You are on page 1of 32

ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი.

- ა -.

აგარაკი - სახნავ-სათესი მიწა.

აზმნობა - ფიქრი; არა აზმნობდეს - არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს.

ალაფი - დავლა, ნადავლი.

ამაო - უსარგებლო, უქმი.

ამბორის ყოფა - კოცნა.

ამდმელი - ამღები.

ანაზდეული - უცაბედი, მოულოდნელი.

ანგარება - სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა.

ანთრაკი - ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი.

არგანი - ჯოხი, კვერთხი.

არდაბაგი - სარკმელი.

არდაგი - წინსაფარი, ტილო.

არება - მიმოდა არებ თვალთა - აქეთ-იქით იხედები.

არვე - ცხვრის ფარა.

არია - პლანეტა მარსი.

ასლი - პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა.

ასო - ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო.

ასპიტი - ძლიერ შხამიანი გველი.

აფროდიტი - პლანეტა ვენერა.

აღდება - მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული მოდებული, მოკიდებული.

აღვსება - აღდგომა.

აღკრება - დაკრეფა, აღება.


აღლაღება - გალაღება, გათამამება.

აღმონაღები - ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი.

აღმოსავალი - აღმოსავლეთი.

აღმოდდა - ამოღება, ამოთხრა.

აღნადგინები - სარგებელი, პროცენტი.

აღტყველვა - ტაშის შემოკვრა სიხარულით.

აღტყინებული - ანთებული, აღგზნებული.

აღუბორგველობა - აღუშფოთველობა, გაურისხველობა.

აღუზვავებელი - ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული .


(საპირისპირო ცნებაა აღზევებული).

აღქმა - აყვანა; აღიქვა - შეისვა.

აღძრვა - აჯანყება, აბუნტება.

აღჭურვა - შეიარაღება.

აღდოცა - აღფხვრა, წაშლა, აღგვა.

- ბ -.

ბაია - დანაკის კუდის ფოთოლი.

ბასრობა - კიცხვა, დაცინვა, გინება.

ბებკი - ძონძი, კონკი, ნაგლეჯი.

ბევრი - ათი ათასი (10 000); ბევრეული - ათი ათასეული.

ბევრის ბევრეული - ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი.

ბელიერი - ეშმაკი, ავი სული.

ბერწი - უშვილო.

ბეცება - ბარბაცი.

ბიალონი - თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები).

ბისონი - ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ


მეფეები და მღვდელმთავრები.
ბოროტ-მზრახველობა - ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა.

ბრჭალი - ტერფი.

ბურდო - ფეტვის ბზე, გაულეწავი.

ბურვა - ხურვა.

ბუქი - ქარბუქი.

ბჭე - კარი, შესავალი.

- გ -.

გავალაკი - საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.

გამკაცრება - გაფრთხილება, მორიდება.

გამოვრდომა - გამოვარდნა.

გამოთარგმანება - განმარტება.

გამომდდელი - გამომგდები, გამომდევნელი.

გამოტევება - გამოშვება.

გამოღება - გამოსხმა (ნაყოფისა).

გამოხვმა - გამოღება, გამოყვანა.

გამოწვლილვა - დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა.

გამოდუება - გამოკლება.

განბასრვა - გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება.

განბძარვა - გაგლეჯა.

განბჭობა - განსჯა.

განგლისპებული - გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული .

განგოზი - კირი, გაჯი.

განდრეკილობა - განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან ).

განვაჭრებული - განსყიდული.

განვლინება - გაგზავნა, გაშვება.

განვლტოლა - გაქცევა.
განვრდომა - გავარდნა.

განზვავებული - გაამაყებული, გადიდგულებული.

განკითხვა - განსჯა, გასამართლება.

განკრძალვა, განკრძალება - მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული -


გაფრთხილებული, მორიდებული.

განლაღება - გალაღება, გათამამება.

განლევა - გათავება.

განლიგება - გაშტერება, გარინდება, გაჩუმება.

განმარტება - გაშლა.

განმსტრობა - დაზვერვა.

განმტკიცება - გამაგრება.

განმხრწნელი - წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი.

განოტება - განდევნა, გაძევება, მოშორება.

განპოხება - გასუქება.

განრინება - ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი - გადასარჩენი.

განსვენება - მოსვენება.

განსპეტაკება - გათეთრება, გაწმენდა.

განსხიპვა - გაჭიმვა, გაკვრა.

განსხმა - გაძევება, განდევნა.

განქარვება - გაუჩინარება, გაბრობა.

განქიქება - შერცხვენა, გაკიცხვა.

განქრევა - გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა.

განჩინება - განკითხვა, განსჯა.

განცდა - დანახვა, განჭვრეტა.

განცემა - სობა, გარჭმა.

განცოფება - გაგიჟება, გახელება.


