You are on page 1of 3

ამოწერილი მაქვს მნიშვნელოვანი ‘’გენიალური ფრაზები’’ <3

უმრავლესობა ძალიან ბევრ თემასა თუ ესეს მოერგება და


ვფიქრობ დაგეხმარებათ <3 დასაზეპირებელი ციტატები უკვე
ავტვირთე და ისიც ძალიან გამოგადგებათ (ნახავთ ამავე
ჯგუფში) პატივისცემით David Giunashvili
(შეიძლება ავტორთან დაკავშირებით 1-2 შეცდომა იპოვოთ, მაგრამ უმნიშვნელო)

პესიმისტი, ეს არის ადამიანი, რომელიც წუხდება ხმაურით, როცა კარზე ბედნიერება


უკაკუნებს
1. არავინ განსაჯო, ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი
2. წარუმატებლობა არის შანსი იმისა, ყველაფერი დაიწყო თავიდან, ოღონდ უფრო
ჭკვიანურად
3. ერი, რომელიც ივიწყებს საკუთარ წარსულს, კარგავს საკუთარ მომავალს
4. ყველაზე კაშკაშა შუქიც კი არ არსებობს ჩრდილის გარეშე
5. სახელმწიფოს ძალა ეფუძნება ერის უმეცრებას, მან იცის ამის შესახებ და ამიტომაც
ყოველთვის იბრძოლებს განათლების წინააღმდეგ. დროა გვესმოდეს ეს! (ტოლსტოი)
6. ყველას სურს შეცვალოს კაცობრიობა, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შეცვალოს
საკუთარი თავი (ტოლსტოი)
7. ძლიერი ადამიანები ყოველთვის უბრალონი არიან (ტოლსტოი)
8. ბოროტება მხოლოდ ჩვენშია, ესე იგი იქაა, საიდანაც მისი ამოღება შეიძლება (ტოლსტოი)
9. ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს, თუკი ბედნიერება მთავრდება, დაფიქრდი,
რაში შეცდი (ტოლსტოი)
10. ყველა აწყობს გეგმენს და არავინ იცის იცოცხლებს კი საღამომდე (ტოლსტოი)
11. სიყვარული მთელი ცხოვრებაა. ყველაფერი, რაც გამაჩნია მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ
მიყვარს. ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ერთიანდება. სიყვარული თავად ღმერტია და
გარდაიცვალო ნიშნავს, რომ როგორც სიყვარულის ნაწილი, შენს საწყისსსა და მუდმივ
წყაროს დაუბრუნდე
12. როდესაც გვიყვარს ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ და როდესაც ვცდილობთ იმაზე
უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთესობისაკენ იცვლება (კოელიო)
13. რა არის ჯოჯოხეთი? ტანჯვა იმის გამო რომ სიყვარული არ შეგვიძლია (დოსტოევსკი)
14. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ნათლად ბრწყინავენ ვარსკვლავები, რაც უფრო ღმაა
სევდა, მით უფრო ახლოსაა ღმერტი ჩვენთან (დოსტოევსკი)
15. სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანის გულებია (დოსტოევსკი)
16. ნამდვილი მეგობარი ისაა, რომელიც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო
გადის
17. დაცემას მიეჩვიე, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე , რომ მიხვდე
სიცილი რამხელა ბედნიერებაა.
18. მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად სანამ მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ, რომ რაღაც
სხვანი ვართ
19. თავისუფლება კი ღვთის ხმაა ადამიანში, ის სიყვარულია, რომელიც მას სიკვდილის შიშს
დააძლევინებს და ნათელს აზიარებს
20. სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი,
ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა (დუმბაძე)
21. ადამიანის არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა, იმის პოვნაა რისთვისას
ცხოვრობს
22. ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილი (დიდოსტატიდან)
23. სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე (დიდოსტატიდან)
24. ხელოვნება თვით უკვდავებაა, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები
წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან
და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. (დიდოსტატიდან)
25. ზოგი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი (დიდოსტატიდან)
26. ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს
‘’ძვირფასის ძიების’’ უნარი გააჩნია (დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვებიდან)
27. საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არის ისეთი, რაც ადრე თუ
გვიან არ დასრულდება
28. ადამიანის მისწრაფებებს საზღვრები არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყველა განსხვავებულები
ვართ, მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა გეჩვენებოდეს ცხოვრება ყოველთვის არის რაღაც
რაც შეიძლება გააკეთო და თან გააკეთო კარგად, სანამ არსებობს სიცოცხლე არსებობს
იმედიც (ყველაფრის თეორია)
29. სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში
ქმნის სიყვარულს.
30. იკითხეთ წიგნები, რადგან ისინი გაჯერებულია აფორიზმებით, იკითხეთ აფორიზმები,
რადგან ისინი გაჯერებულია სიბრძნით. სიბრძნე კი ისაა, რომლის საშუალებითაც
შევიცნობთ სამყაროს.
31. მასწავლე, მე ხომ არ მესმის, არ მესმის, ვერანაირად ვერ გამიგია – მასწავლე, როგორ
გავხლიჩო ცხოვრება შუაზე, როგორ ამოვიგლიჯო გული მკერდიდან და მის გარეშე როგორ
ვიცხოვრო

