You are on page 1of 411

საქართველოს

ყვავილოვანი
მცე­ნა­რე­ე­ბი­
800 სა­ხე­ო­ბა
ფო­ტო­
სარკვევზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისათვის
CENN მადლობას უხდის ქალბატონ მარინე მოსულიშ­ვილს,­
ბატონებს ზაურ ხაჩიძეს, გიორგი არაბულს, გიორგი­
სულამანიძეს, გიორგი იანქოშვილს, თეიმურაზ ზიაზიევს,­
ამირან კოდიაშვილს, ირაკლი მიქელაძეს. აგრეთვე,­
ჭიჭიკო ჯანელიძესა და ლია ახობაძეს.

საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები © CENN

სარკვევზე იმუშავა კა­ხა­ბე­რ სუ­ხი­ტა­შვი­ლმა

სა­რკვე­ვი მო­მზა­დდა­ პრო­ექ­ ტი­ს – „ტყი­ს მდგრა­დი მა­რთვა


სა­ქარ­თვე­ლო­ში“ – ფა­რგლე­ბში, ავ­სტრი­ის ­ თა­ნა­მშრო­მ­
ლო­ბა გა­ნვ­ ი­თა­რე­ბი­სა­თ­ვი­ს – ADC-ი­ს – მხა­რდა­ჭე­რი­თ.
სა­რკვე­ვი­ს ში­ნა­არ
­ სზე­ პა­სუ­ხი­სმგე­ბე­ლი­ა პრო­ექ­ ტი­ს გა­ნმ
­ ა­
ხო­რ­ცი­ელ
­ ე­ბე­ლი და­, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა,­ არ გა­მო­ხა­ტა­ვდე­ს
ADC-ი­ს მო­სა­ზრ ­ ე­ბე­ბსა და­შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბს.

თბი­ლი­სი, 2018
ფოტო ყდაზე: სარკვევის შესახებ
ქართული ზამბახი (iris iberica) წინამდებარე საველე სარკვევი მოიცავს საქართველოს
ფლორის 800 სახეობას და 800 ორიგინალურ ფოტოს.
სარკვევის მიზანია საქართველოს მცენარეული მრავალ­
ბალახისებრი მრავალწლიანი მცენარე, იშვიათი ფერებით ფეროვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას და­
შემკობილი, მუქი წინწკლებით და ხავერდოვანი ლაქებით ეხმაროს ყვავილოვანი მცენარეების საველე პირობებში
მოხატული ერთი დიდი ყვავილით. ხარობს საქართველოს
ამოცნობაში. სარკვევში შეტანილია როგორც იშვიათი და
ბარში, ძირითადად მშრალ ველებზე. ყვავილობს აპრილში,
ენდემური, ასევე მეტ-ნაკლებად გავრცელებული სახეო­
მხოლოდ ერთი კვირით. ენდემური მცენარეა.
ბები. სარკვევზე მუშაობის დროს, 2017 წლის მარტიდან
სექტემბრის ბოლომდე, სარკვევის ავტორმა იმოგზაურა
მთელს საქართველოში (იხ. რუკა). სარკვევის გამოყენება
საკმაოდ მარტივია და თითოეული სახეობის შესახებ შემ­
დეგი ინფორმაცია არის წარმოდგენილი:

სახეობის ლათინური სახელწოდება ფართოდ გავრცე­


ლებული სინონიმით;
სახეობის ქართული სახელწოდება (თუ მას აქვს ასეთი);
ბოტანიკური ოჯახის ლათინური და ქართული სახე­
ლწოდება;
მცენარის ზოგადი აღწერილობა (დიაგნოზი);
ლათინური ციფრები მიუთითებენ ყვავილობისა და ნა­
ყოფმსხმოიარობის პერიოდებს თვეების მიხედვით;
მოყვანილია სახეობის ეკოლოგიური ნიშა;
მოყვანილია გავრცელების არეალი საქართველოს
და საერთო გავრცელების მასშტაბით;
ყველა იშვიათი და ენდემური მცენარისათვის მოყვა­
ნილია შესაბისი კონსერვაციული სტატუსი;
მითითებულია ენდემური მცენარეები.
8

საძიებელი ოჯახების მიხედვით Datiscaceae – დათვისკანაფისებრნი 310


Adoxaceae – ადოქსასებრნი 10 Dioscoreaceae – დიოსკორეასებრნი 312
Alismataceae – წყლის მრავალძარღვასებრნი 14 Droseraceae – დროზერასებრნი 312
Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი 16 Ebenaceae – აბანოზისებრნი 314
Amaryllidaceae – ამარილისისებრნი 20 Elaeagnaceae – ფშატისებრნი 314
Anacardiaceae – თუთუბოსებრნი 32 Ericaceae – მანანასებრნი 316
Apiaceae – ქოლგოსნები 34 Euphorbiaceae – რძიანასებრნი 328
Apocynaceae – ქენდირისებრნი 48 Fagaceae – წიფლისებრნი 330
Aquifoliaceae – ბაძგისებრნი 50 Gentianaceae – ნაღველასებრნი 338
Araceae – ნიუკასებრნი 52 Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი 346
Araliaceae – არალიასებრნი 54 Grossulariaceae – ხურტკმელისებრნი 358
Aristolochiaceae – ძირმწარასებრნი 56 Hydrangeaceae – წყალფოთოლასებრნი 360
Asparagaceae – სატაცურისებრნი 56 Hyperidaceae – კრაზანისებრნი 362
Balsaminaceae – ინასებრნი 72 Iridaceae – ზამბახისებრნი 366
Berberidaceae – კოწახურისებრნი 74 Juglandaceae – კაკლისებრნი 380
Betulaceae – არყისებრნი 76 Lamiaceae – ტუჩოსნები 382
Boraginaceae – ლაშქარასებრნი 88 Lauraceae – დაფნისებრნი 424
Brassicaceae – ჯვაროსნები 118 Leguminosae – პარკოსნები 424
Buxaceae – ბზისებრნი 140 Liliaceae – შროშანასებრნი 464
Campanulaceae – მაჩიტასებრნი 142 Linaceae – სელისებრნი 478
Cannabaceae – კანაფისებრნი 166 Lythraceae – ცოცხამაგარასებრნი 486
Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი 170 Malvaceae – ბალბასებრნი 488
Caryophyllaceae – მიხაკისებრნი 182 Melanthiaceae 494
Cistaceae – საკმელასებრნი 202 Moraceae – თუთისებრნი 496
Clastraceae – ჭანჭყატასებრნი 202 Nitrariaceae – ნიტრარიასებრნი 498
Colchicaceae – უცუნასებრნი 206 Nymphaeaceae – დუმფარასებრნი 500
Compositae – რთულყვავილოვნები 208 Oleaceae – ზეთისხილისებრნი 500
Convolvulaceae – ხვართქლასებრნი 290 Onagraceae – წყალნაწყენისებრნი 504
Cornaceae – შინდისებრნი 296 Orchidaceae – ჯადვარისებრნი 508
Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი 298 Orobanchaceae – კელაპტარასებრნი 548
Cucubritaceae – გოგრისებრნი 308 Oxalidaceae – მჟაველასებრნი 568
10

Paeoniaceae – იორდასალამისებრნი 570


Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი 578
Paulowniaceae – პაულოვნიასებრნი 594
Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი 594
Plumbaginaceae – ტყვიაბალახასებრნი 618
Polemoniaceae – პოლემონიუმისებრნი 618
Polygalacaeae – წიწინაურისებრნი 620
Polygonaceae – მატიტელასებრნი 622
Portulacaceae – დანდურისებრნი 632
Primulaceae – ფურისულასებრნი 634
Ranunculaceae – ბაიასებრნი 648
Resedaceae – რეზედასებრნი 676
Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი 678
Rosaceae – ვარდისებრნი 684
Rubiaceae – ენდროსებრნი 736 #CENN20
Rutaceae – ტეგანისებრნი 748
Salicaceae – ტირიფისებრნი 750 ჩვენ უკვე 20 წლის ვართ!
Santalaceae – სანდალოზისებრნი 756
Sapindaceae – საპინდასებრნი 758
Saxifragaceae – ფხიჯასებრნი 766
Scrophulariaceae – შავწამალასებრნი 772
Simaroubaceae – ხემყრალასებრნი 782
Smilacaceae – ეკალღიჭისებრნი 782
Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი 784
Staphyleaceae – ჯონჯოლისებრნი 792
Tamaricaceae – იალღუნისებრნი 792
Thymelaeaceae – მაჯაღვერისებრნი 794
Ulmaceae – თელისებრნი 798
Urticaceae – ჭინჭრისებრნი 800
Violaceae – იისებრნი 802
Zygophyllaceae – ორყურასებრნი 810
12

Sambucus ebulus L. – ანწლი


ოჯახი: Adoxaceae – ადოქსასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უსიამოვნო სუ­
ნით.ღერო სწორია, 80-150 სმ სიმაღლის, ღარებიანი, მა­
რტივი ან სუსტად დატოტვილი, ძირითადად – შიშველი.
ფოთოლი კენტფრთისებურია, 5-11 მოგრძოლანცეტა ფო­
თოლაკით, კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი კენწრული
ფარისებური საგველაა. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მო­
ვარდისფრო ან მომწვანო. ნაყოფი შავია. ყვ.VI-VIII, ნაყ.
VIII-X. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე
მდინარეთა ნაპირებზე, ტყისპირებზე, ქვიან ადგილებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, შუა აზიას,
მცირე აზიას, ირანს, ერაყს.

Sambucus nigra L. – დიდგულა


ოჯახი: Adoxaceae – ადოქსასებრნი
ბუჩქია ან პატარა ზომის ხე, ოდნავ უსიამოვნო სუნით.
მცენარის სიმაღლე 3-6 მ-ია, დატოტვილი. მისი ნორჩი
ნაწილები ძირითადად შიშველია. ფოთოლი კენტფრ­
თისებურია 3-7 ფოთოლაკით, ფოთოლაკები კვერცხი­
სებურ-ლანცეტაა, ხერხკბილა. ყვავილედი ფარისებური
საგველაა. გვირგვინი თეთრია ან მკრთალი ყვითელი,
ნაყოფი იისფერ-შავი. ყვ.VI-VII, ნაყ.VIII-X. იზრდება და­
ბლობიდან მთის შუა სარტყლამდე მდინარეთა ნაპირებზე,
ტყისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, სირიას, ირანსა
და ერაყს.
14

Viburnum lantana L. – უზანი


ოჯახი: Adoxaceae – ადოქსასებრნი
1-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ნორჩი ტოტების ფოთლების
ქვედა მხარე და ფოთლის ყუნწები სქლად არის შებუსული.
ფოთლები მთლიანია, მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური
ან ელიფსისებური ფორმის, კიდეებზე დაკბილული. ზედა
მხარე მუქი მწვანეა. ყვავილედი კენწრულია, ფარისე­
ბური. გვირგვინი მოყვითალო-თეთრი ფერისაა. ნაყოფი
კვერცხისებურ-ელიფსურია. თავიდან მწვანეა, შემდეგ –
წითელი, ბოლოს – შავი. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-IX. იზრდება
ქვიან და კლდოვან ადგილებში,ზოგჯერ,როგორც ქვეტყე
-მშრალ მუხნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას.

Viburnum opulus L. – ძახველი


ოჯახი: Adoxaceae – ადოქსასებრნი
1,5-3,5 მ სიმაღლის ბუჩქი ან პატარა ხეა. ნორჩი ტოტები
შიშველია, ფოთლები -მთლიანი, მოკლეყუნწიანი, ფა­
რთო, კვერცხისებურ-ელიფსისებური. ფოთლის ფირფიტა
სამნაკვთიანია, კიდეებზე დაკბილული; ზედა მხარე მუქი
მწვანეა, ქვედა – ოდნავ შებუსული. ყვავილედი კენწრუ­
ლია, ფარისებური. განაპირა ყვავილები დიდი ზომისაა,
თეთრი ფერის, ბორბლისებური და უნაყოფო. ყვ.V-VII,
ნაყ.VIII-IX. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხე­
ობებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდი­
ლოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა
აზიას, ჩრდილო აფრიკას.
16

Viburnum orientale Pall. – მოლოზანა


ოჯახი: Adoxaceae – ადოქსასებრნი
2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ნორჩი ყლორტები გაბნეული
ბეწვითაა მოფენილი. ფოთლები ფართოკვერცხისებურია
ან კვერცხისებურად მომრგვალო ფორმის, ზედა ნაწილში
3-ნაკვთიანია, მსხვილად დაკბილული. ყვავილები შეკრე­
ბილია ფარისებურ ყვავილედებად. ყველა ყვავილი ერ­
თნაირია, ორსქესიანი. გვირგვინი მოკლეზარისებურია,
თეთრი ფერის. ნაყოფი ელიფსურია, წითელი. ყვ.VI-VII,
ნაყ.IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში.
გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიასა და მცირე აზიას.

Alisma plantago-aquatica L. – წყლის


მრავალძარღვა
ოჯახი: Alismataceae – წყლის მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვთანური
ფოთლები როზეტად არის შეკრებილი და კვერცხისებუ­
რია, გულისებურ-კვერცხისებური ან მომრგვალო ძირით.
ყვავილედი საგველაა. ყვავილი თეთრია და პირამიდი­
სებრი მოყვანილობის. ყვ.ნაყ.V-IX. იზრდება ჭარბტენიან
ადგილებში, გუბეების, ჭაობებისა და ტბორების ნაპირებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას,
ჩრდილოეთ და ცენტრალურ აფრიკას, ახლო აღმოსა­
ვლეთს, შუა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას.
18

Amaranthus hybridus L. – ჯიჯლაყა


ოჯახი: Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი
100 სმ-მდე სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი,
ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ხშირი შებუსვით. ფოთლები
გრელყუნწიანია, მოყვანილობით, რომბულ-კვერცხისე­
ბური ან ელიფსური. ყვავილები შეკრებილია მოგრძო
ჯგუფებად, რომლებიც ქმნიან უფოთლო, თავთავისებურ,
კენწრულ და იღლიურ ყვავილედებს. ყვ.ნაყ.VII-XI. იზ­
რდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე რუდერალურ
ადგილებში და როგორც სარეველა – ნათესებში. გავრცე­
ლებულია აფხაზეთში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, შუა და აღმოსა­
ვლეთ აზიას, ირანს, აფრიკას, ავსტრალიასა და ამერიკას.

Chenopodium album L. – ნაცარქათამა


ოჯახი: Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი
100 სმ-მდე სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, ფქვილისებური
ნაფიფქით მოფენილი ან შიშველი. ფოთოლი მოყვანი­
ლობით რომბისებურ-კვერცხისებურია, ორივე მხარეზე ან
მხოლოდ ქვედა მხარეზე ხასიათდება ფქივილისებური ნა­
ფიფქით. ყვავილების გორგლურები შეკრებილია თავთა­
ვისებურ ან ფარჩხატ საგველასებურ ყვავილედში. ყვ. ნაყ.
VI-X. იზრდება, როგორც სარეველა – ნათესებში, ბოსტნე­
ბსა და ბაღებში, აგრეთვე მდინარეთა ნაპირებზე, რუდერა­
ლურ ადგილებში, დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. კოსმოპოლიტი
მცენარეა.
20

Chenopodium foliosum Asch.


ოჯახი: Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი
70 სმ-მდე სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, იშვიათად – მა­
რტივი. ფოთლები ორივე მხარეს მწვანეა, ფესვთანური და
ქვედა ღეროსეული ფოთლები გრძელყუნწიანია, მოხაზუ­
ლობით კვერცხისებურ – სამკუთხა. ყვავლედი გრძელია,
თავთავისებური, წვერამდე შეფოთლილი. ყვავილსაფარი
მეტწილად სამად არის გაყოფილი. ყვ. ნაყ.VI-VIII. იზ­
რდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე ქვიან ფე­
რდობებზე, რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქრთველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ ევროპას, მცირე
და შუა აზიას, ირანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.

Petrosimonia brachiata (Pall.) Bunge –


ხვარხვარა
ოჯახი: Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი
40 სმ-მდე სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, ძირიდან
დატოტვილი, მოპირისპირედ განლაგებული ტოტებით,
რომელიც მოფენილია მიტკეცილი ბეწვით. ფოთლები
მომსხოა, მოყვანილობით – ხაზური, ნახევრად ცილინდ­
რული. ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე სხედან, თანა­
ყვავილაკები წვერში გადაღუნულია. ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება
მთის ქვედა სარტყელში მლაშობ და რუდერალურ ადგი­
ლებში. გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ირანს.
22

Salsola ericoides M. Bieb. – ყარღანი


ოჯახი: Amaranthaceae – ჯიჯლაყასებრნი
60 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქია, ლეგა, შემოდგომაზე შავდება,
ძლიერ დატოტვილი; ნორჩი ყლორტები მოკლე შებუსვი­
თაა, უფრო ძველი ყლორტები კი შიშველია; ფოთლები
მორიგეობითია, ხორცოვანი, ნახევრად ცილინდრული,
ბლაგვი, მჯდომარე, შიშველი, დიდხანს რჩება ტოტებზე.
ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული თავთავისე­
ბურ ყვავილედებში, რომლებიც საერთო საგველაშია შე­
კრებილი; ყვავილსაფრის ნაკვთები შიშველია, ფართო
სიფრიფანაკიდეებიანი, ხასიათდება მორუხო ფერის სი­
ფრიფანა ფრთებით. ყვ. ნაყ.V-X. იზრდება მლაშობ, ქვიან
ადგილებში, დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში. გა­
ვრცელებულია კახეთში და ქვემო ქართლში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

Allium atroviolaceum Boiss. – ყანის ნიორი


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ბევრი
ბოლქვი, რომელიც კვერცხის ან სფეროს ფორმისაა.
ღერო 20-90 სმ სიმაღლისაა. ფოთოლი – 4-5, ფართო
ან ვიწრო-ხაზური, ზოგჯერ – კიდეწამწამებიანი, ვაგინები
შებუსულია. ყვავილედი სფეროს ფორმისაა, ხშირ და მრა­
ვალყვავილიანი. ყვავილი ალუბლისფერ-მეწამულია. ყვ.
ნაყ.VI-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, ნათესებში,
ბუჩქნარებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავ­
ლეთ საქართველოსა და იმერეთში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შუა აზიას.
24

Allium paniculatum L.
ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ბოლქვი მო­
მრგვალო-კვერცხისებურია. ღეროს სიმაღლე – 15-30  სმ.
ფოთოლი 3-4-ია, ვიწროხაზური, თითქმის კიდეებდახ­
ვეული; ყვავილედი მრავალყვავილიანია. გვირგვინი –
მოთეთრო, მოვარდისფრო ან მეწამულია, ვარდისფერი
ძარღვებით, პრიალა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა
სარტყლის ქვიან და ღორღიან ადგილებში, ბუჩქნარებში,
ველებზე. საქართველოში გვხვდება აჭარაში, აფხაზეთსა
და თითქმის მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კა­
ვკასიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს, კავკასიის
ეკორეგიონის ენდემია.

Allium pseudoflavum Vved.


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ბოლქვი კვე­
რცხის ფორმისაა. ღეროს სიმაღლე – 10-25 სმ. ფოთოლი
4-ია,ძაფისებური, ნახევრად ცილინდრული, დაღარული,
ყვავილედი მცირეყვავილიანია, მეჩხერი, გადაშლილი
გვირგვინი მოთეთრო – ყვითელია, იშვიათად – მოვა­
რდისფრო. ყვ. ნაყ.VI-VII. იზრდება მთის ქვედა სარტყლი­
დან ზედა სარტყლამდე ქვიან და ღორღიან ადგილებში.
საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ ნა­
წილში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილს.
26

Allium ursinum L.-ღანძილი


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვები მოგრძოა. გარსი სიფრიფანაა ბადისებური და­
ძარღვით. ღერო სამწახნაგოვანია. ფოთლის ფირფიტა
ლანცეტაა ან მოგრძო, წაწვეტებული, ძირში ყუნწად შე­
ვიწროებული. ყვავილედი სფეროს ფორმისაა. ყვავილ­
საფარი ვარსკვლავისებურია, ყვავილები – თეთრი. ყვ.
ნაყ.III-V. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში, დაჩ­
რდილულ ტყეებში. გავრცელებულია თითქმის მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ევროპასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს.

Allium victorialis L. – მთის ღანძილი


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვები სხედან ირიბ ფესურაზე. გარსი მკრთალი მუ­
რაა, ბადისებური. ფოთოლი 2-3-ია, გლუვი, ლანცეტა ან
ფართოელიფსური. ყვავილედი სფეროსებურია. ყვავილ­
საფარი ვარსკვლავისებური, მოთეთრო-მწვანე. მტვრი­
ანას ძაფები 1,5-ჯერ გრძელია ყვავილსაფარზე. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში
– ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, აზიასა და ჩრდილო ამერიკას (ბორე­
ალური სახეობაა).
28

Galanthus alpinus Sosn. – ალპური


თეთრყვავილა
ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები მთელ სიგრძეზე თანა­
ბარია, 8-10 მმ სიგანის, ქვემოდან – ქედიანი. საყვავილე
ღერო ფოთლებზე ბევრად გრძელია. ყვავილები დიდი
ზომისაა. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ნიჩბისებუ­
რ-კოვზისებურია. შიგნითა – სოლისებური, წვერში ამო­
კვეთილი, გულის ფორმის მწვანე ლაქით. ყვ. ნაყ.II-V.
იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლების
ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქართველოში ის გავრცე­
ლებულია თითქმის ყველგან, თუმცა სპორადულად. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე
აზიას. მიიჩნევა კავკასიის ეკორეგიონის ენდემად.

Galanthus lagodechianus Kem.-Nath. –


ლაგოდეხის თეთრყვავილა
ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა, მწვანე. სა­
ყვავილე ღერო ფოთლებზე გრძელია. ყვავილსაფრის
გარეთა სეგმენტები ღრმად ჩაზნექილია, კოვზის ფორმის.
შიგნითა სეგმენტები – თირკმლისებური, წვერში ამოკვე­
თილი, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვ.ნაყ. II-IV.
იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე. საქართველოში გავრცელებულია კახეთსა
და შიდა ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილსა და ამიე­
რკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილს. კავკასიის ენდემია.
30

Galanthus platyphyllus Traub & Moldenke –


ბრტყელფოთოლა თეთრყვავილა
ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა, მუქი მწვანე,
ფართო, მოგრძოლანცეტა, წვეტზე ჩაჩით. ყვავილები
პატარაა ან საშუალო ზომისაა. საყვავილე ღერო ფოთ­
ლებზე გრძელია. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები მოგ­
რძოკვერცხისებურია, შიგნითა პატარა ზომისაა, ყვითელი
ლაქით, წვერში ამოკვეთილი არ არის. ყვ. ნაყ.IV-V. მცე­
ნარე იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, საქა­
რთველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ
ნაწილში, ასევე ქართლსა და მთიულეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
და ცენტრალურ ნაწილს. კავკასიის ენდემია.

Galanthus woronowii Losinsk. – ვორონოვის


თეთრყვავილა
ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა და მუქი
მწვანე, ფორმით ფართოლანცეტაა, წვეტზე ჩაჩით. ყვავი­
ლები დიდი ზომისა. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები
მოგრძოკვერცხისებურია, ჩაზნექილი, შიგნითა სეგმე­
ნტები ბრტყელია, წვერში ამოკვეთილი, თირკმლისე­
ბური მწვანე ლაქით. ყვ.ნაყ. I-III. იზრდება დაბლობიდან
მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ტყის პირას. საქა­
რთველოში გვხვდება, ძირითადად, დასავლეთ ნაწილში,
ასევე ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილსა და ჩრდილო-ა­
ღმოსავლეთ მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდე­
მია.
32

Leucojum aestivum L. – ცხენისკბილა


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ღერო უფოთლოა, წახნაგებიანი,
ფოთოლი – 10, ხაზური ფორმის, ღეროზე გრძელი ყვა­
ვილედი ქოლგაა, 9-10-ყვავილიანი. ყვავილი თეთრია,
წვერში მწვანე ლაქებით. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე იზრდება
ზღვის სანაპირო ჭაობებში, დაჭაობებულ მდელოებზე,
მურყნარებში, არხების ნაპირებზე. ცნობილია მხოლოდ
დასავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილს, სა­
მხრეთ ევროპას, ყირიმს, ახლო აღმოსავლეთს.

Pancratium maritimum L. – ზღვის შროშანი


ოჯახი: Amaryllidaceae – ამარილისისებრნი
მცენარე მსხვილბოლქვიანია, სიმაღლე – 40-70 სმ. ფოთ­
ლები ფართოხაზურია, ყვავილები, რიცხვით 2-10, ღეროს
წვერზეა შეკრებილი. ყვავილსაფარი თეთრია, ძაბრის
ფორმის, გრძელი მილით. ნაკვთები ხაზურლანცეტაა, უკან
გადაღუნული, ზურგზე მწვანე ზოლით. ყვავილსაფარს აქვს
მოკლე დანამატი და 12 მსხვილი სამკუთხა კბილი. ყვ.ნაყ.
VII-VIII. იზრდება ზღვისპირა ქვიშებზე. საქართველოში
გავრცელებულია შავიზღვისპირეთში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შა­
ვიზღვისპირეთს. საქართველოში გადაშენების საფრთხის
წინაშეა შავი ზღვის სანაპიროების ათვისების გამო.
34

Cotinus coggygria Scop. – თრიმლი


ოჯახი: Anacardiaceae – თუთუბოსებრნი
პატარა ზომის ხე ან ბუჩქია, უხვად დატოტვილი, მორი­
გეობით განლაგებული მარტივი ფოთლებით. ფოთლები
მომრგვალოა ან კვერცხისებური, 5-10 სმ სიგრძისა და
3-5 სმ სიგანის, კიდემთლიანი. ზედა მხარე შიშველია,
მუქი მწვანე ან მოლეგო-მოწითალო. ქვედა მხარე უფრო
მკრთალია,მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები პატარა
ზომისაა, მწვანე ან სოსანი, კენწრულ, ფარჩხატ საგვე­
ლად შეკრებილი. ყვ.V-VI, ნაყ.VII-IX. იზრდება მშრალ,
ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყისპირებში. საქა­
რთველოში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში,
ფართოდ არის გავრცელებული. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Pistacia atlantica Desf. = Pistacia mutica


Fisch. &C.A.Mey. – საკმლის ხე
ოჯახი: Anacardiaceae – თუთუბოსებრნი
5-10 მ სიმაღლის ხეა, მრგვალი ან ნახევარსფეროსებური,
დიდი ზომის ვარჯით. ფოთლები კენტფრთისებურია, 3-9
ფოთოლაკით, ტყავისებური, კიდემთლიანი. ფოთოლა­
კები კვერცხისებურია ან მოგრძოლანცეტა, მოკლეყუნ­
წიანი ან თითქმის მჯდომარე. ზედა მხარე მუქი მწვანეა,
ქვედა – უფრო ღია ფერის. ყვავილები პატარაა, ერთსქესი­
ანი. ყვავილედი იღლიური საგველაა.ყვ.IV-VI; ნაყ.VI-VIII.
დაბლობისა და მთისწინეთის მცენარეა. იზრდება ქვიან
ფერდობებზე, ველებსა და ნახევარუდაბნოებში, ქმნის ნა­
თელ ტყეებს. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია
კახეთსა და ქართლში. მცენარე შესულია საქართველოს
წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ირანს.
36

Rhus coriaria L. – თუთუბო


ოჯახი: Anacardiaceae – თუთუბოსებრნი
1-5 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ერთწლიანი ყლორტების
ქერქი მონაცრისფრო ან მოყვითალოა, შებუსული. ფოთ­
ლები კენტფრთისებურია, 9-17-ფოთოლაკიანი, სიგრძით
– 15-20 სმ. ფოთოლაკები კვერცხისებურია ან ლანცეტა,
კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ზედა მხარე მცირედ
შებუსული ან შიშველია, ქვედა – შებუსული. ფოთლის
ყუნწი ფრთიანია. ყვავილები ერთსქესიანია, ყვავილედი
საგველაა. ყვ.VI-VII;ნაყ.IX-X.
იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ქვიან და
კლდოვან ფერდობებზე, ქსეროფილურ ბუჩქნარებსა და
არიდულ ტყეებში. სპორადულად მთელ საქართველოშია
გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.

Angelica sylvestris L. – ანგელოზა


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
200 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­ნა­
რეა. ღერო მსხვილია, მომრგვალოღარებიანი, ზედა ნა­წილში
დატოტვილი, ტოტები მორიგეობით ან მო­პირ­დაპირედ არის
განლაგებული. ქვედა ფოთლები გრძელ­ყუნწიანია სამმა­
გ-ფრთისებური, ფოთოლაკები კვერ­ცხისებურია. ქოლგა
მრავალია, მრავალსხივიანი. გვირ­გვინის ფურცლები თეთ­
რია ან მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა სა­
რტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყისპირა ადგილებში,
ველობებსა და მაღალ ბალახეულობაში. გავრცელებულია
თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოსა და კახეთში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპასა
და მცირე აზიას.
38

Anthriscus nemorosa (M. Bieb.) Spreng. –


ჭყიმი
ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
100-150 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, წახაგოვანღარებიანი, მუხლების ქვეშ ოდნავ გამსხვი­
ლებული, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ორჯერ
სამმაგად ფრთისებურადაა განკვეთილი, კვერცხისებურია
ან მოგრძო, კიდეებზე დაკბილული. ქოლგები 8-15 სხივი­
ანია. საბურველის ფოთოლაკები არა აქვს. გვირგვინის
ფურცლები თეთრია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის შუა სა­
რტყლიდან ალპურ სარტყლამდე ტყისპირა ადგილებში,
მდელოებსა და მაღალ ბალახეულობაში. გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და
ახლო აღმოსავლეთს.

Astrantia maxima Pall. – ვარსკვლავა


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
სიმაღლე – 40-70 სმ. შიშველი, წვრილღარებიანი. ზედა ნა­
წილში მცირედ დატოტვილი. ფესვთანური და ღეროსეული
ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია. ფოთლის ფირფიტა
თითქმის ძირამდეა სამად განკვეთილი. შუა სეგმენტი ვიწ­
როა, ელიფსური, გვერდითები – ფართოკვერცხისებური.
კიდეები ჯაგრიანი და ორმაგკბილიანია. ყვავილედი ქოლ­
გაა, საბურველის ფოთოლაკი დიდია – 8-12, ელიფსური,
წაწვეტებული, ქოლგებს თითქმის ორჯერ აღემატება. ზედა
მხარე მწვანეა, ქვედა – ვარდისფერი ან წითელი. ყვ. ნაყ.
VII-IX. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ველობებსა და
ტყისპირა ადგილებში. ფართოდაა გავრცელებული თით­
ქმის მთელ საქართველოში.გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
40

Bupleurum wittmannii Steven – ქვაპურა


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 20-60 სმ.
შუა ნაწილიდან ან ძირიდანვე დატოტვილი. ღეროსეული
ფოთლები მალე ჭკნება. ღეროსეული ქვედა ფოთლები
გულისებური ფუძითაა, წაწვეტებული ან მობლაგვო. შუა
და ზედა ფოთლები გახვრეტილია. ყვავილედი 7-12-სხი­
ვიანი ქოლგაა, საბურველაკის ფოთოლაკები ყვითელია,
თანაბარი ზომისა და ქოლგაკებს ოდნავ აღემატება. ყვ.
ნაყ. V-VI. მშრალი ჰაბიტატების მცენარეა. იზრდება ღია,
მშრალ ფერდობებზე. საქართველოში გვხვდება კახეთში,
შიდა და ქვემო ქართლში, არის ჯავახეთშიც. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას. კავკასიის
ენდემია

Chamaesciadium acaule (M.Bieb.) C.A.Mey.


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
10-20 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა, უღერო ან ძლიერ დამოკლებული ღეროებით.
ფესვთანური როზეტის ფოთლები მიწაზეა გართხმული,
მოხაზულობით ვიწრო მოგრძოკვერცხისებურია, ორჯერ
ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ ან ძაფისებურ ნაკვთუ­
ლებად. ქოლგა მრავალია. საბურველის და საბურველაკის
ფოთოლაკები ხაზურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზ­
რდება ალპურ სარტყელში, ჩვეულებრივ ალპურ ხალებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და
ჩრდილოეთ ირანს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია
42

Eryngium caeruleum M.Bieb. = Eryngium


caucasicum Trautv. – ლურჯი ნარი
ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოცისფრო­
-მწვანე ან თითქმის მოლურჯო-იისფერი. ღერო 30-80 სმ
სიმაღლისაა, ზედა ნაწილში გაფარჩხულ-დატოტვილი.
ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ბალახოვანი
ან რბილტყავისებური, მოგრძოკვერცხისებური ფორმით,
მთლიანი ან 3 – ნაკვთიანი. ყვავილედი საგველასებუ­
რია. საბურვლის ფოთოლაკები – 5. თანაყვავილები სა­
დგისისებურია, ჩხვლეტია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ზღვის
სანაპირო ზოლში, მთისწინებსა და მთის შუა სარტყელში
მშრალ ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, მცირე აზიას, ირანსა და შუა აზიას.

Eryngium maritimum L.
ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ლეგა ფერის.
ღერო 20-50 სმ სიმაღლისაა, თითქმის ძირიდანვეა გაფა­
რჩხულ-დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, ნათლად
გამოსახული ძარღვებით, კიდეებზე მსხვილეკლებიანი,
მომრგვალოგულისებური ან თირკმლისებური. თავაკები
დიდი ზომისაა, სფეროსებური. საბურველის ფოთოლაკები
– 5, ფართორომბისებრი. თანაყვავილები სადგისისებუ­
რია, წვერზე 3 წვეტით. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ზღვისპირა
სილნარებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოსა
და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპასა და მცირე
აზიას.
44

Falcaria vulgaris Bernh. – კოფრჩხილა


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
20-60 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
ლეგა ფერის, შიშველი. ღერო სწორია, მომრგვალო,
წვრილღარებიანი, შუა ნაწილიდან ან თითქმის ძირიდა­
ნვე გაფარჩხულად დატოტვილი. ფოთლები ტყავისებუ­
რია, გრძელყუნწიანი, ფირფიტა სამად არის განკვეთილი,
კიდეზე ხორკლებიანი ან ბასრხერხკბილა. ქოლგა მრა­
ვალია, ტოტების კენწეროებზეა შეკრებილი თითქმის
ფარისებურ საგველად. საბურვლისა და საბურველაკის
ფოთოლაკები ხაზურ-ჯაგრისებურია. ყვ. ნაყ.VII-VIII. იზ­
რდება ველებზე, ღია, მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ზოგჯერ
გვხვდება ნათესებში, როგორც სარეველა. გავრცელებუ­
ლია სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას.

Heracleum asperum M.Bieb. – დიყი


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
100-150 სმ სიმაღლის ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღეროს ღრმა ღარები ჩასდევს, ჩვეულებრივ,
სქლად არის მოფენილი ხორკლიანი ბეწვით. ფოთლები
სამფოთოლაკიანია ან ფრთისებურ-რთული, სეგმენტები
კვერცხისებურია ან მოგრძო-კვერცხისებური. ქოლგები
დიდი ზომისაა, მრავალსხივიანი, ხორკლიანი ბეწვით შე­
ბუსული. ყვავილები თეთრია. ყვ. ნაყ. III-IX. იზრდება ტყის
ზედა და სუბალპურ სარტყელში მაღალ ბალახეულობაში,
ტყისპირა ადგილებში, ველობებსა და სუბალპურ მდე­
ლოებზე. გავრცელებულია შიდა ქართლში, მთიულეთში,
ფშავში, ხევსურეთსა და კახეთში. კავკასიის ენდემური მცე­
ნარეა.
46

Heracleum mantegazzianum Sommier &


Levier
ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
300 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ღრმაღარებიან-წიბოებიანია, გაბნეულად
შებუსული. ფოთლები შიშველია ან ქვედა მხარეზე გაფა­
ნტულად შებუსული. სეგმენტები მოხაზულობით მოგრძო­
კვერცხისებრია, ღრმადაა ფრთისებურად დაყოფილი
სამკუთხა-ლანცეტა ნაკვთებად. ქოლგები ძალიან დიდი
ზომისაა, მრავალსხივიანი (50-ზე მეტი). საბურვლის ფო­
თოლაკები მრავალია, ხაზურსადგისისებრი. ყვავილები
თეთრია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა და სუბალ­
პურ სარტყლებში ტყისპირა ადგილებში, ველობებზე,
მდინარეთა სანაპიროზე და მაღალბალახეულობაში. გა­
ვრცელებულია აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში.
გავრცელების საერთო არეალია კავკასია, ახლო აღმოსა­
ვლეთი და ცენტრალური აზია.

Laser trilobum (L.) Borkh. – ტყიურა


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ღერო
200 სმ-მდე სიმაღლისაა, მომრგვალო, წვრილღარებიანი
და დატოტვილი. ფოთლები დიდი ზომისაა, მოხაზულობით
ფართოკვერცხისებური. ღეროსეული ფოთლების ვაგინა
ძლიერ გადიდებულია. ფოთოლაკები ფორმით თითქმის
მომრგვალოა, 3-ნაკვთიანი. ქოლგები დიდი ზომისაა 12-
30 – სხივიანი. საბურველის ფოთოლაკები არ აქვს. ყვ,
ნაყ. V-VIII. იზრდება მთის ქვედა და ზედა სარტყლებში
ტყისპირა ადგილებში, ველობებსა და ბუჩქნარებს შორის.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
48

Prangos ferulacea (L.) Lindl.


ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
150 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ფესვის ყელი სქლად არის დაფარული ბოჭკოებით.
მსხვილი, შუა ნაწილიდან ძლიერად დატოტვილი, ტო­
ტები მოპირისპირედაა განთავსებული. ქვედა ფოთლები
გრძელყუნწიანია, დიდი ზომისა, ფართო, კვერცხისებური
ფორმის. მრავალჯერაა ფრთისებურად განკვეთილი ხაზუ­
რ-ჯაგრისებურ ნაკვთულებად. გვირგვინის ფურცლები ყვი­
თელია. ნაყოფი დიდია, თეთრი ფერის, ფრთები სწორია.
ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე. ცნო­
ბილია კახეთში, ქართლსა და ჯავახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, სირიასა და ირანს.

Smyrnium perfoliatum L.
ოჯახი: Apiaceae – ქოლგოსნები
40-80 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო ქვედა ნაწილში მეტ-ნაკლებად მომრგვალოა,
ზედა ნაწილში წახნაგოვანი და წიბოებზე ფრთიანი, და­
ტოტვილი. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფორმით
ფართოკვერცხისებური, ფრთისებურ განკვეთილი, სეგმე­
ნტები კვერცხისებურია, კიდეებზე მრგვალკბილა-ხერხი­
სებური. ქოლგის სხივი – 6-10, უთანაბრო. საბურველს
ფოთოლაკები არ აქვს. ყვავილები მომწვანო-ყვითელია.
ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში,
ნესტიან, დაჩრდილულ ადგილებში, ტყის ველობებზე,
ბუჩქნარებს შორის. გავრცელებულია შიდა ქართლში,
კახეთში და თრიალეთის ქედზე. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და სირიას.
50

Periploca graeca L. – ღვერდკეცი


ოჯახი: Apocynaceae – ქენდირისებრნი
30 მ სიმაღლის ხვიარა ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწი­
ანია, შიშველი, კიდემთლიანი, კვერცხისებურლანცეტა
ან ელიფსურ – ლანცეტა. ყვავილედი ნახევრად ქოლგაა,
კენწრული. გვირგვინი შიგნიდან მოწითალო-ყავისფერია,
გარედან – მომწვანო. ყვ.V-VI, ნაყ. IX. იზრდება დაბლობსა
და მთის ქვედა სარტყელში – ბუჩქნარებში, ტყისპირებსა
და მდინარეთა ნაპირებზე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას,
ახლო აღმოსავლეთს.

Vinca herbacea Waldst. & Kit. – გველის


სურო
ოჯახი: Apocynaceae – ქენდირისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყლორტები გა­
რთხმულია ან წამოწეული, ნაყოფიანიც და უნაყოფოც,
შიშველი, ქვედა ფოთლები კვერცხისებურია ან მო­
მრგვალო, ზედა ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, კიდეებზე
– ხაოიანი. ყვავილები მარტოულია, იღლიური, დიდი ზო­
მის, შეფერილობით ლურჯი იისფერია ან მოთეთრო. ყვ,
ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე ბუჩქნა­
რებსა და ფერდობებზე, ველებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრო­
პას, მცირე აზიას, ირანსა და ერაყს.
52

Vincetoxicum scandens Sommier & Levier


= Vincetoxicum amplifolium C. Koch –
შორვალა
ოჯახი: Apocynaceae – ქენდირისებრნი
180 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ხვიარაა, წვრილად შებუსული, ფოთლები
ფორმით კვერცხისებურია ან ლანცეტა. ქვედა ფოთლები
დიდი ზომისაა. ყვავილედი იღლიური მტევანია, გვირგვი­
ნის ნაკვთები ოდნავ ხორცოვანია, სამკუთხა, მურა-მო­
შავო ან მომწვანო. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის ქვედა და
შუა სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალია
კავკასია, სამხრეთ ევროპა და მცირე აზია.

Ilex colchica Pojark. – ჭყორი, ბაძგი


ოჯახი: Aquifoliaceae – ბაძგისებრნი
მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ზომის ხეა, სიმაღლე – 2-6
მ. ღერო ძირიდანვე დატოტვილია. ფოთლები ფორმით
ვიწროლანცეტისებურიდან კვერცხისებურ-ელიფსურამდე
ცვალებადობს. კიდეებამოკვეთილია, თითო გვერდზე – 3-9
კბილიანი ნაკვთია. ფოთლები მუქი მწვანეა, ტყავისებური.
ყვავილედი იღლიური ქოლგა ან მტევანია. გვირგვინი
პატარა ზომისაა მომწვანო-თეთრი, თითქმის ბორბლისე­
ბური. ყვ. IV-V, ნაყ. VI-VIII. ფართოფოთლოვანი და მუქწი­
წვოვანი ტყეების, ასევე სუბალპური სარტყლის მცენარეა.
ზოგჯერ ქვეტყეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კოლ­
ხური ფლორის რელიქტია. გავრცელებულია მთელ დასა­
ვლეთ საქართველოსა და კახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და სამხრეთ
ევროპას.
54

Arum orientale M.Bieb. – ნიუკა


ოჯახი: Araceae – ნიუკასებრნი
მრავალწლიანი, ტუბერიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთ­
ლები დიდი ზომისაა, შუბისებური ან ისრისებური, საყვა­
ვილე ღერო უფრო მოკლეა, ვიდრე ფოთლის ყუნწი.
საბურველი ფართოკვერცხისებურია, წაწვეტებული, თე­
თრი, ზურგზე – მომწვანო. ნაყოფი მუქი წითელია, ნარინ­
ჯისფერი.ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება ტყეებში, ტყისპირებში,
ბუჩქნარებში, ნაკადულების პირებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, ევროპასა და მცირე
აზიას. მცენარე აღწერილია საქართველოდან.

Arum rupicola Boiss. – ნიუკა


ოჯახი: Araceae – ნიუკასებრნი
მრავალწლიანი, ტუბერიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთ­
ლები მოგრძოშუბისებურია, საყვავილე ღერო უფრო
გრძელია, ვიდრე ფოთლის ყუნწი. საბურველი ლანცეტი­
სებურია, გარედან – იისფერი, მეწამული ან მოთეთრო­
-მოყვითალო. ნაყოფი ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. მცენარე
იზრდება ბუჩქნარებში, ტენიან და ქვიან ადგილებში. საქა­
რთველოში გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ
ნაწილსა და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს თითქმის მთელ კავკასიას, ხმელთაშუაზღვისპირეთსა
და ახლო აღმოსავლეთს.
56

Hedera helix L. – სურო


ოჯახი: Araliaceae – არალიასებრნი
ლიანა ბუჩქია, მიწაზე გართხმული და მცოცავი. უნაყოფო
ყლორტების ფოთლები სამკუთხა – კვერცხისებური ფორ­
მისაა, 3-7 – ნაკვთიანი. ნაკვთები ისრისებურია, შეფერი­
ლობით – მუქი მწვანე, ზედა მხარეზე ზოგჯერ მოთეთრო,
მოხატული ძარღვების შეფერილობის გამო. სანაყოფე
ყლორტების ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური ან
რომბისებური. ყვავილედი სწორადმდგომი ქოლგაა.
გვირგვინი მწვანე ფერისაა. ყვ.IX-II, ნაყ. IV-VII. იზრდება
დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნა­
რებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Hedera pastuchovii Woronow – პასტუხოვის


სურო
ოჯახი: Araliaceae – არალიასებრნი
ლიანა ბუჩქია. ფოთლები ტყავისებურია, მიწაზე გარ­
თხმული და მცოცავი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები
კვერცხისებურ-მომრგვალო ფორმისაა, მთლიანი ან
დანაკვთული. შეფერილობით – მუქი მწვანე. სანაყოფე
ყლორტების ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური ან
რომბისებური. ყვავილედი სწორად მდგომი ქოლგაა.
გვირგვინი პატარაა და მწვანე ფერის. ყვ. VIII-X, ნაყ. XII-III.
იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ტყეებში,
ბუჩქნარებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა. საქართველოში
ცნობილია კახეთსა და თბილისის მიდამოებში. კავკასიის
ეკორეგიონის ენდემია.
58

Aristolochia iberica Fisch. & C.A.Mey. ex


Boiss. – ქართული ძირმწარა
ოჯახი: Aristolochiaceae – ძირმწარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტ-ნაკლებად
დაკლაკნილი. ქვედა ფოთლები ქერცლოვანია, მისი მო­
მდევნო ფოთლები მოკლეყუნწიანი და პატარა ზომისაა,
ხოლო ზედები – დიდი ზომისა, გრძელყუნწიანი. ფოთ­
ლის ქვედა მხარე მკრთალია, მოფენილია ბეწვებით.
ზედა მხარე თითქმის შიშველია. მოყვანილობით ფართო­
კვერცხისებურია ან ფართოგულისებური, ძირში ღრმა
ამონაკვეთით. ყვავილები იღლიურია და თითო-თითო.
ყვავილსაფრის გაფართოებული ნაწილი ცილინდრული
ფორმისაა. ყვავილსაფრის მილი ძლიერ მოხრილია. ყვ.
ნაყ. IV-V. გვხვდება მუხნარებში, რცხილნარებში, ჭალის
ტყეებში, ბუჩქნარებში, ძირითადად – ქვედა სარტყელში.
გავრცელებულია კახეთსა და დასავლეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და
მცირე აზიას.

Asparagus officinalis L.
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია,
მაგარი, გლუვი, სიმაღლე 150 სმ – მდე, გაფარჩხულ –
დატოტვილი, კლადოდიუმები ძალიან წვრილია, ძაფისე­
ბური. ფოთლები ქერქლისებურია. ყვავილები იღლიურია,
ნაყოფი – ნარინჯისფერი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება და­
ბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ბუჩქანებში, ველებზე,
ტყისპირა ადგილებში, ქვიან ადგილებში. გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო
აღმოსავლეთს, შუა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას,
ჩრდილო და დასავლეთ აფრიკას.
60

Asparagus verticillatus L. – სატაცური


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 2
მ-მდეა, სუსტი, მცოცავი ან მხოხავი ღეროთი. ძალიან
დატოტვილი. კლადოდიუმები აშკარად სამწახნაგოვა­
ნია, მთავარ ღეროზე მრავალი კლადოდიუმია, 20 ცალი
ერთად, ხოლო ტოტებზე – 3-6 ერთად. ფოთლები ქერც­
ლოვანია. ყვავილები მოკლეყუნწიანია და გვერდითი
ტოტების კენწეროებზე განლაგებული. ნაყოფი კენკრაა,
წითელი. ყვ. ნაყ. V-VII. ფართოდ გავრცელებული მცენა­
რეა, გვხვდება ქვიან და მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში
– დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას.

Bellevalia montana (K. Koch) Boiss.


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი
მურა ლურჯია, ცისფერი ნაკვთებით. ყვავილსაფრის მილი
ღია მურაა ან მწვანე ზოლებით. ნაკვთები მილზე სამჯერ
მოკლეა. ყვავილის ყუნწები ყვავილობისას და შემდგომ
პერიოდში რკალურად არის დახრილი. სამტვერეები ლუ­
რჯია, ყვავილედი – მრავალყვავილიანია. ყვ. ნაყ. IV-VI.
იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე სტეპებში,
ტყისპირებში, ბუჩქნარებში, კლდეებზე. მაღალ მთაში
იშვიათია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის
ეკორეგიონს და მისი ენდემია.
62

Convallaria majalis L . – შროშანა


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა, სიმაღლე – 20-40 სმ.
ფესურა მხოხავია და გრძელი. ქვედა ფოთლები სიფრიფა­
ნაა და თეთრი. ღეროსეული ფოთოლი მწვანეა, მოგრძო­
კვერცხისებური ან ელიფსურლანცეტა. ყვავილი თეთრია,
ზოგჯერ შიგნიდან იისფერზოლებიანი, სურნელოვანი, ზა­
რისებური, ყვავილის ყუნწი დაკიდულია. ყვ.IV-V, ნაყ.V-VII.
იზრდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცელების
საერთო გავრცელების მოიცავს ევროპიდას აზიას იაპო­
ნიამდე და ჩრდილოეთ ამერიკას.

Leopoldia caucasica (Griseb.) Losinsk.


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. უნაყოფო ყვავი­
ლების ყვავილსაფარი მოკლე ცილინდრულია, კაშკაშა
ლურჯ – იისფერი, მოკლე, თავაკისებურ მტევან ყვავი­
ლედებად შეკრებილი; მათი ყუნწები რკალივითაა ამო­
ღუნული. ყვავილსაფრის კბილები ლურჯია. ფოთლები
სქელია, ხაზური ან ფართოხაზური, ოდნავ რკალივით
მოხრილი ან ღეროზე მოკლე. ღერო 20-40 სმ სიმაღლი­
საა. ყვ.ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სა­
რტყლებში, ქვიან – ღორღიან ეკოტოპებზე, მთის ველების
ფორმაციებში, ნახევრად უდაბნოებში, არიდულ მეჩხერ
ტყეებში. საქართველოში ცნობილია კახეთში, ქართლსა
და თრიალეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიის ეკორეგიონს და ჩრდილოეთ ერაყს.
64

Muscari armeniacum Leichtlin ex Baker =


Muscari szovitsianus Baker – ყაზახა
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფარი
გამობერილი არ არის, ფორმით კვერცხისებურ – ქოთნი­
სებურია, მუქი ლურჯ – იისფერი, ლურჯი, ცისფერი, იშვი­
ათად – თეთრი. მტევანი მოგრძო – ოვალურია, 4 სმ-მდე
სიგრძის. ფოთლები – 2-4, ვიწრო – ხაზური, წვეტიანი,
ძირისკენ შევიწროებული. ყვ. ნაყ.V-VI. იზრდება მთის
ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, კლდოვან
– ღორღიან ეკოტოპებზე, კირქვებზე, ტყის პირას, ბუჩქნა­
რში. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში,
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

Ornithogalum magnum Krasch. & Schischk. –


ძაღლნიორა
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილედი
მრავალყვავილიანი მეჩხერი, ცილინდრული მტევანია.
თანაყვავილები ლანცეტაა. ყვავილსაფრის ფოთლები
მოყვანილობით მოგრძო ხაზურია, პატარა წვეტით და­
ბოლოებული, თეთრია, მურა ფერის ძარღვებიანი. ფოთ­
ლები ფართოლანცეტა – ხაზურია. ყვ. ნაყ.VI-VII. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყელში დაჩრდილულ ადგილებში,
ფოთლოვან ტყეში. საქართველოში ცნობილია აფხა­
ზეთში, შიდა და ქვემო ქართლში დ კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
და ცენტრალურ ნაწილს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
66

Ornithogalum navaschinii Agapova –


ნავაშინის ძაღლნიორა
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმღლე
25 სმ-მდე. ყვავილედი მრავალყვავილიანი ფარისებური
მტევანია, 3-15 – ყვავილიანი, თანაყვავილები ლანცეტაა.
ყვავილსაფრის ფოთლები მოყვანილობით მოგრძოხა­
ზურია, თეთრი, გარედან მუქი მწვანე ზოლით, ფოთლები
ვიწროხაზურია, 3-4. ყვ.ნაყ. IV-VI. იზრდება მთის ქვედა და
შუა სარტყლებში, ქვიან ადგილებში, ველებზე, ნახევრად
უდაბნოში. საქართველოში ცნობილია შიდა და ქვემო ქა­
რთლში, სამცხე-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, მცირე აზიას და
ჩრდილო ირანს, ასევე ყირიმს.

Polygonatum glaberrimum K.Koch – დიდი


სვინტრი
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლების გან­
ლაგება მორიგეობითია.ფოთლები ფართო და ოვალუ­
რია, ქვემოდან – ლეგა, შიშველი, ზოგჯერ ქვემო მხრიდან
ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი, მოკლეყუნწი­
ანი. ყვავილი თითოა ან ორ-ორი, მოკლეყუნწიანი. გვირ­
გვინი თეთრია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა, შუა და
ზედა სარტყლებში ფოთლოვან, მუქწიწვიან ტყეებში, ბუჩ­
ქნარში. მცენარე გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის ეკორე­
გიონს და მისი ენდემია.
68

Polygonatum verticillatum (L.) All. – სვინტრი


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლების გან­
ლაგება რგოლურია. ფოთლები ფართოხაზური. ერთ
რგოლში – 4-8. ქვემოდან – ლეგა, შიშველი, გრძელყუნ­
წიანი. ყვავილი თითოა ან ორ – ორი ან სამ – სამი. გრძე­
ლყუნწიანი. გვირგვინი თეთრია. ყვ.ნაყ. V-VI. იზრდება
მთის ზედა დ სუბალპურ სარტყლებში – ტყეებში, მდელო­
ებზე, ტენიან ადგილებში, ბუჩნარებსა და მაღალბალახე­
ულობაში. იზრდება მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას და
ახლო აღმოსავლეთს.

Pseudomuscari pallens (M.Bieb.) Garbari


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. უნაყოფო ყვა­
ვილები პატარა ზომისაა, თითქმის მჯდომარე; სანაყოფე
ყვავილები მოკლეა და თავდაკიდებული, ყუნწიანი.ყვა­
ვილსაფარი მილისებურ-ოვალურია, თეთრი ან ოდნავ
ცისფერი. მტევანი მოკლეა და ოვალური, ფოთლები
ვიწროა, ხაზურ – ძაფისებური, სიგრძით ღეროსოდენა
ან ოდნავ გრძელი, ღარიანი. ყვ. ნაყ.V-VI. იზრდება მთის
შუა, სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე,
ხალებზე, კლდის ნაპრალებში, კირქვიან გაშიშვლებებსა
და ნაზვავებზე. საქართველოში სპორადულად გავრცელე­
ბულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას და მცირე აზიას.
70

Ruscus aculeatus L. = Ruscus ponticus


Woronow – თაგვისარა
ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
30-50 სმ სიმაღლის, დაბალი ბუჩქია. მორიგეობით გან­
ლაგებული ტოტებით. კლადოდიუმები პატარა ზომისაა –
1-3 სმ სიგრძის, ხეშეში, ტყავისებური, ლეგა, მუქი მწვანე,
ლანცეტა, გრძლად წაწვეტებული და წვრილი ეკლით და­
ბოლოებული. კლადოდიუმის მთავარი ძარღვი კარგადაა
გამოსახული. ყვავილი – 1-2, რომლებიც სხედან კლა­
დოდიუმების ქვედა მხარეზე. ყვ.ნაყ. II-IV. იზრდება მთის
ქვედა სარტყელში, სადაც ქმნის რაყებს, აგრეთვე შედის
მარადმწვანე ქვეტყის შემადგენლობაში. საქართველოში
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კახეთსა და
შიდა ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას და სამხრეთ ევროპას.

Ruscus colchicus Yeo – ძმერხლი


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
ნახევრად ბუჩქია, კლადოდიუმები დიდი ზომისაა, ტყავი­
სებური, პრიალა, მწვანე, თავწაწვეტებული, უეკლო, ქვედა
კლადოდიუმები მოპირისპირე, დანარჩენები – მორიგეო­
ბითი. ნაყოფი წითელი. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება მთის შუა
სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეების ქვეტყეში,
საკმოდ ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში
გვხვდება, ძირითადად დასავლეთ ნაწილსა და შიდა ქა­
რთლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიის ეკორეგიონის დასავლეთ და, იშვიათად ცენტრალურ
ნაწილს. არის რეგიონის ენდემი.
72

Scilla monanthos K.Koch


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილის ყუნწი
სწორია, ყვავილები – თავდახრილი, ღერო – 10-20 სმ სი­
მაღლის. ფოთოლი – 2-5, მოყვანილობით ფართოხაზური.
ყვავილი საშუალო ზომისაა, თავდაღუნული. ყვავილსაფ­
რის ფოთლები მოყვანილობით – მოგრძოლანცეტა, ღია
ცისფერი, რომელსაც მიჰყვება ლურჯი ძარღვი. თანაყვა­
ვილი თეთრია დიდი ზომის. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება ტყის
შუა და სუბალპურ სარტყლებში – მდელოებზე, კლდეებზე.
საქართველოში გავრცელებულია იმერეთში, აჭარაში,
შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას,
კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Scilla rosenii K.Koch – როზენის ცისთვალა


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილის ყუნწი
მოღუნულია, ყვავილები – თავდახრილი, ზოგჯერ ყუნწი
სწორია. ღერო მაღალია – 10-40სმ სიმაღლის. ფოთოლი
– 2-4, მოყვანილობით ფართოხაზური და ქალამნის წვე­
რივით დაბოლოებული. ყვავილი დიდი ზომისაა, თავდა­
ღუნული. ყვავილსაფრის ფოთლები უკანაა გადახრილი,
მოყვანილობით – მოგრძოლანცეტა, ღია ცისფერი, ქვე­
ვითკენ უფრო მკრთალი და თეთრი. თანაყვავილი ორია
და ერთ თანაყვავილედადაა შეზრდილი. ყვ. ნაყ. V-VI.
იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში – მდე­
ლოებზე, კლდეებზე. საქართველოში გავრცელებულია
თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას და მცირე აზიას. კავკასიის ეკორე­
გიონის ენდემია.
74

Scilla siberica Haw. – ცისთვალა


ოჯახი: Asparagaceae – სატაცურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-20 სმ სი­
მაღლისაა, წახნაგოვანი. ფოთოლი – 2-4, მოყვანილობით
ფართოხაზური. ყვავილები ლაჟვარდოვანი ლურჯი – იის­
ფერია, მუქი შუა ზოლით; ყვავილის ყუნწები თავდახრი­
ლია. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება ტყის სარტყელში, ტყის პირას,
ბუჩქნარში, მდელოებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

Impatiens noli-tangere L. – უკადრისა


ოჯახი: Balsaminaceae – ინასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგო­
მია, დატოტვილი, სიმაღლე – 40-100 სმ, ღერო მუხლებში
გამსხვილებულია. ფოთლები ლეგა მწვანეა, კვერცხისე­
ბური ან ელიფსური, მსხვილბლაგვკბილა. ზედა ფოთლები
თითქმის მჯდომარეა, ქვედა – გრძელყუნწიანი. ყვავილები
იღლიურია, დიდი ზომის, ყვითელი, ქვედა, განაპირა ნა­
კვთები გაფართოებულია, შუა კი – წაწვეტებული. ხახა
მოწითალო ლაქებითაა დაფარული.ყვ.VI-VIII, ნაყ.IX. იზ­
რდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, დამახასიათებელია და­
ჩრდილული, ტენიანი ადგილებისათვის. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზი­
ასა და აღმოსავლეთ აზიას.
76

Berberis iberica Stev. & Fisch. ex DC. –


ქართული კოწახური
ოჯახი: Berberidaceae – კოწახურისებრნი
ბუჩქოვანი მცენარეა, ახალგაზრდა ტოტები მოწაბლის­
ფრო-ყვითელია, ცილინდრული, გლუვი ან სუსტად
დაღარული. ფოთლები მარტივია, ტყავისებური, მოყვა­
ნილობით კვერცხისებურიდან ლანცეტასებურამდე. ქვედა
ეკლები სამად არის გაყოფილი, ზედა ეკლები კი მარტოუ­
ლია. ყვავილედი მრავალყვავილიანია. ნაყოფი მოგრძოა,
წითელი ფერის, ლეგა ნაფიფქით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
ველებში, მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში და მდინარე­
ების ტერასებზე. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.
მცენარე კავკასიის ენდემია.

Berberis vulgaris L. – ჩვეულებრივი


კოწახური
ოჯახი: Berberidaceae – კოწახურისებრნი
3 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ქაცვისებური ეკლები სა­
მადაა დაყოფილი, ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტო­
ულია. ფოთლები თხელია, შიშველი, მწვანე ფერისა.
ფორმით – ელიფსურიდან მოგრძოლანცეტურამდე. ფუ­
ძისკენ შევიწროებულია და კიდეებზე ხერხკბილა. ყვა­
ვილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული.
ყვავილი – ყვითელი. ნაყოფი ელიფსურია, წითელი, იშვი­
ათად – ყვითელი.ყვ.ნაყ.V-VII.იზრდება ტყისპირა ადგი­
ლებში, ხეობებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.
78

Gymnospermium smirnovii (Trautv.) Takht. –


მრგვალი წამალი
ოჯახი: Berberidaceae – კოწახურისებრნი
მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა, მწვანეა ან ლეგა
ფერისა. ფესვთანური ფოთლები სამმაგად რთულია, ცალ­
კეული ფოთოლაკები გრძელყუნწიანია და 5-4 ელიფსურ
სეგმენტადაა თათისებურად დაყოფილი. ყვავილედის
ყველა ფოთოლი ღეროზეა შემოხვეული. ყვავილედი მცი­
რეყვავილიანია. ყვავილი ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ.II-IV.
ითვლება კახეთის რეგიონის ენდემურ მცენარედ. გავრცე­
ლებულია დაბლობიდან ტყის შუა სარტყლამდე ტყეებში.
მცენარე აღწერილია 1881 წელს ლაგოდეხში.

Alnus glutinosa subsp. barbata (C.A.Mey.)


Yalt. = Alnus barbata C.A.Mey. –
ჩვეულებრივი ანუ შავი მურყანი
ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
30-38 მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი ფერის დამსკდარი
ქერქით. ფოთლის ფირფიტა 7-12 სმ სიგრძისაა და 4-8 სმ
სიგანის, ფართოოვალური ან უკუკვერცხის ფორმის, წვე­
რში მომრგვალოა, ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებით
– მოყვითალო ბუსუსებით დაფარული. ფოთლის ყუნწი
1,5-3 სმ სიგრძისაა, თხლად შებუსული.ყვ. III-IV, ნაყ.VIII-X.
იზრდება ზღვის დონიდან დაწყებული 1500 მ სიმაღლე­
მდე. ქმნის ტყეებს დაბლობისა და მთისწინების უხვტენიან
რაიონებში. გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგი­
ონში, გარდა ჯავახეთისა. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.
80

Alnus incana (L.)Moench – ნაცარა მურყანი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
15-18 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ფერის ქერქით.
ფოთლის ფირფიტა 7-11 სმ სიგრძისაა და 5-8 სმ სიგანის,
მოყვანილობით – ოვალური, მახვილწვეტიანი ან წაწვეტე­
ბული, კიდეზე ორმაგხერხკბილა. ნორჩი ფოთლები შებუ­
სულია. ქვედა მხარე შებუსულია მოლეგო ხაოიანი ბეწვით.
ფოთლის ყუნწი 1,5-3 სმ სიგრძისაა, შებუსული.ყვ.III-IV, ნაყ.
VIII-X. იზრდება უმთავრესად მთის ხეობების გაყოლებით
1500-1800 მ სიმაღლეზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
ტყიან საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო
ამერიკას.

Betula litwinowii Doluch. – ლიტვინოვის


არყი
ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
15-18 მ-მდე სიმაღლის ხეა, მეტწილად გამრუდებული ტა­
ნით, უმეტესად – მრავალღეროიანი. ქერქი მოთეთროა,
ხშირად ოდნავ მოვარდისფრო. ერთწლიანი ყლორტები
და ფოთლები ოდნავ შებუსულია. ფოთლის ფირფიტა
კვერცხის ფორმისაა, მახვილწვერიანი ან ოდნავ წაწვე­
ტებული, კიდეზე არანათლად გამოხატული ორმაგხერხ­
კბილა. ყვ. ნაყ.VI-VIII. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ
სარტყლებში, ზოგან კლდოვან და ქვიან ფერდობებზე.
ტყის ზედა საზღვრის გაყოლებით ქმნის სუბალპურ ტანბ­
რეცილ ტყეს დეკას ქვეტყით ან მდიდარი ბალახოვანი სა­
ფრით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და
მცირე აზიას.
82

Betula medwediewii Regel – მედვედევის


არყი
ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
5-10 მ სიმაღლის დაბალი ტანის ხეა. ქერქი ღეროს შუა ნა­
წილში და მსხვილ ტოტებზე ღია მოვარდისფრო-რუხი ან
ღია ყავისფერია. ფოთლები დიდი ზომისაა, 3,5-12 სმ სი­
გრძისა და 3,5-9 სმ სიგანის, მომრგვალოკვერცხისებური
ფორმის, კიდეზე ფართო და მოკლე ხერხკბილა. ქვემო­
დან ძარღვების გაყოლებით შებუსულია. ყვ.V-VI, ნაყ.IX.
გვხვდება 1900-2250 მ სიმაღლემდე, მეტად მომთხოვნია
ატმოსფერული ტენისადმი, მაგრამ არ უყვარს ნესტიანი,
დაჭაობებული ნიადაგები. საქართველოში გავრცელებუ­
ლია გურიასა და აჭარაში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Betula megrelica Sosn. – მეგრული არყი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
ტანდაბალი, ნახევრად გართხმული ხეა, მეტწილად ძა­
ლიან მახვილკუთხა დატოტვით. ფოთლები უმთავრესად
კვერცხის ფორმისაა, წვერისკენ შევიწროებული, წვეტი­
ანი ან ოდნავ წაწვეტებული. ყვ. V-VI, ნაყ. IX. აღწერილია
სამეგრელოდან. ქმნის ტანბრეცილ ტყეს სუბალპური სა­
რტყლის უტყეო ფერდობებზე, მეტწილად – 1700-2000 მ
სიმაღლეზე. ძირითადად გვხვდება კირქვიან ადგილებში.
საქართველოს ენდემური მცენარეა.
84

Betula pendula Roth – მტირალა არყი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
20-25 მ-მდე სიმაღლის, საშუალო ზომის ხეა, მეტ-ნაკლე­
ბად სწორი, ზოგჯერ ფერდობისაკენ ქვევით გადახრილი
ღეროთი. ქერქი ახალგაზრდა ღეროზე თითქმის თეთრია,
უფრო ხნიერ ღეროზე მოშავო-მორუხო ფერის. სანაყოფე
ტოტების ფოთლები კვერცხის ან რომბის ფორმისაა, 4-8
სმ სიგრძისა და 3-5 სმ სიგანის. ფესვთანური და ამონა­
ყარი ყლორტების ფოთლები ფართოკვერცხისებურია. ყვ.
IV-V, ნაყ. VII-VIII. იზრდება ტყის ზედა და შუა სარტყლებში,
აგრეთვე სუბალპურ ტყეებში 2100 მ-მდე. გვხვდება
კლდიან და ქვიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე, გაკაფულ
ადგილებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასი­
ასა და ევროპას, ციმბირს, შორეულ აღმოსავლეთსა და
აღმოსავლეთ აზიას.

Betula raddeana Trautv. – რადეს არყი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
8-10 მ სიმაღლის, პატარა ზომის ხეებია, მოვარდისფრო
ქერქით. ერთწლიანი ყლორტები ღია მურა ფერისაა,აქა-იქ
მეჭეჭებითა და ჯირკვლოვანი ბუსუსებით მოფენილი, რომ­
ლებიც მეორე წელს ქრება, შემდგომ პერიოდში ტოტები
შიშველია. ფოთოლი კვერცხის ფორმის ან კვერცხისებუ­
რ-ელიფსურია, 4,5 სმ-მდე სიგრძითა და 6 სმ-მდე სიგა­
ნით, 5-7 წყვილი გვერდითი ძარღვით. ყუნწი სქლად არის
შებუსული და 4-5-ჯერ მოკლეა ფირფიტაზე. ნაყოფებიანი
მჭადა გადახრილია ან სწორად მდგომი. ყვ. ნაყ. VIII-XI. იზ­
რდება სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში. გავრცელებულია
შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავაკასიის კა­
ვკასიის ცენრტალურ ნაწილს. ენდემური მცენარეა.
86

Carpinus betulus L. = Carpinus caucasica


Grossh. – კავკასიური (ევროპული)
რცხილა
ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
მაღალი ხეა, ოდნავ დამსკდარი ქერქით. ფოთლები შიშვე­
ლია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოყვანილობით მოგ­
რძოკვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა.
კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერის. მამრო­
ბითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგე­
ბული. მდედრობითი ყვავილედი კენწრულია. ნაყოფის
საბურველი სამნაკვთიანია, ნაყოფი კაკალია.ყვ.III-IV, ნაყ.
VI-VII. საქართველოში ტყის შემქმნელი ერთ-ერთი ძირი­
თადი სახეობაა. გვხვდება როგორც პირველადი, ასევე მე­
ორადი კორომების სახით (წიფლის, ქართული და ჭალის
მუხების ნაადგილევზე). გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიასა და ჩრდილო­
­ეთ ირანს.

Carpinus orientalis Mill. – ჯაგრცხილა


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
მაღალი ბუჩქი ან პატარა ხეა. ნორჩი ტოტები შებუსულია.
ფოთოლი მოკლეყუნწიანია. ფირფიტა პატარა ზომისაა,
მოგრძოკვერცხისებური, კიდეებზე ორმაგხერხკბილა.
მდედრობითი ყვავილების საბურველი მთლიანია, ფოთ­
ლისებური, არათანაბარგვერდიანი, კვერცხის ფორმის,
ბლაგვი. კაკალი წაწვეტებულია, კვერცხის ფორმის. ყვ.
IV, ნაყ.VI-VII. გავრცელებულია მთელ საქართველოში და­
ბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიასა და სამხრეთ ევროპას.
88

Corylus avellana L. – ჩვეულებრივი თხილი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, გლუვი ან დაბზარული ქერქით.
ფოთოლი მოკლეყუნწიანია, კიდეზე მკაფიოდ ორმაგხე­
რხკბილა. სამტვრეები ძაფებიანად ყვითელია. საბურველი
თხელია და ფოთლისებური, ორ ან ერთფოთოლაკიანი,
წვერზე მოკლე ნაკვთებით. საბურველი კაკალზე მოკლეა
ან გრძელი. ნაყოფი 2-10 კაკლისგან შედგება. ნაჭუჭი გლუ­
ვია. ყვ. II-III, ნაყ. VIII-X. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში,
ტყის პირას, ხშირად წმინდა ჯგუფებს ქმნის. საქართვე­
ლოში გვხვდება ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპას,
მცირე აზიას.

Ostrya carpinifolia Scop. – უხრავი


ოჯახი: Betulaceae – არყისებრნი
პატარა ან საშუალო ზომის ხეა, მუქი მურა ან მუქი რუხი ფე­
რის, ოდნავ დახეთქილი ქერქით. ნორჩი ყლორტები მურა
ფერისაა, გრძელი ბეწვებით შემოსილი. ნორჩი ფოთლები
მთლიანად ბეწვით არის შემოსილი, ფოთლის ფირფიტა
ფორმით მოგრძოკვერცხისებურია, კიდეზე ორმაგხერხ­
კბილა. კვერცხის ფორმის კაკალი მთლიანად არის დაფა­
რული ბუშტისებური საბურველით. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში. გავრცელებუ­
ლია დასავლეთ საქართველოსა და ქართლის სამხრეთ
დასავლეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
90

Anchusa arvensis subsp. orientalis (L.)


Nordh. = Lycopsis orientalis L. – შავჩოხა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-40 სმ სიმა­
ღლისაა, სწორი, დატოტვილი, მთელი მცენარე შებუსულია
უხეში ბეწვით. ფოთლები მოგრძო, ოვალური ფორმისაა,
ძირითადად, კიდემთლიანი, ქვედა ფოთლები ყუნწიანია,
ზედ ა – მჯდომარე. ყვავილედი წაგრძელებულია, მცირეყ­
ვავილიანი. გვირგვინი ლურჯი ფერისაა. ყვ.V, ნაყ. VII. იზ­
რდება მშრალ ფერდობებზე, მინდვრებზე, რუდერალურ
ადგილებში, გზისპირებზე, ნათესებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, ირანს, ცენტრალურ აზიას.

Anchusa azurea Mill. = Anchusa italica Retz.


– პატარძალა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 60
– 100 სმ სიმაღლისაა. მთელი მცენარე უხეში ჯაგრითაა
შებუსული. ფოთლები ოვალურია ან მოგრძო-ლანცეტა.
ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა კი – მჯდომარე. ყვავი­
ლები შეკრებილია ფარჩხატ ხვეულებად. გვირგვინი მე­
წამულ – ლურჯი ფერისაა. ხახა სქლად არის მოფენილი
თეთრი ბეწვით.ყვ.IV. ნაყ.VII. იზრდება მშრალ ადგილებში,
გზისპირებსა და ნათესებში. სპორადულად არის გავრცე­
ლებული მთელ საქარველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, ირანს, შუა აზიას.
92

Arnebia pulchra (Willd. ex Roem. & Schult.)


Edm.
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ლეგა მწვანე ფე­
რის, ხშირი რბილი ბეწვით შემოსილი. ღერო 10-40 სმ
სიმაღლისაა, სწორია ან ძირიდანვე დატოტვილი. მთელი
მცენარე გაფარჩხულია, ფესვთანური ფოთლები ხაზური
ან ფართოლანცეტაა, ზედა ნაწილი წაწვეტებულია, ხა­
ზური, ღერომხვევი. გვირგვინი ყვითელია, გადანაღუნზე
აქვს იისფერი ლაქები. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება სუბალპური
და ალპური სარტყლების მდელოებზე, ღორღიან ფერდო­
ბებზე. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიასა და ჩრდილო – დასავლეთ ირანს.

Brunnera macrophylla (Adams) I.M.Johnst. –


ციურა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 30-60
სმ სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია,
გულის ფორმის, ფუძეში ფართოდ ამოკვეთილი, წაწვეტე­
ბული წვერით. ღეროსეული ფოთლები პატარაა და კვე­
რცხის ფორმის, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ყვავილედი
მტევანია, გრძელყუნწიანი. გვირგვინი ცისფერია, ხახაში
თეთრი დანამატებით. ყვ. ნაყ. III-VII. იზრდება მთის ქვედა
სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე მუხნარ და რცხილ­
ნარ ტყეებში. საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში
გვხვდება. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიასა და მცირე აზიას. აღწერილია საქართველოდან.
94

Buglossoides purpurocaerulea (L.)


I.M.Johnst. = Lithospermum purpureo-
coeruleum L. – კაკბის საკენკელა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20
– 50 სმ. ხასიათდება უნაყოფო მწოლიარე ყლორტებით.
ღერო მარტივია, სქლად შეფოთლილი, ფოთლები შებუსუ­
ლია, კიდემთლიანი. ქვედა ფოთლები ხაზურია, დანარჩე­
ნები – ლანცეტასებური. გვირგვინი მოიისფრო – ლურჯია,
გაშლისას – მოწითალო. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის შუა
სარტყლამდე ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპასა და ციმბირს.

Caccinia macranthera var. glauca (Savi)


Govaerts = Caccinia rauwolfii K.Koch
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-40 სმ
სიმაღლისაა, საგველასებურად დატოტვილი. ფოთლები
ფართოა, მოგრძოლანცეტა, მჯდომარე, ზედა ფოთლები
ღერომხვევია, 4-10 სმ-მდე სიგრძისა და 0,5-2 სმ – მდე
სიგანის. ყველა ფოთოლი ორივე მხარეზე დაფარულია,
თეთრი პატარა ზომის ეკლებით. ჯამი ყვავილობისას ხა­
სიათდება შებუსვით. გვირგვინი ცისფერია ან ვარდის­
ფერი, მისი ნაკვთები ფართოლანცეტაა, ბლაგვწვერიანი.
ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში,
ნახევარუდაბნოების თიხნარ და ბიცობიან ნიადაგებზე.
საქართველოში გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკა­
სიასა და მცირე აზიას.
96

Cerinthe minor L. – ჭახრაკაული


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო
მარტივია ან დატოტვილი, მთელი მცენარე შიშველია,
ლეგა. ქვედა ფოთლები ოვალური ფორმისაა, ყუნწებად
ვიწროვდება. ღეროსეული ზედა ფოთლები ოვალური
ან კვერცხის ფორმისაა, გულისებური ფუძით, ფართოდ
ღერომხვევი. ყვავილედი თანაყვავილიანია, გვირგვინი
მილისებური, მკრთალი ყვითელი ფერის, ნახევრამდეა გა­
ყოფილი ლანცეტა ფორმის სწორ ნაკვთებად. ყვ.ნაყ.V-IX.
იზრდება მთის ზედა სარტყლამდე ბუჩქნარებში, ველებზე,
ნათესებში, ქვიან ადგილებში. საქართველოში ფართოდ
არის გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, ირანს.

Cynoglossum creticum Mill. – ძაღლის ენა


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
20-80 სმ სიგრძის, ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, დატოტვილი, მარტოული ან რამდენიმე.
მთელი მცენარე შებუსულია რბილი, მონაცრისფრო ბე­
წვით. ფოთლები ლანცეტაა, ქვედა ფოთლები გრძელ
ყუნწშია წარზიდული, ზედა ფოთლები მჯდომარეა. ხვეუ­
ლები მცირეყვავილიანია, შეკრებილი დამოკლებულ სა­
გველად. გვირგვინი ცისფერია, მუქი ლურჯი ძარღვების
ბადით. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება დაბლობსა და მთის ქვედა
სარტყელში – მშრალ, ქვიან ადგილებში, ტყისპირა ადგი­
ლებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია საქართველოს
თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას, ჩრდილო ირანს, შუა აზიას.
98

Cynoglossum officinale L. – ძაღლის ენა


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-100 სმ სი­
მაღლისაა – სწორი, მარტოული და დატოტვილი. მთელი
მცენარე შებუსულია ქეჩის მსგავსი მონაცრისფრო ბეწვით.
ფესვთანური ფოთლები ლანცეტაა, ღეროსეული ქვედა
ფოთლები ყუნწადაა შევიწროებული, ზედა ფოთლები
მჯდომარეა. ყვავილედი საგველაა, შედგება 2 კენწრული
და რამდენიმე გვერდითი ხვეულისგან, ხვეულები მრავა­
ლყვავილიანია, გვირგვინი მუქი მეწამულია.ყვ.ნაყ. V-VI.
იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე
– მშრალ, ქვიან ადგილებში, გზებზე, მინდვრებსა და ბუჩ­
ქნარებში. ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ აზიას, ირანს.

Echium biebersteinii Lacaita – ძირწითელა


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30 – 100 სმ სი­
მაღლისაა, ძლიერ დატოტვილი. მთელი მცენარე მოკლე,
უხეში და გაფარჩხული ბეწვითაა მოფენილი. ფესვთანური
ფოთლები 30 სმ-მდე სიგრძისაა, ლანცეტა ფორმის, ღე­
როსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა. ყვავილედი ძლი­
ერაა დატოტვილი, ფართოსაგველასებურია. გვირგვინი
მოთეთრო – მოვარდისფროა, შებუსული, ვიწროძაბრი­
სებური.ყვ. VI.ნაყ. VIII. იზრდება მშრალ, ქვიან, რუდერა­
ლურ ადგილებში, ნათესებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და
ცენტრალურ აზიას.
100

Echium rubrum Forssk. – ძირწითელა


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-100 სმ სიმა­
ღლისაა, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი. მთელი მცენარე
გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისებური ბეწვითაა შებუსული.
ფოთლები ვიწროლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ხვეუ­
ლები მრავალყვავილიანია, ვიწრო, კენწრულ, თავაკისე­
ბურ ყვავილედებს ქმნის. გვირგვინი მეწამული ფერისაა.
ყვ.V, ნაყ. VII. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, ბალა­
ხოვან ფერდობებზე, ველებზე, გზისპირებზე. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Echium vulgare L. – ლურჯი ძირწითელა


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-60 სმ სი­
მაღლისაა, მარტივი ან მოკლედ დატოტვილი, სწორი.
მთელი მცენარე გაფარჩხული, რბილი ჯაგრისებური ბე­
წვითაა შებუსული. ფოთლები ვიწრო ლანცეტა ფორმისაა,
მჯდომარე, შებუსული. ყვავილედი ვიწრო საგველასებური
ფორმისაა და ნაკლებ დატოტვილი. გვირგვინი ძაბრისე­
ბურია, ყვავილობის პირველ პერიოდში წითელი ფერისაა,
შემდეგ კი ლურჯი ხდება. ყვ. V. ნაყ. IX. იზ­რდება მთის შუა
სარტყლამდე ველებზე, რუდერალურ ადგილებში, ნათე­
სებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუააზიას,
ჩრდილო ამერიკას, ჩრდილო აფრიკას.
102

Heterocaryum szovitsianum
(Fisch.&C.A.Mey.)A. DC.
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგო­
მია, მომსხვილო, ზედა ნაწილში ძლიერ დატოტვილი.
მთელი მცენარე თხელი ჯაგრისმსგავსი ბეწვითაა შე­
ბუსული. ფოთლები მოგრძოა, ვიწროხაზური ფორმის,
მჯდომარე, ბლაგვი წვერით. მტევანი ნაყოფობისას ფაშა­
რია, მცირეყვავილიანი, ხაზურ-ლანცეტა ფორმის გრძელი
თანაყვავილაკებით. გვირგვინი იისფერ-ლურჯია, ჯამის
ტოლი. ყვ.IV-V, ნაყ.V-VI. იზრდება ქვიან და თიხნარ ფე­
რდობებზე, მთისწინებზე, ნახევარუდაბნოსა და მეჩხერი
ტყეების სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიას, შუა აზიას, ირანს.

