You are on page 1of 14

შესავალი

საოჯახო ურთიერთობებს ადამიანთა ცხოვრებაში ისტორიულად უმნიშვნელოვანესი როლი


ეკისრება. საოჯახო სამართალმა განვითარების ძალიან გრძელი გზა გაიარა. დაწყებული
ჩვეულებითი სამართლით, დამთავრებული თანამედროვე საოჯახო კანონმდებლობით.
წარმართულ ხანაში საოჯახო ურთიერთობები რეგულირდებოდა, როგორც რელიგიური,
ასევე ჩვეულებითი სამართლებრივი ნორმებით, თუმცა ჩვენთვის ცნობილი საოჯახო
ურთიერთობები ქრისტიანობის მიღებასთან ერთად საუკუნეების განმავლობაში
ჩამოყალიბდა. რომის იმპერიის ტერიტორიაზე და იქ, სადაც შემდგომში ქრისტიანობა
გავრცელდა, საოჯახო სამართალი დაახლოებით ერთნაირი სცენარით განვითარდა
-წარმართული წესჩვეულებები ეტაპობრივად საეკლესიო სამართალმა ჩაანაცვლა და
განვითარებული შუა საუკუნეებისთვის მთლიანად დაიქვემდებარა საოჯახო
ურთიერთობები. რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც
საეკლესიო სამართლის პარალელურად საოჯახო ურთიერთობების მარეგულირებელი
ადგილობრივი ადათ წესებიც მოქმედებდა, თუმცა წამყვანი როლი საეკლესიო სამართალს
ჰქონდა. საეკლესიო სამართლიდან საერო სამართლისკენ წონასწორობა ძირითადად 20-ე
საუკუნეში გადაიხარა, როდესაც თანამედროვე ტიპის კოდექსები მიიღეს სხვადასხვა
ქვეყნებმა.1

საოჯახო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, რომლებითაც დღეს ჩვენ


საქართველოში ვსარგებლობთ, 1997 წლიდან შევიდა ძალაში.2 საქართველოში საოჯახო
სამართლებრივ და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი, შვილად
აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონი და მრავალი სხვა ნორმატიული აქტი
არეგულირებს. წამყვანი როლი რა თქმა უნდა სამოქალაქო კოდექსის ნორმებს ენიჭება, ხოლო
დანარჩენი ნორმატიული აქტები ავსებენ, აზუსტებენ ან სხვადასხვა საოჯახო
ურთიერთობებში სპეციალურ რეგულაციებს ადგენენ.

1
სხვადასხვა ისტორიული წყაროები
2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1504, საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება. .
[16.10.2018]
1. თავი
1.1 დაქორწინების წესი დაპირობები

ქორწინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ეს არის ქალისა და მამაკაცის


ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც რეგისტრირებულია,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სახემწიფო სერვისების განვითარების საგენტოს
ტერიტორიულ სამსახურში.3 მოცემულ ცნებას აუცილებლად სჭირდება განმარტება
იმისათვის, რომ ქორწინების ცნება სრულყოფილად გავიგოთ. ყველაზე თვალშისაცემი
პირველივე ფრაზაა, რომლის მიხედვითაც ქორწინების სუბიექტები მხოლოდ ქალი და
მამაკაცი შეიძლება იყვნენ. მსგავსი ჩანაწერი ავტომატურად გამორიცხავს ადამიანებს შორის
ერთსქესიანთა ქორწინებას. აქედან გამომდინარე, ქორწინების სუბიექტები მხოლოდ ქალი
და მამაკაცი შეიძლება იყვნენ, რაც საქართველოში ქორწინების შესახებ ისტორიული და
ტრადიციული შეხედულებების გამოვლინებაა.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ კავშირი ნებაყოფლობითი უნდა იყოს.


თავისთავად ეს გამორიცხავს მუქარით, ძალადობით, შანტაჟით, გავლენის ბოროტად
გამოყენებით და სხვაგვარი იძულებით დაქორწინებას. ამ საკითხს კიდევ ერთხელ
მივუბრუნდებით და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, აქ კი განვმარტავთ, რომ ქორწინების
ნებაყოფლობითობა ასევე დაკავშირებულია ნების გამოვლენასთან. შესაბამისად ქორწინების
სუბიექტმა ნება არამარტო უნდა გამოხატოს, არამედ მას ამ ნების გაცნობიერების და
ნამდვილი ნების გამოვლენის უნარიც უნდა ჰქონდეს, რაც პირდაპირ კავშირშია პირის
ქმედუნარიანობასთან. დაქორწინებისას ქმედუნარიანობის საკითხებსაც კიდევ
მივუბრუდებით.