განცხოველება - გაცოცხლება.

განცხრომა - ლხენა, შვება, დროს ტარება.

განძება - გაძევება, განდევნა.

განძვინება - გამძვინვარება, გააფთრება.

განწონება - გაჩრა, გარჭმა, ჩასობა.

განწყობა - საბრძოლველად გამზადება.

განხეთქა - დახევა.

განხვმა - გაღება, გახსნა, გახელა.

განხრწნადი - მოკვდავი.

განდდა - გახდა, გაძრობა.

განდმელი - დამშრალი; ხმელი, გამხდარი.

გარდამოდდომა - გადმოხტომა.

გარე-შემოუწერელი - შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი.

გარე-წარქცევა - გარეთ მიბრუნება.

გაროქვა - გაძარცვა, ქონების გატაცება.

გახელება - გაგიჟება.

გება - არ ეგების - არ შეიძლება.

გეენია - ჯოჯოხეთი.

გვადრუცი - კოლოფი, ყულაბა.

გვემა - ცემა.

გლახაკი - 1. მათხოვარი, გლახა; 2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი; 3. თავმდაბლობა.

გლისპი - ანჩხლი, კაპასი, ავი.

გონება-მოუდრეკელი - რეგვენი.

გრძნა - არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს.

გულდამზიდველი - გულდამზიზღებელი.

გულისთქმა - წადილი, სურვილი.


- დ -.

დაბებკული - დაკონკილი, დაძონძილი.

დაბრყვილებული - მოსუსტებული, დაკლებული.

დაბურვა - დახურვა.

დაბძარვა - დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა.

დაგება - 1. შერიგება; 2. დაფენა, გაშლა.

დადგინება - დანიშვნა, დაყენება.

დადგრომა - დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი გაუჩერებელი, მოუსვენარი .

დადუხჭირება - დაუშნოვება.

დავანება დამკვიდრება, დასადგურება.

დაზრქელებული - გასქელებული.

დათიდება - ატალახება.

დათხევა - დაღვრა. დათხეული - დაღვრილი.

დაკვეთება - დაცემა, დავარდნა.

დაკრება - ჩაქვავება, ჩაქოლვა.

დალტობა - დასველება. დალტობილი დასველებული.

დამარხვა - 1. შენახვა; 2. დამკვიდრება.

დამმარხველი - შემნახველი.

დამაშვრალი - დაღლილი.

დამთხე - მომზრახი (საბა), ქადაგი.

დამოკიდებული - ჩამოკიდებული.

დამსჭვალვა - დალურსმვა. დამსჭვალული - დალურსმული.

დამტკნარება - შესქელება.

დამშთვარი - დამხრჩვალი.

დამძიმება - შეწუხება.

დამწიკულება - გაჭუჭყიანება, გასვრა.


დანაკის-კუდი - ფინიკი, ინდის ხურმა.

დანთქმა - დაძირვა, ჩაძირვა.

დასავალი - დაძავლეთი.

დასტაქარი - ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი.

დასხმა - დაფუძნება.

დატევება - მიტოვება.

დაფლვა - დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული - დამარხული.

დაფხვრა - დაგლეჯა.

დაღნიოშება - გაცუდება, დაუშნოვება.

დაყენებული - აკრძალული.

დაყუდება - დადგომა, ჩადგომა, გაჩერება.

დაშთობა - დახრჩობა.

დაშთომა - დარჩენა.

დაშრტობა - ჩაქრობა.

დაცადება - შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული - დაყოვნებული,


შეჩერებული. დაუცადებელი - შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.

დაცემა - დაკვრა (საყვირისა).

დაწერტა - დაჩხვლეტა ეკლით.

დაწვლილება - დაწვრილება.

დაწუხვა - დახუჭვა.

დაწყობა - შეთანხმება, შეწყობა.

დაჭირვებული - გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული.

დადსნა - დარღვევა, დაშლა; დაუძლურება.

დამდსნელი - დამარღვეველი, დამშლელი.

დადშვა - დახურვა, დაკეტვა.

დედაწული - ჯალაბობა, სახლეული.


დია - პლანეტა მუშთარი.

დიაცი - ქალი, დედაკაცი.

დიკა - გაზაფხულის ნათესი ხორბალი.

დილეგი - საპატიმრო, საპყრობილე.

დრაკჰანი - ოქროს მონეტა.

დრტვინვა - ბუზღუნი.

- ე -.

ებგური - გუშაგი, ყარაული.

ედემი - სამოთხის ბაღი.

ემბაზი - სანათლავი ჭურჭელი.

ემპლასტრო - მალამო, სალბუნი.

ენაბრგვნილობა - ენაჩლუნგობა, ენაბლუობა.

ენკრატისი - მოწესე ქალი.

ენქერი - ხელსახოცი.

ერმი - პლანეტა მერკური.

