 7.


152 iqve, f. 600, anaw. 4, saq. 78, furc. 66.
153 suicsa, f. 600, anaw. 4, saq. 78, furc. 62.
154 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 4.

56
ბუნებრივია, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში საქართველო-ირანის
ურთიერთობა ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აი, ზოგიერთი მაგალითი: 1969
წლის დეკემბერში თბილისში ჩამოვიდნენ ირანის საქმიანი წრეების
წარმომადგენლები. შეთანხმდნენ სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ. ირანის მხარე
დათანხმდა შეესყიდა ქართული საქონელი 250 ათასამდე სავალუტო მანეთის
ფარგლებში საექსპორტო ფასით 155 .
უფრო მნიშვნელოვანი იყო 70-იანი წლების დასაწყისში პროფესორ მაგალი
თოდუას სამეცნიერო მივლინება ირანში, სადაც მეცნიერმა გამოავლინა XVI
საუკუნის ქართველი პოეტის იასე თუშის უცნობი პოემა, თამაზ გურკის
ოთხენოვანი ლექსიკონი 156 .
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ირან-საქართველოს
ურთიერთობის ახალი ხანა დაიწყო.

155 suicsa, f. 600, anaw. 24, saq. 1175, furc. 512.


156 iqve, f. 2091, anaw. 1, saq. 4987, furc. 1, 2.

57
გადასახლება

ჯერ კიდევ 628 წელს, როდესაც ხაზართა სარდალმა შათიმ თბილისი


აიღო, პირნათლად შეასრულა თავისი ბიძის მოხო _ ჯიბღუ ხაკანის ბრძანება.
15 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები ხაზარეთში გადაასახლა მონა-მსახურებად 157 .
1403 წელს თემურ-ლენგის მერვე შემოსევის დროს თავად მეფე, გიორგი
VII ბეწვზე გადარჩა. მტერმა ცეცხლითა და მახვილით შემუსრა ქართველთა
ქვეყანა. დაანგრია ეკლესიები და შიშველი, მშიერ-მწყურვალი ტყვეები ჯერ
სომხეთში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ხორასანში გადაასახლეს. ყოველ ხუთ
ჩაღატას ოცი ტყვე მიჰყავდა. მრავალი გზაში დაიღუპა. ვისაც სიარული აღარ
შეეძლო თემურის მეომრები `ქვებს იღებდნენ და თავებს უხეთქავდნენ, რათა
ცოცხლები არ დარჩენილიყვნენ, შემდეგ მათ იქვე ტოვებდნენ და თავად გზას
განაგრძობდნენ~ 158 . მართალია, თოვმა მეწოფეცი ტყვეთა რაოდენობას არ
ასახელებს, მაგრამ ჩანს, მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყო.
და მაინც ჩვენში ემოციებს იწვევს ირანი... მიდიოდა განწირულთა,
ტყვექმნილ აყრილთა ეს ბედკრული ქარავანი, ფიზიკურ, სულიერ იარებთან
ერთად, მიჰქონდა ერთი მუჭა მშობლიური მიწა და მამა-პაპური ქართული
პურის თესლი.
ირან-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა განსაკუთრებით
გამწვავდა XVI საუკუნეში. ყიზილბაშთა და ოსმალთა გაუთავებელი შემოსევები
საქართველოს უდიდეს ზიანს აყენებდა: მტრისაგან დარბეული ქალაქები და
სოფლები უკაცრიელდებოდა, ნადგურდებოდა ბაღ-ვენახები, უცხო ქვეყნებში
ირეკებოდა ათასობით ტყვე, უამრავი პირუტყვი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია,
იწვევდა ისედაც დაქუცმაცებული საქართველოს სახელმწიფოებრივ
დასუსტებას, ეკონომიკურ და კულტურულ დაქვეითებას.
როგორც ჩანს, შაჰ ისმაილ პირველს ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ
საქართველოს ანექსია გადაუჭრელ პრობლემებს შეუქმნიდა ვინაიდან საკუთარი
ეროვნული და რელიგიური ტრადიციების ერთგული ქართველები ადვილად
არ შეეგუებოდნენ ასეთ ოკუპაციას. ამასთან ერთად, მთაგორიან ქვეყანაში,
რომელიც მეტად ხელსაყრელი იყო პარტიზანული ომების საწარმოებლად,

157 b. silagaZe, arabTa batonoba saqarTveloSi, Tb., 1991, gv.


21.
158 Tovma mewofeci, istoria Temur-lengisa da misi STamo-
mavlebisa, Zveli somxuridan Targmna, Sesavali da komen-
tarebi daurTo karlo kuciam, Tb., 1987, gv. 48.

58
სეფიანთა ბატონობის დამკვიდრება არარეალურად ჩანდა და ირანისათვის
მძიმედ გადასატან ხარჯებს გამოიწვევდა. ამიტომ შაჰ ისმაილისათვის უფრო
ხელსაყრელი იყო დაკმაყოფილებულიყო საქართველოდან გადასახადის
მიღებითა და ქართველი ახალგაზრდების ყიზილბაშთა ლაშქარში შეყვანით.
ხოლო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შაჰს შეეძლო დროდადრო
თავისი სარდალი გაეგზავნა ურჩი გადამხდელების წინააღმდეგ 159 . შემდეგში
მისმა მემკვიდრეებმა ეს პოლიტიკა შეცვალეს. ისინი უპირატესობას ტყვეების
წაყვანას ანიჭებდნენ.
ისქანდერ მუნში ირანის შაჰების შემოსევების დროს ტყვედ წაყვანილ
ქართველებს ხშირად ახსენებს, ოღონდ რიცხვს იშვიათად ასახელებს.
მაგალითად, შაჰ-თამაზის პირველი ლაშქრობის დროს, 1541 წელს, მემატიანის
ცნობით, `მათი მამაკაცები ელვარე ხმლის ლუკმა გახდნენ და ქალები და
ბავშვები ძლევის ნიშნიანმა ღაზიებმა ტყვედ წამოიყვანეს~ 160 . შაჰ-თამაზის
მესამე ლაშქრობისას 1551 წელს `ბევრი ქართველი ჰურია* და იოსეს
მშვენიერის ღაწვებიანი ღოლამები ტყვედ წამოიყვანეს~. მესხეთში `მათი
მამაკაცები მახვილის ლუკმა შეიქმნენ, ქალები და ბავშვები ტყვედ
ჩაცვივდნენ 161 .
შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობის დროს ზოგიერთი ციხის ასაღებად შაჰმა
გაგზავნა შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი, რომელმაც ხელთ იგდო მრავალი
ტყვე და ბარდავს მივიდა. ირანელი მემატიანის ჰასან რუმლუს ცნობით,
დატყვევებულთა რაოდენობა 30 ათასს აღემატებოდა. ქართველთა ქვეყნის
დალაშქვრის ამბავი `ენაწყლიანმა მწიგნობრებმა და მჭევრმეტყველმა
მდივნებმა... კალმით აიტაცეს და ეს სასიხარულო ცნობა იმ ქვეყნის
მოსახლეობას და აზერბაიჯანს, შირვანს, შაქს, ერაყს, ფარსს, ქერმანს, ხორასანს,
სისთანს, ომანის ნაპირებს და ქურთისტანს აცნობეს~ 162 ნადავლითა და

159 n. gelaSvili, iran-saqarTvelos urTierTobis istorii-


dan, Tb. 1995, gv. 79.
160 isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, spar-
suli teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliTurT gamo-
sca vladimer fuTuriZem, SeniSvnebi daurTo revaz ki-
knaZem, Tb., 1969, gv. 16.
* muslimanuri samoTxis binadari lamazi qali
161 iqve, gv. 18.
162 hasan rumlus cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli
teqsti qarTuli TargmaniTa da SesavliT gamosca

59
ტყვეებით დატვირთული მტრის ლაშქარი ირანისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით, მათ ქართლის მეფე დაედევნა, მისმა ჯარმა
დიდი ზარალიც მიაყენა მტერს, მაგრამ ტყვეთა დახსნა მაინც ვერ მოხერხდა.
ლუარსაბის დედამ ნესტან-დარეჯანმა, რომელიც ტყვეობას ვერ შეურიგდა,
თავი მოიკლა 163 .
1598 წელს ისფაჰანი სეფიანთა სახელმწიფოს დედაქალაქად იქნა
გამოცხადებული, რის შემდეგაც სწრაფი ტემპებით იწყება მისი მოსახლეობის
რაოდენობრივი ზრდა. ამ პროცესს განსაკუთრებით ხელი შეუწყო შაჰ-აბასმა,
რომელმაც სეფიანთა სახელმწიფოს ახალ სატახტო ქალაქში მრავალი ათასი
კაცი გადმოასახლა ირანის სხვადასხვა პროვინციებიდან და ამიერკავკასიის
ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ სომეხ მემატიანეს არაქელ დავრიჟეცის შესანიშნავად
ესმის აბასის პოლიტიკის არსი. იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ
ამიერკავკასიიდან ტყვეების გაყვანა ირანში და მათი იქ დასახლება, ერთის
მხრივ, მიზნად ისახავდა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკურად დასუსტებას, ამ
ქვეყნების სამხედრო პოტენციალის დაქვეითებას, ხოლო მეორე მხრივ _
საკუთრივ სპარსეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობა-ვაჭრობის
აღმავლობა-განვითარებას 164 .
თავდაპირველად, ირანის ხელისუფლება სარწმუნოებრივი
აღმსარებლობისადმი ლოიალობას იჩენდა. შაჰ-აბასისათვის ოსმალეთთან
დადებული 1590 წლის არახელსაყრელი საზავო ხელშეკრულების შემდეგ შაჰს
აუცილებლად მიაჩნდა ქრისტიანთა მფარველობა. მისი ამგვარი პოლიტიკა
ყოველმხრივ მისაღები იყო ოსმალეთის წინააღმდეგ დარაზმული
სახელმწიფოებისა და ხალხებისათვის (მათ შორის, ქართველებისთვისაც),
მაგრამ შაჰის ქრისტიანობის შემწყნარებლობის პოლიტიკა გაგრძელდა იმ
დრომდე, სანამ იგი დარწმუნდებოდა, რომ რუსეთისა და ევროპის
სახელმწიფოთა დაუხმარებლად შეძლებდა იმის მიღებას, რასაც იგი
ოსმალეთისგან მოითხოვდა, კერძოდ 1555 წლის ამასიის ზავის პირობების
აღდგენას.

vladimer fuTuriZem SeniSvnebi daurTo revaz kiknaZem,


Tb., 1966, gv. 34.
163 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, Tb., 1973, gv. 112.
164 araqel davriJecis cnobebi saqarTvelos Sesaxeb,
Targmani, Sesavali da komentarebi karlo kuciasi, Tb.,
1974, gv. 6.

60
შაჰ-აბასის ნამდვილი დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ მოგვიანებით
გახდა ცნობილი. გარკვეულ დრომდე კი იგი ქრისტანთა მფარველობას
მოხერხებულად იყენებდა რომის პაპთან და დასავლეთ ევროპასთან
ურთიერთობისათვის. შაჰ-აბასი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს,
რომლებსაც ელჩებად გზავნიდა ევროპაში დიპლომატიური
მოლაპარაკებისათვის, აგრეთვე, კომერციულ აგენტებად ევროპის მსხვილ
სავაჭრო კომპანიებთან კავშირის დასამყარებლად. შაჰის წარგზავნილებს
ევალებოდათ ყველგან საგანგებოდ აღენიშნათ მისი კეთილგანწყობილება
ქრისტიანთა მიმართ. სომეხთა და ქართველთა რელიგიების მიმართ
დამოკიდებულების დროსაც იგი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური
ინტერესებით ხელმძღვანელობდა. ამის საფუძველზე შაჰ-აბასის პოლიტიკა მათ
მიმართ კეთილგანწყობილებიდან უკიდურესი დევნა-შევიწროებით იცვლებოდა
ხოლმე.
შაჰ-აბასი ქრისტიანებისადმი მტრულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა
იმის მოლოდინში, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მას რეალურ
დახმარებას აღმოუჩენდნენ. ამდენად, იგი ვერ დაუშვებდა ქრისტიანთა დევნას
იმ პერიოდში, როდესაც თვითონ ევროპის ქვეყნებს ოსმალებისაგან
ქრისტიანობის დაცვისა და იერუსალიმში ქრისტეს საფლავის
განთავისუფლებისკენ მოუწოდებდა. დასავლეთ ევროპაში შაჰ-აბასის
გულწრფელობაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. თუ რამდენად გულწრფელი იყო
ცბიერი შაჰის მტკიცებანი ქრისტიანთა მიმართ მისი კეთილგანწყობილების
თაობაზე, ეს ცხადყო მოვლენების შემდგომმა განვითარებამ. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ შაჰ-აბასის დიპლომატიური მოღვაწეობა, ირანის სახელმწიფოს
ინტერესებით იყო განპირობებული და სავსებით შეესაბამებოდა იმ პერიოდში
შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.
ამასთან, ეს მოღვაწეობა მეტად ჭკვიანი და შორს მჭვრეტელი პოლიტიკოსის
ბრწყინვალე ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს 165 .
იმ დროს, როცა საქართველოს კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე სპარსმა
ხელისუფალმა კლდიდან გადაადგებინა, ხოლო კათალიკოსი დომენტი
სტამბოლის ციხეში იყო გამოკეტილი, ირანის დედაქალაქში სპარსელი შაჰების
ხელშეწყობით აგებდნენ სომხურ ეკლესიებს ბრწყინვალე არქიტექტურული
გადაწყვეტით, მოოქროვილი ჭერითა და გუმბათებით, დახვეწილი გემოვნებით
შესრულებული მხატვრობით. ამავე დროს თბილისის სიონი ლამის

165 n. gelaSvili, dasax. naSromi, gv. 194-195.

61
მაჰმადიანურ მეჩეთად გადააკეთეს 166 , ამიტომ საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ
ირანის ხელისუფალთა მხრიდან სომხური, მონოფიზიტური ქრისტიანობის
მფარველობის ხასიათზე; რაც დაიწყო სასანური ხანიდან და გაგრძელდა
სეფიანთა და მომდევნო დინასტიების წარმომადგენელთა დროსაც.
ჯერ კიდევ აყ-ყოინლუს მბრძანებელი, ირანის ძლიერი ხელისუფალი
უზუნ-ჰასანი ვენეციაში სავაჭრო მისიის შესასრულებლად ხშირად გზავნიდა
ჯულფელ სომხებს. ერთ-ერთი ასეთი იყო მირაქი, რომელიც 1469 წელს ჩავიდა
ვენეციაში, როგორც ირანის ოფიციალური წარმომადგენელი. ადრე, (1464-1468
წწ.) უზუნ-ჰასანი ელჩებად მხოლოდ სპარსელებს გზავნიდა. შემდეგში,
ერთდროულად სურვილი ჰქონდა რომის პაპთან დაემყარებინა კავშირი და ამ
მიზნით აღნიშნულ მისიას სომხებს აკისრებდა. მირაქთან დაკავშირებით
ვენეციის არქივში დაცული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ უზუნ-ჰასანმა
ვენეციის მთავრობასთან გაგზავნა თავისი ერთგული მსახური. 1470 წლის
მარტში მირაქის ელჩობას ვენეციაში საპასუხოდ მოჰყვა კატერინო ძენოს
ვიზიტი ირანში.
უზუნ-ჰასანის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ ერთი ქრონოგრაფი
წერდა: `თავრიზის ყადი იყო თათარი და ქრისტიანებს დევნიდა. ერთმა
ტაჯიკმა, სახელად მეხტიმ მოკლა ხოჯა მირაქი ქრისტიანული რწმენის გამო~.
იოსაფატ ბარბაროს სიტყვით, `ეს ხოჯა მირაქი ძალიან მდიდარი იყო და
მოკლულ იქნა თავრიზში ერთი ხაჯის მიერ, რომელმაც თავდაპირველად
წინადადება მისცა სომეხს მიეღო ისლამი და უარის მიღების შემდეგ მოკლა.
ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა~ 167 .
ყველა მონაცემით, ხოჯა მირაქი უზუნ-ჰასანის დროს განსაკუთრებული
მაღალი მდგომარეობით გამოირჩეოდა და ადგილობრივი თავრიზელი
ვაჭრებისათვის ძლიერ კონკურენტს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, მისმა
სიკვდილმა უარყოფითად იმოქმედა შაჰის ხაზინაზე. სწორედ ამით უნდა
აიხსნას, რომ უზუნ-ჰასანმა ყოველ მხარეს გაგზავნა ხალხი დამნაშავის
მოსაძებნად, რომელიც შემდეგ საკუთარი ხელით მოკლა და მისი გვამი
ძაღლებს გადაუგდო საჭმელად. ამასთან დაკავშირებით შაჰმა აგრეთვე, ბოლო
მოუღო ხაზინადარს, რომელიც შეეცადა მირაქის მკვლელი დაეცვა, ხოლო
ქალაქი თავრიზი თავის ხალხს მისცა საძარცვავად. შემდეგ, ბარბაროს ცნობით,
შაჰმა `მირაქის შვილი დაიბარა, დააწყნარა და დიდი წყალობა აღუთქვა,

166 a. jafariZe, qarTl-kaxeTis qarTvelTa gasomxeba, Tb.,


gv. 19.
167 С. В. Тер-Аветисян, Город Джуга, Тбилиси., 1937, с. 20-21.

62
რამდენადაც ხოჯა მირაქი იყო ცნობილი და მდიდარი ვაჭარი და დიდი
სახელის მქონე~ 168 .
მოგვიანებით, ისფაჰანში შეიქმნა სომხური სავაჭრო კოლონია, რომელიც
აწარმოებდა ვაჭრობას ირანთან ერთად ინდოეთში. კოლონიაში თავშესაფარსა
და მფარველობას პოულობდა ყველა ის ემიგრანტი სომეხი, რომლებიც
თურქთა ბატონობის ხანაში გაიქცა ამიერკავკასიიდან ისფაჰანში. ირანის
ხელისუფალნი პირადად მფარველობდნენ სომხების კოლონიას და ხელს
უწყობდნენ მის აღორძინებას. ამაზე მეტყველებს 1560 წლით დათარიღებული
შაჰ-თამაზის ფირმანი მიღებული ხოჯა ნაზარის მიმართ: `ფირმანი გაცემულია
ქრისტიანი ხოჯა ნაზარის შესახებ _ წერს შაჰი _ რომელიც ეწევა ვაჭრობას.
ვბრძანებ, რომ მმართველებიდან არენდატორებიდან, პოლიციელთაგან და ჩემი
სახელმწიფოს მსახურთაგან, გადასახადების ამკრეფთა და სხვათაგან არავის
აქვს უფლება მას რაიმე მოთხოვნა წაუყენოს... დაე, არავინ არ ჩაერიოს მის
სავაჭრო საქმეებში~ 169 .
ერევნის ციხის აღების შემდეგ, შაჰ-აბასის ბრძანებით ეპიდემიას
გადარჩენილი სომხების ერთი ნაწილი ირანში გადაასახლეს. `მრავალი ხალხი
დაიძრა და წავიდა თავის სახლ-კარით. ისფაჰანის ოლქებში მათ ეწყალობათ
სახნავ-სათესად ადგილები და თესლი და ამავე მიზნით მათ ორი-სამი ათასი
თუმანი მისცეს დივანის ქონებიდან~ 170 .
სომეხთა ირანში გადასახლებით შაჰი შემდეგ მიზნებს ისახავდა: 1.
თურქებისათვის უნდოდა მოესპო თავშესაფარი და საკვების შოვნის საშუალება;
2. სომეხ კულტურულ მეურნეთა და ვაჭარ-ხელოსანთა გადასახლებით იგი
ირანის ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა 171 . ხელოსნობისა
და ვაჭრობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იყო
დამოკიდებული სახელმწიფოს საერთო შემოსავლის ოდენობის ზრდა.
მრავალრიცხოვან საქალაქო გადასახადებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა
ყოველწლიურ სახელმწიფო შემოსავალში, ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება
ცდილობდა თავისი ინტერესებისათვის დაექვემდებარებინა საქალაქო
ცხოვრების ყველა მხარე და ქალაქის ადმინისტრაციული აპარატი. ქალაქის
ყველა მნიშვნელოვანი მოხელე-ხელისუფალის: ქალაქის მმართველის _
ტარუღას, ქალაქის უხუცესის _ ქალანთარის, ქალაქის ვეზირის, მუჰთასიბის,

168 iqve, gv. 21.


169 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 19.
170 isqander munSis cnobebi, gv. 45.
171 iqve, gv. 153, sqolio 63.

63
ყადის, მუსტოუფის და მირაბის უფლება-მოვალეობანი შესაფერისად იყო აღწე-
რილ-დამტკიცებული 172 .
საერთოდ, ირანის ქალაქებში შუა საუკუნეებში და გვიანაც ხელოსნურ
`ასნაფებში~ მუსლიმანებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ ქრისტიანებიც და
ებრაელებიც. XVII საუკუნის ისფაჰანში მაგალითად, დურგლების უსტაბაშად
(ნაჯარიბაშ) სომეხი დურგალი იყო. ქალაქ ქაშანში ოქრომჭედლების `ამქარში~
ებრაელი ოქრომჭედლებიც იყვნენ გაერთიანებული, თუმცა ამ უკანასკნელთ
დუქნები ცალკე ბაზარში ჰქონდათ 173 .
XVI-XVII საუკუნეებში სომხები არა მხოლოდ ირანში, არამედ სხვა
მაჰმადიანურ ქვეყნებშიც ტრადიციული მონოფიზიტობიდან გამომდინარე
გარკვეულ ყურადღებას და მხარდაჭერას გრძნობდნენ. მაგალითად, ოსმალეთის
იმპერიაში თურქები ხურავდნენ კათოლიკეთა რელიგიურ-საქველმოქმედო
დაწესებულებებს, ეკლესიებს კი ხშირად მეჩეთებად აქცევდნენ. სულთანი არ
აღიარებდა არც სომეხ კათოლიკეთა, არც სხვა ნებისმიერ უნიათურ თემის და-
მოუკიდებელ არსებობას და ყველას თვლიდა სომეხ-გრიგორიანელი
პატრიარქების ხელქვეითად; უკანასკნელებს კი აღიარებდა
არამართლმადიდებელთა `რაიას~ ოფიციალურ მეთაურად 174 .
`კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს~ საქმიანობა ბაღდადში წარმატებით
მიმდინარეობდა, რამაც მეტად ააფორიაქა ბაღდადელი სომეხი
გრიგორიანელები და ახალ მოქცეულებს ნამდვილი დევნა დაუწყეს. მათ იმასაც
კი მიაღწიეს, რომ თურქეთის მთავრობამ დახურა კარმელიტთა ეკლესია, ხოლო
მისი წინამძღვარი ციხეში მოათავსა 175 . უფრო მეტიც, ოსმალეთის სულთნის
ბრძანებით, თურქთაგან კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის დამცრობის
მიზნით, შექმნეს სომხური საპატრიარქოც, რომელიც უფლებრივად
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გაუტოლეს. ბუნებრივია, ისმის კითხვა:

172 k. kucia, sefianTa iranis qalaqebi, kr. `narkvevebi max-


lobeli aRmosavleTis qalaqebis istoriidan~, Tb., 1966,
gv. 102.
173 v. gabaSvili, feodaluri saqarTvelos qalaqebis
urTierTobani maxlobeli aRmosavleTis qalaqebTan, kr.
`narkvevebi maxlobeli aRmosavleTis qalaqebis istorii-
dan~, Tb., 1966, gv. 161-162, sqolio 77.
174 e. goderZiSvili, misionerebis saqmianobis istoriidan
TurqeTsa da eraySi, kr. `aziisa da afrikis qveynebis is-
toriis sakiTxebi~, I, Tb., 1993, gv. 54.
175 iqve, gv. 55.

64
რატომ ექცეოდნენ ასე სომხებს? ისიც ხომ ცნობილია, მარტო შაჰ-აბასმა
რამდენი უბედურება დაატეხა თავს სომხეთს? ოსმალეთი და ირანი
დასავლეთში მოიაზრებოდნენ, როგორც საშიში აგრესიული სახელმწიფოები,
მათ უჭირდათ რაიმე კონტაქტის დამყარება დასავლეთთან. ამ ფუნქციას
ასრულებდნენ ირანსა და ოსმალეთში მცხოვრები სომხები 176 .
სომხურ-გრიგორიანული რელიგიის გავლენაზე მეტყველებს ის ფაქტიც,
რომ ქრისტიანობაში ცნობილი მიმდინარეობა _ იაკობიტები, როგორც
არამართლმადიდებელი ქრისტიანები, იმყოფებოდნენ სომეხი პატრიარქის
იურისდიქციის ქვეშ 1873 წლამდე. შემდეგ პორტასაგან დამოუკიდებლობა
მიიღეს 177 .
შორს გამიზნული პოლიტიკა იყო, როდესაც აბასმა ქალაქ ჯულფიდან,
რომელიც მდინარე არაქსის ნაპირზე მდებარეობდა, აჰყარა სომეხი მოსახლეობა
და ჩაასახლა ისფაჰანის მახლობლად, ხოლო ჯულფა დანგრეულ და
განადგურებულ იქნა. სომხების ამ ახალ ადგილსამყოფელს ისფაჰანის
გარეუბანში `ახალი ჯულფა~ (`ნორ ჯუღა~) ეწოდა. ისფაჰანში გადასახლება იყო
დიდი უბედურება ჯულფელებისათვის. 15 ათასი კომლიდან, რომლებიც აყარეს
მდინარე არაქსზე მდებარე ჯულფიდან, მხოლოდ 3 ათასმა კომლმა ჩააღწია
ახალ ჯულფამდე. დანარჩენები გზაში დაიხოცნენ შიმშილის, ეპიდემიისა თუ
მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან 178 . ხალხი გზაზე მიცვალებულებს
ჭამდა; იყო ფაქტები, რომ ბავშვები შეჭამეს. თავად ბავშვები ყოველგვარ
სიბინძურეს შეექცეოდნენ 179 .
ახალი ჯულფის მცხოვრებლებს შაჰ-აბასმა მისცა თვითმმართველობის
უფლება, გაანთავისუფლა ისინი გადასახადებისაგან. ამ ღონისძიებით შაჰმა
საგარეო ვაჭრობა მდინარე არაქსზე მდებარე ჯულფიდან გადაიტანა ირანის
ცენტრში. ამიერიდან ვაჭრობა უნდა ეწარმოებინათ ისფაჰანისა და ბენდერ-
აბასის მეშვეობით, სპარსეთის ყურით 180 .
რელიგიური აღმსარებლობის უფლების მინიჭებით სომხებს ახალ
ჯულფაში ათამდე ეკლესია ჰქონდათ, სადაც წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე
მიმდინარეობდა; შაჰ-აბასი თვითონ მონაწილეობდა წყალკურთხევის

176 s. vardosaniZe, qarTuli erovnuli cnobierebis proble-


mebi, Tb., 2004. gv. 88.
177 e. goderZiSvili, dasax. naSromi, gv. 58.
178 z. SaraSeniZe, fereidneli gurjebi, Tb., 1979, gv. 17.
179 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 59.
180 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 17.

65
დღესასწაულში: იგი ფეხშიშველი მიდიოდა მდინარე ზაიანდე რუდზე
რელიგიურ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 181 . ხშირად სტუმრობდა
ერთ-ერთ ოჯახში და თავადაც ეპატიჟებოდა სასახლეში. ის მოითხოვდა
მინისტრებისაგან ასევე მოქცეოდნენ ჯულფელებს. გადასახადებს ქრისტიანები-
საგან მათთან შეთანხმებით კრებდა. სომხების ჩამოსახლების შემდეგ ისფაჰანსა
და მის მეზობელ სოფლებში მრავალი მაჰმადიანი გააძევა საკუთარი
საცხოვრებლიდან და მათი სახლები და მინდვრები ქრისტიანებს დაურიგა.
ბრძანება გასცა, რომ ახალ ჯულფაში, სოფლებშიც და ისფაჰანშიც კი
თავისუფლად აეშენებინათ ეკლესიები 182 .
ყველა საფუძველი არსებობს დავასკვნათ, რომ ირანის შაჰებისაგან ჯულფა
სარგებლობდა ისეთივე უფლებებით, როგორც აკულისი და ასევე,
გამოცხადებული იყო `ხას~-ად ზოგიერთი სომხური სოფლის მსგავსად.
გადასახადების ამკრეფთ უფლება არ ჰქონდათ შესულიყვნენ ამ ტერიტორიაზე.
აიკრძალა ვაჟების გაგზავნა შაჰის კარზე. ეს ტერიტორიები სარგებლობდნენ
შაჰის მფარველობით და უშუალოდ მას აძლევდნენ განსაზღვრულ
გადასახადს 183 .
უნდა აღინიშნოს, რომ ჯულფელმა ვაჭრებმა მაშინაც კი, როდესაც
ძველიდან ახალ ჯულფაში გადასახლდნენ შეინარჩუნეს ყველა ის უფლებები,
რაც ხასობის მინიჭების დროს ჰქონდათ სამშობლოში. ეს დასტურდება
საფლავის ქვის წარწერებზე, სადაც ცნობილი ჯულფელი ვაჭრები მოხსენებული
არიან, როგორც თავისუფალი. მითითებული წარწერები გვაუწყებს, რომ
დასახელებული გვარები გაიგივებული იყვნენ პრივილეგირებულ ფენასთან.
იგივეს ამტკიცებს შაჰ-აბასის ფირმანი, სადაც აღნიშნულია: `ამდენად ეს ხალხი
(ჯულფელები) ჩვენს გამო წამოვიდნენ თავისი სამშობლოდან, სადაც
ცხოვრობდნენ ათასწლეულების განმავლობაში და დატოვეს ოქროთი და
აბრეშუმით სავსე ფუთები და მოვიდნენ ჩვენს სახლში. ჯულფაში ჰქონდათ
ისეთი სახლები, რომლებიც 2000 თუმანი დაჯდა. მათ ისინი გაანადგურეს,
წამოიყვანეს თავისი ოჯახები და მოვიდნენ აქ~. შემდეგ შაჰი მიუთითებდა,
რომ მათ უნდა მოქცეოდნენ არა როგორც ტყვეებს, არამედ როგორც სტუმ-
რებს 184 .

181 d. kacitaZe, dasax. naSromi, gv. 20-21.


182 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 80.
183 iqve, gv. 30.
184 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 34.

66
როგორც ვხედავთ შაჰ-აბასის ინტერესები მჭიდროდ იყო დაკავშირებული
ჯულფელების წარმატებებთან. შაჰი მათ მფარველობდა და იცავდა, ხოლო
ჯულფელები თავისი კომერციული შესაძლებლობებით აფართოებდნენ ირანის
ვაჭრობას, ერთდროულად ამდიდრებდნენ როგორც საკუთარ თავს, ასევე შაჰის
ხაზინას 185 . ამდენად, ჯულფელი სომხები ფლობდნენ მიწებს და ჰქონდათ
საკმაოდ მაღალი შემოსავალი. შაჰი არავის აძლევდა უფლებას, რომ ისინი
შეევიწროვებინა. ყველა მაჰმადიანს ეკრძალებოდა ჯულფაში ცხოვრება. სომხებს
შეეძლოთ ირანელების მსგავსად კარგად ჩაეცვათ, ცხენებზე ჰქონოდათ ოქროსა
და ვერცხლის მოსართავები. სომეხი ქალები მდიდრულად იყვნენ ჩაცმული და
ატარებდნენ ვენეციურ ფარჩებს და სხვა ძვირფას მოსასხამებს, რაც
ქრისტიანული ქვეყნებიდან შემოჰქონდათ 186 . ამ ფაქტებით უკმაყოფილო
ირანელები შაჰმა ასე დააწყნარა: `ნუ გაბრაზდებით და ნუ დამადანაშაულებთ,
რადგან ეს ქრისტიანები დიდი დანაკლისით და ყოველგვარი საშუალებით
მოვიყვანე აქ არა მათი სარგებლობისათვის, არამედ, ჩემი წარმატებისათვის,
რათა ჩვენი ქვეყანა აღშენდეს და გაძლიერდეს~ 187 .
მართლაც, XVII საუკუნის დამდეგს, ოსმალეთთან განახლებული ომის
მსვლელობაში, შაჰ-აბასმა განახორციელა ისეთი ღონისძიებანი, რომელნიც
მიზნად ისახავდა სავაჭრო გზების ჩრდილოეთიდან სამხრეთ ირანში
გადანაცვლებას, ცენტრალური და სამხრეთ ირანის ქალაქების ეკონომიკურ
დაწინაურებას.
საამისო ღონისძიებებს შაჰ-აბასი ახორციელებდა არა მარტო ოსმალეთის
და რუსეთის წინააღმდეგ (რუსეთის აქტიური გამოსვლა კავკასიაში და,
კერძოდ, კახეთ-რუსეთის ურთიერთობის განვითარება ირანს ახლა უკვე
საშიშად მიაჩნდა, როგორც ოსმალეთის მეტოქეობა იმავე კავკასიაში), არამედ,
უწინარეს ყოვლისა, ამიერკავკასიის ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის და
ოსმალეთის პოზიციების შესუსტების და ამიერკავკასიაში ირანის ბატონობის
უზრუნველყოფის მთავარ საწინდრად შაჰს ამიერკავკასიის ქვეყნების
ეკონომიკური დაქვეითება მიაჩნდა.
ამ მიზნის მიღწევას უკავშირდება ე. წ. `დიდი სურღუნი~ ანუ, რაც ზევით
აღვნიშნეთ ქალაქ ჯულფის ვაჭარ-ხელოსნების აყრა და მათი ისფაჰანს
გადასახლება; ისფაჰანთან ახალი ჯულფის დაარსება. ასევე კახეთის ქალაქების
გრემისა და ზაგემის განადგურება, ძველი განჯის ახალ ადგილზე გადატანა,

185 iqve, gv. 86.


186 iqve, gv. 85.
187 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 80.

67
შემახას, შებერანის, ნახჭავანის დარბევა და ამ ქალაქების მცხოვრებლების აყრა-
გადასახლება. ამიერკავკასიის ქალაქებში ვაჭარ-ხელოსნების აყრა, კულტურული
მეურნეების ირანის სხვადასხვა ადგილებში გაფანტვა და მათ საცხოვრებელზე
ყიზილბაშური ტომების შემოყვანა სრულიად გარკვეული პოლიტიკური (და
ეკონომიკური ომის) მიზანდასახულობის შესაბამისად იყო გამართული.
დიახ, XVII საუკუნის პირველ მეოთხედში შაჰ-აბას I განუხრელად
ახორციელებდა ასეთ პოლიტიკას, რადგან მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი
ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა და მათი ინკორპორაცია. ამ მიზნის
მიღწევაში ერთი მთავარი ადგილი ეკავა ეკონომიკური ომის საშუალებებს 188 .
სომხები საერთოდ, ისტორიულად ადვილად იტანენ სხვა ქვეყანაში
დასახლებას. მათი ცნობილი დევიზი იყო და ნაწილობრივ კვლავ რჩება:
`ვორდეხ ჰაც ენდეღ გნაც, ენდეღ კაც~ (სადაც პურია იქ გაიქეცი და
დასახლდი, დამაგრდიო) 189 .
შაჰების პოლიტიკიდან გამომდინარე, შემთხვევითი არ იყო, რომ ოსმალთა
ბატონობის დროს მრავალმა სომეხმა თავშესაფარი ირანში ჰპოვა. ემიგრანტთა
რიცხვში აღმოჩნდნენ ორი სომეხი კათალიკოსი (დავითი და მელქისედეკი) 190 .
სეფიანთა დინასტიის უკანასკნელმა და მეტად სუსტმა პოლიტიკურმა
ფიგურამ შაჰ-სულთან-ჰუსეინმა ირანში მცხოვრებ სომხებს გამაჰმადიანება
მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა. კრიზისში მყოფმა
სახელმწიფომ ვერ შეძლო განეხორციელებინა შაჰის სურვილი. მაშინ ჰუსეინის
ბრძანებით სომხების საფლავის ქვებს თითო კუთხე ჩამოსტეხეს, რაც მათი
აზრით, მიცვალებულთა წინადცვეთას და გამაჰმადიანებას ნიშნავდა 191 .
XVIII საუკუნის 50-70-იან წლებში რუსეთ-ირანისა და რუსეთ-
ამიერკავკასიის ვაჭრობაში ირანის ქვეშევრდომ სომხებთან ერთად, აქტიურ
მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ქვეშევრდომი სომხებიც. 1768 წელს
კონსული გ. ბოგოლიუბოვი აღნიშნავდა, რომ ცნობილმა რუსმა ვაჭრებმა
ჟურავლიოვებმა, ევრეინოვებმა, ზემსკოვმა და სხვა მრავალმა შეაჩერეს ირანში

188 v. gabaSvili, XVI-XVIII ss. saqarTvelos qalaqebi max-


lobeli aRmosavleTis savaWro urTierTobaTa Suqze, kr.
`narkvevebi maxlobeli aRmosavleTis qalaqebis istorii-
dan~, Tb., 1966, gv. 180-181.
189 j. baqraZe, ori werili mesxebis Sesaxeb, Tb., 1995, gv. 3.
190 s. ter-avetisiani, dasax. naSromi, gv. 62.
191 l. aRniaSvili, sparseTi da iqauri qarTvelebi, tfilisi.,
1896, gv. 131.

68
წასვლა და ვაჭრობის ორგანიზაცია ხელში აიღეს ასტრახანში მცხოვრებმა
სომხებმა. ასტრახანის გუბერნატორის ი. ბეკეტოვის შეფასებით, აქ მცხოვრები
სომხები სპარსეთის ქვეშევრდომი სომხების ნათესავები არიან და ამ
უპირატესობის მეშვეობით ზარალს აყენებენ ადგილობრივ რუს ვაჭრებს 192 .
XIX საუკუნიდან რუსეთ-ირანის ომების დროს სომხების ნაწილმა პოზიცია
შეიცვალა. მათ იმედი გაუჩნდათ რუსეთის მეშვეობით სომხური სახელმწიფოს
აღდგენისა. 1826-1828 წლების ომის პერიოდში აბას-მირზა ისწრაფოდა, წესრიგი
დაემყარებინა თავრიზში. სიკვდილით სჯიდა საეჭვო პირებს და ტერორის
დამკვიდრების გზით ცდილობდა თავისი პოზიციების განმტკიცებას. იგი
უნდობლობით ეკიდებოდა ქალაქის სომხურ მოსახლეობას, რომელიც რუსეთის
ჯარს მხარს უჭერდა, მით უფრო, რომ ჩრდილოეთ აზერბაიჯანში უკვე იწვნია
სომხური მოსახლეობის იარაღის ძალა. ამიტომ მან მათ მიმართ საგანგებო
რეჟიმი შემოიღო. ქალაქში მცხოვრებ ყველა სომეხს ჩამოართვა ყოველგვარი
სახის იარაღი და აუკრძალა სახლებიდან გამოსვლა. სომხების ყველა ქუჩა
ჩახერგეს. საჭმელს აწვდიდნენ ხელოვნურად აღმართული ჯებირებიდან 193 .
XIX საუკუნის მიწურულს თეირანში ორი სომხური საყდარი იყო, ხოლო
ისფაჰანში სომეხთა მონასტერი მოქმედებდა. მონასტერს განაგებდა სპარსეთისა
და ინდოეთის სომეხ-გრიგორიანთა სულიერი მამა ისაია ასტვაცატუროვი
(ალავერდოვი), დაბადებული და აღზევებული თბილისში 194 .
ჯულფაში მცხოვრები სომხები უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ
სპარსელებისაგან, თუმცა ასეთი ფაქტები ხშირი იყო თეირანშიც და სხვა
სპარსულ ქალაქებშიც. ჩადრი ძირითადად თეთრი იყო. ზოგიერთი შეძლებული
ოჯახის ქალები შავ ჩადრს ხმარობდნენ. მოხუცებულები, როდესაც ჩადრს
მოიხდიდნენ სპარსელი ქალის მსგავსად ჰქონდათ თავი დაბურული, მხოლოდ
ნიკაპს თეთრი მიტკლის ნაჭრით იკრავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომ თავს
ქართულად იბურავდნენ, უფრო მეტად ასეთი შემთხვევები გვხვდებოდა
თეირანსა და რეშტში.
დიდ ყურადღებას აქცევდნენ სომეხი ქალები მორთულობასა და ღია
ფერის მატერიას. ყველას, განუხრელად ასაკისა და ეკონომიკური

192 Н. Г. Кукaнова, К истории русско-иранских торговых


отношений в 50-70-х годах XVIII в., сб. "Иран история и
современность", М., 1983, с. 83.
193 n. qorTua, amierkavkasia ruseT-iranis 1826-1828 wlebis
omSi, Tb., 1978, gv. 153.
194 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 103.

69
მდგომარეობისა აუცილებლად ჰქონდა `საყბეური~, ორი ან სამი ყელსაბამი,
ხუთი-ექვსი სამაჯური და ორი-სამი ბეჭედი. ხელის სიბრტყე სპილენძის ქამარი
მუშტის ოდენა ბალთებით, რაც აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა მათი
ჩაცმულობისათვის 195 .
სომეხი და სპარსელი მამაკაცების ჩაცმულობა იდენტური იყო, გარდა ე. წ.
ინტელიგენციისა, რომლებიც ევროპულ ტანსაცმელს აძლევდნენ
უპირატესობას 196 .
სომეხი, როგორც ყველა ქრისტიანი ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებოდა.
ხდიდნენ არაყს, აყენებდნენ ღვინოებს. ღვინის სმაში არ ჩამოუვარდებოდნენ
კახელებს და არყის სმაში რუსებს 197 .
სპარსეთის სომხობა ორ საარქიელოდ იყოფოდა _ თავრიზისა და სამხრეთ-
ინდოეთისა. მათი რიცხვი 60 ათას სულს აღწევდა. პირველი ეპარქიის სომხები
ბინადარ მცხოვრებად ითვლებოდნენ (30 ათასზე მეტი სული), მეორე კი _
თავშეფარებულად ან ძალით გადმოსახლებულად 198 .
თეირანში მცხოვრები სომხების ინტელიგენცია დღედაღამ სომეხთა
საქმეებით იყო დაკავებული. მათ ნაწილს თვალსაჩინო მდგომრეობა ეკავა
ირანის შაჰის კარზე. ჰქონდათ პატარა სტამბა, მცირე ზომის გაზეთი, `რაფის
კლუბი~ (სამკითხველო) და სხვა 199 .
საინტერესოა, რომ XX საუკუნის 20-იან წლებში ისფაჰანში
ფუნქციონირებდა კანანიანცის სახელობის კარგად აღჭურვილი სომხური
საშუალო-სასწავლო დაწესებულება. სკოლის მეპატრონედ სიცოცხლის მანძილზე
ითვლებოდა კანანიანცის ქვრივი _ მოსკოვის სომეხთა კოლონიაში მცხოვრები
ვარვარა კანანიანცი, რომელსაც ირანში არ უცხოვრია. ვ. კანანიანცმა ეპისკოპოს
ბაგრატის (რომელიც მაშინ ეჩმიაძინში იმყოფებოდა) რჩევით ეს უფლებები
ნდობის საფუძველზე გადასცა ინგლისის ვიცე-კონსულს ისფაჰანში აღანურს
(ეროვნებით სომეხს).
აღანურმა თავის გარშემო შემოიკრიბა რამდენიმე დაშნაკი პედაგოგები.
აღანური, ასევე, ცდილობდა სკოლის მართვა დაშნაკთა ჯგუფის მონოპოლია
გამხდარიყო, რათა მათ შესძლებოდათ სკოლის ფულადი ფონდის თავის
სასარგებლოდ გამოყენება.