ქორწინების განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტი დასაქორწინებელ პირთა მხრიდან


ოჯახის შექმნის მიზანია. აქ კი, ვაწყდებით შემთხვევას როდესაც კანონმდებლობაში არ
არსებობს ოჯახის განმსაზღვრელი განმარტება, ანუ კანონმდებელი გვეუბნება, რომ
ქორწინება მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით დაიშვება, თუმცა ოჯახის განსაზღრებას არ

3
გვაძლევს. ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ საქმე გვაქვს კანონმდებლობის
ხარვეზთან, მაგრამ სინამდვილეში კანონმდებლობაში ოჯახის განმარტება არ გვაქვს იმიტომ,
რომ შეუძლებელია სამართლებრივად და უნივერსალურად განისაზღვროს თუ რა არის
ოჯახი. ოჯახური ურთიერთობა არ არის დამოკიდებული აუცილებლად ერთ ჭერქვეშ
ცხოვრებაზე, საერთო მეურნეობაზე ან სხვა მსგავს ფაქტორებზე. ოჯახის ცნებაში ცოლის და
ქმრის სუბიექტური დამოკიდებულება უნდა მოვიაზროთ ერთმანეთის მიმართ, ვინაიდან
ხშირია შემთხვევა, როდესაც მეუღლეები სხვადასხვა ქალაქში ან საეთოდ სხვადასხვა
ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხედავენ, მაგრამ ერთმანეთს
ოჯახის წევრებად თვლიან და შესაბამისი დამოკიდებულებაც აქვთ ერთმანეთის მიმართ. რა
თქმა უნდა, ერთად ცხოვრება და საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლა მნიშვნელოვანი
ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი და განუსაზღვრელი. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ
ოჯახი სუბიექტური ცნებაა და მისი არსებობა ან არ არსებობა ცოლ-ქმრის შეხედულებაზეა
დამოკიდებული. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საპირისპირო შემთხვევა,
როდესაც ქალი და მამაკაცი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთ ჭერქვეშ
ცხოვრობენ, საერთო მეურნეობასაც შეიძლება ეწეოდნენ, მაგრამ ამა თუ იმ სუბიექტური თუ
ობიექტური მიზეზების გამო ერთმანეთი მეუღლეებად აღარ მიაჩნდეთ და ქორწინება
ფაქტობრივად შეწყვეტილი იყოს. ბუნებრივია ასეთ მეუღლეებს არ მიაჩნიათ, რომ მათ აქვთ
ოჯახი. რა თქმა უნდა ასეთი ოჯახი არ არსებობს.

ქორწინების ცნების განმსაზღვრელი ბოლო გარემოება არის, მისი კანონით დადგენილი


წესით რეგისტრაცია. სამოქალაქო ბრუნვისათვის და ასევე, პირადი ურთიერთობებისათვის
იმდენად მნიშვნელოვანია საოჯახო ურთიერთობების რეგულირება, რომ სახელმწიფომ
თავის თავზე აიღო მისი რეგისტრაციის ვალდებულება. საოჯახო ურთიერთობებს
ზეგავლენა აქვს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე, ასევე მრავალ სხვა
ურთიერთობაზეც. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი საკითხია, დაქორწინების
ფაქტის დადგენა.

ქორწინება მეუღლეეებს შორის პირადი ურთიერთობების გარდა წარმოშობს ქონებრივ


ურთიერთობებსაც, როგორებიცაა: თანასაკუთრება, ურთიერთ რჩენის მოვალეობა,
მემკვიდრეობის უფლება და ა.შ.. იმისათვის, რომ ეს უფლებები იყოს დაცული, სახელმწიფომ
უნდა იცოდეს თუ როდიდან წარმოიშვა ისინი, შესაბამისად რეგისტრაციის გარეშე არც
ქორწინება და არც მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ
წარმოიშობა. აქედან გამომდინარე არც რელიგიური და არც უბრალოდ თანაცხოვრების
ფაქტი, თუნდაც მეუღლეებს ოჯახი ფაქტობრივად შექმნილი ქონდეთ, საოჯახო
სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

