You are on page 1of 13

თემა 1: თემა2:

საოჯახო სამართლის ცნება და მნიშვნელობა. საოჯახო სამართლის


ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში. საოჯახო სამართლებრივი
ურთიერთობანი. ქორწინების წესი და პირობები

სემინარულ მეცადინეობაზე განსახილველი თემატიკა:


საოჯახო სამართლის ცნება და მნიშვნელობა. საოჯახო სამართლის
ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში. საოჯახო ურთიერთობათა
შინაარსი. საოჯახო ურთიერთობათა რეგულირების მეთოდი. საოჯახო
სამართლის წყაროები. საოჯახო სამართლის პრინციპები. ქართული
საოჯახო სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები. საოჯახო
სამართლის ნორმების ცნება და შინაარსი. საოჯახო სამართლებრივი
ურთიერთობანი და ძირითადი სახეები.
ქორწინების წესი და პირობები. პოზიტიური და ნეგატიური პირობები.
ქორწინების გაფორმების პროცედურები და წესი რეგისტრაციის
ორგანოში.
ლიტერატურა:
1. შენგელია რომან, შენგელია ეკატერინე, საოჯახო და
მემკვიდრეობის სამართალი
2. შალვა ჩიკვაშვილი საოჯახო სამართალი
3. ქეთევან ჯაფარიძე. მშობლების და შვილების პირადი და
ქონებრივი ურთიერთობები. 2018წ
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი
მეხუთე მთავარი რედაქტორი ლ. ჭანტურია
5. საქართველოს კანონი "სამოქალაქო აქტების შესახებ"
6. სტატიები: ქალთა ადრეული და იძულებითი ქორწინება. თამარ
მაზანაშვილი
7. ქორწინებისა და ჯვრისწერის სამართლებრივი ანალიზი.
ნატი გელოვანი
საოჯახო სამართლის ცნება და მნიშვნელობა. საოჯახო სამართლის
ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში. საოჯახო სამართლებრივი
ურთიერთობანი

ოჯახის ცნება.

სოციოლოგიური და იურიდიული გაგება.


