You are on page 1of 4

ნიკოლო მაკიაველის ცხოვრებისეული

ათი გამონათქვამი
October 16th, 2014 | by ოთხი მოტივი

ცნობილი გამონათქვამები
0

1. ყველა ხედავს იმას ვინც ჩანხარ, მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენმა იცის


ვინ ხარ სინამდვილეში.
2. ლომს არ შეუძლია ხაფანგისგან თავის დაღწევა და ვერც მელა
დაიცავს თავს მგლებისგან. ან მელა უნდა იყო ხაფანგების, რომ არ
გეშინოდეს ან ლომი, რომ მგლები შეაშინო.
3. იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი
სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე
გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი
ძველზე უარესი აღმოჩნდება.
4. მმართველის გონიერების განსაზღვრის უპირველესი მეთოდი, მის
გარშემომყოფებზე დაკვირვებაა.
5. მიზანი ამართლებს საშუალებას.
6. გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად
დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-
განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი
და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან.
პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი
– ფუჭნი.
7. უმჯობესია იმოქმედო და ინანო,ვიდრე უმოქმედობას ნანობდე.
8. არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას
ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ
მფლობელად გამოიყურებოდეს.
9. ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ
გათავისუფლდება.
10. როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე
მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო,
ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა
გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის
გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და
თავისუფლების შენარჩუნებას.

გამონათქვამები: ნაპოლეონ ბონაპარტი


February 12th, 2013 | by ოთხი მოტივი
ცნობილი გამონათქვამები

1. არასოდეს უთხრათ თქვენს მტერს, რომ სცდება.

2. წარმოსახვის უნარი სამყაროს მართავს.

3. არაფერია ამაზე რთული და არც ამაზე ძვირფასი, რომ


გადაწყვეტილების მიღება შეგეძლოს.

4. თუ გსურთ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად უნდა გააკეთოთ.

5. ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის


დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს.

6. ალექსანდრემ, ცეზარმა, შარლემანმა და მე იმპერიები შევქმენით.


მაგრამ რაც შევძელით ყველაფერი ჩვენი გენიის წყალობით გავაკეთეთ?
არა, ძალის გამოყენებით. იესო ქრისტემ კი “იმპერია” სიყვარულზე
დააფუძნა და სწორედ ამიტომაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში,
მილიონობით ადამიანი სიამოვნებით მოკვდება მისთვის.

7. დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

8. ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი


ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.

9. ადამიანებს ორი მოტივი ამოძრავებთ: შიში და პირადი ინტერესები.

10. მას ვისაც წაგების ეშინია, გარანტირებული აქვს დამარცხება.

11. ათი მოლაპარაკე ადამიანი უფრო მეტ ხმას გამოსცემს, ვიდრე ათი
ათასი, რომელიც სდუმს.

12. ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი,
ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.

13. სიკვდილი არაფერია, მაგრამ იცხოვრო შერცხვენილმა და


დამარცხებულმა, ნიშნავს ყოველდღიურად კვდებოდე.

14.სიტყვა “შეუძლებელს” მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვნით.


15. რა არის. სიყვარული? -ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს
დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.

16. ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.

17. იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო,
ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ.
ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ
გონება მუდამ სჯობნის ხმალს.

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

You might also like