Lappula barbata (M.Bieb.) Gürke – ჩიტის


ბირკა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-70
სმ სიმაღლისაა,სწორად მდგომია, ზედა ნაწილში სა­
გველასებურად დატოტვილი, რბილი და მოკლე ბეწვით
დაფარული. ფესვთანური ფოთლები შეკრებილია როზე­
ტად, ლანცეტა-ნიჩბისებურია, 3-7 სმ სიგრძისა და 5-8 მმ
სიგანის. ყვავილედი მსხმოიარობისას (ე.ი. ნაყოფედი)
სიგრძით 20 სმ-მდეა. გვირგვინი ცისფერია ან მოთეთრო,
ბრტყელი, ბორბლისებური. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის
შუა სარტყლამდე ქვიან ადგილებში, ნახევარუდაბნოს,
სტეპისა და ფრიგანისეულ მცენარეულობაში. გავრცე­
ლებულია აღმოსავლეთ საქართველოში, აჭარასა და
იმერეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და
შუა აზიას, ირანს.
104

Lappula squarrosa (Retz.) Dumort.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 80 სმ
სიმაღლისაა, ერთეული, სწორად მდგომი, შეფოთლილი,
ზედა ნაწილში გაფარჩხულად დატოტვილი, შებუსული.
ფოთლები 7 სმ სიგრძისა და 5-6 მმ სიგანისაა, ფესვთანური
ფოთლები ნიჩბისებურია, ღეროსეული – ხაზური ან ლა­
ნცეტა. ყვავილედი მოკლე, საგველასებურია ან თითქმის
ფარისებური. გვირგვინი ცისფერია, სიგრძით 4,5 მმ-მდე.
ყვ, ნაყ. IV-VI. იზრდება მთის შუა, იშვიათად – სუბალპურ
სარტყლამდე, ხშირად,როგორც სარეველა. გავრცელებუ­
ლია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიასა და შუა
აზიას, ჩრდილო ამერიკას.

Lithospermum officinale L. – კაკბის


საკენკელა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-100
სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში და­
ტოტვილი, დაფარულია მოკლე და მიტკეცილი ბეწვებით.
ფოთლები კიდემთლიანია, ლანცეტა ან მოგრძოლანცეტა­
სებური, 5-10 მმ სიგანის. ყვავილედი მტევანია ან ქოლგა.
განლაგებულია ღეროს დატოტვილ ნაწილში. გვირგვინი
თეთრია ან მოყვითალო-თეთრი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
მთის შუა სარტყლამდე ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნა­
რებში, ველობებზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე, შუა და აღმოსა­
ვლეთ აზიას, ირანს.
106

Myosotis alpestris F.W.Schmidt – მთის


კესანე
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 2-30 სმ
სიმაღლისაა, მრავალღეროიანი, მარტივი ან სუსტად
დატოტვილი, მიტკეცილბეწვიანი. ქვედა ფოთლები მოგ­
რძოოვალურია ან ნიჩბისებური, შუათანა ღეროსეული
ფოთლები – ელიფსური. ყვავილედი მრავალყვავილი­
ანია, მოკლე, მჭიდრო. გვირგვინი მუქი ცისფერია. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, აღმოსავლეთ აზიას,
ჩრდილო ამერიკას.

Myosotis amoena Boiss.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთ ან მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა. ღერო
15-50 სმ სიმაღლისაა, სუსტად დატოტვილი, გაფარჩხულ­
ბეწვიანი, ხშირად მრავალღეროიანი და უნაყოფო ყლო­
რტებით. ფოთლები თხელია, მოგრძონიჩბისებური ან
მოგრძოუკუკვერცხისებური, 3-10 სმ სიგრძისა და 1,5-3 სმ
სიგანის. ყვავილედი ფარჩხატია, უფოთლო და მცირეყ­
ვავილიანი. გვირგვინი ცისფერია. ყვ. IV-VII, ნაყ. V-VII.
იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, უმეტესად – დაჩრდი­
ლულ ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია, ძირითა­
დად, დასავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
108

Myosotis arvensis (L.) Hill – მინდვრის


კესანე
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-50 სმ
სიმაღლისაა, მარტივი ან ძირიდანვე დატოტვილი, ქვედა
ნაწილში რბილი, გაფარჩხული ბეწვითაა შებუსული. ფოთ­
ლები 2-5 სმ სიგრძისა და 0,5 სმ სიგანისაა, ფესვთანური
მოგრძო-ნიჩბისებურია, ღეროსეული მოგრძოლანცეტა.
ყვავილედი მრავალყვავილიანია, ცალმხრივი, ფარჩხატი,
აღმართული. გვირგვინი თავდაპირველად ვარდისფერია,
შემდეგში – ცისფერი, იშვიათად – თეთრი. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე მდელოებზე, მეჩხერ ტყე­
ებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, მთელ ევროპას, მცირე და აღმოსავლეთ აზიას,
სამხრეთ აფრიკას, ჩრდილო ამერიკას.

Myosotis propinqua Fisch.&C.A.Mey.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30 სმ-მდე სი­
მაღლისაა, სუსტი, ძირიდანვე დატოტვილი, გაფარჩხული
ბეწვით შებუსული. ფოთლები ძალიან ნაზია, ქვედა და
უნაყოფო ყლორტების ფოთლები 4-6 სმ სიგრძისაა, მოგ­
რძო-ნიჩბისებური, ღეროსეული ფოთლები – მჯდომარე.
ყვავილედი სიგრძით 10 სმ-მდეა, მრავალყვავილიანი,
ნაკლებად ფარჩხატი. გვირგვინი ღია ცისფერია. ყვ.III-VI,
ნაყ. V-VII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტენიან ადგი­
ლებში, ტყეში, ტყის პირას, ბუჩქნარში. საქართველოში
გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლსა და კახეთში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიას, ჩრდილო ირანს.
110

Nonea lutea (Desr.) DC.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორ ან ერთწლიანი მცენარეა. ღერო 14-40 სმ სიმაღლი­
საა, აღმავალი ან სწორი; მარტივი ან დატოტვილი.მთელი
მცენარე შებუსულია გაფარჩხული ბეწვით.ფოთლები მოგ­
რძოლანცეტა ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის
შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კი­
დემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრი­
ვია, გვირგვინი ლიმონისფერ – ყვითელია. ყვ. ნაყ. III-V.
იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან
ადგილებში.გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Nonea rosea (M.Bieb.)Link


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთწლიანი მცენარეა, შებუსულია გაფარჩხული ბეწვით,
ბეწვები სხედან ბორცვებზე. ღერო 14-40 სმ სიმაღლისაა,
აღმავალი ან სწორი, მარტივი ან დატოტვილი. ქვედა
ფოთლები როზეტულია. ფოთლები მოგრძო -უკუკვე­
რცხისებური ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის
შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კი­
დემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრი­
ვია. გვირგვინი იისფერია ან ვარდისფერ-იისფერი. ყვ.
III-V, ნაყ. V-VIII. იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე,
კლდოვან ადგილებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ და
სამხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
112

Omphalodes lojkae Sommier & Levier


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 7-30 სმ სი­
მაღლისაა, სწორად მდგომი ან აღმავალი, მარტოული ან
რამდენიმე, ზედა ნაწილში დატოტვილი, მიტკეცილბეწვი­
ანი. ფოთლები 2-10 სმ სიგრძისა და 1-5 სმ სიგანის, მოგრძო
ან კვერცხისებური. ყვავილედი კენწრულია, მარტოული,
ძალიან ფარჩხატი, მცირეყვავილიანი. გვირგვინი კაშკაშა
ცისფერია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება 2700 მ-მდე სუბალპებსა
და ალპებში, კლდეებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, სა­
მეგრელოსა და სვანეთში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას. კავკასიის ენდემური სახეობაა.

Onosma caucasica Levin


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო მარტივია,
ნაკლებად დატოტვილი, სწორი ან აღმავალი. საკმაოდ
სქლად არის მოფენილი მოკლე ბუსუსებითა და გაფა­
რჩხული, ჯაგარივით ბეწვით. ფოთლები მოგრძო-ნიჩბი­
სებური ფორმისაა, დაფარულია ნახევრად მიტკეცილი,
ჯაგარივით ბეწვით. გვირგვინი მკრთალი ყვითელი ფე­
რისაა ან მოთეთრო, წვრილბუსუსიანი. ყვ. V, ნაყ.VIII. იზ­
რდება მთის შუა და ზედა სარტყლების ქვიან ფერდობებზე,
ნაშალებზე, კლდეებზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიასა და მცირე აზიას.
114

Onosma tenuiflora Willd.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-30 სმ
სიმაღლისაა, მარტივი ან ნაკლებად დატოტვილი, მონაც­
რისფრო, წამოწეული ან აღმავალი, სქლად შებუსული.
ქვედა ფოთლები ხაზურ-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები
ხაზურია. ჯამის ფოთლებიც ხაზურია და სქლად შებუსული.
გვირგვინი მოყვითალოა, ცილინდრული ფორმის. ყვ. IV.
ნაყ. VII. იზრდება ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე. გავ­
რცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას.

Solenanthus biebersteinii DC.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს
სიგრძე 40-80 სმ-ია. მცენარე მონაცრისფრო რბილი ბე­
წვით არის მოფენილი. ზედა ნაწილში დატოტვილია და
დაღარული. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია,
ოვალური. ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა, უკუ­
ლანცეტასებური, წარზიდული მოკლე ყუნწში. ყვავილედი
სფეროს ფორმის თავთავია. გვირგვინი მღვრიე იისფე­
რია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება ტენიან ტყეებში. საქართვე­
ლოში სპორადულად არის გავრცელებული. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ყირიმს.
116

Symphytum grandiflorum DC.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 25-40 სმ
სიმაღლისაა, სწორად მდგომი, იშვიათად – წამოწეული.
მთელი მცენარე ჯაგარივით ბეწვით არის შებუსული. ქვედა
და ღეროსეული ფოთლები ფართოკვერცხისებურია. ხვე­
ულები ყვავილობის პერიოდში კუმსია, ნაყოფობისას –
ფაშარი. გვირგვინი ღია ყვითელი ფერისაა, მოწითალო
ზოლებით. ყვ. IV-V, ნაყ. V-VII. იზრდება მთის ქვედა და
შუა სარტყლების ტყისპირებსა და ღობეების გაყოლებით.
გავრცელებულია ქართლში, თუშეთში, ფშავსა და ხევსუ­
რეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, აღმოსავლეთ ევროპას.

Symphytum abchasicum Trautv. =


Symphytum ibericum Steven – ქართული
ლაშქარა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-40 სმ სი­
მაღლისაა, წამოწეული ან სწორად მდგომია. მცენარე შუ­
ბუსულია ჯაგრისებური ბეწვით. ქვედა ფოთლები კვერცხის
ფორმისაა, ზედა ფოთლები მჯდომარეა, მომრგვალო ან
ოდნავ გულის ფორმის ფუძით, კიდემთლიანი. ხვეულები
მცირეყვავილიანია, ფარჩხატი. გვირგვინი ღია ყვითელი
ფერისაა. ყვ. III-IV, ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა სა­
რტყლიდან შუა სარტყლამდე, ჩვეულებრივ, ფოთლოვან
ტყეებში, ტენიან, დაჩრდილულ ადგილებში. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე
აზიას. კავკასიის ენდემური მცენარეა
118

Trachystemon orientalis (L.) D.Don –


ანჩხლა
ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტო­
ულია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი, შებუსული.
ფესვთანური ფოთლები დიდია, 30 სმ სიგრძის, ფართოკვე­
რცხისებურ-გულისებური. ღეროსეული ფოთლები ძალიან
პატარაა, მჯდომარე. ყვავილედი ორკაპად დატოტვილი
ხვეულებია. გვირგვინი მურა იისფერი ან მოცისფრო-მე­
წამულია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა
სარტყლამდე ტენიან ტყეებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში, გარდა მესხეთ-ჯავახეთისა. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას.

Trigonocaryum involucratum Medw.


ოჯახი: Boraginaceae – ლაშქარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ჯაგარივით ბეწვით
შემოსილი. ღერო 2-5 (20) სმ სიმაღლისაა, ძირიდან და­
ტოტვილი, ნახევრად მწოლარე გაფარჩხული ტოტებით.
ფოთლები მოგრძონიჩბისებურია. ყვავილთანური ფოთ­
ლები ბევრად აღემატება ყვავილებს. ჯამი ზარისებურია.
გვირგვინი ლურჯი-იისფერია, ზოგჯერ – მოთეთრო. ყვ.
V-VII, ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სა­
რტყლებში, ჩამონაზვავებზე და ქვიან ადგილებში. გავ­
რცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
მცენარე კავკასიის ენდემია. Trigonocaryum კავკასიის
ენდემური გვარია.
120

Alliaria petiolata (M. Bieb.)Cavara &Grande –


ნივრისდედა
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
20-90 სმ სიმაღლის ორწლინი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, ქვედა ნაწილში მეჩხერი ბეწვით მოფე­
ნილი. ქვედა ყვავილები ზოგჯერ თანაყვავილებითაა,
შუა ფოთლები გულისებურია, ხოლო ზედა – კვერცხი­
სებურ-გულისებური ან სამკუთხა, მახვილკბილებიანი.
გვირგვინის ფურცლები 6-8 მმ სიგრძისაა. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება ზღვის დონიდან 1700-1800 მ-მდე ტყისპირებში,
ბუჩქნარებში, ბაღებში. უმეტესად მუხნარი ტყეების სა­
რტყლისთვის არის დამახასიათებელი. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, შუა აზიას, ჩრდილო აფრი­
კასა და მცირე აზიას.

Alyssum alyssoides (L.) L.


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
5-34 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო დატოტვილია, ფოთლებიანად მორუხოა ვარ­
სკვლავისებური ბეწვების გამო. ქვედა ფოთლები მოგრძო
უკუოვალურია, დანარჩენი მოგრძო – ლანცეტაა, ძირთან
შევიწროებული. ყვავილები შეკრებილია მტევნისებურ
ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები თეთრი ფერისაა.
ყვ.ნაყ. IV-VI. იზრდება ველებზე, მშრალ გორაკებსა და
ფერდობებზე, გზისპირებსა და მინდვრებში მთის ზედა სა­
რტყლამდე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და ჩრდილო ამე­
რიკას.
122

Alyssum desertorum Stapf


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
4-20 სმ-მდე სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, რუხი და შებუსული ვარსკვლავისებური ბეწვებით.
ღერო ძირიდანვე დატოტვილია. ფოთლები მოგრძოხა­
ზურია, ძირთან შევიწროებული. ყვავილედი მტევანია,
ნაყოფობისას – წაგრძელებული და მჭიდრო. გვირგვინის
ფურცლები მკრთალი ყვითელია, მოგრძოხაზური. ყვ. ნაყ.
IV-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სა­
რტყლამდე ველებში, მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე,
დამლაშებულ ადგილებსა და მშრალ საძოვრებზე. გავრცე­
ლებულია აფხაზეთში, ქართლში, კახეთსა და მესხეთ-ჯავა­
ხეთში. საერთო გავრცელების არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე
და შუა აზიას, ირანს.

Alyssum tortuosum Willd.


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
5-30 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. მონაცრისფრო-მოლეგოა, ღერო ძირთან გახევე­
ბულია, დაკლაკნილი, წამოწეული ან სწორი. ფოთლები
მოგრძოუკუოვალურია ან ვიწრო ელიფსურხაზური, შებუ­
სულია ვარსკვლავისებური ბეწვებით. ყვავილედი ფარი­
სებურისაგველაა, დატოტვილი. გვირგვინის ფურცლები
ოქროსფერ – ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება მშრალ
ფერდობებზე, კირქვიანებზე, ქვიან და ქვიშნარ ადგი­
ლებში, მთის ქვედა და შუა სარტყლებში. გავრცელებულია
ქართლსა და მესხეთ – ჯავახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ-ა­
ღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას.
124

Arabis caucasica Willd. – კავკასიური


არაბულა
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
10-35 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, მრავალრიცხოვანი ღეროებითა და მიწისზედა უნა­
ყოფო მხოხავი ყლორტებით. მთელი მცენარე დაფარულია
თეთრი, ქეჩისებური, დატოტვილი, ვარსკვლავისებური ბე­
წვებით. ღეროსეული ფოთლები მოგრძოკვერცხისებურია.
გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვ.ნაყ. III-VII. იზრდება
კლდეებზე მთის შუა და ზედა სარტყლებში. გავრცელე­
ბულია აფხაზეთში, ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და მესხე­
თ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ჩრდი­
ლო-დასავლეთ აფრიკას, ირანს.

Barbarea brachycarpa subsp. minor (K.Koch)


Parolly & Eren = Barbarea minor K.Koch
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
5-35 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა, თითქმის შიშველი, მარტივი ღეროთი და ოვალური
ან ოვალურ-მოგრძო მთლიანი ფესვთანური ფოთლებით.
ღეროსეული ფოთლები ჩაჭრილია ან ფრთისებურად გა­
ყოფილი. სულ ზედა ფოთლები მთლიანია. ყვ. ნაყ. VI-VII.
იზრდება ზღვის დონიდან 2000-3000 მეტრის ფარგლებში
ტენიან მდელოებსა და ქვიან ადგილებში. გავრცელებუ­
ლია გურიაში, ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას,
ირანსა და სირიას.
126

Cardamine quinquefolia (M.Bieb.) Schmalh.=


Dentaria quinquefolia M.Bieb. – ტყის
ბოლოკა
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, დატოტვილი ფე­
სურით. მცენარის სიმაღლე 20-25 სმ-ია. სწორი, მარტივი,
შიშველი, ქვედა ნაწილში – უფოთლო. ფოთლები რგო­
ლურად არის განლაგებული და 5-7 – ფოთოლაკიანია.
ფოთლები მოგრძო ან ხაზურ-ლანცეტაა, დაკბილული, მო­
კლეწამწამიანი კიდეებით. მტევანი მჭიდროა, 6-15 – ყვავი­
ლიანი. გვირგვინის ფურცლები იისფერია, ვარდისფერი ან
მოთეთრო. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება დაჩრდილულ ტყეებში,
მეტწილად – კირქვიან სუბსტრატზე 1500 მ-მდე ზღვის დო­
ნიდან. მთელ საქართველოში ფართოდ არის გავრცელე­
ბული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Descurainia Sophia (L.) Web ex Prnatl-ცის


ბალახი
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
20-80 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, დატოტვილი. ხშირი დატოტვილ ბეწვიანი
შებუსვის გამო – მონაცრისფრო. ფოთლები ორ-სამმაგა­
დაა ფრთისებურად დაყოფილი ხაზურ ან მოგრძო – ხაზურ
მახვილწვერიან ნაკვთებად. მტევნები მრავალყვავილი­
ანია. გვირგვინის ფურცლები ღია ყვითელი ფერისაა. ყვ.
ნაყ.V-IX. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე – გზების
გასწვრივ, დანაგვიანებულ ადგილებსა და ნათესებში.
რუდერალური მცენარეა. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, მთელ ევროპას, ჩრდილო აფრიკას, შუა აზიასა
და ჩრდილო ამერიკას.
128

Draba bryoides DC. – ქუდუნა


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ივითარებს ნახე­
ვარსფეროსებურ ბალიშებს. ფოთლები პატარა ზომისაა,
როზეტად შეკრებილი, მოგრძო, კიდეებზე წამწამებიანი.
საყვავილე ღერძი შიშველია და უფოთლო. ყვავილი
2-6-ია. ჯამის ფოთლები კვერცხისებურია, გვირგვინის
ფურცლები – კაშკაშა ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება
სუბალპურ დ ალპურ სარტყლებში, კლდეებზე, მორენებზე,
მეტ-ნაკლებად ტენიან ადგილებში. ცნობილია თითქმის
მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემია.

Draba supranivalis Rupr.


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
3-7 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, ქმნის მცირე ზომის კორდს. ფოთლები შეკრებილია
საყვავილე ღეროს ძირში, ფორმით ხაზურ-ენისებურია,
კიდეებზე მოკლეწამწამებიანი. საყვავილე ღერძი უფოთ­
ლოა. მტევანი 2-6 – ყვავილიანია. გვირგვინის ფურცლები
7-9 მმ სიგრძისაა, თეთრი, უკუკვერცხისებური, თავზე ამო­
კვეთილი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ღორღიან და კლდო­
ვან ადგილებში, ალპურ სარტყელში 2700-3300 მ-მდე.
საქართველოში გავრცელებულია მთიულეთში, თუშეთში,
ფშავსა და ხევსურეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
130

Erophila verna (L.) DC.


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 2-25 მმ-
მდე. ღერო ზედა ნახევარში შიშველია, ქვედა ნახევარში
– დატოტვილბეწვებიანი, ერთი ან რამდენიმე. ფოთლები
მოგრძოელიფსურია, მჯდომარე, კიდემთლიანი. ყვავი­
ლები შეკრებილია მტევნებად და ნაყოფობისას გრძე­
ლდება. გვირგვინის ფურცლები თეთრი ფერისაა. ყვ.ნაყ.
III-IV. იზრდება მშრალ და რუდერალურ ადგილებში, ვე­
ლებზე, ქვიშნარებზე, ნათესებსა და გზისპირებზე 1800
მ-მდე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მთელ
ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.

Erysimum cuspidatum (M. Bieb.) DC.


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
20-70 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, დაღარული, მარტივია ან ზედა ნაწილში
დატოტვილი, ხეშეში, შეფოთლილი. ფოთლები ოვალუ­
რია, ლანცეტა ან მოგრძოლანცეტა. ყველა ფოთოლი მო­
ნაცრისფროა და შებუსული 3-4-ად გაყოფილი ბეწვებით.
ყვავილედი მტევანია. გვირგვინის ფურცლები ყვითელია,
უკუოვალური. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება ველებზე, მშრალ გო­
რაკებსა და ფერდობებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში.
გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, იმერეთში, ქა­
რთლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
132

Erysimum repandum L.
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსულია მალ­
პიგის ბეწვებით.10-50 სმ-მდე სიმაღლის ღერო მარტო­
ულია. ზედა ნახევარში დატოტვილია, ტოტები ძალიან
არის გაფარჩხული. ფოთლები ვიწროლანცეტაა, კიდე­
ებზე დაკბილული. ყვავილები შეკრებილია მტევნისებურ
ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები ყვითელია, 7-10
მმ-მდე სიგრძის. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება ველებზე, მშრალ,
მოშიშვლებულ ადგილებში, მინდვრებში, გზისპირებსა და
რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია აფხაზეთში,
სამეგრელოში, შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში. გა­
ვრცელების საერთო არეალია კავკასია, ცენტრალური და
სამხრეთ ევროპა, შუა და მცირე აზია, ირანი.

Hesperis matronalis L. – ღამის ია


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
100-120 სმ სიმაღლის ორ ან მრავალწლიანი ბალახო­
ვანი მცენარეა.მოფენილია გრძელი და მოკლე მარტივი
ბეწვებით. სულ ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია და
დაკბილული ან – თითქმის ჩანგისებური; ზედა ფოთლები
ლანცეტა – კვერცხისებური ან ლანცეტაა. ყვავილედი,
ჩევეულებრივ, დატოტვილი მტევანია. გვირგვინის ფურ­
ცლები მოვარდისფრო-სოსანია ან ღია ვარდისფერი. ყვ.
ნაყ.V-VII. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და მინდვრებზე,
მთის ზედა სარტყლამდე. ხშირად ავრცელებენ ბაღებში და
ველურდება. გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
134

Isatis cappadocica subsp. subradiata (Rupr.)


P.H. Davis = Isatis subradiata Rupr. –
მათრახა
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 40-60 სმ-
მდე სიმაღლისაა, დატოტვილი. ფოთლები მთლიანია,
კიდემთლიანი, იშვიათად – კიდეებზე წვრილგაფანტულ­
ბეწვიანი. გვირგვინის ფურცლები ყვითელია, ჭოტაკები –
ფართოელიფსური ან მომრგვალოა.ყვ.ნაყ. V-VI. იზრდება
მშრალ, ქვიან ფერდობებსა და ნაშალებზე მთის ქვედა
სარტყელში. ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოდან.
გავრცელების საერთო არეალია ამიერკავკასია და ირანი.

Lepidium draba L. = Cardaria draba (L.)


Desv.
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
10-55 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა, მოკლე ბეწვით შებუსული, იშვიათად -თითქმის
შიშველი. ღერო სწორად მდგომია, ზედა ნაწილში ფარისე­
ბურად დატოტვილი. ფოთლები მოგრძოუკუკვერცხისებუ­
რია, ელიფსური ან ლანცეტასებური. ყვავილები თეთრია,
ფარისებურ ყვავილედებში შეკრებილი. ყვ. IV-VI, ნაყ. V-VII.
იზრდება მთის ქვედა, იშვიათად – შუა სარტყელში მშრალ
ქვიან ფერდობებზე, გზისპირებზე, მინდვრებსა და რუ­
დერალურ ადგილებში. გავრცელებულია საქართველოს
თითქმის ყველა დაბალმთიან რაიონში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა
და მცირე აზიას, ჩრდილო ამერიკასა და ირანს.
136

Lepidium vesicarium L.
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
20-50 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორად მდგომია, სრულიად შიშველი, მუხლებში
ალაგ – ალაგ ბუშტივით გამობერილი, თითქმის ძირიდა­
ნვე დატოტვილი. შუა და ზედა ფოთლები ფრთისებურად
დაყოფილია ვიწრო ნაკვთებად. ყვავილედი მტევნისე­
ბურია. გვირგვინის ფურცლები თეთრია ან მკრთალი
ყვითელი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მშრალ ფერდობებზე,
დამლაშებულ და რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე,
მიწაყრილებზე – მთის შუა სარტყლამდე. გავრცელებულია
შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელე­
ბის საერთო არეალია კავკასია და ჩრდილო ირანი.

Nasturtium officinale R.Br. – წლის წიწმატი


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
10-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი, შიშველი ბალახოვანი
მცენარეა. ფოთლები ფრთისებურად აქვს განკვეთილი –
2-7 წყვილი მოგრძო, მრგვალკბილა ან ამოკვეთილი გვე­
რდითი ნაკვთებითა და მომრგვალო ან კვერცხისებური,
კიდეტალღოვანი კენწრული ნაკვთით. ყვავილედი ფარი­
სებურია, კენწრული. გვირგვინი თეთრი ფერისაა. ყვ.ნაყ.
V-VIII. იზრდება ტენიან ადგილებში, ჭაობებში, მდორედ
გამდინარე წყლებში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
თითქმის მთელ ევროპას, დასავლეთ აზიას, ჩრდილო აფ­
რიკასა და ჩრდილო ამერიკას.
138

Sisymbrium officinale (L.) Scop. – გონგოლა


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
ერთწლიანი მცენარეა, სიმაღლე – 15-60 სმ, შებუსული.
ღერო სწორია, გაფარჩხულად დატოტვილი. ქვედა
ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, მოგ­
რძო-კვერცხისებური, არათანაბრად დაკბილული. ზედა
ფოთლები შუბისებური ან ისრისებურია. ყვავილედი თა­
ვაკია, გვირგვინი – ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-VIII. იზ­
რდება ნათესებში, დასარევლიანებულ ადგილებში, გზების
გასწვრივ, სარეველა მცენარეა. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო, დასავლეთ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ავსტრალიასა და
ჩრდილო ამერიკას.

Sobolewskia caucasica N.Busch


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
40-70 სმ-მდე სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. წვრილმეჭეჭისებურ-ბეწვებიანია, განსაკუთრე­
ბით ზედა ნაწილში.ღერო მრავალია, აღმავალი, ძირი­
დანვე დატოტვილი. ფოთლები კვერცხისებურ-სამკუთხაა,
კიდეზე ღრმად მრგვალკბილა, შიშველი, გრძელყუნწიანი.
გვირგვინი თეთრია, 4,5 მმ-მდე სიგრძისა. ყვ. ნაყ. VI-VII. იზ­
რდება ჩამონაზვავებზე, ლოდნარებზე, კლდეებზე, რიყნა­
რებზე 900-2200 მ-მდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია
მთიულეთში, ხევსურეთში, ფშავსა და კახეთში. კავკასიის
ენდემური მცენარეა.
140

Thlaspi macrophyllum Hoffm. =


Pachyphragma macrophyllum (Hoffm.)
N.Busch – ხახია
ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
20-40 სმ სიმაღლის სრულიად შიშველი, მრავალწლიანი
ბალახოვანი მცენარეა, ერთი ან რამდენიმე, ძირითადად,
მარტივი ღეროთი.ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, გულის
ან თირკმლის ფორმის, გრძელყუნწიანი. ღეროსეული
ფოთლები კვერცხისებურია. ყვავილის ყუნწები ცერად
არის აღმართული, ნაყოფობისას გრძელდება. გვირ­
გვინი თეთრია. ყვ.ნაყ. IV-VII. იზრდება ტყეებში, ტყის პი­
რას, დამახასიათებელია ტენიანი და მდიდარი ნიადაგით
წარმოდგენილი ტყეებისათვის. ქმნის ტყის ტიპს. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალია კავკასია და მცირე აზია. კავკასიის ეკორეგიონის
ენდემია.

Thlaspi orbiculatum Steven


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
შიშველი ან ფოთლებშებუსული გრძელი წამწამებით.
ღერო მარტივია ან დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები
ყუნწიანია, მოგრძოოვალური, ღეროსეული მჯდომარეა,
მოგრძოლანცეტა. თითქმის ყველა ფოთოლი მეტ-ნაკლე­
ბად დაკბილულია. მტევანი დაყვავილებისას წაგრძელე­
ბულია. გვირგვინის ფურცლები მოგრძოა. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება ზღვის დონიდან 1800 მ-მდე რუდერალურ ადგი­
ლებში, ნათესებსა და ნაჩხატებში. უმეტესად ბიცობი ნიადა­
გებისთვისაა დამახასიათებელი. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, შუა და აღმოსავლეთ აზიას, ირანს.
142

Torularia contortuplicata O.E. Schultz


ოჯახი: Brassicaceae – ჯვაროსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ძირიდანვე გაფა­
რჩხულ – დატოტვილია, ხასიათდება აღმავალი, 5-30 სმ
სიგრძის ტოტებით, შებუსულია დატოტვილი და მარტივი
ბეწვებით. ფოთლები ვიწროელიფსურია, ყუნწიანი, ამო­
კვეთილ -დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანია. გვირ­
გვინის ფურცლები ვარდისფერია, თავამოკვეთილი ან
მომრგვალებული. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება ველებსა და ნა­
ხევარუდაბნოებში თიხნარ, ბიცობ და ქვიან ადგილებში.
გავრცელებულია ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპის ნა­
წილსა და შუა აზიას.

Buxus sempervirens L. = Buxus colchica


Pojark. – კოლხური ბზა
ოჯახი: Buxaceae – ბზისებრნი
2-15 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, დიამეტრი
50 სმ-მდეა. ღერო სწორად მდგომია, ძირიდანვე ხშირი
დატოტვით, ტოტები 4-წახნაგოვანია, ნორჩობაში – შებუ­
სული. ფოთლები მარტივია, ტყავისებური, შიშველი. მო­
რიგეობით ან იშვიათად – მოპირისპირედ განლაგებული.
ფორმით მოგრძოკვერცხისებური ან ლანცეტა, მოკლეყუნ­
წიანი. ფოთლის ფირფიტა 1-3 სმ სიგრძისა და 1 სმ სიგა­
ნისაა, მუქი მწვანე, ქვედა მხარეზე ოდნავ ღია. ნაყოფი 3
რქისებური გამონაზარდით ბოლოვდება. ყვ. II-IV, ნაყ.
VI-IX. იზრდება ქვეტყეში შერეულ და წიწვოვან ტყეებში.
ზოგჯერ ქმნის რაყებს. კარგად ხარობს ქვიან ან ღრმა ნია­
დაგებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ხმელ­
თაშუა ზღვის ქვეყნებს, კავკასიასა და მცირე აზიას. შესუ­
ლია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის
ქვეშ მყოფი სახეობა.
144

Asyneuma campanuloides (M.Bieb. ex Sims)


Bornm.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 40-60 სმ
სიმაღლისაა, სწორად მდგომი, ქვედა ნაწილში სქლად
შეფოთლილი. ქვედა ფოთლები კერცხისებურია, თითქმის
მჯდომარე. კენწრული ფოთლები ლანცეტა ფორმისაა;
ყველა ფოთოლი კიდეებზე მრგვალკბილაა. ყვავილები
შეკრებილია ვიწრო მტევნისებურ-საგველა ყვავილედე­
ბად. გვირგვინი იისფერია და ჯამის კბილებს 3-ჯერ აღე­
მატება. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა, სუბალპურ და
ალპურ სარტყლებში – ტყის სარტყლის ველობებზე, მდე­
ლოებზე, მაღალ ბალახეულობაში, არყნარში, დეკიანში,
კირქვიან ნაშალებზე 700-2700 მ სიმაღლემდე. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის ენდე­
მური მცენარეა.

Campanula alliariifolia Willd. – ბუსკანტურა


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 70 სმ-მდე
სიმაღლისაა, აღმავალი ან სწორია, დატოტვილი ან მა­
რტივი, მოთეთრო ბეწვით შებუსული. ფესვთანური ფოთ­
ლები ფართო სამკუთხაგულისებური ან გულისებურია,
წაწვეტებული ან ბლაგვწვერიანი. ყვავილედი გრძელი,
ცალმხრივი მტევანია. ყვავილები მსხვილია, მოკლეყუნ­
წიანი, მეტ-ნაკლებად თავდახრილი. გვირგვინი თეთრია
და 10-20 მმ სიგრძისა, ძაბრისებურ-ზარისებური ფორ­
მის.ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთისწინებიდან ალპურ სა­
რტყლამდე კლდეებსა და ნაშალებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიასა და ჩრდილო ანატოლიას.
146

Campanula alliariifolia Willd. =Campanula


ochroleuca (Kem.-Nath.)Kem.-Nath.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 80 სმ-
მდე სიმაღლისაა, წამოწეული, მარტივი ან დატოტვილი,
რბილი ბეწვით შებუსული. ფესვთანური ფოთლები ფა­
რთოსამკუთხა-გულისებურია, წაწვეტებული. ღეროსეული
ფოთლები უფრო პატარა ზომისაა, მოკლეყუნწიანი. ყვავი­
ლედი ცალმხრივი მტევანია. გვირგვინი ზარისებურია, 2,5-
3,5 სმ სიგრძის, ღია ყვითელი ფერის, ნაკვთები კვერცხის
ფორმისაა.ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება ტყისა და სუბალპურ სა­
რტყლებში – კლდეებზე, ღორღიან სუბსტრატსა და ნაშა­
ლებზე. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა
რეგიონში. კავკასიის ენდემია.

Campanula collina Sims


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 7-35 სმ სი­
მაღლისაა, აღმავალი, შეფოთლილი, მცირე ყვავილიანი,
შიშველი ან ქვედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ხეშეშბეწვიანი.
ფესვთანური ფოთლები ძირში გულისებურია, მოგრძო­
კვერცხისებური ან მოგრძოლანცეტა ფორმის. ღეროსე­
ული ფოთლები მოგრძო – ლანცეტადან, ლანცეტურამდე.
ყვავილები შეკრებილია ცალმხრივ მტევნისებურ ყვავი­
ლედად, ყვავილი იშვიათად მარტოულია, თავდახრილი,
მოგრძოყუნწიანი. გვირგვინი მილისებურ-ზარისებურია,
მუქი ლურჯი. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება მთის შუა სარტყლი­
დან სუბალპურ და ალპურ სარტყლებამდე – მდელოებზე,
ნაზვავებსა და მშრალ, ღორღიან ფერდობებზე. საქა­
რთველოში გავრცელებულია შიდა ქართლში, სამცხე-ჯა­
ვახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს დაღესტანს, სამხრეთ კავკასი­
ასა და აღმოსავლეთ ანატოლიას.
148

Campanula collina subsp. sphaerocarpa


(Kolak.) Ogan.= Campanula sphaerocarpa
Kolak.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-27 სმ
სიმაღლისაა, ძირიდან რკალისებურად აღმავალია, მა­
რტოულყვავილიანი, ფესვთანური ფოთლები ფორმით მო­
მრგვალოკვერცხისებურია ან ზოგჯერ მოგრძოლანცეტა.
ღეროსეული ფოთლები 3-5-ია, პატარა ზომის, რომელთა­
გან ქვედა მოკლეყუნწიანია, ზედა – თითქმის მჯდომარე,
ფორმით მოგრძოლანცეტადან ხაზურსადგისისებურამდე.
გვირგვინი 20-35 მმ სიგრძისაა, ძაბრისებურ-ზარისებური,
მუქი ლურჯი ფერის.ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ალპურ სა­
რტყელში ღორღიან, კლდოვან ადგილებში. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. საქართველოს
ენდემური მცენარეა.

Campanula collina subsp. sphaerocarpa


(Kolak.) Ogan. = Campanula albovii Kolak.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ შებუსული,
სიმაღლე – 30-60 სმ. ფესვთანური ფოთლები კვერცხისე­
ბურია, მოკლეყუნწიანი, კიდეებზე მრგვალკბილა, სქლად
შებუსული. ღეროსეული ფოთლები პატარაა, მოკლე­
ყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. მტევნები ცალმხრივია,
3-8-ყვავილიანი. ჯამი შიშველია ან შებუსული, ყვავილი
იისფერ-ლურჯია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ტყის ზედა და
ალპურ სარტყლებში კლდეთა ნაპრალებსა და ღორღიან
მდელოებზე. საქართველოში ცნობილია აფხაზეთში, სვა­
ნეთში, სამხრეთ საქართველოსა და ხევში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
ნაწილს. კავკასიის ენდემია.
150

Campanula daghestanica Fomin = Campanula


fedorovii Kharadze
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე
15-40 სმ-ია, ძირიდანვე დატოტვილი. ღეროსეული ქვედა
ფოთლები ლანცეტა ფორმისაა. შუა ფოთლები მჯდომა­
რეა, კიდეებზე მსხვილკბილებიანი. სულ ზედა ფოთლები
პატარაა. ყვავილედი საგველასებურია. გვირგვინი მილი­
სებურ-ზარისებურია. ცისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება
სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – კლდეებსა და მდე­
ლოებზე. საქართველოში გავრცელებულია აღმოსავლეთ
მთიანეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Campanula engurensis Kharadze


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 16-25 სმ
სიმაღლისაა, მრავალი მარტივი, წამოწეული, გაფანტული
ბეწვით მოფენილი. მთელი მცენარე მონაცრისფრო –
მწვანე ფერის. წვრილი, გამჭვირვალე ბეწვით არის შებუ­
სული. ფოთლების ქვედა მხარე ოდნავ ლეგაა, ზედა მხარე
– მწვანე. ფესვთანური ფოთლები ასიმეტრიულია, კვერცხი­
სებურლანცეტა. ღეროსეული ფოთლები კვერცხისებურია.
ყვავილედი მცირე ყვავილიანია, ფარისებურ-მტევნისე­
ბური. გვირგვინი მილისებურ-ზარისებურია, გარეთა მხრი­
დან წვრილი გაფანტულ ბეწვიანი, მუქი ცისფერი. ყვ. ნაყ.
VII-VIII. იზრდება ტყის სარტყელში – დაჩრდილულ კლდე­
ებზე ღრმა ხეობებში. საქართველოში გვხვდება სვანეთში.
საქართველოს ენდემური მცენარეა.
152

Campanula glomerata subsp. oblongifolia


(K.Koch) Fed.= Campanula oblongifolia
(K.Koch) Kharadze – დილხამი
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 100 სმ -მდე
სიმაღლისაა, აღმავალი, მარტივი, მოწითალო ბეწვით შე­
ბუსული. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები
მოგრძოელიფსურია, წაწვეტებული. ფესვთანური ფოთლები
გრძელყუნწიანია, დანარჩენები – მოკლეყუნწიანი, მოგრძო­
კვერცხისებურია, ხერხკბილა. უხეში შებუსვის გამო ფოთლები
ხეშეშია. ყვავილედი მკვრივია და კენწრული. გვირგვინი ზა­
რის ფორმისაა, ცისფერი ან ოდნავ მოიისფრო. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე
ფოთლოვან და ფიჭვნარ ტყეებსა და ბუჩქნარებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.

Campanula glomerata subsp. caucasica


(Trautv.)Ogan.= Campanula trautvetteri
Grossh. ex Fed.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო აღმავა­
ლია, 10-60 სმ სიმაღლის, შიშველი ან მცირედ შებუსული.
ფესვთანური ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური,
გრძელყუნწიანი. ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა,
მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე. სულ ზედა ფოთლები თავა­
კისებურია და ყვავილედის საბურველს ქმნის. ყვავილები
2-4 სმ სიგრძისაა, მუქი იისფერი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე – მდელო­
ებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და მცირე
აზიას.
154

Campanula kachethica Kantsch. – კახეთის


მაჩიტა
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღე­
როები 15 სმ-მდე სიმაღლისაა, წამოწეული ან რკალივით
გადაღუნული. მთელი მცენარე მონაცრისფროა, წვრილი,
ხშირი ბუსუსებით დაფარული. ფოთლები ტყავისებურია,
შებუსული, კიდეზე ტალღისებური, არათანაბრად დაკბი­
ლული. ყუნწი ვიწრო ფრთიანია, ფორმით ფართო, სამკუ­
თხაკვერცხისებურია. ღეროსეული ფოთლები შედარებით
პატარაა, ფართო, მომრგვალოკვერცხისებური. სულ ზედა
ფოთლები კი სამკუთხაკვერცხისებურია. ყვავილები თე­
თრია. ნაკვთები გარედან ხშირბეწვიანია. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება კირქვიან კლდეთა ნაპრალებში. კახეთის ენდე­
მური მცენარეა. ის ცნობილია არწივის ხეობიდან (დედო­
ფლისწყაროს მიდამოები).

Campanula kantschavelii Zagar. –


ყანჩაველის მაჩიტა
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალი
ღერო, აღმავალი, გრძელი, გაფარჩხული, ხშირი და ხე­
შეში მოთეთრო ბეწვით შებუსული. ფოთლები ხშირ და მო­
კლებეწვიანია, კიდეებსა და ძარღვებზე – გრძელბეწვიანი.
ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ფართო­
ნიჩბისებურია, გრძელი, ფრთიანი ყუნწით. ზედა ფოთ­
ლები კვერცხისებურია, მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი.
ყვავილედი ქოლგისებურ-საგველასებურია, მრავალყვა­
ვილიანი. გვირგვინი 12-15 მმ სიგრძისაა, ზარისებურ-მი­
ლისებური, იასამნისფერი, ხახაში და გარედან, ძარღვების
გაყოლებით მოთეთრობეწვიანია.ყვ. ნაყ. V-X. იზრდება
ტყის სარტყელში კლდეების ნაპრალებში. აღწერილია კა­
ხეთიდან (ყვარლის მიდამოები), გასული საუკუნის 30-იან
წლებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთში. საქართველოს ენდემური მცენარეა.
156

Campanula lactiflora M.Bieb. = Gadellia


lactiflora (M.Bieb.) Schulkina – კენკეშა
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 150 სმ-
მდე სიმაღლისაა, მარტივი, აღმავალი, შიშველი ან აქა-იქ
შებუსული. ფოთლები ფართოა, კიდეებზე ორმაგად
დაკბილული და ჯირკვლოვანი. ქვედა ფოთლები კვე­
რცხისებურია ან ელიფსური, ზედა ფოთლები ნახევრად
ღერომხვევია, ზედა მხრიდან შიშველი და ქვედა მხრი­
დან – მცირედ შებუსული. ყვავილედი საგველაა. ყვავილი
დიდი ზომისაა, თეთრი ან ღიაცისფერი.ყვ. ნაყ. VI-IX. იზ­
რდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში ტყის­
პირა მიდამოებში, კლდეებზე, დეკიანებში, სუბალპურ
მაღალ ბალახეულობაში. ზოგჯერ გვხვდება მასიურად. გა­
ვრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე
აზიას, ჩრდილო ირანს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია

Campanula latifolia L. – ალოშა


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 120 სმ-მდე
სიმაღლისაა, სწორი, მარტივი, შიშველი ან შებუსული, წვე­
რამდე შეფოთლილი. ფოთლები კვერცხისებურია, 15 სმ-
მდე სიგრძისა და 7 სმ-მდე სიგანის. ყვავილები ფოთლების
იღლიებშია სათითაოდ ზემოთ აღმართული. ყვავილედი
მტევნისებურია. გვირგვინი დიდია და ფართო, ზარისე­
ბური, ლურჯი – იისფერი.ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა
და სუბალპურ სარტყლებში მდელოებზე, ტყის ველობებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, დასავლეთ და
ცენტრალურ აზიას, მცირე აზიას, თითქმის მთელ ევროპას,
ირანის ჩრდილოეთ ნაწილს.
158

Campanula longistyla Fomin


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
ორწლიანი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო 60 სმ-მდე სიმაღლისაა, წაგრძელებულია, აღ­
მავალი, პირამიდისებური დატოტვით, მთელი მცენარე
გაფანტული, გაკრული, პრიალა ბეწვითაა შებუსული.
ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები კვერცხი­
სებურ – ლანცეტა ან მოგრძოკვერცხისებურია. ზედა ფოთ­
ლები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა. ყველა ფოთოლი
ორივე მხრიდან შებუსულია. ყვავილები კენწრული და იღ­
ლიურია (1-3), მოგრძო ტოტების ბოლოებზე მოთავსებულ
შემოკლებულ ყუნწებზეა შეკრებილი საგველასებურ ყვავი­
ლედებად. გვირგვინი 30 მმ-მდე სიგრძისაა და იისფერი.
ყვ.V-IX. ნაყ. X. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
ტყეებსა და კირქვიანი კლდეების ნაპრალებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია აფხაზეთში. გავრცელების საე­
რთო არეალია კავკასია. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Campanula petrophila Rupr.


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი ფაშარკორდიანი მცენარეა.
შებუსული. ღერო 4-25 სმ სიმაღლისაა, მრავლად აქვს
საყვავილე ყლორტი, წვრილი, წამოწეული, შიშველი,
1-5-ყვავილიანი. ფესვთანური ფოთლები კვერცხისე­
ბური ან უკუკვერცხისებური ფორმის, მკვეთრადაა შევიწ­
როებული ყუნწად, წვერზე 3-5-კბილიანია. ღეროსეული
ფოთლები პატარა ზომისაა და ნიჩბისებური. გვირგვინი ზა­
რისებურია ან მილისებურ-ზარისებური, ღია ცისფერი. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში
კლდეებზე. საქართველოში გავრცელებულია სვანეთში,
რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და
კახეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
160

Campanula rapunculoides L. – მაჩიტა


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-100 სმ
სიმაღლისაა, აღმავალი, მარტივი, იშვიათად დატოტვილი,
ჯაგრისებური ბეწვით მოფენილი. ფესვთანური და ქვედა
ღეროსეული ფოთლები გულისებური-სამკუთხა ან კვე­
რცხისებურია. სულ ზედა ფოთლები ლანცეტაა, კიდეებზე
არათანაბრად ხერხკბილა. ყვავილედი გრძელია, ცალ­
მხრივად მტევნისებური. ყვავილები მოკლეყუნწიანია და
მუქი იისფერი ან ლურჯი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება დაბლო­
ბიდან სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე, ღორღიან
სუბსტრატზე. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ჩრდილო და ცენტრალურ ევროპას, და­
სავლეთ ციმბირს, მცირე აზიას, ირანის ჩრდილოეთ ნა­
წილს, ჩრდილო ამერიკას.

Campanula rapunculoides L. = Campanula


grossheimii Kharadze.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50-120
სმ სიმაღლისაა, აღმავალი, მარტივი ან დატოტვილი,
შიშველი ან გაფანტულბეწვიანი. ფესვთანური და ღეროსე­
ული ფოთლები სამკუთხაკვერცხისებურია, ძირთან ოდნავ
გულისებური ან მობლაგვო. ზედა ფოთლები კვერცხი­
სებურ – ლანცეტაა ან ხაზურლანცეტა. ყველა ფოთლის
ზედა მხარე მოკლედ მიტკეცილბეწვიანია. ყვავილედი
მტევნისებურია, ყვავილები – 8 მმ-მდე სიგრძის ყუნწით.
გვირგვინი ფართოძაბრისებურია, მუქი იისფერი. ყვ. ნაყ.
VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში –
მდელოებზე, ბუჩქნარებში და რიყეზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში, ძირითადად კი – აღმოსავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.
162

Campanula sarmatica Ker Gawl.


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მსხვილია,
თითქმის ძირიდან დატოტვილი, გაფანტულბეწვიანი, მრა­
ვალყვავილიანი. მთელი მცენარე წვრილი, მოთეთრო და
გრძელი, ჯაგრისებური ბეწვით არის შებუსული. ფესვთა­
ნური და ღეროსეული ფოთლები კვერცხისებურმოგრძოა,
ძირთან თითქმის გულისებური ან სოლისებური, მოკლე­
ყუნწიანი. ზედა ფოთლები ლანცეტა ფორმისაა. ყველა
ფოთოლი ორივე მხრიდან ხშირი, წვრილი ბეწვითაა მო­
ფენილი. ყვავილები ფართო, მტევნის მსგავს ყვავილე­
დადაა შეკრებილი. გვირგვინი მუქი ცისფერია, შიშველი
ან ძარღვების გაყოლებით – ბეწვიანი. ყვ. ნაყ. VII-VIII.
იზრდება ტყის სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე
კლდოვან და ქვიან ადგილებში. საქართველოში გავრცე­
ლებულია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
კავკასიის ენდემური მცენარეა.

Campanula sarmatica subsp. calcarea


(Albov) Ogan. = Campanula calcarea (Albov)
Kharadze
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 80
სმ. მცენარე შებუსულია მოთეთრო ბეწვით. ღერო ერთი
ან რამდენიმეა, მსხვილი, მარტივი. ფესვთანური ფოთ­
ლები მოგრძოა, ელიფსურიდან კვერცხისებურამდე, კი­
დეზე არათანაბრად ხერხისებურად დაკბილული. ძირთან
– გულისებური, ღეროსეული შუა ფოთლები კვერცხივით
მოგრძოა, მჯდომარე. ზედა ყვავილედის ფოთლები ლა­
ნცეტა ან ხაზურია, იშვიათად – კვერცხისებური. ყვავი­
ლედი მტევნისებური საგველაა. ყვავილები მჯდომარეა,
თეთრი ფერის. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ტყისა და ალპურ
სარტყელში ღორღიან და ქვიან ფერდობებზე, კირქვია­
ნებზე. საქართველოში გვხვდება დიდი კავკასიონის ქედის
გაყოლებაზე, საკმაოდ იშვიათია. საქართველოს ენდე­
მური მცენარეა.
164

Campanula saxifraga subsp. aucheri (A.DC.)


Ogan. = Campanula aucheri A.DC.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 7-16 სმ
სიმაღლის, მარტოულყვავილიანია, აღმავალი, გაფა­
ნტულბეწვიანი, მურა ფერის ქერცლებით დაფარული.
ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ხაზურია ან ხა­
ზურლანცეტა ფორმის. თავაკი მრავალი, გვირგვინი მუქი
მოიისფრო – ლურჯი ფერისაა, გაფანტული მიტკეცილი
ბეწვით ან შიშველია, ზარისებური ფორმის და ჯამის ნაკ­
ვთებს 3-4-ჯერ აღემატება. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ალპურ
სარტყელში კლდეებსა და ნაშალებზე. საქართველოში გა­
ვრცელებულია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში,
შიდა ქართლში, მთიულეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში.
კავკასიის ენდემური მცენარეა.

Campanula sibirica subsp. Hohenackeri


(Fisch. & C.A.Mey.) Damboldt = Campanula
Hohenackeri Fisch. & C.A.Mey.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
ერთ ან ორწლიანი მცენარეა. ღერო 40 სმ-მდე სიმაღლი­
საა, უხვად დატოტვილი. დატოტვილია ყვავილედიც.
გვირგვინი პატარაა და მკრთალი ცისფერი. სხვა მაჩიტე­
ბისგან საკმაოდ განსხვავდება თავისი ჰაბიტუსით. ყვ. ნაყ.
VI-VII. იზრდება მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე
მშრალ, ღია ფერდობებზე, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე აზიას, ირანის ჩრდი­
ლოეთ ნაწილს.
166

Campanula sibirica subsp. hohenackeri


(Fisch. &C.A.Mey.) Damboldt = Campanula
charadzae Grossh.
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-35 სმ
სიმაღლისაა, აღმავალი ან წამოწეული, ზედა ნაწილში და­
ტოტვილი. ქვედა ფოთლები ფართოოვალურია, ზოგჯერ
ოვალურ-ლანცეტა, გრძელ ყუნწად წაგრძელებული. ღე­
როსეული მოგრძოა, მჯდომარე, სულ ზედა მოგრძოლა­
ნცეტა ფორმის. ყვავილები იისფერია, ოდნავ თავდახრილი
ან სწორად მდგომი. გვირგვინი ძაბრისებურ – ზარისებუ­
რია, 20 მმ-მდე სიგრძის, 1/3-მდე ჩაჭრილი. ყვ. VII-VIII,
ნაყ. IX. იზრდება სუბალპური სარტყლის მდელოებსა და
ღია, ქვიან ადგილებში. საქართველოში გავრცელებულია
კახეთსა და მცხეთა – მთიანეთში, გავრცელების საერთო
არეალია სამხრეთ კავკასია. კავკასიის ენდემური მცენა­
რეა.

Campanula stevenii subsp. beauverdiana


(Fomin) Rech.f. & Schiman-Czeika =
Campanula beauverdiana Fomin
ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ერთია, მა­
რტივი, 10-20 სმ სიმაღლის, აღმავალი, ზედა ნაწილში –
შიშველი. ფოთლები მეტ-ნაკლებად შებუსულია, კიდეებზე
ოდნავ დაკბილული. ფესვთანური ფოთლები კვერცხისე­
ბურია, გრძელყუნწიანი. ღეროსეული ფოთლები, ხაზურ­
ლანცეტა ან ხაზურია, მჯდომარე. ყვავილები მარტოულია
ან 2-3 ერთად. ყვავილი ცისფერია. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება
მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე. საქართველოში გა­
ვრცელებულია ქვემო და შიდა ქართლში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და ახლო
აღმოსავლეთს.
168

Campanula tridentata Schreb. – ქარცხვი


ოჯახი: Campanulaceae – მაჩიტასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები 2-15
სმ სიმაღლისაა, წამოწეული, მარტოულყვავილიანი,
შიშველი. ფესვთანური ფოთლები როზეტს ქმნიან. ფოთ­
ლები უკულანცეტა – ნიჩბისებურია, კიდემთლიანი, ხშირად
– წვერზე მოკვეთილი, კიდეებზე წამწამისებურად შებუ­
სული. ღეროსეული ფოთლები ხაზურლანცეტაა, კიდეებზე
ბეწვიანი. გვირგვინი მუქი ცისფერი ან მოიისფროა. ყვ.
ნაყ. V-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და
მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.

Cannabis sativa L. = Cannabis ruderalis


Janisch. – ჩვეულებრივი კანაფი
ოჯახი: Cannabaceae – კანაფისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 30-150 სმ სიმა­
ღლის, სამწახნაგოვანი, ხაოიანი, ხშირფოთლიანი. ფოთ­
ლები თათისებურ-ლანცეტა ნაკვთებად 5-9 ნაწილად არის
დაყოფილი, კიდეებზე – ხერხკბილა, ღეროს ქვედა ნაწი­
ლში მოპირისპირედ განლაგებული. მამრობითი ყვავი­
ლედი კენწრულია, მტევნისებური, მდედრობითი ყვავილი
თავთავისებურია, ზედა ფოთლების უბეებში განთავსე­
ბული. მამრობითი ყვავილი მოყვითალო-მწვანეა. ნაყოფი
კაკალია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მდინარეთა ნაპირებზე,
ქვიან ადგილებში, აგრეთვე მინდვრებსა და ნათესებში. გა­
ვრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას,
ირანს, შუა აზიას.
170

Celtis australis subsp. caucasica (Willd.)


C.C.Towns. = Celtis caucasica Willd. –
კავკასიური აკაკი
ოჯახი: Cannabaceae – კანაფისებრნი
10 მ-მდე სიმაღლის ხეა, იშვიათად – ბუჩქი. ფოთლები 3-10
სმ სიგრძისაა და 1,5-5 სმ სიგანის, მოყვანილობით – კვე­
რცხისებური ან მოგრძორომბული, ტყავისებური. წვერში
მოკლედ წაწვეტებული, ზემოდან ხაოიანი და უფრო მუქი,
ქვედა მხარე – მოყვითალო, მეტ-ნაკლებად შებუსული, კი­
დეებზე მრგვალხერხკბილა. ნაყოფი სფეროსებურია, მო­
წითალო ან ყვითელი. ყვ. III-IV, ნაყ. IX-X. გვხვდება ქვიან
და კლდოვან ადგილებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ
და სამხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, შუა აზიას, მცირე აზიას,
ირანს.

Humulus lupulus L. – სვია


ოჯახი: Cannabaceae – კანაფისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ხვიარაა,
ოთხწახნაგოვანი, ხაოიანი. ფოთლები ფართოკვერცხი­
სებურია ან მომრგვალო, ძირში გულისებური, მთლიანი
ან 3-5-ნაკვთიანი. მდედრობითი ყვავილის ყვავილსა­
ფარი და თანაყვავილები სიფრიფანაა, ზემოდან მოფე­
ნილია ჯირკვლებით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა
სარტყლამდე ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირე­
ბსა და მდინარეთა ხეობებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
შუა და მცირე აზიას, ჩრდილო ამერიკას.
172

Capparis spinosa L. – ეკლიანი კაპარი


ოჯახი: Capparaceae – კაპარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 1-2 მ სი­
გრძისაა, ნიადაგზე გართხმული ტოტებით, შიშველი ან
ოდნავ შებუსული. ფოთოლი მარტივია, ელიფსური ან
უკუკვერცხისებური, წვერი – ეკლიანი. თანაფოთლები ეკ­
ლებადაა გადაქცეული. გვირგვინის ფურცლები თეთრია
ან ვარდისფერი, 30-45 მმ სიგრძის, ნაყოფი მრავალთე­
სლიანი ჭოტისებური კოლოფია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
დაბლობებზე, ნახევარუდაბნოებსა და ველებზე. გავრცე­
ლებულია ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, შუა აზიას.

Centranthus longiflorus Steven – კლდის


იასამანი
ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავა­
ლია,1 მ-მდე სიმაღლის,შიშველი და ლეგა. ფოთლები
მთლიანია, ლანცეტახაზური ფორმის, ბლაგვწვერიანი, კი­
დემთლიანი, ზედა მხარეზე – მუქი მწვანე, ქვედა მხარეზე
– ღია მწვანე, შიშველი. ღერო და ფოთლები ლეგა ფერის
ნაფიფქით არის დაფარული. ყვავილედი 20-30 სმ სიგრ­
ძისაა, საგველასებური. გვირგვინი მეწამულ-ვარდისფე­
რია. ყვ.V-VII, ნაყ.VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან
სუბალპური სარტყლის ჩათვლით კლდეებსა და ჩამო­
ნაზვავებზე. გავრცელებულია სვანეთში, იმერეთსა და მე­
სხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიასა და მცირე აზიას.
174

Cephalaria gigantea (Ledeb.) Bobrov –


სკიპალო
ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორი, ღა­
რებიანი, შიშველი ან ფოთლებიანად მონაცრისფრო სქ­
ლად შებუსული. ფოთლები დიდი ზომისაა, ფრთისებურად
განკვეთილი, მოგრძოლანცეტა ან მოგრძოოვალური ფო­
რმის, 2-6 წყვილ სეგმენტად. საბურვლის ფოთოლაკები
კვერცხისებურსამკუთხაა. გვირგვინი გოგირდისფერ-ყვი­
თელია. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება მთის ზედა სარტყელში,
ტყისპირა ადგილებში, მდელოებზე, მაღალ ბალახეუ­
ლობის კომპონენტია. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Dipsacus laciniatus L. – გოქშო


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
50-200 სმ სიმაღლის, ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
სწორი, წახნაგოვანი, წიბოებზე ეკლებიანი, ზედა ნაწილში
დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია,
მოგრძო-უკუკვერცხისებური, დაკბილული ან ფრთისებუ­
რად განკვეთილი, ორივე მხარეზე ჯაგრით მოფენილი.
ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, შეზრდილი, მოგრძო
ფორმის, ფრთისებურად დაყოფილია კიდედაკბილულ,
ხაზურ ნაკვთებად. ქვედა მხარე, ძარღვის გაყოლებით,
ეკლებიანია. თავაკები კვერცხისებურია, ყვავილები –
თეთრი ან მკრთალი ლილისფერი. ყვ. ნაყ. VI-VII. სარე­
ველა მცენარეა. იზრდება ტყის ქვედა სარტყლიდან ზედა
სარტყლამდე. გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ
და ცენტრალურ ევროპას, შუა აზიას, სამხრეთ ევროპას,
ირანს.
176

Knautia montana DC.


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 150 სმ-
მდე, დატოტვილი, ერთი ან მრავალი თავაკით. მცენარე
გრძელი ბეწვით არის შებუსული. ფოთლები კვერცხისე­
ბური, ნიჩბისებური ან ლანცეტა, ხორკლიანი ბეწვით და­
ფარული, ქვედა ფოთლები ყუნწად არის წარზიდული,
ზედა ფოთლები – მჯდომარე. ყვავილის ღერძი გრძელი­
ა,ყვავილები ღია ყვითელი ან თითქმის თეთრია. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში მაღალ
ბალახეულობაში, ბუჩქნარებში, მდელოებზე. გავრცელე­
ბულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას და მცირე აზიას.

Linnaea borealis L.
ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები წვრი­
ლია, პატარა ზომის, მიწაზე გართხმული. ფოთლები მოპი­
რისპირედ არის განთავსებული. ფორმით კვერცხისებური
ან ელიფსური, ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, ქვედაზე –
უფრო ღია და შებუსული, კიდემთლიანი ან ზედა ნაწილში
დაკბილული. ფოთლის ყუნწები გრძელია და შებუსული.
გვირგვინი ზარისებურ-ძაბრისებურია, ძირითადად – ღია
ვარდისფერი. ყვ.VI-VIII, ნაყ.VIII-X. მაღალმთის მცენარეა,
იზრდება დეკიანებსა და არყნარ ტყეებში. საქართველოში
სპორადულად არის გავრცელებული. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ევროპას, ციმ­
ბირსა და ჩრდილოეთ ამერიკას.
178

Lomelosia caucasica (M.Bieb.) Greuter &


Burdet = Scabiosa caucasica M.Bieb. –
ფოლიო
ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 20-60
სმ სიმაღლის, შიშველი ან შებუსული. სწორი, მარტივი ან
სუსტად დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები წაგრძელე­
ბულია, ლანცეტა, მთლიანი, იშვიათად – ფრთისებურად
დანაკვთული. ღეროსეული ფოთლებიც ფრთისებურად
დანაკვთულია; კენწრული სეგმენტი ვიწროლანცეტაა, გვე­
რდითები კი – ხაზური. თავაკი თითის ზომისაა. გვირგვი­
ნის ფურცლები კაშკაშა ლურჯია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება
მაღალმთაში, მდელოებზე, ეტანება მშრალ ადგილებს. გა­
ვრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

Lonicera caprifolium L. – ჯიქა


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
4-6 მ სიმაღლის, დატოტვილი ლიანაა. ქერქი რუხი ან
ყვითელია. ნორჩი ყლორტები მკრთალი მწვანეა ან მო­
იისფრო, შიშველი ან შებუსული. ფოთლები ფორმით
კვერცხისებურიდან ელიფსურამდეა. ზედა მხარე მუქი
მწვანეა, შიშველი. ქვედა მხარე კი ლეგა მწვანეა, ოდნავ
შებუსული ან შიშველი. ქვედა ფოთლები მოკლეყუნწია­
ნია, ზედები შეზრდილია ფუძეებით, მომრგვალო ან ფა­
რთოელიფსურ ფირფიტად. ყვავილები ზედა ფოთლების
იღლიებშია განლაგებული 3-10 – ყვავილიან ჩხროებად.
გვირგვინი სურნელოვანია, მოთეთრო ან მოყვითალო,
ზოგჯერ მოვარდისფრო ან წითელი მილით.ყვ.V-VI, ნაყ.
VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას.
180

Lonicera caucasica Pall. – წერწა


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
1,5-3 მ სიმაღლის ბუჩქია. ძველი ტოტები მუქი ნაცრისფე­
რია ან ნაცრისფერი, ნორჩი ტოტები შიშველია. ფოთლები
მოკლეყუნწიანია, ფირფიტა ოვალური, კვერცხისებრი
ან მოგრძოლანცეტა ფორმის, კიდემთლიანი. საყვავილე
ღერძი თითქმის ყველა ფოთლის უბეშია განლაგებული.
თანაყვავილები სადგისისებურია. გვირგვინი მეწამული
ან ვარდისფერ-იისფერია. ყვ. VI-VIII, ნაყ. IX. იზრდება
ტყის შუა, ზედა და სუბალპური სარტყლების არყნარებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანს.

Lonicera iberica M.Bieb. – ცხრატყავა


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
0,5-2 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ბუჩქია, სწორად
მდგომი, მაგარი, გაფარჩხული ტოტებით. ნორჩი ყლო­
რტები ჯირკვლოვანი შებუსვითაა. ფოთლები კვერცხისებუ­
რია ან მომრგვალო-კვერცხისებური. ფოთლის ფირფიტა
ორივე მხარეზე შებუსულია, ზედა მხარეს მუქი მწვანეა,
ქვედა მხარეს ღია. ყვავილები იღლიურია, განლაგებულია
წყვილ-წყვილად. შეფერილობით მოყვითალო – თეთრია.
ყვ.V-VI, ნაყ.VII-X. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ
სარტყლებში – მშრალ, მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში.
გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
მცირე აზიას, ჩრდილოეთ ირანს.
182

Valeriana alpestris Steven – კატაბალახა


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მცენარის სიმაღლე 100 სმ-მდეა. ღერო მარტოულია, მა­
გარი, დაღარული, ხშირად – მოლეგო. ფოთოლი მთლი­
ანია,3-5 წყვილი, მუხლებში შებუსული გრძელყუნწიანი,
კვერცხისებრი ან ელიფსური. კიდეებზე არათანაბრად
ამოკვეთილდაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია
ან რომბისებური. ზედა ფოთლები თითქმის მჯდომარე,
ლანცეტა ან ხაზურია. ყვავილედი თავაკისებური ფარია,
გვირგვინი – მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება სუ­
ბალპურ და ალპურ სარტყლებში, ტენიან ადგილებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას და მცირე
აზიას.

Valeriana officinalis L. – სამკურნალო


კატაბალახა
ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 60-100 სმ-
მდე სიმაღლის, ჩვეულებრივ მარტოული, ღრუიანი,ძირში
დაღარული, მოწითალო-იისფერი, შიშველი. ფოთლები
ფრთისებრ განკვეთილია, შიშველი ან ქვედა მხარეზე
მეტნაკლებად შებუსული. ყვავილედი დიდი ზომისაა, გა­
ფარჩხული, ფარისებურ-საგველასებური. ყვავილები მო­
ვარდისფრო-თეთრია. ყვ. V-VIII, ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის
სარტყელში ტყისპირა ადგილებში, მდელოებზე, ბუჩქნა­
რებში, მდინარეთა და ჭაობების ნაპირებზე. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა და აღმოსავლეთ
აზიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას.
184

Valeriana tiliifolia Troitzk.


ოჯახი: Caprifoliaceae – ცხრატყავასებრნი
ღერო 150 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალა­
ხოვანი მცენარეა. მარტოული, მაგარი, გლუვი, ხში­
რად მოლეგო ფერის, 2-4 წყვილი ფოთლით. ფოთლები
მთლიანია; ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები მო­
მრგვალოთირკმლისებურია, გრძელყუნწიანი, კიდეებზე
არათანაბრად ამოკვეთილ-დაკბილული. ყვავილედი მჭი­
დროა, ფარისებურ-თავაკისებური. გვირგვინი თეთრია,
იშვიათად – მკრთალი ვარდისფერი. ყვ.V-VIII, ნაყ.VII-IX.
იზრდება ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში ტყის­
პირა ადგილებში, წიფლნარი, წიფლნარ-სოჭნარი ტყეების
ველობებზე, ფიჭვნარში, მდინარეთა და ნაკადულების გას­
წვრივ. გავრცელებულია მთელ საქართველოში. კავკასიის
ენდემური მცენარეა.

Agrostemma githago L. – ჭიოტა


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-80 სმ,
მეტ-ნაკლებად შებუსულია გრძელი მატყლისებური ბე­
წვით. ღეროები მარტივია ან ოდნავ დატოტვილი. ფოთ­
ლები გრძელია, ხაზური ან ლანცეტისებურ – ხაზური,
ყვავილები მარტოულია, კენწრული, გვირგვინის ფურ­
ცლები ვარდისფერია ან წითელი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება
უმთავრესად ხორბლის ნათესებში 1600 მ-ის სიმაღლემდე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო და ცენ­
ტრალურ ევროპას, შუა და აღმოსავლეთ აზიას, ირანს.
186

Arenaria serpyllifolia L.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
5-35 სმ სიმაღლის, ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, ძირიდანვე
გაშლილად დატოტვილი, შებუსულია წვრილი ჯირკვალა
ან მარტივი ბეწვით. ფოთლები კვერცხისებურია, წაწვე­
ტებული და შებუსული. ყვავილედი შედგება მრავალყვა­
ვილიანი დიქაზიუმებისაგან, რომლებიც საგველასებურ
ყვავილედად არის შეკრებილი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება
ქვიან ფერდობებზე, ღია ადგილებში, ველებში. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში, როგორც სარეველა.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და აღმოსავლეთ
აზიას, ჩრდილო ამერიკას.

Cerastium arvense L. – მინდვრის


პირთეთრა
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
20 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ძირიდანვე მუხლისებურად აღმავალია,
დატოტვილი. ხასიათდება დამოკლებული, უნაყოფო და
წაგრძელებული საყვავილე ყლორტებით. მთელი მცენარე
შებუსულია ხუჭუჭა და ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთოლი
ლანცეტაა. ყვავილედი მცირეყვავილიანია, ყვავილი თე­
თრია, ფურცლები მესამედ ნაწილამდე ან ზოგჯერ ნახე­
ვრამდე – შუაში ჩაჭრილი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის შუა
სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე. საქა­
რთველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, შუა
და აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო ამერიკას.
188

Cerastium multiflorum C. A. Mey.


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალი,
ძირიდანვე დატოტვილი, მწოლიარე ან წამოწეული
ღერო, შებუსულია ხუჭუჭა, მწოლიარე ბეწვებით. ფოთოლი
კვერცხისებურ-ლანცეტაა ან ლანცეტა, კიდეებზე – ტალღი­
სებური. ყვავილები ქმნიან 3-7-ყვავილიან ყვავილედს. ყვ.
ნაყ: VI-VIII.
იზრდება ღორღიან ჩამონაზვავებზე, რიყნარებსა და მო­
რენებზე, უმთავრესად – სუბალპურ, უფრო იშვიათად
– ალპურ სარტყელში. გავრცელებულია აღმოსავლეთ სა­
ქართველოს მთიან რაიონებში. კავკასიის ენდემური მცე­
ნარეა.

Cerastium ruderale M. Bieb.


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე შე­
ბუსულია მარტივი ან ჯირკვლოვანი ბეწვებით. ღერო აღ­
მავალია, 7-30 სმ სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილი
ან მარტივი. ფოთოლი მოგრძოკვერცხისებურია ან ელიფ­
სური. ყვავილედი კენწრული ქოლგაა. ყვ. ნაყ. IV-V. იზ­
რდება ველებისა და ნახევრად უდაბნოების სარტყელსა
და ტყის სარტყელში ბუჩქნართა შორის. გავრცელებულია
სვანეთში, ქართლში, კახეთში, მთიულეთსა და ხევსუ­
რეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასი­
ასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას.
190

Dianthus armeria L.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
10-15 სმ სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო აღმავალია, მარტივი ან ზედა ნაწილში ცა­
ლმხრივად დატოტვილი, ქვედა ნაწილში – შიშველი, ზედა
ნაწილში გრძელი ბეწვებით შებუსული. ღეროსეული ფოთ­
ლები ხაზურ-ლანცეტაა ან ხაზური, ყვავილები თითქმის
მჯდომარეა, ღეროებისა და ტოტების წვერში ჯგუფებად შე­
კრებილი, იშვიათად ყვავილები მარტოულია. გვირგვინის
ფურცლები მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
ტყის სარტყელში 1500 მ სიმაღლემდე მშრალ ფერდო­
ბებზე, განათებულ ადგილებში, ბუჩქნარში. გავრცელე­
ბულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალია კავკასია და ევროპა.

Dianthus cretaceus Adam. – მიხაკი


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მრავალღე­
როიანი, 30-40 სმ სიმაღლის, აღმავალი, მარტივი ან
დატოტვილი, შიშველი. ფოთლები ხაზურია, შიშველი, კი­
დეებზე ხაოიანი. ზედა ფოთლები ქვედა ფოთლებთან შე­
დარებით უფრო მოკლეა. გვირგვინის ფურცლები თეთრია
და შიშველი. ყვ. ნაყ. VII-VIII. სუბალპური და ალპური ზონე­
ბის მცენარეა. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
192

Dianthus crinitus Sm.


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მრავალღეროი­
ანი. სიმაღლე – 15-40 სმ. ღერო აღმავალია, დატოტვილი,
შიშველი ან ხაოიანი. ფოთლები ვიწროხაზურია, ყვავი­
ლები კენწრულია, თითო-თითო. გვირგვინის ფურცლები
თეთრია ან იშვიათად – ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზ­
რდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე კლდეებზე,
მშრალ და ღორღიან ფერდობებზე. გავრცელებულია ქა­
რთლში, კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიას,
ირანს.

Dianthus cruentus Griseb = Dianthus


calocephalus Boiss.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რამდენიმე აღ­
მავალი, შიშველი ღეროთი, ლეგა, მარტივი, სიმაღლე
– 30-60 სმ. ფოთლები ხაზურია, გრძლად წაწვეტებული,
შიშველი, კიდეებზე ხაოიანი.ყვავილედი კუმსი თავაკია,
მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ფართო-კვერცხი­
სებურია, შებუსული. გვირგვინის ფოთლის ფირფიტა
აგურისფერ-წითელია, წვერზე მსხვილად ამოკვეთილკბი­
ლებიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე მშრალ მდელოებსა და ბუჩქნარებში. გავ­
რცელებულია აფხაზეთში, ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა
და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სა­
მხრეთ კავკასიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და
მცირე აზიას.
194

Dianthus cyri Fisch.& C.A.Mey.


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 12-30 სმ.
ღერო აღმავალია, შიშველი და დატოტვილი, ფოთლები
ხაზურ-ლანცეტაა, შიშველი, 3-ძარღვიანი, კიდეებზე წა­
მწამიანი. წვრილი ტოტების ბოლოებზე თითო-თითო ყვა­
ვილია. ჯამის კბილები ლანცეტაა; თანაყვავილები – 4;
გვირგვინის ფურცლების ფირფიტა სოსანია, წვერში არა­
ღრმად, არათანაბარზომიერად ამოკვეთილკბილებიანი.
ყვ. ნაყ. VI. ნახევარ უდაბნოებისა და ველების მცენარეა.
გვხვდება სამეგრელოში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალია სამხრეთ კავკა­
სია, მცირე აზია, ავღანეთი.

Dianthus imereticus (Rupr.) Schischk. –


იმერეთის მიხაკი
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 30-60
სმ. ღერო მრავალია, მარტივი ან დატოტვილი, შიშველი,
ქვედა ნაწილში – გახევებული. ფოთლები ხაზურლანტე­
ცაა, კიდეებზე ხაოიანი. რამდენიმე ყვავილი ღეროებისა
და ტოტების წვერში კონებადაა შეკრებილი. გვირგვი­
ნის ფურცლები ვარდისფერია, ფართო – უკუკვერცხისე­
ბური. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება კირქვიან კლდეებზე მთის
შუა სარტყელში. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში,
სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში. კავკასიის
ენდემური მცენარეა.
196

Minuartia circassica (Albov) Woronow ex


Grossh.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სქელკორდიანი
ან ფაშარკორდიანი. 5-15 სმ სიგრძის საყვავილე ყლო­
რტები წამოწეულია ან აღმავალი, წვერში ივითარებს 3-5
ან მეტ ყვავილს. უნაყოფო ყლორტების ფოთლები ვიწ­
როხაზურია, შიშველი, კიდეებზე მოკლეწამწამებიანი. ყვა­
ვილები მოთავსებულია ჯამზე მოკლე ჯირკვალა ბეწვიან
ყუნწებზე. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება ღორღიან და კლდოვან
ადგილებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში 2500-3000
მ-ის სიმაღლეზე. გავრცელებულია საქართველოს ყველა
მაღალმთიან რაიონში. გავრცელების საერთო არეალია
კავკასია და მცირე აზია.

Oberna lacera Ikonn. = Silene lacera Sims


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები 15-30
სმ სიმაღლისაა, წამოწეული ან გართხმული. ქვედა ფოთ­
ლები კვერცხისებურია, გრძელ ყუნწად წარზიდული. ზედა
ფოთლები ლანცეტაა. ყვავილები წაგრძელებულ ყუნ­
წებზეა განთავსებული. გვირგვინის ფურცლები თეთრია.
ფირფიტა დაყოფილია ფოჩებად და თანაგვირგვინი ხა­
ზურ-ლანცეტა ნაკვთებად. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყის
ზედა და სუბალპური სარტყლების რიყნარებზე, ნაშალებსა
და ჩამონაზვავებზე. ცნობილია რაჭაში, ხევსურეთსა და
თუშეთში. გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში. კავკა­
სიის ენდემია.
198

Petrorhagia prolifera (L.)P.W.Ball& Heywood


= Kohlrauschia prolifera (L.) Kunth
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-15
სმ. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი.
ფოთლები ხაზურია, მახვილწვერიანი, კიდეებზე ხაოიანი.
ღეროებისა და ტოტების წვერში ქმნის თავაკისებურ ყვა­
ვილედს. გვირგვინის ფურცლები მოწითალო-მწვანეა. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ზღვის
სანაპირო ქვიშებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, ქა­
რთლში, კახეთსა და მესხეთ – ჯავახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამ­
ხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Silene compacta Fisch. – ლამაზა


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხასიათდება
მარტივი ან, იშვიათად, ზედა ნაწილში დატოტვილი 20-70
სმ სიმაღლის ღეროთი. ქვედა ფოთლები ნიჩბისებურია,
ღეროსეული – კვერცხისებურლანცეტა, მჯდომარე, ღე­
რომხვევი. ყვავილედი კენწრულია, თავაკისებური ან ფა­
რისებური. ყვავილი კაშკაშა მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე,
ტყის პირას, ღორღიან ადგილებში, რიყნარებზე. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალია კავკასია, სამხრეთ ევროპა და მცირე აზია.
200

Silene conica L.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული, ღერო­
ები მარტივია, ზოგჯერ დატოტვილი. მცენარის სიმაღლე
35 სმ-მდეა. ღეროსეული ფოთლები მოგრძონიჩბისებუ­
რია და ადრევე ხმება. ღეროსეული ფოთლები ხაზურია
ან ვიწროლანცეტა. ყვავილები მარტოულია ან ჯგუფური,
იღლიური. ჯამი გამობერილია, გვირგვინი -ვარდისფერი.
ფირფიტა ¼ – ზეა ჩაჭრილი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე გა­
ვრცელებულია მშრალ ფერდობებზე, გზისპირებზე, ქვიშ­
ნარებზე. საქართველოს ფარგლებში ცნობილია აჭარაში,
შიდა და ქვემო ქართლში, კახეთსა და მესხეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, შუა და მცირე აზიას.

Silene vulgaris (Moench) Garcke – ჭყიპანტა


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
სიმაღლე – 30-80 სმ, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ხასიათდება აღმავალი, ზედა ნაწილში დატოტვილი
ღეროებით. ფოთლები უკუკვერცხისებურია, მოგრძოე­
ლიფსური, ღეროს ზედა ნაწილში ნახევრად ღერომხვევია.
ყვავილები შეკრებილია ქოლგისებურ ყვავილედებად.
გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება
სუბალპურ სარტყელში მაღალბალახიან და ნაირბალა­
ხიან მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ყირიმს, შუა და მცირე აზიას, ირანს.
202

Stellaria holostea L.
ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 40
სმ-მდე. ღერო წამოწეულია, ზედა ნაწილში დატოტვილი.
თითქმის მთელი მცენარე შებუსულია წვრილი კონუსური
და მჯდომარე ბეწვებით. ფოთლები ვიწროსამკუთხა ფო­
რმისაა. ყვავილები შეკრებილია მცირეყვავილიან მეჩხერ
ნახევარქოლგად. გვირგვინის ფურცლები თეთრია, თით­
ქმის ნახევრამდე ორად არის გაყოფილი. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება 2000 მ სიმაღლემდე მდელოებზე, ბუჩქნარებს
შორის. გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, დასავლეთ
ციმბირს.

Stellaria media (L.) Vill.


ოჯახი: Caryophyllaceae – მიხაკისებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე –
10-35 სმ, ღია მწვანე ფერის. ღერო სუსტია, მწოლიარე
ან წამოწეული. ქვედა ფოთლები მომრგვალოკვერცხი­
სებურია, ფოთლის ფირფიტა ზოგჯერ შიშველია, ზოგჯერ
თეთრმეჭეჭიანი, ფუძეში წამწამებით. ყვავილები შეკრები­
ლია ნახევარქოლგად. გვირგვინის ფურცლები თეთრია,
ღრმად ორად გაყოფილი. ყვ. ნაყ. III-IX. იზრდება ტენიან
ადგილებში. როგორც სარეველა, გვხვდება ბოსტნებში,
რუდერალურ ადგილებში, აზოტით მდიდარ ნიადაგებზე.
დამახასიათებელია ღია ცენოზებისთვის. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე და შუა აზიას, ჩრდილო ამერიკას.
204

Helianthemum nummularium (L.) Mill. –


მზეყვავილა
ოჯახი: Cistaceae – საკმელასებრნი
10-40 სმ სიმაღლის ნახევრად ბუჩქია,. დატოტვილი,
სწორად მდგომი, წამოწეული, იშვიათად – გართხმული
ღეროებით, შებუსული. ფოთლები ხაზურლანცეტა ან მო­
მრგვალოკვერცხისებურია, ზემოდან -მწვანე, ქვემოდან –
მონაცრისფრო-ქეჩისებური. ყვავილედი წაგრძელებული
ან დამოკლებული 3-10-ყვავილიანი ხვეულია. გვირგვინის
ფურცლები ნარინჯისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზ­
რდება ტყის სარტყელში მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ვე­
ლობებზე, ბუჩქნარებში, ფრიგანისებურ მცენარეულობაში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.

Euonymus europaeus L. – ევროპული


ჭანჭყატი, კიდობანა
ოჯახი: Clastraceae – ჭანჭყატასებრნი
2-5 მ სიმაღლის ბუჩქებია, ტოტები 4-წახნაგოვანია, იშვი­
ათად – ცილინდრული, შიშველი, წახნაგები კორპიანია.
ფოთლები მუქი მწვანეა, მოკლეყუნწიანი, ელიფსურიდან
ფართოუკუკვერცხისებური ფორმის. კიდედაკბილული,
ზედა – მხარე შიშველი, ქვედა მხარე – შიშველი ან მცირედ
შებუსული. ყვავილედი ფარისებური საგველაა, 3-7-ყვა­
ვილიანი. გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-მომწვა­
ნო-მოთეთროა. ნაყოფზე არილუსი ნარინჯისფერია. ყვ.
IV-V, ნაყ. VII-X. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში,
ჭალებში, ნაკაფ ტყეებში. ხშირად სარეველა მცენარეა.
ცნობილია მთელ საქართველოში. საერთო გავრცელე­
ბის არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.
206

Euonymus verrucosus Scop. – მეჭეჭებიანი


ჭანჭყატი
ოჯახი: Clastraceae – ჭანჭყატასებრნი
1-2 მ სიმაღლის ბუჩქებია. ტოტები ცილინდრულია და
მოფენილია მოშავო, მოწითალო ან მონაცრისფრო მე­
ჭეჭებით. ფოთლები ელიფსურია, კიდეზე – ხერხკბილა,
შიშველი ან ქვედა მხარეზე მცირედ შებუსული. ყვავილედი
3-9-ყვავილიანი ფარია. გვირგვინის ფურცლები მოწითა­
ლო-მურა ფერისაა. არილუსი კაშკაშა წითელია. ყვ.V-VI,
ნაყ. VII-IX. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის. გა­
ვრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას.

