You are on page 1of 2

1 ოქტომბერი

საშინაო დავალება

ავთანდილის დახასიათება
შოთა რუსთაველის პოემიდან ერთ-ერთი პერსონაჟია
ავთანდილი.ავთანდილის ანდერძის წაკითხვის და
სწავლის შემდეგ,ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მისი
აღწერა და დახასიათბა.მას შეგვიძლია თავისუფლად
ვუწოდოთ იდელური პერსონაჟი.იგი გამოირჩევა თავისი
გონივრული აზროვნებით და მისი ყოველივე
წინადადება ანდერძში ასახავს მის აზროვნებას და
სიბრძნეს.პოემის ერთ-ერთ ეპიზოდში ავთანდილის
საუკეთესო მხარეს დავინახავთ,როდესაც იგი მიდის
მეგობრის დასახმარებლად და ტოვებს ყველაფერს.მას არ
შეუძლია უთხრას უარი თავის მეგობარს ,აქვე ჩანს
ავთანდილის ის თვისება,რომ მან იცის მეგობრობა და
მისი ფასი.ასევე იგი მას დაპირდა,რომ მიეხმარებოდა და
ასრულებს კიდევაც მას და მეგობარს არ
ღალატობს.ავთანდილის თვისებების ჩამოთვლა ძალიან
მარტივია ამ ეპიზოდიდან, ის არის მამაცი, ,
უშიშარი,ერთგული, მოყვრისთვის სიცოცხლის
გამწირავი.ამ ეპიზოდში ავთანდილის გრძნობები სულ
იცვლებეა,როდესაც მისი მეგობარი საფრთხეში ვარდება
იგი დგამს ძალიან საშიშ ნაბიჯს და მიდის მის
დასახმარებლად.მას არ უნდა მოკვდეს ლაჩარი და
ამიტომ იგი ამბობს,რომ 'სჯობს სიცოცხლესა
ნაზრახსსა,სიკვდილი სახელოვანი".ამით იმართლებს
თავს მეფესთან ,და ეუბნება მას მიზეზს მისი ასე უეცრად
წასვლისა.ასევე ის იყო ხელგაშლილი ადამიანი და
გვეუბნებოდა იმ მსუნაგ ადამიანებზე ვისაც თავიანთი
ქონება არ ემეტებოდათ არავისთვის,ხოლო მას რაც კი
ჰქონდა იმას გასცემდა და არც დაფიქრდებოდა
ისე.როგორც უკვე ვთქვი თავდაოირველად ავთანდილი
მართლაც სრულყოფილი და იდეალური
პერსონაჟია,მისი ყოველივე თვისება ყველა ჩვენთაგანს
რომ ჰქონდეს ძალიან დიდ და ბევრ რამეს
მივაღწევდით.ავთანდილიში არის მოყრილი ყველა
ძალიან კარგი თვისება და არცერთი ცუდი.

You might also like