195 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 112-123.


196 iqve, gv. 123.
197 iqve, gv. 124.
198 iqve, gv. 121-122.
199 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 158.

70
აღნიშნული ვითარების გამო საბჭოთა კავშირის ელჩი ირანში განცხადებით
მიმართავდა სსრკ-ის მთავრობაში ამიერკავკასიის ფედერაციის
წარმომადგენლობის აღმოსავლეთის განყოფილების გამგეს პასტუხოვს, რათა ამ
უკანასკნელს გავლენა მოეხდინა ვ. კანანიანცზე და გაეუქმებინა აღანურისთვის
მინიჭებული უფლებები. ელჩის სურვილი იყო სკოლა გადაეცათ რუსენ
არაქელიანისათვის. სხვა შემთხვევაში ელჩი რამდენიმე კანდიდატურასაც ასახე-
ლებდა სომხების უპარტიო თემიდან, როგორიც იყვნენ: 1. ათაიანი, 2. ლევონ
მასტუმიანი, 3. ნერსეს დავითიანი, 4. კარაპეტ ბამბანი, 5. მინას მინასიანცი 200 .
რაც შეეხება ისფაჰანის ჯულფას, კარმელიტების გადმოცემით, მისი
მოსახლეობა 160 ათას სულს შეადგენდა, მაგრამ ნადირ-შაჰის სიკვდილის
შემდეგ ირანში გამართული შინაბრძოლების გამო ჯულფა გაჩანაგდა. სომეხი
მოსახლეობა აიყარა და სხვა ქვეყნებში გაიხიზნა. რუსეთის კონსულის ცნობით,
ჯულფაში ადრე 10 ათასი კომლი ცხოვრობდა. ისინი აიყარნენ და
გადასახლდნენ ინდოეთში და ერაყში (ბაღდადში, ბასრაში). ზოგიერთი
მდიდარი სომეხი ვაჭარი ჰოლანდიაშიც კი გადავიდა. სომხებმა ოქროს,
ვერცხლის და ძვირფასეულობის სახით დიდი სიმდიდრე გაიტანეს
ირანიდან 201 .
ახლა კი, დაუბრუნდეთ ჩვენს ტკივილს _ ქართველების გადასახლებას.
ისტორიის მანძილზე ქართველების მასობრივი გადასახლება ირანში 7-8-ჯერ
განხორციელდა. ქართველებისა და სომხების ყველაზე დიდ მე-8 გადასახლებას
ადგილი ჰქონდა შაჰ-აბასის დროს 202 .
დიახ, ბარბაროსული შემოსევების გრძელი რიგიდან, რაც მრავალ
საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა, შაჰ-აბასის ლაშქრობანი XVII
საუკუნის პირველ მეოთხედში რომ წარმოებდა, სისხლიან ფურცლებად ჩაიწერა
საქართველოს ისტორიაში. ეს მოვლენა გაუგონარ ეროვნულ უბედურებას
წარმოადგენდა. სომხურ მწერლობაში საყურადღებო ცნობებია დაცული ამ
იძულებითი ემიგრაციის შესახებ. ზაქარია სარკავაგი ჩამოთვლის იმ ადგილებს,
საიდანაც შაჰ-აბასის ბრძანებით ხალხს ასახლებდნენ და მიუთითებს შემდეგს:
`... და მათზე ადრე, კახეთისა და ქართლის ქვეყანაც ისევე წარეკა და წაასხა...
ფაჰრაპატს, აშრაფსა და ქუშანში. ამრიგად დაასახლა ისინი რაყის (ირაყის)

200 suicsa, f. 617, anaw. 2, saq. 439, furc. 2.


201 z. SaraSeniZe, irani XVIII saukunis meore naxevarSi, Tb.,
1970, gv. 182, sqolio 331.
202 saqarTvelos prezidentis arqivi (SemdegSi spa), f. 14,
anaw. 25, saq. 229, furc. 14-15.

71
ქვეყანაში და ხალხმრავალყო სპარსეთი~ 203 . ბევრი ტყვე გზაში იღუპებოდა.
დანარჩენი ირანის უზარმაზარი ზეგანის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში
მიმოფანტეს და მცირე ჯგუფებად ჩაასახლეს. შაჰის საწადელი იყო ტყვე
ქართველების შემწეობით დაფუძნებული, კულტურული მეურნეობა
განევითარებინა მაშინდელ ნომადურ ირანში. ამასთან, ქართველი მეომრებით
ყულისა და შაჰისევანის ახალი საჯარისო შენაერთები შეავსო, რათა ამით
თავისი სამხედრო პოტენციალი აემაღლებინა. ქართველი ქალწულებით კი
შაჰისა და დიდებულთა ჰარამხანები შეამკო.
შაჰ-აბასმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან გადაასახლა არა მხოლოდ
ხელოსნურ-ვაჭრული მოსახლეობა, არამედ ასიათასობით სოფლის
მოსახლეობაც, მათ შორის, აბრეშუმის მწარმოებელი გლეხობა ჩრდილო
აზერბაიჯანიდან და კახეთიდან. უფრო მეტიც, აბასმა სცადა კახეთში თვით
აბრეშუმის წარმოების საფუძვლებიც მოესპო. შაჰის ბრძანებით კახეთში გაჩეხეს
თუთის ხეები.
როგორც ჩანს, შაჰს ქართლიდან და, კერძოდ, თბილისიდანაც
გადაუსახლებია ვაჭრები ირანში და ისინიც, მსგავსად ჯუღაელებისა, ისფაჰანის
ერთ-ერთ გარეუბანში დაუსახლებია. არაქელ დავრიჟეცის ცნობით: ქართლის
მცხოვრებნი `წაიყვანეს და ისფაჰანის ზემოთა სოფლებში დაასახლეს, სადაც
სომხებიც იყვნენ დასახლებულნი~.
გერმანელი მოგზაურის ადამ ოლეარიუსის მიხედვით, ქართველი ვაჭარ-
ხელოსნები დაუსახლებიათ ისფაჰანის გარეუბან ჰასენაბადში: `ჰასენაბადი
წარმოადგენს გარეუბანს ჯურჯისას ანუ ქართველ ქრისტიანთა, რომელნიც
გადაყვანილი არიან საქართველოდან. (ისინი) აგრეთვე არიან წარჩინებული
ვაჭრები, რომელნიც თავიანთი სავაჭრო საქმეების გამო, ისევე როგორც
სომხები, ყველგან მოგზაურობენ და სხვა ქვეყნებშიც დაიარებიან~ 204 .
ერევნის ციხის აღების პერიოდში, როდესაც ალექსანდრე კახთა მეფე
ეახლა შაჰს და ოქროს ფული თავზე გადააბნია, აბასმა ჰასან-ხანი გაგზავნა
მესხეთში სათარეშოდ. მართალია ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით,
მაგრამ ძირითადად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახალციხეს ამ დროს
ოსმალების მიერ მმართველად დანიშნული _ სამცხის ათაბაგის ყვარყვარე IV-
ის ძმა, ქაიხოსრო II-ის ვაჟი, სიმონ მეფის სიძე (ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის

203 v. s. nalbandiani, Tbilisi Zvel somxur mwerlobaSi,


Tb., 1959, gv. 133.
204 Tbilisis istoria, t. 1, gv. 257-258.

72
ასული ელენე) მანუჩარი განაგებდა. ირანელებმა ააოხრეს სამცხე და `მრავალი
ქალი და ბავშვი ქართველებისა დატყვევებული მიჰგვარეს შაჰ-აბასს~ 205 .
თუ 1612 წლის ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკებამდე ყიზილბაშები
საქართველოს `მოკავშირედ~ გამოდიოდნენ, თურქებთან ზავის დადების
შემდეგ ირანი საქართველოს აშკარა მოსისხლე მტრად იქცა. შაჰ-აბასი ზავის
პირობებით უკმაყოფილო იყო. ამავე დროს ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობა
კვლავ გრძელდებოდა. ასეთ ვითარებაში შაჰ-აბასის მთავარ მიზანს მაინც
საქართველოს დაპყრობა-დამორჩილება შეადგენდა. შაჰ-აბასმა გადაწყვიტა ქართ-
ველების აყრა-გადასახლება და მათ მიწა-წყალზე თურქმანების ჩამოსახლება,
ქართლ-კახეთის სამეფოების გაუქმება და საქართველოს ირანის სახანოდ
გადაქცევა 206 .
შაჰ-აბასის პირველი შემოსევის დროს 1614 წელს, ტყვეობის შიშით
კახეთისა და ქართლის მრავალი ახალგაზრდა `შაიჰსევანად~ (შაჰის მეომარი)
ჩაეწერა 207 . წინანდელი საბუთებისა და ნუსხების საფუძველზე, რომლებშიც
ჩაწერილი იყო შაჰისევანების სახელები დაიწყეს ყველა მათი ახლობლის ძებნა.
ისინი ოჯახებითა და ქონებით აყარეს და სპარსეთში გადაასახლეს. ყაზვინზე
გავლით ქალაქ ფაჰრაბადში ჩაიყვანეს და დაასახლეს ქართველები და სომხები,
მაჰმადიანებიც და ებრაელებიც. ბევრი მათგანი სოფლებში დააბინავეს და
მისცეს სასახლ-კარე ადგილები. გამოუყვეს ნაკვეთები ბაღის გასაშენებლად,
დაურიგეს სახნავი მიწები.
მაგრამ გადასახლებული ხალხი ვერ გამრავლდა, რადგან შეუჩვევლები
იყვნენ სპარსეთის ტენიან, მკაცრ, სულისშემხუთავ და მძიმე ჰაერს, აგრეთვე,
საჭმელ-სასმელს. ამიტომ დაიწყო სიკვდილიანობა და `მცირე ხანში იმდენი
დაიღუპა, რომ ათიდან ერთი ძლივსღა დარჩა ცოცხალი~ 208 . ვინც გადარჩა,
ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ისე დასუსტდნენ, დაუძლურდნენ და დასნე-
ულდნენ, რომ აღარ შეეძლოთ არავითარი ფიზიკური სამუშაოს შესრულება
საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად. უცხო ქვეყანაში გადაკარგულნი
გაღარიბდნენ და გაღატაკდნენ, რაც ჰქონდათ გაყიდეს და შეჭამეს.
ქართველებმა თავისი სიღარიბე შესჩივლეს შაჰს, რომელიც იმ დღეებში
ფაჰრაბადში იყო. შაჰმა დახმარების სანაცვლოდ მძიმე მდგომარეობაში
ჩავარდნილ ქართველებს მოსთხოვა ისლამის მიღება. ეკონომიკური იძულების

205 isqander munSis cnobebi, gv. 27-28.


206 z. SaraSeniZe, `fereidneli gurjebi~, Tb., 1979, gv. 39.
207 araqel davriJecis cnobebi, gv. 30.
208 araqel davriJecis cnobebi, gv. 34-35.

73
ამ ბერკეტმა გასჭრა, მათ შეასრულეს შაჰის ბრძანება და გამაჰმადიანდნენ.
თუმცა შაჰმა არ შეასრულა პირობა, მხოლოდ თითოეულ მათგანს უწყალობა
თითო დრაჰკანი 209 .
საერთოდ, ამ ლაშქრობის შედეგად ირანელებმა `ოცდაათი ათასამდე ტყვე
და ორმოცი ათასამდე ხარი, ძროხა და ცხვარი იშოვეს~. ქართველების სწრაფ
გამაჰმადიანებას ადასტურებს ისქანდერ მუნშის შემდეგი სიტყვები: `ამ
დიდებული საქმის კეთილი შედეგი, 30 000 ურწმუნომ რომ ისლამის დიდება
მოიპოვა, რაც უეჭველად არის საფუძველი ხანგრძლივი ბედნიერებისა და იმ
ქვეყნად ცხონებისა~ 210 . იმავე წელს ქართლ-იმერეთის საზღვართან კიდევ 500
ქართველი დაატყვევეს 211 .
რაც შეეხება შაჰისევანებს, არაქელ დავრიჟეცის სიტყვით თავის ოჯახებთან
ერთად, ფაჰრაბადში კი არ წაიყვანეს, არამედ ისფაჰანის ზემოთა სოფლებში
დაასახლეს, სადაც 212 სომხებიც იყვნენ დასახლებულნი. წყაროს ცნობით,
ქართველები 1658 წელს გაამაჰმადიანეს.
1615 წლის კახეთის აჯანყებამ შაჰ-აბასი შურისძიებით აავსო. როგორც
წყაროებით ირკვევა, 1616 წლის ლაშქრობის დროს მისი სტრატეგიული გეგმა
ითვალისწინებდა კახეთის დანგრევას, ქართველების ფიზიკურ განადგურებას
და ასი ათასზე მეტი ქალისა და ბავშვის ტყვედ წაყვანას 213 .
ირანმა კახელებს საღვთო ომი _ ჰაზავათი გამოუცხადა. XVII საუკუნის
ფრანგი ავტორის კლოდ მალენგრის მონაცემებით, შაჰ-აბასი ავალებდა გიორგი
სააკაძეს: `შეიპყრობ შენი ქვეყნის (ქართლის) ყველა ქრისტიანს _ მამაკაცებს,
ქალებს, ბიჭებს და გოგონებს, ჩამოიყვან ყველას აქ, ჩემთან, თოკებით შეკრულს
და შიშველს წელს ქვემოთ, ტრიუმფით შემოხვალ ამ ქალაქში (ისფაჰანში),
ხოლო აქ კი, მე გავაკეთებ იმასვე ყველა აქ მცხოვრები ქრისტიანის _
სომხებისა და იაკობიტების მიმართ. მათ ერთად შევიყვან ჩემს მეჩეთში და
გავამაჰმადიანებ, თუ ისინი არ მოისურვებენ უარი თქვან სიცოცხლეზე. ასე
მინდა ვიძიო შური შეურაცხყოფისათვის, რაც მე ქართველებისგან მივიღე~ 214 .

209 iqve, gv. 35.


210 isqander munSis cnobebi, gv. 88.
211 iqve, gv. 90.
212 araqel davriJecis cnobebi, gv. 36.
213 isqander munSis cnobebi, gv. 102.
214 i. tabaRua, saqarTvelo evropis arqivebsa da wignsa-
cavebSi, t. III, Tb., 1987, gv. 67.

74
კახელები დამარცხდნენ. მრავალი დაიღუპა. მცირედი რიცხვი ათასი
გაჭირვებით და უბედურებით აქეთ-იქით გაიფანტა. ღაზიებმა მათი
საცხოვრებლები დააქციეს და ქალაქ ზაგემში მოსახლეობის კვალიც კი არ
დატოვეს. ასე მოხდა მთელ კახეთში... მოკლულთა რიცხვი სამოც-სამოცდაათ
ათას სჭარბობდა. ტყვედ ჩავარდნილი ასი ათასზე მეტი იქნა აღწერილი.
ისქანდერ მუნშის აზრით, `ოცდაათი ათასი კიდევ სხვა კუთხესა და კიდეში
იქნა ტყვედ დაჭერილი, რომლებიც დროის უქონლობის გამო არ ყოფილან
აღრიცხული~ 215 , თუმცა დატყვევების პროცესი კიდევ გრძელდებოდა, კერძოდ,
ქიზიყის ტერიტორიაზე 216 . ერთგან `ათი ათასამდე კარგი ვაჟკაცი, რჩეული
ქართველი, რომელთაც პირველად თავი დაიცვეს და ტყვედ არ ჩაცვივდნენ,
ახლა ძლიერი სიცივისა და დიდი თოვლის გამო, რომლითაც დაფარული იყო
გზები, მოძრაობისა და გაქცევის ძალა რომ ვერ მოიკრიფეს, ხელში ჩაუვარდა
მტერს~ 217 .
ქართველი მოსახლეობიდან კახეთში თითქმის აღარავინ დარჩა, რადგან
საქართველოს ჩრდილოეთით დაღესტანი ეკვრის, დაღესტნის ხალხი მუდამ
ჩამოდიოდა აქ საყაჩაღოდ და ტყვეები მიჰყავდა. ახლა, როცა კახეთი ასეთი
დაუძლურებული გახდა და დამცველი აღარ ჰყავდა, ადრინდელზე უფრო მეტი
ყაჩაღი ლეკი ჩამოდიოდა მოსახლეობის გასატაცებლად. თუ ცოტა ვინმე იყო
დარჩენილი სხვადასხვა კუთხეში, ტყეებსა და ჯაგებში, ისინი დაღესტნის
ლეკების შიშით დიდოეთში, იმერეთსა და ქართლში გაიხიზნენ. ისეთი ქვეყანა,
რომელიც ყოველწლიურად ურიცხვ სარგებელსა და შემოსავალს იძლეოდა,
დაინგრა და მიწასთან გასწორდა 218 .
ისტორიული ჰერეთის _ კაკ-ენისელის ერთი ჯგუფი და გუნდი
ქართველებისა, რომლებიც ზაგემსა და მის სანახებში იმყოფებოდნენ რიცხვით
ორი-სამი ათასი ოჯახი, დახოცვისა და დატყვევება-დარბევის შიშით
დათანხმდა შაჰის წინადადებას მაზანდარანში ნებაყოფლობით გადასახლებაზე.
შაჰ-აბასის ბრძანების თანახმად, მათი შევიწროება შეწყვიტეს და
თავდაპირველად, ფარაჰაბადს წაიყვანეს 219 .

215 isqander munSis cnobebi, gv. 107.


216 iqve, gv. 108.
217 isqander munSis cnobebi, gv. 109.
218 iqve.
219 iqve, gv. 109-110.

75
1617 წელს შაჰი შეუდგა ქართველი მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას
მაზანდარანში (ფარაჰ აბადი) 220 .
პროფესორი ი. პ. პეტრუშევსკი მიიჩნევდა, რომ აბასმა მხოლოდ კახეთიდან
გადაასახლა 100 ათასი ქართველი. იქვე შეცდომით ასახელებს თარიღს და
არასწორ შეფასებას აძლევს მოვლენებს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ ეს მოხდა
`განსაკუთრებით ქართველების სახალხო აჯანყების ჩაქრობის შემდეგ 1623
წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი სააკაძე~ 221 . ასევე არასწორია პეტ-
რუშევსკი, როდესაც ალავერდი-ხანს ეროვნებით სომეხად მიიჩნევს 222 .
საქართველოდან აყრილ-გადასახლებული ქართველების დაბრუნებას ბევრს
ეცადა თეიმურაზ მეფე, მაგრამ ამაოდ დაშვრა.
ინგლისელმა სერ თომას ჰერბერტმა, რომელმაც ისფაჰანის სოფლებში ჯერ
კიდევ შაჰ-აბასის სიცოცხლეში, 1627 წელს გაიარა და ასუპასის რაიონში
ჩასახლებული ქართველები ნახა თავის დღიურში ჩაწერა: `უბედური სულები!
როცა გაიგეს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, გარს შემოგვეხვივნენ და
თვალცრემლიანი შემოგვცქეროდნენ. ჩვენ წელები გვეწვოდა, როცა ამ საბრალო
ქრისტიანებს მონობასა და უმწეო მდგომარეობაში ვხედავდით~ 223 .
ზუსტი ცნობების უქონლობის გამო დაუდგენელია კახეთიდან
გადასახლებული ქართული მოსახლეობის რაოდენობა. ზოგიერთი წყაროს
ცნობით, 1614-1617 წლებში შაჰმა საქართველოდან ირანში 130 ათასი ადამიანი
გადაასახლა 224 . ჩვენს ისტორიოგრაფიაში ამის შესახებ სხვადასხვა აზრი
არსებობს. მაგალითად,
ზ. ჭიჭინაძის მონაცემებით, შაჰს გადაუსახლებია ირანში 80 000. ასევე
სავარაუდოდ ასახელებს 120 000 და 100 000 კომლს 225 .
აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის `ქართველი ერის ისტორიაში~ აღნიშნავს,
რომ შაჰს კახეთიდან 400 000 კომლი აუყრია და სპარსეთის სხვადასხვა
ადგილას დაუსახლებია 226 .

220 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 32.


221 История Ирана, с. 184.
222 iqve, gv. 185.
223 g. WipaSvili, iranis qarTveli mosaxleoba, Jurn. `mna-
Tobi~, 1972, # 8. gv. 91.
224 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.
225 z. WiWinaZe, qarTvelebi sparseTSi, Tb., 1990, gv. 60.
226 iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t. IV, Tb.,
1967, gv. 342.

76
საქართველოს ისტორიის ნარკვევების მიხედვით, კახეთიდან შაჰის
შემოსევების შედეგად 200 000-მდე ტყვე იქნა წაყვანილი 227 . ხოლო აკად. ნ.
ბერძენიშვილის გამოთვლით, შაჰს კახეთიდან 40 000 კომლი გადაუსახლებია.
ასეთი განსხვავებულობის გამო, სარწმუნოდ, რა თქმა უნდა, წყაროები უნდა
მივიჩნიოთ, მაგრამ მათაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან იმ დროს არ
არსებობდა მოსახლეობის ზუსტი აღწერა და მითითებული რაოდენობა
მიახლოებით უნდა მივიჩნიოთ.
ევროპელი ისტორიკოსების ცნობებიც ზოგად ხასიათს ატარებენ.
მაგალითად, ვილბერი მარტო იმას აღნიშნავს, რომ შაჰმა დაიმორჩილა
აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. დავით ლანგის მიხედვით, 100 000
კაცი ჩასახლებულ იქნა სპარსეთის სხვადასხვა ადგილას (სად არ ასახელებს),
ინგლისელი ალენი კი, მიუთითებს ამ ადგილებს _ მაზანდარანს, ხორასანსა და
კასპიის ზღვის სანაპიროს 228 .
XVII საუკუნის 70-იან წლებში ჟან შარდენის მონაცემებით, `სამეგრელოდან
ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავდათ გასაყიდად ან გასაცვლელად.
ისინი ხელში უვარდებიან მაჰმადიანებს _ სპარსელებს და თურქებს, რადგან
მათზე მოთხოვნილება მხოლოდ მათ აქვთ~ 229 .
XVIII საუკუნის ათიან წლებში ირანის შაჰის მიერ დანიშნული მოხელე _
ქალბალი-ხანი ქართლიდან ქართველ ტყვეებს ირანის ცენტრს უგზავნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართლს ჯანიშინად დანიშნული ვახტანგ VI
მართავდა და შედარებით მშვიდობიანი მდგომარეობა სუფევდა, XVIII
საუკუნის პირველ ათეულში
ქ. ქირმანი ქართველი ტყვეებით აივსო 230 .
დროთა განმავლობაში მრავალ ადგილას ქართველმა მოსახლეობამ
თანდათანობით დაკარგა სარწმუნოება, ზნე-ჩვეულებანი, ბოლოს დედა-ენა და

227 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, Tb., 1973, gv.


272.
228 m. kutalaZe, XVII saukuneSi Sah-abasis mier iranSi qarT-
velTa gadasaxlebis istoriis zogierTi sakiTxi, kr.
`aziisa da afrikis qveynebis istoriis aqtualuri prob-
lemebi~, Tb., 1991, gv. 168.
229 Jan Sardenis mogzauroba sparseTsa da aRmosavleTis sxva
qveynebSi, frangulidan Targmna, gamokvleva da komen-
tarebi daurTo mzia mgalobliSvilma, Tb., 1975, gv. 123.
230 m. qiqoZe, qaixosro mefis politikuri moRvaweoba (XVIII
saukunis I aTeuli, kr. `klio~, # 5, 1999, gv. 64).

77
ადგილობრივ მოსახლეობაში იქნა ასიმილირებული. სხვანაირად არც
შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინაიდან ქართველები გარშემორტყმული იყვნენ
უცხო, უმეტესად სპარსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხებით 231 .
ქართველების მეორე `ტალღა~ ირანში მოხვდა 1735 წელს ნადირ-შაჰის
ქართლ-კახეთში ლაშქრობის დროს, რომელმაც რამდენიმე ათეულ ათასობით
ტყვე დაასახლა ხორასანის პროვინციაში 232 .
1736 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნადირ-შაჰი თვით მოვიდა
თბილისში და 17 დღე დარჩა. თბილისის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ტოვებდა
ქალაქს და გარბოდა. ამის შედეგად, მოკლე ხნის განმავლობაში, დედაქალაქის
მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. ამასთან დაკავშირებით თანამედროვე
სომეხმა კათალიკომა და ისტორიკოსმა აბრაამ კრეტელმა დაგვიტოვა ერთი
საინტერესო ცნობა, რომელშიც იგი მოგვითხრობს, რომ მისი შუამდგომლობით
ნადირ-შაჰმა 300 ოჯახი, რომელიც თბილისიდან ხორასანს უნდა
გადაესახლებინათ, შეიწყალა, ხოლო სანაცვლოდ დიდი თანხა გამოართვა.
როგორც თავად იგონებს: `3 დღე კიდევ დავრჩი ტფილისში, რადგან ხანს
ბრძანება გაეცა გამოეყვანათ ქალაქიდან 300 სახლი და წაეყვანათ ხორასანს,
ისევე, როგორც აირარატიდან. უბრძანა ერევნის ხანს, აგრეთვე, ქალანთარსა და
მელიქს, რომ წასულიყვნენ და სამასი სახლი აღეწერათ. ნების გარეშე ძალით
გამოიყვანეს თავიანთ სამკვიდროდან და ხორასანს წაასხეს. ასევე მოიმოქმედეს
ტფილისშიც _ აღწერეს 300 სახლი, იწყეს შეკრება და აავსეს ეკლესია.
მრავალნი, როდესაც შეიტყვეს მათი დატყვევება, მოვიდნენ ეკლესიაში, სადაც
მე ვიყავი თავშეფარებული, ხმამაღლა გოდებდნენ, ტიროდნენ და ცას შეღაღა-
დებდნენ, ყვიროდნენ, მიწაზე ცვივოდნენ და გორავდნენ, მევედრებოდნენ, რომ
მეთხოვა ხანისათვის მათი განთავისუფლება და რომ ისინი არ წაეყვანათ უცხო
ქვეყანაში. ხოლო მე ტანჯულმა, ვიხილე რა ხალხის, მამათა და დედათა ეს
უბედურება, ამივარდა ქვითინი, დამეწვა გული და სისხლის ცრემლებს
ვღვრიდი. ჩამოვიარე როგორც მწირმა დიდებულთა კარი, ვემუდარებოდი,
ვითხოვდი და ვევედრებოდი, რომ გაენთავისუფლებინათ ისინი
მწუხარებისაგან. ღვთის მოწყალებითა და ჩემი მიზეზით დატკბა ხანის გული
და გაუშვა ისინი, მაგრამ 3000 თუმანი და 3000 სომარი ხორბალი შეკრიბეს,
მიართვეს მას და ამით თავი დააღწიეს უბედურებას~ 233 .

231 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 86.


232 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.
233 v. s. nalbandiani, dasax. naSromi, gv. 153-154.

78
აღმოსავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართლის
მდგომარეობა, რომელიც როსტომ-ხანის შემდეგ სავალდებულო ხარკის სახით
გარკვეული რაოდენობის ახალგაზრდებს გზავნიდა ირანში. მათ კი უკან
დაბრუნება აღარ ეწერათ. ამ დამამცირებელ გადასახადს ბოლო მოეღო ერეკლე
მეორის მეფობის ხანაში. კერძოდ, 1748 წელს ერეკლე II-მ უკანასკნელად გაუგ-
ზავნა ირანის შაჰს ხარკი _ ასამდე მეომარი ყულის ჯარისათვის ასან მირზას
(დავით იმამ-ყული ხანის ვაჟის) მეთაურობით 234 .
ქერიმ-ხან ზენდის დროს შედარებით სიმშვიდე სუფევდა. საერთოდ,
წინააღმდეგობრივია ქერიმ-ხანის მოღვაწეობის შეფასებები. ავტორთა ერთი
ნაწილის ცნობით, შაჰ-აბას I დროიდან არავის გაუკეთებია ირანისათვის
იმდენი, რაც ქერიმ-ხანმა გააკეთა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მის რეფორმებს
არავითარი შედეგი არ მოჰყოლია 235 .
XVIII საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი საშინელი დარტყმა იგემა
აღმოსავლეთ საქართველომ ირანისაგან. სპარსელ ისტორიკოსთა შრომებში
აღნიშნულია, რომ აღა-მაჰმად-ხანმა დიდი რაოდენობით ქონება და ტყვეები
ჩაიგდო ხელში. მაგალითად, ერთ-ერთი ავტორის მიხედვით `... მთვარის
მსგავსი ქალიშვილები, გულადი ვაჟები და ვარდისფერლოყებიანი ქალები,
დაახლოებით 15 ათასი კაცი დაატყვევეს მოლაშქრეებმა~ 236 .
მაგრამ ერეკლეს მიერ გუდოვიჩისადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ
საქმე 30 ათას ქართველ ტყვეს ეხებოდა. მალკოლმი კი აღნიშნავდა: `მე სანდო
ქართველი და სომეხი პირებისაგან შევიტყვე, რომ ტყვეთა რიცხვი იყო
დაახლოებით 25 ათასი. შესაძლებელია, განაგრძობს იგი _ 15 ათასი თბილისში
შეიპყრეს, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში~.
ალბათ სწორია ცნობა, რომ აღა-მაჰმად ხანმა სოღანლუღში 30 ათას ტყვეს
მოუყარა თავი. გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ტყვე დაიხოცებოდა ჯერ
კიდევ სოღანლუღში ყოფნის დროს, რადგან თბილისში ამ პერიოდში საკვები
არ მოიპოვებოდა აღა-მაჰმად ხანის ლაშქრისათვის და ტყვეებს აბა ვინ
დაგიდევდათ 237 . გარდა ამისა, აღა-მაჰმად ხანმა ტყვეების ნაწილი თავის
ერთგულ მეომრებსა და მსახურებს დაურიგა საჩუქრად და სპარსელ ისტორი-
კოსებს ისინი სათვალავში არ შეჰყავდათ. შემდეგ, ბევრი ქართველი ტყვე,

234 Tbilisis istoria, t. I, gv. 378.


235 Л. В. Строева, Керим-хан Зенд и ханы, сб., "Иран история и
современность", М.. 1983, с. 92.
236 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 167, sqolio 283.
237 iqve, gv. 168, sqolio 291.

79
როგორც ცნობილია, შესყიდული იქნა ჯავად-ხანის მიერ. შაჰისათვის ეტყობა
სარფიანი იყო ტყვეების გაყიდვა და ჯავად-ხანს, რომელმაც მდ. არაქსამდე
მიაცილა ირანის მბრძანებელი, აქ კიდევ შეუსყიდია მისგან ქართველი
ტყვეები 238 . საინტერესოა, რომ ქართველი და სომეხი ტყვეები მიჰყავდათ
ბაქოსა და სალიანში. აქედან კარჭაპებით გადაჰყავდათ მაზანდარანში 239 .
დაბოლოს, ბევრი მათგანი ირანისაკენ მიმავალ ძნელად სავალ გზაზე
დაიხოცებოდა. ამგვარად, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სპარსელი
ისტორიკოსები ერთი და იგივე წყაროდან სარგებლობენ, და, შესაძლებელია,
საქართველოში დატყვევებული 30 ათასი სულიდან, აღა-მაჰმად ხანმა ირანში
მართლაც მხოლოდ 15 ათასი ტყვე ჩაიყვანა 240 .
შაჰმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართველი
არტილერისტების მიმართ. ხელთ იგდო ისინი და `პატივისცემით~ წაიყვანა
ირანს. ადვილი მისახვედრია, რომ აღა-მაჰმად ხანის მხრით ამგვარი `პატივი~
საარტილერიო საქმის მცოდნე ტყვეებისადმი იმით აიხსნება, რომ მას სურდა
დაენერგა ირანში ზარბაზნების ჩამოსხმის ის ხერხები და მეთოდები, რომელიც
უკვე კარგა ხანია ათვისებული ჰქონდათ საქართველოში. როგორც ჩანს, არც ეს
ტყვეები ჰყავდათ შეყვანილი სპარსელ ისტორიკოსებს მათ მიერ დასახელებულ
ციფრში, ვინაიდან ისინი, როგორც დავინახეთ, `ჩვეულებრივი~ ტყვეები არ
იყვნენ და ირანში ჩაყვანის შემდეგ, ეტყობა ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებებით სარგებლობდნენ. რაოდენ საჭირო უნდა ყოფილიყო ეს
სპეციალისტები ირანისათვის, რომ აღა-მაჰმად ხანმა დააძებნინა მათი ოჯახის
წევრები, ნათესავები, ჩაასახლა ისინი თეირანში და საცხოვრებელი სახლებიც
აუშენა 241 .
დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ავტორთა შეფასებები ქართველების
გადასახლების შესახებ. მაგალითად, XVII საუკუნის ევროპელი მოგზაური
პიეტრო დელავალე აგვიწერს ამ მოვლენებს: `რა მდგომარეობა მოჰყვა ამ
საზარელს გადასახლებას, რამდენი სიკვდილი საშინელი გაჭირვებისაგან,
რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი
ჩვილი ყმაწვილები დააღრჩვეს მამებმა თავისივე ხელით, ან ჩაყარეს წყლებში,
რომ არ უყურონ მათ საცოდაობას და სატანჯველს, რაკი ყოველს ღონეს იყვნენ
მოკლებულნი მათს საპატრონოდ! რამდენსა ჟლეტდა გზა-გზა დაცვივნულებს,

238 iqve.
239 iqve, gv. 168.
240 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 168.
241 iqve, gv. 169.

80
ან მათ, რომელთაც აღარ შეეძლოთ სიარული, სპარსთა მხედრობა. რამდენი
ბავშვი მოჰგლიჯეს ამათ დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების
შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი
დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი
ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ
იყვნენ იმედგადაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი! რამდენი
ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზედ უფრო იაფად. რამდენი სხვა
ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის~.
ფრანგი მოგზაური ოლივიე გადმოგვცემს ერთ საინტერესო ფაქტს,
საიდანაც კარგად ჩანს თუ რა განრისხებული ყოფილა შაჰ-აბასი ქართველებზე
და როგორ ეკიდებოდა ქართველ ტყვეებს. საქართველოში მეორე ლაშქრობის
წინ შაჰს დაუფიცნია, რომ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ყოველ ქართველს
თითო აბაზად გავყიდიო. ამ ფიცის შესახებ იცოდნენ შაჰის მოლაშქრეებმაც.
როგორც ითქვა შაჰმა დიდი რაოდენობით იგდო ხელთ ტყვეები. ერთი
ირანელი მოლაშქრე მისულა შაჰთან, დაუჭერია ხელში ორი აბაზი და
შაჰისათვის მიუმართავს: _ მბრძანებელო, მომყიდე ორი ლამაზი ქართველი
გოგონა! _ შაჰს მოგონებია თავისი ფიცი და უბრძანებია მიეყიდათ ამ
სპარსელისათვის ორი ქალიშვილი 242 .
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველობა ირანში უძველესი
დროიდან ცხოვრობდა. ირანელი მეცნიერი ქასრავი გაკვრით ეხება რა ამ
საკითხს, მიუთითებს ქართველთა უძველეს კოლონიებზე ირანში. მისი აზრით,
გორჯ ძველად ვარჩ ფორმით იხმარებოდა (სასანიდები ქართველებს ასე
იხსენიებდნენ). ამ უკანასკნელს უკავშირებს ქასრავი სომხურ ვრაც და სლავურ
გრუზ ფორმებს. გორჯ-იდან წარმოებულად მიაჩნია მას გორზ, ხოლო ამ
უკანასკნელიდან მისი არაბიზებული ადექვატი ჯორზ-ი. ქასრავის აზრით,
ირანული სოფელი გორზან ოდესღაც აქ ჩასახლებული ქართველების
სამკვიდრო უნდა ყოფილიყო. ასეთივე ახსნას აძლევს მკვლევარი ხორასნის
სოფელს გორზუან-ს 243 .
ელემენტ `გურჯის~ შემცველი ბევრი სოფლის სახელწოდებაა ირანის
სხვადასხვა რაიონებში _ ირანის აზერბაიჯანში, ქურთისტანში, ლურისტანში,
ხუზისტანში, ფარსში. ნარატიული წყაროების საფუძველზე დადასტურებულია,

242 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, Tb., 1979, gv. 45-4I.


243 m. Todua, qarTul-sparsuli etiudebi, Tb., 1971, gv. 105,
sqolio 4, (gv. 105-106).

81
რომ ამ რაიონების უმეტეს ნაწილში ოდესღაც ქართველი მოსახლეობა
ცხოვრობდა.
ხორასანში მცხოვრები ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ ორმა
მოგზაურმა: ინგლისელმა ჯეიმს ბ. ფრაზერმა და ამერიკელმა ჯეიმს ბასეტმა
შემოგვინახა 244 . აქ, ქართველთა კოლონიაში აკრძალული იყო ქართულ ენაზე
ლაპარაკი. ამ ღონისძიებას მოჰყვა ქრისტიანული ლოცვის წესების აკრძალვაც.
უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ აიძულა ქართველები მიეღოთ
მუსლიმანური სარწმუნოება.
ბასეტი შენიშნავს, რომ ქართული ენა `კოლონიაში~ ძირითადად დაიკარგა.
მის მაგივრად მათ აქვთ ქართული და სპარსული სიტყვებისაგან შედგენილი
ჟარგონი... აბასაბადის ქართველებს სრულიად გადაეწურათ გათავისუფლების
იმედი და თითქმის გაუქრათ ეროვნული თვითშენგების გრძნობა. სწორედ
ამით იყო გამოწვეული, რომ უკვე 1934 წელს, როდესაც ცნობილი
აღმოსავლეთმცოდნე ვ. მინორსკი ჩავიდა აბასაბადში, მას ერთი კაციც ვეღარ
უნახავს ქართულ ენაზე მოლაპარაკე.
გარდა აბასაბადისა, ხორასანის ტერიტორიაზე სხვაგანაც უნდა ყოფილიყო
ქართული სოფლები, სხვანაირად ძნელია მეშჰედის ჩრდილო-აღმოსავლეთით
სამი კილომეტრის მოცილებით ამჟამად მდებარე სოფლის _ `გორჯის~
სახელწოდების ახსნა. ხოლო ქუსფის დასავლეთით 8 კილომეტრის მოშორებით
მდებარეობს სოფელი `გორჯანი~.
სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ მაზანდარანში
ქართველთა დიდი უმრავლესობა დაასახლეს აშრაფის (დღევანდელი ბეჰშაჰრი),
სარისა და ფარაჰაბადის რაიონებში 245 .
1899 წელს მაზანდარანში იმოგზაურა ჟაკ დე მორგანმა, რომელიც აქ
მცხოვრები ქართველების შესახებ წერდა: `ამ ხალხმა დაკარგა თავისი ენა და
რელიგია. ისინი გახდნენ შიიტები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც
ინარჩუნებენ კავკასიელთათვის დამახასიათებელ ფიზიკურ შესახედაობას. ცოტა
ხნის წინათ აქაური ქართველები, მხოლოდ მოხუცები, ჯერ კიდევ
ლაპარაკობდნენ ქართულად. ახალი თაობა კი ნაკლებად იწუხებს თავს ამ ენის
შენარჩუნებისათვის~.
ცნობილი ირანელი ისტორიკოსი რაზმარა ჩამოთვლის მაზანდარანის
რაიონის სოფლებს, რომელთა შორის მოხსენიებულია: `გორჯი~ _ ყალეჰ ნოვის
სამხრეთ-აღმოსავლეთით, 13 კილომეტრის მოშორებით. ფოლე სეფიდის

244 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 50.


245 iqve, gv. 53-54.

82
სამხრეთით 36 კილომეტრზე მდებარეობს სოფელი `გორჯი ქეილი~. შაჰსავარის
სამხრეთ-აღმოსავლეთით 26 კილომეტრის მოშორებით არის სოფელი `გორჯი
სარა~. ქალაქ სარიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი
`გორჯი ყალა~ და `ქუსანე გორჯი~ 246 .
ირანის აზერბაიჯანში, ოშნავიეჰიდან 13 კილომეტრის დაშორებით, არის
სოფელი `დეჰ გურჯი~ (`ქართველების სოფელი~). ქურთისტანში, მალაიერის
სამხრეთ-აღმოსავლეთით (36 კილომეტრზე), მდებარეობს სოფელი `გორჯაი~,
ხოლო სონქორის ჩრდილოეთით (34 კილომეტრზე) _ `გორჯი ბაიანი~.
ლურისტანში, დე მორგანის ცნობით, 1890-1891 წლებში დეზფულის მახლობ-
ლად ყოფილა ქართველთა კოლონია, რომელსაც XIX საუკუნის ბოლოსათვის
ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონია ქართული ენა 247 .
საყურადღებოა ისიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს პეტერბურგში
გამოცემულ ირანის რუკაზე, რომელზეც ტომების განლაგება არის აღნიშნული,
დადასტურებულია მაზანდარანში ქართველი მოსახლეობის არსებობის
ფაქტი 248 . ჰ. ლ. რაბინო, რომელმაც მაზანდარანში 1928 წელს იმოგზაურა,
წერდა, რომ აშრაფის რაიონის ზოგ ადგილას მოხუცებს შეეძლოთ ქართულად
ლაპარაკი 249 . 1931 წელს აქ გარდაცვლილა მოხუცი ქართველი ქალი,
ერთადერთი და უკანასკნელი ამ რაიონში 250 .
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქ აშრეფში შემორჩენილი იყო
ქართველთა სასაფლაო. ქალაქის ნაწილი ატარებს `გორჯი მახალლეს~ სახელს,
რაც ქართველთა უბანს ნიშნავს 251 .
ინგლისელ აღმოსავლეთმცოდნე რ. ობერლინგს, რომელმაც ირანში 1957 და
1960 წლებში იმოგზაურა, მიაჩნია, რომ ქართული ენა ჯერ კიდევ არ
დაუკარგავთ ქურთისტანში, მალაიერის მახლობლად მდებარე სოფელ გორჯაის
მცხოვრებლებს. იგი ასევე ფიქრობს ქერმანშაჰის ახლო მდებარე სოფელ გორჯი
ბაიანის მოსახლეობის შესახებაც.
პირველ ხანებში ყველა მოგზაური ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართველთა
მცირე კოლონიები ხვდებოდათ მათ ირანის თითქმის ყველა პროვინციაში.
მაგრამ უფრო მოგვიანებით, მოგზაურთა შემდეგი თაობები, რომლებმაც იგივე

246 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 55.


