You are on page 1of 7

დიდი სახლის პატარა დიასახლისი-430+

ვიდრე ხვალ-581+

დედის ოთახი-499+

იდიოტი-622+

ძმები კარამაზოვები-892+

მთავრის მოტაცება-1000

დანაშაული და სასჯელი-578+

ზებულონი-300+

მარტინ იდენი-400+

ფრაზები{ძმები კარამაზოვები}
1.რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება
რწმენისგან. რეალისტი ერთხელ მაინც თუ ირწმუნებს, სწორედ თავისი
რეალისტობის გამო უცილობლად დაუშვებს სასწაულის არსებობას.
2. წაართვით ადამიანს უკვდავების რწმენა და ისიც მაშინვე დაკარგავს არა
მხოლოდ სიყვარულს, არამედ ამქვეყნიური არსებობისთვის აუცილებელ
სასიცოცხლო ძალასაც.
3.აქ ეშმაკი ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.
4.ჩემთვის სოფლელები არ არსებობენ: ყველა ქალი ქალია და ეს უკვე ნიშნავს,
რომ სამყაროს ნახევარია...
5.დამცირებული კაცისთვის მართლაც საშინელებაა, ძალიან მძიმეა, როცა ყველა
კეთილისმყოფელივით უყურებს...
6.გარყვნილებით იქაურებიც და აქაურებიც ყველა ერთამნეთს ჰგავს, ყველა
ერთნაირია, იმ განსხვავებით, რომ ისინი გალაქული ჩექმებით დაიარებიან,
ჩვენებურები კი სიღატაკეში იხრჩობიან და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. რუსი
ხალხი უნდა როზგო, როგორც ბრძანა გუშინ ფიოდორ პავლოვიჩმა, თუმცა კი
გიჟია თავისი შვილებიანად.
7.იცი ჩემო ძვირფასო, ერთი ბებერი ცოდვილი ცხოვრობდა მეთვრამეტე
საუკუნეში, რომელმაც განაცხადა, ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი
გამოგონება გახდებოდა საჭიროო, და მართლაც ადამიანმა ღმერთი მოიგონა და
ის კი არა არის გასაკვირი ან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ
ის, რომ ასეთი აზრი- ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი-ისეთ ველურ და
ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია- იმდენად
წმინდა, იმდენად გულისამაჩუყებელი, იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა
ღირსებას სძენს ის ადამიანს.
8.აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან, მით უფრო
ნათელია. უგუნურება უეშმაკოა, გონიერება კი მუდამ მოუხელთებელი. გონიერება
არამზადაა, უგუნურება კი პირდაპირი და დაუფარავი.
9. ადამიანი რომ შეიყავრო, მის ჭეშმარიტ სახეს ვერ უნდა ხედავდე, თორემ თუ
ხედავ-სიყვარული ქრება.
10.თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, თუ
მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
11. „აუშვით!“-ღრიალებს გენერალი... მწევრების მთელი ხროვა მიუშვა, ძაღლებს
დედის თვალწინ დააგლეჯინა ბავშვი!.. გენერალს მგონი უბრალო მეურვე
მიუჩინეს, აბა, რა ექნათ... ხომ არ დახვრეტდნენ? მორალური გრძნობის
დაკმაყოფილებისთვის ვინ დახვრეტდა
12. სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ აქ ყველა სამოთხეში ვართ, ოღონდ არ გვინდა ეს
დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ გვეღიარებინა, ხვალვე ქვეყანაზე სამოთხე
დაისადგურებდაო.
13. ყველა, ყველას წინაშე და ყველაფრით არის დამნაშავე, ოღონდ ადამიანებმა
ეს არ იციან, და თუ მიხვდებიან- სამოთხე დადგება!
14. გულწრფელი ცრემლი მხოლოდ სულის მოოხებაა და გულის სიხარულით
ავსებას შეუწყობს ხელს.
15. უყვართ ადამიანებს მართალი კაცის დაცემა და სირცხვილი მისი.
16.საკითხავია, რა ფასი აქვს სიყვარულს, რომელსაც უნდა უთვალთვალო და
მთელი ძალისხმევით უდარაჯო? მაგრამ სწორედ ამას ვერ ხვდება ნამდვილად
ეჭვიანი, თუმცა კი, ვიმეორებ, ამ ეჭვიანებში ხანდახან მართლაც მაღალი სულის
ადამიანსაც შეიძლება შეხვდეთ.
17.არა, არა. ფული დამდცილად არ მაქვს. იცი დმიტრი ფიოდოროვიც, რომც
მქონოდა , მაინც არ მოგცემდით. ჯერ ერთი, სესხად არავის ვაძლევ ფულის
სესხება ნიშნავს, რომ ადამიანს წაეჩხუბო
18.ეს მხოლოდ „გულმოკლული სიტყვა იყო... ცხადია, მხოლოდ სიტყვა...
გულმოკლული სიტყვა ყოველთვის უნდა აპატიო... გულმოკლული სიტყვა სულს
ამშვიდებს... მის გარეშე უბედურება ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა
ადამიანებისთვის.
19.ამქვეყნად, ბევრი სიბრიყვის გამოა პატიოსანი.
20.ბრიყვები იმიტომ არსებობენ რომ ჭკვიანები ასარგებლონ.
21.ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა.
22. ფსიქოლოგია თუმცა უღრმესი რამ გახლავთ, მაგრამ მაინც ჯოხსა ჰგავს, რომელსაც ორი ბოლო აქვს.
23„შურიანსა და თავმოყვარე კაცს ბევრ ფულს ერთბაშად ნუ აჩვენებთ.

