You are on page 1of 2

ანა თეთრუაშვილი. 9-3.

„ნამდვილი მეგობარი ჩემი საუკეთესო მეგობარია“


რა არის მეგობრობა? ეს ცნება ყველას სხვადასხვაგვარად
ესმის.
პირადად მე მეგობრების გაჩენა არ მიჭირს. მეგობარი არის
ადამიანი, რომელბმაც იცის ყველაფერი ჩემ შესახებ.
ნამდვილ მეგობარს უნდა შეეძლოს გულდასმით მოსმენა,
როდესაც რაღაც გაწუხებს. უნდა იყოს შენს გვერდით
როდესაც გჭირდება, იზიარებდეს შენს გულისტკივილს. უნდა
შეეძლოს პატიება, ნდობა და ჯეროდეს შენი
შესაძლებლობების. ნამდვილი მეგობარი თავს გასწირავს
შენს დასახმარებლად.
ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გავიცანი ოთხი წლის
ასაკში და დღემდე გვესმის ერთმანეთის. გამოვიარეთ ერთად
უამრავი სირთულე. ვიყავით ერთად ჭირშიც და ლხინშიც და
სულ გვიხაროდა ერთმანეთის წარმატება. ვდგავართ
ერთმანეთის გვერდში და ვცდილობთ გვქონდეს ძალიან
კარგი და შესაშური ურთიერთობა ათი წლის შემდეგაც
ნამდვილი მეგობრობის ერთ-ერთი მაგალითია მე-12
საუკუნის შოთა რუსთაველის მიერ დაწერილი გენიალური
პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟების არაბეთის
სპასპეტი ავთანდილისა და ინდოეტის პრინცი ტარიელის
მეგობრობა. მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთს
კარგად არ იცნობდნენ, ავთანდილმა არ გატეხა
ტარიელისადმი მიცემული ფიცი და მიუხედავად ყველა
სირთულისა დაბრუნდა მასთან. რაც ნამდვილი მეგობრობის
მაგალითია.
მეგობრობის არყოფნის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში
საყვარელი ადამიანისგან მიყენებული ტკივილი. ამის შემდეგ
ადამიანები ძალიან ხშირად იკეტებიან თავის თავში და აღარ
სურთ ახალი ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა
.ადამიანმა რომელმაც ერთხელ გიღალატა, კიდევ ერთხელ
გიღალატებს. ამის პატიება არ შეიძლება.

You might also like