247 iqve, gv. 56-57.
248 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 90-91.
249 iqve, gv. 90.
250 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.
251 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 15.

83
ადგილები გაიარეს, მიუთითებენ, რომ ამ ადგილებში ერთ დროს უცხოვრიათ
ქართველებს, რომელთა შთამომავალნი ახლა მაჰმადიანები არიან და
სპარსულად ლაპარაკობენო 252 .
საერთოდ, ირანში ქართული ეპიტაფიის მქონე მრავალი საფლავია
შემორჩენილი. ისინი დაცულია ისფაჰანის ჯულფაში ნერსესის, მინასისა და
სარქისის სომხურ ეკლესიათა ეზოებში, რომლებიც შესაბამისად, მდებარეობენ
ქვისმთლელთა, თავრიზისა და ერევნის ქუჩებზე. როგორც წარწერათა
ტექსტიდან ჩანს, ზოგ ქართულ საფლავს სომხური ეპიტაფიაც აქვს. საფლავებს,
ძირითადად, ქორონიკონი უზის, ისინი XVII საუკუნის მეორე ნახევარისა და
XVIII საუკუნის დასაწყისისაა. ზოგ საფლავს საერთოდ არ გააჩნია ქორონიკონი,
არც ქართული და არც სომხური 253 .
წარწერათა დიდ ნაწილში ხაზგასმულია მიცვალებულის წარმომავლობა, _
ისინი გორელები არიან. შეიძლება, აქ საქმე გვქონდეს ირანში ნებით ჩასულ
მოქალაქეებთან. ჩანს, ამ დროს ჯულფაში ზოგჯერ უჭირთ პროფესიული
ეპიტაფიების კეთება, ქართული და სომხური ქორონიკონი ზოგჯერ ერთმანეთს
არ ემთხვევა, უმეტესობა შესრულებულია ქართული ენისა და დამწერლობის
უცოდინარი ქვის ოსტატთა მიერ. ხშირად, მათ მექანიკურად გადაჰქონდათ
ქვაზე მათთვის უცნობი ენის ტექსტი და დამწერლობა. ამის გამო
დამახინჯებულია არა მარტო ქართულ ასოთა მოხაზულობა, არამედ ქართული
ენაც. ზოგგან გადამწერ ქვისმთლელს გამორჩენია ფრაზებიც კი 254 .
ისფაჰანის ჯულფაში, ვანქში ინახებოდა ერთი სომხური სახარება (ამჟამად
დაცულია ერევანში ა. ს.). სომხურ ხელნაწერს ჰქონია ასეთი ქართული
მინაწერი: `ქ. მე ყოვლად უღირსმან შერმაზანის შვილმან დავით შევსწირე
წმიდა ესე სახარება სააკაშენს, ეკლესიასა ნათლისმცემლისასა, საოხად სულთა
ჩემთა და მეუღლისა ჩემისა ელენესა, და მოსახსენებლად მამისა შერმაზანისა
და დედისა ჩემისა ხორეშანისა. მკათათვეს კა (=11) ქკBს უბა (=1733)~ 255 .
არის ცნობები, რომ ხავსს მოკიდებული ქართველობა ეკედლებოდა
სომხურ თემს, რომელთაც რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება
ჰქონდათ ირანში. სომხებისა და ქართველების ჭირში ძმობის დასტურია ეს
საფლავებიც.

252 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 91.


253 m. Todua, dasax. naSromi, gv. 196.
254 m. Todua, dasax. naSromi, gv. 197.
255 iqve, gv. 196, sqolio 1.

84
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე

ერთ დროს ნებსით თუ უნებლიეთ ირანში მოხვედრილმა არაერთმა


ქართველმა დიდ წარმატებებს მიაღწია იქ როგორც პოლიტიკის, ასევე
ხელოვნების სარბიელზე. მათ შესახებ სპარსულ წყაროებს შემოუნახავს სანდო
ცნობები.
სასანიანთა ეპოქაში ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომ დიდი
ადგილი ეკავათ, ამას მოწმობს 262 წლით დათარიღებული შაბურ პირველის
სამენოვანი წარწერა (ნაყშე როსთამის კლდეზე პერსეპოლისის ახლოს),
რომელიც მან რომის იმპერატორ ვალერიანეზე გამარჯვებას მიუძღვნა. ამ
წარწერაში ჩამოთვლილ 66 დიდებულთა შორის ქართლის მეფე ამაზასპი
შაჰინშაჰის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მოხსენიებული.
ირანში ქართველი პიტიახშების დიდი ავტორიტეტის დამადასტურებელ
მაგალითად გამოდგება იეზდიგერდ მეორის (438-457 წწ.) ურთიერთობა
ქართლის პიტიახშ არშუშასთან, რომელიც შაჰს ჰყავდა მოწვეული
დედაქალაქში, რათა მასთან ერთად განეხილა ქართლის საქმეები. არშუშა
სარგებლობდა მეცნიერისა და გამოცდილი მრჩევლის რეპუტაციით. არშუშას
გავლენიან სახლს შეეძლო მეფისთვის უზრუნველეყო ქართლის ბევრი სახელ-
მწიფო მოღვაწის ერთგულება. შაჰინშაჰი ღირსეულად აფასებდა პიტიახშის
მხარდაჭერას 256 .
და მაინც, ქართველთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა
სეფიანთა ხანას უკავშირდება. ეს ნათლად ჩანს ქართული და ევროპული
წყაროების მონაცემებით. ისტორიოგრაფიაში ცნობილია, რომ ირანში მცხოვრებ
ქართველ დიდებულებს და უსთაჯლუს ტომის ამირებს გადაწყვეტილი
ჰქონდათ შაჰ-თამაზის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე დედით
ქართველი უფლისწული ჰეიდარი აეყვანათ. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც
საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ქართველთა პოლიტიკუ-
რი დასის ძლიერება, რომელიც თანდათან მტკიცედ იკიდებდა ფეხს ირანის
სამხედრო, პოლიტიკურ და კულტურულ ასპარეზზე.

256 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 12.

85
აღნიშნულ პერიოდში ქართველების აღზევება ირანში გარკვეულწილად
ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ქართლში `მეფობდა~ ირანზე დამოკიდებული
მოხელე დაუდ-ხანი. შაჰის კეთილგანწყობილებას დაუდ-ხანის მიმართ
მოხერხებულად იყენებდნენ პირადი ინტერესებისათვის ირანში
დამკვიდრებული ქართველი დიდებულები, კერძოდ, იმისათვის, რომ ირანის
სამეფო კარზე ძალა და გავლენა მოეპოვებინათ. ამით კი ისინი
უპირისპირდებოდნენ თავიანთ მეტოქე ფეოდალებს საქართველოში 257 .
შაჰ-თამაზ პირველის (1524-1576 წწ.) ჰარამხანა 400-500 ქალს ითვლიდა.
თავის მრავალ ცოლთაგან მას 12 ვაჟი და 8 ასული ჰყავდა. მათ შორის ოთხი
ვაჟი და ერთი ქალიშვილი ქართველი ცოლებისაგან შეეძინა, ხოლო ჩერქეზი
ქალებისაგან ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ქართველი ცოლებისაგან
შაჰ-თამაზს ჰყავდა: 1. ჰეიდარ-მირზა (დედამისი _ სულთან ზადე ხანუმი), 2.
მუსტაფა-მირზა (დედამისი _ ზაჰრა ბაჯი), 3. იმამყული _ მირზა (დედამისი _
ხანფარვან ხანუმი) და 4. ალიმირზა (ისიც ზაჰრა ბაჯის ვაჟი იყო), ხოლო შაჰის
რვა ასულთაგან დედით ქართველი იყო ზეინაბ ბეგუმი, რომელსაც ადრე ანა
ერქვა 258 .
შაჰ-თამაზის ავად გახდომის შემდეგ სამეფო ტახტისათვის მებრძოლთა
ორი დაჯგუფება გამოიკვეთა, რომელთაგან ერთი მხარს უჭერდა ისმაილ-
მირზას გამეფებას, ხოლო მეორე დაჯგუფება _ დედით ქართველ ჰეიდარ-
მირზას. მართალია, შაჰ-თამაზის უფროსი ვაჟი მუჰამედი იყო, მაგრამ თითქმის
უსინათლობის გამო ტახტის პრეტენდენტად არავინ თვლიდა. მომდევნო
მემკვიდრე ისმაილი იმ დროს ციხეში იმყოფებოდა.
სპარსული და ევროპული წერილობითი წყაროების თანახმად, შაჰ-თამაზს
თავის შვილებს შორის გამორჩეულად ჰყვარებია ჰეიდარი; იგი მუდამ გვერდში
ჰყავდა, სახელმწიფო საქმეთა გარჩევასა და გადაწყვეტასაც ხშირად ანდობდა
ხოლმე და სხვა უფლისწულებისაგან განსხვავებით, მას შაჰის სასახლეში
ცხოვრების უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული.
ირანის სამეფო კარზე მყოფი ვენეციელი ელჩის ვინჩენცო დ ალესანდრის,
(რომელიც 1571 წელს ჩავიდა ირანში) აღწერილობით ჰეიდარი ტანმორჩილი,
მეტად ლამაზი ყმაწვილი იყო, თავის ასაკთან შედარებით (იგულისხმება 18
წლის) ძალიან სერიოზული, ჭკვიანი, გამჭრიახი და სახელმწიფო საქმეების
შესანიშნავი მცოდნე. ამასთან ერთად, ჰეიდარი კარგი მოჯირითეც ყოფილა,

257 n. gelaSvili, dasax. naSromi, gv. 112.


258 m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis istoriis narkvevebi
(XIV-XVIII ss.), Tb., 1990, gv. 242.

86
ურთიერთობაში ტკბილმოუბარი და თავაზიანი. ყოველივე ამის გამო, სამეფო
კარზე უფლისწული ყველას უყვარდა, განსაკუთრებით კი მამას. მხოლოდ დასა
და ძმებს სძულდათ იგი.
შაჰ-თამაზის გამორჩეული სიყვარული ჰეიდარის მიმართ, ალბათ,
გარკვეულწილად მისი დედის, ქართველი სულთან-ზადე ხანუმის მიმართ
არსებული შაჰის გრძნობებით იყო განპირობებული. ირანელი ისტორიკოსი
ნასროლა ფალსაფი საგანგებოდ უსვამს ხაზს მის გავლენასა და ავტორიტეტს
სამეფო კარზე; მისი სიტყვით, ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც ქართველი იყო,
შაჰს ყველა სხვა ცოლებზე მეტად უყვარდა. ეს ქალბატონი ქართველ
სარდალთა მეშვეობით, რომელთაც სამეფო კარზე დიდი გავლენა და ძალა
გააჩნდათ, თავისი ვაჟის გასამეფებლდ ამზადებდა ნიადაგს. მართლაც,
ჰეიდართან და სულთან-ზადე ხანუმთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ირანში
აღზევებულ მათ ნათესავებსა და ქართულ დიდებულებს. თომაზო მინადოის
ცნობით, ჰეიდარი თავისი ნათესავების (დედის მხრიდან) ზედამხვედველობის
ქვეშ იმყოფებოდა 259 .
როგორც აღვნიშნეთ, შეიქმნა ერთმანეთის საპირისპირო ორი დაჯგუფება:
ისმაილ-მირზას მომხრეთა შორის იყვნენ ყიზილბაშთა ტომების რუმლუს,
აფშარისა და თორქმანთა მეთაურნი, აგრეთვე, ჩერქეზი დიდებულები, შაჰ-
თამაზის ჩერქეზი ცოლები და მათი შვილები.
ჰეიდარ-მირზას გამეფებას კი, მხარს უჭერდნენ ყიზილბაშთა ყველაზე
მრავალრიცხოვანი ტომის უსტაჯლუს ამირები, რომლებიც შაჰის კარზე
ყველაზე დიდი გავლენით და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, შიხავენდის
ტომის სუფიურ-დერვიშული ორდენის მეთაური, ყაჯართა ტომის ამირების
ერთი ნაწილი და თალიშის ტომის ამირები. ჰეიდარ-მირზას ტახტზე ასვლას,
აგრეთვე, მხარს უჭერდნენ დედით ქართველი უფლისწულები და მათი ბიძები
ალი-ხანი, ზაალ-ბეგი, დაუდი და თამაზი.
ნასროლა ფალსაფის გადმოცემით, გვირგვინისათვის ბრძოლაში ყველაზე
მეტ აქტიურობას ორი ქალი იჩენდა: `შაჰ-თამაზის ჰარამხანაში სულთან-ზადე
ხანუმი, ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც ქართველი ქალი იყო და შაჰს ყველა
სხვა ცოლებზე მეტად უყვარდა... მის საპირისპიროდ შაჰის ასული _
გამჭრიახი, ცბიერი და ფრთხილი ფერიხან ხანუმი, რომელიც შაჰის
უსაყვარლესი შვილი იყო, ცდილობდა მამისათვის ჰეიდარ-მირზასადმი
უნდობლობა ჩაენერგა, ხოლო ისმაილ-მირზა მისთვის შეეყვარებინა. ამასთან,

259 n. gelaSvili, dasax. naSromi, gv. 120-121.

87
იგი თავისი ბიძის, დედის ძმის, შამხალ-ხან ჩერქეზის საშუალებით ისმაილ-
მირზას მომხრეებს სიმტკიცისა და შეუპოვრობისაკენ მოუწოდებდა და ისმაილ-
მირზასთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა~.
ამ ორ დაჯგუფებას შორის ამჯერად ბრძოლა არ გამწვავებულა, რადგან
შაჰი გამოჯანსაღდა. მაგრამ შაჰისათვის უცნობი არ დარჩა ის ამბები, რომელიც
მის ავადმყოფობას მოჰყვა. ამის შესახებ შაჰს აცნობა მისმა ჩერქეზმა ცოლმა,
ფერიხან-ხანუმის დედამ. მართალია, შაჰ-თამაზი ჰეიდარ-მირზას წინააღმდეგ
განეწყო, მაგრამ რაიმე მკაცრი ზომები არ მიუღია. შაჰმა მიზანშეწონილად
მიიჩნია, არ მიექცია ამისათვის ყურადღება და როცა იგი სავსებით
გამოჯანსაღდა, ამ ამბების გამოძიება არ დაუწყია. შაჰ-თამაზის ამ ნაბიჯმა ვერ
შეანელა ტახტის პრეტენდნეტთა შორის დაწყებული ბრძოლა და ისინი მოხუცი
შაჰის გარდაცვალებას მოუთმენლად ელოდნენ.
1576 წლის მაისის დამდეგს შაჰ-თამაზი კვლავ შეუძლოდ გახდა. ამჯერად
მისი გამოჯანსაღების იმედი არავის ჰქონდა. 14 მაისს, ღამით შაჰ-თამაზი
გარდაიცვალა და დილით უკვე გამოაცხადეს, რომ ჰეიდარ-მირზა გამეფდა.
მაგრამ ჰეიდარი, ფაქტიურად დატყვევებული აღმოჩნდა, რადგან ამ დროს
სასახლეს იცავდნენ რუმლუს, აფშარისა და ყაჯართა ტომების რაზმები,
რომლებიც ისმაილ-მირზას მომხრენი იყვნენ. ზაალ ბეგმა ანსარის, ალამუტის
ციხის კომენდანტს, ჰეიდარ-მირზას მომხრეს, წერილი გაუგზავნა, შაჰ-თამაზის
გარდაცვალება აცნობა და მოუწოდა დაუყოვნებლივ მოეკლა ისმაილ-მირზა.
გზაში ისმაილის მომხრეებმა შიკრიკი დააკავეს, წერილი ხელთ ჩაიგდეს და
ისმაილს აცნობეს შაჰის კარზე მომხდარი ამბები.
ჰეიდარ-მირზას დაღუპვაში დიდი როლი ითამაშა ფერიხან-ხანუმმა. იგი
ფეხებში ჩაუვარდა ჰეიდარს, პატიება სთხოვა, გამეფება მიულოცა და
ერთგულება შეჰფიცა, ჰეიდარმა შეიწყნარა დის ვედრება. მაგრამ სინამდვილეში
ფერიხან-ხანუმი ფარულად მის წინააღმდეგ მოქმედებდა. მან სასწრაფოდ
აცნობა ჰეიდარის მოწინააღმდეგებს სასახლეში მომხდარი ამბები და მოუწოდა
მიეღოთ გადამწყვეტი ზომები ჰეიდარის წინააღმდეგ. ფერიხან-ხანუმის
მითითებით სასახლის ყველა კარი საიმედოდ დაკეტეს და დაცვა გააძლი-
ერეს 260 .
სასახლეში შექმნილი გაურკვეველი და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად,
ჰეიდარ-მირზა თავს უკვე ირანის შაჰად თვლიდა, მაგრამ მოვლენები
სრულიად საპირისპიროდ წარიმართა.

260 m. svaniZe, dasax. naSromi, gv. 246-247.

88
სპარსულ წერილობით წყაროთა გადმოცემით, როდესაც ფერიხან ხანუმმა
თავის ბიძას ჩერქეზ შამხალს ჰეიდარის მოსალოდნელი გამეფების ამბავი
ამცნო, შამხალი მაშინვე თავისი მომხრეების თანხლებით შაჰის სასახლისკენ
გაემართა. მათ ადვილად შეაღწიეს სასახლის ჰარემის ნაწილში, სადაც ქალის
ტანსაცმლით შემოსილი უფლისწული მოწინააღმდეგეებს ემალებოდა და
შეიპყრეს იგი. ბუდა ყაზვნის სიტყვით, ჰეიდარი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ
იუზბაშმა რუმლუმ მას თავი მოკვეთა. გარეთ კი ამ დროს თავგამოდებით
იბრძოდნენ ქართველები ზაალ-ბეგის მეთაურობით, რათა სასახლეში შეეღწიათ
და ჰეიდარი გადაერჩინათ. ბოლოს, ხელჩართული ბრძოლის შედეგად,
ქართველთა ერთმა ნაწილმა შეაღწია სასახლეში, მაგრამ უკვე გვიანღა იყო;
მოწინააღმდეგეებმა მათ ჰეიდარის გასისხლიანებული თავი გადმოუგდეს,
რითაც ნათელი გახდა, რომ ბრძოლა წაგებული იყო 261 . ქართველთა რაზმმა
ამის შემდეგ ბრძოლა ბაღში გააგრძელა და ზაალ-ბეგი... ფინდიხის მოხვედრით
მიწას დაანარცხეს. ქართველები დამარცხდნენ 262 .
აქვე აღნიშნავთ, რომ ზაალ-ბეგი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი
სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ირანში XVI საუკუნის 40-იან წლებში
ცხოვრობდა შაჰ-თამაზის სასახლეში და მისი ნდობითა და ყურადღებით
სარგებლობდა 263 .
ირანში, როდესაც ქართველთა დაწინაურების საკითხს ვიხილავთ,
გასათვალისწინებელია კონკრეტული ისტორიული სიტუაცია როგორც ირანში,
ისე საქართველოში და ახლო აღმოსავლეთში საერთოდ. ამ საქმეში გარკვეული
როლი შეასრულა საქართველოში მიმდინარე კლასობრივმა ბრძოლამ და შინა
ომებმა, რის შედეგად ბევრი ქართველი, ნებსით თუ უნებლიედ ირანში მოხვდა
და უცხო მიწა-წყალზე უხდებოდა დამკვიდრება. თავიანთი შეუდრეკელი
ბუნების და რაინდული თვისებების წყალობით, ქართველებმა იქ მალე
მოიპოვეს სათანადო ავტორიტეტი და გავლენა. მაგრამ უმთავრესი ფაქტორი,
რამაც ირანში მათი მთელი ძალით აღზევება განაპირობა (პოლიტიკურ,
სამხედრო თუ კულტურულ ასპარეზზე), შაჰ-აბასის ყიზილბაშ ამირთა
წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა იყო. შაჰ-აბასმა ოფიციალურად ცნო
სეფიანთა სახელმწიფოში ე. წ. `მესამე ძალა~, რომელიც წარმოდგენილი იყო

261 n. gelaSvili, dasax. naSromi, gv. 127.


262 k. tabataZe, Seref-xan biTlisis cnobebi saqarTvelos
Sesaxeb, `kavkasiur-axloaRmosavluri krebuli~, II, Tb.,
1962, gv. 176.
263 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 62.

89
ჩერქეზების, ქართველების და სომხების სახით. კავკასიური ელემენტის
დაწინაურებით შაჰი მიზნად ისახავდა ყიზილბაშ-დიდებულთა ძალაუფლების
შეკვეცას, მათი სეპარატისტული მოქმედებების აღკვეთას 264 .
შაჰ-აბასმა თავიდანვე შექმნა გამაჰმადიანებული ქართველებისაგან
შემდგარი მცველი რაზმი, რომელიც შუბებით იყო შეიარაღებული და
რომელთაც ირანში ტუფანჯუს ჯარებს უწოდებდნენ 265 . გაქრისტიანებული
სპარსელი დონ ხუანი გადმოგვცემს, რომ შაჰ-აბასს გარს ერტყა 12 ათასი
ქართველისაგან შემდგარი დამცველი რაზმი, თუმცა ეს მეომრები მოზარდები,
თხუთმეტ წლამდე ასაკისა ყოფილან 266 .
აბასის მეფობის პირველ წლებში, თურქებთან დაზავებისა და ურჩი
ხანების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციების დროს ერთ-ერთ ბრძოლაში თავი
გამოუჩენია ქართველ ალავერდი ხანს, რომელიც სათავეში ედგა 12 ათასიან
ქართველ ცხენოსანთა ჯარს 267 .
ალავერდი-ხანი წარმოშობით ქართლის უნდილაანთ (უნდილაძე)
ფეოდალური ოჯახიდან იყო 268 . იგი ბავშვობისას მოიტაცეს, ირანში ტყვედ
გაყიდეს, ერთი ბატონიდან მეორის ხელში გადადიოდა, ვიდრე შაჰ-თამაზის
სამსახურში ჩადგებოდა.
ალავერდი-ხანი იყო ირანის ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი და
სახელმწიფო მოღვაწე შაჰ-აბას პირველის მმართველობის დროს, მთავარი
სეფაჰსალარი და ირანის სამხრეთი პროვინციების (ფარსის, ხუზისთანისა და
სხვ.) მმართველი. ირანში თავისი მოღვაწეობის მთელ პერიოდში იგი უდიდესი
ნიჭითა და ოსტატობით ასრულებდა მასზე მინდობილ ყველა სახელმწიფო და
სამხედრო მოვალეობას, ამიტომაც იყო იგი შაჰ-აბასის ნდობით აღჭურვილი
პირი და შაჰის შემდეგ პირველ კაცად ითვლებოდა ქვეყანაში. ისქანდერ
მუნშის სიტყვებით: `საკითხების სამართლიანი და საზრიანი გადაწყვეტით ის
თავისი დროის ყველა ბრძენზე მაღლა იდგა, ხოლო გამბედაობითა და
სიმამაცით შეუდარებელი იყო თანამედროვეთა შორის~. მ. ზაჰთაბის

264 n. gelaSvili, dasax. naSromi, gv. 195-196.


265 g. zedgeniZe, don xuan de persias cnobebi saqarTvelos
Sesaxeb, `qarTuli diplomatia~, t. 4, Tb., 1997, gv. 184.
266 g. zedginiZe, dasax. naSromi, gv. 193.
267 iqve.
268 v. gabaSvili, undilaanT feodaluri saxli XVI-XVII
ss. iranSi (qarTuli wyaroebis mixedviT), `maxlobeli aR-
mosavleTis istoriis sakiTxebi~, t. II, 1972, gv. 67, 68.

90
დამოწმებით, `შაჰი მას აყენებდა ყველა სარდალზე მაღლა და თავის მამას
უწოდებდა~. ისქანდერ მუნში თავის თხზულებაში ჩამოთვლის ოცზე მეტ
მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო ღონისძიებას, რომელიც ალავერდი-
ხანის ხელმძღვანელობით განხორციელდა 269 .
შაჰს პორტუგალიის ელჩთან ანტონიო გოვეასთან ერთ-ერთი საუბრის
დროს უთქვამს: `მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი ალავერდი-ხანს~
ვემორჩილებიო 270 .
1592 წელს შაჰ-აბასმა ალავერდი-ხანი პოლკის მეთაურად დანიშნა.
იბრძოდა ყასადაღის მმართველის წინააღმდეგ. 1596 წელს ჩაახშო შაჰის
წინააღმდეგ მიმართული ქუჰ გილუიეს მოსახლეობის აჯანყება. 1597 წელს
გაანადგურა ლურისთანის, ხოლო 1598 წელს ჰერათის მმართველის ძალები.
1601 წელს დაიპყრო ბაჰრეინის კუნძული სპარსეთის ყურეში. 1602 წელს შაჰს
ახლდა ავღანეთში ქალაქ ბაგრისის ომში. ამ დროის მანძილზე მან დაიპყრო
ქალაქი ბაღდადი 1603 წელს, თავრიზი 1604 წელს, ვანი 1605 წელს, განჯა და
შემახია 1606 წელს. 1612 წელს ალავერდი-ხანი ახლდა შაჰ-აბასს უზბეკ ხან
ველი მოჰამედთან შეხვედრაზე ხორასანში, შემდეგ კი _ აზერბაიჯანში 271 .
შაჰ-აბასთან ერთად ალავერდი-ხანს გარკვეული წვლილი მიუძღვის ირანის
არმიის რეორგანიზაციის საქმეში. 1599 წელს ირანში ჩავიდა ინგლისის ელჩი
ანტონი შერლი, თავისი ძმის რობერტ შერლისა და 25 კაცის თანხლებით.
ალავერდი-ხანმა მათი დახმარებით ირანის არმია შეაიარაღა ცეცხლმსროლელი
იარაღით, რის შედეგადაც მისი ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად გაიზარდა.
სწორედ ცეცხლმსროლელი იარაღის უპირატესობის წყალობით ოსმალეთი წინა
ომებში ადვილად ამარცხებდა ირანის ლაშქარს, ახლა კი, ეს უპირატესობა აღარ
გააჩნდა.
1603-1612 წლებში ირან-ოსმალეთის ომის დროს ალავერდი-ხანმა
განსაკუთრებით გამოავლინა თავისი მხედართმთავრული ნიჭი. მან რამდენიმე
დიდი გამარჯვება მოიპოვა ოსმალეთის არმიაზე.
ალავერდი-ხანი დიდ საამშენებლო საქმიანობას ეწეოდა: გაჰყავდა გზები,
აშენებდა სასახლეებს, ქარვასლებს, აბანოებს, ხიდებს და სხვა. მის მიერ

269 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 63.


270 b. giorgaZe, XVII saukunis dasawyisis portugalieli el-
Cis don antonio goveas relacioni saqarTveloze,
`saqarTvelos feodaluri xanis istoriis sakiTxebi~, t. I,
Tb., 1970, gv. 90.
271 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 65.

91
ისფაჰანში აგებული ხიდი დღესაც მის სახელს ატარებს. მისივე ხარჯით იყო
შესრულებული ზოგიერთი ფრესკა ისფაჰანში ჩეჰელ-სუთუნის სასახლეში, მის
მოხატულ კედლებზე, მნახველთა სიტყვით, გაკეთებული იყო ქართული
წარწერებიც 272 .
ალავერდი-ხანი ყოველნაირად ცდილობდა თავის სამფლობელოში სოფლის
მეურნეობისა და ვაჭრობა-ხელოსნობის დაწინაურებას. შირაზში ჩასახლებულმა
ქართველებმა ხელი შეუწყვეს აქ მევენახეობა-მეხილეობის განვითარებას. ივ.
ჯავახიშვილის დაკვირვებით, ერთ-ერთი ყურძნის სახეობა ევროპელებისათვის
ცნობილია ქართული სახელით: შირაზული. ეს სახელი ევროპელებს შირაზის
ქართველებისაგან უნდა ესწავლათ.
რადგან ალავერდი-ხანმა შაჰის საქართველოში ლაშქრობის გეგმა არ
გაიზიარა, აბასმა 1613 წელს მოაწამლინა. ეს მკვლელობა საიდუმლოდ
განხორციელდა 273 . ალავერდი-ხანის დაკრძალვაში მონაწილეობდნენ ყველა
მაღალი რანგის პირები _ სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწენი, მათ შორის,
თავად შაჰ-აბასი. მისი ნეშტი წაიღეს ხორასანში, სადაც დაკრძალეს შიიტების
მერვე მოციქულის _ იმამ რეზას გვერდით ქალაქ მეშჰედში.
ფაქტია, რომ უნდილაძეთა მრავალმხრივ მოღვაწეობას ირანში უკვალოდ
არ ჩაუვლია. ამის ნათელი დადასტურებაა სხვადასხვა წერილობით წყაროებში
დაცული ცნობები მათ შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა ამ
თვალსაზრისით ევროპელ ავტორთა რელაციებში და თხზულებებში
წარმოდგენილი მასალა. მათგან საგანგებოდ აღნიშვნას იმსახურებენ: თომას
ჰერბერტი, კარმელიტების ქრონიკა, ჟან ბატისტ ტავერნიე, პიეტრო დელა ვალე,
ჰენრიხ ფონ პოზერი, ენგელბერტ კემპფერი, პიეტრო ავიტაბილე, არქანჯელო
ლამბერტი, ბართოლომეო ფერო და სხვ.
`აღსანიშნავია, რომ უნდილაანთ ფეოდალური სახლის წარმომადგენლებს
მიუხედავად მათი ყულარაღასობისა და ბეგლარბეგობისა, საქართველოს
წინააღმდეგ ლაშქრობებში პირადად მონაწილეობა არ მიუღიათ~ 274 .
იმ გარემოებას, რომ შაჰ-აბას პირველის სამსახურში მყოფმა ქართველებმა
განსაკუთრებული როლი შეასრულეს ყველა მის გამარჯვებაში დ. ლენგის
სიტყვებით, შაჰ-აბასი დიდად აფასებდა ქართველების ნიჭსა და ენერგიას. იგი
მუდამ ცდილობდა სამეფო კარზე მოეზიდა ქართველი მეომრები და საზოგადო
მოღვაწენი. ამით შაჰი იმედოვნებდა ხელი შეეშალა იმისათვის, რომ ქართვე-

272 v. gabaSvili, dasax. naSromi, gv. 65.


273 vrclad ix. m. svaniZe, dasax. naSromi, 280-283.
274 v. gabaSvili, dasax. naSromi, gv. 69.

92
ლები თავიანთ სამშობლოში მიმდინარე ირანის საწინააღმდეგო ბრძოლაში არ
ჩაბმულიყვნენ. ამასთან ერთად, მათი მიმხრობითა და თანამდებობებზე
დანაწილებით შაჰი სხვა მიზანსაც ახორციელებდა, კერძოდ, როგორც ზევით
აღვნიშნეთ, ყიზილბაშური ტომების ერთობისა და ძლიერების შერყევის
პოლიტიკას.
ფრანგი მისიონერი სანსონი აღნიშნავს: `შაჰის პოლიტიკა მეტად ბრძნულია
ქართველების მიმართ, ქართველებისა, რომლებსაც შეეძლოთ მისთვის ბევრი
უსიამოვნება მიეყენებინათ, რომ გაერთიანებულიყვნენ. შაჰმა იცის, როგორ
უნდა გამოიყენოს ქართველები საკუთარი ინტერესებისათვის. ის ისე
აწინაურებს ყოველ ქართველ დიდებულს, რომ მათ ავიწყდებათ თავიანთი
სამშობლო და სარწმუნოება და მისი ერთგულნი ხდებიან. ყველაზე დიდი
თანამდებობები იმპერიაში ეკუთვნით ქართველებს, ხოლო იმას, ვისაც დიდი
თანამდებობა არ უკავია, მას ადგილი აქვს მიჩენილი სამეფო სუფრასთან და
სარგებლობს სამეფო ხაზინის სიკეთით~ 275 .
თადეუშ კრუსინსკის სიტყვით, `ქართველები პოლიტიკური მოსაზრებით
შედარებით ადვილად იცვლიან სარწმუნოებას (სპარსეთის შაჰის კარზე), ხოლო
(საქართველოში დაბრუნების) შემდეგ კვლავ ქრისტიანობას უბრუნდებიან~ 276 .
შაჰის სამსახურში ჩამდგარ ქართველებს, რომლებმაც ნებაყოფლობით
მიიღეს ისლამი, შაჰის ნებართვით უფლება ჰქონდათ _ თავისუფლად
დაელიათ ღვინო და ეჭამათ ღორის ხორცი 277 .
იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე 1627 წელს რომის პაპის ურბან
მერვესადმი საქართველოს შესახებ წარდგენილ მოხსენებით ბარათში წერდა:
`სპარსეთში 30 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუ არ ჩავთვლით შაჰ-
აბასის მიერ ძალით აყრილ და გადმოსახლებულ ქართველებსო. ზოგიერთ
მათგანს უჭირავს გამოჩენილი ადგილები, როგორც მხედრობაში, ისე ქვეყნის
პოლიტიკურ მდგომარეობაში. სპარსეთში მყოფნი და თავისი რჯულის
უარმყოფელნი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფის... ხელმწიფემ მათ
არ მისცა, რასაც ისინი მოელოდნენ; მან ის პატივი არ სცა და არც სცემს მათ
სპარსეთში, რა პატივითაც იგი უწინ ჰსცემდა, როცა ისინი ჯერ კიდევ ქვეშევრ-
დომები არ იყვნენ... შაჰმა ისინი აიძულა რჯული შეეცვალათ... ამიტომაც

275 T. WiWinaZe, ucxoeli avtorebi saqarTvelosa da


saqarTvelo-iranis urTierTobis Sesaxeb (XVII s. ukanask-
neli meoTxedi _ XVIII s. I meoTxedi), Tb., 1993, gv. 20-21.
276 T. WiWinaZe, dasax. naSromi, gv. 24.
277 iqve, gv. 36.

93
თითქმის ყველანი გაჯავრებულნი არიან და ნანობენ, რაც უქნიათ; ასე რომ,
ისინი ხმამაღლა აღიარებენ, რომ მოტყუებულნი დავრჩითო და ხელახლა
დასაწყები რომ იყოს ჩვენი მოქმედებაო, სხვა გვარად მოვიქცეოდითო...~ 278
იმამყული ხანი (ალავერდი-ხანის ძე) იყო შაჰ-აბას პირველისა და მისი
მემკვიდრე შაჰ-სეფის გამგებლობის პერიოდის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო
მოღვაწე და მხედართმთავარი. მან შეცვალა თავისი მამა ირანის სამხრეთი
რაიონების მმართველისა და ჯარების მთავარსარდლის პოსტზე. იმამყული-ხანი
უძლეველი მთავარსარდალი იყო, არაერთხელ ედგა სათავეში ირანის ჯარებს
ოსმალეთთან ომებსა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ბრძოლებში. ირანელი
ისტორიკოსები ერთხმად ადიდებენ იმამყული-ხანს, უწოდებენ მას `ჰორმუზის
დამპყრობელს~, `დიდსულოვან, სამართლიან და მომთმენ ადამიანს~ (რომელსაც
დიდად აფასებდა შაჰ-აბასი, უყვარდა იგი), `ძლიერ მებრძოლს და დაუღალავ
მეომარს~ და სხვ. ისინი ხაზს უსვამენ შაჰ-სეფის მუხანათური ხელით
იმამყული ხანის ტრაგიკული სიკვდილის ამბავს.
იმამყული-ხანი აქტიურად მონაწილეობდა ფარსისა და სხვა პროვინციების
კეთილმოწყობაში, ხელმძღვანელობდა ქალაქ ისფაჰანის რაიონში მდებარე
ქუჰრანგის შეერთებას ზაიენდე რუდთან.
იმამყული-ხანი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო ლარის პროვინციის
მმართველი, 1608 წელს ის შაჰ-აბასმა გაგზავნა ქურთისტანში, სადაც სათავეში
ედგა ირანის სასაზღვრო რაზმებს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში,
ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, ჯელალიანის ქურთი ტომის შაჰის საწინააღმდეგო
აჯანყების ჩაქრობას.
1609 წელს დიდვეზირი მუსტაფა ფაშას მეთაურობით აზერბაიჯანში
ოსმალთა ჯარების შემოსევის დროს, იმამყული-ხანი იყო იმ მხედართმთავართა
შორის, რომლებმაც ოსმალებზე მოიპოვეს გამარჯვება. იგი ესწრებოდა, აგრეთვე,
სამხედრო პარადს, რომელიც შაჰ-აბასის სასახლის წინ შაჰის მოედანზე მოეწყო,
თავრიზში მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად.
1616 წელს იმამყული-ხანი ირანის სეფაჰსალარ ყორჩიხა-ხანთან ერთად
მეთაურობდა ყიზილბაშთა ლაშქარს აბაზა-ფაშას წინააღმდეგ ომში. აბაზა-ფაშამ,
რომელმაც 40 ათასზე მეტი კაცი დაკარგა, ბრძოლა მიატოვა, ირანის ჯარებმა
კი ქალაქი ერევანი დაიკავეს, 1617 წელს იმამყული-ხანმა და ყორჩიხა-ხანმა
კვლავ დაამარცხეს ოსმალთა და თათართა 60 ათასიანი ჯარი არზრუმის

278 pietro dela vales moxseneba saqarTveloze papi urban


VIII-sadmi 1627 w., italiuridan Targmna al. Wyoniam, `ive-
ria~, 1879, # 3, gv. 49-50.

94
მახლობლად. ბრძოლის დროს მოკლეს არზრუმის მმართველი _ ჯარების
მთვარსარდალი ჰასან-ფაშა, ტყვედ ჩაიგდეს ვანის მმართველი მოჰამედ-ფაშა და
სხვები.
1619 წელს იმამყული-ხან უნდილაძე მეთაურობდა სპეციალისტთა და
სახელმწიფო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ლურისთანისა და
ჰამადანის მმართველები _ ჰოსეინ-ხანი, სეფი ყული-ხანი და სხვები. ეს ჯგუფი
ისფაჰანის მახლობლად აგებდა კაშხალს, რომელსაც ჰქონდა 150 მ. სიგანე, 3000
მ. სიგრძე და 80 მ. სიმაღლე. იმავე წელს მან დაიპყრო ქუჰგილუიეს რაიონი,
რომლის მოსახლეობა შაჰ-აბასს აუჯანყდა.
იმამყული-ხანის მოღვაწეობის მეორე ეტაპი პორტუგალიელების
წინააღმდეგ მის სამხედრო ოპერაციებს მოიცავს. პორტუგალიელებთან
წარმატებითი ბრძოლების საწარმოებლად მან ხელშეკრულება დადო ინგლისის
ფლოტის სარდალთან (ოსტინდოეთის კომპანიის ფლოტი), რომელიც იმ დროს
ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე იმყოფებოდა.
1624 წელს, სხვა მხედართმთავრებთან ერთად, იმამყული-ხანი თან ახლდა
შაჰ-აბასს ოსმალთა ჯარების წინააღმდეგ ომში, ხოლო 1625 წელს დიდი
დამარცხება აგემა არსელან-ფაშას ბაღდადში. 1627 წელს მან ახალი ლაშქრობა
მოაწყო ბაღდადზე, რათა შემდეგში დაეპყრო ბასრა, მაგრამ შაჰ-აბასის
გარდაცვალების გამო ის იძულებული გახდა ირანში დაბრუნებულიყო.
შაჰ-სეფის დროს იმამყული-ხანს ბრალი დასდეს, რომ იგი თავის ძმასთან
დაუდ-ხანთან და თეიმურაზ მეფესთან ერთად შეთქმულებას აწყობდა შაჰ-
სეფის წინააღმდეგ. 1632 წელს შაჰის ბრძანებით მოკლეს იმამყული-ხანი,
ამოწყვიტეს მისი ოჯახი და ნათესავები. იმამყული-ხანის მოკვლით შაჰ-სეფიმ
დიდი ზიანი მიაყენა ყიზილბაშთა სახელმწიფოს. თავზე ლაფი დაასხა სეფიან
შაჰებს. ა. ეყბალის სიტყვით: `ღირსეული ამირას სიკვდილით მან მეტისმეტად
შეირცხვინა თავი~.
ალავერდი-ხანის ძე დაუდ-ხანმა ბავშვობა ირანში გაატარა. 1625 წელს მან
ყარაბაღის გუბერნატორი მოჰამადყული-ხან ყაჯარი შეცვალა. 1632 წელს დაუდ-
ხანი გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა შაჰ-სეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში
მონაწილეობა 279 .
XVII საუკუნის ირანში ერთ-ერთ განსაკუთრებით გამოჩენილ და
გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა როსტომ-ხან (როსტომ-ბეგ) სააკაძე,
რომელსაც ვიცნობთ, როგორც ქართული, ისე სპარსული წყაროებიდან.

279 morTeza mehdi faTemi, dasax. naSromi, gv. 68-69.

