You are on page 1of 144

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

ქუთაისი 2017
ავტორები:
ომარ ლანჩავა
ელისო ჩუბინიძე
დავით სულაბერიძე
ნონა ქარციძე
ნინო სარავა
ანა დოღონაძე
მარგალიტა მსხილაძე
ირინა უგრეხელიძე

მონოგრაფიის პუბლიკაცია ხორციელდება შოთა


რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
მხარდაჭერით

ISSN – 978 9941-455-38-4 39-1


ავტორთა კოლექტივის (ომარ ლანჩავა, ელისო ჩუბინიძე, დავით სულაბერიძე, ნონა
ქარციძე, ნინო სარავა, ანა დოღონაძე, მარგალიტა მსხილაძე, ირინა უგრეხელიძე)
მონოგრაფია – „ძველი ქართული ნაქარგობა წერილობით წყაროებში, არქეოლოგიურ
მასალებსა და ხელოვნების ძეგლებში“ ქუთაისის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-
თანამშრომელთა მიერ შესრულებული ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების
პირველი პუბლიკაციაა. წიგნში ვეცნობით ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის
საუკეთესო საეტაპო ძეგლებს, ქართული ნაქარგობის კვლევისადმი მიძღვნილი
სპეციალურ ლიტერატურასა და წყაროებს და ნაქარგობასთან დაკავშირებულ ყველა
მნიშვნელოვან საკითხს; განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი
ოქროქარგულობასთან დაკავშირებულ უძველეს ტერმინებს: ოქრონემსული,
ოქროკემსული, ოქროთი ნაკემსი, ოქროთნაკერი, ოქროვანი.
წიგნის ავტორთა მიერ ჩვენს ქვეყანაში არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად
სხვადასხვა დროს მოპოვებული უხვი მასალა (ნამზადი, სახელოსნო იარაღები თუ
ოქრომკედის ფრაგმენტები) მართებულადაა მიჩნეული საფეიქრო საქმესა და ქარგვის
ხელსაქმეში ჩვენი წინაპრების ოდითგანვე დახელოვნების დასტურად.
ნაშრომში ვრცლად არის წარმოდგენილი ადრეული პერიოდის ნაქარგობათა
სახეების კვლევა ქვაზე კვეთილი რელიეფების, კედლის მხატვრობის, ფერწერული
ხატების, ჭედურობის, მინანქრისა და ხელნაწერებში ჩართული მინიატურების
მიხედვით. აღნიშნულ ძეგლებში მოძიებული ნაქარგობის სახეების მიხედვით
დამუშავებულია ორნამენტების გრაფიკული ესკიზები.
სხვადასხვა კუთხეში დადასტურებული ორნამენტების შესწავლის საფუძველზე
ავტორები გვთავაზობენ დასკვნას ქვის რელიეფის, ფრესკის, მინანქრისა და
ოქრომჭედლობის ხელოვნებაში ნაქარგობის აღმნიშვნელი სახეების დამთხვევის შესახებ,
რომ „ქსოვილებზე დატანილი ნაქარგობათა ორნამენტული სახეები მიუხედავად
გარკვეული ბიზანტიური ზეგავლენებისა თვითმყოფადობით გამოირჩევა, მათი
უმრავლესობა რეალური ცხოვრებიდანაა აღებული“ ; რომ ხელოვნების ნიმუშებზე
გადმოცემული ქსოვილის ორნამენტი ემთხვევა დღემდე შემორჩენილი ნაქარგი ნივთების
ორნამენტს, რადგანაც იგი ქართველი ხალხის წარმოდგენაში მყარად გამჯდარი
ელემენტია.
რამდენადაც ცნობილია, ადრეული პერიოდის ქართული ნაქარგობის ორნამენტების
შესწავლის მიზნით ხელოვნების ძეგლების ამგვარი ფართო სპექტრის გაანალიზება ჯერ-
ჯერობით არ ჩატარებულა და ეს ერთგვარად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ძველი
ქართული ნაქარგობის შესწავლის საქმეში.
წიგნი, რომელიც ნაქარგობათა ისტორიის მომავლისათვის ისტორიითა და
მეცნიერებით გადაცემის წარმატებული მცდელობაა, თანაბრად საინტერესო იქნება,
როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი
ადამიანისთვის.

დავით შავიანიძე
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეთნოლოგი. აკადემიური დოქტორი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ქუთაისის უნივერსიტეტების ასოცირებული
პროფესორი
შესავალი

ქარგვის ხელოვნება ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი საინტე-


რესო და უძველესი დარგთაგანია. ის ოდითგანვე ძალზე პოპულარული და
ამავდროულად თავისი ხასიათით ძალზე დემოკრატიულია – ყველა ეპოქასა და
ყველა ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ფენის წარმომადგენლები (როგორც მა-
ღალი, ისე დაბალი) იყვნენ დაკავებული ამ საინტერესო და ლამაზი ხელსაქმით.
ქარგავდნენ სამოსს, სხვადასხვა მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნებს, ღვთისმსა-
ხურებისათვის საჭირო ნივთებს, პანოებს, კედლის ხალიჩებს და სხვათა. ქარგავ-
დნენ სხვადასხვა ორნამენტებს - ყვავილოვანს, ზოომორფულს, მითიურ სიუჟე-
ტებს, ბიბლიურ სცენებს, წმინდანებს, ხატებს.
ჩვენს ქვეყანაში ის ქალის ხელსაქმეს წარმოადგენდა და ეს ხელსაქმე ოდით-
განვე იყო ოსტატობისა და შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის, შთაგონებისა და
საკუთარი ფანტაზიის რეალიზების შესაძლებლობა. ასწლეულების მანძილზე
მქარგველი ოსტატები თაობიდან თაობას გადასცემდნენ თავიანთ ცოდნას. ყოველი
ახალი თაობა საკუთარი გამოცდილებით, მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნებითა
და ფანტაზიით ამდიდრებდა და ამრავალფეროვნებდა წინამორბედისაგან გადმო-
ცემულ ტრადიციას, ხვეწდა თავისი შემოქმედების ნაყოფს. ამ თაობათა რუდუნე-
ბის წყალობით ჩვენამდე მოვიდა არამარტო მხატვრული ხელსაქმისა და შემოქმე-
დებითი მუშაობის ტრადიცია, არამედ ფასდაუდებელი, მაღალი მხატვრული ღირ-
სებით შემკული და შესრულების უზადო ოსტატობით გამორჩეული ნიმუშები ნა-
ქარგობისა. ისინი არა ხელოსნობის, არამედ ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშებია
და ორგანულადაა შერწყმული ჩვენი ხალხის მატერიალურ კულტურასა და გამო-
ყენებით ხელოვნებასთან. ამავდროულად, ხელოვნების ეს ნიმუშები წარსულის
უტყვი მოწმეებია და ერთგვარი სარკეა, რომლის საშუალებით შესაძლებელია წარ-
მოდგენილ იქნას ჩვენი ხალხის მხატვრული გემოვნება, ხასიათი, სულიერება, და
მისი ესთეტიკური იდეალები.
თავი 1. ქართული ნაქარგობის კვლევისადმი მიძღვნილი
სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვა

ისტორიული და მეცნიერული თვალსაზრისით ქართული ნაქარგობა ჯერ


კიდევ არა არის საფუძვლიანად შესწავლილი და მატერიალური კულტურის ის-
ტორიკოსთა მხრიდან სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. მხოლოდ რამდენიმე
ათეული წელია, რაც ნაქარგობა სპეციალური შესწავლისა და მეცნიერული კვლე-
ვის ობიექტი გახდა და საკმაო რეალიზაცია ჰპოვა მკვლევართა ნაშრომებში. მიუ-
ხედავად ამისა, იმდენად ამოუწურავია მრავალფეროვნება ამ მხატვრული ხელსაქ-
მისა, რომ დღესაც კი მასში მრავალი შეუსწავლელი საკითხია და გულმოდგინე
კვლევასა და ანალიზს საჭიროებს.
ქართული ნაქარგობით დაინტერესება XIX საუკუნის ბოლოდან შეინიშნება.
პირველი პუბლიკაცია, რომელიც საეკლესიო ნაქარგობას ეხება, არის ჟურნალ „ივე-
რიაში“ გამოქვეყნებული ა. ხახანაშვილის სტატია ტაბოლსკში არსებული ქართუ-
ლი გარდამოხსნის შესახებ [1]. დღეისათვის ეს ნივთი, სამწუხაროდ, დაკარგულად
ითვლება, ამიტომ სტატია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში გამოქვეყნებულია
ფოტო აღნიშნული გარდამოხსნისა.
ასევე მნიშვნელოვანია გ. ბოჭორიძის წვლილი ისტორიული ძეგლების და
სიძველეთა აღწერის, მათ შორის ნაქარგობათა აღწერის საქმეში. მკვლევარს შეს-
წავლილი და დახასიათებული აქვს იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული
ძეგლები და მათ სიძველეებთან ერთად აღნუსხული აქვს უძველესი ნაქარგობები
და ამოკითხული აქვს ნიმუშებზე არსებული წარწერები [2]. ნაშრომები ღირებუ-
ლია, რადგან დღეისათვის ზოგიერთი ძეგლი მხოლოდ გ. ბოჭორიძის აღწერითაა
ცნობილი სამეცნიერო წრეებისათვის.
ხელოვნების მუზეუმის არქივში ხელნაწერის სახით დაცული ირ. სონღულაშ-
ვილის შრომა, რომლის ერთი ნაწილი გამოქვეყნდა ამავე მუზეუმის ნარკვევების
მე-5 ტომში, ეხება ნაქარგობის ტექნიკური ხერხებისა და ქართულ ნაქარგობაზე
წარმოდგენილი სახეების ტერმინების კვლევასა და დაზუსტებას [3].
ირ. სონღულაშვილის მეორე წერილი ქართული ხელსაქმის შესანიშნავი ნიმუ-
შის – შეიდიშის კოლექციას შეეხება. ავტორის მიერ განხილულია „ქალის პერანგის
ტოლის“ ტერმინისა და თავად ამ სამოსის წარმოშობის ისტორია [4].
ბიჭვინთის საბუთებში დაცული საკათალიკოსო ტახტის საგანძურია აღწერი-
ლი ს. კაკაბაძის კვლევაში [5]. ავტორს მოყვანილი აქვს შეწირულ ნივთებზე გაკე-
თებული წარწერების ტექსტები. მასვე ეკუთვნის კ. ბერლადინის სტატიის რეცენ-
ზია, რომელშიც აღწერილი აქვს საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები – გარდამოხსნე-
ბი გელათის მონასტრიდან (1664 წ. დაცულია ზაგორსკში), წილკნის ეკლესიიდან
(1686წ.), ცაიშის ეკლესიიდან (1653 წ. განადგურდა ხანძრის დროს) და მანუჩარ და-
დიანის გარდამოხსნა [6].
ივ. ჯავახიშვილს ნაშრომში „მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და
წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის – ქსოვა, ღებვა, ქარგვა“ [7] მოცემული აქვს
მთხრობელთა მიერ გადმოცემული ქართულ ხალხურ ფეიქრობას, მღებრობასა და
ქარგვასთან დაკავშირებული არაჩვეულებრივად საინტერესო მასალები, რო-
მლებიც მეცნიერის ხელმძღვანელობით ექსპედიციის წევრებს შეუგროვებიათ
ველზე მუშაობისას. ნაშრომს ქართული ქსოვილების ნაირსახეობის, ფერადოვნე-
ბისა და მხატვრული ღირსების სრული წარმოჩენისათვის თან ერთვის მდიდარი
ილუსტრირებული მასალა მუზეუმის ფონდებიდან.
ძალზე საინტერესო ინფორმაციას შეიცავს 1929 წლის ხევსურეთის ეთნოგრა-
ფიული ექსპედიციის დროს შეგროვილი მასალების მიხედვით დამუშავებული ვ.
ბარდაველიძისა და გ. ჩიტაიას ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილია ხევსურული
ტალავარის ნაქარგობის ორნამენტი, მისი შესრულების ტექნიკა, ხელსაწყო იარაღე-
ბი. ნაშრომს თან ახლავს ტაბულები – ორნამენტების ესკიზებით [8].
ლ. მელიქსეთ-ბეგის სტატია „მოსიარულე ენქერი“ აღწერითი ხასიათისაა [9].
მ. ტყეშელაშვილის სტატია - „ქართული მხატვრული ქარგულობა“ – ეხება აბ-
რეშუმის ძაფით ქარგვის ტექნიკას, ნაქარგის ფერადოვნებას [10]. იგივე ავტორის
მეორე წერილში – „მძივით ქარგულობა“ განხილულია ბისერით ქარგვის ტექნიკუ-
რი ხერხები და ტრადიციები [11].
ი. უზნაძე [12] სტატიაში „ქართული ხელსაქმის დიდი ამაგდარი“ მიმოიხი-
ლავს ცნობილი მქარგველის, ხელოვნების მუზეუმის რესტავრატორის, ან. ჯანდიე-
რის მოღვაწეობას.
ასევე მქარგველ ოსტატებსა და ქარგვის ტრადიციებზე მოგვითხრობს ლ. თევ-
ზაძე სტატიაში „ქართული ხელსაქმის ოსტატები“ [13].
ქ. ბერლინში აკაკი და თამარ პაპავების მიერ ე. თაყაიშვილის თხოვნით შეძე-
ნილი სიონის ტრაპეზის ფარდის (1773 წ.) შესახებ ინფორმაციაა მოცემული სტა-
ტიაში „ერთი ძველი ფარდის ამბავი“ [14].
მ. გაჩეჩილაძის წერილი [15] ერთ-ერთი პირველი ნაშრომია უცხოეთში დაცუ-
ლი ქართული ნაქარგობის ნიმუშის შესახებ.
ქართული მხატვრული ქარგულობის ნიმუშების შესწავლა უფრო ინტენსიუ-
რად მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს ხელოვნების
მუზეუმის იმდროინდელი მესვეურნი აქვეყნებდნენ ინფორმაციულ წერილებს.
მათ შორის აღსანიშნავია ქ. დავითაშვილის წერილი „ქართული ნაქარგობის უძვე-
ლესი ნიმუში“, სადაც საუბარია ავტორის მიერ რესტავრირებულ, უძველეს ნიმუ-
შად მიჩნეულ სვანურ „ჩალათაზე“ [16].
ქ. დავითაშვილის სტატია „ქართული ნაქარგობის ძეგლები“ გვაცნობს ორ ქარ-
თულ გარდამოხსნას. იგი განმარტავს გარდამოხსნათა დოგმატურ-სიმბოლურ
მნიშვნელობას და „ქრისტეს ტირილის“ კომპოზიციის იკონოგრაფიულ აგებულე-
ბას. ავტორი განიხილავს ორ ნაქარგობას, რომელთაგან უძველესია მეფე გიორგი
VIII (1446-1466) დაკვეთით ნაქარგი გარდამოხსნა. აღნიშნული გარდამოხსნის
რთულ კომპოზიციაში თანმიმდევრობით მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრების
რამდენიმე ეპიზოდი. კომპოზიციის კუთხეები დათმობილი აქვს მახარებელთა
სიმბოლურ გამოსახულებებს. მთელი ნაქარგობა ორნამენტულ ჩარჩოშია მოთავსე-
ბული. კომპოზიციის მარჯვენა ზედა ნაწილში იკითხება ასომთავრული საქტიტო-
რო წარწერა. ეს გარდამოხსნა რესტავრირებულია ანასტასია დავითის ასულ ჯან-
დიერის მიერ. იგი ქართული ნაქარგობის განვითარების იმ საფეხურს ეკუთვნის,
როდესაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბიზანტიური სქემა დარღვეულია კომპოზი-
ციის უფრო თავისუფალი წყობით. ავტორი ასევე განიხილავს ბაგრატ III (1510-
1565) იმერთა მეფის დაკვეთით ნაქარგ გარდამოხსნასაც. მასში ქრისტეს ტირილის
კომპოზიციას ერთვის ანგელოზთა გამოსახულებები. კომპოზიციაში სიმბოლურ-
დოგმატიკური წყობაა მოცემული. დრამატიზმი და საზეიმო იერი შეაქვს თავსა და
ბოლოში ზოლებით გამოყოფილ მორიდებით მდგარ მტირალ ღვთისმშობელსა და
იოანე მოციქულს. მუქი ყავისფერი ფონიდან მკვეთრად გამოიყოფა არდაგზე მწო-
ლი მაცხოვრის ნათელი სხეული, რომლისკენაც მიმართულია გარდამოხსნის ყვე-
ლა პერსონაჟი. ნაქარგობას გარს უვლის საქტიტორო, მხატრულად შესრულებული
წარწერა . ყოველი ასო დეკორატიული მცენარისა და ფრინველის სტილიზაციას
წარმოადგენს. სიტყვებს შორის თითო მოზრდილი ყვავილი და ფრინველია მოცე-
მული. წარწერა შელამაზებულია ვერცხლისფერი ასოთა თხზვით, შეწიაღებით,
რომელსაც შემოსდევს ლურჯ ფონზე შესრულებული მცენარეული ორნამენტი.
ავტორი ყურადღებას აქცევს გარდამოხსნათა შესრულების ტექნიკასა და გამო-
ყენებულ მასალას: ვერცხლის თმას, ოქროცურვილ ვერცხლმკედს და ფერადი აბ-
რეშუმის ძაფის მდიდარ და სასიამოვნო პალიტრას. ძლიერ დაზიანებული გარდა-
მოხსნები 1947 წელს აღუდგენია ანასტასია ჯანდიერსა და ნინო სვანიძეს [17].
ნაქარგობისა და ქსოვილის მხატვრული დამუშავების შესახებ ინფორმაციას
შეიცავს შ. მესხიას კვლევითი ხასიათის სტატია [18].
მახარაშვილის სტატია [19] ეხება საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნაქარ-
გობისა და ქსოვილების ფონდში დაცულ ერთ-ერთ ენქერს.
კ. ლანჩავას სტატიაში [20] აღწერილი აქვს თბილისის ხელოვნების სახელმწი-
ფო მუზეუმში დაცული XVI საუკუნის 20-იანი წლების ქართული ნაქარგობის ერ-
თ-ერთი უნიკალური ნიმუში – ომოფორი ცაიშის მონასტრიდან.
ე. მაჭავარიანი წერილში „მანანას ნახელავი“ [21] მოგვითხრობს მე-19 საუკუ-
ნის მქარგველის ვინმე მანანას შესახებ.
ვ. სახვაძის სტატიაში - „ოქრომკედით ნაქარგი“ ნამაგრი სითვით ქარგვის ტექ-
ნოლოგიასა და ტექნიკურ ხერხებზეა საუბარი [22].
ეროვნულ მუზეუმში დაცულ საერო ნაქარგობას ეხება ნ. გვათუას სტატია
„ხევსურული ხელსაქმე”, სადაც ავტორი ხევსურული ნაქარგობის ტრადიციებსა და
ხერხებს განიხილავს [23].
ქ. დავითაშვილის ნაქარგობის ნიმუშების მცირე კატალოგი სულ 20 ექსპონატს
მოიცავს ფერადი ილუსტრაციებითა და მოკლე სამეცნიერო ანოტაციით [24].
ა. ტუღუშის სტატია [25] ეხება ნაქარგობის ორ ნიმუშს (საბუხრებს) ზუგდი-
დის მუზეუმიდან, აღნიშნულ ექსპონატებს იგი მიიჩნევს ნაქარგობის უძველეს ნი-
მუშებად საქართველოში და ათარიღებს XIII ს-ის 60-იან წლებით. ავტორი თარი-
ღის განსაზღვრისას ძირითადად ეყრდნობა წარწერას, სტილისტურ-იკონოგრაფი-
ული ანალიზის გარეშე. ამავე საბუხარების სტილისტურ-იკონოგრაფიული ანალი-
ზის, საქტიტორო წარწერის სრულყოფილი წაკითხვისა და იქ მოხსენიებული ის-
ტორიული პირის იდენტიფიკაციის შემდეგ მკვლევარი ი. მელიქიშვილი ძეგლს
XVII საუკუნით ათარიღებს [26].
ვ. ბერიძის ნაშრომი [27] წარმოადგენს პირველი სამეცნერო ხასიათის კვლე-
ვას, რომელიც ეძღვნება მონუმენტური მხატვრული ქარგულობის ნიმუშებს. მასში
განხილულია 20-ზე მეტი გარდამოხსნა (XV-XIX საუკუნეები). მკვლევარი ძეგლებს
ათარიღებს სტილისტურ-იკონოგრაფიული ანალიზის საფუძველზე. ამოკითხული
აქვს ყველა წარწერა და იდენტიფიცირებულია წარწერებში მოხსენიებული ისტო-
რიული პირები. ავტორი არ ეხება ნაქარგობის ტექნიკას.
მახარაშვილის ბროშურაში [28] განხილულია ქართული ნაქარგობის ერთ-ერ-
თი უნიკალური ძეგლი – უბისის გარდამოხსნა.
მკვლევარი დ. ლომიძე განიხილავს ბუნაკის მუზეუმში დაცულ ნაქარგობის
ორ ნიმუშს, დაფარნასა და სამღვდლო სამოსს – ფილონს, რომელთა შესახებ მასალა
მიუწოდებია ცნობილ ქართველოლოგ ჯობაძეს [29].
ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ქართული დეკორატიულ-გა-
მოყენებითი ხელოვნების ამ სფეროში დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ხე-
ლოვნების მუზეუმის საგანძურის განყოფილებას დამოუკიდებელ ორგანიზმად გა-
მოეყო ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდი. მკვლევარ ი. მელიქიშვილის სტატია-
ში [30] გადმოცემულია, რომ სტილისტურ-იკონოგრაფიული და ტექნიკური ანა-
ლიზის საფუძველზე ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკთა მიერ დადგენილ
იქნა კაცხის ნაქარგობის უძველესი ნიმუშის შექმნის თარიღი – XII-XIII საუკუნეთა
მიჯნა.
ნ. ნადარაიას სტატია [31] გვაცნობს საერო ნაქარგობიდან ერთ-ერთ სრულყო-
ფილად შესწავლილ ჩახსაკრავების მდიდარ კოლექციას.
ი. მელიქიშვილის სტატიაში [32] განხილულია დავით-გარეჯის სამონასტრო
ქარგვის ცენტრში შექმნილი 1710 წლით დათარიღებული საბუხართა წყვილი.
ი. მელიქიშვილის სტატია [33] ეხება მონუმენტური ქარგულობის ერთ-ერთ
ნიმუშს – გარდამოხსნას რუსეთიდან, რომელიც ვ. ბერიძის ნაშრომში გარდამოხ-
სნების შესახებ არ არის შეტანილი. ქართული ნაქარგობის ტექნიკური, სტილისტუ-
რი და იკონოგრაფიული თავისებურებების შესწავლით დადგენილია სახელოსნო,
სადაც ის მოიქარგა (სტროგანოვების სახელოსნო) და ასევე, ქტიტორები — ბატო-
ნიშვილი ერეკლე I (1688-1703 წწ. 1703-1709 წწ.) და დედოფალი ელენე (თეიმურაზ
I-ის რძალი), რომელთაც რუსეთს გაკეთებული ეს გარდამოხსნა ალავერდის წმ. გი-
ორგის ეკლესიას შესწირეს.
ე. სულხანიშვილის [34] სტატიაში განხილული და გაანალიზებულია ლი-
ტურგიული დანიშნულების ნივთი-ოდიკი (ანტიმინსი). ავტორს წაკითხული აქვს
ოდიკებზე დაცული კანონიკური და საქტიტორო წარწერები, იდენტიფიცირებუ-
ლია ისტორიული პირები. მან ცალკე გამოყო ქართული ფერადი ოდიკები, რომელ-
თა შორისაა ხარჭაშნელი ეპისკოპოსის - ზოსიმეს ხელით დახატული ოდიკი (1746
წ.) ავტორის კვლევით ეს ერთადერთი, უნიკალური, ხელით დახატული ოდიკია.
გ. ბარათაშვილს წერილში [35] განხილული აქვს ნაქარგობისა და ქსოვილების
ფონდში დაცული დაფარნების უმდიდრესი კოლექცია, მათი წარმომავლობის, და-
ნიშნულების და სიმბოლიკის საკითხები. იგივე ავტორის სტატიებში [36, 37] არა-
ერთი საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმული დაფარნებზე გამოსახულ კომპოზი-
ციათა შესახებ, ხოლო სტატია, დედოფალ ანა–ხანუმის მიერ ნაქარგი დაფარნათა
კომპლექტის შესახებ, ადასტურებს სადედოფლო სახელოსნოების არსებობას და იქ
შექმნილი ნაქარგობის ნიმუშების მაღალმხატვრულ ღირებულებებს [38].
მ. კეცხოველის წერილი [39] მოგვითხრობს ეროვნული მუზეუმის ფონდში
დაცული საგანძურიდან ერთ-ერთი საინტერესო კოლექციის – კრეტსაბმელების
(აღსავლის კარის ფარდების) შესახებ. ავტორს განხილული აქვს კრეტსაბმელების
წარმომავლობისა და იკონოგრაფიის საკითხები, მათზე წარმოდგენილი კანონიკუ-
რი თუ საქტიტორო წარწერები.
იგივე მკვლევარი განიხილავს საკითხებს საქართველოში ქარგვის ცენტრებისა
და მისი ისტორიის შესახებ [40] ეს სტატია არის საქართველოში ეკლესია-მონას-
ტრებთან თუ დიდგვაროვანთა სასახლეებთან საქარგავი ცენტრების არსებობის
კვლევის პირველი მცდელობა.
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ქარგულ ნიმუშებზე არსებული
წარწერების შესახებ შეიცავს ინფორმაციას მკვლევარ მ. ნიკოლეიშვილის სტატია
[41].
ე. სულხანიშვილის სტატიაში [42] მიმოხილულია ნაქარგობის ნიმუშების სი-
ცოცხლის გახანგრძლივებისათვის საჭირო რესტავრაცია-კონსერვაციის მეთოდები
და გაკეთებულია საინტერესო დასკვნები.
ი. ნიკოლეიშვილისა და ე. ახვლედიანის ნაშრომში [43] საუბარია ანტიოქიის
პატრიარქის სამოსზე, რომელიც ქართული ნაქარგობით არის გაწყობილი და ზედ
ასომთავრული წარწერაა გაკეთებული. წერილიდან ირკვევა, რომ იგი დავით-გა-
რეჯის სამონასტრო კომპლექსისათვის შეუწირავს ქიზიყის მოურავს რევაზ ან-
დრონიკაშვილს (1665-1700).
ი. მელიქიშვილის სტატია [44] შეეხება ირ. სონღულაშვილის კვლევის გამოყე-
ნებით მიკროსკოპული და რენტგენული ანალიზისა და თეორიული კვლევის სა-
ფუძველზე ქართული საეკლესიო ნაქარგობის უფრო ღრმა და ფუნდამენტურ
კვლევას.
ე. სულხანიშვილის წერილში [45] მოცემულია ავტორის მიერ შესწავლილი
ნაქარგობის ერთ-ერთი კოლექციის საფლავის ქვის გადასაფარებლების წარმომავ-
ლობა, დანიშნულება და ნივთის სახელწოდების ეტიმოლოგია.
ე. ბერელაშვილი საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს საეპისკოპოსო შესამო-
სელის აუცილებელ დეტალზე − მიტრაზე, ავტორს გამოკვლეული აქვს ამ ნივთთა
კოლექციიდან ერთ-ერთი, მასზე დაცული წარწერიდან გამომდინარე „მიტროფა-
ნეს მიტრად” წოდებული. ამასთან ახსნილი აქვს საეპისკოპოსო მიტრისა და გვირ-
გვინის რაობის საკითხი [46]. იმავე მკვლევარის სადისერტაციო ნაშრომში – „გვი-
ანფეოდალური ხანის ქართული მიტრები: მხატვრულ-ისტორიული კვლევა“ – მო-
ცემულია მიტრების შექმნის ისტორია, შესწავლილია მათი მხატვრულ–ტექნიკური
თავისებურებანი, მიტრის როლი და ადგილი გვიანფეოდალური საქართველოს ხე-
ლოვნების ისტორიაში. ნაშრომი სასარგებლო მასალას გვაწვდის ხელით ქარგვის
ტრადიციიის შესახებ და აგრეთვე, დაკარგული ძველი ქართული ელემენტების
მოსაძიებლად [47].
ქართული საეკლესიო ნაქარგობის შესწავლის საკითხს ეძღვნება მკვლევარ ი.
მელიქიშვილის სადისერტაციო ნაშრომი „ქართული საეკლესიო ნაქარგობის შეს-
წავლის საკითხისათვის“ . ავტორი ძირფესვიანად მიმოიხილავს უძველესი საბუხა-
რების კვლევის შედეგებს და აკეთებს საინტერესო დასკვნებს [48].
ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების მიერ
მომზადებულ სამეცნიერო-მონოგრაფიულ კატალოგში „ქართული ნაქარგობა“ , შე-
სულია რჩეული ნაქარგობათა კოლექციები – საილუსტრაციო მასალით, შესაბამისი
ანოტაციებით, ნაქარგობაში გამოყენებული მასალებისა და შესრულების ტექნიკის
აღწერილობით. ანოტაციებში მოცემულია ნაქარგი ნივთების იკონოგრაფიული და
სიმბოლურ-სემენტიკური ანალიზი, ისტორია და ტექნოლოგია, წარმოდგენილია
ექსპონატთა წარწერები და იდენტიფიცირებულია მათზე მოხსენებული ისტორი-
ული პირები [49].
ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკას ეძღვნება ქ. ჭელიძის ინტერვიუ
შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის
წამყვან სპეციალისტთან, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ი. მელიქიშვილთან
[50].
ნაქარგობას ეძღვნება მკვლევარ ე. ჩუბინიძის სტატია „ნაქარგობა – უძველესი
ტრადიცია ქართულ ხელოვნებაში“ , ავტორი აღნიშნავს, რომ ნაქარგობა მსოფლიო
მასშტაბით იშვიათ დარგს მიეკუთვნება, წარსულის კუთვნილებადაა ქცეული და
საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ნაწილია და ხელოვანთა და
ხელოვნების ისტორიკოსთა მხრიდან ყურადღებას საჭიროებს [51].
ამავე ავტორის სტატიაში [52] წარმოდგენილია ქუთაისის ისტორიული მუზე-
უმის ქსოვილების ფონდში დაცული საბუხარების კოლექციის კვლევის მასალები.
სტატიაში დაწვრილებით არის გადმოცემული საბუხართა თეოლოგიური დანიშ-
ნულება და სიმბოლური დატვირთვა; წარმოჩენილია შესრულებული ნაქარგობის
სრულყოფილება; დახასიათებულია კომპოზიციათა ხასიათი.
მქარგველი შემოქმედის ა. ასლანიშვილის ხელოვნების შესახებ ინფორმაციას
შეიცავს თ. ნოზაძის სტატია „როგორ იქმნება ნაქარგი ხატები“ [53].
საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დაცულ მასალებს – ოქროს თმისა და
მავთულის დასამზადებელ ადიდას და დამზადების ტრადიციებს გვაცნობს მ. საჩ-
კოვასა და ც. ზვიადაძის სტატია „ოქროს გამოყენების ისტორიიდან – ოქრომკედი“
[54]. სტატიაში ასევე განმარტებულია ოქრომკედის ტექნიკასთან დაკავშირებული
არქაული ტერმინები.
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული ნაქარგო-
ბის ნიმუშის, კერძოდ, უბისის მონასტრიდან შემოსული დაფარნის შესახებ დაწ-
ვრილებით ინფორმაციას შეიცავს ე. ჩუბინიძის სტატია [55]. აღნიშნული ნივთი
დაფარნათა მდიდარ კოლექციაში საინტერესო კომპოზიციური აგებულებითა და
განსხვავებული იკონოგრაფიით იპყრობს ყურადღებას. სტატიაში განმარტებულია
დაფარნათა რაობა, წარმომავლობა, ხმარების წესი და ლიტურგიის დროს მისი სიმ-
ბოლური არსი და დანიშნულება. ავტორი აკეთებს უბისის დაფარნის დეტალურ
მხატვრულ ანალიზს, კითხულობს წარწერას და სავარაუდოდ განსაზღვრავს და-
ფარნის შექმნის თარიღს.
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ქსოვილების ფონდის საბუხართა კოლექ-
ციის მიხედვით ამავე მკვლევარს დამუშავებული აქვს ნაშრომი [56], რომელიც მო-
იცავს ნაქარგობათა სტილისტურ-იკონოგრაფიულ ანალიზს და თითოეული ექ-
სპონატის სამეცნიერო ანოტაციას. ნაშრომს თანდართული აქვს დღემდე გამოუქ-
ვეყნებელი საბუხართა ილუსტრაციები, ასევე ამ ექსპონატებზე უშუალო დაკვირ-
ვებით აღდგენილი ორნამენტის გრაფიკული და ფერადი ესკიზები. ნაშრომი ნა-
თელს ჰფენს სულიერ და თვითმყოფად ნიმუშებს.
ქართული საერო ნაქარგობის საინტერესო – მანამდე გამოუქვეყნებელი ნიმუ-
შებია (ფოტოილუსტრაციების სახით) წარმოდგენილი ი. მელიქიშვილის, ე. ნადი-
რაძისა და ლ. ტოგონიძის ავტორობით გამოცემულ ნაშრომში „ქართული ტრადი-
ციული სამოსი XVIII-XIX”. კატალოგში მოცემულია სხვადასხვა მუზეუმებში თუ
კერძო არქივებში დაცული საინტერესო ფოტოები – სხვადასხვა კუთხისა და სხვა-
დასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა გამოსახულებით. ეს გამოცემა საინ-
ფორმაციო შემეცნებით ხასიათის პირველი ქართულ–ინგლისურენოვანი პუბლი-
კაციაა, რომელსაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ტრადიციისა და
კულტურის პოპულარიზაციისათვის [57].
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული, ოქრომკედით ნაქარგობით უხვად
ორნამენტირებული ექსპონატი აქვს განხილული ი. უგრეხელიძეს სტატიაში „აჭა-
რელი ქალის საქორწილო კაბის ანალიზის საკითხისათვის“ . ავტორს აღწერილი
აქვს კაბაზე შესრულებული ნაქარგი ორნამენტის სახეები [58].
ნაქარგობის კვლევისადმი მიძღვნილი სპეციალური პუბლიკაცია გაცილებით
ვრცელი და მრავალმხრივია რუსულ და ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში.
ხელოვნების ამ სახეობისადმი მიძღვნილია უამრავი კვლევა და მონოგრაფია. უკა-
ნასკნელ წლებში რუსეთში მრავალი სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება
გამოიცა ნაქარგობის სწავლის მსურველთათვის, რომლებიც შეიცავს საფუძვლიან
ახსნა-განმარტებებს, სქემებს და სხვა პრაქტიკული ხასიათის რჩევა-დარიგებებს,
ფერადი ილუსტრაციებითა და ნაქარგობათა სახეების ესკიზებით. დიდი ინფორმა-
ციაა განთავსებული ინტერნეტსივრცეში, ესენია რუსულენოვანი ვებ-საიტები, ფო-
რუმები და სხვა ქსელები, რომლებიც საჭირო წყაროების გაცნობისა და შერჩევის
საშუალებას იძლევა.
ძველი ქართული ნაქარგობის კვლევის თვალსაზრისით გაწეული სამეცნიერო
მუშაობა და დაგროვილი ღრმა შინაარსის მქონე მასალა ძალზე ღირებულია ამ
მხატვრული ხელსაქმის განვითარების ეტაპების შესწავლისათვის და შემდგომ
ქარგვის ტადიციის აღდგენისა და შესრულების ტექნიკის შესწავლა-დანერგვისათ-
ვის.

ლიტერატურა:

1. ხახანაშვილი, ა. „ქართული გარდამოხსნა ტაბოლსკში". „ივერია"5, (1891).


