You are on page 1of 28

მალხაზ მაცაბერიძე

პოსტსაბჭოთა ქვეყნების
შედარებითი პოლიტიკა
სალექციო კურსი

თემა 3

თანამედროვე აზერბაიჯანის
პოლიტიკური სისტემა

თბილისი
2021
შინაარსი

შესავალი ............................................................................................3
თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბება ..............................4
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა............................... 5
საბჭოთა აზერბაიჯანი..................................................................................... 5
აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა პერიოდში ............................................. 8
აზერბაიჯანი პოლიტიკური რეჟიმის ზოგადი
დახასიათება ......................................................................................................... 13
პოლიტიკური სისტემის ზოგადი დახასიათება ......................14
კონსტიტუციური საფუძვლები .............................................................. 14
ხელისუფლების შტოების დანაწილება და
ურთიერთქმედება ............................................................................................ 15
პრეზიდენტი......................................................................................................... 16
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები ............................ 17
მეჰრიბან ალიევა - ვიცე-პრეზიდენტი ........................................... 18
აღმასრულებელი ხელისუფლება .......................................................... 19
საკანონმდებლო ხელისუფლება ........................................................... 20
პოლიტიკური პარტიები .............................................................................. 21
საარჩევნო სისტემა .......................................................................................... 22
საინფორმაციო საშუალებები .................................................................. 26
სამოქალაქო საზოგადოება ........................................................................ 27

2
შესავალი
აზერბაიჯანი, ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ.
Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ
ნაწილში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება
რუსეთი ჩრდილოეთიდან, საქართველო ჩრდილო-დასავლეთით,
სომხეთი დასავლეთით, ირანი – სამხრეთით.
აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის ანკლავი ნახიჩევანის
ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელსაც ჩრდილოეთიდან და აღმო-
სავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან
ირანი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი თურქეთი. ქვეყნის
შემადგელობაში შედის მთიანი ყარაბაღის რეგიონიც. 1994-2020 წლებში
სომური სამხედრო ფორმირებები, ყარაბაღის პირველი ომის შედეგად,
აკონტროლებდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას და მომიჯნავე
რაიონებს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 1/5-ს. 2020 წლის ბოლოს
სომხეთთან ახალი ომის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა
მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხური სამხედრო ფორმირებების მიერ
დაკავებულ ტერიტორიაზე და მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზეც.
დღეისათვის სომხეთი აკონტროლებს მთიანი ყარაბაღის დაახლოებით 3
ათასი კვ. კმ. ტერიტორიას, რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნის
მეშვეობით.
აზერბაიჯანი უნიტარული სახელმწიფოა. მას აქვს დიპლომა-
ტიური ურთიერთობა მსოფლიოს 158 ქვეყანასთან, გაწევრებულია 38
საერთაშორისო ორგანიზაციაში. ის არის სუამი-ს ერთ-ერთი დამფუძ-
ნებელი და წევრი. 1993 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის („დსთ“) წევრი.

დროშა
გერბი

3
ცისფერი - თურქული ხალხების ტრადიციული ფერია და მისი
სიმბოლო, წითელი - პროგრესის სიმბოლო, მწვანე - ისლამის, ნახევარ-
მთვარე - ისლამის კუთვნილებას, რვაქიმიანი ვარსკვლავი - თურქული
ხალხების 8 შტოს აღნიშნავს.
აზერბაიჯანის ფართობია 86,600 კვადრატული კილომეტრი (მთი-
ანი ყარაბაღის ჩათვლით). ამ ტერიტორიას ძველ დროში ,,ცეცხლოვან
მიწას" უწოდებდნენ.
კონსტიტუციის თანახმად აზერბაიჯანი არის დემოკრატიული, სა-
მართლებრივი, საერო, უნიტარული რესპუბლიკა. კონსტიტუცია ითვა-
ლისწინებს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმას. პრეზიდენტი სა-
ხელმწიფოს მეთაურია და მთლიანად ექვემდებარება აღმასრულებელი
ხელისუფლება.

