You are on page 1of 11

საოჯახო სამართალი

ქორწინების ბათილობის საფუძვლები.

- თუ ნება არ არის ნამდვილი

- 18 წელს არ მიუღწევია

- მიზნად არ ისავხავს ოჯახის შექმნას.

ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ !

ქორწინების ნამდვილობის პრეზუმცია.

თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების ქორწინების დამაბრკოლებელი იმ


გარემოებების შესახებ რომლებიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია ქორწინება წყდება
სასამართლოში ამ გარემოებების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება
წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.

საქორწინო ასაკს მიუღწეველ პირთა ქორწინების ბათილობა.

- ასეთი ქორწინება ბათილად იქნება ცნობილი თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესი


რომელიც ქორწინების ასაკს მიღწევამდე დაქორწინდა.

ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად მოთხოვნის მიმართვს უფლება აქვს მის მშობლებს,


მეურვეს აგრეთვე მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს. თუ საქმის განხილვის
მომენტისათვის არასრულწლოვანმა მიაღწია სრულწლოვნების ასაკს ან ორსულადაა მაშნ
ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.

ქორწინების ცნობა ბათილად დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას

ქორწილება, რომელიც გაფორმდა 1120-ე მუხლის დარღვევით (თუ ერთი უკვე დაქორწინებულია,
აღავალ ან დაღმავალი ნათესავებს შორის, ბიოლოგიურ ანა არაბიოლოგიურ და-ძას შორის, მშვილბელ და ნაშვილებს
თუ სასამართლოს მიერ საქმის
შორის, ერთ მხარდაჭრის მიმღებია და საქორწინო კონტრაქტი არაა დადებული)
განხილვის მომენტში აღარ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები სასამართლოს შეუძლია
ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეტ გარემოებით
ქორწინების მოსპობის მოთხოვნის უფლება აქვს მეუღ₾ეებს და იმ მესამე პირებს, რომლებსაც
ადგებათ ზიანი ამ ქორწინებით. აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

იძულებითი ქორწინების ბათილად ცნობა.

მეუღლეს/მეუღლეებს შეუძლიათ აღძრან სარჩელი ქორწინების ბათილობის შესახებ. იძულებით


ქორწინებს ფაქტს ადგენს სასამართლო.

ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა

როცა ოჯახის შექმნას არ ისახავდა მიზნად. ბათილობის შესახებ მიამრთვა შეუძლია მეუღლეს ან
სააგენტოს. ქორწინება არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ საქმის წარმოების დროს ის
რეგისტრირებულ პირებს უკვე ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი.
ქორწინების ბათილობის მომენტი

- ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილია მისი რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს


მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

-სასამრთლოს შეუძლია მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა ბათილობის საფძელი მიანიჭოს სარჩოს


გადახდის მოთხოვნის უფლება და ასევე გამოიყენოს ქონების გაყოფის დადგენილი წესები.

- ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვის


უფლებებს.

 ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ქორწინების


ბათილობა.

ქონებრივი ურთიერთობები

მეუღლეთა თანასაკუთრება. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება არის


მათი თანასაკუთრება თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თუ ერთ-ერთ მეუღლეს არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი მისი თანასაკუთრება მაინც


წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ის ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან
სხვა საპატიო მიზეზი.

ქონების განკარგვა. განკარგვა ხდება ურთიერთშეთანხმებით მიუხედავად იმისა, რომელი


მეუღლე განკარგავს მას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებუული ქონების ერთ-ერთი
მეუღლის მიერ განკარგვა არ იქნება ბათილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძვლით რომ მან არ
იცოდა ან არ ეთანხმებოდა ამგვარ განკარგვას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს შეუძლია
მოითხოვოს განკარგვისგან მიღებული სარგებელი.

ინდივიდუალური საკუთრება.

ქორწინებამდე, რომელიც ქონდათ და ქორწინების განმაავლობაში მიიღეს მემკვიდრეობით ან


ჩუქებით.

ინდივიდუალური ქონება შეიძლება ჩაითვალოს თანასაკუთრებად თუ დადგინდება, რომ


ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების გამო მისი ღირებულება მნიშნელოვნად გადიდა

მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება გაიყოს ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის


შემდეგაც.

ქორწინების განამვლობაში გაყოფის დროს ქონება რომელიც არ გაყოფილა ან რომელსაც


მო,ავალში შეიძენენ მიიჩნევა საერთო საკუთრებად.