2. ბოჭორიძე, გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. თბ., 1975; ბოჭორიძე, გ. რაჭა-
ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბ., 1914.
3. სონღულაშვილი, ი. მასალები ნაქარგობის სახეების ქართული ტერმინოლო-
გიისათვის. ნარკვევები, გვ. 189-209. N5 1999.
4. სონღულაშვილი, ი. შეიდიშები ქართულხელ საქმეში. ნარკვევები, გვ.. 255-
271 N10 2005.
5. კაკაბაძე ს. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. ტფ. გვ.19-20, 49-
50. 1928.
6. კაკაბაძე. რეცენზია კ. ბერლადინის წერილზე, რომელშიც განხილულია მე-17
საუკუნის ქართული ხატოვანი ხელსაქმის ნიმუშები ტ. 3 . თბილისი, 1929.
7. ჯავახიშვილი. (1982). მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრი-
ლი ხელოსნობის ისტორიისათვის ტ. 2. ნაწილი 2. ქსოვა, ღებვა, ქარგვა. თბი-
ლისი: მეცნიერება.
8. ბარდაველიძე, გ. ჩ. (1939). ქართული ხალხური ორნამენტი – ხევსურული,
თბილისი.
9. მელიქსეთ-ბეგი. (1940,10). მოსიარულე ენქერი. "მოამბე" ტ.1, 779-784.
10. ტყეშელაშვილი. (1960, 5). მძივით ქარგულობა. "საბჭოთა საქართველო", გვ
38-40
11. ტყეშელაშვილი. (1958, 4). მხატვრული ქარგულობა. საბჭოთა ხელოვნება, 25-
28.
12. უზნაძე, ი. (1960). ქართული ხელსაქმის დიდი ამაგდარი. საქართველოს ქალი
№9, 25-27.
13. თევზაძე, ლ. (1960). ქართული ხელსაქმის ოსტატები. საქართველოს ქალი N
9, 25-27.
14. პაპავები, ა. თ. (1964). ერთი ძველი ფარდის ამბავი. კავკასიონი. პარიზი. N70-
73.
15. გაჩეჩილაძე, მ. (1968 #14). ერთ–ერთი ქართული ნაქარგობა ინგლისში. ძეგ-
ლის მეგობარი, 70-72.
16. დავითაშვილი. (1970). ქართული ნაქარგობის უძველესი ნიმუში. ძეგლის მე-
გობარი N 22, 2-33.
17. დავითაშვილი, ქ.ქართული ნაქარგობის ძეგლები. ძეგლის მეგობარი. 1972,
31.
18. მესხია, შ. (1949). ხელოსნური წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის საკი-
თხებისათვის X-XII სს. ქართულ მონასტრებში. მიმომხილველი ტ. 1 , 59.
19. მახარაშვილი, ა. (1971# 25). მე-18 საუკუნის ენქერი. ძეგლის მეგობარი, 101-
104.
20. ლანჩავა, კ. საკერავი ძაფი ძველ საქართველოში. მეცნიერება და ტექნიკა,
1972, 18-21.
21. მაჭავარიანი, ე. მანანას ნახელავი. საქართველოს ქალი 1975N 2, 14-15.
22. სახვაძე, ვ. ოქრომკედით ნაქარგი. გაზეთი "თბილისი", 1976, მაისი 24,
23. გვათუა, ნ. ხევსური ქალის ხელსაქმე. საბჭოთა ხელოვნება, 1976 N11 გვ.10-14.
24. დავითაშვილი, ქ. ქართული ნაქარგობა. თბილისი: ხელოვნება.1977.
25. ტუღუში, ა. უძველესი ქართული ნაქარგობა . ძეგლის მეგობარი 1977N43-44,
91-94.
26. მელიქიშვილი, ი. (1996). ზუგდიდის მუზეუმში დაცული საბუხარების გადა-
თარიღბისათვის. ნარკვევები ტ. 2, 130-135.
27. ბერიძე. (1983). ქართული ნაქარგობის ისტორიიდან. გარდამოხსნები.თბილი-
სი: მეცნიერება
28. მახარაშვილი, ა. (1984). უბისის გარდამოხსნა.თბილისი : ხელოვნება.
29. ლომიძე, დ. (1987 ). უცხოეთიდან მიღებული ზოგიერთი მასალა საქართვე-
ლოს ისტორიის შესახებ. მრავალთავი XIV, 167-170
30. მელიქიშვილი, ი. (1995). ნაქარგობის უძველესი ნიმუში კაცხიდან. ნარკვევე-
ბი ტ. 1, 27-37.
31. ნადარაის, ნ. (1995). ქართული წვივსაკრავები. ნარკვევები ტ.1 , 38-48.
32. მელიქიშვილი, ი. (1999). საბუხარები დავით-გარეჯის იოანე ნათლისმცემ-
ლის მონასტრიდან. ნარკვევები ტ.6 , 104-110.
33. მელიქიშვილი, ი. (1999). ელენე დედოფლისეული გარდამოხსნა. ნარკვევები
ტ.5, 149-160.
34. სულხანიშვილი, ე. (1999). ფერადი ოდიკების შესწავლისათვის. ნარკვევები
ტ.5.
35. ბარათაშვილი, გ. (2000). დაფარნათა წარმოშობის ისტორიიდან. ნარკვევები
ტ.5, 111-119.
36. ბარათაშვილი, გ. დაფარნათა კომპლექტი სვეტიცხოვლიდან. ნარკვევები ტ.
7, 72-77, 2003.
37. ბარათაშვილი, გ. ქართულ დაფარნათა იკონოგრაფიული თავისებურებანი.
თბილისი: სტუ. 2009.
38. ბარათაშვილი, გ. დედოფალ ანახანუმის დაფარნები. საქართველოს სიძველე-
ნი ტ.2, 161-175. 2007.
39. კეცხოველი, მ. კრეტსაბმელი. ნარკვევები ტ. 5 1999.
40. კეცხოველი, მ. ზოგიერთი საკითხი ქართული საეკლესიო ნაქარგობის ისტო-
რიიდან. ნარკვევები ტ.6 , 93-103, 2000.
41. ნიკოლეიშვილი, მ. ქუთაისის მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლები. ქუთაისის
მუზეუმის შრომები. კრებული 13, 2001.
42. ე. სულხანიშვილი, სამუზეუმო ქსოვილების რესტავრაცია-კონსერვაცია. ნარ-
კვევები ტ.7, 119-124. 2001.
43. ი. ნიკოლეიშვილი, ე. ახვლედიანი ანტიოქიის პატრიარქის სამოსი ქართული
ნაქარგობით. თსუ შრომები, 130-143. 2002.
44. მელიქიშვილი, ი. ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკა. ნარკვევები ტ.
9, 113-136. 2004.
45. სულხანაშვილი, ე. საფლავის ქვის გადასაფარებლები. ნარკვევები ტ. 9. 2004.
46. ბერელაშვილი, ე. მღვდელმთავარ მიტროფანეს მიტრა. საქართველოს სიძვე-
ლენი, 2007 ტ.10, 118-135.
47. ბერელაშვილი, ე. გვიანფეოდალური ხანის ქართული მიტრები: მხატვრულ-
ისტორიული კვლევა. თბილისი. 2013.
48. მელიქიშვილი, ი. ქართული საეკლესიო ნაქარგობის შესწავლის საკითხისათ-
ვის თბილისი: სტუ. 2009.
49. ბარათაშვილი, გ. და სხვები ქართული ნაქარგობა. თბილისი: ქარჩხაძის გა-
მომცემლობა, 2011.
50. ჭელიძე, ქ. ქართული საეკლესიო ნაქარგობის ტექნიკა. ამბიონი, 2011.
51. ჩუბინიძე, ე. ნაქარგობა – უძველესი ტრადიცია ქართულ ხელოვნებაში. ქუ-
თაისის ისტორიული მუზეუმის შრომები. კრებული XXI, 2011.
52. ჩუბინიძე, ე. ორნამენტული დეკორი და ქრისტიანული სიმბოლიკა საბუხარ-
თა ძველ ქართულ ნაქარგობაში. ქუთაისის მუზეუმის შრომები. კრებული
XXII, 2012.
53. ნოზაძე, თ. (2012, 12 10). როგორ იქმნება ნაქარგი ხატები. ამბიონი.
54. საჩკოვა, მ. ზვიადაძე ც. ოქროს გამოყენების ისტორიიდან – ოქრომკედი. ქუ-
თაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები. კრებული 19, 2008.
55. ჩუბინიძე, ე. (2013). ძველი ქართული ნაქარგობის ნიმუში უბისიდან. ქუთაი-
სის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები. კრებული XXIII, 2013.
56. ჩუბინიძე, ე. XVII-XIX სს. ქართული ნაქარგობა, ქუთაისი 2014.
57. მელიქიშვილი ი., და სხვები ქართული ტრადიციული სამოსი XVIII-XIX თბი-
ლისი: შპს "სეზანი", 2013.
58. უგრეხელიძე, ი. აჭარელი ქალის საქორწილო კაბის ანალიზის საკითხისათ-
ვის. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომების კრებული XXIII, 2013.
თავი 2. ნაქარგობის წარმოშობა და მისი განვითარების
ადრეული პერიოდი

2.1. ნაქარგობა უძველეს წერილობით წყაროებში

ნაქარგობის ისტორია ისეთ შორეულ წარსულში იღებს სათავეს, რომ დღეი-


სათვის შეუძლებელია პასუხი გაეცეს შეკითხვას – მაინც როდის დაიბადა ქარგვის
ხელოვნება? სავარაუდოდ ის ჩაისახა მაშინვე, როდესაც ადამიანმა პირველი გვი-
რისტულა გააკეთა – მამონტის ტყავისაგან სამოსის შეკერვის მცდელობის დროს,
როდესაც საკერავ ნემსად წვრილი ძვალი, ხოლო საკერავ ძაფად ნანადირევი ცხო-
ველის ძარღვები გამოიყენა.
ქარგვისთვის საჭირო ძირითადი იარაღის – ნემსის გაუმჯობესებასთან ერთად
(ძვლის ნემსის ბრინჯაოს, მოგვიანებით ფოლადის ნემსით შეცვლა) ადამიანმა ნა-
ქარგობის შესრულების ახალ ხერხებსა და საშუალებებსაც მიაგნო. იმ უხსოვარ
დროს ჩვენი შორეული წინაპარი უკვე ქმნიდა მარტივ სახეებს, პირობით ნიშან-
სიმბოლოებს, რის საშუალებითაც გამოხატავდა გარემომცველი სამყაროს მისეულ
აღქმას, მისთვის შეუცნობელ ბუნებრივ მოვლენებზე შეხედულებებს, თითოეულ
ხაზსა და სიმბოლოს მისთვის გასაგებ დატვირთვას და აზრს აძლევდა.
დროთა განმავლობაში მარტივი სახეები და ნიშან-სიმბოლოები დახვეეწილ
და ლამაზ გვირისტებად გარდაიქმნა და ქარგვა მსოფლიოს ყველა კუთხეში
საზოგადოების ყველა ფენისთვის აუცილებელ და ამავდროულად მიმზიდველ
საქმიანობად გადაიქცა და მყარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ხელგაწაფული
ოსტატები ამ მხატვრულ ხელსაქმეში აქსოვდნენ თავიანთ გემოვნებას,
შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას, სულიერ და ესთეტიკურ იდეალებს.
საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქსოვილისა და
სხვა ყოფითი ნივთების ნაქარგობით შემკობის ხელოვნება.
მკვლევართა აზრით ნაქარგობის აკვანი, ისევე როგორც ხელოვნებისა და მეც-
ნიერების მრავალი სხვა დარგისა, აღმოსავლეთში დაირწა. აზიაში ის გაცილებით
ადრე იყო ცნობილი და აღორძინებული, ვიდრე საბერძნეთსა და რომში ეზიარე-
ბოდნენ. თუმცა მის გამოგონებას ბერძნები მინერვასა და ათინა-პალადას მიაწე-
რდნენ.
უპირველესი წერილობითი წყარო, რომელშიც საუბარია ნაქარგობის შესახებ
ძვ. წ. XIX ს-ით დათარიღებული ჩინური ისტორიული დოკუმენტებისა და დებუ-
ლებების (წესდება საზოგადოებრივი ქცევის შესახებ) წიგნი “შუცზინია“ (იგივე
“შანშუ”). წიგნის ჩანაწერების თანახმად, სპეციალური დადგენილბით დაკანონე-
ბული იყო − ოფიციალური და სადღესასწაულო სამოსი მორთული ყოფილიყო და-
ხატული ყვავილებითა და ნაქარგობებით [1].
ნაქარგობის შესახებ უძველეს წყაროს განეკუთვნება აგრეთვე ბიბლია. ბიბლი-
ის წიგნებში “გამოსვლათა“ “ქებათა-ქება სოლომონის“ , “ეზეკიელი“ , “ფსალმუნ-
ნი“ (ძვ. წ. XIII-V სს.) მრავალგზის არის საუბარი ნაქარგობის შესახებ. ასე, მაგალი-
თად, წიგნში – “გამოსვლათა“ აღწერილია - უფლის დავალებით როგორ მოაწყობი-
ნა მოსემ ძველი აღთქმის სავანე ისრაელ ხალხს, როგორ ამოარჩია უფალმა ბეცალი-
ელი და იჰოლიაბ, აღავსო ისინი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით და ყოველ-
გვარი ხელოვნების უნარით, მათ შორის ქარგვის, ქსოვისა და ყველა სხვა ხელობის
ცოდნით. ხელგაწაფული მარჯვე დედაკაცების (ვისაც თავისი ხელით რთვა შეეძ-
ლო) დახმარებით როგორ დაამზადეს, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილები-
სა და ბისონისაგან (სელი) კრეტსაბმელი ტაძრისათვის, ეზოსათვის, სავანისა და
ეზოს კარიბჭისათვის და შეამკეს ის ნაქარგობით: „აუვსო გული სიბრძნით (ღმერ-
თმა) რომ ...ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე” და სხვ.;
წიგნში „ქებათ-ქება სოლომონის“ : „ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბა-
ნის ძელთაგან. სვეტები მისი ვერცხლისაგან შექმნა. სანიდაყვენი – ოქროსაგან, საყ-
დარი – მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის
ასულებმა“ ; წიგნში „ეზეკიელის წინასწარმეტყველება“ : „ეგვიპტური მოქარგული
ზეზისა იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნ-
ძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისაგან იყო”, ასევე „ფსალმუნნი“ : “მოქარ-
გული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან” [2].
უძველესია ასევე ჩინეთის დასავლეთ ჯოუს დინასტიის (1046-770 წწ. ძვ. წ.)
დროინდელი კლასიკური ტრაქტატი რიტუალებისა − “ჯოული“ , რომელშიც არა-
ერთგზი არის ნათქვამი − “ნაქარგობა და ფერწერა განუყოფელია“ .
ნაქარგობა ხშირად გვხვდება უძველეს ლიტერატურულ და ისტორიულ ძეგ-
ლებში – ანტიკური პერიოდის ავტორებთან, როგორებიცაა ჰომეროსი (ძვ. წ. VIII
ს.), არისტობულუსი (ძვ. წ. IV ს.), ოვიდიუსი (ძვ. წ. I ს.), პლინიუსი (ახ. წ. Iს.), დიო-
ნისე ჰალიკარნასელი (ძვ. წ. I ს.), სტრაბონი (ძვ. წ. Iს. - ახ. წ. Iს.), ფლავიუსი (ახ. წ. I
ს.).
ჰომეროსი „ილიადა“ მოგვითხრობს: „ტურფად ნაქარგი მოსასხამი შემოენახა/
სიდონელ ქალთა ნახელავი ღვთაებრივ პარისს...” („ილიადა“ ქება 6); პარისმა
ტროაში მოიყვანა ხელგაწაფული ქალები ტვიროსიდან და სიდონიდან, რომლებიც
განთქმული იყვნენ ორნამენტული ქსოვილების დამზადებით; იქვე აღწერილია
ელენეს ხელსაქმე - „დიდ თეთრ ქსოვილს ქარგავდა“ [3].
„ოდისეაში“ აღწერილია ღვთაებრივი ულისეს ძვირფასი მოსასხამი, რომლის
კალთები მდიდრულადაა მოქარგული [4].
ალექსანდრე მაკედონელის თანაბედროვე და მემატიანე არისტობულუსი ბა-
ბილონელთა მეფის კისიისის სამარხის აღწერისას აღნიშნავს, რომ ოქროს კუბოში
ჩასვენებული მეფის სხეული ოქროს ტახტზე იდო, რომელზეც გადაფარებელი იყო
ნაქარგობით უხვად შემკული ბაბილონური ქსოვილი [5].
ძველ რომაელ პოეტს ოვიდიუსს „მეტამორფოზაში“ მოთხრობილი აქვს ლე-
გენდა არახნეს შესახებ − მღებავი იდმონის ქალიშვილმა ქალღმერთ მინერვასაგან
ისწავლა ქსოვა და ქარგვა და შეჯიბრის დროს კიდევაც აჯობა მასწავლებელს. გან-
რისხებულმა მინერვამ არახნე ობობად გადააქცია.
ძველი რომაელი მწერალი პლინიუსი თავის „ბუნების ისტორიის“ VIII წიგნში
წერს, რომ რომაელები ქარგვის ხელოვნებას გაეცვნენ ატალუს პერგამოელის მეშვე-
ობით. პერგამუსის სამეფოს მმართველმა (IIს. ძვ. წ.) ატალუსმა აზიაში აღმოაჩინა
ნაქარგობის ოქროს ძაფით შესრულების მეთოდი. გადმოცემის მიხედვით ნაქარგო-
ბის ხელოვნება რომში პერგამოსიდან იქნა შეტანილი და ატალინური ეწოდა - აღ-
მომჩენის ატალუსის პატივსაცემად [6].
ბერძენი ისტორიკოსი დიონისე ჰალიკარნასელი შრომაში „რომის სიძველენი“
აღნიშნავს, რომ რომში პირველად ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი) (ძვ. წ. VII-VIს.)
გამოჩნდა ოქროთი ნაქარგი მოსასხამით [7].
ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის ცნობით (წიგნი XV, თ. I) ბერძნები ალექ-
სანდრე მაკედონელის სპარსეთში ლაშქრობისას გაეცნენ აზიური ქვეყნების და მა-
თი მმართველების უსაზღვრო ფუფუნებას. ისტორიკოსს აღწერილი აქვს ალექსან-
დრე მაკედონელის განცვიფრება და აღფრთოვანება სპარსეთში ოქროთი მოქარგუ-
ლი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ტანსაცმლის და ასევე ინდოეთში მდიდრუ-
ლად და ნაირფრად, მულინის ძაფებით მოქარგული, უნაზესი ბადისებრი ინდური
ქსოვილების ნახვისას. მაკედონელმა, დარიუსის ძვირფასი კარვის ნაქარგობებით
აღფრთოვანებულმა, გამოცდილ კვიპროსელ ოსტატებს დაუკვეთა მსგავსი ქსოვი-
ლის დამზადება უძვირფასესი მანტიისათვის [8].
ებრაელი ისტორიკოსი და მხედართმთავარი იოსებ ფლავიუსი თხზულებაში
– „იუდეას ომი“ აღნიშნავს, რომ კრეტსაბმელი, რომელიც ჰეროლემ შესწირა ტა-
ძარს, იყო ბაბილონური, ლურჯად და წითლად მოქარგული ძვირფასი ქსოვილი –
კოსმოსისა და სხვა ორნამენტების გამოსახულებით [9].
როგორც უძველესი წერილობითი წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, ქარგვის
ხელოვნებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ადამიანის უპირველეს შრომით
იარაღებს უკავშირდება. მისი მაღალმხატვრულ საფეხურზე გადასვლა და როგორც
ხელოვნების დარგის ჩამოყალიბება აღმოსავლეთში, კერძოდ ჩინეთში
დასტურდება, საიდანაც თანდათან გავრცელება ჰპოვა მთელ შუამდინარეთში, ეგ-
ვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. ის დიდი პოპულარობით სარგებლობ-
და ძველი ცივილიზაციის ყველა ქვეყანაში.
ლიტერატურა:

1. Китайская вышивка http://russian.cri.cn/941/2012/09/28/1s443435.htm.


2. ბიბლია ძველი აღთქმა - წიგნი გამოსვლათა. თ. 35.35; ქებათ-ქება სოლო-
მონის თ. 3. 9-10; ეზეკიელის წინასწარმეტყველება, თ. 27.7, თ. 27.16, თ.
27.24; ფსალმუნი 44. 15 თბილისი: საქართველოს საპატრიარქო, 1990.
3. Гомер. Илиада. Перевод Н. И. Гнедича. Л., «Наука», 1990.
4. ჰომეროსი - “ოდისეა“ პალიტრა, თბილისი 2011;
5. Lefebure Ernest, Embroidery and lace: their manufacture and history
LONDON:1888, 22.
6. Pliny, Natural History, Book VIII. 2005.
7. Дионисий Галикарнасский, Римские древности. / Пер. Н. Г. Майоровой и др.
Серия «Историческая библиотека. Античная история». М.: Издательский дом
«Рубежи XXI», 2005.
8. ყაუხჩიშვილი ს., სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ,
თბ., 1957, გვ. 124.
9. Lefebure Ernest, Embroidery and lace: their manufacture and history
LONDON:1888, 39.
2.2. ქართული ხელსაქმის ტრადიციები უძველეს წერილობით
წყაროებში

ნაქარგობისათვის საჭირო ყველა მასალის - ძაფის, მკედის, ქსოვილის და მათ


მისაღებად საჭირო ნედლეულის - სელის, ბამბის, მატყლის, აბრეშუმის დამზადე-
ბის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე არსებობდა.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა უძველესმა ტომებმა უხსოვარი
დროიდან აითვისეს ხალხური ხელსაქმე – ძაფის დართვა და ქსოვა. „ქსოვა-მქარ-
გველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა გავრცელებული.
ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ” [1]. ათას-
წლეულების განმავლობაში იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა ქსოვილის
დამზადების და დამუშავების ტექნიკური და მხატვრული მეთოდები. ტრადიციამ
საუკუნეეები გამოიარა, ჟამთა სიავეს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ჯერ კიდევ
უახლეს წარსულში − ფაბრიკული ქსოვილების ფართოდ გავრცელებამდე, საქარ-
თველოს ყველა კუთხეში სხვადასხვა დანიშნულებისათვის მზადდებოდა სელის,
კანაფის, შალის, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილები.
ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და კლიმატური პირობე-
ბი ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენდა საფეიქრო წარმოებისათვის საჭირო, რო-
გორც მცენარეული (სელი, კანაფი, ბამბა, ჭილოფი), ისე ცხოველური წარმოშობის
(ტყავი, მატყლი, აბრეშუმი) ნედლეულის მოსაყვანად. მცენარეული და ცხოველუ-
რი ბოჭკოს გარდა ძვირფასი ტანსაცმლისათვის (უმაღლესი საერო და სასულიერო
პირებისათვის) ქსოვილს ოქრომკედისა და ვერცხლმკედისგან ამზადებდნენ.
საქართველოში უძველესი ქსოვილის დამზადებისა და საფეიქრო საქმის გან-
ვითარების შესახებ უხვ მასალას შეიცავს ანტიკური ხანის უცხოური წერილობითი
წყაროები, უცხოელ მოგზაურთა და მკვლევართა ჩანაწერები, უძველესი ქართული
საისტორიო და ლიტერატურული ძეგლები.
ანტიკურ სამყაროში კოლხეთი ყურადღებას იქცევდა არა მარტო რკინის და-
მუშავების საიდუმლოს ფლობით და ოქროს მოპოვებით, არამედ ხელსაქმითა და
ქსოვილების დამზადების ტრადიციით. ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის V საუკუ-
ნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.) გვაწვდის ცნობას, რომელიც
ადასტურებს, რომ კავკასიელ ტომებში საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა წარმოება-ხე-
ლოსნობის დარგები: ქსოვა, რთვა, ღებვა, მოხატვა, მცენარეული საღებავების დამ-
ზადება. ჰეროდოტე “ისტორიის“ მეორე ნაწილში კოლხებს გამოარჩევს, როგორც
სელის წარმოებაში დახელოვნებულ ტომს და მათ მიერ დამზადებულ სელს, ხა-
რისხითა და დამუშავების ტექნოლოგიით, ეგვიპტურს უთანაბრებს: „მხოლოდ
კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებდნენ სელს ერთნაირად. კოლხურ სელს ელი-
ნები სარდონულს უწოდებენ” წიგნში – „კლიო” ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ კავ-
კასიის მთებში მცხოვრები ტომები „ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წამალს და ამით ხა-
ტავენ ტანსაცმელს, ხოლო ეს ნახატები კი არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ
შალთან ერთად, თითქოს თავიდანვე ჩაქსოვილია მასში“ [2].
კოლხებს, როგორც სელის კულტურის მომყვან და მწარმოებელ ტომს, იცნობს
ძვ. წ. V ს-ის ბერძენი მწერალი პინდარე. ცნობები კოლხური სელის ქსოვილის მა-
ღალი ღირსებისა და სახელგანთქმულობის შესახებ კალიმაქესთანაც (ძვ.წ. III ს.)
არის შემონახული.
რიგი ცნობებისა ქართული ქსოვილების შესახებ დაცულია ბერძენი მწერლე-
ბის – ქსენოფონტისა და სტრაბონის თხზულებებში. ისინი ახსენებენ ქართველურ
მოსახლეობას, რომელთაც სელის აბჯრები ჰქონდათ.
ქსენოფონტის (ძვ.წ. IV ს.) “ანაბასისში“ აღწერილია, რომ ხალიბებს ეცვათ სე-
ლის აბჯრები, რომლებითაც მუცლის ქვედა ნაწილებამდე იყვნენ დაცული, ხოლო
აბჯრის კალთების ნაცვლად მჭიდროდ დაგრეხილი თოკები. მოსინიკების შესახებ
იგივე ავტორი წერს: “მათ ეცვათ ტილოს სიმკვრივის მოკლე ქიტონები, რომელნიც
მუხლებს ვერ სწვდებოდა. თავზე ეხურათ პაფლაგონურის მსგავსი ტყავის მუზა-
რადები“ [3].
სტრაბონის ((ძვ.წ. I – ახ. წ. I ს.) ცნობით, “ალბანელებს აქვთ ტყავის აბჯრები
იბერების მსგავსად. პომპეუსის ქართლში ლაშქრობისა და იბერებთან ბრძოლაზე
თხრობისას აღნიშნავს, რომ “იბერები ტყავის მუზარადებს ხმარობენ” [4].
ანტიკურ პერიოდში კოლხეთისა და იბერიის მოსახლეობა სელის გარდა შა-
ლის, ბამბის და სხვა ქსოვილების დამზადებასაც მისდევდა. აბრეშუმი კი ქრისტია-
ნობამდელ პერიოდში ჩინეთიდან შემოტანის საგანი იყო. საქართველომ ყველაზე
ადრე შეითვისა ჩინელებისაგან მეაბრეშუმეობა, „დიდი აბრეშუმის გზა“ სწორედ
საქართველოზე გადიოდა, ხოლო შუა საუკუნეებში აბრეშუმის წარმოებამ ისეთ
დონეს მიაღწია, ჩინური აბრეშუმიც კი დაჯაბნა მსოფლიო ბაზარზე.
X საუკუნის არაბი მოგზაურის იბნ ჰაუკალის მიხედვით შავი ზღვის აღმოსავ-
ლეთ სანაპიროს მცხოვრებნი განთქმული იყვნენ სელის ქსოვილით, რომელსაც ად-
გილობრივ ენაზე ეწოდებოდა ტალ [5].
ბიზანტიელი მწერალი ნიკიტა ხონიატე (XII ს.) გვაწვდის ცნობას, რომ ჯერ კი-
დევ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებამდე კომნენოსები ხშირად ჩნდებიან იბერიუ-
ლი სამოსით. ანდრონიკე კომნენოსი (1183-1185 წწ. ეკავა კეისრის ტახტი) ყოველ-
დღიურად ატარებდა იისფერი ქართული ქსოვილისაგან შეკერილ ზედა სამოსელს.
პატრიარქ თეოდოსის (1178-1183 წწ.) დელეგაციას, რომელმაც ბიზანტიის იმპერა-
ტორის მანუელ კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ, ანდრონიკეს იმპერატორობა
სთხოვა, იგი „იბერიული ქსოვილისაგან შეკერილი“ იისფერი მოსასხამით წარუდ-
გა [6].
ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო (XIII ს.) წერდა: „საქართველოში ბევრია
აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ” [7].
სპარსელი გეოგრაფი ზაქარია ალ-ყაზვინი (XIII ს.) თავის შრომაში გადმოცემს,
რომ საქართველოში სავაჭრო საქონელს შორის ქსოვილებს საკმაოდ დიდი ადგი-
ლი ეჭირა. თბილისის აღწერისას იგი სავაჭრო ურთიერთობებსაც ეხება და წერს:
“მრავალნაირი ნაბდები, ტანსაცმელი, ფაქიზი ნოხები, ქვეშაგები, თხელი შალი, აბ-
რეშუმი და მისთანანი გააქვთ” [8].
ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინის (XV ს.) აღწერილობის თანახმად
სამეგრელოს მთავარს საბედიანოს შავი ზღვის პირას, ბათუმის მახლობლად პატა-
რა ქალაქი ჰქონია, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრად ყოფილა. იქ თურმე აბ-
რეშუმს, მომსხო ტილოსა და თაფლს ჰყიდნენ.
XV ს-ის უცხოელ მოგზაურის იოსეფა ბარბაროს ჩანაწერებით სამეგრელოში
ტილოს კანაფისა და ჭინჭრის ბოჭკოსაგან ქსოვდნენ და იგი საკმაოდ დაბალი ხა-
რისხისა იყო [9].
კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი (XVII ს.) დიდძალ და საინტე-
რესო მასალას გვაწვდის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფის შესახებ. “სამეგ-
რელოს აღწერაში“ საგანგებოდ ეხება საფეიქრო ნაწარმით ვაჭრობას და აღნიშნავს,
რომ “მეგრელები გამოიტანენ კანაფს... სელს ან სელის თესლს და ამაებს უცვლიან
თურქებს შალზე”. ოდიშელთა შესახებ ავტორი ასევე წერს, რომ თურქები “... ოდი-
შიდან იღებენ ... ადგილობრივ ტილოს, ძაფს, აბრეშუმს, ხარის, კვერნის და წავის
ტყავს, სელის თესლს...”.ეს ცნობა საინტერესოა, რადგან გვაუწყებს, რომ XVII ს-ში
სამეგრელოში ჯერ კიდევ მოჰყავდათ სელი, კანაფი და აბრეშუმი, როგორც ქსოვი-
ლების დასამზადებლად, ისე ნედლეულის სახით გასაყიდად. აბრეშუმი კი სავარა-
უდოდ, პარკის სახითაც გაჰქონდათ საზღვარგარეთ.
ქუთაისის აღწერისას ლამბერტი აქაურ აღებ-მიცემობაზეც ამახვილებს ყურა-
დღებას და მოგვითხრობს, რომ „მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამო-
აქვთ თავისი შინაური ნაწარმი, ნაბდები და მსხვილი შალები... ქართლიდან მოდი-
ან ქართველები და ირანელები, რომელთაც ჩამოაქვთ ძვირფასი ირანული შალები
და ინდოეთის ფერადი ქსოვილები...” [10].
საინტერესო მონაცემებს შეიცავს XVII ს. რუსი ელჩების ა. იევლიევისა და ნ.
ტოლოჩანოვის ნაშრომში “იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ . რუსი
ელჩების გადმოცემით იმერეთში ყველგან მისდევდნენ აბრეშუმისა და ბამბის მოყ-
ვანას: „აბრეშუმი ყოველ სახლში მოჰყავთ, ბამბაც ასევე”. ელჩების მონათხრობის
თანახმად მე-17 ს-ის იმერეთში მოსახლეობის ფართო ფენები ძირითადად ადგი-
ლობრივ ნამზადი ქსოვილების (აბრეშუმის, შალის, ბამბის) სამოსს ატარებდა, ხო-
ლო სამეფო კარისა და დიდგვაროვნების სამოსისათვის ძვირფასი ქსოვილები უმე-
ტესად ირანიდან და ოსმალეთიდან შემოჰქონდათ [11].
ჩვენთვის საინტერესო დარგის შესახებ ცნობას ვხვდებით XVII საუკუნის
ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის ჩანაწერებშიც. თბილისის დახასიათე-
ბისას იგი წერს: “საქართველოში ბევრი აბრეშუმი მოდის... აბრეშუმი გააქვთ ოსმა-
ლეთში, არზრუმში და სხვა გარე ქვეყნებში, სადაც კარგ ფასად ყიდიან”. სავარაუ-
დოდ, რადგანაც აღნიშნული დროისათვის აბრეშუმის ქსოვილები და მზა ტანსაც-
მელი საქართველოში ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდიოდა, შარ-
დენის ეს ინფორმაცია ისე უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან საექსპორტოდ აბ-
რეშუმი უმეტესად ნედლეულის სახით გაჰქონდათ [12].
XVIII ს-ის საქართველოში საფეიქრო დარგის მდგომარეობაზე ზოგიერთი
ცნობა დაცულია გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის აკად. ი. გიულდენშტედ-
ტის ჩანაწერებში. აფხაზეთის, კახეთის, ქართლისა და რაჭის აღწერისას მას მოჰ-
ყავს ცნობები ქსოვილის ბოჭკოს მოყვანის, ტანსაცმლისა და სხვადასხვა ქსოვილე-
ბის დამზადების და ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ი. გიულდენშტედტს აღნიშნული
აქვს, რომ მაშინ რაჭაში ძაფის დასამზადებლად მცირე რაოდენობით კანაფის ბოჭ-
კოს იყენებდნენ, თუმცა რა დანიშნულება ჰქონდა კანაფის ძაფს, ამას არ აზუსტებს
[13].
უძველეს ქართულ წერილობით წყაროებსა (აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში,
ისტორიულ მატიანეებში, საკანონმდებლო საბუთებში, სიგელებში და სხვა ძეგ-
ლებში) და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მრავლად გვხვდება ხელსაქმესთან –
რთვა-ქსოვასა და ფეიქრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტერმინები და ამ
საქმიანობისათვის საჭირო იარაღების სახელები. ისინი არის როგორც ზოგადი ხა-
სიათის, ასევე კონკრეტული შინაარსის შემცველი. ზოგადი შინაარსის ტერმინებია:
“ნაქსოვი“ , „ქსოვილი“ “ქსოვა“ , „სამოსელი ქსოვილი“ , “ქსელვა“ , თანაშექსული“ ,
“ნაქსოვი ლარულად” და “ნაქსოვი ორხაულად”, “ლარი“ და სხვ.
ქსოვას სულხან-საბა-ორბელიანი ასე განმარტავს: “ქსოვა − ქსელისა და საზე-
დაოს შეაწმასნვა“ .
ქსოვილთა ზოგადი სახელის აღმნიშვნელი ტერმინი − „ნაქსოვი“ პირველად
ლ. მროველის მეფეთა ცხოვრებაში გვხვდება: “სუმბატ წარავლინა მოციქულნი და
ჰრქუა, რომელნი აღგიღია... ოქრო და ვერცხლი და ნაქსოვი ყოველი მომინიჭებია
თქუენდა“ [14].
ტერმინი 1105 წ-ის საეკლესიო სამართლის კრებულში − “რუის ურბნისის სა-
ეკლესიო კრების ძეგლწერაშიც” გვხვდება: „ნაქსოვი, სპილენძი, რკინა, ხე, თიხა,
ქვა, - ვადგენთ წმინდა კანონთა მიხედვით, რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფ-
ლება“ [15].
ქსოვის პროცესის აღმნიშვნელ ძველქართულ ტერმინად თამარ მეფის ისტო-
რიკოსის თხზულებაში, “შესთვა“ არის დასახელებული: “ბრძანებაი გასცა წინაშე
მოყვანებად დიასახლისი იგი, რომელმაც აღიარა ათორმეტისა მღვდელისათვის
უფროისად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვაი.. მიერითგან იწყო ამანაცა ალექ-
სანდრიით ვაჭართაგან მიღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისა“
. დასახელებულ ნაწყვეტში „კვართ-ფილონისა შესთვა“ გულისხმობს კონკრეტუ-
ლი სამოსის მოქსოვას [16].
ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლებიდან არაერთ ხალხურ ზღაპარშია შე-
მონახული ცნობა საფეიქრო ხელსაქმის ტრადიციის შესახებ: ერთ-ერთი ასეთია
წარმართული პერიოდის ზღაპარი – “ანანა“ , სადაც მოთხრობილია: “წავიდა ანანა,
დაჯდა მაღლა სართულზე, აიტანა ტარი და დაუწყო აბრეშუმს რთვა“ .
სხვადასვა მასალისა და ფერის ძაფთაგან ქსოვას “შერთულად ქსოვა“ ეწოდე-
ბოდა: “ნუ შეიმოს სამოსელსა რომლისა მატყლი და სელი შერთულად მოქსოვილ
იყოს“ - ნათქვამია ბიბლიაში.
შერთულად მოქსოვილი ზოგჯერ “ჭრელად ნაქსოვსაც” იძლეოდა, ასეთივე
იყო “თანაშექსულიც”: “გვირგვინ სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი, /ძოწეულითა თანა-
შაექსულნი“ [17].
ერთმანეთისაგან განსხვავებულია ქსოვა ლარულად და ქსოვა ორხაულად, რა-
საც „ვეფხისტყაოსანიც” მოწმობს. ერთი ძვირფასი და უცნობი ტექნიკით შესრულე-
ბული ქსოვილის შესახებ პოემაში ვკითხულობთ: “არცა ლარულად ჰგებოდა მას
ქსელი, არც ორხაულად /სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაუ-
ლად” [18].
“ლარულად” ქსოვით სამოსისათვის საჭირო ქსოვილი იქსოვებოდა, რომელიც
ქსელისა და მისაქსელის გადახლართვით მიიღება, ხოლო “ორხაულად” ქსოვა —
ნოხებისა და ფარდაგ-ხალიჩების (ხაოიანი ნაწარმის) დამზადებისათვის გამოიყე-
ნება.
ქსოვის პროცესის აღმნიშვნელია აგრეთვე ძველქართული ტერმინი “ბეჭვა“ ,
როელიც გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“ [18]. “ბეჭვა – ძაფების მიყვანა ერთმანეთზე
ქსოვის დროს იარაღით, რომელსაც ბეჭი ჰქვია“ — განმარტავს აკ. შანიძე.
ვახუშტი ბატონიშვილი სხვადასხვა კუთხეების აღწერისას გვაწვდის ცნობებს
ხელსაქმის ტრადიციების შესახებ: “ქალთა მათთა უწყიან... ქსოვა შალისა, თელვა,
კეთება ნაბდისა კარგისა“ . იმ დროს ვაჭრობა ნატურალურ ხასიათს ატარებდა და
აღებმიცემობის ერთ-ერთ საგანს ქსოვილები წარმოადგენდა: “არა უწყიან თეთრი,
არამედ თეთრისა წილ ნაბადი, ჩოხა, ხამი, შალი...” [19].
ქსოვილის მნიშვნელობით წერილობით ძეგლებში არაერთგან გვხვდება “ლა-
რი“ , რომელიც ზოგჯერ ქსოვილის ზოგად სახელადაა გამოყენებული, ზოგ შემ-
თხვევაში კი ძვირფასი ფარჩის ქსოვილის აღმნიშვნელია.
თამარის მემატიანის (ე. წ. პირველი ისტორიკოსის) თხზულებაში – „ისტორია-
ნი და აზმანი შარავანდედთანი“ მოთხრობილია: “იქმნა ქორწილი სახე-დაუდებე-
ლი და იგავ-მიუწვდომელი, სიმრავლენი სახეობათაგანი, ძღუნობანი და ნიჭებანი
თუალთა და მარგალიტთანი, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა
და ლართა კერულთა და უკერულთანი“ [20].
ამ შემთხვევაში „ლარი“ ქსოვილთა ზოგად სახელწოდებას აღნიშნავს. ამავე
მნიშვნელობითაა ის დასახელებული XI ს. – „ამირანდარეჯანიანში“ [21], XII ს. –
“ვისრამიანში“ [22], “ვეფხისტყაოსანსა“ [23] და “თამარიანში“ [24].
– „მოვედით კართა მათთა და და ლარისა სიმრავლისა რიცხვი არა იყო“, „და
უფროსი გამომვეთხოვნეს და ლარითა გავუშვენით“, „ქარავანი დავიონავ-
რენით და ავიღეთ ლარი რომლისა არა იყო რიცხვი“ („ამირანდარეჯანია-
ნი“);
– „დავლა და ბედი, ლარი და საჭურჭლე მათი მთისაგან უმზიმესი იყო“, „რა
შაჰინშა ამის წიგნისაგან მოიცალა, საჭურჭლე ლარისა და ოქროსგან დაცა-
ლა“, „ოქრო და ლარი უბოძა, აავსნა საბოძუითა“ („ვისრამიანი“);
– „ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა“ ; „იდვის გორი
ლარისა, სტავრისა და ატლასისა“ , ასევე – „დილასა ლარი ყოველი უჩვენა,
გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა“ („ვეფხის-
ტყაოსანი“ ).
– „აღივსენ ტყვითა, ლარ-პირუტყვითა“ („თამარიანი“).
მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ ლარი ქსოვილთა აღმნიშვნელი საერთო
ტერმინია და ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ქსოვილის აღმნიშვნე-
ლადაც იხმარება მაგალითად, როგორც “ტურფა ლარი“ ე.ი. ძვირფასი ქსოვილი.
რკონის XIII ს-ის სიგელში ლარი გაცვლა-გამოცვლის ექვივალენტადაც არის
დასახელებული: „წავიდი ორტაღთაგან ლარი და თეთრი ავიღი, ვიარებოდი და
ვყიდდი“ [25].
ძვირფასი ქსოვილის მნიშვნელობით არის ლარი მოხსენებული საერო სამარ-
თლის ძეგლში „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ (XIV ს.): „ლარი და ჭურჭელი ოქ-
როსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო, ყოველი საჭურჭლესა ძეს
და დგას“ . ამავე დოკუმენტმა შემოგვინახა საინტერესო ცნობები მეფის სამგზავრო
საწოლის შესახებ. მისი აღწერილობა ასეთია: „დიდ მაფრაში, რომელსა შიგან იდ-
ვას: ერთი მომცრო უკეთესი ორხვა, ერთი ლაიბი, ერთი სუნდუზი და ერთი სასთა-
ული. ეს ერთი თხელს ლარის ბუდესა შიგან და ეგეთი მაფრაშასა შიგან იდვას და
ერთი ტყავისა და ერთი ზედ გარდააფარონ. მით სახურავითა ნაკერითა დახურონ
და წითლის ბანბის ქარშიკით დააკრან”.
ლარის შესახებ საუბრობს ვახუშტი ბატონიშვილიც სხვადასხვა კუთხის
მცხოვრებთა სამოსის აღწერის დროს „...შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი
ერთ-რიგად: ... ტანს კაბა ლარისა“ , ქალის ჩაცმულობის შესახებ ავტორი წერს:
„ახალუხი ლარისა, კაბა ძვირფასი ლარისა, გრძელი ფერხთამდე. სარტყელი დიბი-
სა ანუ შალისა, წვერებჩაშვებული“ .
წერილობით ძეგლებში ტერმინი „ტილოც“ გვხვდება. ტილო უძველესი ქსო-
ვილია. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით „ტილო არის სელთა და კანაფთა ლა-
რი“ , ანუ ქსოვილი [26]. წერილობით ძეგლებში მრავლად გვხვდება ტერმინი “სა-
მოსელი სელისა“ . იოანე ბოლნელის (X-XI ს.) „ქადაგებაში“ ნათქვამია: „მოიღეთ
სამოსელი იგი პირველი რომელი იქსოების სელისაგან და შეჰმოსეთ მას“ [25].
ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდის ცნობებს: “ბამბა და სელი გარჯით მოდის,
ხოლო კანაფი – უმუშავოთ”. ავტორს დასახელებული აქვს სელის კულტურის მოყ-
ვანის ადგილები − ბერდუჯი, აბოცი, თრიალეთი, ტაშირი, ხევი [20].
ასევე მრავალგზისაა დასახელებული წერილობით წყაროებში შალის ქსოვი-
ლისაგან დამზადებული “სამოსელი მატყლისა“ .
„შუშანიკის წამებაში“ ნახსენებია სხადასხვაგვარი მატყლის ქსოვილის სამოსი
[27] – „გირჯაკი“ , „ხალენი“ , „კილიკი“ , „ძაძა“ :
„ქვესაგებად იყო გირჯაკი ერთი ძველი და კაცთა თუალსა სასთაული ერთი
ხალენისა უცხო სასთუნლით კერძო“. გირჯაკი, საბას განმარტებით, მატყლის და-
საგებია – „ქუეშსაგები ქმნილი მატყლით რაიმე, ანუ ნაბადი“ , ხოლო ხალენი მდა-
რე, “მსხვილად ნაქსოვი მატყლის ქსოვილია, „არად სახმარი“ -ო, ამბობს საბა.
შუშანიკი ლოცვის დროს მუხლებქვეშ იფენდა „კილიკს“ . საბა ამ ტერმინს ასე
ხსნის: „ფლასი ბანლისა“ , ნ. ჩუბინაშვილის მიხედვით, იგი „ღაზლის ფოჩვი, ტა-
ნის შესაწყობელი რამე“ არის. მაშასადამე, კილიკი ფარდაგია, ცხვრის მატყლის ან
თხის ბალნისგან მოქსოვილი.
შუშანიკს ძვირფასი სამოსის (პალეკარტის) შიგნით ეცვა „ძაძა“ : “შიგან ძაძაი
ემოსა და არავინ იცოდა ჩემს გარეშე“. ძაძა მატყლის მსხვილი, უხეში ძაფისაგან
მოქსოვილი სამოსი იყო, შუშანიკმა სპეციალურად, თვითგვემის მიზნით ჩაიცვა ეს
უხეში სამოსი.
როგორც მნიშვნელოვანი პროდუქტი, მატყლი შიომღვიმისადმი დავით აღმა-
შენებლის ანდერძში და „ხელმწიფის კარის გარიგებაშიც“ იხსენიება.
თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში ვკითხულობთ: „...იწყო ამანაცა (თა-
მარმა) ალექსანდრიით ვაჭართაგან მიღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შე-
სამოსლისა“ [16].
შალის ქსოვილი, ძველ ქართულ წყაროებში, „სკლატის“ სახელითაცაა მოხსე-
ნებული. ვახუშტისეულ საქართველოს აღწერაში ქართველთა ჩაცმულობა ასეა აღ-
წერილი: „შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთ-რიგად: თავს სკლატისაგან
ანუ შალისაგან ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვებული, აფროსანი; ტანს კაბა ლარისა,
სკლატისა ანუ ჩოხისა მუხლთ ქვემომდე... ფერხთა პაიჭი და წუღა ტყავისა ანუ
სკლატისა...”.
წერილობით წყარობებში მოგვეპოვება ცნობები აბრეშუმის ქსოვილის დამზა-
დება-მოხმარების შესახებ. ძველქართულში აბრეშუმის აღმნიშვნელი ტერმინია
„ჭიჭნაური“ , „ჭიჭნაუხტი“ . სულხან-საბას განმარტებით „ჭიჭნაუხტი (ჭიჭნაური)
მამას ეფრემს აბრეშუმად მოუპოვნებია“ . ეფრემ მცირეს ერთი მინაწერი კი გვეუბ-
ნება: „რამეთუ დედაკაცი არს მომღებელი ჭიჭნაურისა, ხოლო ჭიჭნაური მამასა ექ-
ვთიმის აბრეშუმისა სახელად მოუპოვებია“ .
„შუშანიკის წამებაში“ ავტორი ამბობს: “ხოლო წმინდამან შუშანიკ ნაცვლად
ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულმოდგინებითა ხელთა აღიხვნა დავითნი და
მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა“ [27].
უფრო მოგვიანებით ქართულ წერილობით წყაროებში აბრეშუმის ქსოვილის
უამრავი სხვადასხვა სახელწოდება გვხვდება, რომლებიც სხვადასხვა უცხო ენების
(სპარსული, არაბული, თურქული) ზეგავლენით დამკვიდრდა. ქრონოლოგიური
თანმიმდევრობი მათი ჩამონათვალი ასეთია:
ჭიჭნაური, ჭიჭნაუხტი – V –VI საუკუნეები („შუშანიკის წამება“ );
სტავრა (სპარს.) – VIII ს-დან (“ქართლის ცხოვრება“ , (“ვეფხისტყაოსანი“ );
ხარა (სპარსული), ქარაი – X – XII საუკუნეები (“ვისრამიანი“ , „შაჰნავაზიანი“);
ჰარირი (არაბული) – X – XII საუკუნეები („ვისრამიანი“ );
ოქსინო – XI – XVII საუკუნეები (1040 წ-ის მელქისედექ კათალიკოსის სიგელი,
(„ვეფხისტყაოსანი“ );
პიროქრო – XII საუკუნე (“ვეფხისტყაოსანი“ );
შარი – XII–XIII საუკუნეები (“ვისრამიანი“ , “ვეფხისტყაოსანი“, „შაჰნავაზია-
ნი“);
ნახლი (სპარსული) – XII – XVII საუკუნეები („აბდულმესია“ , „შაჰნავაზიანი“);
ზარქაში (სპარსული) – XI – XIII საუკუნეები (“ამირანდარეჯანიანი“ , “ვეფხის-
ტყაოსანი“ , “შაჰნავაზიანი“ , “თეიმურაზიანი“ , „გურამიანი“ );
ატლასი (არაბული) – XII საუკუნიდან (“ვეფხისტყაოსანი“ );
ფარჩა – XVI საუკუნიდან.
მრავალგზის გვხვდება აბრეშუმის სხვა სინონიმებიც: ყალამქარი, შეიდიში, ყა-
ნაოზი, მოვი, დარაია, ზარბაბი, მერდინი, ქალაღაია, თაფთა, ჩინური აბრეშუმი–ხა-
ტაური, ხათაია, დახვეწილი აბრეშუმი–ხასი და სხვ.).
საინტერესო ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოში მეაბ-
რეშუმეობის განვითარების შესახებ. ის აღნიშნავს, რომ ზოგან აბრეშუმს აკეთებენ
“არა მრავლად” (ქართლი, ბედუჯი, ქცია, გორი, სამცხე-საათაბაგო), ზოგან - “მრავ-
ლად, ფრიად ნაყოფიერ” (ალგეთი, ჰერეთი, კახეთი, კუხეთი, თუშეთი, ელისენი,
არგვეთი, გურია, ოდიში) [19].
აბრეშუმის ქსოვილის ერთ-ერთი ნაირსახეობაა განსაკუთრებულად ძვირა-
დღირებული და საუკეთესო მასალა – „ოქროქსოვილი“ , რომელიც ოქროს ძაფისა-
გან (ოქროს თმა, ოქრომკედი) მზადდებოდა. თავად ოქროს ძაფი კი ოქროს უწვრი-
ლესი მავთულისაგან მიიღებოდა.
საზოგადოდ, ოქრო1 ოდითგანვე სიმდიდრის (როგორც მატერიალური, ისე
სულიერი), სინატიფისა და ჰარმონიულობის სიმბოლოდაა მიჩნეული. იგი უნიკა-
ლური თვისებებით –−ძლიერ მოელვარე ბრწყინვალებით, უჟანგავობით და ლამა-
ზი ფერით არის გამორჩეული, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს. ოქრო ძალზე
მაღალი პლასტიურობით გამორჩეული ლითონია. თეორიულად ის ერთი ატომის
სისქეზე შეიძლება გაბრტყელდეს. პრაქტიკულად კი ერთთეთრიანი მონეტის ზო-
მის ოქრო შესაძლოა 1მ. დიამეტრის სიფრიფანა, თითქმის გამჭვირვალე ფურცლად
გაბრტყელდეს (ამ დროს ის იძენს მომწვანო ელფერს). სწორედ სილამაზის, პლას-
ტიუ რობის და კეთილშობილური თვისებების გამო უძველესი დროიდანვე მიაპყ-
რო მას ადამიანმა ყურადღება და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენა: საიუვე-
ლირო სამკაულებისა თუ სარიტუალო-რელიგიური ნივთებისათვის, მცირე ზომის
ქანდაკებებისათვის, ფულის მოსაჭრელად, იარაღისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო
ნივთების მოოქროვებისათვის.
კოლხეთი უძველესი დროიდან იყო განთქმული ოქროს მოპოვებითა და და-
მუშავებით, რაც ძველი მსოფლიოს ცივილიზაციისათვის იმთავითვე იყო ცნობი-
ლი. ძველი ბერძნები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას „ოქრომრავალ კოლხეთს“ უწო-
დებდნენ და უძველესი მითიური ქვეყნის აიას მემკვიდრედ მიაჩნდათ. ისინი
კოლხებს ოქროს ქვიშის მოპოვებისა და ქიმიური წესით ოქროს მიღების საიდუმ-
ლო ცოდნას მიაწერდნენ. ეს ტაბუდადებული ოქროს მიღების ტექნოლოგია, ასევე
სიმდიდრისა და სიბრძნის სიმბოლოები – ვერძის ტყავზე ოქროს ასოებით დაწერი-
ლი, კოლხეთში იყო დაცული. სწორედ ამ ვერძის ტყავისათვის (ოქროს საწმისი-
სათვის) გაემგზავრნენ არგონავტები კოლხეთში.
საქართველოში ოქროს მოპოვების შესახებ წერილობით ცნობებს, „ოქროს საწ-
მისის“ თქმულების გარდა, გვაწვდიან ანტიკური პერიოდის ბერძენი და რომაელი
ავტორები: პინდარე (518-422 წწ. ძვ. წ.), პალიფატე (ძვ. წ. სს.), აპოლონიოს როდო-
სელი (295-215 წწ. ძვ. წ.), სტრაბონი (ძვ. წ. I ს − ახ. წ. I ს.), პლინიუსი (29-79 წწ.), აპი-
ანე, იოანე ანტიოქიელი, ევსტათი თესალონიკელი და სხვანი.
ბერძენი გეოგრაფის პალიფატეს თხზულებაში მოცემულია ანონიმური ავტო-
რის ცნობა იმის შესახებ, რომ კოლხეთში დაცული იყო არა ოქროს საწმისი, არამედ
ტყავზე ნაწერი წიგნი, რომელშიც აღწერილია ქიმიური მეთოდებით ოქროს მიღე-
ბის ხერხები.
ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერდა: არგონავტების მოგზაურობის ნამდვილი
მიზეზი კოლხეთის ოქროთი, ვერცხლითა და რკინით სიმდიდრე იყო. სვანეთში
მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც სვანები დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვია-