მოსახლეობა
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანის მოსახლე-
ობამ 2019 წლის აპრილში 10 მილიონს მიაღწია, 2020 წლის 1 თებერვალს
კი 10 მლნ. 073 ათასი ადამიანი შეადგინა. ეთნიკური შემადგენლობა (2009
წ.) შემდეგია: აზერბაიჯანელები - 91,6%, ლეკები - 2,02%, რუსები - 1,34%,
სომხები - 1,35%, თალიშები - 1,26%, სხვა - 3,9%.
აზერბაიჯანელების უმრავლესობა შიიტი მუსლიმია - მთლიანი
მოსახლეობის 93,4%. არიან ასევე რუსი მართლმადიდებლები - 2,5%, სო-
მეხი გრიგორიანები - 2,3% და დანარჩენები - მოსახლეობის 1,8%-ს შეად-
გენს. ქვეყნის კონსტიტუციით, აზერბაიჯანი სეკულარული
სახელმწიფოა და რელიგიის თავისუფლებას ემხრობა. Gallup-ის
მონაცემებით კი აზერბაიჯანი ერთ-ერთი არარელიგიური ქვეყანაა
მსოფლიოში. გამოკითხულთა 50% რელიგიას თავიანთ ცხოვრებაში
უმნიშვნელოდ მიიჩნევს. თუმცა რელიგიური ტოლერანტობა
ქვეყნისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ენას - აქ
აზერბაიჯანული ჭარბობს - მოქალაქეთა 89% საუბრობს ამ ენაზე.
ცხოვრობენ ასევე რუსულ (3%), სომხურ (2%) ენაზე მოსაუბრე
ადამიანებიც. დანარჩენ ენებზე კი მოსახლეობის 6% მეტყველებს.

თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბება


რუსეთის მიერ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიის დაპყ-
რობამდე, იქ არსებობდა 15 სახანო და რიგი სხვა, უფრო მცირე პოლიტი-
4
კური სამფლობელოები. ეს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური
ერთეულები ირანის მფლობელობაში იყო და რუსეთის იმპერიის
შემადგენლობაში მათი გადასვლა რუსეთ-ირანის ორი ომის: 1804-1813
და 1826-1828 წლების ომების შედეგად მოხდა.
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეული ამ ტერიტორიის
მიმართ სახელწოდება „აზერბაიჯანი“-ს გამოყენება მე-20 საუკუნის
დამდეგიდან იწყება, ხოლო საბოლოოდ მკვიდრდება 1918 წლიდან,
როდესაც 28 მაისს გამოცხადდა აზერბაიჯანის დემოკრატიული
რესპუბლიკის შექმნა. სწორედ ამ დროიდან სახელწოდება „აზერბაიჯანი“
სახელმწიფოსთან დაკავშირებით პირველად გამოიყენეს.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა


აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan
Xalq Cümhuriyyəti) - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო
28 მაისი 1918 - 28 აპრილი 1920 წწ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა თბი-
ლისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლო-
ბის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, იმავე დარბაზში. მუსლიმურ
სამყაროში ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.
მისი პირველი პარლამენტი 1918 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. ბრი-
ტანულ ადმინისტრაციას ოფიციალურად არ უღიარებია რესპუბლიკა,
თუმცა მასთან თანამშრომლობდა. 1919 წლის შუა ხანებისთვის აზერბა-
იჯანში სიტუაცია ასე თუ ისე სტაბილური გახდა და 1919 წლის აგვის-
ტოსათვის ბრიტანეთის ჯარებმა ეს ქვეყანა დატოვა. 1920 წლის იანვარში,
პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აზერბაიჯანმა მოკავშირეებისგან
დე ფაქტო აღიარება მიიღო. რესპუბლიკა სხვადასხვა დროს იმართებოდა
ხუთი კაბინეტით, რომლებიც მუსავათის კოალაციიდან ჩამოყალიბდა,
ესენი იყო სოციალისტური ბლოკი, დამოუკიდებლები, ლიბერალები,
სოციალ–დემოკრატიული პარტია და კონსერვატები. პირველ სამ
კაბინეტში პრემიერი ფათალი ხან ხოისკი იყო, დანარჩენ ორში ნასიბ
იუსიფბეილი. პარლამენტის პრეზიდენტი, ალიმარდან ტოპჩუბასევი,
ქვეყნის მეთაურად ცნეს. ამ რანგში წარადგინა მან აზერბაიჯანი პარიზის
სამშვიდობო კონფერენციაზე 1919 წელს.