ექსორია - სამშობლოდან გაძევება, განდევნა.

- ვ -.

ვასილისკო - ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა).

ვაშკარანი - ტომარა, ჩანთა.

ვადში - სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები.

ვლტოლა - გაქცევა.

- ზ -.

ზავებული - შეზავებული.

ზაკვა, ზაკუვა - ცბიერება, თვალთმაქცობა.

ზარდადშა - პატარა ყუთი, კოლოფი.

ზატიკი - პასექი. ზატიკობა აღდგომა.


ზე - 1. ...-ის დროს. მოსეს ზე მოსეს დროს. 2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე.3. ზედა
თანდებული.

ზეზი - ოქროქსოვილი.

ზეშთა-მჩენი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა - ამპარტავნობა,


ამაყობა, ქედმაღლობა.

ზეცისა ძალნი - ანგელოზები.

ზვავი - ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა - ამპარტავნობა, ამაყობა,


ქედმაღლობა.

ზვარაკი - შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული - ნასუქარი, შესაწირავად


გასუქებული მოზვერი.

ზოდი - ზოდიაქო.

ზოსტერი - ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი.

ზრახვა - ლაპარაკი.

ზრდა - კვება.

- თ -.

თავადი - ბატონი, დიდებული, უფროსი.

თავდამოქცევა - თავდაყირა.

თავის მიდრეკა - თავშეფარება; თავთა მისადრეკი - თავშესაფარი.

თანა-განმზრახი - მრჩეველი.

თანა-მოდასე - თანაწევრი, დასის წევრი.

თანანადები - ვალი, გადასახადი.

თარგმანი, თარგმანება, თარგმნა - განმარტება.

თაფლი ველური - ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი


ჩამოეწვეთების.

თაფლუჭი - ერთგვარი მათრობელა სასმელი.

თეო - ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი.

თვალვა - თვლა.

თვალ-მოუღებელი - თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი.


თვით-სჯულება - თავნებობა.

თვისი - ნათესავი, მოყვარე, თავისიანი.

თხზულება - დაწნული.

თხიერი - ტიკი.

- ი -.

იგავი - იგავნი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

იავარ-ქმნა - აკლება, განადგურება, აოხრება.

ინანი - ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი.

ისმაიტელი - ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი.


შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები.

იფქლი - ხორბალი, პური.

იქედნე - შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს


კვდება.

იშვით - იშვიათად.

იძრვისი - რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).

იწრო - ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება - სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული.

- კ -.

კავშირი - ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი).

კაზმა - იხ. განკაზმა.

კარაული - სახედარი, ჯორი.

კაჩალო - ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.

კაცად-კაცადი - თითოეული.

კბოდე - ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.

კდემა - რიდი, რცხვენა.

კვართი - ქრისტეს პერანგი.

კვეთება - შეხეთქება, შესკდომა.


კირიელეისონ - ბენძნულია, ქართულად ნიშნავს უფალო, შეგვიწყალენ!.

კლემაქსი - კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება.

კლიტე - გასაღები.

კმა - საკმარისი.

კოლვიზმა -დიდი მარხულობა.

კომსობა - ერისთავობა.

კოჭიკური - ნაპარსი თმა.

კრეტსაბმელი - ფარდა.

კრონოს - პლანეტა სატურნი.

კრჩხიალი, კრჩხიალება - საზარელი კივილი.

კრძალვა - რიდება.

კუკული - ბერის ქუდი.

კუროს თავი - ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).

- ლ -.

ლაინი -შეღებილი ნარმა.

ლალვა - ჩხუბი.

ლანქერი - თოვლის ღვარი.

ლანძვი - სარკმელი, ფანჯარა.

ლიზღობა - მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი.

ლირწი - ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება -ვნებიანობა,


მხურვალება.

ლიტონი - უბრალო.

ლიქნა - პირფერობა.

ლმობა - ტკივილი.

ლტობა - დასველება.

ლტოლვილი - გაქცეული.
- მ -.

მაგისტროსი - მოძღვარი.

მალიად - სწრაფად, ჩქარა.

მამონა - უსამართლოდ შეძენილი ქონება.

მამწყობარი - შემწყობელი.

მანანა - ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ


ებრაელებს უდაბნოში.

მანდატური - ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე.

მანიაკი - მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო.

მანქანება - სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი.

მაოტებელი - განმდევნელი, გამაქცეველი.

მაოხარი - ამაოხრებელი.

მართვე - ბარტყი, ბახალა.

მარმენიო - ბედისწერა.

მარტვილი - წამებული, მოწამე.

მაღნარი - მაღალი და ხშირი ტყე.

მახა - ასლი.

მგბარი - მოხარშული.

მგვემელი - მცემელი.

მგზნებარი - მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი.

მგმობარი - მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი.

მგრგვალი - -?