მეუღლეთა საერთო ვალები.

მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.


ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი.

ვალის დაფარვა შეი₾ება მოხდეს მისი ქონებიდან ან თანასაკუთრებაში იმ წილიდან, რომელიც


მას ეკუთვნის.

თუ სასამართლო დაადგენს, რომ ვალის საფუძელია საოჯახო მიზნები მაშინ გადახდევინება


მოხდება თანასაკუთრებიდან.

ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მეუღლეთა


ანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მოხდეს თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს
ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სასხრებით.

ხანდაზმულობა.

განქორწინებულ მეუღლეთა შორის თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე მოთხოვნის ვადაა


3 წელი.

საქორწინო ხელშეკრულება.

მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრავენ მათ


ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს როგორც ქორწინების განმავლობაში ისე მისი
შეწყვეტისას.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქოტწინების განმავლობაში ან ქორწინებამდე,


ქოწინების რეგისტრაციამდე დადებული საქორწინო ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების
რეგისტრაციის შემდეგ.

თუ ერთ-ერთი მეუღლე მხარდაჭერის მიმღები მაშინ საქორწინო ხელშეკრულება უნდა დაიდოს


ქორწინების რეგისტრაციამდე. ხელშეკრულების დადების პროცესში უნდა მონაწილეობდეს
მეურეობისა და მზრუნველობის ორგანო ასევე მხარამჭერი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ
შემთხვევებში.

მხარაჭერის მიმღებთან დადებული ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის


ქონებრივ უფლებებს ვიდრე ეს სასამართლოს მიერ არის დადგენილი.

ფორმა. იდება წერილობით და დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

შეზღუდული პასუხსიმგებლობის მქონე ქორწინების ხელშეკრულებას დებს კანონიერი


წარმომადგენლის თანდასწრებით.

შეწყვეტა და შეცვლა.

ნებისმიერ დროს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. ცალმხრივი შეწყვეტა დაუშვებელია.

დაინტერესებული მეუღლის განცხადებით პატუვსადები მიზეზის არსებობისას შეიძლება


სასმართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად
არახელსაყრელ გარემოებაში აყენებს ერთ-ერთ მეუღლეს.
შვილება.

 სრულწლოვანი ბავშვის შვილება დასაშვებია თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს


შორის უკვე არსებობდა მშფობლის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება
შვილად ასაყვანი პირის ინტერესებს და მორალურადაც გასამართლებელია.~
 ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში შვილება არ დაიშვება.
 არ შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს გარდა მეუღლეებისა.
 ერთ-ერთმა მეუღ₾ემ შეიძ₾ება იშვილოს მისი ქორწინებისგარეშე დაბადებული შვილი
ან მეუღლის შვილი.
 თუ ბავში შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს მეურე მეუღლის თანხმობაა საჭირო, ასეთი
თანხმობა საჭირო არ არის თუ მეუღლეებს საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად
შეწყვეტილი აქვთ 1 წელზზე მეტია ან მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი უცნობია.
 ასაკი.

-მშვილებელ და გასაშვილებელ ბავშს შორის ასაკი არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები საპატიო
მიზესი ასრებობისას სასამართლოს შეუძლია დაუშას გამონაკლისი;

- მშვილებელსა და 10 წლამდე გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი ზედა ზღვარი არ


უნდა იყოს 49 წელზე მეტი. 7-10 წლამდე ბავშვშვის შემთხვევაში შესაძ₾ოა გამონაკლისის
სახით 49 წელზე მეტიც იქნეს დასაშვები თუ ეს შეესაბამება ბავშის ინტერესებს. ზედა
ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშობლებზე, როდესაც ერთ-ერთი
მათგანი აკმაყოფილებს ამ ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიერ ბავშის შვილად აყვანის
შემთხვევაში ეს ასაკობრივი სხვაობები არ მოქმედებს.

 ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება თუ:


- მისი მშობელი(ები) სასამართლომ უგო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
- მას არ ჰყავს არცერთი მშობელი;
- აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშად;
- მის მშობლებს ჩამოერთვათ მშობლლის უფლებები;
- ყველა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა გადანაცხადა მის გაშილებაზე
კანონით დადგენილი წესით;

 ნაშვილები კარგავს თავის პირად და ქონებრივი უფლებებსა და მოვალეობებს მისი


ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობილი ნათესავების მიმართ.
მემკვიდრეობის სამართალი.