საბჭოთა აზერბაიჯანი
საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ,
აზერბაიჯანი 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბ-
5
ლიკად გამოცხადდა. ფორმალურად სახელმწიფო დამოუკიდებელი იყო,
მაგრამ რეალურად იგი მოსკოვიდან იმართებოდა. ის სომხეთთან და
საქართველოსთან ერთად 1922 წლის მარტში ამიერკავკასიის საბჭოთა
ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში (ასფსრ) გააერთიანეს. 1922
წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ასფსრ საბ-
ჭოთა კავშირის ოთხი დამფუძნებელი რესპუბლიკიდან ერთ-ერთი
გახდა. 1936 წელს სტალინმა ასფსრ დაიშალა და ამიერკავკასიის
რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში ცალ-ცალკე გაართიანა.
1930-იან წლებში აზერბაიჯანსაც შეეხო სტალინის ჩატარებული
რეპრესიები, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის გამოჩენილი
აზერბაიჯანელი მოღვაწეები: ჰუსეინ ჯავიდი, მიხაილ მუშვიგი, რუჰულა
ახუდოვი, აინა სულთანოვა და სხვები. აზერბაიჯანში რეპრესიებს მირ
ჯაფარ ბაგიროვი ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის კომუნისტური პარ-
ტიის პირველი მდივანი, რომელიც სტალინის ბრძანებებს უსიტყვოდ
ასრულებდა. მისი მთავარი სამიზნე ინტელიგენცია იყო, მაგრამ მან ასევე
გაანადგურა კომუნისტური ლიდერები, რომლებსაც სიმპათია გააჩნდათ
ოპოზიციის მიმართ ან რომლებიც ერთ დროს პან-თურქიზმისკენ
იხრებოდნენ ან ჰქონდათ კავშირი ირანში ან თურქეთში რევოლუციურ
მოძრაობებთან.
1940-ანი წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის სსრ საბჭოთა
კავშირის ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი, განსაკუთრებით ნაცის-
ტურ გერმანიასთან ომის დროს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონი
იყო. 1942 წლის ივლისში გერმანიის ჯარებმა კავკასიონის ქედს მიაღწიეს,
მაგრამ გერმანელებს არასდროს გადაუკვეთავთ აზერბაიჯანის საზღვარი.
მრავალი აზერბაიჯანელი იბრძოდა საბჭოთა არმიაში (დაახლოებით 600-
800 ათასი), აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი აზი ასლანოვი ორჯერ
დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის გმირის მედლით. დაახლოებით 400
ათასი აზერბაიჯანელი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.
დესტალინიზაციის პერიოდმა 1950-იანი წლებში, აზერბაიჯანის
უმეტეს ნაწილში უკეთესი განათლება და საცხოვრებელი პირობები მო-
იტანა. ეს პროცესი დაემთხვა სწრაფი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალი-
ზაციის პერიოდს. 1960-იან წლებში საბჭოთა სისტემის სტრუქტურული
კრიზისის ნიშნები გაჩნდა. აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრიამ და-
კარგა თავისი მნიშვნელობა საბჭოთა ეკონომიკაში, ნაწილობრივ ეს
განპირობებული იყო იმით, რომ ნავთობის წარმოებამ საბჭოეთის სხვა
რეგიონებში გადაინაცვლა და ნაწილობრივ იმით, რომ გამოიფიტა ყველა
ცნობილი ნავთობით მდიდარი ტერიტორია. შედეგად, აზერბაიჯანს
6
ყველაზე დაბალი ზრდა ჰქონდა პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ
სარგებელში სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თუ ტაჯიკეთს არ
ჩავთვლით.
1969 წელს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველ
მდივნად ჰეიდარ ალიევი დაინიშნა. ალიევმა დროებით გააუმჯობესა
ეკონომიკური მდგომარეობა და მეურნეობის ალტერნატიული დარგები
წამოსწია წინ, როგორიცაა ბამბის მოშენება. მან ასევე გადაახალისა რეს-
პუბლიკის მმართველი ელიტა, რომელიც უკვე ძირითადად ეთნიკური
აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა. 1982 წელს ალიევი საბჭოთა
კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი გახდა - ეს იყო
უმაღლესი პოზიცია, რომელიც როდესმე მიუღწევია აზერბაიჯანელს
საბჭოთა კავშირში. 1987 წელს, როდესაც დაიწყო პერესტროიკა, ჰეიდარ
ალიევი გადააყენა საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა,
რომლის პოლიტიკასაც ალიევი ეწინააღმდეგებოდა.
1980-ან წლების ბოლოს, გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში,
თავი იჩინა მთიანი ყარაბაღის პრობლემამ. 1988 წლის თებერვალში
განახლდა ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც გამოიწვია სომხეთის
მოთხოვნამ შეერთებინა აზერბაიჯანის სსრ-ში შემავალი მთიანი-
ყარაბაღის ავტონომიური ოლქი სომხეთის სსრ-თვის, თავის მხრივ
მთიანი ყარაბაღის ოლქი ითხოვდა იგივეს. 1988 წლის მარტისათვის
სომხებმა ასობით ათასი აზერბაიჯანელი გააძევეს ყარაბაღიდან და
სომხეთიდან, ამასთან ერთად ადგილი ჰქონდა სომხური მოსახლეობის
რბევას ბაქოსა და სუმგაითში. მოსკოვი სამხედრო ძალის გამოყენებით
„წესრიგს ამყარებდა“, მაგრამ არეულობა მაინც გრძელდებოდა.
ეთნიკურმა დაპირისპირებამ კომუნისტური პარტიის, როგორც
ეროვნული ინტერესების ლიდერის არარსებობა გამოავლინა და
„საჯაროობის“ ფონზე გამოჩნდა დამოუკიდებელი გამოცემები და პოლი-
ტიკური ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებიდან ყველაზე ძლიერი აზერ-
ბაიჯანის სახალხო ფრონტი (ასფ) იყო, რომელმაც 1989 წელს ძალა-
უფლება კომუნისტურ პარტიას გაუთანაბრა. ასფ მალე კონსერვატიულ-
ისლამურ და ოპორტუნისტულ ფრთად გაიყო. გაყოფას ბაქოში სომხების
წინააღმდეგ ძალადობა და საბჭოთა ჯარების ინტერვენცია მოჰყვა. არეუ-
ლობამ კულმინაციას 1990 წლის 20 იანვარს მიაღწია, როდესაც საბჭოთა
ჯარებმა ბაქოში 132 დემონსტრანტი მოკლეს, თუმცა აზერბაიჯანი დაღუ-
პულთა გაცილებით დიდ რაოდენობას ასახელებს.