მდუმრადი - მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი.

მდღევარი - დღიური.

მებეჭე - მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს.

მებრუჟეობა - ლოთობა.
მეზვერე - მებაჟე, ხარკის ამკრეფი.

მეინახე - თანამესუფრე.

მეკერმე - კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი.

მეკობრე - ავაზაკი, ყაჩაღი.

მეკრე კარის მცველი.

მელი -მელია.

მემთრვალე - ლოთი; მემთრვალეობა - ლოთობა; მთრვალობა - თრობა.

მთხრებლი - ორმო, თხრილი.

მიგება - მიზღვევა; მისაგებელი - მისაზღავი.

მიდამო-ვლა - აქეთ-იქით სიარული.

მიდგომა - დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება - დაორსულება.

მიდრკომა - გადახრა, გადახვევა.

მითვალვა - მითვლა, თვლით მიცემა.

მილიონი - მილი (სიგრძის საზომი ერთეული).

მიმდემი - მუდმივი, მარადიული.

მიმყოლი - მიმდევარი.

მიმწუხრი - საღამოს.

მიპყრობა - მიწოდება, მიცემა.

მისაგებელი - იხ. მიგება.

მისადრეკკლი - თავშესაფარი.

მიტაცება - წართმევა, წაგლეჯა.

მიღება - წართმევა.

მიჩემება - მისაკუთრება.

მიწევა - მიღწევა.

მიწურვა - მიახლოვება.

მიხვეჭა - წართმევა, მიტაცება.


მიხვმა - (დორცნი) მარიამისაგან მიიხვნა - (ხორცი) მარიამისაგან შეისხა.

მკალი - კალია.

მკელობელი - კოჭლი.

მკვრელი - დამკვრელი.

მკოდოვანი - ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება - სიღარიბე, სიღატაკე,


უქონელობა.

მლევანება -- გულსავსეობა, გულუხვობა.

მოაბა - ტახტრევანდი.

მოგება - 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა; 2. შეძენა, მოპოვება.

მოგვი - ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი.

მოდასე - დასის წევრი; მოდასეობა დასის წევრობა.

მოდნობა - მონელება.

მოდრეკა - მოქცევა, მობრუნება.

მოვაჭრებული - მოშოვებული, შეძენილი.

მოვლება - მოტარება.

მოზავებული - ???????

მოთვალული - თვლებით მოჭედილი.

მოკვეთა - მოჭრა, გადატ. მოკვლა.

მოკიცხარი - მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის.

მოლალე - მოჩხუბარი, მოშუღლე.

მომახურება - მარყუჟის გაკეთება.

მომედგრება - გაზარმაცება.

მომსყიდელი - მყიდველი.

მომტვერება - მტვრად ქცევა, მოსპობა.

მომღერალი - მოცეკვავე, მოთამაშე.

მომყმარი - მშიერი; მომყმარება - შიმშილი.


მონებება - მონდომება, მოსურვება.

მონიჭება - დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება.

მორბევა - დარბევა, აოხრება.

მორისვა - მოპარსვა, გაკრეჭა.

მორყვნა - მუცლის მოშლა.

მოსავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი.

მოსიკვდიდ - იხ. სიკვდილი.

მოსმიერი - ღვინის მსმელი.

მოსპოლვა - მოსპობა, განადგურება.

მოსრვა - მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოსურნე - შეყვარებული.

მოტყინარე - მოგიზგიზე, ანთებული.

მოფხვრა - მოგლეჯა.

მოქცევა - მობრუნება.

მოღება - 1. მოტანა; 2. წართმევა.

მოღვაწება - შოვნა, მოპოვება.

მოყივნება - მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა.

მოყმობა - შიმიშილით სიკვდილი.

მოშთობა - მოხრჩობა.

მოშოება - შოვნა, შეძენა; მოშოებული - ნაშოვნი, შეძენილი.

მოცალე - მოცლილი.

მოძაგება - შეძულება, შეძგაება.

მოწესე - მონაზონი ქალი.

მოწიწვა - მოწიწება, მოკრძალება.

მოწლედ - მოწიწებით, მოკრძალებით.

მოწყვედა - ამოწყვეტა, ამოჟლეტა.


მოხად - მოვხადოთ - მოვუწოდოთ; მოხადა - გამოიწვია.

მოხვეჭა - ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი - შეძენილი ან მოპოვებული


უსამართლო გზით.

მოხოიშნება - იხ. მეხვაიშნობა.

მოდდომა - თავდავხმა, მოვარდნა.

მპარავი - ქურდი.

მრე - მძლე, მომრევი.

მრთელი - ჯანმრთელი.

მრივსელი - მპარსველი, მკრეჭელი.

მროკავი - მოცეკვავე.

მრჩობლი - წყვილი, ორი.

მსასოებელი - მოიმედე.

მსგეფსი - ერთი კვირა.