ოჯახის სოციალური გაგება
ქორწინებაზე, ნათესაობაზე და ბავშვის აღზრდაზე დაფუძნებული
კავშირი.
ოჯახში ბუნებრივ-ბიოლოგიური და მატერიალურ ეკონომიკური
საწყისების შერწყმა.
ქორწინება.
პირადი და ქონებრივი ურთიერთობები.
ოჯახის სამართლებრივი გაგება
სახელმწიფო ზემოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო წესების
დადგენა.
ზნეობრივი ნორმები.
მშობლები, მეუღლე, შვილები, მათი ნათესავები, ასევე ოჯახში
მცხოვრები სხვა პირები (lodgers) და მოსამსახურეებიც კი.
საბაზისო სოციალური გაერთიანება - Basic social unit
ისტორიულად. ძველ რომში ოჯახი ‘patria potests’ – ოჯახის უფროსის -
‘paterfamilias’ მფლობელობა.
ოჯახის მამის „sui iuris“ ძალაუფლება შვილებზე, შვილიშვილებზე,
ცოლსა და ოჯახის ყველა წევრზე ერთობლივად და მეორე აგნატიკური
(იურიდიული) კავშირი ე.ი ოჯახის - familias შემადგენლობაში შედიოდა
როგორც აგნატები: ცოლი , შვილები, რძლები, ვაჟიშვილები, ვაჟიშვილის
შთამომავლობა, ასევე კუთვნილი მონები, საქონელი, ნივთები
ოჯახის სამართლებრივი კონცეფცია პორტუგალიის საოჯახო
კანომდებლობით, რომელიც უფრო სამართლებრივ-ტექნიკური
კონცეფციაა: საოჯახო ურთიერთობის წყაროა ქორწინება,
დედობა/მამობა, ქორწინებით ნათესაობა და შვილად აყვანა.
სამხრეთ აფრიკის არასრულწლოვანთა შესახებ კანონი მოიცავს ოჯახის
წევრის ფართო განმარტებას-ბაშვის მშობელს; ნებისმიერ სხვა პირს,
ვისაც აქვს დედობრივი და მამობრივი პასუხისმგებლობები და
უფლებები ბავშვთან დაკავშირებით; ბებია-ბაბუას, ძმას, დას, ბიძას,
დეიდა/მამიდას, ბიძაშვილს/დეიდაშვილს; ან ნებისმიერ სხვა პირს,
ვისთანაც ბავშვს აკავშირებს მნიშვნელოვანი ურთიერთობა
ფსიქოლოგიურ ან ემოციურ დონეზე, და რომელიც ჰგავს ოჯახურ
ურთიერთობას.
ეს განმარტება შეესაბამება გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის
კონვენციის შეხედულებას ოჯახთან მიმართებაში.
ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი კავშირები
სოციოლოგიური და იურიდიული გაგების შედარება.
რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ქორწინება (ფაქტობრივი
ურთიერთობები). შვილის წარმოშობა. და-ძმების ვალდებულებები.
მამობის დადგენა (ასევე იძულებით).
ოჯახის წევრი და მისი განსაზღვრება სამართლის სხვადასხვა დარგში.
მოყვრობა. დედინაცვალი (მამინაცვალი), გერი.
სამართლებრივი კავშირის არსებობა, მაგრამ არა ოჯახის წევრობა.
სისხლით ნათესაობა, ერთად ცხოვრება, საოჯახო მეურნეობის წარმოება.
საოჯახო ურთიერთობათა განვითარების ძირითადი ეტაპები.
ოჯახი, როგორც რთული სოციალური ფენომენი.
ისტორიული ექსკურსი.
პირველადი ჯოგის არსებობა (შეზღუდვების გარეშე ურთიერთობა)
გვაროვნული თემი. (ადამიანების პირველადი საოჯახო ფორმა-
ჯგუფური ოჯახი)
შვილის წარმოშობის დადგენა (დედის პრიორიტეტი). მატრიარქატი
(ბანჰოფენი, მორგანი, ენგელსი) ოჯახის ჩანასახები და განვითარება
(პრიმიტიული ქორწინების ცერემონიალი და ქმრის არჩევა).
მრავალქმრიანობა (პოლიანდრია), ერთი მამაკაცის რამდენიმე დაზე
ქორწინება (სორორატი), ქვრივი ქალის დაქორწინება გარდაცვლილი
ქმრის ძმაზე (ლევირატი). ცოლიანი მამაკაცის თავისუფლება უქმრო
ქალებთან (ჰეტერიზმი).
პოლიგამია ადგილს უთმობს მონოგამიას
პატრიარქატი. ინდივიდუალური ოჯახების ქონების ზრდის პროცესი.
კერძო საკუთრება, მონობა, პროსტიტუცია.
შემდგომი განვითარების ეტაპზე მამაკაცის ძალაუფლების ზრდის
პროცესი. (პირველი ღამის უფლება, ქორწინებაზე ნებართვა)

საოჯახო სამართალი და მისი ადგილი ქართული სამართლის სისტემაში.