Euonymus latifolius (L.) Mill. –


განიერფოთლიანი ჭანჭყატი, ტაბლაყურა
ოჯახი: Clastraceae – ჭანჭყატასებრნი
1-3 მ სიმაღლის ბუჩქია, დატოტვილი. ტოტები შიშველია,
ცილინდრული, ფოთლები დიდი ზომისაა, ტყავისებური,
მუქი მწვანე. ქვედა მხარე ღია ფერისაა, ელიფსური ან
კვერცხისებური, კიდეები – ხერხკბილა. გვირგვინის ფურ­
ცლები მომწვანოა. არილუსი მონარინჯისფროა. ყვ.IV-V,
ნაყ. VII-IX. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ხეობებში,
მეტწილად 700 მ-დან 2300 მ-მდე. ცნობილია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას და ჩრდილო
ირანს.
208

Parnassia palustris L. – პარნასურა


ოჯახი: Clastraceae – ჭანჭყატასებრნი
10-40 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მარტოულია, სწორად მდგომი. ფოთლები რო­
ზეტულია, გრძელყუნწიანი, მომრგვალო-კვერცხისებური,
კიდემთლიანი. ღეროსეული ფოთოლი ერთია და გულის
ფორმის, ღერომხვევი. გვირგვინი მოთეთრო ფერისაა. ყვ,
ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტე­
ნიან ადგილებში, მდინარეებისა და რუების გაყოლებით.
საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. ბო­
რეალური სახეობაა.

Colchicum speciosum Steven – უცუნა


ოჯახი: Colchicaceae – უცუნასებრნი
მრავალწლოიანი, ტუბერ-ბოლქვიანი მცენარეა, სიმაღლე
– 20-60 სმ. ყვავილი ერთია იშვიათად – სამი. ყვავილსაფ­
რის გადანაღუნის სეგმენტები ღია ვარდისფერი ან მუქი ია­
სამნისფერია. ფორმით მოგრძოელიფსური ან ოვალური.
ყვ. ნაყ. X-VII. მცენარე იზრდება ტყის ზედა სარტყლიდან
სუბალპურ სარტყლამდე, ტყისპირებსა და მდელოებზე,
ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის
ეკორეგიონს და მისი ენდემია.
210

Merendera trigyna Woronow – ენძელა


ოჯახი: Colchicaceae – უცუნასებრნი
8-12 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ფოთოლი – 3-4, ყვავილობისას ვაგინას აღემატება,
შიშველი, ხასხასა მწვანე,ბოლოვდება მოწითალო წვე­
ტით. ყვავილები – 1-5, თეთრიდან მუქ იასამნისფრამდე,
ზარისებური ფორმის. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება მთისწინები­
დან მთის ზედა სარტყლამდე მშრალ ველებსა და ფერდო­
ბებზე. საქართველოში გავრცელებულია აღმოსავლეთ და
სამხრეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს თითქმის მთელ კავკასიას, ჩრდილო აღმოსავლეთ
მცირე აზიას და რჩდილო – დასავლეთ ირანს.

Achillea biserrata M.Bieb. – ტყის


ფარსმანდუკი
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია,
სწორი, სიმაღლე – 30-100 სმ, მთელი მცენარე შიშველია
ან თხლად შებუსული, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ხა­
ზურ-ლანცეტა ფორმისაა, წაწვეტებული, ორმაგ-ბასრხე­
რხკბილა. ყვავილედი კალათია, რომლებიც ფარისებურ
ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავილები თეთრია. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტყე­
ებში, ტყისპირებსა და ველობებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიასა და მცირე აზიას.
212

Achillea filipendulina Lam. – ფარსმანდუკი


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია,
30-100 სმ სიმაღლის, მიტკეცილი ბეწვით მოფენილი,
შეფოთლილი. ფოთლები მოხაზულობით მოგრძოლა­
ნცეტაა, ერთმაგფრთისებურად განკვეთილი ლანცეტა ან
მოგრძოლანცეტა სეგმენტებად. ყვავილები შეკრებილია
რთულ ფარისებურ ყვავილედებად. ყვავილები ყვითე­
ლია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სა­
რტყლამდე – ტყისპირა ადგილებში, მშრალ ფერდობებზე,
რიყნარზე, წყაროებისა და ნაკადულების პირას. გავრცე­
ლებულია ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე და შუა აზიას,
ირანს, ერაყს.

Amberboa glauca (Puschk. ex Willd.)Muss.


Puschk. ex Grossh.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე –
20-50 სმ. მარტივი ან ძირიდანვე დატოტვილი, ლეგა.
ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა. მთლიანი ან
ფრთისებურჩანგისებრ განკვეთილი. ყვავილები დიდი ზო­
მისაა ძაბრისებური, კიდედანაკვთული, მოვარდისფრო.
ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში
– მშრალ თიხნარ ფერდობებსა და ხევებში. გავრცელებუ­
ლია ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
214

Ambrosia artemisiifolia L. –
ავშანფოთლიანი ამბროზია
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 20-
120 სმ სიმაღლის, მარტივი ან ზედა ნაწილში საგველა­
სებურად დატოტვილი, მიტკეცილი ჯაგრისებური ბეწვით
მოფენილი. ქვედა ფოთლები ორმაგფრთისებურად დაყო­
ფილი, ზედა ფოთლები თითოეულ მხარეზე 2-3 მოგრძო
ან ხაზურლანცეტანაკვთებიანი. კალათები თავთავისე­
ბურ ყვავილედებშია შეკრებილი. ყვავილები ღია ყვითე­
ლია. ყვ. ნაყ. VIII-IX. იზრდება მთის ქვედა, ზოგჯერ შუა
სარტყელში რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე, მი­
ტოვებულ მიწებზე. აბეზარა სარეველა მცენარეა. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, ცენტრალურ და
ჩრდილო ამერიკას.

Anthemis candidissima Willd.ex Spreng. –


კამანია
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ვერცხლისფრად
შებუსული, ღერო – 5-15 სმ-მდე სიმაღლის, იშვიათად –
მარტივი, უფრო ხშირად ფესვის ყელიდანვე დატოტვილი.
ფოთლები მოყვანილობით მოკლეკვერცხისებურია, ორ­
ჯერ ან სამჯერ ფრთისებურად დანაკვთული. კალათები
– მატყლის მსგავსი შებუსვით. ენისებური ყვავილები
თეთრია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა და შუა სა­
რტყლებში – მშრალ ქვიან ფერდობებზე და ნახევარუდა­
ბნოებში, არიდულ ტყეებში. გავრცელებულია მესხეთში,
ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
216

Arctium lappa L. – ოროვანდი


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 100-180 სმ სი­
მაღლისაა, დატოტვილი. ფოთლები ფართოა ან თითქმის
მომრგვალოკვერცხისებური, შიშველი ან ოდნავ შებუ­
სული. კალათები 3 სმ დიამეტრისაა. საბურველი თითქმის
შიშველია. საბურვლის ფოთოლაკები მწვანეა, სადგისისე­
ბური. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებში, ბუჩქნარებსა
და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, შუა და აღმოსავლეთ აზიას,
ჩრდილო ამერიკას.

Artemisia vulgaris L. – ავშანი, მამულა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 50-
150 სმ სიმაღლის, სწორი, შიშველი ან გაფანტული ბე­
წვით შებუსული. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, დანარჩენი
– მჯდომარე, ღრმადაა ფრთისებურად განკვეთილი ან
დაყოფილი ფართო ან ვიწროლანცეტა ნაკვთებად. კა­
ლათები მრავალრიცხოვანია, შეკრებილია გრძელ, მჭი­
დრო მტევნებად და საგველასებურ ყვავილედს ქმნის.
გვირგვინი მოწითალო-მომურო ფერისაა. ყვ. ნაყ. VIII-X.
იზრდება ზღვის სანაპიროდან მთის ზედა სარტყლამდე –
ტყისპირებში, ბუჩქნარებში და მდინარეების გაყოლებით.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას,
მცირე და შუა აზიას, ირანს, ჩრდილო აფრიკას.
218

Aster alpinus L. – ალპური ასტრა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოუ­
ლია, კენწრული კალათით. ფესვთანური და ღეროსეული
ფოთლები ნიჩბისებურია, ბლაგვი და კიდემთლიანი.ზედა
ფოთლები მჯდომარეა. კალათა 3-5 სმ – მდე დიამეტრი­
საა. საბურველი ნახევრად სფეროსებურია. მილის მსგავსი
ყვავილები ყვითელია, განაპირა ყვავილები – მოლუ­
რჯო-იისფერი. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება სუბალპურ და ალ­
პურ სარტყლებში – კლდოვან, ბალახოვან ბიოტოპებზე.
გავრცელებულია საქართველოს ყველა მაღალმთიან
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, აღმოსავლეთა და სამხრეთ ევროპას, ახლო აღმო­
სავლეთს და შუა აზიას.

Aster amellus subsp. ibericus (Steven)


V.E.Avet. = Aster ibericus Steven ex M.
Bieb. – იბერიული ასტრა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 20-80
სმ სიმაღლის, ერთი ან რამდენიმეა, დატოტვილი ან მა­
რტივი. მთელი მცენარე მონაცრისფრო ბუსუსებითაა მო­
ფენილი. ფოთლები სამძარღვიანია, ლანცეტა. კალათები
ფარისებურ ყვავილედად არის შეკრებილი. საბურველი
მომწვანო-ნაცრისფერია, ზოგჯერ ოდნავ მოწითალო. ყვ.
ნაყ. VIII-IX. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სა­
რტყლამდე – მშრალ ფერდობებზე, ქვიან ეკოტოპებზე,
ბუჩქნარში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა
და მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
220

Bellis perennis L. – ზიზილა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო -5-20 სმ-
მდე სიმაღლის. ფოთლები ფესვთანურ როზეტადაა შე­
კრებილი, უკუკვერცხისებური ან მოგრძონიჩბისებური,
კიდეებზე – წვრილხერხკბილა, შებუსული. საყვავილე
ღერო მარტოული კალათით ბოლოვდება. ყვავილები
სუსტად შებუსული მილითაა, თეთრი ფერის ან ვარდის­
ფერი წვეტით. მილისებური ყვავილები ყვითელია. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე – ზღვისპირა ზო­
ლში და მთისწინებზე, ფართოდ გავრცელებული მცენარეა.
გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ საქართვე­
ლოში, ასევე ქართლსა და თრიალეთში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე და შუა
აზიას, ჩრდილო ამერიკასა და აფრიკას.

Carduus acanthoides L. – ეკლიანი ნარშავი


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-120 სმ
სიმაღლის, დაღარული, გვერდებზე ეკლიანი ფრთებით.
მცენარე მოფენილია მრავალი გრძელი, ყვითელი ეკ­
ლით. ფოთლები მწვანეა, მოხაზულობით – ლანცეტა ან
ხაზურლანცეტა, ღრმად ფრთისებურადაა დაყოფილი. კა­
ლათები მარტოულია ან რამდენიმე ერთად. ყვავილები მე­
წამული ან ხორცისფერ-წითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყელში მინდვრებზე, რუდერალურ
ადგილებში. გავრცელებულია აჭარაში, ქართლსა და მთი­
ულეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
222

Carduus crispus Guirão ex Nyman – ხვიარა


ნარშავი
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო -60-100 სმ სი­
მაღლის, დატოტვილია, შებუსულია აბლაბუდისებური ან
გაბნეული, მოკლე ბეწვით. ფოთლები მოგრძო ლანცეტაა
ან თითქმის ელიფსური, არაღრმად ამოკვეთილ-დაყო­
ფილი. კალათები ღეროების კენწეროებსა და ტოტებზე
ჯგუფურად არის განლაგებული. საბურველი მოფენილია
აბლაბუდისებური ბეწვით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის
შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩ­
ქნარებში, მეზოფილურ ადგილებში როგორც – სარეველა
მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ევროპას, მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ აზიას.

Carduus nutans L. – ჩვეულებრივი


ნარშავი
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-100 სმ
სიმაღლის, მარტივია ან დატოტვილი, მაგარი, ეკლი­
ანფრთიანი, ქვედა ნაწილში შიშველი, ზედა ნაწილში ქეჩი­
სებური ბეწვით მოფენილი. ფოთლები მოგრძო – ლანცეტა
ფორმისაა, ამოკვეთილ-ფრთისებურად დაყოფილი, კი­
დეებზე ეკლიანი. კალათები ღეროსა და ტოტების კენწე­
როებზეა მარტოულად განლაგებული. ყვავილები იისფერ
– მეწამულია. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება დაბლობებში, მთის
ქვედა და შუა სარტყლებში – ნათესებში, მდელოებზე, რუ­
დერალურ ადგილებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს,
ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას.
224

Carlina vulgaris L. – ნარისჯაგა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 15-50 სმ სი­
მაღლის, სწორი, აბლაბუდისებურად შებუსული, ზედა ნა­
წილში დატოტვილი. ფოთლები ტყავისებურია, ჩხვლეტია
კბილებით. ქვედა ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა.
კალათები 2,5 სმ დიამეტრისაა, ყვავილები – მეწამულ-ყვი­
თელია. ყვ.ნაყ. VI-IX. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე –
ტყეებში, მდელოებზე, მშრალ ფერდობებზე, გზისპირებზე
და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Carpesium abrotanoides L. – ოჩოპინტრე


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-80 სმ
სიმაღლის, შეფოთლილი, ზედა ნაწილში წკეპლისებურ
ტოტებიანია, შებუსული. ქვედა ფოთლები ელიფსურია,
ზედა უფრო ვიწროა, მოკლეყუნწიანი; ყველა ფოთოლი
კიდეებზე წვრილ კბილებიანია, თითქმის კიდემთლიანი.
კალათა მრავალია, პატარა ზომის. საბურველი კვერცხი­
სებურია, ყვავილები ყვითელია. ყვ. ნაყ. VII-X. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყლებში -ტყისპირა ადგილებში,
ბუჩქნარებში, ბაღებში, გზისპირებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე და აღმოსავლეთ აზიას.
226

Carthamus lanatus L. – ალისარჩული


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 1 მ
– მდე. მონაცრისფრო – მწვანე და მცენარის წვერზე აბლა­
ბუდისებური შებუსვით. ღერო სწორია, მაგარი, მარტივი
ან ზედა ნაწილში დატოტვილი, ფესვთანური ფოთლები
ჩანგისებურია, ბასრკბილა. ღეროსეული ფოთლები ტყა­
ვისებურია, ლანცეტასებური, წვერზე ეკლით, კედლებზე
ეკლიანი სეგმენტებით. ყვავილები მკრთალი ყვითელია.
ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში
-ქვიშნარ და რუდერალულ ადგილებში, გზისპირებზე, ნა­
თესებში, საძოვრებზე. სპორადულად გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ
აზიასა და ჩრდილო აფრიკას.

Centaurea diffusa Lam.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 15-50
სმ სიმაღლის, სწორი, წიბოებიანი, ძირში ძლიერ გაფა­
რჩხულად დატოტვილი, მკრთალი მწვანე ფერის. ფესვთა­
ნური ფოთლები ორმაგფრთისებურად განკვეთილი, ზედა
ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორმისაა. ყველა ფოთოლი
თითქმის ნაცრისფერ-ქეჩისებურია. კალათები მარტოუ­
ლია. ყვავილები, ვიწროცილინდრული თანაყვავილებით,
ყვავილები მოთეთრო ან ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში, მთისწინებზე,
მშრალ ეკოტოპებზე, სტეპებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას,
მცირე აზიას.
228

Centaurea iberica Trevir. Ex Spreng. –


ნარცეცხლა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია, 20-60
სმ სიმაღლის, მონაცრისფრო-მწვანე, გაფარჩხულად და­
ტოტვილი, ხაოიანი ბეწვით მოფენილი. ფესვთანური და
ღეროსეული ფოთლები ფრთისებურად არის განკვეთილი,
ხაზურ-ლანცეტა ფორმისაა. კალათები საშუალო ზომისაა,
კვერცხის ფორმის, მარტოული. ყვავილები ვარდისფე­
რ-მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ V-X. იზრდება მთის ზედა
სარტყლამდე მშრალ ქვიან ფერდობებზე, გზისპირებზე და
მთის სტეპებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე და
შუა აზიას.

Centaurea macrocephala Muss.Puschk.


ex Willd. = Grossheimia macrocephala
(Muss. Puschk. ex Willd.) Sosn. &Takht. –
ხახვისთავა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო -60-100 სმ
სიმაღლის, სწორი, მსხვილი, მარტივი ან დატოტვილი,
თხლად შებუსული ხუჭუჭა ბეწვით. ქვედა ფოთლები ფა­
რთო-ლანცეტა ფორმისაა, ყუნწად წარზიდული. ღეროსე­
ული ფოთლები მჯდომარეა. ყველა ფოთოლი კიდეებზე
ამოღრღნილ – დაკბილულია. კალათები სფეროსებურ-კო­
ნუსურია, კენწრული,მარტოული, კალათის ძირში ღერო
გამსხვილებულია. ყვავილედი კაშკაშა ყვითელი ან მოყვი­
თალო – ყავისფერია. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის ზედა
და სუბალპურ სარტყლებში – მდელოებზე, მაღალბალა­
ხეულობაში. საქართველოში გვხვდება სპორადულად. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
მცირე აზიასა და ირანს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
230

Centaurea salicifolia M.Bieb. – წითელი


ღიღილო
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
50-100 სმ სიმაღლის, ოდნავ დატოტვილი, მოკლე, ხორკ­
ლიანი ბეწვით მოფენილი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა
ან ლანცეტა ფორმისაა, ღია მწვანე ფერის. ქვედა ფოთ­
ლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. კალათები მოგრძო-კ­
ვერცხისებურია. ყვავილები ვარდისფერ-მეწამულია. ყვ.
ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან მთის შუა სა­
რტყლამდე მუხნარ-წიფლნარ ტყეში, ბუჩქნარებში, ტყისპი­
რებსა და სუბალპურ მდელოებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიასა და მცირე აზიას.

Centaurea solstitialis L. – ეკალცოცხი


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 30-100
სმ სიმაღლის, ღარებიანი,ზედა ნაწილში დატოტვილია
ზემოთ აშვერილი ტოტებით, მონაცრისფრო, ქეჩისებური
შებუსვით. ფესვთანური ფოთლები ჩანგისებურია, მოგრძო
ფორმის, კენწრული ფოთოლაკი უფრო დიდი ზომისაა, ვი­
დრე გვერდითები. ღეროსეული ქვედა ფოთლები ხაზურია,
კიდემთლიანი ან დაკბილული. საბურვლის ფოთოლაკები
ეკლიანია, ყვავილები ყვითელი ფერისაა. განაპირა ყვა­
ვილები თითქმის არ არის გადიდებული. ყვ. ნაყ. VI-IX.
იზრდება ველებისა და ფრიგანისეული მცენარეულობის
ზონაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, აღმო­
სავლეთ აზიასა და ჩრდილო ამერიკას.
232

Cichorium intybus L. – ვარდკაჭაჭა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 40-125 სმ
– მდე სიმაღლის, დაკუთხულ-დაღარული, გაფარჩხულად
დატოტვილი, მოლეგო-მწვანე ფერის. ფოთლები მოგ­
რძოლანცეტა ფორმისაა, ფრთისებურად განკვეთილი.
კიდემთლიანი ან დაკბილული. კალათები ტოტების კენ­
წეროებზე მარტოულია, კენწრული ფოთლების იღლიებში
კი ჯგუფად განწყობილი. ყვავილები ცისფერია, იშვიათად
-თეთრი. ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება მთის შუა სარტყლამდე
მინდვრებში, გზისპირებზე, ნათესებსა და რუდერალურ
ადგილებში, ბაღებსა და ველობებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალია
კავკასია, ევროპა, შუა და მცირე აზია, ირანი.

Cirsium echinus (M.Bieb.) Hand.-Mazz. –


ნარი
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 40-60 სმ სიმა­
ღლისაა. ზედა ნაწილში დატოტვილი, ღეროები დაღა­
რულია და უხვად შებუსული აბლაბუდისებური ბეწვით.
ფესვთანური და ქვედა ფოთლები მოყვანილობით ხაზუ­
რია, ფრთისებურად დანაკვთული სამკუთხა ნაკვთებით.
კიდეებზე ხშირი წამწამისებური ეკლებითაა შემოსილი.
ზემოდან შიშველია, ქვემოდან – შებუსული, ღერომხვევი.
ზედა ფოთლები პატარაა, ხაზურლანცეტა. კალათა მრავა­
ლია, კენწრული ან იღლიური. ყვავილები მოთეთრო-მოვა­
რდისფროა. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება მთის შუა სარტყელში
მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, გზისპირებზე. საქართვე­
ლოში გვხვდება ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.
234

Cladochaeta candissima (M.Bieb.) DC.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია
ან წამოწეული, ხშირფოთლიანი, თეთრი, ფიფქისებური
შებუსვით. ქვედა ნაწილში – დატოტვილი, ფოთლები
ოდნავ გასქელებულია, მჯდომარე. ქვედა ფოთლები მო­
კლენიჩბისებურია, ზედა ფოთლები – ხაზური. კალათა
ცილინდრულია, 15-20 – ყვავილიანი, შეკრებილია ხშირ
ნახევარქოლგებში ან ტოტების ბოლოებში ფარისებურ
ყვავილედებად. საბურველიც და ყვავილებიც ყვითელია.
ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე რიყეებზე
და ქვიშნარებში. საქართველოში გვხვდება კახეთში, სა­
მეგრელოში, ქართლში, ფშავსა და ხევში.კავკასიის ენდე­
მური მცენარეა. გვარი Cladochaeta -კავკასიის ენდემური
გვარია.

Cota tinctoria (L.) J.Gay = Anthemis


saguramica Sosn.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ჩვეულებრივ, მო­
ნაცრისფრო შებუსვით. ღერო -სწორი, 40-70 სმ სიმაღლის,
დაკუთხულ-დაზოლილი, შუა ნაწილიდან ან უფრო მაღლი­
დან დატოტვილი. ღეროსეული შუა ფოთლები მჯდომა­
რეა, უკუკვერცხისებური, ფრთის მსგავსად განკვეთილი.
კალათები განლაგებულია ძალიან გრძელ და შიშველ
ღერძებზე. ენისებური ყვავილები ოქროსფერია. ყვ. ნაყ.
VI-IX. იზრდება მთის შუა სარტყელში ტყისპირებსა და ბუჩ­
ქნარებში. გავრცელებულია ქართლსა და მთიულეთში.
აღწერილია საგურამოს ქედიდან. საქართველოს ენდემია.
236

Cyanus cheiranthifolius (Willd.) Sojak =


Centaurea cheiranthifolia Willd.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 10-45 სმ
სიმაღლის, ქეჩისებურად შებუსული. ფოთლები ფრთისე­
ბურად განკვეთილია მომრგვალებულწვერიან მოგრძო
ნაკვთებად. უფრო იშვიათად ფოთლები არის კიდემთლი­
ანი, ხაზური ან ლანცეტა ფორმის.კალათები 20-25 მმ დი­
ამეტრისაა. გარეთა ყვავილები დიდი ზომისაა, მოთეთრო
-მოყვითალო, ზოგჯერ ლურჯი ან მეწამული ფერის.ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების ტე­
ნიან და ღორღიან მდელოებზე. საქართველოში გავრცე­
ლებულია სპორადულად ყველგან. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.

Cyanus segetum Hill = Centaurea cyanus L.


– რუსული ღიღილო
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია,10-80
სმ სიმაღლის, აბლაბუდისებური ბეწვით მოფენილი, ძი­
რიდანვე დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები ყუნწიანია,
უკუკვერცხისებურ-ლანცეტა ფორმის, წაწვეტებული. კალა­
თები საშუალო ზომისაა, მარტოული. განაპირა ყვავილები
ლურჯია, შიგნით – იისფერი.ყვ. ნაყ. V-X. იზრდება და­
ბლობებზე, მინდვრებსა და ქვიან მდელოებზე. ცნობილია
აფხაზეთსა და იმერეთში, აგრეთვე თითქმის მთელ აღმო­
სავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიას.
238

Cyanus triumfettii (All.) Dostál ex Á.Löve &


D.Löve= Centaurea triumfettii All.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო ახოვანია,
30 – 60 სმ სიმაღლის, მარტივი, ზევით აშვერილი ტოტე­
ბით, მომწვანო ან იშვიათად – მონაცრისფრო (მიტკეცილი
შებუსვის გამო). ფოთლები ხაზურლანცეტა ფორმისაა,
მჯდომარე. კალათები მარტოულია. ყვავილები ლურჯია,
უფრო იშვიათად – მეწამული ან თეთრი ფერის. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების მდელო­
ებზე, კლდეებზე, ტყისპირა ადგილებში. გავრცელებულია
თრიალეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალია სამხრეთ კავკასია და მცირე
აზია.

Dolichorrhiza caucasica (M.Bieb.) Galushko


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-60 სმ
სიმაღლისაა, შეფოთლილი. ფოთლები სქელია, ქვედა
ფოთლები თირკმლისებურ-მომრგვალოა, შუა ფოთლები
ძლიერ ვარირებს, ფორმისა და ზომის მიხედვით. სულ
ზედა ფოთლები კიდემთლიანია, ლანცეტადან ვიწრო ხა­
ზურამდე. კალათა, ჩვეულებრივ – 1-2, იშვიათად – 5-6.
სუსტად შებუსული ყვავილები კაშკაშა ნარინჯისფერ-ყვი­
თელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ალპური და სუბალპური
სარტყლების ტენიან ხევებსა და კლდეთა ნაპრალებში,
მდელოებზე, არყნარში, დეკიანში. გავრცელებულია თით­
ქმის მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემური მცენა­
რეა.
240

Dolichorrhiza renifolia (C.A.Mey.) Galushko


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-40 სმ
სიმაღლისაა, შეფოთლილი. ფოთლები თხელია, მო­
მრგვალოთირკმლისებური, კიდეებზე დაკბილული. შუა
ფოთლები არ არის მრავალი, რამდენადმე დაპატარა­
ვებულია და მოკლეყუნწიანი. ზედა ფოთლები ხაზური
ფორმისაა, ქერქლისებური. კალათები დიდი ზომისაა, მა­
რტოული ან იშვიათად 2-4 ერთად. ყვავილები ყვითელია.
ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ალპურ სარტყელში დაჩრდილულ,
ტენიან ადგილებში, კლდეთა ნაპრალებში, არყნარში. გა­
ვრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის
ენდემური მცენარეა.

Echinops sphaerocephalus L. –
თავკომბალა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 0,5-1,5 მ
სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილი, ღარებიან-წიბო­
ებიანი,შეფოთლილი, აბლაბუდისებური და ჯირკვლოვანი
ბეწვით შებუსული. ფოთლები თხელია ან ტყავისებური,
მწვანე. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთის მსგავსად გა­
ნკვეთილი, კიდეეკლიანი. ღეროსეული ფოთლები მჯდო­
მარეა, ზედა ფოთლები დაკნინებული. კალათა მრავალია,
ტოტების კენწეროებზე 3-4 სმ დიამეტრის, სფეროსმსგავს
თავაკებად შეკრებილი. მღვრიე ცისფერი ან ცისფერი. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება მშრალ, ბალახიან ფერდობებზე,
ტყისპირებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე და შუა აზიას.
242

Erigeron alpinus L.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავალი,
6-25 სმ სიმაღლის, შებუსულია უკან გადახრილი, გაფა­
რჩხული ბეწვით. ღეროსეული ქვედა ფოთლები მოგ­
რძონიჩბისებურია, საკმაოდ გრძელყუნწიანი. დანარჩენი
ფოთლები ხაზურია, თითქმის ღერომხვევი. კალათები,
ჩვეულებრივ, მარტოულია, იშვიათად – 3-5. ყვავილები ვა­
რდისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ალპურ სარტყელში
მდელოებზე. გავრცელებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ჩრდილოეთ, სამხრეთ – დასავლეთ ევროპას.

Erigeron canadensis L. = Conyza canadensis


(L.) Cronquist -ცხენიკუდა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-150 სმ სი­
მაღლისაა, სწორად მდგომი, ჩვეულებრივ, ზედა ნაწილში
დატოტვილი, შეფოთლილი, დაფარულია მარტივი, გაფ­
შეკილი ბეწვით. ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა, მჯდომარე.
ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფართოდ დაკბილული. ყვავი­
ლედი შედარებით ვიწრო საგველაა. კალათები მრავალ­
რიცხოვანია, ყვავილები – თეთრი. ყვ. ნაყ. VI-XI. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყლების რუდერალურ ადგილებში,
ნათესების მახლობლად, მდელოებზე და ტყეში, მდინარე­
ებსა და ტბებთან, გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
ევროპას, შუა აზიას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო და სა­
მხრეთ ამერიკას, ავსტრალიას.
244

Erigeron caucasicus Steven


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 10-45 სმ
სიმაღლის, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი,
მოფენილია ხშირი და გრძელი, მარტივი ბეწვით. ფოთ­
ლები კვერცხის ფორმისაა ან მოგრძოკვერცხისებური,
თითქმის ღერომხვევი. კალათები შეკრებილია ფარისმს­
გავს ყვავილედად ან მარტოულია. საბურვლის ფოთოლა­
კები მუქია, ხშირად – მოწითალო. მილისებური ყვავილები
ყვითელია, ენისებური კი კაშკაშა ვარდისფერი, 1,5 – ჯერ
გრძელია საბურველზე. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ალპური
და სუბალპური სარტყლების მდელოებზე, მორენებზე,
ღორღიან ფერდობებსა და კლდეებზე. გავრცელებულია
საქართველოს ყველა მაღალმთიან რაიონში; კავკასიასა
და მცირე აზიაში.

Erigeron caucasicus subsp. venustus


(Botsch.) Grierson = Erigeron venustus
Botsch.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოუ­
ლია, 3,5-30 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, შებუსულია
ხშირი და უხეში მრავალუჯრედიანი ბეწვით. ფესვთა­
ნური ფოთლები ნიჩბისებურია, ღეროსეული ფოთლები
კიდემთლიანია. ქვედა ღეროსეული ფოთლები მოკლე­
ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. კალათა 1-3 ია, 15 მმ-მდე
სიგანისაა, მოთავსებული ღეროს წვერზე. ენისებური ყვა­
ვილები კაშკაშა ვარდისფერია, მილისებური ყვავილები –
ყვითელი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ
მდელოებზე, კლდეებზე, ღორღებზე 2600-3500 მ-მდე. გა­
ვრცელებულია საქართველოს ყველა მაღალმთიან რაი­
ონში. გავრცელების საერთო არეალია კავკასია და მცირე
აზია.
246

Eupatorium cannabinum L. – ვარდკანაფა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 50-120 სმ
სიმაღლის, სწორი ან წვერზე დატოტვილი, სუსტად დაღა­
რული, ზოგჯერ მონაცრისფრო-ვარდისფერი. ფოთლები
მოკლეყუნწიანია, მოპირისპირე, 3-5-ად დაყოფილი.
ფოთოლაკები ლანცეტაა. კალათები 5-6 ყვავილიანია,
შეკრებილია მჭიდრო, ფარისებურ-საგველა კენწრულ ყვა­
ვილედებად. ყვავილები მოვარდისფროა, ძაბრისებური.
ყვ. ნაყ. VI-XII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
ტენიან ადგილებში, მდინარეთა და წყაროების ნაპირებზე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ, აღმოსავლეთ და ჩრდილო ევროპას, შუა და მცირე
აზიას, ჩრდილო აფრიკას.

Filago arvensis L. – ნაცარა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 5-30
სმ სიმაღლის, რამდენადმე გაფარჩხულად და საგველა­
სებურად დატოტვილი, თეთრი ან მონაცრისფრო, ხშირი
მატყლისებური ბეწვით შებუსული. ფოთლები მჯდომარეა,
პატარა ზომის, ლანცეტა ან ხაზური ფორმის. კალათები –
2-7, შეკრებილია თავაკის მსგავს ყვავილედებად ტოტების
ბოლოებში ან ფოთლის იღლიებში. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყლებში – მშრალ ფერდობებზე,
რუდერალურ ადგილებში, ნათესებში, როგორც სარე­
ველა. გავრცელებულია ქართლსა და აჭარაში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.
248

Galinsoga parviflora Cav.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან მცირედ
შებუსული. ღერო სწორად მდგომია, 10-100 სმ, ჩვეულებ­
რივ, დატოტვილი. ფოთლები მოპირისპირეა, კვერცხი­
სებური ფორმის, კიდეებზე წვრილად დაკბილული.
ყვავილედი პატარა ზომის კალათია. ენისებური ყვავილები
თეთრია, მილისებური ყვავილები – ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-
X. იზრდება რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე, ნათე­
სებში, ტყისპირებში. ამერიკიდან შემოტანილი მცენარეა.
საქართველოში ცნობილია სპორადულად. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ აზიას,
სამხრეთ ამერიკას.

Hieracium x auriculoides Láng – ხარნუყა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 50 სმ-
მდე სიმაღლის, შეფოთლილი მიწისზედა მხოხავი ყლო­
რტებით, ჩვეულებრივ, ჯაგრისა და ვარსკვლავის მსგავსი
შებუსვით. ღერო დატოტვილია მხოლოდ წვერთან,ღერო­
სეული ფოთლები – 2-6, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა ფო­
რმისაა, დაფარულია მწვანე ან მოყვითალო-მომწვანო,
ნაფიფქით. ყვავილები შეკრებილია 7-50 საყვავილე კალა­
თაში, რომლებიც წარმოქმნის საგველა ან ქოლგისებურ-
ფარისებურ ყვავილედს. ყვავილები ყვითელია. ყვ. ნაყ.
V-VIII. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში
– ტყისპირებში, ბალახოვან და ქვიან ფერდობებზე. გა­
ვრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას, ლიბანს,
ირანს.
250

Inula helenium L. – კულმუხო


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – სწორი,
60-250 სმ სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილი, შებუ­
სული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, ელიფსური, 40-50
სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის, ყუნწად შევიწროებული
და არათანაბრად ხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხი­
სებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი
ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხისებუ­
რია, შიგნითა – უფრო ვიწრო, მეწამული არშიით შემო­
ვლებული, ენისებური ყვავილები ოქროსფერ-ყვითელია.
ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა
სარტყლამდე ბუჩქნარებსა და ტყისპირებში. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენ­
ტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას,
ირანს.

Inula magnifica Lipsky – გიგანტური მზიურა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
2 მ-მდე სიმაღლის, წვერისკენ დატოტვილი, ქვედა ნა­
წილში ბეწვით მოფენილი, ზედა ნაწილში ბანჯგვლიანი.
ფოთლები ძალიან დიდი ზომისაა, ღეროსეული ქვედა და
შუა ფოთლები კვერცხისებურია, კიდეებზე ორმაგმსხვი­
ლ-ხერხკბილა. კალათები ცოტაა, გრძელღერძიანი. ენი­
სებური ყვავილები ყვითელი ფერისაა, მოწითალო ფერის
ძარღვებით. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ტყისა და სუბალპურ
სარტყლებში, მაღალ ბალახეულობაში, ტყეებსა და ტყის­
პირა ადგილებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართვე­
ლოსა და მთიულეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
252

Inula orientalis Lam. – აღმოსავლური


მზიურა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
20-50 სმ სიმაღლის, მეტწილად მარტივი, ქვედა ნაწილში
სუსტად შებუსული, ზედა ნაწილში მოფენილია გრძელი,
ხშირი ბეწვით. ქვედა ფოთლები მოგრძონიჩბისებურია,
ზედა ფოთლები ელიფსურია, ნახევრად ღერომხვევი.
ყველა ფოთოლი მჯდომარეა, ორივე მხარეზე მიტკე­
ცილი, რბილი ბეწვით შებუსული. კალათები მარტოულია.
ენისებური ყვავილები კაშკაშა ყვითელი ფერისაა. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში
– მდელოებზე, კლდეებსა და ღორღიან ფერდობებზე,
ფიჭვნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასი­
ასა და მცირე აზიას.

Jacobaea aquatica (Hill) “G.Gaertn., B.Mey.


& Scherb.” =Senecio aquaticus Hill –
თავყვითელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილია, 40-80
სმ სიმაღლის, ძალიან გაბნეული აბლაბუდისებური ბეწვით
შემოსილი ან შიშველი. ღეროსეული ქვედა ფოთლები
მოკლეყუნწიანია, ფირფიტა ჩანგისებურად არის დაყო­
ფილი, ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათა მრავალია,
ნახევარსფეროსებური. ენისებური ყვავილები ყვითელია.
ყვ. ნაყ. VII-X. იზრდება ზღვის სანაპირო ზოლსა და მთის
ქვედა სარტყელში ტენიან და რუდერალურ ადგილებში.
გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიასა და
აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპას, მცირე აზიას.
254

Jurinea blanda (M.Bieb.) C.A.Mey.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტო­
ულია, 30-60 სმ სიმაღლის, ზოგჯერ ძირში დატოტვილი.
ფესვთანური ფოთლები მთლიანია, წაგრძელებულნიჩბი­
სებური ან ლანცეტა ფორმის. ყველა ფოთოლი ზედა მხა­
რეზე მომწვანოა, იშვიათად – მატყლისებური შებუსვით.
კალათები მარტოულია, ძალიან გრძელ საყვავილე
ღერძზე განლაგებული. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლე­
ბის მშრალ, განათებულ, ღორღიან და ქვიან ეკოტოპებზე,
ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Jurinea moschus subsp. pinnatisecta


(Boiss.) Greuter =Jurinella subacaulis
(Fisch. &C.A.Mey.) Iljin
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღეროა ან ღერო
იშვიათად 1-2 სმ სიმაღლისაა, მოფენილია ძველი ფოთ­
ლების ბოჭკოებით. ფოთლები ფესვთანურ როზეტადაა
შეკრებილი, მრავალრიცხოვანია, ფრთისებურად ღრმად
განკვეთილი. ზედა მხარე მწვანეა, შიშველი, ქვედა მხარე
– ქეჩისებური ბეწვით მოფენილი. კალათები 5 სმ სიგა­
ნისაა, მარტოული ან რამდენიმე ერთად. გვირგვინი ღია
მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ალპური და
სუბნივალური სარტყლების ჩამონაზვავებზე, მორენებზე,
ალპურ ხალებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალია კავკასია და
მცირე აზია.
256

Jurinea squarrosa Fisch.& C.A.Mey =


Jurinella squarrosa (Fisch.&C.A.Mey.) Iljin
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეუფოთ­
ლავია, 10-30 სმ სიმაღლის. ფოთლები ფესვთანურ რო­
ზეტადაა შეკრებილი, ფრთისებურად განკვეთილი ვიწრო,
ხაზური ფორმის კიდემთლიან ნაკვთებად, ზედა მხარე
შიშველია, ქვედა მხარე – თეთრი ქეჩის მსგავსი ბეწვით
მოფენილი. კალათები მარტოულია, განლაგებულია
საკმაოდ გრძელ საყვავილე ღერძზე. გვირგვინი მუქი
მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება სუბალპურ
და ალპურ სარტყლებში – უმეტესად კლდეებზე, ქვიან,
ღორღიან ფერდობებზე, ნაშალებზე, ნაზვავებზე. გავრცე­
ლებულია ქართლში, თრიალეთსა და ჯავახეთში. ამიერკა­
ვკასიის ენდემური მცენარეა.

Kemulariella caucasica (Willd.) Tamansch. –


კავკასიური კემულარიელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია,
50-60 სმ-მდე სიმაღლის, მეტ-ნაკლებად წახნაგოვანი, შე­
ფოთლილი, დაფარული გრძელი, რთული ბეწვით, ფოთ­
ლები 5-9 სმ სიგრძისაა, მჯდომარე. ღეროსეული ქვედა
ფოთლები ფართოლანცეტაა. ყველა ფოთოლი ფუძესთან
3 ნათელი ძარღვითაა, მეტ-ნაკლებად ხვეული ბეწვით შე­
ბუსული. კალათა მარტოულია, 3-4,5 სმ დიამეტრის. მი­
ლისებური ყვავილები ყვითელია, ენისებური ყვავილები
კი ვარდისფერია ან ალისფერი. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება
სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე, დეკი­
ანში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში,
ასევე კავკასიასა და მცირე აზიაში.
258

Lactuca racemosa Willd.= Cicerbita


racemosa (Willd.)Beauverd
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-80 სმ
სიმაღლისაა, სწორი, წვრილი, ლეგა, სუსტად დაღარული,
შიშველი, მარტივი ან შუა ნაწილში სუსტად დატოტვილი.
ფოთლები შიშველია, ლეგა, მთლიანი, მოგრძო ან უკუკვე­
რცხისებური. კალათები მცირეა, ფორმით ცილინდრული,
20-ყვავილიანი, შეკრებილია მოკლე ფარისებურ, შიშველ­
ტოტებიან საგველად. ყვავილები ლაჟვარდისფერ-ლუ­
რჯია ან მუქი ლურჯი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ზედა
და სუბალპურ სარტყლებში, წიფლნარ-სოჭნარ, ფიჭვნარ
და არყნარ ტყეებში, დეკიანში, სუბალპურ მდელოებზე,
ქვიან და ღორღიან ეკოტოპებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში, ასევე – კავკასიაში, მცირე აზიასა და ირა­
ნში.

Lactuca serriola L. – ღორის ქადუნა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 30-100
სმ სიმაღლის, ოდნავ ღარებიანი, დატოტვილი, შიშველი
ან ქვედა ნაწილში გაფარჩხულბეწვიანი. ფოთლები ღე­
როზე განლაგებულია მზიან მხარეს. ქვედა ფოთლები
ამოკვეთილ – ფრთისებურად არის დანაკვთული, შუა
თითქმის მთლიანია, კვერცხისებურ-ლანცეტა ფორმის.
კალათები შეკრებილია ფართოსაგველა ყვავილედებად.
ყველა ყვავილი ენისებურია და ყვითელი ფერის, ყვ. VI-
VII, ნაყ.VIII-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე, ბოსტნებში, მდი­
ნარეების პირას, მდელოებსა და ბუჩქნარებში. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას, ირანს, ჩრდილო აფრიკას.
260

Lapsana communis subsp. grandiflora


(M.Bieb.) P.D.Sell = Lapsana grandiflora
M.Bieb. – ფუჩფუჩა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია
ან დატოტვილი, 30-100 სმ სიმაღლის, შიშველი ან მარტივი
ბეწვით შებუსული. ქვედა ფოთლები ჩანგისებურია, ყუნწი­
ანი, ამოკვეთილ-დაკბილული, შუა ფოთლები მჯდომარეა,
კვერცხისებური. ზედა – ლანცეტაა ან ხაზურლანცეტა ფო­
რმის. კალათები შეკრებილია ფარისებურ ან ფარისებურ –
საგველა ყვავილედში. ყვავილები ოქროსფერ-ყვითელია.
ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში –
ტყეებში, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებსა და მდელო­
ებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამ­
ხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Leucanthemum vulgare (Vaill.) Lam. –


მინდვრის გვირილა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია,
20-60 სმ სიმაღლის, წიბოებიან-ღარებიანი, მარტოული
ან რამდენიმე კალათით. შიშველი ან სუსტად შებუსული.
ქვედა ფოთლები ყუნწიანია, უკუკვერცხისებურ-სოლისე­
ბური, ღეროსეული ფოთლები მოგრძოლანცეტაა ზედა
ფოთლები მჯდომარეა. კალათები 10-15 მმ დიამეტრისაა.
ენისებური ყვავილები თეთრია, მილისებური – ყვითელი.
ყვ. ნაყ. IV-XII. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე – მდელო­
ებზე, გვხვდება ნათესებში, როგორც სარეველა. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ევრო­
პას, შუა აზიას.
262

Matricaria matricarioides (Less.) Porter –


გვირილა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ,ღერო – 5-45 სმ სი­
მაღლის, შიშველი, ზედა ნაწილში დატოტვილი, უხვად
შეფოთლილი. ფოთლები ორმაგფრთისებურად განკ­
ვეთილი, ხაზურლანცეტა ნაკვთებად. კალათები მოკლე
ყუნწებზე სხედან, საბურვლის ფოთოლაკები ოვალურია
ან კვერცხის ფორმის. კალათები ჰომოგამურია. ყველა
ყვავილი მილისებურია, მომწვანო – ყვითელი ფერის. ყვ.
ნაყ. VII-IX. იზრდება მდელოებზე, ბაღებში, მდინარეთა ნა­
პირებზე, რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე. შემოტა­
ნილი მცენარეა. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლსა
და მთიულეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას, შუა და
აღმოსავლეთ აზიას, სამხრეთ ამერიკას.

Otanthus maritimus (L.) Hoffmanns. & Link


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
20-30 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი მრავალღეროიანი
ბალახოვანი მცენარეა. მსხვილი და ხშირფოთლიანია,
მარტივი ან ზედა ნაწილში დატოტვილი, ხშირი, ქეჩისე­
ბური, ხავერდოვანი შებუსვით. ფოთლები ლანცეტაა ან
მოგრძოლანცეტა, კიდემთლიანი ან მრგვალკბილა. კა­
ლათები ღეროს წვერშია ფარისებურ ყვავილედად შეკრე­
ბილი. ყვ. ნაყ. VII-X. იზრდება ზღვის სანაპირო ქვიშებზე,
უშუალოდ ზღვის მიმოქცევის ზოლში. შემოტანილი მცენა­
რეა. გავრცელებულია აფხაზეთში, გურიასა და აჭარაში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
264

Petasites albus (L.) Gaertn. – ბუერა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე
ღერო შეფოთლილია კვერცხის ან ლანცეტას ფორმის
მიტკეცილი, ქერცლისებური ფოთლებით. ფესვთანური
ფოთლები გრძელყუნწიანია. ფირფიტა მომრგვალო-გუ­
ლისებურია, ზედა მხარე შიშველია ან ხორკლიანი ბეწვით
შემოსილი. ქვედა მხარე ლეგაა სქლად შებუსვის გამო.
ფოთლები კიდეებზე ამოკვეთილმსხვილკბილებიანია.
დაყვავილების შემდეგ ფოთლები დიდ ზომებს აღწევს.
ყვავილები თეთრია ან ოდნავ მოყვითალო. ყვ. ნაყ. IV-VII.
იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე -მდინა­
რეთა ნაპირებზე, ტენიან ადგილებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას.

Pilosella piloselloides subsp. bauhinii (Schult.)


S.Bräut. & Greuter = Hieracium bauhinia
var. fastigiatum (Nägeli & Peter) Zahn
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 15-50 სმ
სიმაღლის, შიშველი ან იშვიათად ჯირკვლოვანი, ზოგჯერ
მარტივი ბეწვით შებუსული. როზეტის ფოთლები ხაზური,
ვიწროელიფსური ან თითქმის ლანცეტაა, მარტივი ბეწვით
შებუსული. ღეროსეული 2-6 ფოთოლი როზეტის ფოთლე­
ბის მსგავსია. ყვავილედი ფაშარია, 3-50 საყვავილე კალა­
თით. ყვავილები ყვითელია, ზოგჯერ წითელზოლიანი ან
მეწამული ზოლით ქვედა მხარეს. ყვ. ნაყ.VI-VIII. იზრდება
მთის შუა და ზედა სარტყლების მშრალ მდელოებსა და
ტყისპირებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიას,
ირანს, ლიბანს.
266

Pojarkovia pojarkovae (Schischk.) Greuter=


Senecio pojarkovae Schischk.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
80-100 სმ სიმაღლის, უხვად შეფოთლილი, ზედა ნაწილში
ფარისებურად დატოტვილი. ფოთლები ლანცეტა ან ვიწ­
როლანცეტა ფორმისაა, ძლიერ წაწვეტებული, კიდეებზე
თანაბრად ამოკვეთილი. კალათა მრავალია, 4-5 – ყვავი­
ლიანი, შეკრებილია რთულ ფარისებურ ყვავილედებად.
ყველა ყვავილი მილისებურია, მოთეთრო, ოთხკბილი­
ანი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ზედა და სუბალპური
სარტყლების მდელოებზე, ტყისპირებში, მდინარისპირა
რიყეებზე. გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ სა­
ქართველოსა და კახეთში. კავკასიონის ენდემური მცენა­
რეა.

Prenanthes petiolata (K. Koch.) Sennikov =


Cicerbita pontica (Boiss.)Grossh.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-50 სმ სი­
მაღლისაა, წვრილი, ქვედა ნაწილში შეფოთლილი, ზედა
ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვით მოფენილი. ფოთლები
პატარა ზომისაა, შუბისებურ-სამკუთხა ან შუბისებურ-კვე­
რცხისებური, კიდეებზე დაკბილული. მცირე რაოდენობის
კალათები შეკრებილია ფარჩხატ საგველად, მოწითურო
ბეწვით შებუსული ტოტებით. ყვავილები ლურჯია. ყვ.VI-
VIII, ნაყ.IX-XI. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, ტენიან,
შერეულფოთლოვან, კოლხურ ტყეებში, ზოგჯერ – მთის
წიფლნარ-სოჭნარ ტყეებში. გავრცელებულია, ძირითა­
დად, დასავლეთ საქართველოსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და
მცირე აზიას.
268

Psephellus dealbatus (Willd.) K.Koch


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-60
სმ სიმაღლის, წამოწეული ან ძირიდანვე რკალივით მო­
ხრილი; მცენარე შებუსულია. ფესვთანური ფოთლები
ორმაგფრთისებურადაა განკვეთილი. სეგმენტებიც და ნა­
კვთებიც ლანცეტაა. ღეროსეული შუა და ზედა ფოთლები
ფრთის მსგავსად არის განკვეთილი, ან ხაზურია. მისი სეგ­
მენტები ვიწროლანცეტაა. კალათები ერთეულია, დიდი
ზომის. ყვავილები მეწამული ფერისაა, გარეთა ყვავილები
ძლიერ გადიდებულია. ყვ.VI-VII, ნაყ.VII-VIII. იზრდება მთის
შუა და ზედა სარტყლებში – მშრალ და ქვიან ადგილებში.
გვხვდება კახეთში, ქართლსა და მესხეთში. გავრცელებუ­
ლია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში.

Scolymus hispanicus L.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-100
სმ-მდე სიმაღლისაა, სწორად მდგომი, თითქმის ძირიდა­
ნვეა ძლიერ დატოტვილი, მრავალეკლიანი. ფოთლები
მოგრძო – ლანცეტაა, უხეში, მკვეთრად გამოსახული და­
ძარღვით. კალათები მჯდომარეა, განლაგებულია ღერო­
სეული შუა და ზედა ფოთლების იღლიებში. ყვავილები
ყვითელია. ყვ. ნაყ.VI-X. იზრდება ზღვისპირა ქვიშნარებზე,
იშვიათი მცენარეა. გავრცელებულია აფხაზეთსა და სამე­
გრელოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო აფრიკას.
270

Scorzonera czerepanovii Kuth. –


ფამფარულა, კევის ბალახი
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-22 სმ
სიმაღლისაა, სქლად მატყლისებურად შებუსული. ღეროს
ძირში თავმოყრილი ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორ­
მისაა, კალათები – დიდი ზომის, 2-2,5 სმ დიამეტრის, მა­
რტოული, ღეროს კენწეროზე განწყობილი. ენისებური
ყვავილები ლიმონისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. III-VI. იზ­
რდება მშრალსა და კლდოვან ადგილებში, ველებსა და
ნახევარუდაბნოებში. გავრცელებულია ქვემო ქართლსა
და კახეთში, ასევე – კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში.

Senecio leucanthemifolius subsp. caucasicus


(DC.) Greuter =Senecio sosnovskyi Sofieva
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 5-25 სმ
სიმაღლის, ჩვეულებრივ, ძირიდანვე დატოტვილია, გაბნე­
ული აბლაბუდისებური შებუსვით ან შიშველი. ფოთლები
ხაზური ფორმისაა, ამოკვეთილ-ფრთისებურად დაყო­
ფილი. კალათები პატარა ზომისაა, შეკრებილია ფარჩხატ
– ფარისებურ ყვავილედებად. ენისებური ყვავილები
ოქროსფერ-ყვითელია და საბურველს აღემატება. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება ალპურ სარტყელში 1800-3700 მ-მდე – ჩა­
მონაზვავებზე, მორენებზე, მდელოებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემური მცე­
ნარეა.
272

Senecio leucanthemifolius subsp. vernalis


(Waldst. & Kit.) Greuter = Senecio
vernalis Waldst. & Kit. – გაზაფხულის
თავყვითელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აბლაბუდისებური ბე­
წვით შებუსული. აქვს 10-15 სმ სიმაღლის მრავალი ღერო,
ზედა ნაწილში რამდენადმე დატოტვილი. ფოთლები
მოხაზულობით ლანცეტა ფორმისაა, ამოკვეთილფრ­
თისებურად დაყოფილი, კიდედაკბილული. კალათები
შეკრებილია ფარჩხატ, ფარისებურ-საგველა ყვავილედე­
ბად. ენისებური ყვავილები ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ.
IV-VI. იზრდება მთის შუა სარტყელში ბალახოვან და კირ­
ქვიან ფერდობებზე, მშრალ ქვიან ადგილებში, ზოგჯერ,
როგორც სარეველა. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Senecio pseudoorientalis Schischk.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტო­
ულია, 40-80 სმ სიმაღლის, მსხვილი და შეფოთლილი.
ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები მოგრძო­
ელიფსური ან მოგრძოლანცეტა ფორმისაა, კიდედაკბი­
ლული ან კიდემთლიანი. კალათები მრავალია, დიდი
ზომის, შეკრებილია ღეროს კენწეროზე ფარისებურ-სა­
გველა ყვავილედებად. ენისებური ყვავილები ყვითელი
ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ზედა და სუბალ­
პური სარტყლების მდელოებზე, გამეჩხრებულ ტყეებში,
ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში, გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
274

Senecio vulgaris L.-ჩვეულებრივი


თავყვითელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ
აბლაბუდის მსგავსად შებუსული. ღერო სწორია,15-30
სმ სიმაღლის,ძირიდანვე დატოტვილი. ფოთლები მოგ­
რძოუკუკვერცხისებური ფორმისაა, ფრთისებურად დაყო­
ფილი, კიდეებზე არათანაბრად დაკბილული. კალათები
ვიწროცილინდრული ფორმისაა, შეკრებილია ფარისე­
ბურ-საგველა ყვავილედებად. კალათაში ყველა ყვავილი
მილის ფორმისაა. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება საცხოვრებელ
ადგილებთან ახლოს, რუდერალურ ადგილებში, ზღვებისა
და მდინარეებისპირა ქვიშნარზე. გავრცელებულია აფხა­
ზეთში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ირანს, ერაყს, აღმოსავლეთ აზიას.

Silybum marianum (L.) Gaertn. – ბაყაყურა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 100-
150 სმ სიმაღლის, დატოტვილი, იშვიათად – მარტივი, სი­
გრძეზე დაღარული, შიშველი ფოთლები დიდი ზომისაა,
80 სმ-მდე სიგრძისა და 30 სმ-მდე სიგანის, თეთრლაქები­
ანია, უკულანცეტასებური ან ელიფსური, ფრთისებურად
განკვეთილი. კალათები სფერულია, მარტოული. ყვავი­
ლები მრავალია და მეწამული ფერის. ყვ.IV-V, ნაყ.VI-VIII.
იზრდება მთის ქვედა სარტყელში – რუდერალურ ადგი­
ლებში, გზისპირებზე, მიტოვებულ ნახნავ ადგილებში.
გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, ქართლსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
შუა აზიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და
ჩრდილო აფრიკას.
276

Solidago canadensis L. – კანადური


ოქროწკეპლა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოკლე, ხეშეში
ბეწვით შებუსული. ღერო 100-250 სმ სიმაღლის, სწორად
მდგომია, მარტივი ან წვერზე დატოტვილი, შეფოთლილი.
ფოთლის ფირფიტა ვიწრო ლანცეტაა, მახვილხერხ­
კბილა, ორივე მხარე მოკლე, ხეშეშბეწვიანი. კალათები
შეკრებილია ცალმხრივ მჭიდრო მტევნებად. ენისებური
ყვავილები ოქროსფერ ყვითელია. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება
დაბლობებზე, მთისწინებსა და მთის შუა სარტყელში, რუ­
დერალურ ადგილებში, ნათესებში. გავრცელებულია და­
სავლეთ საქართველოს ყველა რაიონში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, აღმოსა­
ვლეთ და დასავლეთ ევროპას, ჩრდილო ამერიკას. შემო­
ტანილი და გაველურებული მცენარეა.

Solidago virgaurea L. – ოქროწკეპლა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 15-100
სმ სიმაღლის, ხშირი, მოკლე შებუსვით. ფოთლები ხერხ­
კბილაა. ფესვთანური ფოთლები მოგრძოკვერცხისებუ­
რია ან ფართონიჩბისებური, ზედა ფოთლები ლანცეტაა,
მჯდომარე. ყვავილედები იღლიურია. კალათები საშუალო
ზომისაა, მოკლეყუნწიანი. ყვავილები ყვითელი ფერისაა.
ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება ტყისპირებში, ბუჩქნარებში, სუბალ­
პურ მდელოებსა და გაძოვილ ადგილებში. მაღალმთის
მცენარეა. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ირანს, შუა აზიას.
278

Sonchus asper (L.)Hill. – ღიჭა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 30-
75 სმ სიმაღლის, მარტივი ან ზედა ნაწილში ქოლგისებუ­
რად დატოტვილი. ფოთლები მოგრძოკვერცხისებურია,
მთლიანი ან ამოკვეთილი, ეკლიანი, წვეტიანი კბილებით.
კალათები შეკრებილია ფარისებურ ან ფარისებურ-ქოლგა
ყვავილედებში, მრავალყვავილიანია. ყვავილები ყვი­
თელი ფერისაა. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება დაბლობიდან მთის
შუა სარტყლამდე – რუდერალურ ადგილებში, გზისპი­
რებზე, ბუჩქნარებში, მდინარეებისა და სარწყავი არხების
გაყოლებით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. კოსმოპოლიტი მცენარეა.

Stenactis annua (L.) Cass.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 60-100
სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომია, შეფოთლილი, დაფა­
რულია უხეში, გაფანტული ბეწვით. ფესვთანური ფოთ­
ლები ფართო და ოვალურია, დაკბილული და ორივე
მხარეზე მოფენილია ბეწვით. კალათები მარტოულია ან
საგველა ყვავილედებშია შეკრებილი. ენისებური ყვავი­
ლები თეთრია ან მოცისფრო, მილისებური ყვავილები
ყვითელი ფერისაა, 5 – ნაკვთიანი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება
ველებზე, ტყისა და ზღვის სანაპიროებზე, გზისპირებზე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას,
აზიას, ჩრდილო ამერიკასა და ავსტრალიას. შემოტანილი
და გაველურებული მცენარეა.
280

Tanacetum aureum (Lam.) Greuter & al.=


Pyrethrum chiliophyllum DC. – ასფურცელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 20-
40 სმ სიმაღლის, თხლად შეფოთლილი. ფესვთანური და
ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ლანცეტა ფორ­
მის, ორმაგფრთისებურად განკვეთილი, მოგრძოკვერცხის
ფორმის ნაკვთულებად. კალათები ღეროს კენწეროზეა შე­
კრებილი მარტივ, ფარჩხატ, ფარისებურ ყვავილედებად.
ენისებური ყვავილები ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების მშრალ ქვიან ფე­
რდობებზე. გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას,
ჩრდილო ირანს, ერაყს.

Tanacetum coccineum (Willd.) Grierson =


Pyrethrum carneum M.Bieb. – წითელი
გვირილა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 25-80 სმ სი­
მაღლისაა და სწორი, შეფოთლილი, შიშველი ან თხლად
შებუსული. მარტოული, კალათით დაბოლოებული. ფე­
სვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ყუნწიანია,
მოხაზულობით მოგრძოკვერცხის ფორმისაა, ფირფიტა
ღერძამდეა ფრთისებურად დაყოფილი. ენისებური ყვა­
ვილები ხორცისფერ-წითელია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება
მთის ზედა და სუბალპური სარტყლების მდელოებზე, ტყის­
პირებსა და მაღალბალახეულობაში. გავრცელებულია
აფხაზეთში, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. გავრცელების
საერთო არეალია კავკასია და ირანი.
282

Tanacetum macrophyllum (Waldst. &


Kit.) Sch.Bip.= Pyrethrum macrophyllum
(Waldst.& Kit.)Willd. – დიდფოთოლა
გვირილა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50-150
სმ სიმაღლისაა, სქლად შეფოთლილი. ფოთლები დიდი
ზომისაა, სულ ქვედა ფოთლები ყუნწიანია, დანარჩენი
მჯდომარე, კვერცხისებური ან მოგრძოკვერცხისებური,
ღრმად ფრთისებურად დაყოფილი. კალათები მრავალია,
შეკრებილია რთულ, მჭიდრო, ფარისებურ ყვავილედად.
ყვავილები თეთრია, მომრგვალო ფორმის. ყვ. ნაყ. VII-IX.
იზრდება მთის ზედა და სუბალპური სარტყლების ტყის
ველობებზე, ტყისპირებსა და მაღალ ბალახეულობაში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
ცენტრალურ ევროპასა და მცირე აზიას.

Tanacetum parthenium(L.) Sch. Bip. =


Pyrethrum sevanense Sosn. ex Grossh.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-50 სმ
სიმაღლისაა, დატოტვილი. ფოთლები ორივე მხარეზე
შებუსულია, ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები
გრძელყუნწიანია, ფირფიტა მოხაზულობით კვერცხის ფო­
რმისაა. კალათები შეკრებილია ღეროს კენწეროზე ფა­
რჩხატ, ფარისებურ ყვავილედად. ენის ფორმის ყვავილები
თეთრია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ზედა სარტყელის
კლდოვან ადგილებში. გავრცელებულია ქვემო ქართლში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკა­
სიას, შუა აზიას, ჩრდილო ირანს.
284

Tanacetum sericeum(Adams) Sch.Bip.=


Pyrethrum sericeum (Adams) M.Bieb.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აბრეშუმისებურად
შებუსული. ღერო 15-35 სმ სიმაღლისაა, სწორი და მა­
რტივი, მარტოული კალათით. ფესვთანური და უნაყოფო
ყლორტების ფოთლები ყუნწიანია, ფირფიტა ფორმით ლა­
ნცეტაა, ორმაგფრთისებურად განკვეთილი. ღეროსეული
ფოთლები მჯდომარეა. ენის ფორმის ყვავილები თეთრი
ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის შუა სარტყელში –
მშრალ, ქვიან ფერდობებზე, კლდეთა ნაპრალებში. გავ­
რცელებულია ქართლსა და თრიალეთში, ასევე – სამხრეთ
კავკასიასა და მცირე აზიაში.

Taraxacum campylodes G.E.Haglund =


Taraxacum officinale (L.)Weber exF.H.Wigg. –
ბურბუშელა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-30 სმ
სიმაღლისაა, საკმაოდ მსხვილი, მთელ სიგრძეზე აბლაბუ­
დის მსგავსი ბეწვით შემოსილი. ფოთლები მოხაზულობით
მოგრძოუკულანცეტაა, ჩანგისებურად და ფრთისებურად
განკვეთილი, კიდემთლიანი ან დაკბილული. ყველა ფო­
თოლაკი მწვანეა ან მონაცრისფრო – მწვანე. ყვავილები
მოოქროსფროა ან ღია ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. IV-X.
იზრდება დაბლობიდან სუბნივალურ სარტყლამდე – მდე­
ლოებზე, გზისპირებზე, რუდერალურ ადგილებში გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, აზიას, ავ­
სტრალიას.
286

Taraxacum stevenii (Spreng.) DC.


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღერო
4-20 სმ სიმაღლისაა, შიშველი ან კალათების ქვეშ ოდნავ
შებუსული. ფოთლები შიშველია, უკულანცეტა ან მოგრძო­
უკულანცეტა, კიდემთლიანი ან იშვიათად – ოდნავ დაკბი­
ლული. საბურვლის ფოთოლაკები მონაცრისფრო-მწვანეა
ან მოშავო ფერის. ყვავილები ღია ყვითელი ფერისაა. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლე­
ბის მდელოებსა და ხალებზე, გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, შუა და მცირე აზიას, ირანს.

Tephroseris integrifolia subsp. primulifolia


(Cufod.) Greuter = Tephroseris karjaginii
(Sofieva) Holub
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-20 სმ სი­
მაღლისაა, შეფოთლილი, ქეჩის მსგავსი თეთრი ბეწვით
შებუსული. ფესვთანური ფოთლები ფართო და კვერცხისე­
ბურია, მრგვალკბილებიანი; ღეროსეული ფოთლები მოგ­
რძოლანცეტაა,ოდნავ ღერომხვევი. კალათა 1-3 მოკლე,
მსხვილ ღერძზეა თავმოყრილი. ენის ფორმის ყვავილები
მკრთალი ოქროსფერ – წითელია. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება
ალპური და სუბნივალური სარტყლების ღორღიან ჩამო­
ნაზვავებზე, ქვიან ეკოტოპებზე 2300-3500 მ-მდე. გავრცე­
ლებულია საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან
რაიონში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
288

Tragopogon graminifolius DC. – ფამფარა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს 20-90 სმ სი­
მაღლის მრავალი ღერო, მარტივი ან დატოტვილი, წამო­
წეული ან სწორი, შიშველი ან ქულასებურად შებუსული.
ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები ლანცეტა –
ხაზური ფორმისაა, კიდემთლიანი. კალათები პატარა ზო­
მისაა, მცირეყვავილიანი, ყვავილები ყვითელი ფერისაა.
ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე მდელო­
ებსა და ბუჩქნარებში, ტყისპირა ადგილებში. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა და მცირე აზიას,
ირანს, ავღანეთს.

Tripleurospermum caucasicum (Willd.) Hayek


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
20-40 სმ სიმაღლის, მარტივი, შიშველი ან ძალიან გაბნე­
ული შებუსვით,ზოგჯერ წვერამდეა შეფოთლილი. ქვედა
და უნაყოფო ყლორტების ფოთლები ყუნწიანია, ზედა –
თითქმის მჯდომარე, მოხაზულობით უკუკვერცხისებრი
ან ელიფსური, ორჯერ ფრთისებურად განკვეთილი. კა­
ლათები მარტოულია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ზედა
სარტყლიდან სუბნივალურ სარტყლამდე – მდელოებზე,
ალპურ ხალებზე, მორენებსა და ნაშალებზე. გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას,
მცირე აზიას, ირანს, ავღანეთს.
290

Tripleurospermum inodorum (L.) Sch.Bip.=


Tripleurospermum perforatum (Mérat) M.
Laínz.
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 20-80
სმ სიმაღლის,ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ფარისებურად
დატოტვილი, შიშველი ან გაბნეული შებუსვით. ფოთლები
მჯდომარეა, სამმაგფრთისებურად განკვეთილი, ვიწრო­
ლანცეტა ფორმის, ძაფის მსგავს ნაკვთებად. გრძელი
ტოტები მარტოული კალათებით ბოლოვდება. ენის ფო­
რმის ყვავილები თეთრია, მილის ფორმის ყვავილები კი
– ოქროსფერ-ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის
შუა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე,
ნათესებში და მდინარის ნაპირებზე. გავრცელებულია
აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა და ქვემო ქართლში, კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, მცირე, შუა და აღმოსავლეთ აზიას.

Tussilago farfara L. – ვირისტერფა


ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე
10-25 სმ-ია, ფესურა გრძელია და მხოხავი. თავდაპირვე­
ლად ვითარდება საყვავილე ღეროები, მარტოული კალა­
თებით. შემდეგ კი ვითარდება მომრგვალოკვერცხისებური,
კიდეზე არათანაბრად ამოკვეთილ-დაკბილული და ქვედა
მხარეზე სქლად შებუსული ფოთლები, რომელთა ზედა
მხარე შიშველია. ყვავილი ყვითელი ფერისაა, იშვიათად
– მოწითალო. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება დაბლობიდან სუბალ­
პურ სარტყლამდე ტენიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე,
ქვიშიან ადგილებში, რუების ნაპირებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე, შუა და აღმოსავლეთ
აზიას, ირანს, ჩრდილო აფრიკას.
292

Xeranthemum squarrosum Boiss. –


ოქროცოცხა
ოჯახი: Compositae – რთულყვავილოვნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-40 სმ სი­
მაღლისაა და სუსტად დატოტვილი, მიტკეცილი ნაცრის­
ფერი ბეწვით შებუსული. ფოთლები მოგრძოხაზურია,
ნაცრისფერი ბეწვით შებუსული. კალათები მარტოულია,
ნახევარსფეროსებური, 30-40 – ყვავილიანი. საბურვლის
შიგნითა ფოთოლაკები 2-3 – ჯერ გრძელია გარეთა ფო­
თოლაკებზე, ელიფსურ-ხაზური ფორმისაა, ვარდისფერი.
ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
სტეპებში, ბუჩქნარებსა და ქვიან ფერდობებზე. გავრცე­
ლებულია აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში, მესხეთ –
ჯავახეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.

Calystegia silvatica (Kit.) Griseb. –


მინდვრის ხვართქლა
ოჯახი: Convolvulaceae – ხვართქლასებრნი
მრავალწლიანი ხვიარა ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები
დიდი ზომისაა, 4-10 სმ სიგრძისა და კვერცხისებური, სა­
მკუთხა ფორმის. ძირში გულისეუბრ-ისრისებური ან ისრი­
სებური. ზედა ფოთლები მოგრძო-სამკუთხაა. ყვავილები
მარტოულია და იღლიური. ყვავილი დიდი ზომისაა, თე­
თრი. ყვ.ნაყ.VI-IX. იზრდება ტყისპირებში, ბუჩქნარებში,
ნაკადულების ტერასებზე. გვხვდება თითქმის მთელ ტყიან
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას და მცირე აზიას.
294

Convolvulus arvensis L. – ხვართქლა


ოჯახი: Convolvulaceae – ხვართქლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი, ხვიარა მცენარეა. ღერო
ძირში ბალახოვანია, შიშველი ან იშვიათად შებუსული;
ფოთლები მოგრძოკვერცხისებური ფორმისაა, ძირში
შუბისებური ან ისრისებრი. ყვავილები იღლიურია, 2-3
ერთად; თანაყვავილები პატარა ზომისაა, ხაზურსადგისი­
სებური ფორმის. გვირგვინი ვარდისფერია ან თეთრი, გა­
რედან მუქი ვარდისფერი ზოლები ჩასდევს. ყვ. ნაყ. VI-IX.
იზრდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან ნათესებში, გზისპი­
რებზე, ველებსა და ბალახოვან ფერდობებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ამერიკას.

Convolvulus cantabrica L. – ხვართქლა


ოჯახი: Convolvulaceae – ხვართქლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი, არახვიარა, წითური ფე­
რის გაფარჩხულბეწვებიანი მცენარეა. ღერო ძლიერ და­
ტოტვილია, ძირში გახევებული, 20-50 სმ სიმაღლის. ქვედა
ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა, ზედა ფოთლები
მჯდომარეა, ხაზური ან ხაზურლანცეტა ფორმის. ყვავი­
ლები ზოგჯერ მარტოულია, უფრო ხშირად კი შეკრებილია
ფარჩხატ ყვავილედებად. გვირგვინი ღია ვარდისფერია.
ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში,
ნაშალებსა და ქვიშიან კლდოვან ადგილებში. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამ­
ხრეთ ევროპას, მცირე აზიას და ირანს.
296

Cuscuta europaea L. – აბრეშუმა


ოჯახი: Convolvulaceae – ხვართქლასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო საკმაოდ
მსხვილია, წითელი ფერის, დატოტვილი. ყვავილები მო­
ვარდისფროა, მოკლეყუნწიანი, შეკრებილია დიდი ზომის
ყვავილედებად. ჯამი გვირგვინზე 2-ჯერ მოკლეა, უკუკონუ­
სური ფორმისაა. გვირგვინი 4-5-დაა გაყოფილი, მოკლემი­
ლისებურია, მისი ნაკვთები კვერცხისებურია ან რომბული.
ყვ. ნაყ. VI-VII. მასობრივი გავრცელების პარაზიტია. მეტ­
წილად პარაზიტობს ჭინჭარზე, სვიაზე, ანწლსა და სხვა ბა­
ლახოვან მცენარეებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და
შუა აზიას, ირანს.

Ipomoea purpurea (L.) Roth. – აბილილი


ოჯახი: Convolvulaceae – ხვართქლასებრნი
მრავალწლიანი ხვიარა მცენარეა. სიგრძე 2-3 მ – ია.
ფოთლები დიდი ზომისაა, გულის ფორმის, ზედა ფოთ­
ლები მოგრძო-სამკუთხაა და შებუსული. ყვავილები დიდი
ზომისაა. მარტოულია და იღლიური. შეფერილობით იის­
ფერი, ცისფერი, წითელი ან თეთრი. ყვ.ნაყ.VI-IX. იზრდება
ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ნაკადულების ნაპირებზე, ხში­
რად ნაგვიან ადგილებში, ეტანება მდიდარ ნიადაგებს.
გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს ცენტრალურ ამერიკას, კულტივირებუ­
ლია თითქმის მთელ მსოფლიოში. საქართველოში გავე­
ლურებულია.
298

Cornus mas L. – შინდი


ოჯახი: Cornaceae – შინდისებრნი
1,5-9 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ახალ ტოტებს ოდნავ
გამოსახული 5 წიბო აქვს და მოფენილია მწოლიარე ბე­
წვებით. ფოთლები ლანცეტა ფორმიდან დაწყებული კვე­
რცხისებურამდეა, კიდემთლიანი. ყვავილები ქოლგებადაა
შეკრებილი. ყვავილი აქტინომორფულია. გვირგვინის ფუ­
რცელი – 4, ყვითელი ფერის. მწიფე ნაყოფი მუქი წითელი
ფერისაა. ყვ.II-III, ნაყ.VIII-X. იზრდება მთის ქვედა და შუა
სარტყლების ტყეებში 1300 მ-მდე. გვხვდება ფოთლო­
ვან ტყეებში, უმეტესად ქვეტყის სახით. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.

Cornus sanguinea subsp. australis


(C.A.Mey.) Jav. = Swida australis (C.A.Mey.)
Pojark. ex Grossh. – შინდანწლა
ოჯახი: Cornaceae – შინდისებრნი
2-4 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე. ვარჯი გაშლილია. ნორჩი
ტოტები მრგვალია, შებუსული. ფოთლები ყუნწიანია,
მოპირისპირედ განლაგებული, მუქი მწვანე, ფორმით
კვერცხისებრი, ორივე მხრიდან შებუსული. ყვავილედი
მრავალყვავილიანია. გვირგვინი – თეთრი. მტვრიანები
– მკრთალი ყვითელი. ნაყოფი შავია, სფერული. ყვ.V-VI,
ნაყ. IX-X. იზრდება ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე,
ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას.
300

Cornus sanguinea subsp. australis


(C.A.Mey.) Jav. = Swida koenigii
(C.K.Schneid.) Pojark. ex Grossh.
ოჯახი: Cornaceae – შინდისებრნი
4 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ტოტები მუქი მოწითალო­
-ყავისფერია. ფოთლის ფირფიტა ფართოკვერცხისებურია
ან კვერცხისებურ-ელიფსური, ორივე მხარეზე მარტივი
მწოლიარე ბეწვითაა მოფენილი. ყვავილედი მრავალყ­
ვავილიანია, პლეიოქაზიუმის მსგავსი. ჯამის 4-კბილაა.
გვირგვინი 4-ფურცლიანია, თეთრი ფერის. ნაყოფი სფე­
რისებურია. ყვ.V-VI, ნაყ.IX-X. იზრდება მთის ქვედა და შუა
სარტყლების ტყეებში ქვეტყის სახით, ტყისპირებში, გზისა
და მდინარეების ნაპირებზე. გავრცელებულია აფხაზეთში,
სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აჭარაში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიას.

Pseudorosularia sempervivoides (Fisch.)


Gurgen.
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-30 სმ.
ფესვთანური ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, უკუკვე­
რცხისებური. ღეროსეული ფოთლები მოგრძოკვერცხისე­
ბურად სამკუთხაა, ორივე მხარეს შებუსული. ყვავილედი
რთული ფარია. ყვავილედის ტოტები მეწამულ-წითელია.
ყვავილები სხვადასხვა ზომის, სქლად შებუსულ ყუნწებზე
სხედან. გვირგვინის ფურცელი კაშკაშა წითელია. ყვ. ნაყ.
VI-VII. იზრდება ბუჩქნარებს შორის უმთავრესად ხავსიან
კლდეებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში. გავრცელე­
ბულია ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ –
აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას.
302

Sedum acre L. – მწვავე კლდისდუმა


ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ყლო­
რტების სიმაღლე 10 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 3
სმ-მდე. მცენარე შიშველია. ფოთლები რიგ -რიგად არის
განლაგებული, კვერცხისებური, მჯდომარე. ყვავილედი
ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვი­
თელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან
სუბალპურ სარტყლამდე მშრალ, კლდიან ადგილებში.
საქართველოში გავრცელებულია სპორადულად თითქმის
ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე
აზიას, ჩრდილო აფრიკას.

Sedum gracile C. A. Mey.


ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღერო
10 სმ-მდე სიმაღლისაა, შიშველი. ფოთლები მორიგეობით
არის განლაგებული, ნახევრად ცილინდრული, სადგი­
სისებური, 5-8 მმ-მდე სიგრძისა და 1-1,5 მმ-მდე სიგანის.
ყვავილედი ფარისებურია, რომელზედაც ყვავილები ცალ­
მხრივად არის განლაგებული. გვირგვინის ფურცელი – 5,
ლანცეტა, თეთრი და ზურგზე ქედიანი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზ­
რდება ქვიან და კლდეღორღიან ფერდობებზე, უმთავრე­
სად – სუბალპურ სარტყელში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემია.
304

Sedum hispanicum L.
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 5-20 სმ-მდე
სიმაღლის, მეტ-ნაკლებად ჯირკვლოვანი ბეწვებით შე­
ბუსული. ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული,
მჯდომარეა, ვიწროცილინდრული ან ნახევრად ცილინ­
დრული. ყვავილედი 3-4 ტოტისგან შედგება. გვირგვინის
ფურცლები თეთრია, ლანცეტა და წაწვეტებული, შუაში მო­
წითალო ზოლით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მშრალ, კლდო­
ვან ადგილებში – მთის შუა სარტყელში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე
აზიას.

Sedum maximum subsp. ruprechtii (Jalas)


Soó = Sedum caucasicum (Grossh.) Boriss.
– კავკასიური კლდისდუმა
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 70
სმ-მდე. ღერო სწორად მდგომია, მრგვალი, ხშირად მო­
იისფრო-მეწამული მწვანე ფერის. ფოთლები მოპირისპი­
რედაა განლაგებული, ბრტყელი, ფართოკვერცხისებური.
ყვავილედი ფარისებური მრავალყვავილიანი კენწრული
საგველაა. გვირგვინის ფურცლები მომწვანო-თეთრია.
ყვ. ნაყ. VIII-IX. იზრდება კლდოვან და ქვიან ფერდობებზე
შერეული და ფოთლოვანი ტყის ფანჯრებში, გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემური
მცენარეა.
306

Sedum cespitosum (Cav.) DC. = Sedum


rubrum (L.) Thell.
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი შიშველი მცენარეა, 6 სმ-მდე
სიმაღლის. ღერო მარტივი აქვს, იშვიათი დატოტვის.
ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, ელიფსური ან
კვერცხისებური ფორმის. ყვავილედი 2-3 ცალგვერდა თა­
ვთავისებური ტოტისგან შედგება. გვირგვინის ფურცელი
ლანცეტაა, მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მშრალ ადგილებში – ქვიან, ქვიშნარ და თიხნარ ნიადა­
გებზე, მთის შუა სარტყელში. საქართველოში გავრცელე­
ბულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, სამხრეთ
ევროპასა და მცირე აზიას.

Sedum spurium M.Bieb .= Sedum


oppositifolium Sims
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე
ღერო 15-20 სმ – მდე სიმაღლისაა, შებუსული. ფოთ­
ლები მოპირისპირედ არის განლაგებული, ბრტყელი,
უკუკვერცხისებური, ოდნავ ბუსუსიანი. ყვავილედი ფარი­
სებურ-ქოლგისებურია, მრავალყვავილიანი. გვირგვინის
ფურცლები ლანცეტაა, თეთრი, ზოგჯერ ოდნავ მოყვი­
თალო ელფერით. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ღია ქვა-ღორ­
ღიან ადგილებში, მთის შუა და ზედა სარტყლებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. საე­
რთო გავრცელების არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიასა და ჩრდილოეთ ირანს.
308

Sedum stoloniferum S.G.Gmel.


ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ყლო­
რტების სიმაღლე 30 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 15
სმ-მდე. მცენარე შიშველია ან ოდნავ შებუსული. ფოთლები
მორიგეობითია, რომბის ფორმის, კიდეზე ამოღრღნი­
ლ-დაკბილული. ყვავილედი ქოლგისებურ – ფარისე­
ბურია. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში და ტყის
პირას. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიასა და ირანს.

Sempervivum caucasicum Rupr. ex Boiss. –


კავკასიური კლდისვაშლა
ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-30
სმ. ღერო ქვედა ნაწილში შიშველია, ზედა ნაწილში ჯირ­
კვლოვანი შებუსვითაა. ფოთლები როზეტულია, მწვანე
ფერისა. ფოთლების რაოდენობა – 60-70. გვირგვინის
ფურცლები და მტვრიანები ვარდისფერ-მეწამულია. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლე­
ბის კლდეებზე, ნახევრად დაკორდებულ ადგილებში,
მყინვარულ მორენებზე, ფიჭვნარი ტყის ფანჯრებში. საქა­
რთველოში ცნობილია აფხაზეთსა და აღმოსავლეთ საქა­
რთველოს მთიანეთში. დიდი კავკასიონის ენდემია.
310

Sempervivum transcaucasicum Muirhead


ოჯახი: Crassulaceae – სქელფოთოლასებრნი
10-45 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სქლად შებუსულია ჯირკვლოვანი ბეწვებით.
როზეტის ფოთლების რიცხვი 30-მდეა, სიგრძით 2-3 სმ და
სიგანით 1,5 სმ-მდე, ორივე მხარეზე ჯირკვლოვანი ბეწვე­
ბით სქლად შემოსილი. ყვავილედი ფარისებურ-ქოლგისე­
ბურია. გვირგვინის ფურცელი 12-16, მომწვანო-ყვითელია.
ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ქვიან და კლდოვან ადგილებში
მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე – 450-
3000 მ სიმაღლეზე. გავრცელებულია ქართლსა და მე­
სხეთ-ჯავახეთში. საერთო გავრცელების არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიას და მისი ენდემია.