მსოფლიო - ამქვეყნიური.

მსტოვარი - მზვერავი, ჯაშუში.

მსხემი - მწირი, უცხო; მსხემყოფა მწირობა, უცხოობა.

მსხუნავი - მსუსხავი.

მტილი - ბაღი.

მუნებური - იქაური.

მუნთქვესვე - მაშინვე, იმწამსვე.

მფოფინარე - მდუღარე.

მქისე - ხორკლიანი.

მქსინვარე - ძლიერ მქროლავი; სუსხიანი.

მღერა - თამაშობა.

მღილი - ჩრჩილი.

მყვრელი - ძლოკი, ანკარა, გველხოკერა.


მყია - ნაპრალი, ღრე.

მყის - უცბად, მაშინვე.

მცბიერი - ცბიერი.

მცემელი - დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.).

მძიღვი - მჯიღი, მუშტი.

მძრომი - ქვეწარმავალი, ქვემძრომი.

მძრწოლარე - მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს.

მწამლველი - მოგვი, გრძნეული.

მწერტელი - მჩხვლეტელი.

მწვალებელი - ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან


გადამდგარი.

მწვანვილი - მწვანე ბალახი.

მწვირე - წუმპე, მყრალი ტლაპო.

მწვლილი - 1. მარცვალი; 2. წვრილი ფული.

მწიკვლი - ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი - ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური.

მწირობა - მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა.

მწყაზარი - ლამაზი, მშვენიერი.

მწყევარი - ვინც იწყკვლება.

მწყემსი - გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი.

მწყობელი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი.

მწყობრი - მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი).

მწყრომი - მომდურავი, მწყრალი.

მწყურნები - ჭყანტობი, წყლიანი ადგილი.

მჭამელი - ჟანგი.

მჭელი - პეშვი, ერთი მუჭა.

მჭირსნედ - ძლიერად, დიდი საჭიროებით.


მდევალი - ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი.

მჯიღი - მუშტი.

- ნ -.

ნაანგარევი - სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები.

ნაგვემი - ნაცემი.

ნათხაზი - ნაწნავი, დაწნული.

ნაკრტენი - ბუმბული.

ნარცხი - ნარეცხი.

ნასხამოანი - ასხმული.

ნატყვენავი - ნაალაფევი, ტროფეი.

ნაღვარევი - უწყლო ხევი.

ნაყროვანი - გაუმაძღარი; ნაყროვანება - გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა.

ნაწერტი -- ნაჩხვლეტი.

ნაწყაროები - წყაროსავით მონადენი.

ნებ - უნებს - უნდა.

ნერწყვა - მიფურთხება; ნანერწყვი - ნაფურთხი.

ნესტვი - ჩასაბერი ინსტრუმენტი - სტვირი, სალამური.

ნეფხვა - ძლიერი ყინვა.

ნიში - სასწაული.

ნიჭი - საბოძვარი.

ნუზლი - საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.

- ო -.

ოლარი - წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე


კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები.

ომოფორი - ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი).

ორძალი - ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი.


ოსანნა - ძველი ებრული სიტყვაა .

ოტება - განოტება.

ოფაზი - წმინდა, ბაჯაღლო.

ოხჭანი - დასასრული, ბოლო.

- პ -.

პალეკარტი - ბერის სამოსელი - გრძელი, ფართო და ნაოჭიანი.

პარეხი - გამოქვაბული.

პატიჟი - ტანჯვა, სასჯელი.

პელაგონი - ზღვა.

პეტალი - ილერკო ქარვასავით შექმნილი.

კინაკი - ჯამი.

პირად-პირადი - ფერად-ფერადი, მრავალფერი.

პირ-აშკმა - პირის დაღება; პირაშკმული - პირდაღებული.

პირმშო - პირველშობილი.

პურის-მტე - თანამესუფრე.

პურშავი - პურძვირი, ძუნწი.

- რ -.

რბევა - დარბევა, აწიოკება.

რიდე - თავსაბურავი.

როკვა - ცეკვა.

რონინი - სიარული.

რუდუნება - გარჯა, შრომა.

რღვნა (წყლისა) - წარღვნა.

რცხვა - რეცხვა.

- ს -.

საამბორებელი - საკოცნელი.
საანჯმნოდ - საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ.

საბლარდნელი - ჩასაცმელი.

საბრდე -მახე.

საბურველი - თავსაფარი.

საბუხარი - ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე


წამოსაცმელი.

საგვემელი - რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი.

საგრძნობელი - შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი).

სადაგველი - რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ .

სადუკეველი - ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და


მკვდართა აღდგომას.

სავაჭრებელი - საშოვნელი, შესაძენი.

საზრდელი - საჭმელი, საზრდო, საკვები.

საკანონო - სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა.

