You are on page 1of 9

კითხვები

1. რატომ იყვნენ ევოპელი მონარქები განცვიფრებულნი საფრანგეთში არსებული


მდგომარეობით (რევოლუციებით)?

ევოპელ მონარქთა აღშფოთება შეიძლება ავხსნათ იმით, რომ საფრანგეთში მიმდინარე


რევოლუციების შემდეგ რეალური იყო იმის შანსი, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც
გავრცელებულიყო რევოლუციური განწყობილება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა თავად
მონარქთა ძალაუფლებას.

2. 1799 წლის დეკემბრის კონსტიტუციით საფრანგეთის რესპუბლიკას მართავდა 3


კონსული, თუმცა რეალური ძალაუფლება მხოლოდ ნაპოლეონ ბონაპარტს ჰქონდა.
თქვენი აზრით, რატომ მართავდა საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალურად 3
კონსული მაშინ, როცა ძალაუფლება მხოლოდ 1 კონსულს ჰქონდა?

ნაპოლეონ ბონაპარტის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში მოსახლეობის დიდი


ნაწილი რესპუბლიკის მომხრე იყო და შესაძლოა, ნაპოლეონის ერპიროვნულ მართველობას
უარყოფითი რეაქცია მოყჰოლოდა მათი მხრიდან. ნაპოლეონმა ამ კანონით საზოგადოებაში
შექმნა იმის ილუზია, რომ ქვეყანა ერთპიროვნული მართველობის საფრთხის წინაშე არ
იდგა. 1799 წლიდან 1804 წლამდე, მანამ, სანამ იმპერატორი გახდებოდა, ნაპოლეონმა
ერთგვარად ნიადაგი შეამზადა თავისი იპერატორობისთვის - მოიპოვა მოსახლეობის
სიმპათია, რის შედეგადაც ხალხი მისი ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი აღარ
იქნებოდა.

3. თქვენი აზრით, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოეტანა „კონტინენტურ ბლოკადას“


საფრანგეთისთვის?

ინგლისი იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიყო იყო, რომელთანაც აქტიურ


ვაჭრობას აწარმოებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთზე დამოკიდებული
ქვეყნებიც. ეს დეკრეტი დააზარალებდა არა მხოლოდ ინგლისს, არამედ ინგლისთან მოვაჭრე
საფრანგეთის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებსაც, რის გამოც მათ შესაძლოა უარი ეთქვათ
„კონტინენტურ ბლოკადაში“ მონაწილეობაზე და ინგლისის მხარეს გადასულიყვნენ. ამის
შედეგად ინგლისი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და შესაბამისად, საფრანგეთს უფრო დიდი
ძალისხევა და რესურსები დასჭირდებოდა მის დასამარცხებლად.

4. რამდენად მიზანშეწონილად მიზანშეწონილი იყო კუტუზოვის მიერ ბრძოლის


ბოროდინოს ველზე გამართვა?
რომელი ბრძოლა გახსენდებათ განვლილი მასალიდან, რომელშიც ერთმა მხარემ
მოწინააღმდეგიხ ურიცხი ლაშქრის წინააღმდეგ კუტუზოვის საწინაარმდეგო სტრატეგიას
მიმართა.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან ბრძოლის დროს საფრანგეთის არმია 600 ათას კაცს
შეადგენდა, ჩემი აზრით, ბრძოლის ბოროდინოს ველზე გამართვა არ იყო შესაფერისი. გაშლილ
ველზე ნაპოლეონის მრავალრიცხოვან არმიას ხელსაყრელად განლაგებისა და მანევრირების
საშუალება ეძლეოდათ, შესაბამისად, საფრანგეთს ეძლეოდა საშუალება მაქსიმალურად
გამოეყენებინა თავისი რესურსები.

300 სპარტელის ბრძოლა თერმოპილეს ვიწრო გასასვლელთან. სპარტელებმა, ლეონიდასის


მეთაურობით, სპარსელთა ურიცხვი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძლა თერმოპილეს ვიწრო
გასასვლელთან გადაიხადეს. მართალია, სპარტელები ბრძლაში დამარცხდნენ, თუმცა ამ
სტრატეგიით საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს ირანელებს და, რაც მთავარია, დანარჩენ ბერძნებს
მისცეს იმის საშუალება, რომ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გამაგრებულიყვნენ.