1
„ოქრო“ქართული სახელწოდებაა და სავარაუდოდ წარმოქმნილია სიტყვისაგან“უქრობი” [28].
ნი ტყავებით აგროვებენ, საიდანაც გავრცელდა მითი ოქროს საწმისის შესახებ.
მსგავს ფაქტს აღნიშნავდნენ პლინიუსი და რომაელი ისტორიკოსი აპიანე.
საქართველოში ოქროს სიუხვეზე მიუთითებს სხვა ისტორიული ფაქტებიც:
პლუტარქეს ცნობით ძვ. წ. 65 წელს იბერიის (ქართლის) მეფე არტოკმა რომაელთა
სარდალს პომპეუსს მიართვა ოქროს ტახტი, მაგიდა და სარეცელი, ხოლო ახ. წ. 128
წელს ქართლის მეფემ რომის იმპერატორს ადრიანეს უძღვნა ოქროს სავარძელი,
ოქროთი შემკული მოსასხამები და ოქროს დიდძალი ძვირფასეულობა [29]. ქარ-
თველი დიდგვაროვნები თავადაც იღებდნენ ოქროს გვირგვინს, ძვირფას ოქროვან
სამოსელს თუ სხვა საუნჯეს უცხო ქვეყნების იმპერატორებისაგან.
საქართველოში ოქრო რომ დიდად ფასობდა, მოწმობს აქ გავრცელებული
არაერთი ლეგენდა და მითი: ლეგენდა ბაზალეთის ტბაში ჩაძირული აკვნის შესა-
ხებ, ფარნავაზ მეფის განძის გამოქვაბულზე, თამარ მეფის ოქროს კუბოს შესახებ,
ხვამლის ოქროს განძზე და სხვ. ხალხურ ეპოსსა და ზეპირსიტყვიერებაში ოქრო
ხშირად არის გამოყენებული პიროვნების განსაკუთრებულობის აღსანიშნავად, ასე,
მაგალითად: ოქროსთმიანი დალი, ოქროსქოჩრიანი ბიჭუნა, ოქროსდალალებიანი
ქალწული, ამირანის ოქროს კბილი და ა.შ.
ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ მითი სინამდვილეს შეესაბამება, რაზეც უძ-
ველესი ოქრომქანდაკებლობის მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ნივთიერი
ძეგლები და არქეოლოგიური კვლევების შედეგად მოპოვებული მასალები მეტყვე-
ლებს. საილუსტრაციოდ საკმარისია ქართველი და გერმანელი არქეოლოგების ბო-
ლოდროინდელი აღმოჩენა, საყდრისის (ქვემო ქართლი) მსოფლიოში უძველესი
(ძვ. წ. V ათასწლეულის) ოქროს მომპოვებელი მაღარო, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ 54000 წლის წინ, პრეისტორიულ ხანაში, როდესაც ეგვიპტელები ოქროს მდი-
ნარე ნილოსზე რეცხვის გზით მოიპოვებდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე
მცხოვრები უძველესი ტომი ფლობდა მიწის ქვეშ არსებული უხილავი ოქროს ად-
გილსამყოფელის მიკვლევის და მოპოვების ურთულეს ტექნოლოგიებს (მსგავს
ტექნოლოგიებს ეგვიპტელებმა 1000 წლით გვიან მიაგნეს).
შუა საუკუნეებში ოქროს მოიპოვებდნენ ალავერდის, ახტალისა და დამბლუ-
ტის საბადოებში. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ოქროს ძიება-მოპო-
ვებას აწარმოებდნენ ჭოროხის, რიონის, ენგურის, ცხენისწყლის, მტკვრის, ხრამის
და მათი შენაკადების ქვიშრობებში. 1936 წლიდან მოყოლებული სვანეთის მთებში,
მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების ქვიშრობებიდან ამ ბოლო დრომდე მოი-
პოვებენ ოქროს უძველესი – გარეცხვის და ამალგამირების მეთოდით, სადაც ოქრო
გვხვდება მარცვლების, მცირე ზომის ფირფიტების და ნაკუწი მავთულის სახით.
ოქრომჭედლობა საქართველოს ტერიტორიაზე მცხობრებ ტომებში ძველი
წელთაღრიცხვის III ათასწლეულზე უფრო ადრე იღებს სათავეს. უძველესი რთუ-
ლი და ნატიფი ნაკეთობები მოწმობენ, რომ ოქრომქანდაკებლური ტექნიკა მაღალ-
განვითარებული იყო და ეს ხელობა ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი. აღნიშნუ-
ლის დადასტურებას ადრებრინჯაოს ხანის ანანურის, ბედენის და წნორის ყორღა-
ნებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულები, ალაზნის ველის გორასამარხების ოქროს
ნაკეთობანი, შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის ოქროს საგანძური, ან-
ტიკური პერიოდის - მცხეთის, ვანის, ახალგორის, სტეფანწმინდის, საირხის და
სხვა სამარხების ოქროს ნივთები წარმოადგენს [30].
გარდა ოქრომქანდაკებლური ხელოვნებისა ოქრომ გამოყენება ჰპოვა ადამია-
ნის საქმიანობის კიდევ ერთ სფეროში, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს არაფე-
რი აქვს საერთო ამ ძვირფას ლითონთან, ეს არის ხალხური დეკორატიულ-გამოყე-
ნებითი ხელოვნება – უწვრილესი ოქროს თმის საშუალებით ოქროქსოვილის დამ-
ზადება და სამოსის ოქრომკედით მოქარგვა.
ოქროს თმას (ოქროს უწვრილეს მავთულს) ოქრომკედის დასამზადებლად
იყენებდენ: “ოქროს-თმა არს, რაჲ ოქრო თმათაებრ გააწვლილო, რომელსა სპარსნი
სირმას უჴმობენ; და რა თმა იგი განსტკიცო და ბრტყელ იქმნას, ჰქვია სხეპლა, რო-
მელსა სპარსნი მუყაიშს უწოდენ; ხოლო სხეპლა რა ძაფსა შეასთო ოქრომკედი ეწო-
დება“ − განმარტავს სულხან-საბა [31].
ოქროს თმის, ოქრომკედისა და მათგან დამზადებული ნაქარგობებისა და ოქ-
როქსოვილების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ცნობები მათ შესახებ
უცხოურ წერილობით წყაროებში ანტიკური პერიოდიდან და უფრო ადრეც მოგვე-
პოვება. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში (წიგნი “გამოსვლათა“ ძვ. წ. XIII ს.) არის მოთხ-
რობილი, უფლის მითითების თანახმად მღვდელმთავარ აარონის სამოსისათვის
როგორ დაამზადეს ოქროს ძაფი: “დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა
თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა
მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად“ [32]. ოქრომკედით მდიდრულად მო-
ქარგული ძვირფასი მოსასხამი აღწერილი აქვს ანტიკური პერიოდის პოეტს ჰომე-
როსს თავის „ოდისეაში“ [33].
ინფორმაციას ოქროს ძაფით ქარგვის ტრადიციის ევროპაში გავრცელების შე-
სახებ გვაწვდის ძველი რომაელი ერუდიტი-მწერალი გაიუს პლინიუსი (Iს. ახ. წ.)
[34], ის გადმოგვცემს, რომ პერგამოსის (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით მდე-
ბარე ქვეყანა) მმართველმა ატალუსმა ძვ. წ. II ს-ში აზიაში აღმოაჩინა ნაქარგობაში
ოქროს ძაფის გამოყენების მეთოდი, რასაც არ იცნობდნენ ანტიკური პერიოდის ევ-
როპაში, ატალუსმა ის პერგამოსში დანერგა, საიდანაც რომში გავრცელდა და ატა-
ლუსური ეწოდა.
საქართველოში ოქროს ძაფისა და ძვირფასი ოქროქსოვილების უძველესი
დროიდან გამოყენების ფაქტს ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები
გვიდასტურებს (უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი უცხოური წყარო ქართულზე ადრინ-
დელია). მზადდებოდა თუ არა ეს ძვირფასი ქსოვილები საქართველოში, ამის შესა-
ხებ წერილობითი წყაროები ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ კოლხეთის ტერი-
ტორიაზე ანტიკური პერიოდიდან ხელსაქმის განვითარების ფაქტი და უძველესი
საფეიქრო სახელოსნოს ნაშთები საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ძვირფასი
ქსოვილები ადგილზეც მზადდებოდა. წერილობითი წყაროების მიხედვით ოქროქ-
სოვილები ქვეყნის გარეთაც გაჰქონდათ და უცხო ქვეყნებიდანაც შემოედინებოდა
– სავაჭრო გზებით, სამეფო საჩუქრების, ნაალაფარისა და ხარაჯის სახით.
უცხოური წყაროებიდან ქართული ოქროქსოვილებისა და ოქრომკედის შესა-
ხებ ინფორმაციას შეიცავს ადრეული პერიოდის რომაელი და ბიზანტიელი ისტო-
რიკოსების მატიანეები; სპარსი, იტალიელი და ფრანგი მოგზაურების ჩანაწერები;
მისიონერების, მწერლების, ელჩების, ისტორიკოსებისა და სხვათა თხზულებანი.
პირველ ცნობებს უძველესი ქართული ოქროქსოვილის შესახებ რომაელი ის-
ტორიკოსი ელიუს სპარტიანი გვაწვდის. რომის იმპერატორის – ადრიანეს ცხოვრე-
ბის აღწერაში ის მოგვითხრობს, რომ 128 წ. ქართლის მეფე ფარსმან II ქველმა იმპე-
რატორ ადრიანეს საჩუქრად ძვირფასი ოქროქსოვილის 300 მოსასხამები (ქლამიდა)
გაუგზავნა [35].
ბიზანტიურ წყაროებში დაცულია ცნობები ქართლის მეფის წათეს (VI ს.) ჩაც-
მულობის შესახებ, კერძოდ ქრონისტი იოანე მალალა და ისტორიკოსი-პოეტი აგა-
თია სქოლასტიკოსი გადმოგვცემენ, რომ გაქრისტიანებულ ქართლის მეფეს – წა-
თეს ეცვა თვალმარგალიტით შემკული კოჭებამდე გრძელი ქიტონი, ოქრომკედით
მოქარგული“ [36].
ცნობებს ქართული ოქროქსოვილის შესახებ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერე-
ბიც გვაწვდიან:
XIII ს. სპარსი მოგზაური და გეოგრაფი ზაქარია ალ-ყაზვინი საქართველოდან
გატანილი საქონლის რიცხვში აბრეშუმის ოქროქსოვილის ნაკერებს მოიხსენიებს;
ასევე, XIII ს-ში იტალიელი მოგზაური მარკო პოლო აღნიშნავს, რომ საქარ-
თველოში ძვირფასი ოქროქსოვილი მზადდება−“საქართველოში დიდძალია აბრე-
შუმი, ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროქსოვილებს“ [37].
ოქროქსოვილის სამოსი აღწერილი აქვთ XVII საუკუნის ფრანგ მოგზაურს
ჟან-ბატისტ შარდენს [38]და იტალიელ მისიონერს ქრისტეფორე დე კასტელის
[39].
ოქრომკედის შესახებ საუბარია რუსი ელჩების ა. იევლევისა და ნ. ტოლოჩანო-
ვის “იმერეთში ელჩობის მუხლობრივ აღწერილობაში“ (1650-1652 წწ.). იმერეთის
მეფის ალექსანდრესთან აუდიენციის აღწერისას დახასიათებულია მისი სამოსი:
“მეფეს ტანთ სიასამურის ქათიბი ეცვა ოქრომკედით ხავერდზე გაწყობილი და
ფარჩის კაბა ოქრომკედით მოქარგული“ . გელათის მონასტერში დაცული სიმდიდ-
რის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ დავით ბატონიშვილის უმცროსი შვილის –
გიორგის „საფლავი ოქრომკედით მოქსოვილი ხალიჩით არის დაფარული“. ელჩე-
ბის მიერ თეიმურაზ I-თან დარბაზობის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ „მეფის
ფერხთა ქვეშ... ოქრომკედით ნაქარგი ალუბლისფერი ატლასის დიდი ბალიში იდ-
ვა... კედელთან კიდევ მეორე ბალიში იდო, ისიც ხაოიანი ატლასისა, ოქრომკედით
ნაქარგივე“ [40].
თბილისური ოქრომკედისა და სირმის შესახებ საუბრობს ალ. დიუმა (XIX ს.)
თხზულებაში „კავკასია“ [41].
ძვირფასი ოქრომკედით ნაქარგი შესამოსელის შესახებ გვაწვდის ცნობებს XIX
ს-ის რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვი. ის გაბედულად ამხელს რუსი ეგ-
ზარქოსების ურწმუნოებასა და მძარცველურ პოლიტიკას – „გელათის მონასტრის
საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა... ოქრომკედით მოქარგული და
მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი
იმერეთის კათალიკოს-პატრიარქების შესამოსელი... ეს ძვირფასი შესამოსელი კონ-
სტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოად-
ნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებ-
ლად...“ [42].
საქართველოში ოქროს თმის, ოქრომკედის და ძვირფასი ოქროქსოვილების
დამზადების ხერხებისა და ტექნიკის შესახებ პირდაპირი ქართულენოვანი ცნობე-
ბი, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება. ასეთი მასალების სხვადასხვა მრავალგვარი სა-
ხეობის არსებობა და ფართოდ გამოყენება დასტურდება უძველესი ქართული და
ძველნათარგმნი2 წერილობითი წყაროებითა (მატიანეები, საღვთისმეტყველო და
ლიტერატურული ძეგლები, საისტორიო, იურიდიული და არაიურიდიული ხასია-
თის დოკუმენტები, როგორებიცაა აქტები, სიგელ-გუჯარები, კერძო ნუსხები, ეპის-
ტოლური მასალა და სხვ.) და ზეპირსიტყვიერების ძეგლებით, რომლებშიც უხვად
გვხვდება ოქრომკედისა და ოქროქსოვილების აღმნიშვნელი მრავალფეროვანი
ტერმინები, ესენია: ოქრონემსული, ოქროკემსული, ოქროშეთხზული, ოქროშექსუ-
ლი, ოქროთნაკერი, ოქროთი ნაკემსი, ოქრონაქსოვი, ოქროვანი, ოქროქსოვილი, ოქ-
როგანაზიდარი, პიროქრო. ეს სახელწოდებები თავადვე გვიჩვენებს მასალის შე-
მადგენლობას (სიტყვის ფუძეში არის ოქრო). გარდა ზემოდასახელებული ტერმი-
ნებისა გვხვდება ისეთებიც, რომლებიც, მართალია ოქროს ძაფისა და ოქროქსოვი-
ლის აღმნიშვნელია, მაგრამ მათი სახელის ფუძეში ოქრო არ ფიგურირებს, ასეთე-
ბია: ზარქაში, ზარქაში განაზიდარი, ოქსინო, სკარამანგი (საკრამანგი), სირმა, ზეზი,
ხარა (ქარაი), სტავრა, დიბა3. დასახელებული ტერმინებიდან ოქრომკედით ნაქარ-
გობის აღმნიშვნელი სახელწოდებებია: ოქრონემსული, ოქროკემსული, ოქროთი
ნაკემსი, ოქროთნაკერი, ოქროვანი; ოქროს თმითა და ოქრომკედით დამზადებული
ქსოვილის აღმნიშვნელი ტერმინებია: ოქროშეთხზული, ოქროშექსული, ოქრონაქ-
სოვი, ოქროქსოვილი, პიროქრო, ოქსინო, სკარამანგი (საკრამანგი), ხარა (ქარაი),
სტავრა, დიბა; ძაფის აღმნიშვნელია – ოქრომკედი, სირმა, ზარქაში, ზარქაში განა-
ზიდარი, ოქროგანაზიდები და ზეზი. ძაფის აღმნიშვნელი ტერმინები გამოყენებუ-
ლი როგორც ნაქარგობასთან, ისე ქსოვილთან მიმართებაში (სირმის ნაქსოვი, სირ-
მის ნაკერი, ოქრომკედის ქსოვილი, ოქრომკედით ნაკერ-ნაქარგი და სხვ.).
ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ოქრომკედის შესატყვისი უძველესი ტერმინი
„ოქრონემსულია“ , რომელიც პირველად გვხვდება გიორგი მთაწმინდელის „იოანე
და ექვთიმეს ცხოვრებაში“ (XI ს.) და იოანე შავთელის „აბდულმესიაში“ (XII ს.),
მომდევნო XIII-XVI საუკუნეებში იხმარებოდა ტერმინი „ოქრომკედი“ , ხოლო
XVII-XVIII საუკუნიდან ქართულში დამკვიდრდა სპარსული ტერმინი − „ზარქაში“
[43].
ბოლო დროს შესწავლილი მასალები შესაძლებლობას იძლევა მცირედი ინ-
ფორმაცია იქნას დამატებული ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებაზე: მართალია, რო-
გორც ზევით აღვნიშნეთ, უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში პირდაპირი
ფაქტები ოქროს თმისა და ოქრომკედის დამზადებისა და გამოყენების ტრადიციის

2
ძველნათარგმნძეგლებშიენობრივილექსიკადატერმინებიმთარგმნელავტორებსაღებულიაქვთთა
ვისითანადროულობიდან,რისგამოცისქართულენოვანისტოლფასადშეიძლებაჩავთვალოთ.
3
სახელწოდებებიუცხოენოვანია,ქართულშიდამკვიდრებულიაბერძნული,სპარსულიდაარაბული
ენებიდან.
შესახებ არ მოგვეპოვება, მაგრამ გვაქვს ისტორიული ცნობები ადრეული შუა საუ-
კუნეების საქართველოში გამოყენებული უძველესი საფეიქრო მასალების – ქსოვი-
ლებისა და ძაფის შესახებ, რომლებიც ოქროს თმითაა დამზადებული. ეს მასალე-
ბია: “სტავრა“ 4 და “სკარაგიმანგი“ 5 (გვხვდება VIII საუკუნიდან), ასევე “ოქროანი“
(“ოქროვანი“ ), “ოქროქსოილი“ (“ოქროქსოვილი“ ) და “ზეზი“ (გვხვდება X საუკუ-
ნიდან). მხოლოდ ამის შემდეგ შეინიშნება ტერმინები “ოქრონემსული“, “ოქრო-
შეთხზული“, “ოქროკემსული“ და “ოქსინო” (XI ს.), ხოლო რაც შეეხება ოქროქსოვი-
ლის ნაირსახეოების აღმნიშვნელ სხვა ტერმინებს (პიროქრო, ზარქაში, ხარა, ზარბა-
ბი, ოქრომკედი, სირმა), ისინი წერილობით ძეგლებში უფრო მოგვიანებით (XIII-
XVIII სს.) გვხვდება.
ხშირ შემთხვევაში ძვირფასი ოქროქსოვილები, თავისი დიდი ღირებულების
გამო, ერთგვარ საზომ ერთეულად (აღებ-მიცემობისას ფულის ნაცვლად) გამოიყე-
ნება, ხან გადასახადი ბეგარაა, ხან ძვირფასი საჩუქარი, ხანაც წიგნის შესამოსელი.
ასეთია, მაგალითად სტავრა, რომელიც სკარამანგთან ერთად პირველად “ქარ-
თლის ცხოვრებაშია“ (VIII ს.) მოხსენიებული, კერძოდ ჯუანშერის მატიანეში
“ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ : ქალაქ სპერის მოსახლეობამ “... ვახტანგ გორგა-
სალსა მისცეს ძღუენი ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა“ , ან კიდევ,
ირანის შაჰთან დაზავების თხოვნით გორგასალმა გაგზავნილ დელეგაციას თან გა-
ატანა დიდებული ძღვენი: “მხევალი ათასი, მონა ხუთასი, სტავრა სკარამანგი ხუ-
თასი...” [44].
პირველ შემთხვევაში სტავრა მეფისადმი მიძღვნილი საჩუქარია, მეორეში, კი
ირანის შაჰისათვის გაგზავნილი ძვირფასი ძღვენია. გარდა აღნიშნულისა სტავრა
სხვა მრავალ უძველეს წერილობით ძეგლში და ზეპირსიტყვიერების მასალებშია
მოხსენიებული. ის თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაშიც ფართოდ გა-
მოყენებული ტერმინია, მაგალითისათვის, გვხვდება ავტორებთან: კ. გამსახურდი-
ა, ლ. გოთუა, ო. იოსელიანი, ა. კალანდაძე და სხვ.
სკარამანგი (საკრამანგი, საკარამანგი) წყაროების თანახმად, როგორც ძვირფა-
სი ფარჩეული, სამოსად, ჩარდახებად, საკურთხევლის შესამოსად და სხვა დანიშ-
ნულებისათვის გამოიყენებოდა: თამარის ისტორიკოსი წერს, რომ „ჭიაბერსა მის-
ცეს მანდატურთ-უხუცესობა და შთააცვეს ტანსა მისსა სკარამანგი“ [45]. მელქისე-
დეკ კათოლიკოსის XI ს-ის სიგელში იკითხება: “ამა სამარტვილოსა შიგან საკურ-
თხეველი ჩემი შევმოსე სკარამანგითა, მოვჭედე ვერცხლითა“ [46]. სკარამანგი მოხ-
სენიებულია მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანში“ .

4სტავრა −
სპარსულიტერმინია(სიტაბრ,სიტავრ)ოქროქსოვილფარჩასნიშნავს.საბასგანმარტებითსტავრასირ
მისნაქსოვიიყო,ე.ი.ოქროსთმისაგანშემზადებულიყოფილა.დ.ჩუბინაშვილისმიხედვითსტავრა“ო
ქრონაქსოვიფარჩაა”.
5საბასგანმარტებითსთანახმად„სკარამანგიესეარსძვირფასადდაყვავილოვნადნაკერიოქროისთმი

თადაჩიგინითა”
ქართულ წერილობით წყაროებში Xს-დან დამკვიდრებული ტერმინები „ოქ-
როანი“ („ოქროვანი“ ) და “ოქროქსოილი“ (“ოქროქსოვილი“ ) პირველად მოხსენიე-
ბულია ქართველი ჰიმნოგრაფისა და მწიგნობარის მიქაელ მოდრეკილის გალობა-
თა კრებულში „ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი“ [47]. ორივე ტერმინი კიდევ
სხვა მრავალ წერილობით წყაროშია მოხსენებული, როგორც ერთად, ისე ცალ-
ცალკე. ოქროქსოვილი თანამედროვე სალიტერატურო ენაშიც ფართოდ გამოყენე-
ბული ტერმინია.
ოქროს თმისაგან დამზადებული ორფერი ძაფის აღმნიშვნელი ტერმინი „ზე-
ზი“ , რომელიც წერილობით წყაროებში X საუკუნიდანაა დამკვიდრებული, სულ-
ხან-საბას ასე აქვს ახსნილი: “უკეთუ ოქროს-თმა ძაფსა შეასთო ზეზი ეწოდებიან”
[48]. მკვლევართა აზრი ზეზის განმარტებისას გაყოფილია: ნ. ჩუბინაშვილის მი-
ხედვით, “ზეზი არს ორფერი ძაფი, თუ ძაფი და სირმა ერთად შერთული“ [49].
ნ. მარის აზრით, სომხური ენიდან გადმოღებული დამახინჯებული ბისონია, ხო-
ლო ი. აბულაძის განმარტებით “ზეზი“ ოქროქსოვილი სამოსია. წყაროების მოწმო-
ბით, ზეზი ჭრელი ქსოვილია და არა სამოსელი, ამდენად, იგი არც ბისონს შეესატყ-
ვისება, როგორც ამას ნ. მარი განმარტავს. ზეზისა და ოქრომკედის ძირითადი გან-
მასხვავებელი ნიშანი მათი ელფერია. ოქრომკედი ბრტყელი სხეპლა, ძაფზე მჭიდ-
როდ დახვეული, ამიტომ ის ოქროსფრად ელვარებს, ხოლო ზეზი ერთად შეგრეხი-
ლი წვრილი ოქროს თმა და ფერადი აბრეშუმის ძაფია, რის გამოც მას ფერადი ძა-
ფის ელფერი დაჰკრავს და ჭრელად ნაქარგი (ან ნაქსოვი) მიიღება. პირველი ძეგლი
აღნიშნული ტერმინით ეფთვიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი “მათეს სახარე-
ბაა“ [50]. არაერთხელაა მოხსენიებული ზეზი “ბიბლიაში“ (წიგნები “დაბადება“ ,
“გამოსვლათა“) [51]. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “ბიბლიის“ ზოგიერთ თარგმან-
ში ზეზის ნაცვლად “ბისონი“ წერია, ხანაც “სელი ძახილი“ ). ტერმინს ვხვდებით
ასევე „ვეფხისტყაოსანში“ „აბდულმესიანში“ (49/3).
წერილობით წყაროებში XI-XII საუკუნეებიდან დამკვიდრებული ოქრომკე-
დით ნაქარგობის შესატყვისი კიდევ ერთი ტერმინი „ოქრონემსული“ გვხვდება გი-
ორგი მთაწმინდელის ათონის ივერთა მონასტრის ნუსხასა (XI ს.) და იოანე შავთე-
ლის „აბდულმესიანში“ .
იგივე პერიოდს (XI-XIIსს.) განეკუთვნება ტერმინი “ოქროშეთხზული“ , რომე-
ლიც გვხვდება ძეგლებში: გ. მთაწმინდელის “წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპო-
სისაჲ პეტრეს მიმართ პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (XI ს.) [52] და გიორგი მცი-
რეს “ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი
მთაწმიდელისაჲ” (XI-XII სს.) [53].
გიორგი მთაწმინდელი (XIს.) ახსენებს ძვირფასი ხავერდის ოქროქსოვილის
კიდევ ერთ სახეობას – “ოქსინოს“ ათონის ივერთა მონასტრის შემოწირულობათა
აღწერილობაში [54]. გარდა ამისა ოქსინო ხშირად გვხვდება XI-XVII სს-ის სხვა წე-
რილობით წყაროებში.
XII-XIII სს. წერილობით ძეგლებში გვხვდება მძიმე ოქროქსოვილის აღმნიშ-
ვნელი კიდევ ერთი ტერმინი – პირ-ოქრო. ის ძირითადად თავსაბურავ რიდესთან
ერთად მოიხსენიება და განმარტებულია, როგორც გარეთ, პირის მხარეს მოოქრო-
ვებული ან ოქროსფერი ქსოვილისაგან დამზადებული თავისა და კისრის მოსაბუ-
რავი, მოსასხამი ვახტანგ VI განმარტების თანხმად: „პიროქრო პირზედ რომე ოქ-
რომკედი ჰქონდეს ფარჩას იმას ჰქვიან ან რიდესა“ [55]. პირ-ოქრო გვხვდება “ამი-
რანდარეჯანიანსა“ და “ვეფხისტყაოსანში“ .
ოქროს ძაფისა და ოქროქსოვილის აღმნიშვნელი კიდევ ერთი ტერმინი – „ზარ-
ქაში“ წერილობით წყაროებში XII-XVIII სს. გვხვდება. სულხან-საბას განმარტებით
სპარსული სიტყვაა და „ოქროსა და ვერცხლის გაზიდულსა და გამზიდველსა ჰქვი-
ან, სხეპლასა სირმათა“ , ხოლო ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ზარქაშს საერთოდ
ოქროს ქსოვილებს ეძახდნენ. ზარქაშს ვხვდებით მოსე ხონელის „ამირანდარეჯანი-
ანში“ (268,3); შოთას „ვეფხისტყაოსანში“ ; აგრეთვე ფეშანგის, არჩილ II, დავით გუ-
რამიშვილის შემოქმედებაში და იურიდიული ხასიათის დოკუმენტებში: რკონის
XIII ს-ის სიგელში და 1584 წ. სიგელში [25].
ქართულ წერილობით წყაროებში შედარებით იშვიათად გვხვდება უსახო, სა-
და ოქროქსოვილის ერთ-ერთი სახეობა – „ხარა“ (ქარაი). ის მოიხსენიება „ვისრამი-
ანსა“ (XII ს.) და “შაჰნავაზიანში“ (XVIIს.).
აბრეშუმის ძვირფასი ოქროქსოვილის კიდევ ერთი სინონიმი – „ზარბაბი“
XVII-XVIII საუკუნეებში უნდა იყოს დამკვიდრებული ქართულში. ტერმინს
ვხვდებით აშუღურ პოეზიაში, კერძოდ ერეკლე II–ის კარის მომღერლისა და დიპ-
ლომატის საიათნოვას შემოქმედებაში [56], ხალხური ზეპირსიტყვიერების მასა-
ლებში და თანამედროვე ავტორებთან.
XVII ს-დან დამკვიდრებული ტერმინი „ოქრომკედი“ გვხვდება ვახტანგ VI მი-
ერ „ვეფხისტყაოსანზე” დართულ კომენტარებში (XVIII ს.); სულხან-საბა ორბელია-
ნის “სიტყვის კონაში“ (XVIII ს.) სხვადასხვა ტერმინების განმარტებისას [48]; ვა-
ხუშტის (XVIII ს.) ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის თხზულებაში [19]; ვ. და-
ვით ფანასკერტელი-ციციშვილის (XIX ს.) ნაშრომში „შემოკლებული მოთხრობა
ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართველთა“ [57]. ლექსიკოგრაფისა და მთარგმნე-
ლის ნიკოლოზ ჩუბინაშვილის ლექსიკონში [58]. ოქრომკედს ვხვდებით ზეპირ-
სიტყვიერების ძეგლებში, ზღაპრებში „ოქროკაცა“ და „ხრისტაგან და ბელთაგან
ტარიელების არაკი“ .
ოქროს თმის აღმნიშვნელი სპარსული ტერმინი „სირმა“ , პირველად გვხვდება
XVIIIს. დასაწყისში შედგენილ ვ. ორბელიანის ქონების ნუსხაში, ასევე სულხან-სა-
ბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ [48], ნიკოლოზ ჩუბინაშვილის ლექსიკონში, ნი-
კოლოზ ალექსი-მესხიშვილის ქართული წეს-ჩვეულებებისა და ჩაცმულობისადმი
მიძღვნილი წერილების სერიაში [59]. (გამოქვეყნდა 1904 წელს „ივერიაში“ ).
ამჟამად, უძველესი წერილობით წყაროებით დადასტურებული ძვირფასი მა-
სალა – ოქრომკედითა და ოქროს თმით შესრულებული ნაქარგობა ან ქსოვილი, მა-
ტერიალური ძეგლის სახით, სამწუხაროდ XII საუკუნემდე არ მოგვეპოვება (მასა-
ლის არასაკმარისი გამძლეობისა და ძველი ნიმუშებიდან ოქროს გამოღების ტრა-
დიციის გამო). ოქროს თმისა და ოქრომკედის დამზადების და გამოყენების ტრა-
დიციის დასადასტურებლად არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი
ის ნივთებიც საკმარისია, რომლებზეც ოქროს წვრილი მავთულით გრეხილური
ორნამენტებია გამოყვანილი, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე
ანტიკური პერიოდის სამარხებში აღმოჩენილი (ძვ. წ. VI-V სს.) ოქრომკედის ნაშთე-
ბისა და ოქროს თმის დასამზადებელი უძველესი ქვის ადიდის (ძვ. წ. II ათასწლ.)
შესახებ. ადიდა ოქრომჭედლის სახელოსნოში დღესაც ერთ-ერთი აუცილებელი სა-
მუშაო იარაღია [60]. ის წარმოადგენს მართკუთხა ფორმის ლითონის ფირფიტას,
განსხვავებული დიამეტრის მქონე ნახვრეტებით. თითოეული ნახვრეტი მისი დია-
მეტრის შესაბამის ძაფს გვაძლევს. ყველაზე წვრილ ნახვრეტში გამოტარების შედე-
გად მიიღება ოქროს ძაფი, იგივე ოქროს თმა. ოქროს თმისაგან ოქრომკედი რომ
დამზადდეს საჭიროა ის ორ ლილვს შორის გატარდეს, რის შედეგადაც ე.წ. „გან-
სტკეცილი სხეპლა“ (სს. ორბელიანის განმარტებით) მიიღება. სხეპლის აბრეშუმის
ძაფზე მჭიდროდ დახვევით მიიღება ოქრომკედი.
საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით უძველესია 1961წ. ვანის არქეო-
ლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქრომკედი, რომელიც ძვ.წ. VI –V სს.
ქალისა და ბავშვის მდიდრულ სამარხებში იქნა აღმოჩენილი. ბავშვის სამარხში ჩა-
ტანებულ იყო ოქრომკედის გვერგვები. „ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ოქ-
რომკედთან ერთად ნაქსოვ სელის ქსოვილს ფართო გამოყენება ჰქონია“ – აღნიშ-
ნავს მეცნიერი ნ. ხოშტარია [61].
ოქრომკედის ნაწყვეტები აღმოჩენილ იქნა იბერიელი დიდებულის ასპარუგ
ერისთავის სამარხსა და ბაგინეთის ნაქალაქარის II-IIIსს. დათარიღებულ აკლდამა-
ში (არქეოლოგიური მასალა ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვ-
ნულ მუზეუმში).