კანონით მემკვიდრეობა. გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე,


ასევე კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც ანდერძით მემკვიდრეობის დროს
ანდერძი არ მოიცავს მთელ ქონებას დარჩენილი ქონება გადანაწილდება კანონით მემკვიდრეობის
პრინციპით, ასევე თუ ანდერძი მთლიანად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გამიყენება
კანონით მემკვიდრეობა.

მემკვიდრეები.
კანონით მემკვიდრეობის დროს- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის
სიკვდილის მომენტისთვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი
გარდაცვალების შემდეგ ცოცხლები დაიბადნენ.
ანდერძით მემკვიდრეობისას- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის
მომენტისთვის, ასევე, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი სიკვდილის
შემდეგ, მიუხედავად იმისა მისი შვილები არიან თუ არა, იურიდიული პირები, რომლებიც
შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის.

უღირსი მემკვიდრე.
სამკვიდროს ვერ მიიღებს ვერც კანონით და ვერც ანდერძით.
- განზრაც ხელს უშლიდა მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების აღსრულებას და ამით ხელს
უწყობდა მისი ან მისი ახლობლის მოწვევას მემკვიდრედ ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას;
- ჩაიდინა განზრახი ან ამორალური საქციელი მამკვიდრებლის ანდერძში მითითებული
უკანასკნელი ნების საწინააღმდეგოდ.
თუ ეს გარემოებები დადასტურებულია სასამართლოს მიერ.

მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები.


- შვილების კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან ის მშვობლები, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ
მშობლის უფლებები და არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში სამკვიდროს გახსნის მომენტში.

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ.


გარემოება, რომელიც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს დადგენილი უნდა
იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლისთვისაც მემკვიდრეობის
უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.

უღირსი მემკვიდრის პატიება.


დაიშვება მემკვიდრედ თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარად
გამოხატავს ანდერძში, პატიების უკან წაღება არ დაიშვება.

 თუ პირი სასამართლოს მიერ იქნა ცნობილი უღირს მემკვიდრედ სამკვიდროს მღების შემდეგ
ვალდებულია დააბრუნოს სამკვიდრო მიღებულ ნაყოფთან ერთად.
 სარჩელი უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს სასმართლოში
დაიინტერესებული პირის მიერ 5 წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა
სამკვიდროს ფლობას.
 მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის წილი გადადის მემკვიდრეებად მოწვეულ
დანარჩენ პირებზე და ნაწილდება მათ შორის თანაბრად. ეს წესი არ გამოიყენება თუ
უფლებაჩამორთმეულ მემკივდრეს დანიშნული ყავდა მემკვიდრე.

სამკვიდროს გახსნის დრო და ადგილი.


- მამკვიდრებლის გარდაცვალებით იხსნება სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის დროდ მიიჩნევა
პიირის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების დრო.
- სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი- თუ ეს არ
არის ცნობილი მაშინ სამკვიდროს ადგილსამყოფელი;
- თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება მაშინ სამკვიდროს უძრავი ქონების ან მისი
ფასეულის ადგილსამყოფელის მიხედვით,
- თუ მამკვიდრებელი საზღავრგარეთ იმყოფებოდა და იქ გარდაიცვალა საზღვარგარეთ
გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ იგი
ცნობილი არ არის სამკვიდროს ადგილსამყოფელის მიხედვით.
თუ მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ მაშინ ის ადგილი, სადაც მუდმივად
ცხოვრობდნენ.

 თუ ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულება ანდერძის შედგენის შემდეგ


გაიზარდა ისეთი ქონების შეძენით, რომელიც თან აკრავს ნაანდერძევ ქონებას მაინც არ შევა
სამკვიდროში თუ ამის შესახებ დამატებითი ახალი განკარგულება არ არის ანდერძის შედგენის
შემდეგ.
 მამკვიდრებლის მოვლის, უკანასკნელი ავადმყოფობის ხარჯები, დაკრძალვის, სამკვიდროს
მართვის, ხელფასის გასტუმრების და ანდერძის აღსრულების უკანასკნელი ხარჯები უნდა
იქნეს დაცული თავდაპირველად მათ შორის, იპოთეკის, გირავნობისა და სხვა
უზრუნველყოფის უფლებაზე ადრე.
 თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეებს ნივთები მესაკუთრეს შეუძლია საერთო
წესით გამოითხოვოს ისინი.