7
აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა პერიოდში
1990 წლის 24 იანვარს აზერბაიჯანის კომპარტიის პირველ მდივ-
ნად აირჩიეს აიაზ მუთალიბოვი. 1990 წლის მაისში აზერბაიჯანის
უმაღლესმა საბჭომ მუთალიბოვი აირჩია აზერბაიჯანის პრეზიდენტად.
1991 წლის აგვისტოს პუტჩის მარცხის შემდეგ, 1991 წლის 30
აგვისტოს აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა დეკლარაცია
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესა-
ხებ“, 1991 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც
მუტალიბოვმა გაიმარჯვა.
1991 წლის ოქტომბერში უმაღლესმა საბჭომ აზერბაიჯანის
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის
დამატების სახით მიიღო „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებ-
ლობის საკონსტიტუციო აქტი", რის შემდეგაც ჩატარდა დამოუკიდებ-
ლობის რეფერენდუმი. მონაწილეთა 95%-მა ხმა მისცა აზერბაიჯანის
დამოუკიდებლობას.
1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისაგან
დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შემდეგ კი დამოუკიდებელ სახელმწი-
ფოთა თანამეგობრობის წევრი გახდა.
წარუმატებლობებმა ყარაბაღში და რთულმა საშინაო მდგომარე-
ობამ მუთალიბოვის დამხობა განაპირობა. 1992 წლის მარტში ოპოზიციამ
აიძულა მუთალიბოვი დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი. თუმცა შემ-
დეგ რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა ადრე მიღებული გადაწყ-
ვეტილება და 14 მაისს მუთალიბოვი აღადგინა პრეზიდენტის პოსტზე.
მაგრამ ორი დღის შემდეგ მან პოსტი კვლავ დატოვა და აზერბაიჯა-
ნიდანაც წავიდა.
1992 წლის გაზაფხულზე ძალის გამოყენებით ხელისუფლებაში
მოვიდა ახლადშექმნილი "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი (ასფ)" და
პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ არჩევნებში გაიმარჯვა, მისი ლიდერი
აბულფაზ ელჩიბეი კი 1992 წლის 7 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტად აირ-
ჩიეს (ხმების 59,4% მიიღო). ელჩიბეი ნაციონალისტური ლოზუნგებით
გამოდიოდა. ელჩიბეი შეეცადა აეშენებინა ეთნოკრატიული სახელმწიფო
თურქიზმის იდეოლოგიის საფუძველზე, რაც აზერბაიჯანისა და
თურქეთის ფაქტობრივ ერთიანობას გულისხმობდა. 1992 წელს „მილი
მეჯლისმა“ მიიღო კანონი ენის შესახებ, სადაც აზერბაიჯანულ ენას
ოფიციალურად თურქული ეწოდა.

