You are on page 1of 4

ჰომეროსი

ჰომეროსი დაიბადა მცირე აზიაში,ქალაქ სმირნას


მახლობლად.მის დედას ერქვა
კრეთეისი.თავდაპირველად მას ერქვა მენესიგელესი
რაც მდინარე მენესთან შობილს ნიშნავდა.ერთ-ერთი
მოგზაურობის დროს ჰომეროსი დაბრმავებულა და
ამის შემდეგ დაუწყია წერა.მას შეარქვეს “ჰომერონ” ანუ
ადამიანი ვინც ვერ ხედავს.პოეტი ცხოვრობდა კუნძულ
იოსზე ცოლთან და ქალიშვილთან ერთად.აქვე
გარდაიცვალა და დაასაფლავეს.მისი ცნობილი
მოსწავლეებისა და მიმდევრების ე.წ. ჰომერიდების
სკოლაც აქ მდებარეობდა.ჰომეროსი მოღვაწეობდა
მერვე საუკუნეში.რისი დასტურიცაა მისი
პოემები,რომლებიც გეომეტრიული რენესანსისთვის
დამახასიათებელი პრინციპებითაა
შექმნილი.სამწუხაროდ მასზე მწირი ინფორმაცია
გვაქვს.თუმცა იგი მიჩნეულია მსოფლიო დონის
პოეტად,ნოვატორად მრავალ სფეროში და
ბერძნებისათვის იყო სათაყვანებელი
პიროვნება.ჰომეროსი იყო გენია,რომლის
შემოქმედებაზეც იზრდებოდნენ თაობები,რომელიც
გახდა საფუძველი და მისაბაძი სხვა ავტორებისთვის
და მისი შემოქმედება დღესაც იწვევ მკითხველის
აღფრთოვანებას.28 საუკუნის შემდეგაც წარმოადგენს
ადამიანთათვის სულიერ საზრდოს.
ელჩობის ეპიზოდი.

მას შემდეგ რაც ზევსის ნებით ტროელებმა მუსრი


გაავლეს აქაველებს.აგამემნონი დამწუხრდა და
გადაწყვიტეს აქილევსისთვის ელჩობის გაგზავნა რათა
დაეყოლიებინათ ომში ჩაბმაზე.აქილევსთან
მივიდნენ,ფიონიქსი,აიანტი და ჭკუაუხვი აიანტი.მათი
განზრახვა აქილევსმა წინასწარ იცოდა,მოუსმინა
მათ,გაუმასპინძლდა და უთხრა რომ მისი რისხვა არ
დამცხრალა აგამემნონის მიმართ და აღარ აპირებს
სახელის დიდებისა და გამდიდრებისთვის
ბრძოლას.იმის გამო რომ შეურაცხყოფილად გრძნობდა
თავს,განრისხებულმა აქილევსმა მასპინძლობის
შემდეგ სტუმრები კვლავ უარით გაისტუმრა.

ჰექტორის დახასიათება

ჰექტორი წარმოადგენს ტროას სიმბოლოს,იგი ატარებს


მისი დიდების ხასიათს.ჰექტორს ჰომეროსი აღწერს
ისეთი ეპითეტით როგორიცაა ზუჩმოელვარე და
მამაცი.მისგან ავტორი არ ქმნის მტრის ხატს.ჰექტორი
არის ღირსეული ვაჟკაცი,კარგი მეომარი,კარგი
მეუღლე და მამა და ურჩევნია ბრძოლის ველზე
მოკვდეს.საკუთარი ხალხი და ოჯახი დაიცვას და
სახელი მოიხვეჭოს.
კირკეს ეპიზოდი

კირკე ცხოვრობდა კუნძულ აიაზე.იყო გრძნეული


ქალღმერთი.ოდისევსმა თავისი მეგობრები გააგზავნა
მასთან,რათა გაეგო ვინ ცხოვრობდა კუნძულზე.კირკემ
ისინი ღორებად აქცია და ჩაკეტა.როდესაც ოდისევსმა
გადაწყვიტა კირკესთან წასვლა მას გამოეცხადა
ღმერთი და დაარიგა როგორ უნდა მოქცეულიყო.მისცა
ბალახი,რომლის საშუალებითაც კირკეს ჯადოქრობა
არ გაჭრიდა.კირკესთან მისულმა ოდისევსმა
ყველაფერი სწორად გააკეთა,კირკემ მას ერთგულება
აღუთქვა და მეგობრებთან ერთად ოდისევსი მის
კუნძულზე ერთი წელი ცხოვრობდა.კირკემ ურჩია
ოდისევს ჰადესის საუფლოში ჩასვლა და მისნის
სულთან გასაუბრება.და უწინასწარმეტყველა რომ
ფათერაკებიანი გზით დიდი ხნის შემდეგ მაგრამ მაინც
დაბრუნდებოდა შინ.

პენელოპეს დახასიათება

პენელოპეს ავტორი და ყველა გმირი ახასიათებს


როგორც ერთგულ ცოლს.მას სულ პატარა ჰყავდა
შვილი,როდესაც ოდისევსი ტროას ომში გაემგზავრა
და 20 წლის განმავლობაში ერთგული იყო თავისი
ქმრის.თუმცა კეკლუცობაზეც არ ამბობდა უარს და
სასიძოებს გადაჭრით უარს არ ეუბნებოდა.პენელოპე
არის გამჭრიახი,ცბიერი გონების პატრონი
ქალი,როგორც ოდისევსი.იგი წლების განმავლობაში
ატყუებდა სასიძოებს და ერთგულად ელოდა ქმარს.

You might also like