95
სპარსულ საისტორიო მწერლობაში არსებობს სეფიანთა ერთ-ერთი
ისტორიკოსთაგანის `ბიჯანის~ საისტორიო ნაშრომი, ამ გამოჩენილი
პიროვნების ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი. ბრიტანეთის მუზეუმში
ინახება ჯერჯერობით ერთადერთი ხელნაწერი ამ ნაშრომისა, რომელშიაც
ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს როსტომის ბიოგრაფიას ირანის
მაშინდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე.
როსტომი 11 წლის შესულა შაჰ-აბასის სამსახურში და მალე მოუპოვებია
წარმატება. მისი კარიერის საფეხურები ასე გამოიყურება: სოჰბათ-იასაული,
შემდეგ სარდალი, დივან-ბეგი და ა. შ. ის იცავდა თავრიზს თურქებისაგან,
გაათავისუფლა ბაღდადი და აიღო ჰილალი. ირანის სპასალარად და
აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგად დანიშნულმა როსტომ-ხანმა აიღო ერევანი. შაჰ-
აბას მეორეს ტახტზე ასვლის დროს როსტომ ხანი სათავეში ედგა ირანის
მთელ შეიარაღებულ ძალებს ხორასანში 280 .
ცნობილია, რომ შაჰ-აბას პირველის მრავალრიცხოვან ცოლებში ოთხი
ქართველი ქალი იყო: ანდუყაფარ ამილახვარის და _ თამარი, სიმონ მეფის და
_ ფახრიმჯან ბეგუმი, თეიმურაზ მეფის და _ ელენე და ლუარსაბის და _
ლელა. გადმოგვცემენ, რომ შაჰ-აბასს კარგად სცოდნია ქართული ენა.
ოსმალეთისა თუ ევროპის ქვეყნების ელჩების მიღების დროს, როცა შაჰს კარის
დიდებულებთან საიდუმლო საუბარი სურდა, თურმე ხშირად მათ ქართულად
ელაპარაკებოდა. მაშასადამე, შაჰ-აბასის კარისკაცების უმრავლესობა
ქართველები ან ქართული ენის მცოდნენი იყვნენ. დიდგვაროვან ქართველებს,
რომლებიც შაჰის კარზე მოღვაწეობდნენ, ცხადია, ქართველი მსახურებიც
ეყოლებოდათ საკმაო რაოდენობით. სწორედ ამით უნდა იყოს გამოწვეული
XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის სიტყვები, რომ `ძალიან ცოტაა ისეთი
სპარსელი, დაწყებული მეფიდან მის ყველაზე დაბალ მსახურამდე, რომელსაც
არ ჰყავდეს ქართველი დედა ან მამა, ან ქართული სისხლი მაინც არ ჰქონდეს~.
ეს ცნობა, რა თქმა უნდა რამდენადმე გადაჭარბებულია, მაგრამ
დანამდვილებით მიგვითითებს იმაზე, რომ ქართველობა დიდი რაოდენობით
იყო შაჰ-აბასის კარზე 281 .
საინტერესოა, რომ 1618 წლიდან 1722 წლამდე სპარსეთის დედაქალაქის
ტარუღად თითქმის ყოველთვის ქართველს ნიშნავდნენ. ისფაჰანის პირველ

280 v. fuTuriZe, qarTveli moRvaweni eranis kulturul


asparezze, `analebi~, iv. javaxiSvilis saxelobis isto-
riis institutis Sromebi, I, Tb., 1947, gv. 287.
281 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, gv. 46-47.

96
ქართველ ტარუღად ხოსრო-მირზა იყო. 1618 წლიდან 40 წლის განმავლობაში
(თითქმის სიკვდილამდე) მას შეუცვლელად ეკავა ეს თანამდებობა. 1633
წლიდან ის ინიშნება ქართლის ვალის თანამდებობაზე, ხოლო ისფაჰანს
მართავს მისი მოადგილე _ ნაიბი. 1656 წელს როსტომმა ისფაჰანის ტარუღას
თანამდებობაზე თავის ნაცვლად ქართველი ისტორიკოსი ფარსადან
გორგიჯანიძე გაგზავნა. შაჰი მის მოურავობაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდა,
როცა ფარსადანმა მაჰმადიანობა მიიღო. ამ დროიდან 40 წლის განმავლობაში
იგი ირანის შაჰების სამსახურში იყო.
ირანში ყოფნის დროს ფარსადან გორგიჯანიძემ დაწერა საქართველოს
ისტორია უძველესი დროიდან 1695 წლამდე, რომელიც 1696 წელს დაასრულა.
ამ ნაშრომს გარდა, მან 1691 წელს გადმოთარგმნა მუსლიმანური სამართლის
წიგნი `ჯამი აბასი~ და შეადგინა სპარსულ-არაბულ-ქართული ლექსიკონი~ 282 .
ფარსადანის შეცვლის შემდეგ, ხოსრო-მირზას რეკომენდაციით აღნიშნულ
თანამდებობაზე დანიშნეს ვინმე პაატა-ბეგი-გურჯი (ქართველი).
ათეული წლების განმავლობაში ისფაჰანის ტარუღა იყო ვახტანგ V
შაჰნავაზის ვაჟი ბატონიშვილი ალექსანდრე (1666-1677 წწ.). ირანის
დედაქალაქის მმართველებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებოდნენ XVIII
საუკუნის პირველ მეოთხედშიც.
1701 წელს ირანის მბრძანებელმა შაჰ სულთან ჰუსეინმა ლევან
ბატონიშვილი თავისთან დაიბარა, როგორც ირანის `ვალის~ _ ქართლის
მმართველი. ლევანმა ავღანელთა წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის
შაჰისაგან ბეგლარბეგობა და ნაიბობა მიიღო.
ცოტა ხანში შაჰის კარმა ირანის სპეციალური სამხედრო დამცავი აპარატი
შექმნა, რომლის მეთაურად იესე ლევანის ძე დანიშნა. ამრიგად, იესე
ბაგრატიონს, სრულიად ახალგაზრდას, ირანის იმპერიის სახელმწიფო დაცვის
უფროსობა ხვდა წილად.
ბაგრატიონთა მიერ ირანის იმპერიაში ასეთ დიდ თანამდებობათა ხელში
ჩაგდება გარკვეულწილად, ქართლის სამეფოს მესვეურთა პოლიტიკის
გამარჯვებას გულისხმობდა, თუმცა საფასურად ირანის შაჰი მათგან ავღანთა
ბრძოლებში წარმატებას ელოდა.
1705 წლს იესე ბატონიშვილმა შაჰისაგან დამატებით, ერანის ვექილის
თანამდებობა მიიღო. სპარსეთის ერთგულებისათვის შაჰმა იესეს ქირმანის
ნაიბობაც უბოძა, ხოლო სპარსეთის პოლიტიკური საზღვრების დაცვისათვის

282 saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, gv. 371.

97
1709 წელს ქირმანის ბეგლარბეგობაც დაუმტკიცა. ამავე დროს, მას
ოფიციალურად სახელიც სპარსული ეწოდა და `ალიყული ხანად~ იქნა
მონათლული.
ამრიგად, იესეს პოლიტიკური კარიერა თანდათან ფართოვდებოდა.
ქართლის პოლიტიკური მოღვაწენი ირანის შაჰის კარზე თავისი გონივრული
საქმიანობით, თავის სამშობლოში _ ქართლში, ჭეშმარიტი პოლიტიკურ-
ეკონომიკურ-კულტურულ აღმავლობას ხელს უწყობდნენ. მათი ასეთი
პოლიტიკური მიდრეკილებანი იმ ვითარებაში გამართლებულად
გამოიყურებოდა 283 .
საინტერესოა, რომ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 1711 წელს შაჰმა
იესეს ირანის თოფჩიბაშობა (არტილერიის უფროსობა) ჩააბარა 284 .
1703-1707 წლებში ისფაჰანის ტარუღა იყო მეფე ერეკლე I-ის უკანონო
შვილი კონსტანტინე, ხოლო 1707-1709 წლებში ქაიხოსრო ლევანის ძე.
ქაიხოსროს ამავე დროს უბოძეს ირანის სამეფოს მხედართმთავრის
თანამდებობა. მასვე ებარა ქალაქების _ თავრიზისა და ბარდას
მმართველობა 285 .
1709 წელს ისფაჰანის მმართველი გახდა როსტომი (ვახტანგ VI-სა და
ქაიხოსროს ძმა), რომელიც ამ თანამდებობაზე 1718 წლამდე იმყოფებოდა. ამავე
წელს ის დაინიშნა ყულარ-აღასად და ქირმანის ბეგლარ-ბეგად.
1718-1722 წლებში ირანის დედაქალაქის ტარუღად გვევლინება ერეკლე
პირველის ვაჟი ბატონიშვილი დავითი (იმამყული-ხანი). ის იყო ისფაჰანის
ბოლო ქართველი ტარუღა.
ქართველებმა თავი გამოიჩინეს დიპლომატიურ სარბიელზეც. XVIII
საუკუნის პირველ მეოთხედში ფართო პოპულარობა მოიპოვა ირანში
თბილისელმა იოსებ _ ქართველმა. 1717 წელს ის შეხვდა ლუი XIV ელჩს
გარდანს და მასთან ერთად გაემგზავრა ირანში თარჯიმნის რანგში. იოსებ-
ქართველი მხოლოდ თარჯიმანი არ იყო. ის ერთის მხრივ მონაწილეობდა
ირან-საფრანგეთის მოლაპარაკებებში, ხოლო მეორე მხრივ გარდანმა მისი
დახმარებით დაამყარა კონტაქტი ქართველებთან, რომელთაც ირანში მაღალი
თანამდებობები ეკავათ.

283 m. qiqoZe, qarTlis mefe iese `aliyuli xan~ bagrationis


moRvaweoba (1686-1727 ww.), `analebi~, # 2, 2004, gv. 48.
284 iqve, gv. 49.
285 m. qiqoZe, qaixosro mefis politikuri moRvaweoba (XVIII
saukunis I aTeuli), `klio~, # 5, 1999, gv. 73.

98
იოსებ-ქართველი ამავე დროს იყო შესანიშნავი ისტორიკოსი. მისი
თხზულება ითვლება პირველწყაროდ XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის
ირანის ისტორიის შესასწავლად 286 .
ქართველებმა თავისი კვალი ავღანეთშიც დატოვეს, რაც დაკავშირებულია
გიორგი XI და ქაიხოსროს სახელთან. ინგლისელი ისტორიკოსის ვ. ალენის
მონაცემებით, ყანდაჰართან ბრძოლების დროს გადარჩენილი ზოგიერთი
ქართველი სამუდამოდ დარჩა ამ რაიონში. შემდგომში ყანდაჰარში ხშირად
მოიხსენიებდნენ `გურჯებს~. ყანდაჰარისა და ზაბულის პროვინციებში
ზოგიერთი ადგილის სახელწოდება ქართველთა აქ ყოფნაზე მიუთითებსო:
გურჯიზოი _ ადგილობრივ ენაზე ნიშნავს `ქართველიდან წარმოშობილს~,
`ქართველის შვილს~. ყანდაჰართან ახლოს არის სოფელი `გურჯიზოი~,
ზაბულის პროვინციაში _ ორი `გურჯიზოი~. ამ სოფლებში ცხოვრობენ ტომები:
ქარზი, ქარზინი, ქალიდაი, აჩექზაი.
ყანდაჰარელი ისტორიკოსის მოჰამედ ანვარის ცნობით, ყანდაჰარის
პროვინციაში არის ორი ტომი _ გურჯიზოი და ბორგეზოი. ორივე დურანის
(აბდალაების) ტომებს მიეკუთვნება. ამბობენ, რომ პირველთ თავიანთი სახელი
ქართველიდან (`გურჯიდან~) აიღესო. შესაძლებლად თვლიან იმასაც, რომ ამ
სოფლებმა და ტომებმა შემდგომში დაირქვეს ეს სახელები ისე, რომ
ქართველებთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. საქმე ისაა, რომ `გურჯი~
(ქართველი) ყოველთვის ძლიერისა და კარგის აღმნიშვნელი იყო აქ. თუ ვინმე
ბრძოლაში გაიმარჯვებდა ან თავს გამოიჩენდა, მაშინვე სახელად `გურჯის~
დაირქმევდაო. დღეს ძნელია იმის დადგენა, ნამდვილი `გურჯი~ (ქართველი)
თუ სიმბოლური `გურჯი~ (მამაცი) უდევს საფუძვლად ზემოაღნიშნულ
ტოპონიმებს.
აქ ხშირად გაიგონებთ გამოთქმას: `ის მაგარია, როგორც გურჯი~, `ის
ლამაზია, როგორც გურჯი~ და სხვ. ყანდაჰარის ბაზარში ხშირად ისმის
`გურჯი~, როგორც `კარგის~ აღმნიშვნელი. გთავაზობენ ხილეულს (ნესვს,
მსხალს, ვაშლს) და ყვირიან: `გურჯი~, `გურჯი~. ხშირად ისმის ბაზარში
გამყიდველის ხმა: `გურჯი ალუჩა~. ეს არის წითელი ტყემალი. როგორც
ამბობენ, ეს ხილი ქართველებს ჩაუტანიათ ყანდაჰარში, ხოლო ადგილობრივ
მცხოვრებლებს მისთვის `გურჯი ალუჩა~ დაურქმევიათ.
ყანდაჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დანდიდან 6 კილომეტრზე
არის სოფელი გორგანი. აქ ცხოვრობს ტომი ბორგეზოი, აქაურმა

286 a. gvaxaria, d. kacitaZe, dasax. naSromi, gv. 12.

99
მცხოვრებლებმა იციან მხოლოდ გურგინ-ხანი, როგორც დამპყრობელი, მაგრამ
არ იციან, ვინ იყო ის. სიტყვა `გურჯი~ იციან მხოლოდ `კარგის~
მნიშვნელობით. ამ მხარეში არის დასახლებული ადგილი ფოთი, რომელიც
სამხედრო პირთა დასახლებული ადგილი ყოფილა. მოჰამედ ანვარის აზრით,
ერთ-ერთი ტომის სახელწოდება `ხუდიზიო~ (პუშტუს ენაზე `ხუდიზოი~ _
`თვითონ~, `ობოლი~) შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს.
დღევანდლამდე ყანდაჰარში შემონახულია გამოთქმები: `გურჯიზოი~,
`ხუდიზოი~, `სურ გურჯი ალუჩა~, `სურ გურჯი მან~ (კარგი კაცი), `საგა
გურჯი~ (კარგი ძაღლი _ ძაღლის ჯიშია) და სხვ. 287
ქერიმ-ხანის ეპოქაში ირანულ წყაროებში მოხსენებულია ალაჰ-ვერდი ხან
ქართველი, რომელიც თურქმანების ათასი მხედრის მეთაურად არის
დასახელებული და მონაწილეობას ღებულობს შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში 288 .
ასეთივე პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ყოფილა ივანე ხან გურჯი 289 .
ირანულ და ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ აღა-მაჰმად
ხანის მკვლელი იყო შაჰის პირადი მსახური, ეროვნებით ქართველი სადიყა.
ჩანს, ამ აქტში ქართლ-კახეთის სამეფოს ხელი ერია. სადეყს ანუ ანდრიას შაჰის
მოსამსახურედ ყოფნის დროს ევალებოდა `მიტანა პირის საბან წყლისა, ჩაისა,
ყალიონის და ნამაზის დროს წყლისა და ჭურჭლის მიტანაც~. სადეყის იგივე
სამსახურებრივ ფუნქციებზე მიგვითითებს მალკოლმიც და სპარსული
გადმოცემებიც 290 .
ანდრია, პლატონ იოსელიანისა და ზაქარია ჭიჭინაძის მოწმობით,
მცხეთელი ყოფილა. იგი ტყვედ ჩავარდნია სპარსელებს, გაუმაჰმადიანებიათ და
სადეყი დაურქმევიათ. შემდეგში, თავისი გონიერებისა და ფიზიკური
შესახედაობის გამო შაჰს თავის მსახურად აუყვანია. ისევე, როგორც სხვა
თავისი მსახურები სადეყიც დაუსაჭურისებია 291 .
ქართული გადმოცემების თანახმად, სადეყი საქართველოში ჩამოსულა და
მეფე ერეკლეს ხლებია. მეფემ სადეყს, ანუ ანდრიას `საჩუქრები უბოძა და
მასთან ულუფაც დაუნიშნა~. იგი კვლავ გაქრისტიანებულა და ბერად

287 i. tabaRua, masalebi XXIII saukunis pirveli meoTxedis


saqarTvelos istoriisaTvis, Tb., 1982, gv. 39-40.
288 z. SaraSeniZe, irani XVIII saukunis meore naxevarSi, Tb.,
1970, gv. 52.
289 iqve, gv. 128.
290 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 196, 197.
291 iqve, gv. 196, sqolio 387.

100
აღკვეცილა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, საჭურისი იყო. ანდრია 1810 წელს
გარდაცვლილა და იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საცხოვრებელი სახლის
სამლოცველოს ეზოში დაუსაფლავებიათ 292 . ანდრიას ირანელი ისტორიკოსები
`სადეყ გურჯის სახელით იხსენიებენ 293 .
მოგვიანებით, კერძოდ XVIII საუკუნის მიწურულს კიდევ ერთხელ შეიქმნა
შესაძლებლობა დედით ქართველი ტახტის მემკვიდრე ირანის შაჰი
გამხდარიყო. მაგრამ მაშინ კანონად ქცეულმა ანდერძმა ჩაშალა მოვლენების
განვითარება. აღა-მაჰმად ხანის ანდერძით, მხოლოდ ყაჯართა ტომის ქალისაგან
შეიძლებოდა შაჰს ჰყოლოდა ტახტის მემკვიდრე. სწორედ ამით იყო
გამოწვეული, რომ ფათჰ ალი შაჰმა გვერდი აუარა თავის უფროს ვაჟს მოჰამედ
ალი მირზას, რომელიც მას ქართველი ტყვე ქალისაგან ჰყავდა (რომლის
გვარიც წიქარაშვილი უნდა ყოფილიყო) თავის მეფობის მეორე წელს
ვალიაჰდად _ ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა აბას მირზა და მას `ნაიბ-ოს
სალანეს~ ტიტული უბოძა 294 .
სპარსეთის ერაყსა და მაზანდარანში აბას-მირზას მიერ გაგზავნილმა
ვერდიეს მიერ სკოლაგამოვლილმა სარბაზებმა გაწვრთნეს რეგულარული
ქვეითი ჯარი, რომლის ჯარისკაცებსაც `სარბაზების~ ანალოგიით `ჯანბაზები~
შეარქვეს. ჯანბაზებს, `ნასეხ ოთ-თავარიხის~ ცნობით, ფათალი-შაჰმა მეთაურად
დაუნიშნა ყაჯარების დინასტიის ერთგული მსახური იუსუფ-ხან გორჯი,
რომელსაც სპასალარობა და სეფაჰდარის მეტად საპატიო სამხედრო წოდებები
უწყალობა. იუსუფ-ხან გორჯის სამართავად სპარსეთის ერაყის პროვინცია
ებოძა, რადგანაც მან თავის ჯარში, შაჰის ბრძანებით, თორმეტი ათასი
ჯარისკაცი გაიწვია და სარბაზების დახმარებით ევროპულად გაწვრთნა 295 .
იუსუფ-ხანი ეროვნებით ქართველი უნდა იყოს, რადგან ირანელები
`გორჯის~ სახელით ქართველებს მოიხსენიებდნენ. ამავე პერიოდში შაჰის
კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მირზა იუსუფ მოსთოუფი აშრაფი,
წარმოშობით ქართველი (გურჯი). მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ირანის

292 iqve, gv. 198.


293 iqve, gv. 209.
294 z. SaraSeniZe, saqarTvelos sakiTxi XVIII saukunis miwu-
rulis iranis sagareo politikaSi, kr. `maxlobeli aRmo-
savleTis qveynebis axali da uaxlesi istoria~, Tb., 1983,
gv. 125.
295 nugzar ter-oganovi, iranis regularuli armia da
ucxouri samxedro misiebi, Tb., 1984, gv. 22-23.

101
(1804-1813 წწ.) ომში. სპარსული წყაროების ცნობით, ირანის ხელისუფლებას
უნდოდა გაეგოთ რუსებს, რომ მათ ჯარში განათლებული `ირანის დაბირებიც
(მდივნები, მწიგნობრები) ისევე თავგამოდებით იბრძვიან, როგორც ხმლის
ქნევაში გამოცდილი ვაჟკაცები~ 296 .
ამ დროს დაწინაურდა წარმოშობით კიდევ ერთი ქართველი იოსებ-ხან
გურჯი, რომელიც ფათჰ-ალი შაჰის კარზე გაზრდილი ყოფილა, ჯარის
სპასალარი და ირანის ერაყის ტერიტორიების ნაწილის _ ფარაჰანის, ქაზაზის,
ქამრაჰის, სარბანდის, ვაფასის, ბაზჩალუს, შერას, თაფრაშის, აშთიანის
მმართველი. მიენიჭა სეფაჰდარის ტიტული 297 .
1824 წელს იოსებ-ხან გურჯი კიდევ უფრო მეტად აღზევებულა. ამ წელს
შაჰს გადაუყენებია ისფაჰანის მმართველი აბდალა-ხან ოდ-დოულე და მის
ნაცვლად უფლისწული სოლთან მოჰამედ მირზა დაუნიშნავს. ხსენებული
უფლისწულის ვეზირად ირანის მბრძანებელს `ერაყის სეფაჰდარი~ იოსებ-ხანი
განუწესებია. იოსებ-ხანის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ღოლამ ჰოსეინ-
ხანი მამის თანამდებობაზე დაუნიშნეს, ხოლო უფლისწულ სეიფ ოდ-დოულეს
ვეზირად ისფაჰანში განწესებული იქნა ხოსროვ-ხან გურჯი 298 .
საინტერესოა, რომ ირანის შაჰის 42-ე ცოლი თავუსი ქართველი ქალი იყო
(`ასლან გურჯი ბუდ~). შაჰს სილამაზისა და მშვენიერების გამო მისთვის `თაჯ
ოდ-დოულეს~ (`სახელმწიფოს გვირგვინი~) ტიტული უბოძებია 299 .
XX საუკუნის 20-იანი წლები, კერძოდ, 1925 წლის 12 დეკემბერი დაედო
საფუძვლად ახალი დინასტიის _ ფეჰლევის დაარსებას. რეზა-ხანი შაჰი შეიქმნა,
ირანის მბრძანებელი, მისი უშუალო გამგებელი. მას შიში და მეფური
ამპარტავნობა არ ახასიათებდა, არც ოფიციალური გამყოლი ჰყავდა სიცოცხლის
დასაცავად. მისი ბედი მხოლოდ ერთ ქართველ მძღოლს ჰქონდა მინდობილი,
რომელიც მართავდა მის ავტომობილს.
იმ პერიოდში ქართველები მრავლად იყვნენ ირანში, მხედველობაში გვყავს
ემიგრანტი თანამემამულენი, რომლებიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
დაპყრობის შემდეგ გაიქცნენ სამშობლოდან. მაგრამ მათში მხოლოდ ერთმა
გამოიჩინა თავი. ეს იყო ყოფილი ქართველი გენერალი _ კარგარეთელი. იგი

296 z. SaraSeniZe, iranis Sinapolitikuri viTareba da saga-


reo urTierTobani XIX s. dasawyisSi, Tb., 1984, gv. 94,
sqolio 131.
297 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 114.
298 iqve, gv. 123.
299 iqve, gv. 176.

102
ქართველი სოციალ-დემოკრატების ჯარში ყოფნის შემდეგ 1919 წელს ირანის
`საბჭოთა~ ჯარში ყოფილა, მაგრამ მრწამსის გამო ქუჩიქ-ხანის რაზმს
მიეკედლა. მისი დაშლის შემდეგი კი, თეირანში დაბინავებულა როგორც
ჩვეულებრივი უცხოელი მოქალაქე. აღნიშნულ პერიოდში იქ ცხოვრება ისევ
აწეწილი იყო და ეკონომიკურად საშინლად დაცემული. შიმშილობამ
აუარებელი ხალხი გაწყვიტა. ქუჩებში ათასობით მკვდარი ეყარა. დიდი ოჯახის
პატრონ გენერალს ცხოვრება გაუჭირდა. ის ყოველდღე გადიოდა ბაზარში და,
მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის
ჩამოხსნა-აკიდებაში. იგი ასე შოულობდა დღეში ორიოდე ყრანს (ყრანი 30 კაპ.)
და ინახავდა ოჯახს. ამასობაში მდგომარეობა შეიცვალა, რეზა-ხანმა ხელში
ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად
ორგანიზაციას. აქ მას გამოადგა გენერალი კარგარეთელი. რეზა-ხანმა იგი
დაიახლოვა და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. რეზა-ხანსა და მის
თანამშრომლებს თვითონვე შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. სპარსულ
ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოებისა, რომელთა
ავტორი იყო `გურჯი ხანი~ _ კარგარეთელი 300 .
შაჰად კურთხევის პირველ დღეებში ქართველმა კომერსანტმა აკაკი
ხოშტარიამ რეზა-შაჰს უძღვნა იტალიური ხელოვნების მარმარილოს
ქანდაკებები, რომელიც დიდ ღირებულებას შეადგენდა. რეზა-შაჰმა კომერსანტს
მადლობა გადაუხადა და დასძინა: _ მე ჯერ ისეთი სასახლე არა მაქვს, რომ
ასეთი ძვირფასი ნივთები დავალაგო, მალე ავაშენებ ახალ სასახლეს და
როდესაც ამ ქანდაკებებს შიგ მოვათავსებ, ნადიმზე შენც დაგპატიჟებო 301 .
მაგრამ ქართველი ერის წარმომადგენლები ირანში მარტო სამხედრო
საქმესა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში კი არ ღებულობდნენ
მონაწილეობას, არამედ მათ ამ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაშიც ეჭირათ
გარკვეული ადგილი და თავისი წვლილი შეჰქონდათ მის საგანძურში.
ხსენებულ საუკუნეებში ირანში მოღვაწეობდნენ მხატვრები _ ქართველები
სიაოშ-ბეგი და ჯაბადარი, რომლებიც სამართლიანად უნდა ჩაითვალონ
პირველხარისხოვან ოსტატებად. სიაოშ-ბეგს ისქანდერ-მუნში ახასიათებს,
როგორც შესანიშნავ ოსტატს, რომელსაც მხატვრობის ზოგიერთ დარგში `ვერც
ერთი ოსტატი ვერ შეედრებოდა~. მხატვარ ჯაბადარის შემოქმედებასაც აძლევენ

300 a. WeliZe, eqvsi weli sparseTSi, Tb., 1964, gv. 38.


301 iqve, gv. 41.

103
ფრიად მაღალ შეფასებას, როგორც განსაკუთრებით საინტერესო მოვლენას
ირანის მხატვრობის ისტორიაში და მეტად მაღალი ოსტატობის ნიმუშს 302 .
ირანულ ისტორიოგრაფიაში წყაროებზე დაყრდნობით გვხვდება რამდენიმე
ქართველის სახელი, რომელნიც ცნობილი პოეტები ყოფილან. ყველა ისინი
მოქცეული არიან უმაღლესი წოდების პირთა ჯგუფში და ყველა ეკუთვნის
ქართველ დიდებულთა რიცხვს. მათი ქართველობის შესახებ ან პირდაპირ არის
მითითებული ქართველიაო, ანდა აღნიშნულია _ ამა და ამ პირის, ქართველის
შვილი არისო 303 .
ქართული წარმოშობისა და საამისო ნიშნად გორჯის გვარად მატარებელ
თვალსაჩინო სპარსელ პოეტებს ყაჯართა დინასტიის (1779-1925 წწ.) პერიოდშიც
ვხვდებით, რომელთა სახელები და ლექსები ირანელებს საუკეთესო პოეტთა
ანთოლოგიებში აქვთ შეტანილი. ისინი ბევრ მეცნიერს ქარაჯელებად (ქალაქია
თეირანის ახლოს) მიაჩნია, რადგან ქართველი (გორჯი) და ქარაჯელი (ქარაჯი)
სპარსულად ერთნაირად იწერება 304 .
გორჯი ჰქონდათ ფსევდონიმად ირანში მცხოვრებ არა მარტო პოეტებს,
არამედ საერთოდ ყველას, ვინც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ამ
ნესბის ტარებას ისურვებდა, ამით ისინი თავიანთ წარმომავლობას უსვამდნენ
ხაზს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ძმები კალიგრაფები ფარჰად-ბეგ გორჯი და
აბდ-ალ-ლაჰ გორჯი. (აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა ქართველი პოეტი იეთიმ
გურჯი, რომელმაც ეს ნესბა ალბათ არაქართულ წრეში ყოფნის დროს აირჩია.
რაც შეეხება მის სახელს, იგი ნიშნავს _ ობოლს. ასეთი სახელი ბევრს ერქვა
აღმოსავლეთში, მათ შორის ცნობილია პოეტები: იეთიმ გორჯარათი, იეთიმ
ლაჰური, იეთიმ ჰამადანი, იეთიმ იაზდეჯერდი, იეთიმ ქაშანი, იეთიმი ჰარავი
და სხვ.) 305 .
ირანელი მეცნიერი ებრაჰიმ სეფაი თავის წიგნში, რომელიც ყაჯართა
დინასტიის დროინდელ სპარსულ ლიტერატურას ეძღვნება, გვაცნობებს, რომ
ვინმე მირზა აჰმად გორჯის დაუწერია ფათჰ-ალი შაჰის მეფობის (1797-1834 წწ.)
დროის ლიტერატურის ისტორია, მაგრამ ვერ დაუმთავრებია, ისე
გარდაცვლილა 306 . ახთარი, იგივე აჰმად-ბეგი წიგნის შესავალში თავისი
ვინაობის შესახებ შემდეგს აღნიშნავს: `ამ წიგნის თქვენს მონა-მორჩილ ავტორს

302 v. fuTuriZe, dasax. naSromi, gv. 288.


303 iqve, gv. 290.
304 m. Todua, dasax. naSromi, gv. 106-107.
305 m. Todua, dasax. naSromi, gv. 106.
306 iqve, gv. 107.

104
სახელად აჰმადი მქვია და ფსევდონიმად ანთარი მაქვს. მამაჩემი თბილისელ
აღადათა(?) ჩამომავლი გახლდათ, რომელიც ისლამით განდიდებულიყო, დედის
მხრით ჰასან-ფაშა თორქმანის ჩამომავალი ვარ.
დავიბადე თავრიზში, უმეტესად ისპაანსა და შირაზში ვიზრდებოდი,
სწავლულებთან სამსახურისაგან შეძლებისდაგვარი ცოდნა შევიძინე და ლექსის
წერაშიც ამ საქმის კარგად მცოდნეებს თვალში რომ მოუვათ, ისეთი ხარისხი
მოვიპოვე~ 307 .
ყაჯართა ხანაში გახმაურებულია ქართული წარმომავლობის კიდევ ერთი
პოეტის, ახთარის ძმის ნეშათის სახელი 308 .
ირანის მეჯლისის ხელნაწერთა საცავში ინახება ერთი დივანი, რომელიც
იუსეფ გორჯის ეკუთვნის. იუსეფი არის ფსევდონიმი იუსეფ-ხან გორჯისა,
რომელიც მაჰმუდ მირზას გაზრდილთაგანია. როგორც მაჰმუდი თავად
აღნიშნავს: `იუსეფ-ბეგი ამ ქვეყნად მოვლენილი სამოთხის სული და ადამიანის
სახით გამოცხადებული ანგელოზია. საქართველოდნაა, მაგრამ ცხოვრების
დასაწყისშივე, როცა შვიდ წელს არ იყო გადაცილებული, ერთმა როსთომის
ძალის მქონე რჯულისათვის მებრძოლმა ძალითა და ღონით თავის ყოფილ
ზემოთ ნახსენებ ვილაიეთიდან როგორც ტყვე წამოიყვანა, ტუჩები დედის
მკერდსა და მკლავები მამის კალთას მოუწყვიტა, ურჯულოებიდან ისლამის
რჯულზე მოაქცია და მე ფეშქაშად მომართვა~. ამის შემდგომ ავტორი ზომაზე
მეტად აქებს ამ უკუღმერთ ბედის მქონე ახალგაზრდის სილამაზესა და ნიჭს,
გვაუწყებს, რომ ამ დროისათვის მას სამიათასი ბაიათი ჰქონია და ბოლოს
მოაქვს მისი ყასიდების, რობაისა და ღაზელების ნიმუშები 309 .
ირანში ქართული წარმოშობის პოეტები იყვნენ ხოსროვ გორჯი, ბეჰზად-
ბეშგი, ეშთეჰა, ვაფაი აშრაფი, ქაუქაბი გორჯი, ნეჟად გორჯი, ქამი გორჯესთანი,
იამინი გორჯი, ვალი-ხან გორჯი, თალებ შირაზი გორჯი, მაქნუნ გორჯი, როქნ-
ე გორჯ-ი და სხვ.
საერთოდ, ირანში ქართველ მოღვაწეთა რიცხვი თანდათანობით
იზრდებოდა, ამასთან ერთად იზრდებოდა ამ ქართველ მოღვაწეთა გავლენა
ირანის კარზე. უმრავლეს სახელმწიფო საქმეებს შაჰი სწორედ მათი რჩევით
წყვეტდა. ქვეყნის მართვაში ქართველთა როლის ზრდასთან ერთად, გარკვეული
ცვლილებები ხდებოდა თვით ირანის სახელმწიფო სტრუქტურასა და
შემადგენლობაში. ნაცვლად სეფიანთა მმართველობის დასაწყისში არსებული

307 iqve, gv. 137.


308 m. Todua, dasax. naSromi, gv. 139.
309 iqve, gv. 152.

105
ყიზილბაშური მთავრობისა, რომელიც უმთავრესად თურქული ტომებისაგან
შედგებოდა, შეიქმნა ახალი სახელმწიფო, რომელშიც ყიზილბაშებს მცირე
ადგილი ეკავათ. წარჩინებულმა ყიზილბაშებმა დაკარგეს თავიანთი
ხელმძღვანელი როლი. ახალი სახელმწიფოს შემადგენლობაში დიდი ხვედრითი
წონა მოიპოვეს ქართველებმა. სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტისას შაჰები
უკავშირდებოდნენ აგრეთვე საქართველოში ხელისუფლების სათავეში მყოფ
ქართველ მმართველებს, სარგებლობდნენ მათი რჩევით.

106
გვიხმობს ფერეიდანი!

ამას ამბობდა ქართველი,


სპარსეთში გადახვეწილი,
რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,
მაინც დავრჩები ქართველი.

ირანის ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა


ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანის სამხრეთ-დასავლეთით, იქ, სადაც
აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე
მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც
ფერეიდანს ეძახიან. თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ამ მაღალ მთებში
ბინადრობს ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამშობლოსგან მოწყვეტილი
ქართველი მოსახლეობა. ისინი ჩვენში `ფერეიდნელი ქართველების~ სახელით
არიან ცნობილი 310 .
ზუსტი და დაწვრილებითი ცნობები ფერეიდანში ქართველთა ჩასახლებისა
და მათი იქ ცხოვრების შესახებ თითქმის არ შემონახულა. თვით ირანში
საგანგებოდ იყო მიჩქმალული ფერეიდნელთა ქართველობა და დღემდე მათ
რიცხვს ხელოვნურად მიაწერენ და უმატებენ სპარსულ მოსახლეობას.
მთელი XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში არცერთი ქართველი, რუსი
თუ ევროპელი მოგზაური არ მოხვედრილა ფერეიდანის მხარეში, რის გამოც ამ
პერიოდის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება იქ მოსახლე
ქართველების შესახებ.
მხოლოდ 1840 წელს გაიარა გზად ფერეიდანში ინგლისელმა ჰენრი
ლეიარდმა, რომელმაც შემოგვინახა პირველი წერილობითი ცნობა ფერეიდანთან
დაკავშირებით 311 .
ირანის ცნობილ ისტორიკოსსა და სტატისტიკოსს სეიდ ალის, რომელიც
XX საუკუნის 20-30-იან წლებში მოღვაწეობდა და რომელმაც ირანის
ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნებათა მთლიანი სტატისტიკა შეადგინა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ირანში ქართველები მოსახლეობენ. რა თქმა
უნდა, რომ არც საზღვარგარეთელი ავტორები იხსენიებენ ირანში ქართველი
მოსახლეობის არსებობის ფაქტს. XIX საუკუნის ცნობილი მკვლევარი ელიზე
რეკლიუ, რომელმაც მსოფლიო გეოგრაფიის მრავალტომიანი შრომა შეადგინა,

310 g. WipaSvili, fereidneli qarTvelebi, Tb., 1963, gv. 3.


311 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, Tb., 1979, gv. 60-61.

107
როცა ირანის გეოგრაფიას გადმოსცემს, ამ მხარეს ფერეიდუნად იხსენიებს და
თვლის, რომ თითქოს იქ ცხოვრობენ საქართველოდან გადასული სომხები,
რომლებიც ქართულ ენაზე ლაპარაკობენო. რეკლიუ სწორ ინფორმაციას
ემყარება, როცა აღნიშნავს, რომ ფერეიდანის მოსახლეობა საქართველოდან არის
გადასული (თუმცა არა გადასული, არამედ ძალით გარეკილი) და მათი
სალაპარაკო ენა ქართულია, მაგრამ ცდება და ერთმანეთში ურევს სომხებსა და
ქართველებს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ფერეიდანის ქართველ
მოსახლეობას 312 სომხებად თვლის.
რადგან შაჰ-აბასი ქართველებში უნარიან მეურნეებსა და გულად მეომრებს
ხედავდა ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტყვე ქართველების ფერეიდნის მაღალმთიან
რაიონში ჩასახლებით მტკიცე ბარიერი შეექმნა ბახთიარების, ლურებისა და
ქურთების ტომებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ და
მუდმივი შიშის ქვეშ აყენებდნენ სეფიანთა შაჰების სატახტო ქალაქ ისფაჰანსა
და მიმდებარე სპარსელთა სოფლებს. ფერეიდანი სწორედ ბახთიარიდან
ისფაჰანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მოხერხებული და ცბიერი შაჰის ეს
ვარაუდი შემდეგში ცხოვრებამ დაადასტურა.
ბახთიართ ტომები: ჩარლანგი, ჰაფლანგი, ბოსაქი, მომსალე, ქუნუსი
დროგამოშვებით ერთიანდებოდნენ და დარბევებს აწყობდნენ ქართველთა
სოფლებზე. ქართველები არა თუ თავს იცავდნენ, არამედ მეზობელი სოფლების
მოსახლეობასაც მფარველობდნენ. თუ არა ქართველები, იქაური სომხებისა და
ზოგიერთი სპარსული სოფლის ხსენებაც აღარ იქნებოდა. იყო შემთხვევები,
როდესაც ქართველი ქალი იარაღს აისხამდა და მტრის წინააღმდეგ იბრძოდა.
ზოგჯერ ქართველები თავად ბახთიარებისგან შევიწროებულ ბახთიარებსაც
იფარავდნენ 313 .
მოგვიანებით, შაჰის ბრძანების თანახმად, აქ მცხოვრები ქართველების
გაძლიერების მიზნით, ისფაჰანის პროვინციაში დასახლებული ჩვენი
თანამემამულენი ფერეიდანში ჩაასახლეს 314 . ეს იყო ერთადერთი შემთხვევა,
სადაც ქართველების კომპაქტურად დასახლება მოხდა. მართალია ირანის
ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა ეს აქტი, მაგრამ
სამაგიეროდ, ასეთმა ვითარებამ შეაძლებინა ქართველობას დღემდე მოეტანა

312 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 7-8.


313 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 10-11; misive, sergo gam-
dliSvili (`sergo gurji~), da misi iranuli dRiurebi,
Tb., 1983, gv. 113.
314 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.

108
თავისი ეროვნული სული. სხვა შემთხვევაში, როგორც ყველა დამპყრობს ჩვევია
და ზევით უკვე ითქვა ქართველობა მთელი ირანის ტერიტორიაზე გაფანტეს,
რის შემდეგ მათი ასიმილაცია ადვილად განხორციელდა.
საქართველოში ზეპირგადმოცემებიდან იცოდნენ, რომ სპარსეთის
მივარდნილ მხარეში მათი მოძმე ქართველები ცხოვრობდნენ. ბევრ ქართველს
შემდეგშიც ხშირად უმუხთლა ბედმა და ისტორიის მთელ ამ მონაკვეთში
ნებით თუ უნებლიედ, თავის სიცოცხლეს ირანის შაჰის კარზე ან ქვეყნის
რომელიმე პროვინციაში ატარებდა. სამწუხაროდ, ფერეიდნელთა ვინაობის
შესახებ წერილობითი ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. `კალმასობის~ ავტორი
თავის ცნობილ პერსონაჟს ლოცვაში ათქმევინებს: `ეძიე (ადონაი უფალო)
სისხლნი ივერიისა, დანთხეულნი მირიან მეფითაგან ვიდრე აქამომდე, და
მოიყვანე ერი იგი (ქართველი) ფერეითიდგან (ფერეიდანი) 315 .
ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა XIX საუკუნის ქართული
საზოგადოებრივი აზრი ირანში გადასახლებულ ქართველებზე. პოლიევქტოვის
პირად არქივში დაცულია ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ირანს
გადასახლებულ ქართველთა ერთ-ერთი თანმგრძობი მოითხოვს შეიქმნას
საზოგადოება ან კომიტეტი, რომელსაც დაევალებოდა საზღვარგარეთ
მცხოვრები და ადგილობრივ მაჰმადიან ქართველთა საქმეების შესწავლა.
პირველ რიგში ამ კომიტეტს უნდა მოეწყო ექსკურსიები სპარსეთში,
თურქეთში... ქართველ მაჰმადიანთა ენის, წეს-ჩვეულებათა, რელიგიისა და
ყოფის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით. მათ მჭიდრო კონტაქტი უნდა
დაემყარებინათ მაჰმადიან ქართველებთან.
საქართველოდან გადასახლებულ ქართველთა ბედ-იღბალზე ქართველი
საზოგადოების დაინტერესებას მოწმობს გაზ. `ივერიაში~ და `დროებაში~
გამოქვეყნებული პუბლიკაციები 316 .
დიდი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში
1871 წელს პირველი ფერეიდნელი ქართველის _ იოთამა ონიკაშვილის
ჩამოსვლამ თბილისში. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაცხოველდა ქართველი
ხალხის ინტერესი ფერეიდანის მიმართ. ბევრმა ქართველმა გამოთქვა სურვილი
წასულიყო და თავისი თვალით ენახა იქ მცხოვრები ქართველები. ამ ამბავს
ფართოდ გამოეხმაურა იმდროინდელი ქართული პრესა.
პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც 1894 წელს ფეხი დადგა
ფერეიდანის მიწაზე, რათა გაცნობოდა იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის

315 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 61.


316 m. kutalaZe, dasax. naSromi, gv. 168-169.

