You are on page 1of 2

სპირტები

სპირტები არის ორგანული ნაერთები, რომელთა მოლეკულაში ჰიდროქსილის ჯგუფი


დაკავშირებულია ნახშირწყალბადის რადიკალთან.

ჰიდროქსილის ჯგუფის რაოდენობის მიხედვით შეიძლება არსებობდეს ერთ, ორ და


სამატომიანი სპირტი.

გლიცერინი
გლიცერინი სამატომიანი სპირტების უმარტივესი წარმომადგენელია. მისი ფორმულაა
C3H8O3 ან CH2OH-CHOH-CH2OH. გლიცერინი აძლიერებს სისხლის პლაზმის ოსმოსურ
კონცენტრაციას და ამგვარად გამოყოფს წყალს ქსოვილებიდან. გლიცერინი აგრეთვე ხელს
უშლის წყლის რეაბსორბციას თირკმელებში პროქსიმალური მილისკენ, რაც ხელს უწყობს
წყლისა და ნატრიუმის გამოყოფას და სისხლის მოცულობის შემცირებას.

 მიღება
გლიცერინი სხვადასხვა გზით მიიღება: სინთეთიკური გზით, შაქრის გადადუღების ან
ცხიმების ჰიდროლიზის მეშვეობით.
ცხიმი შეიძლება იყოს, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის. ნატურალურ
კოსმეტიკაში გამოსაყენებელი გლიცერინის დასამზადებლად კი, ძირითადად მცენარეულ
ზეთს იყენებენ.

 ფიზიკური თვისებები
გლიცერინი უფერო, უსუნო, ტკბილი გემოს მქონე, წყალში ხსნადი ბლანტი სითხეა.
მისი დუღილის ტემპერატურაა 290 °C. დაბალ ტემპერატურაზე გლიცერინი კრისტალურ
ნივთიერებად გარდაიქმნება. გლიცერინი არ არის მომწამვლელი და არ აღიზიანებს კანისა
და მემბრანის გარსს, გარდა მაღალი კონცენტრაციისა.

 ქიმიური თვისებები
გლიცერინის ქიმიური თვისებები სხვა სპირტების მსგავსია, თუმცა, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, მისი ურთიერთქმედეა აზოტმჟავასთან, რომლის დროსაც წარმოიქმნება
ტრინიტროგლიცერინი - გლიცერინისა და აზოტმჟავას რთული ესტერი.
ნიტროგლიცერინი მძიმე ზეთისებრი, ფეთქებადი ნივთიერებაა.
ნიტროგლიცერინი და მისი ხსნარები კანზე მოხვედრისას იწვევს თავის ტკივილს.
ნიტროგლიცერინის მიღების, შენახვის ან მასთან მუშაობის დროს აუცილებელია დიდი
სიფრთხილე, დარტყმის ან 180°C –მდე გახურების დროს დიდი რაოდენობით გაზების
წარმოქმნა იწვევს აფეთქებას. თუ ნიტროგლიცერინი დაიქცევა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს
მისი განეიტრალება მწვავე ტუტით, რომელიც მოახდენს მის გასაპვნას, ანუ გაუვნებელყოფას.

 გამოყენება
გლიცერინი გამოიყენება კვების მრეწველობაში, მედიცინაში, ტყავის წარმოებაში,
ანტიფრიზის დასამზადებლად, ქიმიურ სინთეზებში და სხვა. ნიტროგლიცერინის 1%-იანი
ხსნარი გამოიყენება მედიცინაში გულის დაავადებების სამკურნალოდ. ნიტროგლიცერინით
ჟღინთავენ ფოროვან მასალას და ღებულობენ დინამიტს. აგრეთვე, მისგან ამზადებენ საპონს.

გლიცერინის 5 გამორჩეული თვისება:

1. გლიცერინს მტვრის „არეკვლის“ თვისება აქვს. ამ თვისების წყალობით,


გლიცერინიანი ნაჭრით გაწმენდილ ავეჯსა და სარკეს მტვერი დიდხანს არ
ეკარება.
2. გლიცერინს ტყავის აღდგენის ფუნქცია აქვს. გლიცერინიs ტყავის ქურთუკის,
ხელჩანთის ან ხელთათმანების გაცვეთილ ადგილებზე წასმის შემთხვევაში
დეფექტი თითქმის შეუმჩნეველი ხდება. 

3. გლიცერინს ძველი და რთულად ამოსაყვანი ლაქების მოცილება შეუძლია.


ამისთვის დალაქავებული ადგილი გლიცერინში ერთი საათით უნდა გაჩერდეს და
შემდეგ ოდნავ მარილიან წყალში უნდა მოხდეს გავლება.

4. გლიცერინი თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ყოველი დაბანის წინ ამ


ჯადოსნური სითხის რამდენიმე წვეთის შამპუნში გარევით თმა გაცილებით
მბზინავი და დამყოლი გახდება.

5. გლიცერინიანი ხელის მალამოები კოსმეტიკის თითქმის ყველა მაღაზიაში


იყიდება. ის ზამთარში ხელებს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი პრობლემურ კანს
ამშვიდებს და სიწითლესა და ქავილს აცხრობს.

You might also like