You are on page 1of 1

მეგობრობა ურთიერთობის გზა და ხიდია

„ვეფხისტყაოსანში“ მრავალი ქალი პერსონაჟია


წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ
განეკუთვნებიან, მაგრამ თითოეულ მათგანს გამოკვეთილი,
ინდივიდუალური თვისებები გააჩნია. ამ მხვრივ აღსანიშნავია
ასმათი, იგი მაგალითია მეგობრობისა ქალსა და მამაკაცს შორის.
ავთანდილის და ასმათის შეხვედრა ხდება გამოქვაბულში, რაც
სიმბოლურია.
გამოქვაბული ასოცირდება სიბნელესთან, ხოლო ასმათს
ნათელი შეაქვს გამოქვაბულში. ამ ადამიანზე გადმოსულია
სულიწმინდის მადლი ერთგული მეგობრობის სახით.
ასმათი უშიშარია, ის არ შეუშინდა ავთანდილის ძალადობას,
ყელზე მიბჯენილ დანას, მაგრამ ამავე დროს მგრძნობიარეა.
როდესაც გაიგებს ავთანდილის გაჭირვებას, რომ ის მიჯნურია და
„უცხო მოყმეს“ აუცილებლად უნდა შეხვდეს, ასმათი ხდება სათნო,
გულმოწყალე.
ავთანდილმა ასმათი დაიმორჩილა სიყვარულის პატივისცემის
გამო. ზოგადად პოემის მთავარი თემა ხომ სიყვარულია. ის
წამყვანი ძალაა მეგობრობაშიც.
ასმათი წინდახედულია, ის ბრძნულ რჩევას აძლევს
ავთნდილს, რომ არ იჩქაროს ტარიელის გაცნობა. თავის მხვრივ
ტარიელიც ბოლომდე ენდობა ასმათს, ვინაიდან ის უანგრო,
თავდადებული მეგობარია.
ასმათჳ უანგრო მეგობრობის მაგალითიცაა. როდესაც
ტარიელმა ძვირფასეულობით სავსე ჯამი მიაწოდა, მან მხოლოდ
ერთი მცირედი ბეჭედი აიღო, ისიც სამახსოვროდ.
ასმათმა უარი თქვა პირად ცხოვრებაზე და ტყე-ღრეში
გავარდნილ ტარიელს გვერდიდან არ შორდება. ასმათი ამით არ
უშინდება სიძნელეებს.
ამრიგად მეგობრობა ამ პოემის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ადამიანი ადამიანის ხიდია და ეს ხიდი გამაგრებული უნდა იყოს
წრფელი, უანგრო, თავდადებული ურთიერთობით, რომელსაც
მეგობრობა ჰქვია. მეგობრობა, ეს თემა დღესაც აქტუალურია.
ადამიანი უმეგობროდ უდაბნოში ამოსურ ერთ ხეს გავს,
რომელიც განწირულია დაღუპვისათვის.
ჩემთვის ის ადამიანია მდიდარი ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს.

You might also like