5. ჩამოთვალე ყველა ის მიზეზი რის გამოც ნაპოლეონი დამარცხდა რუსეთან ომში.

o ბარკლაი დე ტოლის გეგმა (რუსებმა საფრანგეთის არმია შეიტყუეს რუსეთის სიღრმეში,


შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ნაპოლეონს გაუჭირდებოდა უკან დაბრუნება და
რესურსების შევსება)
o ბრძოლის გაჭიანურება და ზამთრის მოახლოება - მეტეოროლოგიური პირობები,
კონკრეტულად, ყინვა ხელს აძლევდა რუსებს, რადგან ისინი შეგუებულნი იყვნენ მსგავს
პირობებს მაშინ, როცა ფრანგებისთვის ასეთ ამინდში ბრძოლა არ იყო მარტივი.
o პარტიზანული ომები და უეცარი დარტყმები
o მოსკოვში დაყოვნება - ნაპოლეონის მრავალრიცხოვანი ჯარისთვის ყოველი წუთის
გაჭიანურიება უამრავი რესურსის გაფლანგვას ნიშნავდა
o თავად საფრანგეთის ჯარის მრავალრიცხოვნობა - 600 ათას ჯარისკაცის შესანახად, რომლებიც
საშობლოდან საკმაოდ მოშორებით იბრძოდნენ, ესაჭიროებოდათ უამრავი რესურსი,
რომელთა მოპოვებაც, გარკვეული პერიოდის შემდგომ, რუსეთის ტერიტორიაზე,
ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

6. რა სარგებელი შეიძლება მოეტანა ჰიქსოსების შემოჭრას ეგვიპტისთვის?

ჰიქსოსების შემოჭრამდე ეგვიპტე კარჩაკეტილი სახელმწიფო იყო, რომელიც სამხედრო


კუთხით არ იყო განვითარებული. ჰიქსოსების შემოჭრის შემდეგ ეგვიპტელები გაეცნენ მრავალ,
მანამდე მათთვის უცნობ, იარაღსა თუ საბრძლო ტექნიკას, რომლებიც შემდგომ ეგვიპტის
სამხედრო კუთხით განვითარებისთვის გამოიყენეს. ამავდროულად, ჰიქსოსების შემოჭრის
შემდგომ, ეგვიპტის ფარაონებმა დაიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ურთიერთბა,
რაც დადებითან აისახებოდა მათ განვითარებაზე.

7. რა შეიძლება გამხდარიყო სინაქერიბის მიერ ასურეთის დედაქალაქის ქ. ნინევიაში


გადატანის მიხედვით? (გვ. 33 რუკა)

სავაჭრო გზების სიმრავლე და შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი მდებარეობა

8. აქემენიდური ირანის მართველები ქსერქსემდე დაპყობილ ქვეყნებს უნარჩუნებდნენ


თავიანთ რელიგიებს, ქსერქსემ კი ეს პოლიტიკა შეცვალა. თქვენი აზრით, რა შეიძლება
გახდარიყო ამის მიზეზი?
დარიოს I-ისა და კამბიზის დროს აქემენიდური ირანი ჯერ კიდევ შექმნისა და გაძლიერების
პროცესში იყო, შესაბამისად, მართველები ცდილობდნენ, რომ მეტ-ნაკლებად ლმობიერი
პოლიტიკა გაეტარებინათ დაპყრობილი ხალხების მიმართ. ამასთანავე, ამ პერიოდში
აქემენიდურ ირანშიც პოლითეიზმი იყო გავრცელებული, რაც ასევე განაპირობებდა
მართველების პოლიტიკას. რაც შეეხება ქსერსეს, მან რელიგიური რეფორმა გაატარა და
ერთღმერთიანობა შემოიღო ირანში. ასევე, მისი მართველობის პერიოდში აქემენიდური ირანი
უკვე საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო იყო, რის გამოც რეალურად აღარ იყო
ლმობიერი პოლიტიკის გატარების საჭიროება.

9. ძვ.წ VIII-VII საუკუნეეში ფინიკიელებს ხმელთაშუაზღვის კოლონიზაციაში კომკუტენტი


გამოუჩნდათ ბერძენთა სახით, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაშიც ფინიკიელები
დამარცხდნენ. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ფინიკიელთა დამარცხება?

ბერძნებს ჰყავდათ უფრო სწრაფმავალი გემები - ტრიერები. ასევე, ფინიკიელებს სხვა ქვეყნებში
ბერძენთა საქონელიც შეჰქონდათ, ვაჭრობის ასპარეზზე ბერძენთა გამოსვლის შემდეგ კი აღარ
იყო იმის საჭიროება, რომ ფინიკიელებს შეეტანათ ბერძნული პროდუქტი სხვა ტერიტორიებზე.

