You are on page 1of 3

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადება სარჩელის

აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ

განცხადების ავტორი(მოსარჩელე)
სახელი, გვარი - რობერტ სილაგაძე 
პირადი ნომერი -12345678910 
ძირითადი მისამართი- ზესტაფონი, კვალითის დასახლება
მობილურია ნომერი- 555 555 557  
ელექტრონული ფოსტა- robertsilagadze@gmail.com
  
        განმცხადებლის წარმომადგენელი (მოსარჩელე)
სახელი, გვარი - ლანა კვატაია 
პირადი ნომერი - 10987654321
ძირითადი მისამართი- თერჯოლა,სოფ სიქთარვა  
მობილურის ნომერი- 555 654  456
ელექტრონული ფოსტა-  lanakvataia123@gmail.com
 
მოწინააღმდეგე მხარე       (მოპასუხე) 
სახელი, გვარი- მზევინარ მანაგაძე 
პირადი ნომერი- 53253253210
ძირითადი მისამართი- ზესტაფონი,სოფ საქარა 
მობილურის ნომერი- 532 633 633 
ელექტრონული ფოსტა-  mzevinarmanagadze.mail.ru 

განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების


შესახებ

ჩვენს შორის,კერძოდ, რობერტ სილაგაძესა და მზევინარ მანაგაძეს შორის არსებობდა


სასესხო ურთიერთობა, მზევინარ მანაგაძეს 12 400 აშშ $ უნდა დაებრუნებინა 2013
წლის 30 აპრილისათვის, ამავდროულად 2012 წლის 25 დეკემბრიდან
ყოველთვიურად განსაზღვრულ რიცხვში უნდა გადაეხადა 183 აშშ$-ის ოდენობით,
რასაც არ ახორციელებდა მოვალე და დაარღვია ნაკისრი ვალდებულებანი.
შემდგომში განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კერძოდ,
ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს მის საკუთრებაში არსებული უძრავი
ნივთის გასხვისების, ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის მიზნით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულია სესხის


ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი
საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო
მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში სწორედ არსებობდა ჩვენ ორ მხარეს შორის სასესხო
ურთიერთობა. ეს სასესხო ურთიერთობა მათ შორის აღიარებული იყო მანაგაძის
მიერ ვალისა და გასტუმრების ხელწერილითაც, და ადასტურებდა ამ
ვალდებულების შესრულების განსაზღვრულ ვადას. ზემოაღნიშნული გარემოებების
გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის რისკი და
საფრთხე რომელიც არსებობს ვალდებულების შეუსრულებლობისა, ამდენად
არსებითია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 191-ე მუხლით გვაქვს შესაძლებლობა განცხადებით მომართვის სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ, აღნიშნული მუხლი მიუთითებს, რომ ,, მოსარჩელეს
შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან
შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო
უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან
ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის
ანაზღაურების დაკისრებით.“ აღნიშნულ შემთხვევაში მსესხებელი თავს არიდებდა
და არ ასრულებდა ვალდებულებას, კერძოდ ჩვენს მიმართ ფულადი ვალდებულების
შესრულებისას, ვინაიდან იგი ითვალისწინებდა შესაძლებლობას ამ ვალდებულების
დაკმაყოფილებისას მის საკუთრებაში არსებული ქონებით, ცდილობს თავის
არიდებას და უძრავი ქონების გაყიდვას, შესაბამისად ვერ მოხდება სასამართლოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება რეალურად, ვინაიდან პირის
სახელზე სხვაგვარად არ ირიცხება ქონება, რომლიდანაც ამოღება მოხდება სესხის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხის ოდენობისა. აღნიშნული
საფრთხე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ განპირობებული
მოვალე მანაგაძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის
სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვით უძრავი ქონების გაყიდვის/ნასყიდობის
შესახებ, რომელიც მდებარეობს ქ.ზესტაფონის მეგობრობის ქ #11/37-ში. ამით კი
ცდილობს თავი აარიდოს შემდგომში ვალდებულების შესრულებას. ამდენად
არსებობს გადაუდებელი შემთხვევა, რომელსაც ითვალისწინებს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლი. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით
არის საშიშროება რომ პირის სახელზე აღარ იქნება არანაირი სახის ქონება და
შესაბამისად თანხასაც ვერ დააბრუნებს, ამიტომ მოგმართავთ განცხადებით
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე, თუმცა
ვითვალისწინებთ ასევე მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას რომ
წარმოვადგინოთ სარჩელი სასამართლოს მიერ განცხადების დაკმაყოფილების
შესახებ განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული სარჩელით კი
სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას სასესხო ვალდებულებით
გათვალისწინებული თანხის დაბრუნების შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე
მუხლი ,რომლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ვითხოვთ მის უძრავ
ქონებაზე ყადაღის დადებას .რა დროსაც დაცული უნდა იქნას 191-ემუხლის მე-2
ნაწილის მოთხოვნა და წარდგენილი იქნას განცხადებასთან ერთად ცნობა საჯარო
რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე
მოპასუხის საკუთრების უფლება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოვალის ქმედება რომ განახორციელოს უძრავი ქონების


გაყიდვა, საფრთხეს უქმნის აღსრულების ნაწილში ჩვენს შემდგომ სარჩელის
დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანია
გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოებები და გამოყენებული იქნას
უზრუნველყოფის ღონისძიება მზევინარ მანაგაძის უძრავ ქონებაზე ყადაღის
დადების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძნელდება და შეუძლებელი გახდება
გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან იგი უკვე აპირებს გაასხვისოს ეს ქონება.
შესაბამისად, გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩვენი განცხადება მანაგაძის უძრავ ქონებაზე
ყადაღის დადების შესახებმრომელიც მდებარეობს ქ.ზესტაფონის მეგობრობის ქ
#11/37-ში.

22.03.2022

You might also like