109
ყოფას, იყო ლადო აღნიაშვილი 317 . როგორც თავად ლადო იგონებს ირანში
შეხვედრილ სომხის ტერტერას არ ესიამოვნა ქართველის ვიზიტის მიზანი და
შეეცადა გაადაფიქრებინა ფერეიდანში წასვლა: `ისინი საზიზღარი
ფანატიკოსები არიან, შეუძლიანთ შენც გაგამაჰმადიანონ~ 318 _ `არიგებდა~ დიდ
მამულიშვილს.
ლ. აღნიაშვილმა დაათვალიერა ყველა ქართული სოფელი. გადაიღო ფოტო-
სურათები. თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოსცა წიგნი თავისი
მოგზაურობის შესახებ. აღნიაშვილი ფერეიდნელ ქართველებს სთხოვდა არ
მოეხდინათ სისხლის აღრევა სპარსელებთან, შეენარჩუნებინათ ენა და
ეროვნული ტრადიციები, ეცხოვრათ მეგობრულად და დალოდებოდნენ
განთავისუფლებას. ლადომ, სოფელ ბოინის მცხოვრებ ქართველს სამახსოვრო
წერილი დაუტოვა. ეს უკანასკნელი რამდენიმე წელი ინახავდა წერილს,
როგორც რელიქვიას, მაგრამ ხელისუფლების შიშით გაანადგურა. მოხუცი
ქართველები დიდი სიხარულით იგონებდნენ აღნიაშვილის მათთან ყოფნას 319 .
1896 წელს კიდევ ორი ფერეიდნელი ესტუმრა საქართველოს _ ხუციშვილი
და ონიკაშვილი, ხოლო 1905-1906 წლებში თბილისში იმყოფებოდა ფერეიდნელი
ქართველი მაჰმუდ მაყაშვილი. ასევე, თბილისში ყოფილა მისი სიძე ნასრულა.
ქართულ კლუბში ის დასწრებია ბალ-მასკარადს. მასკარადის დროს მისთვის
ქართველებს გადაუციათ უთარიღო ბარათები, სადაც ეწერა: `ნასრულა
მიყვარხარ~, `ნასრულა გაკოცებ~.
თეირანში დაბრუნებული ნასროლა გაცნობია ქართველ მოჭიდავეს,
რომელსაც სახელი გაუთქვამს და ფალავნობით საკმაო თანხაც უშოვია. შემდეგ
ნასრულას თანხლებით ის წასულა ისფაჰანში, მაგრამ გზაზე ორივე მოუკლავთ
ყაჩაღებს 320 .
1922 წელს ფერეიდნელი ქართველი სეიფოლა იოსელიანი ეწვია
საქართველოს. იგი აქ დარჩა 1923 წლის ზაფხულამდე. სანამ იოსელიანს
მიუჩენდნენ მისთვის განკუთვნილ ბინას, იგი თითქმის თვენახევრის
განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში თავისი ძველი მეგობრის პავლე
ლორთქიფანიძის ბინაზე 321 .

317 z. SaraSeniZe, axali masalebi fereidneli qarTvelebis


Sesaxeb, Tb., 1969, gv. 8.
318 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 168-169.
319 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 21.
320 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, Tb., 1951, gv. 14-15.
321 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, gv. 73.

110
1922 წლის 25 აგვისტოს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დაავალა
განსახკომს მოეწყო ექსპედიცია ირანის ქართულ კოლონიებში რსფსრ
წარმომადგენლობის მეშვეობით და წაეღოთ ქართული გაზეთები
ლიტერატურასთან ერთად 322 .
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი
დიპლომატიური ღონისძიებები გაეტარებინა ირანში მცხოვრები ქართველების
სასარგებლოდ. ასევე გამოყო შესაბამისი თანხა სეიფოლა იოსელიანის
დასაფინანსებლად საქართველოში ყოფნის დროს 323 .
სეიფოლამ საქართველოს ცაკ-ს მიმართა თხოვნით გამოეყოთ მისთვის
სათანადო თანხა ირანში _ ფერეიდანში, დასაბრუნებლად და ასევე საჭირო
სახსრები, რათა მას შესაძლებლობა მისცემოდა ფერეიდნელი ქართველი
ბავშვებისათვის ესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ეზრუნა მომავალი
თაობის აღზრდაზე. მაგრამ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ
მთლიანობაში არ დააკმაყოფილა ეს მამულიშვილური საქმე. დადგენილებაში
აღინიშნა, რომ `მიეცეს წინადადება ს. იოსელიანს საჩქაროდ წარმოადგინოს
ცნობა თუ რამდენი დასჭირდება მას სპარსეთში, თავის სოფელში
დასაბრუნებლად და ამისდა მიხედვით გადასწყდეს მისი გამგზავრების
საკითხი. დანარჩენ ნაწილში მისი თხოვნა დატოვებული იქნას
უყურადღებოდ~ 324 .
1923 წლის სექტემბერში იოსელიანმა იგივე თხოვნით მიმართა
საქართველოს ცაკ-ს, რაზეც ანალოგიური პასუხი მიიღო 325 . თუმცა
აღმასრულებელმა კომიტეტმა ამავე დროს დააყენა საკითხი სპარსეთის
ქართულ სოფლებში კულტურულ დაწესებულებათა დაარსების შესახებ, რაც
განსახილველად გადაეცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ
კომიტეტს 326 .
1942 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ თეირანში სსრკ
ელჩთან შეთანხმებით, ფერეიდნელ ქართველებს გაუგზავნა 97 დასახელების
ლიტერატურა ქართულ ენაზე 327 . ასევე `პატეფონის~ 32 ფირფიტა. 10 ცალი

322 suicsa, f. 284, anaw. 2, saq. 2, furc. 21.


323 iqve, furc. 29.
324 iqve, furc. 31.
325 iqve, anaw. 1, saq. 56, furc. 24b
326 iqve.
327 spa, f. 14, anaw. 14, saq. 210, furc. 10.

111
ჩონგური, 5 ფანდური, 2 დოლი, 5 დაირა 328 . ამავე დროს რესპუბლიკის
ხელმძღვანელობის მითითებით რადიოკომიტეტში მომზადდა საკონცერტო
პროგრამები (ძირითადად, ქართული ხალხური მუსიკის თემატიკაზე) 329 .
1943 წელს, როდესაც სტალინი თეირანის კონფერენციაზე ჩავიდა
აუდიენციაზე ეწვია შაჰს სასახლეში. შაჰი ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაემხო
და სტალინს მხსნელი უწოდა. სტალინმა ფეხზე ააყენა... უკან რომ გმობრუნდა
სტალინი თავის გარემოცვაში მყოფ ქართველებს ქართულად გაესაუბრა:
`აფსუს, ახლა გიორგი სააკაძე რომ ააყენა და მუხლმოდრეკილი სპარსეთის
შაჰი დაანახაო...~ 330 .
საბჭოთა დელეგაციის ჩასვლამ ირანში ბევრს გაუღვიძა იმედის
ნაპერწკალი. მას დაბეჯითებით სთხოვდნენ მფარველობას აზერბაიჯანელები
და ფერეიდნელი ქართველები 331 .
საელჩოში რამდენჯერმე მივიდა ფერეიდნელ ქართველთა წარმომადგენელი
სეიფოლა იოსელიანი, ესაუბრა სტალინს, უამბო, რომ 1922 წელს საქართველოში
ჩამოსულა, ყოფილა ფილიპე მახარაძესთან და უთხოვია, გადაეწყვიტა ირანელ
ქართველთა სამშობლოში დაბრუნების საკითხი. მახარაძეს დახმარება
აღუთქვამს, ისიც კი მიუნიშნებია, სამგორის ველზე დაგასახლებთო. მაგრამ მას
შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მისცემია. საიფოლამ სთხოვა სტალინს
გადაესინჯა ფერეიდნელ ქართველთა დაბრუნების საკითხი. სტალინმა უპასუხა,
ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები, რადგან ახლა ამის დრო არ არისო 332 .
1944 წელს ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ჩაიტანა ქართული
ლიტერატურა. დარიგების დროს დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ყველა
ცდილობდა მეტი წიგნი მიეღო. სოფელ ფორელში ჩხუბიც კი მოუვიდათ. ასევე
ჩაიტანეს პატეფონი, რამდენიმე ასეული ქართული სიმღერების ფირფიტა. იყო
შემთხვევა სოფელ ავჭალაში, როდესაც ქართულ სიმღერებს დილიდან
საღამომდე უსმენდნენ. განსაკუთრებით, მოწონებიათ მარო თარხნიშვილის
გუნდის სიმღერები.
იმავე 1944 წელს სოფელ ბოლნისის მკვიდრის, მოლა პაპაშვილის
თაოსნობით, საქართველოში გამოგზავნეს პირველი ქართული წერილი,

328 iqve, furc. 12.


329 iqve, furc. 5.
330 k. naWyebia, Teirani. 1943 noemberi, kr. `gafrindi Savo
mercxalo~, Tb., 2000, gv. 247.
331 iqve, gv. 245.
332 k. naWyebia, dasax. naSromi, gv. 250-251.

112
რომელიც საქართველოს ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. წერილი შემდეგი
შინაარსის არის: _ `გამარჯობათ ქართველებო, გისურვებთ მტერზე
გამარჯვებას, ნაზად იყოს ჩვენი მამა ბატონი სტალინი~. წერილის დაწერას
ესწრებოდა 200 კაცამდე. აუწერელი იყო ის სიხარული, როდესაც პაპაშვილმა
წაუკითხა წერილი იქ დამსწრე ქართველობას 333 .
1945 წელს სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობდა
ფერეიდანში მცხოვრები თვისტომნი სამშობლოში დაებრუნებინა. ასეთი ხმების
გავრცელება აღელვებდა ფერეიდნელ ქართველებს 334 .
ირანში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კოტე ფრუიძე და მოსე
ნატროშვილი. ისფაჰანში სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელი შეიქმნა. მდგომარეობის
გამოსწორებამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში ზამთრის დროს მათ გადაწყვიტეს
ფერეიდანში წასვლა სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობის
მისაღებად. ისინი მივიდნენ ქართულ სოფელ თოლერში. ორივე ქართველი
სოფელში იყო დაბადებული და მათთვის სოფლის მეურნეობა ჩვეულებრივ
საქმიანობას წარმოადგენდა. ამას გარდა, მოსე ნატროშვილი მეცხვარეობაში
დახელოვნებული სპეციალისტი იყო.
თოლერის სტუმრები ირანში 13 წლის ყოფნის მანძილზე მუშაობდნენ
რკინიგზების მშენებლობაზე, სადაც გაიცნეს მრავალი ქართველი, რომლებიც
ფერეიდანიდან სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანთან
დამეგობრდნენ კიდეც და სწორედ მათი მიწვევით 1945 წლის აგვისტოში
წავიდნენ სამუშაოდ ფერეიდანში. `დაუპატიჟებელი~ სტუმრების მისვლა არ
ესიამოვნა ფეოდალ-ხანს, რომელიც იყო არა მხოლოდ მემამულე არამედ
ფეოდალიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხანმა გადაწყვიტა ფრუიძისა
და ნატროშვილის განდევნა. პირველ რიგში მათ შესახებ აცნობა ისფაჰანში
მყოფ `საბჭოთა~ კონსულს, რომ `მის სოფელში მივიდა ორი ფაშისტი ან მათი
მსგავსი ორი პიროვნება გაურკვეველი მიზნით...~ მეორე დღეს ისფაჰანიდან
სოფელში გამოცხადდა საკონსულოს წარმომადგენელი. ადგილზე გაეცნო
ვითარებას. ბუნებრივია, მან ვერავითარი საეჭვო ვერ აღმოაჩინა და
გულთბილად გამოემშვიდობა ქართველებს. მაშინ ხანი თავად გაემგზავრა
პატარა ქალაქ დარანდში და აცნობა ქალაქის ხელისუფლებას, რომ თითქოს მის
სოფელში ჩავიდა ორი ქართველი ბოლშევიკი ქართველ მოსახლეობაში
პროპაგანდის გასაწევად და არეულობის მოსახდენად. მონაყოლის გამძაფრების

333 i. kandelaki, qarTvelebi, iranSi, Jurn. `droSa~, 1958, # 3,


gv. 13.
334 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 6.

113
მიზნით ხანმა ახალი სიცრუეც მოიგონა: `რომ ისფაჰანიდანაც კი მათთან
მოვიდა თავად რუსი კონსული და დიდხანს რაღაცას რუსულად
ლაპარაკობდნენო~.
ამის შემდეგ კოტე და მოსე გაგზავნეს `ისპრავნიკთან~, რომელმაც
პირადად დაკითხა ქართველები თუ ვინ იყვნენ, რატომ მოვიდნენ, როდის
ჩამოვიდნენ საქართველოდან, რა საქმიანობას ეწეოდნენ? და სხვ. მათ
საბედნიეროდ, პოლიციელთა შორის აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც იცოდა
რკინიგზის მშენებლობაზე ქართველების მრავალწლიანი საქმიანობის შესახებ.
გარდა ამისა ისპრავნიკი იცნობდა ირანელ მშენებლებს, ვისთანაც დიდი ხნის
განმავლობაში მუშაობდა ეს ორი ქართველი. კოტემ და მოსემ ხელი მოაწერეს
ოქმს, რომ ირანში დიდი ხანია ცხოვრობდნენ და `საბჭოთა საქართველოსთან~
არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ოქმში დაფიქსირდა ფაქტი, რომ ფრუიძე და
ნატროშვილი ფერეიდანში ჩავიდნენ მუშაობის მიზნით, რადგან ქალაქებში
ეკონომიკური კრიზისის გამო უმუშევრობა მძვინვარებდა და თავის რჩენა
ჭირდა. მოგვიანებით ქართველები გაათავისუფლეს.
ხანის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების გამო ფერეიდანის
სტუმრებს სამუშაოს შოვნა გაუძნელდათ. მეგობრების ხარჯზე ცხოვრება
შეუძლებელი იყო, რადგან თვითონ ისინი შიმშილობდნენ. თეირანში
დაბრუნებაც შეუძლებელი შეიქმნა ნაადრევი დიდთოვლობის გამო. გზებზე
მოძრაობა აღარ შეიძლებოდა. კოტე და მოსე იძულებული გახდნენ თორელში
დაბრუნებულიყვნენ. შეიძინეს 30 ცხვარი, მოიმარაგეს მათთვის საკვები და ასე
გაატარეს ზამთარი. გაზაფხულზე გზები გაიხსნა. კარგად ნაკვები ცხვრები
გაყიდეს და შეძლეს თეირანში დაბრუნება.
ფერეიდანის სტუმრები შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ქართველ
გლეხებთან ყოფნის დროს მოწმენი გახდნენ მათი გამოუვალი, მწარე
ცხოვრებისა, მონობისა, ძალადობისა და ძარცვისა...
გამომგზავრების დროს მათ აცილებდნენ თვალცრემლიანი ფერეიდნელი
ქართველები. ისინი სთხოვდნენ კოტესა და მოსეს მისულიყვნენ გენერალურ
საკონსულოში და მოეთხროთ მათი ცხოვრების შესახებ თუ რა ჯოჯოხეთში
იმყოფებოდნენ. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ კონსულს განცხადებით მიემართა
`დიდი და უფროსი ძმის სტალინისათვის, როგორ ცხოვრობდნენ და
იტანჯებოდნენ ღმერთისაგან დავიწყებული და ძალით სამშობლოსაგან
მოწყვეტილი ქართველები~ 335 .

335 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 1-2.

114
1947 წლის იანვარში ისფაჰანში საბჭოთა კავშირის კონსულს _ კრიუჩკოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. კიკნაძემ ფერეიდანში მცხოვრები
ქართველებისათვის გადასაცემად გაუგზავნა 104 ეგზ. გაზეთი `კომუნისტი~, 18
ცალი ჟურნ. `პიონერი~, `ოქტომბრელი~, 14 ეგზ. გაზ. `ნორჩი ლენინელი~ 336 .
უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ ირანში
მცხოვრებ ქართველებს 1946 წელს გაუგზავნა მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო:
`ირანში მცხოვრებ ქართველებს. ძმებო ქართველებო! უცხოეთთან
კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი ხართ დედა-
სამშობლოს, მაინც არ დაივიწყეთ საყვარელი დედა-ენა და შეირჩინეთ
საკუთარი ნაციონალური გრძნობანი.
ამიტომაც ჩვენი საზოგადოება გიგზავნით თქვენ და თქვენ შვილებს
ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებს, ქართულ წიგნებს. ისინი მოგცემენ
საშუალებას ნაწილობრივ მაინც გაეცნოთ თქვენი დედა-სამშობლოს
თანამედროვე ყოფას და წარსულის ისტორიას.
ჩვენ გიგზავნით მშობლიური ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის
სახელმძღვანელოებს. წიგნს `დედა-ენას~ ათეული წლების განმავლობაში
სწავლობს ქართველი ბავშვების სულ ახალი და ახალი თაობა. თუ
მოისურვებთ ჩვენ გამოგიზავნით სხვა ქართულ წიგნებსაც. ძმური სალმით
უცხოეთთან კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ
მიქავა~ 337 .
ამ პერიოდში აღნიშნული საზოგადოების რეზიდენცია მდებარეობდა
თბილისში, ვოლოდარსკის ქ. # 3-ში.
ასევე, საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 1946 წლის 6
დეკემბერს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს გაუგზავნა წერილი, რომელსაც
ხელს აწერს აკადემიკოსი ა. ჯავახიშვილი. წერილში ნათქვამია: `ძმებო
ქართველებო! საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ,
შორეულ ირანში მყოფ ქართველებს არ დაგვიწყებიათ სამშობლო და
გაინტერესებთ თუ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ თქვენი ძმები დედა
საქართველოში.
ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი ყურით გაიგონოთ დედა საქართველოს
ქართველებისაგან ძმური სალამი, მოისმინოთ ამბები მათს ცხოვრებაზე,
მოისმინოთ მშობლიური სიმღერები და მუსიკა. ამიტომ ჩვენ თხოვნით

336 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 265, furc. 1.


337 iqve, furc. 4.

115
მივმართავთ საქართველოს რადიო-კომიტეტს, რათა მათ მოაწყონ ხოლმე
გადაცემანი თქვენთვის.
ამავე მიზნით გიგზავნით საჩუქრად რადიო-მიმღებებს, რომლებიც
მოიტანენ თქვენამდე დედა საქართველოს ალერსიან ხმებს. მოგვწერეთ წერილი,
შეგვატყობინეთ თქვენი სურვილი იმის შესახებ, თუ რის მოსმენა უფრო
გინდათ საქართველოდან, რა უფრო გაინტერესებთ გაიგოთ სამშობლოდან.
ჩვენ შევეცდებით გიამბოთ ბევრი საინტერესო რამ ჩვენი სამშობლოსა და
მისი ხალხის შესახებ. ჩვენი საუკეთესო მომღერლები გიმეორებენ თქვენ
ძველსა და ახალ ქართულ სიმღერებს. მუსიკოსები შეასრულებენ მშობლიური
მუსიკის საცეკვაო და სხვა მელოდიებს; პოეტები წაგიკითხავენ ლექსებს,
მეცნიერები გიამბობენ ჩვენი სამშობლოს სიმდიდრისა და ბუნების სილამაზის
შესახებ.
ხშირად მოგვწერეთ წერილები, შეგვატყობინეთ თქვენი ცხოვრების ამბები,
თქვენი ჯავრი და სიხარული. დაე, ეს ჩვენი საჩუქარი იყოს თავდები ჩვენი
ძმური მეგობრობისა და ურთიერთკავშირისა~ 338 .
50-იან წლებში თითქმის შეწყდა ურთიერთობა ფერეიდანთან. სტალინის
გარდაცვალებამ, 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ საქართველოში პოლიტიკური
სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბა. 1960 წელს ფერეიდნელი ქართველები
საქართველოს ხელისუფლებას უგზავნიან წერილს მათი მძიმე მდგომარეობის
შესახებ: `... გაცნობებთ, რომ ჩვენ ქართველები ცუდად ვცხოვრობთ. ჩვენ
ვთხოვთ საქართველოს უმაღლეს საბჭოს აღმოგვიჩინოს მატერიალური და
მორალური დახმარება. გთხოვთ არ გამოიყენოთ ეს ცნობა ირანისათვის თქვენს
რადიოგადაცემებში, რადგან ეს წერილი საიდუმლოდ არის დაწერილი და ჩვენ
არ გვინდა, რომ ირანის ხელისუფლებამ გაიგოს ამის შესახებ. ირანის
ხელისუფლება უპატივცემულოდ გვეპყრობა და არასდროს არ აქცევს
ყურადღებას ჩვენს საჩივრებს.
ეს არის მეორე მომართვა თქვენდამი. პირველზე... პასუხი არ მიგვიღია.
გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გაგვცეთ პასუხი. მეტად აღარ შეგაწუხებთ~ 339 .
60-იანი წლების მეორე ნახევარში დღის წესრიგში დადგა ქართველ
საზოგადოებაში ფერეიდნელთა საკითხი, რასაც ხელი შეუწყო ქართველ
მეცნიერთა პუბლიკაციებმა, პოპულარულმა ლიტერატურამ, ქართულმა პრესამ,
სალექციო და კინოპროპაგანდამ. ცოცხალი კადრებით შემოუნახეს

338 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 265, furc. 6.


339 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 514, furc. 5.

116
შთამომავლობას ფერეიდნელთა სახეები კინოხელოვნებმა ირაკლი კანდელაკმა,
გიორგი ასათიანმა, გურამ პატარაიამ, ირაკლი ონოფრიშვილმა.
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, მეცნიერული მიზნით, ფერეიდანში
ჩასული იყვნენ: ნოდარ კოჭლაშვილი, ნოდარ ნაჭყებია, ზურაბ შარაშენიძე,
მაგალი თოდუა, თედო უთურგაიძე, დარეჯან ჩხუბიანიშვილი...
ფერეიდნელთა მეტყველებისა თუ ყოფის საკითხებს ნაშრომები მიუძღვნეს:
თეო ჩხეიძემ, თინათინ ჭავჭავაძემ, მაია მაჭავარიანმა, გიორგი ჭიპაშვილმა,
გიორგი გოცირიძემ... 340
1969 წლის ოქტომბერში ფერეიდანში, ქვემო მარტყოფში ყოფნის დროს
ცნობილ ირანისტს მაგალი თოდუას `ძველებური~ სახლ-კარის პატრონმა
ნოსრათ ალ-ლაჰიმ მის ოჯახში დაცული შვიდი საგვარეულო საბუთის დედანი
გადასცა 341 .
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად აქტუალური გახდა ფერეიდნელი
ქართველების ჩამოსახლების სურვილი 342 .
ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს ორგანიზაციულად მომზადდა
წინაპირობა ფერეიდნელთა 300-მდე ოჯახის საქართველოში ჩამოყვანის შესახებ.
70-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელთა პირველი ჯგუფი ორი ათეული
ოჯახის რაოდენობით ჩაასახლეს გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონების
სოფლებში. ყოველი ოჯახისათვის აგებული იყო ოთხოთახიანი ორსართულიანი
სახლი. სათავსოებით, ეზოებით. კომფორტაბელურად გაწყობილი იყო ოთახები
და სამზარეულო. ხელმძღვანელობამ იზრუნა რეპატრირებულთა შრომითი
მოწყობისა და სათანადო მატერიალური პირობების შექმნისათვის; სწავლა-
განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის.
მაგრამ ეს ისტორიული ექსპერიმენტი ჩანასახშივე წარუმატებელი
აღმოჩნდა. მოკლე ხანში ჩამოსულ ფერეიდნელთა ნახევარზე მეტმა
დაბეჯითებით მოითხოვა დაბრუნება ირანში. საბჭოთა პერიოდში რეპატრიაცია
არ იყო ადვილი საქმე, ხოლო რეპატრიანტების უკან დაბრუნება უფრო დიდ
სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
იბადება კითხვა, რატომ დამთავრდა მარცხით იმდროინდელი
საქართველოს ხელმძღვანელობის ესოდენ კეთილშობილური ზრახვები და
ქმედებანი? ცნობილი მეცნიერისა და დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის
სამართლიანი შეფასებით, საქმე ის იყო, რომ ფერეიდნელებმა არ იცოდნენ სად

340 n. barTaia, iranuli Canaxatebi, Tb., 2001, gv. 101-102.


341 m. Todua, dasax. naSromi, gv. 187.
342 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 616, furc. 3.

117
მოდიოდნენ და რა გარემოში იცხოვრებდნენ, ხოლო თბილისელებს
ფაქტობრივად არ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ ვინ მოჰყავდათ საქართველოში.
ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის წარმოდგენაში ფერეიდნელი წამებულის
შარავანდით მოსილი პიროვნებაა, რომელიც მუდამ ფიქრობს საქართველოში
დაბრუნებაზე. მართლაც, როცა კითხულობ ფერეიდნელის მიერ შეთხზულ
ასეთ სტრიქონებს:
ფერეიდანის მიწას ხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე
ხმელი ხორბალი ერია.
სამშობლოს მონატრული ვარ
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია...
სხვა დასკვნას, თითქოს, ვერ გააკეთებ, ვახუშტი კოტეტიშვილის
განმარტებით, `ეს არის ალბათ გენეტიკური ნოსტალგია, მემკვიდრეობითი
სევდა, თაობიდან თაობაში გადასული და ვერ დავიწყებული, დროსა და
სივრცესთან ჯიუტი ჭიდილი ასწლეულის მანძილზე~.
ფერეიდნელთა საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღიდანვე ცალსახად
დადგა ახალ პირობებთან მათი შეგუების პრობლემა. ხელმძღვანელები,
რომლებიც ყურად არ იღებდნენ ამ საკითხზე კომპეტენტურ სპეციალისტთა
აზრს, ფიქრობდნენ, რომ ხელის ერთი მოსმით აღმოფხვრიდნენ ჩამოსახლებულ
ფერეიდნელთა ყოფაში ღრმად ჩამჯდარ იმ ჩვევებს, რაც მათ მიიღეს და
შეითვისეს უცხო გარემოში საუკუნეთა მანძილზე ცხოვრების შედეგად.
სპეციალისტების აზრი იმის შესახებ, რომ ფერეიდნელთა დასახლება უნდა
მოხდეს კომპაქტურად არ იყო გათვალისწინებული და განხორციელდა
დეპორტირებულთა ცალკეულ სოფლებში გაფანტულად ჩასახლების
გაუმართლებელი მეთოდი. პირველად ახალჩამოსულებს სოფელში ზოგიერთმა
უწოდა `ირანელი თათრები~. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ახალჩამომულებს
პირდაპირ ეკითხებოდნენ `ღორის ხორცს რატომ არ ჭამ თუ ქართველი ხარ~ ან
`რანაირი ქართველი ხარ ღვინოს არ სვამო~.
ნიშანდობლივია, რომ რეპატრირებული ფერეიდნელი ქართველების უკან
დაბრუნების საქმეში, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი იყო ფერეიდნელი
ქალების პოზიცია და როლი. ფერეიდნელი ქალი, რომელიც 400 წლის
განმავლობაში გმირულად იცავდა კერას გარეშე ელემენტების შეღწევისაგან და

118
ფაქტობრივად მან შეუნარჩუნა ფერეიდნელებს ქართული ენა, საქართველოში
იგი აღმოჩნდა იმ კონსერვატორულ-რეაქციულ ძალად, რომელიც წინ აღუდგა
თანამედროვე საქართველოში არსებულ ყოფითსა და მოქალაქეთა შორის
ყოველდღიური ურთიერთობის ნორმებს 343 .
ფერეიდანიდან ჩამოსული ქართველები ირანში დაბრუნების მიზეზად
ასახელებდნენ საკუთარი ცხოვრების წესის დაკარგვას, რაც საუკუნეების
მანძილზე ჩამოუყალიბდათ. ასევე მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობას,
რომელსაც დიდი სითბოს მიუხედავად ვერ გრძნობდნენ. საკუთარ თავს
ღამურებს უწოდებდნენ. ირანში `გურჯებად~ ცნობილ ფერეიდნელებს აქ
`თათრები~ შეარქვეს, რაც მათ ძალიან წყინდათ. ფერეიდნელი ქართველის
რეზო ხუციშვილის სიტყვებით `ჯობია ირანში `გურჯი~ ვიყო, ვიდრე
საქართველოში თათარი~ 344 .

სოფლები და მოსახლეობა

თანამედროვე ფერეიდანი ირანის რიგით მეათე, ისფაჰანის ოსთანის


(საგუბერნატორო) შვიდიდან ერთ-ერთ შაჰრესთანს (პროვინცია) წარმოადგენს.
როგორც აღვნიშნეთ იგი მდებარეობს ირანის ცენტრალურ მთიანეთში,
ბახთიარიის მაღალ მთებში. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით _ გოლფაეგანის,
აღმოსავლეთით _ ისფაჰანის ცენტრალური, სამხრეთით _ შაჰრქოდის
შაჰრესთანები, ხოლო დასავლეთით _ მას ბულიუქ-ოლ ბაქუდარაზი საზღვრავს.
ამის გარდა, გორჯის, ქარჩამბუს და ჩადეგანის დეჰესთანებში (სასოფლო თემი)
შემავალი სოფლები ირანის სტატისტიკური სამმართველოს მიერ ფერეიდანის
ერთ დიდ დეჰესთანად არის მიჩნეული.
ფერეიდანის შაჰრესთანი შედგება ახორეს (მარტყოფი) და დარანის
ბახშების (რაიონი), 6 დეჰესთანისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან. მისი
მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება.
ფერეიდანის შაჰრესთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დარანის ბახშში)
მდებარე გორჯის დეჰესთანი აერთიანებს 25 სოფელს _ 24,175 მოსახლით.
გორჯის დეჰესთანის 8 სოფელში ქართველები ცხოვრობენ.

343 j. giunaSvili, fereidnel qarTvelebTan kulturuli


kavSiris gaRrmavebisaTvis, `megobrobis macne~, 2005 wlis
marti, # 4, gv. 9.
344 T. cagareiSvili, fereidnelebi saqarTveloSi, Tb., 1981,
gv. 34.

119
გორჯის დეჰესთანს სამხრეთით ესაზღვრება მაგუის ანუ ჰუმეს დეჰესთანი,
რომელშიც ქართველებით დასახლებული სამი სოფელია. ამას გარდა,
ქართველები ცხოვრობენ ახორე ბალაში (ზემო მარტყოფი), რომელიც ახორეს
ბაღშის ცენტრს წარმოადგენს 345 .
ფერეიდანის ადგილ-მდებარეობა მაღალია, სააგარაკო. აქ იცის შედარებით
ხანგრძლივი ზამთარი. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება 2 მეტრი თოვლი
მოვიდეს და მთელი გზები დაფაროს და გააფუჭოს. ზოგჯერ თოვლისაგან
გაწმენდის დროს ადგილიც კი აღარ რჩება თოვლის გადასაყრელად და
იძულებულნი ხდებიან თოვლი გადაყარონ ქუჩაში, რომლის დონეც გაცილებით
მაღალია ვიდრე სახლის სახურავი. მცხოვრებლები ქუჩაში გასავლელ გვირაბებს
აკეთებენ, რათა ერთი სახლიდან მეორეში გადავიდნენ. ხშირად ქუჩაში გავლის
საშუალებაც არ არის 346 . ასე რომ, ამ მხრივ, ფერეიდანი ზოგიერთ ჩვენს მთიანს
ადგილს ჰგავს. წვერის მთაზე, რომლის გარშემო სახლობს ქართველების მეტი
წილი, თოვლი არ დნება შუა ზაფხულამდე; მის ხევებსა და ღრანტეებში
მთელი ზაფხული ინახება ყინულის დიდი მარაგი, რომლითაც სარგებლობს
მოსახლეობა საჭიროების დროს. ეს მთა განირჩევა მშვენიერი წყაროს წყლებით
და ჰაერით, რომლითაც ადგილობრივი მკვიდრნი ამაყობენ. იშვიათად
დაგელაპარაკება ვინმე, რომ თავიანთი `წყალისა და ჰაერის სიმდიდრე~ არ
ახსენოს.
ეს მთები, როგორც ყველა მთა სამხრეთ ირანში, ერთი შეხედვით,
წარმოადგენენ ვეება ლიტონი ქვის ზოდებს, რომელთა სხეულზე ვერ ნახავთ
ხის ნატამალს. ისინი დაჩეხილი და დასერილია ნიაღვრებისაგან, ალაგ-ალაგ
სრულიად გადარეცხილია, დაღრეჯილი და პირქუშად გამომზირალი. ისინი
თითქო წარბებშეკრული, ცივის გამომეტყველებით დაცქერიან ზევიდან გარშემო
დაფენილ ამწვანებულ სოფლებს. მაგრამ ამ უსიცოცხლო მთებსაც თავისი
სიცოცხლე ჰქონიათ. მათი შორეული და ხშირად მიუვალი წიაღიდან გამოდის
მრავალი ნადირი და ფრინველი _ ჯეირნები, თხები, მგლები და ტურები,
კაკბები და ქედნები, აგრეთვე ვეფხვები, რომლებზედაც ხშირად უხდებათ
ნადირობა. ამ კუზიანი მთების თხემებზე დაფრიალებენ ქორები და არწივები,
რომლებიც ეშვებიან ძირს, როგორც გადმოსროლილი ისარი, რაიმე წაქცეული
ცხოველის დანახვაზე.

345 g. WipaSvili, iranis qarTveli mosaxleoba, `mnaTobi~,


1972, # 8, gv. 87.
346 z. SaraSeniZe, axali masalebi fereidneli qarTvelebis
Sesaxeb, Tb., 1969, gv. 39.

120
მიტომ ფერეიდნელი, რომელიც შეკედლებია ამ მთებს საუკუნეების
განმავლობში, და არც გაშორებია მას არასოდეს, ცხადია, უკეთესს ვერ
წარმოიდგენს 347 .
სოფლები შედარებით ლამაზია. ხელთნაშენი საჩრდილე და საბელავი
ხეების ტყე მშვენიერი დასანახავია, განსაკუთრებით, შორიდან. ამ მხრივ
ქართველების სოფლები ბევრად სჯობს სომხების და თურქების ზოგიერთ
სოფელს 348 .
`ძველების~ გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადმოსახლებული
ერთი სოფლის ხალხი კვლავ ერთად დასახლებულა და ამ ადგილისთვისაც
თავისი სოფლის სახელი უწოდებიათ 349 . ირანელი ავტორების ცნობით
ფერეიდანის ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფია (ახორე ბალა, ახლა
ფერეიდუნშაჰრი). ამ სოფელში უმრავლესობა (სამი მეოთხედი) ქართველები
ცხოვრობენ.
იგი მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით, გრძედის 50
გრადუსზე, 6 წუთსა 15 სეკუნდზე და განედის 32 გრადუსზე, 56 წუთსა და 20
სეკუნდზე. ზღვის დონიდან ეს სოფელი 2670 მეტრზეა გაშენებული.
დედაქალაქ თეირანთან შედარებით დროში სხვაობა 6 წუთი და 12 წამია.
ასე რომ, როცა თეირანში 12 საათია, მარტყოფში მაშინ 11 საათი, 53 წუთი და
47 წამია.
ზემო მარტყოფი მდებარეობს ფართო და მიმზიდველ ხეობაში, რომელიც
მცენარეულობით არის შემოსილი. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია
აფუსის მთით, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან საზღვრავს ყაბლესა და
დეზის მთები, აღმოსავლეთიდან კი მაჰავერის ბორცვი აკრავს. შეიძლება
ითქვას, რომ დაბა მარტყოფი ფერეიდანის მთისძირის ჭიშკარს წარმოადგენს.
იგი ფერეიდანის უკიდურეს მთებში მდებარეობს და ახორეს სახელწოდებაც
აქედან მიუღია. სიტყვა `ახორე~ ეტიმოლოგიურად `ახერი~-დან მომდინარეობს.
`ახერ~ სპარსულია და ქართულად ბოლოს, კიდეს ნიშნავს.
მარტყოფის ჰავა ცივი და მკაცრია. ზამთარში ხშირად თოვლისაგან გზები
იკეტება. ზაფხული მოკლე და გრილი იცის. ამიტომ იგი ფერეიდანის
შაჰრესთანის მოსახლეობისათვის საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ცხელ
ზაფხულში ხალხი მარტყოფში მიემგზავრება თვით ისფაჰანიდანაც სუფთა,

347 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, Tb., 1951, gv. 45-46.


348 iqve, gv. 47.
349 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 9.

121
ჯანსაღი ჰაერისა და სამკურნალო წყლებისთვის. შემოდგომის დამდეგს
მარტყოფის ჰავა უკვე აციებას იწყებს.
მარტყოფი სარწყავ წყალს მდინარე ჩუღურეთიდან იღებს. აქ მრავალი
ბუნებრივი სასმელი და სამკურნალო წყაროა. მარტყოფის წყალს სასიამოვნო
გემო აქვს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ აქაური ხალხი ფეროვანი, ძლიერი
და ჯანსაღია 350 .
ყველა დანარჩენი ქართული სოფელი, აგრეთვე, მთებში, ცივი სარტყლის
ზონაში მდებარეობს 351 .
ამა თუ იმ მოგზაურს თუ მკვლევარს ფერეიდანში ისეთი სოფლებიც აქვთ
დასახელებული, რომელიც სხვაგან არ არის მოხსენიებული. ლ. აღნიაშვილის
მიერ დასახელებული სოფელი შაანათი სხვაგან არსად გვხვდება. ასევეა
სეიფოლა იოსელიანის მიერ ხსენებული სოფელი აღაგოლი. იგივე
მდგომარეობაა ამბაკო ჭელიძესთანაც, რომელიც სრულიად ახალი
სახელწოდების ორ სოფელს _ დარბენდი და სარდაბი _ ასახელებს. ორ
განსხვავებულ სახელწოდებას _ ხამის ლიანი და უზუნ ბელაყი _ გვაძლევს
იური მარიც და ბოლოს, რაზმარასთანაც ორი ახალი სოფლის სახელს
ვხვდებით: დაჟგანი და შეშჯავანი. ამგვარად, ერთი და იგივე სახელწოდების
სოფლის სახელებთან ერთად, ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა სახელის მქონე
თითო-ოროლა სოფელს და ამავე დროს სხვადასხვა ცნობაში სოფლების
სხვადასხვა რაოდენობას 352 .
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ სოფელში ქართული
მოსახლეობა უკვე აითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ დაკარგეს
თავიანთი ეროვნული თვითშეგნება, ანდა კიდევ, იმის გამო, რომ ხშირად
ერთსა და იმავე სოფელს სხვადასხვა ორი, თუ ზოგჯერ სამი სახელიც ერქვა,
შესაძლებელია, ერთი და იგივე სოფელი სხვადასხვა სახელით აქვთ მოცემული
ავტორებს. მაგალითად, ლადო აღნიაშვილის დროს ერთ სოფელს სამი
სახელწოდება ჰქონია: აფუსი, რუისპირი და რუსთავი; ა. ჭელიძესთან სოფელი
თოლეი, თელავად და დომბექამარადაც იწოდება და სხვ. 353
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ, ფერეიდანი ოთხ ნაწილად, უბნად
ანუ ნაჰიედ იყოფა. ტერიტორიის იმ ნაწილს, სადაც ქართული სოფლები და
მოსახლეობაა ეწოდება `გურჯი ნაჰიე~ _ `ქართველთა უბანი~, ანუ `პატარა

350 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 89.


351 iqve.
352 z. SaraSeniZe, fereidneli gurjebi, gv. 110.
353 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 112-113.

122
საქართველო~. დანარჩენ სამ უბანში `ნაჰიე ჩადეგუნ~, `ნაჰიე ფარსაღ~, `ნაჰიე
თოჰმაჰლუში~ სპარსელები, ქურთები, ბახთიარები და სომხები ცხოვრობენ.
XIX საუკუნის ბოლოს ლადო აღნიაშვილის მონაცემებით, ქართველების
დასახლებაში 14 სოფელია: შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა,
შაიურდი, ჯაღჯაღი, სიბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი,
დეესური და ნინოწმინდა. `ზოგიერთ სოფელს ორი სახელი ჰქვია. მაგალითად,
ზემო მარტყოფს _ ახორაბალა (ზემო), ქვემო მარტყოფს _ ახორა ფაინ (ქვემო).
თოლერს _ დომბე-ქამარე და ნინოწმინდას _ ქუდუბანაქ. პირველ სახელებს
ქართველები გამოთქვამენ, მეორეს სპარსელები~ 354 .
1894 წლისათვის ლ. აღნიაშვილის აზრით, ჩამოთვლილ სოფლებში 2460
კომლი და 12-15 ათასი სული ქართველი უნდა ყოფილიყო 355 .
XX საუკუნის 20-იანი წლებისათვის ქართული სოფლების შესახებ ამბაკო
ჭელიძე შემდეგ მონაცემებს გვთავაზობს: `1. ქვემო მარტყოფი (ახორე ფაინ) _
ქართულს არავინ ლაპარაკობს, გარდა ორიოდე ღრმად მოხუცებული პირისა. ამ
სოფელში ათას სულამდე მცხოვრებია. 2. ზემო მარტყოფი (ახორე ბალა) _
ყველაზე დიდი სოფელია და ითვლება ქართველი მოსახლეობის ცენტრად. ამ
სოფელში, ქართველების გარდა, არიან ჩასახლებული ირანელები და
ებრაელები, დაახლოებით 250 სულამდე. ყველამ ზედმიწევნით იცის ქართული
ლაპარაკი, ზოგს მაინც ქართველებისაგან ვერ გაარჩევთ. საერთოდ, აქ ენა
საუცხოოდ არის დაცული. განსაკუთრებით, ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ
ქართული ენა იციან. დაახლოებით 3000 მცხოვრებია. 3. ჩუღურეთი (ჩუღრუთი)
_ ეს სოფელი ზიღლი სულთანმა მიჰყიდა ბახტიარის ხანს. ამ სოფლის ერთი
მეხუთედი ეკუთვნის ქართველებს, დანარჩენი ბახტიარებია. მცხოვრებთა
საერთო რაოდენობა 650 სულს უდრის. 4. ვაშლოვანი (სიბაქი) _ ქართული
კარგად იციან. 1800 სული ცხოვრობს. 5. ჯაყჯაყი _ ქართული კარგად იციან.
750 სული ცხოვრობს. 6. ნინოწმინდა (ქუდმუნაქი) _ ქართულს ივიწყებენ. 400
სულამდე მცხოვრებია. 7. დაშქესანი _ ქართული იციან სპარსულის შერევით _
400 სულამდე მცხოვრებია. 8. ბოინი _ ქართული კარგად იციან. 1100 სული
ცხოვრობს. 9. თოლეი-თელავი (დომბექამარი) _ ადრე შეისყიდა თურქმა.
ქართულს ივიწყებენ, 1200 სულამდე მცხოვრებია. 10. რუისპირი (აფუსი) _
ქართულ ივიწყებენ. 1300 სულამდე ცხოვრობს. 11. ახჩა _ შაჰს მიუყიდნია
ბახტიარისათვის, ამჟამად მესამედი ეკუთვნის ქართველებს. 2300 სული
ცხოვრობს. 12. შავსოფელი (შაურდი) _ ქართულს ივიწყებენ. 600 სულია. 13.

