You are on page 1of 4

სისხლის მიმოქცევის წრე

ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა ორი - დიდი და მცირე წრისაგან შედება.

მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიით, რომელიც ფილტვის


ორ - მარჯვენა და მარცხენა არტერიებად იყოფა. მათში ჟანგბადით ღარიბი ვენური
სისხლი მოძრაობს. ფილტვის არტერიები შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა
ფილტვში შედის, უხვად იტოტება და საკმაოდ ხშირ კაპილარულ ქსელს ქმნის.
კაპილარები გარს ფილტვის ბუშტუკებს ალვეოლებს, რომლებშიც ხდება გაზთა ცვლა
კერძოდ, სისხლიდან ნახშირორჟანგის გადასვლა ფილტვის ბუსტუკებში , ხოლო
ბუშტუკებიდან ჟანგბადის შესვლა სისხლში. ამის შემდეგ ფილტვის ოთხი ვენით
მარცხენა წინაგულში უკვე არტერიული სისხლი ჩადის. აქ მთავრდება სისხლის
მიმოქცევის მცირე წრე.

სისხლის მიმოქცევის მცირე წრის კაპილარები უზრუნველყოფენ სისხლის გაჯერებას


ჟანგბადით. (ვენური სისხლი გარდაიქმნება არტერიულად)

მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში გადასული სისხლი ყველაზე მსხვილი


არტერიით - აორტით გამოედინება პარკუჭიდან და ორგანოებისკენ მიემართება.
მარცხენა პარკუჭის კუნთოვანი კედელი უფრო სქელია, ვიდრე მარჯვენასი,, ვინაიდან
იგი უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს.სისხლს აოტრით ყველა ორგანოს აწვდის. ასე
იწყება სისხლის მიმოქცევის დიდი წრე.აორტა იტოტება არტერიებად, არტერიები
უფრო წვრილ არტერიებად, ბოლოს კი- კაპილარებად, რომლებიც ეკვრის ორგანოებს,
ქსოვილებს და უჯრედებს. კაპილარებში მიმდინარე სისხლი მათ აწვდის ჟანგბადსა
და საკვებ ნივთიეებებს. იქიდან კი ნახშირორჟანგი და დაშლის პროდუქტები
გამოაქვს.ამრიგად ,კაპილარებში არტერიული სისხლი ვენურად გარდაიქმნება. ეს
კაპილარები შემდეგ ერთდება და ქმნის ვენებს. ბოლოს ყველა ვენა თავს იყრის ორ
მსხვილ - ზედა და ქვედა ღრუ ვენაში, რომელიც მარჯვენა წინაგულს უერთდებადა
ვენური სისხლი შეაქვს. აქ მთავრდება სისხლის მიმოქცევის დიდი წრე.

ქსოვილური სითხე.

ლიმფა
სისხლი ცალკეულ უჯრედებთან კავშირს ქსოვილური სითხით ამყარებს.
ქსოვილური სითხე წარმოიქმნება კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში
გაჟონილი პლაზმისაგან, ამიტომ თავისი შედგენილობით ის სისხლის პლაზმის
მსგავსია.

კაპილარებიდან სისხლით მიტანილი საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი


ქსოვილურ სითხეში გადადის, იქიდან კი უჯრედებში შედის. უჯრედებიდან
დაშლის პროდუქტები ჯერ ქსოვილურ სითხეში გადადის და მხოლოდ ამის
შემდეგ, კაპილარების გავლით სისხლში.
ქსოვილური სითხე გამუდმებით ივსება სისხლიდან გამოჟონილი
ნივთიერებებით.კაპილარები განუწყვეტლივ კარგავს სითხეს, რომელიც რაიმე
ფორმით უკან უნდა დაუბრუნდეს, ამიტომ ქსოვილური სითხის დიდი ნაწილი ,
რომელიც უჯრედების ცხოველმოქმედების პროდუქტებს შეიცავს , ლიმფურ
კაპილარებში შედის და ამ მომენტიდან ლიმფად იწოდება. ლიმფური კაპილარები
სისხლის კაპილარებისაგან განსხვავებით , ბრმად იწყება ქსოვილებში. ლიმფის
შემადგენლობა ქსოვილური სითხის შემადგენლობისაგან ოდნავ განსხვავდება. იგი
ცხოველქმედების პროდუქტებს მეტი რაოდენობით შეიცავს.

ლიმფურ კაპილარებს აქვთ მაღალი შეღწევადობა, ისინი ქსელავენ ყველა ორგანოს


და ქსოვილს. გამონაკლისია თავისა და ზურგის ტვინი, მათი გარსები, ხრტილები,
თვალის რქოვანა და ბროლი. ლიმფური კაპილარები ეწრყმიან ერთმანეთს , ქმნიან
უფრო მსხვილ ლიმფურ კვანძებს და საბოლოოდ ზედა ღრუ ვენას უერთდება,
რომელსაც ლიმფა მარჯვენა წინაგულში ჩააქვს, ლიმფურ ორგანოებს
მიეკუთვნებიან აგრეტვე ელენთას და მკერდუკანა ჯირკვალს (თიმუსს), რომელთა
ერთ-ერთი ფუნქციაა ლიმფოციტების წარმოქმნაა.
ამრიგად, ლიმფური სისტემის როლია:

 ქსოვილებიდან და ორგანოებიდან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების და


ასევე ჰორმონების, ცხიმების გამოტანა.
 ცხიმისა და ცხიმში ხსნად ნივთიერებათა შეწოვა და ტრანსპორტი
 ქსოვილებიდან ჭარბი წყლის გამოტანა და სისხლში დაბრუნება
 ასევე ცილების დაბრუნება ქსოვილური სითხიდან სისხლში.
 იმუნურ რეაქციებში მონაწილეობა- ლიმფოციტებისა და ანტისხეულების
წარმოქმნა.
დაავადებულ ორგანიზმში ლიმფური გზებით გადაადგილდებიან
ბაქტერიები და ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები.

სისხლი მოძრაობს წრიულად: ორგანოებიდან გულისკენ და გულიდან


ორგანოებისკენ.
ლიმფა მოძრაობს ცალმხრივად ორგანოებიდან გულისკენ.

ღვიძლში შედის როგორც ვენა (კარის ვენა) , ისე არტერია (ღვიძლის


არტერია), გამოდის მხოლოდ ვენა ( ღვიძლის ვენა).

You might also like