1.2 დაქორწინების პირობები

კანონის მიხედვით დაქორწინებისთვის ორი პირობაა აუცილებელი, საქორწინო ასაკი და


დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ორივე პირობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის
დაკავშირებული და ორივე ერთდროულად უნდა არსებობდეს. საქორწინო ასაკად
საქართველოში დადგენილია 18 წელი.4 ეს იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანის ქორწინება
არ დაიშვება და საგამონაკლისო შემთხვევებიც არ არსებობს. მინიმალურ ასაკობრივ ზღვრად
18 წლის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია პირის ქმედუნარიანობის დადგომასთან. ვინაიდან
18 წლამდე ადამიანი კანონის მიხედვით ქმედუნარიანი არ არის,5 შესაბამისად მას არ
შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოავლინოს თავისი ნამდვილი ნება - მოცემულ
შემთხვევაში გამოთქვას თანხმობა ქორწინებაზე. თანხმობა ქორწინებაზე, როგორც უკვე
ავღნიშნეთ მეორე აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც დაქორწინება არ შეიძლება.
ბუნებრივია, რომ თანხმობა გააზრებული და ნებაყოფლობითი უნდა იყოს და სწორედ
გააზრებულობის დამადასტურებელ წინაპირობად მიიჩნევა ადამიანის სრულწლოვანება -
ქმედუნარიანობა. აქვე კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ადამიანმა ქორწინებაზე თანხმობა
ნებაყოფლობით უნდა გამოთქვას ანუ დაუშვებლია ნებისმიერი სახით იძულება (მოტაცება,
მუქარა, შანტაჟი, ზეგავლენის ბოროტად გამოყენება და ა.შ)

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსი ქორწინების წინაპირობის ერთ-ერთ ტრადიციულ


ელემენტს, ნიშნობასაც ახსენებს. მოცემულ შემთხვევაში კოდექსი აღიარებს რა ნიშნობის
მნიშვნელობას, მას სამართლებრივ შედეგებს არ უკავშირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ნიშნობა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი არ არის. ანუ ქორწინების ვალდებულებას არ

4
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1108.1, საქორწინო ასაკი. [16.10.2018]
5
იქვე, მუხლი 12.1, ქმედუნარიანობა. [16.10.2018]
წარმოშობს.6 არ შეიძლება ნიშნობის შემდეგ ერთ-ერთმა მხარემ სასამართლოს მიმართოს და
იძულებით დაქორწინება მოითხოვოს.7 ერთადერთი რასაც კანონმდებელი ნიშნობასთან
დაკავშირებით დასაშვებად მიიჩნევს, არის ის რომ თუკი წყვილი ნიშნობის შემდეგ
დაქორწინებას გადაიფიქრებს მათ ნიშნობასთან დაკავშირებით გადაცემული საჩუქრების
უკან დაბრუნების მოთოვნის უფლება აქვთ.8

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს გარემოებებს რომელთა არსებობის შემთხვევაშიც


ქორწინება დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120_ე მუხლი გვეუბნება,
რომ ქორწინება არ დაიშვება ა. იმ პირთა შორის რომელთაგან თუნდაც ერთი
დაქორწინებულია სხვასთან ბ. პირდაპირ აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის გ.
ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ე. იმ
პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია9 და რომლებსაც არ
დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო
ხელშეკრულება.10 აგრეთვე ქორწინება არ დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუ კი ზემოთ
აღნიშნული ნათესაური ურთიერთობა გაშვილების შედეგად მოიშალა11. აღნიშნული
ჩამონათვალის ანალიზი ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, რომელ ეთიკურ
და კულტურულ საფუძვლებზეა აგებული საქართველოში ქალისა და მამაკაცის ერთმანეთზე
დაქორწინება.

პირველ რიგში ცხადია, რომ საქართველოში აკრძალულია მრავალცოლიანობა ან


მრავალქმრიანობა - პოლიგამია12. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება
იგულისხმება, არავინ უშლის სურვილის შემთხვევაში ქალს ან მამაკაცს იქონიოს
ურთიერთობა სხვა ადამიანებთან იმ ფორმით რა ფორმითაც მას სურს. შესაძლებელია, რომ
ადამიანს ერთი მეუღლე ყავდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო დანარჩენებთან
ურთიერთობდეს რეგისტრაციის გარეშე და ეს მრავალცოლიანობად კანონის
თვალსაზრისით არ ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ადამიანს მხოლოდ ერთი მეუღლე

6
იქვე, მუხლი 1109.1 დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ნიშნობა. [16.10.2018]
7
იქვე, მუხლი 1109, პუნქტი 2). [16.10.2018]
8
საქათველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1109, პუნქტი 3). [16.10.2018]
9
იქვე, მუხლი 1120, პუნქტი 1). [16.10.2018]
10
იქვე. მუხლი 1172, საქორწინო ხელშეკრულება. [16.10.2018]
11
იქვე, მუხლი 1120, პუნქტი 2). [16.10.2018]
12
იქვე, მუხლი 1120. პუნქტი 1), ქვეპუნქტი ა). [16.10.2018]
ეყოლება და ბუნებრივია მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან
წარმოეშობა საოჯახო სამართლით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობები.

