You are on page 1of 1

ჩაჩხიანი იაკობ ხუცესი

იაკობ ხუცესი არის სასულიერო პირი, ქრისტიანი რომელიც გვხვდება ნაწარმოებში


,,შუშანიკის წამება’’. იაკობ ცურტაველი არის ნაწარმოების ავტორი, რომელიც ტექსტში
იაკობ ხუცესის სახით გვევლინება.
პირველად იაკობს ვხვდებით ტექსტში, როცა სასახლიდან გამოქცეულ ნამტირალებ
შუშანიკის აწყნარებს იაკობ ხუცესი. ტექსტის ამ ნაწილში ჩანს, რომ იაკობს აღელვებს
შუშანიკი და ცდილობს, რომ დააწყნაროს.
ტექსტში ასევე ჩანს, რომ იაკობ ხუცესის მზრუნველობა შუშანიკის მიმართ და ადარდებს
იგი, როცა იაკობი მას ღვინოში დალბობილ პურს აჭმევს.
იაკობ ხუცესი ასევე არის ერთგული, რადგან, როდესაც ვარსქენმა შუშანიკი
გამოამწყვდია ციხეში იაკობი მაინც გაცდა დაცვას შევიდა ციხეში და მოინახულა
შუშანიკი. ამ ნაწილში არა მარტო იაკობის ერთგულება არამედ მისი მოხერხებულობა და
გონება გამჭრიახობა ჩანდა.
იაკობი იყო მამაცი და გაბედული, რადგან არ ეშინოდა ვარსქენის ან შეიძლება ეშინოდა
მაგრამ არ იმჩნევდა. იაკობი შუშანიკისთვის მზად იყო, რომ თავიგაეწირა ან ბევრ რამეზე
წასულიყო, მაგალითად: შუშანიკის მონახულებაზე ციხეში, ვარსქენის არ დამორჩილებაზე
და სხვა მრავალ რამეზე. აქაც ჩანს იაკობ ხუცესის სიმამაცე და გამბედაობა .
როგორც ნაწარმოებში ჩანს იაკობ ხუცესი არის ძალიან ბევრი კარგი თვისების მქონე
ადამიანი და იგი არის ძალიან კეთილი, მისი სიკეთე ბევრ ადგილში ჩანს, მაგალითად ,
როცა ის შუშანიკს აწყნარებდა, როცა შუშანიკზე ზრუნავდა და აჭმევდა , როცა მოინახულა
და ასე შემდეგ. როგორც ავტორი ვთვლი, რომ იაკობ ცურტაველი არის ძალიან ნიჭიერი,
რადგან მან შუშანიკის წამება დაწერა და მოგვითხრო ამბავი შუშანიკზე .

You might also like