You are on page 1of 1

იაკობ ხუცესი დახასიათება

ნაწარმოები “შუშანიკის წამება” ეკუთვნის იაკობ ხუცესს,


რომელიც ვარსქენ პიტიახშის კარზე მოღვაწეობდა და დედოფლის,
შუშანიკის, მოძღვარი იყო. შეიტყო რა ხუცესმა პიტიახშის კარზე
დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, მაშინვე გამერთა თავისი
სულიერი შვილის მოსანახულებად.
როგორც ჩანს, იაკობმა კარგად იცოდა, რომ ვარსქენი
დაუნდობელი იყო და შუშანიკს დიდი განსაცდელი მოელოდა.
სასახლიდან წამოსულ შუშანიკს პირველი სწორედ იაკობი
მოინახულებს. ის აფრთხილებს დედოფალს, რომ განსაცდელი
მოელის და მტკიცედ უნდა იდგეს. იაკობისთვის დედოფლის
გასაჭირი მისი გასაჭირია, ხოლო მისი ლხინი - მისი სიხარული.
ხუცესი ჭკვიანი ადამიანია. ის მაშინვე მიხვდა, რომ დედოფლის
განზრახვა მტკიცე იყო და სთხოვა ყველა საიდუმლო გაემხილა, რათა
აღეწერა მისი ღვაწლი. მოგვიანებით ნატანჯ დედოფალს ციხეში
ეახლა, მან ქრმთამიც გაიღო, რათა მცველს იგი დედოფლის
სანახავად შეეშვა. ის დედოფალზე ზრუნავს, ღვინოში ულბობს პურს
და ცდილობს, მცირედი მაინც აჭამოს. იაკობი შორსმჭვრეტელია და
დედოფალს უარს ეუბნება ვარსქენისთვის სამკაულების დაბრუნებაზე.
იაკობი მუდამ დედოფლის გვერდითაა და დედოფალიც უფასებს ამას.
ის შუშანიკის გარდაცვალების დროსაც იქ არის და ასრულებს. მის
უკანასკნელ სათხოვარს.
ნაწარმოებიდან კარგად ჩანს, რომ იაკობი განათლებული და
ერთგული ადამიანია, თუმცა, არა აქვს უფლება წინ აღუდგეს
ვარსქენის ბოროტ ზრახვას.

10

You might also like