სურ. 1. ოქრომკედი მამაკაცის სურ. 2. ოქრომკედი მამაკაცის


სამარხიდან (VIII ს.). სამარხიდან (IX-X სს.).

ოქრომკედის ნაწყვეტები და ალაგ-ალაგ დაქარგული, ფოთლოვანი ორნამენ-


ტის სახით დაწყობილი, ოქრომკედი აღმოჩენილ იქნა ქ. ქუთაისში 2009 წ. ბაგრა-
ტის ტაძრის VIII საუკუნით დათარიღებული მამაკაცის სამარხის (სურ. 1) და IX-X
სს. დათარიღებული ქალის სამარხის არქეოლოგიური კვლევისას (ექსპედიციის
ხელ-ლი ო. ლანჩავა). მიცვალებულს (ქალს) მარჯვენა მხარზე ოქრომკედით ნაქსო-
ვი ოქროქსოვილი ჰქონდა გადაფენილი (სურ. 2).
არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ფაქტია, რომ საქართველოში ოქრომ-
კედის არსებობას 2500-2600 წლის ისტორია აქვს – ძველი იბერიის საზოგადოების
მაღალი ფენები უკვე ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ხმარობდნენ ოქრომ-
კედს. ეს კი 3-4 საუკუნით უსწრებს ევროპას, რადგან თუკი რომაელ ერუდიტ-მწე-
რალს გაიუს პლინიუსს დავუჯერებთ, რომში ოქრომკედს მხოლოდ ძვ. წ. II ს-ში
გაეცვნენ [34]. სამაგიეროდ ამ მასალას კარგად იცნობდნენ ახლო აღმოსავლეთში,
რაც შესანიშნავად ჩანს ძველი აღთქმიდან. ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი
ებრაელების დიდი მასა სწორედ 26 საუკუნის წინ დასახლდა იბერიაში, მცხეთის
მახლობლად – ზანავში. აქედან გამომდინარე, იბერიაში ოქრომკედის დამზადები-
სა და მოხმარების ტრადიცია შეიძლება ებრაელი ერის მასიურ მიგრაციას დავუ-
კავშიროთ, მაგრამ სავარაუდოდ არ არის გამორიცხული, რომ მისი უფრო ადრეუ-
ლი მოხმარების დამადასტურებელი მასალებიც იქნას მოპოვებული. ასეთი ვარაუ-
დის გამოთქმის საფუძველს კოლხური ოქრომქანდაკებლობის ნიმუშები, ოქროს
უწვრილესი მავთულის – ოქროს თმის დამზადების, ანუ ადიდვის ტრადიცია და
უძველესი ქვის ადიდა (თითქმის 4000 წლის წინანდელი) იძლევა.
როგორც ვხედავთ, ქართული თუ უცხოური წერილობითი წყაროებში
წარმოდგენილი მასალები ნათლად ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროი-
დან ძვირფასი ოქროს თმისა და ოქრომკედის დამზადებისა და გამოყენების ტრა-
დიციის არსებობას. მართალია, პირდაპირი წერილობითი ცნობები მათი დამზა-
დების ტექნიკური ხერხებისა და მეთოდების შესახებ არ მოგვეპოვება, სამწუხა-
როდ, ასევე ჩვენამდე არ მოუღწევია XII საუკუნეზე ადრეული პერიოდის ნივთიერ
ნიმუშს, მაგრამ ფაქტის დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორია-
ზე, არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი მასალები – ოქრომკე-
დის ფრაგმენტების, ოქროს თმის დასამზადებელი ადიდისა და ოქროს ნაკეთობებ-
ზე უწვრილესი მავთულით შესრულებული გრეხილური ორნამენტების სახით.
ყოველივე ეს საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ოქროს თმის დამზადებისა
და გამოყენების საქმეში კოლხეთი წინ უსწრებდა თვით ანტიკურ ევროპასაც.

ლიტერატურა:

1. ჯავახიშვილი ი., მასალები საქართველოს შინამრეწველობის და ხელოსნობის


ისტორიისათვის. ტ. 2. თბილისი: მეცნიერება. 1982.
2. ჰეროდოტე ისტორია. თბილისი.1975.
3. მიქელაძე თ., ქსენოფონტის „ანაბაზისი“ , თბილისი.1967.
4. ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ,
თბ., 1957, გვ. 124.
5. ჰაუკალი იბნ, „გზათა და სამეფოთა წიგნი“ , თბილისი. 1976.
6. ხონიატე ნიკიტა. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს
შესახებ. VI. ტექსტები ქართული თარგმანებით გამოსცა და განმარტებები
დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ. 1966.
7. ზარდალიშვილი, გ. გამოჩენილი მოგზაურები და საქართველო; მარკო პოლო
თბილისი, 1965.
8. შამილაძე ვ., ზაქარია ალ-ყაზვინი ქართველ და უცხოელ მოგზაურ-მკვლე-
ვართა ეთნოლოგიური ცნობები კავკასიის ხალხების შესახებ უძველესი
დროიდან XIX ს. დასასრულამდე თბილისი, 2001.გვ. 72.
9. იტალიელი მოგზაურები საქართველოში - იოსაფა ბარბარო და ამბროზიო
კონტარინი, ჟ. მოამბე, 1894. №11, გვ. 51.
10. ლამბერტი არქანჯელო „სამეგრელოს აღწერა“ , თბილისი, 1991.
11. ტოლოჩანოვი იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ , თბილისი.
1970 გვ. 80, 152.
12. შარდენი ჟ., ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა
ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ.
მგალობლიშვილმა, თბილისი.1975.
13. გიულდენშტედტი ი., მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქარ-
თული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ.
I, თბილისი1962.
14. ყაუხჩიშვილი ს., ქართლის ცხოვრება ლეონტიმ როველი - ცხოვრება ქარ-
თველთა მეფეთა, ტ.1. თბილისი, სახგამი.1955, გვ. 91.
15. გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერა“ , თბილისი, 1978 გვ.
43.
16. ქართლის ცხოვრება ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, , ტ. 2.: განათ-
ლება.თბილისი 1959.
17. შავთელი ი., აბდულმესია ქართული პროზა წიგნი 1. თბილისი.1982.
18. რუსთაველი შ., ვეფხისტყაოსანი. თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1966:
19. ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ქცტ. IV. ტექსტი
დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის
მიერ. 1973. გვ. 796.
20. ქართლის ცხოვრება, I, თბილისი1955,გვ. 109-133;
21. ხონელი მოსე. ამირანდარეჯანიანი. თბილისი: გამომცემლობა საბა 2012.
22. გორგანი ასად, ვისრამიანი. თბილისი: გამომცემელი საბა 2012.
23. რუსთაველი შ., ვეფხისტყაოსანი. თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1966:
24. ჩახრუხაძე, თამარიანი. თბილისი: გამომცემლობა “საბას“ წიგნები.2013.
25. მესხიაშ., ხელოსნობა ძველ საქართველოში, საისტორიო ძიებანი1971. ტ. 1, გვ.
89-
26. სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი
თბილისი, სახგამი.1949.
27. ცურტაველი ი., წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ – ქართული
პროზა წიგნი 1. თბილისი.1982.
28. ა. ჩხენკელი, ქიმია საქართველოში ძველად, „მეცნიერება“ , თბილისი, 1979,
გვ. 31;
29. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I. საქართველო უძველესი დროიდან
ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, გამომცემლობა „საბჭოთა საქართვე-
ლო“. თბილისი, 1970. გვ. 750-751;
30. В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе, ВДИ, 1947,
№2, გვ. 327.
31. სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი,
საქ. სსრ გამომცემლობა, თბილისი − 1949;
32. ბიბლია ძველი აღთქმა - წიგნი გამოსვლათა 39:3, საქართველოს საპატრიარ-
ქო, თბლისი1990;
33. ჰომეროსი - „ოდისეა“ პალიტრა, თბილისი 2011;
34. Pliny the Elder, The Natural History
35. http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Plin.+Nat.+toc&redirect=true;
36. “გეორგიკა“ — ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული საქართველოს შე-
სახებ წიგნი 3, თბილისი1960, გვ. 264;
37. “გეორგიკა“ — ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული საქართველოს შე-
სახებ წიგნი 3, თბილისი 1960, გვ. 84;
38. ნესტან ბლუაშვილი „უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველე-
ბის შესახებ“, საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ ჟურნალი
http://www.ambioni.ge/უცხოელი-მოგზაურები-საქარტველოსა-და-
ქარტველების-შესახებ 10.02.2012
39. ჟან შარდენის მოგზაურობა საქართველოში, თბილისი 1935;
40. ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1970.
41. ალ. დიუმა “კავკასია“ ლითერასი, თბილისი 1979;
42. ნიკოლოზ დურნოვი «ბედი საქართველოს ეკლესიისა», მოსკოვი, 1907;
43. ივ. ჯავახიშვილი. (1962). მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტუ-
რის ისტორიისათვის. ტ. III-IV. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბი-
ლისი 1962;
44. ჯუანშერი “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ ქართლის ცხოვრება, რ. მეტრე-
ველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ.,
2008;
45. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, I, 1982;
46. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა 1105;
47. მოდრეკილი მიქაელ გალობათა კრებული „ძლისპირნი და ღმრთისმშობლი-
სანი“ ხელნაწერთა ინსტიტუტის ა-603 ნუსხა.
48. სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი
თბილისი, სახგამი.1949.
49. ნიკო ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, I-II ტტ. “საბჭოთა საქარ-
თველო”, თბილისი, 1971.
50. ბიბლია „სახარება მათესი“ საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა,
თბილისი, 1989;
51. ბიბლია „დაბადება“ , „გამოსვლათა“ საქართველოს საპატრიარქოს გამომცემ-
ლობა, თბილისი, 1989;
52. გ. მთაწმინდელი „წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისაჲ პეტრეს მიმართ
ძმისა თჳსისა პასუხი ექუსთ ამათ დღეთათჳს“
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view
53. გიორგი მცირე “ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუ-
ენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ” http://www.nplg.gov.ge/ gsdl/.
54. გიორგი მთაწმინდელი, ათონის ივერთა მონასტრის შემოწერულობათა აღწე-
რილობა
55. ვახტანგ VI-ს ლექსიკონი - შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი. თბილისი:
საბჭოთა საქართველო, 1966.
56. არ. საიათნოვა. ქართული ლექსები. თბილისი : ლიტერატურა და ხელოვნება,
1963;
57. ივ. ციციშვილი „მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის“ ' / საქ.
თეატრ. საზ-ბა. - თბ.: ხელოვნება, 1954.
58. ნიკო ჩუბინაშვილი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, I-II ტტ. “საბჭოთა საქარ-
თველო”, თბილისი, 1971
59. ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილის ქართული წეს-ჩვეულებებისა და ჩაცმულო-
ბისადმი მიძღვნილი წერილები გაზ. „ივერია“ .1904 წ.
60. მ. საჩკოვი, ც. ზვიადაძე “ოქროს გამოყენების ისტორიიდან” ქუთაისის სა-
ხელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XVI, ქუთაისი 2006;
61. ხოშტარია ნ., ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები დასავლეთ საქარ-
თველოში, საქართველოს არქეოლოგია, გვ. 247-279.
2.3. ქსოვილისა და ნაქარგობის ნაშთები საქართველოს
არქეოლოგიურ აღმოჩენებში

ნაქარგობისათვის საჭირო მასალების შესახებ წერილობით წყაროებში მოცე-


მული ცნობების ნათელი დადასტურებაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლო-
გიური კვლევა-ძიების შედეგად არაერთგზის აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტე-
ბი – ქსოვილისა და ოქრომკედის ნაშთები; მათ დასამზადებლად საჭირო იარაღები
– თითისტარები, კვირისტავები, საქსოვი დაზგები, დგიმ-სავარცხლები და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი წარმოშობის ბოჭკო საუკუნეთა განმავ-
ლობაში მიწის ფენაში ყოფნას ნაკლებად უძლებს, საქართველოს ტერიტორიაზე
არქეოლოგიურად შესწავლილ არაერთ ძეგლზე აღმოჩნდა მნიშვნელოვანი არტე-
ფაქტები სელის, ჭილის, მატყლის, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილის ფრაგმენტების
სახით. ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შედეგად მათი უმტესობა ძლიერ დაზიანე-
ბულია, ფრაგმენტები მსხვრევადია, შეხებისას იფშვნება, ნართსა და ბოჭკოს და-
კარგული აქვს ელასტიურობა და შენარჩუნებული აქვს მხოლოდ ქსოვილის სახე,
იკვეთება ქსოვილის ხლართის სახეები, ქსელისა და მისაქსელის განლაგება, ნარ-
თი. არქეოლოგიურ მასალებში ხშირად გვხვდება ე.წ. “ძაძიანი კერამიკა“ – თიხის
ქოთნები და სხვა ჭურჭელი, რომელთა ძირებზე შემონახულია როგორც უხეში
ქსოვილის (ჭილოფის), ისე წმინდა ქსოვილის ანაბეჭდები6. უძველეს კულტურულ
ფენებში ქსოვილი, ნართი და ბოჭკო ხშირად მხოლოდ მტვრის სახითაა შემორჩე-
ნილი. ასეთი ნამარხი მასალების შესწავლა შესაძლებელია კვლევის თანამედროვე
ახალი მიმართულებების გამოყენებით, როგორიცაა პალინოლოგიური კვლევა
(მტვრის მონიტორინგი, არაპალინოლოგიური ნაშთების – ქსოვილის, ნართის,
ბოჭკოს კვლევა); ძლიერი მიკროსკოპებითა და მიკროფოტოგრამებით კვლევის მე-
თოდით შესაძლებელია ბოჭკოს სტრუქტურის და წარმოშობის (მცენარეული, ცხო-
ველური) დადგენა, მატყლის, სელის, აბრეშუმის და ბამბის ქსოვილების ერთმანე-
თისგან გარჩევა, ნართის დიამეტრის განსაზღვრა და სხვა. რადიოკარბონული მე-
თოდით კი მისი ასაკის დადგენა7.
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ნარ-
თის, ძაფის და ქსოვილის ნაშთები ქრონოლოგიური დიაპაზონით ძალზე დიდია
და მრავალ ათასწლეულს მოიცავს.

6
კერამიკის ჭურჭელს დამზადების დროს ქვეშ უფენდნენჭილის,სელის, ჯუთის ან კანაფისაგან
დამზადებულ ქსოვილს, რათა გაუმშრალი თიხა სადგარს არ მიკვროდა.
7
რადიოკარბონული მეთოდით თარიღის დადგენა არქეოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ასაკის
დადგენა ხორციელდება ორგანული წარმოშობის ნაშთებში რადიოაქტიური ნახშირბადის
რაოდენობის მიხედვით. ყველა ორგანულ ნარჩენში არის იზოტოპი„c-14“. ცოცხალი
ორგანიზმის სიკვდილიდან „c-14“ იწყებს დაშლას და ყოველ 5730 წლის შემდეგ ნახევრდება.
შესაბამისად, მკვლევრები უშეცდომოდ ადგენენ იმ კულტურული ფენის ასაკს, სადაც ეს
ორგანული ნაშთებია აღმოჩენილი.
ადამიანის ხელით შეგრეხილი მსოფლიოში უძველესი სელის ბოჭკო საქარ-
თველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. 2007 წ. იმერეთში, ძუძუანას მღვიმეში
(ჭიათურა) ზედა პალეოლითური ფენების კვლევისას (ექსპედიციის ხელ-ლი თ.
მეშველიანი) აღმოჩენილ იქნა ჰომოსაპიენსის ქვის და ძვლის ნივთები და ორგანუ-
ლი ნივთიერებები მტვრის სახით. პალენოლოგიური კვლევის შედეგად (მკვლევა-
რი პროფ. ე. ყვავაძე) სწორედ მტვერში აღმოჩნდა ველური სელის ბოჭკოსაგან დარ-
თვის გზით მიღებული ძაფის ნაშთები (სურ. 3. ა). ბოჭკოს ასაკი დადგენილ იქნა
რადიოკარბონული მეთოდით და 31-34000 წლით განისაზღვრა. სელის ბოჭკო ტექ-
ნოლოგიურად არის დაჭეჭყილი და შემდეგ დაგრეხილი. რაოდენ გასაკვირი არ
უნდა იყოს, ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ დართულია, არამედ შეღებილიც
[1]. რამდენიმე წლით ადრე ამავე მღვიმეში აღმოჩენილი იყო ძვლის ნემსი ძალიან
წვრილი ნასვრეტით, რომელშიც ტყავი არ გაეტეოდა და მკვლევარებმა მისი და-
ნიშნულება იმ ეტაპზე ვერ დაადგინეს. აღნიშნულ აღმოჩენამდე მსოფლიოში უძვე-
ლეს ნიმუშად ჩეხეთში აღმოჩენილი ჭინჭრის ბოჭკოსაგან დამზადებული ძაფის
ფრაგმენტები (ასაკი 29000 წ.) იყო მიჩნეული.

ა ბ
სურ. 3 . ა - უძველესი სელის ბოჭკო; ბ - უძველესი სელის ქსოვილის ფრაგმენტი

იმავე მღვიმეში, უფრო გვიანდელი პერიოდის ფენაში (23000 წლის ასაკის) შა-
ლის დართული ბოჭკოც იქნა აღმოჩენილი, რომლისთვისაც ჯიხვის ბეწვი იყო გა-
მოყენებული.
ძუძუანას მღვიმის აღმოჩენამდე ჩვენს ქვეყანაში უძველესად მიჩნეული იყო
ქვემო ქართლში “გაჭრილი გორის“ ნამოსახლარის გათხრისას ნეოლითის პერიო-
დის – 8000 წლის წინანდელი სელის უძველესი ქსოვილის პატარა ფრაგმენტი
(სურ. 3. ბ). ის ცვილითაა დაფარაული, რამაც იხსნა სრული განადგურებისაგან.
ქსოვილის შესწავლამ (მკვლევარი ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქ-
ტორი, ი. ნიკოლაიშვილი) გამოავლინა, რომ ის დამზადებულია საქსოვ დაზგაზე.
ნივთი ამჟამად თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ეს აღ-
მოჩენა ტექსტილის ისტორიის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად იქნა აღიარებული,
რადგან მანამდე ცნობილი იყო, რომ საქსოვ დაზგაზე დამზადებული უძველეს
ქსოვილს დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე მოპოვებული მე-5 ათასწლეუ-
ლით დათარიღებული ქსოვილის ნაშთი წარმოადგენდა [2].
6000−8000 წლის წინანდელია მარნეულის მახლობლად გორა−ნამოსახლარის
უძველესი ფენების არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ქსოვილის ანაბეჭდე-
ბიანი კერამიკა (ძაძიანი კერამიკა). ამ აღმოჩენას VI-IV ათასწლეულს მიაკუთვნებენ
[3].
ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის I ნახევარს მიაკუთვნებენ (ასაკი
4500 წ.) თბილისში (დიდუბე), ურბნისსა (ქვაცხელა) და ახალციხეში (ე. წ. ამირანის
გორა) აღმოჩენილ ძაძიან კერამიკას, რომელმაც კარგად შემოინახა უხეში ქსოვი-
ლის (ე. წ. ძაძის) ანაბეჭდებიც და წმინდად დართული ძაფის კვალიც. თიხაზე შერ-
ჩენილი უხეში ქსოვილის ანაბეჭდები ძლიერ ჰგავს ჯუთის ქსოვილს, რომელსაც,
შესაძლოა, საგანგებოდ ამზადებდნენ კერამიკული ნაწარმისათვის როგორც და-
ბალხარისხიან საფეიქრო მასალას. ამავე პერიოდს მიაკუთვნებენ ქარელში ურბნი-
სის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1961 წ.) აღმოჩენილ მძივების ასასხმელად
გამოყენებულ ორწვერად შეგრეხილ ნართს, რომელიც ერთი შეხედვით სელისას
წააგავდა, მაგრამ სათანადო ანალიზის შედეგად მატყლის აღმოჩნდა [4].
4000 წლიანი ასაკით განისაზღვრა ამ უკანასკნელ პერიოდში (2013 წ.) ლაგო-
დეხში, სოფ. ჭაბუკიანთან ყორღანის გათხრისას (ექსპედიციის ხელ-ლი ზ. მახარა-
ძე) აღმოჩენილი უძველესი შალის სხვადასხვაგვარად ნაქსოვი ფრაგმენტები, ტყა-
ვისა და ჭილისაგან დამზადებული ნივთები, მათ შორის ფოჩებიანი ჩანთა. მიუხე-
დავად იმისა, რომ მსგავსი მასალა დროს ვერ უძლებს, დასაკრძალავ დარბაზში
შექმნილმა მიკროკლიმატმა ისინი დღემდე დაუზიანებლად შემოგვინახა [5].
3900 წელს ითვლის ბედენის ზეგანის აკლდამაში (ექსპ. ხელ.-ლი გ. გობეჯიშ-
ვილი) აღმოჩენილი სხვადასხვა ტექსტილი: მსხვილად დაგრეხილი ნართი (თოკი),
ქსოვილის, თექის, ფარდაგის მრავალგვარი ფრაგმენტები, მზის (ე.წ. ჭილის) ქუდე-
ბის ნაშთები. მათგან აღსანიშნავია სხვადასხვგვარი საგებელი ჭილოფის ნაშთები,
რომელთაგან ერთ-ერთი დამზადებულია ჭილის ბოჭკოსაგან “მარყუჟული“ 8 ქსო-
ვის წესით, მეორე − ხის (ცაცხვის ან თელის ქერქის) ლაფნის ბოჭკოსაგან, ძალზე
იშვიათი სიზუსტით, ხოლო მესამე საგებელი წარმოადგენს მოშავო ფერის ქეჩას.
საინტერესოა აგრეთვე, შინდისფრად შეღებილი მატყლის ქსოვილი, რომლის ქსე-
ლი და მისაქსელი სხვადასხვა ზომის ძაფებისგანაა დამზადებული. ფერი კარგადაა
შენარჩუნებული. მზის (ჭილის) ქუდად მიჩნეული საგნის ნიმუშები დამზადებუ-
ლია ხის ლაფნისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებული სიმჭიდროვით
და წმინდა ღეროებით გამოირჩევა, ისე რომ ერთი შეხედვით მატყლისაგან დამზა-
დებულს წააგავს [6].

8
მარყუჟული ქსოვილის ნიმუში საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ამ დროისათვის ჩვენი
წინაპარი ფლობდა საქსოვი იარაღების – ყაისნაღისა და ჩხირების დამზადებისა და გამოყენების
უნარს.
საინტერესოა წალკა-თრიალეთის ზეგანის სამარხებში აღმოჩენილი ქალების
თავსაბურავების მტვერის ანალიზი (მტვერი აღებულ იქნა ნეშტების თავის ქალე-
ბის არეალში), რომელმაც აჩვენა, რომ 3500 წლის წინ შალის, სელის და ბამბისაგან
დამზადებული ქალის თავსაბურავები ზურმუხტისფრად, ძოწისფრად და ლურჯა-
დაა შეღებილი. ასეთი საღებავების გავრცელების არეალი ხმელთაშუაზღვის სანა-
პირო იყო [7].
არქეოლოგიურ ქსოვილთა შორის ასევე აღსანიშნავია თბილისში, მეტეხის ტე-
რიტორიაზე, ერთ-ერთ ყორღანში ბრინჯაოს სარკესთან ერთად აღმოჩენილი ძვ.წ.
II ათასწ. შუა ხანების ქსოვილი (ასაკი 3500 წ). იგი დამზადებულია ტილოსებური
ხლართით მაღალი ნომრის ნართისაგან, მჭიდრო ქსოვით. გამოკვლევით დადგინ-
და, რომ იგი სელის ბოჭკოსაგან იყო მოქსოვილი.
2900-3400 წელს ითვლის თბილისის მახლობლად, ნავთლუღში არქელოლო-
გიური კვლევისას გვიანბრინჯაოს ძეგლებთან ერთად აღმოაჩენილი ქსოვილის პა-
ტარა ფრაგმენტი, რომლის მიკროსკოპულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ის სელისგან
იყო დამზადებული. არქეოლოგი დ. ქორიძე ამ აღმოჩენის საფუძველზე გვიან-
ბრინჯაოს ხანაში სელის ქსოვილის დამზადებას კოლხეთის გარდა თბილისის მი-
დამოების მცხოვრებლებშიც ვარაუდობდა [8].
2900-3100 წლის წინანდელია სამეგრელოში ხელოვნური გორა-ნამოსახლარე-
ბის (“დიხა-გუძუბა“ ) გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქოთნის ძირებზე შემონა-
ხული ჭილოფებისა და წმინდა ქსოვილების მკაფიო ანაბეჭდები. აქვეა აღმოჩენი-
ლი უამრავი თიხისა და ქვის კვირისტავები, საქსოვი დაზგის შვეულები და მისთა-
ნანი [9].
ძველი წელთაღრიცხვის X-IX საუკუნეს განეკუთვნება ქსოვილის ნაშთები (ა-
საკი 2900-3000) დმანისის ნეკროპოლიდან (ექსპედიციის ხელ.-ლი გ. ნიორაძე). აქ
ქსოვილის ნიმუშების ერთი ფრაგმენტი ღია მწვანე ფერისა, შერჩენილი იყო მახ-
ვილზე, ხოლო მეორე სამაჯურზე [10].
ადრეანტიკური პერიოდის ვანის, ფიჭვნარის (ქობულეთის მახლობლად) და
ნოქალაქევის ნამოსახლარებსა და სამარხებში მრავლადაა აღმოჩენილი სელის, ბამ-
ბის, შალის და ჯუთის ბოჭკოები, რომელთა ასაკი 2500-3000 წელია. ამ ნიმუშების
პალინოლოგიური მეთოდით გამოკვლევამ აჩვენა რომ, ბოჭკოები შეღებილია სხვა-
დასხვა ფერის საღებავებით: სელისა – ცისფარდ, ვარდისფრად, მწვანედ, ფირუ-
ზისფრად, ნაცრისფრად; ბამბის – ვარდისფრად, ცისფრად, ნაცრისფრად; შალის –
წითლად [11]. ფიჭვნარში აღმოჩენილი კოლხური მონეტების განძის ქისა წმინდად
დართული მატყლისაგანაა დამზადებული [12].
დაახლოებით ამავე პერიოდს განეკუთვნება ქობულეთის სოფ. წვერმაღალაში
აღმოჩენილი შალის ქსოვილის ნაშთი, რომელიც ბრინჯაოს ზოდთან ერთად იქნა
აღმოჩენილი [13].
2500-2600 წლის ასაკი აქვთ ბამბისა და შალის ქსოვილებს, რომლებიც აღმოჩე-
ნილია ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში. ისინი დამზადების მაღალი ხარისხით
გამოირჩევიან.
2500 წლიანი ასაკით განისაზღვრა თბილისში, მეტეხის ტერიტორიაზე, ერთ-
ერთ ყორღანზე აღმოჩენილი წმინდა ნართისაგან დამზადებული სელის ქსოვილი.
ამ პერიოდისათვის კოლხური ქსოვილების ხარისხი ძალზე მაღალი დონით
გამოირჩეოდა და ქსოვის ტექნიკაც შესაბამისად შესამჩნევად დაწინაურებულა, რა-
საც ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის და დაზგაზე ძაფების დასაჭიმი თიხის სა-
წაფების მრავალგზის აღმოჩენა ადასტურებს (ფიჭვნარში, ვანში, გურიანთაში,
ურეკში, ბათუმის ციხეზე, ეშერამი, სოხუმში და სხვ.).
ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი და მოხდენილი
ქსოვილების დამზადებასა და გამოყენებას გვიდასტურებს ანტიკური პერიოდის
ვანის მდიდრულ სამარხში აღმოჩენილი რკინის კერპის ოქროს კილიტებითა და
ოქრომკედით მორთული ტანსაცმლის ნაფლეთები [14].
ამავე პერიოდს განეკუთვნება დაბლაგომში (იმერეთი) ნაპოვნი თხელი ტი-
ლოს ფრაგმენტები, რომლებიც ქსოვის ტექნიკის შესამჩნევად დაწინაურების მაჩ-
ვენებელია. როგორც ჩანს, ეს იყო სახიანი ქსოვილი, განკუთვნილი ჩვეულებრივ
ტანსაცმლისა და, საერთოდ, მორთულობის შესამკობად. კოლხური სელის ტილო
ადამიანის შესამოსადაც გამოიყენებოდა და უნდა ვიფიქროთ, იალქნებისთვისაც.
ასეთი ქსოვილის მოქსოვა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ჰორიზონტალური საქსოვი
დაზგის არსებობაზე მეტყველებს და, მაშასადამე, ქსოვის მაღალი ტექნიკის დამა-
დასტურებელია [9].
საფეიქრო საქმის ისტორიის შესწავლისათვის უდავოდ დიდი მნიშვნელობის
მქონეა ძვ. წ. IV საუკუნის ფიჭვნარის (ქობულეთის) სამარხის მასალის პალინოგრა-
ფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილი აბრეშუმის ბოჭკო, რომელიც სარკოფაგის
ბრინჯაოს ლურსმანზე იყო შემორჩენილი (სურ. 4. ა). ეს უკანასკნელი აღმოჩენა
დიდად ღირებულია, რადგან მთელი კავკასიის რეგიონში ყველაზე ადრინდელი,
2300-2400 წლის აბრეშუმია. ლურსმანზევეა დაფიქსირებული ასევე სელისა და შა-
ლის ბოჭკოები. ამავე სამარხში აღმოჩენილ იქნა სელის ქსოვილის ფრაგმენტი
(სურ. 4. ბ) [11].

სურ. 4. ა – ფიჭვნარის სამარხის ბრინჯაოს ლურსმანზე შემორჩენილი ქსოვილის


ნაშთი; ბ – სელის ქსოვილის ფრაგმენტი ფიჭვნარის სამარხიდან9

9
ფოტოები აღებულია ნაშრომიდან: ჭიჭინაძე მ., ანტიკური ხანის ცენტრალური კოლხეთის პალე-
ოეკოლოგია და ეკონომიკა (არქეოლოგიური ძეგლების პალინოლოგიურიკვლევის საფუძველ-
ზე). სადოქტორო დის. თბილისი, 2013.
თითქმის 2000 წლისაა აბრეშუმნარევი ბამბის ქსოვილის ნაშთი, რომელიც აღ-
მოჩენილ იქნა ქარელის რაიონში, დედოფლის გორაზე, უძველეს საფეიქრო სახე-
ლოსნოში − ანტიკური ხანის ქართველ მეფეთა სასახლის ნანგრევების გათხრისას.
სასახლე დაინგრა მიწისძვრის შედეგად ახ. წ. 80 წელს. ამავე სახელოსნოში აღმოჩე-
ნილია სელის, კანაფისა და ჭილის ქსოვილების ნაშთებიც [15].
სპეციალისტთა უდიდესი ყურადღება მიიქცია არმაზციხის ტერიტორიაზე,
ბაგინეთის სარკოფაგში აღმოჩენილმა ქსოვილის (ახ. წ. II ს.) ფრაგმენტმა. იგი გა-
მორჩეულია იმით, რომ ე. წ. “სახიანი ქსოვილის“ ტიპს განეკუთვნება და ორნამენ-
ტითაა მორთული. გამოკვლევით დადგინდა, რომ ის მოქსოვილია მაღალი ნომრის
ორწვერად შეგრეხილი ორი სხვადასხვა ფერის (შეღებილი) შალის ნართისაგან,
ისე, რომ ნაქსოვზე მკაფიოდ ჩანს სიმეტრიულად განლაგებული ლამაზი ორნამენ-
ტი. ასეთი ორნამენტირებული ქსოვილის დამზადება ტექნოლოგიურად რთული
პროცესია და სპეციალური დაზგის გამოყენებას საჭიროებს, ამასთან, მქსოველი
ოსტატის დიდ დახელოვნებასაც მოითხოვს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ აღნიშ-
ნული ქსოვილის ფეიქარი არამარტო ქსოვილის დახელოვნებული ოსტატია, არა-
მედ ფერების შერჩევის ჩინებული სპეციალისტიც. ქსელისა და მისაქსელის ძალზე
წმინდა ნართი ისე ფაქიზად და ზუსტად არის ერთმანეთში გადახლართული, რომ
ერთი შეხედვით დაჩითულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთი ფაქიზი ნაქსოვი, მა-
ღალი ხარისხის საღებავი მასალით ნართის შეღებვა, საფეიქრო საქმის განვიარების
მაღალი ხარისხის მაჩვენებელიცაა და ღებვის განვითარებული ტექნიკის დამადას-
ტურებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაგმენტი “დაახლოებით 1800 წელი იყო
მიწაში, სინესტის და ორგანულ თუ არაორგანულ ნივთიერებათა გავლენის ქვეშ,
გარეგნულად ისეა შენახული, თითქოს ახალი შეღებილი იყო” [13]. ეს არქეოლო-
გიური მონაპოვარი ესადაგება და ადასტურებს ანტიკური ხანის ისტორიკოსის ჰე-
როდოტეს ერთ ცნობას, რომ კოლხეთში “ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წყალს და
ამით ხატავენ ტანსაცმელს, ხოლო ეს ნახატი კი არ ხუნდება, არამედ ცვდება და-
ნარჩენ შალთან ერთად, თითქოს თავიდანვე ჩაქსოვილნი არიან მასში“ [16].
ამავე პერიოდს განეკუთვნება არმაზისხევის არქეოლოგიური შესწავლის
დროს მიწის ფენაში ნაპოვნი ძალზე თხელი ქსოვილის პატარ-პატარა ფრაგმენტე-
ბი, ფაქტობრივად დაშლილ მდგომარეობაში. ფრაგმენტების მიკროსკოპული
კვლევით დადგენილ იქნა, რომ ქსოვილი მაღალი სიმჭიდროვისაა − 10 სმ-ში ქსე-
ლის მიმართულებით 340-350 ერთეული ძაფია, მისაქსელის მიმართულებით 300-
მდე. ქსოვილი მოქსოვილია ტილოსებრი ხლართით. მიკროფოტოგრამების საშუა-
ლებით დადგინდა, რომ ქსოვილის ნართი დამზადებულია თუთის აბრეშუმისა-
გან, დაახლოებით 1700-1800 წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში მიწაში ყოფნის მიუ-
ხედავად, ძაფის ელემენტარულ ბოჭკოებს კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა მათ-
თვის დამახასიათებელი გარეგნული სახე, რაც მისი დამზადების მაღალ ხარის-
ხზეც მეტყველებს.
სხვადასხვა ბოჭკოსაგან დამზადებული ქსოვილების ფრაგმენტები იქნა აღმო-
ჩენილი VIII ს-ით დათარიღებულ მდიდარი ქალის სამარხში, რომელიც ქუთაისში,
XI ს-ის ბაგრატის საკათედრო ტაძრის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად იქნა
მიკვლეული. ქსოვილთა ნაშთები ბოჭკოს სახითაა შემორჩენილი. მიკროსკოპული
შესწავლით გამოვლინდა დიდი რაოდენობის სელის შეღებილი ბოჭკოები, უმეტე-
სად ცისფერი და ვარდისფერი. ბამბის ბოჭკოები მცირე რაოდენობით იყო, შალისა
– კიდევ უფრო ნაკლები. ასევე მცირეა აბრეშუმის ბოჭკოები. გარდა ცისფერისა და
ვარდისფერისა ქსოვილის ნაშთებზე აღინიშნა წითელი, შავი, ყვითელი და მცირე
რაოდენობით ლურჯი საღებავი. ამ მასალების მიხედვით მკვლევარებმა ივარაუ-
დეს, რომ გარდაცვლილს ცისფერი სელის ქსოვილისაგან დამზადებული კაბა ეცვა,
ბამბის თეთრი ქსოვილისაგან კი სუდარა უნდა ყოფილიყო დამზადებული [17].
XII საუკუნითაა დათარიღებული ქსოვილების ნიმუშები ვანის ქვაბიდან (ქარ-
თლი). აქ აღმოჩენილ იქნა შალის სხვადასხვგვარი ქსოვილების ფრაგმენტები (11
ერთეული) და სელის ქსოვილის ფრაგმენტი. ქსოვილები საქსოვ დაზგაზეა დამზა-
დებული. ამავე პერიოდს განეკუთვნება სოფ. ასურეთის მახლობლად, ხელოვნურ
მღვიმეში აღმოჩენილი შალის ხალიჩის ნაშთები, რომელზედაც კარგად არის შემო-
ნახული ფერები, ხლართის სახეები და ორნამენტი, რომელიც საქართველოში გავ-
რცელებულ ე.წ. “რქანახარას“ წარმოადგენს [18]
ზემოდასახელებული, არქეოლოგიური კვლავა-ძიების შედეგად აღმოჩენილი
არტეფაქტები − ქსოვილის, ნართისა და ბოჭკოს ნაშთები, ჩვენს ქვეყანაში საფეიქ-
რო საქმის უძველესი ტრადიციების მანიშნებელია. ამავდროულად, უმეტესობა
ქსოვილის ნიმუშებისა ქსოვის კულტურის შესამჩნევად მაღალი დონის დამადას-
ტურებელია.
საქართველოს ტერიორიაზე დართვის, ქსოვისა და საფეიქრო საქმის უხსოვა-
რი დროიდან ჩასახვა-განვითარებაზე მეტყველებს ამ დარგთან დაკავშირებული
სხვადასხვა მასალების, კერძოდ, სამუშაო იარაღების – თითისტარების, კვირისტა-
ვების, საწაფების (ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ძაფების დასაჭიმავი სიმძიმე –
შვეულები საქსოვი დაზგისათვის) ნემსების, მახათებისა და ქინძისთავების აღმო-
ჩენის ფაქტები ენეოლითურსა და ნეოლითური პერიოდის ძეგლებზე, ასევე გვიან-
დელი პერიოდის საქსოვი დაზგების ნაშთების აღმოჩენის ფაქტები. ამ მხრივ განსა-
კუთრებით საყურადღებოა 5000 წლოვანი ასაკის მქონე (ძვ. წ. III ათასწლეულით
დათარიღებული) ილტოს ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი
ვერტიკალური საქსოვი დაზგისა და საბეჭურის ფრაგმენტები [19]. მნიშვნელოვა-
ნია აგრეთვე, ამ ბოლო პერიოდში მიკვლეული, უძველესი საფეიქრო სახელოსნო
ანტიკური ხანის ქართველ მეფეთა სასახლეში. სახელოსნოს ასაკი მკვლევართა ვა-
რაუდით 2000 წელზე მეტია. აქ უამრავი სხვადასხვა სახის სელის, კანაფის, ბამბის,
მატყლისა თუ აბრეშუმის ბოჭკო, ნართი, შეგრეხილი ძაფები, თოკები და სხვა მასა-
ლები იქნა აღმოჩენილი [15].
ხელსაქმის იარაღები, საქსოვი დაზგები და საფეიქრო საქმესთან დაკავშირე-
ბული ატრიბუტიკის მრავალი ნიმუში, ქსოვილის დამზადებისა და ქსოვის კულ-
ტურის შესამჩნევად მაღალი დონისა და ფრიად დახვეწილი ტექნიკის ნათელი და-
დასტურებაა. ასეთი სახის მატერიალური მასალა, არქეოლოგიური თუ შემთხვევი-
თი მონაპოვრის სახით, დაცულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონალურ
მუზეუმში. ქუთაისის მუზეუმში მრავლადაა წარმოდგენილი ქვის საწაფები (სურ.
5) და თიხის, ქვის და ძვლის კვირისტავები (სურ. 6). თიხის კვირისტავები კონუ-
სური ფორმისაა, ხოლო რიყის ქვისა და ძვლის — ბრტყელია. ქრონოლოგიურად
ყველაზე ადრეულია ქუთაისის მახლობლად არქეოლოგიური გათხრების დროს
აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულის ქვის საწაფები.