მემკვიდრეობა კანონით.
 წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს დანარჩენი მემკვიდრეებისთვის
სამკვიდროს მიღებას.
 ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს,
რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
 სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას სამკვიდროს მიღების
უფლება თუ ქორწინება მამკვიდრებელთად ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო სამკვიდროს
გახსნამდე არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
 ცოცხლად დარჩენილი მეუღე ასევე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას თუ არსებოდა
ქორიწნების ბათილად ცნობის საფუძელი და მამკვიდრებელს სარჩელი ქონდა შეტანილი.
მემკვიდრეობა ანდერძით

ფიზიკურ პირს შეუძლია მისი ქონება ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირის, როგორც
მემკვიდრეთა წრიდან ისე გარეშე პირს.

ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.

 ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი პირის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის განკარგულება
დაუშებელია ერთ ანდერძში. მხოლოდ მემკივდრეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთიანი
ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი
მემკვიდრის მოთხოვნით მაგრამ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.
 თუ ანდერძში მემკიდრეთა წილი არ არის მითითებული, მაშინ ქონება მითითებულ პირებზე
გაიყოფა თანაბრად. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და მხოლოდ ერთის
წილია მითითებული, დანარჩენ მემკვიდრეებზე თნაბრად ნაწილდება დარჩენილი ქონება.
 თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშNული და ერთ-ერთის სამკვიდრო მთელ
ქონებას მოიცავს მაშნ ქონება ყველა მემკვიდრეზე გადანაწილდება თანაბრად.
 თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღრვა ისეთი ნიშნებით, რომელბიც
რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს და შეუძლებელია დადგენა თუ რომელი ჰყავდა
მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად
თნაბარი წილის უფლებით.
 მეანდერძეს შეუძლია ანდერძში მიუთითოს კონკრეტული პირისთვის მემკვიდრეობის
უფლების ჩამორთმევის შესახებ და ის არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივი, ასეთი
პირი ვერც კანონით მემკვიდრე ვერ გახდება.
 კანონით მემკვიდრეები, რომელბიც მითითებულნი არ არიან ანდერძში მიიღებენ ანდერძით
გათვალისწინებულ ქონებას, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხლები არ არიან
ანდერძით მემკვიდრეები ან ყოველმა მათაგნმა უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე.
 თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს
შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემვკიდრე გარდაიცვალა მის წილ ქონებას სხვა ანდერძით
მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.
ანდერძის ფორმა.

 ანდერძი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. სანოტარო ფორმით ან მის გარეშე.
სანოტარო ფორმისთვის ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ და
დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.
 დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის
თანდასწრებით ასე შედგენილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ხელი მოაწეროს
ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით.
 ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი.
- ყრუ-მუნჯი ან ყრუ-მუნჯი და წერა-კითვხის უცოდინარე მეანდერძე საანდერძო განკარგულებას
გააკეთოს ნოტარიუსტან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია
გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი
შეესაბამება მოანდერძის ნებას.
- ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი
მომწმის თანდასწრებით.
 მოანდერძეს შეუძლია თავის ხელით შედგენილი და დალუქული ანდერძი ნოტარიუსს ჩააბაროს
შესანახად სამი მოწმის თანდასწრებით.
 ტექნიკური საშუალებით შედგენილი ანდერძი უნდა იყოს 2 მოწმის თანდასრებით შედგენილი.
 დახურულია ანდერძი, რომლის შნაარსი მოწმეებისთვის უცნობია, თუმცა მის შედგენას
ესწრებოდნენ.

სავალდებულო წილი.
ცნება.
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს ანდერძის შინაარსის მიუხედავად ეკუთვნით
სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნაახევარი, რაც ერგებოდა კანონით
მემკვიდრეობის დროს. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს
გახსნიდან და ეს უფლება გადადის მემკვიდრეობით.