საკიდრობა - საკიდარი, რაც ასაკიდია.

სალბუნი - მალამო.

სამე - მართლაც, ნამდვილად.

სამთელებელი - გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი.

სამკვიდრო - მამული და საცხოვრებელი ადგილი.

სამროწლე - სანახირე.

სამსალა - საწამლავი.

სამსჭვალი - ლურსმანი.

სამწყურვალო - მოსაწყური.

სამჭედური - ანკესი.

სანეშტე - ფეხისალაგი.

სანიჭარი - საბოძვარი, საჩუქარი.


საპოხლად - გასასუქებლად.

სარეწავი - ხელფასი.

სარვაგი - ანგარიშიანობა, სარფა.

სართული - ჭერი, სახურავი.

სასოება - იმედი.

სასტიკი - ძლიერი, მკაცრი.

სასყიდელი - საფასური.

სასძლო - სასუფეველი.

საურწყო - რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.).

საქონელი - უძრავი ქონება.

საღნიოშო - სიბილწისა და სიბინძურის ადგილი.

საყნოსელი - ცხვირი.

საყოლელი - მოძრავი ქონება.

საცნობელი - ჭკუა-გონება.

საძნაური - საძნელო.

საწერტელი - ეკალი; საჩხვლეტი.

საწმისი - მატყლი.

საჭვირობელი - საჭვრეტელი, საყურებელი.

საჭურველი - საომარი იარაღი.

საჭურჭლე - საგანძური.

სახიობა: სახიობითა დმობენ - მღერიან.

სადმილი - ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი.

სადმილავი - ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა.

სენაკი - ბერის საცხოვრებელი ოთახი.

სერი - 1. ვახშამი; სერობა - ვახშმობა. 2. ჭრილობის ნასახი.

სერობინი - ექვსფრთიანი ანგელოზი.


სეფეწული - დიდებულთა ვაჟი, უფლისწული.

სიბორგილე - სიგიჟე, სიშმაგე.

სიგლისპე - სიანჩხლე, სიკაპასე.

სივლტოლა - გაქცევა.

სირი - ჩიტი.

სიღნიოშე - სიბილწე, სიბინძურე.

სიღოდა - უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება.

სიყმილი - შიმშილი.

სიცბილი - ცბიერება.

სიცოფე - სიგიჟე.

სკორე - ცხოველთა განავალი.

სკუპა - პატარა ქუდი.

სმინება - გაგებინება.

სნება - ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი - სნეული, დასნეულებული.

სოდომური ცოდვა - მამათმავლობა.

სოფელი - ქვეყანა, წუთისოფელი.

სპასპეტი - მხედართმთავარი.

სპეტაკი - თეთრი.

სრბა - სირბილი.

სრვა - სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა.

სტავრა - სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი.

სტევი - აქლემის მატყლი.

სტიხარი - სამღვდელო კვართი (მოსასხამი).

სტომაქი - კუჭი.

სულთქმა - ოხვრა-კვნესა, მწუხარება.


სქემა - ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ
ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი).

სხეპლა - ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა.

- ტ -.

ტაბლა - სუფრა.

ტაკუკი - ღვინის ხელადა.

ტალავარი - კარავი.

ტალანტი - ვერცხლის ან ოქროს ფული.

ტარიგი -კრავი.

ტევა: არა უტეოს - არ მიუშვას; არა უტევებთ - არ უშვებთ.

ტვირთვა - დატევა.

ტრაპეზი - ბერთა სასადილო, ტაბლა.

ტყება - დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა.

ტყველვა - ტაშის შემოკვრა.

- უ -.

უამავრობა - უამრავი, ურიცხვი.

უაღრესი - საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი).

უბანი - ქუჩა, შუკა, მოედანი.

უგლიმი - გულქვა, შეუპოვარი.

უდარესი - უმცროსი, უმრწემესი.

უდები - ზარმაცი, მცონარე; უდებება - სიზარმაცე, მცონარება.

უზავებელი - შეუზავებელი.

უზაკველი - უბოროტო.

უზეშთაესი - უზენაესი, უმაღლესი.

უზმა - უჭმელი ;უზმაობა - უჭმელობა.

უთმინო - მოუთმენელი.
უკერველი - შეუკერველი.

უკმორეწყდომა - ცოტა უკან ჩამორჩენა.

ულირწველობა - არა-ვნებიანობა.

უმაშვნო - უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი).

უმკოდოვნესი - უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი.

უმრწემესი - უმცროსი.

უმსჯავრო - უსამართლო.

უმწერტელესი - ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა.

უნაყროვნო - არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი.

უნდო - 1. უღირსი, ცუდი. 2. მიუნდობელი.

უნებური - არასასურველი.

უნჯი - განძი; უძრავი ქონება; უნჯება განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება).

უოხჭნო - დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი.