10. თქვენი აზრით, რატომ აარსებდნენ ბერძნები კოლონიებს უმეტესად ჩრდილოეთ


ხმელთაშაზღვისპირეთსა და შავიზღვისპირეთში და არა სამხრეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში?

ბერძნები ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში ლაშქრობდნენ, სავაჭრო გზებიც იმ ადგილებში


გადიოდა(მაგ. აბრეშუმის გზა). შესაბამისად, ისინი კოლონიებსაც მათთვის უფრო ხელსაყრელ
ტერიტორიებზე აარსებდნენ.

11. რამდენად გონივრულად მოიქცა შარლ X, როცა 1814 წლის საკონსტიტუციო ქარტიის მე-
14 მუხლი გამოიყენა არსებული ვითარების განსამუხტად?

არ იყო მიზანშეწონილი, რადგან მოსახლეობა უკვე უარყოფითად იყო განწყობილი


ბურბონებისადმი ( ლუი XVIII და შარლ X). ასეთ სიტუაციაში მათი უფლებების შეზღუდვა
უფრო გაამწვავებდა სიტუაციას.

12. სოლონის და კლისთენეს რეფორმების შედეგად მკვეთრად გაიზარდა დემოსის


უფლებები, თუმცა უმაღლეს თანამდებობებზე მოხელეების არჩევა ხდებოდა ზედა ორი
ფენიდან. თქვენი აზრით, რატომ იყო ასე და რომელ სახელმწიფოში მოიქცნენ
საპირისპიროდ, ანუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად დაბალი კლასის
წარმომადგენლები დასვეს.

რადგან დაბალი ფენის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შესაბამისი განათლება და აღზრდა


იმისთვის,რომ მაღალი რანგის მოხელის მოვალეობები სრულყოფილად შეესრულებინათ.
საპირისპიროდ მოიქცნენ სსრკ-ში, კონკრეტულად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
ძირითადად გლეხებისა და მუშათა წრიდან ირჩევდნენ თანამდებობებს. შესაბაისად, მაღალ
თანამდებობებზე ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც თანამდებობის მართვის რესურსები არ
გააჩნდათ, მათი კონტროლი კი კომუნისტური პარტიისთვის უფრო მარტივი იყო.
13. რატომ იყო სპარტა კარჩაკეტილი სახელმწიფო?

რათა თავიანთი რეალური შესაძლებლობები არ გაეგო გარე სამყაროს. სპარტა ერთი შეხედვით
პატარა და ნაკლებად ძლიერი სახელმწიფო იყო, რადგან მათი რეალური შესაძლებლობები
უცხოელთათვის არ იყო ხილული. საჭიროების შემთხვევაში, სპარტა ამას თავის სასიკეთოდ
გამოიყენებდა და შექმნიდა მოულოდნელობის ეფექტს. მართლაც, მათ ეს ყოველივე დაამტკიცეს
ბერძენ-სპარსელთა ომის დროს.

14. ჩამოთვალეთ ყველა ის მიზეზი, რომლებმაც ხელი შეუწყო ათენელების გამარჯვებას


ბერძენ-სპარსელთა ომში.
o მათი საბრძოლო სტრატეგია
o ბრძოლების უმეტესობა მიმდინარეობდა ბერძენთა ტერიტორიაზე, შესაბამისად, ისინი
უკეთესად იცნობდნენ ადგილებს.
o სპარსელები არ იყენებდნენ თავიანთ რესურსებს მაქსიმალურად
o სახმელეთ ბრძოლებიდან საზღვაო ბრძოლებზე გადასვლა. სპარსელები რიცხობრივი
უპირატესობით სარგებლობდნენ და უფრო ძლიერები იყვნენ სახმელეთო ბრძოლებში. რაც
შეეხება საზღვაო ბრძოლებს, სპარსელებს ჰყავდათ ძველი, დიდი გემები, რომლებსაც
უჭირდათ წყალში მანევრირება, ხოლო ბერძნები კი იყენებდნენ თანამედროვე, სწრაფმავალ
გემებს - ტრიერებს.

15. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქ სუზაში გამართულ ქორწილს?

დაახლოვდა დასავლური და აღმოსავლური კულტურა და ხალხი. ერთმანეთთან ნათესაური


კავშირის დამყარება ასევე შეამცირებდა აჯანყებისა და ანტაგონიზმის შანსებს.