სურ. 5. ქვის საწაფი სურ. 6. ძვლის კვირისტავი

ამგვარად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შე-


დეგად სხვადასხვა დროს მოპოვებული უხვი მასალა გვიდასტურებს, რომ ქსოვი-
ლის დამზადებასა და საფეიქრო საქმეს ოდითგანვე მისდევდნენ ჩვენი შორეული
წინაპრები – საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ქართველური
ტომები. განსაკუთრებულ დახელოვნებას მათ ამ საქმეში ანტიკურ პერიოდში მი-
აღწიეს, რაზეც აღმოჩენილი ნივთიერი ნაშთების მაღალი ხარისხი და დაწინაურე-
ბული დაზგა-იარაღები მეტყველებს.

ლიტერატურა:

1. Kvavadze E., Narimanishvili G., Kakhiani K., Jalabadze M., Koridze I., Bitadze L.,
Chichinadze M., Martkoplishvili I., Laliashvili Sh., Textile fibres from Holocene
archaeological sites – an important index of human presence and activity. Abstracts of
4th Workshop of NPP., Besanson, France, 2010. p. 23;
2. ჩაგელიშვილი თ., პირველი ქსოვილის ისტორია, ჟურნალი „National
Geographic” საქართველო” 2014, აგვისტო.
http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=
magazine&category=193&id=279&fotocat=194
3. ხუბულური ლ., შვიდიათასი წლის ნამოსახლარი, გაზ. „კომუნისტი“ , 18. XII.
1966, N287.
4. ისაკაძე ქ., საფეიქრო საქმე ძველ საქართველოში, „მაცნე”, N4, 1967, გვ. 181.
5. ინტერვიუ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფ-
როსთან, ბატონ ზურაბ მახარაძესთან, ელექტრონული ჟურნალი„Online არქე-
ოლოგია“ 2013წ. N5.
http://heritagesites.ge/files/Axali%20Jurnali%205%20nomeri/Jurnali-5%20Georgian/;
6. გობეჯიშვილი გ., ბედენის აკლდამა, “ძეგლის მეგობარი“ 1967, №12;
7. ერაძე ე., ბრწყინვალე თრიალეთელები, ანუ ჩვენ შორეულ წინაპართა ცხოვ-
რება. http://forum.ge/?showtopic=33821435;
8. ქორიძე დ., გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები თბილისიდან,
სსმმ 18-B, 1954. გვ. 42;
9. ხოშტარია ნ., ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები დასავლეთ საქარ-
თველოში, საქართველოს არქეოლოგია, გვ. 247-279;
10. ნიორაძე გ., დმანისის ნეკროპოლი და მისი ზოგიერთი თავისებურება, სსმმ
XIV,19. 47 გვ 26;
11. ჭიჭინაძე მ., ანტიკური ხანის ცენტრალური კოლხეთის პალეო ეკოლოგია და
ეკონომიკა (არქეოლოგიური ძეგლების პალინოლოგიური კვლევის საფუძ-
ველზე). სადოქტორო დის. თბილისი, 2013, გვ 153-154, 157;
12. კახიძე ა., მასალები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების ისტორიი-
სათვის, მსკა IV, 1965;
13. ისაკაძე ქ., საფეიქრო საქმე ძველ საქართველოში, “მაცნე”, 1967, N4, გვ. 185,
186;
14. Хоштариа Н.В., Археологические раскопки в Вани, “კავკასიურ-ახლო აღმოსავ-
ლური კრებული“ , თბ., 1962. გვ. 249;
15. გაგოშიძე ი., უძველესი აბრეშუმი საქართველოში ელჟურნალი Online არქეო-
ლოგია 2012, N2,
http://heritagesites.ge/files/Axali%20Jurnali%202%20nomeri/Jurnali-Georgian/;
16. ჰეროდოტე, ისტორია, I-II, თბილისი, 1975;
17. ბითაძე ლ., ყვავაძეე., ლანჩავაო., ისაკაძერ. ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილი
“მდიდარი ქალბატონის“ სამარხის კომპლექსური კვლევის წინასწარი შედე-
გები, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები, კრ. XXI, 2011;
18. ჯალაბაძე, გ., ქსოვილების ნიმუშები ვანი სქვაბიდან. 1988 г., საქართველოს
მღვიმეები და გამოქვაბულები – სპელეისტიკა. სპელეოლოგიური კრებული
121988, გვ. 99-102;
19. ქართულიტრადიციულირეწვა – ტექსტილი (პროექტი: “შემოქმედებითი ინ-
დუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომ-
ხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის“ )
http://southcaucasuscrafts.ge/ge/page/1.
2.4. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები უძველეს
იკონოგრაფიულ ძეგლებში

ადრეული პერიოდის ნაქარგობა, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პრო-


ცესში იყო ქართული ეროვნული ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების სა-
წყისი ფორმები, შედარებით ნაკლებად შესწავლილია. მთელი რიგი ობიექტური
მიზეზების გამო (ამ ეპოქის ნივთიერი ნიმუშების არარსებობა, მოძიებული სახვი-
თი და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებთა სიმწირე, არსებული მასალების
არასათანადო შესწავლა ნაქარგობის კუთხით) ამ პერიოდის ნაქარგობა აქამდე არ
გამხდარა საგანგებო კვლევის საგანი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით უნდა
იქნას შესწავლილი ადრეული შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების
ძეგლები, რომლებშიც ქართული ნაქარგობის სახეები და ორნამენტები წარმოდგე-
ნილია ქვის რელიეფური კომპოზიციებით, ლითონის მხატვრული დამუშავების
შესანიშნავი ნიმუშებით, მონუმენტური, დაზგური თუ მინიატურული მხატვრო-
ბით, მინანქრითა და სხვა ნივთიერი მასალებით. ისინი შეიცავს ბიბლიური პერსო-
ნაჟების, რელიგიური სიუჟეტების, წმინდანთა, სასულიერო პირთა, ქტიტორთა და
მათი ოჯახის წევრების უამრავ გამოსახულებას. ეს გამოსახულებები დიდძალ ინ-
ფორმაციას იძლევიან საქართველოს მატერიალური კულტურის, ყოფა-ცხოვრების,
ჩაცმულობის, სამოსის შემკობის მეთოდების (მათ შორის ნაქარგობით გაფორმების)
და სხვათა შესახებ. ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება ლიტერატურა, რომელშიც მო-
ცემული იქნება ამ კუთხით ძეგლების მხატვრულ-ისტორიულ ანალიზი, გაშუქე-
ბული იქნება ქსოვილის ნაქარგობის დეკორი, მისი სახეობები და ორნამენტები.
ადრეული პერიოდის ნაქარგობის შესწავლისას საჭიროა ნაქარგობის სახეები-
სა და ფორმების შემცველ სახვითი ხელოვნების ნიმუშთაგან არა ცალკეული, გათი-
შული ძეგლების განხილვა, არამედ მათი ერთობლიობაში დანახვა, გაანალიზება
და მეცნიერულად გამოყენება – ნაქარგობის ევოლუციის პროცესის დადგენისა და
მისი განვითარების თვალნათლივ წარმოჩენისათვის.
რამდენადაც ქართული ნაქარგობა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, ამდენად,
აუცილებელია შევეხოთ უძველესი (ადრექრისტიანული) ქართული ხელოვნების
წარმოქმნისა და განვითარების ასპექტებს.
ადრექრისტიანული ქართული ხელოვნება ქრისტიანობის სახელმწიფო რე-
ლიგიად გამოცხადებიდან (326 წ.) იდებს სათავეს. ქრისტიანობის მიღება საქარ-
თველოსთვის იქცა იმ მიჯნად, რომლიდანაც ახალი მსოფლმხედველობა, სამყაროს
ახლებური აღქმა ჩამოყალიბდა.
ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში, უძვე-
ლეს ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად, ახლობელი და შორეული მეზობელი
ქვეყნების კულტურის გარკვეული ზემოქმედება შეინიშნებოდა. ეროვნული ხე-
ლოვნება გარემომცველ სამყაროსთან აქტიური ურთიერთობით, მეზობელ სახელ-
მწიფოებთან ფასეულობათა მუდმივი გაცვლით, ხმელთაშუაზღვისპირეთის და ახ-
ლო აღმოსავლეთის მხატვრულ ცენტრებთან და კულტურულ წრეებთან მჭიდრო
კონტაქტებით ჩამოყალიბდა და განვითარდა. ამიტომ ამ ეპოქის ქართული ხელოვ-
ნების ხასიათს განაპირობებდა დასავლეთიდან ბიზანტიის იმპერიის ძლიერი გავ-
ლენა და აღმოსავლეთიდან სასანური ირანის მძლავრი იმპულსი. მაგრამ, ამავ-
დროულად, ეროვნული ხელოვნების ბაზისს, მისი საფუძვლის ქვაკუთხედს უძვე-
ლესი მხატვრული ტრადიციები, საუკუნეთა წიაღში ჩამოყალიბებული უძველესი
მხატვრული სახეები წარმოადგენდა, რის გამოც ხელოვნების ნაწარმოებებში თავი-
სებურად აისახა ადგილობრივ ტრადიციათა და გარეშე ზეგავლენების ორიგინა-
ლური ნაზავი. საქართველოს განსაკუთრებული გეოფიზიკური მდებარეობა, მისი
ერთგვარად გზაგასაყარზე – გზაჯვარედინზე არსებობა, განაპირობებდა მისი
კულტურის განვითარების თავისებურებებს. ქრისტიანობის ამ ადრეულ და
რთულ პერიოდში საქართველოსკენ იყო მიმართული იმდროინდელი მსოფლიოს
ორი ზესახელმწიფოს – ბიზანტიისა და ირანის ინტერესები და მისწრაფებანი. ერ-
თმორწმუნე ბიზანტია – ქრისტიანობის ბურჯი და მაზდეანური ირანი მეტოქეობ-
დნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოზე (ეგრისსა და იბერიაზე) გავლე-
ნის მოსაპოვებლად. ბიზანტია ქართლის ერისმთავრებს თავისი კეთილგანწყობის
ნიშნად საიმპერატორო კარის საპატიო ტიტულებს – „კურაპალატოსი“ , „ვიპატოსი“
, „პატრიკიოსი“ ანიჭებდა და დიდძალ საჩუქრებსა და ქონებას უძღვნიდა, ამავ-
დროულად მაზდეანური ირანი დიდ ერისმთავრებს შაჰის კარის უმაღლეს ვეზი-
რებად – „პიტიახშებად” (იგივე აზარვეზირებად – სამთავროების განმგებლებად)
ნიშნავდა.
ამ პერიოდში საქართველოს არცერთ სხვა ქვეყანასთან ისე მჭიდრო სულიერი
ერთობა არ ჰქონია, როგორც ბიზანტიასთან. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგი-
ად გამოცხადების შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ქართველთა შორის ნიჭიერ
ახალგაზრდებს ბიზანტიაში გზავნიდნენ, სადაც ისინი ბერძნულ კულტურას, გა-
ნათლებას, რელიგიურ ფილოსოფიას, ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მათ შო-
რის ხუროთმოძღვრებას და სახვით ხელოვნებას ეზიარებოდნენ და შემდეგ, განათ-
ლებას ნაზიარები, თავად აარსებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, თარგმნიდნენ უძ-
ველეს ფოლიანტებს, აშენებდნენ ტაძრებს, ქმნიდნენ ქვასა თუ ლითონზე კვეთილ
კომპოზიციებს და ხელოვნების სხვა ძეგლებს და საზოგადოდ ამდიდრებდნენ ქარ-
თულ ქრისტიანულ კულტურასა და ხელოვნებას.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების კვალობაზე საქართვე-
ლოში, ბიზანტიის მსგავსად და მისი გავლენით, გავრცელდა ქრისტიანული ტაძ-
რების კედლებზე იკონოგრაფიული კომპოზიციების გამოსახვის ტრადიცია (თავ-
დაპირველად საფასადე ქვის რელიეფებზე, მოგვიანებით ფრესკებსა და ჭედურო-
ბაში), რომელიც ძველი და ახალი აღთქმის რელიგიური სცენების, უფლის დიდე-
ბის, ზეციური ანგელოზების, წმინდანების და სხვა სიუჟეტების გადმოცემას გუ-
ლისხმობს. აღნიშნული თემების გამოსახვაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა
ესთეტიკური შთაბეჭდილების მოხდენას, ზეციური ნათელის, არაამქვეყნიური სი-
ლამაზის წარმოჩენას. ამიტომ, სხვა ელემენტებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელო-
ვანი იყო ბიბლიური პერსონაჟების პატიოსანი თვლებით შემკული, უხვად დეკო-
რირებული ძვირფასი, ოქროვანი სამოსით გამოსახვა. თავად რომსა და კონსტანტი-
ნეპოლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარების შემდეგ, იკონოგრა-
ფიული კომპოზიციების შექმნის დროს მხატვრების მიერ ნიმუშად აღებულ იქნა
იმდროინდელი საიმპერატორო კარის უძვირფასესი სამოსი და ქსოვილები10. ეს
ტრადიცია ბიზანტიიდან საქართველოშიც გავრცელდა და ძველთაგანვე უცვლე-
ლად იქნა დანერგილი ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში. ქართველი ხელოვანი
ხუროთმოძღვრები, რომლებიც აგებდნენ უძველეს საკულტო ნაგებობებს და ახ-
დენდნენ ქვისა და ლითონის პლასტიკურ დამუშავებას, იკონოგრაფიული კომპო-
ზიციების შექმნისას ვერ გაექცეოდნენ ბიზანტიური ხელოვნების ზეგავლენებს (მი-
უხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი განსწავლული ბიზანტიაში). ზეგავლენებს
აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ ქტიტორები (ქართველი მეფეები და ერისმთავრები),
ვის დაკვეთასაც ხუროთმოძღვრები ასრულებდნენ, ბიზანტიის საიმპერატორო კა-
რის საპატიო ტიტულებს (კურაპალატი, პატრიკიოსი, ვიპატოსი) ატარებდნენ და
მათი ძვირფასი სამოსიც ბიზანტიის იმპერატორის საჩუქარი იყო11. ზოგჯერ ეს
დაკვეთები ბიზანტიის იმპერატორების უშუალო მითითებით და მათი სახსრებით
ხორციელდებოდა12.
ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ ხელოვანი რეალური ცხოვრებისეული, თა-
ვისი თანადროული გარემოდან აღებული ფაქტების გამოსახვის დროსაც ვერ გაექ-
ცეოდა ბიზანტიური ხელოვნების ზეგავლენას, რადგან ბიბლიური პერსონაჟის თუ
წარჩინებული ისტორიული პირის – დიდგვაროვანი ქტიტორის გამოსახულების
შექმნისას, მისი სამოსის დამუშავების დროს, ნიმუშად, ცხადია, უნდა გამოეყენე-
ბინა ისევ და ისევ ბიზანტიური სამოსი (რომლითაც, რასაკვირველია, შემოსილი
იყო ქტიტორი).
დასახელებული ფაქტები ნათელყოფს, რაოდენ დიდი ზემოქმედება უნდა მო-
ეხდინა ბიზანტიურ ხელოვნებას და საზოგადოდ ბიზანტიურ ცივილიზაციას სა-
ქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მის კულტურასა და ხელოვნებაზე. მაგ-
რამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწარმოებების (მათ შორის ქსოვილის
დეკორის და ნაქარგობის ორნამენტული მოტივების) უცხოური გავლენებით შემო-
ვიფარგლოთ და დავასკვნათ, რომ ის მხოლოდ ბიზანტიური ტიპისაა და აქცენტი
არ გავაკეთოთ უძველესი ტრადიციული ხელოვნების კვალის ძიებაზე. მით უმე-
ტეს, რომ უცხოური კულტურის ზეგავლენის ქვეშ განსაკუთრებით საზოგადოების

10
ეს ტრადიცია საუკუნეების მანძილზე უცვლელად გადაეცა თაობიდან თაობას.
11
ბიზანტიის იმპერატორები ქართველ დიდებულებს კეთილგანწყობის ნიშნად საპატიო
ტიტულებთან ერთად დიდძალ საუნჯეს და ძვირფას სამეფო სამოსელს უძღვნიდნენ.
12
მემატიანე მოგვითხრობს: „კონსტანტინე მეფემან (იგულისხმება ბიზანტიის იმპერატორი) ...
მოსცა განძი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადაც ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა
აღაშენე ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა, და ნიჭი ესე დაამკვიდრე ქალაქთა ქართლისათა“ []](1).
ასევე პროკოპი კესარიელი გვაწვდის ცნობას: „იუსტინიანე მეფემ აბაზგების (აფხაზების)
ქვეყანაში ღვთისმშობლის ტაძარი ააშენა და მათ მღვდელმსახურნი დაუყენა და მიაღწია იმას,
რომ მათ შეითვისეს საქრისტიანო წესები“ []](2). ბიზანტია საქართველოს აღმოსავლეთის საშიში
მეზობლის, სასანური ირანის წინააღმდეგ საიმედო მხარდამჭერად აღიქმებოდა.
კონსტანტინოპოლი კი, თავის მხრივ, არ იშურებდა ახლადმოქცეული ქვეყნისათვის, მითუმეტეს
ისეთი სტრატეგიულად ღირებულისათვის, როგორიც ქართლი იყო, ქრისტიანობის
განმტკიცების მიზნით ნებისმიერ დახმარებას.
მაღალი ფენები მოექცნენ ადვილად, მოსახლეობის ძირითადი მასა კი კვლავაც უძ-
ველესი ტრადიციების გამგრძელებელი იყო. სწორედ ამიტომ, ქართული ხელოვნე-
ბა თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გზით წავიდა და უცხო ზეგავ-
ლენებმა ვერ შეასრულა წარმმართველი და გადამწყვეტი როლი მის განვითარება-
ში. ეროვნული ხელოვნება გარკვეული თვითმყოფადობითა და თავისებურებითაა
გამორჩეული. ეს თავისებურება ჩანს სიუჟეტის შერჩევის, სცენების განლაგების და
ორნამენტული დეკორის მხრივ. მასში აირეკლება ქართული ხალხური ხელოვნე-
ბის მხატვრული ღირსებები, ეროვნული გემოვნება და ყოველივე ის რაც წინარე
განვითარებაზე იყო დაფუძნებული. საქართველო ხომ, როგორც უძველესი კულ-
ტურის ქვეყანა – თავის წიაღში ინახავდა ადგილობრივ მხატვრულ ტრადიციათა
უდიდეს საგანძურს, რომელიც ასაზრდოებდა და განუმეორებელ სახეს აძლევდა
ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებს.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭეშმარიტად სახალხო ოსტატების შე-
მოქმედება, რომლებიც სრულიად თავისუფალნი იყვნენ ყოველგვარი გარეშე ზე-
გავლენებისაგან (სვანეთის, რაჭის, გარეჯის მოხატულობები). თავისუფლება განსა-
კუთრებით კარგად შეიგრძნობა ადგილობრივი წმინდანების გამოსახვის დროს,
როდესაც მათი შთაგონების წყარო მათ გარშემო არსებული სამყაროა – მთელი თა-
ვისი თავისებურებებითა და განსაკუთრებული ფერადოვნებით და ეს ყოველივე
მშობლიურია, მხოლოდ ქართულია. აღნიშნული სრულიად საფუძვლიანად ეხება
ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას და მათ შორის ქართულ ქსო-
ვილსა და ნაქარგობას, რის გარეშეც ვერ წარმოვიდგენთ ვერც სასახლეების მორ-
თულობას, ვერც მაშინდელი ქართველების სამოსელს. სამწუხაროდ, ადრეული
შუა საუკუნეების ეპოქის გამოყენებით ხელოვნებას საკმარისი სისრულით არ ვიც-
ნობთ, მაგრამ ერთი კი ცხადია, ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნე-
ბა უშუალო კავშირშია ხალხის ცხოვრებასთან, ხალხურია, ყოფითი გარემოდანაა
აღებული და მასში ასახულია ძირითადი ესთეტიკური პრინციპები, ხშირად დეკო-
რატიული სახეცვლილებით. საერთოდ დეკორატიულობა ხალხური ხელოვნების
უმთავრესი ნიშანია, და ამდენად, რასაკვირველია, მასში ჭარბობს ორნამენტი და
ორნამენტულობა და სწორედ ორნამენტში აისახება ეროვნული თვითმყოფადობა,
ხალხური შემოქმედებისათვის დამახასიათებელი უშუალობა. სწორედ ამ უშუა-
ლობის ტრადიციებს ეფუძნება ქართული ქრისტიანული ხელოვნება – ქვისა და
ლითონის პლასტიკა, მონუმენტური, დაზგური და მინიატურული მხატვრობა, მი-
ნანქარი და სხვა.
2.4.1. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები ქართული ქვაზე
კვეთილი რელიეფების მიხედვით

უძველეს ქართული საერო თუ საეკლესიო ნაქარგი ნივთების უმეტესობას,


სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია. ყველაზე ადრეული პერიოდის ძეგლები
(როგორც საერო, ისე საეკლესიო) არ მოიცავს XII ს-ზე უადრეს ნიმუშებს. მიუხე-
დავად ამისა, ადრეულ პერიოდში მათ არსებობას უტყუარად ასაბუთებს ისტორი-
ულ დოკუმენტებში დაცული ცნობები და ხელოვნების ნიმუშებზე აღბეჭდილი გა-
მოსახულებანი. სწორედ ამიტომ, ადრეული პერიოდის ქართული ნაქარგობის შეს-
წავლისათვის, მისი განვითარების ეტაპების, ორნამენტის სახეების ცვლილებისა
და ევოლუციის დადგენისათვის აუცილებელია იმ უმდიდრესი მასალის გამოყენე-
ბა, რომელსაც შეიცავს ქართული ხელოვნების ნიმუშები–არქეოლოგიური
ძეგლების რელიეფები, მონუმენტური და დაზგური მხატვრობის, მინიატურის, ჭე-
დურობისა და მინანქრის და სხვა მატერიალური ძეგლები. აღნიშნულ ძეგლებზე
მრავლადაა გამოსახული ბიბლიური პერსონაჟები, წმინდანები და სხვადასხვა ის-
ტორიული პირები ნაქარგობით დეკორირებულ სამოსში. ასევე მრავლად გვხვდება
უხვად დეკორირებული სხვადასხვა დანიშნულების ქსოვილი. მათი ნაქარგობის
ორნამენტები მრავალფეროვანია და წარმოადგენს სხვადასხვა სიდიდისა და სის-
ქის ზიგზაგებს, რომბებს, სამკუთხედების მწკრივებს, წრეებს, გრეხილებს, კალა-
თის წნულის თუ თევზის ფხის მსგავს სახეებს, ორმაგ, ერთმანეთში ჩახაზულ რომ-
ბებს ან წრეებს და მრავალ სხვადასხვა კომბინაციებს, რომლებიც სხვა არაფერია
თუ არა ნაქარგობა. ამგვარი ორნამენტული ნახჭებით შემკობილია ძირითადად
პერსონაჟთა სამოსის გულისპირი, მხარ-მკლავები, კალთები, ქვედა ნაპირები, სახე-
ლოს ბოლო, სარტყელი, საყელო-მანიაკი, ლორონი და სხვა. მსგავსი ორნამენტები
არამარტო ქსოვილის ფაქტურის გადმოსაცემად, არამედ ფონის, ჩარჩოსა და სხვა
დეტალების დეკორატიულ მორთულობაშიც არის გამოყენებული. აღნიშნული მა-
სალის (რომელიც დროის საკმაოდ დიდ დიაპაზონს V– XVIIIს. მოიცავს) მოძიების,
გაცნობის, კვლევის გზით და შემდგომში კვლევის შედეგების თავმოყრით და გან-
ზოგადებით შესაძლებელია თვალი გავადევნოთ აღნიშნულ პერიოდში ნაქარგობა-
თა ორნამენტის სახეების ევოლუციას.
ქართული ნაქარგობის წარმოშობისა და განვითარების ისტორიის დადგენი-
სათვის უპირველესად უნდა განვიხილოთ უძველესი ქანდაკოვანი რელიეფები,
ქვის სტელები, ქვაჯვარები, ხუროთმოძღვრული ძეგლების საფასადე რელიეფები,
ქვის კანკელები, რომლებიც ძალზე ფასეული და დიდად ინფორმაციულია ადრეუ-
ლი პერიოდის ნაქარგობის სახის დასადგენად და მისი სახეცვლილების წარმოსა-
ჩენად.
ნაქარგობა უძველეს ქვასვეტებზე, ქვაჯვარებსა და ადრეულ ხუროთმოძღ-
ვრულ ძეგლებზე პირობითად არის წარმოდგენილი, რადგან ქვის რელიეფურ გა-
მოსახულებებში ნაქარგობის ორნამენტული სახეების სინატიფე და მრავალფეროვ-
ნება სრულყოფილად ვერ ჰპოვებს გამოხატულებას, მასალის (ქვის) სტრუქტურის

54
გამო. მისი მხატვრულად დამუშავების სპეციფიკა არ იძლევა საშუალებას დაწვრი-
ლებით იქნას გადმოცემული ჩვენთვის საინტერესო საკითხის ყველა დეტალი. მი-
უხედავად ამისა, მაღალმხატვრულ დონეზე, დახვეწილი ოსტატობითა და დიდი
რუდუნებით კვეთილ ქვის რელიეფზე,ზოგჯერ შესაძლებელია ამოვიკითხოთ კი-
დეც ამა თუ იმ ნაქარგობის შესრულების ხერხი. ნაქარგობის პლასტიკა წარმოად-
გენს სწორი ხაზის მოძრაობით შექმნილ ფორმებს. ეს ხაზი ზოგჯერ მოძრაობს წინ
და უკან, ხან კუთხეზე, ხანაც ქმნის რომბულ, წრიულ და ჭადრაკულ ფორმებს.
მკვლევართა ჯგუფის მიერ შეგროვილ იქნა დიდძალი მასალა (ჩანახატებისა
და ფოტოების სახით), აღნუსხულ იქნა თითოეული არქიტექტურული ძეგლი, სა-
დაც ამა თუ იმ სახით შემორჩენილია ნაქარგობის შემცველი უმნიშვნელო ფრაგმენ-
ტიც კი, რის საფუძველზეც განხორციელდა მასალების შემდგომი ანალიზი.
უძველესი ქვაზე კვეთილი ძეგლები, რომელთა მიხედვით შეიძლება თვალი
გავადევნოთ ნაქარგობის ორნამენტის სახეების ევოლუციას V – IX საუკუნეების
ქვაჯვარები და ქვის სვეტებია (სტელები). ქართველი მეცნიერები ნ. შოშიაშვილი,
ალ. ჯავახიშვილი და ვ. თოფურია აღნიშნავენ, რომ ქვაჯვარები და ქვის სვეტები
გაქრისტიანების პირველ ხანებში გავრცელდა და წარმოადგენდა სალოცავ ძეგ-
ლებს. ადრეულ შუა საუკუნეებში ახლადგაქრისტიანებული ქართველი ერისმთა-
ვარნი და დიდგვაროვნები თავიანთ მამულში, ღია ცის ქვეშ, ხშირად დგამდნენ
ქვის ოთხკუთხა, მაღალ სვეტებს - სტელებს, რომლებიც ჯვრით ბოლოვდებოდა.
ქვაჯვარებსა და სვეტებზე უფლისადმი ვედრების, შუამდგომლობისა და შეწევნის
თხოვნა იყო აღბეჭდილი. მათ წახნაგებზე იკვეთებოდა ორნამენტული და სიმბო-
ლური სახეები, ბიბლიური სიუჟეტები, წმინდანთა და საერო პირთა გამოსახულე-
ბი [1]. უნდა აღინიშნოს, რომ სტელა ეკლესიის დამატებას არ წარმოადგენდა, არა-
მედ თავად იყო რეალური სახე ეკლესიისა. სტელაზე გამოსახული ხატის
ფუნქციის მატარებელი სიუჟეტური რელიეფები - შთამბეჭდავი ზომებით, სრუ-
ლიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ იგი ხალხს სამლოცველოდ მიეჩნია.
ასეთ სტელებს განეკუთვნება ბოლნისის სიონის სვეტი (V ს.), სამწევრისის
სტელა (V ს.), დავათის ქვაჯვარი (V ს.), ხანდისის ქვასვეტი (VI ს. II ნახ.), ბრდაძო-
რის ქვაჯვარა (VI ს. II ნახ.), ბუჩურაშენის მცირე ეკლესიის ქვასვეტი (VI ს.), ყაჩა-
ღანას ქვაჯვარა (VII ს. I ნახ.), კატაულას ქვასვეტი (VII ს.), უსანეთის ქვასვეტი
(VIII – IX სს.).
ყველაზე ადრეული რელიეფური ძეგლი - ბოლნისის სიონის ფილა (V ს.) – სა-
ერო პირის, სავარაუდოდ ერისთავის გამოსახულებით, რომელიც ვედრების პოზა-
ში წელს ზევითაა წარმოდგენილი (სურ. 7). ქტიტორის მკერდზე ფიბულით
შეკრული მოსასხამის ნაპირები, ნაქარგი არშიითაა შემკული, რომლის ორნამენტს
კონცენტრირებული წრეები წარმოადგენს. ასეთივე ორნამენტითაა შემკული სახე-
ლოს ბოლოები [2].

55
სურ. 7. ბოლნისის სიონი – საერო პირი

ასევე ნაქარგობით შემკული სამოსითაა წარმოდგენილი დიდგვაროვანი მამა-


კაცი სამწევრისის სტელის (V-VI ს. მიჯნა) ფრაგმენტზე [3]. მისი სამოსი ბიზანტი-
ური ოფიციალური კოსტიუმია და სავარაუდოდ იღლიის ქვეშ ამოტარებულ და
მხარეზე შებნეულ მოსასხამს წარმოადგენს, რომლის ნაპირები ორნამენტირებული
არშიითაა შემკული (დანართი 1). ნაქარგობის ორნამენტს გეომეტრიული სახე აქვს
და წრიული ფორმებითაა მოცემული (სურ. 8).
ოქრომკედით ნაქარგი არშიითაა შემკული ორი სიმეტრიულად განლაგებული
ფიგურის სამოსი დავათის ქვაჯვარას (VI ს. მე-2 ნახ.) ფრაგმენტზე (დანართი 2).
არშიაზე, რომელიც სამოსის ქვედა ნაპირს შემოუყვება რომბულა სითვია გამოსა-
ხული (სურ. 9). რელიეფს გარს უვლის თევზიფხურასა და რომბულას მსგავსი ორ-
ნამენტი.

56
სურ. 8. სამოსის შემკულობა სურ. 9. დავათის ქვაჯვარა პირის
სამწევრისის სტელა (V-VIსს.) ჩაცმულობა (VI ს. მე-2 ნახ.)

ხანდისის ქვასვეტის (VI ს. მე-2 ნახ.) ფრაგმენტის ერთ-


ერთ წახნაგზე გამოსახულ წმინდა გიორგის, კვირიკესა და
ივლიტას რელიეფზე სამოსის ყელის ნაპირი, ასიმეტრიუ-
ლი კალთის ნაპირი და სამოსის ქვედა ნაპირი გაფორმებუ-
ლია ორნამენტულად ნაქარგი არშიით. მსგავსი ორნამენ-
ტული არშიითაა გაფორმებული სახელოს ბოლოები (მან-
ჟეტი). რელიეფები მოჩარჩოებულია სამკუთხა, გრეხილი
და სწორხაზოვანი ორნამენტით (სურ. 10).
ნაქარგი არშიითაა შემკული ერთ-ერთი წმინდანის სამო-
სის შეხსნილი გვერდები და ქვედა ნაპირი ბრდაძორის
ქვაჯვარას (VIს. II ნახ.) წახნაგზე გამოსახულ კომპოზიცია-
ში – „ღვთისმშობელი დონატორთან ერთად” (დანართი 3).
ნაქარგობის ორნამენტი წარმოადგენს კონცენტრირებულ
წრეებს, რომელთაგან პატარა ზომის შიგა წრე ჩაღრმავებუ-
ლია, რაც ძვირფასი ქვებით შემკობის აღმნიშვნელი უნდა
სურ. 10. ხანდისის იყოს. სამოსის გაფორმება მცირე ზომის თორაკიონის შთა-
ქვასვეტი ბეჭდილებას ქმნის.
-

57

ა დ ე
სურ. 11. ხინდისის ქვასვეტი: ა – „აღსაყდრებული მაცხოვრის“ რელიეფის დეკორი; ბ –
ანგელოზის რელიეფის დეკორი; გ – ანგელოზის სამოსის დეტალი; დ – კვირიკესა და
ივლიტას რელიეფის დეკორი; ე – კვირიკესა და ივლიტას რელიეფის სამოსის დეტალი

მსგავსად გაფორმებული სამოსით არიან წარ-


მოდგენილი იგივე ქვაჯვარაზე ოჯახის წევრები
(მამაკაცი და ბავშვი),
ქალის გამოსახულებას კი მაფორიუმის ქვეშ მოუ-
ჩანს უხვად ორნამენტირებული მანიაკის ფრაგ-
მენტი. რომბული სითვის მსგავსი ნაქარგობითაა
შემკული ბრდაძორის ქვასვეტის კაპიტელზე გა-
მოსახულ კომპოზიციაში –„მანდორლაში საყდარ-
სა ზედა მჯდომარე ქრისტე”, მაცხოვრის შიგა სა-
მოსის სახელოს ბოლო (სურ. 12).
ოქრომკედის გრეხილურ ორნამენტს წააგავს
არშია მოსასხამისა, რომლითაც შემოსილია ქვემო
ქართლის მდინარე დამბლუტისწყლის ხეობის
ბუჩურაშენის მცირე ეკლესიის ქვის სვეტის რელი-
ეფზე გამოსახული ერთ-ერთი საერო პირი
(დანართი
4). (აღნიშნულ სტელას დ. მუსხელიშვილი V-VI
სურ. 12. ბრდაძორის
სს-ით. ათარიღებს, ხოლო ვ. ჯაფარიძე - VII ს.) [4].
ქვაჯვარა
ყაჩაღანის ქვაჯვარზე (VII ს. I ნახ.), რომელ-

58
ზეც ამოკვეთილია ჯვრის ამაღლების სცენა (ოთხ მკლავზე გამოსახული ოთხი ან-
გელოზი აამაღლებს ჯვარს, რომელიც მკლავების კვეთაზე – წრიულ მედალიონშია
აღბეჭდილი), ანგელოზთა ფრთები დამუშავებულია ტეხური და რომბული სით-
ვის მსგავსი ორნამენტული დეკორით. ანგელოზთა გრძელი დაგოფრილი სამოსის
ქობაზე რამდენიმე ფენა ტეხური სითვია გამოსახული.
უმდიდრეს ინფორმაციას გვაწვდის ქართული ისტორიული კოსტიუმისა და
მისი გაფორმების შესახებ კატაულას ქვასვეტზე (VII ს.) გამოსახული ქართული ფე-
ოდალური საზოგადოების ერთ-ერთი შტოს „გენეალოგიური ხე” და მასზე წარ-
მოდგენილი მრავალფიგურიანი პორტრეტული გალერეა (დანართი 5). აქ გამოყე-
ნებული ნაქარგობათა ორნამენტი ტიპიური თევზიფეხურაა, ხოლო პერსონაჟთა
სამოსის დეტალები ლიანდაგურით ნაქარგს მოგვაგონებენ [3]. ქვასვეტის ერთ-ერ-
თი წახნაგის რელიეფზე გამოსახული წარჩინებული მანდილოსნის (დაქარაგმებუ-
ლი წარწერით: „ჯუარო პატიოსანო, მარიამი მხევალი შენი შეიწყალე”) შიგა სამო-
სის ბოლო და შეხსნილი გვერდი გაფორმებულია სადა არშიით, ხოლო მოსასხამი
მაფორიუმის ნაპირებს ირგვლივ შემოსდევს ოქრომკედით შემკული ძვირფასი არ-
შია (სურ. 13, ა). ძალზესაინტერესო გაფორმება აქვს ამავე ქვაჯვარის მეორე რელი-
ეფზე გამოსახული დიდგვაროვანი ქალის (წარწერით – „წმინდაო გიორგი ლიტავ-
რი მხევალი შენი შეიწყალე”) სამოსს, რომელიც წარმოადგენს ძვირფას ბეწვშემოვ-
ლებულ, საინტერესოდ ორნამენტირებულ მძიმე ფარჩის ქსოვილის, ან ბეწვის მო-
სასხამს (სურ. 13, ბ).

ა ბ გ
სურ. 13. კატაულას ქვასვეტი: ა – მხევალი მარიამი; ბ – მხევალი ლიტავრი;
გ – გრიგოლ ვიპატოსი

59
მდიდრულად ორნამენტირებული ნაქარგობებითაა ასევე გაფორმებული კატაუ-
ლას ქვასვეტის კიდევ ერთ-ერთ რელიეფზე ამოკვეთილი ისტორიული პირის გრი-
გოლ ვიპატოსის ბიზანტიური სტილის სამოსის კალთის ნაპირები, გვერდის ნაკე-
რები, მხრები და ქვედა ნაპირი (სურ.13, გ). უნდა აღინიშნოს, რომ კატაულას რე-
ლიეფები უძველესი ქართული ისტორიული კოსტიუმის მართლაც საინტერესო
და მრავალფეროვან ნიმუშებს გვთავაზობს.
ქარგვის ტექნიკური ხერხების სხვადასხვა სახეობები – ნაკრტენის სითვი, ლი-
ანდაგურა, რომბულა და ა.შ. არის ამოკვეთილი უსანეთის ქვასვეტის (VIII-IX სს.)
რელიეფების მრავალფიგურიან კომპოზიციებში (დანართი 6). ეს გამოსახულებები
სიახლოვეს ავლენს კოპტურ რელიეფებთან და კაპადოკიის ადრეული მხატვრობის
ზოგიერთ ნიმუშთან. ლიანდაგურით ნაქარგ ორნამენტს მოგვაგონებს რელიეფზე
აღბეჭდილი ბიბლიური პერსონაჟების სამოსი (სურ. 14), კილოურისა და ნაკრტე-
ნის ნაქარგობის იდენტურია სულიწმინდის სიმბოლოს - მტრედის ფრთები, ანგე-
ლოზის ფრთები და პალმის ტოტები. ლიანდაგურის სითვის ზუსტ განმეორებას
წარმოადგენს ჯვარი – რომბების მწკრივებით.