354 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 189.


355 iqve, gv. 192.

123
დარბენდი _ ბახტიარების სოფელია. ქართველი 40 სულია. 14. სარდაბი _
ბახტიარების სოფელია _ ქართველები 40 სულია. 15. ბადიგანი _ ესეც
ბახტიარების სოფელია. ქართველები 25 სულია~ 356 .
ა. ჭელიძეს გაანგარიშებით მთლიანად მოსახლეობა 12545 სულს უდრიდა.
აქედან, 20%-ს ქართული აღარ ცოდნია 357 .
საარქივო მასალების მიხედვით, 1931 წელს ქართველები ცხოვრობდნენ 15
სოფელში 13 ათასამდე სული 358 , ხოლო 1945 წლის მონაცემებით, ფერეიდანში,
მხოლოდ 12 ქართული სოფელია დაფიქსირებული: 1. ზემო მარტყოფი _
დაახლოებით 10 000 სული; 2. ბოინი _ 1200; 3. ქვემო მარტყოფი _ 1500; 4.
აფუსი _ 2000; 5. თორელი _ 1200; 6. სიღნაღი (სიბაქი); 7. ჯაყჯაყი; 8.
ჩუღურეთი; 9. დარბანდი; 10. ახჩაი; 11. დაშქესანი; 12. შაურთი.
იყო სოფელი ყანდაური, რომლის მოსახლეობა გადასახლდა ქალაქ
შირაზის რაიონში. სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო,
დაახლოებითი გამოთვლით ფერეიდანის ქართული მოსახლეობა იმ
დროისათვის 23 ათასზე მეტი უნდა ყოფილიყო 359 .
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ირანის ისტორიაში პირველად
მხოლოდ 1956 წელს ჩატარდა. ამ აღწერით ფერეიდანის ქართულ სოფლებში
ცხოვრობდა 16012 სული, ხოლო 1966 წლის აღწერით _ 18043 სული.
როგორც ვხედავთ, 1956 წელს 40-იან წლებთან შედარებით, ფერეიდანის
ქართულ სოფლებში, საერთოდ, მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს მთის
სოფლებიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებით ან ქალაქებში საშოვარზე
წასვლით. ამ ხანებში ბევრი ფერეიდნელი წავიდა სამუშაოდ თეირანში,
ისფაჰანსა და სხვა ქალაქებში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ,
როგორც ირანის პრესა წერდა, მოსახლეობის პირველი აღწერის დროს
ზოგიერთ შორეულ და მაღალმთიან სოფლებში ბევრი ოჯახი მთლიანად
აუწერელი დარჩა. 1966 წლის მოსახლეობის აღწერა შედარებით უფრო
ორგანიზებულად მოეწყო. ამ აღწერის მონაცემებით, ფერეიდანის ქართული
სოფლების მოსახლეობა ორი ათას სულზე მეტით გაიზარდა. სავარაუდოდ,
აღნიშნულ პერიოდში ფერეიდანის ქართულ სოფლებში ცხოვრობდა სულ ცოტა
12 ათასი ქართველი ანუ 2500-მდე ოჯახი. მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, არ

356 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 103-104.


357 iqve, gv. 104.
358 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.
359 iqve, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 3.

124
შედიან ის ქართველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქალაქებში ან შესაძლოა
მაზანდერანში და ზოგიერთ სხვა პროვინციაში 360 .
თავდაპირველად, სოფელ დაშქესანის მოსახლეობა შედგებოდა
ქართველებისა და სომხებისაგან, ჰქონდათ საერთო ეკლესია. ქართველების
მიერ ისლამის ძალდატანებით მიღების შემდეგ სომხები გადასახლდნენ სხვა
დასახლებულ პუნქტებში. მათ ადგილას ხელისუფლებამ ჩამოასახლა სოფელ
ხამშილიდან თათრები. 1944 წლისათვის მოსახლეობის ნაწილი თათრები
იყვნენ, დანარჩენი ქართველები და საქართველოდან ჩამოსახლებული ბოშები.
ხშირი იყო თათრებსა და ქართველებს შორის შერეული ქორწინება.
აღსანიშნავია, რომ თათრები ბორჩალოს რაიონიდან ჩაასახლეს ირანში. მთელ
ფერეიდანში მათ სახელი გაითქვეს ქურდობით 361 .
ირანში, სადაც მხოლოდ სახელებითა და მამის სახელით მიმართავენ
ხოლმე, გვარები კი დიდად არ არის მიღებული ხმარებაში, ქართველებმა
წმინდად შეინახეს თავიანთი მამა-პაპეული გვარები.
ფერეიდანში გავრცელებული გვარებია: ბათუანი, იოსელიანი, სეფიანი,
ლაჩინაანი, გუგუნაანი, ასლანიანი, ონიკიანი, მიქელაანი, ხუცუცაანი,
დავითაანი, გოგიჩაანი, აღიაანი, გულიანი, დარისპანაანი, ელარაანი, ვარდიაანი,
ზეკოკიაანი, თამაზაანი, თავერდაანი, ლობიტაანი (იოსებაანი), მათიაანი,
მამუკაანი, მარტიაანი, სამადაანი, სუფიაანი, სულიკაანი, ფოცხვერაანი,
ქევსიაანი, ქურდაანი, შოშიაანი, ხადიკოიაანი, ხატიკაანი და სხვ 362 . სახელები
კი სპარსული აქვთ: იადოღლა, როყია, შარაფა, ლეილა, ასადოლა, ყოლია,
ალიმერდუნი, ნეიმათოლა, სოლთანა, ჯავარა, ფარანგისა, მუსტაფა, ყადამხეირა,
ეშრათი, ჰოსეინ, სექინა, სედიყა, რეზა, მარზია, მოაჰედი და სხვ 363 .
XX საუკუნის 40-იან წლებში გვხვდება ასეთი გვარ-სახელები: ალი მაჰმედ
შეიხ მაჰმადი ეშმაკაშვილი 364 , ქოლამ ჰუსეინ რეზაი _ მგელაშვილი.
ოფიციალურ სახელთან ერთად (პასპორტის მიხედვით) ფართოდ იყო
გავრცელებული გვარები: ციკანაშვილი, მელანაშვილი, ბურჯიშვილი, თავაძე,
მიქელაძე, ნინიკაშვილი, ონიკაშვილი, ფოცხვერაშვილი, რობიტაშვილი,
გიორგაშვილი, ზაქარიაშვილი და ა. შ 365 .

360 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 88-89.


361 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 24.
362 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 197.
363 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 9.
364 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 3.
365 iqve, furc. 4.

125
ამავე დროს ფერეიდანში გვარების შეერთებას ჰქონდა ადგილი. ერთ
შემთხვევაში იგი გვარის გაძლიერებით იყო გამოწვეული, ხოლო მეორე
შემთხვევაში გვარის შემცირებით. ამასთან ერთად, გარკვეულ როლს
ასრულებდა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორიც. ძლიერი და გავლენიანი
გვარები, რომელთა წარმომადგენლებიც ხშირად `ხანები~, `თავადები~,
`მამასახლისები~ და სხვ. წოდებისა თუ თანამდებობისანი იყვნენ, თავის
გვარზე იწერდნენ რიცხობრივად შემცირებულ ან ეკონომიკურად დასუსტებულ
გვარებს, რაც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი, რამეთუ გარკვეული
პრივილეგიის მქონე გვარებს მფარველობა გაეწიათ დასუსტებული
გვარებისათვის, ამით ძლიერი გვარები დასუსტებულ გვარებს ასიმილაციის
პროცესისაგან იცავდნენ 366 .
ყოველ სოფელს ჰყავდა ქეთხუდა და მოსამართლე `სეფიდრიში~
(თეთრწვერა). ესენი მართლაც მოხუცები იყვნენ, გამოცდილებით
დაბრძენებული და მოსახლეობის მხრიდან პატივისცემით სარგებლობდნენ.
სოფლის მმართველობაში განუსაზღვრელი იყო ხანის უფლებები 367 .
ქართველი გლეხები, რომელთაც მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავდათ
ძარცვის ობიექტი ხდებოდნენ ხანის მსახურებისაგან. მათ არც მეზობელი
ლურის ტომი ჩამორჩებოდა 368 . ხანი ყველა ზომას მიმართავდა მოსახლეობის
ხელში ჩასაგდებად. მაგალითად, 1945 წელს ხანის ბრძანებით ქართველი გლეხი
წააქციეს და მუცელზე გაცხელებული ქვები დაადეს. გლეხმა წამებას ვეღარ
გაუძლო და ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის გაყიდვის დოკუმენტზე ხანის
სასარგებლოდ 369 .
ხანის უფლებებთან შედარებით სასამართლოსა და პოლიციას არავითარი
ძალა არ გააჩნდა. პირიქით, ისინი ხანს ექვემდებარებოდნენ. ძალაუფლების
ცხოვრებაში გასატარებლად ხანს ყავდა დიდი რაოდენობით მსახურები,
რომლებიც მის ყოველ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. აი, მათი
საქციელის რამდენიმე მაგალითი: 1945 წლის შემოდგომაზე ხანის მსახურებმა
თავი გაუტეხეს და სასტიკად ცემეს ყოლამ ჰუსეინ გელაშვილის ცოლს. ქალს
რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეეძლო ფეხზე წამოდგომა. მომხდარი
შემდეგმა მიზეზმა გამოიწვია: ხანს ახლობლები ესტუმრნენ. ხანმა გადაწყვიტა

366 g. gociriZe, qorwineba fereidnel qarTvelebSi, Tb., 1987,


gv. 27.
367 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 6.
368 iqve, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 5.
369 iqve.

126
ქათმის ხორცით გაეწია მასპინძლობა. მთელ სოფელში კი ქათამი, მხოლოდ 5-6
ოჯახს ჰყავდა 2-3 ფრთის რაოდენობით. როდესაც ხანის ბრძანებით ყოლამ
გელაშვილის ოჯახს ქათმები წაართვეს, მისი მეუღლე დასაჯეს, რადგან მან
პროტესტის ნიშნად ყვირილი დაიწყო მშველელის მოსახმობად.
ხაშიმმა სარდაფში ცოტაოდენი ყურძენი შეინახა ოჯახის წევრებისათვის.
ღამით ხანის მსახურებმა ხილი მთლიანად წაიღეს.
ფერეიდნელმა ქართველმა ქალმა მთელი წელი იშრომა და ლამაზი ხალიჩა
მოქსოვა, როგორც კი შეიტყო ხანმა, ხალიჩა მაშინვე მისი საკუთრება გახდა.
იმისათვის, რომ გლეხმა რაიმე პროდუქტი წაიღოს ქალაქში გასაყიდად
აუცილებელი იყო ხანის ნებართვა. ამავე დროს უნდა გადაეხადა ქირა
სახედრით მგზავრობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სახედარი გლეხს
ეკუთვნოდა. ასევე გადასახადი იყო საჭირო ქალაქში შესასვლელად 370 .
სოფელი თორელი, რომელიც ისფაჰანიდან 150 კილომეტრით არის
დაცილებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. გლეხების `უფორმო~
სახლები გაფანტული იყო სიბინძურესა და `ბრმა~ შესახვევებში. თითქმის
ყველა საცხოვრებელი ბინა უჰაერო და ბნელი იყო. ირგვლივ ჭუჭყი,
პარაზიტები და სიღარიბე სუფევდა 371 . ასეთი ვითარებაში ხანის რეჟიმით
თავმობეზრებულმა თორელის მოსახლეობამ გადაწყვიტა `უკეთესი~ ხანის
სამფლობელოში გაქცევა. მაგრამ ჟანდარმერიამ ძველ საცხოვრისში დააბრუნა 372 .
მაშინ დაიწყო ხანის წინააღმდეგ მოსახლეობის გამოსვლა. შეშინებული ხანი
საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა და როგორც ამბობდნენ, სახალხო პარტიაში
ჩაეწერა. სოფელში დატოვა საქმის მწარმოებელი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი
სისასტიკით განაგრძო ხალხის ძარცვა 373 .
სხვადასხვა დავალებით მოსული ჩინოვნიკები ჩვეულებრივად დაკავებული
იყვნენ მოსახლეობის ძარცვით. საჩივარს არავითარი რეაგირება არ მოსდევდა.
ფულის წართმევის საბაბი ყოველთვის მოიძებნებოდა. ჩვეულებრივი მაგალითი:
თორელში გარდაიცვალა ავადმყოფი. მაშინვე გამოცხადდა პოლიცია და
აჯარიმებს გარდაცვლილის ყველა მეზობელს, რომ მათ დროულად არ
შეატყობინეს ხელისუფლებას მომხდარის შესახებ.

370 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 5.


371 iqve, furc. 4.
372 iqve, furc. 6.
373 iqve.

127
ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად სცემდნენ როზგებით. სცემდნენ
უმნიშვნელო მიზეზის გამო, სცემდნენ, აჯარიმებდნენ, გზავნიდნენ ციხეში,
მხოლოდ იმის გამო, რომ პასუხი არავის მოეთხოვებოდა 374 .
1966 წლის აღწერის მასალების მიხედვით ფერეიდანის თითოეულ
ქართულ სოფელში არსებობდა სოფლის ენჯუმენი (საბჭო), დაწყებითი სკოლა
და მეჩეთი 375 .
ქართულ სოფლებში იყენებდნენ ორბორბლიან ფართო ურმებს, რომლებშიც
აბამდნენ 2-დან 6-მდე ხარს. ურმებით გადაჰქონდათ ჭირნახული და
სამშენებლო მასალა. მხოლოდ სოფელ ახორში სატრანსპორტო საშუალებას
წარმოადგენდა სახედარი.
ქალაქსა და სოფელს შორის მიმოსვლა სახედრების საშუალებით ხდებოდა.
ზამთრის თვეებში მგზავრობა ძალიან შეზღუდული იყო დიდთოვლობის,
გარეული ნადირის, (განსაკუთრებით მგლების) საშიშროებისა და ქურდების
თავდასხმის გამო.
1965 წლიდან ფერეიდნის ორი დიდი სოფელი _ ქვემო და ზემო
მარტყოფი ფერეიდნის დაბა-ქალაქად _ ფურეიდუნშაჰრად იქცა. იგი ამჟამად
ფერეიდნის ცენტრს წარმოადგენს 376 .

მეურნეობა

დამკვიდრდა იძულებით ფერეიდანში კახეთიდან აყრილი მოსახლეობა.


გლეხმა იქაც, იმ უცხო მიწაზეც გუთანსა და თოხს მოკიდა ხელი, ამრავლა
პურის თესლი. დახვდა სპარსეთს გადასახლებულ მიწის მუშას ხორბლის
ადგილობრივი ჯიშ-ვარიაციები, მაგრამ განსაკუთრებით, სათუთად ეპყრობოდა
და უფრთხილდებოდა იგი საქართველოდან წაღებულ, მშობლიური პურის
თესლს, რომელმაც ჩანს, ახალ გარემოშიც შეინარჩუნა მისთვის
დამახასიათებელი დადებითი თვისებები. ამის მადლია ის, რომ ოთხი
საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ღვივდებოდა
სპარსეთის ნიადაგში ქართული ხორბლის თესლი, ისევე, როგორც

374 suicsa, f. 1206, anaw. 2, sq. 275, furc. 6.


375 spa, f. 14, anaw. 25, sq. 229, furc. 28.
376 n. barTaia, dasax. naSromi, gv. 103.

128
ფერეიდნელი ქართველის გულში ღვიოდა და შთამომავლობას გადაეცემოდა
სამშობლოში დაბრუნების დაუოკებელი სურვილ-ოცნება 377 .
ფერეიდნელ ქართველთა სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული
მასალებიდან ირკვევა, რომ მათ მემინდვრეობაში ცნობილია სხვადასხვა ჯიშის
ხორბალი. ამათგან კი უპირატესობა ეძლევა საშემოდგომო კულტურას, რომლის
თესლი იქ საქართველოდანაა ჩატანილი. ფერეიდნელები ქართულ
საშემოდგომო ხორბალს `ყანას~ უწოდებენ 378 . ფერეიდანის მემინდვრეობაში
ყანის სახელწოდებით ცნობილი საშემოდგომო ხორბალი შეესატყვისება ჩვენს
ქართულ დოლის პურს. მით უფრო, რომ იქაც ეს სიტყვა აღნიშნავს მხოლოდ
ხორბლის ერთ, ისიც საშემოდგომო ჯიშს და არა, საერთოდ, ყველა ხორბლის
ნათესსა და საყანურს 379 .
ფერეიდნელ ქართველთა ყოფაში მოწმდება საქართველოდან წაღებული
მეორე ხორბალიც. ამ საგაზაფხულო კულტურას იქაც თან გაყოლია და
დღემდე შემორჩენია ქართული სახელი _ დიკა 380 .
პურეული კულტურების გარდა, მოჰყავდათ ოსპი, ლებია (ლობიო),
ნუხუდო (მუხუდო), კარტოფილი, ჭარხალი, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი,
ქინძი, მოლაფტაფი (მზესუმზმირა). ფერეიდანში ხახვი და ნიორი არ
ითესებოდა. ტყის `მუსირა~ იხმარებოდა ნივრის მაგივრად.
სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ფერეიდნელი გლეხები
სახნავ-სათეს იარაღებს თვითონვე ამზადებენ ხისაგან. დღევანდლამდეა
შემონახული მისი ქართული სახელწოდებები: `გუთანი~, რომელშიც
ჩვეულებრივ ერთი ან ორი უღელი ხარი ებმება, `ჩარგავი~ ოთხუღლიანი.
გუთნის მთავარ ნაწილს ` გუთნისდედას~ ეძახიან, რომელიც გამაგრებულია
`ლილვზე~ `ხმლით~, `ლილვს~ წინ `თაფხე~ აქვს, უკან _ `ხელკავი~ და სხვ.
შემონახულია სამეურნეო იარაღების ქართული სახელები: `ფიწალი~, `ნიჩაფი~,
`ცხავცხრილი~, `კევრი~, `ლამგალი~ 381 .
მიწის მოხვნა ფერეიდნელმა ქართველებმა იციან იმერულ წესზე. აქვთ
პატარა ხის კავ-სახნისი, გრძელი თოკით გამობმული უღელზე, სახვნელის
ქუსლი და ერქვანი, ისეთივე სამეურნეო იარაღია, როგორიც არის იმერული

377 n. bregvaZe, xorblis ZvelqarTuli jiSebi fereidanSi,


`Zeglis megobari~, 1974, #34, gv. 39.
378 iqve.
379 iqve, gv. 40.
380 iqve, gv. 41.
381 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 12-13.

129
`წეწენა~. თვით ფერეიდნული ხარების ჯიში ძალიან წააგავს იმერული ხარის
ჯიშს 382 .
ფერეიდნელთა `მამულ-წყალი~ იყოფა `შიგამამულებად~ და
`გარემამულებად~ ანუ `მაზრებად~. მაზრა სოფლიდან რამდენიმე
კილომეტრითაა დაშორებული. იქ ხნავენ, თესავენ და საქონელს აძოვებენ. აქვთ
ბინები, ე. ი. ეწევიან ისეთსავე მეურნეობას, როგორიც ქიზიყშია დღემდე
შემონახული. ზემო მარტყოფს 12 მაზრა გარემამული ჰქონია, ამათგან ყველაზე
ვრცელი ყოფილა საძოვარი `ვარბანდი~ _ თვალუწვდენელი, ვრცელი მინდორი,
რომელიც სოფლისათვის მთავრობას ჩამოურთმევია.
ფერეიდნელები ეწეოდნენ თესლბრუნვას და მიწების დასვენებას.
დასვენებულ მიწას `არვილი~ ერქვა. გადაღლილ ნაკვეთს დახნავდნენ,
გააპატივებდნენ და დაუმუშავებელს დატოვებდნენ. ორი-სამი წლის შემდეგ
კვლავ დათესავდნენ. მარცვლეულის შემდეგ სავარგულთა მნიშვნელოვან
ნაწილს უთმობდნენ იონჯას, რომელიც `მიწასაც აკეთებდა~ და კარგ ფასშიც
იყიდებოდა 383 .
მიწით უზრუნველყოფილ პირებს ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ჰექტარი
ხელოვნურად გაშენებული ტყე, რომელსაც `ბაღჩასაც~ უწოდებდნენ, ხოლო
ბაღჩა დათმობილი ჰქონდა მასალისა და ყოველდღიურად სახმარი მერქნის
(წნელი, სარი, ბოძი, შეშა და სხვ.) მომცემ ხეებს 384 .
ფერეიდანში ვაზის მოვლას ისეთი მძიმე შრომა არ სჭირდება, როგორც
ჩვენთან. იქ ნაკლებად იცის ვაზმა დაავადება. ფერეიდანში ძირითადად
გავრცელებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი,
სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი),
ლორქოში 385 . ფერეიდნელების განმარტებით, ყურძნის ჯიშს _ `ფურის ძუძუს~
_ `იმიტომ ვუწოდებთ, რომ ყურძნის მარცვალი წყლიანია და დიდი თითის
ოდენააო~. `დიდ თითს~ კი ფერეიდენელები ცერს ეძახიან 386 .
ირანში ყურძენი მთლიანად ბაზარზე გადის და ის ძალიან იაფიცაა.
საქიშმიშედ ფერეიდნის ყურძენი ნაკლებად გამოდგება. ამიტომ ყურძენს, რაც
პირდაპირ სახარჯოდან გადარჩებათ, ინახავენ ჯაგნებით საზამთროდ. აგრეთვე,

382 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 50.


383 l. fruiZe, fereidnidan Camosaxlebuli qarTvelebi,
`macne~, istoriis seria, # 2, 1975, gv. 179.
384 iqve, gv. 180.
385 iqve, gv. 176.
386 z. SarSeniZe, fereidneli gurjebi, gv. 100.

130
მას წურავენ, ტკბილს ადუღებენ, სანამ ნახევარზე არ დადგება. ასე
მომზადებულ სასმელს ეძახიან `შირას~ და ხმარობენ ზამთრობით 387 .
სომხები ყურძენს ქართველებისაგან ყიდულობენ. ისინი ძველებურად
ეწევიან მეღვინეობას. აქვთ ქვევრები და საწნახლები 388 .
ფერეიდანში არის ერთი იშვიათი მცენარე, რომელიც სამეურნეო
ცხოვრებაში დიდ სარგებლობას იძლევა. ფერეიდნელი ქართველები მას
გაზანგულანს ეძახიან. გაზანგულანი ანუ გიაზი ტროპიკული მცენარეა.
იზრდება ხრიოკ ადგილებში. ერთი შეხედვით, ეკლის ბუჩქს მოგაგონებთ. მისი
ფოთოლი წვრილია, ნაცრისფერი. მისი ხე მაჯის სიმსხო იზრდება, ხოლო
მიწაში მისი ძირები ბევრად მსხვილია გარეთა ტანზე. ბუჩქი გაშლილია,
მიწაზე გაფრთხნილი. შეხედულებით თავისთავად უბრალოა, მაგრამ
ზაფხულობით იძლევა მშვენიერ შაქრის ფქვილს. იგი მეტად ტკბილია და
სურნელოვანი. გიაზის ფქვილი ერთი ათად მეტი ღირს, ვიდრე შაქარი.
ისფაჰანში არსებობს განსაკუთრებული სახელოსნოები, სადაც ამზადებენ
გიაზის კვერებს. ეს კვერები იგზავნება ირანის ყველა ქალაქში და სხვა
ქვეყნებშიც. ისფაჰანში ისე არავინ ჩამოვა, რომ საოჯახოდ გიაზი არ შეიძინოს,
როგორც იშვიათი გემოს ტკბილეული. ირანელი თუ სტუმრად მიგიწვევთ,
უსათუოდ გიაზით გაგიმასპინძლდებათ 389 .
საერთოდ, სოფლის მეურნეობის წარმოება ფერეიდანში მეტად რთულ
პირობებთან არის დაკავშირებული. ფერეიდანის მხარეში, ისე, როგორც ირანის
თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის განმავლობაში იშვიათად მოდის
ნალექები და ისიც ისე მცირე რაოდენობით, რომ ნიადაგის ზედაპირს
ოდნავადაც ვერ ალბობს. ასეთ პირობებში ხელოვნური მორწყვის გარეშე
შეუძლებელია სამიწათმოქმედო მეურნეობის წარმოება.
ნიადაგის სარწყავი მეურნეობა ფერეიდანში პრიმიტიული და თანაც
მეტისმეტად შრომატევადია. მინდვრებს რწყავენ ე. წ. ყანათების წყლით.
ფერეიდნის მთებში ბევრია ბუნებრივი წყარო, რომლებიც წყლის მარაგს იღებენ
ზამთარში და გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს. თოვლი ფერეიდნის
მთებში, როგორც ზევით აღვნიშნეთ ჩვეულებრივ დიდი მოდის. ზაფხულის
სიცხეებში წყლის აორთქლება რომ თავიდან აცილებული იქნეს, წყაროს
სათავიდან გამოჰყავთ მიწისქვეშა არხი, რომელიც დახრილია ჰორიზონტზე და
მიჰყვება წყალგაუმტარ ნიადაგის ფენას. ყანათის წყალი მიწის ზედაპირზე იქ

387 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 50.


388 l. fruiZe, dasax. naSromi, gv. 178.
389 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 52-53.

131
გამოჰყავთ, სადაც სარწყავი ყანები, ბაღები და ვენახებია გაშენებული.
მიწისქვეშა გვირაბის მთელ სიგრძეზე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე
კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან
შესაერთებლად გაჭრილია ჭების მთელი წყება, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე
კილომეტრზე არის გაჭიმული, მიწისქვეშა არხის ნიადაგის ზედაპირთან
შესაერთებლად გაჭრილი ჭების მთელი წყება, რომლებიც ერთმანეთისაგან 20-30
მეტრით არის დაშორებული. მიწისქვეშა გალერეის გაჭრის დროს ჭების
საშუალებით ამოაქვთ განათხარი მიწა. მიწის ამოღება ხდება სპეციალურად
დამზადებული ცხვრის ტყავის გუდებით (`დულ~), რომელიც ჭის თავზე
დადგმულ ჩარხზე თოკით არის მიბმული. ჭებს სხვა დანიშნულებაც აქვთ.
მიწისქვეშა არხის მუშაობის დროს ჭების საშუალებით ჩადიან გვირაბში და
ეწევიან მის პერიოდულ შეკეთება-გასუფთავებას.
ყანათების მოწყობა და გამოყენება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომ
ფერეიდნელ გლეხს სარწყავი წყალი მეტწილად წყაროებიდან და
ნაკადულებიდან ღია არხით გაჰყავს. არსებობს სხვა საშუალებაც: ზამთრის
წყლის დასაგროვებლად მთის ვიწროებში, ნაკადულისგან გაჭრილ ვიწრო
ხრამებში ღორღს და მიწას ხერგავენ, წყალს აგუბებენ და ზაფხულში
საჭიროების მიხედვით ხმარობენ. ამ პრიმიტიულ წყალსაცავებს `ჰაუზი~ ანუ
აუზი ჰქვია. მიუხედავად ამისა, ფერეიდნის სოფლებში სარწყავი წყლის ფასი
საკმაოდ მნიშვნელოვანია 390 .
ფერეიდნელ ქართველებს სარწყავი წყლის განაწილების და მასზე
გადასახადების გაანგარიშების მეტად ორიგინალური წესი შეუმუშავებიათ.
ყანის ან ბაღის თავში, საიდანაც წყალი უნდა იქნეს გადაშვებული, არხში
წყალს აგუბებენ. დაგუბებული წყლის ზედაპირზე თიხის ან სპილენძის
ფსკერგახვრეტილ სპეციალურ ჯამს დებენ. ფსკერის ნახვრეტიდან წყალი
თანდათანობით შედის ამ ჭურჭელში და იძირება. ამ საქმეს ერთი ადამიანი
ემსახურება. იგი ყოველ ჩაძირვაზე ჭურჭელს სწრაფად ამოიღებს წყლიდან,
დაცლის და კვლავ წყლის ზედაპირზე მოათავსებს. ამ პრიმიტიული, მაგრამ
მეტისმეტად თავისებური `საათის~ საშუალებით ზედმიწევნით ზუსტად
შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს წყლით სარგებლობის დრო. მიწის დიდი
ნაკვეთების მორწყვისას, როცა ამისათვის რამდენიმე დღე-ღამეა საჭირო, დროის
სადღეღამისო საზომს ანუ ე. წ. `შაბანერუზს~ იყენებენ. ხმარებაშია სხვა
საშუალებანიც 391 .

390 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 13-14.


391 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 14-15.

132
მიწის მფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესიც ფერეიდანში
თავისებური იყო. ფერეიდანის რაიონის სოფლების მთელი მიწები XIX
საუკუნის დამლევამდე ხალესეს, ე. ი. სახელმწიფოს ეკუთვნოდა და მათ
უმაღლეს მფლობელად ირანის შაჰი ნასრედდინი ითვლებოდა. ფაქტობრივად
კი, ამ მიწებს განაგებდა შაჰის უფროსი ვაჟი, პრინცი ზილი სულთანი. მაშინ
ზილი სულთანს ირანის მიწათმფლობელთა მეფესაც უწოდებდნენ. მას
ისფაჰანის პროვინციასა და ირანის სხვა კუთხეებში ორი ათასამდე სოფელი
ეკუთვნოდა.
იმავე XIX საუკუნის ბოლოს სასაქონლო-ფულადი მეურნეობის
განვითარებისა და საგარეო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების
მოთხოვნამ, ირანში ტრადიციით დადგენილი წესის წინააღმდეგ მიწა ყიდვა-
გაყიდვის ობიექტად გადააქცია. მიწების შეძენით დაინტერესდნენ ფერეიდანის
სოფლებშიც. შეძლებულმა ხანებმა დაიწყეს მიწების შესყიდვა ხაზინიდან.
მიწები, რა თქმა უნდა, ფერეიდნელ გლეხებს არ შეუსყიდიათ ხანისაგან.
მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. მთელ სოფლებს ან ცალკეულ მსხვილ
ნაკვეთებს ფერეიდანში ყიდულობდნენ ბეგები, აღები და სოფლის სხვა
გავლენიანი პირები.
ირანის სხვა სოფლების მსგავსად, ფერეიდანის მხარის ქართველთა
სოფლებში გლეხისა და მემამულის სამეურნეო ურთიერთობა შუასაუკუნეობრივ
ტრადიციულ ხუთელემენტიან საზიარო საიჯარო სისტემას ემყარებოდა. გლეხი
მემამულის მიწას იჯარით იღებდა ოთხი წლის ვადით. ზოგჯერ საიჯარო
გარიგება ერთი ან ორი წლითაც იდებოდა. მოსავალი ნაწილდებოდა იმის
მიხედვით, თუ ვის ხელში იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხუთი
ელემენტიდან ერთ-ერთი: მიწის ნაკვეთი, სარწყავი წყალი, თესლი, შრომის
საშუალებანი და მუშახელი. შრომის საშუალებებში შედიოდა სასოფლო-
სამეურნეო ინვენტარი და მუშა პირუტყვი. სამიწათმოქმედო წარმოებაში
მოწინავე ამ ხუთი ელემენტიდან თითოეულის საზღაურად მოსავლის ერთი
მეხუთედი იყო გათვალისწინებული. გლეხების უმრავლესობას სრულიად არ
გააჩნდა მიწა და წარმოების სხვა საშუალებები. ისინი საკუთარი შრომის ქირად
მოსავლის მხოლოდ ერთ მეხუთედ ნაწილს იღებდნენ. ეს გარემოება გლეხს
მტკიცედ ამაგრებდა მემამულის მეურნეობაზე და თავისებურ ყმურ
მდგომარეობაში აყენებდა. ფერეიდნელი უმიწაწყლო და მცირემიწიანი
გლეხების ოჯახებს გაზაფხულის დამდეგამდეც არ მიჰყვებოდათ ხოლმე
თავისი შრომის პროდუქტი. ისინი იძულებულნი იყვნენ სესხისათვის
მიემართათ მემამულისა და სოფლის მევახშისათვის. სესხს კი ჩვეულებრივ,

133
დიდი პროცენტით იძლეოდნენ. ამრიგად, იქმნებოდა მუდმივად მოუცილებელი
სავახშო კაბალა, რაც კიდევ უფრო აუარესებდა გლეხის ოჯახის ისედაც
უბადრუკი და ბოგანო ცხოვრების პირობებს. შედარებით უკეთესი
მდგომარეობა ჰქონდათ საშუალო შეძლების გლეხების მცირე ნაწილს,
რომლებსაც საკუთარი ხარები ჰყავდათ და სათესლე მასალა ჰქონდათ. ისინი
მოსავლის ორ მესამედს იღებდნენ. იმ გლეხებს, რომელთა განკარგულებაში
მარტო გამწევი ძალა იყო, საიჯარო გარიგების საფუძველზე მოსავლის
ნახევარი ერგებოდათ. მაგრამ უამრავი ადგილობრივი და სახელმწიფო
გადასახადი ისე ამცირებდა ამ კატეგორიის გლეხების სარჩოს, რომ ფერეიდანში
იშვიათი იყო გლეხი, რომელსაც სამეურნეო წლის ბოლომდე გაჰყოლოდა წინა
წლის მოსავალი.
ფერეიდნელი გლეხის შრომას კიდევ უფრო ამძიმებდა საბატონო ბეგარა.
გლეხი ვალდებული იყო კვირაში ორი-სამი დღე უსასყიდლოდ ემუშავა
მემამულის სასარგებლოდ. საიჯარო პირობის გარეშე გლეხებს ამუშავებდნენ
მემამულის ბაღებსა და ვენახებში, აშენებინებდნენ სახლებს, მათ გაჰყავდათ
გზები, არხები, მწყემსავდნენ მემამულის პირუტყვს და სხვ. მემამულის ან
სახელმწიფო მოხელის სოფელში მოსვლის დროს გლეხები ვალდებული არიან
ყოველგვარი სამსახური გაუწიონ მათ. გლეხს არ შეუძლია პირისპირ შეხვდეს
ბატონს. იგი უნდა დაელოდოს მის მობრძანებას, წელში უნდა მოხრილიყო და,
თუ ბატონი ინებებდა, ემთხვეოდა ფეხებზე. გლეხს სიტყვისშეუბრუნებლად
უნდა შეესრულებინა მემამულის ნება-სურვილი. საკმარისი იყო სულ მცირე
`დანაშაული~, რომ გლეხი გაეწკეპლად. მემამულე-ფეოდალები არაიშვიათად
მიმართავდნენ სასჯელის უფრო მკაცრ, შუასაუკუნეობრივ ბარბაროსულ წესებსა
და მეთოდებს 392 .
XX საუკუნის შუა ხანებში სოფელ თორელის მიწა და ნაგებობები
ეკუთვნოდა ადგილობრივ ხანს, ეროვნებით ირანელს. გლეხები არენდით
იღებდნენ მისგან მიწას, წყალს და საცხოვრებელს. ხანს შეეძლო სურვილის
მიხედვით ნებისმიერ დროს ჩამოერთმია გლეხისათვის არენდით გაცემული
ქონება. არენდა, როგორც წესი მოსავლის 75%-ის გადახდას ითვალისწინებდა.
მოუსავლიანი წლის შემთხვევაში გადასახადს ნატურის ნაცვლად ხანი ფულად
ანაზღაურებას აკისრებდა თორელებს. ფულადი გადასახადი შეიძლება
შეცვლილიყო საოჯახო ინვენტარით. გადაუხდელობის შემთხვევაში მევალე

392 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 17, 18.

134
კაბალაში ექცეოდა და ფაქტობრივ, მისი დამოკიდებულება ხანისადმი მონურ
შრომას უახლოვდებოდა 393 .
მარტყოფში მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ ირანელი ფეოდალები სოფელ
ხუნსარიდან. ოთხი-მეხუთედი ეკუთვნოდათ ხორდა მალექებს _ ქართველ
გლეხებს. ქვედა ახორაში მიწის მეხუთედი ქართველი გლეხების კუთვნილება
იყო, ოთხი-მეხუთედი ქართველი მემამულეებისა, როგორებიც იყვნენ: რეზა
ყული ხანი, ხოსროვ ხანი და ბაგირ ხანი.
სოფელ დაშქესანში მიწის ერთ მეექვსედს ფლობდნენ მემამულეები: რეზა
ყული ხანი, ჰაჯი ჰეიდარი და ჰაჯი ახმედი, რომლებიც ცხოვრობდნენ ირანულ
სოფელ ხუნსარში. მიწის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნოდათ ქართველ გლეხებს.
სოფელ ბოინში მიწის ხუთი მეექვსედი ეკუთვნოდა მამედ ხუსეინ ხან დახტს,
რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა. სოფელ ახჩაში მიწების დიდ ნაწილს
ფლობდნენ ხუნსარელი ფეოდალები ჰაჯი ჰუსეინის თავკაცობით და ა. შ.
როგორც ამ მოკლე დახასიათებიდან დავინახეთ, მიწის მნიშვნელოვანი
ნაწილი ეკუთვნოდათ მემამულეებს. ქართული ოჯახების უმრავლესობა
იძულებული იყო კაბალური პირობებით, არენდით აეღო მიწა. ქართული
სოფლების ახალგაზრდობა იძულებული ხდებოდა დამატებითი სამუშაო ეძებნა.
ისინი, ძირითადად, შავ მუშებად და შარაგზის შეკეთებაზე მუშაობით
ცდილობდნენ თავის რჩენას 394 .
60-იან წლებში გორჯის დეჰესთანში მუშაობდა 5 ტრაქტორი, აქედან ერთი
სოფელ ბოინში. დაარსებული იყო 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ხოლო
სოფელ დაშქესანში მოქმედებდა ერთი კოოპერატიული საზოგადოება.
1962 წლის იანვრის მიწის რეფორმამდე ფერეიდანის ქართულ სოფლებში
ისევე, როგორც მთელ ირანში, გაბატონებული იყო
ე. წ. `არბაბ-რაიათის~ ფეოდალურ-ბატონყმური სისტემა. როგორც დავინახეთ,
გლეხების დიდ უმრავლესობას მიწა არ ჰქონდა და ხუთელემენტიანი
წილადობრივი იჯარით ამუშავებდა მემამულე-ფეოდალის მიწას. ამასთან, უნდა
შეესრულებინა საბატონო ბეგარა და მიწის მფლობელისათვის მიერთმია ისეთი
გამოსაღებები, როგორიცაა ბატკნები, ქათმები, კარაქი და სხვა. რეფორმამ
მართალია, გააუქმა ფეოდალური სისტემა, მაგრამ გლეხების დიდი მასა კვლავ
უმიწოდ დარჩა. ხოლო ის გლეხები, რომლებმაც მიწა მიიღეს, ვალდებული
იყვნენ ეხადათ გამოსყიდული თანხა 395 .

393 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 5.


394 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 28.
395 g. WipaSvili, iranis qarTveli mosaxleoba, gv. 89.

135
ფერეიდანში მიწათმოქმედების გვერდით სიმბიოზურად წარმოდგენილია
მესაქონლეობაც. ნაყოფიერი საძოვრები, მაღალი ადგილი, თავისუფალი მიწის
სავარგულები ხელს უწყობს მესაქონლეობის განვითარებას. ისტორიულად
ცნობილია, რომ აქ განვითარებული ყოფილა როგორც მსხვილფეხა, ისე
წვრილფეხა მესაქონლეობა, უფრო კი, წვრილფეხა მესაქონლეობა, რაც გეოგრა-
ფიული პირობებით ყოფილა განპირობებული 396 .
თითოეულ საშუალო ოჯახს ჰყავდა ხუთიდან ათამდე ცხვარი, თითო-
ოროლა ძროხა, უღელი ხარი, ერთი ან ორი ცხენი და ვირი. ჯორი, აქლემი და
კამეჩი ქართულ სოფლებში ძალიან ცოტაა. ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ამ
მთიან ადგილზე მეტი სიცივე იცის. ნაკლებად მისდევენ ფერეიდნელი
ქართველები აგრეთვე საოჯახო შინაური ფრინველების მოშენებას. იშვიათი
სანახავია განსაკუთრებით იხვი, ბატი და ინდაური 397 .
ცხვრის მოსაშენებლად ფერეიდანში მეტად კარგი პირობებია. ამიტომ
აქედან გამოსული ცხვარი კვებავს მთელ რიგ ქალაქებს. ამ მხრივ ფერეიდანს
უცხოელთა ყურადღებაც მიუქცევია. იქ მისულა ერთი ინგლისელი, რომელსაც
გამოუკვლევია ცხვრის ჯიშები, მატყლის თვისება, ხარისხი და ფერი. მისი
გამოკვლევით, ფერეიდანში ცხრა ფერის მატყლი ყოფილა და ღირსებითაც _
პირველხარისხოვანი 398 .
ისფაჰანის ბაზარზე ფერეიდანის ერბო ყველა სხვა ადგილში დამზადებულ
ერბოზე უფრო ძვირია. ცხვრის ერთი კილო ფერეიდნული ერბო ისფაჰანის
ბაზარზე 250 რიალად იყიდება, მაშინ, როცა საერთოდ, ერბო თეირანში ღირს
180-200 რიალი 399 .
სუსტად იყო განვითარებული მეფუტკრეობა. მცირე რაოდენობის მაღალი
ხარისხის თაფლი გადამყიდველების მეშვეობით იყიდებოდა თეირანში.
ქართული სოფლების ირგვლივ ფართო შესაძლებლობა იყო ჯეირანზე,
კურდღელზე და გარეულ ღორზე ნადირობისათვის. რელიგიური აკრძალვის
გამო, კურდღლისა და ღორის ხორცს ქართველები არ ჭამდნენ. რელიგიური
ტაბუსა და იარაღის უქონლობის გამო, მონადირეობა საერთოდ არ იყო

396 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 13.


397 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 50.
398 iqve, gv. 51.
399 z. SaraSeniZe, axali masalebi fereidneli qarTvelebis
Sesaxeb, gv. 23.