Bryonia cretica subsp. dioica (Jacq.) Tutin =


Bryonia dioica Jacq. – ლეშურა
ოჯახი: Cucubritaceae – გოგრისებრნი
მრავალწლიანი ორსახლიანი ხვიარა მცენარეა, გასქელე­
ბული ფესურით. ღერო წიბოებიანია და წვრილი, შიშველი
ან შებუსული, ფოთლები მარტივია, ძირში გულისებური.
ღრმად, 3-5 ნაწილად ან თათისებურად განკვეთილი, ტა­
ლღისებურად დაკბილული, შებუსული ან შიშველი, სიგრ­
ძით – 6-12 სმ და სიგანით – 5-10 სმ. პწკალები გრძელია,
მარტივი და წვრილი.გვირგვინი მომწვანო-ყვითელია.
ყვ.ნაყ. V-VIII. იზრდება ბუჩქნარებში. ძირითადად გავრცე­
ლებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა
აზიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, ჩრდილო
აფრიკას.
312

Ecballium elaterium (L.) A.Rich. – კიტრანა


ოჯახი: Cucubritaceae – გოგრისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო გართხმუ­
ლია ან სწორი. ფოთლები გრძელყუნწიანია, ბეწვებიანი.
ფოთლის ფირფიტა გულისებურ-კვერცხისებური, სამკუ­
თხა ან სამნაკვთიანია, კიდეებზე არათანაბრად დაკბი­
ლული. ქვედა ნაწილი მოსქელოა და უფრო მეტად არის
შებუსული, ვიდრე ზედა. ყვავილები იღლიურია, ცალსქე­
სიანი, ღია ყვითელი. ყვ.ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ქვედა
სარტყელში, ველებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეა.
გავრცელებულია სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლსა
და ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Datisca cannabina L. – დათვის კანაფი


ოჯახი: Datiscaceae – დათვისკანაფისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 1 მ-მდე
სიმაღლისაა, შიშველია, სწორად მდგომი. ფოთლები
კვერცხისებურია, ლანცეტა, წაწვეტებული. კიდეებზე უს­
წორმასწორო ხერხკბილა, მორიგეობით განლაგებული,
გრძელი, 3-7 სმ სიგრძის ყუნწებით. ყვავილები ორსა­
ხლიანია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად. ყვ. ნაყ. VI-
VII. იზრდება უმთავრესად მთის შუა სარტყლის ხეობების,
მდინარეებისა და მთის ნაკადულების ნაპირებზე, 1500 მ
სიმაღლემდე. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში,
იმერეთში, აჭარაში, მესხეთსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.
314

Dioscorea communis (L.) Caddick & Wilkin =


Tamus communis L. – ძაღლის სატაცური
ოჯახი: Dioscoreaceae – დიოსკორეასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 150
სმ-მდეა, სუსტი, გართხმული ან ხვიარა ფოთლები გუ­
ლისებურია, შიშველი, პრიალა. ყვავილედი მტევანია, ერ­
თსქესიანი. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა
და ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია თით­
ქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს.

Drosera rotundifolia L. – მრავალფოთოლა


დროზერა
ოჯახი: Droseraceae – დროზერასებრნი
მწერიჭამია, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სა­
ყვავილე ღერო – 1-3, სწორი, 5-25 სმ სიმაღლის. ფოთ­
ლები გართხმულია, მომრგვალო ფორმისაა ან სიგანეზე
მომრგვალო-ოვალური, 4-10 მმ სიგრძისა და 4-18 მმ
სიგანის. ყვავილები პატარა ზომისაა, თეთრი ფერის, შე­
კრებილია 1-15-ყვავილიან ვიწრო მტევნებად. გვირგვინის
ფურცლები მოგრძოუკუკვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება ტორფიან ჭაობებში. გავრცელებულია გურიასა
და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამ­
ხრეთ კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ
ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო ამერიკას.
316

Diospyros lotus L. – ჩვეულებრივი ხურმა


ოჯახი: Ebenaceae – აბანოზისებრნი
25 მ-მდე სიმაღლის ხეებია, დიდი ზომის ფოთლები მო­
რიგეობითაა განლაგებული. მოკლეყუნწიანი, მოგრძო­
კვერცხისებური ან ელიფსურია, კიდემთლიანი, კიდეებზე
წამწამებით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე მოლე­
გო-მწვანეა, მცირედ შებუსული. ყვავილები მოკლეყუნწია­
ნია, მოყვითალო-წითელი ფერის, მარტოული ან ჯგუფად
განლაგებული ფოთლის იღლიებში.ყვ. ნაყ. IX-X. იზრდება
მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში. მისი ნახვა შე­
საძლებელია საქართველოს თითქმის ყველა ხეობაში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს,
აღმოსავლეთ და შუა აზიას, მცირე აზიას, ირანს.

Elaeagnus angustifolia L. – ჭალაფშატა


ოჯახი: Elaeagnaceae – ფშატისებრნი
4-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან ხეა, უეკლო ან ეკლიანი,
ქერქი მოწითალო-მურა ფერისაა. ნორჩი ტოტები მოვე­
რცხლისფრო ქეჩისებური შებუსვითაა. ფოთლები ორივე
მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფე­
ნილი, ქვედა მხრიდან მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა
მხრიდან – მონაცრისფრო მწვანე, ფორმით – ლანცეტა ან
ხაზური. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი.
ყვ.IV-V, ნაყ.IX-X. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე,
ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. ძირითადად ცნო­
ბილია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე და აღმოსავლეთ
აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
318

Elaeagnus rhamnoides (L.) A.Nelson =


Hippophae rhamnoides L. – ქაცვი
ოჯახი: Elaeagnaceae – ფშატისებრნი
3-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქია ან იშვიათად – ხე, ძლიერ და­
ტოტვილი გაშლილი ვარჯით, ეკლიანი. ქერქი მონაცრის­
ფრო ფერისაა. ფოთლები მოგრძოლანცეტაა ან ხაზური,
თითქმის მჯდომარე. ფოთლები ორივე მხარეზე ვარ­
სკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა
მხარეს მოვერცხლისფრო – თეთრია, ზედა მხარეს – მო­
ნაცრისფრო – მწვანე. ყვავილები იღლიურია, ყვითელი,
სურნელოვანი. ყვ. IV-V, ნაყ.VIII-X. იზრდება მდინარეთა
ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
შუა და მცირე აზიას, ირანს.

Arbutus andrachne L. – ხემარწყვა


ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
ხე ან ბუჩქია. ღერო 5 მ-მდე სიმაღლისაა, გლუვქერქიანი,
წითელი. ფოთლები მარადმწვანეა, შიშველი, კვერცხის
ფორმის ან ელიფსური, 7-10 სმ სიგრძისა და 4-6,5 სმ სიგა­
ნის. ყვავილედი კენწრულია, მრავალყვავილიანი, მოკლე,
ჯირკვლოვანბეწვიანი საგველა. ყვავილები პატარა ზო­
მისაა, ჯირკვლოვანი ყუნწებით. გვირგვინი მოყვითალო­
-მოთეთრო ფერისაა.ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ზღვისპირა
კირქვიან კლდეებზე. გავრცელებულია აფხაზეთსა და აჭა­
რაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს აღმოსა­
ვლეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ერაყს.
320

Empetrum nigrum subsp. caucasicum (Juz.)


Kuvaev = Empetrum caucasicum Juz. –
კეწერა
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
დაბალი ბუჩქია, სიმაღლე – 5-15 სმ. მიწაზე გართხმული,
უხვად დატოტვილი. ტოტები მთლიანად არის შეფოთ­
ლილი. ფოთლები ვიწროელიფსურია, მოკლეყუნწიანი,
ერთმანეთთან მჭიდროდ და მორიგეობით განლაგებული,
კიდემთლიანი ან ოდნავ დაკბილული. ყვავილები იღლი­
ურია, 2-3 ერთად, მოვარდისფრო. ყვ. V-VI, ნაყ. VIII-IX.
იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ტანდაბრე­
ცილ ტყეებსა და ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელე­
ბულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიასა და მცირე აზიას.

Epigaea gaultherioides (Boiss.&Balansa)


Takht. – გაულტერიას მსგავსი ეპიგეა
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
მარადმწვანე ბუჩქია, ღერო გართხმულია. ფოთლები ტყა­
ვის მსგავსია, ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, კიდემთლიანი
და ჯაგრისებურწამწამიანი, 7-10 სმ სიგრძისა და 3,5-5,5 სმ
სიგანის. ყვავილედი კენწრული 2-5-ყვავილიანი ფარჩხატი
მტევანია. ჯამის ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა.
გვირგვინი ძაბრისებურია, 5-ნაკვთიანი. ყვ. ნაყ. IV-VI. იზ­
რდება 1000-2500 მ სიმაღლეზე – წიფლნარში, უნგერნისა
და პონტური შქერის, მედვედევის არყის რაყებში. საქა­
რთველოში გავრცელებულია აჭარაში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მცირე აზიას.
322

Pyrola minor L. – მსხალიჭა


ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.ღერო 5-15 (20) სმ
სიმაღლისაა. ფოთლები ფესვთანურია, ფართო, მკვრი­
ვი,ელიფსური ფორმის, კიდეებზე დაშორიშორებულ­
კბილა. ყვავილედი მჭირდო მტევანია, გვირგვინი თითქმის
სფეროს ფორმისაა, თავდახრილი. ფურცლები თეთრია ან
ვარდისფერი. ყვ. ნაყ VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლი­
დან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევრო­
პას, მცირე აზიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას,
ჩრდილო ამერიკას.

Rhododendron caucasicum Pall. – დეკა


ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
მარადმწვანე ბუჩქია. ღერო – წამოწეული, 1-1,5 მ სიმა­
ღლის, ხშირად გართხმული, მხოხავი ღეროებითა და
ტოტებით. ყლორტები მოფენილია ქერცლებითა და ჩამო­
ცვენილი ფოთლების კვლებით. ფოთლები ტყავისებურია,
ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე თხელი ქე­
ჩის მსგავსად არის შებუსული, ზრდასრული ფოთოლი ჟა­
ნგისფერი ხდება; ფოთლის ფირფიტა მოგრძოოვალურია,
5-12 სმ სიგრძის, 1,8-5 სმ სიგანის; ფოთლის ყუნწი მოკლეა.
გვირგვინი დიდი ზომისაა და მომწვანო-მოყვითალო,
ჩალისფერ-მოყვითალო, მოვარდისფრო ან თეთრი. ყვ.
ნაყ. V-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში.
სუბალპურ ტყეში ქმნის შეკრულ ქვეტყეს, ხოლო ალპურ
სარტყელში – რაყებს. საქართველოში ცნობილია ყველა
მაღალმთიან რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ბალკანეთს.
324

Rhododendron luteum Sweet = Azalea


pontica L. – იელი
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
ფოთოლმცვენი ბუჩქია. ღერო 1-2 მ სიმაღლისაა, სწორი,
დატოტვილი. ფოთლები თხელია, მეტ-ნაკლებად შებუ­
სული რბილი, ზოგჯერ ჯირკვლოვანი ბეწვითაც, ფოთლები
ვითარდება ყვავილობის შემდეგ, ფოთლის ფირფიტა
მოგრძო-ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ძირში შევიწ­
როებული, 6-12 სმ სიგრძისა და 3-4,5 სმ სიგანის. ყვავი­
ლედი მრავალყვავილიანი მტევანია. ყვავილის ყუნწი და
ჯამი ძლიერ ჯირკვლოვანია. გვირგვინი ყვითელია, 3-4,5
სმ დიამეტრის, გარედან – ჯირკვლოვანი. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყისპი­
რებში და ღია ფერდობებზე, ნატყევარ ადგილებში, არის
ბუჩქნარების შემადგენლობაში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში, გარდა მშრალი, უტყეო რეგიონებისა. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ ევროპას, მცირე აზიას.

Rhododendron ponticum L. – პონტური


შქერი
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
მარადმწვანე ბუჩქია. ღერო 3-4 (8)მ სიმაღლისაა. ფოთ­
ლები ტყავისებურია, სრულიად შიშველი, მოგრძო ან
მოგრძო-ლანცეტა ფორმის. ფოთლის ფირფიტა კიდეგა­
დაკეცილია, 10-27 სმ სიგრძისა და 4-7 სმ სიგანის. ყვა­
ვილედი კენწრული, მრავალყვავილიანი ფარისებური
მტევანია. გვირგვინი ზარისებურია, 4,5-6 სმ-მდე დიამე­
ტრის, იისფერი ან იისფერ-მეწამული. ყვ. ნაყ. V-VII. იზ­
რდება ზღვის დონიდან ტყის შუა სარტყლამდე, ზოგჯერ
სუბალპურ სარტყელსაც აღწევს. გავრცელებულია დასა­
ვლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ბალკანეთს, მცირე აზიას.
326

Rhododendron ungernii Trautv. ex Regel –


უნგერნის შქერი
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
მარადმწვანე ბუჩქია. ღერო 3,5-6 მ სიმაღლისაა, ტოტები
და ყლორტები თეთრი ქეჩის მსგავსი შებუსვითაა. ფოთ­
ლის ფირფიტა დიდი ზომისაა, მოგრძოოვალური ფორ­
მის, 13-25 სმ სიგრძისა და 3,5-8 სმ სიგანის, ტყავისებური,
ნორჩობაში თეთრი, უფრო გვიან წითური ქეჩის მსგავსი ბე­
წვით შებუსული. ყვავილედი კენწრული, მრავალყვავილი­
ანი ფარის მსგავსი მტევანია, დაგრძელებული ღერძით.
გვირგვინი თეთრი ფერისაა, ზარისებური, 5 ბლაგვი ნაკ­
ვთით. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლე­
ბის ტყეებსა და ტყისპირებში. გავრცელებულია აჭარაში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიას. მე­
სამეული ფლორის რელიქტური მცენარეა.

Vaccinium arctostaphylos L. – მაღალი


მოცვი
ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
0,5-2 მ სიმაღლის ბუჩქია ან პატარა ზომის ხე. ფოთლები
მჯდომარეა, 4-10 სმ სიგრძის მოგრძოელიფსური ან კვე­
რცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე
მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა, მეტ-ნაკლებად შებუსული.
ყვავილედი მტევანია. გვირგვინი ზარისებურია, მოთე­
თრო-მოწითალო ფერის, ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. V-IX. გა­
ვრცელებულია ტყეებში და ტყის პირას. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, სამხრეთ ევრო­
პასა და ჩრდილო ირანს.
328

Vaccinium myrtillus L. – შავი მოცვი


ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
40 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწიანია,
4-10 სმ სიგრძის მოგრძოელიფსური ან კვერცხის ფორმი­
საა. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო
– ლეგა, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები მარტოუ­
ლია. გვირგვინი სფეროს მსგავსია, მომწვანო-ვარდის­
ფერი. ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება სუბალპური
და ალპური სარტყლების მდელოებზე, დეკიანებში, ტანდა­
ბრეცილ ტყისპირებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას,
ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო ამერიკას.

Vaccinium vitis-idaea L. – წითელი მოცვი


ოჯახი: Ericaceae – მანანასებრნი
დაბალი ბუჩქია, მიწაზე გართხმული ან წამოწეული ტოტე­
ბით. ფოთლები მარადმწვანეა, ტყავისებური, ელიფსური
ან უკუკვერცხისებური ფორმის. ყვავილები მოკლეყუნწი­
ანია, შეკრებილია მოკლე, 2-10-ყვავილიან გადახრილ
მტევნებად. გვირგვინი თეთრია ან ვარდისფერი, ზარისე­
ბური ფორმის. ნაყოფი წითელი ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-IX. იზ­
რდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე,
შქერიანში, დეკიანში, კეწერიანში, კლდეებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ
და ცენტრალურ ევროპას, ციმბირს, აღმოსავლეთ აზიას,
ჩრდილო ამერიკას.
330

Euphorbia maculata L.
ოჯახი: Euphorbiaceae – რძიანასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი ლეგა მცენარეა, შემდეგ ხში­
რად მოწითალო ხდება, გაფარჩხულბეწვიანია. ღერო
გართხმულია, წვრილი, 5-15 სმ სიგრძის, ძლიერ და­
ტოტვილი. ფოთლები მოკლეყუნწიანია ირიბი ფუძით,
მოგრძოკვერცხისებურიდან მოგრძოხაზურამდე, ზედა
მხარეზე შიშველი, ქვემოდან შებუსული. კათხასებური ყვა­
ვილედი მარტოულადაა განწყობილი ღეროს ორკაპებში.
სანექტრეები ელიფსურია, წითელი ან თეთრი. ყვ. ნაყ. I-X.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ზღვისპირა ქვიშებზე,
გზებზე, რუდერალურ ადგილებში, ჩაის პლანტაციებში. გა­
ვრცელებულია დასავლეთ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას და დასა­
ვლეთ ევროპას.

Euphorbia myrsinites L. = Euphorbia pontica


Prokh.
ოჯახი: Euphorbiaceae – რძიანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 15-35 სმ სიმა­
ღლის, შიშველი, მონაცრისფრო-მუქი მწვანე. ღერო მრა­
ვალია, აღმავალი. ღეროსეული ფოთლები უკულანცეტაა
ან რომბულ-უკუკვერცხისებური, მჭიდროდ განლაგებული,
სუსტად დაღარული და ხორცოვანი. კენწრული საყვა­
ვილე ღერძი, რიცხვით 5-12, მარტივი ან წვერზე ორად
გაყოფილია.ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სა­
რტყლებში ქვიან ფერდობებზე, მშრალ, ღორღიან ადგი­
ლებში, კლდეთა ნაპრალებსა და გამეჩხერებულ ტყეებში.
გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, ქართლსა და მე­
სხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე
აზიას.
332

Castanea sativa Mill. – ჩვეულებრივი


წაბლი
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
30 მ სიმაღლის, ხეა. გადაშლილი დატოტვილი ვარჯით.
კვირტები კვერცხისებურია. ტოტები მოწითალო მურა
ფერის მეჭეჭებითაა მოფენილი. ფოთლები ყუნწიანია,
ტყავისებური, იშვიათად – სიფრიფანა. მოყვანილობით
ვიწროლანცეტადან მოგრძო, კვერცხისებურამდე, ხერხ­
კბილა. ფოთლების ზედა მხარე მუქი მწვანეა და შიშველი,
ქვედა – ნაწილობრივ შებუსული. მამრობითი ყვავილედი
მჭადაა, ყვავილები მოთეთრო – მოყვითალოა. მდედრო­
ბითი ყვავილი მამრობითი ყვავილედების ძირშია 1-3
ცალად. ყვ. VI, ნაყ. IX-X. იზრდება მთის ქვედა და შუა სა­
რტყლების ტყეებში. გვხვდება როგორც შერეული, ასევე
მომცრო ჯგუფების სახით. შესულია საქართველოს წითელ
ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Fagus orientalis Lipsky – აღმოსავლური


წიფელი
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
20-40 მ სიმაღლის ხეა. გლუვი, რუხი ან თეთრი ფერის ქერ­
ქით. ფოთლები რიგ-რიგად ორ მწკრივად არის განლაგე­
ბული. ფორმით ელიფსურიდან უკუკვერცხისებურამდე.
კიდეებზე ოდნავ ტალღისებური ან ოდნავ დაკბილულია.
ზედა მხრიდან მუქი მწვანე ფერისაა, პრიალა, შიშველი.
ქვედა მხარე ღია მწვანეა, ძარღვების გაყოლებაზე შებუ­
სული. ყვ.IV-V, ნაყ. IX-X. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში,
გარდა თუშეთისა და აღმ. საქართველოს ჭალის ტყეებისა.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამ­
ხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
334

Quercus hartwissiana Steven – ჰართვისის


მუხა
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
ფოთოლმცვენი, იშვიათად მარადმწვანე ხეა, 25 მ-მდე სი­
მაღლის, მომრგვალო ფორმის ვარჯით. წლიური ყლო­
რტები მუქი მურა ფერისაა, შიშველი და წახნაგოვანი.
კვირტები მომრგვალო ან კვერცხისებურია. ფოთლის
ფირფიტა ტყავისებურია ან სიფრიფანა, მოყვანილობით –
უკუკვერცხისებური, ზემოდან პრიალა მწვანე და შიშველი,
ქვემოდან ოქროსფერი ბეწვებით შებუსული. ყვ. ნაყ. VI-
VII. იზრდება თიხნარ, ეწერ, ყომრალ, კარბონატულ და
დაჭაობებულ ნიადაგებზე, ზღვისპირა დაბლობებში, მთის
ქვედა და შუა სარტყლებში 1200-1400 მ სიმაღლემდე. გა­
ვრცელებულია დასავლეთ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

Quercus macranthera Fisch. & C.A.Mey. ex


Hohen. – მაღალმთის მუხა
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
20-28 მ სიმაღლის ხეა, მსხვილი, მოკლე ღეროთი, დაფა­
რულია სქელი, მუქი ქერქით. ერთწლიანი ტოტები სქლა­
დაა შებუსული. ფოთლები მკვრივია, ტყავისებური, ქეჩის
მსგავსად შებუსული. ფირფიტა ზემოდან მუქი მწვანეა,
ქვემოდან – მოყვითალო-მონაცრისფრო, მეტ-ნაკლებად
შებუსული. მოყვანილობით ოვალური ან კვერცხისებური,
გვერდებზე ამოკვეთილნაკვთიანი, თითოეულ მხარეზე
8-12 მოკლე, ბლაგვი, კიდემთლიანი ან მსხვილკბილე­
ბიანი ნაკვთებით. ყვ. ნაყ. V. იზრდება ტყის შუა და ზედა
სარტყლებში სამხრეთის მშრალ ფერდობებზე, ქმნის მუხ­
ნარ ტყეებს. გვხვდება ცალკეულადაც ფოთლოვან, ფიჭვ­
ნარ ტყეებში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის
ყველგან. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში,
როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
336

Quercus petraea subsp. iberica (Steven ex


M.Bieb.) Krassiln. = Quercus iberica Steven
ex M.Bieb. – ქართული მუხა
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
საშუალო სიმაღლის ხეა, მოწითალო-მურა ან მუქი რუხი
ფერის ერთწლიანი ტოტებით, რომელიც ნორჩობაში შე­
ბუსულია, შემდეგ – შიშველი. ფოთლები ტყავისებურია,
მოყვანილობით უკუკვერცხისებურია, ზემოდან – პრიალა
მწვანე, ქვედა მხარეს – მკრთალი მწვანე ფერის, თხლად
და ნაცრისფრად შებუსული და შიშველი; ფოთლის კიდე­
ები მოკლენაკვთებიანია ან თითქმის მსხვილკბილა, 8-10
წყვილი თითოეულ მხარეს; ნაკვთები ბლაგვია ან წვერში
შევიწროებული. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა
სარტყლებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიასა და ირანს.

Quercus pontica K. Koch. – პონტოს მუხა


ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
5-12 მ სიმაღლის, ბუჩქი ან ხეა. ერთწლიანი ტოტები შიშვე­
ლია, მოწითალო-მურა ფერის. კვირტები კვერცხისებრია
ან მომრგვალო. ფოთლები დიდი ზომისაა, მორიგეობით
განლაგებული, სიფრიფანა, ზოგჯერ ტყავისებური, მოყვა­
ნილობით ფართოუკუოვალური. ზემოდან – პრიალა
მუქ-მწვანე, შიშველი, ქვემოდან – ღია მწვანე, ხშირად შე­
ბუსული ვარსკვლავისებური ბეწვებით. ყვ.V-VI, ნაყ.VIII-IX.
იზრდება მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ტყის სა­
ზღვარზე, ტენიან კირქვიან კლდეებზე, ხშირად თიხნარ
ნიადაგებზე, ძირითადად სამხრეთ ფერდობებზე 2200 მ სი­
მაღლემდე. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიას. კა­
ვკასიის ეკორეგიონის ენდემია.
338

Quercus robur subsp. imeretina (Steven ex


Woronow) Menitsky = Quercus imeretina
Steven – იმერეთის მუხა
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
30 მ-მდე სიმაღლის ხეა, ფართოდ გადაშლილი ვარჯით.
ერთწლოვანი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა, შემდეგ
რუხი. კვირტები წვრილია, მოგრძოოვალური. ფოთლები
თითქმის მჯდომარეა; ფოთლის ფირფიტა ნაზია, უკუკვე­
რცხისებური, ზედა მხარე შიშველია, ღია მწვანე, ქვედა
მხარე – ძარღვების გასწვრივ გაფანტული ბეწვით შემო­
სილი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყელში
300-400 მ სიმაღლეზე, ჭარბტენიან, ეწერ, თიხნარ, წითე­
ლმიწა, ტორფიან ნიადაგებზე. ქმნის შერეულ, ფოთლო­
ვან კოლხურ ტყეებს ჰართვისის მუხასთან, მურყანთან,
ძელქვასთან, რცხილასთან და ლაფანთან ერთად. გავ­
რცელებულია დასავლეთ საქართველოში. საქართველოს
ენდემური მცენარეა.

Quercus robur subsp. pedunculiflora


(K.Koch) Menitsky = Quercus longipes
Steven – ჭალის ანუ გრძელყუნწა მუხა
ოჯახი: Fagaceae – წიფლისებრნი
30 მ სიმაღლის ხეა, უხვად დატოტვილი, სფეროსებური
ვარჯით. ტოტები მორუხო-მურა-მოყავისფროა. ფოთლის
ფირფიტა მკვრივია, თითქმის ტყავისებური, უკუკვერცხი­
სებური ან მოგრძო; ზემოდან მუქი მწვანეა, შიშველი; ქვე­
მოდან – მუქი მომწვანო, შემოსილი გრძელი ბეწვებით,
იშვიათად – შიშველი, დანაკვთული ან ფრთისებრ დანაწე­
ვრებული. ყვ.ნაყ. IV-V. იზრდება 1000-1100 მ სიმაღლემდე.
ქმნის კორომებს, ძირითადად, მდინარისპირა ტერასებზე,
დაბლობებზე, ხევებში, ტაფობებში, ხრამების გასწვრივ. სა­
ქართველოში გავრცელებულია შიდა ქართლსა და ქვემო
ქართლში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში,
როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას და სამხრეთ-ა­
ღმოსავლეთ ევროპას.
340

Centaurium pulchellum (Sw.) Druce –


ასფურცელა
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 5-25
სმ. ღერო სწორია, დატოტვილი, ბასრწახნაგებიანი, ქვედა
ფოთლები უკუკვერცხისებურია, ღეროსეული ფოთლები
ლანცეტაა, მოპირისპირედ განლაგებული. ყვავილები ყუნ­
წიანია, განლაგებულია ტოტების ბოლოებში. გვირგვინი
ვარდისფერია ან თეთრი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება წყალ­
სატევების სანაპიროებზე, ტენიან ადგილებში, ჭაობიან
მდელოებსა და სილნარებზე. საქართველოში გავრცელე­
ბულია ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ჩრდილო აფრიკას,
ახლო აღმოსავლეთს, შუა და ცენტრალურ აზიას.

Gentiana asclepiadea L.
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე 40-120
სმ-ია. ღერო მარტივია, ფოთლები – კვერცხისებურ-ლა­
ნცეტა. ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, თითქმის გული­
სებური ძირით, მოპირისპირედ განლაგებული. ყვავილები
განლაგებულია ზედა ფოთლის იღლიებსა და ღეროს ბო­
ლოში. გვირგვინი ცისფერია ან თეთრი. ყვ. ნაყ. VIII-IX.
იზრდება ტყის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე
ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, მაღალ ბალახეულობაში.
საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგი­
ონის ენდემია. ტყის შემდგომი ცენოზების სარეველაა.
342

Gentiana cruciata L. – ჯვარისებრი


ნაღველა
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე 20-50
სმ, აქვს რამდენიმე აღმავალი ღერო, ფოთლები – კვე­
რცხისებურ-ლანცეტა, კიდეებზე ხორკლიანი, ყვავილები
ზედა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. გვირგვინი
ლურჯია, ღია ფერის მილით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის
ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყისპი­
რებში, ბუჩქნარებსა და ნატყევარ ადგილებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმ­
ბირს, შუა და ცენტრალურ აზიას.

Gentiana paradoxa Albov -საოცარი


ნაღველა
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 20-40
სმ. აქვს რამდენიმე წამოწეული ღერო, ფოთლები ვიწრო­
ხაზურია, ჩხროებად განლაგებული. კიდეებზე ხორკლი­
ანი, ყვავილები მარტოულია ან 2-3 ერთად განლაგებული.
გვირგვინი მკრთალი იისფერია, ნაკვთები კბილებიანი, მე­
ორადი ნაკვთები კი – ფოჩებიანი. ყვ. ნაყ. VIII-IX. იზრდება
მთის ტყისა და სუბალპური სარტყლების კირქვიან კლდე­
ებზე. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის
დასავლეთ ნაწილს. კავკასიის ენდემია. იშვიათი მცენარეა.
344

Gentiana pyrenaica L.
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მეჩხერკორდი­
ანი. სიმაღლე – 2-4 სმ. აქვს რამდენიმე წამოწეული ღერო,
ფოთლები ვიწროლანცეტა ან ხაზურია, კრამიტისებურად
განლაგებული. ყვავილები მარტოულია, კენწრული. გვირ­
გვინი მუქი ლურჯია, ნაკვთები კბილებიანია. ყვ. ნაყ. VIII-IX.
იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების ხალებზე,
მარცვლოვან მდელოებზე. საქართველოში გვხვდება
ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს მთელ კავკასიას. ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Gentiana septemfida Pall.


ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 10-50
სმ. ღერო წამოწეულია. შეფოთლილი. ფოთლები ფართო­
ლანცეტა ან კვერცხისებურია. ყვავილედი თავაკისებურია,
ყვავილი ზოგჯერ მარტოულია, კენწრული. გვირგვინი მუქი
ლურჯია, მეორადი ნაკვთები ფოჩებიანი. ყვ. ნაყ. VIII-X.
იზრდება ტყის, სუბალპური და ალპური სარტყლების მდე­
ლოებზე, საძოვრებზე. საქართველოში გვხვდება ყველა
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
346

Gentiana verna subsp. pontica (Soltok.)


Hayek = Gentiana angulosa (M.Bieb) Holub
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 4-10
სმ. ღერო სწორია, დატოტვილი ბასრწახნაგებიანი, ფოთ­
ლები კვერცხისებურია ან ლანცეტა, ყვავილები მარტო­
ულია, განლაგებულია ღეროს ბოლოებში. გვირგვინი
კაშკაშა ლაჟვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება სუ­
ბალპური და ალპური სარტყლების ხალებსა და მდელო­
ებზე. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
მცირე აზიასა და ირანს.

Gentianella caucasea (Lodd. ex Sims) Holub –


კავკასიური ნაღველა
ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 5-20 სმ.
ღერო სწორია, დატოტვილი. ქვედა ფოთლები კვერცხისე­
ბურია ან მოგრძოკვერცხისებური. ღეროსეული ფოთლები
ლანცეტაა, მოპირისპირედ განლაგებული. ყვავილები
ყუნწიანია, განლაგებულია ზედა ფოთლების იღლიებში.
გვირგვინი იისფერია, ცისფერი ან თეთრი. ყვ. ნაყ. VIII-X.
იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების ხალებსა
და მდელოებზე, ღორღიან და გაძოვილ მდელოებზე. სა­
ქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე
აზიასა და ირანს.
348

Swertia iberica Fisch. ex Boiss. – ბაბლუარა


ოჯახი: Gentianaceae – ნაღველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 20-70
სმ. ღერო სწორია, მსხვილი, ფუნჯა ბეწვით შებუსული, მა­
რტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი. ფესვთანური
და ქვედა ფოთლები ფართოელიფსურია ან კვერცხისე­
ბური, შევიწროებულია ბრტყელ ყუნწში. ღეროსეული
ფოთლები ლანცეტაა, ზედა ფოთლები დაპატარავებულია.
ყვავილედი ფარჩხატი საგველაა. ყვავილები მოთეთრო
– ყვითელია ან მკრთალი ცისფერი მუქი წინწკლებით. ყვ.
ნაყ. VII-X. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში
ტენიან მდელოებსა და ფერდობებზე, იშვიათად – კლდე­
ებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Erodium ciconium (L.) L’Hér. სავარცხელა


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
15-16 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო დატოტვილია, გართხმული ან წამოწეული, ზედა
ნაწილში შებუსულია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლის
ფირფიტა ძირამდე განკვეთილია უკუკვერცხისებურ – ოვა­
ლურ სეგმენტებად. საყვავილე ღერძი იღლიურია, ყვავი­
ლები ცოტაა და ქოლგისებურ ყვავილედად შეკრებილი.
გვირგვინი იისფერია.ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება ველის, ნახე­
ვრად უდაბნოსა და ტყის სარტყელში, ქვიან, რუდერალურ
ადგილებში, გზისპირებზე და ვენახებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას, ეგვიპტესა და შუა აზიას.
350

Erodium cicutarium (L.) L’Her. –


სავარცხელა
ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
ერთ ან ორწლიანი მცენარეა, 5-35 სმ სიგრძის, და­
ტოტვილი, გართხმული ან წამოწეული, ზოგჯერ მცენარე
უღეროა. დაფარულია გაფარჩხული ბეწვით. ფესვთანური
და ღეროსეული ფოთლები ძირამდეა ფრთისებურად გა­
ნკვეთილი კვერცხისებურ-ელიფსურ სეგმენტებად, რომ­
ლებიც, თავის მხრივ, არის ფრთისებურად განკვეთილი
მოგრძო ნაკვთებად. ყვავილედი იღლიურია, 2-7-ყვავი­
ლიანი. გვირგვინი, ძირითადად, ვარდისფერია (შეფერი­
ლობა მერყეობს მოთეთრო ფერიდან მუქ იისფრამდე).
ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ვე­
ლობებზე. ცნობილია მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს, შუა აზიასა და
ავსტრალიას.

Geranium columbinum L.
ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 8-40 სმ.
მიტკეცილი და ხეშეში, მარტივი ბეწვით მოფენილი. ღერო
გართხმულია ან აღმავალი, გაბნეულად მიტკეცილბეწვი­
ანი. ფოთლების ფირფიტა მომრგვალო-ხუთკუთხიანია,
თითქმის ძირამდეა დაყოფილი უკუკვერცხისებურ ნაკ­
ვთებად. საყვავილე ღერძი იღლიურია, ერთყვავილიანი.
გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია. ყვ. ნაყ. III-VIII. იზ­
რდება ტყის სარტყელში, გზისპირებზე, ბუჩქნებსა და ტყის­
პირებში ბოსტნებსა და ვენახებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიასა და ირანს.
352

Geranium finitimum Woronow – ნემსიწვერა


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მთელი მცე­
ნარე შებუსულია. სიმაღლე – 50-60 სმ, აღმავალად და­
ტოტვილი. ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები
რომბის ფორმის 5-7 სეგმენტად არის დაყოფილი. თითო­
ეული სეგმენტი, თავის მხრივ, ხაზურნაკვთებიანია. ჯამის
ფოთლები კვერცხისებურ-ელიფსურია, 3-5-ძარღვიანი,
გაფარჩხული ბეწვით შემოსილი და კიდეებზე თეთრი არ­
შიით. გვირგვინი მეწამულ-იისფერია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზ­
რდება ტყისა და სუბალპური სარტყლების მდელოებზე.
გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთის ქედზე
და ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას.

Geranium gracile Ledeb. Ex Nordm.


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-60
სმ. შებუსულია მარტივი გაფარჩხული ბეწვით. 1-2 ღერო
წამოწეული, მარტივი ან დატოტვილია. ფოთლები გრძე­
ლყუნწიანია, ზედა ნაწილში 3-ად განკვეთილი 10-18 სმ
სიგანის 5 სეგმენტად. ორივე მხარეზე გაბნეული ბეწვით
არის მოფენილი. ყვავილედი კენწრულია, მცირეყვავილი­
ანი. გვირგვინი მოწითალოა, მუქძარღვიანი. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება ტყისა და სუბალპური სარტყლებში 2300 მ-მდე.
საქართველოში გავრცელებულია საქართველოს დასა­
ვლეთ ნაწილსა და სამცხე-ჯავახეთში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიას,
ჩრდილო ირანს.
354

Geranium gymnocaulon DC. – ნემსიწვერა


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 1 ან 2-ია.
წამოწეულია და გაფარჩხული ბეწვით არის შემოსილი. სი­
მაღლე – 15-40 სმ. ფესვთანური ფოთლები მრავალრიცხო­
ვანია. ფოთლის ფირფიტა 5-კუთხოვანია, მომრგვალო,
6-7 სმ სიგანის. თითქმის ძირამდე 5 ნაწილად დაყოფილი,
სეგმენტები მოგრძოკვერცხისებურია, ღრმად ფრთისებუ­
რად ჩაჭრილი ლანცეტა ფორმის ნაკვთებად. ყვავილედი
2-10-ყვავილიანი ქოლგაა. მუქი იისფერია კარგად გამო­
კვეთილი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ
და ალპურ სარტყლებში მდელოებსა და მორენებზე. გავ­
რცელებულია საქართველოს მთიანეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

Geranium lucidum L. – მბრწინავი


ნემსიწვერა
ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 8-30 სმ,
პრიალა ბეწვით შემოსილი. ღერო სუსტია, წამოწეული,
დატოტვილი, ზედა ნაწილში ცალმხრივად გაბნეულბე­
წვიანი. ფოთლის ფირფიტა ნახევრამდე დაყოფილია
ფართო, უკუკვერცხისებურ, მობლაგვო 5-7 სეგმენტად.
საყვავილე ღერძი იღლიურია. გვირგვინის ფურცლები
ვარდისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ველებსა და ტყის­
პირებში. საქართველოში გავრცელებულია იმერეთში, მე­
სხეთ-ჯავახეთში, თრიალეთის ქედზე, ქვემო ქართლსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
356

Geranium pratense L. = Geranium


kemulariae Kharadze.
ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
40-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, მიტკეცილი, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვით
ხასიათდება. ღერო აღმავალია, სუსტად დატოტვილი.
ფოთლის ფირფიტა 8-10 სმ სიგანისაა, თითქმის ძირამდეა
დაყოფილი წაგრძელებულრომბულ, წაწვეტებულ 5-7
სეგმენტად; ორივე მხარე მიტკეცილი ბეწვით არის და­
ფარული. ყვავილები მცირეყვავილიან საგველასებურ
ყვავილედშია შეკრებილი. გვირგვინის ფურცლები ვა­
რდისფერია ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის
სარტყელში, ტყისპირა ადგილებში, მთის მდინარეთა გას­
წვრივ, მაღალბალახოვან მცენარეულობის შემადგენლო­
ბაში. გავრცლებულია მთიულეთში. კავკასიის ენდემია.

Geranium psilostemon Ledeb.


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 80
სმ-მდე. ღერო აღმავალია, დატოტვილი, ზედა ნაწილში
ჯირკვლოვანი ბეწვით შემოსილი. ფოთლის ფირფიტა
ფართოა, ქვედა – ხუთკუთხოვანი, დაყოფილია 5 რომბი­
სებურ, წაწვეტებულ, ღრმად სამნაკვთიან სეგმენტად. ყვა­
ვილედი მცირეყვავილიანია, საგველასებური. გვირგვინის
ფურცლები სისხლივით წითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
სუბალპურ სარტყელში მაღალ ბალახეულობასა და დე­
კიანებში. გავრცელებულია თითქმის მთელ დასავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
358

Geranium pyrenaicum Burm.f.


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე
– 15-60 სმ. გრძელი, მარტივი და ჯირკვლოვანი ბეწვით შე­
ბუსული. ღერო რამდენიმეა, წამოწეული და დატოტვილი.
ფოთლის ფირფიტა 2-8 სმ სიგანისაა, მომრგვალოთი­
რკმლისებური, 1/3-2/3-მდე განკვეთილია წაგრძელებულ
სწორკუთხოვან – მობლაგვო სეგმენტებად. ყვავილედი
ვიწროსაგველასებურია. გვირგვინის ფურცლები ღია
იისფერია.ყვ, ნაყ. VI-IX. იზრდება ტყისა და სუბალპური
სარტყლების, 2400 მ-მდე, ჩრდილიან ტყეებში. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.

Geranium robertianum L. – უჟმურა


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 15-
40 სმ. ღერო სუსტია, წამოწეული და დატოტვილი, ზედა
ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვით შემოსილი. ფოთლის
ფირფიტა ხუთკუთხოვანია, თითქმის ძირამდეა გაყოფილი
მოგრძოკვერცხისებურ 5 სეგმენტად. საყვავილე ღერძები
იღლიურია. გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა,
ზოგჯერ მოთეთრო ზოლებით. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება
დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – ტენიან, დაჩ­
რდილულ ადგილებში, ხევებში, მდინარეთა და რუების
ნაპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდი­
ლოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
360

Geranium sanguineum L. – ნემსიწვერა


ოჯახი: Geraniaceae – ნემსიწვერასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული თე­
თრი ბეწვით შემოსილი. ღეროს სიმაღლე 20-50 სმ-ია. ფო­
თოლი მომრგვალოა ან თირკმლისებური, 5-7 ლანცეტა
ან ვიწროელიფსურ სეგმენტად გაყოფილი, რომლებიც,
თავის მხრივ, 2-3 ნაწილად იყოფა. საყვავილე ღერძი
ერთყვავილიანია. ჯამის ფოთლებს აქვთ მოკლე წვეტი,
გაფარჩხულბეწვიანი. გვირგვინი სისხლისფერ-წითელია.
ყვ. ნაყ. V-X. მცენარე იზრდება ნათელ ტყეებში, ბუჩქნა­
რებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას და სამხრეთ
ევროპას.

Ribes petraeum Wulfen = Ribes biebersteinii


Berland. ex DC. – კლდის მოცხარი
ოჯახი: Grossulariaceae – ხურტკმელისებრნი
2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები ღია
ფერისაა, შიშველი. ფოთლები დიდი ზომისაა, ძირითა­
დად, სქლად შებუსული. ხუთნაკვთიანი და გულის ფორმის
ძირით. ყვავილედი მტევანია, 15-20-ყვავილიანი. ნაყოფი
მუქი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის
შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ტყის პირას და ბუჩქნა­
რებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელებულია კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში.
362

Hydrangea macrophylla (Thunb.) Ser.-


ჰორტენზია
ოჯახი: Hydrangeaceae – წყალფოთოლასებრნი
ბუჩქია, სიმაღლე – 2 მ-მდე, ფოთლები მოპირისპირედ
არის განლაგებული, ფორმით უკუკვერცხისებურია ან
ფართო-ელიფსური, სიგრძით 15 სმ-მდე, კიდეებზე წვრი­
ლხერხკბილა, ფოთლის ფირფიტა მახვილი წვეტით
ბოლოვდება. ყვავილედი კენწრული ფარია, რომელიც
შედგება მრავალი ყვავილისგან. ყვავილედს ხშირად
სფეროს ფორმა აქვს. ყვავილი შეფერილობით მრავალ­
გვარია: წითელი, ვარდისფერი, ლურჯი. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში, გზისპირებზე,
პარკებში. საქართველოში გვხვდება აჭარაში, გურიასა და
სამეგრელოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
აღმოსავლეთ აზიას. ინტროდუცირებულია თითქმის მთელ
მსოფლიოში, საქართველოში გაველურებულია.

Philadelphus coronarius L. = Philadelphus


caucasicus Koehne – უცვეთელა
ოჯახი: Hydrangeaceae – წყალფოთოლასებრნი
3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ტოტების ქერქი მოყვითალო ან
მოწითალოა. ფოთლები ფართო-კვერცხისებური, ელიფ­
სური, კიდეზე დაკბილული,ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა,
ქვედა – რუხი. ყვავილედი მტევანია, 7-9-ყვავილიანი,
ყვავილი – თეთრი ან მოყვითალო, სურნელოვანი. ყვ.V-
VII. ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლების
ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ხეობების გაყოლებაზე. სა­
ქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან, გარდა
სამხრეთ საქართველოსი. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიის ეკორეგიონს. მისი ენდემია.
364

Hypericum androsaemum L. – კორობელა


ოჯახი: Hyperidaceae – კრაზანისებრნი
ნახევრად ბუჩქია, ღერო 1 მ-მდე სიმაღლის, შიშველი,
მურა ფერის ქერქით. ფოთლები კვერცხისებურია, თით­
ქმის მჯდომარე. ყვავილედი მცირეყვავილიანი, ნახევრად
ქოლგა ან ფარია. გვირგვინის ფურცლები ბლაგვია, ყვი­
თელი. ნაყოფი კენკრაა, მომწიფებისას ჯერ წითელია,
შემდეგ – მუქი მეწამული. ყვ. ნაყ.V-VIII. იზრდება ტენიან
ტყეებსა და ხეობებში, ზოგჯერ ნაკადულების პირას. ცნო­
ბილია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, დასავლეთ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.

Hypericum bupleuroides Griseb.


ოჯახი: Hyperidaceae – კრაზანისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 50-100
სმ სიმაღლისაა,სწორი, შიშველი. მოპირდაპირედ გან­
ლაგებული ფოთლები წყვილ-წყვილად არის შეზრდილი
ერთ მოგრძოელიფსურ ფოთლად, კიდემთლიანია. ყვა­
ვილები სამ-სამად არის შეკრებილი ნახევარქოლგისე­
ბურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები ყვითელია.
ყვ. ნაყ. I-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა
სარტყლამდე დაბურულ ტყეებსა და ტენიან ადგილებში.
გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქა­
რთლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე
აზიას.
366

Hypericum linarioides Bosse


ოჯახი: Hyperidaceae – კრაზანისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-40 სმ
სიმაღლისაა, მომრგვალო, ცილინდრული ან ზედა ნა­
წილში 2 ბლაგვი წახნაგია განვითარებული. ფოთლები
თითქმის ტყავისებურია, ოვალური ან მოგრძო, იშვია­
თად – ვიწროლანცეტა. ყვავილები შეკრებილია წყვეტილ,
ვიწრო საგველად. გვირგვინის ფურცლები მოგრძოა,
მკრთალი ყვითელი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპური
და ალპური სარტყლების მდელოებზე, ღია და მშრალ ფე­
რდობებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Hypericum orientale L.= Hypericum


ptarmicaefolium Spach
ოჯახი: Hyperidaceae – კრაზანისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-40 სმ
სიმაღლისაა, შიშველი, წამოწეული ან აღმავალი, სქ­
ლად შეფოთლილი. ფოთოლი მოგრძო, მოგრძოხაზური
ან ნიჩბისებური ფორმისაა, ფირფიტა გამჭვირვალე ჯი­
რკვლებით არის მოფენილი. ყვავილები შეკრებილია
მცირეყვავილიან ნახევარქოლგისებურ, ფარისებურ ან
მტევნისებურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები
ღია ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთისწინებზე ალ­
პურ სარტყლამდე მშრალ, ღორღიან, ქვიან და კლდოვან
ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.
368

Hypericum perforatum L. – კრაზანა


ოჯახი: Hyperidaceae – კრაზანისებრნი
20-50 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი
შიშველი მცენარეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი
ან მარტივი. ფოთლები მჯდომარეა, ოვალური, კიდეებზე
გადაკეცილი. ფოთოლი მოფენილია ჯირკვლებით. ყვა­
ვილედი საგველაა ან ფარისებური საგველა. გვირგვინი
ყვითელია. გვირგვინის ფურცლები არათანაბარგვერდე­
ბიანია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში, ნათესებში, ვე­
ლებზე, ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცე­
ნტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე, შუა და აღმო­
სავლეთ აზიას, ირანს, ჩრდილო აფრიკასა და ჩრდილო
ამერიკას.

Crocosmia × crocosmiiflora (Lemoine)


N.E.Br.
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო-30-50 სმ
სიმაღლის, მარტივი ან იშვიათად მცირედ დატოტვილი,
სუსტი, წკეპლისებური, რკალისებური. ფოთლები გრძელი,
ლანცეტა, ოდნავ მოლეგო. ყვავილი კენწრულია, მა­
რტოული ან 2-3, მოწითალო ან ნარინჯისფერი. ყვ. ნაყ.
VI-VII. იზრდება დაბლობებზე, ტენიან მდელოებზე და
ბუჩქნარებში, საქართველოში გავრცელებულია აჭარასა
და გურიაში, ინვაზიური სახეობაა. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკას. ეს მცე­
ნარე Crocosmia aurea-ს და Crocosmia pottsii-ს ჰიბრიდს
წარმოადგენს, ეს ორი სახეობა სამხრეთ აფრიკაშია გავ­
რცელებული.
370

Crocus biflorus subsp. adamii (J.Gay)


K.Richt. = Crocus adamii J.Gay – ზაფრანა
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ფოთლები ხაზურია და ყვავილთან ერთად ვითარდება.
ყვავილსაფრის ფოთლები წაწვეტებულია, ლურჯი იის­
ფერი, ლილისფერი. ხახაში ოქროსფერ-ყვითელი. ყვა­
ვილსაფრის გარეთა ფოთლები ხასიათდება მუქი-იისფერი
დატოტვილი ზოლებით. სამტვერეები ყვითელია, დინგი –
ნარინჯისფერი, სამად გაყოფილი. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება
ველებზე, ტყისპირებში, მდელოებზე. საქართველოში გა­
ვრცელებულია იმერეთში, ქართლსა და აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილს,
სამხრეთ კავკასიას, შუა და სამხრეთ ევროპასა და ახლო
აღმოსავლეთს. სახეობა აღწერილია საქართველოში.

Crocus speciosus M.Bieb. – ზაფრანა


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ტუბერ-ბოლქვიანი მცენარეა, ფოთლები ხაზურია, ვითა­
რდება დაყვავილების შემდეგ. ყვავილი დიდი ზომისაა,
ლილისფერი, მეწამული ფერის, სამი სიგრძივი ზოლითა
და თეთრი, შიშველი ხახით, დინგი – ნარინჯისფერია, სა­
მად გაყოფილი. ყვ. ნაყ. VIII-X. იზრდება ველებზე, ტყის­
პირებში, მდელოებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
372

Gladiolus caucasicus Herb. – კავკასიური


ხმალა
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა, ყვავილედი ცალგვერდაა, მრავა­
ლყვავილიანი. ყვავილსაფარი დიდია, 4-6 სმ სიგრძის,
მუქი იისფერი ან მეწამული, გრძელი და ძლიერ მოხრილი
მილით. ყვავილსაფრის ფოთლები არათანაბარია. ქვედა
ფოთლები გვერდით ფოთლებთან შედარებით გრძელია,
ხოლო ზედა ფოთლები – მოკლე. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება
მთის შუა და ზედა სარტყლებში – ტენიან მდელოებზე, ყა­
მირებსა და ნათესებში. საქართველოში სპორადულად
თითქმის ყველგან არის გავრცელებული. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას. კავკასიის
ენდემური მცენარეა.

Gladiolus italicus Mill. – ხმალა


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ბოლქვიანი მცენარეა. ყვავილედი გრძელია, მეჩხერი,
ორგვერდა. ყვავილსაფარი ვარდისფერია, ზარისებური.
მილი მოკლეა. ქვედა სამ ფოთოლს თითო თეთრი ზოლი
გასდევს. ყვავილსაფრის ზედა ფოთოლი დანარჩენების­
გან დაცილებულია და მისი წვერი გადაღუნულია. ყვ.ნაყ.
V-VIII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – ნათე­
სებში, ნატყევარ ადგილებში, ქვიან ეკოტოპებზე, ველებზე.
საქართველოში გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამ­
ხრეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ჩრდილო აფრიკას, ახლო
აღმოსავლეთს, შუა აზიას.
374

Iris aphylla L.
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-20
სმ-მდე სიგრძისაა, ძირიდანვე ან ქვედა ნახევრიდან და­
ტოტვილი, მცენარე თითქმის უღეროა. ფოთლები მწვა­
ნეა, პრიალა ან მონაცრისფრო-მწვანე; ქვედა ფოთლები
ხაზურლანცეტაა, ოდნავ ხმლისებური, ვიწრო, სიფრიფა­
ნაკიდეებიანი და ღეროზე მოკლე. ყვავილი – 1-3. ყვავილ­
საფარი კაშკაშა იისფერია, ლურჯი იისფერი, მუქი იისფერი
ან მოშავო-იისფერი. ყვავილსაფრის ფოთლები თითქმის
თანაბარი ზომისაა. მისი გარეთა ფოთლები ფრჩხილის
შუა ხაზის გასწვრივ ყვითელი ბანჯგვლით ხასიათდება. ყვ.
ნაყ. IV-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ
სარტყლამდე მდელოებზე, ბუჩქნარსა და სტეპებში. საქა­
რთველოში ცნობილია აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგი­
ონებიდან. გავრცლების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს. გავ­
რცელებულია ასევე სამხრეთ რუსეთის დაბლობზე.

Iris caucasica Hoffm. = Juno caucasica


(Hoffm.) Tratt. – კავკასიური ზამბახი
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ტუბერ-ბოლქვიანი მცენარეა, ღერო შეფოთლილია. ფოთ­
ლები ბრტყელია, ნამგლისებური, ვიწრო, მოთეთრო არ­
შიით შემოვლებული. ყვავილი – 1-2. მკრთალი ყვითელი
ფერის ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ძლიერ დაპა­
ტარავებული, ზევითაა აღმართული. ყვ. ნაყ.III-V. იზრდება
მთის ქვედა სარტყელში მშრალ, ღორღიან ფერდობებზე,
ბუჩქნარებში, სტეპებში,ხნულებში. საქართველოში გა­
ვრცელებულია შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის ეკო­
რეგიონსა და ჩრდილო ერაყს.
376

Iris iberica Steven – ქართული ზამბახი


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ლეგაა,
ნამგალივით მოღუნული. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთ­
ლები თეთრია ან ოდნავ მოცისფრო, ხშირად მკრთალი
სოსანი ძარღვებით დაქსელილი. ყვავილსაფრის გარეთა
ფოთლებს შიგნიდან სიგრძეზე ბანჯგვლიანი ზოლი ჩა­
სდევს, ან მრავალი გაფანტული ბეწვითაა მოფენილი.
ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მომრგვალოა, ქვევით
დახრილი, ჩაზნექილი, მკრთალ ყვითელ ფონზე ხშირი
მღვრიე წაბლისფერი ზოლებითაა დაქსელილი. ყვ. ნაყ.
IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – მშრალ
ფერდობებზე, ბუჩქნარებში, სტეპად ქცეულ მდელოებზე.
საქართველოში გავრცელებულია კახეთში, შიდა და ქვემო
ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამ­
ხრეთ კავკასიის ენდემური მცენარეა.

Iris pseudacorus L. – წყლის ზამბახი


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მაღა­
ლია. ფოთლები ხმლისებურია ან ხაზური. ყვავილსაფ­
რის გარეთა ფოთლები შიშველია, კაშკაშა ყვითელი ან
მკრთალი ყვითელი.ყვავილის შიგნითა ფოთლები უკუკვე­
რცხისებურია, ძალიან პატარა ზომის, გარეთა ფოთლების
იმ ადგილას, სადაც ფირფიტა ფრჩხილში გადადის, მუქი
ყვითელია, ნარინჯისფერი ლაქა აქვს და მოწითალო-ყა­
ვისფერი ძარღვები გასდევს.ყვ. ნაყ.IV-VI. იზრდება და­
ბლობზე და მთის ქვედა სარტყელში – ჭაობებში, ტბებსა
და მდინარეების ნაპირებზე. საქართველოში გავრცელე­
ბულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
ახლო აღმოსავლეთს, ციმბირს.
378

Iris pumila L. – ქონდარა ზამბახი


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-15 სმ
სიმაღლისაა. ყველა ფოთოლი ღეროს ძირშია, ხაზურლა­
ნცეტა ან ხმლისებური, ლეგა. ყვავილსაფარი ყვითელია,
სოსანი, მოთეთრო ან გოგირდისფერი, ზოგჯერ ყვავილი
ზოლებიანია; მისი გარეთა ფოთლები მოყვანილობით
მოგრძო-კვერცხისებურია, შიგნიდან ბანჯგვლიანი ზო­
ლით. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისე­
ბურია ან ნიჩბისებური. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება მთის ქვედა
და შუა სარტყლებში – მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარსა და
სტეპებში. საქართველოში გავრცელებულია ქართლსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, ევროპის დიდ ნაწილსა და ციმბირს.

Iris reticulata M.Bieb. – მინდვრის ზამბახი


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები
ოთხწახნაგიანია, წიბოებიანი, დაყვავილების შემდეგ
გრძელდება. ყვავილი ერთია, იისფერი, იშვიათად – ცის­
ფერი ან მოთეთრო, ყვავილსაფრის გარეთა ფურცლების
ყვითელი, შუა ზოლი მუქი წინწკლებით არის მოფენილი,
ყვ. ნაყ. II-IV. იზდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში –
სტეპებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში. საქართველოში
გავრცელებულია სპორადულად, საკმაოდ იშვიათია. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის ეკორეგი­
ონსა და ჩრდილო ერაყს.
380

Iris sibirica L.
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მაღალია,
ფოთლები – ხეშეში, მოყვანილობით – ვიწრო-ხაზური,
გრძლად წაწვეტებული. ყვავილსაფარი ზარისებურია, ლუ­
რჯი, მოიისფროზოლებიანი. ყვავილსაფრის მილი თით­
ქმის შეუმჩნეველია, ყვავილსაფარს წვერზე ამონაკვეთი
არა აქვს. ყვ. ნაყ.VI-VII. იზრდება მთის ზედა და სუბალ­
პური სარტყლების, მაღალ ბალახეულობაში, ტენიან, და­
ჭაობებულ მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია
თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს მთელ კავკასიას, ევროპის დიდ ნაწილსა და ახლო
აღმოსავლეთს, შუა და აღმოსავლეთ აზიას, ციმბირს.

Iris spuria subsp. carthaliniae (Fomin)


B.Mathew = Iris carthaliniae Fomin –
ქართლის ზამბახი
ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მაღალია,
შეფოთლილი, სიგრძით – ფოთლების ტოლი ან ქვედა
ფოთლებზე გრძელი. ღეროსეული ქვედა ფოთლები ხეშე­
შია, ხაზური ან ხმლისებური, ღეროზე გრძელი ან ღეროს
ტოლი. ყვავილსაფარი ლაჟვარდოვან-ცისფერია, მუქი
ლურჯი, ზოგჯერ იისფერი ელფერით, თეთრი, მკრთალი
ყვითელი ძარღვებით. ყვავილსაფრის ფოთლები წვერზე
ამოკვეთილია.ყვ. ნაყ.V-VI. იზრდება დაბლობიდან მთის
შუა სარტყლამდე ჭაობებში, არხებში, ტენიან მდელოებზე.
საქართველოში ცნობილია ქართლიდან და კახეთიდან.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს აღმოსავლეთ კა­
ვკასიას. კავკასიის ენდემური ქვესახეობაა.
382

Sisyrinchium rosulatum E.P.Bicknell


ოჯახი: Iridaceae – ზამბახისებრნი
ერთ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-
20 სმ სიმაღლისაა, სუსტი, მარტივი ან ორად გაყოფილი,
შიშველი. ფოთლები ვიწროლანცეტაა ან ხაზური. ყვავილი
– 1-3, კენწრული ,შეფერილობით მკრთალი იასამნისფერ
– მოთეთრო, ძირში იისფერი, ყვითელი ლაქით. ყვ. ნაყ.
IV-VI. იზრდება რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე,
ტყისპირა ადგილებში, ველებზე. საქართველოში ის ცნო­
ბილია კახეთიდან. სახეობის გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს ჩრდილო ამერიკის სამხრეთა-ღმოსვლეთ
ნაწილს. საქართველოში ადვენტურია.

Juglans regia L. – კაკალი


ოჯახი: Juglandaceae – კაკლისებრნი
30-35 მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი, დახეთქილი ქერ­
ქითა და კენტფრთისებური ფოთლებით. მოყვანილობით
ოვალურია ან კვერცხისებური, წვერზე მობლაგვო ან მო­
კლე წვეტით. ყვავილები პატარა ზომისაა, ყვავილსაფ­
რით. ნაყოფი კაკლისებური კურკიანაა და ხორცოვანი,
მწვანე, შემდეგ – მოყავისფრო, ნაოჭიანი გარეთა შრით.
ყვ.ნაყ. VIII-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში
1,500-1,700 მ სიმაღლემდე, მდინარის ნაპირებზე, მთის
ფერდობებზე, მუხნარებსა და რცხილნარებში, მარტოუ­
ლად ან კორომების სახით. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში, გარდა მაღალმთიანი რაიონებისა. მცენარე
შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მო­
წყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ირანს.
384

Pterocarya pterocarpa Kunth ex I. Iljinsk –


ლაფანი
ოჯახი: Juglandaceae – კაკლისებრნი
10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მოთეთრო ქერქით. ფოთოლს
აქვს მრავალი წყვილი ხერხკბილა ფოთოლაკი, მოყვანი­
ლობით მოგრძოკვერცხისებური, ქვედა მხარეზე ძარღვე­
ბის გაყოლებით თეთრი ბეწვით მოფენილი. ყვავილები
შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. ყვ.ნაყ. III-IV. იზრდება
მთის ქვედა სარტყელში – ტენიან ტყეებში, მდინარეთა და
მათი შენაკადების ნაპირებზე ერთეული ეგზემპლარების
სახით ან მცირე კორომებად. ძირითადად გავრცელებუ­
ლია დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე კახეთში. მცე­
ნარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც
მოწყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.

Ajuga chamaepitys subsp. chia (Schreb.)


Arcang. = Ajuga comata stapf
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ან ნახევრად ბუჩ­
ქია. ღერო წამოწეულია, სწორად მდგომი ან გართხმული,
ძირში დატოტვილი, 8-40 სმ სიგრძის. შებუსულია კანზე
მჭიდროდ მიკრული ბეწვით. ღეროსეული ფოთლები სა­
მნაკვთიანია. ნაკვთები მთლიანია, ხაზური, ქვედა ფოთ­
ლები მეტწილად მთლიანია, მოგრძონიჩბისებური ან
წვერზე სამნაკვთიანი. ყვავილები ფოთლის უბეებში სხე­
დან 2-ყვავილიან ჩხროებად. გვირგვინი ლიმონისფერ-ყ­
ვითელია, მეწამულზოლებიანი მილითა და დაწინწკლული
ქვედა ტუჩით. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მშრალ, ქვიან ფე­
რდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირას, მინდვრებში და,
იშვიათად, ნათესებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცლების საერთოდ არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა
აზიას, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ირანს.
386

Ajuga genevensis L. – პირწმინდა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში მხო­
ხავი ყლორტები არა აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა,
სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში,
ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური ფოთ­
ლები მოგრძონიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კი­
დეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ – კიდემთლიანი,
ღეროსეული ფოთლები უკუკვერცხისებურია. გვირგვინი
ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, გარე­
დან ოდნავ შებუსულია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტყეებში,
ბუჩქნარებში, ტყის პირას, მდელოებზე, მდინარეთა ნა­
პირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო
სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
თითქმის მთელ ევროპასა და მცირე აზიას.

Ajuga orientalis L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მეტ-ნაკლებად მა­
ტყლისებურად – ბანჯგვლიანია, ზოგჯერ ქვედა ნაწილში –
შიშველი. ღერო სწორად მდგომია ან ძირში წამოწეული,
მარტივი, 10-30 სმ-მდე სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები
მოგრძოელიფსურია ან ფართო-კვერცხისებური. ძირში
სოლისებურად შევიწროებული, მოკლე ყუნწით, კიდეზე
მრგვალკბილა. ყვავილები თითქმის მჯდომარეა – 4-8 –
ყვავილიან ჩხროებად განლაგებული, გვირგვინი ცისფე­
რია, იშვიათად – თეთრი. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება მშრალ,
ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის ველობებზე
და ა.შ. დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
388

Ajuga reptans L. – პირწმინდა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში
გრძელი, მხოხავი დაფესვიანებული და შეფოთლილი
ყლორტებია განვითარებული, ღერო მარტივია, სწორად
მდგომი ან წამოწეული. 15-40 სმ სიმაღლის, შიშველი ან ორ
მოპირდაპირე მხარეს მიტკეცილბეწვიანი. ფესვთანური
ფოთლები დიდი ზომისაა. ნიჩბისებური ან უკუკვერცხისე­
ბური. ღეროსეული ქვედა ფოთლები მცირერიცხოვანია,
მოგრძო, ელიფსური, მჯდომარე. ყვავილები 6-8-ყვავი­
ლიან რგოლებადაა განლაგებული, გვირგვინი ცისფერი,
ვარდისფერი ან თეთრია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტენიან
მდელოებზე, ტყეებში, ტყის პირას, ქვედა სარტყლიდან სუ­
ბალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Ballota nigra L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
50-120 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო დატოტვილი ან დაუტოტავია, ნორჩობაში – მწვანე,
მოგვიანებით – მოწითალო ან მოყავისფრო-იისფერი, ხეშეში
მეჩხერი ბეწვით შებუსულია ან შიშველი. ყველა ფოთოლი
კვერცხისებურია, ბასრხერხკბილა ან ორმაგად დაკბილული
კიდით, ორივე მხარეზე მეჩხერი და მიტკეცილი ბეწვით. ყვა­
ვილები მოკლეყუნწიანია, მრავალყვავილიან ჩხროებად შე­
კრებილი. გვირგვინი მოვარდისფრო-იისფერია, იშვიათად
– თეთრი, ჯამიდან ამოყოფილი მილითა და ოდნავ მოხრილი,
წვერზე ამოკვეთილი ან ოდნავ დაკბილული ზედა ტუჩით. ყვ.
ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების რუდერა­
ლურ ადგილებში, ღობეების ძირებსა და გზისპირებზე, უმეტესად
საცხოვრებელი ადგილების მახლობლად, იშვიათად – ბუჩქნა­
რებში, ხევებსა და ფერდობებზე. საქართველოში გავრცელებუ­
ლია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში,
ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.
390

Clinopodium acinos (L.) Kuntze


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
8-30 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, ჩვეულებრივ, ძირიდანვე დატოტვილი,
მეტ-ნაკლებად შებუსული, გადახრილი, მარტივი ბეწვით.
ფოთლები – კვერცხისებურ-რომბისებური, სოლისებური
ფუძით, ზედა ნაწილში რამდენიმე კბილით ან იშვიათად –
კიდემთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე მოფენილია გაფა­
ნტული ჯირკვლებით. ყვავილები შეკრებილია 6-12, უფრო
იშვიათად – 16-24-ყვავილიან ჩხროებად. გვირგვინი იასა­
მნისფერია, 2-ჯერ გრძელია ჯამის მილზე. ყვ. ნაყ. V-IX. იზ­
რდება მშრალ ფერდობებსა და რუდერალურ ადგილებში.
საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, იმერეთში,
შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, ჩრდილო ამერიკას.

Clinopodium nepeta (L.) Kuntze = Calamintha


nepeta (L.) Savi
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
40-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, ძირიდანვე
დატოტვილი, სქლადაა შებუსული გრძელი გაფარჩხული
ან მოკლე ბეწვით. ფოთლები ფართოკვერცხისებურია,
ძირში სოლისებური, კიდეებზე წვრილ-მრგვალკბილები­
ანი, ორივე მხარეზე შებუსული გრძელი, მიტკეცილი ბე­
წვით. ყვავილების ჩხროები 5-25-ყვავილიანია. გვირგვინი
მკრთალი იასამნისფერია, 2,5-ჯერ გრძელია ჯამის მილზე.
ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება მშრალ, ქვიშიან ადგილებში,
კირქვიან კლდეებზე, ზღვის ნაპირებზე. საქართველოში
გავრცელებულია დასავლეთ ნაწილში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე აზიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას.
392

Clinopodium vulgare L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 15-90
სმ. ღერო დატოტვილია ან მარტივი, ჩვეულებრივ – მრა­
ვალი. შებუსულია გაფარჩხული ან ქვევით გადახრილი
ბეწვით. ფოთოლი კვერცხისებურია ან მოგრძოკვერცხისე­
ბური, წვრილ-მრგავალკბილა, იშვიათად – კიდემთლიანი,
ორივე მხარზე მეტ-ნაკლებად სქლად შებუსული, განსა­
კუთრებით ძარღვებსა და კიდეებზე. 8-40-ყვავილიანია.
გვირგვინი ვარდისფერია, გარედან სქლად არის შებუ­
სული მარტივი ბეწვით. ყვ. ნაყ. IV-X. იზრდება მთის ზედა
სარტყლამდე ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნა­
რებში, მშრალ ადგილებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა აზიას, მცირე
აზიას, ირანს, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს და ჩრდილო
ამერიკას.

Galeopsis bifida Boenn. – თავცეცხლა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,სიმაღლე – 15-60 სმ.
მარტივი ან დატოტვილი. ჯაგრისებური ბეწვით შებუსული,
ზოგჯერ – შიშველი. ფოთლები კვერცხის ფორმის კვე­
რცხისებური ან ლანცეტაა, მრგვალკბილა, შებუსული. ყვა­
ვილედის ჩხროები სფეროსებურია, შებუსული. გვირგვინი
მეწამულია, სოსანი, მოყვითალო ან მოთეთრო. ყვ. ნაყ.
VI-X. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში,
ბუჩქნარებსა და მდელოებზე. საქართველოში გავრცელე­
ბულია თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, თითქმის მთელ ევრა­
ზიას, ჩრდილო ამერიკას/შეტანილია.
394

Glechoma hederacea L. – ოშოშა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
60 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო დატოტვილია, მხოხავი, მუხლებში დაფესვიანე­
ბული, მრავალი წამოწეული ან სწორად მდგომი ყლორტით.
ფოთლები მომრგვალოთირკმლისებურია, კიდეებზე მსხვილ
მრგვალკბილა, ზედა მხარე – მუქი მწვანე, ქვედა მხარე კი
უფრო ღია ფერისაა ან მოწითალო იისფერი. ყვავილები
შეკრებილია 3-4 – ყვავილიან შუა და ზედა ფოთლების იღ­
ლიებში განლაგებულ ჩხროებად. გვირგვინი მოცისფრო-ი­
ისფერია, გარედან შებუსული, ღრმად ამოკვეთილი ზედა და
უფრო გრძელი ქვედა ტუჩით. ყვ. ნაყ. III-VII. იზრდება მთის
შუა სარტყლამდე ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირა
ადგილებში, მდინარის სანაპიროებზე და, როგორც სარე­
ველა, ბოსტნებსა და ბაღებში. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილო ამერიკას.

Lamium album L. – ჭინჭრის დედა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო სწორია, მარტივი, ფოთლები კვერცხისე­
ბურია, გრძლად წაწვეტებული, კიდეებზე – ხერხკბილა,
ორივე მხარეზე თხლად შებუსული, მჯდომარე, 8-9 ერთ­
მანეთისგან დაშორებულ ჩხროებად განლაგებული. გვირ­
გვინი მოყვითალო ან მოჭუჭყისფრო-თეთრია, მისი ქვედა
ტუჩის თითო სადგისისებური დანამატი და ორი პატარა
ზომის კბილია, ზედა ტუჩი გარედან სქლადაა დაფარული
გრძელი წამწამა ბეწვით. ყვ. ნაყ. IV-X. იზრდება მთის ზედა
სარტყლამდე ფოთლოვან ტყეებში, მდინარეთა სანაპირო­
ებზე, ველებზე, ჩამონაზვვავებზე, ღობეებსა და ბუჩქების
ძირში, ბაღებსა და ბოსტნებში, რუდერალურ ადგილებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ინდოეთს, მონღო­
ლეთს, აღმოსავლეთ აზიას და ჩრდილო ამერიკას.
396

Lamium amplexicaule L. – ვაზისძირა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-30 სმ სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ძირიდანვე მეტ – ნაკლებად დატოტვილია,
უფრო იშვიათად – მარტოული; ზედა ნაწილში შებუსული,
ღეროსეული ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ზედა
ფოთლები მჯდომარეა, ღერომხვევი, გაბნეული მოკლე
ბეწვით მოფენილი ან თითქმის შიშველი. ყვავილები შე­
კრებილია მრავალყვავილიან თავაკისებურ ჩხროებად,
ჩხროები ურთიერთდაშორებულია ან ზედა ნაწილში მია­
ხლოებული. გვირგვინი ხორცისფერ-წითელია ან ვარდის­
ფერი. ყვ. ნაყ. III-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან
ზედა სარტყლამდე მინდვრებში, ფერდობებზე, ბაღებში,
ვენახებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, მცირე აზიასა და ირანს.

Lamium tomentosum Willd.


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
6-23 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო უმეტესად ზედა ნაწილში დაფარულია მე­
ტ-ნაკლებად სქლად გაფარჩხული ბეწვით, ჩვეულებრივ,
რამდენადმე მუქი მოწითალო ფერისაა. ღეროსეული და
ყვავილთანური ფოთლები ერთნაირი ფორმისაა, კვე­
რცხისებური, 1,2-2,5 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სიგანის.
ორივე მხარეზე მეტ-ნაკლებად ხშირი მიტკეცილი ბეწვით
დაფარული. ყვავილები 1,5-2,7 სმ სიგრძისაა, მჯდომარე,
5-6 – ყვავილიან ჩხროებად განწყობილი. გვირგვინი
მოთეთროა, ჩალისფერი ან მკრთალი ვარდისფერი. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება ალპური და სუბნივალური სარტყლე­
ბის, ჩამონაზვავებზე და მორენებზე. საქართველოში გავ­
რცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, იმერეთში, აჭარაში,
შიდა ქართლში მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკა­
სიას, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ირანს.
398

Leonurus quinquelobatus Gilib. – შავბალახა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
50-200 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო მრავალია, დატოტვილი, მახვილწვე­
რიანი. ქვედა ფოთლები მომრგვალო ფორმისაა, გული­
სებური ძირით, ღრმად თათისებურად 5-7-ნაკვთიანი.
ღეროსეული შუა და ზედა ფოთლები ლანცეტა ან ოვა­
ლური ფორმისაა. ყველა ფოთოლი ყუნწიანია, ზედა მხარე
– მუქი მწვანე, ქვედა – ღია ფერის, ორივე მხარე – მოკლე
და რბილბეწვიანი. ყვავილები მოკლეყუნწიანია, მრავალყ­
ვავილიან მჭიდრო ჩხროებად შეკრებილი, რომლებიც გან­
ლაგებულია კიდემთლიან ან 1-2-კბილიან თანაყვავილის
იღლიებში. გვირგვინი ვარდისფერია ან მოვარდისფრო-ი­
ისფერი, გარედან – ბანჯგვლიანბეწვიანი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზ­
რდება მთის ზედა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებში,
ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ყირიმსა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.

Marrubium vulgare L. – ფოლორცის


ბალახი
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა თეთრი,ქეჩისებური შებუსვით. ღერო მრავალია,
მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები კვერცხისებურია ან
ელიფსური, კიდეზე მსხვილად კბილისებრ განკვეთილი.
ფოთლის ფირფიტა დანაოჭებულია, ზედა მხარეზე გაბნე­
ულბეწვიანი, ქვედა – მოთეთრო ქეჩისებური შებუსვით.
ჩხროები მრავალყვავილიანია, დაშორიშორებული. გვირ­
გვინი თეთრია, ზედა ტუჩი ქვედა ტუჩის ტოლია და წვერზე
ორად არის გაყოფილი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მშრალ
ფერდობებზე, ნათესებში, რუდერალურ ადგილებში. სა­
ქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში,
სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და
ინდოეთს.
400

Mentha longifolia (L.) L. – ტყის პიტნა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
30-150 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ყლორტები მეტ-ნაკლებად დაფარულია ქეჩისებური
მარტივი ბეწვით. ღერო სწორია, მარტივი ან დატოტვილი.
ფოთლები მჯდომარეა, მოგრძოკვერცხისებურიდან ლა­
ნცეტამდე, სუსტად გამოსახული ფრთისებური ძარღვე­
ბით. ყვავილები შეკრებილია გრძელ, მჭიდრო, ზოგჯერ
წყვეტილ ცილინდრული ფორმის თავთავისებურ ყვავი­
ლედებად ან მეტწილად – საგველასებურ ყვავილედებად.
გვირგვინი ლილისფერია, ხორცისფერ – წითლამდე.ყვ.
ნაყ. VIII-IX. იზრდება ტყისპირებში, ველობებსა და ბუჩ­
ქნარებში, მდინარეთა და არხების ნაპირებზე, ტენიან
მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ციმბირს, შუა აზიასა
და ჩრდილო აფრიკას.

Nepeta grandiflora M.Bieb. – ქერაქენძი


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,სიმაღლე – 125 სმ-
მდე. მეტწილად დატოტვილი, შიშველია ან თხლად შებუ­
სული. ფოთლები დიდი ზომისაა, მოგრძოკვერცხისებური,
ბლაგვკბილებიანი, მოკლეყუნწიანი. ჩხროები მრავალყ­
ვავილიანია, ყვავილედი საგველაა. ჯამი იისფერია, გვირ­
გვინი – მუქი ლურჯი ან იისფერი. ყვ.ნაყ. V-VIII. იზრდება
ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ფერდობებზე
და ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია რა­
ჭაში, ქართლში, მთიულეთში, თუშეთში. კავკასიის ენდე­
მური მცენარეა.
402

Origanum vulgare L. – თავშავა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, ხშირად ძირიდანვე დატოტვილი, შეფოთ­
ლილი, ზედა ნაწილში ყვავილედით ან ტოტებით ბოლო­
ვდება. ფოთლები კვერცხისებურია. ყვავილები მოკლე
ყუნწებზეა განლაგებული, ყვავილედი ფარისებური სა­
გველაა. გვირგვინი ღია ყავისფერ-წითელია ხორცისფე­
რ-წითლამდე, ზოგჯერ ჭუჭყისფერ-თეთრია. ყვ. ნაყ. VII-IX.
იზრდება ტყისა და სუბალპურ სარტყლებში – ბუჩქნარებში,
მდელოებზე, ტყისპირებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, შუა აზიას, ირანსა და ჩრდილო
ამერიკას.

Phlomis herba-venti subsp. pungens (Willd.)


Maire ex DeFilipps =Phlomis pungens Willd.
– ჭინჭარა
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მარტივია ან დატოტვილი, უხვად შებუსული.
ქვედა ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, გრძელყუნწიანი. კი­
დეებზე მსხვილ-მრგვალკბილაა. ღეროსეული ფოთლები
ვიწროლანცეტაა, მოკლეყუნწიანი. კენწრული ფოთლები
კიდემთლიანია, პატარა ზომის. ყვავილები შეკრებილია
6-10-ყვავილიან ჩხროებად. გვირგვინი მოწითალო-იის­
ფერია ან ლილისფერი. ზედა ტუჩი რკალივით არის მო­
ხრილი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მშრალ ფერდობებზე,
ველებზე, ნასვენ ადგილებში, ბუჩქნარებში. ცნობილია სა­
მხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ
ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანსა და ცენტრალურ
აზიას.
404

Phlomoides laciniata (L.) Kamelin & Makhm.


= Eremostachys iberica Vis.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
60-100 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო მძლავრია, მარტივი ან დატოტვილი, აბრლაბუ­
დისებურ-ქეჩისებურად შებუსული. ფოთლები ფრთისებურია,
დაყოფილია მოგრძოლანცეტა ან თითქმის ხაზურ სეგმენტე­
ბად. ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია. ყველა ფოთოლი
ორივე მხარეზე მეტ-ნაკლებად აბლაბუდისებურბეწვიანია. ყვა­
ვილები მჯდომარეა, 8-10-ყვავილიან ჩხროებად შეკრებილი.
გვირგვინი მომწვანო-მოყვითალოა, მისი ზედა ტუჩი სწორია
და მხოლოდ ზედა ნაწილშია მოხრილი, გარედან გრძელბე­
წვიანი, რომელსაც მოკლე, ჯირკვლოვანი ბეწვებიც ერევა. ყვ.
ნაყ. IV-VII. იზრდება მშრალ ფერდობებზე, მთის ქვედა და შუა
სარტყლებში. საქართველოში გავრცელებულია კახეთსა და
თბილისის მიდამოებში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს სამხრეთ კავკასიას, შუა აზიას, სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩრდილო ირანს.

Phlomoides tuberosa L. (Moench) = Phlomis


tuberosa L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
50-150 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო მარტივია ან დატოტვილი, შიშველი ან
ყვავილედში ოდნავ შებუსული, მოწითალო-მოიისფრო. ფე­
სვთანური და შუათანა ფოთლები მოგრძო სამკუთხა – კვე­
რცხისებურია, ზედა ფოთლები სამკუთხა-ლანცეტაა. ყველა
ფოთოლი კიდეზე მსხვილმრგვალკბილაა. ყვავილები
მჭიდრო მრავალყვავილიან ჩხროებად არის შეკრებილი,
რომლებიც განლაგებულია ლანცეტა, მჯდომარე კენწრული
ფოთლების იღლიებში. ჯამი მილისებურ-ზარისებურია.
გვირგვინი მოვარდისფრო-სოსანია, ყვ. ნაყ. V-VIII. იზ­
რდება მთის ქვედა და შუა სარტყლების მშრალ ადგილებსა
და ნაირბალახოვან სტეპურ დაჯგუფებებში, ბუჩქნარებში,
მდელოებსა და საძოვრებზე. გავრცელებულია აფხაზეთში,
სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, მცირე აზიას, შუა აზიასა და ჩრდილო ირანს.
406

Prunella laciniata (L.) L.