სურ. 14. უსანეთის ქვასვეტი–ბზობა

60
ნაქარგი ორნამენტული დეკორის
სიუხვით გამორჩეულია ოშკის (X ს.)
ორი სტელის რელიეფი (ამჟამად დაცუ-
ლია თურქეთში არზრუმის საგამოფენო
დარბაზში) სტელები დავით III კურა-
პალატისა და ბაგრატ ერისთავთ-ერის-
თავის გამოსახულებით (დანართი 7).
საინტერესოა მათი აღმოჩენის ფაქტი:
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ადგი-
ლობრივ თურქ მოსახლეობას ოშკის
სამხრეთ მკლავში ჯამე მოუწყვია, რო-
მელიც 1983 წელს ახალი ჯამეს აგების
შემდეგ გააუქმებიათ. 2003 წელს, ძვე-
ლი ჯამეს შემორჩენილი კედლის დაშ-
ლისას აღმოჩნდა მასში ჩადგმული,
სკულპტურული გამოსახულებებით
შემკული ორი მემორიალური სტელა
უნიკალური თავისი ზომებით, რელიე-
ფური გამოსახულებებითა და წარწერე-
ბით. ერთ-ერთზე წითელი საღებავით
სურ. 15. ოშკის სტელა – დავით შესრულებული ასომთავრული წარწე-
კურაპალატი
რის ამოკითხვის შემდეგ დადგინდა,
რომ ოშკის ტაძრის მშენებლობა 963
წლის 25 მარტს დაიწყო. ერთ სტელაზე გამოსახულნი არიან ზევით – ნიკოპეის ტი-
პის ღვთისმშობელი, რომელსაც წინ უჭირავს ყრმა იესო, მის ქვევით – ქტიტორი
დავით III ვედრების პოზაში, ხოლო მეორეზე ზევით – იოანე ნათლისმცემელი და
მის ქვევით – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი ვედრების პოზაში (წარწერის მიხედ-
ვით, უკვე გარდაცვლილი). სტელის რელიეფზე დავით III კურაპალატი გამოსახუ-
ლია სამეფო სამოსით – ბისონითა და მოსასხამით (სურ. 15). ბისონის მხოლოდ სა-
ხელოს ბოლო ჩანს, რომელიც ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროვანი არშიითაა
გაფორმებული. მარჯვენა მხარზე ფიბულით შეკრული გარე მოსასხამი უხვი დე-
კორითაა დაფარული. ორნამენტი ოქრომკედით ნაქარგი ძვირფასი თვლებითა და
გეომეტრიული ფიგურებითაა შედგენილი. ანალოგიურ სამოსშია წარმოდგენილი
ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი მეორე სტელის რელიეფურ გამოსახულებაზე. სამოსი
უხვად ორნამენტირებულია, მაგრამ დაზიანების გამო ცუდად იკითხება [5].
უძველესი ქვასვეტებისა და ქვაჯვარების გვერდით აუცილებელია განხილულ
იქნას მათი თანადროული ქრისტიანული ტაძრების ქანდაკოვანი საფასადე რელი-
ეფები, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკლესია-მონასტრების ფა-
სადთა გაფორმებაში.
ნაქარგობით შემკული სამოსით გამოსახული ისტორიული პირები, წმინდანე-
ბი და ბიბლიური პერსონაჟები შეიძლება ვიხილოთ არქიტექტურულ ძეგლების
მცხეთის ჯვრის მონასტრის, ატენის სიონის, რუისის, ჯოისუბნისა და წირქოლის

61
ეკლესიების, ვალეს, კუმურდოს, უდეს, ტბეთის, ოშკის, დოლისყანისა და შეპიაკის
ტაძრების ქვის რელიეფებზე.
VI-VII სს. უკვდავი ძეგლის მცხეთის ჯვრის ტაძრის (586-604წ.) აღმოსავლე-
თისა და სამხრეთის ფასადები შემკულია ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებე-
ბით, რომლებიც ორგანულადაა შერწყმული არქიტექტურასთან. ამ რელიეფებში
ადამიანის ფიგურის პლასტიკური გამოსახვა არ არის დამოუკიდებელი და გადამ-
წყვეტი ამოცანა, იგი საერთო დეკორატიული გადაწყვეტის ნაწილია. რელიეფები
აქ, როგორც მთლიანი და სრულყოფილი კომპოზიცია, მხოლოდ არქიტექტურას-
თან ერთად, მასთან კავშირში აღიქმება, მასთან ერთად წაროჩნდება, როგორც აუ-
ცილებლად საჭირო ელემენტი და განუყოფელი მხატვრული აქცენტი.
აქ ამ რელიეფებზე, მიუხედავად დაზიანებისა, კარგად ჩანს სამოსის შემკუ-
ლობის ჩვენთვის საინტერესო ორნამენტული დეკორატიული სახეები, რომლებიც
აშკარად ნაქარგობას წარმოადგენენ (დანართი 8). მარგალიტების სხმული
შემოუყვება ქტიტორ ქობულ სტეფანოზის13 სამოსის ოქროქსოვილის არშიას ქვედა
ნაპირზე, სახელოს ბოლოებზე, სამხრეებსა და მანიაკზე (სურ. 16, ა). ნაქარგი ყვავი-
ლოვან-ფოთლოვანი ორნამენტია გამოსახული ქტიტორის დემეტრე ვიპატოსის
შიგა სამოსის ოქრომკედის არშიაზე. რომბული ბადისებური გეომეტრიული
ორნამენტითაა შემკული დაგრძელებულსახელოებიანი გარე მოსასხამის ქვედა
ნაპირის და სახელოს ბოლოს არშიები (სურ. 16, ბ). სავარაუდოდ მსგავსი გეომეტ-
რიულ-მცენარეული ორნამენტებითაა შემკული აღმოსავლეთ აფსიდის ფასადზე,
სარკმელების ზევით ამოკვეთილი ისტორიულ პირების14 პატრიკიოს სტეფანოზისა
და ადარნასე ვიპატოსის სამოსის არშიები. პატრიკიოს სტეფანოზის დაზიანებულ
გამოსახულებაზე დეკორირებული სამოსის ქვედა არშია გარკვევით მოჩანს
(დანართი 9). ამათგან ჩრდილო-აღმოსავლეთ სარკმლის რელიეფზე გამოსახული
ქტიტორის – ადარნასე ვიპატოსის სამოსის შემკულობის შესახებ შეიძლება ვიმსჯე-
ლოთ რელიეფის რესტავრირებული ნიმუშის მიხედვით (დანართი 10). სამოსის
დეტალის აღდგენა მოხერხდა ქტიტორის მარცხენა მხარეს კისერთან შემორჩენი-
ლი წამოსასხამის მხარისა და საყელოს ნაწილის საშუალებით, რომელზედაც შერ-
ჩენილი იყო შემკულობის ორნამენტი – ყელის ნაპირის გაყოლებით წყვილ რელიე-
ფურ ორმაგ ზოლს შორის ორრიგად ჩარიგებული რელიეფურივე ბრტყელი წრეები
[6]. უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა ქტიტორების სამოსის დეკორატიული, ყვავილო-

13
რელიეფი ქტიტორის – ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის ოჯახის წევრის, ქობულის
გამოსახულებით განლაგებულია სამხრეთის კედლის ფასადზე, შესასვლელის ზევით –
სარკმელის თავზე. ქობულს ტეფანოზი მუხლმოდრეკილი დგას სტეფანე დიაკონის წინაშე.
14
სამი ქტიტორული პორტრეტი, განლაგებული სამი სარკმლის ზემოთ, როგორც გ. ჩუბინაშვილი
აღნიშნავს, წარმოადგენს „დიდი მთლიანი კომპოზიციის განცალკევებულ ნაწილებს“. ცენტრში –
შუა სარკმლის ზემოთ რელიეფზე გამოსახულია მუხლმოდრეკილი ერისმთავარი პატრიკიოსი
სტეფანოზი, რომლის თავზე უფალს ხელი აქვს დადებული, მარცხენა სარკმლის ზემოთ –
ერისმთავრის ძმა, მუხლმოყრილი დემეტრე ვიპატოსი და მის ზემოთ მთავარანგელოზი მიქაელ,
ხოლო მარჯვენა სარკმლის თავზე – ერისმთავრის მემკვიდრე, ადარნასე ვიპატოსი,
მუხლმოდრეკილი მისი ვაჟი ქობულ და მათ თავზე მთავარაგელოზი გაბრიელ. მარჯვენა და
მარცხენა რელიეფები მიმართულია უფლისაკენ (ცენტრისაკენ) და ეს არის გაერთიანების ხერხი.

62
ვან-ფოთლოვანი სახეებისაგან განსხვავებით, ადარნერსეს წამოსასხამის შემკულო-
ბა წარმოადგენდა ლითონის დაკერებულ კილიტებს (ამის მაგალითებს უფრო ად-
რეულ არმაზის განათხარ მასალებში ვხვდებით), ან ძვირფას ქვებს.

ა ბ
სურ. 16. ნაქარგობის სახეები ქტიტორთა სამოსზე (მცხეთის ჯვრის რელიეფები): ა –
ქობულ სტეფანოზი; ბ – დემეტრე ვიპატოსი

ნაქარგი ორნამენტული დეკორითაა შემკული სამოსი ტაძრის ხუროთმოძღ-


ვრისა, რომელიც ამოკვეთილია გუმბათის ყელის სამხრეთ წახნაგზე (დანართი 11).
რელიეფზე ნაქარგი არშიით დამშვენებულია სამოსის ყელის ნაპირი, სახელოს ბო-
ლოები და ქვედა ნაპირი, ამასთან კისერთან ნაქარგობა ძვირფასი ქვებითაა მოოჭ-
ვილი, ხოლო ქვედა განიერი არშია რომბული სითვითაა ნაქარგი [7].
შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლის VII საუკუნის ატენის ღვთის-
მშობლის მიძინების ტაძრის (ატენის სიონი) ფასადებზე მრავლადაა წმინდანთა,
აღმშენებელ-ქტიტორთა და ხუროთმოძღვარ ოსტატთა რელიეფური გამოსახულე-
ბანი. მათი საერთო რაოდენობა ოცდაორია. მკვლევართა ვარაუდით მათ უმრავლე-
სობას IX-IX საუკუნეების განახლების კვალი ეტყობა [8]. რელიეფები უხვადაა
დატვირთული ნაქარგობის აღმნიშვნელი ორნამენტული დეკორით, რომლებშიც
გეომეტრიული და ყვავილოვანი სახეები ჭარბობს (დანართი 12).
ოქრომკედით ნაქარგი გეომეტრიული ორნამენტული დეკორითაა დამშვენე-
ბული არშია, რომლითაც გაფორმებულია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის რელიეფ-
ზე ერთ-ერთი ქტიტორის – რატი I-ის სამოსის (ბისონის) ქვედა ნაპირი და კალთის
წინა ნაპირები. ორნამენტი ტეხილი (ზიგზაგური) ხაზის რაპორტითაა წარმოქმნი-

63
ლი. ასეთივე ორნამენტითაა შემკული ქტიტოტის მხრებზე მოსხმული „ბეჭმენი“ –
მოკლე მოსასხამი (სურ. 17, ა).

ა ბ გ დ
სურ. 17. ნაქარგობის სახეები ქტიტორთა სამოსზე (ატენის სიონის რელიეფები): ა –
რატი I ბაღვაში; ბ – უცნობი;
გ – ; ნერსე სტეფანოზი; დ – ლიპარიტ რატის ძე;

მსგავსი ტეხური ორნამენტით ნაქარგი არშიითაა მორთული კიდევ ერთ-ერთი


ქტიტორის სამოსის ქვედა ნაპირი, კალთის წინა ნაპირები, სახელოს ბოლოები და
სამოსის თეძოს ხაზი (სურ. 17, ბ).
ოქრომკედით ნაქარგი არშიითაა გაფორმებული ნერსე სტეფანოზის სამოსი
ტაძრის კიდევ ერთ რელიეფურ გამოსახულებაზე. არშია შემოუყვება გრძელი სა-
მოსის გულისპირს, კალთის წინა ნაპირებს, საყელოს, დაგრძელებული დეკორატი-
ული სახელოების ბოლოს. ორნამენტი ტეხილი გეომეტრიული ფორმებითაა და
უწყვეტი რვიანების ჯაჭვში ჩახაზული ოთხფურცელა ყვავილებითაა შედგენილი.
ნაქარგობითაა შემკული სარტყელიც, რომელზეც პარალელური ხაზები ურთიერ-
თმართობულად ისეა განლაგებული, რომ კალათური ორნამენტის შთაბეჭდილე-
ბას წარმოქმნის (სურ. 17, გ).
უხვად და მდიდრულად ნაქარგი ოქრომკედის არშიითაა გაფორმებული ტაძ-
რის აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებული ქტიტორის ლიპარიტ რატის ძის სამო-
სის მხრები, გულისპირი, ქვედა ნაპირი და სახელოს ბოლოები. ორნამენტი ყვავი-
ლოვანია, ამობურცული წრეები კი ძვირფასი ქვების აღმნიშვნელია (სურ. 17, დ).

64
ნაქარგობაში გამოყენებული ორნამენტული მოტივები ჩანს რუისის (IXს.) ეკ-
ლესიის სამხრეთ ფასადის სარკმლის თავსართზე გამოსახული საერო პირების სა-
მოსში (დანართი 13).
ნაქარგი გეომეტრიული ორნამენტით (წრეში ჩასმული წერტილით – სავარაუ-
დოდ ლითონის კილიტებით) გაფორმებული სამოსითაა გამოსახული მენაღარე ან-
გელოზი (სურ. 18, ა) ჯოისუბნის ეკლესიის (X ს. I მესამედი) აღმოსავლეთ სარ-
კმლის საპირეზე (დანართი 14).. იგივე ორნამენტითაა შემკული ანგელოზის
სამოსი მეორე რელიეფიდან „ხარება“ (დანართი 15).

სურ. 18. ნაქარგობით შემკული სამოსი: ა – მენაღარე ანგელოზის (ჯოისუბნის


ეკლესიის რელიეფი); ბ – ოლარი (სოხუმის ფილა)

65
რთული ნაქარგი ორნამენტებით არის შემკული წირქოლის (X ს.) რელიეფის
ქვედა რეგისტრში წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორ მეფის (რომელმაც ცეცხლის
სახმილში შთააგდებინა სამი ყრმა) სარტყელიანი კაბა – გრძელი სახელოებით
(დანართი 16). რელიეფი ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფონდშია
დაცული [9].
სწორი ზოლებით მოქარგული არშია აქვს მოყოლებული განიერ მოსასხამს,
რომლითაც გამოსახულია ვალეს (X ს.) ტაძრის რელიეფზე ვინმე „კრავაი“ ,
მოსასხამს შიგნით ქტიტორს გრძელი, სწორი და მკერდდახშული კაბა მოუჩანს
(დანართი 17).
დეკორატიული ფესტონები შემოსდევს უდეს ტაძარის რელიეფზე (დანართი
18) გამოსახული წარჩინებული ქალბატონის ფართო მოსასხამის კიდეს.
ნაქარგობით შემკული ოლარი ამშვენებს ერთ-ერთ სასულიერო პირს (სურ. 18,
ბ) სოხუმის მიდამოებში აღმოჩენილი X საუკუნის ფილის რელიეფზე (დანართი
19) [10].
ნაქარგობითაა შემკული სამოსი სუმბატ მეფისა,
რომელიც ეკლესიის მოდელით ხელში დოლისყანის
(X ს.) გუმბათის ყელის რელიეფზეა გამოსახული
(დანართი 20).
ორნამენტული დეკორითაა გაფორმებული სა-
ქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის – გურან-
დუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან აფხაზთა მე-
ფის სამოსი. ისტორიული პირები გამოსახულნი არი-
ან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკა-
თედრო ტაძრის კუმურდოს (X ს.) გუმბათქვეშა აფრე-
ბის რელიეფებზე (დანართი 21).
ნაქარგობის მეტად საინტერესო სახეობებია წარ-
მოადგენილი ტბეთის (X ს.) საკათედრო ტაძრის (ტა-
ძარი ამჯამად თურქეთის ტერიტორიაზეა) დასავლე-
თის მკლავის ჩრდილოეთ კედლის ფილაზე, ქტიტო-
რის – აშოტ კუხის ჰორელიეფური გამოსახულებით
(დანართი 22). ფილა ამჟამად საქართველოს სახელ-
მწიფო მუზეუმშია დაცული. რელიეფს ჰქონია წარწე-
რა, რომელიც ნ. მარის ცნობით გულმოდგინედ ჩამო-
უტეხავთ ჩაქუჩით. ქტიტორის სამოსი შიგა ფესვე-
დის, გარე კაბისა და დაგრძელებულსახელოიანი მო-
სასხამისაგან შედგება (სურ.19). შიგა კაბაზე თვალ-
ნათლივ მოჩანს ურთიერთგადამკვეთი ირიბი დია-
გონალებისგან მიღებული რომბების მწკრივი, რომე-
სურ. 19. ტბეთის რელიეფი
ლიც რომბული სითვით ნამაგრი ნაქარგობის აღმნიშ-
– აშოტ კუხი
ვნელია. განლაგებული წრეები მარგალიტების
სხმულით მორთულობაზე მიგვითითებს, ასევე,
რომბების ცენტრში მოდიდო წრეები მარგალიტების,

66
ან ძვირფასი ქვების აღმნიშვნელია. ორნამენტის დეკორი კუბოკრული ქსოვილის
შთაბეჭდილებას იძლევა. ქტიტორის საკმაოდ განიერი,დაგრძელებულსახელოიანი
მოსასხამი (სავარაუდოდ სკარამანგი), როგორც ჩანს მძიმე ფარჩის ქსოვილისაა,
რომელზეც ჭადრაკულად არის განლაგებული, ნაქარგი ლომის სტილიზებული გა-
მოსახულებები. ასეთ ქსოვილს „ლომოვანის“ სახელით მოიხსენიებდნენ. ქტი-
ტორს წელს ქვევით, თეძოზე შემოჭერილი აქვს ძვირფასი ქვებით, ან ვერცხლის
წრიული ფირფიტებით შემკული სარტყელი. რომელიც სავარაუდოდ ტყავისაგან
არის დამზადებული [11].
მხატვრული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა მრავალფეროვანი ნაქარგო-
ბითა და ხატოვანი ორნამენტული მოტივებით დატვირთული ოშკის (X ს.) ტაძრის
(მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში) რელიეფები. რელიეფების
სიმდიდრით ოშკს ერთი-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების
ქართულ ტაძართა შორის. მის კედლებზე მრავლადაა ჰორელიეფები ადამიანის გა-
მოსახულებით.

სურ. 20. ა – დავით III კურაპალატის ნაქარგობით ორნამენტირებული სამოსი; ბ –


სამოსის დეკორი (ოშკის ტაძრის რელიეფი)

67
მათგან უდიდესია სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებული
ხუთფიგურიანი „ვედრების“კომპოზიცია – უფალი იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის,
იოანესა და ტაძრის ორი დამფუძნებლის გამოსახულებით. ამჟამად ხუთი ფიგური-
დან მხოლოდ სამია შემორჩენილი – იოანე ნათლისმცემელი, დავით III კურაპალა-
ტი და ბაგრატ ერისთავთ ერისთავი (დანართი 23). ფიგურები მთელი ტანით არი-
ან გამოსახულნი15 (სურ. 20, სურ. 21).
დავით II და ბაგრატ ერისთავი სამეფო სამოსით – ბისონითა და მოსასხამით არიან
წარმოდგენილნი. სამოსის მასალა მძიმე ოქროქსოვილი ფარჩაა და გამოირჩევა
მდიდრული ორნამენტული დეკორით. დავით კურაპალატის ლორონის შემკულო-
ბა რომბული და მართკუთხა ფორმის ძვირფასი ქვების ორ მწკრივს წარმოადგენს.
ბისონის ნაქარგობა შესრულებულია გეომეტრიული და მცენერეული ორნამენტე-
ბის შერწყმით და წარმოადგენს ერთმანეთის მიჯრით განლაგებულ, მარგალიტის

სურ. 21. ბაგრატ ერისთავთ ერისთავის ნაქარგობით ორნამენტირებული სამოსის


დეკორი (ოშკის ტაძრის რელიეფი)

15
დავით III კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავთერისთავის გრაფიკული გამოსახულებები
აღებულია ელრესურსიდან:

68
მძივებისაგანშედგენილ დიდ წრიულ მედალიონებს, რომელთა შიგნით ყვავილო-
ვან-მცენარეული ორნამენტია ჩასმული. მოსასხამის დეკორი ბისონის მსგავსად
დამუშავებული უფრო დიდი მედალიონებისაგან შედგება, რომელთა მოტივი გამ-
დიდრებულია შუაში ჩასმული ფასკუნჯის სტილიზებული გამოსახულებებით.
წრეებს შორის თავისუფალი არე შევსებულია ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენ-
ტით. ბისონისა და მოსასხამის ოლე შემკობილია ძვირფასი თვლების ოქროვანი
არშიით, რომელსაც გარს შემოუყვება მარგალიტის მწკრივი.
მეორე ქტიტორის ბაგრატ ერისთავის ბისონი დაფარულია ფართო წრიული
მედალიონებით, რომლებიც შედგენილია ერთმანეთში ჩახაზული წრეებით. ორ
გართა წრეს შორის ჩასმულია მარგალიტის სხმული. ცენტრში ძვირფასი ქვაა მო-
თავსებული, რომელსაც ასევე წრე შემოუყვება. მედალიონის შიგნით წრეებს შორის
არე დაფარულია ცენტრისაკენ მიმართული სტილიზებული ფოთლებით, რომ-
ლებშიც ყვავილებია ამოკვეთილი. ბისონის კისრის ნაპირი მარგალიტების სხმუ-
ლითაა შემკული, ხოლო ქვედა ნაპირი ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით
მოოჭვილი არშიით. ანალოგიური, მაგრამ უფრო გართულებული და გამდიდრე-
ბული დეკორითაა წარმოდგენილი მოსასხამი. ისიც მიჯრით განლაგებულ მედა-
ლიონებითაა დაფარული. მედალიონები მარგალიტების სხმულისა და გრეხილუ-
რი ორნამენტით შედგენილი კონცენტრირებული წრეებითაა წარმოდგენილი. მე-
დალიონების გარშემოწერილობაც, აგრეთვე მარგალიტის სხმულია. მედალიონის
შიგნით წრეებს შორის არე ინის ფორმის ორნამენტითაა დაფარული. მედალიონებს
შორის თავისუფალი არე შევსებულია მცირე ზომის წრეებით. მოსასხამის ნაპირები
მთელს პერიმეტრზე ოლვილია, მისი შემკულობა წარმოადგენს მარგალიტების
ორმაგ მწკრივს, რომელთა შორის დიდი ზომის მართკუთხა და რომბული ძვირფა-
სი ქვებია ჩასმული [12].
იგივე ისტორიული პირები ტაძრის ინტერიერის რელიეფზეც არიან წარმოდ-
გენილი. ქტიტორები ამ შემთხვევაში წელს ზევით არიან გამოსახული (დანართი
24). მათი სამოსი აქაც უხვად დეკორირებული ძვირფასი სტავრაა. ბაგრატ ერის-
თავთ-ერისთავის ბისონს სადა სარტყელი, ოქროვანი საყელო და მანჟეტები ამშვე-
ნებს, რომლებზეც გეომეტრიული ორნამენტია ამოქარგული. თავად ბისონი დაფა-
რულია წრეებში ორ ფენად ჩახატული ყვავილოვანი სახეებით. წრეებს შორის არეე-
ბიც მცირე ზომის ფოთლოვანი ორნამენტითაა შევსებული (სურ. 22, ა).
ანალოგიურად მდიდრულად შემკული სამოსითაა გამოსახული დავით III
კურაპალატი. მის ბისონს აქაც სარტყელი, მოქარგული ოქრომკედის საყელო და
სამაჯეები (დაზიანების გამო მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს ) ამშვენებს. საყელო ამო-
ბურცული ბრტყელი წრეებითაა დაფარული, რაც ძვირფასი ქვებით ან ოქროს კი-
ლიტებით მოოჭვაზე მიგვითითებს. ბისონის გაფორმება ბაგრატ ერისთავთ-ერის-
თავის სამოსის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ წრეებში ჩასმულია სტილი-
ზებული ფოთლები, წვრილი წვეროებით ცენტრში. სპირალურად დახვეული ბო-
ლოების გამო ის ვაზის პწკალის შთაბეჭდილებასაც ქმნის (სურ. 22, ბ).

69
ა ბ
სურ. 22. ოშკის ტაძრის ინტერიერის რელიეფი: ა – ბაგრატ ერისთავთ ერისთავის
სამოსის დეკორი; ბ – დავით III კურაპალატის სამოსის დეკორი

ნაქარგობით შემკულ სამოსში არის წარმოდგენილი ისტორიული პირები –რა-


ტი და ლიპარიტ ბაღვაშები შეპიაკის (თრიალეთი, X-XI სს. მიჯნა) ეკლესიის სარ-
კმელის თავსართზე. ქტიტორები რელიეფზე ეკლესიის მოდელით ხელში არიან
გამოსახულნი (დანართი 25).
ნაქარგობის სახეები და ქსოვილების ორნამენტული დეკორი ხუროთმოძღ-
ვრული ძეგლების საფასადე რელიეფების გარდა ქვის უძველეს კანკელებზეც
გვხვდება, ესენია: ზედაზნის წებელდის, გოგნის, სხიერისა და სხვა კანკელები.
ზედაზნის კანკელის რელიეფზე ორი საერო პირია გამოსახული ნაქარგ
სამოსში: კახთა მეფე კვირიკე III და ოსთა მეფე ურდური [13]. კვირიკეს სამოსი სა-
ზეიმო ლორონითა და მანიაკითაა წარმოდგენილი, რომლებიც სავარაუდოდ ოქ-
როქსოვილისაა და ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი, გარშემო კი მარგალიტის ორმა-
გი სხმული შემოსდევს. ასეთივე ორრიგი მარგალიტებითაა გაფორმებული ნაპი-
რები სამეფო მოსასხამისა, რომლის ერთი ბოლო მარჯვენა მხრიდან გამოტანილია
წინისაკენ და მარცხენა იღლიის ქვეშ არის გატარებული. მოსასხამი დეკორირებუ-
ლია გეომეტრიული ფიგურებით, რომლებიც შესაძლოა ნაქარგ აპლიკაციებს წარ-
მოადგენს. შიგა ფესვედი სამოსის სახელოს ბოლოები ოლვილია და ისიც მარგალი-
ტებითაა შემკული (სურ. 23). ძლიერი დაზიანების მიუხედავად შეინიშნება, რომ
ოვსთა მეფის სამოსიც საზეიმო-ლორატიულია, ლორონის გაფორმება კახთა მეფის
იდენტურია (დანართი 26).

70
სურ. 23. კახთა მეფე კვირიკე III სურ. 24. ანგელოზის სამოსის დეკორი
სამოსის დეკორი (ზედაზნის კანკელის (გოგნის „კარუგდებელის“ წმ. გიორგის
რელიეფი) ეკლესიის კანკელის რელიეფი)

სხიერის (X ს. I მესამედი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის კანკელის ფილა-


ზე, რომელიც ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული, ნაქარგ სამოსში გა-
მოსახულნი არიან ქტიტორები და მთავარანგელოზები (დანართი 27).
ნაქარგობის ორნამენტისა და დეკორირებული ქსოვილის გასაცნობად საინტე-
რესო მასალას წარმოადგენს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონ-
დში დაცული კანკელის ფილა „მაცხოვრის ამაღლების კომპოზიციით” – გოგნის
„კარუგდებელის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან (დანართი 28). იგი
მრავალი სტილისტური ნიშნით X საუკუნის მე-2 ნახევრით თარიღდება. ეს შვიდ-
ფიგურიანი კომპოზიცია შეიცავს სამოსის საინტერესო და სხვადასხვაგვარი გრა-
ფიკული ხერხით შესრულებულ ნახატებს. მაცხოვრის სამოსი ტრადიციული კვარ-
თისა და ჰიმატიონისაგან შედგება. მისი ნაკეცები ორნამენტირებულია ურთიერ-
თპარალელური სწორი, ნახევრადწრიული და ტეხილი ხაზებით, ხოლო ანგელო-
ზების მდიდრულად შემკული სამოსი წარმოადგენს საქართველოში გავრცელებუ-
ლი სამეფო სამოსის სახეობას - ბისონს. ოთხივე ანგელოზის სამოსი მსგავსი თარ-

71
გისაა, განსხვავებულია მდიდრულად ნაქარგი ორნამენტული დეკორი. ანგელოზ-
თა ფართოდ გაშლილი ფრთები წიწვისებური, ნაკრტენის მსგავსი სითვითაა და-
მუშავებული (სურ. 24). ასეთი დამუშავება მსგავსებას იჩენს ღობის (X ს.) ჭედურ
ხატზე ღვთისმშობლის სამოსის ნახატთან, საღოლაშენის ფირფიტებზე (X ს.) გამო-
სახულ მაცხოვრისა და მოციქულთა კაბის ნახატთან [14].
ადრეული პერიოდის ქვის რელიეფების გაცნობამ და ანალიზმა თვალნათლივ
გვაჩვენა ჩვენს ქვეყანაში მრავალსახოვანი ნაქარგობის ხელოვნების ძველთაგანვე
არსებობის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ქვის მასალაში რთულია სრულყოფი-
ლად იქნას წარმოჩენილი ნაქარგობისათვის დამახასიათებელი დახვეწილი ორნა-
მენტაცია, მისი სახისა და მოხატულობის სიუხვე და სინატიფე – ძველი ოსტატების
მიერ, ეს სირთულე უხშირესად დაძლეულია.მათი გაწაფული ხელით ქვა ამეტყვე-
ლებულია, და ჩვენს წინაშეა ქვაში აჟღერებული ჰარმონია ხატოვანი და მრავალფე-
როვანი ნაქარგობის ხელოვნებისა.

2. 4. 2. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები კედლის მხატვრობის,


ფერწერული ხატების, ჭედურობისა და მინანქრის მიხედვით

ნაქარგობის უფრო სრულყოფილ სურათს ქვის რელიეფებთან შედარებით იძ-


ლევა მონუმენტური და დაზგური ფერწერა, რომელთა ნიმუშებმა ნაქარგობის მე-
ტად მდიდარი და მრავალფეროვანი მხატვრული სახეები შემოგვინახეს. ქვაზე
კვეთისაგან განსხვავებით, ოსტატს აქ გაცილებით ფართო მოქმედების და სახვითი
ხერხების გამოყენების საშუალება აქვს. ამიტომ, ასეთი მასალების მოძიება და ანა-
ლიზი ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ნაქარგობის ისტორიის შესასწავლად და
მისი განვითარების პროცესის დასადგენად.
ქართულ კედლის მხატვრობაში ნაქარგობათა ნიმუშებს ქრონოლოგიური თან-
მიმდევრობით ვხვდებით შემდეგ ძეგლებზე:
VIII-IX საუკუნეები: ქსნის არმაზის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (864წ.);
IX-X საუკუნეები: დავით გარეჯის საბერეები, ჩვაბიანის (სვანეთი) მაცხოვრის
სახელობის ეკლესია;
XI საუკუნე: ატენის (ქართლი) სიონის ტაძარი, ზემო კრიხის (რაჭა) მთავარან-
გელოზთა ეკლესია, წვირმის (რაჭა) მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ადიშის (ზე-
მო სვანეთი) მთავარანგელოზთა ეკლესია;
XII საუკუნე: მაცხვარიშის (ზემო სვანეთი) მაცხოვრის ეკლესია, ნაკიფარის
(ზემო სვანეთი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;

72
XIII საუკუნე: ქვაბისხევის (VIII-IX სს. ძეგლი) წმ. მარიამის სახელობის ეკლე-
სია, უშგულის სოფ. ჟიბიანის (ზემო სვანეთი) ღვთისმშობლის სახელობის ეკლე-
სია (ლამარია), ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი (ქართლი);
XIV საუკუნე: სორის XIV საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (რაჭა),
დორეთკარის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქართლი), იენაშის (XII ს. ძეგლი)
წმ. იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (ზემო სვანეთი), საფარის წმ. სა-
ბას ტაძარი (სამცხე-ჯავახეთი), უბისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ზემო
იმერეთი);
XV საუკუნე: ნაბახტევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (კახეთი);
XVI საუკუნე: გელათის (XII ს. ძეგლი) ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი
(იმერეთი), წითელხევის (იმერეთი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების (დევიძეე-
ბის) ეკლესია (X ს. ძეგლი), ილემის „შემოქმედის“ ეკლესია (იმერეთი), მარტვილის
(სამეგრელო) ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (X ს. ძეგლი), ბუგეულის ღვთის-
მშობლის ეკლესია (ქვემო რაჭა), ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლე-
სია (ქვემო რაჭა), გრემის მთავარანგელოზთა მონასტერი, ახალი შუამთის ღვთის-
მშობლის შობის მონასტრის, კაწარეთის ხაშმის სამების ეკლესია (კახეთი), ნეკრე-
სის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (კა-
ხეთი), ალვანის (VIII-IX სს. ძეგლი) ნათლისმცემელის ეკლესია (კახეთი), სვეტი-
ცხოვლის (XIს. ძეგლი), ბედიის მონასტერი (X ს. ძეგლი), წალენჯიხის ტაძარი (X ს.
ძეგლი), ხობის მონასტერი (XIII-XIV სს. ძეგლი).
სამოსის ქარგულ შესამკობელებს ვხვდებით ქართულ ფერწერულ ხატებშიც,
ესენია:
X-XI საუკუნეთა მიჯნა – „აღსაყდრებული ღვთისმშობელი ყრმით და წმ. ბარ-
ბარე”;
XI-XII საუკუნეთა მიჯნა: ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიის ხატი
ქტიტორებით – „მთავარანგელოზთა კრება“ , ლაგურკის წმ. კვირიკესა და ივლიტას
ხატები მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის გამოსახულებით, სოფელ
საყდარის წმ.გიორგის ფერწერული ხატი;
XII საუკუნე: მესტიის მთავარანგელოზის ხატი;
XIII საუკუნე: სეტის კარედი ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით, წმ.
გიორგის ხატი სვანეთიდან, ლაბსყალდის მთავარანგელოზ მიქაელის ხატი, მესტი-
ის წმ. იოანე ნათლისმცემელის ხატი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი;
ნაქარგობათა სახეები გვხვდება აგრეთვე ჭედურ ხატებსა და ტიხრულ მინან-
ქარში:
X საუკუნე: პაკის ხატი - მაცხოვარი და მთავარანგელოზები, საღოლაშენის
მიტრის ფირფიტები; X საუკუნის ჩუკულის კარედი ხატი;
X-XI საუკუნეთა მიჯნა: მარტვილის X-XI საუკუნეთა მიჯნის ღვთისმშობლის
ხატი;
XI საუკუნე: იელის XI საუკუნის პირველი მესამედის წმინდა ბარბარეს ხატი,
მურყმელის XI საუკუნის მთავარანგელოზთა ხატი, შემოქმედის XI საუკუნის ფირ-
ფიტა წმ. ბასილის გამოსახულებით, მესტიის XI საუკუნის საკურთხევლისწინა
ჯვარი, ცაგერის XI საუკუნის ღვთისმშობლის ხატი, ნაკიფარის წმ. გიორგის XI საუ-

73
კუნის ხატი, ამავე საუკუნის ლაგურკის წმ. კვირიკეს ორ ხატი, ჩუკულის XI საუკუ-
ნის კარედის ფრაგმენტი - მაცხოვარი ანგელოზებით, XI საუკუნის ხახულის კარე-
დის ფირფიტა მიხეილ მე-7 დუკასა და მისი მეუღლის - მარიამის გამოსახულე-
ბით;
XII საუკუნე: ხახულის კარედის XII საუკუნის I ნახევრის მედალიონები, ჯუ-
მათის მიქაელ მთავარანგელოზის ხატის წმ. თეოდორეს მედალიონი, წილკნის
ღვთისმშობლის ხატზე გამოსახული წმინდა მხედრები;
უძველესი ძეგლი, რომლის კედლის მოხატულობაში წარმოდგენილია ჩვენ-
თვის საინტერესო მასალა (ნაქარგი ქსოვილი) IX საუკუნის ქსნის არმაზის წმინდა
გიორგის ეკლესიაა. აქ ქვის კანკელის თაღთა შორის არეებზე – მოხატულობაში სა-
მი ჭაბუკის გამოსახულებაა (დანართი 29). ერთ-ერთის სამოსის გულისპირი შემ-
კულია წრიული ფორმის ორნამენტით, რომლის გარშემო ოთხი წერტილია დასმუ-
ლი. სამოსის კიდეებს ზოლად გასდევს ნაქარგი არშია, რომელშიც გამოყენებულია
გეომეტრიული ორნამენტი კლაკნილი, წერტილოვანი, რომბული და წრიული სა-
ხეები [15].
დავით გარეჯის დოდოს რქის (IX-Xსს.) კონქის მოხატულობაში გამოსახულია
მთავარანგელოზები თეთრ ქიტონსა და ლურჯ მოსასხამში(დანართი 30). ქიტონის
სამაჯეები და შეხსნილი კალთის ბოლოები შემკულია ორნამენტული ნაქარგობით
[15].
დავით გარეჯის საბერეების IX-Xსს-ის №5 ეკლესიის კონქის კომპოზიცია - “
ქრისტე დიდებაში“ , სადაც მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულია მთა-
ვარანგელოზთა ფრონტალური ფიგურები, რომლებიც არატრადიციული, საეროს
მსგავსი სამოსით არიან გამოსახული. წვივებამდე დაშვებული, გვერდებში შეხსნი-
ლი ერთიანი კაბით. კაბის სარტყელი, სამაჯურები და ქობა შემკულია წრიული
ფორმის სახეებიანი არშიით. №8 ეკლესიის კონქის მოხატულობაში მაცხოვრის კა-
ბის ქვედა ნაპირი შემკულია ვერტიკალურად განლაგებული ქარგული ორნამენ-
ტული სახეებით – სტილიზებული მცენარეთა ღერებითა და ფოთლებით. გენე-
ტიკურად ეს ორნამენტი უკავშირდება ელინისტურ ორნამენტს, თუმცა მისგან
განსხვავებით აქ ფოთლებს დაკარგული აქვს გულის ფორმა [15].
ჩვაბიანის (ზემო სვანეთი) X ს. მაცხოვრის ეკლესიის კონქის მოხატულობაში
წარმოდგენილია კომპოზიცია – “ ქრისტე დიდებაში“ , რომელზეც მთავარანგე-
ლოზთა ლორატულ სამოსელში ჩაცმული ფიგურებიცაა გამოსახული. უნდა აღი-
ნიშნოს, რომ ლორატულ სამოსელში ჩაცმული ფიგურები ქართულ საეკლესიო ხე-
ლოვნებაში სწორედ X საუკუნიდან ჩნდება. ლორონი შემკულია ოქრომკედით ნა-
ქარგი ორნამენტებით, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტის სხმულით [15].
XI საუკუნის მე-2 ნახევრის ატენის სიონის ტაძრის დასავლეთ მკლავის ქვედა
რეგისტრში ვედრების პოზით გამოსახულნი არიან ქტიტორები სამეფო სამოსით:
მეფე გიორგი II, მეფე ბაგრატ IV და სუმბატ აშოტის ძე.
მეფე გიორგი II გამოსახულია ძოწისფერი, წელზე მომდგარი, ქვევით გაგანიე-
რებული და ნაკეცებად დაშვებული, ქართული კაბით, რომლის საყელო, გულის-
პირი, კალთის წინა ნაპირები, სამკლავე და ყოშები(სახელოს ბოლო) შემკულია ოქ-
რომკედით ნაქარგი და მარგალიტის მწკრივით მოოჭვილი შავი ატლასის არშიით.

74
ნაქარგობის ორნამენტი გეომეტრიულია და წარმოადგენს რომბში ჩასმული ჯვრე-
ბის გამოსახულებას ორნამენტი შედგენილია სტილიზირებული უწყვეტი ღეროთი
და ერთმანეთში ჩასმული გულისებრი სახეებით [8].
მეფე ბაგრატ IV წარმოდგენილია სამეფო საზეიმო სამოსელში: ძვირფასი ფი-
რუზისფერი ქსოვილის კვართი, სამეფო ბისონი, დიადიმი-ლორონითა და გვირ-
გვინით. კვართის სახელოს ბოლო, ბისონის ქვედა ნაპირი და გულზე გადაჯვარე-
დინებული ლორონი გაფორმებულია ოქრომკედის ნაქარგობით, რომელიც წარმო-
ადგენს რომბების მწკრივში მოთავსებულ წამახვილებულ ფურცლიან ყვავილების
ორნამენტს. ოქრომკედის ნაქარგობას შემოსდევს შავ ატლასზე დამაგრებული მარ-
გალიტების მწკრივი.
სუმბატ აშოტის ძე გამოსახულია სამეფო ბისონით, რომლის გულისპირი შემ-
კულია ძვირფასი თვლებით, ხოლო სამკლავე და სახელოს ბოლო ოქრომკედით
ნაქარგი ფართო არშიით. მისი ორნამენტი წარმოადგენს რომბების ბადეში ჩასმულ
ჯვრების მწკრივს. მძიმე ფარჩის ძოწისფერი სამეფო მანტია (პორფირი), რომელიც
ძვირფასი ქვის საკინძითაა შეკრული, ნაპირებზე მორთულია ოქრომკედის ნაქარ-
გობით. ნაქარგობის ორნამენტი მცენარეულია (სურ. 25, ა). ასეთივე ორნამენტული
დეკორის ოქრომკედითაა მოქარგული მეფის ქუდი.
ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული დედოფალი ისდუხტი (იგივე ბო-
რენა) წარმოდგენილია ძვირფასი ცისფერი ფარჩის სამეფო ბისონით, მანიაკით,
ლოროთი და თორაკიათი. ბორენა დედოფლის სამეფო სამოსის მანიაკი, ლორონი
და თორაკია მძიმე ოქროქსოვილისაა (მჭიდროდ ნაქსოვი ოქროს ძაფისაგან – პი-
როქრო) და გაფორმებულია წითელი ლურჯი და ცისფერი ძვირფასი ქვებითა და
მარგალიტებით [8].

75

სურ. 25. ნაქარგობათა სახეები ატენის სიონის მოხატულობიდან: ა – სუმბატ
აშოტის ძის სამოსის ნაქარგობა; ბ – მოგვთა სამოსის ნაქარგობა

ატენის სიონის ტაძრის ფრესკებზე ნაქარგობათა სახეები ასევე წარმოდგენი-


ლია შემდეგ კომპოზიციებში: შობა – მოგვების მოსასხამთა ქობა და მანჟეტი(სურ.
25, ბ), ქუდის ნაქარგი ზოლი; განკითხვის სცენაში – მთავარანგელოზთა ლორონე-
ბი და მანჟეტი, მღვდელმთავართა ენქერები და მანჟეტები; ღვთისმშობლის ტაძ-
რად მიყვანება – იერუსალიმელ ქალწულთა მანიაკები; წმინდა დედათა და მარ-
თალთა კაბების ქობები და მანიაკები; დანიელ წინასწარმეტყველის მოსასხამის
ქობა და სამკლავეები (დანართი 31).
ნაქარგობათა მდიდარ და გასაოცარ ნიმუშებს ვხვდებით რაჭისა და სვანეთის
ტაძრებში. მათ შორის ძალზე საინტერესოა ზემო კრიხის XI საუკუნის პირველი მე-
სამედის ვაჩიანთა გვარის ქტიტორული პორტრეტები: ეკლესიის ჩრდილოეთ კე-
დელზე წარმოდგენილია რაჭის ერისთავების ოთხი წარმომადგენელი (სურ. 26, ა).