16. თქვენი აზრით, რატომ დაეხმარა პონტო აზონს ქუჯისა და ფარნავაზის წინაარმდეგ
ბრძლაში.

როგორც ვიცით, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა პონტოს


სამეფო, რომელიც მალევე გაძლიერდა და დაიპყრო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით
მდებარე ბერძნული ქალაქები, რის შედეგადაც იგი, სავარაუდოდ, გაუმეზობლდებოდა
კოლხეთს, ანუ ეგრისის სამეფოს, რომლის მართველიც იყო ქუჯი. შესაძლოა, მათ შორის
მიმდინარეობდა დაპირისპირება, რის გამოც პონტომ ქუჯისა და ფარნავაზის წინააღმდეგ
ბრძოლაში დაიჭირა აზონის მხარე, რადგან გამარჯვების შემთხვევაში თვითონაც ისარგებლებდა
და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაავრცელებდა თავის ძალაუფლებას.

17. 1847 წელი საფრანგეთში მოუსავლიანი წელი იყო, მაგრამ მთავრობამ მაინც აკრძალა
ქვეყანაში პურის იმპორტი. თქვენი აზრით, რატომ?

ეს არ ვიცი

შედეგის ანალიზი
1. 1807 წელს დაიდო ტილზიტის ზავი.

რუსეთი შეუერთდა „კონტინენტურ ბლოკადას“.


დადებითია, რადგან ინგლისს შეეზღუდებოდა რუსეთთან ვაჭრობა, რაც მნიშვნელოვან
ეკონომიკურ ზიანს მიაყენებდა ქვეყანას, რის შედეგადაც საფრანგეთს მისი დამარცხება
გაუმარტივდებოდა.

2. 1814-1815 წლებში მიმდინარეობდა ვენის კონგრესი.

ბელგია შევიდა ნიდერლანდის გაერთიანებულ სამეფოს შემადგენლობაში.


იარყოფითია, რადგან ბელგიამ დაკარგა დამოუკიდებლობა, რისი სასტიკი წინააღმდეგიც იყო
თავად ქვეყნის მოსახლეობა. დაიწყო მთავრობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, რაც
შემდგომ რევოლუციაში გადაიზარდა.

3. ძვ.წ XVII-XVI საუკუნეებში ეგვიპტეში შემოიჭრნენ ჰიქსოსები.

ეგვიპტელები გაეცნენ სამხედრო ტექნიკასა და იარაღებს.


დადებითია, რადგან თუ მანამდე ეგვიპტე მხოლოდ კულტურული მხრივ ვითარდებოდა, ახლა
დაიწყეს სამხედრო კუთხითაც განვითარება, რაც განაპირობებდა მათ ეკონომიკურ თუ
პოლიტიკურ გაძლიერებას.

4. ძვ.წ IX-VII საუკუნეებში არსებობდა ურარტუს სახელმწიფო.

დალაშქრეს დიაოხი.
უარყოფითია, რადგან ურარტუელთა ლაშქრობის შედეგად დასუსტებული დიაოხი მარტივად
გაანადგურა კოლხამ.

5. 1821-1832 წლებში მიმდინარეობდა საბერძნეთის რევოლუცია.

საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა.


დადებითია, რადგნაც შესუსტდა ოსმალეთის გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და
ხმელთაშუა ზღვაზე, აქ არსებულ ხალხებს უფრო თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა
მიეცათ.

ან

დადებითია, რადგან უძველეს დამოუკიდებელ სახელმწიფოს მიეცა შანსი


განთავისუფლებულიყო ოსმალთა უღელისგან, რის შედეგადაც დაიწყებდა დამოუკიდებლად
განვითარებასა და წინსვლას.

6. ძვ.წ 449 წელს დაიდო კალიასის ზავი

მცირე აზიის ბერძნულა ქალაქებმა აღიდგინეს ავტონომიური მართველობა.


დადებითია, რადგან ბერძნულ ქალაქებზე აღარ ვრცელდებოდა სპარსული გავლენა. მათ
ამიერიდან შეეძლოთ განვითარებულიყვნენ თავისუფლად და კვლავ ბერძნული ქალაქ-
სახელმწიფოების პოლიტიკა გაეტარებინათ.
7. ძვ.წ 336-323 წლებში მოღვაწეობდა ალექსანდრე მაკედონელი.