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოფენილია
ხშირი, თეთრი ბეწვით.5-30 სმ სიგრძის ღერო წამოწეუ­
ლია. ფოთლები კვერცხისებურია, ელიფსური ან ლანცეტა.
ზედა ფოთლები ფრთისებურადაა განკვეთილი ხაზურ ნაკ­
ვთებად, ქვედა ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, კიდემ­
თლიანია ან დაკბილული. ყვავილედი თავთავისებურია,
ხშირი, კვერცხისებური ან მოგრძო. გვირგვინი, ჩვეულებ­
რივ, მოყვითალოა ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება მთის
ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, გზის
პირას, ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებზე, მშრალ, ბა­
ლახოვან ფერდობებზე, მდინარეთა რიყნარებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Prunella vulgaris L. – გობისცხვირა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფანტულბეწვი­
ანი ან თითქმის შიშველი. ღერო წამოწეულია ან სწორად
მდგომი, 8-40 სმ სიმაღლის. ფოთლები კვერცხისებურია
ან მოგრძოკვერცხისებური, კიდემთლიანი ან დაშორი­
შორებულ-მრგვალკბილა. ყვავილედი თავთავისებურია,
კვერცხისებური ან მოგრძო, ჯამი მეწამული ფერისაა, თით­
ქმის მოშავო – იისფრამდე. გვირგვინი იისფერია, ზოგჯერ
– თეთრი.ყვ. ნაყ .V-IX. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე ტყეებში, ტყისპირა მდელოებზე, ბუჩქნა­
რებსა და ნატყევარ მდელოებზე, მდინარეთა და ტბების
ნაპირებზე, ბაღებსა და გზისპირა ადგილებში, ზოგჯერ,
როგორც სარეველა – ნათესებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ცენტრალურ და სამხრეთ-ა­
ღმოსავლეთ აზიას, ავსტრალიასა და ჩრდილო ამერიკას.
408

Salvia garedjii Troitsky – გარეჯის სალბი


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მონაცრის­
ფრო მწვანე ფერის, 20-40 სმ სიმაღლის. ძირიდანვე და­
ტოტვილი, ღერო აღმავალია ან თითქმის სწორი, მარტივი
ან სუსტად დატოტვილი, მოფენილია საკმაოდ გრძელი და
ხშირი ბეწვით. ფოთლები მოკლეყუნწიანია, სქლადაა მო­
ფენილი გრძელი, გაფარჩხული ბეწვებით, 5-6 სმ სიგრძის,
ფრთისებურად განკვეთილია 2-4 წყვილი ფოთოლაკით.
ყვავილედი საკმაოდ ფარჩხატია, ჩხროები 8 – ყვავი­
ლიანია. გვირგვინი კაშკაშა მეწამული ფერისაა, გარეთა
მხარე ხუჭუჭა ბეწვითაა შებუსული, მოფენილია მჯდომარე
ჯირკვლებით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება სილაქვებზე, ვიწრო
ხევებში. მცენარე საქართველოს ენდემია. გვხვდება მხო­
ლოდ გარეჯის მიდამოებში. მცენარე აღწერილია 1928
წელს გარეჯის მიდამოებში. შესულია საქართველოს წი­
თელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

Salvia glutinosa L. – შალამანდილი


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
40-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო მეტწილად სწორია, მარტივი, ხშირად
ფოთლების იღლიებში დამოკლებული ყლორტებია გა­
ნვითარებული ან მეტ-ნაკლებად დატოტვილი. ყველა ფო­
თოლი ყუნწიანია, შუბის ან კვერცხისებური, კაშკაშა მწვანე
ფერის, ორივე მხარეზე თხლად თეთრი ბეწვით შებუსული,
საკმაოდ ჯირკვლოვანია. ყვავილები შეკრებილია მტევნი­
სებურ, ზოგჯერ საგველასებურ ყვავილედებად. გვირგვინი
ღია ყვითელი ფერისაა, ქვედა ტუჩი მოთეთრო ან მოწი­
თალო მოხატულობისაა. ყვ. ნაყ. IX-X. იზრდება დაჩრდი­
ლულ ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ევროპას, მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.
410

Salvia nemorosa L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
20-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
მიტკეცილი და მეტ-ნაკლებად ქეჩისებურად შებუსული. ღერო
წამოწეულია, ძირიდან სწორი; ზედა ნაწილში, ჩვეულებრივ,
დატოტვილია, ნაცრისფრად შებუსული. ქვედა ნაწილში თით­
ქმის სულ შიშველია, ხშირად მოწითალო-იისფერია. ფოთ­
ლები მეტწილად ღეროსეულია. ზედა ფოთლები თითქმის
მჯდომარეა, კვერცხისებურ-ლანცეტა ფორმის, ზედა მხარე
თითქმის შიშველია, მკრთალი მწვანე ფერის, ქვედა მხარე
მონაცრისფროდ შებუსული. ყვავილები მოკლეყუნწებიანია,
ჩხრო, ჩვეულებრივ 2-4-ყვავილიანია და ქმნის თავთავისე­
ბურ ყვავილედს. გვირგვინი მოლურჯო-იისფერია, უფრო
იშვიათად – ვარდისფერი ან თეთრი.ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება
ბუჩქნარებში, სტეპებზე, მშრალ მდელოებსა და ტყისპირა
ადგილებში. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, სამცხე-ჯა­
ვახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცე­
ნტრალურ ევროპას, შუა აზიას, მცირე აზიასა და ირანს.

Salvia verticillata L. – დაჯირა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო ხშირად ძირიდანვე დატოტვილია, თხლად ან
საკმაოდ სქლად შებუსული მოკლე, ჯაგრისებური ბეწვით.
ფოთლები მეტწილად ღეროსეული და ფესვთანურია, ფო­
რმით გულისებურ-კვერცხისებურიდან შუბისებურამდეა,
20-40-ყვავილიანი ჩხროები შეკრებილია ფარჩხატ,
მტევნისებურ, ზოგჯერ საგველასებურ ყვავილედებად.
გვირგვინი კაშკაშა იისფერია, მისი ზედა ტუჩი თითქმის
გულისებურია, ძირში საწელური აქვს და გარედან ოდნავ
შებუსულია.ყვ, ნაყ. VI-IX. იზრდება მთის შუა სარტყლამდე
ქვიან, თიხნარ, ღორღიან ეკოტოპებზე, მშრალ ფერდო­
ბებზე, სტეპებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, სირიას,
ირანსა და ჩრდილო ერაყს.
412

Satureja laxiflora K.Koch


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, წვრილი ტო­
ტებით, ხშირად ძირიდან მეჩხრად დატოტვილი, ღერო
ისევე, როგორც ტოტები, ხშირად შებუსულია წვრილი
ხუჭუჭა ბეწვით. ფოთლები ვიწროუკულანცეტა-ხაზური ან
თითქმის ხაზური ფორმის, წვერში მობლაგვოა და ყუნწი
არ აქვს მკაფიოდ გამოსახული. ჩხროები 1-3-ყვავილია­
ნია, დაშორიშორებული, შეუცვლელი კენწრული ფოთლე­
ბის იღლიებში განლაგებული. გვირგვინი ვარდისფერი ან
იასამნისფერია, ხახაში მეწამული ფერის წერტილებით.
ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში,
ღორღიან და კლდოვან ადგილებში, მშრალ ფერდო­
ბებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭა­
რაში, სამცხე-ჯავახეთში, მთიულეთში, კახეთსა და ქვემო
ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ირანს.

Scutellaria altissima L. – მუზარადა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
120 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან და­
ტოტვილი, სულ ქვედა ნაწილში – ირგვლივ შებუსული,
ზედა ნაწილში მხოლოდ წიბოებზეა მოკლე, ხუჭუჭა ბე­
წვით შებუსული. ფოთლები მეტწილად დიდი ზომისაა,
კვერცხისებური. ყველა ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანე
ფერისაა, შიშველი, ქვედა მხარე – უფრო ღია ფერის.
ყვავილედი მტევნისებურია, მოგრძო, ცალმხრივი. გვირ­
გვინი ზედა ნაწილში მოცისფრო-იისფერია, ქვედა ნაწი­
ლში – მოთეთრო.ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთის ქვედა და
შუა სარტყლებში – ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ტყის
პირას, ბუჩქნარებში, ტყის ველობებზე, ხევებში, მაღალ ბა­
ლახეულობაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
414

Scutellaria orientalis L. – მუზარადა


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 7-25 სმ
სიმაღლის, გახევებული, წამოწეული, ჩვეულებრივ – და­
კლაკნილი, ხუჭუჭა ბეწვით მოფენილი. ფოთლები – მო­
მრგვალო – სამკუთხა ან ფართოკვერცხისებური, ზედა
მხარე – მოკლე, მჭიდროდ მიკრული ბეწვით მოფენილი,
მუქი მწვანე ან რუხი მწვანე ფერის. გვირგვინი საშუალო
ზომისაა ან საკმაოდ მსხვილი, ყვითელი, გარედან მო­
კლე, მარტივი და ჯირკვალა ბეწვით მოფენილი. ყვ. ნაყ.
V-VII. იზრდება ქვიან ფერდობებზე მთის ქვედა და შუა
სარტყლებში. გავრცელებულია კახეთში, შიდა და ქვემო
ქართლში.გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას და მცირე აზიას.

Sideritis montana L. – საყვითლო


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-50 სმ სი­
მაღლისაა, შებუსული, სწორად მდგომი ან წამოწეული,
მარტივი ან შუა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ელიფსუ­
რია, ბლაგვი, წვეტიანი ან წაწვეტებული, მოკლეყუნწიანი;
ფოთლები მეტწილად კიდემთლიანია, ორივე მხრიდან
– მქრქალი მწვანე, შებუსული. ყვავილები განლაგებუ­
ლია ჩხროებში, შეკრებილი გრძელ, დანაწევრებულ, ცრუ
თავთავებად. გვირგვინი ღია ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ.
VI-IX. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე,
მშრალ ფერდობებზე, ველებზე, ნათესების სარეველაა. სა­
ქართველოში სპორადულად თითქმის ყველგან გვხვდება.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, შუა
აზიასა და ავღანეთს.
416

Stachys atherocalyx K.Koch


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია
ან წამოწეული, 80 სმ-მდე სიმაღლის, დატოტვილი, მო­
ფენილი მეჩხერი ბეწვით. ღეროსეული ქვედა და შუა
ფოთლები მოგრძო-ელიფსურია ან მოგრძოლანცეტა; კი­
დეებზე ხერხკბილა ან ზოგჯერ კიდემთლიანი, შებუსული.
გვირგვინი მოთეთროა, მის ზედა ტუჩს გასდევს მკვეთრად
გამოსახული მეწამული ზოლი, ქვედა ტუჩზე მოწითალო
ლაქაა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მშრალ ბალახოვან და
ღორღიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყისპირებში
მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ზოგჯერ ადის სუბალპურ
სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამ­
ხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Stachys fruticulosa M.Bieb.


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
30 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, გაფარჩხულტოტებიანი ნახევრად ბუჩქი. მცენარის
მწვანე ნაწილები თხლად შებუსულია მოკლე ხუჭუჭა ბე­
წვით. ღეროსეული ფოთლები პატარა ზომისაა, მოგრძო­
ნიჩბისებური, მოგრძოელიფსური ან ხაზური. ჩხროები
2-ყვავილიანია, დაშორიშორებული, ყვავილები ყუნწია­
ნია, ზოგჯერ – თითქმის მჯდომარე. თანაყვავილაკები ძა­
ლიან პატარა ზომისაა, სადგისისებური, თეთრი და თხლად
შებუსული. გვირგვინი ვარდისფერია, ზედა ტუჩის ძირთან
ორივე მხარეზე თითო მეწამული ფერის ზოლი აქვს. ყვ.
ნაყ. V-VI. იზრდება მთის შუა სარტყლამდე მშრალ, ღორ­
ღიან, თიხნარ ადგილებში, ხშირად სუსტად დამლაშებულ
ფერდობებზე. გავრცელებულია ქვემო ქართლსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრა­
ლურ და აღმოსავლეთ სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიის
აღმოსავლეთ და ირანის დასავლეთ ნაწილს.
418

Stachys macrantha (K.Koch) Stearn =


Betonica grandiflora Steph. ex Willd.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
25-70 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. შებუსულია გრძელი და მარტივი ბეწვებით. ღერო
მარტივია, რამდენიმე, სწორად მდგომი, ოთხწახნაგოვანი,
ძირისკენ გადახრილი ბეწვით შებუსული. ფოთლები ფართო­
კვერცხისებურია, ბლაგვი, კიდეებზე მსხვილმრგვალკბილა,
ძირთან კიდემთლიანი. ყველა ფოთოლი ზედა მხარეზე გა­
ფანტულბეწვიანია, ქვედაზე – კარგად გამოსახული ძარღვე­
ბითაა და შებუსულია ხშირი ჯაგრისებური ბეწვით. ყვავილები
შეკრებილია 5-10-ყვავილიან ჩხროებად, რომლებიც მჭიდრო
ან წყვეტილ თავაკისებურ კენწრულ ყვავილედებს ქმნიან.
გვირგვინი გაფანტულბეწვიანია, მუქი ვარდისფერი – მეწამუ­
ლამდე, ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა და სუბალპური სა­
რტყლების მდელოებსა და სუბალპური ტყეების ველობებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ჩრდილო-აღმოსა­
ვლეთ მცირე აზიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანს.

Stachys sylvatica L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
90 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორია, მარტივი ან მხოლოდ ზედა ნაწილში
დატოტვილი, დაფარულია გაფარჩხული რბილი ან ოდნავ
უხეში, გაფანტული, დანაწევრებული ბეწვით. ღეროსეული
ფოთლები მეტწილად საკმაოდ დიდი ზომისაა, კვერცხისე­
ბურ-გულისებური. ყველა ფოთოლი ორივე მხარეზე მიტკე­
ცილბეწვიანია. ყვავილედი გრძელია, ნახევრად ჩხროები,
ჩვეულებრივ, 6-ყვავილიანია, ქვედა ჩხროები დაშორიშო­
რებულია, ზედა კი – მიახლოებული. ჯამი სწორია, შიშველი
ხახით. გვირგვინი მუქი წითელია, წვერზე გარედან მო­
კლედ შებუსული ზედა ტუჩითა და გარედან შიშველი ქვედა
ტუჩით. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ტყეებში, ტყისპირებში,
მდელოებსა და ხეობებში, იშვიათად გვხვდება, როგორც
სარეველა. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ და სამხრეთ ევროპას, ციმბირს, შუა და აღმოსავლეთ
აზიას, მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.
420

Teucrium chamaedrys subsp. nuchense


(K.Koch) Rech.f. = Teucrium nuchense K.
Koch
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ძირთან გახევებული, შებუსული. საყვავილე ყლორტები წამო­
წეული მარტივი ან დატოტვილია, დაფარულია მეტ-ნაკლებად
ხუჭუჭა, ძირს დახრილი ბეწვით. ფოთლები კვერცხისებური ან
მოგრძოკვერცხისებურია, კიდეზე მომრგვალო, ზემოდან გა­
ბნეულბეწვიანი, ქვემოდან – შედარებით ხშირბეწვიანი. ყვა­
ვილედი კენწრულია, კუმსი, ჩხროები მრავალყვავილიანია,
მჭიდრო; ჯამი ზარისებური, შებუსულია. გვირგვინი მეწამული
ფერისაა. გარედან ძლიერ შებუსული. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება
მთისწინებიდან 2350 მ-მდე მშრალ ფერდობებზე, ნაშალებზე,
ტყის ველობებზე, ბუჩქნარებში. ცნობილია თითქმის ყველა
რეგიონში, გარდა აჭარისა, გურიისა და სამეგრელოსი. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას.
კავკასიის ენდემური მცენარეა.

Teucrium orientale L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. აქვს რამდენიმე ღერო – სწორად მდგომი ან წამო­
წეული, ზედა ნაწილში დატოტვილი, ოთხწახნაგოვანი,
მეტ-ნაკლებად შებუსული ან შიშველი. ფოთლები ფა­
რთოკვერცხისებურია, ერთ ან ორმაგად ფრთის მსგავსად
განკვეთილი. ყვავილედი საგველასებურ-ფარისებური,
ჩხროები 1-3-ყვავილიანია; გვირგვინი ცისფერია ან მოიის­
ფრო-ლურჯი, ქვემოდან შებუსულია, გვერდითი ნაკვთები
კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება სუ­
ბალპურ სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე, ტყის ველო­
ბებზე. გავრცელებულია აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო
ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, მცირე აზიასა და
ირანს.
422

Teucrium polium L. – კუტი ბალახი


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
5-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო წამოწეულია, დატოტვილი, თეთრი ქეჩისებური
შებუსვით. ფოთლები მოგრძოა ან უკულანცეტა, კიდეზე
მრგვალკბილა ან ქვედა ნაწილში კიდემთლიანი; ფოთ­
ლის ფირფიტა ორივე მხარეზე ქეჩისებური შებუსვითაა,
ზემოდან – მწვანე ან მოთეთრო, ქვემოდან – მოთეთრო.
ყვავილედი თავაკისებურია, მომრგვალო ან კვერცხისე­
ბური, ყვავილები მჯდომარეა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მშრალ, ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, ნაშალებზე, ვე­
ლებში, ბუჩქნარებში, ფრიგანოიდურ მცენარეულობაში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიასა და ირანს.

Thymus collinus M. Bieb.


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ან ნახევრად ბუჩქი,
წამოწეული, ძირში გახევებული დატოტვილი ღეროე­
ბით. საყვავილე ყლორტები 5-20 სმ სიმაღლისაა, მთელ
სიგრძეზე შებუსულია ძირს დახრილი მოკლე ბეწვით.
ფოთლები ყუნწიანია,მოგრძო-კვერცხისებური ან კვერცხი­
სებური, ზედა მხარეზე შიშველია, გვერდითი ძარღვები
2-3 წყვილია, წერტილოვანი ჯირკვლებით. ყვავილედი
თავაკისებურია, მჭიდრო. ზედა ტუჩის კბილები ფართოსა­
მკუთხაა, შიშველი ან კიდეწამწამიანი. გვირგვინი ვარდის­
ფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან
2400 მ-მდე ქვიან-ღორღიან სუბსტრატზე, კლდეებზე, ბუჩ­
ქნარში და მდელოებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემია.
424

Thymus tiflisiensis Klokov & Des.-Shost.


ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ან ნახევრად
ბუჩქი, ძლიერ გახევებული, სუბსტრატზე მიკრული ღერო­
ებით, რომლებიც საყვავილე ყლორტებით ბოლოვდება.
ღეროებზე მწკრივშია განლაგებული. ფოთლები მოკლე­
ყუნწიანია, მკვრივი, მოგრძო-ლანცეტასებური ფორმის,
ყვავილედი მოგრძო-თავაკისებურია, ჩვეულებრივ – წყვე­
ტილი, დიქაზიუმების ყუნწები გაფარჩხული ბეწვითაა
შებუსული ან ზედა მხარეზე შიშველი. გვირგვინი 6-7 მმ
სიგრძისაა, მკრთალი სოსანი ფერის, გარედან შებუსული.
ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
მშრალ ადგილებში, ძეძვიანებში, ძეძვიან-უროიანებსა და
ვაციწვერიან-უროიან ველებში. გავრცელებულია შიდა ქა­
რთლასა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს სამხრეთ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Ziziphora capitata L.
ოჯახი: Lamiaceae – ტუჩოსნები
10-25 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ძირიდანვე დატოტვილი, სწორად მდგომი, დაფარულია
ხშირი, მოკლე, ქვემოთ დახრილი ბეწვებით. ღეროსეული
ფოთლები ფართოლანცეტა ან ხაზურლანცეტა ფორმისაა,
კიდეებსა და ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებაზე შებუ­
სულია გრძელი, გაფანტული ბეწვით. ყვავილედი სფერო­
სებურია, გვირგვინი მოწითალო-იისფერია, გვირგვინის
მილი ოდნავ არის ამოყოფილი ჯამიდან.ყვ. ნაყ. V-VIII.
იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, ველებსა და მიტოვე­
ბულ მინდვრებზე. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, შიდა
ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, ბალკანეთს,
მცირე აზიას, სირიას, ერაყსა და ირანს.
426

Laurus nobilis L. – დაფნა


ოჯახი: Lauraceae – დაფნისებრნი
ხე ან ბუჩქია, გლუვი წაბლისფერი ქერქით. ფოთლები
მორიგეობითია, მარადმწვანე, ტყავისებური, მოგრძო-
ლანცეტა ფორმის, მოკლეყუნწიანი. ყვავილი პატარაა, შე­
კრებილია ფოთლის უბეებში მჯდომარე ცრუქოლგისებურ
ყვავილედებად. ნაყოფი ელიფსურია ან კვერცხისებური,
მწიფე შავია, ჩვეულებრივ, ლეგა ნაფიფქით. ყვ. ნაყ. III-VIII.
იზრდება ტყის ქვედა სარტყელში ან მთისწინებზე. გავრცე­
ლებულია სამეგრელოსა და იმერეთში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და
სამხრეთ ევროპას.

Anthyllis vulneraria subsp. boissieri


(Sagorski) Bornm. = Anthyllis lachnophora
Juz. – კურდღლის ბალახი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 25 სმ-მდე,
ღერო – 2-5, რკალივით წამოწეული ან გართხმულია,
შებუსულია ხშირი, მოკლე, მიტკეცილი ბეწვით. ღეროსე­
ული ფოთლების ფოთოლაკები 3-5 წყვილია, ვიწროკვე­
რცხისებური ან მოგრძოლანცეტა ფორმის, ზედა მხარე
გაფანტულბეწვიანი, ქვედაზე – ხშირი და გრძელი აბლა­
ბუდისებურბეწვიანი. საყვავილე თავაკი რიცხვით – 2-5.
გვირგვინი ყვითელია, ჭკნობისას მომურო ხდება. ყვ. ნაყ.
VI-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების მდელოე­
ბსა და ჩამონაზვავებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
428

Astracantha denudata (Steven) Podlech =


Astragalus denudatus Steven.
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ეკლიანი ბუჩქია. სიმაღლე – 80 სმ. ფარისებური, დაბალი,
ქოლგისებური ან ნახევარსფეროსებური ფორმის. ტოტები
დაფარულია ოდნავ მოღუნული, 2-4 სმ სიგრძის, ეკლებით.
ფოთლები შედგება 6-8 წყვილი ფოთოლაკისაგან, ფოთო­
ლაკები ვიწროა, მოგრძო ან მოგრძოხაზური, წვერში ეკ­
ლით დაბოლოებული, ქეჩისებურად შებუსული. ფოთლის
იღლიაში 2-3 ყვავილია. ყვავილედი მოგრძო-ოვალურია.
გვირგვინი ჩალისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება
ქვიან, ღორღიან სუბსტრატზე სამხრეთ და აღმოსავლეთ
ექსპოზიციის ფერდობებზე 1800 მ-მდე. გავრცელებულია
მთიულეთში, თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას. კა­
ვკასიის ენდემია.

Astragalus brachycarpus M. Bieb.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თითქმის უღერო,
ძირში ოდნავ გახევებული, ნაცრისფერ-მწვანე, სქლად
არის შებუსული მოკლე, მიტკეცილი მალპიგის ბეწვით.
ფოთლები შედგება 10-17 წყვილი ელიფსური ან მოგ­
რძო-ელიფსური ფოთოლაკისაგან. ყვავილედი ხშირი
მტევანია, კვერცხისებურ-მოგრძო, ფარჩხატი. გვირგვინი
მღვრიე მეწამულ-იისფერია. ყვ. IV-V, ნაყ. V-VI. იზრდება
მთის შუა სარტყელში მშრალ,თიხნარ და ქვიან ფერდო­
ბებზე. გავრცელებულია ქვემო ქართლსა და კახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე
აზიას.
430

Astragalus bungeanus Boiss.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-35
სმ. მონაცრისფრო-მწვანე, მალპიგის ბეწვით შებუსული.
ღერო წამოწეულია, დატოტვილი. თანაფოთლები თით­
ქმის შეზრდილია, ფოთლები შედგება 7-21 წყვილი მოგ­
რძოელიფსური ფოთოლაკისაგან. ყვავილედი მტევანია,
ხშირი, კვერცხისებური ფორმის. გვირგვინი კაშკაშა ვა­
რდისფერ-იისფერია. ყვ. IV-V, ნაყ. VI-VII. იზრდება მთის
ქვედა და შუა სარტყლების ბალახოვან ფერდობებზე. გა­
ვრცელებულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კა­
ხეთში. მცენარე საქართველოს ენდემია.

Astragalus eriocarpus DC. = Astragalus


mollis M.Bieb.
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თითქმის უღერო,
სქლადაა შებუსული რბილი ბეწვით. ფოთლები შედგება
10-12 წყვილი ელიფსური ან მოგრძოელიფსური ფოთო­
ლაკისაგან. ყვავილედი მტევანია, ხშირი, მოყვანილობით
– კვერცხისებური, ნაყოფობისას გრძელდება და უფრო
ფარჩხატია. გვირგვინი მომწვანო-ყვითელია. ყვ. IV-V, ნაყ.
V-VI. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის შუა სარტყელში.
გავრცელებულია თბილისის მიდამოებში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე
აზიას.
432

Astragalus stevenianus DC.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 20-
40 სმ. ღერო მრგვალია, წვრილი, ძირში წამოწეული.
ფოთლები შედგება 5-7 წყვილი ხაზური ფოთოლაკისა­
გან, რომლებიც შებუსულია მიტკეცილი მალპიგის ბეწვით.
ყვავილები შეკრებილია მეტ-ნაკლებად თავაკისებურ
ყვავილედებში. გვირგვინი მეწამულია. ყვ. IV-V, ნაყ. V-VI.
იზრდება მთის ზედა სარტყლამდე მშრალ, ქვიან ფერდო­
ბებზე, ნაშალებზე, ავშნიან-უროიან ნახევარუდაბნოში.
გავრცელებულია ქვემო ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.

Caragana grandiflora (M.Bieb.) DC. –


უძრახელა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
1 მ-მდე სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ბუჩქია. ტოტები
წახნაგოვანია, მურა ნაცრისფერი, წახნაგებთან კორპი­
საგან შექმნილი მოთეთრო ფერის გასწვრივი ზოლებით.
თანაფოთლები ეკლიანია. ფოთლები მოკლეყუნწიანია,
ოთხი, ერთმანეთთან მიახლოებული, სოლისებური, 4-10
მმ სიგრძის, შიშველი ან შებუსული. ყვავილები მარტო­
ულია. ჯამის ფოთოლაკები – ყვითელი, ქვედა ნაწილში
– მურა ფერის, კბილები სამკუთხაა, ყვავილი ყვითელი
ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდო­
ბებზე, ბუჩქნარებში, ხშირად გაუვალ რაყას ქმნის. გავრცე­
ლებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა
აზიასა და მცირე აზიას.
434

Colutea cilicica Boiss & Balansa


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, ლეგა, 6-9 სმ სიგრძის
ფოთ­ლებით, კენტფრთისებური, შედგება 3-6 წყვილი
ფო­თოლაკისაგან. ფოთოლაკები ოვალურია ან უკუკვერ­
ცხი­სებურ-ელიფსური, ზედა მხარე – შიშველი, ქვემოდან
– მიტკეცილბეწვიანი. ყვავილედი 3-7-ყვავილიანია, მტევ­
ნისებური. გრძელი ყუნწებით. გვირგვინი ყვითელია. ყვ. V,
ნაყ. VI-VIII. იზრდება ქვიან და კლდოვან ადგილებში. ვე­
ლების, მეჩხერი ტყეებისა და ქსეროფილური ბუჩქნარების
ცენოზებში, უპირატესად – მთისწინებზე. გავრცელებულია
აფხაზეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ყირიმსა და მცირე აზიას.

Colutea orientalis Mill. – ფუჭფუჭა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
1-2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, ლეგა, თხლად შებუსული
ტოტებით. ფოთლები კვერცხისებურია, 5-6 სმ სიგრძის,
შედგება 3-5 წყვილი ფოთოლაკისაგან; ფოთოლაკები უკუ­
კვერცხისებურია ან მომრგვალო, ზედა მხარეზე შიშველი,
ქვემოდან შებუსული. ყვავილედი 1-5-ყვავილიანი მტევა­
ნია. ყვავილი ნარინჯისფერ-წითელია, უფრო მუქი ძარღვე­
ბით. აფრას ძირში ორი ყვითელი ლაქა აქვს. ყვ. V-VI, ნაყ.
VI-VII. იზრდება კლდოვან და ქვიან ადგილებში, ნახევრად
უდაბნოს, ველების, მეჩხერი ტყეებისა და ქსეროფილური
ბუჩქნარების ცენოზებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ყირიმსა და სამხრეთ ევროპას.
436

Cytisus ruthenicus Wol. = Cytisus


caucasicus Grossh. – ტყისცოცხი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
60-200 სმ სიმაღლის ბუჩქია. ღეროები და ყლორტები (გა­
ნსაკუთრებით – ნორჩი ნაწილები) სქლადაა შებუსული.
ფოთლები უკუკვერცხისებური ან ელიფსურია, 25 მმ-მდე
სიგრძის. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. გვირ­
გვინი ღია ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის შუა
სარტყელში ქვიან ფერდობებზე, იშვიათად – მუხნარ-რ­
ცხილნარი ტყეების ქვეტყეში. საქართველოში გავრცელე­
ბულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Dorycnium herbaceum Villar – ხუთყურა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
20-27 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად მიტკეცილი ან ოდნავ
გაფარჩხული ბეწვით შებუსული. ღერო სწორად მდგომია
ან წამოწეული, დატოტვილი. ფოთლები მჯდომარეა ან
მოკლეყუნწიანი. ფოთოლაკები მოყვანილობით მოგრძო­
სოლისებურია ან მოგრძოუკუკვერცხისებური. ყვავილედი
თავაკისებურია, სფერული, მრავალყვავილიანი. გვირ­
გვინი თეთრია ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება
მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებში, ბუჩქნარებს შორის,
ქვიან ფერდობებზე, ჩამონაშალებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე
აზიას.
438

Galega orientalis Lam. – ხბოშუბლა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
50 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო ოდნავ დაკლაკნილია, დატოტვილი, შიშველი
ან მოკლე ბეწვით თხლად მოფენილი. ფოთოლი კენტფრ­
თისებურია, ბლაგვი, 9-13 წყვილი მოგრძოკვერცხისე­
ბური ფოთოლაკისაგან შემდგარი. ყვავილები მრავალია,
შეკრებილია მოგრძო, ფარჩხატ ჯირკვლოვან-ბუსუსიან
იღლიურ მტევნებად. გვირგვინი კაშკაშა მოცისფრო-იის­
ფერია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყეებში, ტყისპირა ადგი­
ლებში, ბუჩქნარებში, ტყისა და სუბალპურ სარტყელში.
გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, შიდა ქა­
რთლში, ქვემო ქართლში, მთიულეთსა და კახეთში. კავკა­
სიის ენდემური მცენარეა.

Genista tinctoria L.= Genista patula M.Bieb.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
50-100 სმ სიმაღლის ბუჩქია. ღერო მარტოულია, ძლიერ
დატოტვილი. ფოთლები ხაზურ-ლანცეტასებური ან მოგ­
რძოლანცეტასებურია, შიშველი, კიდეებზე წამწამებიანი.
თანაფოთლები ნემსისებურია. მტევანი მრავალყავილია­
ნია, თანაბარი. ყვავილები 9-12 მმ სიგრძისაა. გვირგვინი
ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება დაბლობიდან
მთის შუა სარტყლამდე ნახევარუდაბნოებში, ველებსა და
ფართოფოთლოვან ტყეებში. გავრცელებულია იმერეთში,
შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. კავკასიის
ენდემური მცენარეა.
440

Genista transcaucasica Schischkin


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
20-40 სმ სიმაღლის ბუჩქია. ღერო მრავალია, ხშირი შე­
ფოთვლით, სუსტად შებუსული. ფოთლები ვიწროა, ლანცე­
ტახაზური, მახვილწვერიანი, მიტკეცილი ბეწვით შებუსული
ან თითქმის შიშველი. მტევანი კენწრულია, მრავალყვავი­
ლიანი, ხშირი. გვირგვინი ყვითელია, შიშველი. ყვ. V-VI,
ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
ტყეებში, მშრალ, ქვიან ფერდობებზე და ბუჩქნარებში. გა­
ვრცელებულია შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში, ქვემო
ქართლსა და კახეთში. გავრცელებულია თითქმის მთელ
კავკასიაში. მცენარე კავკასიის ენდემია.

Glycyrrhiza glabra L. – ძირტკბილა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
40-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. შიშველია ან მოკლებეწვიანი, გაფანტული, წე­
რტილისებური ჯირკვლებით მოფენილი. ღერო სწორად
მდგომია, დატოტვილი. ფოთლები 10-20 სმ სიგრძისაა,
შედგება 3-9 წყვილი ფოთოლაკისაგან, რომლებიც ფო­
რმით კვერცხისებურიდან ხაზურამდეა. ყვავილედი მტევ­
ნისებურია, მრავალყვავილიანი. გვირგვინი იისფერია ან
მოთეთრო-იისფერი. ყვ. V-VIII, ნაყ. VII-IX. იზრდება და­
ბლობებსა და მთისწინებზე, უპირატესად – მდინარისპირა
დაბლობებში, სარწყავი არხების ნაპირებზე, მლაშობებზე,
როგორც სარეველა მცენარე. საქართველოში გვხვდება
შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელებულია
კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე
აზიაში.
442

Halimodendron halodendron (Pall.) Voss –


მლაშობის ჩინგილი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ძლიერ დატოტვილი 3მ სიმაღლის ბუჩქია, ეკლიანი. ფოთ­
ლები წყვილფრთისებურია, შედგება 2-5 წყვილი ფოთო­
ლაკისაგან. ფოთლის საერთო ყუნწი წვერში ეკალივითაა.
ფოთოლაკები უკულანცეტაა, კიდემთლიანი, მოლეგო-მო­
მწვანო ფერისაა. ქვედა მხარე მჭიდროდ მიკრული ბეწვით
არის შებუსული, კარგად გამოხატული შუა ძარღვით. თანა­
ფოთლები ეკლიანია, გვირგვინი – იისფერი. ყვ. ნაყ. VI. იზ­
რდება მშრალ და მლაშე ფერდობებზე. გავრცელებულია
ქვემო ქართლსა და კახეთში. შეტანილია საქართველოს
წითელ ნუსხაში, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს შუა აზიას, ციმ­
ბირს, მცირე აზიასა და ირანს.

Hedysarum caucasicum M.Bieb. –


კრიალოსანა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-50 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო წამოწეულია, სუსტად დატოტვილი, თა­
ნაბრად შეფოთლილი. ფოთოლი შედგება 7-12 წყვილი
ფოთოლაკისაგან, რომლებიც ოვალურია, ელიფსური ან
მოგრძოკვერცხისებური, ზედა მხარე შიშველია, ქვედა
– მოკლე მიტკეცილბეწვიანი. მტევანი კენწრულია, არც
ისე ხშირი. გვირგვინი მუქი მეწამულია. ყვ. ნაყ. VII-VIII.
იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ტენიან
კლდეებსა და მორენებზე ზღვის დონიდან – 3000 მ-მდე.
გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში,
სამეგრელოში, შიდა ქართლსა და მთიულეთში. გავრცე­
ლებულია დიდ კავკასიონზე. კავკასიის ენდემია.
444

Lathyrus aphaca L. – ყანის მატკვარცანა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
15-60 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
შიშველი, ნაცრისფერ-მწვანე ფერის. ღერო მარტოულია
ან რამდენიმე, ოთხწახნაგოვანი, სწორად მდგომი ან აღ­
მავალი. ფოთლის ნაცვლად განვითარებული აქვს ორი
თანაფოთოლი და ულვაში. თანაფოთლები კვერცხისე­
ბური ან სამკუთხაკვერცხისებური ფორმისაა. საყვავილე
ღერძზე თავდახრილი ყვავილებია განწყობილი. გვირ­
გვინი ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება რუდერალურ
ადგილებში, ნათესებში, მდინარეთა ნაპირებზე, ბუჩქნა­
რებში მთის ქვედა სარტყლიდან 1800 მ-მდე. გავრცელე­
ბულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და შუა აზიას.

Lathyrus cicera L.
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-40 სმ.
ღერო რამდენიმეა, გართხმული ან წამოწეული, ძირი­
დანვე დატოტვილი, სიგრძეზე ჩასდევს ვიწრო ფრთები.
ფოთოლი შედგება 1 წყვილი ფოთოლაკისაგან, რომლე­
ბიც ფორმით მოგრძო-ელიფსურია ან ხაზურ-ლანცეტა,
მახვილწვერიანი. მტევანი 1-ყვავილიანია. გვირგვინი
მღვრიე წითელია.ყვ. ნაყ. III-VII. იზრდება რუდერალურ
ადგილებში, ბალახოვან ფერდობებზე, ნათესებსა და ნა­
ჩხატებში. გავრცელებულია აფხაზეთში, ქვემო ქართლსა
და კახეთში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევრო­
პაში, მცირე აზიასა და ირანში.
446

Lathyrus digitatus (M.Bieb.) Fiori = Orobus


cyaneus Steven
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან
წამოწეული, წიბოებიანი. ფოთლები შედგება 1-2 წყვილი
ფოთოლაკისაგან. ფოთოლაკები ლანცეტა ან ხაზურლა­
ნცეტა ფორმისაა, მახვილწვერიანი. საყვავილე ღერძი
წვრილია, 2-4 – ყვავილიანი. გვირგვინი მოლურჯო-ლი­
ლისფერია, ძირში თეთრი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მა­
ღალმთის მდელოებზე 1500-2400 მ სიმაღლეზე ზღვის
დონიდან. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმსა
და მცირე აზიას.

Lathyrus incurvus (Roth) Willd.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ლეგა ფერის,ოდ­
ნავ შებუსული. ღერო სწორია ან ოდნავ წამოწეული, წახ­
ნაგოვანი, სიგრძეზე ვიწრო ფრთები ჩასდევს. ფოთოლი
შედგება 3-5 წყვილი ფოთოლაკისა და ულვაშისაგან.
ფოთოლაკები ფორმით მოგრძო-ელიფსურია ან მოგ­
რძო-ლანცეტა. მტევანი 3-10 – ყვავილიანია. გვირგვინი
მღვრიე მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის
ქვედა და შუა სარტყლების მდელოებზე, მდინარეთა და
ნაკადულების ნაპირებზე, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, მცირე
აზიასა და ირანს.
448

Lathyrus miniatus M. Bieb. ex Steven –


აჭრაჭუჭი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიგრძეზე
განიერი ფრთები ჩასდევს. ფოთოლი შედგება ერთი
წყვილი ფოთოლაკისა და დატოტვილი ულვაშისაგან.
ფოთოლაკები ფორმით მომრგვალოელიფსურია ან უკუ­
კვერცხისებური. მტევანი 5-7-ყვავილიანია. გვირგვინი
მღვრიე ვარდისფერია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება ტყეებსა და
ბუჩქნარებს შორის 1500-1800 მ სიმაღლეზე. გავრცელებუ­
ლია აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში,
ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.

Lathyrus pratensis L. – მდელოს


მატკვარცანა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-100
სმ. შიშველი ან მეტ-ნაკლებად რბილმიტკეცილბეწვიანი.
ღერო სწორადმდგომია, დატოტვილი, უფრთო, ოთხწახ­
ნაგოვანი. ფოთოლი შედგება 1 წყვილი ფოთოლაკისა
და ულვაშისაგან. ფოთოლაკები ოვალურია ან ხაზურლა­
ნცეტა. მტევანი 3-12-ყვავილიანია. გვირგვინი ლიმონის­
ფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. II-VII. იზრდება მდელოებსა და
ბუჩქნარებს შორის 1800-2000 მ-მდე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, შუა აზიასა და ჩრდილო ამერიკას.
450

Lathyrus roseus Steven – არჯაკელი


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-
100 სმ. ღერო მარტოულია, ზედა ნაწილი მეტ-ნაკლებად
გაფარჩხულტოტებიანი, წახნაგოვანი. ფოთლები შედგება
1 წყვილი ფოთოლაკისაგან, რომლებიც ნაზია და ფორ­
მით მომრგვალო-ოვალური, უკუკვერცხისებური ან ფა­
რთო-ელიფსური. მტევანი 1-5-ყვავილიანია. გვირგვინი
ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ქვედა სა­
რტყლიდან ზედა სარტყლამდე ტყეებსა და ბუჩქნარებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმსა
და მცირე აზიას.

Lotus corniculatus L. = Lotus caucasicus


Kuprian. – კურდღლისფრჩხილა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 40 სმ.
აქვს მრავალი ღერო, გართხმული ან წამოწეული. ქვედა
ფოთოლაკები კვერცხისებურია, ზედა ფოთლები – ლა­
ნცეტა. ყვავილედი 5-6-ყვავილიანია. გვირგვინი ყვითე­
ლია. გვირგვინის აფრა ზოგჯერ ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ.
VI-VIII. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ტე­
ნიან მდელოებსა და ნაკადულების ნაპირებზე, ბალახოვან
ფერდობებზე, მინდვრებსა და ნათესებში. გავრცელებუ­
ლია მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემური მცენა­
რეა.
452

Medicago minima (L.)L. – პატარა იონჯა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
5-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
მეტ-ნაკლებად ბანჯგვლიანი ბეწვით მოფენილი. ღერო
სწორად მდგომია, წამოწეული ან გართხმული, უხვად
შეფოთლილი. ფოთოლაკები უკუგულისებურია ან უკუ­
კვერცხისებური. ყვავილედი 2-8-ყვავილიანი, მოკლე, თა­
ვაკისებური მტევანია. გვირგვინი ყვითელია. ყვ, ნაყ. IV-VI.
იზრდება დაბლობიდან თითქმის სუბალპურ სარტყლამდე
მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, ქვიან და ქვიშნარ
ადგილებში, გზისპირებზე, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ჩრდილოეთ, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Medicago sativa L. = Medicago grandiflora


(Grossh.) Vassilcz. – მდელოს იონჯა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
40-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო რამდენიმეა, დატოტვილი, სწორი, წამოწე­
ული ან გართხმული, ზედა ნაწილში მიტკეცილბეწვიანი.
თანაფოთლები ლანცეტაა. ფოთოლაკები მოგრძოა ან
მოგრძოხაზური, ქვედა მხარეზე მიტკეცილი ბეწვით შე­
ბუსული. ყვავილედი მტევანია, მოკლეოვალური ან თა­
ვაკისებური. გვირგვინი მოლურჯოა ან ლურჯი იისფერი.
ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში
ბალახოვან ფერდობებზე, ტყისპირებსა და ბუჩქნარებს
შორის. გავრცელებულია აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთსა და
ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.
454

Melilotus officinalis (L.) Pall.= Melilotus


luteus Gueldenst. – ყვითელი ძიძო,
სამკურნალო ძიძო.
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე
– 30-100 სმ. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული,
დატოტვილი, შიშველი ან ზედა ნაწილში შებუსული. ფოთო­
ლაკები 7-28 მმ-მდე სიგრძისაა, ფორმით უკუკვერცხისე­
ბური ან სოლისებური, მომრგვალო ან მოგრძო-ლანცეტა,
დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვა­
ვილიანი, ხშირი მტევანია. გვირგვინი ყვითელია.ყვ. ნაყ.
V-X. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე
მდელოებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, მინდვრებსა და
გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევრაზი­
ასა და ჩრდილო ამერიკას.

Onobrychis cyri Grossh. – მტკვრის


ესპარცეტი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-60 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. მიტკეცილგაფანტულბეწვიანი. ღერო მრავალია,
სწორად მდგომი, ძირიდანვე დატოტვილი. ფოთოლაკები­
ოვალურია, მოგრძო ოვალური ან ლანცეტახაზური, მობ­
ლაგვო ან წვეტიანი, ზედა მხარე შიშველი, ქვედა – მოკლე
და გაფანტულბეწვიანი. ყვავილედი 5-8 სმ-მდე სიგრძის,
აყვავებამდე -ქოჩრიანი. გვირგვინი მუქი ვარდისფერია.
ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მშრალ,
ქვიან ფერდობებზე. გავრცელებულია თბილისის მიდამო­
ებში, თრიალეთის ქედზე და კახეთში. კავკასიის ენდემია.
456

Ononis spinosa subsp. hircina (Jacq.)


Gams.= Ononis arvensis L. – ფშნის ეკალი
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. ღერო სწორია ან
წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. ფოთლები სა­
მფოთოლაკიანია, კერნწრულები – ერთფოთოლაკიანი,
ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხ­
კბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი – ღია ვარდის­
ფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და მდინა­
რეების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. ცნობილია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ციმბირს, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Robinia pseudoacacia L. – ცრუ აკაცია


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
25-30 მ სიმაღლის ხეა, ყავისფერი ქერქით. თანაფოთ­
ლები სახეშეცვლილია მკვრივ, 1,5 სმ-მდე სიგრძის ეკლე­
ბად. ფოთლები 10-20 სმ სიგრძისაა, კენტფრთისებური,
შედგება 9-19 ფოთოლაკისაგან, რომლებიც მოგრძოკვე­
რცხისებური ან ელიფსური ფორმისაა. ყვავილები დიდი
ზომისაა, სურნელოვანი, შეკრებილია მრავალყვავილიან
დაკიდებულ მტევნებად. გვირგვინი თეთრია ან მოვარდის­
ფრო. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლე­
ბის ტყეებსა და ტყისპირებში, ნატყევარ ადგილებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ევროპას, შუა აზიას, აღმოსა­
ვლეთ აზიასა და ჩრდილო ამერიკას. გაველურებულია.
458

Securigera varia (L.) Lassen = Coronilla


varia L. – ყვავისფრჩხილა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-100 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო მრავალია, სწორად მდგომი, წამოწეული
ან გართხმული, მეტ-ნაკლებად დატოტვილი. ფოთლები
შედგება 7-12 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთოლაკები
ოვალურია ან მოგრძო-ხაზური, ბლაგვი და მოკლეყუნ­
წიანი. ყვავილედი ქოლგისებური მტევანია, 12-20-ყვა­
ვილიანი. გვირგვინი ვარდისფერია ან თეთრი. ყვ. ნაყ.
V-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყების, ტყისპირა
ადგილებში, ბუჩქნარებსა და ნათესებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.

Sophora alopecuroides L. – მაწაქი


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა,ზედა ნაწილში დატოტვილი და ხშირფოთლიანი.
ფოთლები კენტფრთისებურია. ფოთოლაკები ოვალურია
ან მოგრძო-ელიფსური, წვერში ბლაგვი, კიდემთლიანი და
ორივე მხრიდან თეთრი, აბრეშუმის მსგავსი მწოლიარე ბე­
წვით შებუსული. ყვავილედი მოგრძო მტევანია, მრავალყ­
ვავილიანი.გვირგვინი თეთრია ან მოყვითალო. ყვ. IV, ნაყ.
VI. იზრდება ნესტიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ავშნიან
ველებში, მდინარის სანაპირო მდელოებზე, ჭალის ტიპის
ტყეებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცე­
ლებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ციმბირს,
შუა აზიას, ირანსა და მცირე აზიას.
460

Spartium junceum L. – ესპანური


კურდღლისცოცხა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
1-3 მ-მდე სიმაღლის ხე ან ნახევრად ბუჩქია. გრძელი, წკეპ­
ლისებური, მცირედ შეფოთლილი ტოტებით. ფოთლები
მარტივია, მოგრძოხაზური ან მოგრძოელიფსური. ყვა­
ვილები კაშკაშა ყვითელია, მეჩხერ, კენწრულ მტევნებად
შეკრებილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ ფერდობებზე
მთის ქვედა სარტყელში. სპორადულად მთელ საქართვე­
ლოშია გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ყირიმს, სამხრეთ ევროპასა და მცირე
აზიას. გაველურებულია.

Trifolium alpestre L. – მაღალმთის სამყურა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ჩვეულებრივ,
მჭიდროდ მიკრული ბეწვითაა მოფენილი. ღერო სწო­
რად მდგომია ან წამოწეული, მაგარი, მარტივი ან სუსტად
დატოტვილი, 15-40 სმ სიმაღლის. ფოთლები მეტწილად
ღეროსეულია, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ხოლო
ზედა – მოკლეყუნწიანი, ზოგჯერ ხეშეში, ლანცეტა ან ვიწ­
რო-ელიფსური ფორმის. ყვავილედი მარტოულია, ზოგ­
ჯერ ორ-ორი, ხშირი, მრავალყვავილიანი. გვირგვინი
მეწამულ-წითელი ფერისაა, იშვიათად – ღია ვარდისფერი
ან თითქმის თეთრი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება ბუჩქნარებში,
ნათელ ტყეებსა და ტყეების პირას, მშრალ მდელოებზე.
გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და
ირანს.
462

Trifolium angustifolium L. –
წვრილფოთოლა სამყურა
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მჭიდროდ მიკრული
გრძელი ბეწვით მეტ-ნაკლებად მოფენილი. ღერო სწო­
რად მდგომია ან წამოწეული, 10-40 სმ სიმაღლის; ჩე­
ულებრივ, მარტივი, იშვიათად – ძირთან დატოტვილი.
თანაფოთლები შეზრდილ ნაწილში ხაზურ-ლანცეტაა. ფო­
თოლაკები ჯაგრისმსგავსად შებუსული, მოკლე ყუნწებით.
თავაკები მარტოულია, მრავალყვავილიანი. გვირგვინი
ვარდისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთისწინების მშრალ
ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებში და ველობებზე
მთის შუა სარტყლამდე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ყირიმს, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და
ირანს.

Trifolium arvense L. – ბურტყლა სამყურა


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
10-15 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
მეტ-ნაკლებად გაფარჩხული, რბილი ბეწვით არის შებუ­
სული. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, ჩვეულებ­
რივ, დატოტვილი ან მარტივი. ფოთოლაკები ხაზურია ან
ხაზურლანცეტა, ჩვეულებრივ – მოკლეწვეტიანი, ორივე
მხარეზე შებუსული. ყვავილედი თავაკია, მარტოული, კვე­
რცხისებური, მრავალყვავილიანი. გვირგვინი მოთეთრო­
-ვარდისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობიდან მთის
შუა სარტყლამდე მშრალ ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩ­
ქნარებში, გზისპირებზე, რუდერალურ ადგილებში, რიყნა­
რებსა და მდინარეთა ტერასებზე. გავრცელებულია მთელ
საქართევლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანსა და შუა
აზიას.
464

Trifolium campestre Schreb.


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
10-13 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო წვრილია, სწორად მდგომი ან წამოწეული, იშვია­
თად – გართხმული, ჩვეულებრივ -დატოტვილი. თანაფოთ­
ლები კვერცხისებურია. ფოთოლაკები უკუკვერცხისებურია
ან სოლისებური. ყვავილედი მრავალყვავილიანი თავა­
კია, იღლიური. გვირგვინი ყვითელია, ნაყოფობის დროს
მოყვითალო-მურა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება დაბლობიდან
მთის ზედა სარტყლამდე მინდვრებსა და მდელოებზე,
ღორღიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირა ადგი­
ლებში და ქვიშიან ადგილებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირა­
ნსა და შუა აზიას.

Trifolium pratense L. – წითელი სამყურა,


მდელოს სამყურა.
ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთავარი ღერო
მეტ-ნაკლებად დამოკლებულია. ფესვთანური ფოთლების
იღლიებიდან გამოდის რამდენიმე წამოწეული, 15-50 სმ
სიმაღლის დატოტვილი ღერო. ფოთოლაკები კვერცხისე­
ბურია ან ელიფსური, ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად მიტკე­
ცილი ბეწვით მოფენილი. ყვავილედი თავაკია, მარტოული
ან ორ-ორი. გვირგვინი წითელია. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება
სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე, ნათელ ტყეებში,
ტყისპირა ადგილებში და ბუჩქნარებში, მდინარეთა და ნა­
კადულების ნაპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას,
ირანსა და ჩრდილო ამერიკას.
466

Vicia sepium L. – ცერცვი


ოჯახი: Leguminosae – პარკოსნები
30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორია, მარტივი ან ძირიდანვე დატოტვილი.
ფოთლები შიშველია ან, იშვიათად – რბილბეწვიანი, შედ­
გება 4-8 წყვილი ფოთოლაკისაგან, რომლებიც თითქმის
მჯდომარეა, ფორმით მოგრძოელიფსური ან მოგრძოლა­
ნცეტა. 2-4 ყვავილი შეკრებილია ერთად, იღლიურ მტევნე­
ბად. გვირგვინი მოწითალოიისფერია ან მღვრიე ცისფერი.
ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ბუჩქნარებში, ტყისპირა ადგილებში
და მდელოებზე 2000 მ-მდე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე და აღმოსავლეთ აზიას.

Erythronium caucasicum Woronow –


კაბაჭრელა
ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-15
სმ. შუაში ორი მოპირისპირე ფოთლით, ფოთოლი მოგ­
რძოკვერცხისებურია, კაშკაშა მწვანე, მარმარილოსებური
ლაქებით. ყვავილი ერთია, თავდახრილი, ყვავილსაფრის
ფოთლები უკან არის გადაღუნული. გარედან – თეთრი ან
ვარდისფერი, შიგნიდან – ყვითელი, ძირში მუქი ყვითელი
ლაქით, რომელიც მუქი წითელი წინწკლებითაა მოფე­
ნილი. ყვ. ნაყ. II-V. იზრდება ტყის ზედა, სუბალპური და
ალპური სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებსა და მდელო­
ებზე, ქვიან ფერდობებზე. საქართველოში იზრდება დიდი
კავკასიონის ფარგლებში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს დიდი კავკასიონის ქედსა და ჩრდილო ირანს. კა­
ვკასიის ეკორეგიონის ენდემია.
468

Fritillaria caucasica Adam


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 40 სმ –
მდეა, შუა ნაწილიდან შეფოთლილი, ფოთლები 3-4 – ია,
ლეგა, ელიფსური ან ლანცეტა, ყვავილი ერთია, დაკიდე­
ბული, ვიწროზარისებური, იასამნისფერ – ღვინისფერი და
ლეგა, მოხატულობის გარეშე. ყვ. ნაყ. IV. იზრდება მთის
ქვედა და შუა სარტყლების ქვიან და ღორღიან ადგილებში,
ქსეროფიტულ ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელე­
ბულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მთიულეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის ეკორე­
გიონს და მისი ენდემია.

Fritillaria collina Adam – ყვითელი ღვინა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
სიმაღლე 15-20 სმ-ია. ზემო ნახევარი შეფოთლილია,
ფოთოლი – 5-6, ვიწრო – ლანცეტა ან ხაზური ფორმის.
ყვავილი ერთია, თავდახრილი, შეფერილობით – მუქი ყვი­
თელი ან იისფერი, ჭადრაკულად განლაგებული ლაქებით.
ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში
– ველობებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის
ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას და მცირე აზიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილსა
და ყირიმს.
470

Fritillaria latifolia Willd. – ღვინა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მცენარის სიმაღლე 30 სმ-ია, მომსხო და ზედა ნაწილში
შეფოთლილი. აქვს 5-6 ფოთოლი, ოვალური ან ვიწრო
– ლანცეტა ფორმის. ყვავილსაფარი ღვინისფერ – მეწა­
მულია ან იისფერი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება სუბალპურ და
ალპურ სარტყლებში – მდელოებზე, დეკიანებსა და ღვი­
იანებში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყვე­
ლგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას
და მცირე აზიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილს. კავკა­
სიის ეკორეგიონის ენდემია.

Gagea caroli-kochii Grossh. – ჩიტისთავა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ბოლქვი ერთია.
სიმაღლე – 5-10 სმ. ძირის ფოთოლი 1 – ია, ყვავილედზე
გრძელი, ხაზური ფორმის. საყვავილე ღერო 5-8 სმ – ია,
ბეწვებით მოფენილი. ყვავილედი 1-4 – ყვავილიანია. ყვა­
ვილსაფარი შიგნიდან ყვითელია, გარედან ვიწრო, მწვანე
ზოლით. ყვ. ნაყ. III-IV. მშრალი თიხნარი ფერდობებისა
და ქვიანი ადგილებისა და ველების მცენარეა. საქართვე­
ლოში გავრცელებულია, ძირითადად აღმოსავლეთ ნაწი­
ლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის
ეკორეგიონს და მისი ენდემია.
472

Gagea chlorantha (M.Bieb.) Schult. &


Schult.f. – ჩიტისთავა
ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 4-10
სმ. ძირის ფოთოლი 1 – ია, ყვავილედზე გრძელი, ვიწრო
ხაზურიფორმისაა. ღერო შეფოთლილია, სადგისისებური.
ყვავილედი 1-5 – ყვავილიანია, სხვადასხვა ზომის, ყვა­
ვილსაფარი შიგნიდან ოქროსფერ ყვითელია, გარედან
– მღვრიე მწვანე. ყვ. ნაყ. II-III. იზრდება მშრალ ფერდობე­
ბსა და ველებზე. საქართველოში გავრცელებულია, ძირი­
თადად აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ ხმელ­
თაშუაზღვისპირეთს, ყირიმს, ახლო აღმოსავლეთსა და
შუა აზიის სამხრეთ – დასავლეთ ნაწილს.

Gagea commutata K. Koch – ჩიტისთავა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ძირის ფოთოლი
2 ია, ღარისებური, უხეში. საყვავილე ღერო 20 სმ – მდე სი­
გრძისაა. ყვავილედის ძირის ფოთლები ხაზურლანცეტაა,
არათანაბარი ზომის. ყვავილსაფრის ფოთლები შიგნიდან
ყვითელია, გარედან – მწვანე. ყვ. ნაყ. IV-VI. ველებისა
და ნახევრად უდაბნოების მცენარეა. საქართველოში გა­
ვრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის
აღმოსავლეთ ნაწილს, სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიასა
და ირანს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
474

Gagea dubia A.Terracc. – ჩიტისთავა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთლიანი მცენარე
შებუსულია. ძირის ფოთოლი ღრუს გარეშეა. ყვავილსაფ­
რის ფოთლების წვერში ბეწვების ფუნჯია განვითარებული.
ყვავილედი 5-15 – ყვავილიანია. ყვავილსაფარი შიგნიდან
ყვითელია, გარედან – მომწვანო, გვირგვინის ფურცლების
წვერები ბლაგვია. ყვ. ნაყ. III-V. გავრცელებულია მთის შუა
და ზედა სარტყების, ტყეებში, ტყისპირა ადგილებში და
ბუჩქნარებში. საქართველოში ცნობილია აღმოსავლეთ
და სამხრეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს კავკასიას, ყირიმს, მცირე აზიასა და ირანს.

Gagea lutea (L.) Ker Gawl. – ჩიტისთავა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ძირის ფოთოლი
ფართოა. ყვავილედის ძირში 2 სხვადასხვა სიგრძის, გა­
ბნეულბეწვიანი ფოთოლი ზის. ერთი ფოთოლი ლანცეტაა,
მეორე – ხაზური. ყვავილედი 3-10 – ყვავილიანია. ყვავილ­
საფარი შიგნიდან მკრთალი ყვითელია, ოდნავ მომწვანო.
ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში
ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმო­
სავლეთს, ციმბირს და აღმოსავლეთ აზიას.
476

Gagea serotina (L.) Ker Gawl. = Lloydia


serotina (L.) Rchb.
ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია,
5-15 სმ სიმაღლის, ღეროს ფუძიდან 2 ფოთოლი ვითა­
რდება. ფოთლები ხაზურია, გრძელი, ხეშეში. ღეროს
ფოთოლი 5 მდეა, ყვავილი ერთია, იშვიათად – ორი, თე­
თრი, გარედან შიდა ფოთლები წითელი, მოყავისფრო
ძარღვებით ხასიათდება. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება მთის შუა
სარტყლიდან სუბნივალურ სარტყლამდე მდელოებზე,
კლდეებზე, ველებზე. საქართველოში სპორადულად არის
გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და ჩრდილო ამერი­
კას.

Lilium monadelphum M.Bieb. – შროშანი


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.ღერო სიმაღლით
1მ-მდეა, სქელი, ძირიდანვე ფოთლებით შემოსილი.
ფოთლები ელიფსურიდან ხაზურლანცეტამდე ფორმისაა
და ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული; კიდეებზე და
ქვედა მხრიდან ძარღვის გაყოლებით სქლადაა დაფა­
რული ბეწვით. ყვავილსაფარი ფერით მუქი ყვითელია,
მუქი მეწამულ – იისფერი წინწკლებითაა მოფენილი. ყვ.
ნაყ. V-VII. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში
ტყისპირა ადგილებში, არყნარში, მაღალბალახეულობაში
და მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია აღმო­
სავლეთ საქართველოს მთიანეთსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის
ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევრო­
პას.
478

Lilium szovitsianum Fisch. & Avé-Lall. – მთის


შროშანი
ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 70-150 სმ სიმა­
ღლის. ღერო ხშირფოთლიანია, ფოთლები ფართოლა­
ნცეტაა, ქვემოდან ძარღვების გასწვრივ შებუსული, მოკლე
ბეწვით, ოდნავ ხაოიანი. ყვავილსაფარი გოგირდისფე­
რია, ფორმით წაკვეთილუკუკონუსური, ლანცეტა ფორმის,
ძირისკენ შევიწროებული, პრიალა, შიგნიდან მრავალი
მუქი მეწამული ფერის წინწკლებით მოფენილი. ყვ. ნაყ.
V-IX. იზრდება მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში
– მდელოებზე, ტყის პირა ადგილებში, ქვიან და ღორღიან
ეკოტოპებზე. მაღალბალახეულობის ერთ-ერთი ძირი­
თადი კომპონენტია. საქართველოში გავრცელებულია
თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას. ეკორეგიონის
ენდემად შეიძლება ჩაითვალოს.

Tulipa biebersteiniana Schult. & Schult.f. –


ყვითელი ტიტა
ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-
30 სმ. ფოთოლი ორია, შებუსული, ფორმით – ხაზური
ან ლანცეტა. ყვავილი ყვითელი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება
მთის ქვედა სარტყელში, ბუჩქნარებში, სტეპებზე. საქა­
რთველოში საკმაოდ იშვიათია, გავრცელებულია შიდა
ქართლსა დ კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს ცენტრალურ და აღმოსვლეთ კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიას.
480

Tulipa eichleri Regel – წითელი ტიტა


ოჯახი: Liliaceae – შროშანასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-50 სმ
სიმაღლისაა, ყვავილი ყუნწიანად მოკლე ბუსუსით შემო­
სილი. ყვავილი წითელია, ალისფერი, სწორად მდგომი.
ყვავილსაფრის ფოთლები წაწვეტებულია, შიგნიდან შავი
ლაქითაა დაფარული, რომელიც ყვითელი არშიითაა გა­
რშემოვლებული. ფოთლები, ჩვეულებრივ – 3, უფრო ხში­
რად – ხუჭუჭაკიდეებიანი. ყვ. ნაყ.V-VI. იზრდება მთის ქვედა
სარტყელში – მშრალ, ქვიან ეკოტოპებზე, სტეპებზე. საქა­
რთველოში გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლში და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს აღმო­
სავლეთ კავკასიას. მცენარე კავკასიის ენდემია.

Linum austriacum L.
ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
15-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მრავალია, ძირიდანვე დატოტვილი, სქლად
შეფოთლილი, სწორად მდგომი ან წამოწეული. ფოთლები
ხაზურიდან ხაზურლანცეტამდეა, შიშველი, ოდნავ მონაც­
რისფრო-მწვანე, ერთძარღვიანი. ყვავილები შეკრებილია
მრავალყვავილიან ყვავილედებად. გვირგვინის ფურ­
ცლები კაშკაშა ცისფერია. ყვ.V-VII, ნაყ.VII-VIII. იზრდება
მდელოებსა და ველებზე, მშრალ გორაკებზე. გავრცელე­
ბულია მესხეთ-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
482

Linum bienne Mill. = Linum angustifolium


Hiuds.
ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
30-60 სმ სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო მრავალია, იშვიათად -მარტოული, რკა­
ლისებურად მოხრილი ან მარტოული, ხშირფოთლიანი.
ფოთლები პატარა ზომისაა, ვიწროხაზური ფორმის, მო­
ნაცრისფრო-მწვანე, კიდეებზე ხორკლიანი. ყვავილედი
ფარჩხატია. გვირგვინის ფურცლები კაშკაშა ცისფერია. ყვ.
ნაყ. V-VI. იზრდება მთის შუა სარტყლამდე – მდელოებზე.
გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში,
გურიაში, აჭარასა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, მცირე აზიას.

Linum corymbulosum Reichenb. = Linum


libernicum Scop.
ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
7-45 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მე­
ტ-ნაკლებად ხაოიანი. ღერო მარტოულია ან რამდენიმე,
ზედა ნაწილში გაფარჩხულტოტებიანი. ფოთლები მორი­
გეობითია, ხაზურლანცეტა ფორმის, კიდეებსა და ზურგის
მხარეზე ნათლად გამოსახული ხორკლებით. ყვავილედი
ფარჩხატია, ფარისებური. გვირგვინის ფურცლები ყვითე­
ლია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე
და ბუჩქნარებში. გავრცელებულია აფხაზეთში, გურიაში,
ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, ირანსა და ჩრდილო აფრიკას.
484

Linum hypericifolium Salisb. – სელი


ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ერთი ან
რამდენიმეა. მსხვილი, სწორი ან წამოწეული, სიმაღლე
– 30-90 სმ. წვრილღარებიანი, ქვედა ნაწილი შიშველია,
ზედა – შებუსული. ფოთლები ფორმით მოგრძოლანცე­
ტაა. გვირგვინი დიდია, სოსანი ან მკრთალი მეწამული
ფერის. გვირგვინის გადანაღუნი ფართოუკუკვერცხისებუ­
რია. ყვ. ნაყ. VI-VIII. სუბალპური და ალპური სარტყლების
მცენარეა. იზრდება მდელოებზე, მაღალბალახეულობაში.
ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

Linum nervosum Waldst.& Kit.


ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან
წამოწეული. სიმაღლე – 20-55 სმ. ზედა ნაწილში – შიშველი,
ძირში -მცირედ შებუსული. ქვედა ნაწილში ხშირფოთლი­
ანია. ფოთლები მჯდომარეა, ლანცეტა, 3-5-ძარღვიანი,
შიშველი ან ქვედა მხარეზე შებუსული. გვირგვინის ფურ­
ცლები დიდი ზომისაა, ცისფერი.ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩ­
ქნარებსა და ტყისპირა ადგილებში. ცნობილია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, ირანს.
486

Linum nodiflorum L.
ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
10-55 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია ან წამოწეული, ზედა ნაწილში – შიშველი,
ძირში მცირედ შებუსული. ქვედა ფოთლები ნიჩბისებურია.
ზედა ფოთლები მჯდომარეა, ლანცეტა ან ფართო-ხაზური,
3-5-ძარღვიანი, შიშველი ან ქვედა მხარეზე შებუსული. ყვა­
ვილები ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება დაბლობიდან
შუა სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში და ტყის­
პირებში, მინდვრებში და ფერდობებზე. გავრცელებულია
აფხაზეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Linum tenuifolium L.
ოჯახი: Linaceae – სელისებრნი
15-45 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მრავალია, გახევებული, ძირიდან ამოსული,
სწორი, ზედა ნაწილში გაფარჩხული ტოტებით. ფოთ­
ლები ვიწროხაზურია, ერთძარღვიანი, კიდეებზე ძლიერ
ხორკლიანი. ყვავილები ფარჩხატ საგველას მსგავს ხვე­
ულებადაა განლაგებული. გვირგვინის ფურცლები მო­
ვარდისფრო-მოწითალო ფერისაა. ყვ.V-VI, ნაყ.VI-IX.
იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე მშრალ,
ღორღიან, ქვიან ფერდობებსა და გორაკებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამ­
ხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.
488

Lythrum salicaria L. – ცოცხამაგარა


ოჯახი: Lythraceae – ცოცხამაგარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე
შებუსულია. სიმაღლე – 30-200 სმ, სწორად მდგომი. სამ-
სამი ან ოთხ-ოთხი ფოთოლი პირისპირ ან რიგ-რიგად
არის განლაგებული, ფორმით კვერცხისებურიდან ლა­
ნცეტამდე. გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება ტენიან ადგილებში, წყალსატევების,
ტბების, ჭაობებისა და მდინარეების ნაპირას. გავრცელე­
ბულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ევროპას, შუა და
აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო აფრიკას, ჩრდილო ამერი­
კასა და ავსტრალიას.

Punica granatum L. – ბროწეული


ოჯახი: Lythraceae – ცოცხამაგარასებრნი
1-4 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე. ტოტები ეკლიანია, ფოთ­
ლები წაგრძელებულ ყლორტებზე მოპირდაპირედ არის
განლაგებული, ხოლო დამოკლებულზე – ჯგუფებად. ფოთ­
ლები მოგრძოელიფსურია ან უკულანცეტა, კიდემთლიანი
ან დაკბილული. ყვავილები 2-5-წევრიან ჯგუფებს ქმნიან.
შეფერილობით წითელია, დიდი ზომის. ყვ.V-VIII, ნაყ. IX.
იზრდება მშრალ ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, სამხრეთ ევროპას, ირანსა
და ავღანეთს.
490

Alcea rugosa Alef. – ტუხტი


ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
2 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, შებუსული
ხშირი, გაფარჩხული, ვარსკვლავისებური ბეწვით. ქვედა
ფოთლები თათისებურია, შუა ფოთლები ფირფიტის ნახე­
ვრამდეა დანაკვთული, ზედა ფოთლები ორივე მხარეზე
ვარსკვლავისებური ბეწვით არის შებუსული. ყვავილები 1
ან 2-2 გრძელ, შეფოთლილ მტევნადაა შეკრებილი. გვირ­
გვინი გოგირდისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება
ზღვის სანაპირო ზოლიდან ალპურ სარტყლამდე მშრალ,
ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარში, ზოგჯერ გვხვდება, რო­
გორც სარეველა. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ-დასავლეთ ევროპას, შუა აზიასა და მცირე აზიას.

Lavatera thuringiaca L. – ქატმი


ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვი­
ლია, სიმაღლე – 50-150 სმ, ნაცრისფერ-ხავერდივით შებუ­
სული. გულის ფორმის ფოთლები გრძელყუნწიანია. ქვედა
ფოთლები 5-ნაკვთიანია, ზედა – 3-ნაკვთიანი. შუა ნაკვთი
უფრო პატარა ზომისაა, მრგვალკბილა ჯამქვეშა ფოთ­
ლები მომრგვალო ფორმისაა. გვირგვინის ფოთლები
თეთრია ან მოვარდისფრო, დიდი ზომის, წვერში ამოკვე­
თილი და ძირში შევიწროებული.ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება
ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე, დაბლობიდან
სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში გავრცელებუ­
ლია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას.
492

Malva neglecta Wallr. – ბალბა


ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
10-40 სმ სიმაღლის ერთ, ორ ან მრავალწლიანი მცენა­
რეა. ღერო გართხმულია ან წამოწეული, დატოტვილი და
მეტ-ნაკლებად შებუსული ხშირი ვარსკვლავისებური ბე­
წვით. ფოთლები გრძელყუნწიანია, თირკმლის ან გულის
ფორმის, ოდნავ შესამჩნევი 5-7 – ნაკვთიანი. რამდენიმე
ყვავილი შეკრებილია იღლიურ, რამდენადმე უთანაბრო
ზომის ყუნწებზე. გვირგვინი მკრთალი სოსანია. ყვ. ნაყ.
VI-IX. იზრდება რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე,
შენობებთან, დაუმუშავებელ მიწებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას, ირანს.

Malva sylvestris L. – ტყის ბალბა


ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
10-100 სმ სიმაღლის ერთ, ორ ან მრავალწლიანი ბალა­
ხოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სწორად მდგომი,
შიშველია ან მეტ-ნაკლებად სქლად მოფენილი მარტივი
ან ორკაპისებური ბეწვებით. ფოთლები გრძელყუნწიანია,
მომრგვალოთირკმლისებური, 5-7 მრგვალკბილა ნაკ­
ვთებით. ყვავილები იღლიურია, 2-5 ერთად არის განლა­
გებული ღეროს ზედა ნაწილში. გვირგვინი იისფერია.ყვ.
ნაყ. VI-X. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში – ბუჩ­
ქნარებში, ნათელ ტყეებსა და რუდერალურ ადგილებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
494

Malvalthaea transcaucasica Iljin –


ბალბატუხტი
ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
5-70 სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, მარტოული ან მრავალრიცხოვანი, მთელი
მცენარე დაფარულია გაბნეული ვარსკვლავისებური ბე­
წვებით. ფოთლები ყუნწიანია, კიდეებზე მრგვალკბილა;
ქვედა ფოთლები ოდნავ შესამჩნევი 3-5-ნაკვთიანია, გუ­
ლისებურ-თირკმლისებური. ყვავილის ყუნწები ხეშეშბე­
წვინია, გვირგვინის ფურცლები – ვარდისფერი. ყვ. ნაყ.
IV-VI. იზრდება ავშნიან ნახევარუდაბნოებში, კლდოვან
ადგილებში, იშვიათად – როგორც სარეველა. საქართვე­
ლოში მხოლოდ კახეთშია გავრცელებული. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, შუა აზიასა
და ირანს.

Malvella sherardiana (L.) Jaub. & Spach –


ბალბალუკა
ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
მთელი მცენარე ხავერდივით არის შებუსული. ღერო გა­
რთხმულია ან წამოწეული, სიგრძე – 8-50 სმ. ფოთლის
ფირფიტა გულივით მომრგვალოა ან თირკმლის ფორმის.
ყვავილები მარტოულია, გრძელყუნწიანი, გვირგვინის ფუ­
რცლები წითელი ფერისაა ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-X.
მცენარე გავრცელებულია მშრალ ველებზე, თიხიან ადგი­
ლებში, ზოგჯერ სარეველაა. გავრცელებულია კახეთსა და
ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას.
496

Tilia cordata Mill.


ოჯახი: Malvaceae – ბალბასებრნი
25 მ-მდე სიმაღლის ხეა, ნორჩი ტოტები მომწვანოა, მოწი­
თალო მურა, შიშველი. ფოთლები პატარა ზომისაა, 3-7 სმ
სიგრძის, მომრგვალო ან ფართოკვერცხისებურ-გულისე­
ბური. ფოთლის ზედა მხარე მწვანე ფერისაა, ქვედა მხარე
– ლეგა, კიდეებზე ბლაგვწვრილხერხკბილა. ყვავილედი
5-7 – ყვავილიანია. ნაყოფი 5 მმ სიგრძისაა, წითური ქეჩი­
სებური შებუსვით. ყვ.VI-VII, ნაყ.VII-IX. იზრდება მთის ტყე­
ებში, უმთავრესად – ზედა სარტყელში 1200-2000 მ-მდე,
მშრალ, განათებულ ადგილებში. გარცელებულია შიდა
ქართლში, მთიულეთში, თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკა­
სიას, ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Paris incompleta M.Bieb. – ხარისთვალა


ოჯახი: Melanthiaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 15-25 სმ
სიმაღლისაა. 6-12 ფოთოლი ჩხროდ არის განლაგებული.
ფორმით მოგრძოოვალური ან უკუკვერცხისებურია. ყვა­
ვილი ერთია, კენწრული. ყვავილსაფარი შედგება 4 გა­
რეთა მწვანე ფოთოლაკისგან. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება
ტყეებში, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში და მდელო­
ებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან.
გავრცელების საერთო არეალია კავკასიის ეკორეგიონი
და მისი ენდემია.
498

Veratrum lobelianum Bernh. – შხამა


ოჯახი: Melanthiaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სქელია,
მრავალფოთლიანი, ზედა ნაწილში შებუსული, ფართოე­
ლიფსური ან ლანცეტა. ყვავილედი მრავალყვავილიანი
საგველაა. ყვავილსაფარი მომწვანო – ყვითელია. ყვ.
ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში,
მდელოებზე, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში მა­
ღალბალახეულობაში. მაღალმთის საძოვრების აბეზარი
სარეველაა. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შუა და აღმოსავლეთ
აზიას.

Ficus carica L. – ლეღვი


ოჯახი: Moraceae – თუთისებრნი
დაბალი ტანის ბუჩქი ან ხეა. ფოთლები 7-30 სმ სიგრძისა
და 8-25 სმ სიგანისაა, გულისებურ-კვერცხისებური ან მო­
მრგვალოკვერცხისებური, მთლიანი ან 3-7-ნაკვთიანი,
ქვედა მხარეზე ქეჩის მსგავსად თხლად შებუსული, ზედა
მხრიდან – მუქი მწვანე, გრძელყუნწიანი. ნაყოფი 2-5 სმ
სიგანისაა, მსხლისებური ან გაბრტყელებულ-სფეროსე­
ბური, მომწვანო-ყვითელი ან მეწამულ-იისფერი. ყვ. III-V,
ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ქვედა სარტყელში კლდოვან გა­
შიშვლებებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ირანს.
500

Morus nigra L. – ხართუთა


ოჯახი: Moraceae – თუთისებრნი
3-8 მ სიმაღლის ხეა. მოწითალო-მურა ფერის ტოტებით.
ფოთლები ფორმით კვერცხისებურია, მთლიანი ან დანაკ­
ვთული, ორივე მხარეზე ხაოიანი, 5-10 სმ სიგრძისა და 3-8
სმ სიგანის. მდედრობითი მჭადები მჯდომარეა ან ყუნწი­
ანი. ნაყოფი წვნიანია, 2-2,5 სმ სიგრძის, შავი ან მოშავო-ი­
ისფერი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყელში
ჭალის ტყეებში, გაველურებულია. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე
აზიას, ირანს.

Peganum harmala L. – მარიამსაკმელა


ოჯახი: Nitrariaceae – ნიტრარიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს მრავალი
ღერო, 20-65 სმ სიმაღლის, ძლიერ დატოტვილი; შიშველი
ფოთლები დაყოფილია ხაზურ ნაკვთებად. თანაფოთლები
პატარაა და სადგისისებური. ყვავილები – 1-3, კენწრული.
გვირგვინის ფურცლები მოგრძოა, მოთეთრო ან ყვითელი.
ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მშრალ, რუდერალურ და დამლა­
შებულ ადგილებში. გვხვდება, ძირითადად, აღმოსავლეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, შუა
აზიას.
502

Nuphar lutea (L.) Sm. – ყვითელი დუმფარა


ოჯახი: Nymphaeaceae – დუმფარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ორნაი­
რია: წყალში ჩაკიდებული, თხელი, თითქმის გამჭვირვალე
ან წყლის ზედაპირზე მოტივტივე, ოვალურ-გულისებური,
სქელი, თითქმის ტყავისებური. ყვავილი – 4-5 სმ დიამე­
ტრის, სურნელოვანია, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. VII-IX.
იზრდება ტბებში, მდორე წყლებსა და ჭაობებში. გავრცე­
ლებულია აფხაზეთში, იმერეთსა და აჭარაში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Fraxinus excelsior L. – იფანი


ოჯახი: Oleaceae – ზეთისხილისებრნი
მაღალი ხეა, აქვს ნაცრისფერი ქერქი. ნორჩი ყლორტები
მწვანე ფერისაა. ფოთლები 11 ფოთოლაკისაგან შედგება,
ფორმით კვერცხისებურია ან მოგრძოლანცეტა, კიდეებზე
ხერხკბილა,ზედა მხარე – შიშველი, ქვედა მხარე – მცირედ
შებუსული. ყვავილედი მტევანია. ყვ.IV-V, ნაყ.VI-VIII. გავ­
რცელებულია ტყეებში, ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს ქმნის.
იზრდება დაბლობიდან მთის შუასარტყლამდე. გვხვდება
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.
504

Jasminum fruticans L. – ჟასმინი


ოჯახი: Oleaceae – ზეთისხილისებრნი
სწორად მდგომი ბუჩქია, შიშველი, დაღარულ-წახნაგო­
ვანი ტოტებით. ფოთლები 3-ფოთოლაკიანია. ფოთო­
ლაკები მოგრძონიჩბისებურია, კიდემთლიანი, შიშველი.
გვერდითი ფოთოლაკები მჯდომარეა. ყვავილები ყვი­
თელი ფერისაა. ტოტების კენწეროებზე განთავსებულია
1-5 ყვავილი. გვირგვინი მილად არის შეზრდილი. გადა­
ნაღუნი 5-ნაკვთიანია. ყვ. IV-VI, ნაყ.VII-VIII. იზრდება მთის
შუა სარტყელში – ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე.
საქართველოში გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა აზიას, მცირე აზიას,
ირანს.

Ligustrum vulgare L. – კვიდო, თხიფსელა.


ოჯახი: Oleaceae – ზეთისხილისებრნი
1,5-3 მ სიმაღლის ბუჩქია, ძირითადად – შიშველტოტე­
ბიანი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ან ელიფსურია,
შიშველი, ტყავისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი, კიდემ­
თლიანი. ყვავილედი კენწრული საგველაა. გვირგვინი
თეთრია. ყვავილის ყუნწები ბეწვიანია. ნაყოფი მუქი მურა
ფერისაა. ყვ.V-VI, ნაყ. VII-IX. ტყის ქვედა სარტყლის მცე­
ნარეა, იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში.
გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ყირიმს,
მცირე აზიას.
506

Circaea lutetiana L. – თეთრძირა


ოჯახი: Onagraceae – წყალნაწყენისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 20-
50 სმ. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი,
რბილი ბეწვით შებუსული. ფოთლები პირისპირ არის
განლაგებული, ფოთლის ფირფიტა კვერცხისებურია ან
კვერცხისებურლანცეტა. ქვედა ნაწილში გაფართოებული
და მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული, ხერხკბილა.
ყვავილედი მტევანია, იღლიური ან კენწრული, მარტივი
ან დატოტვილი. გვირგვინის ფურცლები თეთრია, ორნაკ­
ვთიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში.
საქართველოში გავრცელებულია ყველგან. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე და
შუა აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ირანსა და ჩრდილოეთ
ამერიკას.

Epilobium angustifolium L. = Chamerion


angustifolium (L.) Scop. – თხაწართხალა
ოჯახი: Onagraceae – წყალნაწყენისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 50-
150 სმ. მარტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი,
მჭიდროდ მიკრული ბეწვით შებუსული. ფოთლები მჯდო­
მარეა ან ყუნწიანი, ხაზურ-ლანცეტა ფორმის. კიდეებზე
ოდნავ გადაკეცილი და ზოგჯერ ჯირკვლოვანკბილებიანი.
ფოთოლი ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, პრიალა, ქვედაზე
– მოლეგო. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია.
ყვავილი მეწამულ-ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX. ფართოდ
გავრცელებული მცენარეა მდელოებზე, მაღალ ბალახეუ­
ლობაში, ტყეებში, ნაკაფებში. ცნობილია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
შუა, აღმოსავლეთ და მცირე აზიას, ევროპას, ირანს, ჩრდი­
ლოეთ ამერიკას.
508

Epilobium dodonaei Vill.


ოჯახი: Onagraceae – წყალნაწყენისებრნი
ნახევრად ბუჩქია, მიწისქვეშა, გრძელი, ხორციანი ყლორ­
ტებით. ღერო წამოწეულია ან სწორად მდგომი, დატოტ­
ვი­ლი, სიმაღლე – 20-100 სმ. ქვედა ნაწილი შიშველია,
ზედა – მოიისფრო – წითლად შებუსული. ფოთლები ხაზუ­
რია ან ხაზურ-ლანცეტა, 2-6 სმ სიგრძისა და 1-4 სმ სიგანის,
კიდემთლიანი ან წვრილკბილა. ყვავილები შეკრებილია
კენწრულ მტევნებში. ჯამის ნაკვთები მუქი იისფერი ბე­
წვითაა შემოსილი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი ვა­
რდისფერია. ყვ.VI-IX, ნაყ.VII-X. იზრდება მდინარეებისა
და ნაკადულების ნაპირებზე, ქვიშნარებსა და ნაშალებზე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრა­
ლურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Epilobium hirsutum L. – წყალნაწყენი


ოჯახი: Onagraceae – წყალნაწყენისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე
150 სმ -მდეა, სწორი, ზეაღმართული ტოტებით. ღერო
ქვედა ნაწილში ოდნავ წიბოებიანია დაგაფარჩხული ბე­
წვით არის შებუსული ან შიშველი. ფოთლები მჯდომარეა,
ვიწროლანცეტა ფორმის, იშვიათად – კვერცხისებური,
შიშველი, მონაცრისფრო, კიდედაკბილული. გვირგვინის
ფურცლები ღია მეწამულია ან წითელი. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება მდინარეთა, რუების ნაპირებზე, ჭაობებში, სარ­
წყავ არხებში, მთის ქვედა და შუა სარტყლებში. ცნობილია
მთელ საქართველოში. საერთო გავრცელებია მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა, აღმოსავლეთ და მცირე
აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას.
510

Epilobium montanum L. – მთის


წყალნაწყენი
ოჯახი: Onagraceae – წყალნაწყენისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად
მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი
ან დატოტვილი, თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვე­
ბით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძოკვერცხისებუ­
რია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია
ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები
მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ.
V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა
ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. ცნობილია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, დასავლეთ ციმბირსა
და ახლო აღმოსავლეთის ნაწილს.