24.რაც უფრო ძლიერია ძალაუფლება, მით უფრო საშინელია მისი ძალმომრეობა.


25.არ შეიძლება სიყვარულის შექმნა არაფრისგან, არაფრისგან მხოლოდ ღმერთს
შეუძლია შექმნას რაღაც.
26.მარტოოდენ შვილის გაჩენა არაა საკმარისი, მამა რომ იყო, ერთდროულად
გამჩენიც უნდა იყო და აღმზრდელიც
27.ცხოვრება მშვენიერია, როცა კეთილ და სამართლიან საქმეს აკეთებ.

დედის ოთახი
1.ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს
იქნებოდა.მხოლოდ ასე შეიძლება, სხვისი ცხოვრების გაგება. და დადგება დრო, როცა
გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება ...

2. მოკვდეს, სჯობს თავისუფალი იყოს თუნდ ერთი წამით და მოკვდეს ამისთვის, ამის
გამო. ვიდრე აქ იცოცხლოს ათასი წელი. მოკვდეს!

3. ადამიანმა სიმართლე უნდა იცოდეს. სიმართლის წართმევა ყველაზე დიდი


დანაშაულია.

4. ადამიანს ტყუილი აცოცხლებს რატომ უნდა გამოაცალო?

5.მარტო კაცი იბადება არაფრის მცოდნე, არაფრის მაქნისი. ტანჯვიტ და წვალებით


აკოწიწებს რაღაც ცოდნას, გამოცდილებას. ნამცეც-ნამცეც აგროვებს. ისიც სწორედ თუ
მცდარს, ეშმაკმა უწყის.

6.-შენ ყველა ანდაზას ეთანხმები, დე?

-არაა.. ზოგი არ მიყვარს

- რომელი, მაგალითად
-„ენდე მაგრამ შეამოწმე“, იმიტომ რომ ეგ ნდობა არ არის.

7.სჯობს ასჯერ მოტყუვდე, ვიდრე ერთხელ მაინც არ ენდო სანდოს.

8.ენა ყველაზე საშიში საჩუქარია, რაც კი ადამიანს ღმერთმა უბოძა.

9.ადამიანს არ შეუძლია მარტო ყოფნა.

დიდი სახლის პატარა დიასახლისი


1.სინდისი და პატიოსნება რომელიმე კასტის ღირსებას არ წარმოადგენს , მისი
მფლობელნი შეიძლება იყვნენ არა მარტო მაღლობზე წამოჭიმულ სასახლეთა მკვიდრნი ,
არამედ დაბლობში მცხოვრები საცოდავ მებაყლეთა შთამომავალნიც .

2.დიდ ადამიანად ქცევისათვის ლოგიკის კანონებით აზროვნება სრულიადაც არ არის


საჭირო. პირიქით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ლოგიკურად აზროვნებდა
ცხოვრებასა და სამყაროზე, დიდ ადამიანებად ვერ იქცნენ.

3.ჭეშმარიტად დიდი ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ მისი სიცოცხლე მის ერს
ეკუთვნის და რაც მას ღმერთმა უწყალობა, საკუთრად მის კუთვნილებას კი არ
წარმოადგენს, არამედ მისი საშვალებით მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა .

4.ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში საკუთარ თავს ამართლებს.

5.სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს.

6.თუ რაიმე გულიტ გწადია უკან ნუ დაიხევ, სულ ერთია, როგორ შეისყიდი, დოლარებიტ
თუ საკუთარი სიცოცხლის ფასად. ასე ვცხოვრობთ დღემდე. ეს არის ალბათ, ჩვენი
ბედისწერა და ჩვენი ცხოვრების თავი და ბოლო.~

7.ყველა ადამიანური საქმე საბოლოოდ როგორღაც მაინც გადაწყდება...

ვიდრე ჰხვალ?!
1.სისულელე სიბრძნეს არ დაუვარდება და მათ შორის დიდი ზღვარი არ არის.

2.უძვირფასეს მარმალილოსაც კი ჩალის ფასი აქვს, თუ მას მოქანდაკის ხელი არ მოხვდა


და ხელოვნების ნაწარმოებად არ გარდაიქმნა.

3.ცხოვრება სიცილის რირსია, ამიტომაც ყველანი იცინიან

4.როგორც სინათლე მზისგან ისე ბედნიერება სიყვარულისგან გამომდინარეობს.

5.ჭეშმარიტი სათნოება ის საქონელია, რასაც ახლა მუშტარი არა ჰყავს.

6. უსიყვარულოდ რომ ადამიანის და ანგელოზის ენით ლაპარაკობდე,

მაინც სპილენძის ჟღარუნი იქნება ლაპარაკი შენი.