76

სურ. 26. ზემო კრიხის მოხატულობა: ა – ქტიტორები, რაჭის ერისთავები;


ბ – სამოსის ნაქარგობის სახე

პირველს განსხვავებული სამოსი აცვია - თეთრი კვართი, ძოწისფერი ძვირფა-


სი ქსოვილის ქართული კაბა. წელში დავიწროებული და წელს ქვემოთ გადაჭრი-
ლი, მუხლს ქვემოთ სიგრძისა, სამკუთხედად გადაფენილი საყელოთი, კაბა შეკ-
რულია ყელიდან ბოლომდე. კაბის საყელო, კალთის ბოლო, ფართო სამკლავე და
მანჟეტი შემკულია ნაქარგობებით. გამოყენებულია გეომეტრიული ორნამენტი
(რომბში ჩასმული სხივანა ვარსკლავები) (სურ. 26, ბ), ხოლო სამკლავე მოქარგუ-
ლია გეომეტრიულ ფორმებთან შერწყმული მცენარეული სტილიზებული ორნა-
მენტით (კუფური). თავთავსაბურავს წარმოადგენსბეწვშემოვლებული ძოწისფერი

77
ქუდი, რომელსაც ზევიდან გადაუყვება ქუდის წვერზე გაკვანძული ოქრომკედის
გრეხილი.სამ ქტიტორს ერთმანეთის მსგავსი კაბა მოსავს ასიმეტრიული კალთით,
რომელთაც გარს შემოუყვება ოქრომკედის არშია სტილიზირებული მცენარეული
ორნამენტით. სამკლავე და მანჟეტები კუფური (იეროგლიფიური) ორნამენტითაა
შესრულებული. ტაძრის საკურთხევლის მოხატულობაში მღვდელმთავრების შე-
სამოსელში ნაქარგობით შემკულია ომოფორის ბოლოები, ენქერები, საბუხარები.
მათი ორნამენტი წარმოდგება რომბებში ჩასმული სხვადასხვა ფორმის ჯვრებისა-
გან. წმინდა დედათა სამოსიც მდიდრულადაა მოქარგული. აღმოსავლეთ კედლის
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნიშებში მოთავსებულია წმ. ბარბარესა და წმ. მარინას
ნახევარფიგურები. წმ. ბარბარეს მოსავს ბისონი, რომლის გულისპირი ძვირფასი
თვლებითაა შემკული. მკლავის ბოლო ხლართულად ნაქარგი რთული ორნამენტი-
თაა დამშვენებული, ხოლო მეწამული ფერის მოსასხამს (პორფირს) რომელიც
გულზე რომბის ფორმის თვლიანი ძვირფასი საკინძით იკვრება, გარს შემოსდევს
რთული ორნამენტის ოქრონემსული არშია. წმინდანის სამოსს ამშვენებს ოქრომკე-
დითვე შესრულებული წრიული ფორმის საბეჭური. წმ.მარინეს სამოსის მანიაკი
ლოროთი, წრიული ფორმის სამხრე
და მანჟეტები მორთულია მცენარეუ-
ლი ფორმის დეკორით, რომეთაც გარს
შემოსდევს მარგალიტების მწკრივი.
წმ. ირინეს სამოსის მანიაკი ლოროთი
მძიმე ოქროქსოვილისაა, შემკული წი-
თელი და თეთრი ძვირფასი ქვებით.
ოქროქსოვილს აქაც შავ ატლასზე ას-
ხმული მარგალიტები ამკობს [16].
ოქრომკედით ნაქარგობის
გასაოცარი ნიმუშია წარმოდგენილი
სვანეთის ერთ - ერთი უძველესი სო-
ფლის ადიშის X-XI ს-ის მაცხოვრის
სახელობის დარბაზული ეკლესიის
ქტიტორის მიქაელ ჩეგიანის სამოსზე.
მას ძალზე მდიდრული, შავი ფე-
რისხავერდის კაბა აცვია. სამოსი
მჭიდროდ გამოწყობილი სილუეტი-
საა; კალთის გულისპირი, საყელო, სა-
ხელოს ბოლო ძვირფასი ოქრომკე-
დით ნაქარგი და მარგალიტებით მო-
ოჭვილი საოლველითაა შემკული.
ძვირფასი ოქროქსოვილისაა ასევესამ-
კლავე, რომელიც მხოლოდ მარცხენა
ხელზე მოუჩანს. თავსაბურავი ნახე-
სურ. 27. ადიშის ქტიტორის სამოსის ვარსფეროს ფორმისაა (სვანური ქუ-
ნაქარგობა დის მსგავსად), გარშემო შემოვლებუ-

78
ლი აქვს მოწითალო ბეწვი; ქუდს ზევიდან ოქრომკედის გრეხილი გადაუყვება,
რომელიც ქუდის წვერშია გაკვანძული (სურ. 27).
ამავე პერიოდს განეკუთვნება სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიის
მოხატულობა. ჩრდილო კედლის ქვედა რეგისტრში მოცემულია წმ. გიორგის მიერ
გველეშაპის დამორჩილების სცენა. მეფის ასული, რომელსაც მიჰყავს წმ. გიორგის
მიერ დამარცხებული გველეშაპი, ნაქარგობით დამშვენებული სამოსითაა
გამოსახული. მისი კაბის გადაფენილი საყელო, სამაჯეები, ქვედა არშია
წარმოადგნს სტილიზებული კლაკნური ორნამენტის (მცენარეულის) და
პარალელური ხაზების ნაზავს. სამოსის კალთების წინა ნაპირების ოლვილი
ტეხურ ორნამენტს წარმოადგენს (სურ. 28.). წმ. გიორგის სამოსის ოქროვანი
საბუხარები დეკორირებულია რომბული მწკრივით, პარალელური ხაზებითა და
წრეებით, რომელთა ცენტრში წერტილებია ჩასმული. მარცხენა ხელთან
მცენარეულ-კლაკნური ფორმებით საინტერესოდ ორნამენტირებული დეტალი
იკვეთება.

სურ. 28. მეფის ასულის ნაქარგობით დეკორირებული სამოსი (ადიშის წმ. გიორგის
ეკლესიის ფრესკა)16

ზემო სვანეთის კალას თემის სოფ. იფრარის მთავარანგელოზის სახელობის


ეკლესიის სამხრეთ კედელზე (ტაძარი მოხატულია 1096 წ. მეფის მხატვარ
თევდორეს მიერ), გამოსახული მთავარანგელოზის ლორო შემკულია ძვირფასი
ქვებითა და საზეიმო ოქროქარგულობით. მისი ორნამენტი წარმოადგენს სიმეტრი-
ულად განლაგებულ წრეებს, რომელთა ცენტრიდან გამოდის რვა კონცენტრირე-
ბული სხივი. ლოროს არე შევსებულია მსგავსი დეკორის, შედარებით მცირე ზო-

16
ფრესკის გრაფიკული ესკიზი აღებულია ელ. რესურსიდან:

79
მის წრეებით, რომელთაც ირგვლივ სხმული მარგალიტი შემოსდევს. ნაქარგობი-
თაა შემკული მოგვთა მოსასხამები შობის კომპოზიციაში, ასევე მთავარანგელოზ
მიქაელის, წმ. ბარბარეს, კვირიკესა და ივლიტას სამოსის სახელოს მანჟეტე-
ბი.ნაქარგობის სახეს ფართოდ გავრცელებული მცენარეული ორნამენტი წარმოად-
გენს.
ზემო სვანეთის მაცხვარიშის (XII ს.) ტაძარში, რომელიც მოხატულია მიქაელ
მაღლაკელის მიერ, ასევე ვხვდებით ნაქარგობების ადრეულ სახეებს. ტაძრის
ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნიშაში გამოსახულია ქტიტორთა ჯგუფი, სადაც
მეფე დემეტრესათვის სვანი დიდებულების მიერ ხმლის შებმის სცენაა გამოსახუ-
ლი (სურ. 29, ა). დემეტრეს ძოწისფერი ფარჩის წელში გადაჭრილი და ქვემოთ გაგა-
ნიერებული ქართული კაბა აცვია, სამკუთხა გადაფენილი საყელოთი. კაბის კალ-
თა, ქვედა ნაპირი, სახელოს ბოლო (მანჟეტი) წარმოადგენს რთულ მცენარეულ-
ხლართული ორნამენტისაგან შემდგარ ოქრომკედით ნაქარგ ფართო არშიას (სურ.
29, ბ), ხოლო სამკლავის ქარგულობის ორნამენტი კუფურ, სტილიზებულ იეროგ-
ლიფს შეადგენს.

80

გ დ
სურ. 29. მაცხვარიშის მოხატულობა: ა – დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა;
ბ – დემეტრე I-ის სამოსის ნაქარგობის ორნამენტი; გ – სამეფო წყვილი;
დ – ლოროს ნაქარგობის ორნამენტი;

81
ნაცრისფერი ქართული კაბები აცვიათ სვან ერისთავებსაც, მხოლოდ ნაქარგო-
ბის ორნამენტის სახე ისეთი რთული არაა, როგორც დემეტრე მეფის სამოსის შე-
სამკობელი არშიის ორნამენტისა [17].
ნაქარგი ოქროქსოვილის ძვირფას ლორატიულ სამოსში არის გამოსახული სამეფო
წყვილი ტაძრის ჩრდილოთ კედლის აღმოსავლეთ ნიშაში (სურ. 29, გ). ორნამენტი
ორმაგი რომბული ბადეა – ოთხფურცელა ყვავილებით (სურ. 29, დ).
მაცხვარიშის სამხრეთის კედლის ნიშაში გამოსახული არიან ქტიტორები – მამასახ-
ლისი კვირიკე, სამღვდელო სამოსში და უცნობი დედოფალი სამეფო ბისონში. დე-
დოფლის მანიაკი ლოროთი, სამკლავე და სამაჯურები მოქარგულია ოქრომკედითა
და შემკულია მარგალიტების სხმულით. ნაქარგობითაა დამშვენებული მაცხვარი-
შის ფრესკის „იერუსალიმში შესვლის“ კომპოზიციის პერსონაჟთა სამოსის დეტა-
ლები(სურ. 30).

82

სურ. 30. მაცხვარიშის მოხატულობა: ა – „იერუსალიმში შესვლა“ ; ბ – სამოსის
ნაქარგობის ორნამენტი

ოქრომკედითა და ვერცხლმკედით ნაქარგი ორნამენტის სახეეებით მდიდარია


ზემო სვანეთის ნაკიფარის (იფარის თემი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
რომელიც მოხატულია 1130 წელს [18]. ეკლსიის კონქში გამოსახულია მაცხოვარი “
დეისუსი“ , რომლის ფესვედი სამოსის ოქრომკედის საბუხარი (სახელოს ბოლო)
შემკულია მცენარეულ-ხლართული სახის ნაქარგობით (სურ. 31, ა). ნაქარგობით
შემკული სამოსითაა გამოსახული დიოკლეტიანე კომპოზიციაში „წმინდა გიორგის
ბორბალზე წამება“ (სურ. 31, ბ). დიოკლეტიანეს სამოსი წარმოადგენს რომბული
ბადით დაფარული ფარჩის ქსოვილის ძვირფას კაბას, რომლის განსხვავებული
ფერის გულისპირი გაფორმებულია ნაქარგობით, ნაქარგობითაა შემკული ასევე
სამკლავე და საბუხარები. დეოკლეტიანეს შიდა სამოსის გულისპირი მოქარგულია
მარგალიტის სხმულით.ამავე კომპოზიციაში ნაქარგი სამოსით არიან წარმოდგენი-
ლი მსახურები და ჯალათები.მათი სამოსის კალთის ნაპირები, სახელოს ბოლოები
და ქვედა ქობა ვერცხლმკედით ნაქარგი საოლველითაა შემკული. ორნამენტი
მცენარეულ–ხლართული სახისაა (სურ. 31, გ). ვერცხლმკედის ანალოგიური
ორნამენტი იკვეთება წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს კაბის სამაჯეებისა და ქვედა
არშიის გაფორმებაში (სურ. 31, დ).

83
ა ბ

84

სურ. 31. ნაკიფარისწმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა: ა – მაცხოვრის სამოსის
საბუხარის ნაქარგობა; ბ – დიოკლეტიანეს სამოსის ნაქარგობა; გ – ჯალათების სამოსის
ნაქარგობა; დ – წმ. მხედრების სამოსის ნაქარგობა

უშგულის თემის სოფ. ჟიბიანის ღთისმშობლის სახ. მამათა მონასტრის – ლამარიას


მონუმენტურ მხატვრობაში რამოდენიმე სხვადასხვა პერიოდის ფენა იკვეთება.
ფრესკებზე ნაქარგობითა და ოქრომკედით შემკულობის კვალი ჩანს. XIII ს-ს.
განეკუთვნება საკურთხევლის კონქის მოხატულობა, რომელზედაც ვედრების
სცენაა გამოსახული. აქ მაცხოვრის საბუხარი ძვირფასი ქვებით შემკულ
ოქროქსოვილს წარმოადგენს. ამავე კომპოზიციაში მთავარანგელოზთა გულზე
გადაჯვარედინებული ლოროების ოქროქსოვილი კლაკნური ყვავილოვანი
ორნამენტითაა დამშვენებული, რომელთა დეკორი „მანებისა“ და „ზენების“
ფორმითაა წარმოადგენილი. ოქროვანია წმინდანების (ორი ფიგურა
გვერდიგვერდ) სამოსის მანიაკი და ლორო, რომელთაც გარშემო მარგალიტების
სხმული შემოუყვება. მათზე შესრულებული ორნამენტი სამწუხაროდ არ იკვეთება,
რის გამოც გაურკვეველია – ისინი სადად მოსითვულია თუ დეკორირებული (სურ.
32).

85
სურ. 32. ლამარია

XIII- XIV საუკუნეების მიჯნით თარიღდება სოფ. იენაშის (ლატალის თემი)


იონა წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მოხატულობა. შემორჩენილ ფრაგმენტებ-
ზე მრავალგან იკვეთება პერსონაჟები ოქროქსოვილის სამოსით გამოსახული ბიბ-
ლიური პერსონაჟები, წმინდანები და გვირგვინოსნები. სამწუხაროდ უცნობია იე-
ნაშის ჩრდილოეთ კედლის ფრესკაზე გამოსახული საერო პირის – ქტიტორის (სა-
ვარაუდოდ გვირგვინოსანი მეფის) ვინაობა, რომელიც საზეიმო ძოწეული სამოსი-
თაა წარმოდგენილი. მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით შემკული ოქროვანი
ქსოვილისაა მოკლე ბისონის ქვედა არშია, საბუხარები, სამკლავეები, მანიაკი, ლო-
როს, როგორც ვერტიკალური, ისე მეორე სარტყლისებური ვედრებად გაწვდილ
ხელზე გადაკიდებული ნაწილი, რომელთაც გარშემო ორრიგად შემოსდევს მარგა-
ლიტების სხმული (სურ. 33).
ამავე ეკლესიის ფრესკაზე გამოსახული ბიბლიური მეფის ხელისუფლების
ინსიგნიები – ოქროვანი ლორო (მკერდზე გადაჯვარედინებული და ხელზე
გადაფენილი), სამკლავეები და საბუხარები ძვირფასი ქვებით არის შემკული და
მარგალიტის სხმულით შემოკანტული, ხოლო ბისონის ქვედა არშია რომბული
ორნამენტითაა გაფორმებული (სურ. 34).

86
სურ. 33. მეფის პორტრეტი (იენაში) სურ. 34. ბიბლიური მეფე (იენაში)

ბიბლიური მეფის ქვევით გამოსახული წმინდანის თეთრი სამოსის ქვედა


ქობა და საბუხარები ორნამენტებით დეკორირებული ოქროქსოვილია.
XIII- XIV საუკუნეებით არის დათარიღებული სოფ. ლაშთხვერის (ლენჯერის
თემის) მთავარანგელოზის და მხერის ეკლესიები. მოხატულობებში მრავლად
გვხვდება ოქრომკედით ნაქარგობათა სახეები. მთავარანგელოზისა ეკლესიის
საკურთხევლის კონქის ფრესკაზე მთავარანგელოზთა მკერდზე
გადაჯვარედინებული და ხელზე გადაფენილი ლოროები ძვირფასი ქვებითა და
მარგალიტებით უხვად დეკორირებული ძვირფასი ოქროქსოვილია,
შემოვლებული მარგალიტების სხმულით. მარგალიტები ამშვენებს ლოროთა
თავისულ არეებს, რაც გეომეტრული ორნამენტის შთაბეჭდილებას წარმოქმნის.
მთავარანგელოზთა საბუხარების ნაქარგობა სადა რომბულ ბადეს წარმოადგენს,
ხოლო ქვედა ქობისა რომბულ ბადეს — ცენტრში მარგალიტებით. ამავე ფრესკაზე
უფლის მაკურთხებელი მარჯვენა ძვირფასი ოქრომკედის საბუხარითაა
გამოსახული. მისი ორნამენტი რომბულ ბადეს წარმოადგენს – რომბების ცენტრში
ჩასმული მარგალიტებით. საბუხარი შემოკანტულია მარგალიტების სხმულით
(სურ. 35, ა).

87
სურ. 35. ნაქარგობათა სახეები ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის
მოხატულობაში: ა – მთავარანგელოზები და უფლის მარჯვენა; ბ – მოგვები

თვალმარგალიტითაა მოოჭვილი უფლის საბუხარი ლაზარეს აღდგინების


კომპოზიციაში. მარგალიტით შემკული ოქროვანი ზოლითაა დამშვენებული
მოგვების მოსასხამების ნაპირები შობის კომპოზიციაში (სურ. 35, ბ). მსგავსი
შემკულობა აქვს ბიბლიური მეფის მოსასხამის ნაპირებს და შიგა სამოსის ქვედა
ქობას ჩრდილოეთ კედელზე (სურ. 36, ა). ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებითაა
შემკული წმ. ბარბარეს მეწამული ფერის მოსასხამის ოქროვანი საოლველი,
საბეჭურები, შიგა კაბის ქვედა განიერი არშია სამხრეთ კედელზე (სურ. 36, ბ).
ძალზე საინტერესოდაა გადაწყვეტილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრის
მოხატულობაში წარმოდგენილი წმ. მამათა – გრიგოლ საკვირველმოქმედის, წმ.
ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, წმ. ბასილი დიდია და წმ. იოანე ოქროპირის
სამოსის ნაქარგობების დეკორი, რომლებიც ამშვენებს ოქროვან ოლარებს,
ენქერებსა და საბუხარებს. წმინდანთა ოლარები აქაც, ისევე როგორც სხვა
შემთხვევებში, სეგმენტებადაა დაყოფილი, ერთმანეთს ენაცვლება სადა და
ორნამენტირებული უბნები, რომელთა შორის საზღვრად მარგალიტის მწკრივებია
გავლებული. სეგმენტები დეკორირებულია პარალერი ხაზებით, რომბული
ბადითა და დიაგონალის კვეთით მიღებულ არეებში ჩასმული წიწვური
ორნამენტით. შესაბამისად წმინდანთა საბუხარები პარალელური ხაზებითა და
რომბული ბადითაა შემკული. წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ენქერი
რომბული ბადეა, რომელსაც გარს შემოუყვება მარგალიტების მწკრივი. წმ.
გრიგოლ საკვირველმოქმედის ენქერი ძალზე საინტერესო რთული ფორმის,

88
ხლართური ორნამენტითაა შემკული, რომელიც წარმოადგენს
ურთიერთშებრუნებულად განლაგებულ, ერთმანეთში ჩასმულ სუროს ფოთლებს.
ორნამენტის კონტური უწყვეტი ხაზითაა მიღებული, რაც მას ძალზე საინტერესო
და ორიგინალურ ფორმას აძლევს. ენქერს აქაც გარს შემოუყვება მარგალიტების
სხმული (სურ. 36, გ).

ა ბ გ
სურ. 36: ა–ბიბლიური მეფე; ბ–წმ. ბარბარე; გ–წმ. მამები (ლაშთხვერი)

ამავე სოფლის მეორე ძალზე მცირე ზომის მხერის ეკლესიაში გასაოცრად


დიდი რაოდენობის რელიგიური სიუჟეტებია გამოსახული. კარგად შემონახულ
მოხატულობაზე უხვადაა წარმოდგენილი ოქროვანი ქსოვილების ნაქარგობათა
ორნამენტები. ჩრდილოეთის კედლის მეორე რეგისტრის მოხატულობაზე
„მთავარანგელოზთა კრების“ კომპოზიციაში მთავარანგელოზების საზეიმო
სამოსს ტრადიციულად აქაც ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მოოჭვილი
ოქროვანი ლოროები ამშვენებს, სამოსის ქვედა ქობა რომბული ბადის
ორნამენტითაა შემკული, რომბების გულში შავი წერტილებია გამოსახული, ხოლო
საბუხარები პარალელური ხაზებით და ძვირფასი ქვებით შემკული ოქროვანი
ქსოვილია(სურ. 37).

89
სურ. 37. ნაქარგობათა სახეები მხერის მოხატულობაში – მთავარანგელოზთა
კრება

ჩრდილოეთის კედლის მეორე რეგისტრში „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“


კომპოზიციაში სამეფო პერსონების ცისფერ და მეწამულ მოსასხამებს. ცისფერ
მოსასხამზე სამხრე მედალიონები რომბული ბადითაა გაფორმებული, ხოლო
მეწამულზე მედალიონებს მარგალიტები ამშვენებს (სურ. 38. ა). ჩრდილოეთ
კედლის ზედა რეგისტრში „იერუსალიმად შესვლის“ კომპოზიციაში
იერუსალიმელთა სამოსს ოქრომკედისა და ვერცხლმკედის მანიაკი, სამკლავეები
და ქვედა ოლვილი ამშვენებს, რომლებზეც ძირითადად გეომეტრიული
ორნამენტები – რომბული ბადე და პარალელური ხაზებია გამოსახული. მხოლოდ
ერთერთი პერსონაჟის (ცისფერი კაბით) მანიაკი და ქვედა ქობა ვერცხლმკედით
ნაქარგი გეომეტრიულ-მცენარეული ხლართური ორნამენტია (სურ. 38. ბ).

90
ა ბ
სურ. 38. ა – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; ბ – იერუსალიმად შესვლა (მხერი)

საკვლევი თემატიკის მიხედვით საინტერესო მასალებს შეიცავს XII ს-ის ბეთა-


ნიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. აქ ბიბლიური პერსონაჟების, წმიდანებისა და
ეკლესიის მამების გარდა წარმოდგენილია ჯგუფური საქტიტორო პორტრეტი
თამარ მეფის, გიორგი III-ის და ლაშა-გიორგის გამოსახულებით. თამარ მეფე და
გიორგი III საზეიმო სამეფო სამოსში არიან წარმოდგენილი (სურ. 39, ა). მათი
თეთრი თაფთა-ატლასის სამეფო ლორო ტრადიციულად მორთულია ძვირფასი
ქვებით და ემოფარგლულია მარგალიტის სხმულით. მსგავსია ქვედა ბისონების
ქვედა საოლველების, თამარის მანიაკისა და მკლავების მოსართავების
გაფორმებაც. წელში გამოყვანილი, მუხლამდე სიგრძის ქართული კაბა აცვია ლაშა-
გიორგის (სურ. 39, ბ). კაბის ნაპირები ოლვილია ოქროვანი ქსოვილით, საყელო,
ყოშები, სამკლავეები, ასევე ოქროქსოვილისაა. საოლველი შემკულია მცენარეულ-
ხლართული ორნამენტით (ძნელად განირჩევა).
ნაქარგობით შემკულობათა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა კომპოზიცია –
დავით წინასწარმეტყველი კიდობნის წინაშე (სურ. 39, გ). წინასწარმეტყველის
ძოწისფერი ბისონის გულისპირის, ქვედა საოლველისა და დაგრძელებული სახე-
ლოს ბოლოს ნაქარგობა რთული მცენარეულ-ხლართული ორნამენტისაგანაა შედ-
გენილი, ხოლო იისფერ მოსასხამს გარს შემოსდევს ოქრომკედის არშია ორმაგ
რომბულ ბადეში მოთავსებული ოთხფურცელა ყვავილის ორნამენტით.

91
სურ. 39. ნაქარგობათა ორნამენტები ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძრის
მოხატულობაში: ა – თამარ მეფე, გიორგი III; ბ - ლაშა-გიორგი; გ - დავით წინასწარ-
მეტყველი კიდობნის წინაშე

ნაქარგობათა სახეები კარგად განირჩევა XI ს-ის I ნახევრის იკვის წმინდა


გიორგის სახელობის ტაძრის მოხატულობაში, რომელიც მდებარეობს კასპის
მუნიციპალიტეტში, სოფელ რკონთან. გამოირჩევა მოხატულობითა და
ჩუქურთმებით. მოხატულობა XII - XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ჩრდილოეთ
მკლავის მოხატულობაში, რომელიც ეთმობა წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ერთ-
ერთ ფრესკაზე ასახულია სიუჟეტი – წმ. გიორგიმ ტყვე დაუბრუნა მშობლებს.
პერსონაჟების სამოსის საყელო და ყოშები უხვადაა ორნამენტირებული რთული
ფორმის, ხლართული სახეებით (სურ. 40). ნაქარგი ორნამენტის სახის აღსადგენად
დიდი დახმარება გაგვიწია ტ. შევიაკოვას მიერ შესრულებულმა ფრესკის ასლმა,
რომელიც დაცულია ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ
მუზეუმში.

92
სურ. 40. ნაქარგობათა სახეები იკვის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის
მხატვრობაში

ოქროქარგულობის ორნამენტები და სახეები მრავლად გვხვდება XII-XIII


საუკუნეების ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის შესანიშნავ ფრესკულ
მხატვრობაში, აქ ბიბლური პერსონაჟებისა და ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი
სცენების გარდა ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე წარმოდგენილია
ქტიტორული ჯგუფი: თამარ მეფე, მისი მამა – გიორგი III და შვილი ლაშა-გიორგი
(სურ. 41), ხოლო დასავლეთის კარიბჭის ჩრდილოეთ კედელზე უფრო გვიანდელი
(XV ს.) ქტიტორული პორტრეტი ისტორიული პირის ზაზა ფანასკერტელის
გამოსახულებით. სამწუხაროდ წყლის ჟონვისაგან ჩამორეცხილა კიდევ ერთი
ქტიტორის – ანტონ გნოლისთავისძის (მწიგნობართუხუცესი თამარ მეფის კარზე)
გამოსახულება. იგი წმ. ნიკოლოზისადმი ვედრების მდგომარეობაში ყოფილა
დახატული, ეკლესიის მოდელით ხელში. მეფეთა სამოსი ტრადიციულად
საზეიმო-ლორატიულია. თამარ მეფის ფრესკა, სამწუხაროდ ძლიერ
დაზიანებულია და ძნელად განირჩევა სამეფო სამოსის ელემენტები და
შემკულობა. შედარებით უკეთაა შემორჩენილი თამარის მამის მეფე გიორგი III-ის
გამოსახულება. მისო ლორონი და სამეფო ბისონის საოლველი ვერცხლმკედის
ნაქარგობით და დიდი ზომის ძვირფასი ქვებითაა შემკული [19].

93
სურ. 41. თამარ მეფისა და გიორგი III პორტრეტული გამოსახულება
(ყინწვისის მონასტერი)

კიდევ ერთი ქტიტორის - ზაზა ფანასკერტელის სამოსი ძალზე საზეიმო და


მდიდრულია. შედგება შიგა პერანგისგან, კაბისა და მოსასხამისაგან. წელზე
მოუჩანს ცისფერი და რუხი ფერის ზოლების მონაცვლებით შედგენილი
განიერისარტყელი. კაბა ძვირფასი დეკორატიულად დაჩითული ფარჩის
ქსოვილის, მისი გულისპირი შემკულია მარგალიტის სხმულით, რომლებიც,
სავარაუდოდ ღილის ფუნქციასაც ასრულებს; მარგალიტების სხმული შემოუყვება
სახელოს ბოლოსა და ყოშისშეხსნილს. სავარაუდოდ, მარგალიტები აქაც
შესაკრავადაა გამოყენებული (სურ. 42).

94
სურ. 42. ყინწვისის მონასტრის ქტიტორის ზაზა ფანასკერტელის ნაქარგობით
დეკორირებული სამოსი

ქტიტორის მოსასხამი მოლურჯო ზღვისფერი ფარჩის ქსოვილისაა (ქსოვილი


უხვადაა დეკორირებული უფრო ბაცი ფერის მანებით); სამოსს შემოვლებული აქვს
ნაქარგობით დეკორირებული ძოწეული ფარჩის ოლე და წვრილი მარგალიტების
სხმული. ქტიტორს თავზე ახურავს მაღლა აშვერილი აფროსანი ქუდი, კონუსური
წვერით, რომელიც შემკულია მარყუჟული გრეხილი ოქრომკედის ნასკვით; ქუდის
ზევით აკეცილი ნაპირები, სავარაუდოდ ტყავისა, შუაში გაყოფილია და
დალიანდაგებულია დეკორატიული გვირისტით ბადისებურად.
ტაძრის მოხატულობაში კიდევ მრავლადაა ოქრომკედით ნაქარგობათა
სახეები: ეკლესიის საკურთხევლის ფრესკაზე წმ. მამათა სამოსის დეტალები –

95
ოლარ-ეპიტრაქილები, ენქერები შემკულია ოქრომკედითა და ვერცხლმკედით
ნაქარგი ორნამენტებით, რომლებიც ძირითადად რომბულ ბადეს წარმოადგენს,
უფრო იშვიათად გვხვდება ასევე რთული ფორმის, ხლართული ორნამენტით
შემკული დეტალები (სურ. 43).

96
სურ. 43. ნაქარგობათა სახეები ყინცვისის მოხატულობაში

97
საკვლევი თემატიკისათვის ინტერესს მოკლებული არ არის კლდეში ნაკვეთი
სამონასტრო კომპლექსი ვარძია კულტურის უმნიშვნელოვანესი და
ამავდროულად ყველაზე პოპულარული ძეგლთაგანი საქართველოში. კომპლექსის
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ვარძიის კედლის მხატვრობაში მრავლად
გვხვდება ნაქარგი ორნამენტებით შემკული სამოსი. აქ წარმოდგენილი არიან
თამარ მეფე და მეფე გიორგი III.
ფრესკებზე სავსებით კარგად განირჩევა სამოსის ნაქარგობათა ორნამენტები.
თამარი საზეიმო სამოსელშია. მისი სამოსი უხვადაა დეკორირებული. ყელზე
მოხვეული შავი ბაფთი, დიდი ალისფერი ლალით ცენტრში, მარგალიტითაა
მოოჭვილი; მარგალიტითაა მოქარგული თამარის სამეფო ბისონი, სამხრე და
ლორონი, რომლის ნაწილი ხელზეა გადაფენილი. სამკლავეზე კარგად ჩანს
ოქრომკედით ნაქარგობა, ძვირფასი ქვები და ფაქიზი ორნამენტის კვალი (სურ 44).
განსაკუთრებით საინტერესო სახეს წარმოადგენს ბისონის ქვედა არშიის
ნაქარგობის ხლართული ორნამენტი – ფოთლის ფორმის მედალიონში ჩასმული
ყვავილედის სახით (სურ. 45, ა).

სურ. 44. ნაქარგობით დეკორირებული სამოსი თამარ მეფისა და გიორგი III- ის


სამოსი (ვარძია)

98
სურ. 45. ა – თამარ მეფის ბისონის ქვედა არშიის დეკორი; ბ – ნაქარგობით
დეკორირებული წმინდანის სამოსი

გიორგი III, ისევე როგორც თამარი, საზეიმო სამოსელშია. მკერდზე


გადაჯვარედინებული, ძვირფასი ქვებით შემკული ლორო მარცხენა ხელზეა
გადაფენილი. ნაქარგობითაა ორნამენტირებული ძოწეული ბისონის საოლველი,
სამკლავეები და ყოშები.
მთავარანგელოზების ლორატიული სამოსი ტრადიციულად ძვირფასი
ქვებითაა შემკული, ხოლო წმინდანთა სამოსის ელემენტები რომბული ბადითა და
ძვირფასი ქვებითაა დეკორირებული (ნახ. 45, ბ).
დასავლეთ საქართველოს ძეგლებიდან გელათის ტაძარი შუა საუკუნეების
ქართული მონუმენტური ფერწერის ჭეშმარიტი მუზეუმია. აქ შემონახულია
სხვადასხვა ეპოქის (XII-XVI საუკუნეები) ქართული ფრესკული მხატვრობის
შესანიშნავი ნიმუშები. მოხატულობის პირველი ქრონოლოგიური ფენა (1125-1130
წწ.) მთავარი ტაძრის სამხრეთის ნარტექსის მოხატულობაა – ქალკედონისა და
ეთესის ტაძრების (კრების) გამოსახულებით. ქალკედონის ტაძრის მოხატულობაში
ტახტზე დაბრძანებული იმპერატორის ბისონის ქვედა ნაპირის ოქრომკედის
განიერი არშია რომბული ორნამენტების ბადითაა შემკული – რომბის ცენტრში
წერტილებია (სავარაუდოდ მარგალიტები) ჩასმული. ოქრომკედის ზოლი
შემოუყვება იმპერატორის იასამნისფერ მანტიას (დანართი 32). ფრესკაზე ეთესის
ტაძრის გამოსახულებით იმპერატორის ბისონის ქვედა ნაპირი ძვირფასი ქვებით
შემკულ ოქროქსოვილს წარმოადგენს. ასევე ოქროქსოვილია იმპერატორის
საზეიმო ლორო, მორთული გეომეტრიული ორნამენტით. ამავე კომპოზიციებში

99
მღვდელმთავრების საბუხარები ოქრომკედის ნაქარგობითაა დამშვენებული
(დანართი 33).
XIII ს. განეკუთვნება მთავარი ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქის მოზაიკის
მოხატულობა17, სადაც გამოსახული არიან ღვთისმშობელი ყრმით და
მთავარანგელოზები (დანართი 34). მთავარანგელოზებს ძვირფასი სამეფო სამოსი
აცვიათ – მიქაელს (მარცხნივ) ზურმუხტისფერი მწვანე (სურ. 46), გაბრიელს
(მარჯვნივ) მოვერცხლისფრო იასამნისფერი ბისონი. სამოსის ოქროვანი საოლველი
მოოჭვილია მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით. ორთავე ფიგურას ამშვენებს
ოქროქსოვილის ლორო – ასევე უხვად შემკული მარგალიტებითა და ფერადი
ქვებით. ლოროს ნაპირებზე შემოვლებულია წვრილი მარგალიტის სხმულის
ორმაგი მწკრივი. თავისუფალი არე შევსებულია მარგალიტებით. ძვირფასი ქვები
ისეა განლაგებული, რომ ქმნის გეომეტრიულ ორნამენტს – კვადრატებისა და
რომბების სახით. მარგალიტებითაა მოქარგული მთავარანგელოზების წითელი
ფეხსამოსი.

სურ. 46. მთავარანგელოზ მიქაელის ლოროს შემკულობა

17
მოზაიკის მოხატვა ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში დაიწყო.

100
მოზაიკის ფრესკაზე ღვთისმშობლის მაფორიუმსა და შიგა სამოსის სახელოს
ბოლოს ოქრომკედით ნაქარგი ზოლი შემოუყვება, ყრმა იესო ოქროქსოვილის
კვართშია გამოსახული (სურ. 47).

სურ. 47. გელათის ტაძრის მოზაიკა: ა – მთავარანგელოზ მიქაელის ლოროს


შემკულობა: ბ – ოქროქსოვილი ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს სამოსში

101
ასევე XIII ს-ს განეკუთვნება სამხრეთ ეგვტერის აღმოსავლეთის სათავსში დავით-VI
ნარინის (რუსუდანის ძის) გამოსახულება საზეიმო სამოსელში. მეფის ლორო,
მანიაკი და სახელოები ძვირფასი ქვებით შემკულ ოქროქსოვილს წარმოადგენს
(სურ. 48).

სურ. 48. დავით-VI ნარინის ოქროვანი მანიაკი

XIII საუკუნითაა დათარიღებული აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგვტერის


საკურთხევლის მოხატულობა. აქ გამოსახული მღვდელმთავრების ოლარი
წარმოადგენს რომბული ბადის ორნამენტებისა და ძვირფასი ქვების
მონაცვლეობით გაფორმებულ ოქროქსოვილს, ოქროვანია ძვირფასი თვლებით
შემკული საბუხარებიც.
XVI საუკუნიდან (ევდემონ ჩხეტიძის მოხატულობა) მოციქულთა ზიარების სცენაში
უფალის კვართის კლავუსი ოქრომკედით ნაქარგი ყვავილოვანი ორნამენტია;
ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე ქტიტორთა ჯგუფურ პორტრეტზე (სურ. 49) მეფე-
დედოფალთა და მღვდელმთავრის (კათალიკოსის) სამეფო საზეიმო სამოსის
შესამკობელი ელემენტები - მანიაკი, ლორო, საბუხარები, ბისონის ბოლო ძვირფას,
ოქრომკედით ნაქარგ ოქროვან ქსოვილს წარმოადგენს, რომლებიც ძვირფასი
ქვებით არის შემკული. თითოეული დეტალის ნაპირები ორმაგი მარგალიტის
მძივებითაა გაფორმებული. თავისუფალ არეზეც მარგალიტებია მიმობნეული.

102
სურ. 49. ნაქარგობათა სახეები ქტიტორთა ჯგუფურ გამოსახულებაზე

დედოფლების რუსუდანისა და ელენეს სამეფო ბისონის ქსოვილი სავარაუდოდ


ოქსინო – ოქრომკედის ხავერდულაა.
მღვდელმთავრის საკოსის ქვედა საოლველი, სამეფო სამოსის მსგავსად, ძვირფასი
თვლებითა და მარგალიტებითაა შემკული, მისი ნაპირებიც მარგალიტის ორმაგი
სხმულითაა შემოსაზღვრული. გვერდის ნაპირებისა და სახელოს ბოლოების
ოქროვან ოლვილებზე ნაქარგი ორნამენტული სახეები შეინიშნება. მარგალიტის
სხმულის ორმაგი მწკრივი ამშვენებს კათალიკოსის ოქროვან ოლარს, რომელიც
სამოსის ქვევით მოჩანს.
აბრეშუმის ძაფით ნაქარგი ორნამენტები არშიად გასდევს დედოფლების
ლეჩაქისებურ თავსაბურავებს.
XVI საუკუნეს განეკუთვნება გუმბათის თაღების მოხატულობა, სადაც
მთავარანგელოზები და ზეციური ლიტურგიის მონაწილე ანგელოზები ოქროვან
ლორატიულ სამოსელში არიან გამოსახულნი.
მოციქულთა ზიარების სცენაში - (საკურთხევლის აფსიდზე) უფლის კვართის
კლაუსი ნაქარგობით ორნამენტირებული ოქროქსოვილია.
საკურთხევლის აფსიდის ბემაზე გამოსახულ კომპოზიციაში - „ტაძრად მიყვანება“
მღვდელმთავრის მოსასხამის ქვედა საოლველი მცენარეული ორნამენტით
დატვირთული ნაქარგობითაა შემკული. კალთების წინა ნაპირებს კი
მარგალიტების სხმულით გარსშემოვლებული ოქროვანი არშია ამშვენებს.
სამხრეთის მკლავზე „ღვთისმშობლის დაუჯდომლის“ სცენაში მცენარულ–
ხლართული ორნამენტით უხვად დატვირთული მანიაკით, საბუხარებითა და
სამკლავითაა გამოსახული ბიბლიური პერსონაჟი. მანიაკის ხლართულ ორნამენტს
იმეორებს ტახტის საფარის არშია, ხოლო სასთუმალის ნაქარგობა რომბული ბადეა
– რომბების კვეთებში ჩასმული ჯვრებით (სურ. 50).