Anacamptis coriophora (L.) R.M.Bateman


Pridgeon & M.W. Chase = Orchis coriophora
L.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
ღერო 1-50 სმ სიმაღლისაა, ქვედა ნაწილში შეფოთლილი.
ვაგინები ფოთლისებურია და წაწვეტებული. ფოთლები
ხაზურია ან ხაზურლანცეტა. ყვავილედი ცილინდრულია.
ყვავილები მღვრიე ყავისფერ-მეწამული ფერისაა, ყვა­
ვილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხისებურია, შიგნითა
გვერდითი ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა. ტუჩი სამნაკვთი­
ანია. შუა ნაკვთი მოგრძოა და ბლაგვად წაწვეტებული.
გვერდითი ნაკვთები ოთხკუთხაა ან რომბული.დეზი ცი­
ლინდრულ-კონუსურია. ყვავილსაფარი მუზარადის ფო­
რმისაა და უსიამოვნო სუნი აქვს. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
ტყის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყისპირა
ადგილებში და მდელოებზე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში, გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმო­
სავლეთს.
512

Anacamptis laxiflora (Lam.) R.M.Bateman,


Pridgeon & M.W.Chase = Orchis laxiflora
Lam.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 15-60
სმ. მცენარე მხოლოდ ღეროს ქვედა ნაწილშია შეფოთ­
ლილი. ფოთოლი 2-5-ია, მოგრძოლანცეტა, მახვილწვერი­
ანი. ყვავილედი მეჩხერია, მრავალყვავილიანი. ყვავილი
ვარდისფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მდელოებზე, ჭა­
ობიან ადგილებში, საქართველოში ცნობილია ქართლსა
და კახეთში, საკმაოდ იშვიათია, გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მთელ ევროპას, წინა აზიას.

Anacamptis morio (L.)R.M.Bateman, Chase


Pridgeon & M.W. = Orchis morio L.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო
15-40 სმ სიმაღლისაა, მის ძირში 5-7 ვიწრო ხაზური ან
მოგრძოკვერცხისებური ფოთლებია განვითარებული,
რომლებიც ბლაგვია ან ბლაგვად წაწვეტებული. ფოთ­
ლები სიგრძეზე დაკეცილია და რკალივით გადაღუნული.
ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული, კაშკაშა მეწამუ­
ლ-იისფერი; ყვავილსაფრის გარეთა წრის ფოთლები
მოგრძოკვერცხისებურია. ტუჩი მოყვანილობით მომრგვა­
ლოთირკმლისებურია, არაღრმად სამნაკვთიანი. ყვ. ნაყ.
V-VI. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ვე­
ლობებზე, ბუჩქნარში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.
514

Anacamptis papilionacea (L.) R.M.Bateman,


Pridgeon & M.W.Chase = Orchis
papilionacea L.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეაა. სიმაღლე – 10-40
სმ. ფოთლები ლანცეტა ფორმისაა, მწვანე, ქვედა ნაწილში
შეფოთლილი. ვაგინები ფოთლისებურია და წაწვეტებული.
ყვავილედი თხელია. ყვავილები მღვრიე ღიაწითელი ან ნა­
რინჯისფერი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხი­
სებურია, შიგნითა გვერდითი ფოთლები ხაზურლანცეტაა.
ტუჩი სამნაკვთიანია. შუა ნაკვთი მოგრძოა და ბლაგვად წა­
წვეტებული. გვერდითი ნაკვთები ოთხკუთხაა ან რომბული.
დეზი მოხრილია. ყვავილსაფარი მუზარადის ფორმისაა.
ყვ. ნაყ. IV-VI. მცენარე იზრდება ღია, მშრალ ფერდობებზე,
ველებზე. საქართველოში ძალიან იშვიათია. ის მხოლოდ
კახეთში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიაზეა. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს აზერბაიჯანს, სომხეთს,მ­
თელ ხმელთაშუაზღვისპირეთს, დასავლეთ ირანს.

Anacamptis pyramidalis (L.) Rich.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მცენარე 20-60 სმ სიმაღლისაა. ღერო სწორია, შეფოთ­
ლილი, ფოთლები მწვანეა, ღერომხვევი. ქვედა ფოთლები
დიდი ზომისაა, ხაზური, ზედა კი პატარა, ხაზურლანცეტა.
ყვავილედი მოკლე, კონუსური ან კვერცხისებურია. თა­
ნაყვავილები ფოთლის მსგავსია, მწვანე ან შეფერილი.
ყვავილები მეწამულია, ვარდისფერი ან მოთეთრო. ტუჩი
დეზიანია. ყვ.ნაყ.V-VIII. იზრდება ველებზე და ბუჩქნა­
რებში. არცთუ ისე ხშირი მცენარეა. სპორადულად მთელ
საქართველოშია გავრცელებული. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და წინა
აზიას, დასავლეთ ირანს.
516

Cephalanthera damasonium (Mill.) Druce


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის სი­
მაღლე 20-60 სმ-ია. ფოთლები ფართოელიფსურია ან
ელიფსურ-ოვალური, ოდნავ ბლაგვი. ყვავილედის ღერძი
დაკლაკნილია, 3-10 – ყვავილიანია. ყვავილები დიდია,
შიშველი, სწორად მდგომი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთ­
ლები მოგრძოა, შიგნითა – სამკუთხაკვერცხისებური. ტუჩი
თეთრია, შიგნიდან – ყვითელი. თირკმლის ფორმის წინა
ნაკვთი ყვითელი ლაქითაა. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლო­
ბიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში.
სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, თით­
ქმის მთელ ევროპას, აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ზო­
ნას, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ჩათვლით.

Cephalanthera longifolia (L.)Fritsch


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა. მცენარის სი­
მაღლე 20-40 სმ-ია, შიშველი, ღერო სწორია ან ოდნავ
დაკლაკნილი, შეფოთლილი. ფოთლები დიდი ზომისაა,
ზოგჯერ ღეროზე გრძელია. ლანცეტა ან ხაზურლანცეტა,
სიგრძეზე დაკეცილი, ქვედა ფოთლები ღერომხვევია.
ყვავილედი 3-15-ყვავილიანია. ყვავილსაფრის გარეთა
ფოთლები ლანცეტაკვერცხისებურია, შიგნითა ფოთლები
ელიფსურია. ტუჩი თეთრია და მისი წინა ნაკვთი ოქრო­
სფერ-ყვითელი ლაქით არის დაფარული. ყვ.ნაყ. III-VI.
იზრდება დაბლობიდან ზედა სარტყლამდე დაჩრდილულ
ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, ჩრდილო აფრიკას, შუა აზიას, სამ­
ხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და ჩრდილო ინდოჩინეთს.
518

Cephalanthera rubra (L.) Rich.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია
ან მოხრილი, ფოთლები მოგრძოლანცეტაა ან ლანცეტა,
წაწვეტებული. ყვავილედი ჯირკვლოვანი შებუსვითაა,
2-10-ყვავილიანი. ყვავილები დიდი ზომისაა, მოწითალო
ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ტყეებსა და ბუჩ­
ქნარებში დაახლოებით 700მ – 1300 მ-მდე სიმაღლეზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში, ასევე – თითქმის
მთელ კავკასიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

Dactylorhiza euxina (Nevski) Czerep.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-40
სმ. ფოთოლი – 4-5, ზემოდან მუქი ლაქებით. ფორმით –
ლანცეტა ან მოგრძოლანცეტა, ბლაგვი. ყვავილედი მო­
კლეა, ხშირყვავილიანი. ყვავილი იისფერ-მეწამულია.
თანაყვავილები ვიწრო ან კვერცხისებურ-ლანცეტაა. ტუჩი
მთლიანია და მომრგვალოკვერცხისებური. ყვ, ნაყ. V-VII.
იზრდება ჭაობებში, მეზოფილურ მდელოებზე სუბალპურ
და ალპურ სარტყლებში. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიის ეკორეგიონს და მისი ენდემია.
520

Dactylorhiza iberica (M.Bieb. ex Willd.) Soó


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე -25-60
სმ. ფოთოლი – 2-3, ფორმით ხაზურლანცეტა. ყვავილედი
ცილინდრულია, ყვავილები ვარდისფერია, ტუჩი მეწა­
მული წინწკლებით არის მოფენილი და წინა ნაწილი გაფა­
რთოებულია, სამ ნაკვთიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყის
ზედა და სუბალპური სარტყლების მდელოებზე. საქართვე­
ლოში გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ ნაწი­
ლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ბალკანეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიასა და ირანს.

Dactylorhiza romana subsp. georgica (Klinge)


Soo ex Renz & Taubenheim
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მცენარის სიმაღლე 15-40 სმ-ია. ფოთლები ღეროს ქვედა
ნაწილშია შეჯგუფებული ან ღეროს შუა ნაწილამდეა გა­
ნვითარებული, ფორმით ხაზურლანცეტაა. ყვავილედი
მოგრძოკვერცხისებურია. თანაყვავილები ბალახოვანია,
ყვავილის ზომის ან მასზე გრძელი. ყვავილი ჩალისფე­
რია, მოყვითალო, მოთეთრო ან მეწამული. ყვავილის
ტუჩი მომრგვალო ოთხკუთხაა. მისი გვერდითი ნაკვთები
ოვალურია. ყვ.ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მთის
შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. ფართოდ არის
გავრცელებული თითქმის მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ხმელთაშუა­
ზღვისპირეთსა და წინა აზიას.
522

Dactylorhiza sambucina (L.) Soo – გუგული


სკაბა
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-40
სმ. ფოთლები – 4-7, ლანცეტა ან ვიწროელიფსური ფორ­
მის. ყვავილედი ცილინდრულია, ყვავილი მოყვითალო
ჩალისფერია. ტუჩზე ნარინჯისფერი, წითელი წინწკლებით,
ტუჩის შუა ნაკვთი ოთხკუთხაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
ტყის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე,
ბუჩქნარებს შორის. საქართველოში ეს სახეობა ძალიან
იშვიათია. მისი გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
თითქმის მთელ ევროპას.

Dactylorhiza urvilleana (Steud.) H.Baumann


& Kunkele
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 25-60 სმ სი­
მაღლისაა. ფოთოლი-3-5, ლაქებით მოფენილი, ქვედა ფო­
თოლი მოგრძოლანცეტაა, ან მოგრძოუკუკვერცხისებური.
შუა ფოთოლი უფრო ვიწროა, ზედა – ვიწროხაზურლა­
ნცეტაა. ყვავილედი ცილინდრულია, ხშირ და მრავალყ­
ვავილიანი. თანაყვავილები ხაზურია ან ხაზურ-ლანცეტა.
ქვედა ფოთლები ყვავილებზე გრძელია. ყვავილები მო­
ვარდისფრო-სოსანია. ტუჩი იისფერწინწკლებიანია, მო­
მრგვალო, ფართორომბულია ან მომრგვალოელიფსური,
სამი მოკლე ნაკვთით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყეებში, ვე­
ლობებზე, ჭაობიან ადგილებში, მდელოებზე, მთის ქვედა
სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში
ფართოდ გავრცელებული სახეობაა. კავკასიის ეკორეგი­
ონის ენდემია.
524

Dactylorhiza urvilleana (Steud.) H.Baumann


& Künkele = Dactylorhiza amblyoloba(Nevski)
Aver.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
გარკვეული მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავდება
Dactylorhiza urvilleana-სგან და განიხილებოდა, რო­
გორც ცაკლე სახეობა, თუმცა ახლა განიხილება როგორც
Dactylorhiza urvilleana. ყვ. VI-VII, ნაყ. VIII-IX. იზრდება
მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, შედარებით ტე­
ნიან ადგილებში. მცენარე ძირითადად გავრცელებულია
აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს აღმოსავლეთ კავკასიას.

Dactylorhiza viridis (L.) R.M.Bateman,


Pridgeon & M.W.Chase = Coeloglossum
viride (L). C.Hartm.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია,
შეფოთლილი, ფოთლები მოგრძოკვერცხისებურია ან
ლანცეტა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხი­
სებურია, შიგნითა – ხაზური. ყვავილი მურა ფერისაა ან
მოყვითალო-ყავისფერი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება სუბალ­
პურ და ალპურ მდელოებსა და ხალებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სა­
რტყლებს.
526

Epipactis helleborine (L.) Crantz


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მცენარის სიმაღლე 30-100 სმ-ია. მარტივი, სწორად
მდგომი, უხვად შეფოთლილი, ზედა ნაწილში მცირედ შე­
ბუსული. ფოთლები ზედა ნაწილში პატარავდება. ქვედა
ფოთლები ღერომხვევია და ვაგინიანი. ყვავილედში 30-ზე
მეტი ყვავილია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ოვა­
ლურია, მომწვანო. შიდა ნაწილი მკრთალი მწვანეა, ძირი
– ვარდისფერ-იისფერი. ყვ. ნაყ.V-VIII. იზრდება მუხნარ,
რცხილნარ და ფიჭვნარ ტყეებში, ბუჩქნარებში, დაბლობი­
დან სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში ფართოდ
არის გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს თითქმის მთელ კავკასიას, ევროპას, ჩრდილო აფ­
რიკას, ახლო აღმოსავლეთს, შუა და ცენტრალურ აზიას.
ჩრდილო ამერიკაში გაველურებულია და მას ზოგჯერ სა­
რეველა ორქიდეასაც უწოდებენ.

Epipogium aphyllum Sw.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
საპროფიტი მცენარეა, მარჯნისებურადაა დატოტვილი,
7-35 სმ სიმაღლით, შიშველი, ღერო ღია ყვითელია,
წითელზოლებიანი. ფოთლები ქერცლისებურია, ყვა­
ვილედი-მეჩხერი. ყვავილები თავდახრილია, მოყვი­
თალო-თეთრი, ღია ყვითელი და მოწითალო-იისფერი
ზოლებით. ტუჩი სამნაკვთიანია, მოწითალო-იისფერი
მეჭეჭებით, დეზიც მოწითალო იისფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლის ტენიან ტყეებში. საკ­
მაოდ იშვიათი მცენარეა, რაც გამოწვეულია ინდივიდების
რაოდენობის სიმცირით, აგრეთვე მცენარის გამრავლე­
ბის დაბალი ინტენსივობით. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს ევრაზიის კონტინენტის ზომიერ და სუბარქტიკულ
სარტყლებს.
528

Goodyera repens (L.) R. Br.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 8-30
სმ. ღეროს ზედა ნახევარი დაფარულია ჯირკვლოვანი
ბუსუსებით. ფოთლები ღეროს ძირშია შეკრებილი, მო­
რიგეობითი. ფორმით კვერცხისებური, ფოთლის ყუნწები
ფრთიანია. დანარჩენი ფოთლები პატარაა, ღერომხვევი,
ლანცეტა ფორმის. ყვავილედი ცალგვერდაა, შებუსული,
ყვავილები თეთრია ან მოყვითალო. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე
წიწვიან ტყეებში, არყნარებსა და იშვიათად – დეკიანებში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, მაგრამ
საკმაოდ იშვიათია. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, ევროპას, ბორეალურ აზიასა და ჩრდილო
ამერიკას.

Gymnadenia conopsea (L.) R.Br.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე -15-60
სმ. ღერო შეფოთლილია. ძირში მურა ფერის ვაგინებია.
ფოთლები სიგრძეზე დაკეცილია, ხაზურლანცეტა ფორ­
მის. ყვავილედი მრავალყვავილიანია, თავაკის ან თა­
ვთავის ფორმისა. ყვავილები პატარაა, სურნელოვანი,
ლილისფერი ან მეწამული. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყის
შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე,
არყნარებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.
530

Herminium monorchis (L.) R.Br


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 7-25
სმ. მეჩხრად შეფოთლილი. ფოთოლი 2-3-ია, ღეროს
ძირში განლაგებული. მოგრძოლანცეტა ან ხაზური. ზედა
ფოთლები ძალიან დაპატარავებულია-ხაზური ფორმის.
ღეროს ძირში კი ფოთოლი ქერცლისებურია. ყვავილედი
მეჩხერია. ყვავილები მოყვითალო მწვანეა, სურნელო­
ვანი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ზედა და ალპურ
სარტყლებში. მდელოებზე, იშვიათი მცენარეა. საქართვე­
ლოში გვხვდება, ძირითადად, აღმოსავლეთ ნაწილში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკა­
სიას, ევროპასა და აზიას.

Himantoglossum formosum (Steven) K.Koch


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-25
სმ, მეჩხრად შეფოთლილი. ფოთოლი 2-3-ია, ღეროს ძირში
განლაგებული. მოგრძო-ლანცეტა ან ხაზური. ყვავილედი
ცილინდრულია. ქვედა ტუჩი ყვავილის ყვავილსაფრის და­
ნარჩენ ნაწილებთან შედარებით 2-ჯერ გრძელია და ხასი­
ათდება დანამატებით. ყვავილები მუქი იასამნისფერია. ყვ.
ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყელში. მდელოებზე.
იშვიათი მცენარეა. საქართველოში გვხვდება, ძირითა­
დად, აღმოსავლეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს.
532

Limodorum abortivum (L.) Sw.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
უქლოროფილო, პარაზიტული მცენარეა. ღერო მაღალი
და მსხვილია, ფოთლები ქერცლისებურია. ყვავილედი
მეჩხერია, თანაყვავილები – ლანცეტა, ყვავილზე მოკლე.
ტუჩი მთლიანია და ქვევითაა მიმართული, ყვავილსაფა­
რზე მოკლე. მუქი იისფერ-ლილისფერი. დეზი ვიწროა.
ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობის მცენარეა, იზრდება ფოთლოვან
ტყეებში, ბუჩქნარებში. საქართველოში გვხვდება ყველა
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ხმელ­
თაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.

Neotinea tridentata (Scop.) R.M.Bateman,


Pridgeon & M.W.Chase = Orchis tridentata
Scop.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო
15-50 სმ სიმაღლისაა, მისი ქვედა ნაწილი 3-6-ფოთლიანია,
ღეროს ზედა ნაწილი 2-5 წაწვეტებული ფოთლის მსგავსი
ვაგინითაა შემოსილი. ფოთლები მოგრძოლანცეტაა, ბლა­
გვწვერიანი და ძირისკენ შევიწროებული. ყვავილედი მო­
კლეა, ხშირი, კვერცხისებური ან სფეროსებური. ყვავილები
წვრილია, ვარდისფერ-სოსანი; ტუჩი ღია ვარდისფერია.
ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები კვერცხისებურლანცე­
ტაა და გრძლად წაწვეტებული. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება
ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპასა
და ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს.
534

Neotinea ustulata (L.) R.M.Bateman,


Pridgeon & M.W.Chase = Orchis ustulata L.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-50 სმ
სიმაღლისაა, შეფოთლილი; ზედა ნაწილში დაფარულია
წაწვეტებული ფოთლისმაგვარი ვაგინებით. ფოთლები
მოყვანილობით მოგრძოლანცეტაა, ლეგა, ძირისკენ შე­
ვიწროებული და პატარა წვეტით დაბოლოებული. ყვა­
ვილედი ხშირ და მრავალყვავილიანია, ცილინდრული.
ყვავილები პატარა ზომისაა; მუზარადი მოშავო-მეწამული
ფერისაა და მობლაგვო; ყვავილსაფრის შიგნითა ფოთ­
ლები ვარდისფერია; ტუჩი ღია ვარდისფერია ან მოთე­
თრო. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება შუა და ზედა სარტყლებში
ტყისპირებსა და ბუჩქნარში, მდელოებზე. სპორადულად
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, სა­
მხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

Neottia nidus-avis – ჩიტიბუდა


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი, პარაზიტული ბალახოვანი მცენარეა. მისი
ფესვები ქმნის დამახასიათებელ, ბუდის ფორმის გროვას.
ღეროს სიმაღლე 15-30 სმ-ია. ფოთლების ადგილას ქერც­
ლები აქვს განვითარებული, ყვავილედი გრძელია, მრავა­
ლყვავილიანი, ყვავილი მურა ფერისაა,სურნელოვანი. ყვ.
ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე
ტყეებსა და ბუჩქნარებში. არცთუ ისე ხშირია. საქართვე­
ლოში გვხვდება თითქმის ყველგან. საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო
აღმოსავლეთს.
536

Neottia ovata (L.) Bluff & Fingerh. = Listera


ovata (L.) R.Br. – ორფოთოლა
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 30-
60 სმ. ღერო ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბუსუსით არის
მოფენილი.ფოთლები მომრგვალოკვერცხისებურია, მახ­
ვილწვერიანი. ყვავილედი გრძელია, მრავალყვავილიანი,
ყვავილები მომწვანო ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
დაბლობსა და მთის შუა სარტყელში ტყეებში, ბუჩქნარე­
ბსა და ველობებზე. საქართველოში გვხვდება თითქმის
ყველგან, მაგრამ – არცთუ ისე ხშირად. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, ახლო აღმო­
სავლეთს, აზიის ზომიერი სარყტლის დიდ ნაწილსა და
ჩრდილო ამერიკას.

Ophrys apifera Huds. – ფუტკრის დედა


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 50
სმ – მდე. ფოთლები უფრო ღეროს ქვედა ნაწილშია თა­
ვმოყრილი, ფორმით მოგრძოლანცეტა. ზედა ფოთლები
პატარა ზომისაა, ღერომხვევი. ყვავილედი მეჩხერია –
3-5-ყვავილიანი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ვა­
რდისფერია, სამი მწვანე ძარღვით. შიგნითა ფოთლები
მომწვანოა ან ვარდისფერი. ტუჩი ხავერდოვანია, ოვა­
ლური, მოწითალო-ყავისფერი, ძირში ყვითელლაქიანი
პატარა დანამატით. ყვ. ნაყ. V-VI. დაბლობის მცენარეა,
იზრდება მუხნარებში, ბუჩქნარებში, საკმაოდ იშვიათია.
საქართველოში გავრცელებულია სპორადურად. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.
538

Ophrys apifera Huds. = Ophrys oestrifera


M. Bieb.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-
45 სმ. ღეროს ძირში 2-5 მოგრძო ფოთოლია. ღერო მე­
ტ-ნაკლებად თანაბრად არის შეფოთლილი. ყვავილედი
მეჩხერია – 2-5 – ყვავილიანი. ყვავილსაფრის გარეთა
ფოთლები ღია სოსანია, ფორმით – ხაზურლანცეტა, სამი
მწვანე ძარღვით. შიგნითა ფოთლები მომწვანო-სოსანია.
ტუჩი სამნაკვთიანია, ხავერდოვანი, ფართო ოვალური,
მოშავო-ყავისფერი, ზემო მხრიდან ნალის ფორმის მო­
ლურჯო-იისფერი მოხატულობით, რომელიც ყვითელი
არშიით არის შემოვლებული. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მუხ­
ნარებში, ბუჩქნარებში, ღია, ქვიან ადგილებში. ამ გვარის
სახეობებიდან ყველაზე ხშირია. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

Ophrys caucasica Woronow ex Grossh.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-35
სმ. ფოთლები უფრო ღეროს ქვედა ნაწილშია თავმოყ­
რილი, ფორმით მოგრძოლანცეტა. ზედა ფოთლები პა­
ტარა ზომისაა, მწვანევაგინიანი, ღერომხვევი. ყვავილედი
მეჩხერია – 1-4 ყვავილიანი. ყვავილსაფრის გარეთა
ფოთლები მომწვანო ან მოყვითალო-მწვანე, ფორმით
– მოგრძო-ლანცეტა, სამი ძარღვით. შიგნითა ფოთლები
მომწვანო – მურა ფერისაა. ტუჩი სამნაკვთიანია, ხავე­
რდოვანი, ფართოკვერცხისებური, მოწითალო-მურა ან
მოცისფრო-იისფერი, H-ის მსგავსი მოხატულობით. ყვ.
ნაყ. V-VI. იზრდება მუხნარებში, ბუჩქნარებში, ღია, ქვიან
ადგილებში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიის ეკორეგიონს და მისი ენდემია.
540

Orchis mascula (L) L.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები 7-14
სმ სიგრძისაა, ლანცეტა, ძირში შევიწროებული და ღე­
როს ქვედა ნაწილშია განლაგებული.ყვავილედი ცილი­
ნდრულია, ხშირ და მრავალყვავილიანი. ყვავილები
ყავისფერ-მეწამულ-იისფერია ან მომწვანო-მეწამული;
ტუჩის ფუძე მოთეთროა და მუქი მეწამული ან იისფერი წი­
ნწკლებით მოფენილი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები
მოგრძოა, კვერცხისებური ან კვერცხისებურ-ლანცეტა,
მახვილი ან გრძლად წაწვეტებული; ყვავილსაფრის გვე­
რდითი ფოთლები ასიმეტრიულია. ტუჩი ფართოსოლისე­
ბურია, სამნაკვთიანი; მისი გვერდითი ნაკვთები ფართოა
და ოდნავ მრგვალკბილა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის
ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე ტყისპირებსა და
მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს.

Orchis militaris L.
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მცენარის სიმაღლე 20-45 სმ – ია, ძირთან 2 მოთეთრო
სიფრიფანა ვაგინით, ფოთოლი – 3-5, მოგრძო -ელიფ­
სური ან მობლაგვო. ყვავილედი მკვრივია, მრავალყვა­
ვილიანი, ჯერ პირამიდული, შემდეგ კი – ცილინდრული.
ყვავილები სურნელოვანია, გარეთა ფოთლები კვერცხი­
სებურ-ლანცეტაა, წაწვეტებული, სამძარღვიანი, გარედან
მოთეთრო – მოვარდისფრო, შიგნიდან 3 იისფერ-წითელი
ძარღვით. ტუჩი მოთეთროა,წითელი წინწკლებით.ნაკ­
ვთები ხაზურია, შუა ნაკვთი დიდია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ტყისპირებსა და
მდელოებზე. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილო და
აღმოსავლეთ აზიას.
542

Orchis punctulata Steven ex Lindl.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 25-65 სმ
სიმაღლისაა, მის ძირში განვითარებულია 4-5 ლანცეტა
ან უკუკვერცხისებური ბლაგვი ფოთლები. ყვავილედი მე­
ჩხერია, ცილინდრული, მრავალყვავილიანი; ყვავილს
ვანილის სუნი აქვს. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები
მოყვითალო-მომწვანოა. ყვავილსაფრის შუა ფოთოლი
სამძარღვიანია, გვერდითი – ოთხძარღვიანი და არათა­
ნაბარგვერდიანი. ტუჩი მომწვანო-მოყვითალოა ან ზე­
თისხილისფერი, ორნაკვთიანი, ნახევარმთვარისებურად
მოხრილი ნაკვთებით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა
სარტყელში ტყისპირებში, ბუჩქნარში. საქართველოში
საკმაოდ იშვიათია, იზრდება კახეთსა და აფხაზეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და ახლო
აღმოსავლეთის ცენტრალურ ნაწილს.

Orchis purpurea subsp. caucasica (Regel)


B.Baumann& al. – ჯადვარი, გუგულის კაბა
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო
30-80 სმ სიმაღლისაა; ფოთლები ღეროს ძირთანაა თა­
ვმოყრილი – 3-6, ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, ბლა­
გვი; მათ ზემოთ ვაგინაა, რომელიც ფოთლის მსგავსია,
გრძელი და წაწვეტებული. ყვავილედი გრძელია ხშირ
და მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ხასიათდება
მუქი მეწამული ფერის წინწკლებით, რომელიც ვარდის­
ფერ ფონზეა მოფენილი; ზოგჯერ ეს წინწკლები ერთმა­
ნეთს უერთდება და მთლიან ლაქადაა წარმოდგენილი.
ტუჩი მოთეთროა ან ვარდისფერი, მუქი მეწამული ფერის
წინწკლებით მოფენილი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ტყეებში,
ნესტიან ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისპირებში. საქა­
რთველოში გავრცელებულია სპორადულად, თითქმის
ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
544

Orchis simia Lam. – მაიმუნის ჯადვარი


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარის ღერო
20-50 სმ სიმაღლისაა, 4-5-ფოთლიანი, მოყვანილობით –
მოგრძოლანცეტა, მობლაგვო, ვაგინიანი ფოთოლი 1-2-ია.
ყვავილედი ხშირია, მრავალყვავილიანი, კვერცხისებური.
ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მონაცრისფრო-იისფე­
რია. ტუჩი ღია ვარდისფერია, მისი შუა ნაკვთი წინწკლე­
ბიანია, გვერდითი ნაკვთები ვიწროხაზური და მოღუნული.
შუა ნაკვთი გაყოფილია ორ ვიწროხაზურ ნაწილად და
მათ შორის სადგისისებური კბილია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება
მთის შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში, გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპასა და
ახლო აღმოსავლეთს.

Platanthera bifolia (L.) Rich. – ორფოთოლა


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა – 30-35 სმ სიმა­
ღლის. ფოთოლი ორია, ფართოოვალური, ბლაგვწვე­
რიანი. ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული ფორმის.
ყვავილები თეთრია, წვერში ოდნავ მომწვანო, ძლიერ
სურნელოვანი, განსაკუთრებით – ღამით. ყვავილსაფრის
გარეთა ფოთლები ხუთძარღვიანია, შიგნითა – სამძარ­
ღვიანი. თანაყვავილები ლანცეტაა, ბლაგვი. ტუჩი ხა­
ზურია ან ენისებური. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მთის ქვედა
სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, ბუჩქნა­
რებში, ტყის პირა ადგილებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს,
ციმბირის ზოგიერთ რეგიონს.
546

Platanthera chlorantha (Custer) Rchb. –


ორფოთოლა
ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა – 30-60 სმ სიმა­
ღლის. ფოთლები მთლიანია, წაწვეტებული, მოგრძოკვე­
რცხისებური. ფოთოლი ორია, ფართო და ბლაგვწვერიანი;
ღეროს ზედა ნაწილში პატარა ლანცეტა და მახვილი ფოთ­
ლებია. ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული ფორმის,
მრავალყვავილიანი. თანაყვავილები ფოთლისებურია,
მწვანე, ლანცეტა, წაწვეტებული ან ბლაგვი. ყვავილები
მომწვანო-თეთრია. ტუჩი ხაზურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ.
V-VIII. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლის ფა­
რთოფოთლოვან, ძირითადად, წიფლნარ-მუხნარებში,
წიწვოვან ტყეებში, ბუჩქნარში, ალპურ სარტყელში – მდე­
ლოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ ევროპასა და
ახლო აღმოსავლეთს.

Serapias vomeracea (Burm.f.) Briq.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეფოთ­
ლილია, ფოთლები ღეროს წვერისკენ უფრო პატარაა,
ლანცეტა. ყვავილედი გრძელია, 12 სმ-მდე სიგრძის. თანა­
ყვავილებს სიგრძესა და სიგანეზე მრავალი მუქი წითელი
ფერის ძარღვები აქვს. ყვავილები დიდი ზომისაა, ყვავილ­
საფრის ფოთლები გარედან მომწვანო-მურაწითელი ფე­
რისაა, ტუჩი უდეზოა, მუქი წითელი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, მდე­
ლოებზე. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია
დასავლეთ ნაწილში, იშვიათად -კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
ნაწილს, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
548

Spiranthes spiralis (L) Chevall.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მცენარის სიმაღლე – 8-35 სმ. ყველა ფოთოლი ფესვთანუ­
რია და ადრევე კვდება, თუმცა მალევე მეორე წლის ფოთ­
ლები ვითარდება. ყვავილედი ცალგვერდაა, ყვავილი
თეთრია. ყვავილედის ღერძი შებუსული. ყვ. ნაყ. VIII-X. იზ­
რდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ქვიშნარებზე,
ქვიან ადგილებში, ფიჭვნარებში, ტყისპირებსა და ველო­
ბებში, საქართველოში ცნობილია დასავლეთ ნაწილიდან
და შიდა ქართლიდან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას (სპორადულად), სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას, ჩრდილო აფრიკასა და ირანს.

Steveniella satyroides (Spreng.) Schltr.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 20-40
სმ. ღერო შეფოთლილია, 3-5-ფოთლიანი. ძირის ფოთ­
ლები სიფრიფანაა. მათ ზემოთ ორი მწვანე ფოთოლია,
დამახასიათებელი წაბლისფერი ლაქებით. ყვავილები
გრძელია, ყვავილის მუზარადი მოწითალო-მწვანეა, ყვა­
ვილსაფრის ფოთლები კი წაბლისფერ-მწვანე, წითელი
ლაქებით. ტუჩი მურა მწვანე ფერისაა, ძირში მოწითა­
ლო-ყავისფერი, წვრილმეჭეჭიანი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება
მუხნარებში, რცხილნარებში, ბუჩქნარებსა და ტყისპირა
ადგილებში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის
ყველა რეგიონში, საკმაოდ იშვიათია. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ყირიმსა და
მცირე აზიას. მცენარე აღწერილია საქართველოდან.
550

Traunsteinera sphaerica (M.Bieb.) Schltr.


ოჯახი: Orchidaceae – ჯადვარისებრნი
70 სმ – მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა.ორი ან სამი ფოთოლი მოგრძო-ლანცეტა ან ბოლოში
მოკლეწვეტიანი. ყვავილედი ხშირ და მრავალყვავილი­
ანია, მოყვანილობით პირამიდული ან კვერცხისებურ-ს­
ფეროსებური; ყვავილი თეთრია; ყვავილსაფრის გარეთა
ფოთლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, სამძარღვიანი, ზე­
ვით გაფართოებული. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ზედა
და სუბალპურ-ალპურ სარტყლებში მდელოებზე, ნაკადუ­
ლების გასწვრივ და ტენიან მდელოებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ და სამ­
ხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.

Euphrasia amblyodonta Juz. –


კორდისკბილა
ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი პატარა ზომის მცენარეა, ღერო სიმაღლით
– 2-10 სმ, სწორად მდგომია ან წამოწეული, მარტივი ან
დატოტვილი, ტოტები მოპირისპირეა ხუჭუჭა ბეწვით შე­
მოსილი. ფოთლები კვერცხისებურია, 1-2 ნიჩბისებური
ნაკვთით თითოეულ მხარეზე. ყვავილედი თავაკისებურია.
ყვავილები თეთრია, ზოგჯერ ლილისფერი ზედა ტუჩით,
ზედა ტუჩს იისფერი ზოლები გასდევს და ყვითელი ლაქა
ახასიათებს. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ალპურ მდელოებსა
და მორენებზე. საქართველოში ცნობილია სპორადულად
დიდი კავკასიონის გაყოლებაზე. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილო-აღმო­
სავლეთ ანატოლიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
552

Euphrasia caucasica Juz. – კორდისკბილა


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 5-35 სმ სი­
მაღლისაა, მარტივი, შებუსულია თეთრი ხუჭუჭა ბეწვით.
ფოთლები კვერცხისებურია, შებუსული. ღეროსეული
ფოთლები 3-5 – ფხიანი კბილით ხასიათდება. გვირგვინი
მოთეთრო ფერისაა, მუქი იისფერი ზოლებით. ზედა ტუჩი
მკრთალი იისფერია, ქვედა ტუჩს ყვითელი ლაქა აქვს. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება ღორღიან ფერდობებზე და ბუჩქნა­
რებში, მთის შუა და ზედა სარტყლებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას. კავკასიის ენდემია.

Lathraea squamaria L. – ჩაწყობილა


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი პარაზიტული ბალახოვანი მცენარეა. სა­
ყვავილე ღერო 5-30 სმ სიმაღლისაა, ძირში ქერცლებია­
ნია. მოწითალო-თეთრი ფერისაა. ყვავილედი მჭიდროა,
ცალმხრივი, გვირგვინი მილისებურია, ორტუჩა, შეფერი­
ლობით – მოთეთრო-ვარდისფერი. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება
დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. პარაზიტობს თხი­
ლის, რცხილის, მურყნის, წიფლისა და სხვა მცენარეთა
ფესვებზე. საქართველოში ეს მცენარე ცნობილია იმერე­
თიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აღმო­
სავლეთ საქართველოს მთიანეთიდან და კახეთიდან.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ევროპასა და მცირე აზიას.
554

Melampyrum arvense L. – ყანის სანთელა


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-50 სმ სი­
მაღლისაა, სწორად მდგომია, დატოტვილი, შებუსულია.
ფოთლები ლანცეტაა, კიდემთლიანი, 2-4 კბილით. ყვავი­
ლედი ცილინდრული თავაკია. თანაყვავილები მოგრძო-კ­
ვერცხისებურია, შეფერილობით მეწამულ-მოვარდისფრო
ან მოთეთროა, ღრმად დანაკვთული, კიდეებზე წამწამე­
ბიანი. გვირგვინი დიდი ზომისაა, მეწამული ფერის. ქვედა
ტუჩი ყვითელი ლაქებითაა დაფარული. ყვ. ნაყ. V-VII. იზ­
რდება ველებზე, ტყის ველობებზე, ნათესებში, ყამირებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას,
ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ ციმბირს.

Melampyrum caucasicum Bunge – ყანის


სანთელა
ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-40 სმ სი­
მაღლისაა, სწორად მდგომი, დატოტვილი. ფოთლები
კვერცხისებურ-ლანცეტაა, კიდემთლიანი ან დაკბილული.
ყვავილედი ცილინდრული თავთავია. თანაყვავილები
კვერცხისებურ-ლანცეტაა, შეფერილობით – მწვანე, ზედა
ნაწილში თათისებურად გაფარჩხული, კიდეებზე წამწამე­
ბიანი. გვირგვინი დიდი ზომისაა, ყვითელია ან მეწამული.
ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ველებზე, ნათესებში, ყამირებზე,
ტყის ველობებზე, იშვიათად – ტყეებში. გავრცელებულია
აფხაზეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავა­
ხეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს თითქმის მთელ აღმოსავლეთ კავკასიას. კავკასიის
ენდემია. სახეობა აღწერილია საქართველოდან.
556

Orobanche arenaria Borkh.


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ორ ან მრავალწლიანი მცენარეა, 15-20 სმ სიმაღლის მა­
რტივი და ძლიერი ღერო, შეფერილობით გახუნებული
იისფერი ან მოყვითალოა, ქვედა ქერცლები კრამიტი­
სებურია, ზედები – ლანცეტა. გვირგვინი ქვედა ნაწილში
გაფართოებულია, შემდეგ ვიწროვდება. შეფერილობით
მოლურჯო-იასამნისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება და­
ბლობებში და პარაზიტობს ავშნის (Artemisia) სახეობათა
ფესვებზე. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია შიდა
ქართლში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის
მთელ კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას.

Orobanche caryophyllacea Sm.


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი მცენარეა, ღერო მარტივია, 15-40 სმ სი­
მაღლის, მკრთალი ან ღია იისფერი, გლუვი ან ზოლებინი,
შებუსული ჯირკვლოვანი ბეწვით. ქვედა ქერცლები კვე­
რცხისებურ-მოგრძოა, ზედებილანცეტასებური, გვირგვინი
დიდი ზომისაა, ფართო მილით. ქვედა ნაწილში გაფა­
რთოებულია, ზედა ტუჩი მუზარადისებურია, ქვედა კი თანა­
ბარი ნაკვთებით ხასიათდება. შეფერილობით გახუნებული
ლილისფერია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობებიდან
მთის შუა სარტყლამდე და პარაზიტობს ენდროსებრთა
(Rubiceae) ფესვებზე. საქართველოში მისი ნახვა შესაძ­
ლებელია აფხაზეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა
და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სა­
მხრეთ კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.
558

Orobanche cernua Loefl. = Orobanche


cumana Wallr.
ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთ, ორ ან მრავალწლიანი მცენარეა. ღერო 15-50 სმ
სიმაღლისაა, მარტივია, შებუსული თიხისფერი ჯირკვლო­
ვანი ბეწვით. ქერცლები კვერცხისებური ან ლანცეტასებუ­
რია. გვირგვინი საშულო ზომისაა, რკალივით მოხრილი
მილით. ყვავილები გაშლამდე ზემოთ არის აღმართული,
მერე – გაფარჩხული. გადანაღუნი შეფერილობით ლი­
ლისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობებიდან მთის
შუა სარტყლამდე და პარაზიტობს რთულყვავილოვანთა
და ძაღლყურძენასებრთა ოჯახების სახეობების ფესვებზე.
საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია შიდა ქართლსა
და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შუა, ცე­
ნტრალურ და აღმოსავლეთ აზიას, ავსტრალიას.

Orobanche gracilis Sm.


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი მცენარეა. ღერო მარტივია და სიმაღლით
60 სმ-მდე, შეფერილობით მღვრიე-მეწამული, შებუსული
ჯირკვლოვანი ბეწვით ან თითქმის შიშველი. ქერცლები
კვერცხისებურია. გვირგვინი დიდი ზომისაა, ზარის ფორ­
მის.ზედა ტუჩის ნაკვთები გადაკეცილია და ქედიანი, ქვედა
ტუჩის შუა ნაკვთი დიდი ზომისაა. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება
დაბლობებიდან მთის შუა სარტყლამდე და პარაზიტობს
პარკოსანთა ოჯახის სახეობების ფესვებზე. საქართვე­
ლოში მისი ნახვა შესაძლებელია შიდა ქართლსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ევროპასა მცირე აზიას.
560

Orobanche lutea Baumg.


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი მცენარეა, ღერო 20-60 სმ სიმაღლისაა,
მარტივი, ძლიერი, შეფერილობით მურა-მეწამული ან
მოყვითალო, შებუსულია ჯირკვლოვანი ბეწვით. ქვედა
ქერცლები კრამიტისებურია და ზედები დაშორებულია,
გვირგვინი ქვედა ნაწილში გაფართოებულია. შეფერილო­
ბით გახუნებული მურა ფერისაა ან მოწითალო. ყვ. ნაყ.
V-VII. იზრდება დაბლობებში და პარაზიტობს პარკოსანთა
სახეობათა ფესვებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმო­
სავლეთს, შუა აზიას.

Parentucellia latifolia Caruel


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-30 სმ სი­
მაღლისაა, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი.
ღეროსეული ფოთოლი 4-8 წყვილია, ფართოკვერცხი­
სებური, კიდედაკბილული. გვირგვინი მეწამულია, ქვედა
ტუჩი – სამნაკვთიანი. ყვავილები იღლიურია. ყვ. ნაყ. IV-V.
იზრდება ველებზე, მდელოებზე და ბუჩქნარებში, ტენიან
ადგილებში, ზოგან – მასობრივად. გავრცელებულია თით­
ქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს ევროპას.
562

Pedicularis comosa L. – სატილია


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-50
სმ სიმაღლისაა, დაღარული, შიშველი ან ღარების გა­
სწვრივ შებუსული ხშირფოთლიანი. ქვედა ფოთლები
როზეტულია, ფორმით მოგრძოხაზური, ფრთისებურად
განკვეთილი. ღეროსეული ფოთლები პატარაა, ძირითა­
დად – მჯდომარე. ყვავილედი ფართოკვერცხისებურია,
ხშირყვავილიანი. გვირგვინი მოთეთრო – მოყვითალოა.
ყვ. ნაყ. VI-VII. მცენარე გავრცელებულია შუა სარტყლიდან
ალპურ სარტყლამდე მდელოებზე. საქართველოში ცნო­
ბილია რაჭა-ლეჩხუმიდან, გურიიდან, აჭარიდან, ქართლი­
დან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს დასავლეთ და ცენტრლურ კა­
ვკასიას, მცირე აზიას, ჩრდილო და დასავლეთ ირანს.

Pedicularis condensata M.Bieb. – სატილია


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-60 სმ
სიმაღლისაა, ღრმად დაღარული, შიშველი ან ღარების
გასწვრივ ხუჭუჭა ბეწვით შებუსული, ხშირფოთლიანი.
ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, შუა ფოთლები მო­
კლეყუნწიანია, ფორმით მოგრძოხაზური, ფრთისებურად
განკვეთილი. ზედა ფოთლები შედარებით პატარაა, ძირი­
თადად – მჯდომარე. ყვავილედი ფართოკვერცხისებურია,
ხშირყვავილიანი. გვირგვინი მოთეთრო-მოყვითალოა.
ყვ. ნაყ.VI-VII. გავრცელებულია მთის ზედა და ალპური სა­
რტყლების მდელოებზე. ცნობილია მთელი საქართველო­
დან, გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის
მთელ კავკასიას, მცირე აზიას, ჩრდილო ირანს.
564

Pedicularis crassirostris Bunge – სატილია


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 5-15 სმ სიმა­
ღლის მრავალი ღერო, წამოწეულია, მუქი ფერის, წიბო­
ებზე თეთრი ბეწვით მოფენილი. ფესვთანური ფოთლები
შიშველია, ფოთლის ყუნწები ხუჭუჭა ბეწვითაა შებუსული.
ფოთოლი დაყოფილია მსხვილ, ფრთისებურად დანაკ­
ვთულ სეგმენტებად. ღეროსეული ფოთლები 2-4-წევრიან
ჩხროდ არის განლაგებული. ყვავილედი თავაკია, ყვა­
ვილი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება სუ­
ბალპური და ალპური სარტყლების ტენიან და ღორღიან
ადგილებში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავ­
რცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიის ეკორეგიონს, გარდა ჩრდილო ირანისა. კავკასიის
ეკორეგიონის ენდემია.

Pedicularis eriantha T.N. Popova – სატილია


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-60 სმ
სიმაღლისაა, დაღარული, შიშველი ან ღარების გასწვრივ
შებუსული, ხშირფოთლიანი. ქვედა ფოთლები მრავალია,
ფორმით – მოგრძოხაზური, ფრთისებურად განკვეთილი.
ღეროსეული ფოთლები პატარაა, ძირითადად – მჯდო­
მარე. ყვავილედი ფართოკვერცხისებურია, ხშირყვავილი­
ანი. გვირგვინი მოთეთრო-მოყვითალოა. ყვ. ნაყ. VI-VII.
გავრცელებულია შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე
– მდელოებზე. საქართველოში ცნობილია რაჭა-ლეჩხუ­
მიდან, გურიიდან, აჭარიდან, ქართლიდან, სამცხე-ჯავა­
ხეთიდან და კახეთიდან. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიას, მცირე
აზიას, ჩრდილო და დასავლეთ ირანს.
566

Phelypaea coccinea (M.Bieb.) Poir. =


Diphelypaea coccinea (M.Bieb.) Nicolson-
პირიმზე
ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
პარაზიტული მცენარეა. ღერო მრავალი,ღრუიანი, 3-6
მმ სისქის, 30 სმ სიმაღლის, მუქი წითელი ჯირკვლოვანი
შებუსვით, ქერცლებით თანაბრად შემოსილი. ქერცლები
კვერცხისებური მოგრძო ფორმისაა, სხვადასხვა სიგრძის,
ნახევრად ღერომხვევი. გვირგვინი ფართო მოხრილი მი­
ლითაა. გვირგვინი გარედან ყვითელია, შიგნიდან – კაშ­
კაშა წითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება მთის ქვედა
სარტყლის ტყეებში, ბალახოვან ფერდობებზე, მდელო­
ებზე, პარაზიტობს სხვადასხვა Asteraceae-ს სახეობაზე.
საქართველოში გვხვდება მთიულეთში, შიდა და ქვემო ქა­
რთლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ
ნაწილს, სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიისა და ახლო
აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონს.

Rhinanthus schischkinii Vassilcz. – ხრიალა


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-12 სმ სიმა­
ღლისაა, მეტ-ნაკლებად შებუსული. ფოთლები მოგრძო­
ლანცეტაა. თანაყვავილედი ჯამის ფოთლებზე გრძელია.
გვირგვინი ყვითელია. ქვედა ტუჩი ზედასგან დაშორე­
ბულია. ზედა ტუჩის ნისკარტი იისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII.
გავრცელებულია ალპურ მდელოებზე. საქართველოში
მცენარე გავრცელებულია დიდი კავკასიონის ქედის გა­
ყოლებაზე. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებს.
კავკასიის ენდემია.
568

Rhinanthus serotinus subsp. aestivalis


(N.W.Zinger) Dostál = Rhinanthus vernalis
(N.W.Zinger) Schischk. & Serg.
ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-60 სმ სიმა­
ღლისაა, მწვანეა ან მოყავისფრო, ღარებიანი ან წიბოები­
ანი. შიშველი ან სუსტად შებუსული. ფოთლები მჯდომარეა,
ფორმით მოგრძო-ლანცეტაა. ყვავილის ქვედა ტუჩი ზედა
ტუჩთან შედარებით მოკლეა და მისგან დაშორებული.
გვირგვინი ყვითელია. ზედა ტუჩის ნისკარტი მოთეთროა
ან იისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ალპურ მდელო­
ებზე. საქართველოში მცენარე გავრცელებულია დიდი
კავკასიონის ქედის გაყოლებაზე. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და
ჩრდილო ამერიკას.

Rhynchocorys elaphas (L.) Griseb. – საყურე


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-60 სმ სიმა­
ღლისაა, მარტივი ან დატოტვილი, შებუსული ან შიშველი.
ფოთლები მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, მოპირისპი­
რედ განლაგებული, მოგრძო ან მოგრძოკვერცხისებური
ფორმის. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი,
ხორთუმი სწორია ან აღმავალი. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება
ტყისა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებში, ტენიან
მდელოებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის
ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
570

Rhynchocorys orientalis Benth.


ოჯახი: Orobanchaceae – კელაპტარასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 30-60 სმ სიმა­
ღლისაა, მარტივი ან დატოტვილი, შებუსული. ფოთლები
მოპირისპირედ არის განლაგებული, თითქმის მჯდომარე,
ფორმით – მოგრძო, სამკუთხალანცეტა ან კვერცხისებური.
ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი, ხორთუმი
რკალივით არის მოხრილი, რომელიც ბოლოვდება ფა­
რთო ფირფიტით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყისა და სუ­
ბალპური სარტყლების ბუჩქნარებში, ტენიან მდელოებზე.
საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიას, ირანს.

Oxalis corniculata L. – მჟაველა


ოჯახი: Oxalidaceae – მჟაველასებრნი
ერთ ან ორწლიანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 8-25 სმ-ია.
ზოგჯერ გართხმული, გრძელტოტებიანი. ფოთლები მო­
რიგეობითია, სამფოთოლაკიანი, გრძელყუნწიანი. ფო­
თოლაკები უკუგულისებურია, ორივე მხარეზე მოფენილია
მიტკეცილი, ჯაგრისებური ბეწვით. საყვავილე ღერო მა­
რტოული 1-3 ყვავილითაა. გვირგვინის ფურცლები ყვი­
თელი ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ფერდობებზე,
რუდერალურ ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კაკვასიას, და თითქმის მთელ
ევრაზიის კონტინენტს, გარდა ციმბირისა.
572

Oxalis violacea L.
ოჯახი: Oxalidaceae – მჟაველასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი, უღერო მცენარეა. ფოთ­
ლები გრძელ და სუსტყუნწიანია. ფოთოლაკები უკუგუ­
ლისებურია, ღრმად არის ამოკვეთილი, ორივე მხარეზე
მიტკეცილი ბეწვით მოფენილი, მოწითალო ფერის,
წვრილი წერტილებით დაწინწკლული. საყვავილე ღერო
მრავალყვავილიანია. გვირგვინის ფურცლები მოლუ­
რჯო-იისფერია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება რუდერალურ
ადგილებში. საქართველოში შემოტანილი მცენარეა. გავ­
რცელებულია აფხაზეთსა და აჭარაში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილო
ამერიკას.

Paeonia daurica subsp. coriifolia (Rupr.)


D.Y.Hong. = Paeonia caucasica (Schipcz)
Schipcz. – კავკასიური იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.ღერო 50-100 სმ
სიმაღლისაა, სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი, შეფოთ­
ლილი. ფოთოლი ორივე მხარეს შიშველია ან ქვემოდან
შებუსული. ფოთლის ნაკვთები მოგრძოოვალურიდან
თითქმის მომრგვალომდეა. ყვავილი მეწამული ფერი­
საა, გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. მტვრი­
ანას ძაფები მეწამულ-წითელია. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება
დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში, მუხნარებსა და
რცხილნარებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. კავკასიის ენდემია.
574

Paeonia daurica subsp. coriifolia (Rupr.)


D.Y.Hong = Paeonia ruprechtiana Kem.-
Nath. – რუპრეხტის იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50-100 სმ
სიმაღლისაა, სქელი, შეფოთლილი, ოდნავ დაკლაკნილი
და წახნაგებიანი. ფოთოლი ტყავისებურია, ძირითადად
– ცხრანაკვთიანი, მისი ნაკვთები ფართოუკუკვერცხისე­
ბურია ან თითქმის რომბისებური. ყვავილები ფართოდაა
გადაშლილი, მოვარდისფრო-წითელია. ყვ. ნაყ. IV-V. იზ­
რდება მთის შუა სარტყლის ტყეებში, ხევებში. გავრცელე­
ბულია რაჭაში, იმერეთსა და ქართლში. საქართველოს
ენდემური მცენარეა.

Paeonia daurica subsp. wittmanniana


(Hartwiss ex Lindl.) D.Y.Hong = Paeonia
wittmanniana Hartwiss ex Lindl. – ვიტმანის
იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 80-100
სმ სიმაღლისაა. ფოთოლი ორმაგ-სამფოთოლაკიანია,
შიშველი ან ქვედა მხარეზე შებუსული. მისი ნაკვთები
უკუკვერცხისებურია, წაწვეტებული ან მობლაგვო. ყვა­
ვილი ფართოდაა გადაშლილი. გვირგვინის ფურცლები
მოყვითალო-მოთეთროა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის შუა
სარტყელში ტყისპირა ადგილებში, წიფლნარებსა და ბუჩ­
ქნარებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.
საქართველოს ენდემური მცენარეა.
576

Paeonia daurica subsp. macrophylla (Albov)


D.Y.Hong = Paeonia steveniana Kem.-Nath.
– სტევენის იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო100 სმ-მდე
სიმაღლისაა, მაგარია და ხშირფოთლიანი. ფოთოლი
9-ნაკვთიანია, ნაკვთები უკუკვერცხისებურია, მოგრძოო­
ვალური ან კვერცხისებური. ყვავილი არ არის ფართოდ
გადაშლილი. ჯამის ფოთლები არათანაბარია. გვირგვი­
ნის ფურცლები რძისფერია და უკუკვერცხისებური, ძლიერ
ჩაზნექილი. ყვ. ნაყ. V. იზრდება ტყის ზედა სარტყელში
ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს
ენდემური მცენარეა.

Paeonia daurica subsp. mlokosewitschii


(Lomakin) D.Y.Hong = Paeonia
mlokosewitschii Lomakin – მლოკოსევიჩის
იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო შეფოთ­
ლილია. ფოთოლი ორ-სამფოთოლაკიანია, სულ ზედა
ფოთოლი მთლიანია. ორივე მხარე ან მხოლოდ ქვედა
მხარე ლეგა ფერისაა, შიშველია ან ქვედა მხარეს შებუ­
სული. ფოთლის ნაკვთები უკუკვერცხისებურია. ყვავილი
ფართოდ არ არის გადაშლილი, გვირგვინი თეთრია ან
მოყვითალო. სამტვერეები ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-V. იზ­
რდება მთის შუა სარტყლის ტყეებში, გვხვდება მხოლოდ
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოს ენდე­
მია. მცენარე აღწერილია 1897 წელს ბოტანიკურ ბაღში
კულტივირებული ეგზემპლარების მიხედვით.
578

Paeonia x lagodechiana Kem.-Nath. –


ლაგოდეხის იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50-100 სმ
სიმაღლისაა, წახნაგებიანი და შეფოთლილი. ფოთლები
ორ-სამნაკვთიანია, ლეგა, ნაზი და სადა. ფოთლის ნაკ­
ვთები მოგრძო-ელიფსურია. ყვავილი მოთეთრო – ვა­
რდისფერია, ფართოდ არის გადაშლილი. მტვრიანების
ძაფები მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. V. იზრდება შუა სა­
რტყლის ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის
დაცულ ტერიტორიაზე. კავკასიის ენდემია. აღწერილია
1953 წელს ლაგოდეხიდან. გავრცელებულია ასევე დაღე­
სტანში. მცენარე მლოკოსევიჩისა და კავკასიური იორდა­
სალამის ბუნებრივ ჰიბრიდად განიხილება.

Paeonia tenuifolia L. – ველის ანუ


წვრილფოთოლა იორდასალამი
ოჯახი: Paeoniaceae – იორდასალამისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-50 სმ
სიმაღლისაა, შეფოთლილი, ფოთლები ძალიან ვიწროა,
თითქმის ძაფისებური, 1-2 მმ სიგანის ნაკვთებით. ყვავი­
ლები დიდი ზომისაა, გვირგვინის ფურცლები მუქი წითელი
ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობებსა და მთის
ქვედა სარტყელში, ველებსა და ბუჩქნარებში. საქართვე­
ლოში გვხვდება კახეთსა და შიდა ქართლში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და ცენტრალურ
ევროპას, ყირიმს, შუა აზიის დასავლეთ ნაწილს.
580

Argemone mexicana L.
ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
45-90 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო დატოტვილი ლეგაა, შიშველი ფოთლები დიდი
ზომისაა, 8-20 სმ სიგრძის, ამოკვეთილ ნაკვთებიანი, მისი
ნაკვთები ქიცვისებურკბილებიანია, თეთრძარღვიანი.
გვირგვინის ფურცლები ყვითელია ან ნარინჯისფერი, უკუ­
კვერცხისებური. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ზღვისპირა ქვი­
შებზე, შემოტანილია, საქართველოში გავრცელებულია
აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრა­
ლურ და ტროპიკულ ამერიკას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას – გაველურებულია

Chelidonium majus L. – ქრისტესისხლა


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
30-100 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ღარებიანია, სწორი და ზედა ნაწილში
დატოტვილი, შიშველია ან რამდენადმე ბეწვებიანი. ფოთ­
ლები შიშველია ან გაფანტულბეწვიანი – 5-7, ოვალური
ან კვერცხისებური. ყვავილები 3-8, შეკრებილია კენწრულ
ქოლგისებურ ყვავილედად. გვირგვინის ფურცლები კაშ­
კაშა ყვითელია, მოგრძო უკუკვერცხისებური. ყვ. ნაყ.
IV-IX. იზრდება ტყის ზედა სარტყლამდე, რუდერალური
მცენარეა, უპირატესად ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში,
ბოსტნებში, დანაგვიანებულ ადგილებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, ცენტრალურ და
აღმოსავლეთ აზიას.
582

Corydalis angustifolia (Bieb.) DC.


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 10-20 სმ სიმა­
ღლის. ღერო მარტივია, გამოდის ქერცლისებური ფოთ­
ლის იღლიიდან. ფოთოლი ორია და მორიგეობითი,
ორჯერ სამად დაყოფილი მოგრძო ან ვიწროხაზურ ნაკ­
ვთებად. მტევანი მცირე ყვავილიანია, ფარჩხატი. გვირ­
გვინი ღია ყვითელი ფერისაა ან თეთრი, 20-25 სმ სიგრძის.
ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში მთის
ქვედა და შუა სარტყლებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ყირიმს, მცირე აზიას და ირანს.

Corydalis caucasica DC. – ბუჩქისძირა


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრი­
ლია, 10-25 სმ სიგრძისა, სწორად მდგომი, ძირითადად
– მარტივი. 2-3 ფოთოლი რიგებად არის განლაგებული,
გრძელყუნწიანი, 2-3 ნაწილად დაყოფილი, ფოთლის
სეგმენტები ძირამდეა დაყოფილი სამ უკუკვერცხისებურ
ნაკვთად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინის გარეთა ფუ­
რცელი მეწამულ-იისფერია, შიგა ფურცელი ყვითელია
ან გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელე­
ბულია მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ტყეებში, ბუჩქნა­
რებსა და ტენიან ადგილებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში სპორადულად. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას და მცირე აზიას.
584

Corydalis cava subsp. marschalliana (Willd.)


Hayek = Corydalis marschalliana (Willd.)
Pers. – ბუჩქისძირა
ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მცენარე მწვანე
ფერისაა, ღერო მარტივია, 10-30 სმ სიმაღლის. ფოთოლი
ორია, მორიგეობით განწყობილი, გრძელყუნწიანი, ორ­
ჯერ სამად განკვეთილი, ფოთლის სეგმენტები ელიფსუ­
რია, შუაზე – უფრო დიდი და ზოგჯერ ნაკვთებიანი. მტევანი
მრავალყვავილიანია. გვირგვინის გარეთა ფურცლები ვა­
რდისფერ-მეწამული ან მოთეთროა. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება
ბუჩქნარებსა და ჩრდილიან ადგილებში. საქართველოში
სპორადულად გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

Corydalis conorhiza Ledeb. – ბუჩქისძირა


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო მარტივია,
4-10 სმ სიმაღლის. ქვედა ნაწილში 1-2 ქერცლისებური,
წვრილი, ღეროზე მჭიდროდ მიკრული ფოთლით. ფორ­
მით ფრთისებურია 2-3 წყვილი სეგმენტით. სეგმენტები
ძირამდე განკვეთილია 2-3 ნაკვთად. ყვავილედი ფოთ­
ლებზე გრძელია. ჯამის ფოთოლი დიდია და გრძელფოჩე­
ბიანი, ლილისფერი. გვირგვინი ვარდისფერი, მეწამული
ან ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ალპურ მდელოებზე,
მდნობი თოვლის ახლოს. საქართველოს მაღალმთია­
ნეთში არცთუ იშვიათი მცენარეა. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
586

Corydalis pallidiflora (Rupr.) N. Busch


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი ლეგა მცენარეა, ღერო 5-20
სმ სიმაღლისაა, დაუტოტავი, ღეროზე განლაგებულია
2-3 ქერცლისებური, მიტკეცილი ფოთოლი. 2-4 ფოთოლი
განლაგებულია ღეროს ქვედა ნაწილში, გრძელყუნწიანი
და სამფოთოლაკიანი. მტევანი ყვავილობისას აშკარად
აღემატება ფოთლებს. გვირგვინი 20-35 სმ სიგრძისაა,
მოლურჯო-იისფერი ან ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
ალპურ სარტყელში 2000-3000 მ ზღვის დონიდან, მდე­
ლოებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლში, მთიუ­
ლეთში, ხევსურეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას. კავკასიის ენდემური
მცენარეა.

Fumaria officinalis L. – შავთარა


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-20 სმ.
დატოტვილი, ფოთლები 3-4 ნაწილად არის დაყოფილი
ვიწროხაზურ ნაკვთებად. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი
მოვარდისფრო – იისფერია, უფრო მუქი ტუჩით. ყვ. ნაყ.
III-VI. იზრდება ქვიან ადგილებში, ნათესებში, მინდვრე­
ბსა და ყამირებზე. ძირითადად გავრცელებულია აღმო­
სავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიას და ციმბირს.
588

Glaucium corniculatum (L.) Curtis –


ყაყაჩურა
ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
10-40 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო წახნაგოვანია, ღარებიანი, ჩვეულებრივ, გაფარჩხუ­
ლდატოტვილი. მთელი მცენარე ჯაგრითაა მოფენილი.
ფოთლები ღრმად ფრთისებრურად არის დანაკვთული,
არათანაბარ ბასრხერხკბილა სეგმენტებად. ფესვთანური
ფოთლები ყუნწიანია, ღეროსეული ფოთლები მჯდომარე.
გვირგვინის ფურცლები1,5-3 სმ სიგრძისაა, შეფერილობით
ღვინისფერ-წითელია, ძირში მოშავო-იისფერი ლაქით. ყვ.
ნაყ. IV-VIII. დაბლობების, მშრალი ფერდობებისა და ნა­
თესების მცენარეა. გავრცელებულია, ძირითადად, აღმო­
სავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიასა და ირანს.

Hypecoum pendulum L. – ყვავისხმალა


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია ან წა­
მოწეული, სიმაღლით – 10-30 სმ, დატოტვილი. ფოთლები
სამ ნაწილად ფრთისებურად განკვეთილია ძაფისებურ-ხა­
ზურ წვეტიან ნაკვთებად. ფესვთანური ფოთლები როზეტუ­
ლია. ღეროსეული ფოთლები ძალიან პატარაა და თათის
მსგავსად დაყოფილი. ყვავილები გრძელ ტოტებზეა მოთა­
ვსებული. გვირგვინი ყვითელია. გვერდითი ნაკვთები შავი
წერტილებით არის დაფარული. ყვ, ნაყ: IV-V. მცენარე
გავრცელებულია ნათესებსა და კლდოვან ადგილებში.
გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და
ირანს.
590

Papaver fugax Poir. – ყაყაჩო


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
15-40 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ლეგა, ჯაგრისებურბეწვიანი. წვერზე მოკლე გვერდითი
ტოტებით, რომლებზედაც განთავსებულია ყვავილები.
ფოთლები ფრთისებურად განკვეთილი კვერცხის ფორ­
მის წვერზე ჯაგრიან სეგმენტებად. ყვავილედი მტევანია.
გვირგვინი პატარა ზომისაა, მოყვითალო-მოვარდისფრო.
შავი ლაქა არ აქვს. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა და
სუბალპურ სარტყლებში მშრალ, კლდოვან ადგილებში,
ნაზვავებზე. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, მცირე აზიას, ირანსა და ერაყს.

Papaver hybridum L. – ყაყაჩო


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
10-50 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
დატოტვილი, სწორი, ჯაგრისებურად შებუსული. ღერო­
სეული ფოთლები ვიწრო-ხაზურად არის დანაკვთული.
ყვავილის ყუნწებიც და კოკრებიც ჯარგისებურად არის
შებუსული. ყვავილი ვარდისფერია ან წითელი. გვირგვი­
ნის ძირი მცირე ზომის შავი ლაქით არის წარმოდგენილი.
ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება ველებისა და ნახევარუდაბნოების
ფორმაციებში, ნათესებში და მშრალ ფერდობებზე. გა­
ვრცელებულია იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას,
ირანს.
592

Papaver monanthum Trautv.


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ღერო
რემდენიმეა, უფოთლო, ფოთლებთან ერთად ხეშეში თე­
თრი ჯაგრისებური ბეწვით შებუსული. ყველა ფოთოლი
ფესვთანურ როზეტადაა შეკრებილი, მოყვანილობით მოგ­
რძოლანცეტა. ყვავილები მარტოულია, განლაგებული
გრძელ, 24-25 სმ სიგრძი, ღერძზე. გვირგვინის ფურცლები
მკრთალი წითელი ფერის ან ნარინჯისფერ-ვარდისფე­
რია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ, ღორღიან ფერდო­
ბებზე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. გავრცელებულია
აჭარაში, გურიაში, ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა
და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.

Papaver oreophilum Rupr.


ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
10-20 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მრავალია, შუამდე დატოტვილი და შებუსული
მოთეთრო, გაფარჩხული ბეწვებით. ფესვთანური ფოთ­
ლები ყუნწიანია, წაგრძელებული და ფრთისებურად გა­
ნკვეთილი. საყვავილე ღერძი სამჯერ აღემატება ღეროს.
კოკრები ხშირ გაფარჩხულ – წითურბეწვებიანია. გვირ­
გვინის ფურცლები აგურისფერ-წითელია, ძირთან მუქი
ლაქა აქვს. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება სუბალპურ და ალპურ
სარტყლებში, 1700-3000 მ-მდე, მშრალ, ქვიან და ბალახო­
ვან ფერდობებზე. გავრცელებულია სვანეთში, რაჭასა და
მთიულეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
594

Papaver orientale L.
ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
90 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მსხვილია, მარტოული, შუამდე შეფოთლილი,
ქვედა ნაწილში გაფარჩხული, ზედა ნაწილში კი მიტკე­
ცილი ბეწვით დაფარული. ფოთლები ხეშეში ჯაგრისებური
გაფარჩხული ბეწვითაა მოფენილი, ღრმად ფრთისებურად
განკვეთილია მრავალ მოგრძო ან ლანცეტა ხერხკბილა
ნაკვთებად. კოკრები თავჩაქინდრულია, ჩვეულებრივ,
ფართოკვერცხისებური. გვირგვინის ფურცლები 4 ან 6,
ნარინჯისფერ-ალისფერი ან წითელია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზ­
რდება ბუჩქნარებსა და მდელოებზე ტყის ზედა და სუბალ­
პურ სარტყლებში გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და
მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.

Papaver rhoeas L. = Papaver commutatum


Fisch., C.A.Mey. & Trautv.
ოჯახი: Papaveraceae – ყაყაჩოსებრნი
50 სმ-მდე სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო დატოტვილია, გართხმული, მეჩხრად მოფენილი
ჯაგრისებური ბეწვებით. ფოთლები ფრთისებურად განკ­
ვეთილია, ლეგა, შიშველი ან მეჩხერი ბეწვით არის დაფა­
რული. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, ზედა კი ხაზური
სეგმენტებითაა. ყვავილები მარტოულია. გვირგვინი წითე­
ლია ან ღვინისფერ-წითელი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის
ქვედა და შუა სარტყელში, ნათესებში, ქვიან ფერდობებზე,
უფრო ხშირად – ნახევარუდაბნოს ფორმაციებში. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. საერთო გავ­
რცელების არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე აზიასა და ირანს.
596

Paulownia tomentosa Steud.


ოჯახი: Paulowniaceae – პაულოვნიასებრნი
10-25 მ სიმაღლის ხეა, მოპირისპირედ განლაგებული
ფოთლები დიდი ზომისაა, გულისებური, ყვავილები დიდი
ზომისაა, ზიგომორფული, ვარდისფერი, მცენარე ყვავის
ფოთლების გამოსვლამდე. ნაყოფი კაკალია. ყვ. ნაყ. IV-
VII. იზრდება დაბლობებზე, ტყეებსა და ტყისპირებში. გა­
ვრცელებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილსა და
კახეთში, გავრცელების საერთო არეალი მოიცავს აღმო­
სავლეთ აზიას, კულტივირებულია მთელ მსოფლიოში. სა­
ქართველოში გაველურებულია.

Antirrhinum majus L. – ძაღლისპირა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 25-80 სმ
სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი, ზედა ნაწილში შე­
ბუსული. ფოთლები – ლანცეტა ფორმის, მოპირისპირედ
ან იშვიათად, მორიგეობით განლაგებული. ყვავილედი
კომპაქტურია, ყვავილი დიდი ზომისაა, მეწამული, ყვი­
თელი ან თეთრი. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ქვიან
ადგილებში, კედლებზე. ფართოდ არის კულტივირებული
და გაველურებული. გვხვდება მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, ჩრდილო ამერიკას/გაველურებულია.
598

Digitalis ciliata Trautv.-ფუტკარა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-50
სმ, ღერო მარტოული ან რამდენიმე, ოდნავ ღარებიანი,
მცირედ შებუსული, ძირთან წინა წლის ფოთლების ნარჩე­
ნებით ხასიათდება, ფოთლები ვიწროლანცეტაა, ბასრხე­
რხკბილა, შებუსული, ზედა მხარე – კაშკაშა მწვანე, ქვედა
– მკრთალი. ყვავილედი კენწრული მტევანია, ყვავილი –
მოყვითალო – მოთეთრო, ზედა ტუჩი 2-ნაკვთიანია, ქვედა
– 3. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება კლდეებზე, ჩამონაზვავებზე,
ტყეებსა და ტყისპირებში, მეტწილად ფიჭვნარებში. საქა­
რთველოში ცნობილია დასავლეთ ნაწილში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს ჩრდილო კავკასიის დასავლეთ
ნაწილს. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Digitalis ferruginea L. – ფუტკარა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 40 –
150 სმ. სწორად მდგომი, დაღარული, მარტივი, შიშველი
ან მცირედ შებუსული. ფოთლები მთლიანია, კიდეებზე და­
შორიშორებულკბილებიანი, ზედა მხარე – შიშველი, ქვედა
– ძარღვების გასწვრივ შებუსული. ქვედა ფოთლები ხაზურ
– ლანცეტაა, გრძელყუნწიანი. ზედა ფოთლები – მოგრძო
– ლანცეტა, მჯდომარე. ყვავილები ორგვერდა, კენწრული
მტევანია. ყვავილი მღვრიე ყვითელი ფერისაა, შიგნიდან
უფრო მუქი დაძარღვით. ყვავილის ზედა ტუჩი ორნაკვთია­
ნია და ქვედა ტუჩზე მოკლე. ქვედა ტუჩი 2-3 – ნაკვთიანია.
ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ტყისპირა მიდამოებსა და
ველობებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამ­
ხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა
და მცირე აზიას.
600

Digitalis ferruginea subsp. schischkinii


(K.V.Ivanova) K.Werner = Digitalis
schischkinii Ivanina – ფუტკარა
ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 50 – 150
სმ. სწორად მდგომი, დაღარული, მარტივი ან ზედა ნაწილში
დატოტვილი. ზედა ნაწილში შიშველი, ქვედაში მცირედ შე­
ბუსული. ფესვთანური ფოთლები როზეტულია. ფოთლები
მთლიანია, კიდეებზე დაშორიშორებულკბილებიანი, ქვედა
ფოთლები ხაზურლანცეტაა, გრძელყუნწიანი. ზედა ფოთლები
ლანცეტაა ან კვერცხის ფორმის, ყუნწიანი.ღეროსეული ფოთ­
ლები მჯდომარეა. ყვავილები ორგვერდა, კენწრული მტევა­
ნია. ყვავილი მღვრიე ყვითელი ფერისაა, ყვავილის ზედა ტუჩი
ორნაკვთიანია და ქვედა ტუჩზე მოკლე. ქვედა ტუჩი 2-ნაკვთი­
ანია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ტყისპირებსა და ველობებში,
ბუჩქნარებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში
და შიდა ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილსა და მცირე აზიის
აღმოსავლეთ ნაწილს. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Globularia trichosantha Fisch. & C.A.Mey.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს მიწის­
ქვეშა მხოხავი ყლორტები. მიწისზედა ყლორტები 5-30
სმ სიმაღლისაა. ფესვთანური ფოთლები სოლისებურ-უ­
კუკვერცხისებურია ან ნიჩბისებური, ძირისკენ გრძლად
შევიწროებული, როზეტების სახით შეკრებილი, წვერში
მობლაგვო, ამოკვეთილი ან სამკბილიანი. ღეროსეული
ფოთლები ელიფსური ან ხაზურია. ყვავილედი კენწრული,
სფეროსებური თავაკია. ყვავილები პატარა ზომისაა.
გვირგვინი ცისფერია, წვრილი მილითა და ორტუჩა გადა­
ნაღუნით. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტყისპირა ადგილებში,
ბუჩქნარებში, თიხიან და კირქვიან ადგილებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია შიდა ქართლსა და კახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სპორადურად მთელ
კავკასიას, ბალკანეთს, ყირიმს, მცირე აზიას.
602

Linaria genistifolia (L.) Mill. – სელიჭა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
50-100 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. შიშველი, ლეგა, სწორად მდგომი, მარტივი ან
დატოტვილი. მთავარი ღეროს ფოთლები კვერცხისებურ-
ლანცეტაა, ხორცოვანი, 5-ძარღვიანი. დანარჩენი ფოთ­
ლები ლანცეტაა და 3-ძარღვიანი. ყვავილედი მტევანია ან
საგველა. ყვავილები გოგირდის ფერისაა, ყვითელი. დეზი
მეტ – ნაკლებად მოხრილია. ყვ. ნაყ. V-XI. იზრდება და­
ბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე – მშრალ, კლდოვან
ადგილებში, ქვიშნარებზე, ბუჩქნარებსა და ფიჭვნარ ტყე­
ებში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, დასავლეთ ციმბირს, შუა
აზიას.

Linaria simplex Desf. – სელიჭა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-40
სმ, შიშველი, წვრილი ღეროთი, სწორი, მარტივი ან და­
ტოტვილი. ყვავილედი თავაკია. ყვავილის ყუნწი და ჯამი
შებუსულია. გვირგვინი პატარაა, ყვითელი ფერის. ზედა
ტუჩი ოდნავ შესამჩნევი, მკრთალი იისფერი ზოლები.
დეზი მოხრილია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მშრალ ფერდო­
ბებზე, ნათესებში, სტეპებში; ძირითადად, აღმოსავლეთ დ
სამხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს აღმოსავლეთ სამხრეთ კავკასიას, ხმელთაშუა­
ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.
604

Plantago lanceolata L. –
ლანცეტაფოთლიანი მრავალძარღვა
ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-80
სმ. მიტკეცილი ბეწვით შებუსული. საყვავილე ღერო –
რამდენიმე, სწორი ან წამოწეული. ფოთლები ფესვთანურ
როზეტად არის შეკრებილი, ფორმით ელიფსურ ან ხაზურ-
ლანცეტა, კიდემთლიანი, ყუნწში შევიწროებული და წაწვე­
ტებული. საყვავილე ღერო გრძელია, სიგრძივღარებინი,
თავთავები მოგრძოკვერცხისებური, კონუსური ან ცილინ­
დრული. ყვ. ნაყ. IV-X. იზრდება დაბლობიდნ სუბალპურ სა­
რტყლამდე – მდელოებზე, ქვიან, კლდოვან და ღორღიან
ადგილებში, გზისპირებზე, ბოსტნებში, სარწყავი არხების
გაყოლებაზე. საქართველოში ყველა რეგიონშია გავრცე­
ლებული.გავრცლების არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა
და თითქმის მთელი ჩრდილო ნახევარსფეროს არატრო­
პიკულ ნაწილს, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკას.

Plantago major L. – დიდი მრავალძარღვა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 2-20
სმ. ძირითადად – შიშველი. საყვავილე ღერო – რამდე­
ნიმე, სწორი ან წამოწეული. ფოთლები ფესვთანურ რო­
ზეტად არის შეკრებილი, კვერცხის ან ელიფსის ფორმის,
ძირში მომრგვალო ან გულის მსგავსი, კიდემთლინი,
გაფართოებული ყუნწით. საყვავილე ღერო ფოთოლზე
მოკლე ან გრძელი, ზოგჯერ მისი ტოლი, თავთავები ვიწ­
როცილინდრულია. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება დაბლობიდნ სუ­
ბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ქვიან, კლდოვან და
ღორღიან ადგილებში, გზისპირებზე, ბოსტნებში, სარწყავი
არხების გაყოლებაზე. საქართველოში ყველა რეგიონშია
გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას და თითქმის მთელ ჩრდილო ნახევარს­
ფეროს არატროპიკულ ნაწილს.
606

Veronica anagallis-aquatica L. – ჩაღანდრი


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 15-
80 სმ. ღერო მარტივი ან დატოტვილია, სწორი, შეფოთ­
ლილი. ფოთლები მჯდომარეა, მოყვანილობით ფართო
ან მოგრძოლანცეტა, კიდეები დაკბილულია ან კიდემ­
თლიანია. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური
მტევანი. გვირგვინი ჯამზე გრძელია, მკრთალი ცისფერი
ან მოვარდისფრო-იისფერია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება მთის
ქვედა და შუა სარტყელში; არხების, მდინარეების და ტბე­
ბის ნაპირებზე. საქართველოში გავრცელებულია ყველა
რაიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თით­
ქმის მთელ ევროპას, შუა აზიას, მცირე აზიას, აღმოსა­
ვლეთ აზიას და ჩრდილოეთ ამერიკას.

Veronica austriaca L. = Veronica jacquinii


Baumg.
ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე 30-
50 სმ-მდე. ღერო ერთი ან რამდენიმეა, სწორმდგომი
ან წამოწეული. ფოთლები მოკლეყუნწიანია, მთლიანი,
კვერცხისებური ან ლანცეტა. ყვავილები შეკრებილია
მრავალყვავილიან წაგრძელებულ მტევნებად. გვირგვინი
კაშკაშა ცისფერია, წაგრძელებული, წვეტიანი ნაკვთებით,
იშვიათად ვარდისფერი ან თეთრია. ყვ. ნაყ. V-VII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლის ფერდობებსა და ბუჩქნარებში.
საქართველოში გავრცელებულია კახეთსა და სამცხე-ჯა­
ვახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას.
608

Veronica beccabunga L.
ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 10-60
სმ-მდე. მსხვილი, ძირთან დაფესვიანებული, წამოწეული
ან სწორად მდგომი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტვილი,
შიშველი ან ჯირკვლოვანი ბეწვით მეჩხრად დაფარული.
ფოთლები მოგრძოოვალური ან მოგრძოკვერცხისებურია
ან ლანცეტა, წვერზე ბლაგვი, კიდეებზე წვრილად დაკბი­
ლული, ზოგჯერ კიდემთლიანია, შიშველი, პრიალა, მუქი
მწვანე ფერის. ყვავილები შეკრებილია ფარჩხატ იღლიურ
მტევნებად. გვირგვინი ღია ცისფერი ან კაშკაშა ცისფერი,
უფრო მუქი ზოლებით. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება მთის ზედა
სარტყლამდე ტენიან ადგილებში, რუებისა და მდინარეთა
ნაპირებზე. საქართველოში გავრცელებულია ყველა რე­
გიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიას, ჩრდილო ამერიკას, ცენტრალურ
და სამხრეთ-დასავლეთ ევროპას.

Veronica caucasica M.Bieb.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხუჭუჭბეწვიანი,
ჯირკვლოვანი შებუსვით. ღერო სწორია ან წამოწეული.
ფოთლები მჯდომარეა, მოგრძო კვერცხის ფორმის, ერ­
თგან ან ორგან ფრთისებურად დაყოფილი მოგრძოლა­
ნცეტა ნაკვთებად. კიდეები დაკბილულია. ყვავილედი
მცირეყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი თეთ­
რია, იისფერი ზოლებით. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტენიან
ადგილებში, კლდეთა ნაპრალებში, ნაზვავებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია სვანეთში, შიდა ქართლში, მთი­
ულეთსა და ხევსურეთში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს ჩრდილო კავკასიას. კავკასიის ენდემია.
610

Veronica chamaedrys L.
ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
15-30 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო ძირთან გართხმული და დაფესვიანებუ­
ლია. ფოთლები მომრგვალოკვერცხისებური ან მოგრძო­
კვერცხისებურია. ორივე მხარეზე დაფარულია ბუსუსებით,
განკვეთილ-დაკბილული ან მრგვალკბილა. ყვავილები
შეკრებილია მტევნის მსგავს მეჩხერ ყვავილედებად, რომ­
ლებიც მოპირდაპირედ არის განლაგებული ღეროს ზედა
ნაწილში. გვირგვინი კაშკაშა ცისფერი ან ზოგჯერ მოთე­
თრო ფერისა და მუქზოლებიანი ქვედა ნაკვთით. ყვ. ნაყ.
IV-VII. იზრდება მთის ზედა სარტყელში მდელოებზე, ტყე­
ებსა და ტყისპირებში. გავრცელებულია საქართველოს
ყველა რეგიონში. გავრცელების არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, მცირე აზიას, ჩრდილო, ცენტრალურ და აღმო­
სავლეთ ევროპას.