136
განვითარებული. ფერეიდანში მგლების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან ზიანს
აყენებდა მეცხვარეობას 400 .
ქართველი გლეხები გაურბოდნენ ცხენების ყოლას სიღარიბის და უფრო
მეტად იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები და სოფლის პოლიცია გლეხების
ცხენებს იყენებდა საკუთარი სარგებლობისათვის 401 .
ფერეიდანში ყველა ქართველ გლეხს შეუძლია ხალიჩების ქსოვა. საქმით
დაკავებულია მოსახლეობის 40%. მათი ნაწარმი განსხვავდება ირანული და
სომხური ნაკეთობისაგან 402 . და მაინც, ქართველებში იშვიათია ხელოსნობა და
ვაჭრობა. სოფლებში თუ ვინმეა ვაჭარი, ან მოხელე, თითო ოროლას
გამოკლებით, უსათუოდ ფარსია. ვერცერთ ქალაქში და, განსაკუთრებით,
ისფაჰანში, რომელთანაც ფერეიდნელები დაკავშირებული არიან, როგორც
ადმინისტრაციულ ცენტრთან, ვერ ნახავდით ვერცერთ ქართველ ვაჭარს და
ვერც ხელოსანს, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები გვხვდებოდნენ 403 .

რელიგია და ყოფა-ცხოვრება

შაჰ-აბას პირველი მოქნილად იყენებდა რელიგიას ირანის საგარეო


პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურში. შაჰის მიერ ქართლის
მეფის სიმონ ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვა ადასტურებდა
ქრისტიანობისადმი შემწყნარებლური და კეთილი დამოკიდებულების
პოლიტიკის გატარების ცდას. მისი სამეფო კარის მოხელენი ან ქრისტიანები,
ანდა ქრისტიანებისადმი კეთილად განწყობილი ხალხი იყვნენ. შაჰი ამავე
დროს, თანხმობას აცხადებდა ირანში მცხოვრები ქრისტიანების მორჩილებაზე
რომის პაპისა და კათოლიკური ეკლესიისადმი. ამასთან, შაჰი ნებას იძლეოდა,
მის სახელმწიფოში კათოლიკე მისიონერებს ქრისტიანული სარწმუნოება
ექადაგათ 404 .

400 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 27.


401 iqve, furc. 28.
402 iqve, furc. 29.
403 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 49.
404 q. pavliaSvili, ingliseli Zmebi entoni da robert Ser-
lebi vatikan-iranis diplomatiur asparezze (XVII sauku-

137
არსებული რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, რომის პაპი
დაბეჯითებით ითხოვდა შაჰისაგან, გამოეცა ინსტრუქციები, რათა ყოველ
ქრისტიანს, როგორც შაჰის სამფლობელოებში დაბადებული, ისე უცხო
ქვეყნებიდან მოსულთ, ან ომიანობის დროს ტყვედ ჩავარდნილთ,
მოპყრობოდნენ ლმობიერად. შაჰს არ უნდა დაეშვა ქრისტიანული
სარწმუნოების იძულებით უარყოფა. თავის მხრივ პაპი აღუთქვამდა შაჰს, რომ
ისიც ასევე მოიქცეოდა, თუ მაჰმადიანები მოხვდებოდნენ ქრისტიანულ
ქვეყნებში, ან ოსმალთა მიერ ტყვედ წაყვანილნი ქრისტიანთა ხელთ
აღმოჩნდებოდნენ 405 .
ბუნებრივია, შაჰის პოლიტიკა ქრისტიანებისამდი ევროპის სახელმწიფოთა
პოზიციით განისაზღვრებოდა, რაშიც მთავარ როლს ოსმალეთის საკითხი
წარმოადგენდა.
შაჰ-აბასმა, როგორც ცბიერმა პოლიტიკოსმა ქრისტიანებისადმი
დამოკიდებულება რომის პაპისა და ევროპის მონარქებისადმი ერთხელ კიდევ
ხაზგასმით აღნიშნა და მაგალითისათვის მოიტანა, რომ `ის ქრისტიანთა
მფარველი იყო, რასაც ადასტურებდა მის მიერ რომის პაპისაგან საჩუქრად
გამოგზავნილი ოქროს ჯვრის საქართველოს მეფესთან გაგზავნა, ხოლო
საკუთარი ხელით გათლილი ხის ჯვრისა კი პატრიარქთან~ 406 .
ქართველების გამაჰმადიანებას ირანში არ აყოვნებდნენ (აქედან წასხმული
ქართველობა მალე `გაათათრა~ შაჰ-აბასმა გარკვეული ღონისძიებების
მოშველიებით), რადგან მათ უნდა შეევსოთ ძირითადად სახელმწიფოს
რეგულარული არმია. ყოველ შემთხვევაში, ის ეკლესიები, რომელიც
ქართველებმა ირანში ჩასახლების პირველ წლებში აიშენეს, მალე მოშალეს 407 .
1621 წელს ფერეიდანში ჩასახლებულ ქართველებსა და სომხებს შაჰმა
მოუწოდა მიეღოთ ისლამი. მათმა ერთმა ნაწილმა ძალის გამოყენების შიშით
მოწოდებას `მორჩილების ნაბიჯით შეეგება~ და ძალაუნებურად დამორჩილდა
ბრძანებას. ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო, რომ ქრისტიანული
ეკლესია, რომელიც აქ გადმოსახლებულებმა ააშენეს და სადაც სრულდებოდა
ქრისტიანული რელიგიური რიტუალები მიზგითად გადაექციათ, რათა
საეკლესიო ზარის ნაცვლად მუეძინის ხმას მოეხმო მლოცველები. ამ მიზნით

nis I naxevari), `qarTuli diplomatia~, t. 4, Tb., 1997, gv.


200.
405 iqve, gv. 203.
406 q. pavliaSvili, dasax. naSromi, gv. 203.
407 m. Todua, dasax. naSromi, gv. 196-197.

138
ფერეიდანში საკითხის გადასაწყვეტად გაიგზავნა შაჰის მეჯლისნავისი ამირ
აბუ-ლ-მაალა ნაზარი 408 . როგორც აღვნიშნეთ, ნაწილმა აღიარა ისლამის რჯული.
სასულიერო წოდება _ ბერ-მონაზვნები და მღვდლები წინ აღუდგნენ
სარწმუნოების შეცვლას. მათი მეცადინეობით დიდმა ნაწილმა შეძლო
ქრისტიანობის შენარჩუნება. მღვდლებსა და ბერებს გარკვეული მუქარა
აგრძნობინეს. მათაც `დამორჩილების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ და
ზიზღით შედგეს ფეხი მუსლიმანობის წრეში~. `ყველა ვინც იტყოდა აღსარების
მუსლიმანური რჯულის ორი დებულების მშვენიერ სიტყვებს, მათ სახარებას
და სხვა საღვთო წიგნებს ეპისკოპოსებს და მღვდლებს ართმევდნენ და
დაადგინეს, რომ მუსლიმან მოძღვრებს მათთვის ყურანი და შარიათის
დადგენილებანი ესწავლებინათ~ 409 .
ასევე, ყველა სომეხ ქრისტიანს, რომლებიც გადასახლებულ იყვნენ
მაზანდარანში ისლამის რჯულის მიღებისაკენ მოუწოდებდნენ. ზოგმა თითქოს
ნებაყოფლობით მიიღო. `ზოგმაც ზიზღით, _ ღმერთმა უწყის ეს, თქვა აღსარება
და ისლამის ხალხის რიგებში ჩადგა~. ისქანდერ მუნში ვერ მალავს, რომ
მაზანდარანში რჯულის გამოცვლაზე უფრო მეტი ზეწოლა ყოფილა 410 .
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს შეხედულება, რომ არ გვაქვს
ცნობები ფერეიდნელი ქართველების გამაჰმადინების დროის შესახებ.
მაგალითად, გიორგი ჭიპაშვილის აზრით: `ქართველთა გამაჰმადიანების
ისტორია ძნელი დასადგენია. ამის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ
არსებობს~ 411 .
თამილა ცაგარეიშვილის შეხედულებით, `ფერეიდნელების გამაჰმადიანების
ისტორია დადგენილი არ არის და არც წერილობითი დოკუმენტი არსებობს
ამის შესახებ~ 412 .
ზურაბ შარაშენიძე ისქანდერ მუნშის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევს,
რომ ფერეიდანში, ბახთიარების მეზობლად დასახლებული ქართველები შაჰ-
აბასმა გაამაჰმადიანა 1621 წელს 413 .
ჩვენი აზრით, შაჰის ხელისუფლება გაურბოდა ფერეიდანში კომპაქტურად
ჩასახლებული ქართველებისა და სომხების მაჰმადიანობაზე მოქცევისათვის

408 isqander munSis cnobebi... gv. 117.


409 isqander munSis cnobebi... gv. 118.
410 iqve.
411 g. WipaSvili, fereidneli qarTvelebi, Tb., 1963, gv. 24.
412 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 9.
413 z. SaraSeniZe, fereidneli gurjebi, Tb., 1979, gv. 58.

139
მკვეთრი ღონისძიებების გატარებას. ბუნებრივია, შაჰ-აბასს არ გაუჭირდებოდა
ერთი ხელის მოსმით მიეღწია თავისი სურვილის აღსრულებისათვის, თუმცა ამ
პროცესის დასრულება მთლიანობაში მომავლის პერსპექტივად ჩათვალეს.
სარწმუნო ცნობებით, შაჰ-აბასმა ქართველები გაათავისუფლა
გადასახადებისაგან და არ სდევნიდა ქრისტიანული რწმენის გამო.
ფერეიდნელმა ქართველებმა თავდაპირველად, მართლაც შეძლეს მათ მიერ
დასახლებულ ადგილებში შეენარჩუნებინათ ქრისტიანობა და აეშენებინათ
მცირე ზომის ეკლესიები. ეს პროცესი თითქმის 134 წელი გაგრძელდა 414 .
ფერეიდნელებს კარგად ახსოვთ, რომ პირველ ხანებში ირანშიც
ქრისტიანები ყოფილან. მეხსიერებას შემორჩა მათე მღვდლის სახელი,
რომლისგანაც შექმნილია გვარი მათიაანი. არის ტოპონიმი `ყარაქეშიში~, რაც
შავ მღვდელს ნიშნავს. ასევე ამბობდნენ, რომ ღორის ხორცს ჭამდნენ,
ფერეიდნის მთებში ღორებზე ნადირობდნენ, რაც გარკვეულ დრომდე
ქრისტიანობის შემორჩენის მანიშნებელია 415 .
როგორც ვიცით, შაჰ-აბას პირველმა გადასახლებული ქართველები
კომპაქტურად დაასახლა, რაც თავისებურ კითხვებს ბადებს. მათი ასიმილაცია
რომ სდომებოდა შაჰი სხვანაირად მოიქცეოდა. ტრადიციულად, უცხო ტომის
შვილებს, ერთ ნაწილს რომ ჰამადანში ჩაასახლებდნენ, მეორეს _ ქირმანში,
მესამეს _ შირაზში, თეირანში, გილანში ან მაზანდარანში, ხორსანში და
ა. შ. მაშინ რა მიზანს ისახავდა ირანის ხელისუფლება, როდესაც ასეთ ნაბიჯს
დგამდა? ზევით აღვნიშნეთ, რომ მუდმივი ძრწოლა და შიში ჰქონდა სპარსეთს
ბახთიართა ტომებისაგან, როგორც თავისუფლების მოყვარე და თანაც
შეუპოვარი მეომარი ხალხისაგან. ასევე, ლურებისაგან განიცდიდა თავდასხმის
საშიშროებას. საჭირო იყო ფერეიდანთან საიმედო `ჯებირის~ აღმართვა, რათა
ჩაეკეტა ერთ-ერთი ხელსაყრელი გზა დედაქალაქის _ ისფაჰანისაკენ მიმავალი.
`სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ შაჰმა აქ ჩაასახლა ესე დიდძალი
ქართველობა~ 416 .
აღნიშნულ საკითხთან არის დაკავშირებული ფერეიდნელი
ქართველებისათვის ქრისტიანული აღმსარებლობის შენარჩუნება გარკვეული
პერიოდის მანძილზე. როგორც დავინახეთ, სტრატეგიული მიზნით მოხდა
ქართველების კომპაქტიური დასახლება ფერეიდანში, რაც ირანის
ინტერესებისათვის იყო გათვალისწინებული. თუ შაჰ-აბასი ძალით

414 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 19.


415 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 204.
416 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 205.

140
მოინდომებდა მათ გამაჰმადიანებას და ბუნებრივია ქართველები მასობრივად
არ დათანხმდებოდნენ, მაშინ სრულიად უნდა ამოეჟლიტა ქართველობა. ეს კი
ხელს შეუშლიდა იმ ამოცანის განხორციელებას, რასაც შაჰ-აბასის გეგმა
ითვალისწინებდა 417 .
მართლაც, ქართველებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში
ირანის ინტერესების დასაცავად. მაგალითად, 1722 წელს ავღანელებმა ისფაჰანი
აიღეს. მირ-მაჰმუდმა ფაქტობრივად, დაიპყრო ირანი. ავღანელების ჯარს
მარტყოფზე მიუტანია იერიში. ქართველების წინამძღოლად გამოსულა გლეხი
თათაშვილი. მას მეომრები მარტყოფთან სიახლოვეს ერთ გორაზე გაუმაგრებია.
შეტაკება გაგრძელებულა რამდენიმე დღე. ავღანელები დამარცხებულან.
ბრძოლაში ქართველებს გაუმარჯვიათ. ამ გორას ახლაც `თათაშვილის გორა~
ეწოდება 418 .
თავის ცნობილ ფერეიდნულ ტექსტებში არნოლდ ჩიქობვას მოცემული აქვს
სეფ ალ-ლაჰ (სეიფოლა) იოსელიანის საინტერესო მოგონება, სადაც ერთი
იქაური ქართველის, ნესირას ამბავია გადმოცემული. ერთხელ თურმე ტახტის
მაძიებელ ქერიმ-ხანს (1750-1779 წწ.) ფერეიდანში, ზემო მარტყოფში ოცი კაცით
გამოუვლია და ერთი გლეხისთვის უკითხავს: ქართველო, შეგიძლია, სოფელში
ორი ლიტრა პური გვიყიდო და საუზმე გვაჭამოო. გლეხს სტუმრისათვის პური
უყიდია, ბატკანი დაუკლავს და, როგორც შეეძლო, გამასპინძლებია. წასვლის
წინ ქერიმ-ხანს გლეხისთვის სახელი უკითხავს. ნესირა მქვიაო, მიუგია
ქართველს. ნესირო, _ უთქვამს ქერიმ ხანს, _ თუ ჩემი გამარჯვება გაიგო, არ
მოგერიდოს, მოდიო. ნესირა (ნასირი) იმავე წელს ქვემო მარტყოფში
გადასახლებულა და მალე ჯარშიც წაუყვანიათ. ჯარში ნასირს ქერიმ-ხანის
გამეფება გაუგია. ამდგარა და შირაზში ხლებია. ქერიმ-ხანს კარგად მიუღია
სტუმართმოყვარე მასპინძელი, სულთნობა უბოძებია და შვებულება მიუცია. ასე
გამხდარა ნესირა ნასირ-ხანი. სეიფ ალ-ლაჰ იოსელიანისვე მოგონებით, მისი
შვილიშვილი მად-ისმაილ-ხანი (მოჰამმად ესმაილ-ხან) იქცა თურმე მთელი
ფერეიდანის უფროსად 419 .
გაძლიერებული ქერიმ-ხან ზენდი ყველა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლას
ახშობდა. ჩანს, ბახთიარების პრობლემამ დააჩქარა ფერეიდნელ ქართველთა
გამაჰმადიანება. XVIII საუკუნის შუა ხანებში ბახთიართა მღელვარება კვლავ

417 iqve, gv. 206.


418 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 6.
419 arnold Ciqobava, fereidnulis mTavari Taviseburebani,
tfilisis universitetis moambe, Tb., 1927, VII, gv. 237.

141
გრძელდებოდა. ამიტომ ქერიმი ბახთიარის ტომებში არსებული მღელვარების
ჩასახშობად გაემგზავრა. იგი სასტიკად გაუსწორდა ურჩ ტომებს, მრავალი
მათგანი აჰყარა და ფარსსა და ყუმში გადაასახლა, რითაც დაქსაქსა ისინი და
სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ჩააბა. ბახთიართა ტომებიდან დაახლოებით
სამი ათასი კაცი წაიყვანა და თავის ჯარში ჩარიცხა. ასე მოუღო ბოლო ქერიმ-
ხანმა ბახთიარელი ტომების აჯანყებას 420 .
ამის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა თუნდაც ძალის
გამოყენებით გადაეჭრა ქართველების გამაჰმადიანების საკითხი... რა თქმა
უნდა, როდესაც მოიხსნა პრობლემა ხელისუფლება არ აბოგინებდა შუაგულ
სპარსეთში რამდენიმე ათას ქართველს თავისი განსაკუთრებული სჯულითა და
კულტურით. 1750 წელს ქართველებს ძალით მიაღებინეს ისლამი და დააკისრეს
გადასახადები. ამ ფაქტმა გამოიწვია ქართველების შეიარაღებული აჯანყება
ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ქართველი შეეწირა 421 . ამ
მოვლენებთან დაკავშირებით, ხსოვნა დღემდე შემორჩა ფერეიდნელებში.
ფერეიდნელი ქართველის სიტყვით, რომელიც ზურაბ შარაშენიძემ ჩაიწერა 1968
წელს ირანში, `ზემო ახორის დასავლეთით მდებარე მთას `სიხეს~ (ციხე)
ეძახიან. აქ ქერიმ-ხან ზენდს გურჯებთან ბრძოლის დროს ბევრი გურჯი
დაუხოცია~ 422 .
როდესაც ქართველებს მასობრივად მიაღებინეს ისლამი, დაუნგრიეს
ეკლესიები ან მეჩეთებად აქციეს, იავარყვეს საეკლესიო ქონება, ამის შემდეგ
ქართველი სასულიერო წოდება იმალება. ეროვნული ტანსაცმელი იდევნება და
იცვლება ირანულით. ქალებისათვის სავალდებულო ხდება ჩადრის ტარება.
მეურნეობიდან იდევნება მევენახეობა და ღვინის წარმოება, ტრადიციული
ეროვნული დღესასწაულები თანდათანობით დავიწყებას ეძლევა. იკრძალება
ეროვნული ცეკვები და სიმღერები. ნაცვლად დიდი სტუმართმოყვარეობისა და
ჩვეული მხიარულებისა ადგილს იკავებს კარჩაკეტილობა, იზოლაცია, საკუთარი
არსებობისათვის მუდმივი შიში. ეროვნული ტანსაცმელიდან რჩება მხოლოდ
ფართო შარვალი, რადგან მეზობელი ლურისა და ბახთიარის ტომების
შარვლების მსგავსი იყო და ირანელთა მხრიდან ყურადღების გარეშე დარჩა.

420 z. SaraSeniZe, irani XVIII saukunis meore naxevarSi, Tb.,


1970, gv. 45.
421 suicsa, f. 600, anaw. 2, saq. 315, furc. 5.
422 z. SaraSeniZe, axali masalebi fereidneli qarTvelebis
Sesaxeb, Tb., 1969, gv. 20.

142
ირანის ადმინისტრაციის მხრიდან ქართველები განიცდიდნენ მუდმივ
მეთვალყურეობას. მათ წაართვეს უფლება ესწავლათ მშობლიური ენა და
მწერლობა. გამიზნულად ინერგებოდა ირანული ენა, შარიათის ტრადიცია და
წეს-ჩვეულება. აიძულებდნენ შეესისხლხორცებინათ მუსლიმანური თვითშეგნება
და ფანატიზმი 423 .
ქართველი მოსახლეობის მიმართ ირანის ხელისუფლების პოლიტიკურ
ამოცანას წარმოადგენდა მთლიანად აღმოეფხვრათ მათი ხსოვნიდან სამშობლო
და არ დაეშვათ არავითარი კავშირი საქართველოსთან, როგორი ფორმითაც
უნდა ყოფილიყო. ასეთი ფაქტების შემთხვევაში ხელისუფლება სადამსჯელო
ზომებს მიმართავდა 424 .
რელიგიის შეცვლასთან ერთად შეიცვალა ფერეიდნელთა ზნე-ჩვეულებანი
და საყოფაცხოვრებო წესები. ფერეიდნელი ქართველები ისლამის მიღების
შემდეგ ასრულებენ ყველა იმ რელიგიურ მისტერიასა და დღესასწაულებს,
რომელთაც ასრულებს ყველა მაჰმადიანი 425 .
ჰაჯის წოდება შეუძლია მიიღოს ყველამ, ვინც მექაში წავა, ილოცებს და
ცოცხალი დაბრუნდება. ასეთი რამ ხდება ფერეიდნელ ქართველებშიც. მარტო
1928 წელს იქიდან თორმეტი კაცი გაემგზავრა მექაში სალოცავად. მათი
უმეტესობა ღარიბები იყვნენ, რომლებიც მთელ ქონებას ხარჯავდნენ იმ
იმედით, რომ `ღმერთი ლუკმას არ დაუკარგავდა~ 426 . როგორც ვხედავთ,
ისლამმა ქართველ ფერეიდნელებში მძლავრად გაიდგა ფესვები. 1923 წელს,
როდესაც სეიფოლა იოსელიანი საქართველოდან ფერეიდანში დაბრუნდა,
ფანატიკოსთა თვალების ასახვევად ჯერ მეშჰედს მივიდა შუა აზიის გზით,
მთელი თვე იქ ილოცა და შემდეგ საქრისტიანო ქვეყნიდან დაბრუნებული
`განწმენდილი~ მივიდა ფერეიდანში, რათა მის წინააღმდეგ განგაში არ
აეტეხათ.
სეიფოლა თავის `პატარა საქართველოში~ დიდი პატივისცემით
სარგებლობდა, ხანის წოდება გააჩნდა და ასე რომ არ მოქცეულიყო მისი
ავტორიტეტი, მისი ხანობა დაეცემოდა 427 . ამ დროს ქართველები შეჭირვებული
იყვნენ მეზობლად მცხოვრები ტომებისაგან. ამიტომ სეიფოლა ჩავიდა თეირანში
და იმდროინდელი პირველი ვეზირი რეზა ხანი ინახულა. მან სთხოვა ვეზირს

423 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 20.


424 iqve, furc. 21.
425 g. WipaSvili, dasax. naSromi, gv. 25.
426 a. WeliZe, eqvsi weli sparseTSi, Tb., 1964, gv. 99.
427 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 79.

143
ფერეიდნელი ქართველებისათვის იარაღის შეძენის ნებართვა, რომ ყაჩაღი
ქურთებისა და ბახთიარებისაგან თავი დაეცვათ. ვეზირისაგან მან
ზრდილობიანი უარი მიიღო: `მაგისთანა ხალხს თვით სახელმწიფო ალაგმავს,
და იარაღი ხალხს რაც აქვს ისიც უნდა ჩამოვართვათო~. როგორც შემდეგში
მათი დიალოგიდან ირკვევა, რეზა ხანს გარკვეული ეჭვი გაუჩნდა, რომ
`საბჭოთა ქვეყნიდან~ დაბრუნებულ იოსელიანს კომუნისტური იდეების
გასავრცელებლად ხომ არ ჰქონდა განზრახული რაიმე ჩანაფიქრით იარაღის
მოთხოვნა 428 .
ისფაჰანში იყო ერთი თავზეხელაღებული, სასულიერო წოდების საშინელი
მოძულე სამხედრო პირი ათაფური, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო,
მაგრამ ქართული დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. მას მაინც ფერეიდნელი
ქართველი ჯარისკაცები ჰყავდა თავის გარშემო. ის დაინახავდა თუ არა ქუჩაში
მიმავალ მოლას უსევდა ჯარისკაცებს:
_ აბა მიდით, დააფრთხეთ, ფართხუნა ტანსაცმელი შემოახიეთო.
ჯარისკაცები მისცვივდებოდნენ მოლას, დაწეწავდნენ, მიათრ-მოათრევდნენ და
გაუშვებდნენ.
_ ამ დროს კარგი შემოსავალი გვქონდაო, _ ამბობდნენ ჯარისკაცები.
ათაფურმა ერთი აჯანყების დროს, როგორც ამბობდნენ, რამდენიმე მოლა
დაიჭირა, ნაობახში შეყარა და წვერები შეაკრიჭა. მოლებმა საჩივარი აღძრეს
მთავრობის წინაშე. ამ ამბავმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ათაფური
პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მან თავი ადვილად გაიმართლა:
_ ახალი კანონის დებულებით ციხეში ჩასმულ დამნაშავეს თმა და წვერი
გაკრეჭილი უნდა ჰქონოდა და მეც ამ კანონის თანახმად მოვიქეციო. ათაფური
გამართლდა. მოლებიც გაანთავისუფლა კანონმა, მაგრამ მათ ციხიდან
გამოსვლაზე უარი განაცხადეს:
_ სანამ წვერები არ გაგვეზრდება ქუჩაში ვერ გამოვალთო. კანონმა
ადვილად დააკმაყოფილა მათი უკანასკნელი სურვილი. ათაფური შირაზში
გადაიყვანეს, მისი სახელი კი, მწარე მოგონებად დარჩათ ისფაჰანელ მოლებს 429 .
თუ რაიმე შერჩენიათ ქართველებს ქრისტიანული სარწმუნეობისა,
ერთადერთი ის არის, რომ როცა ფერეიდნელი ქართველი ქალი პურის ცომს
მოზილავს და ლავაშს თონეში ჩასაკრავად გაამზადებს, მასზე ხელით ჯვარს
დაუსვამს 430 . სწორედ იმ მიზნით, რომ ამით შეენარჩუნებინათ მათ

428 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, gv. 11-12.


429 a. WeliZe, eqvsi weli sparseTSi, gv. 81-82.
430 g. gociriZe, dasax. naSromi, gv. 73.

144
მეხსიერებაში შემორჩენილი ქრისტიანული სარწმუნოების ელემენტები, ამ
სარწმუნოებაში შესული ზოგიერთი ადრეული წეს-ჩვეულებანი, რაც,
თავისთავად, `ქართველობის~ შენარჩუნებას ნიშნავდა.
მართალია ჯვარი საზოგადოების განვითარების უძველეს საფეხურზეა
წარმოქმნილი, მაგრამ ქრისტიანობაში შესული და გაძლიერებულია.
ფერეიდნელთა რწმენა-წარმოდგენებში იგი მხოლოდ ქრისტიანული წეს-
ჩვეულების ელემენტია და არა წარმართული პერიოდისა. მისი შენარჩუნებით
ფერეიდნელი ქართველები ძველი ეროვნული წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას
ეძალებოდნენ.
როგორც ვიცით, `გურჯის~ სოფლები `მაჰლებად~ (უბნებად) იყოფოდა.
მაჰლები ერთმანეთისაგან `რუებით~ იყო დაცილებული. თითოეული მაჰლი
რამდენიმე `ქუჩის~ გაერთიანებას წარმოადგენდა. `ქუჩები~ ფერეიდნელთა
გვარების ეპონიმების სახელით იწოდებოდნენ (ონიკაანთ ქუჩა, ასლანაანთ ქუჩა
და სხვ.). ისინი ერთმანეთთან იმ საერთო `მეიდანით~ (დასახლების
ცენტრალური ადგილით) იყვნენ დაკავშირებულნი, სადაც წყარო ჩამოდიოდა
(ბუთუანთ წყარო, სუფიანთ წყარო, `გელაზი~ და სხვ.). ერთ ქუჩაზე
დაახლოებით 19-მდე სახლი შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვები ერთმანეთზე
მჭიდროდ, ახლო-ახლო, თითქმის გადაბმულად იდგა და მათი სახურავებიც
ურთიერთის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდნენ 431 .
სახლები ალიზით იყო აშენებული, ბრტყელ ბანიანი, მიწით მოტკეპნილი
ისევე, როგორც წინათ ქართლის ზოგიერთ სოფელში. ასეთივე შენობები
ჰქონდა ყველას, საზოგადოდ, ირანის მთელ ტერიტორიაზე. ბინის შინაგანი
მორთულობა სადა იყო. ვიწრო კარ-ფანჯრები იციან, ოთახში დაგებულია ნოხი
ან ქეჩა. 20-იან წლებში არც ერთ ოჯახში, გარდა სეიფოლა იოსელიანისა სკამი
არ ჰქონდათ. სკამს მხოლოდ იშვიათი სტუმრისათვის ინახავდნენ.
ეზოებში ყველს ჰქონდა სახაბაზო, თორნე, გომი (ბოსელი), ფიჩხი და
გამხმარი წივა, რომელსაც აგუნდავებენ, ახმობენ მზეზე და ხმარობენ
ზამთრობით სათბობ მასალად ქურსში*.
ქურსი ჰიგიენის მხრივ ძალიან ცუდია, ოთახი ივსება ნახშირის მძიმე
სუნით. მით უმეტეს, თუ ქურსი წივითაა ანთებული, იმ ოთახში უჩვევი კაცი
ვერ გაძლებს მაგრამ, როგორც ჩანს, ნახშირის სუნსაც თურმე ეჩვევა

431 g. gociriZe, dasax. naSromi, gv. 15-16.

145
ორგანიზმი 432 . რასაკვირველია, ქურსის ხმარება შედეგია შეშის სიძვირისა. ამი-
ტომ ფერეიდნელი ქართველებისათვის ქურსის ხმარება აუცილებელია.
ზოგიერთ სახლში შეხვდებით დედაბოძებს მშვენიერი ჩუქურთმებით.
თითქმის ყველას აქვს პურის შესანახი კიდობანი. თაროებზე აწყვია სპილენძის
ან თიხის ჭურჭელი. სოფელ ავჭალაში ხმარობენ ჩვენებურ თიხის ქოთანს,
რომელშიც ლობიოს ხარშავენ 433 .
სოფელ ბოინის მცხოვრებნი მეჭურჭლეობასაც მისდევენ. აქ შეხვდებით
ქართულ ლიტრას, კოკას და ქვევრებს. ამავე სოფელში არის კუსტარული წესის
სამჭედლოები, სადაც ბლომად აკეთებენ ქართული ტიპის ბარებს, თოხებს,
ნალებს და სხვ. საწარმოო იარაღები, კავ-გუთანი, ურმები ძველი ქართული
ტიპისაა. ძაფს ართავენ თითისტარებით. ბევრი ჯარასაც ხმარობს. მრავალი
ოჯახი თავს ირჩენს ხალიჩების, თოკებისა, და ფარდაგების ქსოვით. ირანელი
ვაჭრები ორ-სამჯერ ჩადიან ფერეიდანში და ბლომად იძენენ ქართველი
ქალების მოქსოვილ ხალიჩებსა და ფარდაგებს.
საჭმელები თითქმის ქართულია. აკეთებენ მწვადს, ხაშს, ხინკალს, ყაურმას,
წნილიც ხშირად შეგხვდებათ ქართველთა სუფრაზე 434 . ყოველდღიურად
საკვებად, შეიძლება ითქვას, რომ აქვთ პური და ხორცი. თუ რაიმე გადარჩებათ
წლიური მარაგიდან, გააქვთ ისფაჰანის ბაზარზე გასაყიდად.
საზოგადოდ, ირანელი ხალხი შინაურ ფრინველს ნაკლებად ეტანება, მათი
ყოველდღიური სანუკვარი საჭმელი ცხვრის ხორცია, რომელიც მოიპოვება
მთელი წლის განმავლობაში. ცხვრის ხორცი შედარებით იაფია. მისგან
მზადდება მრავალნაირი საჭმელი და გემოც საუცხოო აქვს. ხარის ხორცს
იშვიათად ხმარობენ, ამასაც უმთავრესად, მოსახლეობის უღარიბეს ნაწილში.
ხარი იკვლება იმ რაიონებში, სადაც სომხები და ებრაელები ცხოვრობენ.
ზოგიერთმა ირანელმა არც კი იცის, თუ რა გემო აქვს ხარის ხორცს 435 .

* qurss winaT CvenSic _ aRmosavleT saqarTveloSi, gansa-


kuTrebiT, TbilisSi xmarobdnen. Tixis farTo da Rrma
jamze an rkinis mayalze gaaRviveben naxSirs, dadgamen
dabali skamis qveS, gadaafareben farTo sabans, Se-
mousxdebian garSemo, Seyofen Sig fexebs, gadaifareben
jer muxlebze, Semdeg mTel tanze da ase iZineben.
432 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 47-48.
433 i. kandelaki, dasax. naSromi, gv. 13.
434 iqve.
435 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, gv. 50-51.

146
ჩადრი მაჰმადიანი ქალის განუყოფელი თანამგზავრია. ამ მხრივ
განსაკუთრებული მდგომარეობაა დღეს ირანში. თუ სხვა ისლამურ ქვეყნებში
ქალს შეუძლია საზოგადოებაში უჩადროდ გამოჩენა, ირანში ეს
შეუძლებელია 436 . საინტერესოა, რომ სოფელ თოლერის ქართველი მაჰმადიანი
ქალები გასულ საუკუნეში ჩადრის გარეშე გამოდიოდნენ ქუჩაში და, მხოლოდ
უცხო პირებთან შეხვედრის დროს იფარავდნენ სახეს 437 .
ქართველები სხვადასხვა კულტურებთან ერთად, თესავდნენ ოპიუმსაც, რაც
ხელს უწყობდა ოპიუმის წევას. ამ მეტად მავნე ნარკოტიკულ საშუალებას
ხმარობდა მამაკაცებისა და ქალების 5-10%. თუმცა ქართველი მოსახლეობის
ოპიუმის მწეველთა პროცენტი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე
ირანელებსა და თათრებს შორის, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე სომხებში,
მათთან ოპიუმის კულტურა თითქმის არ იყო მიღებული 438 .
შემორჩენილი წეს-ჩვეულება, საკულტო ქმედებასთან დაკავშირებული
რიტუალები აშკარად მიგვანიშნებენ ქართულ სამყაროსთან კავშირს. ამათთაგან
აღსანიშნავია წვიმების საწინააღმდეგო მისტერია: გაჭიანურებული წვიმის
შემთხვევაში ბიჭები წითელ ტანსაცმელს ჩაიცვამენ (ზოგიერთი მონაცემებით,
წითელ ქუდებს დაიხურავენ), ქოლგებს დაიფარებენ. ივლიან და ქართულად
იმღერებენ:
`აღარ გვინდა ტალახი,
ღმერთო მოგვეც ბალახი!
ღმერთო მოგვეც ჰასილი,
აღარ გვინდ მოჰასილი*.
ჯგუფი ვისი სახლის წინ შეჩერდება და იმღერებს, იმ სახლის პატრონი
ვალდებულია თითოეულ მათგანს რაიმე ნობათი _ ნუში, ქიშმიში და სხვა
უბოძოს.
ქრისტიანული რელიგიის აშკარა ანარეკლია შემდეგ ჩვეულებებში: კალოზე
ძნის გალეწვისას, როდესაც ხვავი დაგროვდება, მის ირგვლივ ორ წყებად
წრეხაზს შემოავლებენ, ხოლო ზემოდან ჯვარს გამოსახავენ.
ფერეიდნელთა მარტყოფში არის ადგილი, რომელსაც ამაღლება ჰქვია.
როცა ბავშვი ავად გაუხდებათ, იქ ცხვარს აიყვანენ და დაკლავენ.

436 n. barTaia, dasax. naSromi, gv. 79.


437 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 4.
438 spa, f. 14, anaw. 25, saq. 220, furc. 26.

* `hasili~ sparsulia da qarTulad mosavals niSnavs, xolo


`mohasili~ _ xarkis amkrefs.

147
მსხვერპლშეწირვის შემდეგ ავადმყოფი განიკურნება. არის აგრეთვე, `დედა
მარიამის~ სახელზე სალოცავი ადგილი, სადაც `მარიამობის თვეში~ კოპწიათ
მორთული ქალები მიდიან და ლოცულობენ 439 .
ფერეიდნელმა ქართველებმა საუკუნეების განმავლოაბში ისლამური
საზოგადოების გარემოცვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეს
ნათესავთა ურთიერთობის ძველი ქართული ტრადიციული ბუნება. ნათესაობის
სხვადასხვა ფორმებიდან (სისხლიერი, მოყვრობითი, ხელოვნური) ფერეიდნელ
ქართველებში, უმთავრესად, სისხლიერი და მოყვრობითი ნათესაობა
მოქმედებდა, რაც იმ გარემოებით უნდა აიხსნებოდეს, რომ ირანში
გადასახლებული ქართველები სისხლიერ და მოყვრობით ნათესაობის
შენარჩუნებაში `ქართველობის~ შენარჩუნებას ხედავდნენ, ხოლო ხელოვნური
ნათესაობის დასამყარებლად (ძმადნაფიცობა, ნათლიად მოკიდება და სხვ.)
ადგილობრივი მაჰმადიანური გარემო ხელსაყრელ პირობებს არ ქმნიდა.
ფერეიდნელი ქართველები `ძმადნაფიცობას~ სპარსელებთან ერიდებოდნენ,
ხოლო ნათლიად მოკიდების ძველი ქართული წესი გამუსლიმანების შემდეგ
ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად თანდათან მიეცა დავიწყებას 440 .
საუკუნეების განმავლობაში უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი
ფერეიდნელი ქართველებისთვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული
თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთ ხელშემწყობ
პირობად იქცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საერთოდ, ეთნიკური კუთვნილებისა
და მისი თავისებურებების დაცვის უმთავრეს უჯრედს სწორედ საოჯახო ყოფა
წარმოადგენს 441 .
წმინდა ქართულ სოფლებში შერეული ქორწინება იშვიათობას
წარმოადგენდა. ქართველები ერიდებოდნენ ირანელზე დაქორწინებას.
ირანელები პირიქით, ყველა ღონეს ხმარობდნენ ქართველზე
დასაქორწინებლად. მათ იზიდავდა ქართული ოჯახის ტრადიციული სიმტკიცე.
ქართველი ქალები ირანელებთან შედარებით სარგებლობდნენ დიდი
პატივისცემით. ქართველებში იშვიათი იყო განქორწინება. მიუხედავად ისლამის
აღმსარებლობისა, ქართველები გაურბოდნენ მრავალცოლიანობას 442 .
ფერეიდნელ ქართველებში საქორწინო ასაკის ნორმირება შარიათით არ
ხდებოდა. ირანელთა საქორწინო ჩვეულებებში კი, ბუნებრივია, შარიათის

439 l. fruiZe, dasax. naSromi, gv. 183-184.


440 g. gociriZe, dasax. naSromi, gv. 15, sqolio 1.
441 iqve, gv. 10.
442 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 29.

148
მოთხოვნებია გათვალისწინებული. ფერეიდნელები ძველი ქართული
ჩვეულებების გავლენით საქორწინო ასაკისათვის მთავარ ფაქტორად ქალ-ვაჟის
ფიზიკურ მომწიფებას მიიჩნევდნენ 443 .
რადგან ფერეიდნელი ქართველები, მოქცეულნი ლოკალურ გარემოცვაში,
გაურბოდნენ ქალის გათხოვებას სხვა ეროვნების წარმომადგენელზე ისინი
იძულებული იყვნენ ერთ უბანში მოეძებნათ სარძლო და ბავშვობაშივე
შეერჩიათ იგი.
ფერეიდნელ ქართველებში აკვანში დაწინდვის გარდა იცოდნენ ბავშვის
დაბადებამდე დაწინდვაც, რომელსაც ორსული დედები აბანოში ასრულებდნენ.
ისინი ამის ნიშნად ერთმანეთს ინას წაუსვამდნენ თავზე, გულისპირსა და
ხელისგულზე. ბავშვის დაბადებამდე დაწინდვის ჩვეულება საქართველოს
ზოგიერთ კუთხეშიც არის დამოწმებული.
`მუცლად შეთქმისა~ და აკვანში დაწინდვის გარდა, გავრცელებული იყო
მცირეწლოვანთა დაწინდვაც. აღნიშნული წესი ფართოდ იყო გავრცელებული
როგორც ქართველი, ისე მრავალი სხვა ხალხის ეთნოგრაფიულ
სინამდვილეში 444 .

ეროვნული თვითშეგნება

უცხო მხარებში გადაკარგულებმა თავი არ დაუხარეს შაჰინ-შაჰის ვერაგულ


ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას,
დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება
და სულიერი სიმდიდრე.
ფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო და სანუკვარია
ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე _
ოცნებადქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს
შვილს ფერეიდნელი დედა 445 .
ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან
წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია და

443 g. gociriZe, dasax. naSromi, gv. 33.


444 g. gociriZe, dasax. naSromi, gv. 41.
445 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 26-27.

149
გამრავლებულა. ამ ადგილს `პაპას ბაღი~ დარქმევია და მის მიდამოებში ყოველ
გაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების
გაცნობა და ერთმანეთის არჩევაც. `პაპას ბაღი~ მარტყოფელებს დაკარგული
სამშობლოს სიმბოლოდ მიაჩნიათ. `ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ
მამა-პაპათა და დიდი საქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხს~ 446 .
ფერეიდნელმა ქართველმა ჯარისკაცებმა ერთი მეორის გატანა და ქომაგი
იციან. 20-იან წლებში ერთმა მათგანმა, ცუდად მოპყრობისათვის, თავის უფროს
ოფიცერს ხელი ჰკრა და აუზში გადააყირავა. ამის გამო გაასამართლეს და
სასჯელად ასი როზგის დარტყმა გადაუწყვიტეს. როცა სასჯელი სისრულეში
უნდა მოეყვანათ, ჯარის უფროსები და თვით ჯარიც მოიყვანეს საყურებლად.
უკანასკნელ წუთში ჯარიდან გამოვიდა მისი ამხანაგი, მარტყოფელი ჯარისკაცი
მოჰასებ დავითაშვილი და განაცხადა: სასჯელი გაყავით შუაზე. ასიდან
ორმოცდაათი მე დამკარითო.
_ შენ რაღა დაგიშავებია? _ ეკითხება უფროსი.
_ მე არაფერიც არ დამიშავებია, მაგას რომ ასი შალაღი დაჰკრათ, ვერ
აიტანს. შეიძლება მოკვდეს კიდევაც. მაშინ მე თავი ცოცხალი რაღათ მინდა?!.
_ ყოჩაღი ყოფილხარ, _ ეთქვა უფროსს გაკვირვებით. გაროზგვა სხვა
დროისათვის გადადვეს და შემდეგ სრულიად აპატიეს 447 .
ბახთიარებისა და ქურთების სოფლებში ქართველებიც ცხოვრობენ,
რომელთაც დედა-ენა შემოუნახავთ. ფერეიდნელი ქართველის მუსტაფა
პაპაშვილის ნაამბობი: `წავედით ყაჩაღების დასაჭერად. ქურთის ერთ სოფელში
დავბინავდით. ჩვენ, ორი ქართველი ერთს ოჯახში შევედით ღამის გასათევად.
დაღლილები ვიყავით. წამოვწექით, მაგრამ გვშიოდა. ძილი არ მოგვეკიდა.
ცოტა ხნის შემდეგ, ქალებმა ქართულად დაიწყეს ლაპარაკი ჩვენ შესახებ:
_ ახლა ამათ საჭმელი არ ჩავახეთქოთ?..
_ თვალებიც დავსებიათ და შიმშილითაც ამოწყვეტილან. მაგათი დარდი
მაქვს?
_ უპასუხა მეორემ.
ჩვენ ჯერ გავიტრუნეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, აქ კეტი არ დაგვცხონ თავში-
თქო. გამოვეხმაურეთ ქართულად: რას იწყევლები, ჯერ ხომ არასა გთხოვთ. ეს
რომ გაიგეს, დაიწყეს თავში ცემა: ვაი, ჩვენს თვალებს, ეს ვინ ყოფილხართ,

446 T. cagareiSvili, dasax. naSromi, gv. 21.


447 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 91-92.