1970 წლის საოჯახო კოდექსი
1997 წლის სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი.
საზღვარგარეთის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე
მოხდა მისი პროგრესული სისტემატიზაცია. პანდექტურის სისტემით
შექმნილი კონტინენტური სამართლის მსგავსად საოჯახო
სამართლებრივი ნორმების ინტეგრირება სამოქალაქო ნორმებთან.
სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი
მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო
ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო
ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
სპეციფიკური თავისებურებანი.
ოჯახის წევრების საოჯახო და ასევე ადმინისტრაციული, სამოქალაქო
(სასესხო), დელიქტური და ა.შ
წარმოშობის ხასიათის მიხედვით (კრიტერიუმი) დაყოფა.
ზნეობრივი და პირადი ხასიათი. საოჯახო ურთიერთობის წარმოშობა,
შეწყვეტა. გადაცემის დაუშვებლობა. უარის თქმა. დროითი
შემოფარგვლის დაუშვებლობა და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში
გამოყენება.
სუბიექტები - ფიზიკური პირები.
საოჯახო ნორმების (აბსოლუტური ხასიათი-ნებას გადამწყვეტი
იურიდიული მნიშვნელობა არა აქვს) შედარება სხვა სამოქალაქო
სამართლებრივ ნორმებთან (განმსაზღვრელია კერძო ავტონომია და
პირადი თავისუფლება)
საოჯახო სამართალი უფრო საჯარო ხასიათისაა, ვიდრე სხვა სამოქალაქო
სამართლებრივი ნორმები, რომელთაც გამოკვეთილი პრივატული
ბუნება გააჩნიათ.
საოჯახო სამართალში პირადი ურთიერთობანი ოჯახის წევრებს შორის.
მორალურ-ეთიკური და ზნეობრივი ნორმები.
ქონებრივი ურთიერთობანი
საზოგადოებრივ-ეკონომიკური მნიშვნელობა.
მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება, საალიმენტო
ურთიერთობანი.
საოჯახო სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში.დამოუკიდებელი
და მცირე ინსტიტუტები.
მშობლების და შვილების სამართლებრივი თანასწორობა. შვილების
მიმართ „ხელისუფლებითი ელემენტები“.

საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები.


სამართლებრივი ნორმებით და ზნეობრივი ნორმებით რეგულირება.
საოჯახო სამართლებრივი და ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობანი.
პირადი (არამატერიალური სიკეთეები) და ქონებრივი (მატერიალური)
ურთიერთობანი.

წარმოშობის საფუძვლის და სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით


დაყოფა.
1) საქორწინო სამართლებრივი ურთიერთობანი
2) მშობლიური (მშობლების) ურთიერთობანი
3) შვილად აყვანის და ბავშვზე ზრუნვის მსგავსი ფორმების
ურთიერთობანი
4) ოჯახის სხვა წევრთა ურთიერთობანი

იურიდიული ფაქტები
მოქმედებები და ხდომილებანი.
მართლზომიერი და არამართლზომიერი.
საოჯახო-სამართლებრივი აქტები და საოჯახო სამართლებრივი
ნორმები.
სამოქალაქო გარიგების ნაირსახეობა. ცალმხრივი, ორმხრივი.
სარეგისტრაციო ორგანოების ჩართულობის ხარისხი.

ხდომილება (მაგ. ადამიანის გარდაცვალება. მშობლემის შეთანხმება


ალიმენტის გადახდაზე უარის თქმის შესახებ)
ვადები. (მაგ. 10 თვე, 1 წელი ორსულ მეუღლესთან დაკავშირებით)

იურიდიული ფაქტები
უფლებაწარმომშობი, უფლებააღმდგენი, უფლებაშემცვლელი, უფლება
შემწყვეტი. (ერთობლივად შეიძლება იურიდიული ფაქტი დაედოს
საფუძვლად. მაგ: შვილად აყვანა)
სუბიექტის კონკრეტული მდგომარეობა.
მოკლევადიანი (მაგ. ბავშვის დაბადება) და გრძელვადიანი
ხდომილებები (ორსულობა, არასრულწლოვნობა, შრომისუუნარობა).
ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობა (მაგ. ალიმენტის
დაკისრებისას).
ნათესაობა არის იმ პირებს შორის სისხლით კავშირი, რომლებიც
ერთმანეთისაგან ან ერთი წინაპრისაგან არიან წარმოშობილი.
ნათესაობის ხაზი და ნათესაობის ხარისხი.
ხაზი-პირდაპირი და გვერდითი. აღმავალი და დაღმავალი.
ნათესაობის ხარისხის რომაული სისტემა, განისაზღვრება დაბადებათა იმ
რაოდენობით, რომელიც ამ პირებს აკავშირებს. (წინაპრის დაბადება
მხედველობაში არ მიიღება).
ახლო ნათესაობა. (სარჩოს მიღება)

საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები და მათი


ინტერესები დაცვა.