Veronica filiformis Sm.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-30 სმ-
მდე. ღერო სუსტია, წვრილი და დატოტვილი, გართხმული
ან წამოწეული, დაფესვიანებული ტოტებით. ფოთლები
კვერცხის ფორმისაა ან მომრგვალებული, პატარა ზომის,
ძირთან – ოდნავ გულისებური, კიდეები თითქმის მრგვალ­
კბილა. ყვავილები მარტოულია, ღეროსეული ზედა
ფოთლების იღლიებში განწყობილი, ზოგჯერ ჯირკვლო­
ვან-ბეწვიანია. გვირგვინი ცისფერია ან მოთეთრო, ჯამზე
გრძელი, 8-12 მმ-მდე დიამეტრის. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მთის ზედა სარტყელში მდელოებზე, ტყეებსა და ტყისპი­
რებში. მცენარე გავრცელებულია საქართეველოს ყველა
რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას, ყირიმს, მცირე აზიასა და ირანს.
612

Veronica gentianoides Vahl.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 10-40
სმ. მწვანე ან მონაცრისფრო. თითქმის მთლიანად შებუსუ­
ლია, ღერო დატოტვილია, გართხმული ან წამოწეული, შე­
ფოთლილი. ფესვთანური ფოთლები მჯდომარეა, ერთგან
ან ორგან ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ, მთლიან
ან დაყოფილ ნაკვთებად. ყვავილედი მრავალყვავილია­
ნია, იღლიური მტევანი. გვირგვინი ლურჯია, ცისფერი ან
მოთეთრო. გვირგვინის ზედა, შუანაკვთი სამკუთხა-კვე­
რცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ, ბალახო­
ვან ფერდობებსა და ველებზე. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.

Veronica liwanensis K.Koch.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
5-20 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. ღერო მრავალია, ძირში გახევებული, შეფოთ­
ლილი ყლორტებით დაბოლოვებული, გართხმული, ზოგ­
ჯერ მოკლე ხუჭუჭი ბეწვით დაფარული. ფოთლები ოდნავ
გასქელებულია, პატარა ზომის, უკუკვერცხისებური ან
მოგრძო ფორმის, მრგვალკბილა ან კიდემთლიანი. ყვავი­
ლები შეკრებილია ხშირ იღლიურ მტევნებად. გვირგვინი
ცისფერია, სიგრძით ჯამს აღემატება. ყვ. ნაყ. V-VIII. იზ­
რდება მთის ზედა სარტყლამდე – კლდეებზე, ნაზვავებზე.
საქართველოში გავრცელებულია აჭარაში, ქართლში და
სამცხე-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალილი მო­
იცავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს.
614

Veronica officinalis L. – დედოფლის თითა


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 10-40 სმ-მდე სი­
მაღლის შებუსული ბანჯგვლიანი, ზოგჯერ, ზედა ნაწილში
ჯირკვლოვანი ბეწვებით დაფარული. ღერო დატოტვილია,
გართხმული, ძირთან დაფესვიანებული და წვერით წამოწე­
ული. ფოთლები ელიფსურია ან უკუკვერცხისებური, კიდე­
ებზე ხერხისებურად დაკბილული, ძირთან კიდემთლიანი.
ორივე მხარეზე მარტივი ბეწვით შებუსული. ყვავილები
შეკრებილია ზედა ფოთლების იღლიებში მოთავსებული
მტევნისებრ ყვავილედებად. გვირგვინი მკრთალი ცისფე­
რია ან ლილისფერი, ზოგჯერ მოთეთროა იასამნისფერი
ძარღვებით. გვირგვინის ნაკვთები 1/3-ზე შეზრდილია მი­
ლად. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე –
ტყეებში, ტყისპირებსა და მდელოებზე. გავრცელებულია
საქართველოს ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და
ჩრდილოეთ ამერიკას.

Veronica peduncularis Bieb.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
15-30 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი
მცენარეა. შებუსული ან შიშველი, მონაცრისფრო ან მწვანე
ფერის. ღერო მრავალია, წამოწეული ან გართხმული, ჩვე­
ულებრივ, თანაბრად შებუსული. ფოთლები მოკლეყუნწია­
ნია, ზოგჯერ მჯდომარე, კვერცხის ფორმის ან ელიფსური,
ზედა – მომრგვალებული, შიშველი ან მიტკეცილბეწვიანი.
ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური ფარჩხატი
მტევანი. გვირგვინი ჯამზე გრძელია, მოკლე მილით, ცის­
ფერია ან მოთეთრო და ხახაში მოწითალო ზოლებით.
ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების
– ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყეებში. გავრცე­
ლებულია საქართველოს ყველა რეგიონში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე აზიასა
და სამხრეთ ევროპას.
616

Veronica persica Poir. – ჭიკარტი


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
10-50 სმ სიმაღლის, ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო ერთია ან რამდენიმე, სუსტი, გართხმული,
მწოლიარე ან წამოწეული. ფოთლები მოპირდაპირედ
არის განლაგებული, ზედა ფოთლები თითქმის მჯდომა­
რეა, დანარჩენი – ყუნწებიანი. ყვავილები მარტოულა­
დაა განლაგებული ღეროსეული ფოთლების იღლიებში.
გვირგვინი ცისფერი, ლურჯი ან ღია იისფერია, ლურჯი
ზოლებით; გვირგვინის ქვედა ნაკვთი ზოგჯერ თეთრია,
ყველა ნაკვთი ბლაგვია, რომელთაგან 3 მომრგვალო თი­
რკმლისებურია, ერთი – კვერცხის ფორმის. ყვ. ნაყ. III-X.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – რუდერალურ
ადგილებში და მინდვრებზე. საქართველოში გავრცელე­
ბულია ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას, ირანს,
აფრიკასა და ახალ ზელანდიას.

Veronica petraea Steven


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-
15 სმ-მდე . ღია მწვანე, მეჩხერი, ხუჭუჭაბეწვიანი და
კორდიანი. ღერო წვრილი, გართხმული ან წამოწეულია,
დატოტვილი, ხშირი შეფოთვლით. ფოთლები ფართოკვე­
რცხისებურია, ზოგჯერ რომბის ფორმისა და ტყავისებური,
ყველა ფოთოლი შიშველია ან შებუსული. ყვავილები
მტევნის მსგავსად არის შეკრებილი იღლიურ, მეჩხერ, ჯი­
რკვლოვან ყვავილედებად. გვირგვინი ცისფერია, ჯამზე
2,5-ჯერ გრძელი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება სუბალპურ და
ალპურ სარტყლებში – კლდოვან ფერდობებსა და ნაზვა­
ვებზე. საქართველოში გავრცელებულია კახეთსა და მცხე­
თა-მთიანეთში. მცენარე კავკასიის ენდემია.
618

Veronica polita Fr. – ჭიკარტი


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 10-25 სმ-
მდე. მოკლე ბანჯგვლიანბეწვიანი, ზოგჯერ ჯირკვლოვანი.
ღერო სუსტი და დატოტვილია, გართხმული, ძირთან აღ­
მავალი ან მწოლიარე, დაფესვიანებული ყლორტებით,
ხშირი შეფოთვლით. ფოთლები მომრგვალო კვერცხის ან
კვერცხის ფორმისაა, თითქმის გულისებური ძირით. ზედა
ფოთლები უფრო პატარა ზომისაა და კვერცხის ფორმის.
ყვავილები მარტოულია და განლაგებული ზედა ფოთლე­
ბის იღლიებში. გვირგვინი ცისფერია, უფრო იშვიათად –
თეთრი, ჯამის ტოლია ან მასზე ცოტა მოკლე. ყვ. ნაყ. IV-VI.
იზრდება მთის ქვედა სარტყელში – მინდვრებზე, მშრალ
ფერდობებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელე­
ბულია საქართველოს ყველა რეგიონში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, შუა
აზიას. აღმოსავლეთ აზიას და ჩრდილო ამერიკას.

Veronica telephiifolia Vahl.


ოჯახი: Plantaginaceae – მრავალძარღვასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 5-15 სმ-მდე სიმა­
ღლის, მხოხავ და გართხმულყლორტებიანი, მოლეგო-მო­
ნაცრისფრო ნაფიფქით დაფარული. ღერო წვრილია,
შიშველი, გაფანტულბეწვიანი ან ზოგჯერ მიტკეცილბეწვი­
ანი და ძლიერ დატოტვილი. ფოთლები მოპირდაპირედ
არის განლაგებული; ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა ან
ფართოელიფსური, ზოგჯერ ფართოკვერცხისებური. ყვა­
ვილედი კენწრულია, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე, შე­
ბუსული გრძელი, გადახლართული ბეწვით, მუქი ცისფერი
ზოლებით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ალპურსა და სუბალ­
პურ სარტყლებში – ქვიან, ნაშალ ადგილებში, მორენებსა
და ვულკანურ კლდეებზე. გავრცელებულია საქართველოს
თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას.
620

Psylliostachys spicatus (Willd.)Nevski


ოჯახი: Plumbaginaceae – ტყვიაბალახასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყველა ფოთოლი
ფესვთანურია, მოლეგო-მწვანე ფერის, ღრმად ფრთისე­
ბურად დაყოფილი. საყვავილე ღერძი 10-14 სმ სიმაღლი­
საა, მარტოული ან მრავალი. ყვავილები შეკრებილია
კენწრულ, ცილინდრულ თავთავებად. ჯამის მილი მოფე­
ნილია ჯირკვლოვანი ბეწვებით. გვირგვინი ვარდისფე­
რია. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება მშრალ, ბიცობ ადგილებში.
საქართველოში გავრცელებულია კახეთში. გავრცლების
არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას, შუა
აზიას, ირანს.

Polemonium caucasicum N. Busch


ოჯახი: Polemoniaceae – პოლემონიუმისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 30-100 სმ
სიმაღლისა, სწორად მდგომი, მარტივი, შეფოთლილი,
მხოლოდ ზედა ნაწილში შებუსული. ფოთლები მორი­
გეობითია, კენტფრთისებური, 5-11 ფოთოლაკით. ფო­
თოლაკები კვერცხისებურ-ლანცეტა ფორმისაა,თითქმის
შიშველი. ყვავილედი საგველასებურია, შეკუმშული. გვირ­
გვინი ცისფერია ან ლურჯი. ყვ. VI-VIII, ნაყ. VIII-IX. იზრდება,
ძირითადად, მთის ზედა სარტყელში, ტყეებსა და ბუჩქნა­
რებში, ტყისპირებში. საქართველოში სპორადულად არის
გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, მცირე და შუა აზიას.
622

Polygala alpicola Rupr. – ალპური


წიწინაური
ოჯახი: Polygalacaeae – წიწინაურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ღერო,
ჩვეულებრივ, სწორია ან წამოწეული, ხშირი შეფოთვლით.
ქვედა ფოთლები ძლიერ პატარაა, უკუკვერცხისებური ან
ნიჩბისებური. ზედა ფოთლები უფრო დიდია, ლანცეტა ფო­
რმის. ყვავილედი მოკლე მტევანია. გვირგვინი ლურჯია,
იშვიათად – ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე იზრდება
სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე. გავ­
რცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.

Polygala anatolica Boiss. & Herdr.


ოჯახი: Polygalacaeae – წიწინაურისებრნი
10-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო მრავალია, წამოწეული, ქვედა ნაწლიში
ხშირფოთლიანი, ზედა ნაწილში ნაკლებად შეფოთლილი.
ფოთლები ხაზურია, იშვიათად მოგრძოლანცეტა, ქვედა
მხრიდან მკაფიოდ გამოხატული შუა ძარღვით. ყვავილედი
კენწრულია, მტევნისებური. ყვავილები ღია მეწამულია ან
ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ბუჩქნარებში, მთის
შუა სარტყელში. გავრცელებულია შიდა ქართლში და მე­
სხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და
მცირე აზიას.
624

Polygala transcaucasica Tamamsch. –


წიწინაური
ოჯახი: Polygalacaeae – წიწინაურისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველია ან
სუსტად შებუსული. ღერო შეფოთლილია, წამოწეული ან
სწორი. ფოთლები ხაზურლანცეტაა, ზედა ფოთლები – ხა­
ზური. ყვავილედი კენწრული მტევანია. გვირგვინი მეწამუ­
ლიისფერია ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. V-VIII. დაბლობისა და
მთისწინეთების მცენარეა, იზრდება ველებზე და ბუჩქნა­
რებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქა­
რთველოში, ასევე – სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში.

Atraphaxis spinosa L. – ხორციფერა


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
ბუჩქია. ღერო 30-60 სმ სიმაღლისაა, გაფარჩხული, ეკლი­
ანი, დაკლაკნილი ტოტებით. ფოთლები პატარა ზომისაა,
მონაცრისფრო-მწვანე, შიშველი, 3-5 მმ სიგრძის, ელიფ­
სური ან მომრგვალო. 2-6 ყვავილი ერთად ყლორტების
ბოლოებში იღლიურ კონებადაა შეკრებილი; ყვავილსა­
ფარი ორნაკვთიანია, მოთეთრო ან კაშკაშა ვარდისფერი.
ნაყოფი ბრტყელია, კვერცხის ფორმის ან მომრგვალო.
ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მშრალსა და ქვიან ადგილებში. გა­
ვრცელებულია შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე და
შუა აზიას, ირანს.
626

Fagopyrum tataricum (L.)Gaertn. –


წიწიბურა
ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 30-80 სმ სიმა­
ღლისაა, სწორი, იშვიათი დატოტვისა და შიშველი, ჩვე­
ულებრივ, მწვანე. ფოთლები ისრისებურ-გულისებურია,
მათი სიგანე სიგრძეზე მეტია. ყვავილები შეკრებილია
იღლიურ მტევნებად, რომლებიც ფარისებურ ყვავილედს
ქმნის, ყვავილსაფარი მომწვანოა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია სპორადულად. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ ევროპას,
შუა აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.

Fallopia convolvulus (L.) Á.Löve = Polygonum


convolvulus L. – ყანის ჭლექი
ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-100 სმ სი­
მაღლისაა, ხვიარა, იშვიათად – მწოლიარე ან სწორი, და­
კუთხულ-დაღარული, ძირიდანვე დატოტვილი. ფოთლები
სამკუთხაკვერცხისებურია, საკმაოდ გრძელყუნწიანი. ყვა­
ვილები შეკრებილია 3-6 მეჩხერ კენწრულ მტევნებად.
ყვავილსაფარი ნახევრამდე ხუთნაკვთიანია, მომწვანო
ფერისაა. ნაყოფი სამწახნაგოვანია, შავი, 3-3,5 მმ სიგრძის.
ყვ. ნაყ. V-X. იზრდება ნათესებსა და ნაჩხატებში, დანაგვი­
ანებულ ადგილებში, იშვიათად – ბუჩქნარებში. გავრცე­
ლებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპას,
მცირე აზიას, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ირანს.
628

Persicaria maculosa Gray = Polygonum


persicaria L. – ბოსტნის წალიკა
ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-80 სმ სიმა­
ღლისაა, სწორია, იშვიათად – წამოწეული და დატოტვილი.
ფოთლები ლანცეტაა ან ხაზურ – ლანცეტა, გრძლად წაწვე­
ტებული, ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ზედა მხარეზე
ხშირად მუქი ლაქა აქვს. მტევნები ცილინდრულია. ყვა­
ვილ საფარი ვარდისფერია ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. VI-IX.
იზრდება რუებისა და მდინარეების ნაპირებზე, ტენიან,
დანაგვიანებულ ადგილებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას,
ირანს, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.

Persicaria vivipara (L.) Ronse Decr. =


Polygonum viviparum L. – დვალურა
ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-30
სმ სიმაღლისაა, მარტივი, ძირთან შეფოთლილი. ფესვ­
თანური ფოთლები ყუნწიანია, ელიფსური ან ლანცეტა
ფორმის. ქვედა მხარე – შიშველი ან შებუსული. აქვს 2-3
ღეროსეული ლანცეტა, მჯდომარე ფოთოლი. ყვავილედი
ცილინდრული თავაკია. ყვავილსაფარი თეთრია ან ვა­
რდისფერი. ყვ. ნაყ. VI-IX. გავრცელებულია სუბალპური
და ალპური სარტყლების მდელოებზე. გავრცელებულია
აფხაზეთში, ქართლსა და მთიულეთში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს, სამხრე­
თ-აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილო ამერიკას.
630

Polygonum carneum C.Koch – დვალურა


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 15-100
სმ სიმაღლისაა, დაღარული. ფესვთანური და ღეროსე­
ული ქვედა ფოთლები მოგრძოკვერცხისებურია, წაწვეტე­
ბული. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, ღერომხვევი,
ლანცეტა ფორმის. მტევანი მარტოულია, ცილინდრული
ფორმის. ყვავილსაფარი ვარდისფერია ან ხორცისფე­
რ-წითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება სუბალპურსა და ალ­
პურ მდელოებზე, დეკიანებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Polygonum dshawachischwilii Kharkev.


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 110 სმ-მდე
სიმაღლისაა, ქვედა ნაწილში მატყლისებურ შებუსულია.
ფოთლის ფირფიტა, ლანცეტისებური ან ვიწროლანცეტა
ფორმისაა, 15 სმ-მდე სიგრძის და 2,5 სმ სიგანის, კიდეებზე
ოდნავ ტალღისებური, შებუსული. ყვავილედი ფარჩხატსა­
გველასებურია. ყვავილები თეთრია, 4 მმ-მდე დიამეტრის.
ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება სუბალპურ მდელოებზე, გავრცე­
ლებულია შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მ­
თიანეთსა და ჯავახეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
632

Polygonum panjutinii Kharkev.


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რამდენიმეღერო­
იანი. ღერო სიმაღლით – 60-130 სმ, შიშველი. ქვედა ნა­
წილში – ღია მწვანე ფერის, მოლეგო ქერცლებით. ზედა
ნაწილში ძლიერ დატოტვილია. ფოთლები ლანცეტაა,
რომელთა ზედა მხარე მწვანეა, შიშველი, ქვედა ღიაა და
თხლად შებუსული. ყვავილედი 50 სმ-მდე სიგრძისაა, ფა­
რჩხატი საგველა, თითქმის უფოთლო, ყვავილები თეთრი
ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VII. სუბალპური და ალპური სარტყლე­
ბის მცენარეა, იზრდება მდელოებზე, ქვიან ადგილებზე, მა­
ღალ ბალახეულობაში. კავკასიის ენდემია.

Polygonum patulum M. Bieb. – წიაღა


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
10-100 სმ სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო ძირიდანვე დატოტვილია. ფოთლები მოგრძოლა­
ნცეტა ფორმისაა, მცირერიცხოვანი, მოკლეყუნწიანი ან
თითქმის მჯდომარე. 1-4 ყვავილი ერთად არის შეკრე­
ბილი, ყუნწიანია, ყვავილსაფარი მწვანეა ან მოყავის­
ფრო-მწვანე, კიდეებსა და წვერში მოწითალო. ყვ. ნაყ.
VI-IX. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებსა და ნათესებში.
გავრცელებულია ქართლში, კახეთში, მთიულეთსა და მე­
სხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.
634

Rumex acetosa L. – ღოლო, ღვალო.


ოჯახი: Polygonaceae – მატიტელასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 30-100
სმ სიმაღლისაა, სწორი, მარტივი, ხშირად წითლდება.
ფოთლები მოგრძოკვერცხისებური, ოდნავ ხორცოვანი,
2,5-15 სმ სიგრძის. ყვავილედი ვიწრო საგველასებურია,
ფარჩხატი, უფოთლო. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთ­
ლები მომრგვალოა, გულისებური ძირით. ყვ. ნაყ. VI-VII.
იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე
ნატყევარ მდელოებზე, ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბა­
ლახოვან ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ
აზიას, ჩრდილო ამერიკას.

Portulaca oleracea L. – დანდური


ოჯახი: Portulacaceae – დანდურისებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო ხორცოვა­
ნია, გაფარჩხული, მიწაზე გართხმული ან წამოწეული,
ძირიდანვე დატოტვილი. ფოთლები მორიგეობითია,
მჯდომარე, სქელი და ბრტყელი, მოყვანილობით – მოგ­
რძო. ყვავილები ფოთლის იღლიებშია თითო-თითოდ ან
ჯგუფ-ჯგუფად განწყობილი. გვირგვინის ფურცლები უკუ­
კვერცხისებურია, 10 მმ-მდე სიგრძის ყვითელი ფერის. ყვ.
ნაყ. V-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყელში რუდერალურ
ადგილებში, ბოსტნებსა და გზისპირებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე და შუა აზიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზი­
ასა და ირანს.
636

Anagallis arvensis L. – საპონელა


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე
შიშველია, ან მხოლოდ ნორჩობაშია შებუსული. ღერო
ოთხწახნაგოვანია, გართხმული ან წამოწეული, ფოთლები
მჯდომარეა, მოპირისპირედ განლაგებული, ლანცეტა ან
მოგრძოკვერცხისებური, ქვედა მხარეს წერტილოვანი
ჯირკვლებით დაწინწკლული. ყვავილები მარტოულია,
ფოთლის უბეებში განლაგებული. გვირგვინი ლურჯი ან
ცისფერია, ბორბლისებური და თითქმის ძირამდე გაყო­
ფილი გადანაღუნით, რომლის ნაკვთები ელიფსური ან
კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მდელოებზე,
რუდერალურ ადგილებში, რუებისა და არხების გაყოლე­
ბით, ნათესებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდი­
ლოეთ და ცენტრალურ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, ავ­
სტრალიას, აფრიკას, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკას.

Anagallis arvensis subsp. foemina (Mill.)


Schinz & Thell. = Anagallis foemina Mill.
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მხოლოდ
ნორჩობაშია ღერო და ფოთლები შებუსული. ღერო
ოთხწახნაგოვანია, წამოწეული ან თითქმის სწორად
მდგომი. ფოთლები მჯდომარეა, ზოგჯერ სამ-სამია ჩხრო­
ებად განლაგებული, ლანცეტა ან მოგრძოკვერცხისებრი.
ქვედა მხარეზე ხშირად წერტილოვანი შავი ჯირკვლებით
დაწინწკლული. ყვავილები მარტოულია, ფოთლის უბეში
განლაგებული. გვირგვინი ცისფერია ან ლურჯია ბორ­
ბლისებური. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობიდან მთის
შუა სარტყლამდე მდელოებზე, რუდერალურ ადგილებზე,
მშრალ ფერდობებზე, რუებისა და არხების გაყოლებით.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, ციმბირს, მცირე აზიას, ირანს, აფრიკასა
და ავსტრალიას.
638

Androsace villosa L. – ტკაცუნა


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მცენარე კორდულებს ქმნის,ლეგა მწვანეა, ხშირი ბე­
წვით მოფენილი. ფოთლები როზეტებადაა შეკრებილი,
ლანცეტა ან ხაზურლანცეტა, კიდემთლიანი და სქლად
შებუსული, რომელიც ფოთლის წვერზე ფუნჯს ქმნის. სა­
ყვავილე ღერძი ერთია, ქოლგები 2-6-ყვავილიანია. გვირ­
გვინი თეთრია ან მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე, ღორღიან
და ქვიან ადგილებში, კლდეებზე. საქართველოში გავრცე­
ლებულია სპორადულად. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ ევროპას, მცირე და შუა
აზიას, ირანსა და ჩრდილო ამერიკას.

Cyclamen colchicum (Albov) Correvon –


კოლხური ყოჩივარდა
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ტუბერი სფეროსე­
ბურია, ოდნავ შებრტყელებული. ფოთლები თირკმლისე­
ბურია, მომრგვალო წვერით. ზედა მხარე მწვანეა, ქვედა
მხარე იისფერ-მეწამული ფერისაა. ჯამი მიტკეცილი, გაბნე­
ული ბეწვით არის დაფარული. გვირგვინი ვარდისფერია,
გადანაღუნი ნაკვთები ელიფსურია ან მოგრძოკვერცხი­
სებრი. ყვ. VIII-IX, ნაყ.IX-X. იზრდება მთის ქვედა სარტყლი­
დან სუბალპურ სარტყლამდე ღორღიან ადგილებში,
კლდეებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმსა
და სამეგრელოში. მცენარე საქართველოს ენდემია.
640

Cyclamen coum subsp. caucasicum (K.Koch)


O. Schwarz = Cyclamen vernum Sweet –
ყოჩივარდა
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ტუბერი შებრტყე­
ლებულსფეროსებურია, 3-5 სმ დიამეტრის. ფოთლები კვე­
რცხისებურ-გულისებურია, მობლაგვო ან წაწვეტებული,
ზედა მხარე შიშველია, ვერცხლისფერი ლაქებით, ქვედა
მხარე იისფერ მეწამული. ყვავილის ყუნწები ფოთლებზე
მოკლეა. ჯამის ნაკვთები ლანცეტა მოყვანილობისაა,
გვირგვინის გადანაღუნის ნაკვთები ელიფსურია, მეწამუ­
ლ-იისფერი, ძირში მუქი იისფერი ლაქით, ხახაში თეთრი.
ყვ. II-III, ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში
რცხილნარსა და წიფლნარში, ღია ფერდობებზე. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე
აზიას.

Lysimachia verticillata (Greene) Hand.-Mazz.


– ხახვთესლა
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წამოწეულია,
მარტივი ან დატოტვილი, დანაწევრებული ბეწვით მოფე­
ნილი. ფოთლები მოპირისპირეა, მომრგვალოკვერცხი­
სებური ან კვერცხისებური, ორივე მხარეზე მოკლედ და
გაფანტულად შებუსული. ჯამი თითქმის ძირამდეა განკვე­
თილი, ლანცეტა ფორმის. გვირგვინი ყვითელია კვერცხი­
სებური ან მოგრძოკვერცხისებური. ყვ. ნაყ. VI-XI. იზრდება
მთის ქვედა სარტელში ტენიან ადგილებში. სარეველა მცე­
ნარეა. საქართველოში დასავლეთ ნაწილსა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ცენტრალურ და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.
642

Primula algida Adams – ვაშლისუნა


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგ­
რძო-ნიჩბისებურია ან მოგრძოუკუკვერცხისებური, შე­
ვიწროებულია მოკლეფრთიან ყუნწში ან მჯდომარეა.
კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ფირფიტის ზედა მხა­
რეზე წვრილყუნწიანი ჯირკვლებითაა მოფენილი, ქვედა
მხარე დაფარულია ნაფიფქით ან შიშველია. საყვავილე
ღერძი წვრილია, 25 სმ-მდე. ყვავილედი თავაკისებური
ქოლგაა. გვირგვინი იისფერი ან ვარდისფერია, ფურ­
ცლები ღრმად არის ამოკვეთილი, ძირში მუქი ყვითელი
ლაქაა. ყვ. ნაყ. V-VII. სუბალპური და ალპური სარტყლე­
ბის მცენარეა, იზრდება ჩამონაზვავებზე, ნაკადულებთან,
ქვიან ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
მცირე აზიას, ირანს, ციმბირს.

Primula amoena M.Bieb.


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები კვე­
რცხისებურია, უკუკვერცხისებური ან ელიფსური, გადადის
მოკლე, ფრთიან ყუნწში, კიდედაკბილულია. ფოთლის
ზედა მხარე შიშველია, ქვედა – მცირედ შებუსული. საყვა­
ვილე ღერძი გრძელია, გვირგვინი იისფერია ან მეწამული,
გადანაღუნი ფართო-უკუკვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII.
მაღალმთის მცენარეა, იზრდება ჩამონაზვავებზე, რიყე­
ებსა და მდელოებზე. საქართველოში ცნობილია დიდი
კავკასიონის გაყოლებით. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემია.
644

Primula auriculata Lam.


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგ­
რძონიჩბისებურია, ზოგჯერ ლანცეტა ან ელიფსური, მო­
კლეფრთიანი ყუნწებით. საყვავილე ღერძი მსხვილია, 40
სმ-მდე სიგრძის, წვერზე მჭიდრო, მრავალყვავილიანია,
თავაკისებური ქოლგით. ჯამი ზარისებურია, შიშველი მი­
ლით და მოგრძოლანცეტა. გვირგვინი ღია იისფერია,
ხახაში ყვითელი ლაქა აქვს. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება სუბალ­
პურ და ალპურ სარტყლების ნაკადულების ნაპირებთან და
ხევების ტენიან ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.

Primula bayernii Rupr.


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები გლუ­
ვია, მოგრძოელიფსური ან ლანცეტა, ძირში თანდათან
შევიწროებულია და გადადის ფრთიან ყუნწში, რომელიც
ფოთლის ფირფიტაზე მოკლეა. ზედა მხარე შიშველია,
ქვედა მხარე თეთრი ნაფიფქითაა დაფარული. საყვავილე
ღერძი ფოთლებზე გრძელია ან მისი ტოლი. ქოლგა მეტ­
წილად მრავალყვავილიანია. გვირგვინი თეთრი ფერისაა,
მისი მილი ჯამს აღემატება. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ალპურ
სარტყელში კლდეებზე, ჩამონაზვავებზე, ტენიან ადგი­
ლებში, თოვლის ახლოს, მყინვარებთან. საქართველოში
გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ
კავკასიას და მისი ენდემია.
646

Primula juliae Kusn. – იულიას ფურისულა


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მიწისზედა ღეროს
არ ივითარებს. ფოთლები მხოლოდ ფესვთანურია. მცირე
ზომის, ფოთლის ფირფიტა თხელია, ნაზი, მომრგვალო­
-თირკმლისებური ან მომრგვალოკვერცხისებური. ყუნწი
ოდნავ ფრთიანია. აქვს მრავალი ყვავილი, მარტოული.
გვირგვინი კაშკაშა ვარდისფერი ან მეწამულია. ყვ. ნაყ.
IV-VI. იზრდება მთის შუა სარტყელში დაჩრდილულ კლდე­
ებზე. საქართველოში გვხვდება მხოლოდ კახეთში. კა­
ვკასიის ენდემია. მცენარე აღწერილია ლაგოდეხში 1901
წელს.

Primula luteola Rupr. – ვაშლისუნა


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები გლუ­
ვია, გრძელი, მოგრძო-ლანცეტა ან მოგრძო-ელიფსური
ფორმის, გრძელ ყუნწად წარზიდული, კიდეებზე წვრილად
დაკბილული. საყვავილე ღერძი გრძელია, ზედა ნაწილში
ნაფიფქითაა დაფარული. გვირგვინი მკრთალი ყვითელია.
ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ტენიან მდელოებზე, დაჭაობებულ
ადგილებსა და სველ კლდეებზე – ტყის შუა სარტყლიდან
ალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია დიდი კავკასი­
ონის გაყოლებით. მცენარე აღწერილია თუშეთში 1869
წელს. დიდი კავკასიონის ენდემია.
648

Primula ruprechtii Kusn.


ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები უკუ­
კვერცხისებურია, ბლაგვწვერიანი, ზედა მხარე მეჩხერი
დანაწევრებული ბეწვით არის შემოსილი, ქვედა მხარე თე­
თრქეჩისებურია. საყვავილე ღერძი ფოთლებზე გრძელია.
ქოლგისებური ყვავილედი 3-12 ყვავილიანია. გვირგვინი
ყვითელია, იშვიათად – იისფერი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
მდელოებზე, სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლში,
სამცხე-ჯავახეთსა და მთიულეთში. კავკასიის ენდემია.

Primula veris subsp. macrocalyx (Bunge) Lüdi


= Primula macrocalyx Bunge – დიდჯამა
ფურისულა
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები და­
ნაოჭებულია და, ძირითადად, ფრთიან ყუნწად არის წა­
რზიდული. ფოთლები ფორმით მოგრძოკვერცხისებურია,
კიდედაკბილული. მთელი მცენარე მეტ-ნაკლებად შებუ­
სულია. საყვავილე ღერძი გრძელია. გვირგვინი ოქრო­
სფერ-ყვითელია, ყვავილობის დროს თავდახრილი. ყვ.
ნაყ. IV-VII. იზრდება ტყეებში, მდელოებზე, ხევებში, ბუჩ­
ქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას,
მცირე აზიასა და ჩრდილო ირანს.
650

Primula woronowii Losinsk. – ტყის


ფურისულა
ოჯახი: Primulaceae – ფურისულასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ოდნავ
ნაოჭიანია, მოგრძოუკუკვერცხისებრია, კიდეებზე კბილე­
ბიანი, კბილების დაბოლოებები ოდნავ ეკლიანია, ყუნწი
– ოდნავ ფრთიანი. ორივე მხარე შებუსულია. ყვავილის
ყუნწები ფოთლებზე გრძელი ან მისი ტოლია. გვირგვინი
შეფერილობით იასამნისფერიდან თეთრამდეა, ხახაში
პატარა ყვითელი ლაქით. ყვ. ნაყ. II-IV. იზრდება დაბლო­
ბიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებსა და ხევებში. ცნო­
ბილია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას. კა­
ვკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Aconitum anthora L.= Aconitum


confertiflorum (DC.) Gáyer
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
10-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო ქვედა ნაწილში შიშველია და უფოთლო, ზედა
ნაწილში – შებუსული და ხშირფოთლიანი. ფოთლები
თავმოყრილია ღეროს შუა ნაწილში, თათისებურდანაკ­
ვთული მრავალრიცხოვან ვიწროხაზურ ნაკვთებად. ყვავი­
ლედი ხშირი მტევანია, იშვიათად – მეჩხერი. ყვავილები
ყვითელია ან მომწვანო-მოთეთრო-მოყვითალო. ნაყ. ყვ.
VII-VIII. იზრდება ალპური და სუბალპური სარტყლების
ფიჭვნარებში. გავრცელებულია საქართველოს თითქმის
ყველა მთიან რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიასა ევროპას.
652

Aconitum nasutum Fisch. ex Rchb. – ცხვირა


ტილჭირი
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილი
და დაკლაკნილია. ფოთლები კვერცხის ფორმისაა, სა­
მკუთხოვანი ან მახვილსამკუთხოვანი, თათისებურად გა­
ნკვეთილი ფართო, ლანცეტა სეგმენტებად. ყვავილედი
დატოტვილია, მეჩხერი, საგველასებური. ყვავილები
ლურჯი ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება ტყის ზედა და
სუბალპური სარტყლების ფერდობებზე, ბუჩქნარებში და
მდელოებზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკა­
სიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Aconitum orientale Mill. – აღმოსავლეთის


ტილჭირი
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
100-200 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო მსხვილია, შიშველი ან ზედა ნაწილში შე­
ბუსული. ფოთლები შიშველია, კიდეებზე წამწამებიანი.
ფოთლის ფირფიტა თათისებურადაა განკვეთილი 5-8 ფა­
რთოსოლისებურ სეგმენტად. ყვავილედი გრძელია, მტევ­
ნისებური, მარტივი ან დატოტვილი, მრავალყვავილიანი.
ყვავილები თეთრი, მოყვითალო-მოთეთრო ან ლურჯ­
ლაქებიანია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ტყეებსა და
სუბალპურ სარტყელში, ტყისპირებსა და ველობებზე, მდე­
ლოებზე და მაღალ ბალახეულობაში. გვხვდება თითქმის
მთელ საქართველოში.გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და სამხრეთ ევროპას.
654

Adonis aestivalis L. – ცხვირისატეხელა


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
20-50 სმ სიმაღლის ერთწლიანი მცენარეა, ღერო მა­
რტივია ან დატოტვილი, შიშველი ან ქვედა ნაწილში შე­
ბუსული. ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა, ორად ან სამად
გაყოფილი ხაზურ ნაკვთებად. ფესვთანური და ქვედა
ფოთლები მოკლეყუნწიანია, ოვალური და მოგრძოკვე­
რცხისებური ფირფიტით. ყვავილი აგურისფერწითელია.
გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ.
ნაყ. IV-V. იზრდება მთის შუა სარტყლამდე მშრალ, ღია
ფერდობებზე, ნათესებში. გვხვდება აღმოსავლეთ და სა­
მხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას,
ახლო აღმოსავლეთს.

Anemone caucasica Willd. ex Rupr. –


კავკასიური ფრინტა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 5-20
სმ, მომრგვალო ან მოგრძო, ტუბერისებური ფესურით.
ღერო წვრილია, რამდენიმე ფესვთანური გრძელყუნწიანი
ფოთლით. ფოთლის ფირფიტა ორმაგადაა სამნაკვთიან
სეგმენტად გაყოფილი. თითოეული სეგმენტი მოკლეყუნ­
წიანია ან მჯდომარე. ყვავილი გრძელყუნწიანია – ლუ­
რჯი, ცისფერი ან თეთრი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება ტყეებში,
ტყისპირებში, ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებუ­
ლია, პრაქტიკულად, ყველგან დაბლობიდან სუბალპურ
სარტყლამდე. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
თითქმის მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.
656

Anemone narcissiflora subsp. fasciculata (L.)


Ziman & Fedor. = Anemone fasciculata L. –
ფრინტა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
5-20 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია, ფოთლები შებუსულია.
ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, თირკმლისე­
ბურ-გულისებური, 5 ან 3 დიდი ზომის მჯდომარე სეგმე­
ნტად გაყოფილი. თითოეული სეგმენტი შუამდეა სამად
გაყოფილიდა მოგრძოკბილებიან 3 ნაწილადაა განკვე­
თილი. ყვავილები მარტივ ქოლგებადაა შეკრებილი. ყვა­
ვილსაფრის ფოთლები თეთრია, იშვიათად – ვარდისფერი
ან მეწამული. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება სუბალპურ და ალპურ
მდელოებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და
მცირე აზიას.

Anemone ranunculoides L. – მოყვითალო


ფრინტა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილია,
ერთი ფესვთანური ფოთლით. საბურვლის ფოთლები
მოკლეყუნწიანია, მოხაზულობით – ლანცეტა ან ხაზურ­
ლანცეტა. ორად ან სამად დაყოფილი, წაწვეტებული შუა
ნაკვთით ან ხუთად განკვეთილი. ყვავილი ყვითელია, მა­
რტოული ან 2-5 მარტივ ქოლგად შეკრებილი. ყვავილსაფ­
რის ფოთლები ელიფსური ან კვერცხის ფორმისაა. ყვ. ნაყ.
III-V. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე
ფოთლოვან, ტენიან ტყეებში. საქართველოში ცნობილია
თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.
658

Aquilegia olympica Boiss = Aquilegia


caucasica (Ledeb.) Rupr. – წყალიკრეფია
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მცენარე 40-80 სმ. სიმაღლისაა, შიშველი ან გაფანტულბე­
წვიანი. ფოთლები ორ-სამჯერ სამფოთოლაკიანია, მათი
ნაკვთები ძირში ოვალურსოლისებურია, დიდი ზომის,
წვერში ბლაგვი. ყვავილები დიდი ზომისაა – 5-10 სმ დი­
ამეტრის, ცისფერი. სანექტრეები თეთრია. ყვ. ნაყ. V-VIII.
იზრდება ალპურ და სუბალპურ სარტყლებში ტყისპირე­
ბსა და მდელოებზე. გვხვდება თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Batrachium divaricatum (Schrank) Schur –


წყლის ბაია
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი, ღია მწვანე ფერის მცე­
ნარეა, შიშველი ღეროებით. ყველა ფოთოლი წყალშია
მოქცეული, მოყვანილობით – ნახევრად წრიული, 3-4 სმ
სიგრძის, დაყოფილია ძალიან წვრილ, ძაფისებურ ნაკ­
ვთებად. ყვავილების დიამეტრი 10 მმ-ია. გვირგვინის ფურ­
ცლები მოყვითალოა ან თეთრი, უკუკვერცხისებური, ჯამზე
თითქმის ორჯერ გრძელი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მდგარ
და ნელა მიმდინარე წყალში ტყის ზედა სარტყლამდე. გა­
ვრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ ევროპას,
შუა აზიასა და ჩრდილო ამერიკას.
660

Caltha palustris L. – დიდბაია


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმა­
ღლე 10-40 სმ-ია. ფოთლები თირკმლის ფორმისაა, კი­
დეებზე – მსხვილკბილა. გრძელყუნწიანი ფოთლები 5-10.
ყვავილსაფარი ყვითელია, ელიფსური ან მოგრძო-უ­
კუკვერცხისებური. ყვ.ნაყ. IV-VI. იზრდება ტყის ზედა და
სუბალპური სარტყლის დაჭაობებულ ადგილებში სპო­
რადულად გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, თითქმის მთელ
ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

Clematis vitalba L. – კატაბარდა


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მაღალი ხვიარა ბუჩქია, მსხვილწიბოიანი, მუხლებში შე­
ბუსული ღეროთი. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფრთისე­
ბურად განკვეთილი, ხუთფოთოლაკიანი. ფოთოლაკები
კვერცხის ფორმისაა, მოკლეყუნწიანი, თხელი ან ტყავის­
მაგვარი, კიდეზე – მსხვილკბილა. ყვავილები პატარა ზო­
მისაა, შეკრებილია ფარისებურ საგველა ყვავილედებში.
ყვავილი მოთეთრო-რძისფერია, სქელი. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ღობეებზე. გავრცელე­
ბულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, აღმოსავლეთ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.
662

Consolida divaricata Schroding – სოსანი


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ზედა ნაწილში მიტკე­
ცილბეწვიანია, ღერო გაფარჩხულადაა დატოტვილი, შე­
ფოთლილი. ფოთლები ძალიან ვიწროა, ხაზური, საკმაოდ
გრძელი, შიშველი ან შებუსული ნაკვთებითაა. ყვავილები
პატარა ზომისაა, 10-15 მმ სიგრძის, იისფერი, გრძელი,
წვრილი ყუნწებით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ ფე­
რდობებზე, ბუჩქნარებსა და ნათესებში. გავრცელებულია
შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრეცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა და მცირე
აზიას, ირანს.

Consolida orientalis (J.Gay) Schrodinger –


ყანის სოსანი
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგო­
მია, მარტივი ან დატოტვილი. ზედა ნაწილი ჯირკვლოვანი
შებუსვითაა, ქვედა ნაწილი შიშველია. ფოთლები გრძე­
ლია და ვიწროხაზურად დანაკვთული. ყვავილედი გრძე­
ლია, მრავალ ყვავილიანი. შეფერილობით ღია იისფერი
ან მოწითალოიისფერია. დეზი ყვავილსაფრის ფოთლებზე
მოკლეა. ყვ. ნაყ. V-VIII. გავრცელებულია ველებსა და ნა­
ხევარუდაბნოებში ღია ფერდობებზე, ნათესებში. მცენარე
ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, ირანს, შუა და სამხრეთ აზიას.
664

Delphinium elisabethae N.Busch –


ელისაბედის დეზურა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ქვედა ნა­
წილში ან მთლიანად მეტ-ნაკლებად ხშირბეწვიანია, მა­
რტივი, იშვიათად – ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები
ხუთკუთხა-თათისებურია. ყვავილედის ღერძი ოქროსფერ­
ჯირკვლოვანია, ყვავილედი პირამიდის ფორმისაა, მტე­
ვანი ან საგველა. ყვავილი პატარა ან საშუალო ზომისაა.
ყვ. ნაყ. VII. იზრდება მთის ზედა და სუბალპური სარტყლე­
ბის მდელოებზე. მცენარე აღწერილია სამაჩაბლოდან.
გავრცელებულია, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთ
საქართველოში. საქართველოს ენდემური სახეობაა.

Delphinium ochroleucum Steven ex DC.


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო დაკლაკნილი, მარტივი, იშვიათი დატოტვით,
ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი შებუსვით. ფოთლის ყუნწები
გაფართოებულია, ფირფიტა მრავალჯერ სამად ღრმად
განკვეთილია ხაზურ ნაკვთებად. ყვავილი მკრთალი ყვი­
თელია, ზოგჯერ მომწვანო ელფერით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლამდე მშრალ ღია ფერდობებზე.
საქართველოში გვხვდება შიდა ქართლში, გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას. კავკასიის
ეკორეგიონის ენდემია.
666

Delphinium schmalhausenii Albov –


შმალჰაუზენის დეზურა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 20-80 სმ. სიმა­
ღლის, ღერო მსხვილია, მარტივი ან სუსტად დატოტვილი,
ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მრა­
ვალჯერ არის დაყოფილი ხაზურ ნაკვთებად, რომლებიც
შიშველია ან შებუსული. ყვავილედი მრავალყვავილიანია,
გრძელი, ძირითადად – მარტივი. ყვავილები ცისფერია,
გარედან ბეწვებიანი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის ზედა
სარტყელში, სუბალპურ მდელოებზე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და აღმოსავლეთ
ევროპას.

Ficaria verna subsp. calthifolia (Rchb.)


Nyman = Ficaria calthifolia Rchb. –
ჩაწყობილა ბაია
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 10-20 სმ სიმა­
ღლის, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი, ერთ
ყვავილიანი ღეროთი. ფოთლები კვერცხისებურ-გულისე­
ბურია, კიდემთლიანი ან ოდნავ ბლაგვკბილა, ყვავილი
კაშკაშა ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობიდან
ტყის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ბუჩქნარებში, ტენიან
ადგილებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიას, მცირე აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას.
668

Helleborus abchasicus A.Braun – აფხაზური


ხარისძირა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილია,
სწორი, მარტივი ან იშვიათად – წვერზე დატოტვილი. ფე­
სვთანური ფოთლები, რაოდენობით 3-10, ოდნავ ტყავი­
სებური, თათისებურად გაყოფილი ლანცეტა ნაკვთებად.
ყვავილი მსხვილია, 5-8 სმ დიამეტრის, ალისფერი, ვა­
რდისფერი ან მოვარდისფრო-მოწითალო. ყვ. ნაყ. II-IV.
იზრდება მთისწინებსა და მთის შუა სარტყელში, ტყეში და
ტყისპირზე, კირქვიანებზე. გავრცელებულია აფხაზეთში,
სამეგრელოსა და იმერეთში. საქართველოს ენდემია.

Helleborus caucasicus A. Braun –


კავკასიური ხარისძირა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 20-
40 სმ. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ტყავი­
სებური, შიშველი, თათისებურად დაყოფილი ლანცეტა
ან ელიფსურ ნაკვთებად, კიდეებზე ორმაგად ხერხკბილა.
ყვავილები დიდი ზომისაა, მომწვანო-მოყვითალო-მოთე­
თრო ფერის. ყვ. ნაყ. I – IV – XII. იზრდება დაბლობიდან
ტყის ზედა სარტყლამდე, ტყისპირა ადგილებში, ტყეებში,
ნატყევარ ადგილებში, ფერდობებზე. მთელ საქართვე­
ლოში ფართოდ არის გავრცელებული. კავკასიის ეკორე­
გიონის ენდემია.
670

Nigella arvensis L. – მინდვრის სოინჯი


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წახნაგოვანია,
წახნაგებზე მოკლე ჯაგრებით. ფოთლები მოლეგო-მწვა­
ნეა, კიდეებსა და ძარღვებზე მოკლე ბეწვით მოფენილი.
ყვავილები ცისფერია, გრძელი ყუნწებით. ყვავილსაფ­
რის ფოთლები ფართოკ ვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება რუდერალურ ადგილებში, ნათესებში, მშრალ,
ქვიან ფერდობებსა და გორაკებზე. გავრცელებულია შიდა
და ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს კავკასიას, თითქმის მთელ ევროპასა და შუა აზიას.

Nigella nigellastrum (L.) Willk.= Garidella


nigellastrum L.
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი დატოტვილი
ან მარტივი ღეროთი. ფოთლები ორად ან სამად ფრთისე­
ბურად განკვეთილია ვიწროხაზურ ნაკვთებად. ყვავილები
პატარა ზომისაა, მოვარდისფრო-მოთეთრო. ყვავილსაფ­
რის ფოთლები მოგრძოა, სანექტრეებზე მოკლე. ყვ. ნაყ.
VI. იზრდება მშრალ ქვიან ფერდობებსა და ნათესებში.
გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
ირანსა და შუა აზიას.
672

Pulsatilla violacea Rupr. – მედგარა


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
6-20 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
ხშირი რბილი შებუსვით. ფესვთანური ფოთლები ორმაგ
ფრთისებურადაა განკვეთილი გრძელი, მახვილწვერიანი
ნაკვთებით. ფოთლის ფირფიტა მოგრძოა, წაწვეტებული
ან მომრგვალო. ყვავილი თავდახრილია, იისფერი ან
სოსანი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება სუბალპური და ალპური
სარტყლების ქვიან ფერდობებსა და მდელოებზე. გავ­
რცლებულია თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის
ენდემია.

Ranunculus bulbosus L.
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
80 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მაღალია, ბოლქვის მსგავსად გამსხვილებული
ძირით. ფესვთანურ ფოთლებს აქვთ გრძელი, გაფარჩხულ­
ბეწვიანი ყუნწები. დანარჩენი ფოთლები მჯდომარეა და
სამად არის გაყოფილი მოგრძო, სოლისებურ სეგმენტე­
ბად. ყვავილი 2,5 სმ დიამეტრისაა, ოქროსფერ-ყვითელი.
ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარში,
ტყის პირას, ზღვის პირასა და მშრალ მდელოებზე. გავ­
რცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკას.
674

Ranunculus buschii Ovcz.


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
20-35 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორია, გაფანტული და გაფარჩხული ბეწვით
დაფარული. ფოთლის ფირფიტა შიშველია ან ქვედა მხა­
რეზე გაფანტული ბეწვით შებუსული; კიდე – მომრგვალო
ან ბლაგვკბილა. ყვავილი დიდი ზომისაა, 3-3,5 სმ დიამე­
ტრის. გვირგვინის ფურცლები მოგრძო, კვერცხის ფორ­
მისაა. ყვ, ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპური და ალპური
სარტყლების მდელოებზე. საქართველოში გავრცელებუ­
ლია მესხეთ-ჯავახეთში. კავკასიის ენდემია.

Ranunculus illyricus L.
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
10-45 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. შებუსულია ვერცხლისფერი ან მორუხო ბეწვით.
ღერო სწორია, მარტივი ან ზედა ნაწილში სუსტად და­
ტოტვილი. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთ­
ლები გრძელყუნწიანია და თათის მსგავსად ღრმადაა
გაყოფილი 3-7 ხაზურ ნაკვთად, ზედა ფოთლები ხაზურია,
მთლიანი, მჯდომარე. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია.
ყვ. ნაყ. IV-VI. დაბლობისა და მთისწინების, მშრალი ფე­
რდობებისა და ბუჩქნარების მცენარეა. ცნობილია კახეთსა
და ქართლში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
676

Ranunculus muricatus L. – დუგუმი


ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
10-30 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
შიშველი ან ოდნავ შებუსული. ღერო მარტივია ან და­
ტოტვილი, ფესვთანური და ქვედა, ღეროსეული ფოთლები
თირკმლისებურია და სამმაგადაა დანაკვთული მსხვილ­
კბილა სეგმენტებად. ზედა ფოთლები ვიწროა, მთლიანი.
ყვავილი პატარაა, გვირგვინის ფურცლები ჯამიდან ოდნავ
არის ამოყოფილი. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობებზე
და მთისწინეთების ზოლში, ტენიან ადგილებში, რუებში,
არხებში, ზოგჯერ, როგორც სარეველა, ნათესებში. გავ­
რცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა
და მცირე აზიას, ირანს.

Ranunculus repens L.
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან იშვი­
ათად – ბეწვით შემოსილი. ღერო გართხმულია ან წამო­
წეული, ძირში გრძელი, მხოხავი მიწისზედა ყლორტებით.
ფოთოლი რთულია, სამნაკვთიან ან ორმაგსამნაკვთიან
სეგმენტად განკვეთილი (ამ სამი ნაკვთიდან თითოეული
კვლავ სამად, ე.ი. ცხრანაკვთიან სეგმენტად განკვეთილი).
ყველა ფოთოლი გრძელყუნწიანია. ყვავილი 15-25 მმ დი­
ამეტრისაა, გვირგვინის ფურცლები ოქროსფერ-ყვითე­
ლია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან
ტყის ზედა სარტყლამდე, მეტწილად ტენიან ადგილებში,
მდინარეთა და ნაკადულების ნაპირებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ირანს, მცირე და
შუა აზიას.
678

Trollius ranunculinus Stearn =Trollius


patulus Salisb. – უძოვარა
ოჯახი: Ranunculaceae – ბაიასებრნი
12-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან იშვიათად –
ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები თათისმსგავსად
დაყოფილია ან დანაკვთული, ფესვთანური ფოთლები
ყუნწებიანია, ზედა კი – მჯდომარე. ყვავილები დიდი ზო­
მისაა, ოქროსფერ-ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება სუ­
ბალპური და ალპური სარტყლების ნესტიან მდელოებზე,
მდნარ თოვლთან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიასა და ირანს.

Reseda globulosa Fisch. & C. A. Mey.


ოჯახი: Resedaceae – რეზედასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 10-70 სმ
სიმაღლის, სწორად მდგომი ან წამოწეული, მეტ-ნა­
კლებად დატოტვილი, შიშველი. ფოთლები 3-5 ხაზურ
ან ვიწრო-ხაზურ სეგმენტად დაყოფილი. ზოგჯერ ქვედა
ფოთლები მთლიანია. ყვავილედი 5-30 სმ სიგრძის თავა­
კია. გვირგვინი თეთრია, მისი ზედა ფურცელი სამად არის
დაყოფილი. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება ქვიან, ღორღიან ფე­
რდობებზე, კირქვიანებზე. საქართველოში ცნობილია კა­
ხეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთს.
680

Reseda lutea L. – ყანის რეზედა


ოჯახი: Resedaceae – რეზედასებრნი
ერთწლიანი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო
– 20-80 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი ან წამოწეული,
დატოტვილი, ხაოიანი. ფოთლები 3-5 სეგმენტადაა დაყო­
ფილი, ქვედა ფოთლები თითქმის მთლიანია. ყვავილედი
ფარჩხატი მტევანია, 20-30 სმ სიგრძისა, მრავალყვავი­
ლიანი, თითქმის პირამიდული. გვირგვინი მკრთალი
ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება 1800 მ სიმა­
ღლემდე მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში,
გზისპირებზე, რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას.

Frangula alnus Mill. – ხეჭრელი


ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
6-7 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე, გლუვი, შავი ქერქით. ტო­
ტები უეკლოა, სწორი, ერთწლიანი ტოტები მოწითალო –
ყავისფერია. ყლორტები შიშველია ან ოდნავ შებუსული,
ფოთლები რიგებადაა განლაგებული, იშვიათად – მოპი­
რისპირედ; მოგრძო-ელიფსური ან უკუკვერცხისებური,
კიდემთლიანი. ყვავილები იღლიურია. გვირგვინი მოწი­
თალო-თეთრია. ნაყოფი ჯერ მწვანეა, შემდეგ – წითელი,
ბოლოს კი – შავი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება დაბლობიდან
ტყის ზედა სარტყლამდე. ფოთლოვან ტყეებში ქვეტყის სა­
ხით, ბუჩქნარებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიასა და ირანს.
682

Paliurus spina-christi Mill. – ძეძვი


ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
1-3 მ სიმაღლის დატოტვილი, ძლიერ ეკლიანი ბუჩქია.
ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთ­
ლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბი­
ლული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე
– მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცე­
ული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო
ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზ­
რდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე.
გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯ­
გუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების
დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და
ირანს.

Rhamnus cathartica L. – ხეშავი


ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
1, 5-3 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი, ხორკლიანი, დახეთქილი,
შავი ქერქით.ტოტები ეკლებით ბოლოვდება. ფოთლები
მოპირისპირედ ან მორიგეობით განლაგებული, ელიფ­
სური ან კვერცხისებური, კიდედაკბილული. ყვავილედი
იღლიურია, ყვავილი მომწვანო-ყვითელია. ძირითადად,
ერთსქესიანი,იშვიათად – ორსქესიანი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზ­
რდება მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში, ტყისა ადგი­
ლებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, მცირე და შუა აზიას.
684

Rhamnus cordata Medw.


ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
დაბალი ტანის უეკლო ბუჩქია, ძლიერ დატოტვილი, ნო­
რჩი ტოტები და ყლორტები ხშირი შებუსვითაა, ღია ან
მუქი ნაცრისფერია. ფოთლები მორიგეობითია, ფართო­
კვერცხისებური ან თითქმის მომრგვალო. ზედა მხარე
მოლეგო ან მწვანე ფერისაა, ბეწვიანი ან შიშველი. ქვედა
მხარე მკრთალი მწვანე, იშვიათად – მოჟანგისფრო ბე­
წვით მოფენილი. ყვავილები ერთსქესიანია, კონებად შე­
კრებილი, იშვიათად – მარტოული. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება
კირქვიან და კლდოვან ნაპრალებში. გავრცელებულია
აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და იმერეთში.

Rhamnus imeretina Booth, Petz. & Kirchn. –


იმერული ხეჭრელი
ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
3 მ-მდე სიმაღლის უეკლო ბუჩქია. ტოტები ნორჩობაში
შებუსულია. ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული,
ელიფსურია, ზოგჯერ მოგრძოოვალური, ბლაგვი ან მახ­
ვილწვერიანი; ზედა მხარე მწვანე, ქვედა – უფრო ღია,
მრავალრიცხოვანი გვერდითი ძარღვებით. ყვავილები
ერთ ან ორსქესიანია, იღლიურ კონებად შეკრებილი. ნა­
ყოფი შავია, სფეროსებური. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის
შუა და სუბალპური სარტყლების ტყისპირა ადგილებში,
ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში და შიდა
ქართლის დასავლეთ ნაწილში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
686

Rhamnus pallasii Fisch. & C.A. Mey. –


შავჯაგა
ოჯახი: Rhamnaceae – ხეჭრელისებრნი
დაბალი ტანის ტოტებგაშლილი ბუჩქია, ეკლიანი, წვრილი,
მოწითალო-ყავისფერი ყლორტებით. ფოთლები კონებად
არის შეკრული შემოკლებულ ყლორტებზე. ფოთლები ვიწ­
რო-ხაზურია, კიდეებზე დაკბილული. ზრდასრული ფოთ­
ლები შიშველია. ყვავილები მომწვანო ფერისაა, კონებად
შეკრებილი. ყვ. ნაყ: VI-VIII. დამახასიათებელია არიდული
მეჩხერი ტყეებისა და ქსეროფილური დაჯგუფებებისათვის.
გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა
და ირანს.

Agrimonia eupatoria L. – ბირკავა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 30-100 სმ
სიმაღლის, მარტივია ან მცირედ დატოტვილი. ფოთლები
რთულია, კენტფრთისებური. ყვავილედი თავთავისებური
მტევანია, გრძელი – 10-30 სმ სიგრძის; ყვავილები მო­
კლეყუნწიანია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურლა­
ნცეტაა, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მთის შუა
სარტყლამდე მეჩხერ ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში,
ნათესებში, ტყის მდელოებსა და ბალახოვან ფერდობებზე,
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპასა
და მცირე აზიას.
688

Alchemilla dura Buser – მარმუჭი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო თითქმის
სწორად მდგომია, კარგად განვითარებული ღეროსეული
ფოთლებით, დიდი ზომის მოგრძო, თითქმის სწორკბილი­
ანი სეგმენტებითა და ვიწრო ყვავილედით. ყვ. ნაყ. VII-VIII.
იზრდება მთის ფერდობებზე, ქვაყრილებზე, მდინარეთა
ნაპირებზე, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხრეთ
კავკასიას, აზიას, ირანს.

Aruncus dioicus (Walter) Fernald = Aruncus


vulgaris Raf. – მეკენძალა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 1-1,5 მ
სიმაღლისაა. ფოთლები გრძელია და გრძელყუნწიანი,
ორმაგფრთისებური, ფოთოლაკი – 9. ზედა ფოთლები
მთლიანია, ქვედები ფრთისებურად არის დაყოფილი 3-7
ნაკვთად. ნაკვთები მოგრძოკვერცხისებურია ან ოვალურ­
ლანცეტა. გვირგვინის ფურცლები თეთრია და პატარა ზო­
მის. შეკრებილია საგველასებურ ყვავილედებში. ყვ. ნაყ.
V-VIII. იზრდება ტყეებში, ტყისპირა ადგილებში, ტენიან,
ქვიან და კლდიან ეკოტოპებზე. გავრცელებულია თით­
ქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ ევროპასა და მცირე
აზიას.
690

Comarum palustre L. – წყლის


მარწყვაბალახი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გრძელი მხოხავი
ფესურით. ღერო მოწითალო ფერისაა, შებუსული. ფოთ­
ლები გრძელყუნწიანია და შებუსული. ქვედა ფოთლები
კენტფრთისებურია. ფოთოლაკები მოგრძო და კვერცხისე­
ბურია, რომელთაც ქვედა მხარე მონაცრისფრო, ზედა კი
მუქი მწვანე აქვთ. გვირგვინის ფურცლები პატარა ზომისაა,
ჯამის ფურცლები კი მოკლეა, მუქი მეწამული ფერის. ყვ.
ნაყ. V-VII. იზრდება მაღალმთის ჭაობებში, მდინარეებისა
და ტბების ნაპირებზე. საქართველოში გავრცელებულია
სპორადულად. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ ევროპას, ციმბირს, მცირე აზიასა
და ჩრდილო ამერიკას.

Cotoneaster meyeri Pojark. – ვაშლანა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ეკლიანი, ნორჩი მცენარე წვრი­
ლია, წკეპლისებური. თავიდან მეტ-ნაკლებად თეთრად
შებუსულია, შემდგომ პერიოდში შიშველი. ფოთლები მოგ­
რძოელიფსურია ან ელიფსური. წვერზე ბლაგვად ამოკვე­
თილი, ფოთლის ყუნწები მოკლეა. ფოთლები თითქმის
შიშველია, ზედა მხარე – მუქი მწვანე, ქვედა – უფრო ღია.
ყვავილედი 5-10 – ყვავილიანია, იღლიური, თავდახრილი.
გვირგვინი თეთრია, ფართოდ გადაშლილი. ჰიპანთიუმი
შიშველია. ყვ. IV-VI, ნაყ. IX-X. იზრდება ქვიან ფერდო­
ბებზე, ბუჩქნარებსა და მეჩხერ ტყეებში. გავრცელებულია
აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
692

Cotoneaster morulus Pojark.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ღერო 50-125 სმ სიმაღლის ბუჩქია. გაშლილი ტოტებით.
ნორჩი ტოტები დაფარულია ძალიან მოკლე, მიტკეცილი
ბეწვით. წლიური ტოტები მუქი მეწამულია. ფოთლები
თხელია და თითქმის ტყავისებური, მოყვითალო-მწვანე,
ფორმით მოგრძოელიფსური. ყვავილედი სწორადმდგო­
მია და მოკლე, 3-8 – ყვავილიანი. გვირგვინის ფურცლები
თეთრია, გადაშლილი. ყვ.V, ნაყ. IX-X. იზრდება მთის შუა
სარტყელში ღია, მშრალ და ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნა­
რებში. გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და მესხე­
თ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას.

Cotoneaster racemiflorus (Desf.) K. Koch –


ჩიტაკომშა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
სწორად მდგომი 1 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, სწორი ან და­
ჯაგული. ნორჩი მცენარე სქლად ქეჩისებურად შებუსულია.
ერთ და ორწლიანი ტოტები ყავისფერია ან ალუბლის­
ფერი. ფოთლები ფორმით ელიფსურია ან ფართოოვა­
ლური, შებუსული. გვერდითი ფოთლების ტოტები უფრო
პატარაა, ვიდრე კენწრული ფოთლები. ყვავილედი ფა­
რისებურია. მოთეთრო გვირგვინი ფართოდ არის გადა­
შლილი. ყვ.V-VI, ნაყ. VII-IX. იზრდება ფერდობებზე მშრალ
ბუჩქნართა შორის დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.
გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა და მცირე
აზიას, ირანსა და ჩრდილოეთ აფრიკას.
694

Crataegus x kyrtostyla Fingerh. – წითელი


კუნელი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
5 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია, მომურო-ნაცრისფერი
ტოტებით; შიშველი და ნორჩობაში ოდნავ შებუსული, მცი­
რერიცხოვანი ეკლებით. ფოთლის ყუნწები შიშველია ან
ოდნავ შებუსული. ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა, უკუკვე­
რცხისებური და რომბის ფორმის, 5-ნაკვთიანი, იშვიათად
– 3 ან 7 – ნაკვთიანი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები
უფრო დიდია. ყვავილედი ფარის ფორმისაა, დატოტვილი.
გვირგვინი თეთრია, ნაყოფი – წითელი. ყვ.VI, ნაყ. IX. იზ­
რდება ტყეებში, ბუჩქნარებში ზოგჯერ რაყას ქმნის. სა­
ქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყი­
რიმს, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Crataegus orientalis Pall.ex M.Bieb. – კნაპა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1-5 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ყლორტები სქლად არის
ქეჩისებურად შებუსული, ეკლებიანი. ფოთლები ორივე
მხარეზე შებუსულია თეთრი რბილი ბეწვით, ფორმით
მოგრძოკვერცხისებური ან უკუკვერცხისებურია, 5-7-ად
დანაკვთული. ყვავილედი კომპაქტურია, მცირეყვავილი­
ანი, ხშირი თეთრი ბეწვით შემოსილი. გვირგვინი თეთ­
რია. ნაყოფი მოწითალო-ნარინჯისფერი. ყვ.VI-VII, ნაყ. IX.
იზრდება მთის შუა სარტყლის არიდულ, მეჩხერ ტყეებში,
ტყისპირებში, მშრალ და ქვიან ფერდობებზე. გავრცელე­
ბულია აჭარაში, ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
ყირიმს, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
696

Crataegus pentagyna Waldst.& Kit.ex Willd.


– შავი კუნელი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
3-12 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ნაცრისფერი ტოტებით.
ნორჩი ყლორტები შებუსულია ან შიშველი, ეკლები მცი­
რერიცხოვანია, სუსტი. ფოთლების ზედა მხარე მუქი
მწვანე ფერისაა, ქვედა მხარე – უფრო ღია ფერის, ფა­
რთოკვერცხისებურ-რომბული ფორმის, 5-7 -ნაკვთიანი.
ყვავილედი მრავალყვავლიანია, შებუსული. გვირგვინი
თეთრია, ნაყოფი – შავი. ყვ. V-VI, ნაყ. VIII-IX. იზრდება
ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებს შორის. გავრცელე­
ბულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Cydonia oblonga Mill. – კომში


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1,5-5 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია, თხელი დახეთქილი
ქერქით. ნორჩი ყლორტები შებუსულია ქეჩისებურად.
ფოთლები კვერცხისებურია ან ოვალური ფორმის, კი­
დემთლიანი, ქვედა მხარე მონაცრისფრო – ქეჩისებურია,
10-12 სმ სიგრძის და 7,5 სმ სიგანის. ყვავილები მკრთალი
ვარდისფერია. ნაყოფი თავიდან ქეჩისებურადაა შებუ­
სული, ლიმონისფერი ან მუქი ყვითელია. ყვ.V, ნაყ.IX.
იზრდება მთის ქვედა, ზოგჯერ შუა სარტყლამდე – 1400
მ-მდე, ტყისპირებსა და ფერდობებზე, ზოგჯერ ველურდება.
გავრცელებულია აჭარაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა და
მცირე აზიას, ირანს.
698

Dryas caucasica Juz.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 5-15 სმ სი­
მაღლისაა, ხშირად ქმნის კორდს. ფოთლები ტყავისებუ­
რია, მოყვანილობით ელიფსური ან მოგრძოელიფსური,
კიდეზე ჩაჭრილ-მრგვალკბილა. თანაყვავილები წაგრძე­
ლებულია, გრძელბეწვიანი, რიცხვით 2-5. გვირგვინის
ფურცლები თეთრია, უკუკვერცხისებური. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მშრალ
ქვიან ადგილებში, კლდეებსა და მორენებზე. გავრცელე­
ბულია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრე­
ლოში, შიდა ქართლსა და მთიულეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას. კავკასიის
ენდემური მცენარეა.

Drymocallis rupestris (L.) Soj k Potentilla


rupestris L. დაბლობის მარწყვაბალახა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
60 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მაგარია, შუა ნაწილიდან დატოტვილი, მოფე­
ნილია გაფარჩხული, მარტივი და ჯირკვლოვანი ბეწვით.
ფოთლები გრძელყუნწიანია, 1-2 წყვილი დაშორიშორე­
ბული, კვერცხის ფორმის ან თითქმის მომრგვალო ფო­
თოლაკებით, კიდედაკბილულია. ყვავილები მარტოულია
ან შეკრებილია ფარჩხატ, საგველასებურ ყვავილედებად.
გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება
კლდეებზე, მშრალ ფერდობებზე და ქვიან ადგილებში
მთის შუა და ზედა სარტყლებში. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ჩრდილო და ცენტრალურ ევროპას,
მცირე აზიას.
700

Duchesnea indica (Jacks. ) Focke – გველის


მარწყვი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 30-100 სმ-
მდე სიმაღლისაა, გრძელი, მხოხავი, გაფარჩხულბეწვიანი
ყლორტებით. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია,
ღეროსეული – უფრო მოკლეყუნწიანი, სამფოთოლაკიანი.
თანაფოთლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, კიდემთლიანი.
ყვავილები მარტოულია, გრძელყუნწებიანი. გვირგვინი
ყვითელი ფერისაა. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება მთის ქვედა სა­
რტყელში გზისპირებზე, ბოსტნებსა და ბაღებში. გავრცე­
ლებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა
და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას,
ჩრდილო და სამხრეთ ამერიკას.

Filipendula vulgaris Moench – ქაფურა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო -30-60 სმ
სიმაღლის, მარტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი.
ფესვთანური ფოთლები მოყვანილობით მოგრძოლანცე­
ტასებურია, წყვეტილფრთისებური, ზემოდან შიშველი,
ქვედა მხარეზე შებუსული და ჩაჭრილ-დაკბილული გვე­
რდით სეგმენტებად. ღეროსეული შუა და ზედა ფოთლები
ფესვთანურის მსგავსია, ოღონდ მცირე ზომისაა. ყვავი­
ლედი საგველასებურია, გვირგვინი მოთეთროა ან მოვა­
რდისფრო. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება დაბლობიდან მთის
ზედა სარტყლამდე, ველებში, მდელოებზე, მინდვრებში,
ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ევროპას, ციმბირს, მცირე აზიას, ჩრდილო ამე­
რიკას.
702

Fragaria vesca L. – მარწყვი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 5-20 სმ
სიმაღლისაა. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია,
სამფოთოლაკიანი, შებუსული, კენწრული ფოთოლაკი მო­
კლეყუნწიანია, რომბისფორმის, გვერდითი ფოთოლაკები
მჯდომარეა, კვერცხის ფორმის, კიდედაკბილული, მიტ­
კეცილ ბეწვებიანი. ყვავილედი ფარისებურია, ყვავილის
ყუნწი გრძელია, გვირგვინი თეთრია, ნაყოფი – კაშკაშა
წითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა
სარტყლამდე -ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ველო­
ბებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას,
ევროპას, ციმბირს, შუა აზიას, ჩრდილო აფრიკას.

Geum urbanum L. – ნიგვზისძირა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 20-70 სმ
სიმაღლის, სწორად მდგომი, რბილი ბეწვით შებუსული,
ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძე­
ლყუნწიანია, ჩანგისებურ-ფრთისებური ან წყვეტილფრთი­
სებური, კიდედაკბილული; კენწრული სეგმენტი დიდია,
რომბის ფორმის ან უკუკვერცხისებური, 3-5-ნაკვთიანი.
ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, სამად გაყო­
ფილი. ყვავილსაჯდომი შებუსულია. გვირგვინი პატარა
ზომისაა, ყვითელი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება ბუჩქნარებში,
ტყეებში, ტყისპირებში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა აზიას, ირანსა და
მცირე აზიას.
704

Malus orientalis Uglitzk.ex Juz. – მაჟალო


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
10-12 მ სიმაღლის ხეა, თითქმის უეკლო; ნორჩი ყლო­
რტები შებუსულია. ფოთლები კვერცხის ფორმის, ელიფ­
სური ან ლანცეტაა. ფუძესთან ახლოს კიდემთლიანია,
დანარჩენი ნაწილი – დაკბილული. ზედა მხარე – მცირედ,
ქვედა მხარე კი სქლად არის ქეჩის მსგავსად შებუსული.
ყვავილედი 4-6 – ყვავილიანია. გვირგვინი თეთრია, ზოგ­
ჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV, ნაყ. IX. იზრდება
დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ტყეებსა და ტყისპი­
რებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიასა და ირანს.

Mespilus germanica L. – ზღმარტლი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1,5-5 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ყლორტები მოწი­
თალო-მურა ფერისაა, ნორჩობაში შებუსულია. წლიური
ტოტები ნაცრისფერია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, ფო­
რმით ელიფსური ან მოგრძოლანცეტა, კიდემთლიანი ან
დაკბილული, მუქი მწვანე ფერის. თანაყვავილები დიდი
ზომისაა, ადვილად სცვივა. ყვავილები თეთრია, ნაყოფი
-მომურო ფერისაა. ყვ. V, ნაყ. X. იზრდება მთის ქვედა და
შუა სარტყლების ტყეებში. უფრო ხშირად ქვეტყეშია წა­
რმოდგენილი. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცე­
ნტრალურ და დასავლეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას,
ჩრდილო ირანს.
706

Potentilla argentea L.
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 40 სმ-მდე
სიმაღლისაა, რკალისებურად წამოწეული ან თითქმის
სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები 5-ფოთო­
ლაკიანია, გრძელყუნწიანი. ფოთოლაკები უკუკვერცხი­
სებურიდან – უკულანცეტამდეა. ყვავილედი ფარისებური
საგველაა, ფაშარი, მრავალყვავილიანი. გვირგვინის
ფურცლები უკუკვერცხისებურია, ყვითელი. ყვ. ნაყ. V-VII.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ჩრდილო ამერიკას.

Potentilla crantzii (Crantz) Beck ex Fritsch


= Potentilla gelida C.A. Mey.
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20 სმ-მდე
სიმაღლისაა, საყვავილე ღეროები სწორი ან წამოწეულია,
ზედა ნაწილში დატოტვილი, მცირედ შეფოთლილი, დაფა­
რულია მოკლე და გრძელი, მოხრილი ბეწვით. ფოთლები
გრძელყუნწიანია, სამნაკვთიანი, ფოთოლაკები უკუკვე­
რცხისებურ-სოლისებურია. ყვავილედი ფაშარია, მცირეყ­
ვავილიანი. გვირგვინის ფურცლები უკუგულისებურია. ყვ.
ნაყ. VI-VIII. იზრდება ალპურ სარტყელში მდელოებსა,
ნაზვავებსა და კლდოვან ადგილებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ჩრდილო ევრო­
პას, შუა აზიას.
708

Potentilla recta L.
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები ცენ­
ტრალურია,70 სმ-მდე სიმაღლის, სწორი ან წამოწეული,
ზედა ნაწილში ორკაპის მსგავსად არის დატოტვილი,
დაფარულია გრძელი, გაფარჩხული ბეწვით. ფოთლები
გრძელყუნწიანია, 5-7 ფოთოლაკიანი. ფოთოლაკები
მოგრძოკვერცხისებურიდან – ხაზურლანცეტამდეა. ყვავი­
ლედი ფარისებური-საგველაა, მრავალყვავილიანი. ყვ.
ნაყ. VI-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ვე­
ლებზე, მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, ტყისპირებში,
ყამირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას,
ირანს.

Potentilla thuringiaca Bernh.= Potentilla


caucasica Juz.
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წამოწეუ­
ლია, 35 სმ-მდე სიმაღლის, ზედა ნაწილში დატოტვილი,
დაფარულია ხშირი და გრძელი, გაფარჩხული ბეწვით.
ფოთლები გრძელყუნწიანია და შედგება 7 ფოთოლაკისა­
გან. ფოთოლაკები უკუკვერცხისებურია, ყვავილედი – ფა­
შარი. გვირგვინის ფურცლები ფართოუკუკვერცხისებურია,
ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან
სუბალპურ სარტყლამდე – ტყისპირებში, ველობებზე, ბუჩ­
ქნარებში და ბალახოვან ფერდობებზე. გავრცელებულია
აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, მთიულეთში,
კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში. კავკასიის ენდემური მცენა­
რეა.
710

Prunus cerasifera Ehrh. = Prunus divaricata


Ledeb. – ტყემალი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
2-10 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ღერო დატოტვილი და
მეტ-ნაკლებად ეკლებიანი. ფოთლები ოვალური ან ოვა­
ლურკვერცხისებური ფორმისაა ოვალურლანცეტამდე, თა­
ნდათანობით წაწვეტებული, კიდეხერხკბილა, ზედა მხარე
– შიშველი, ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებაზე – ბეწვით
მოფენილი. ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული
1-2 სმ სიგრძის ყუნწებზე. გვირგვინის ფურცლები კვერცხის
ფორმისაა ან ოვალურ-კვერცხისებური, ბლაგვი ან წაწვე­
ტებული; თეთრი ფერისაა, იშვიათად – მოვარდისფრო.
ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან
ტყის ზედა სარტყლამდე ტყეებში, ტყისპირა მიდამოებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას,
მცირე და შუა აზიას, ირანს.

Prunus dulcis (Mill.) D.A.Webb = Amygdalus


communis L. – ჩვეულებრივი ნუში
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან ბუჩქია, ღერო სწორად მდგომი ან გადახრილი,
უეკლო ტოტებით. ფოთლები ლანცეტაა ან ვიწროელიფ­
სური, 4-9 სმ სიგრძისა და 1,5-2,5 სმ სიგანის, შიშველი. ყვა­
ვილები შეფოთვლამდე იშლება. გვირგვინის ფურცლები
თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი. ნაყოფი ხავერდივით
შებუსული, ირიბკვერცხისებური ან მოგრძოკვერცხისებუ­
რია. ყვ. III-IV, ნაყ.VII. მცენარე გაველურებულია. გვხვდება
მშრალ ბუჩქნარებში, ნახევრად არიდულ დაჯგუფებებში,
ველებზე და ა.შ. საკმაოდ იშვიათია. საქართველოში ვე­
ლურად მხოლოდ შიდა ქართლსა და კახეთშია ცნობილი.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკა­
სიას, შუა აზიას, სამხრეთ ევროპას, ირანს.
712

Prunus laurocerasus L.= Laurocerasus


officinalis M.Roem. – წყავი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1-6 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ღერო – დატოტვილი. ფოთ­
ლები მოგრძოელიფსურია, მოკლეყუნწიანი, პრიალა,
ტყავისებური. ყვავილედი ხშირი, აღმამდგომი მტევანია.
გვირგვინი თეთრი ფერისაა, ნაყოფი – შავი. ყვ.IV-V, ნაყ.
VIII. იზრდება ტყეებში, როგორც ქვეტყე, შედის აგრეთვე
ბუჩქნარების შემადგენლობაში, ხშირად სუფთა რაყებს
ქმნის. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Prunus mahaleb L. = Cerasus mahaleb (L.)


Mill. ბალღოჯი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
5-10 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ქერქი – მუქი ნაცრის­
ფერი, წლიური ყლორტები ღია მურა ფერისაა, შიშველი
ან ხავერდის მსგავსი შებუსვით. ფოთლის ყუნწის სიგრძე
3-20 მმ-ია, ფოთლის ფირფიტა მომრგვალებული ან მოგ­
რძო კვერცხის ფორმისაა. ყვავილედი მრავალყვავი­
ლიანი ფარისებური მტევანია. ჰიპანთიუმი ზარისებურია
და შიშველი. გვირგვინი თეთრია, ოდნავ მოყვითალო
ან მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV-V, ნაყ. VI-VIII. გავ­
რცელებულია მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში.
გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამ­
ხრეთ ევროპას, შუა აზიას.
714

Prunus microcarpa C.A.Mey. =


Cerasus microcarpa (C.A.Mey.) Boiss. –
მცირენაყოფიანი ბალამწარა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, ქერქი ნაცრისფერია, ფოთლები
– მოგრძოელიფსურია ან კვერცხისებური. მცირე ზომის,1-3
სმ სიგრძისა და 3-10 მმ სიგანის კაშკაშა ვარდისფერი 4-5
ყვავილი დამოკლებულ ყლორტებზეა განლაგებული. ყვ.
III-V, ნაყ.V-VI. იზრდება მშრალ ფერდობებზე და მეჩხერ
ტყეებში. გავრცელებულია კახეთსა და ქართლში. მცენარე
შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მო­
წყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს სამხრეთ კავკასიას, შუა აზიასა და ირანს.

Prunus padus L.=Padus avium Mill. –


შოთხვი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან ბუჩქია, რომლის ღერო 10 მ-მდე სიმაღლისაა.
წლიური ტოტები მოშავოა ან მუქი წითელი. ფოთლები
თხელია, 2-10 სმ სიგრძის. ლანცეტაკვერცხისებური, კი­
დეებზე წვრილხერხკბილა. ყვავილედი მტევანია, გვირ­
გვინი – თეთრი. ყვ.V-VI. ნაყ.VIII-IX. იზრდება მთის შუა და
ზედა სარტყლებში მდინარის ნაპირებზე და ტყის პირას.
გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, შიდა ქართლში,
მესხეთ-ჯავახეთში, მთიულეთში, ხევსურეთში, ფშავსა და
კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკა­
სიას, ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
და შუა აზიას, ირანს.
716

Prunus spinosa L. – კვრინჩხი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქი ან ხეა. ღერო ძლიერ დატოტვილია, ხშირეკლიანი,
ნორჩი ყლორტები მოკლებეწვიანია ან შიშველი. ფოთ­
ლები 2-5 სმ სიგრძისაა, ელიფსური ან უკუკვერცხისებური.
ყვავილები თეთრია, თითო-თითოდ ან ორ-ორად განლა­
გებული. ჯამის ფოთლები მხოლოდ კიდეებზეა წამწამები­
ანი; ყვავილის ყუნწები სწორად მდგომია ან გადახრილი.
ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება დაბლობიდან 1200 მ სიმაღლემდე,
ტყისპირებში, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობების გასწვ­
რივ. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.

Prunus cerasus L. = Cerasus silvestris


Garsault – ბალამწარა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
3-25 მ-ის სიმაღლის ხეა, ქერქი მოშავოა. ფოთლები მოგ­
რძო-კვერცხისებურია ან ელიფსური, წვერისკენ შევიწ­
როებული. კიდეებზე ორმაგხერხკბილა. ფოთოლი16 სმ
სიგრძის, 8 სმ სიგანის, რომლის ზედა მხარე შიშველია,
ქვედა მხარე – ძარღვების გაყოლებაზე შებუსული. თეთრი
ან მოვარდისფრო. ყვავილედი 2-8 – ყვავილიანი ქოლგაა.
ყვ.IV-V, ნაყ.VI. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლების
ფოთლოვან ტყეებში. გვხვდება მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყი­
რიმს, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და
ირანს.
718

Pyracantha coccinea M.Roem. – ჩიტავაშლა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
2 მ – მდე სიმაღლის ბუჩქია, უხვეკლიანი. ყლორტები ნო­
რჩობაში მონაცრისფრო ბეწვებითაა მოფენილი. ფოთ­
ლები ტყავის მსგავსია, შიშველი ან ნორჩობაში ბეწვებით
მოფენილი, ზედა მხარე მუქი მწვანე ფერის, პრიალა,
ქვედა მხარე უფრო ღია ფერისაა, მოყვანილობით ელიფ­
სურლანცეტადან ვიწროლანცეტამდე, მახვილწვერიანი
ან მობლაგვო, კიდეებზე მრგვალკბილა.ყვავილედი მჭი­
დროა, მეტ-ნაკლებად ბეწვიანი. ყვ. ნაყ. VI. იზრდება მთის
შუა სარტყლამდე სიმშრალის მოყვარულ ბუჩქნარებში და
ქვიან ფერდობებზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს.