ასევე ქორწინება დაუშვებელია პირდაპირ აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავებს


შორის.13 ყოველი შემთვევისთის განვმარტოთ, რას ნიშნავს პირდაპირი აღმავალი და
დაღმავალი შტოს ნათესავები: პირდაპირი ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მეორესგან
წარმოიშვა. აღმავალი ხაზი ნიშნავს უმცროსისგან უფროსისკენ, ხოლო დაღმავალი
უფროსისგან უმცროსისკენ. მაგალითად აღმავალი შტოს ნათესავები არიან: მშობლები, პაპა-
ბებია , დიდი პაპა -ბებია და ა.შ. დაღმავალი: შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი და ა.შ.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩამოთვლილ ნათესავებს
შორის ქორწინება დაუშვებელია.

ქორწინება ასევე დაუშვებელია ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ (ნაშვილები და-ძმა) და-


ძმასა და მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.14 აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი
უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც - იმ შემთვევაში თუ კი პირებს შორის ნათესაური
ურთიერთობა გაშვილების შედეგად მოიშალა დაქორწინება მათ მაინც არ შეუძლიათ.

დამაბრკოლებელ გარემოებებში ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი -


ქორწინება მხარდამჭერის მიმღებ პირთა. ზოგადად მხარდამჭერის მიმღებ პირს ქორწინების
უფლება აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქორწინების აუცილებელი პირობა მომავალ
მეუღლეებს შორის ქორწინებამდე საქორწინო ხელშეკრულების დადებაა.15 ამ საკითხზე
დეტალურად შესაბამის თავში ვისაუბრებთ.

1.3 ქორწინების შეწყვეტა

საუკუნეების მანძილზე მეუღლეებს შორის განქორწინება თითქმის შეუძლებელი იყო,


რადგან ქრისტიანული რელიგია განქორწინებას არ ცნობს.16 რა თქმა უნდა, არსებობდა
ცალკეული შემთხვევები, როდესაც ქორწინება შეიძლება შეწყვეტილიყო. მაგალითად პირის
ბერად/მონაზვნად აღკვეცა ( აუცილებელი იყო მეუღლის თანხმობა ), ერთ-ერთი მეუღლის
სულიერი ავადმყოფობა და კიდევ რამდენიმე საგამონაკლისო შემთვევა, რომელიც ეპოქის

13
იქვე, მუხლი 1120, პუნქტი 1), ქვეპუნქტი ბ). [16.10.2018]
14
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1120, პუნქტი 1), ქვეპუნქტები ბ) და დ). [16.10.2018]
15
იქვე, მუხლი 1120, პუნქტი 1), ქვეპუნქტი ე). [16.10.2018]
16
მეტრეველი, ვალერიან. 2005წ. ქართული სამართლის ისტორია. თბილისი. მერიდიანი.
მიხედვით იცვლებოდა ან ქრებოდა. მთლიანობაში განქორწინება იმდენად რთული და
საზოგადოებრივად გაკიცხვადი მოვლენა იყო, რომ პრაქტიკაში თითქმის არ ხდებოდა.
ბუნებრივია ასეთი შეზღუდვა ხშირად დაუბრკოლებელ წინააღმდეგობად ექცეოდათ
მეუღლეებს, რომელთა ურთიერთობა იმდენად იყო გაფუჭებული, რომ მათ ერთად ცხოვრება
უჭირდათ და შესაძლოა საერთოდაც აღარ უნდოდათ. საოჯახო სამართლის საეკლესიოდან
საერო სფეროში გადმოტანამ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განქორწინებისადმი მიდგომაც
შეცვალა. დღესდღეობით განქორწინებისთის ერთ-ერთი მეუღლის თანხმობაც საკმარისია.

ქორწინების შეწყვეტაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს


ქორწინების შეწყვეტის მხოლოდ ორი საფუძველი: განქორწინება და ერთ-ერთი მეუღლის
გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება (ეს უკანასკნელი სამართლებრივად პირის
გარდაცვალებას უთანაბრდება ). 17

დეტალურად განვიხილოთ განქორწინება. განქორწინების შემთხვევაში ერთ-ერთი ან ორივე


მეუღლის ინიციატივით ხდება ქორწინების შეწყვეტა ანუ მარეგისტრირებელ ორგანოში
ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული
წარმოება, რომლის შედეგადაც უფლებამოსილი ორგანო წყვეტს ქორწინებას და სამოქალაქო
აქტების რეესტრში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.18 ამ ჩანაწერის საფუძველზე გაიცემა
ქორწინების შეწყვეტის მოწმობა. ამის შემდეგ, მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ საოჯახო
სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების დიდი ნაწილი უქარწყლდებათ
და რჩებათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება როგორიცააა
მაგალითად თანასაკუთრების გაყოფა19 ან/და კანონით გათვალისწინებული წინაპირობების
არსებობისას ურთიერთრჩენის მოვალეობა.