სუბიექტები - ფიზიკური პირები. (მეუღლე, შვილები, მშობლები, მეურვე


და ა.შ)
იურიდიული პირები და სახელმწიფო ორგანოები.
საოჯახო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. წარმოშობა, შეცვლა,
შეწყვეტა. (18წ, 10წ, 14წელი და ა.შ)
ქბედუნარიანობის შეზღუდვა. მეურვე. მზრუნველი. მშობლის უფლების
შეზღუდვა.
სუბიექტების უფლება-მოვალეობანი.
საოჯახო უფლებების დაცვა იურისდიქციული ფორმით. სასამართლო
წესი. ადმინისტრაციული წესი.
სანოტარო მედიაცია.
არაიურისდიქციული ფორმით დაცვა (მაგ. მეუღლეთა თანასწორობა)

ქორწინების წესი და პირობები

ოჯახის შექმნის უძველეს და ყველაზე გავრცელებულ საფუძველს


წარმოადგენს ქორწინება. ზნეობრივი და სამართლებრივი შეფასება.

რეგისტრაციის მნიშვნელობა. ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობები.


ჯვრისწერა. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა. მაგ:
სამოქალაქო ქორწინების ჩვენნაირი სისტემა საფრანგეთი, შვეიცარია,
გერმანია. საეკლესიო ქორწინება - შვედეთი, ფინეთი, ინგლისი,
ავსტრალია. სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემები (მოსახლეობის
შემადგენლობა, ქორწინებათა და განქორწინებათა ტენდენცია,
შობადობის მდგომარეობა და ა.შ). ფაქტობრივი საქორწინო
ურთიერთობები. თანაზიარი საკუთრება.
ოჯახის შექმნა ქორწინების გარეშე (ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა,
მარტოხელა პირის მიერ ბავშვის შვილება).

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი. ქორწინების უფლება,


დედათა და ბავშვთა უფლებები
ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის
მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და
ნებაყოფლობას.

სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 1106. ქორწინების ცნება


ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის
ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ –
სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ქორწინების მოწმობა.

ქორწინება რთული და მრავალმხრივი ფენომენია. უმრავლეს


შემთხვევაში სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული
კავშირი.

სამართლებრივი კავშირი. ქალისა და მამაკაცის კავშირი. ქორწინებაში


კანონმდებელი დებს ორ მნიშვნელობას: 1. ქორწინება იურიდიული
ფაქტია, რასაც მოყვება მეუღლეობრივი ურთიერთობის წარმოშობა და 2.
ცოლისა და ქმრის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი.
ქორწინების ცნების პირველი ნაწილი გარკვეულწილად სამოქალაქო
გარიგებაა ქორწინების შესახებ. საჯარო ელემენტების უხვი ჩართულობა.
მექორწინეთა ნება. მეორე ნაწილი მოიცავს მეუღლეთა უფლება
მოვალეობების გადანაწილება. პირადი და ქონებრივი უფლებები.

ოჯახის შექმნის მიზანი. (ფიქტიური ქორწინება) მონოგამიის პრინციპი.


პოლიგამიიც პრინციპის (ზოგი მუსულმანური და აფრიკული ქვეყნები.)
უარყოფა. ერთნაირი სქესის (და არა ერთსქესიანთა) პირთა ქორწინება.
შვედეთის მაგალითი (მოქალაქეობა. შეზღუდვა ბავშვის აღზრდაზე). აშშ-
ს ზოგიერთი შტატი.
ნებაყოფლობითობა. ქორწინების თავისუფლების პრინციპი.
თანასწორუფლებიანობა. მუდმივი კავშირი (პრეზუმცია). ეთიკურ-
ზნეობრივი ნორმა.
რომის დროებითი ქორწინება და ქართული ტერმინი „ქალის
გათხოვება“.
Paterfamilias. ქმრის ძალაუფლება ცოლზე 3 ფორმით მყარდებოდა:
1.რელიგიური ქორწინება. 2. ყიდვა. 3. თხოვება. თორმეტი ტაბულის
კანონი მესამე შემთხვევაზე. შვილების გაჩენის ფუნქცია. მამის ოჯახთან
კავშირი. 1 წელი, 3 დღე.