Pyrus caucasica Fed. – პანტა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხეა ან ბუჩქი. ვარჯი, ჩვეულებრივ, პირამიდულია,ნორჩი
ტოტები შიშველია, ნაცრისფერი ქერქით, ეკლებიანი.
ფოთლები შიშველია ან ქვედა მხარე ზოგჯერ თხლადაა
აბლაბუდის მსგავსი ბეწვით მოფენილი, ნახევრად ტყა­
ვისებურია, ზედა მხარე პრიალაა, მოყვანილობით – მო­
მრგვალო ან ფართოკვერცხისებური. ყვავილები თეთრია,
ფარის მსგავს ყვავილედად შეკრებილი; გვირგვინის ფუ­
რცლები უკუკვერცხისებურია. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება უპი­
რატესად მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში,ზოგჯერ
უფრო მაღლაც, ძირითადად – ფოთლოვან ტყეებში. გავ­
რცელებულია მთელ საქართველოში, ჯავახეთის გამო­
კლებით. კავკასიის ენდემური მცენარეა.
720

Pyrus salicifolia Pall. – ტირიფფოთოლა


ბერყენა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან ბუჩქია. ღერო 2-6 მ სიმაღლისაა, ძლიერ და­
ტოტვილი. ტოტები გაფარჩხულია და უხვეკლიანი. ფოთ­
ლები მოკლეყუნწიანია ან თითქმის მჯდომარეა კვირტების
ირგვლივ, ხოლო ეკლიან ტოტებზე მორიგეობით განწყო­
ბილი, მოყვანილობით – ხაზური ან ხაზურლანცეტა, კი­
დემთლიანი, ფოთლის ქვედა მხარე თეთრი, ქეჩისებური
ბეწვით მოფენილი,ზედა მხარე კი ნაცრისფერია. ყვ. ნაყ.
IV. იზრდება მშრალ, ხრიოკ ადგილებში, ბუჩქნარებში, სა­
დაც მონაწილეობს არიდულ მეჩხერ ტყეებსა და ნახევარუ­
დაბნოთა დაჯგუფებაში. გავრცელებულია აღმოსავლეთ
და სამხრეთ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.

Rosa canina L. – ასკილი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1-3 მ სიმაღლის ბუჩქია. ძლიერ დატოტვილი; ტოტები,
ჩვეულებრივ, რკალივითაა მოხრილი; ეკლები გვერდებზე
შებრტყელებულია, რკალის ან კაუჭის მსგავსად მოხრილი.
ფოთლები, ჩვეულებრივ, 7 – ფოთოლაკიანია, ელიფსურია
ან კვერცხისებური, კიდე – მარტივი ან ორმაგხერხკბილა.
ყვავილები მარტოულია ან მრავალნაყოფიან ყვავილე­
დებში შეკრებილი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი ან
კაშკაშა ვარდისფერია, იშვიათად – გაშლილი, თითქმის
თეთრია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა
სარტყლამდე ღია ფერდობებზე, ნაკაფებში, ტყისპირებში,
მინდვრებში, გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ევროპას, ჩრდილო აფრიკას, მცირე აზიას, ირანს.
722

Rosa doluchanovii Manden. – დოლუხანოვის


ასკილი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
დაბალი ბუჩქია. ღერო მუქია, ყავისფერი ქერქით. ტოტები
შებუსულია მოკლე, რბილი, გაფარჩხული, ხშირი ბეწვით,
ეკლები სწორია, ნემსისებური. ფოთლები, ჩვეულებრივ,
7-ფოთოლაკიანია, ფოთოლაკები ელიფსური ან ფართო­
ელიფსურია, ზედა მხარე მიტკეცილი, მოკლე ბეწვით შე­
ბუსული, ქვემოდან მოთეთრო. ყვავილები მარტოულია,
მოკლე, ხშირბეწვიანი ყუნწებით. ყვ.VII, ნაყ.VIII-IX. იზ­
რდება სუბალპურ სარტყელში. გავრცელებულია აფხა­
ზეთსა და სვანეთში. საქართველოს ენდემური მცენარეა.

Rosa transcaucasica Manden. – კავკასიური


ასკილი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ღერო 1-1,5 მ სიმაღლისაა, მოწითალო-ყავის­
ფერი, დანაოჭებული ქერქით. ეკლები სწორია ან ოდნავ
ნამგალივით მოხრილი. ფოთლები 4-7 სმ სიგრძისაა,
5-ფოთოლაკიანი; ფოთოლაკები ფართოელიფსურია, კი­
დეზე ოდნავ გამოკვეთილია ორმაგი დაკბილვა, ორივე
მხარე ხშირჯირკვლებიანი; ჯირკვლები წებოვანია და
სურნელოვანი. ყვავილები მარტოულია, იშვიათად 2-3
ერთადაა შეკრებილი. ყვ.VII-VIII, ნაყ.VIII-IX. იზრდება მთის
შუა და ზედა სარტყლების ტყისპირებსა და მინდვრებში,
ნაკაფებსა და ბუჩქნართა რაყაში, გავრცელებულია შიდა
ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში. საქართველოს ენდემური
მცენარეა.
724

Rosa tuschetica Boiss. – თუშეთის ასკილი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ღერო 1-1, 5 მ სიმაღლისაა. ძლიერ დატოტვილი;
ნორჩი ტოტები მოფენილია სწორი, დიდი და ნემსისე­
ბური ეკლებით, ყვავილიანი ტოტები კი ჯირკვლოვანი ბე­
წვითაცაა მოფენილი. ფოთლები 5-7 – ფოთოლაკიანია,
ფოთოლაკები კვერცხის ფორმისაა, კიდეებზე ორმაგად
ბასრხერხკბილა. ყვავილები მარტოულია, ყვავილის ყუნ­
წები და ჯამის ფოთლები შებუსულია; ჯამის ფოთლები
ოდნავ არის გაფართოებული. გვირგვინის ფურცლები
კაშკაშა ვარდისფერია. ყვ. ნაყ.VI-IX. იზრდება სუბალპური
და ალპური სარტყლების ქვიან ფერდობებზე. მისი ნახვა
შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. გვხვდება
ქართლსა და ხევსურეთში. საქართველოს ენდემია, აღწე­
რილია თუშეთიდან 1872 წელს.

Rosa xanthina Lindl. = Rosa pimpinellifolia


Bunge – ასკილი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ღერო 1,5-2 მ სიმაღლისაა, ძლიერ დატოტვილი,
ტოტები სწორად მდგომია, მოფენილია ორგვარი – დიდი
ზომის სწორი და ნემსივით წვრილი ეკლებით. ფოთლები,
ჩვეულებრივ, 7-11 – ფოთოლაკიანია, ელიფსური, ხერხ­
კბილა. ყვავილები მარტოულია ან ფარისებურ ყვავილე­
დებში შეკრებილი; გვირგვინის ფურცლები თეთრია ან
ძალიან ღია ყვითელი. ყვ.V-VI, ნაყ.VII-IX. იზრდება და­
ბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე ქვიან ფერდობებზე,
ტყისპირებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას.
726

Rubus anatolicus Focke – ანატოლიის


მაყვალი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები მსხვილია, ლეგა ნაფიფ­
ქით, ღარებიანი, სქლადაა მოფენილი მარტივი და ვარ­
სკვლავისებური ბეწვით. ფოთლები 5-ფოთოლაკიანია,
კენწრული ფოთოლაკი ფართოუკუკვერცხისებურია ან
თითქმის მომრგვალო ფორმის. ყვავილედი მჭიდროა
ან ფარჩხატი. გვირგვინის ფურცლები მეწამული ან ვა­
რდისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა
სარტყლების ტყისპირა ადგილებში, გზის პირებზე, ბუჩ­
ქნარებში, მშრალ ფერდობებზე, მდინარისა და ზღვის
სანაპიროებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სა­
მხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას,
ირანს.

Rubus candicans Weihe ex Rchb.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები რკალისებურია, წახნაგო­
ვანი, შიშველი ან გაბნეული ბეწვებით მოფენილი. ეკლები
საშუალო ზომისაა ან საკმაოდ დიდი ზომის, წიბოებზე გან­
წყობილი. ფოთლები 5-ფოთოლაკიანია, ფოთლის ზედა
მხარე შიშველია, ქვედა მხარე კი – მონაცრისფრო, ქეჩის
მსგავსად ბეწვიანი. კენწრული ფოთოლაკი ელიფსური ან
მოგრძოკვერცხისებურია. ყვავილედი წაგრძელებულია,
ფარჩხატი. გვირგვინის ფურცლები მოგრძოუკუკვერცხი­
სებურია. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ტყისპირა ადგილებში,
ბუჩქნარებში, მთის ფერდობებზე, მდინარეთა ნაპირებზე.
გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, შიდა ქართლში,
ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრა­
ლურ ევროპას, მცირე აზიას.
728

Rubus canescens DC.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
საშუალო სიმაღლის ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები ღა­
რებიანი წახნაგებითაა, შებუსულია მიტკეცილი ქეჩისებური
ბეწვით; ეკლები სუსტია, არათანაბარი ზომის. ფოთლები
3-ფოთოლაკიანია, ზედა მხარე მონაცრისფრო – მწვანეა,
ქვედა მხარე კი მონაცრისფრო -ქეჩისებური. კენწრული
ფოთოლაკი რომბის ფორმისაა. ყვავილედი პირამიდუ­
ლია, ხშირი და მეტწილად უფოთლო. გვირგვინის ფურ­
ცლები მოყვითალო – თეთრი ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება მთის შუა სარტყლამდე უმეტესად განათებულ
ტყეებში, ფიჭვნარებში, ღია, მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნა­
რებში. გავრცელებულია აფხაზეთში, მესხეთ-ჯავახეთსა
და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას,
ირანს.

Rubus idaeus L. – ჟოლო


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები ცილინდრულია, სწორად
მდგომი, დახრილი წვერით, სქლადაა მოფენილი წვრილი,
მოწითალო-ყავისფერი ეკლებით. ფოთოლი შედგება 3 – 5
(7) ფოთოლაკისგან. ფოთოლაკების ზედა მხარე თითქმის
შიშველია, ან აქა-იქ მოფენილია მარტივი ან ვარსკვლავი­
სებური ბეწვით. ქვედა მხარე თეთრია, ქეჩისებურად არის
შებუსული და კიდეებზე უთანაბროდ ხერხკბილაა. ყვავი­
ლები შეკრებილია იღლიურ, მცირე ყვავილიან მტევნე­
ბად და კენწრულ ფარისებურ – საგველა ყვავილედებად.
გვირგვინის ფურცლები თეთრი ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VII.
იზრდება ტყეებსა და ტყისპირებში, გაჩეხილ ადგილებში,
ტყის ველობებზე, მდინარეთა ნაპირებზე, ბუჩქნარებში.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ ევროპას,
ციმბირს, შუა აზიას.
730

Rubus kacheticus Sanadze – კახეთის


მაყვალი
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
საკმაოდ დიდი ზომის ბუჩქია. ერთწლიანი, 6-8 მმ-მდე დი­
ამეტრის ყლორტები ცილინდრის ფორმისაა, სუსტად არის
შებუსული და მარტივი ჯირკვლებით მოფენილი. ეკლები
ხშირია და ქვევით გადახრილი. ფოთლები 3-5 – ფოთო­
ლაკიანია, ზედა მხარე გაბნეული ბეწვითაა მოფენილი,
ქვედა მხარე კი მონაცრისფრო-ქეჩისებურია, ფორმით
-მომრგვალო -კვერცხისებური. ყვავილედი ფარჩხატი სა­
გველაა. ჯამის ფოთლები სამკუთხა ფორმისაა. ყვ. VI-VII,
ნაყ.VII-VIII. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ტყისპირებში.
აღწერილია კახეთიდან, ლაგოდეხის მიდამოებიდან. სა­
ქართველოს ენდემური მცენარეა.

Sanguisorba minor subsp. magnolii (Spach)


Briq. = Poterium polygamum Desf. – ურაშა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, ძირში
ფოთლებიანად მეტ-ნაკლებად გაფარჩხულბეწვიანი,
ზედა ნაწილი შიშველი, ზოგჯერ კი მთლიანად შიშველი.
ფოთლები კენტფრთისებურია, ფესვთანური. თავაკები
გრძელყუნწიანია, სფერული ან ცილინდრული, 2 სმ-მდე
სიგრძის, ჯამი მოყვითალოა, ზოგჯერ – წაბლისფერი.
ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე მშრალ
ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ
ნაზვავებზე, ტყისპირებში, ბუჩქნარებში ნათესებში. გავ­
რცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ
და სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.
732

Sorbus aucuparia L.
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ბუჩქი ან ხეა. ნორჩი ტოტები მომურო – წითელი ფერისაა,
მეტ-ნაკლებად თეთრი ბეწვითაა შემოსილი. ფოთლები
კენტფრთისებურია, 13,3-25 სმ სიგრძის, 11-15 ფოთოლა­
კით. ფოთოლაკების ზედა მხარე მწვანეა, ქვედა კი მოთე­
თრო -მოლეგო ფერის. კენწრული ფოთოლაკი ელიფსის
ფორმისაა, შუა – ელიფსურლანცეტა, ასიმეტრიული.
ყვავილედი შიშველია ან თითქმის შიშველი. ნაყოფი მო­
მრგვალოოვალური ფორმის, მოყვითალო – წითელი
ფერის. ყვ.V, ნაყ.VIII-IX. იზრდება სუბალპური სარტყლის
ტანბრეცილ ტყეებში 1500-2300 მ-მდე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიას. კა­
ვკასიის ეკორეგიონის ენდემური მცენარეა.

Sorbus caucasigena Kom. – ცირცელი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან ბუჩქია, ღერო 4-15 მ სიმაღლისაა, ფართო ვარჯით.
ქერქი რუხი ფერისაა. კვირტები კონუსურია, შებუსული გა­
ფანტული ბეწვით. ფოთლები კენტფრთისებური, 7 – 11 (19)
ფოთოლაკით; ფოთოლაკების ზედა მხარე შიშველია, მუქი
მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი ფერისაა და
ოდნავ შებუსული; ყველა ფოთოლაკი ძირიდანვე ან შუა
ნაწილიდან წვერამდე კიდეებზე ბასრხერხკბილაა. ყვა­
ვილედი ფარისებურია, მრავალყვავილიანი, შიშველი ან
მეტწილად ოდნავ შებუსული. ყვ. ნაყ. VI. იზრდება ტყის შუა
სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას. კავკასიის
ენდემია
734

Sorbus graeca (Lodd. ex Spach) Kotschy –


ამპურა
ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან მოზრდილი ბუჩქია. კვირტები ქეჩისებურად შებუსუ­
ლია ან შიშველი. ფოთლები ტყავისმსგავსი, მომრგვალო
ან მომრგვალოელიფსურია, რომელთა ზედა მხარე
შიშველია, ქვედა მხარე კი ხშირი მოთეთრო ქეჩისებური
შებუსვით. ჯამის ფოთლებიც თეთრქეჩისებურია. ნაყოფი
მომრგვალოა, წითელი ფერის. ყვ.VI-VII, ნაყ.VIII-IX. იზ­
რდება ტყის სარტყელში კლდეებზე, ქვიან ადგილებში და
ჩამონაზვავებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას,
ირანს.

Sorbus subfusca (Ledeb.ex Nordm.) Boiss.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
ხე ან ბუჩქია, ღერო შედარებით პატარა ზომისაა, ქერქი –
მონაცრისფრო მურა ფერისა, კვირტები – ღია ყავისფერი.
ფოთლები – დიდი ზომის, ტყავისებური, მოყვანილობით
უკუკვერცხისებურ – ელიფსური, 8-11 წყვილი ძარღვით,
ორივე მხარეს შიშველი ან იშვიათად – ქვედა მხარეს ოდ­
ნავ შებუსული. კიდეები – ორმაგხერხკბილა ან თითქმის
მარტივი. ნაყოფი ოვალურია ან მომრგვალო, წითელი ფე­
რის, შემდეგში ლურჯდება. ყვ. VI-VII, ნაყ.VIII-IX. იზრდება
მთის ზედა და სუბალპური სარტყლების ტყეებში, დეკას
რაყაში, წიფლის ტყეებში და სხვ., 1700-2400 მ-მდე. გავ­
რცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. კავკასიის
ენდემია.
736

Sorbus torminalis (L.) Crantz – თამელი


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
25 მ-მდე სიმაღლის ხეა. ფოთლები მოყვანილობით კვე­
რცხისებურია, ძირში მომრგვალებული, ოდნავ გულის ან
სოლის ფორმის, ნაკვთები წაწვეტებულია, იშვიათად – მო­
ბლაგვო, კიდეებზე წვრილი და ბასრკბილიანი, ფოთლის
ზედა მხარე შიშველია, ქვედა მხარე მოყვითალო მწვანე
ფერისაა, შიშველი ან ქეჩის მსგავსად სუსტად შებუსული.
ყვავილის ყუნწები პირველად ქეჩისებურად ბანჯგვლი­
ანია, შემდეგ კი თითქმის შიშველი. ყვ.V-VI, ნაყ.VIII -IX.
იზრდება მთისწინეთიდან მთის შუა სარტყლამდე ძირი­
თადად, მუხნარებში, რცხილნარებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას.

Spiraea hypericifolia L. – გრაკლა


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
1,5 მ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები შიშველია ან ნო­
რჩობაში მოკლე ბეწვით მოფენილი, მოხაზულობით
უკუკვერცხისებური, მოგრძო-ელიფსური ან ლანცეტა, კი­
დემთლიანი. ყვავილედი 4-10 – ყვავილიანია; ყვავილების
ყუნწები და ფოთლურა ნაყოფიც შიშველი ან ოდნავ შებუ­
სულია. ყვ.V-VI, ნაყ.VII-VIII. იზრდება ველისა და დაბლო­
ბიდან სუბალპურ სარტყლამდე ბუჩქნარებშში, იშვიათად
კლდეებზე. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, მცირე აზიას, ციმბირს, შუა აზიას.
738

Woronowia speciosa (Albov) Juz.


ოჯახი: Rosaceae – ვარდისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო – 30-80
სმ სიმაღლის, მარტოულია ან ორ-ორი, სწორად მდგო­
მია, მარტივი ან შუა ნაწილში თითქმის ორთითასავით
დატოტვილი, დაფარულია ხშირი და წვრილი ჯირკვლო­
ვანი ბეწვით. გრძელყუნწიანი ფოთლები 5-10 სმ სიგრძის
და 6-15 სმ სიგანისაა, მოყვანილობით – მომრგვალო­
თირკმლისებური, ორმაგმრგვალკბილა, ზედაპირულად
დანაკვთული. ყვავილები დიდი ზომისაა და ტოტების კენ­
წეროებზე ნახევარქოლგებად შეკრებილი. გვირგვინის ფუ­
რცლები ოქროსფერ -ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
სუბალპურ და ალპურ სარტყლებში მდელოებზე, ნაშალე­
ბსა და ღორღიანებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რა­
ჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიას.
კავკასიის ენდემია.

Asperula arvensis L. – ყანის ჩიტისთვალა


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლე – 10-30 სმ, მარტივი ან
თითქმის ძირიდანვე დატოტვილი. ღერო 4 – წახნაგოვა­
ნია, ქვედა ნაწილში ხორკლიანი შებუსვით. ქვედა ფოთ­
ლები 4-4-ია, ვიწროუკუკვერცხისებური, მალე ჭკნება.
დანარჩენი 6-8 ფოთოლი ერთად არის შეკრებილი, ლა­
ნცეტა ან ხაზური ფორმით. ყვავილედი თავაკისებურია.
გვირგვინი შეფერილობით თეთრი ან იასამნისფერია.
გვირგვინის ნაკვთები კვერცხის ფორმისაა. ყვ. ნაყ. V-VIII.
იზრდება მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, იშვიათად –
ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ჩრდილო
აფრიკას, მცირე და შუა აზიას.
740

Asperula prostrata (Adams) K.Koch


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალი 20-
40 სმ სიმაღლის ღერო, ბევრი სტერილური ყლორტით,
მარტივი ან ოდნავ დატოტვილი, 4-წახნაგოვანი, მცირედი
შებუსვით. აქვს ვიწროელიფსური ან ლანცეტა 6-6 ფო­
თოლი. ყვავილედი საგველაა, შეფერილობით – თეთრი
ან მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მთის შუა სა­
რტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე,
კლდეთა ნაპრალებში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიის
ეკორეგიონს და მისი ენდემია.

Cruciata laevipes Opiz


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ძირიდანვე და­
ტოტვილი, ღერო წამოწეულია ან გართხმული, 20-40 სმ
სიმაღლის. ფოთლები ელიფსურია ან ვიწროელიფსური,
მეტ-ნაკლებად შებუსული ან იშვიათად – შიშველი. უნა­
ყოფო ყლორტების ფოთლები ვიწროხაზურია. ყვავილედი
მრავალყვავილიანი ნახევარქოლგაა. გვირგვინი ყვითე­
ლია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე,
ჩამონაზვავებზე, ველებზე, გზისპირებზე შუა სარტყლიდან
სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა (სპორადულად)
და ჰიმალაებს. კულტივირებულია აგრეთვე აშშ-ში.
742

Galium odoratum (L.) Scop.= Asperula


odorata L. – ტყის ჩიტისთვალა
ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-35 სიმა­
ღლისაა, სწორად მდგომი, შიშველი, მხოლოდ მუხლებში
აქვს ჯაგრისებური ბეწვების რგოლი. ფოთლები (6-8) წრიუ­
ლად არის განლაგებული. სიგრძე – 3,5-6,5 სმ, სიგანე – 5-10
მმ. ქვედა ფოთლები უკუკვერცხისებურია, დანარჩენი – ლა­
ნცეტა, 1-ძარღვიანი. ორივე მხარეზე თხლად შებუსული ან
ნაწილობრივ შებუსული. ყვავილედი კენწრულია, შეკრე­
ბილია თხელ ნახევარქოლგისებურ ყვავილედებად. გვირ­
გვინი თეთრია, ნაკვთები – მოგრძო. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება
მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ბუჩქნარებში, ხში­
რად ქმნის მასიურ დაჯგუფებებს. წიფლნარ ტყეებში ცალკე
თანასაზოგადოების სახითაც კი არსებობს. გავრცელებუ­
ლია მთელ საქართველოში. ჰაბიტატში ჩვეულებრივი და
ზოგჯერ წამყვანი მცენარეა. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ ევროპას, დასავლეთ ციმბირს, დასავლეთ
და შუა აზიას. კულტივირებულია ჩრდილო ამერიკაში.

Galium rivale (Sibth.& Sm.) Griseb. –


მდინარისპირის ჩიტისთვალა
ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 150 სი­
მაღლისაა, წამოწეული ან გართხმული, 4-წახნაგოვანი,
წიბოებზე ქვევით დახრილი ხორკლიანი შებუსვით, ფოთ­
ლები (6-8) წრიულად არის განლაგებული. სიგრძე – 2,5-4
სმ, სიგანე – 1 სმ. ქვედა ფოთლები უკუკვერცხისებურია ან
ლანცეტა ფორმისაა, ორივე მხარე თხლად შებუსული ან
ნაწილობრივ შებუსული ხორკლიანი ბეწვით. ყვავილედი
კენწრულია და იღლიური, თხელი. გვირგვინი თეთრია. ყვ.
ნაყ. IV-VII. იზრდება მთის შუა სარტყელში ბუჩქნარებში.
საქართველოში ცნობილია თბილისის მიდამოებიდან და
გარე კახეთიდან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
სამხრეთ კავკასიას, ევროპას, დასავლეთ ციმბირსა და
ახლო აღმოსავლეთს.
744

Galium rotundifolium L. – ჩიტისთვალა


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს მრავალი
წვრილი, 15-45 სმ სიმაღლის, ღერო. მწოლიარე ან წამო­
წეული, შიშველი, მხოლოდ მუხლებში აქვს წამწამისებური
ბეწვების რგოლი. 4-4 ფოთოლი წრიულად არის განლა­
გებული. ფოთლები ფართოელიფსურია ან მომრგვლო და
3 – ძარღვიანი. ყვავილები შეკრებილია თხელ ნახევარ­
ქოლგისებურ ყვავილედებად. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ.
V-VII. იზრდება მთის ქვედა და სუბალპური სარტყლების
ტყისპირებში და ველობებზე. გავრცელებულია, ძირითა­
დად, დასავლეთ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი სპორადულია და მოიცავს კავკასიის ზოგიერთ
რეგიონს, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.

Galium spurium L. = Galium vaillantii DC.


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
ერთწლიანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 100 სმ-მდეა,
გართხმულია, 4 – წახნაგოვანი. ძლიერ ხორკლიანი, წი­
ბოებზე მოფენილია მჩხვლეტავი ბეწვებით. 6-8 ფოთოლი
შეკრებილია ჩხროებად, ერთად. ფორმით ლანცეტასე­
ბურ – ხაზურია. წვერი აქვს წვეტიანი. ფოთლის ფირფიტა
ხორკლიანია. ყვავილედი იღლიური ნახევრად ქოლგაა,
3-7-ყვავილიანია. გვირგვინი მოთეთროა. ყვ. ნაყ. IV-VII.
იზრდება ბუჩქნარებში, ნაგვიან ადგილებში, ნათესებსა და
ბოსტნებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გა­
ვრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას,
ევროპას, ციმბირს, ახლო აღმოსავლეთს, შუა აზიას, შო­
რეულ აღმოსავლეთს, ჩრდილო აფრიკას.
746

Galium tenuissimum M.Bieb.


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50 სმ სიმაღლი­
საა, წამოწეული ან მწოლიარე, ძირიდანვე დატოტვილი
და გაფარჩხული 4-წახნაგოვანი, წიბოებზე ქვევით დახ­
რილი ხორკლიანი შებუსვით, ფოთლები (6-8) წრიულად
არის განლაგებული. სიგრძე – 2,5-4სმ, სიგანე – 1 სმ. ქვედა
ფოთლები უკუკვერცხისებურია ან ლანცეტა ფორმის.
ორივე მხარეზე თხლად შებუსულია ხორკლიანი ბეწვით.
ყვავილედი იღლიურია, თხელი. გვირგვინი თეთრია ან
მომწვანო-მოყვითალო. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება ღორღიან
ადგილებში, იშვიათად – როგორც სარეველა. ალაგ-ალაგ
მასობრივად არის გავრცელებული. საქართველოში ცნო­
ბილია აღმოსავლეთი ნაწილიდან და აფხაზეთიდან. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას,
აღმოსავლეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, შუა და ცე­
ნტრალურ აზიას.

Galium valantioides M. Bieb. – ჩიტისთვალა


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავა­
ლია, 15-40 სმ სიმაღლის. სწორადმდგომი, შიშველი, მხო­
ლოდ მუხლებში აქვს წამწამისებური ბეწვების რგოლი.
4-4 ფოთოლი წრიულად არის განლაგებული. ფოთლები
ფართოდ 3-ძარღვიანია,ზედა ნაწილში დატოტვილი. ყვა­
ვილები შეკრებილია თხელ ნახევარქოლგისებურ ყვა­
ვილედებად. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება
მთის შუა და სუბალპური სარტყლების ტყისპირებში და
ველობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას.
კავკასიის ენდემია.
748

Galium verum L.
ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 20-100
სმ სიმაღლისაა, ძირიდან წამოწეული და შემდეგ სწორი,
თხლად შებუსული. 8-10 ფოთოლი ჩხროებად არის შეკრე­
ბილი. ფორმით – ვიწროხაზური ან თითქმის ჯაგრისებური.
ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა – ღია, შებუსული. ყვავი­
ლედი საგველასებურია, მრავალყვავილიანი. გვირგვინი
ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლი­
დან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ველებზე,
მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ხშირად – ბაღებსა და
ბოსტნებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას,
ახლო აღმოსავლეთს, შუა და ცენტრალურ აზიას, ციმბი­
რსა და შორეულ აღმოსავლეთს. კულტივირებულია კუნ­
ძულ ტასმანიაზე.

Rubia tinctorum L. – ენდრო


ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 2-3 მ სი­
გრძისაა, მხოხავი, დატოტვილი, 4-წახნაგოვანი, წიბოებზე
ხორკლიანი. 4-6 ფოთოლი ჩხროებად არის განწყობილი,
ლანცეტა ან ფართოელიფსური ფორმის, ძირში შევიწრო­
ებული, ქვედა მხარეს და კიდეებზე ხორკლიანი, ზოგჯერ
შებუსული. ნახევარქოლგები მრავალყვავილიანია, გაფა­
რჩხული. გვირგვინი ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება
ბუჩქნარებში, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე,
რუდერალურ ადგილებში, ბაღებსა და ბოსტნებში. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ცენტრალურ,
აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას, ახლო აღმოსა­
ვლეთს. ვარაუდობენ, რომ საქართველოში გაველურებუ­
ლია.
750

Sherardia arvensis L.
ოჯახი: Rubiaceae – ენდროსებრნი
10-20 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა
.ღერო 4 – წახნაგოვანია, ხორკლებიანი, დატოტვილი,
წამოწეული. აქვს ჩხროებად განლაგებული 4-4 ქვედა ფო­
თოლი, უკუკვერცხისებური. 6-6 ზედა ფოთოლი კიდეებზე
ხორკლებიანია. ყვავილები პატარა ზომისაა, შეკრებილია
თავაკისებურ ყვავილედებად. გვირგვინი მოვარდისფრო
-იასამნისფერია. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება დაბლობიდან
მთის ზედა სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნა­
რებში, მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, თითქმის მთელ ევროპას, ჩრდილო აფრიკას,
ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიას. გაველურებულია
აღმოსავლეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდი­
აში, ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკაში.

Dictamnus albus L. = Dictamnus caucasicus


(Boiss.) Fisch. ex Grossh. – იფნურა
ოჯახი: Rutaceae – ტეგანისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 40-100
სმ. სწორად მდგომი, ოდნავ დაღარული, მარტივი. ქვედა
ნაწილი შიშველი, ზედა – შებუსული და შავი ჯირკვლებით
მოფენილი. ფოთლები კენტფრთისებურია, 5-8 წყვილი
გვერდითი ფოთოლაკით. ფოთოლაკები მჯდომარეა, მოგ­
რძო ან ელიფსურლანცეტა, კიდეზე წყვილხერხკბილა,
ქვედა მხარეზე ხუჭუჭა ბეწვით შებუსული. ყვავილედი კენ­
წრული მტევანია, შებუსული და ჯირკვლოვანი. გვირგვი­
ნის ფურცლები მოვარდისფრო-იისფერია, უფრო მუქი
ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება ქვიან და კლდოვან
ფერდობებზე, ბუჩქნარებში. ძირითადად, აღმოსავლეთ
საქართველოშია გავრცელებული. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას და ირანს.
752

Populus nigra L. – შავი ვერხვი


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
30 მ-მდე სიმაღლის ხეა. მოკლე ყლორტების ფოთლები
ფართო კვერცხისებურ-სამკუთხაა ან რომბის ფორმის,
ქვემოდან უფრო მკრთალი მწვანეა, კიდეებზე – წვრილ­
კბილა. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება დაბლობიდან მთის შუა
სარტყლამდე. იზრდება მდინარეების გაყოლებით, ხევე­
ბსა და ტყისპირა ადგილებში. საქართველოში ცნობილია
აფხაზეთში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. გავრცელე­
ბის საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და
სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას.

Populus tremula L. – მთრთოლავი ვერხვი


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
დიდი ზომის ხეა – 30 მ-მდე სიმაღლის. მოკლე ყლორტე­
ბის ფოთლები მომრგვალოა ან მომრგვალოკვერცხი­
სებური. ფოთლის ყუნწი ხშირად ფირფიტაზე გრძელია.
წაგრძელებული ყლორტების ფოთლები დიდი ზომისაა,
ფართო – კვერცხისებური. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთის
ქვედა სარტყლიდან ზედა სატყლამდე მდინარეთა ნაპი­
რებზე, ნაკაფებში, ტყეში და გაშიშვლებულ ფერდობებზე.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილო და ცენ­
ტრალურ ევროპას, მცირე და შუა აზიას.
754

Populus x canescens (Aiton) Sm. – ხვალო


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
40 მ სიმაღლის ხეა. გრძელი ყლორტების ფოთლები დიდი
ზომისაა, 3-5-ნაკვთიანი. ნაკვთები დაკბილულია, ზემოდან
მუქი მწვანეა, ქვემოდან ქეჩისებური შებუსვით ხასიათდება.
ძველი ტოტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებურია.
კიდეებზე ამოკვეთილ მსხვილკბილა. ფოთლის ყუნწი ხში­
რად ფირფიტაზე გრძელია. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე გავრცე­
ლებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება
მდინარეების გაყოლებით, ხევებსა და ტყისპირებში.
გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალია კავკასია და მცირე აზია. თანამედროვე
ბოტანიკური ნომენკლატურის მიხედვით Populus alba-ს და
Populus tremula-ს ბუნებრივ ჰიბრიდს წარმოადგენს.

Salix caprea L. – მდგნალი


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
6-10 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ერთწლიანი ტოტები მო­
რუხოა. ფოთლები დიდია, ფართო, ელიფსური, ზედა
მხრიდან შიშველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე ქეჩისებური
შებუსვის გამო ლეგა ფერისაა, კიდეები დაკბილულია.
კვირტები დიდი ზომისაა, იშლება გაფოთვლამდე. ყვ.
ნაყ. IV-V. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე
ტყისპირებში, ხევებში, რუებისა და არხების გაყოლებით.
გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპასა და შუა
აზიას.
756

Salix caucasica Andersson – კავკასიური


ტირიფი
ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
0,5-1,5 მ სიმაღლის ტანბრეცილი ბუჩქია. ნორჩი ტოტები
სუსტადაა შებუსული, ძველი – შიშველია, მუქი მურა ან
თითქმის შავი ფერის. ფოთლები უკუკვერცხისებურია,
მოგრძოელიფსური ან ხაზურლანცეტა. ყვავილთანური
ქერქლები წითურია, უკუკვერცხისებური. ყვ. ნაყ. V-VI.
იზრდება ტენიან ადგილებში ტყის ზედა და სუბალპურ სა­
რტყლებში, 1500-2400 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ზოგ­
ჯერ ჩამოდის დაბლაც. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში, ასევე – კავკასიასა და მცირე აზიაში. კა­
ვკასიის ეკორეგიონის ენდემია.

Salix pseudomedemii E. Wolf


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
3-4 მ სიმაღლის ბუჩქია. ტოტები რუხი ან ყვითელქეჩისე­
ბური შებუსვითაა. კვირტები ძალიან დიდი ზომისაა – 8-9
მმ-მდე სიგრძის. ფოთლებიც დიდი ზომისაა – 15 სმ-მდე
სიგრძისა და 4-5 სმ სიგანის, ფართოუკულანცეტასებური.
მჭადა ყვავილედები 3-4,5 სმ სიგრძისაა, მამრობითი გრძე­
ლყუნწიანია, მდედრობითი – თითქმის მჯდომარე. ყვ. ნაყ.
III-IV. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყისპირა
ადგილებში, ხევების ფერდობებსა და რუების გაყოლებით.
გავრცელებულია მთელ საქართველოში, კავკასიასა და
მცირე აზიაში.
758

Salix triandra L. – სამმტვრიანი ტირიფი


ოჯახი: Salicaceae – ტირიფისებრნი
4-5 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ტოტები მოყვითალო –
მწვანე, წითელი ან მურა ფერისაა. ფოთოლი მოყვანი­
ლობით მოგრძოდან ხაზურლანცეტამდეა. ზემოდან მუქი
მწვანე ფერისაა, ქვემოდან უფრო მკრთალია. ყვ. IV-V.
ნაყ. VI. იზრდება მდინარეების, ნაკადულებისა და ტბების
ნაპირებზე დაბლობიდან დაწყებული 1300-1800 მ-მდე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას,
ირანს, მცირე და შუა აზიას.

Thesium arvense Horv.


ოჯახი: Santalaceae – სანდალოზისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს 10-30 სმ სი­
მაღლის მრავალი ღერო, სწორი, (იშვიათად – თითქმის
გართხმული), შუა წელიდან დატოტვილი, დაღარული და
ხაოიანი. ფოთოლი ხაზურია, მახვილწვერიანი, კიდეებზე
ხაოიანი, სიგრძით – 4 სმ-მდე, სიგანით – 1,5 მმ-მდე. ყვა­
ვილედი მტევანია, გვერდზე გადაწეული და ირიბად ზევით
აღმართული. ყვავილი თეთრი ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-VIII.
იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე
მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ველებზე, ტყეებსა და
მდელოებზე. სპორადულად გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, შუა
აზიას.
760

Viscum album L. – ფითრი


ოჯახი: Santalaceae – სანდალოზისებრნი
50 სმ-მდე სიმაღლის მოყვითალო მწვანე ფერის ბუჩქია.
ღერო შიშველია, დიქოტომიურად (ორად) დატოტვილი.
ფოთოლი არ სცვივა, ტყავისებურია, ხორცოვანი, ლა­
ნცეტა ან მოგრძოელიფსური, 5-6 პარალელური ძარღ­
ვით, ძირისკენ წარზიდული, თავში ბლაგვი. 5-6 ყვავილი
ერთად არის შეკრებილი ტოტების კენწეროზე და ღეროს
ორკაპებში. ყვ. ნაყ. II-VII. იზრდება მთის ქვედა და შუა
სარტყლებში. პარაზიტობს ფოთლოვან, მერქნიან მცე­
ნარეებზე, ხეხილზე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
ჩრდილო და ცენტრალურ ევროპას, შუა და მცირე აზიას.

Acer campestre L. – ჩვეულებრივი


ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი
ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
15-20 მ სიმაღლის ხეა.ფოთლები 5-ნაკვთიანია, 4-8 სმ
სიგრძისა და 4-10 სმსიგანის. ორივე მხარეს პრიალა,
ზედა მხარეს -უფრო მუქი. ფოთლის ნაკვთები ბლაგვია
ან ოდნავ ბლაგვწვერიანი. ნაკვთებიც ზოგჯერ დანაკვთუ­
ლია. ყვავილედი ფარისებური მტევანია, იშლება ფოთლე­
ბის გამოტანის დროს ან ოდნავ გვიან. ნაყოფის ფრთები
2-3,5 სმ სიგრძისაა, ჰორიზონტალურად გადაშლილი
და ბოლოსკენ ოდნავ აშვერილი. ყვ. IV-V, ნაყ. VIII-X. იზ­
რდება მუხნარ, რცხილნარ და წაბლნარ ტყეებში,იშვიათია
წიფლნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, თით­
ქმის მთელ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
762

Acer cappadocicum Gled.= Acer laetum


C.A.Mey. – ქორაფი
ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
15-30 მ სიმაღლის ხეა. ფოთლები თხელია, 6-15 სმ სიგრ­
ძისა და 8-15 სმ სიგანის, 5-7 -ნაკვთიანი. შიშველი ან ქვედა
მხარეზე, ძარღვების გაყოლებით ოდნავ შებუსული. ნაკ­
ვთები მოგრძო ან ფართოსამკუთხაა. წვერში მკვეთრად
არის გრძლად წაწვეტებული. კიდემთლიანი ან ტალღისე­
ბურკიდიანი. ყვავილედი ფარისებური მტევანია. ნაყოფის
ფრთები დიდია, ბლაგვი კუთხით ან თითქმის ჰორიზონტა­
ლურად გაშლილი.ყვ.V. ნაყ. VIII-IX. იზრდება მთის შუა და
ზედა სარტყლების ტყეებში ერთეულების ან მცირე ჯგუ­
ფების სახით. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე
აზიასა და ირანს.

Acer heldreichii subsp. Trautvetteri (Medw.)


A.E.Murray = Acer trautvetteri Medw. –
მაღალმთის ბოკვი.
ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
15-30 მ სიმაღლის ხეა, ფართოგუმბათისებური ვარჯით.
ფოთლები 5-ნაკვთიანია. ფირფიტის სიგრძე 9-14 სმ და 10-16
სმ სიგანის. ზედა მხარე მუქი მწვანეა, შიშველი. ქვედა მხარე
– მოლეგო ან მომწვანო გაფანტული შებუსვით, მოგვიანებით
შებუსვა რჩება ძარღვების კუთხეებში. ფოთლის ფირფიტა
ნახევრამდე ან ოდნავ ღრმად არის დანაკვთული. ნაკვთები
ოდნავ ქვემოთაა გადახრილი. შუა ნაკვთი და ზოგჯერ გვე­
რდითებიც დაკბილულია. ყვავილები ღია მომწვანო ფერი­
საა და შეკრებილია სწორად მდგომ ფარჩხატ, ფარისებურ
მტევნებში. იშლება ფოთლებთან ერთად. ნაყოფის ფრთები
მოწითალო და ურთიერთპარალელურად არის განლაგე­
ბული. ყვ. V-VI, ნაყ. VIII-IX. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ
სარტყლებში ერთეულების სახით. საქართველოში გავრცე­
ლებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
764

Acer monspessulanum subsp. ibericum


(M.Bieb.ex Willd.) Yalt. = Acer ibericum
M.Bieb. – ქართული ნეკერჩხალი
ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
8-12 მ სიმაღლის ხეა. ნორჩი ყლორტები მოთეთრო მეჭეჭე­
ბით არის მოფენილი. ფოთლები 3-ნაკვთიანია, ოვალური
ან კვერცხისებური, კიდემთლიანი, ტყავისებური, ზედა მხა­
რეზე პრიალა, ქვედა – მოლეგო. ფოთლის ფირფიტა 3-7
სმ სიგრძისაა და 9-10 სმ სიგანის. ყვავილედი დაკიდებული
ფარჩხატი ფარია. იშლება ფოთლების გამოტანის დროს
ან უფრო ადრე. ნაყოფის ფრთები თითქმის პარალელუ­
რად არის განლაგებული ან მახვილად გადაშლილი. ყვ.
IV-V. ნაყ.VII-IX. იზრდება ქვიან ფერდობებზე. მეჩხერ, ფა­
რთოფოთლოვან ტყეებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია
კახეთში, ქვემო ქართლსა და თრიალეთში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, მცირე აზი­
ასა და ჩრდილო ირანს. შესულია საქართველოს წითელ
ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

Acer platanoides L. – ლეკა


ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
20-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მომურო-ნაცრისფერი ქერქით.
ფოთლები მოყვანილობით გულისებურ-მომრგვალოა,
ჩვეულებრივ 5-7, იშვიათად – თითქმის 3-ნაკვთიანი, 8-20
სმ სიგრძისა და 10-25 სმ სიგანის. ქვედა მხარე ღია ფე­
რისაა და პრიალა, ორივე მხარე შიშველი. ყვავილები 6-8
მმ დიამეტრისაა, მომწვანო-ყვითელი. ნაყოფის ფრთები
დიდი ზომისაა, ბლაგვი კუთხით გაშლილი. ყვ.V, ნაყ.VII-IX.
იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე –
ფოთლოვან ტყეებში ერთეული ხეების ან პატარა ჯგუფების
სახით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალია კავკასია, ევროპა, მცირე
აზია და ირანი.
766

Acer pseudoplatanus L. – მთის ბოკვი


ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
35-40 მ-მდე სიმაღლის ხეა, გუმბათისებურვარჯიანი სწორი
ღეროთი და მონაცრისფრო-მურა ქერქით. ნორჩი ყლო­
რტები შიშველია, მომრგვალო მეჭეჭებით მოფენილი.
ფოთლები დიდი ზომისაა, მოყვანილობით მომრგვა­
ლოგულისებური, 5-ნაკვთიანი. ზედა მხარე მუქი მწვანე,
შიშველი, ქვედა მოლეგო-მურა. ყვავილები მოყვითალო­
-მწვანეა, შეკრებილი წაგრძელებულ ვიწრო მტევნებში.
ნაყოფის ფრთები მახვილია ან სწორი. ყვ.V-VI, ნაყ. IX-X.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში ფართოფოთ­
ლოვან და მუქწიწვიან ტყეებში ერთეული ან მცირე ჯგუფე­
ბების სახით. გავრცელებულია, ძირითადად, დასავლეთ
საქართველოსა და კახეთში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, მცირეაზიას.

Acer velutinum Boiss. – ბოკვი


ოჯახი: Sapindaceae – საპინდასებრნი
დიდი ზომის, 40 მ-მდე სიმაღლის ხეა, ფართო ვარჯით.
ფოთლები 5-ნაკვთიანია, 10-15 სმ სიგრძისა და ამავე სი­
განის ფირფიტით; მათი ზედა მხარე მუქი მწვანეა, შიშვე­
ლი,ქვედა უფრო ღიაა, ძირითადად, ხავერდისებური
შებუსვით. ფოთლის ნაკვთები მახვილწვერიანია, არათა­
ნაბრად ბლაგვკბილა. სამი შუა ნაკვთი კვერცხისებურია,
ქვედები განუვითარებელია. ყვავილები შეკრებილია დიდი
ზომის საგველა ყვავილედებში. ყვავილები პატარა ზომი­
საა, მოყვითალო მწვანე, იშლება ფოთლებთან ერთად.
ნაყოფის ფრთები სწორი კუთხით არის გაშლილი.ყვ: IV-
V, ნაყ.VIII-IX. გავრცელებულია ჭალის ტენიან ტყეებში.
საქართველოში გავრცელებულია კახეთში. გავრცელების
საერთო არეალია სამხრეთკავკასია და ირანი. კავკასიის
ეკორეგიონის ენდემია.
768

Saxifraga cymbalaria L. – ფხიჯა


ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-50 სმ.
ღერო დატოტვილია, სწორი ან წამოწეული, ჯირკვლო­
ვანი შებუსვით. ქვედა ფოთლები თირკმლისებურია ან
მომრგვალო, 3-9-ნაკვთიანი. ზედა ფოთლები უკუკვერცხი­
სებურია. გვირგვინი ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება
ტენიან ადგილებში, რუების ნაპირებსა და კლდეებზე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
– აღმოსავლეთ ევროპას, ჩრდილო აფრიკას, მცირე აზიას,
სირიასა და ირანს.

Saxifraga exarata Vill.


ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ქმნის მეტ-ნა­
კლებად მჭიდრო კორდებს. ყლორტები სქლადაა შეფოთ­
ლილი. ფოთლები სოლისებურია, 3-5-ად დაყოფილი,
ნაკვთები ბლაგვია. ყვავილედი ფარისებურია და 4-10 –
ყვავილიანი. გვირგვინის ფურცლები თეთრია, ჯამის ფოთ­
ლებს 2-3-ჯერ აღემატება. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ალპურ
სარტყელში კლდეებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე
აზიას.
770

Saxifraga juniperifolia Adams


ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მკვრივკორდი­
ანი. ძირის ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, უხეში, სამწახ­
ნაგოვანი, წვეტიანი და კიდედაკბილული. ღეროსეული
ფოთლები ლანცეტაა. ყვავილედი მტევნისებურია, გვირ­
გვინი – ყვითელი. ყვ. ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის ზედა, სუ­
ბალპური და ალპური სარტყლების ტენიან ადგილებში
და კლდეებზე. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, ჩრდილო
– დასავლეთ მცირე აზიას.

Saxifraga paniculata Mill. = Saxifraga


cartilaginea Willd.
ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები რო­
ზეტულია, სქელი, ხორცოვანი, ლანცეტა ან ენის ფორმის,
კიდეებზე ბასრკბილებიანი. ღერო 10-25 სმ სიგრძისაა,
სუსტად არის შეფოთლილი, შებუსულია, ყვავილედი სა­
გველაა. გვირგვინი თეთრი, ვარდისფერი ან მეწამულია.
ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ
სარტყლამდე სველ კლდეებსა და ქვიან ადგილებში. გა­
ვრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და
ჩრდილო ირანს.
772

Saxifraga paniculata Mill. = Saxifraga


kolenatiana Regel
ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-25 სმ
სიმაღლისაა, ჯირკვლოვან -ბუსუსიანი, ღეროსეული ფოთ­
ლები ცოტაა, პატარა ზომის. ფოთლები ფესვის ყელთან
როზეტადაა შეკრებილი, მოგრძოლანცეტა ან ენისებური
ფორმის. ყვავილედი საგველასებურია, ჯირკვლოვან
– ბუსუსიანი. გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია ან
მეწამული. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლი­
დან ალპურ სარტყლამდე კლდეებზე, ქვიან ადგილებში.
გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების
საერთო არეალია კავკასია და ჩრდილო – აღმოსავლეთ
მცირე აზია.

Saxifraga rotundifolia L.
ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
20-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო სწორად მდგომია. ფოთლები – სქელი და
ოდნავ ტყავისებური, ქვედა ფოთლები როზეტადაა შე­
კრებილი, მოხაზულობით მომრგვალოთირკმლისებური.
ყვავილედი მრავალყვავილიანია, ფარჩხატი. გვირგვი­
ნის ფურცლები თეთრია ან ოდნავ მოვარდისფრო და მე­
წამული ფერის წერტილებით მოფენილი.ყვ. ნაყ. V-VIII.
იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე
– უპირატესად ტყეებში, ზოგჯერ გვხვდება კლდეებზე და
დაჩრდილულ ადგილებში. გავრცელებულია მთელ სა­
ქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
კავკასიას, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და
ჩრდილო ირანს.
774

Saxifraga sibirica L.
ოჯახი: Saxifragaceae – ფხიჯასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-20
სმ. ღერო წამოწეულია ან სწორი, ჯირკვლოვანი შებუსვით.
ქვედა ფოთლები გულის მსგავსად მომრგვალოა, 7-9 –
ნაკვთიანი. ზედა ფოთლები თირკმლისებურია, 7-9-ნაკ­
ვთიანი. ყვავილედი საგველაა, გვირგვინი – თეთრი. ყვ.
ნაყ. VI-VII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან ალპურ სა­
რტყლამდე ქვიან ადგილებში, კლდეებზე, მორენებზე.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავ­
რცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას, ერაყს, ირანს, შუა და აღმოსავლეთ
აზიას.

Scrophucephalus minimus (M. Bieb.) A.P.


Khokhr.= Scrophularia minima M. Bieb. –
შავწამალა
ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
3-13 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
შეფერილობით – იისფერი. ღერო მარტივია. ფოთლები
ყუნწიანია, მთლიანი, კიდეებზე ორმაგად დაკბილული,
ფორმით კვერცხისებური. ყვავილედი კენწრული თავაკია.
გვირგვინი ვარდისებურ -მეწამულია. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზ­
რდება ალპურ სარტყელში – მორენებზე, ჩამონაზვავებზე.
ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და
რაჭა-ლეჩხუმში. გავრცელებულია დიდი კავკსიონის ქედზე
– მისი ენდემია.
776

Scrophularia lateriflora Trautv. – შავწამალა


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
25-90 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. შეფერილობით – ლეგა მწვანე. ღერო მარტივია,
იშვიათი დატოტვის, შიშველი. ფოთლები მოპირისპირეა,
თითქმის მჯდომარე, მთლიანი, კიდე დაკბილული, ფორ­
მით მოგრძოლანცეტა. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად
ქოლგა, გვირგვინი ღია მწვანე ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე –
ტენიან ადგილებში, სველ კლდეებზე, მდინარის ნაპირებზე.
საქართველოში ცნობილია სვანეთში, აღმოსავლეთ საქა­
რთველოს მთიანეთსა და კახეთში. გავრცელებულია დიდი
კავკასიონის ქედზე. კავკასიის ენდემია.

Scrophularia nodosa L. – შავწამალა


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
50-125 სმ სიმაღლის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა. ღერო სწორია, მარტივი ან დატოტვილი, ზედა
ნაწილში შებუსული. ფოთლები მოპირისპირეა, მოკლე­
ყუნწიანი, მთლიანი, კიდე დაკბილული, ფორმით მოგ­
რძოკვერცხისებური. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად
ქოლგა, გვირგვინი მოყავისფრო – მწვანე ფერისაა. ყვ.
ნაყ. V-VII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში. სა­
ქართველოში ცნობილია ყველგან, გარდა სამხრეთ სა­
ქართველოსი. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
თითქმის მთელ კავკასიას, ევროპას, მცირე და შუა აზიას,
ციმბირსა და ჩრდილო ამერიკის ჩრდილო ნაწილს.
778

Scrophularia rupestris M.Bieb.ex Willd. –


შავწამალა
ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
10-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, შეფერილობით – მუქი ფერის. ღერო მრავალია, სწო­
რად მდგომი ან წამოწეული, მარტივი, იშვიათი დატოტვით,
შებუსული. ფოთლები მოპირისპირეა, თითქმის მჯდომარე,
მთლიანი, კიდე დაკბილული, ფორმით – მოგრძოკვერცხი­
სებური. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად ქოლგა, გვირ­
გვინის ზედა ტუჩი ან გვირგვინის ნახევარი ვარდისფერია.
ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლამდე – კლდე­
ებზე. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად,
თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს მთელ კავკასიას, აღმოსვლეთ ევროპასა და
მცირე აზიას.

Verbascum formosum Fisch.ex Schrank


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 25-75 სმ.
შებუსული მონაცრისფრო -ქეჩისებური ბეწვით, ღერო სწო­
რია, მარტივი ან ზედა ნაწილში დატოტვილი, ფოთლები
შებუსულია თეთრ – მონაცრსიფრო სქელი ბეწვით. ქვედა
ფოთლები გრძელყუნწიანია, კვერცხისებური ან მოგრძო
– კვერცხისებური, მთლიანი ან ოდნავ დანაკვთული, კი­
დეებზე დაკბილული; ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა
და თითქმის ჩამოზრდილია ღეროზე. ყვავილედი ხშირი
თავთავია, გვირგვინი ყვითელია, ხახის გარშემო იისფერი
მოხატულობით; მტვრიანათა ძაფები მოშავოა. ყვ. ნაყ. VI-
VII. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან შუა სარტყლამდე
მშრალ, ქვიან და კლდოვან ადგილებში. საქართველოში
გვხვდება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. გავრცე­
ლებულია თითქმის მთელ კავკასიაში. კაკასიის ენდემია.
780

Verbascum oreophilum C. Koch


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 60-120
სმ. შებუსული, ღერო სწორია, ზედა ნაწილში – დატოტვილი,
ფოთლების ზედა მხარე – მწვანე, ქვედა მეტ-ნაკლებად შე­
ბუსულია. ფესვთანური და ქვედა, ღეროსეული ფოთლები
ყუნწიანია – წაგრძელებული ან უკუკვერცხისებური, კიდე­
ებზე მრგვალკბილა. ღეროსეული ფოთლები ყუნწიანია,
ზედა ფოთლები – მჯდომარე. ყვავილედი დატოტვილი
საგველაა, გვირგვინი ყვითელია, მტვრიანათა ძაფები იის­
ფერია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან
ზედა სარტყლამდე ქვიან ფერდობებზე, ცნობილია აღმო­
სავლეთ და სამხრეთ საქართველოდან. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს სამხრეთ-აღმოსვლეთ კავკასიასა
და ახლო აღმოსავლეთს.

Verbascum orientale (L.)All. = Celsia


orientalis L.
ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 20-70 სმ,
სწორად მდგომი, შებუსული. ღერო ზედა ნაწილში და­
ტოტვილია, შეფოთლილი. ფოთლები ყუნწიანია, მოგ­
რძო – ოვალური ფორმის. ქვედა ღეროსეული ფოთლები
ფრთისებურად განკვეთილია და ხერხკბილა. ღეროსეული
ფოთლები – მჯდომარე, ფრთისებურად ან ორჯერფრთი­
სებურად დანაკვთული. ყვავილედი მეჩხერი მტევანია,
გვირგვინი – ყვითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. გავრცელებულია
მშრალ, თიხნარ-ქვიან ადგილებში, კლდოვან ფერდო­
ბებზე, ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია
აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკა­
სიას, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპას, ყირიმსა და ახლო
აღმოსავლეთს.
782

Verbascum phoeniceum L. -ქერიფქლა


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
ორწლიანი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შე­
ბუსული, ღერო სწორია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი.
ფოთლები შებუსულია, ფესვთანური ფოთლები როზეტუ­
ლია, რომბის, კვერცხის ან გულის ფორმის, კიდეებზე დაკ­
ბილული. ღეროსეული ფოთლები პატარაა, ჯირკვლოვანი
შებუსვით. ყვავილედი ფარჩხატი მტევანია. გვირგვინი იის­
ფერია ან მოწითალო, მტვრიანათა ძაფები იისფერია. ყვ.
ნაყ. V-VIII. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე
მდელოებზე, საძოვრებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებუ­
ლია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არე­
ალი მოიცავს კავკასიას, ევროპასა და შუა აზიას.

Verbascum pyramidatum M.Bieb.


ოჯახი: Scrophulariaceae – შავწამალასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე – 40-200 სმ.
შებუსული მონაცრისფრო ბანჯგვლიანი ბეწვით, ღერო
სწორია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი, ფოთლები
შებუსულია თეთრ – მონაცრისფრო სქელი ბეწვით. ფე­
სვთანური ფოთლების ყუნწები ფრთიანია, ღეროსეული
ფოთლები მჯდომარეა, ჩამოზრდილია ღეროზე და ყუ­
რაკებით ხასიათდება, ფორმით ფართოლანცეტასებური­
დან ფართოუკუკვეცხისებურამდე. ყვავილედი ფარჩხატი
თავთავია, გვირგვინი ყვითელია, მტვრიანათა ძაფები­
იისფერია, მოწითალო ან მოთეთრო. ყვ. ნაყ. VI-VII. იზ­
რდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე,
მშრალ, ქვიან და კლდოვან ადგილებში, მშრალ მდელო­
ებსა და ტყისპირა ადგილებში, იშვიათად – ეზოებში. გავ­
რცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა
და ახლო აღმოსავლეთს, მდინარე ინდამდე.
784

Ailanthus altissima (Mill.)Swingle –


ხემყრალა
ოჯახი: Simaroubaceae – ხემყრალასებრნი
20 მ-მდე სიმაღლის ხეა, გაფარჩხული ვარჯით. ნორჩი
ყლორტები სუსტად არის შებუსული, მოყვითალო – ყავის­
ფერია. ქერქი ღია ნაცრისფერია. ფოთლები, ჩვეულებ­
რივ, კენტფრთართულია.ფოთოლაკები ოვალურლანცეტა
ფორმისაა ან კვერცხისებურლანცეტა. ყვავილები შეკრე­
ბილია საგველა ყვავილედებად. გვირგვინი მომწვანო
– მოყვითალო ფერისაა. ყვ.V, ნაყ. VII-VIII. იზრდება და­
ბლობისა და მთის ქვედა სარტყლის მდინარეთა ნაპი­
რებზე, გზისპირებზე, ხრიოკ და კლდოვან ფერდობებზე,
ჩამონაზვავებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გაველურებულია. გავრცელების საერთო არეალი მოი­
ცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და აღმოსავლეთ
აზიას, ამერიკას.

Smilax excelsa L. – ეკალღიჭი


ოჯახი: Smilacaceae – ეკალღიჭისებრნი
ეკლებიანი, მცოცავი ლიანა ბუჩქია. ღერო გრძელია, და­
კლაკნილი, ოდნავ წახნაგოვანი და წახნაგებზე ეკლიანი.
ფოთლები წაწვეტებულია, სამკუთხაკვერცხისებური ან
მომრგვალოკვერცხისებური, ფუძე – გულისებური, რკა­
ლური დაძარღვით; დამახასიათებელია ორი ულვაში,
ქოლგა ყვავილედი 4-10 – ყვავილიანია. ყვავილსაფარი
მომწვანო -მურა ფერისაა. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთისწი­
ნებზე და ტყის სარტყელში,სადაც ქმნის გაუვალ რაყებს;
ტყის კლდეღორღიან, კირქვიან ეკოტოპებზე, აგრეთვე
ჭაობიან ტყეებში, კირქვიან კლდეებზე. გავრცელებულია
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს მთელ კავკასიას, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და
ახლო აღმოსავლეთს.
786

Atropa belladonna subsp. caucasica (Kreyer)


Avet. – შმაგა
ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა სქელია
და დატოტვილი. ღერო სწორად მდგომი. შიშველი. სიმა­
ღლე – 1-3 მ. ფოთლები კვერცხისებურია. კიდემთლიანი,
ყუნწში შევიწროებული, ყვავილები იღლიურია, მარტო­
ული ან ორ-ორი. გვირგვინი იისფერ-მურაა, მღვრიე ყვი­
თელი ფერის მილით. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება მთის შუა
სარტყლის ტყეებში, ნაკადულების ნაპირებზე, ხშირ ბუჩ­
ქნარებში. ზოგჯერ ქმნის რაყას. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი
მოიცავს კავკასიას. კავკასიის ენდემია

Datura stramonium L. – ლემა


ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-120
სმ. ფოთლები დიდი ზომისაა, კვერცხისებური, ზედა მხარე
მუქი მწვანე, ქვედა – შედარებით ღია. ყვავილები მარტო­
ულია, დიდი ზომის, თეთრი, გადანაღუნი წაწვეტებულია.
ნაყოფი ეკლებით დაფარული კოლოფია. ყვ. ნაყ. VI-X.
დაბლობის მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებში,
ბოსტნებსა და გზისპირა მიდამოებში. გავრცელებულია
თითქმის მთელ საქართველოში. სახეობა თითქმის კოს­
მოპოლიტურია.
788

Hyoscyamus niger L. – ლენცოფა


ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80სმ ღერო სწო­
რად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი
ბეწვით. ფოთლები ფრთისებურ ამოკვეთილნაკვთიანია.
ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნის, ზედა ფოთ­
ლები ღერომხვევია. გვირგვინი მღრიე ყვითელი ფერისაა,
ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ.
VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ
ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. ფართოდ არის გავრცე­
ლებული მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს თითქმის მთელ ჩრდილო ნახევარსფე­
როს.

Lycium barbatum Thunb. – სობისურა


ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
ძლიერ დატოტვილი ბუჩქია, სიმაღლე – 1-2,5 მ. ტოტები
რკალივით არის მოხრილი, ეკლიანი ან უეკლო, ფოთ­
ლები მოგრძოლანცეტასებური, ყვავილები იღლიური,
მარტოული ან ორ-ორი, შეფერილობით იისფერი ან ვა­
რდისფერი. ნაყოფი მრავლთესლიანი კენკრაა. ყვ. ნაყ.
V-IX. იზრდება მშრალ, ღია ადგილებში, გზისპირებზე. სა­
ქართველოში გავრცელებული შიდა და ქვემო ქართლსა
და კახეთში. გაველურებულია. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევრაზიას და ჩრდილო
აფრიკას.
790

Physalis alkekengi L. – ონტკოფა


ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცე­
ნარეა, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი.
ფოთლები ყუნწიანია, მორიგეობით ან მოპირისპირედ
განლაგებული, გულის ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის.
ყვავილები მოთეთროა, მარტოული, იღლიური. ნაყოფი
კაშკაშა ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება ტყეებში,
ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებში, მდინარის პირებზე. ცნო­
ბილია თითქმის მთელ საქართველოში.გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს ევროპას და აზიის დიდ ნაწილს.

Physalis peruviana L.
ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
100 სმ მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. სწორად მდგომი, დატოტვილი. ფოთლები ყუნწიანია,
მთლიანად შებუსული, მორიგეობით განლაგებული, გუ­
ლის ფორმის, დიდი ზომის, დაკბილული ან კიდემთლიანი.
ყვავილები მღვრიე ყვითელია, შიდა მხარეს 5 იისფერი
ლაქით, მარტოული, იღლიური. ნაყოფი კაშკაშა ნარინ­
ჯისფერია. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება რუდერალურ და ტენიან
ადგილებში, ცნობილია აფხზეთში, აჭარასა და კახეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ ამერი­
კის აღმოსვლეთ ნაწილს. გზადმოყოლილი მცენარეა.
792

Solanum americanum Mill. = Solanum nigrum


L. – ძაღლყურძენა
ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
ერთწლიანი ბალახოვნი მცენარეა. ღერო სწორად მდგო­
მია დატოტვილი, წიბოებიანი, შებუსული ან შიშველი,
ფოთლები კვერცხისებური ან სამკუთხა, კიდედაკბილული
ან კიდემთლიანი. გვირგვინი თეთრი, პატარა, მტვრიანა –
ყვითელი, ნაყოფი – შავი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება რუდერა­
ლურ ადგილებში, ბაღებში, ბოსტნებში, ფართოდ არის
გავრცელებული მთელ საქართველოში. გავრცელების სა­
ერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ევროპასა და
თითქმის მთელ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას.

Solanum pseudopersicum Pojark. –


ხებალახა
ოჯახი: Solanaceae – ძაღლყურძენასებრნი
ძლიერ დატოტვილი, მხოხავი ბუჩქია.სიმაღლე 3 მ-მდეა.
ფოთლები ყუნწიანია, მოგრძო – კვერცხისებური, კიდემ­
თლიანი. ყვავილედი დაკიდებული, ქოლგისებური საგვე­
ლაა. გვირგვინი სოსანია. ყვ. ნაყ. VI-X. იზრდება ტენიან
ხეობებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ
საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს
მთელ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას, ახლო აღმოს­
ვლეთს, შუა და აღმოსავლეთ აზიას.
794

Staphylea pinnata L. – ჩვეულებრივი


ჯონჯოლი
ოჯახი: Staphyleaceae – ჯონჯოლისებრნი
ბუჩქია ან პატარა ხე, სიმაღლით 5 მ-მდე. ტოტები მოყვი­
თალო – მურა ფერისაა, ყლორტები – შიშველი და
მწვანე. ფოთლები კენტფრთისებურია, 5-7-ფოთოლაკი­
ანი. ფოთოლაკები მოგრძოელიფსურია, ნაწილობრივ
– ბასრხერხკბილა, ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა – მო­
ლეგო-მწვანე. ყვავილედი მტევანია ან საგველა. გვირ­
გვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ.IV-V,
ნაყ.VII-VIII. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში. იზ­
რდება ტყეებში, ნოყიერ და ქვიან სუბსტრატზე. საქართვე­
ლოში სპორადულად არის გავრცელებული. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამ­
ხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

Tamarix ramosissima Ledeb. – იალღუნი


ოჯახი: Tamaricaceae – იალღუნისებრნი
5 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. ქერქი მოწითალოა, ტო­
ტები – შიშველი, მოლეგო. ფოთლები მჯდომარეა, კვე­
რცხისებური ან ხაზურლანცეტა, ნახევრად ღერომხვევი,
ძირითადად, ზურგზე ქედით. ყვავილედი მტევანია, კენ­
წრული. ეს ყვავილედები, თავის მხრივ, შეკრებილია დიდი
ზომის საგველა ყვავილედებში. გვირგვინი პატარაა, ვა­
რდისფერი ან თეთრი, ოდნავ საგრძნობი სასიამოვნო
სუნით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ქვიშნარ და თიხნარ ადგი­
ლებში, რიყნარებზე, მდინარეთა ნაპირებზე, ჭალის ტყე­
ებში. საქართველოში გავრცელებულია კახეთში, აჭარაში,
შიდა ქართლში, ქვემო ქართლში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და შუა აზიას.
796

Daphne caucasica Pall. – კავკასიური


მაჯაღვერი
ოჯახი: Thymelaeaceae – მაჯაღვერისებრნი
ბუჩქია. ღერო 2 მ-მდე სიმაღლისაა, წვრილი მუქი ნაც­
რისფერი ქერქით, ნორჩი ტოტები მუქი მეწამული ქერქი­
თაა, შიშველი. ფოთლები მოგრძოლანცეტა ან ლანცეტა,
მჯდომარე და შიშველი, ზედა მხარე მწვანე, ქვედა – მო­
ლეგო. ყვავილები თეთრია, სურნელოვანი, შეკრებილია
15-20-ყვავილიან კენწრულ თავაკებად. ნაყოფი შავია.
ყვ.V-VI, ნაყ.VII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში.
გავრცელებულია შიდა ქართლსა და კახეთში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და
მცირე აზიას.

Daphne glomerata Lam. – წიბა


ოჯახი: Thymelaeaceae – მაჯაღვერისებრნი
50 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ღერო შიშველია, მურა ნაც­
რისფერი ქერქით, ძირიდანვე დატოტვილი, ტოტები წა­
მოწეულია, მარტივია ან ორთითასებურად დატოტვილი.
ფოთლები მოგრძოლანცეტაა ან ნიჩბისებური, მჯდომარეა
და თავმოყრილი ტოტების ბოლოებზე. ყვავილები სურ­
ნელოვანია, 3-16 ყვავილი ერთად კონებად არის შეკრე­
ბილი. ყვავილსაფარი გარედან ვარდისფერია, შიგნიდან
– თეთრი. ყვავილსაფრის ნაკვთები ლანცეტაა, ნაყოფი-წი­
თელი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება სუბალპური და ალპური
სარტყლების მდელოებზე და ბუჩქნარებში, ძლიერ გაძო­
ვებულ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ აზიას.
798

Daphne mezereum L. – მაჯაღვერი


ოჯახი: Thymelaeaceae – მაჯაღვერისებრნი
ბუჩქია. ღერო 0,5-1 მ-მდე სიმაღლისაა, ზემოთ აღმა­
რთული ტოტებითა და მოყვითალო-ყომრალი ქერქით.
ნორჩი ტოტები მიტკეცილშებუსულია. ფოთლები მორი­
გეობით არის განლაგებული, 3-8 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ
სიგანის, მოგრძოუკულანცეტა. ყვავილები ვარდისფერია,
სურნელოვანი, შეკრებილია 3-5-ყვავილიან კონებად. ნა­
ყოფი წვნიანია, წითელი ფერის. ყვ. III-IV, ნაყ. VI-VIII. იზ­
რდება მთის შუა სარტყლიდან 2,500 მ-მდე ფოთლოვან და
წიწვიან, დაჩრდილულ და ტენიან ტყეებში. გავრცელებუ­
ლია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და
მცირე აზიას.

Daphne pontica L. – მელიქაური


ოჯახი: Thymelaeaceae – მაჯაღვერისებრნი
ბუჩქია. ღერო 1 მ-მდე სიმაღლისაა, შიშველი, სწორად
მდგომი, წვერი შეფოთლილი. ფოთლები ტყავისებურია,
დიდი ზომის, 5-6 სმ სიგრძისა და 1,5-3 სმ სიგანის, ფორ­
მით უკუკვერცხისებურ-ლანცეტა, მჯდომარე. ყვავილები
იღლიურია – 2-2 ან 3-3 ერთად. ყვავილსაფრის ნაკვთები
სქელია, ლანცეტა ფორმის, მოყვითალო-მომწვანო ფე­
რის. ყვ. ნაყ. IV-VIII. იზრდება ტყეებსა და სუბალპურ
ბუჩქნარებში. საქართველოში სპორადულად არის გავ­
რცელებული, უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამ­
ხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
800

Ulmus glabra Huds. – თელადუმა


ოჯახი: Ulmaceae – თელისებრნი
40-45 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით.ნორჩი ტო­
ტები მოწითალო-მურა ფერისაა.ფოთლები მოკლეყუნწია­
ნია, დიდი ზომის, 18 სმ-მდე სიგრძისა და 10 სმ სიგანის,
ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებური, წვერში გრძლად
წაწვეტებული, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარგვე­
რდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით,
ძლიერ ხაოიანი, კიდეზე ხერხკბილა. ყვ. ნაყ. III-V. იზ­
რდება მთის შუა სარტყელში ფართოფოთლოვან ტყეებში,
ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით.გა­
ვრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცე­
ლების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას,
ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას. შესულია
საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცე­
ნარე.

Ulmus minor Mill. – პატარა თელა


ოჯახი: Ulmaceae – თელისებრნი
25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი ფერის, გლუვი
ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა, ნო­
რჩობაში შებუსული, შემდეგ კი – შიშველი.ფოთლები
მოყვანილობით კვერცხისებური ან უკუკვერცხისებურია,
სიფრიფანა, 12 სმ სიგრძისა და 6 სმ სიგანის, კიდეზე ხერხ­
კბილა, ზემოდან შიშველი ან ხაოიან-წამწამისებურად ბე­
წვიანი, ღია მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი,
მეტწილად მოფენილია წითელი წერტილოვანი ჯირკვლე­
ბით, ფოთლის ყუნწი გრძელია. ყვავილები მოკლეყუნწი­
ანია და გვერდულ კონებადაა შეკრებილი. ყვ. ნაყ. III-IV.
იზრდება მშრალ ადგილებში – მუხნარებში, ტყის პირას,
აგრეთვე ჭალების ტერასებზე. გავრცელებულია თითქმის
მთელ საქართველოში. შესულია საქართველოს წითელ
ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე. გავრცელების
საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სა­
მხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
802

Zelkova carpinifolia (Pall.) K. Koch –


რცხილაფოთოლა ძელქვა
ოჯახი: Ulmaceae – თელისებრნი
25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მორუხო-მწვანე, სქელი,
მკვრივი ქერქით. ნორჩი ტოტები მუქი მურა ფერისაა.
ფოთლები მოყვანილობით მოგრძო კვერცხისებურია ან
ელიფსური, წაწვეტებული, თითქმის მჯდომარე ან მო­
კლეყუნწიანი, კიდეზე მახვილ ან მრგვლად ხერხკბილა.
ყვავილსაფარი მომურო ფერისაა, ოდნავ შებუსული, კვე­
რცხის ფორმის ნაკვთებით. ყვ. III, ნაყ. VIII-IX. იზრდება
ზღვისპირა დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში – ტე­
ნიან ტყეებში, მდინარეთა ნაპირებზე და ხეობების გაყო­
ლებით. საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოში,
იმერეთში, გურიასა და კახეთში. მცენარე შესულია საქა­
რთველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახე­
ობა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ
კავკასიას, მცირე აზიას, ირანს.

Parietaria judaica L.
ოჯახი: Urticaceae – ჭინჭრისებრნი
10-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო მრავალია, ძირში – გახევებული, მეტ-ნაკლებად
შებუსული. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებურია ან
ლანცეტასებური, 0,7-2 სმ სიგრძის, თითქმის ტყავისებური,
შებუსული და ხშირი მეჭეჭებით დაფარული. ყვავილედი
მრავალყვავილიანია. ყვავილსაფარი სიფრიფანაა, მი­
ლისებურ – ზარისებური. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება ხეობების
გაყოლებით, ღორღიან, კლდოვან გაშიშვლებებზე მთის
ზედა სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალია კავკასია, სამ­
ხრეთ ევროპა, შუა და მცირე აზია, ირანი.
804

Parietaria officinalis L.
ოჯახი: Urticaceae – ჭინჭრისებრნი
40-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა, ღერო სწორია, მეტწილად მარტოული, შემოსილია
ხშირი, წვრილი, მოთეთრო ბეწვით. ფოთლები დიდი ზო­
მისაა, 7-12 სმ სიგრძისა და 3-6 სმ სიგანის, მოგრძოკვე­
რცხისებური მოყვანილობის. ყვავილედი შედარებით
დიდი ზომისაა, მრავალყვავილიანი, დატოტვილი. ყვა­
ვილსაფარი მოყვანილობით ზარისებურია. ყვ. ნაყ. V-IX.
იზრდება ტენიან, ჩრდილიან ადგილებში და აგრეთვე
კლდის ნაპრალებში 500-2000 მ სიმაღლეზე. გავრცელე­
ბულია აფხაზეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და ჩრდილო
ევროპას, მცირე აზიას.

Viola alba Besser – თეთრი ია


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითა­
რებს გრძელ მიწისზედა ყლორტებს, ან ყლორტების გა­
რეშეა. ფოთლები როზეტულია, მუქი მწვანე, ოვალურ
– გულისებური, შებუსული, კიდეზე დაკბილული. თანა­
ფოთლები ლანცეტაა, ფოჩებიან -წამწამებიანი. გვირგვი­
ნის ფურცლები იისფერია ან თეთრი, სურნელოვანი ან
უსუნო. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება დაბლობიდან მთის ზედა
სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან
ფერდობებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას.
806

Viola arvensis Murray – ყანის ია


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
20 სმ – მდე სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენა­
რეა. ღერო დატოტვილია, სუსტად შებუსული. ქვედა ფოთ­
ლები პატარა ზომისაა, ნიჩბისებური. ფოთლების ქვედა
მხარე შებუსულია. ყუნწიანი შუა ფოთლები კვერცხის ფო­
რმისაა ან ელიფსური. თანაყვავილები ფრთისებურად
არის განკვეთილი. გვირგვინის სურნელოვანი ფურცლები
მუქი მოყვითალოა ან თეთრი. ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება და­
ბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე ტყეებში, ბუჩქნარებში
ბალახოვან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. გავ­
რცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საე­
რთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, მცირე აზიას.

Viola caucasica Kolenati


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
8-10 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო ორყვავილიანია. ფესვთანური და ღეროსეული
ფოთლები გრძელყუნწიანია, თირკმლისებური ფორმის,
კიდეებზე ხერხკბილა, შიშველი. თანაფოთლები პატარა
ზომისაა და კვერცხისებური. ყვავილები 1,5-2 სმ სიგრძი­
საა, უსუნო. გვირგვინის ფურცლები კაშკაშა ყვითელია. ყვ.
ნაყ: VI-VIII. იზრდება სუბალპურსა და ალპურ სარტყლებში
3000 მ-მდე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართვე­
ლოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
შუა აზიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევრო­
პას, აღმოსავლეთ აზიას.
808

Viola kitaibeliana Schult.


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
5-12 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ღერო სწორია, დატოტვილი და შებუსული წვრილი ბეწვით.
ღეროსეული ქვედა ფოთლები მომრგვალონიჩბისებურია,
შუა და ზედა ფოთლები კვერცხისებურია, მრგვალკბილე­
ბიანი ან ხერხივით დაკბილული. ყვავილები 0,5-0,8 სმ სი­
გრძისაა და უსუნო. გვირგვინის ფურცლები მოთეთროა ან
ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება სუბალპურ სარტყელში
მდელოებზე 1800 მ-მდე. გავრცელებულია იმერეთში,
მესხეთ – ჯავახეთში, კახეთში, ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენ­
ტრალურ და სამხრეთ ევროპას.

Viola minuta M. Bieb.


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
3-5 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ერთყვავილიანი, ივითარებს მხოხავ მიწისქვეშა ყლო­
რტებს. ფოთლები პატარა ზომისაა, მომრგვალო ან ელიფ­
სური, ძირში წაკვეთილი. ზედა ფოთლების თანაფოთლები
ფოთლისებურია, მომრგვალო ან ელიფსური. ყვავილები
1,5-2 სმ სიგრძისაა, უსუნო. ჯამის ფოთლები ლანცეტა ფო­
რმისაა. გვირგვინის ფურცლები ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება ალპურ სარტყელში ჩამონაზვავებზე 3000 მ-მდე.
გავრცელებულია სვანეთში, მთიულეთში, კახეთში, ფშავსა
და ხევსურეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.
810

Viola odorata L. – სურნელოვანი ია


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითა­
რებს გრძელ, მიწისზედა ყლორტებს, ან ყლორტების გა­
რეშეა. ფოთლები როზეტულია, მუქი მწვანე, მომრგვალო
ან ფართოკვერცხისებური, შებუსული ან შიშველი. კიდეზე
დაკბილული. თანაფოთლები ლანცეტაა ან კვერცხისე­
ბური, ფოჩებიანი. გვირგვინის სურნელოვანი ფურცლები
მუქი იისფერია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლო­
ბიდან მთის ზედა სარტყლამდე ტყეებში, ბუჩქნარებში,
ბალახოვან ფერდობებზე. გავრცელებულია მთელ საქა­
რთველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კა­
ვკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას.

Viola rupestris F. W .Schmidt


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
4-6 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ფესურა მოკლეა. ფესვთანური ფოთლები როზეტადაა შე­
კრებილი, მომრგვალოოვალურია ან გულისებური. ფოთ­
ლის ყუნწი შებუსულია. ღეროსეული ქვედა ფოთლები
ვიწროკვერცხისებურია. თანაფოთლები ლანცეტა ფორმი­
საა. ყვავილები პატარა ზომისაა – 1,5 სმ სიგრძის, უსუნო.
გვირგვინის ფურცლები იისფერია ან თეთრი. ყვ. ნაყ. VII-
VIII. იზრდება კლდოვან ადგილებში, ტყის, სუბალპურ
და ალპურ სარტყლებში. გავრცელებულია მთიულეთში,
კახეთში, ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელების საერთო
არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპას, მცირე აზიას.
812

Viola somchetica K.Koch.


ოჯახი: Violaceae – იისებრნი
5-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,
უღერო. ფოთლები სამკუთხაკვერცხისებურია, ძირში ღრმა
გულისებური, კიდეებზე მსხვილი და ხერხკბილა, შიშველი,
გრძელყუნწიანი. თანაფოთლები ლანცეტა ფორმისაა, ფო­
ჩებიანი. ყვავილები 1-1,5 სმ სიგრძისაა, სუსტი სურნელით.
გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII.
იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების კირქვებზე,
ღორღიან ფერდობებზე. გავრცელებულია შიდა ქართლში,
მთიულეთში, თრიალეთის ქედზე, თუშეთში, ფშავსა და ხევ­
სურეთში. კავკასიის ენდემური მცენარეა.

Tribulus terrestris L. – კუროსთავი


ოჯახი: Zygophyllaceae – ორყურასებრნი
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული ბეწვით
მოფენილი. ღერო გართხმულია, დატოტვილი, სიგრძით
– 10-60 სმ. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 6-7
წყვილი ფოთოლაკისაგან. ყვავილები მარტოულია, იღ­
ლიური, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება გზისპირა
მიდამოებში, ქვიან და ნაგვიან ადგილებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია აფხაზეთში, ქართლსა და კა­
ხეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას,
შუა აზიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, აფრი­
კასა და ამერიკას.
814

Zygophyllum fabago L. – ორყურა


ოჯახი: Zygophyllaceae – ორყურასებრნი
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად
მდგომია ან წამოწეული, გაფარჩხულტოტებიანი. ფო­
თოლი შედგება 1 წყვილი ხორცოვანი ფოთოლაკისაგან.
ფოთოლაკები მოპირისპირედ არის განლაგებული, ფო­
რმით – უკუკვერცხისებური, კიდეებზე თეთრი არშიით.
გვირგვინის ფურცლები მოთეთრო – ყვითელია, ძირსა
და მტვრიანას ძაფებთან ერთად ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ.
V-IX. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში მშრალ,
თიხნარ ადგილებში, ველებსა და უდაბნოებში. საქართვე­
ლოში გავრცელებულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლში,
კახეთსა და მესხეთში. გავრცელების საერთო არეალი მო­
იცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, შუა აზი­
ასა და ირანს.
816
818
CENN – saqarTvelo
saTavo ofisi
beTlemis q. #27
0105. Tbilisi
t +995 32 275 19 03/04
f +995 32 275 19 05
info@cenn. org
www.cenn.org
www.environment.cenn.org

CENN – somxeTi
heracis q. #16
erevani
t/f +3741 0 57 57 79
info.armenia@cenn.org

CENN – azerbaijani
gara garaevis gamz. #124/128
baqo
t +99412 439 41 13
f +99412 474 30 04
info.azerbaijan@cenn.org

You might also like