ქორწინების შეწყვეტა
17
იქვე, მუხლი 1122, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები. [16.10.2018]
18
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 56, პუნქტი 1), ქვპუნქტები ა) და ბ).
[16.10.2018]
19
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1158, პუნქტი 1) და მუხლი 1130, პუნქტი 1). [16.10.2018]
(გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება და განქორწინება)

ქორწინება უვადო სოციალურ-სამართლებრივი ურთიერთობაა.20 უვადოა არა თავისი


უწყვეტობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ქორწინდებიან ვადის განსაზღვრის გარეშე.
დაქორწინება გარკეული ვადით ამორალურია და ეწინააღმდეგება ოჯახის იდეალურ არსს.21
მიუხედავად ქორწინების უვადოობისა, მას აქვს ლოგიკური: ბუნებრივი და ხელოვნური
დასრულების საფუძვლები.22 ბუნებრივ საფუძვლებს მიეკუთვნება: მეუღლის(ების)
გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება. ხელოვნურ საფუძვლებს მიეკუთვნება:
განქორწინება ორმხრივი ნების გამოვლენით, განქორწინება ცალმხრივი ნების გამოვლენით.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება წყდება: ა) ერთ-ერთი მეუღლის
გარდაცვალებით; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად
გამოცხადებით; გ) განქორწინებით.23 გარდაცვალება განიმარტება, როგორც თავის ტვინის
ფუნქციონირების შეწყვეტა.24 გარდაცვალებისას წყდება უფლებაუნარიანობაც.25
უფლებაუნარიანობა არის უნარი, რომელიც წარმოიშობა დაბადებიდან და პირს აღჭურავს
შესაძლებლობით ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ეს უნარი, გულისხმობს
ქორწინებაში ყოფნის უნარსაც. ადამიანის გარდაცვლილად გამოცხადება ხდება მხოლოდ
სასამართლოს მიერ და იმ შემთხვევაში, თუ: პირის შესახებ, მის საცხოვრებელ ადგილას
ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ინფორმაცია ამ პირის ადგილსამყოფელის შესახებ.
ასევე, თუ სავარაუდოა პირის დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და
ადგილსამყოფელის შესახებ ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.26
გარდაცვალება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტია (სამოქალაქო აქტი).27 ზოგადი
წესის მიხედვით სამოქალაქო ატებს, მათ შორის გარდაცვალებას, არეგისტრირებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.28 საქართველოს მოქალაქის,

20
რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია, „საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი“, გამომცემლობა:
მერიდიანი, ქ. თბილისი, 2015 წ.
21
შალვა ჩიკვაშვილი, „საოჯახო სამართალი“, გამომცემლობა: მერიდიანი, ქ. თბილისი, 2004 წ.
22
გიორგი თუმანიშვილი, „საქორწინო კონქტრაქტი“, გამომცემლობა: უნივერსალი, ქ. თბილისი, 2010 წ.
23
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1122, ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები.
24
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 11, ნაწილი 3, უფლებაუნარიანობა.
25
ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, გამომცემლობა: სამართალი, ქ.
თბილისი, 2011 წ.
26
სერგი ჯორბენაძე, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, ქ. თბილისი, 2017 წ.
27
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 2, პუნქტი ა).
28
იქვე, მუხლი 4, პუნქტი ა). [16.10.2018]
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში
გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია სავალდებულოა.29
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის
თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა
პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ.30ასეთ შემთხვევაში უნდა იქნეს წარმოდგენილი
სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ. რაც შეეხება პირის გარდაცვლილად
გამოცხადებას, სასამართლო ასეთ საქმეებს იხილავს უდავო წარმოების წესით.31 განცხადება
მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში
32
დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის
გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე გარემოებანი, რომლებიც, მოქალაქეს სიკვდილის
საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის გარკვეული
უბედური შემთხვევის შედეგად.33 განცხადების მიღების შემდეგ, სასამართლო
განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს, თუ რომელ პირებს
შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო
ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის მიხედვით.34 სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია
გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.35 სასამართლო თავის
გადაწყვეტილებას პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ, მისი კანონიერ ძალაში
შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს,
გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. სასამართლოს მიერ გარდაცვლილად
გამოცხადებული პირის გარდაცვალების რეგისტრაციისას, მისი გარდაცვალების თარიღად
ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე, თუ ამ