7. – ბედნიერება მუდამ იქ არის, სადაც მას ადამიანი ხედავს.

8. მხოლოდ დიდ ხელოვანს უჩანს თავი კნინად ხელოვნების წინაშე.


9. სამძიმოა ადა-

მიანისთვის ერთსა და იმავე დროს უდიდესი ძლიერება და უდიდესი ნიჭი

იტვირთო!

10. ხალხმა არ იცის,

როგორ დაჰყვეს ღმერთების ნებას.

11. მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება

12. ქვეყანას ნერონი კი არა, ღმერთი განაგებს.

13. ვინც ცხოვრება იცოდა, იმან სიკვდილიც უნდა იცოდეს.


14. სიკვდილზე ფიქრი არა ღირს, რადგან

სიკვდილი თვითონ უჩვენოდაც ფიქრობს ჩვენზე.

15ქრისტემ გვამცნო – ადამიანი გვიყვარდეს და არა გვძულდეს, ვინაი-

დან მისი რჯული სიყვარულია და არა სიძულვილი.

16. როგორც სინათლე მზისგან – ისე ბედნიერება

სიყვარულისგან გამომდინარეობს.

17. ჭეშმარიტება, ვინიციუს, სადღაც ისე მაღლა სადგუ-

რობს, რომ თვითონ ღმერთებსაც ოლიმპოსის მწვერვალთან ვერ დაუნა-

ხავთ იგი.

იდიოტი
1.სიღარიბე ცოდვავდ არ ჩაითვლება.

2. ძალიან ხშირად მხოლოდ გვეჩვენება რომ, საერთო თითქოს არაფერი გვაქვს ,

სინამდვილეში კი დიახაც არის... ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით , ერთმანეთს

რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს...

3. ხანდახან 5 წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.

4.სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ
უგულო სულელი.

5. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და


ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით

საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.

6.კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე!

7. „სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და
მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.“

8. იდიოტსაც

სცოდნია, რომ პირფერობით უფრო გავა ფონს.

9. რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ
მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ
ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ

10.ს იბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს,

11. ლიბერალი თავის დღეში ვერ მოითმენს, ვისმე

საკუთარი შეხედულება გააჩნდეს და მაშინვე არ გამოლანძღოს თავისი ოპონენტი, ან

უარესი რამ არ აუტეხოს...

12.-ვთქვათ, ვინმემ დუელში გამოგიწვიათ, რას

იზამდით?

– მე... მე დუელში არავინ გამომიწვევს.

– მაგრამ რომ გამოგიწვიონ? შეგეშინდებათ?

– მგონი... შემეშინდება.

– მართლა? მაშ ლაჩარი ხართ?

– აარა; მგონი, არა. ლაჩარი გარბის, ხოლო ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის

ლაჩარი არ არის,

13. ქალს შეუძლია გაულქვაობითა და დაცინვით ამოგხადოს სული, ისე, რომ სინდისმაც არ შეაწუხოს, იმიტომ
რომ გიყურებს და გულში ფიქრობს: „ახლა რომ ვაწამებ და ვამწარებ, სამაგიეროდ მერე სიყვარულით
ვუზღავო…“

14. კაციბრიობის მეგობარს თუ ზნეობის საფუძვლები შერყეული აქვს, ის კაცობრიობის კაციჭამია გახლავთ

15. ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდუვალი
კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.

16. კოლუმბმა მაშინ კი არ იგრძნო ბედნიერება, როცა ამერიკა აღმოაჩინა, არამედ მაშინ,
როცა მის აღმოსაჩენად ესწრაფებოდა;

17.
რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც
რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც

მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო, მუდამ არის რაღაც

ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და

მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას

ვერავის გადასცემ.

18.ადამიანები ხომ ერთმანეთის საწვალებლად გაუჩენია ღმერთს.

19.ვ ინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის
პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი –
ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა,
რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო
გავლენიდან გამომდინარეობს.“

20. ჩვენ მეტისმეტად ვაკნინებთ განგების ძალას და ჩვენს წარმოდგენებს ვაწერთ მას, რამეთუ არ გვესმის მისი
და ჯავრი მოგვდის. მაგრამ მაინც გავიმეორებ, თუ მისი გაგება შეუძლებელია, მაშინ ძნელია პასუხი აგო იმაზე,
რისი გაგების ნიჭიც ადამიანისთვის არ მიუციათ. ხოლო თუ ასეა, როგორ უდნა გამკიცხონ იმაზე, რომ ვერ
შევძელი განგების ჭეშმარიტი ნებისა და კანონების ჩაწვდომა.“

21. გულისხმიერებასა და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი ,

22. მირჩევნია, უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდი, ვინემ ბედნიერი და ...

გაბრიყვებული.

23. როგორ უნდა მოვკვდე?.. რომ ჩემი სიკვდილი, ასე ვთქვათ, უფრო მადლიანი

გამოვიდეს? აბა, მითხარით!

- გაიარეთ და შეგვინდეთ ბედნიერება!

მთვარის მოტაცება
1.

You might also like