You are on page 1of 3

აფხაზეთი

აფხაზეთი  საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ


სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია
მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის.  ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით
საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს,
დანარჩენი — ვაკე-დაბლობებს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ
გადაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი.

აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. აფხაზეთის მდინარეებია კოდორი, ბზიფი,
ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ.
მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება ფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი,
დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად
მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის
ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი
ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია. აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქია:
 


სოხუმის რაიონი
ოჩამჩირის რაიონი
გულრიფშის რაიონი
გუდაუთის რაიონი
გალის რაიონი
ქალაქი სოხუმი
ქალაქი გაგრა
ქალაქი ტყვარჩელი

ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი

ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1966


წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას.

ეროვნული პარკი აფხაზეთში   შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი მონაკვეთისგან — ბიჭვინთის 165


ჰა-ზე მიუსერის 218 ჰა-ზე და ლიახვის მონაკვეთი 1296 ჰა-ზეა წარმოდგენილი. ბიჭვინთა-მიუსერის
ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი
ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, უთხოვარი, კოლხური
ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისათვის დამახასიათებელი ისეთი
მცენარეები როგორიც არის ხემარწყვა.
ფსხუ-გუმისთის ეროვნული პარკი

ფსხუს ნაკრძალი წარმოდგენილია 27,334 ჰა. ფართობზე. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის
სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ფსხუს ნაკრძალი მოქცეულია მდ. ფსხუს ქვაბულში, რომელიც ბზიფისა
და კავკასიონის მთავარი ქედებით არის შემოსაზღვრული. ნაკრძალი 1978 წელს შეიქმნა და მისი მიზანია
აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13,400ჰა. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ


ფერდობზეა განლაგებული. ნაკრძალი სოხუმის   რაიონში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში
მდებარეობს. გუმისთის ნაკრძალი 1978 წელს დაარსდა, აფხაზეთიში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი
ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად.

რიწის ეროვნული პარკი

რიწის ეროვნული პარკი - კომპლექსური პარკი


საქართველოში, აფხაზეთში , გუდაუთის   მუნიციპალიტეტში, გაგრიდან   60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი
კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 229 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი
ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით.
ეროვნული პარკის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო
მდინარეთა ხეობებში. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი,
ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური
წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში
გვხვდება შქერი, წვავი,ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური
ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში
ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი,
გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-
კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობს კალმახი.

აფხაზეთის მოსახლეობაზე ინფორმაცია სხვადასხვა დროს ჩატარებული მოსახლეობის აღწერების შედეგებს


ეფუძნება. მის დემოგრაფიულ მახასიათებლებზე უდიდესი გავლენა იქონია აფხაზეთის ომმა და
თანმხლებმა ეთნოწმენდამ ქართველების წინააღმდეგ.

1992-1993 ების ცნობილმა მოვლენებმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოგრაფიული ვითარება


მკვეთრად შეცვალა. ადგილობრივ მოსახლეობაში იმატა მიგრაციის დონებ. აფხაზეთის კოკუპირებული
ტერიტორიაზე ქართლი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 88,5%-ით შემცირდა.

მეურნეობის დარგებიდან წარმოდგენილია ქვანახშირის მოპოვება, ლითონდამუშავება, მსუბუქი და კვების


მრეწველობა. კვების მრეწველობა ორიენტირებულია სუბტროპიკული კულტურების გადამუშავებაზე, სოფლის
მეურნეობაში მთავარი ადგილი ჩაისა და ციტრუსებს უკავია.

You might also like