29
იქვე, მუხლი 70, პუნქტი 1). [16.10.2018]
30
იქვე, მუხლი 70, პუნქტი 2). [16.10.2018]
31
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 310, პუნქტი ბ). [16.10.2018]
32
იქვე, მუხლი 317. [16.10.2018]
33
იქვე, მუხლი 318. [16.10.2018]
34
იქვე, მუხლი 319. [16.10.2018]
35
იქვე, მუხლი 320. [16.10.2018]
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.36 გარდაცვალების რეგისტრაციის
მონაცემები ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.37

ქორწინების შეწყვეტა - ტექნიკური ასპექტები

უკვე განვიხილეთ ქორწინების შეწყვეტის შესაძლებლობაზე და სასარგებლო იქნება ამ


საკითხის პრაქტიკულ ასპექტებსაც შევეხოთ. განქორწინება შესაძლოა ორი გზით -
მეუღლეებს შეუძლიათ ერთობლივი განცხადებით მიმართონ სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს ან მათ შორის განქორწინებასთან დაკავშირებით არსებული დავისას,
განქორწინება სასამრთლოს მეშვეობით მოახდინონ. დეტალურად განვიხილოთ ორივე გზა.
იმ შემთხვევაში, თუ კი ორივე მეუღლეს სურს განქორწინება, მეუღლეებს შეუძლიათ
მივიდნენ სამოქალაქო რეესტრის საგენტოში, დაწერონ ერთობლივი განცხადება ქორწინების
შეწყვეტის შესახებ და განცხადების რეგისტრაციიდან მეშვიდე სამუშაო დღეს მოხვდება
განქორწინების რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუკი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი
მეუღლე განქორწინებას გადაიფიქრებს, მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო რეესტრს და
გამოიხმოს განცხადება. ასეთ შემთხვევაში, განქორწინების პროცედურა შეიცვლება.
სამოქალაქო რეესტრში განცხადების შეტანის გზით განქორწინება შესაძლებელია
ცალმხრივადაც, თუკი მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ
დაკარულად ან მეორე მეუღლეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო მისჯილი
აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინებაზე,


განქორწინების მსურველ მეუღლეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს
განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მართალია, განქორწინებისათვის არაა
საჭირო მეორე მეუღლის თანხმობა, მაგრამ სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს
მეუღლეთა შესარიგებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლის
სიცოცხლეს ან ჯამრთელობას საფრთხე ემუქრება. მეუღლეთა შერიგების მიზნით
სასამართლო უფლებამოსილია გადადაოს გადაწყვეტილების გამოტანა არაუმეტეს 6 თვით.
იმ შემთხვევაში თუკი მეუღლეები მითითებულ დროში არ შერიგდებიან სასამართო
გამოიტანს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. განქორწინების შესახებ სარჩელთან

36
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 75, პუნქტი1), 2) და 3). [16.10.2018]
37
საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 7, პუნქტი 2). [16.10.2018]
ერთად მეუღლეებს შეუძლიათ დააყენონ ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის
თასანასაკუთრებაში შემავალი ქონების გაყოფა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი
ადგილის და მათთან ურთიერთობის წესის გასაზღვრა და ა.შ..

განქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი -


განქორწინების რეგისტრაციას მხოლოდ სამოქალაქო რეესტრი ახდენს. განქორწინებას
იურიდიული ძალა აქვს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.38
განქორწინების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილ პირთა განცხადება ან
სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.39 სასამართოს გადაწყვეტილება
განქორწინების შესახებ ჯერ კიდევ არ ნიშნავს განქორწინებას. სასამართლო თავის
გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5
სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს
გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.40 სასამართლოს გადაწყვეტილება
კანონიერ ძალაში შედის, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის მანძილზე
გადაწყვეტილება არ იქნება გასაჩივრებული, ან თუ მხარეები გასაჩივრების ვადის გასვლამდე
განაცხადებენ (შეთანხმდებიან) სასამართლოს გადაწყვეტილების არ გასაჩივრების თაობაზე.41
სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ გადაყვეტილების წარდგენიდან 30-ე
კალენდარულ დღეს ტერიტორიული სამსახური(სამოქალაქო რეესტრი) ახდენს
განქორწინების რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.
42

ერთ-ერთი(ან ორივე ერთად) მეუღლეის მიერ განქორწინების შესახებ განცხადების


წარდგენის შემთხვევაში, თუ ის განცხადებას დაურთავს სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესულ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას, განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება

38
საქართველოს კანონი სამოქალაქო ატების შესახებ, მუხლი 55, პუნქტი 1. [24.10.2018]
39
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის ბრძანება
N18, მუხლი 42, 1 პუნქტი.[24.10.2018]
40
საქართველოს კანონი სამოქალაქო ატების შესახებ, მუხლი 58, პუნქტი 1. [24.10.2018]
41
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 264. [24.10.2018]
42
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის ბრძანება
N18, მუხლი 44, 1 პუნქტი.[24.10.2018]
განხორციელდეს 30 დღიანი ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში განქორწინების
რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენის დღეს.43

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი საგულისხმო გარემოება: ჩვეულებრივ სასამართლო


გადწყვეტილებას აღსრულების ხანდაზმულობის ვადა აქვს 10 წელი, მაგრამ განქორწინების
შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ ექვემდებარება
ხანდაზმულობას.44 განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს უფლება აქვთ თავიდან
დაქორწინდნენ, ამასთან განქორწინების ან ქორწინების რაოდენობა, როგორც ერთი და იგივე,
ასევე სხვადასხვა პირებთან შეუზღუდავია.

ქორწინების ბათილობა

წინა თავებში ჩვენ ვისაუბრეთ იმ შეზღუდვებზე რომლსაც კანონმდებელი


ქორწინებასთან დაკავშირებით აწესებს. ეს შეზღუდვები 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებშია
მითითებული. იმ შემთხვევაში თუ არსებობდა ამ მუხლებით დაწესებული შეზღუდვები ან
არ იყო დაცული შესაბამისი პირობები, ასევე თუ ქორწინება მიზნად ოჯახის შექმნას არ
ისახავდა (ქორწინებას ფიქციური ხასიათი ქონდა) დაინტერესებული პირის სარჩელის
საფუძველზე სასამართლომ ასეთი ქორწინება შესაძლოა ბათილად ცნოს.45

იმისათვის რომ გავიგოთ ბათილი ქორწინების შინაარსი და არ აგვერიოს ის


ქორწინების შეწყვეტაში უნდა გავიგოთ თვითონ ქორწინების ბათილობის არსი. როდესაც
ხდება ქორწინების შეწყვეტა, შეწყვეტამდე ქორწინება ითვლება ნამდვილად, შესაბამისად მას
ყოფილი მეუღლეებისთვის სამართლებრივი შედეგები მოსდევს (თანასაკუთრების გაყოფა,
ურთიერთრჩენის მოვალეობდა და ა.შ.). აგრეთვე განქორწინების შემდეგ შეწყვეტილი
ქორწინება პირის შესახებ სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებში რჩება. რაც შეეხება ქორწინების
ბათილობას აქ საქმე სულ სხვანაირად გვაქვს: სასამართლომ მხოლოდ ისეთი ქორწინება
შეიძლება ცნოს ბათილად, რომლის რეგისტრაციაც თავიდანვე არ შეიძლებოდა მაგრამ
რაღაცა მიზეზით მაინც მოხდა. ასეთ შემთხვევაში ბათილი ქორწინება მეუღლეებისთვის
სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს (ეს არ ეხება ბათილი ქორწინების განმავლობაში შობილ

43
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ, იუსტიციის მინისტრის ბრძანება
N18, მუხლი 44, 2 პუნქტი.[24.10.2018]
44
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1127, პუნქტი 5. [24.10.2018]
45
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1140, პუნქტი 1) და 2) . [24.10.2018]
შვილებს და მათ მიმართ მშობლების უფლება მოვალეობებს).46 აგრეთვე ბათილი ქორწინება
ყოფილ ქორწინებად არ აისახება სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებში.47 ანუ თუ მაგალითად
ბათილი ქორწინება იყო პირველი ადამიანის ცხოვრებაში შემდგომი ქორწინება კანონის
თვალში პირველ ქორწინებად ჩაითვლება.