უპოვარი - უქონელი; უპოვარება - უქონლობა.

უპირატესი - უაღრესი, აღმატებული.

ურვა - წუხილი.

ურწყული - უდაბნო; ურწყავი ადგილი.

უსართულო -უსხლკარო, უთავშესაფრო.

უსასო - უიმედო; უსასოება - უიმედობა.

უსასყიდლო - უძვირფასესი, ფასდაუდებელი.

უსჯულო - არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი.

უფალი - ბატონი, მეპატრონე.

უღნიოშესი - უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი.

უღონო - უსაშველო; უღონოება - უსაშველობა.

უშრეტი - ჩაუქრობელი.

უც - უდევს.
უცები - უვიცი.

უცნობო - უსულო, რასაც ცნობა არა აქვს.

უძილი - დაუძინებელი.

უწვევარი - დაუპატიჟებელი.

უწყალო - შეუბრალებელი.

უხანოება - ხანმოკლეობა.

უხრწნელი - 1. წაუხდენელი, უბიწო. 2. უკვდავი, უბიწო;

უხრწნელება - უკვდავება.

უდამური, უდამრობელი - ფეხშიშველი.

უდმობელი - ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი.

უდსარი - გაუხსნელი.

- ფ -.

ფარეხი - ცხვრის სადგომი.

ფარისეველი - მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი


სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი.

ფარშამანგი - ფარშევანგი.

ფერეზიკი - დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს).

ფეშხუმი - საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად.

ფილონი - სამღვდლო სამოსელი.

ფენიქსი - ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ - ფენიქსივით.

ფიჩვი - ბერის შავი მოსასხამი.

ფიცხელი - მაგარი.

ფლატუნი - ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა).

ფლაფნა - ჩიფჩიფი.

ფოლი - წვრილი ხურდა ფული.

ფორიაქის დაცემა - აკლება, აფორიაქება.


ფოფინი - ფართხალი, ფხარკალი.

ფრიადი - დიდი, დიდძალი.

ფსალმუნი - დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის


ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება - გალობა.

ფუტური - მაშმელი, ფუტურო.

ფუცება - ფიცი.

ფშვა - სუნნელების დენა.

ფხვრა - გლეჯა.

- ქ -.

ქადაგი - მქადაგებელი.

ქადება - დამუქრება.

ქალწულება - უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის


აღთქმის დადება - ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს.

ქარტა - ქაღალდი.

ქაცვი - ძეძვი, ძეძვის ეკალი.

ქედი - კისერი.

ქერობინი - უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი.

ქვაბი - გამოქვაბული.

ქვეყანა - მიწა, დედამიწა.

ქვე-ჩამოზვლევა - ჩამოზვავება, ჩამონგრევა.

ქლამინდი - მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი


წამოსასხმელი.

ქოთება - ღელვა (ზღვისა).

ქორი - 1. მტაცებელი ფრინველი. 2. სართული, ჭერი.

- ღ -.

ღაწვი - ლოყა.

ღირღლოვანი - ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი.


ღრჭენა - ღრაჭუნი, კრაჭუნი.

- ყ -.

ყაფუზუნა - მაიმუნი.

ყაჯირი - ძერა.

ყვიბარი -მომცრო ჭური, ქოცო.

ყვრიმალი - ყურის არე.

ყურდგელი - კურღელი.

- შ -.

შანთი - გახურებული რკინა.

შარი - ბამბის ქსოვილი.

შარავანდედი - სხივი (მზისა).

შატროვანი - ნაქარგი.

შებრუჟებული - ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი.

შეგბობა -მოხარშვა.

შეგმანება - სქესობრივი კავშირის დაჭერა.

შევრდომა - მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი - მუხლებდაჩოქილი.

შეიწრებული - შევიწროებული, გაჭირვებული.

შეკდემა - შერცხვენა.

შელმობა - იხ. ლმობა.

შემთხვევა - შეხვედრა.

შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა.

შემუსრვა - დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი - დამტვრეული,


დალეწილი, გატეხილი.

შემწვარი - დამწვარი.

შემწვირიანებული - გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული.


შემწიკვლება - გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული - გაჭუჭყიანებული,
გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი უბიწო, უმწიკვლო.

შენაწევრება - შეკავშირება; შენაწევრებული შეკავშირებული.

შენებულობა - შენობა.

შერაცხა - ჩათვლა.

შესაქმე - დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი).

შესვენებული - გარდაცვლილი.

შეტევა - შეშვება.

შეტყუილი - ტყუილი.

შეუმწიკვლელი - შემწიკვლება.

შეურაცხი - ცუდი, დაწუნებული.

შეშთობა - შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი - მოხრჩობილი,


დაჩაგრული.

შეწვა - დაწვა.

შეჭუვნება - შეწუხება.

