You are on page 1of 1

ლიკას დახასიაება

მე ავირჩიე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლიკა, რომელიც ავტორისეული


დახასიათებიდან გამომდინარე არის ლამაზი გოგო და უმაგრესი სამეგობრო ჰყავს. მის
მეგობრებში ბიჭები ჭარბობენ. ის ასევე არის პირდაპირი, გულადი, პრინციპული,
კატეგორიული და მკაცრი. ეს კარგად ჩანს იმ მომენტიდან, როდესაც ლიკა თვალს მოჰკრავს
გუჯას და მას პირში თამამად მიახლის რომ ჩხუბის მეტი არაფერი შეუძლია, სასჯელად კი
ვარდისფერი ცარცით წრეს შემოუხაზავს და ვაჟკაცობის და ერთგულების
დასადასტურებულ ტესტს ჩაუტარებს.

მე მასში მომწონს სითამამე, პირდაპირობა და სიმკაცრე. იგი მოთხრობის მსვლელობისას


შესაფერის მომენტში სწორად იქცეოდა. მაგალითად როცა გუჯა დაინახა, სიმკაცრე და
სითამამე გამოიჩინა; დილით კი როცა ცარცის წრეში მდგარ გუჯას მოჰკრა თვალი, მან
ლმობიერება გამოიჩინა და ეს ყველაზე თამამი ბიჭი კოცნით დაასაჩუქრა.

მას ასევე გააჩნია ნიჭი და ფლობს სამხვატრო ხელოვნებას. ის არის ძალიან კარგი
მეგობარი, რაც ჩანს იქიდან რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავდა; მეგობრების გამო კი გუჯას
დაუპირისპირდა. ეს თვისება, ანუ მეგობრებისათვის თავდადება განსაკუთრებით მომწონს
მასში.

You might also like