150
ჩვენ კი ბახტიარები გვეგონეთო. შემდეგ, სანამ არ წამოვედით, სულ იქ
ვიყავით და დიდი პატივი გვცეს~ 448 .
ფერეიდნელ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების შესახებ ლ.
აღნიაშვილი სამ ელემენტს გამოყოფს: პირველი მათგანი არის ენა, მეორე
ელემენტი არის ის, რომ ყოველი მათგანი განურჩევლად ასაკისა და სქესისა
აღიარებს თავს წმინდა ქართველად. ვერავინ გაუბედავს მათ სხვაფრივ
მოხსენიებას, თუ არა გურჯი. `მას ესმის, რომ ის გურჯია და ესმის სრულის
შეგნებით. ესმის და თავი მოსწონს ამითი. პირველი ქართველი მას ჯერ
თავისი თავი ჰგონია და მერე სხვები~.
მესამე ელემენტი არის ტიპი და ზნე: კეთილი და სათნო,
სტუმართმოყვარე, პატიოსანი, თავმოყვარე, მამაცი, გამბედავი, ლმობიერი და
პირში მთქმელი 449 .
ყოველ ადამიანს ერთი დედაენა აქვს, რომელზედაც დედა ესაუბრება,
რომელზედაც ენას აიდგამს. ენათმეცნიერებს გამოთქმული აქვთ მოსაზრება,
რომ ფერეიდნელი ქართველებიდან ქართული ენა მხოლოდ იმ ოჯახებმა
შეინარჩუნეს, სადაც ბავშვებს დედა ქართველი ჰყავდათ! ესაა მისი ერის,
მშობლების ენა 450 .
ეროვნული ენის ცოდნა დღემდე განაპირობა ქართველების კომპაქტურად
დასახლებამ ფერეიდანში. თუმცა ზოგიერთ სოფელში მმართველობამ შეძლო
აეკრძალა ქართულ ენაზე ლაპარაკი 451 .
ფერეიდნის მხარის სხვადასხვა ქართულ სოფელში ზოგჯერ სხვადასხვა
სიტყვას ხმარობენ. მაგალითად, თუ ერთ სოფელში ამბობენ `ჩირდილი~
(ჩრდილი), სხვაგან იტყვიან `ქოლღა~-ო. საინტერესოა, რომ ფერეიდანში,
გათხოვლ ან განათხოვარ ქალს `ცოლს~ ეძახიან, განურჩევლად იმისა, ჰყავს მას
ქმარი, თუ არა, ხოლო გასათხოვარს _ `ქალს~. როცა ისინი ამბობენ `ცოლი
მოვიდა~-ო, მარტო იმას კი არ გულისხმობენ, რომ მისი ან სხვისი ცოლი
მოვიდა, არამედ იმასაც, რომ გათხოვილი ქალი მოვიდა 452 .
სოფელ თოლერში ლაპარაკობენ გვიანი შუა საუკუენეების ქართლ-კახურ
დიალექტზე. მეტყველებაში ჩართულია უმნიშვნელო რაოდენობის სიტყვები

448 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 104.


449 l. aRniaSvili, dasax. naSromi, gv. 200.
450 r. zeqalaSvili, qarTuli metyvelebis kulturis sa-
kiTxebi, nakveTi pirveli, Tb., 2003, gv. 28.
451 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 4.
452 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, gv. 100.

151
ფარსის ენაზე. სოფელში ცხოვრობს მცირე პროცენტი არაქართული
მოსახლეობა, რომლებიც კარგად მეტყველებენ ქართულად 453 .
1998 წელს ფერეიდანში ყოფნისას ენათმეცნიერმა დარეჯან ჩხუბიანაშვილმა
გააკეთა საინტენესო ჩანაწერები. თურმე ფერეიდნელი ქართველები განიცდიან,
რომ მათ ენას `ბეñრი üარსი შაYრევია~.
გულჩერა ხუციანი (ხუციაშვილი) წერდა თურმე: ადრე `იფო კარგი წესი
იყო, გული ერთი ჰქონდაყე, პარსული არ შამოსეულიყო. შამოიდა პარსულმა
და ჰარზადო (=ყველაფერი) გააფუჭა... ჰკანჭურებენ ენასაო, მაგრამ ინახვენო,
ნამად (=კარგად) ინახვენო, რო არ დაიკარგოს ეს ჩონ ენაო. პარსულათ არ
ვამბობთა... მოხუცებმა ბეñრია, რო არ იციან, რო პარსული იბნან... ძალიან
საყორველია ჩონ ენა ჩონთი~. ჰკანჭურებენ სიტყვის მნიშვნელობა ასე
განუმარტავს: `აი ყმაწვილს რო ვირზე შავსომთყე, ვეტყითყე, რო მაგრა
ჩაYკანჭურე, მაYკანჭურე (=ჩაებღაუჭე), რომ არ გადმოვარდეო~ 454 .
აკად. ა. ჩიქობავამ 1922 წელს საქართველოში დროებით ჩამოსულ
ფერეიდნელ ქართველ სეიფოლა იოსელიანთან მეცნიერული კონტაქტების
შედეგად შექმნა ნაშრომები: `ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა
გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით~ (წელიწდეული, 1-2 ტფ.,
1923-24); `ვინის რეფლექსები ფერეიდანში~ (ჩვენი მეცნიერება, 2-3, ტფ. 1923) და
`ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი~ (ტფილისი უნივერსიტეტის მოამბე,
7, 1924). ამ გამოკვლევათა შედეგად ქართულ დიალექტებს შეემატა კიდევ ერთი
_ ფერეიდნული კილო.
20-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელმა ქალებმა მუქარით იფრინეს
მოლები, რომლებიც ურჩევდნენ მათ სპარსულ-არაბული ენის შესწავლას,
რომელზედაც უნდა ელოცნათ ყოველდღე. მოლების მოთხოვნაში ქალებმა
ქართული ენის მოსპობის საფრთხე დაინახეს 455 .
1928 წელს ფერეიდნელმა ქალებმა ზემო მარტყოფში ჯოხებით სცემეს
ვაჟების ჯარში გაწვევის თაობაზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს.
საყურადღებოა, რომ მთავრობას პასუხისგებაში არ მიუცია არც ერთი ქალი.
მათი დანაშაული მამაკაცებს აზღვევინეს 456 .
საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ პირველი ქართველი
ქალი იყო სარა ჭელიძე, რომელმაც ფერეიდანი და იქაური ქართველები ნახა.

453 suicsa, f. 1206, anaw. 2, saq. 275, furc. 4.


454 r. zeqalaSvili, dasax. naSromi, gv. 63-64.
455 a. WeliZe, eqvsi weli sparseTSi, gv. 62.
456 iqve.

152
პირველ ხანებში, ბანკი სადაც მისი მეუღლე მუშაობდა კვირას და პარასკევს
ისვენებდა. უქმე დღეს ამბაკო ჭელიძე მეუღლესთან და ალექსანდრე
ჭელიძესთან (ბანკის მძღოლი) სანადიროდ გავიდნენ თეირანიდან. მამაკაცები
გორას აუყვნენ გარეულ ფრინველებზე ნადირობისთვის, სარა კი მანქანასთან
დატოვეს. აი, რას იგონებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სარა ჭელიძე: იქვე
ახლოს `ხეხილის მშვენიერმა ბაღმა მომაჯადოვა... ვერცკი შევნიშნე, როგორ
აღმოვჩნდი ბაღის შუაგულში... უცებ ხმაური მომესმა. თვალი გავახილე და
შეკვრთი: ჩემს წინ ბრგე ირანელი ვაჟკაცი აღმართულიყო, რაღაცას
მეუბნებოდა, ხან მე მიყურებდა და ხან ჩვენს ავტომანქანას.
ძალიან შევშინდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ავდექი, მშვიდად გავუარე წინ და
დავიწყე ძახილი: `ამბაკო, ალექსანდრე!~ კარგად ვიცოდი, ხმას ვერ
მივაწვდენდი, მაგრამ მინდოდა იმ კაცს სცოდნოდა, რომ მარტო არ ვიყავი.
უცებ ჩქარი ფეხის ხმა მომესმა, გული სიხარულით ამევსო, რადგან
ჩვენები მეგონენ. მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი, ჩვენების ნაცვლად სამი
ირანელი ჯარისკაცი მოიჭრა ჩემთან აქოშინებული.
შიშმა და გაკვირვებამ კიდევ უფრო შემიპყრო. ჩემმა გაოცებამ იმატა, როცა
ერთი მათგანი აღელვებული მომვარდა და მომაძახა ქართულად:
_ ვინა ხარ, საიდან ხარ, საიდანა იცი ჩვენებური? (ე. ი. ქართული). _
იმედი მომეცა და სხაპასხუპით ვუპასუხე:
_ საქართველოდან ჩამოსული ქართველი ქალი ვარ, ჩემი ქმარი თეირანის
ბანკში მსახურობს. ამჟამად იგი აქვეა, ახლავე მოვა.
გაოცებული მიცქეროდნენ, თითქო რაღაც წარმოუდგენელი ამბის მოწმენი
გამხდარიყვნენ. მეც გავთამამდი და ვკითხე:
_ თქვენ ვინა ხართ?
ჯარისკაცმა მიპასუხა:
_ ფერეიდნელი ქართველი ვარ, სოფელ ვაშლოვანიდან, სახელად ალია
მქვია.
ეს ჯარისკაცები თურმე მახლობელ სოფელში მიდიოდნენ. ჩემი ძახილი
რომ გაუგონიათ, ფერეიდნელი ქართველი ქალი ვგონებივართ; უფიქრიათ:
რაღაც უჭირსო, და მოსაშველებლად გამოქცეულან 457 .
მართალია, აშკარად ხელი ვერ შეუშალა ა. ჭელიძის `ვიზიტს~
ფერეიდანში, მაგრამ ყველა გარემოებით ჩანდა, რომ ირანის ხელისუფლებას არ
სიამოვნებდა უცხო თვალს ენახა გაჭირვებული და გაღატაკებული სოფელი.

457 sara WeliZe, fereidanSi, Jurn. `ciskari~, 1958, # 1, gv. 85-


86.

153
სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ქართველთა შთამომავლობა დახვდა
ამბაკოსა და მის მეუღლეს 1927 წელს ფერეიდანში. დიდი ცნობისმოყვარეობა
განსაკუთრებით ქართველი ქალის მისვლამ გამოიწვია. ქართველი ქალი
უმეტესობას ჯერ არ ენახა. ჯარად ეხვეოდნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა
ქალები. ყველას უნდოდა დალაპარაკება და ამასთანავე, ხელით შეხება.
კოცნიდნენ ტანისამოსზე, ხელებზე... ყოველი ეზოდან გამორბოდნენ,
ესალმებოდნენ და ემატებოდნენ ხალხს. ვინც სალამს ვერ გაბედავდა, იმათ
სხვები ეუბნებოდნენ: _ სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ
(ლამაზად) იციან 458 . შიგადაშიგ გაიძახოდნენ: `დიდ საქართველოდან
მოსულან!~ 459
ძალიან უყვარდათ ფერეიდნელ ქართველებს თავიანთ თავზე ლაპარაკი,
უმთავრესად, თავიანთ უბედურებაზე. ხშირად იტყოდნენ: `დავსილო ჩემო
თავო, დავსილები ვართ~.
არავინ სიტყვას ისე არ იტყოდა, რომ ფერეიდნელ ქართველთა გაჭირვება
და ჩამორჩენილობა არ ეხსენებინა 460 .
როდესაც მასპინძლებთან შეხვედრის დროს ამბაკო და სარა ჭელიძეებმა
იმღერეს _ `ქართველო ხელი ხმალს იკარ~, სარას მოგონებით ფერეიდნელ
ქართველებს თვალები ენთებოდათ, ტუჩები უთრთოდათ, ნესტოები
ებერებოდათ და ერთხელ კიდევ გამოხატავდნენ დიდ გრძნობას, რომ ისინი
ქართველები არიან, რომ მათ ვერ გატეხს სულიერად ვერავითარი გაჭირვება.
როცა ესმოდათ სიმღერა _ `ახ, ნეტავი ჩიტი ვიყო~, ყველანი დიდ სიხარულს
გრძნობდნენ, თვალები უბრწყინავდათ. ყველა მიხვდებოდა მათ უსიტყვო
ნატვრას: გადაქცეულიყვნენ ჩიტად, გაფრენილიყვნენ და ენახათ მშობლიური
საქართველო... 461
ფერეიდნელი ქართველები `შუშპრობას~ ნაკლებად ეტანებოდნენ. მოლხენა
უფრო მეტად სომხებში იყო შემორჩენილი. ქორწილსა და სხვა მხიარულებაში
სომეხ დამკვრელებს იწვევდნენ. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან
გავრცელებული იყო სტვირი, დოლი, ჩონგური, თარი და სხვ. ნ. მაისურაძემ
გამოავლინა მეტად საინტერესო ცეკვა `ჰარი ბეშტა~. ცეკვავდა ორი მამაკაცი,
ხელები თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, იძახდნენ `ჰარი ბეშტას~. ირანელებს ეს
ცეკვა არ სცოდნიათ. აღსანიშნავია, აგრეთვე, ცეკვა, რომელსაც ათი ქალი

458 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, gv. 32-33.


459 iqve, gv. 34.
460 a. WeliZe, dasax. naSromi, gv. 23.
461 s. WeliZe, dasax. naSromi, gv. 89.

154
ასრულებს: `ხუთი იქეთ დადის, ხუთი აქეთ. ჩაფულს (ტამს) ცემენ, ნიფხავი
ერთნაირი ჩაიცვიან, ერთმანეთს მიუმღეროდნენ ქართულად~. ზ. შარაშენიძის
მასალების მიხედვით, ქორწილის დროს უკრავს საზი და დოლი. იკრიბებიან
ახალგაზრდები: თამაშობენ რიკ-ტაფელას (`ჩუზ-ბაზი~) და ცეკვავენ ჯგუფურ
ცეკვას `ჯოხურს~ 462 . და ეს იმიტომ, რომ ფერეიდნელი დედა ქართული ნანათი
აკვნიდანვე უნერგავდა შვილს დაკარგული სამშობლოს სიყვარულს და
ზღაპრებითა და ლეგენდებით საქართველოს შესახებ ზრდიდა მათში
სამშობლოს ძიების ფარულ სურვილს და ინტერესს.
ფერეიდანში მყოფ ა. ჭელიძეს ბახთიარმა უთხრა: `ჩვენ ბახთიარები ბევრი
ვართ, მაგრამ თქვენ, ქართველებს რომ ერთი მეორის სიყვარული გცოდნიათ,
ჩვენ ასე არ ვიცით. პირიქით, ერთი მეორეს თავზე ვესხმით და
ვანადგურებთ~ 463 .
1944 წლის პირველ აპრილს თბილისიდან მანქანით გაემგზავრა ირანში
ირაკლი კანდელაკი. მის წინაშე ფრიად პასუხსაგები ამოცანა იდგა _ ჩასულიყო
ფერეიდანში და ენახა 328 წლის წინათ დასახლებული ქართველები _
შეესწავლა მათი ყოფა-ცხოვრება. რამდენიმე დღის შემდეგ ქართველი
მოგზაურები დაბინდებისას ისფაჰანში შევიდნენ. ქალაქის განაპირას, ერთი
ქუჩის გადასასვლელზე, ირანელი პოლიციელი გადაეღობათ და ხმამაღლა
სპარსულ ენაზე ბრაზიანი კილოთი დაიწყო ლაპარაკი. ხელებზე თეთრი
სამაჯურები ჰქონდა, რაც რეგულატორი ყოფილა. როგორც ჩანს, მძღოლმა
მოძრაობის წესები დაარღვია და ამიტომ გააჩერეს. პოლიციელმა და მგზავრებმა
ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს. მაშინ ი. კანდელაკმა მძღოლს უთხრა გზა
განეგრძო. პოლიციელი მაინც არ ეშვებოდა. ირაკლიმ თავისთვის ჩაილაპარაკა
ქართულად _ რა გააჭირა ამ კაცმა საქმეო! _ ამ სიტყვების შემდეგ პოლიციელი
შემოახტა მანქანის კიბეს და დაიწყო ქართულად ლაპარაკი. _ ქართველი ხარ?
შენი ჭირიმე, მეც ქართველი ვარ, თქვენი სისხლი და ძვლები, ფერეიდნელი
ვარ, სოფელ ავჭალიდან, სად მიდიხართ? ასეთი დიდებული შეხვედრა
მოულოდნელი იყო. ირაკლიმ აღარ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი. ისინი
მალე დამეგობრდნენ. პოლიციელი გვარად ხუციშვილი აღმოჩნდა. მან სთხოვა,
რომ დილით ისფაჰანში მომუშავე კიდევ ოთხ ქართველს მიიყვანდა მათთან.
მეორე დღეს, დილის 10 საათზე, ფერეიდნელი ქართველები მართლაც
მივიდნენ საკონსულოსთან. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ იქ, ირანის ძველ

462 l. fruiZe, dasax. naSromi, gv. 183.


463 a. WeliZe, dasax. naSromSi, gv. 39.

155
სატახტო ქალაქ ისფაჰანში ელაპარაკებოდი სამშობლოს მოწყვეტილ
ქართველებს...
ი. კანდელაკი ისფაჰანში უნდა შეხვედროდა რამდენიმე ქართული სოფლის
ბატონ-პატრონს ჰუსეინ დავითაშვილს. ოფიციალურად იგი იწერებოდა დათხო
დავითაშვილად, ზამთრობით ცხოვრობდა ისფაჰანში, ზაფხულობით კი
ფერეიდანში, სოფელ თორელში. 1944 წელს ჰუსეინ დავითაშვილი 31-32 წლის
მაღალი შავგვრემანი კაცი იყო. ლაპარაკობდა მძიმედ ხმადაბლა, ეტყობოდა
უჭირდა ქართულად ლაპარაკი, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მასთან საუბარი.
თვითოეული სიტყვის გამოთქმას უკვირდებოდა. დავითაშვილმა გადაწყვიტა
ქართველ სტუმარებთან ერთად წასულიყო ფერეიდანში. ჰუსეინს ერთი კვირის
წინ ორი სოფელი ბანქოში წაუგია, ხოლო წინა წელს 5 სოფელი ნარდში
ჰქონდა მოგებული 464 .
გლეხების ნაწილი მისალმებისას ბატონს ხელზე ჰკოცნიდა დიდის
მოწიწებით. ბატონი ზოგიერთს ხელსაც არ აძლევდა საკოცნელად, რადგან
ყველას არ ქონდა უფლება ხელზე მთხვეოდა.
ტრადიციის თანახმად, ჰუსეინის ოჯახში შესვლისას კარების წინ დაკლეს
დიდი ყოჩი, გარდიგარდმო დადეს კარების წინ, სტუმრებმა გადააბიჯეს და
მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ სახლში. ჰუსეინ ბატონის სახლი
ორსართულიანი იყო, ეზოთი და დიდი აუზით. შენობა დაახლოებით 14 ათასს
მოიცავდა. მას კიდევ მეორე სასახლე ჰქონდა. ჰუსეინი ისევე ექცეოდა
გლეხობას, როგორც ყველა მებატონე, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ
ძლიერ უყვარდა ქართველი ხალხი.
ი. კანდელაკის დაკვირვებით `მარტყოფში დიდი თუ პატარა, ოჯახში თუ
გარეთ, ყველა მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ჩადრს არავინ არ ატარებს.
საკმაოდ ლამაზები არიან ქართველები. ძლიერ განსხვავდებიან სახით და
ფერით სპარსელებისაგან. სპარსელი ქალები მოყვითალო ფერის არიან.
ფერეიდნელი ქალები კი მოთეთრო-მოწითალო ფერისა. ალბათ, იმიტომ, რომ
ქართველი ქალი იშვიათად თხოვდება სპარსელზე. კითხვაზე, თუ რატომ არ
თხოვდება ქართველი სპარსელზე ისინი პასუხობენ: `ჩვენ ქართველები ვართ,
ჩვენი სისხლი ნამაზია, სპარსელებს კი არეული სისხლი აქვთო~. იქაური
მამაკაცები მაღალი, მხრებგანიერი, შავთვალწარბნი არიან. აქვთ არწივისებური
ცხვირი 465 .

464 i. kandelaki, dasax. naSromi, gv. 11.


465 i. kandelaki, dasax. naSromi, gv. 12.

156
1947 წელს თეირანში სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდა 100-მდე
ფერეიდნელი ქართველი 466 . ისინი ირანელთა მხრიდან ყოველთვის
პატივისცემას იმსახურებენ. `გურჯის~ სახელით ირანელებს წარმოდგენილი
ჰყავდათ გარეგნობით ლამაზი, შრომისმოყვარე, მამაცი და პატიოსანი ადამიანი.
თუ ირანელი ვინმეზე იტყოდა, რომ ეს `გურჯია~, მაშინ დასახელებული
პიროვნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებლად
იგულისხმებოდა. თუ ბავშვი ლამაზი და მიმზიდველი იყო, ირანელები მასზე
ამბობდნენ _ `მესლე ბაჩე _ გიურჯი მიმონედ~ _ `როგორც ქართველი ბიჭი~.
ლამაზ ქალზე დაქორწინებისას ირანელები აღნიშნავდნენ _ `გიურჯი დოხტა~
ან `გიურჯი კიზ~, ე. ი. ქართველი ქალი 467 .
XX საუკუნის 60-იან წლებში თეირანიდან სამხრეთით, ყუმისაკენ მიმავალ
გზაზე პატარა ერთსართულიან შენობას ეწერა `ჩაიე გურჯი~ _ `ქართული ჩაი~,
შემდეგ სახლზე იყო წარწერა: `ბისქვითე გურჯი~ _ `ქართული ნამცხვარი~. ეს
იყო ჩვეულებრივი სავაჭრო მაღაზიები და წარწერები მხოლოდ მყიდველის
მისაზიდად გაეკეთებინათ, თორემ ჩაიც და ნამცხვარიც იქ სპარსული იყო 468 .
ირანის ქარხნებში მომუშავე ქართველებში დიდი იყო ეროვნული სიამაყის
გრძნობა. ისინი ჩვეულებრივ ქმნიდნენ ცალკე ბრიგადებს. ერთმანეთთან
ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქართულად სპარსული აქცენტით ან ზოგიერთი
სიტყვების გამოყენებით. ირანელებთან დაპირისპირების შემთხვევაში
ქართველები ყოველმხრივ სოლიდარობას უცხადებდნენ ერთმანეთს.
ამხნევებდნენ სიტყვებით: `აბა ბიჭო არ დავაჩაგვრინოთ თავი სპარსელსა!~, ან
კიდევ `არ გავაცინოთ ბიჭო, სპარსელი გურჯზეგა!~ 469
1947 წლის ზაფხულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მეცადინეობით თეირანში მივლინებული იქნა
ა. ასლანიკაშვილი, რომელიც უნდა გასცნობოდა ირანში მცხოვრები
ქართველების მდგომარეობას, განსაკუთრებით, ფერეიდანში, რასაც ხელს
უშლიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ასლანიკაშვილმა შეძლო ურთიერთობა დაემყარებინა ფერეიდნელ
ქართველებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ თეირანში სეზონურ სამუშაოზე.
ქართული მხარის სურვილი იყო ურთიერთობა ჰქონოდა იმ ქართველებთან,
რომლებსაც უნდოდათ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში მუდმივად

466 spa, f. 14, anaw. 22, saq. 14, furc. 38.


467 iqve, furc. 40.
468 z. SaraSeniZe, fereidneli `gurjebi~, gv. 89.
469 spa, f. 14, anaz. 22, saq. 14, furc. 41.

157
საცხოვრებლად. ქართველები მუშაობდნენ შავ მუშებად, ნაწილი შუშისა და
აგურის ქარხანაში. უმრავლესობას ბინა არ ჰქონდა და ღამეს ღია ცის ქვეშ
ათევდა 470 .
ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში
ავტობუსით მგზავრობის დროს ასეთი ფაქტის მოწმე გახდა: `უცებ ჩვენი
ავტობუსი შეჩერდა... წინ გავიხედე, გამეგო რაში იყო საქმე. ვნახე, ორი
მძღოლი, მსუბუქი და საბარგო ავტომანქანის, მშვიდად ებაასებოდა ერთმანეთს,
რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.
თითქმის მთელი ირანი მომივლია, მაგრამ მსგავსი სურათი არსად
მინახავს. ვიგრძენი, რომ ქართველთა ქალაქში ვიყავი...~ 471
საქართველოს პირველ ელჩს ირანში ჯემშიდ გიუნაშვილს 11 წლის
ფერეიდნელმა გოგონამ წერილი გაუგზავნა. თავის მხრივ ბატონმა ჯემშიდმა
თავად მიმართა პატარა ქართველს, გამოეგზავნა თავისი ან მისი ნაცნობ-
ნათესავების მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსები. ელჩმა თავისი საპასუხო
წერილი დაამთავრა სიტყვებით: `შენი პაპა ჯემშიდი~, რასაც კვლავ გოგონას
პასუხი მოჰყვა:
`ჩემო ძვირფას პაპა!
იმდენი რომ თქვენი წერილის გაკითხვით გული
გამიხარდა ჯერკი სიცოცხლეში არაფერსათვის არგა-
ხარებული ვიყავ. ახლა დამეჯერა რომ მართალი ქართველი
ვარ. თქვენ რომ იყოთ ჩემი პაპა ემისგან მეტი მინდა რაღა?
მე ოთხი ნატვრი მაქვს მაგრამ ლექსი კი არ მითქომ.
ქართული ენა იმდენატ მე მაინტერესებს რომ ჩვეულებრივი
სავბარიც ქართულად ლექსივით კაი და საინტერესორი. ჩემი
პირველი ნატვრი არი საქართველოს დამშვიდება, აყვავება,
აშენება, წინსვლა და საქართველოს ხალხის ჯამრთელობა და
ბედნიერება. მეორე ჩემი ნატვრი ისი რო ძალიან მიყვარს
წავიდე საქართველოში ჩემი და ჩემი წინაპრების
სამშობლოში და ჩემი გული, სული, სისხლი ვაჩუკო და
თავის მიწა და წყალს ვაკოცო. მესამე ესე რო მინდა წავიდე
თბილისის უნივერსიტეტში ქართული ენა კარგად ვისწავლო
და შემდეგ მოვიდე ირანში ფერეიდნელ ქართველებს
ვასწავლო და გავამრავლო. ჩემი ბოლო ნატვრი და სურვილი

470 iqve, anaw. 25, saq. 229.


471 n. barTaia, dasax. naSromi, gv. 23.

158
ეს არი რო მუდამ ღმერთს ვეხეწები და ვთხოვ ჩემი ძმას
თავის წიგნის დაბეჭდუში რომ ჰქვიან ქართველთა როლი
ირანის ისტორიაში და კულტურაში მეშელოს და უშველოს.
მაპატით თუ შეცდომილვარ.
თქვენი პატარა გოგონა ფარვინ მულიანი~ 472 .

472 `megobrobis macne~, # 4, 2005, gv. 11.

159
განათლება

`თუკი წინაპარს შანთებით


ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,


ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!~...
მუხრან მაჭავარიანი

XX საუკუნის ათიან წლებში ფერეიდანში ჩავიდა ქართველი, სახელად


იუსუფი, რომელიც აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს. მალე, მისი
წასვლის შემდეგ სოფელ მარტყოფის მცხოვრები ჰუსეინ ონიკაშვილი,
პროფესიით დალაქი ჩამოვიდა თბილისში მცირე ხნით. ირანში წაიღო წიგნები,
რათა თავის სოფელში გაეხსნა სკოლა. მის განზრახვას წინ აღუდგა ირანის
ხელისუფლება და ისლამური სასულიერო წოდება თავად ქართველთაგან 473 .
ამავე პერიოდში ზოგიერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ასევე მოახერხა
ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა. აქ შეძლეს კარგად დაუფლებოდნენ
მშობლიურ წერა-კითხვას. მათი მიზანი იყო წაეღოთ ქართული წიგნები და
სახელმძღვანელოები და ფერეიდანის ქართულ სოფლებში გაეხსნათ სკოლები.
`ექავრი ამბავი გავაგებინოთყე ჩონ ძმებს, რომელთაც მარტო ტფილისის და
მარტყოფის სახელი მეტი არ გაუგონიაყე~ _ აღნიშნავდნენ ფერეიდნელები 474 .
ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილის თბილისიდან ფერეიდანში დაბრუნებამ,
ქართული წიგნების ჩატანამ და საქართველოს მდგომარეობის გაცნობამ
ფერეიდნელი ქართველების დიდი სიხარული გამოიწვია. მოჰამედ სადეხ
მესიდაშვილი ქართველ საზოგადოებას წერდა: `სულით გულით სალამს
უძღვნი დიდად პატივცემულს საზოგადოების წევრებს და ყველა ჩონი ძმებს,
ღმერთს ვთხოვ ყველა თქვენთაგანისთვის ჯანმრთელობას და იმედია, რომ
თქვენი სამშობლოდან მოწყვეტილს ძმებს არ დაგვივიწყებთ _ ჩვენი ძმა ყოლამ

473 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 21.


474 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 138.

160
ჰუსეინას მოსვლამ და საქართველოს სიყვარულმა ორმოცდა ათი ათასი
ქართველი გააცოცხლა. თქვენი ერთგული ძმა~ 475 .
ფერეიდანში დაბრუნებულმა, მეტ-ნაკლებად მომზადებულმა
მამულიშვილებმა ენერგიულად მოჰკიდეს ხელი ქართველებში წერა-კითხვის
შესწავლას. მოკლე ხანში ბევრმა მათგანმა შეისწავლა ქართულად კითხვა,
მაგრამ წერა უჭირდათ. ეს იმით იყო გამოწვეული რომ `მასწავლებლები~
სოფლიდან სოფელში დადიოდნენ და დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ
ესოდენ დიდი მსურველების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ 476 .
1921 წელს ქართველი თავადი (სახელი უცნობია ა. ს.), ფერეიდანში ჩავიდა
სადაც გარკვეული დრო დაჰყო. გაეცნო ქართველი მოსახლეობის ყოფას.
თბილისში დაბრუნების შემდეგ თავისთან მიიწვია სოფელ ზემო ახორის
მკვიდრი, წიგნიერი და გავლენიანი სეიფოლა ხან იოსელიანი. ერთი წლის
შემდეგ სეიფოლა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დატვირთული ჩავიდა
ფერეიდანში, რათა გაეხსნა სკოლა. მანამდე გზად გაიარა თეირანში, სადაც
შეხვდა მომავალ შაჰს რეზა ხან ფეჰლევის, რომელიც მაშინ იყო სამხედრო
მინისტრი და მიიღო ნებართვა თავის სოფელში სკოლის გახსნაზე. იოსელიანი
ცდილობდა სასწავლო პროცესი წარემართა ქართულ, რუსულ და სპარსულ
ენაზე. იოსელიანმა სოფელში ჩაიტანა რკინის ღუმელი სკოლის შენობის
გასათბობად. ირანელები და ისლამური ფანატიზმით შეპყრობილი ქართველი
გლეხობა, რომელიც წამოეგო სასულიერო წოდების პროვოკაციას ბრალს
სდებდნენ იოსელიანს ქრისტიანობის შემოტანის სურვილში. ამ ბრალდების
გასამაგრებლად გლეხობა ამტკიცებდა, რომ იოსელიანის მოტანილი ღუმელი
სინამდვილეში იყო ეკლესიის ზარი. იოსელიანის წინააღმდეგ იწერება
დასმენები, მიმდინარეობს დაკითხვა... ენერგიული სეიფოლა ხანი
წინააღმდეგობის მიუხედავად, აგრძელებდა საქმეს. მისი სკოლა, მართალია,
მცირე დროით ფუნქციონირებდა და მოასწრო ქართულად ესწავლებინა 15-20
აღსაზრდელისათვის. ასევე, ქართული წერა-კითხვა ასწავლა სოფელ ბოინის 4-5
ქართველს. აქვე მიიღო ცოდნა სეიფოლას ვაჟმა ფათულა ხანმა.
სკოლის შესამოწმებლად თეირანიდან მოსულმა სპეციალურმა კომისიამ
დაადანაშაულა იოსელიანი პრობოლშევიკურ მოღვაწეობაში. სკოლა დახურეს.
ბრალდებისა და მეთვალყურეობის მიუხედავად, სეიფოლა ხანი ცდილობს
კავშირი დაამყაროს სამშობლოსთან. სკოლის დახურვის შემდეგ სეიფოლა ხანს
ესტუმრნენ `რუს-პერს-ბანკის~ ისფაჰანის განყოფილების თანამშრომლები ამბაკო

475 iqve, gv. 150.


476 z. SaraSeniZe, dasax. naSromi, gv. 152.

161
ჭელიძე, ისფაჰანის კონსულის მეუღლე და ირანში სტუმრად მყოფი რამდენიმე
ქართველი 477 .
სეიფოლა ხანის კიდევ ერთი შეხვედრა ქართველებთან შედგა 1927 წელს,
როდესაც მასთან ჩავიდა მასწავლებელთა ჯგუფი თბილისიდან. ისინი
რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ ფერეიდანში. სეიფოლასთვის ქართველებთან
შეხვედრა ბოლო სიხარული აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის გარდაიცვალა.
ზოგიერთი ქართველი და განსაკუთრებით, მეზობელი სომხური სოფლების
მცხოვრებნი თვლიდნენ, რომ სეიფოლა მოწამლეს.
ჭეშმარიტი მოღვაწის საქმეს უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ბევრი გააკეთა
თანამემამულეთა ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში. მის საქმეს
განაგრძობდა შვილი _ ფათულა ხანი, რომელსაც 40-იან წლებში მაღალი
ავტორიტეტი გააჩნდა ფერეიდნელ ქართველებში 478 .
როდესაც თეირანში სსრკ ბანკი გაიხსნა, საქართველოს ხელისუფლებამ
გადაწყვიტა გარკვეული კავშირი დაემყარებინა ფერეიდნელ ქართველებთან. არ
გამოვრიცხავთ, რომ ეს ყოფილიყო პოლიტიკური მოსაზრებით და ბუნებრივია,
საკავშირო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული. მით უმეტეს, რომ ა.
ჭელიძესთან ერთად წარმომადგენლობაში სხვა ქართველებიც იყვნენ.
ამ პერიოდში თბილისიდან თეირანში ჩავიდა განათლების კომისარიატის
წარმომადგენელი. მას ჰქონდა მანდატი, რომ ის იყო საგანგებოდ
გამოგზავნილი განათლების კომისარიატის მიერ ფერეიდნელი ქართველების
ცხოვრების შესასწავლად და ასაწერად. მან ა. ჭელიძეს გადასცა მოკლე წესდება
თბილისში დაარსებული კულტურული საზოგადოებისა, რომელიც მიზნად
ისახავდა კულტურულ მუშაობას ქართველ მაჰმადიანებში. წარმომადგენელმა
ირანში ჩაიტანა ერთი ყუთი ქართული წიგნები, უმთავრესად, სასწავლო
სახელმძღვანელოები და ბელეტრისტული ნაწარმოებები იმ მიზნით, რომ
გაევრცელებინა ფერეიდნელ ქართველებში. განსახკომის სახელით ა. ჭელიძეს
გადაეცა რამდენიმე წერილი-ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მიდგომოდა
ფერეიდნელ ქართველთა ცხოვრების აღწერის საკითხს.
მიღებული წიგნების ნაწილი, რომელიც უფრო მისაღები იყო გაგზავნეს
ფერეიდანში, ხოლო ნაწილი დაურიგეს თეირანში მყოფ ქართველებს 479 .
1928 წლამდე მთელ ფერეიდანის რაიონში არც ერთი საერო სკოლა არ
არსებობდა. დაბალი ტიპის სასულიერო სკოლებში _ მექთებლებში _ მოლები,

477 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 22.


478 iqve, furc. 23.
479 a. WeliZe, fereidneli qarTvelebi, Tb., 1951, gv. 13-14.

162
სეიდები და ახუნდები `მასწავლებლობდნენ~. ისინი მუსლიმანური წესის
მიხედვით მიწაზე ფეხმორთხმულ ბავშვებს აზეპირებინებდნენ ლოცვებს და
ყურანის ცალკეულ სურებს მათთვის გაუგებარ არაბულ ენაზე. ამ `სკოლებში~
წერა-კითხვას საერთოდ არ ასწავლიდნენ. სწავლების ერთადერთი მეთოდი
მხოლოდ დაზეპირება იყო.
1928 წელს ზემო მარტყოფში გაიხსნა პრიმიტიული საერო სკოლა, სადაც
სწავლება მხოლოდ სპარსულ ენაზე წარმოებდა. გლეხის შვილებს ამ სკოლაში
არ შეეძლოთ ესწავლათ უსახსრობის გამო 480 .
40-იან წლებში 11 ქართულ სოფელში, მხოლოდ 2 სკოლა ფუნქციონირებდა,
სადაც 3 ირანელი მასწავლებელი იყო დასაქმებული. 16 ათასი მცხოვრებიდან
სწავლობდა 90-120 მოწაფე. ქალები საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარი იყვნენ.
მამაკაცთა მხოლოდ 20-30% შეიძლება ჩაგვეთვალა წერა-კითხვის მცოდნედ. სკო-
ლაში სასწავლო საგნებს შეადგენდა ფარსის ანბანი და ყურანი 481 .

ამჟამად, როგორც ფერეიდუნშაჰრში (მარტყოფი), ისე დარანში (ფერეიდანი)


დაარსებულია უმაღლესი სასწავლებელი. თითოეულში სწავლობს ათასამდე
სტუდენტი.
ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერეიდნელმა ქართველებმა არა
მარტო ქართული ენა და ეროვნული თვითშეგნება შეინარჩუნეს, არამედ
საწარმოო და საოჯახო ყოფის მაღალი მამა-პაპური კულტურაც, რისი
მეშვეობითაც გადაურჩნენ კიდეც გადაგვარებას და დარჩნენ ქართველებად.

* * *

დასასრულს, ზოგიერთ იმ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით,


რომელიც ირან-საქართველოსა და, გამომდინარე იქიდან, ჩვენსა და
ფერეიდნელ ქართველებს შორის იჩინა თავი.
მას მერე, რაც ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია
(1978 წ.), ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა
(1991 წ.) ამ ორ ქვეყანას შორის დამყარდა პირდაპირი კავშირები.

480 g. WipaSvili, fereidneli qarTvelebi, Tb., 1963, gv. 29.


481 spa, f. 14, anaw. 25, saq. 229, furc. 30.

163
პირველი ოფიციალური შეხვედრა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის
განხორციელდა 1991 წელს _ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს
აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელი ბაჰრამ ყასემი
საქართველოში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, სადაც
შემდგომი შეხვედრა დაიგეგმა მომდევნო წელს ირანში.
1992 წელს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა ირანში აკად. თ.
გამყრელიძის ხელმძღვანელობით, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ურთიერთ
ცნობისა და კეთილი დამოკიდებულების შესახებ.
1993 წელს ირანში ჩავიდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ
შევარდნაძე.
1993 წელს საქართველოში გაიხსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის
საელჩო და საკონსულო.
1994 წელს ირანში გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საელჩო და
საკონსულო.
ირან-საქართველოს შორის არსებულმა ერთიერთკეთილგანწყობამ
შესაფერისი პირობები შექმნა ფერეიდნელებთან ურთიერთობის
დასამყარებლად. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო 2001 წელს საქართველოს
რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოფიციალური
ვიზიტი ირანში და ფერეიდანში პირველად ასეთი ოფიციალური პირის
ჩასვლა.
ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო იმავე წელსვე საქართველოს
საპატრიარქოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ირანში და
პატრიარქ ილია II-ის მიერ ასევე ფერეიდანის მონახულება.
მაგრამ განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ ირანში ოფიციალურ
ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა
ფერეიდანში და ის ენით აღუწერელი შეხვედრა, რომელიც ტელეარხების
საშუალებით მთელმა მსოფლიომ ნახა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ირანში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის ჯემშიდ გიუნაშვილის მოღვაწეობა ირან-საქართველოს
კულტურულ-ურთიერთობათა სფეროში, რომლის წყალობით, მრავალ
ფერეიდნელს მიღებული აქვს ირანის ოფიციალური ინსტანციებისთვის
მისაღები ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს მათ ქართული ენის,
საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართულ-სპარსული
ურთიერთობების შესწავლის საქმეში.

164
ირან-საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობის წყალობით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდანში სამეცნიერო მივლინებით
გააგზავნა ირანისტი ნომადი ბართაია, ეთნოლოგი ოთარ მიმინოშვილი და
ფოტო ჟურნალისტი მიხეილ როსტომაშვილი.
2004 წელს სატელევიზიო არხებმა `იმედმა~ და `რუსთავი-2~-მა
ფერეიდანზე შექმნეს დოკუმენტური ფილმები.
ურთიერთობა ირან-საქართველოს შორის დღითიდღე ფართოვდება, რაც
კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კავშირურთიერთობებს `დიდსა~ და `პატარა~
საქართველოს შორის, რომელთა მკვიდრთ დღეს თავისუფლად შეუძლიათ
ურთიერთობა.

165

You might also like