You are on page 1of 2

არსენა მარაბდელი

ღირსეული ადამიანი არასდროს არ ღალატობს თავის პრინციპებსა და


წესებს, ღირსეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია ის თუ როგორ
მიახწევს მიზანს.

ღირსებისა და ღირსეული საქციელის მაგალითად შეგვიძლია


მოვიყვანოთ ვაჟა–ფშაველას მოთხრობა ,,სტუმარ–მასპინძელი",

სადაც აღწერილია თუ როგორ მასპინძლობს ქისტი ჯოყოლა, მის


მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და ის თემსაც კი ეწინააღმდეგება,
როდესაც ისინი ზვიადაურის მოკვლას ცდილობენ თავის სახლში,

რაც ერთი შეხედვით უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, თუ


რატომ უნდა იცავდეს ძმის მკვლელს ადამიანი, მაგრამ ჭოყოლა არ
იცავდა ზვიადაურს, ის იცავდა თავის პრინციპებსა და ღირებულებებს,
რაც ადამიანისთვის ყველაძე ძვირფასია.

ჯავახიშვილის რომან „არსენა მარაბდელში“ კარგადაა


გადმოცემული თუ როგორ შეიძლება გამოაჩინოს ადამიანმა თავისი
ღირსება თუ უღირსობა მტერთან დაპირისპირებისას.

რომანი იწყება არსენას ცხოვრების აღწერით, მას აღარაფერი


ჰქონდა დარჩენილი მეგობრები დაუხოცეს, სახლი წაართვეს

და ბრაზმორეული ფიქრობს, რომ ვერ მოისვენებს თუ ერთერთ მის


გამაუბედურებელს სამაგიერო არ გადაუხადა, ისინიც გამოჩდნენ
გზაზე მომავალნი და არსენამაც ღვინო შესთავაზა, სთხოვა სუფრა
დაელოცათ, მაგრამ სეფისკვერაძემ დამცინავი პასუხი გასცა : ,,რა
სუფრა! რომელი სუფრა!" ,,მარტო დამჯდარხარ, მარტო სვამ და
სუფრა გგონია? ", დაცინვა არსენამ ვეღარ აიტანა და უკან გაჰყვა,
მიახლოებულმა კუჭანტელს შესძახა; ,,კუჭატნელო, გამაგრდი! რაკი
ყაჩაღი ვყოფილვარ, მაშ ყაჩაღურად მოგექცევი"

ხმალი იშიშვლა და გაიფიქრა ; „ეს კი ნამდვილად დამიხვდება. მაგრამ


სანამ ერთხელ მაინც არ მოიქნევდეს, არ დაჰკრა“, ის ამ უკიდურეს
შემთხევაშიც კი არ ღალატობს მის პრინციპებს და არ უნდა რომ
უღირსად მოექცეს მის მტერს.

არსენა ვეღარ მოითმენს და გაბრაზებული უნაგირს დაკრავს


ხმალს, ,,გადატეხილმა ხმლის პირმა ჟღარუნი გაიღო მიწაზე",

არსენა ხმლის გარეშე დარჩა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ


კუჭანტელი უღირს საქციელს არ ჩაიდენდა და უიარაღო ადამიანზე არ
გაიწევდა, მაგრამ არსენა შეცდა, კუჭანტელმა თვალის
დაუხამხამებლად გაიმეტა უიარაღო არსენა სიკვდილისთვის. არსენა
თავის პრინციპებს შეეწირა, მას არც კი წარმოედგინა, რომ ასეთ
უკადრის საქციელს ჩაიდენდა კუჭანტელი.

დღესდღეობითაც ხშირად შევხვდებით ადამიანებსა თუ


სახელმწიფოებს, რომლებიც ყველანაირ უღირსობას იკადრებენ
იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ, ამის აშკარა მაგალითი კი არის
რუსეთის სახელმწიფო, რომელიც წლებია ცდილობს გაბატონდეს
თავის მეზობელ ქვეყნებში და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

რუსეთის უპრინციპობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა უკრაინასთან ომის


დროს, სადაც რუსულმა მხარემ ყველანაირი დაუწერელი თუ
დაწერილი კანონი დააიგნორა და დაუშვებელ ხერხებს მიმართა,
როგორიცაა უდანაშაულო ხალხის კვლა, სამშობიაროების, სკოლების
დაბომბვა და ამით კიდევ ერთხელ მიგვახვედრა რომ ყველა კაცი
ადამიანი არ არის.

You might also like