განადგურდა აქემენიანთა ირანი.


დადებითია, რადგან ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს განადგურებით
მაკედონელი მოიპოვებდა უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტს და ამავდროულად,
გაძლიერდებოდა ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით.

8. 1802-1857 წლებში მოღვაწეობდა ლუი ეჟენ კავენიაკი.

ჩაახშო 1848 წლის ივნისის აჯანყება.


უარყოფითი, რადგან აჯანყების სასტიკი მეთოდებით ჩახშობის შემდგომ მან დაკარგა
საზოგადოებაში თავისი ავტორიტეტი, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის კანდიდატურაზე
1848 წლის 10 დეკემბერს გამართულ არჩევნებში.

არგუმენტაცია
1. 1805 წელს შეიქმნა ევროპული კავშირი საფრანგეთის წინააღმდეგ.მოსახლეობის ნაწილი
მხარს უჭერდა კავშირის შექმნას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა შეექმნათ, რადგან საფრანგეთი დღითიდღე უფროდაუფრო ძლიერდებოდა, რაც საფრთხეს


უქმნიდა თავად ევროპულ სახელმწიფოებს. საფრანგეთის წინააღმდეგ მარტო ბრძოლა კი, დიდი
ალბათობით, უშედეგო იქნებოდა.

არ უნდა შეექმნათ, რადგან ძლიერი საფრანგეთის წინააღმდეგ შესაძლოა წარმატებას ვერ


მიეღწიათ და გამხდარიყვნენ საფრანგეთის მოწინააღმდეგეები, რის შედეგადაც საფრანგეთ
შესაძლოა ბრძლა დაეწყო ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ, რაც უდიდეს ეკონომიკურ თუ
ადამიანურ ზარალს მიაყენებდა მათ.

2. 1814 წელს ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი


მხარს უჭერდა მის გადასახლებას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა გადაესახლებინათ, რადგან ნაპოლეონი ხალხში ძალიან დიდი ავტორიტეტით


სარგებლობდა და შესაბამისად მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა. მისი ქვეყანაშ დატოვება კი იმის
დიდ შანსს ტოვებდა, რომ ნაპოლეონს ძალები აღედგინა და კონტრშეტევაზე გადასულიყო.
არ უნდა გადაესახლებინათ, რადგან ნაპოლეონი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა
ხალხში და ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. მის კუნძულზე გადასახლებას შესაძლოა ხალხის
მხრიდან მოჰყოლოდა უარყოფითი რეაქცია, რაც საპროტესტო გამოსვლებში გადაზრდილიყო.

3. აქემენიდური ირანის მეფე კიროს II-მ მცირე აზიის ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებს
ელჩები გაუგზავნა და მის მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა. ბერძენთა ნაწილი
დაეთანხმა ამ წინადადებას, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა გადასულიყვნენ, რადგან ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბოლო
ხანეში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწია. მის წინააღმდეგ ბრძლაში ბერძნული
ქალაქები შესაძლოა დამარცხებულიყვნენ და დიდი ეკონომიკური ზიანი ენახათ.
არ უნდა გადასულიყვნენ, რადგან აქემენიდური ირანი მსოფლიო ასპარეზზე
ახლადგამოჩენილი სახელმწიფო იყო. ბერძნულ ქალქებს შესაძლოა გარკვეული
წარმატებისთვის მიეღწიათ მათ წინააღმდეგ, უბრძოლველად დანებება კი მათ ავტორიტეტს
შეარყევდა სხვა ქვეყნებისა თუ ქალაქების თვალში.

4. ძვ.წ VII საუკუნის ბოლოს ბაბილონი და მიდია გაერთიანდა ასურეთის წინააღმდეგ.


მოსახლეობის ნაწილი ემხრობოდა ამ გეგმას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა ებრძოლათ, რადგან ამ პერიოდში ასურეთი უკვე საკმაოდ დასუსტებული იყო და


შესამაბისად მიდიასა და ბაბილონს ხელსაყრელი შანსი ჰქონდათ იმისთვის, რომ იმ
პერიოდისთის ძლიერი ასურეთის სახელმწიფო გაენადგურებინათ, რის შედეგადაც ნახავდნენ
უდიდეს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სარგებელს, მათი საერთაშორისო ავტორიტეტი კი
საგრძნობლად გაიზრდებოდა.