ქორწინების პოზიტიური და ნეგატიური პირობები.


საქორწინო ასაკი. მექორწინეთა თანხმობა.
მუხლი 1108. საქორწინო ასაკი
1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის
ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
სასამართლო წესი. ამოღებული მუხლი 16 წლიდან დაქორწინების
შესახებ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოწიფულობა. ადრეული ასაკი.
განათლების უფლება. ბავშვის აღზრდა. მატერიალური უზრუნველყოფა.
სხვადასხვა სახელმწიფოების შედარებითი ანალიზი. 12 წელი.
საფრანგეთი 15 და 18; ინგლისი 16; გერმანია 18 წელი და შესაძლებლობა
შემცირების; მოლდავეთი16 და 18, 2წლიანი შემცირების საშუალება.
რუის-ურბნისის 1103 წლის „ძეგლისწერა“ 12 და 15.

ნიშნობა. იუსტინიანეს დიგესტები. ულპიანე „sponsalia“. ისტორიულად


ნიშნიბის ბეჭედი. ნიშნობა საქართველოში (აკვანში დანიშვნა, გაუქმების
დაუშვებლობა და მისი შედეგები). მთავარი მომენტი მშობლების
თანხმობა და შეთანხმება. საჩუქრების უკან დაბრუნება. სარჩელის
დაუშვებლობა
ქორწინების რეგისტრაციის ადგილი. სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახური და სანოტარო
ბიურო. სარეგისტრაციო ორგანოს გარეთ ქორწინება. განცხადების
შეტანა. წარმომადგენლობა.
დაქორწინების მსურველ პირთა განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) დაქორწინების მსურველ პირთა პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტები;
ბ) წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი (თუ
დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში);
გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას
წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი.
დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ,
რომ მათთვის არ არსებობს ამ კანონის 54-ე მუხლით
გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და
ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა,
იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, ასევე
უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები. განქორწინების საფუძველი და
არა ქორწინების ბათილობის.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ
პირთა და არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის
თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების მსურველი პირის
წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია.
წარმომადგენლობითი ქორწინება სხვა ქვეყნების პრაქტიკაში ინდოეთი,
პერუ, არგენტინა, ესპანეთი. ისტორიულად სამეფო ქორწინებები. მაგ.
ნაპოლეონის ქორწინება (მარშალი ბერტე).
ქორწინების რეგისტრაციის ვადა
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ქორწინების
რეგისტრაცია, როგორც წესი, ხორციელდება განცხადებაში მითითებულ
დროს. მანამდე არსებობდა ერთთვიანი ვადა „ე.წ გრძნობების
შემოწმებისათვის“.
ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების შეტანის დღეს
ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენილ ქორწინების
რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებათა სიმრავლის გამო.
დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების
არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის
სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები,
მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.
ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას ძალა
აქვს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მისი შეტანიდან 2
თვის განმავლობაში.
გვარის არჩევის თავისუფლება. ორმაგი გვარი. გვარის შეცვლის
დაუშვებლობა.
მუხლი 1120. მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი
1. დაქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია
სხვასთან; ერთქორწინების პრინციპი. განქორწინების მოწმობა.
გარდაცვალების მოწმობა. ე.წ „სამგლოვიარო ვადა“ (დანია ქალი 1 წელი
და მამაკაცი 3 თვე, პორტუგალია 1წ და 6 თვე), ჰოლანდია მხოლოდ
ქალებისთვის 10 თვე.
ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია
და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება
მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.
ბიძაშვილებს შორის ქორწინება. შ. ჩიკვაშვილი. ს. ჯორბენაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის
გადაწყვეტილება. მხარდაჭერის ცნება. მანამდე სულით ავადმყოფობა და
ჭკუასუსტობა. მხარდაჭერის მიმღები და საქორწინო კონტრაქტი.
პასუხისმგებლობის გაზიარება.

You might also like