 სავალდებულო წილის მოცულობა განისაზღრება სამკვიდროს მოცულობიდან. თითოეულის


წილის დადგენისთვის მხედველობაში უდნა იქნეს მღებული მხოლოდ ის კანონით
მემკვიდრეები, რომლებიც მიიღებდნენ წილს კანონით მემკვიდრეობის დროს.
 პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება ვალდებულია სავალდებულო
წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისგან მიიღო მის სიცოცხლეში- იმაზე
მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
 თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო არ არის გათვალისიწნებული მაშინ სავალდებულო წილის
გამოთვლის დროს მხედველობაში მიიღება დარჩენილია სამკვიდრო, ხოლო თუ ეს არ იქნება
საკმარისი შემდეგ ანდერძით გათვალისწინებული ქონება.
 თუ მამკვიდრებელმა ნივთი აჩქა მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილის უფლების მქონეს
შეუძლია მოთხივოს ფულადი კომპენსაცია იმ ოდენობით რა დოენობითაც გაზრდიდა მის წილს
ეს გაჩუქებული ნივთი. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითველბა თუ სამკვიდროს გახსნის
დორისათვის საჩუქარი 10 წელია გადაცემულია.
 თუ სავალდებულო წილის უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმაზე ნაკლებია,
რომელსაც სავალდებულო წილით მიიღებდა მაშინ მას უფლება აქვს მოითხოვოს მისი წილის
შევსება.
 სავალდებულლო წილის მიღების უფლების მქონე პირს შეუძლია უარი თქვას მის მღებაზე.
თუმცა ამ წილს მიიღებს სხვა ანდეძით მემკვიდრეები. და არა სხვა სავალდებულო წილის
უფლების მქონე. უარის თქმა უნდა მოხდეს ზოგადი წესით და ვადით.
 სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევა ხდება იმ წესით როგორც საერთო უფლების
ჩამორთმევა. იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება
ჩამოერთვა გადადის მემკვიდრეზე.

ანდერძის შეცვლა.
მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
-ახალი ანდერძით, რომელიც აუქმებს ძველს ან ეწინააღმდეგება მის ნაწილს;
- სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;
- ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მეანდერძის ან ნოტარიუსის მიერ.

 თუ რამდენიმე ფორმის ანდერძი არსებობს ერთდროულად უპირატესობა სანოტარო წესით


შედგენილს ენიჭება, სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმით.

ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

- მემკვიდრე გარდაიცვალა მამკვიდრებელზე ადრე;


- ქონება დაიკარგა მოანდერძის სისცოცხლეში ან გაასხვისა მან;
- ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროზე.

ანდერძის ბათილობა.
- ზოგადად გარიგების ბათილობისას;
- საანდერძო განკარგულება რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, საზ ინტერესებს, გაუგებარია და
ეწინააღმდეგება ერთმანეთს;

მემკვიდრეს რომელსაც ქონება ჩამოერთვა ანდერძის ბათილობის საფუძვლით ეს ქონება


შეუძლია მიიღოს საერთო საფუძვლით.

სარჩელის წარდგენის ვადა.

სარჩელი ანდერძის ბათილობის საფუძვლით წარდგენილ უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში,


რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როდესაც მან არასწორად


უანდერძა ქონება, როგორც საკუთარი.
სამკვიდროს მიღება.

- სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება თუ მემკივდრე სანოტარო ორგანოში წარადგენს


განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სხვა
მემკვიდრეების სასარგებლოდ უარს იტყვის სამკვიდროს მიღებად მიიჩნევა.

ვადა. სამვკიდრო მღებულ უნდა იქნეს 6 თვის განამვლობაში სამკვიდროს გახსნიდან. თუ


სამკვიდროს უფლების მიღება იმ შემთხვევაშ წარმოიშობა, როცა სხვა მემვკიდრეებია რ
მიიღებენ სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს დარჩენილ ვადაში თუ ეს ვადა 3 თვეზე ნაკლებია
გაგრძელებულ იქნეს კიდევ 3 თვე.

სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართ₾ომ თუ არის საპატიო საფუძელი.


ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შესაძლოა მღებულ იქნეს სასამართლოს გარეშე თუ
დანარჩენი მემკვიდრეები იქნებიან თანახმა.

სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი წილიდან,
რომელიც სხვა მემკივდრებმა მიიღეს ან სახელმწიფოზე გადავიდა ნატურად მიეცემა ის რაც
შენარჩუნებულია ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ღირებულება.

თუ კანონით მემკვიდრემ ან ანდერძთ მემკვიდრემ არასწორად მიიღეს ქონება და არ იცოდნენ


ამის შესახებ მაშინ მათ დარჩებათ მიღებული ნაყოფი ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მთელი
კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს. თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდა დავის
აღძვრამდე ნასყიდობა ნამდვილია და ნამდვილ მემკვიდრეს დაუბრუნდება ამ ნივთების
გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა.