არ უნდა ებრძოლათ, რადგან სისუსტის მიუხედავად ასურეთი მაინც მილიტარისტული


სახემლწიფო იყო და შესაბამისად სამეხდრო კუთხით ბევრად უფრო განვითარებულნი იყო
ვიდრე მიდია და ბაბილონი. შესაბამისად ეს გაერთიანება შესაძლოა ბრძოლაში
დამარცხებულიყო, რის შედეგადაც ძლიერ დასუსტებოდნენ ან საერთოდა გაქრებოდნენ
რუკიდან.

5. 1831 წელს პოლონეთის ქვეითთა კადეტები აჯანყდნენ. მეომართა ნაწილი ემხრობოდა ამ


გადაწყვეტილებას, ნაწილი კი არა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.
უნდა დაეწყოთ, რადგან რუსეთის მიერ პოლონეთს არმიის გაუქმება ნიშნავდა იმას, რომ ამის
შემდგომ პოლონეთი დაკარგავდა თავისუფლებისთვის ბრძლის შესაძლებლობას და
გაურკვეველი ვადით დარჩებოდა რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეული.

არ უნდა დაეწყოთ, რადგან რუსეთის იმპერია ამ პერიოდში საკმაოდ ძლიერი იყო და რეაქციის
გარეშე არ დატოვებდა თავისი გავლენის სფეროში მოქცეული ხალხის აჯანყებას.
რაოდენობრივი თუ სამხედრო შეიარაღებით უპირატესობის გამო დიდი შანსი იყო იმის, რომ
პოლონელი აჯანყებულები დამარცხებულიყვნენ, რის შედეგადაც რუსეთი უფრო მკაცრ
პოლიტიკას გაატარებდა ქვეყანაში.

6. ძვ.წ 451 წელს პერიკლებ შემოიღო ხელფასი თანამდებობის პირთათვის. დიდებულთა


ნაწილი ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა შემოეღო სახელფასო სისტემა, რადგან ეს ყოველივე გაზრდიდა მოხელეების უფლებებსა


და მოვალეობებს, რის შედეგადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ თავიანთ
საქმიანობას. ეს ყოველივე კი სასარგებლო იქნებოდა თავად ათენის განვითარებისთვის.

არ უნდა შემოეღო, რადგან ქვეყანაში არსებობდა უამრავი მოხელე, რომელთათვისაც ხელფასის


გადახდას შესაძლოა გამოეწვია ხაზინის დაცარიელება, რაც გამოიწვევდა ათენის ეკონომიკურ
კრიზისს.

7. ძვ.წ 478 წელს ათენის თაოსნობით შეიქმნა სამხედრო კავშირი „სიმაქია“. პოლისთა
ნაწილი ემხრობოდა კავშირის შექმნას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.

უნდა შეექმნათ, რადგან ათენის თაოსნობით გაერთიანებულ პოლისებს უფრო დიდი შანსი
ექნებოდათ იმის, რომ დაემარცებინათ მათი საერთო მტერი - აქემენიდური ირანი.

არ უნდა შეექმნათ, რადგან ათენი შესაძლოა ძალიან გაძლიერებულიყო, დიდი ავტორიტეტი


მოეპოვებინა და თავისი გავლენა გაევრცელებინა საბერძნეთის სხვა პოლისებზე,რაც ამ
პოლისების არსებობას შეუქმნიდა რეალურ საფრთხეს.

8. 1852 წელს სენატმა ლუი ნაპოლეონი იმპერატორად გამოაცხადა. სენატის წევრების


ნაწილი ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მომხრე დაიცავდა თავის პოზიციას.
მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც იდეის მოწინააღმდეგე დაიცავდა საკუთარ
პოზიციას.
უნდა გამოეცხადებინათ იმპერატორად, რადგან საფრანგეთში მუდმივად არსებობდა
რესპუბლიკელთა მიერ რევოლუციის დაწყებისა და ლუი ნაპოლეონის გადაყენების შანსი.
იმპერატორად გამოცხადება კი მას დიდი უფლებებით აღჭურვიდა, რასაც თავის სასიკეთოდ
გამოიყენებდა.

არ უნდა გამოეცხადებინათ, რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რესპუბლიკის მომხრე იყო.


ლუი ნაპოლეონის იმპერატორად გამოცხადება და რესპუბლიკის იმერიით შეცვლას შესაძლოა
უარყოფითი რეაქცია მოჰყოლოდა მოსახლეობის მხრიდან, რაც შესაძლოა გადაზრდილიყო
რევოლუციაში.

You might also like