32. ,,მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის წლები, ხანდახან ერთი კაპიკიც კი არ გამაჩნდა. მციოდა,
მშიოდა, მაგრამ მაინც მიხაროდა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიღარიბე ნაკლი არ არის.
(თეოდორ დოსტოევსკი)
33. ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე
ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს
ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. (დოსტოევსკი ნაწარმოებში ‘’იდიოტი)
34. "რასიზმი არც რწმენაა და არც რელიგია. იგი გახლავთ ავადმყოფულ მდგომარეობაში მყოფი გონება’’
35. ცხოველი ვერასოდეს იქნება ადამიანივით სასტიკი (დოსტოევსკი)
36. ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვესკნელში აუტანელი, ჯოჯოხეთური ცეცხლია, უსიყვარულობა - აი
რა არის აუტანელი
37. "პოლიტიკაში არაფერი ხდება შემთხვევით. თუ რამე "შემთხვევით" მოხდა, ესე იგი ასე იყო
ჩაფიქრებული" ფრანკლინ დელანო რუზველტი
38. ძალადობით მოპოვებული მმართველობა სუსტი და ხანმოკლეა (განდი)
39. ყოველ ადამიანშია მზე, მხოლოდ აცადეთ, რომ ანათოს (კოელიო)
40. უმაღლესი იდეა დედამიწაზე ერთია - იდეა ადამიანის სულის უკვდავებისა, რადგან სხვა
დანარჩენი „მაღალი“ იდეები, რომლითაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, მხოლოდ მისგანვე
გამოედინება (დოსტოევსკი)
41. "იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას,
არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის.-ნელსონ მანდელა
42. “თუ ადამიანს იმ ენაზე ესაუბრებით, რომელიც ესმის, თქვენ მიმართავთ მის გონებას.
თუ კი მის მშობლიურ ენაზე ესაუბრებით, თქვენ მიმართავთ მის გულს”.– ნელსონ
მანდელ
43. სახელმწიფო კულტურისა და ტრადიციის გარეშე, უსულო და უზნეო ადამიანს ემსგავსება
44. ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას, არამედ პირიქით- განვითარების
განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას". კარლ
მაქსი
45. ‘’რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის ადამიანად ყოფნის ბედნიერება და რა არის სიკვდილი?
სიკვდილი არის ადამიანად არ ყოფნის სევდა’’-გოდერძი ჩოხელი წერს ნაწარმოებში ‘’ადამიანთა
სევდა’’
46. თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია (დოსტოევსკი)
47. გსურთ აღმოფხვრათ დანაშაული? -გაავრცელეთ ხალხში განათლება (ვიქტორ ჰიუგო)
48. ვნების სიმძაფრე აშენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში (გურამ რჩეულიშვილი -ალავერდობა)
49.  განა ქვაა სვეტიცხოველი?ქვადყოფილია იგი ამჟამად, უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის
სული...

You might also like