ქორწინების ბათილობის დადგენისას ყურადსაღებია თვითონ მეუღლეების


დამოკიდებულება ბათილი ქორწინების ან ქორწინების ბათილობის საფუძველთან.
საერთოდ ქორწინება ბათილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან მაგრამ იმ
შემთხვევაში თუკი მეუღლეებმა არ იცოდნენ ქორწინების ბათილობის საფუძვლების შესახებ,
მაშინ ასეთი ქორწინება ბათილად სასამართლოში შესაბამისი გარემოების დადგენის
მომენტიდან ჩაითვლება ხოლო ბათილ ქორწინებას ამ მომენტამდე მეუღლეებისთვის
იურიდიული შედეგები მაინც ექნება.48 არასრულქლოვან პირთან ქორწინების ბათილობის
საკითხი შესაძლოა მისმა მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა, ასევე მეურვეობის
და მზრუნველობის ორგანომ წამოჭრას, მაგრამ სასამართლოში საქმის განხილვის
მომენტისთვის თუკი ასეთი მეუღლე სრულწლოვანების ასაკს მიაღწევს ან ორსულად იქნება
ქორწინების ბათილობისთვის მისი თანხმობაც აუცილებელია.49 ქირწინების ბათილად ცნობა
შეიძლება ასევე იძულებით ქორწინებისას.50 თუმცა, ასეთ შემთხვევაში ქორწინების
იძულების ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს. ანუ მეუღლემ უნდა დაადასტუროს, რომ
როდესაც ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოში ქორწინებაზე აცხადებდა თანხმობას
უკანონო ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ქორწინება სასამართლომ შიძლება ბათილად ცნოს, თუკი დაქორწინების მომენტში


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე
დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა. ამასთან აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი
გარემოება. თუკი სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის დამაბრკოლებელი
გარემოება აღარ არსებობს სასამართლოს შეუძლია ქორწინება ნამდვილად ცნოს ამ
გარემოებათა მოსპობის მონეტიდან.

46
იქვე, მუხლი 1146, პუნქტი 1) . [24.10.2018]
47
იქვე, მუხლი 1146, პუნქტი 1) . [24.10.2018]
48
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1141. [24.10.2018]
49
იქვე, მუხლი 1142, პუნქტი 1), 2) და 3) . [24.10.2018]
50
იქვე, მუხლი 1144, პუნქტი 1) და 2) . [24.10.2018]
როგორც წინამდებარე ნაშრომის თავში ავღნიშნეთ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით
ხდება, აქედან გამომდინარე თუკი დაქორწინების მომენტში ორივე ან ერთ-ერთ მეუჭლეს
მიზნად არ ჰქონდა ოჯახის შექმნა და დაქორწინდა იმიტომ რომ ქორწინება სხვა მიზნის
გამოეყენებინა, მაგ: ბინადრობის უფლების მოფოვება, ნატურალიზაცია და ა.შ, სასამართლოს
ასეთი ქორწინებაც შეუძლია ცნოს ბათილად. სარჩელის შეტანა ფიქციური ქორწინების
ბათილობაზე შეუძლია როგორც ერთ-ერთ მეუღლეს ასევე მარეგისტრირებელ ორგანოსაც. 51

როგორც უკვე ვთქვით ბათილი ქორწინება მეუღლეებისათვის არ წარმოშვებს იმ


სამართლებრივ შედეგებს რასაც ნამდვილი ქორწინება მაგრამ თუკი ერთ-ერთი მეუღლე
ქორწინების ბათილობის გარემოებისადმი კეთილსინდისიერი იყო ანუ მან ამ გარემოების
შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა ცოდნოდა სასამართლომ შესაძლოა მას მეორე
მეუღლისგან სარჩოს მიღების და თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის
უფლება მიანიჭოს.52 გარდა ამისა კეთილსინდისიერ მეუღლეს მეორე მეუღლისგან ბათილი
ქორწინების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის მოთხოვნის უფლებაც აქვს.53
ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში სასამართლოს დაინტერესებულმა პირმა უნდა
დაუდასტუროს როგორც ზიანის მიყენების ფაქტი და ოდენობა, ასევე ამ ზიანს და ბათილ
ქორწინებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.

მნიშველობა არ აქვს ქორწინების ბათილობის გარემოებას იმ შემთხვევაში თუკი


ორივე მეუღლეა გარდაცვლილი ვინაიდან ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ
ქორწინების ბათილად გამოცხადება დაუშვებელია,54 თუმცა თუკი ერთ-ერთი მეურლე
ცოცხალია მას შესაბამისი გარემოების არსებობისას შეუძლია ქორწინების ბათილობა
მოითხოვოს. ერთადერთი ორგანო რომელიც უფლებამოსილია ქორწინება ბათილად
გამოაცხადოს არის სასამართლო. 55

51
იქვე, მუხლი 1145, პუნქტი 1) და 2) . [24.10.2018]
52
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1146, პუნქტი 3) . [24.10.2018]
53
იქვე, მუხლი 1147. [24.10.2018]
54
იქვე, მუხლი 1149. [24.10.2018]
55
იქვე, მუხლი 1140, პუნქტი 2). [24.10.2018]

You might also like