103
სურ. 50. ნაქარგობის ორნამენტები ფრესკიდან – „ღვთისმშობლის დაუჯდომელი“

აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთის ფრესკაზე გამოსახულ კონსტანტინესა და


ელენეს საზეიმო სამოსი ქტიტორთა სამეფო სამოსის მსგავსია. დედოფლის
ბისონის კალთას დამატებით ამშვენებს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროვანი
თორაკიონი (დანართი 35).
ოქროვანი მოსასხამითაა შემოსილი ყრმა იესო ჩრდილოეთის ეგვტერის შუა
ნაწილის ფრესკაზე (XVII-XVIII სს. მიჯნა). ოქროვანია ღთისმშობლის მაფორიუმის
ნაპირების არშია და სამოსის სახელოს ბოლო.
ძვირფასი თვალმარგალიტით შემკული ოქროქსოვილებია საკურთხევლის
აფსიდზე გამოსახული მღვდელმთავრების საზეიმო სამოსის ოლარები,
საბუხარები, ენქერები, ბისონის ქვედა არშიები (XVIII ს.). ყველა მათგანს გარს
შემოუყვება მარგალიტის ორმწკრივი სხმული. ოლარები ტრადიციულად
უბნებადაა დაყოფილი და ერთმანეთს ენაცვლება სეგმენტები, გაფორმებული
რომბული ბადის ორნამენტით (კვეთაში ჯვრებით, ან ცენტრში წერტილებით) და

104
ძვიფასი ქვებითა და მარგალიტებით შედგენილი ჯვრებით (სურ. 51. ა).
ოქრომკედით ნაქარგი ოქროქსოვილის ოლარი დასავლეთის ნარტექსში ტაძრის
მთავარი შესასვლელი კარის მარცხნივ, მღვდელმთავრის ფრესკაზეცაა
გამოსახული. ორნამენტი და შემკულობა მსგავსია წმ. მამების ოლარებისა –
დაყოფილია უბნებად: ძვირფასი ქვებისგან შედგენილ ჯვრებს შორის არე
რომბული სითვს წარმოადგენს. ოლარი შემოფარგლულია მარგალიტების
სხმულით (სურ. 51. ბ)..

ა ბ
სურ. 51. პერსონჟები დეკორირებული ოქროვანი სამოსით: ა – წმ. მამები; ბ –
მღვდელმთავარი

ანალოგიური გაფორმებით – ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებითა არის


შემკული შესასვლელის თავზე გამოსახული მთავარანგელოზთა თეთრი და
ცისფერი სამოსის გასაფორმებელი ელემენტები.
ტრადიციული შემკულობით, თვალ-მარგალიტითა და გარსშემოვლებული
მარგალიტების სხმულითაა გაფორმებული იმერეთის მეფე გიორგი-II, დედოფალ
რუსუდანის და უფლისწულ ბაგრატის სამეფო ლორატიული სამოსი. ოქრომკედის
ნაქარგობითაა დამშვენებული დედოფლის ლეჩაქის ნაპირები (სურ. 52).

105
სურ. 52. იმერეთის სამეფო ოჯახის (მეფე გიორგი-II, დედოფალი
რუსუდანი და უფლისწული) ოქროვანი სამოსი

ძვირფასი თვლებითა და ნაქარგობითაა შემკული მაცხოვრის საზეიმო ძოწეული


დიადიმი-ლორო ჩრდილოეთის ეგვტერის აღმოსავლეთ ნაწილში წმინდა სულის
მოფენის ფრესკაზე (XVIII ს.).
გელათი მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიაში (XVI ს.) ნაქარგობით დამშვენებული
სამოსით წარმოდგენილი არიან: საკურთხევლის კონქში – ღვთისმშობელი ყრმით,
მოციქულები და წინასწარმეტყველები. ცენტრალური ნაწილში – თორმეტი
დღესასწაული; წმ. გიორგის ცხოვრების სცენები; ქტიტორები: ევდემონ ჩხეტიძე,
ბაგრატ III, დედოფალი ელენე, გიორგი II, მისი მე-2 ცოლი - დედოფალი თამარი,
შვილი ალექსანდრე და სხვანი [20].
ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლის საფარის მონასტრის
კომპლექსის წმ. საბას სახელობის ტაძრის მოხატულობა XIV ს. პირველ ნახევრით
თარიღდება და იმ პერიოდის კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნიმუშია. სამხრეთ კედელზე კარგად განირჩევა ჯაყელთა ოჯახის წევრების

106
ეკლესიის მშენებლის ბექა მანდატურთუხუცესის და მისი ვაჟების – სარგის 2 და
ყვარყვარეს პორტრეტული გამოსახულებეი ნაქარგობით დეკორირებულ სამოსში
(სურ. 53).

სურ. 53. საფარის მონასტრის ქტიტორთა სამოსის ნაქარგობათა სახეები

ქტიტორთა სამოსი საზეიმოა. ბექა მანდატურთუხუცესს წითელი,


ოქროქსოვილით ოლვილი კაბა აცვია. საოლველი, სამკლავე, ყოშები და
გულისპირი უხვადაა დეკორირებული ნაქარგი მცენარეული ორნამენტებით. შიგა
ფესვედი სამოსის ყელის ნაპირი და ქვედა არშია ფერადი აბრეშუმის ძაფით
შესრულებული ნაქარგობითაა შემკული. კიდევ უფრო მდიდრულადაა შემკული
სარგის ჯაყელის ფირუზისფერი კაბა. ის მთლიანად დაფარულია მცირე ზომის
ოქრომკედის მედალიონებით, რომლის შიგა არე ყვავილოვანი ორნამენტითაა
დეკორირებული. ხვეული ორნამენტის ნაქარგობითაა გაფორმებული სამოსის

107
გარშემო არშიები, სამკლავეები, ყოშები. გულისპირი და მხარ-ბეჭი თეთრი
აბრეშუმის ძაფით შესრულებული ნაქარგობითაა ორნამენტირებული და
დამატებით მარგალიტის სხმულით გარსშემოვლებული (სურ. 54). მდიდრულადაა
აგრეთვე, შემკული ყვარყვარე ათაბაგის მეწამული კაბა, სამწუხაროდ ორნამენტის
გარჩევა რთულია.

სურ. 54. ჯაყელთა სამოსის ორნამენტის სახეები

ტაძრის მოხატულობაში დაზიანების მიუხედავად შესაძლებელია ბიბლიური


პერსონაჟებისა და ქტიტორების ძვირფასი სამოსის ნაქარგობათა ორნამენტების
გარჩევა. ბიბლიური სამეფო პერსონების ლორატიული სამოსის ელემენტები

108
(მანიაკი, ლორო, მოსასხამის ოლე და სხვ.) ტრადიციულად თვალმარგალიტით
მოოჭვილი ან რომბული ბადით არის შემკული.
ნაქარგობათა საინტერესო და საყურადღებო სახეებია წარმოდგენილი
გვიანფეოდალური ხანის კახეთის ძეგლების - ალვანის, ნეკრესის, გრემისა და
ახალი შუამთის ეკლესიების კედლის მოხატულობებში, რომლებიც მე-16 ს-ს
განეკუთვნება.
ძეგლებში ყურადღებას იპყრობს ჯგუფური საქტიტორო პორტრეტები,
რომლებზეც კახთა მეფის ლევანისა და სამეფო ოჯახის წევრებია გამოსახული
(დანართი 36). ქტიტორთა სადღესასწაულო სამოსი გამოირჩევა ძვირფასი
ძვირფასი ოქროქსოვილის საოლველებით. გვხვდება ორნამენტები, როგორც სადა
სითვის ტექნიკით ისე გეომეტრიული და რთული ხლართული სახის –
ყვავილოვან-მცენარეული და სტილიზებული ყლორტებით დეკორირებული (სურ.
55).

სურ. 55. ნაქარგობათა სახეები ლევან კახთა მეფის სოჯახო პორტრეტული


გამოსახულებიდან (ახალი შუამთის ეკლესია)

109
ნაქარგობის ადრეული პერიოდის ორნამენტთა სახეები მონუმენტურ
ფერწერასთან ერთად მრავლად შემოგვინახა დაზგური ფერწერის, მინიატურული
ფერწერის, ჭედური ხელოვნებისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშებმა. ასეთ
ნიმუშებიდან ერთ-ერთი უძველესია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზე-
უმში დაცული X-XI სს-თა მიჯნით დათარიღებული ფერწერული ხატი „აღსაყ-
დრებული ღვთისმშობელი ყრმით და წმ. ბარბარე” (სურ. 56, ა). წმ. ბარბარე დიდ-
გვაროვანი ქალის ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი. მისი შიგა სამოსი ბოლოვ-
დება ნაქარგობით ორნამენტირებული ოქროქსოვილის არშიით. მოსასხამი
ოლვილია ზიგზაგური ხაზებით დეკორირებული ოქროქსოვილისვე ფართო ზო-
ლით (სურ. 31, ბ). ნაქარგობითაა შემკული სამოსის ყოშები და სამკლავე. სამკლა-
ვის ორნამენტს სტილიზირებული ვარდული წარმოადგენს [21].

110

სურ. 56. ა – აღსაყდრებული ღვთისმშობელი ყრმით და წმ. ბარბარე; ბ - წმ. ბარბარეს
სამოსის ნაქარგობის ორნამენტი

111

სურ. 57. ა – იფრარის მთავარანგელოზთა ხატი; ბ – მთავარანგელოზების სამოსის
ნაქარგობის ორნამენტი

მნაქარგობის დეტალების ამსახველია იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის


XIII-XIV საუკუნეების მთავარანგელოზების ფერწერული ხატი ზემო სვანეთიდან.
მთავარანგელოზების სამოსის მანიაკი ლოროთი, სამკლავე და საბუხარები შემკუ-
ლია ნაქარგობებით. მანიაკისა და ლოროს ორნამენტი წარმოადგენს ორმაგ რომბებ-
ში ჩასმულ ოთხფურცელა ყვავილებს (სურ. 57), რომელიც ბოლოვდება შავ ზონარ-
ზე დამაგრებული მარგალიტების მწკრივით. სამკლავის ნაქარგობის ორნამენტი კი
წრეში მოთავსებული ვარდულია, რომლის ცენტრიდან პატარა წრეებით დაბოლო-
ებული კონცენტრირებული სხივები გამოდის. საბუხარების ორნამენტი რთული
მცენარეულ-ხლართულია, კიდეებზე წრიული ფორმის მარგალიტების აღმნიშვნე-
ლი სხმულით დაბოლოებული [22].
ესტიის მუზეუმში დაცულ წმ. იოანე ნათლისმცემლის XI საუკუნის ფერწე-
რულ ხატზე წმინდანი გამოსახულია ყავისფერ კვართსა და ლურჯ მოსასხამში,
ლოცვად აღმართული ხელებით. კვართის საბუხარები შემკულია ოქრომკედით
შესრულებული ნაქარგობით. მის ორნამენტს წარმოადგენს რომბულ ბადეში მო-
თავსებული ტოლმკლავა ჯვრები, მანჟეტის კიდეზე, მუქ ფონზე მარგალიტების
სხმულის აღმნიშვნელი კონცენტრირებული წრეებია გამოსახული (სურ. 58).

სურ. 58. წმ. იოანე ნათლისმცემლის საბუხარების ორნამენტი (XI ს. ხატი)

112
ნაქარგობითაა შემკული კალას წმ. კვირიკესა და ივლიტას (ლაგურკა) XI-XII
საუკუნეების მთავარანგელოზების ხატებზე მიქაელისა და გაბრიელის კვართის
საბუხარები. ნაქარგობის ორნამენტი მთავარანგელოზ მიქაელის სამოსის
საბუხარზე ორმაგი რომბული ბადეა, შიგ ჩასმული ოთხფურცელა ყვავილებით,
ხოლო მთავარანგელოზ გაბრიელის საბუხარებზე რთული ხლართული
ყვავილოვან-მცენარეული ორნამენტია (სურ. 59, ა, ბ), მსგავსია სხვა ძეგლებზე შეს-
რულებულ ორნამენტთა სახეებისა [22].

113

სურ. 59. ა – მთავარანგელოზთა ხატები; ბ, გ – მთავარანგელოზთა საბუხარების
ორნამენტები

მარტვილის ღვთისმშობლის ჭედურ ხატზე (X-XI სს. მიჯნა) ღვთისმშობლის


სამოსი – სტოლა და მაფორიუმი სახიანი ნაქარგი ქსოვილისაა. სამოსის შესამკობ
ორნამენტად გამოყენებულია მცენარის ღერო და ყვავილი, რომელიც იმეორებს
ჭედურობის არეზე გამოსახულ მცენარეთა ფორმებს [23]28].
ნაქარგობის შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა წმინდა ბარბარეს ჭე-
დური ხატი იელიდან (მესტიის მუზეუმი). წმინდანის მოსასხამის ქობა, სამკლავე-
ები, სამოსის გულისპირი შემკულია ნაქარგობის აღმნიშვნელი მცენარეული ღერო-
ებისაგან შედგენილი ხლართული ორნამენტით [23]28].
საკვლევი თემატიკის მიხედვით განსაკუთრებით საინტერესოა ასან ოქრომ-
ჭედლის მიერ შესრულებულ ნაკიფარის წმ. გიორგის ჭედურ ხატი (დანართი 37),
რომელზეც გამოსახულია წმ. გიორგის მიერ რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს
შუბით განგმირვის სცენა [24]. ეს მოტივი გ. ჩუბინაშვილის აზრით XI-XII საუკუ-
ნეების ქართული იკონოგრაფიისათვის მახასიათებელი სიუჟეტია. ხატზე დიოკ-
ლეტიანე გამოსახულია უხვად დეკორირებული სამოსით. საიმპერატორო კაბის
ქსოვილი დაფარულია მედალიონებში ჩასმული სტილიზებული ვაზის ფოთლის
რთული ხლართული ორნამენტით. რომბული ორნამენტითაა მოქარგული დიოკ-
ლეტიანეს კაბის კალთის ცენტრალური ადგილი, სამკლავე, მანჟეტები და სამოსის
ქვედა ნაპირი (სურ. 60). აქ წარმოდგენილი რთული ხლართული ორნამენტი
ძალზე წააგავს XI საუკუნის ქსოვილის ორნამენტს (სურ. 61, ა, ბ), რომლიც
გადაკრულია სვანეთში სოფ. საყდარში დაცული წმ. გიორგის ფერწერული ხატის
ზურგზე (დანართი 38).

114
სურ. 60. იმპერატორი დიოკლეტიანე ნაკიფარის წმ. გიორგის ჭედური ხატიდან

ა ბ
სურ. 61. ორნამენტის სახეები: ა – დიოკლეტიანეს სამოსი (ნაკიფარის წმ. გიორგის ჭე-
დური ხატი); ბ – წმ. გიორგის ფერწერული ხატის ზურგზე გადაკრული ქსოვილი
(სოფ. საყდარი)

საინტერესოა ასევე, XIII საუკუნის მეორე ნახევრის ონის მთავარანგელოზის


ჭედური ხატი (დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში). მთავარანგელოზები
წარმოდგენილი არიან ორნამენტირებული, გულზე გადაჯვარედინებული ლორო-
ნებით. მარცხენა ანგელოზის ქარგული ორნამენტი წარმოადგენს ლათინური S-ის
მაგვარ, სპირალურად ხვეულ დეკორირებულ არშიას. ასეთივე ნაქარგი
საოლველითაა შემკული ბისონი. მარჯვენა ანგელოზის ლორონის ორნამენტს ფარ-
თოდ გავრცელებული, რომბულ ბადეში ჩასმული პატარა რომბების მწკრივი წარ-
მოადგენს (სურ. 62).

115
სურ. 62. ონის ჭედური ხატი

116
ხახულის კარედის XI საუკუნის მინანქრის ფირფიტაზე (ბიზანტიური ხელო-
ბა) მიხეილVII დუკა და მისი მეუღლე მარიამი შემოსილნი არიან ბიზანტიურ საიმ-
პერატორო სამოსში. მათი ლურჯი ფერის ბისონის ნაქარგი ორნამენტი ოქროსფერი
გულის ფორმას წარმოადგენს. ნაქარგ წრიული ფორმის სამკლავეზე ცენტრში გა-
მოსახულია მუქი ლურჯი ჯვარი, წითელ ზოლზე მარგალიტების აღმნიშვნელი
თეთრი წრეების მწკრივია. ლორო-მანიაკი სხვადასხვა ფერის (წითელი, ლურჯი
ცისფერი და მწვანე) ძვირფასი თვლებითაა მოოჭვილი [25].
ანალოგიურადაა შემკული დედოფალთა სამოსი ხახულის კარედის ოვალუ-
რი ფორმის ტიხრული მინანქრის მედალიონზე (ქართული ხელობა), იმ მცირედი
განსხვავებით, რომ ბისონის ნაქარგი ქსოვილის ორნამენტზე სუროს ფოთლებთან
ერთად წრეებიცაა გამოსახული [25].
იმავე, ხახულის კარედის ერთ-ერთ მედალიონზე (ქართული ხელობა) წმ. თე-
ოდორე გამოსახულია წითელი ფერის კვართით და მხართან ფიბულით შეკრული
ნაქარგი მოსასხამით. ნაქარგობის ორნამენტს აქაც პარალელურად განლაგებული
სუროს ფოთლები და წრეები წარმოადგენს [25].
ნაქარგობათა სახეები სამოსის შესამკობ დეტალებად გვხვდება აგრეთვე ქარ-
თული მინიატურული ხელოვნების ძეგლებზე. XIII საუკუნის ფსალმუნის მინია-
ტურაზე – „დავით მეფის მიერ ბერსაბეს შეყვარება“ , დავით მეფისა და ურია ხეთე-
ლის სამოსის დეტალები – მანიაკი, სარტყელი, სამკლავე და სამაჯეები შემკულია
ოქრომკედის ნაქარგობის აღმნიშვნელი დეკორით (დანართი 39). გამოყენებულია
ორნამენტის მცენარეულ-ფოთლოვანი, გეომეტრიული (რომბულ-ბადური) სახეები
და ძვირფასი თვლებით მოოჭვის ხელოვნება [26].
უხვად არის წარმოდგენილი ბიბლიური პერსონჟებისა და წმინდანთა სამოსის
ოქრმკედით ნაქარგი დეტალები – საოლველები, მანიაკი-ლორონი, ოლარები
საუკუნეების ხელნაწერთა მინიატურებში (ლოცვანი, დავითნი, ალ. მაკედონელის
ცხოვრება და სხვ.), რომლებიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში (სურ.
63). ნაქარგობის სახეები ტრადიციულად გეომეტრიული და მცენარეულია
გამოყენებულია აგრეთვე სადა სითვისა და ძვირფასი ქვებით მოოჭვის მეთოდი.

117
სურ. 63. ოქრომკედით ნაქარგი სამოსი ხელნაწერების მინიატურებიდან (ქუთაისის
ისტორიული მუზეუმი)

მრავალრიცხოვანი ძეგლების მიხედვით მასალის შესწავლა ნათლად წარმოგ-


ვიდგენს ნაქარგობათა ორნამენტულ სახეებს, რომლებიც გავრცელებული იყო სა-
ქართველოში საუკუნეთა განმავლობაში. კვლევამ გვიჩვენა, რომ ქსოვილების შე-
სამკობად გამოყენებული იყო, როგორც გეომეტრიული და მცენარეული,ასევე სა-
ხოვანი გამოსახულებებიც. გეომეტრიული ორნამენტი შორეული წარსულიდანაა
გამოყენებული ქსოვილების გასაფორმებლად. მისი ყველაზე მარტივი სახეა პარა-
ლელურად ხაზები, რომლებიც სხვადასხვაგვარი განლაგებით სხვადასხვა სახეს
იძლევა. ისინი ხან თანაბრად დაცილებულ ზოლებადაა წარმოდგენილი, ხან
წყვილ-წყვილად, ხანაც სამ-სამი ერთად სიმეტრიული განლაგებითაა გამოისახუ-
ლი. ასეთი ორნამენტი სიმარტივითა და კონტრასტული ფერების შეპირისპირებით
ხასიათდება. ის გვხვდება მთელი საკვლევი პერიოდის განმავლობაში და დამახა-
სიათებელია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის.

118
შემდეგ მოტივს წარმოადგენს ერთმანეთის პარალელურად განლაგებული
ტეხილი ხაზების წყება. ნაქარგობაში ეს სახე რომელიმე ერთ – ოქროსფერში ან
ვერცხლისფერშია გადმოცემული. ამ ორნამენტს საქართველოში არსებობის ხან-
გრძლივი ისტორია აქვს და ხშირად გვხვდება მატერიალური კულტურის სხვადას-
ხვა ხასიათის ძეგლებზე – ქვაზე, ხეზე, თიხასა და ლითონზე.
ქსოვილზე მეტად სასიამოვნოდ აღიქმება რომბებისაგან შედგენილი ბადის
ორნამენტული სახე. რომბების ბადე გადმოცემულია ირიბად განლაგებული ურ-
თიერთგადამკვეთი, სწორი ხაზებით. რომბის ცენტრში მოთავსებულია წერტილი,
ან სამი წერტილი. ხშირად რომბებში უფრო მცირე ზომის რომბებია მოთავსებუ-
ლი, რომლის ცენტრში ჩასმულია წრე, ჯვარი ან ოთხფურცელა ყვავილი. ამგვარი
ორნამენტით შემკული ნაქარგობანი გამოირჩევა ნახატის მაღალი შესრულებით,
იგი იმდენად დახვეწილია, რომ აღიქმება მსუბუქად და არ ამძიმებს სამოსს. ნაქარ-
გი დეტალები დიდი სიფაქიზით და მონდომებითაა გადმოცემული. დაცულია
პროპორციულობა და კანონზომიერება. ფერთა გამა ამავე ხასიათშია ნაჩვენები.
რომბების ვერცხლისფრად და ოქროსფრად შეფერადება ერთი, ლაკონური შეფერი-
ლობის ფონზე, მეტყველებს ოქრომკედის შესრულების ტექნიკის ერთ-ერთ სახე-
ობაზე, რომელსაც რომბული სითვი ჰქვია. ასეთივე ორნამენტული მოტივი ხში-
რად გვხვდება ქართული ნივთიერი კულტურის სხვადასხვა ძეგლებზე.
ორნამენტის კიდევ ერთ სახეობად გამოყენებულია ურთიერთმართობულად
დალაგებული მოკლე ხაზები და კლაკნილები, რაც კალათური სითვის იდენტუ-
რია. ამგვარი სახე ქართულში წნულადის სახელითაა ცნობილი და თავისი ნაირ-
გვარობით მთელ ჯგუფს შეადგენს. მათი საერთო ხასიათი ისაა, რომ შესრულებით
ისინი დაწნულს მოგვაგონებენ.
ქსოვილის შესამკობ ორნამენტად ხშირად გამოყენებულია წრე – ცენტრში
წერტილით, პატარა წრით ან სამი წერტილით. გვხვდება ერთი წერტილიდან, ანუ
ცენტრიდან გამოსული სხივების წრიული ორნამენტული სახე, რომელიც ასევე,
დამახასიათებელი იყო სასანური ქსოვილებისათვის. ამ სახეს ვხვდებით, აგრეთვე
ბიზანტიურ ქსოვილებზეც. ასეთი მოტივი საუკუნეთა განმავლობაში თითქმის უც-
ვლელად არსებობდა საქართველოშიც. ქართულ კედლის მხატვრობასა და დაზ-
გურ ფერწერაში ეს ორნამენტი ხშირად არის გამოყენებული სამოსის გულისპირისა
და სამკლავეების გასაფორმებლად.
ნაქარგობის შემდეგ სახეს წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებუ-
ლი ოთხკუთხედების მწკრივი, რომელიც ლიანდაგური სითვის შთაბეჭდილებას
ტოვებს. ასეთი ნაყშით ხშირად დამუშავებულია მოსასხამის კიდეები, კაბის ბოლო
და სახელოს ბოლო.
როცა ნაქარგობის დეტალებზე ვიწრო ზოლები ერთმანეთს ცალმხრივად
მჭიდროდ გადაეჭდობა სიგრძეზე, წარმოქმნილია შეგრეხილად გამოყვანილი სა-
ხე, რომელსაც შესაძლებელია გრეხილი ეწოდოს. კლაკნილი ხაზების ეთმანეთთან
შეგრეხვითა და გადაჯვარედინებით, თითოეულის ხან ზემოდან, ხან ქვემოდან
მოქცევით, წარმოქმნილია ხვეული ნაქარგობის სახე. ხვეული, შემადგენელი კლაკ-
ნილი ხაზების რაოდენობის მიხედვით, გვხვდება ორწვერიცა და სამწვერიც.

119
ქართულ ფრესკებსა და დაზგურ ხატებზე ქსოვილის შემამკობელი ნაქარგი
ორნამენტის სახეა მცენარეული ნაყშის მრავალფეროვნება. ასეთი ორნამენტები ხან
გრეხილ-ღეროვანი მოტივით წარმოგვიდგება, ხანაც ბადეში ჩასმულ ფოთლოვან-
ყვავილოვანი სახითაა ნაჩვენები. ისინი კომპოზიციურად სხვადასხვაგვარადაა და-
ლაგებული: ჰორიზონტის ხაზზე, ჭადრაკულად განთავსებული და ბადეში ჩასმუ-
ლი, რომელიც ბადურას გარეგნობას უცვლის. ირ.სონღულაშვილი ბადურების
ნაირსახეობას ცალკეული ტერმინებით განსაზღვრავს, მაგალითად: თვალკილოე-
ბა, თვალექვსკუთხედი, თვალრომბული, თვალებჯვარედინა, თვალმწკვერტა,
თვალრქიმება და თვალკაუჭა ბადური. ყვავილოვანი ორნამენტის დეტალები,
ზოგჯერ შედარებით რეალისტურადაა გადმოცემული. მათი ფორმების ამოცნობა
სირთულეს არ წარმოადგენს. ქსოვილზე დატანილია ოთხფურცლიანი, ხუთფურ-
ცლიანი და შვიდ ფურცლიანი ყვავილები და ფოთლოვანი ორნამენტები.
ნაქარგობაში ხშირად ვხვდებით მცენარეული და გეომეტრიული ელემენტე-
ბის (კლაკნურების, ტეხურების, სწორი ზოლების) ერთმანეთთან შეზავებას, რომე-
ლიც მრავალგვარ სახეს იძლევა. მათი ფორმები მოხაზულია როგორც მსუბუქი და
მოქნილი ხაზებით, ისე სქელი მასიური მონასმებით. ნაქარგობის დეტალების გარ-
თულებითა და გამრავლებით დეკორის ორნამენტულობა უფრო მდიდრდება. მცი-
რე მაშტაბის მიუხედავად მოხერხებულად ,ლაკონურადაა დამუშავებული და გარ-
კვევით იკითხება. ორნამენტთა კომპოზიციური გადმოცემა მრავალფეროვანია. მა-
თი ნახატი სხადასხვა პრინციპზეა აგებული: ხან ჰორიზონტალურ ხაზზეა, ხანაც
ჭადრაკულად განთავსებული. სტილიზაციის შედეგად ნაქარგი მეტისმეტად რთუ-
ლად გამოიყურება, როცა ყოველმხრივ მიმართული და ერთმანეთში გაყრილ-გა-
მოყრილი ხაზები ნახლართის სახეებს იძლევა. ირ. სონღულაშვილი ასეთ სახეს
ხლართულს უწოდებს, რომელიც ხან შიშველია, ხანაც მცენარეულ სახესთანაა
შერწყმული.
ფრესკულ, დაზგურ და მინიატურულ ხელოვნებაში ნაქარგობით შემკობილ
სამოსზე ოქრომკედის გარდა ნაქარგობის სამკაულად გამოიყენება ძვირფასი და
ნახევრადძვირფასი ქვები. ძირითადად ხუთი ფერის ქვაა გამოხატული: წითელი,
მწვანე, თეთრი, ცისფერი და ყვითელი. წითელ ქვაში იგულისხმება იაგუნდი, ძო-
წი, ლალი, მარჯანი. მწვანეში – ზურმუხტი და ქრიზოლითი, თეთრში – სხვადას-
ხვა ზომისა და ფორმის მარგალიტი, გამჭვირვალე თეთრი ან წყლის ფერი მთის
ბროლი. ცისფერში – ფირუზი, საფირონი. ყვითელში – ყვითელი იაგუნდი, ტოპა-
ზი და სარდიონი. ეს ქვები მარგალიტის გარდა ყველა თვალბუდეშია ჩასმული და
ისეა ჩამაგრებული ოქრომკედზე. საქართველოში, ისევე, როგორც ბიზანტიაში მე-
ფეებისა და დედოფლების გარდა, ძვირფასი თვლებით შემკული დიადემებით გა-
მოსახავდნენ მთავარანგელოზებსაც – მათი უპირატესობის წარმოსაჩენად.
ადრეული პერიოდის ნაქარგობათა ორნამენტული ფორმების ანალიზმა ნათ-
ლად დაგვანახა, რომ მის დეკორში მიუხედავად მრავალფეროვნებისა კონსერვა-
ტიზმი შეინიშნება. ერთი და იგივე ორნამენტული სახე საუკუნეების განმავლობა-
ში უცვლელად მეორდება. ასევე შეინიშნება ის გარემოებაც, რომ ერთი და იგივე სა-
ხის ნაქარგი ორნამენტი გამოყენებულია როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსი-
სათვის, იდენტური სახის ორნამენტებით დეკორირებულია აგრეთვე სხადასხვა

120
დანიშნულების საერო და სასულიერო ნივთები: კრეტსაბმელები, სხვადასხვა საფა-
რებლები, სუფრები, საწოლის გადასაფარებლები, მოთაქის პირები და სხვა.
მასალის შესწავლამ ნათლად დაგვარწმუნა, რომ ქსოვილებზე დატანილი ნა-
ქარგობათა ორნამენტული სახეები მიუხედავად გარკვეული ბიზანტიური ზეგავ-
ლენებისა თვითმყოფადობით გამოირჩევა. მათი უმრავლესობა რეალური ცხოვრე-
ბიდანაა აღებული. ამ მოსაზრებას ადასტურებს ქრონოლოგიურად განსხვავებული
დროის ნივთიერი კულტურის – ქვის რელიეფის, ფრესკის, მინანქრისა და ოქრომ-
ჭედლობის ხელოვნებაში ნაქარგობის აღმნიშვნელი სახეების დამთხვევა. ეს ფაქტი
კი უტყუარს ხდის მათი რეალური არსებობის შესაძლებლობას. ე. ი. მხატვარს ორ-
ნამენტული სახეების ძებნა არ ჭირდებოდა და ის სახეები გადაჰქონდა კედლის
მხატვრობაში, ხატწერასა თუ ჭედურობაში წარმოდგენილ ქსოვილებზე, რაც მისი
ხედვის არეში ხშირად ხვდებოდა და მასზე თვალიც შეჩვეული ჰქონდა. ნაქარგო-
ბის ორნამენტული მოტივების რეალურ არსებობას ის ფაქტიც ამყარებს, რომ რიგ
შემთხვევაში სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებზე გადმოცემული ქსოვილის ორნა-
მენტი ემთხვევა დღემდე შემორჩენილი ნაქარგი ნივთების ორნამენტს. ასეთი ორ-
ნამენტები ქართველი ხალხის წარმოდგენაში მყარად გამჯდარია და გამოყენებუ-
ლია ნივთიერი კულტურის სხადასხვა სფეროში. ხოლო ის ფაქტი, რომ ქარგულ
ორნამენტთა სახეების ნაწილი თავისი ხასიათით უცხო წარმოების ქსოვილებისათ-
ვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებენ ან მათი მსგავსია, უდაოდ ამ ქვეყნებთან
სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთერთობის მაჩვენებელია.

121
ლიტერატურა:

1. თოფურია ვ. ქვა-ჯვარი საქართველოში, ნაკ. 4. თბ, 1942. გვ.29-63.


Джавахишвили А.И. Древнехристианские культово-мемориальные памятники
Грузии. Автореферат диссертации. 1949. ნ. შოშიაშვილი. ლაპიდარული წარწე-
რები. I. გვ.16.
2. ასათიანი ნ., ლორთქიფანიძე მ. საქართველოს ისტორია VIII კლ. სახელმძღვა-
ნელო. „განათლება“ თბილისი. 1993. გვ. 67.
3. მაჩაბელი კ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვა-ჯვარები. 2008. გვ.5-
25. ტაბ.37. 40. 41. 42;
4. ჯაფარიძე ვ. ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლადაღმოჩენილი
უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან „ ძეგლის მეგობარი“ , 1970 წ., კრ.20,
გვ.52-63
5. დვალი თ., ანდღულაძე ნ., სილოგავა ვ. „ოშკი“ http://gelino.wordpress.com
2009 წ.
6. მაისურაძე, ზ. მცხეთის ჯვარის რელიეფის რესტავრაციისათვის. ძეგლის მე-
გობარი. 1969 r., N18. გვ. 5-8.
7. ელექტრონული რესურსი http://saunje.ge/index.php?id=365&lang=en
8. ვირსალაძე, თ. ატენის სიონი.ხელოვნება. 1984. გვ.5-12. ტაბ. 2,2. 3,1. 3,2. 4,1.
4,2.
9. თ. ხუნდაძე. ძველი აღთქმის სიუჟეტები რელიეფურ ფრაგმენტებზე წირქო-
ლიდან. AKADEMIA. ტ. II . თბ. 2001. გვ. 81-92; სურ. 3.
10. ნ. ალადაშვილი. ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვის რელიეფებზე. (ად-
რეული განვითარებული შუა საუკუნეები). AKADEMIA.ტ. II. თბ.2001. გვ. 77-80.
სურ. 5
11. კ. მაჩაბელი. ტბეთის რელიეფური პორტრეტის ინტერპრეტაციისათვის.
ჟურ. საქართველის სიძველენი.№15. 2012.გვ. 74-96.
12. ირ. გივიაშვილი. ტაოკლარჯეთი. თბ. 2004.გვ. 169-172.
13. ირ. ნიკოლეიშვილი. საერო პირთა გამოსახულებები ზედაზნის კანკელზე.
ჟურ. ძეგლის მეგობარი. №2. გვ. 116, სურ. 75,83.
14. ნ. სარავა. ფრაგმენტული კანკელი გოგნის კარუგდებელის ეკლესიიდან. ჟურ.
ხანძთა.20014; ნ. სარავა. კანკელის ფილა-მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცი-
ით. ქ.ი.მ. შრომები XXIII.გვ.197- 204.
15. დ. თუმანიშვილი. ქ. მიქელაძე. მ. დიდებუილძე. ქართული ქრისტიანული
ხელოვნება. თბ.2010. გვ. 17-21. თბ.
16. Т. Вирсаладзе. Избранные Труды – Фресковая роспис в церкви Арханелов села
Земо Крихи. ст.25-94. тб.33-34.
17. Т. Вирсаладзе. Фресковая роспис художника Микаеда Маглакели в Масхвариши.
ст.145-224. тб.148-149.
18. Н. Аладашвили. Г. Алибегашвили. Живаписная школа Сванетий.
19. ყინწვისი ალბომი, ო. ეგაძის რედაქტორობით; თბ., ხელოვნება 1979
20. დ. თუმანიშვილი. ქ. მიქელაძე. მ. დიდებუილძე. ქართული ქრისტიანული
ხელოვნება. თბ.2010. გვ. 17-21. თბ.
21. გელათი – არქიტექტურა მოზაიკა ფრესკები. ავტორთა ჯგუფი.
გამომცემლობა „ხელოვნება“ , თბ., 1982.
22. ნ. ჭიჭინაძე. შუა საუკუნეების ქართული ხატწრა.თბ.2011. გვ.5-18.ტაბ. 2, 7, 8,
31, 41.
23. თ. საყვარელიძე. გ. ალიბეგაშვილი. ქართული ჭედური და ფერწერული ხა-
ტები. თბ. 1980. ტაბ. 6, 25.
24. ელექტრონული რესურსი: პ. ბუხრაშვილი ერთი ქართული
იკონოგრაფიული მოტივის თაობაზე
https://www.google.ru/url?sa=Ficonography.pdf=rjt
25. დ. ხუსკივაძე. შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი. საქ. სახ. ხელ. მუზეუ-
მი. ტაბ. 39, 68.
26. Ш. Амиранашвили. ГРУЗИНСКАЯ МИНИАТЮРА. 1966. москва. искусство.
таб.73.

123
შინაარსი
შესავალი ………………………………………………………………………………. 5

თავი 1. ქართული ნაქარგობის კვლევისადმი მიძღვნილი სპეციალური


ლიტერატურის მიმიხილვა ………………………………………………………… 6

ლიტერატურა: ........................................................................................................ 13

თავი 2. ნაქარგობის წარმოშობა და მისი განვითარების ადრეული პერიოდი ..17

2.1. ნაქარგობა უძველეს წერილობით წყაროებში ............................................... 17

ლიტერატურა: ........................................................................................................ 20

2.2. ქართული ხელსაქმის ტრადიციები უძველეს წერილობით ...................... 21

ლიტერატურა: ........................................................................................................ 37

2.3. ქსოვილისა და ნაქარგობის ნაშთები საქართველოს არქეოლოგიურ აღმო-


ჩენებში……………………… ..................................................................................... 41

ლიტერატურა: ........................................................................................................ 48

2.4. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები უძველეს იკონოგრაფიულ


ძეგლებში ..................................................................................................................... 50

2.4.1. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები ქართული ქვაზე


კვეთილი რელიეფების მიხედვით ..................................................................... 54

2. 4. 2. ადრეული პერიოდის ნაქარგობათა სახეები კედლის მხატვრობის,


ფერწერული ხატების, ჭედურობისა და მინანქრის მიხედვით ................... 72

ლიტერატურა: ...................................................................................................... 122

დ ა ნ ა რ თ ი
…………………………………………………………………………..Ошибка!
Закладка не определена.
126
ილუსტრაციების სია:

1. სამწევრისის სტელის (V-VI ს. მიჯნა) ფრაგმენტი;


2. დავათის ქვაჯვარას (VI ს. II ნახ.) ფრაგმენტი;
3. ბრდაძორის ქვაჯვარას (VIს. II ნახ.) ფრაგმენტი;
4. ბუჩურაშენის სვეტის (V-VII სს.) ფრაგმენტი;
5. კატაულას ქვასვეტი (VII ს.);
6. უსანეთის ქვასვეტის (VIII-IX სს.);
7. ოშკის (X ს.) ორი სტელა;
8. მცხეთის ჯვრის ტაძრის რელიეფი – ქობულ სტეფანოზი სტეფანე
დიაკონის წინაშე (VI-VII სს)
9. მცხეთის ჯვრის ტაძრის რელიეფი – პატრიკიოსი სტეფანოზი
უფალსგან კურთხევას ღებულობს;
10. მცხეთის ჯვრის ტაძრის რელიეფი – ადარნასე ვიპატოსის რელიეფი;
11. მცხეთის ჯვრის ტაძრის ხუროთმოძღვარი;
12. ატენის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რელიეფები (IX-IX სს.);
13. რუისის რელიეფი (IXს.);
14. მენაღარე ანგელოზი – ჯოისუბნის ეკლესიის რელიეფი(X ს. I მესამედი);
15. ხარება – ჯოისუბნის ეკლესიის რელიეფი (X ს. I მესამედი);
16. წირქოლის რელიეფი (X ს.);
17. ვალეს ტაძრის რელიეფი (X ს.);
18. უდეს ტაძარის რელიეფი;
19. სოხუმის მიდამოებში აღმოჩენილი ფილის რელიეფი (X ს.);
20. დოლისყანის რელიეფი (X ს.);
21. კუმურდოს აფრების რელიეფები (X ს.);
22. აშოტ კუხის რელიეფი – ტბეთის საკათედრო ტაძარი (X ს.);
23. დავით III კურაპალატი და ბაგრატ ერისთავთ ერისთავი – ოშკის
ტაძრის ფასადის რელიეფები (X ს.);
24. დავით III კურაპალატი და ბაგრატ ერისთავთ ერისთავი – ოშკის
ტაძრის ინტერიერის რელიეფები (X ს.);
25. შეპიაკის რელიეფი (X-XI სს. მიჯნა);
26. ზედაზნის კანკელის ფილის რელიეფი;
27. სხიერის (X ს. I მესამედი) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის კანკელის
ფილა;
28. გოგნის „კარუგდებელის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის
კანკელის ფილა (X ს.);
29. ქსნის არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია (IX ს.);
30. მთავარანგელოზთა მოქარგული სამოსი – დავით გარეჯის დოდოს რქა
(IX-Xსს.);
31. ატენის სიონის ტაძრის ფრესკები (XI ს.);
32. გელათის ტაძრის ფრესკა ქალკედონის ტაძარი – კრება (XII ს.);
33. გელათის ტაძრის ფრესკა ეთესის ტაძარი – კრება (XII ს.);
34. გელათის ტაძრის მოზაიკა (XI I I ს.);
35. გელათის ტაძრის ფრესკა – კონსტანტინე და ელენე (XVI ს.);
36. საქტიტორო პორტრეტები კახთა მეფის ლევანისა და სამეფო ოჯახის
წევრების გამოსახულებით (XVI ს.);
37. წმ. გიორგის ჭედურ ხატი ნაკიფარის ეკლესიიდან (XI-XII სს.);
38. წმ. გიორგის ფერწერული ხატი და მისი ზურგი სოფ. საყდრის ეკლესიიდან
(XI ს.);
39. დავით მეფის მიერ ბერსაბეს შეყვარება –ფსალმუნის მინიატურა( XIII
ს.).
1 2

3 4
5 6

7
8 9

10
12

13
14 15

16 17
18 19

20
21

22 23
24

25 26
27 28

29
30

31
32

33
34

35
36
37

38
39

You might also like