 თუ მემკივდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ მაგრამ მის მიღებამდე გარდაიცვალა მაშნ


სამკვიდროს მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეზე. მემკვიდრემ სამკვიდრო უნდა
მიიღღოს სამკვიდროს მიღებუსთვის დარჩენილი დროის განამვლობაშ თუ ეს ვადა 3 თვეზ
ნაკლებია დაემატება კიდევ 3 თვე.
 მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად მიიჩნევა მემკივდრეობის გახსნის დღიდან.
 მემკივდრეს შეუძ₾ია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე 3 თვის განამვლობაშ იმ დღიდან,
როდესაც გაიგო მისი მემკვიდრედ მოწვევის შესახებ, ეს ვადა შესაძ₾ოა გაგრძელოს
სასამართლომ კიდევ 2 თვის, უარი სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს ნოტარიუსთან.
 თუ მემკვიდრე უარს იტვის სასფლო-სამეურნეო სამკვიდროს მიღებაზე ეს ზოგადა სამვკიდროს
მიღებაზე უარად არ ჩაითვლება.
 დაუშებელია წილზე უარის თქმა იმ პირის სასარგებლოდ რომელიც უღირს მემკვიდრედ არის
მიჩნეული ან ანდერძით პირდაპირ არის გატალისწინებული რომ მასზე არ გადავა სამკვიდრო.
 სამვკიდროზე უარი შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია თუ ცოცხალი არ არიან მისი
მშობლები, რომლებიც მამცკიდრებლის მემკვიდრეები უნდა ყოფილიყვნენ ან თუ
შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
 სამკვიდროს მიღებაზე უარი არ დაიშება ნოტარიუსში სამკვიდროს მღების შესახებ განცხადების
შეტანის ან სამკვიდრო მოწმობის შესახებ. ხოლო თუ სამკვიდროს ფლობა ფფაქტობრივად
დაიწყო შეუძ₾ია უარი თქვას ამსითვის დადგენილ ვადაში სანოტარო ორგანოში განცხადებით.
 თუ მემკივდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულ ქმედუანრიანი ან მხარდაჭრის მიღებია უარის თქმა
სამკვიდროზე შუე₾ძია სასამართლოს ნებართვით.
 სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა სადავო შეიძლება გახდეს ორი თვის განამვლობაში
იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო
საფუძელი.
 თუ მემკვიდრე ჩასახულია მაშინ ქონების გაყოფა მოხდება მისი დაბადების შემდეგ.
 მამკვიდრებლის ვალებისთვის პასუხს აგებენ ასევე სავალდებულო წილის უფლების მქონე
მემკვიდრეებიც.
 მამკვიდრებლის კრედიტორებმა 6 თვის განამვლობაში რაც გაიგეს სამკვიდროს გახსნის შესახებ
უნდა წარადგინონ მოთხოვნა იმ მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო მოთხოვნის ვადის
წარმოშობის მიუხედავად. თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს
გახნის შესახებ მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს მოთხოვნის დადგომიდან 1 წლის
განმავლობაში.

მამკვიდრებლის უაკნასკნელი ავადმყოფობის, მისი მოვლის, მკურნალობის, ხელფასის


გასტუმრების,დაკრძალვის, სამკვიდროს მართვის და განკარგვის ხარჯებზე ვრცელდება საერთო
ვადები.

 თი რკედიტორის მოთხოვნა მოთხოვნის დადგომის ვადამდე იყო წარდგენილი მემკივდრეს


შეუძლია შესრულების გადადება მოთხოვნის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს
უფლება აქვს შესრულება მოითხოვოს სასარჩელო ხანდაზმულობისთვის საერთო ვადით.
 თუ მამკვიდრებელმა ქონება მის კრედიტორს უანდერძა ეს არ შეიძლება ჩაიტლაოს მოთხოვნის
გაქვითვაში.

სამკვიდრო მოწმობა.

სამკვიდრო მოწმობა მემკვიდრეებს ეძლევათ სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის გასვლის


შემდეგ ნებისმიერ დროს. 6 თვით ადრე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო ორგანოს
მოეპოვება ცნობა, რომ მომწობის მთოვნელ პირთა გარდა სხვა მემკვიდრეები არ არიან.

მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ დადგენილ ვადაშ სამკვიდრო მოწმობაში


შეიტანებიან ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, თანხმობა
გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორ მთელ სამკვიდროზე ისე მის ნაწილზე. მოწმობა
მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალცალკე მათი სურვილისამებრ.

You might also like