შეჭურვა - საჭურველის ასხმა, შეიარაღება.

შვიდდერი - შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი.

შთათხევა - ჩაქცევა, ჩაგდება.

შთამოჭრა - ჩამოვარდნა, ჩამოჭრა.

შიშთვილი - ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა - თავის ჩამოხრჩობა.

- ჩ -.

ჩამოჭრა - ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა.

ჩარყაფი - ქარგა.

ჩაფულა - ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი.

ჩაფხუტი - მუზარადი, რკინის ქუდი.

ჩინჩვა - სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი.


ჩუკენობა - დელით დაცემა, ონანიზმი.

- ც -.

ცანდალი - სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით


იმაგრებენ.

ცახე - მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს.

ცემა - 1. ტრყმა. 2. დაკვრა. 3. კბენა.

ციცა - კატა.

ცნობილი - გონზე მყოფი.

ცოლ-კეთილი - კეთილცოლიანი.

ცოლ-უკეთური - ავი, ანჩხლი ცოლიანი.

ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა - ამაო დიდება.

ცუნდრუკება - მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა.

ცხებული -კურთხეული.

ცხედარი - საწოლი, ტახტი.

ცხოველი - ცოცხალი.

ცხრო-დურვება - ციებ-ცხელება.

- ძ -.

ძალი - ნაწლავი.

ძალნი ზეცათანი - ზეცისა ძალნი.

ძე ადამისი ან ადამის ძე - კაცი, ადამიანი.

ძვილ - ძლივს.

ძი - კითხვითი ნაწილაკი თუ, აბა თუ: რა-ძი.

ძნიად - ძნელად.

ძრცვა - გახდა.

ძრწოლა - შიში.

- წ -.
წალა - ჩირქი, წუთხი.

წამახვა - გალესვა, გამწვეტება.

წარბ-მაღლობა - მედიდურობა, ამაყობა.

წარგება - წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა.

წარგვრა - წართმევა და წაყვანა (ან წაღება).

წარგრაგნა - გადახვევა გრაგნილივით.

წართქმა - წარმოეთქვა.

წარვლტოლა - გაქცევა.

წარმართი - უსჯულო, არაქრისტიანი.

წარმდები - მეტიჩარა.

წარმოლტოლვილი - გამოქცეული, გადმოხვეწილი.

წარმრღვნელი - წამლეკავი.

წარპარვა - მოპარვა, გაპარვა.

წარპყრობა - გაწვდა, მიშვერა.

წარტაცება - გატაცება; წარტაცებული - გატაცებული, წაღებული.

წარტყვევნა - დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა).

წარწირვა: წარეწიროს სასოება - იმედი გადაიწყვიტოს.

წარხედვა - გახედვა.

წარხვმა - წაღება; წარხვმული - წაღებული.

წერტა - ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი.

წეს: შენ გიწესს - გიძახის, გიწვევს.

წველი - ჩალა.

წვიმებული - ნაწვიმარი, მოწვიმული.

წვლილადი - წმინდა (ნაქსოვი).

წვრთა - სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში.

წიაღსლვა - წყალს გაღმა გასვლა.


წილდდომილი - წილში ნარგები.

წინადაცვეთა, წინადაცვეთილება - მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება:


მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო
ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც .

წიწვა - რცხვენა.

წუთხი - სისხლნარევი ჩირქი.

წუმწუბა - გოგირდი.

წელვა - ჭრილობის მიყენება, დაკოდვა.

- ჭ -.

ჭახრაკი - საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს.

ჭიჭნაური - აბრეშუმი.

ჭმახე - შეძმარებული (ღვინო).

ჭრელებული - ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული.

- ხ -.

ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (=ვუწოდებთ) ღმერთს.

ხალენი - მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა.

ხამი - ხამი აბრეშუმი, ყაჭი.

ხარატული - მოჩუქურთმებული.

ხარისხი - საფეხური (კიბისა).

ხარჭა - ხასა, საყვარელი.

ხელი - გიჟი, შმაგი.

ხვასტაგი - ოთხფეხი საქონელი.

ხორგი - მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი.

ხორშაკი - სიცხე-პაპანაქება.

ხოჭიჭი - აკვანი.

ხრტიალი - ხრიალი (მომაკვდავისა).


- დ -.

დამლი - ფეხსაცმელი.

დდომა - მივარდნა, თავდასხმა.

დელარგნოსანი - ხელჯოხიანი, მანდატური.

დელის აღპყრობა - დახმარება, შემწეობა.

დელქვეშე - ხელქვეითი, ქვეშევრდომი.

დვებული - მოკლებული.

დვედნა - დაჩაგვრა.

დუმილი - ყარაული, დარაჯი, მცველი.

დურთი - წკეპლების კონა.

დშული - დახშული, დაკეტილი.

www.orthodoxy.ge.

2003.

You might also like