8
სომხეთთან მიმდინარე ომის მიუხედავად, ელჩიბეის მმართვე-
ლობის დროს აზერბაიჯანი, საერთო აზრის თანახმად, დემოკრატიული
განვითარების გზით მიდიოდა. მაგრამ მთიანი ყარაბაღის ომში "სახალხო
ფრონტის" მთავრობის კატასტროფული მარცხისა და მისი ზოგადი
სისუსტის გამო დემოკრატიული პროცესი შეწყდა.
1993 წლის ივნისში მთავრობას განჯაში ჯარის მეთაური (პოლ-
კოვნიკი სურეტ ჰუსეინოვი) აუჯანყდა. მომხდარი გადატრიალების შე-
დეგად ქვეყანაში პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და სუკ-ის გენერალი
ჰეიდარ ალიევი დაბრუნდა.1 ალიევი პარლამენტის თავმჯდომარე და
ქვეყანაში პრეზიდენტის შემდეგ მეორე პირი გახდა. როცა ამბოხებული
ჯარის ნაწილები ბაქოს მიუახლოვდნენ, პრეზიდენტი ელჩიბეი
აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ
რესპუბლიკაში გაფრინდა, ალიევი კი 1978 წლის კონსტიტუციის
შესაბამისად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ
თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ალიევმა პრეზიდენტ ელჩიბეისადმი
ნდობის საკითხი დააყენა, სასურველი შედეგი მიიღო და პრეზიდენტი
თანამდებობიდან გადააყენა.2
1993 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში
ალიევი პრეზიდენტად აირჩიეს და ის აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტი
გახდა.3 კონკურენტი ამ არჩევნებზე მას არ ჰყოლია.
ჰეიდარ ალიევმა მოახერხა პოლიტიკური სიტუაციის სტაბილი-
ზება და ეკონომიკური კრიზისის შეჩერება. მან ძალაუფლება ინსტი-
ტუციურადაც განიმტკიცა. ალიევის ინიციატივით 1995 წლის ნოემბერში
აზერბაიჯანში მიიღეს ახალი კონსტიტუცია (რეფერენდუმზე ამომრჩე-
ველთა 91,9%-მა დაუჭირა მხარი). კონსტიტუცია განამტკიცებდა ძლიერ
საპრეზიდენტო ხელისუფლებას.

1
ჰეიდარ ალიევს ზოგი განჯაში მომხდარ სამხედრო ამბოხების ორგანიზატ-
ორადაც მიიჩნევდა.
2
ელჩიბეიმ 1993 წლის 1 სექტემბერს პრეზიდენტის პოსტი დატოვა და წავიდა
ემიგრაციაში. გარდაიცვალა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 2000 წლის 22
აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
3
ჰეიდარ ალიევი 1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ჯერ
არჩეულ იქნა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1991-1993
წლებში ნახიჩევანის არ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ, აზერბაიჯანის
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
9
1995 წელს მიღებული კონსტიტუცია აღმასრულებელი ხელისუფ-
ლების როლის გაძლიერებას ითვალისწინებდა. ამ კონსტიტუციით აზერ-
ბაიჯანის რესპუბლიკა დემოკრატიულ და სეკულარულ სამართლებრივ
სახელმწიფოდ გამოცხადდა. კონსტიტუციის 1-ლ და მე-3 მუხლებში
ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანში ძალაუფლების ერთადერთი წყარო
ხალხია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, თავისი ნება თავისუფალ არჩევ-
ნებში და რეფერენდუმებზე გამოხატოს, რაც, თავის მხრივ, კონსტიტუ-
ციაში ცვლილებების შეტანის ერთადერთი გზაა. იმავდროულად, კონ-
სტიტუცია ფართო ძალაუფლების მქონე ძლიერ აღმასრულებელ ხელი-
სუფლებასაც ითვალისწინებდა, ამიტომ კონსტიტუციის პრაქტიკაში
გამოყენება და ინტერპრეტაცია დიდად იყო დამოკიდებული აღმასრუ-
ლებელი ხელისუფლების ნება-სურვილზე.
ჰეიდარ ალიევმა ბევრი რამ გააკეთა აზერბაიჯანის ეროვნული
იდენტობის დასამკვიდრებლად. 1995 წლის კონსტიტუციით სახელმწი-
ფო ენად აზერბაიჯანული გამოცხადდა, შემუშავდა ახალი იდეოლოგია
„აზერბაიჯანლიგი“ (აზერბაიჯანიზმი), რომელშიც აისახა ეროვნული
განვითარების პრიორიტეტები - თურქიზაცია, ისლამიზაცია,
ევროპეიზაცია. აღინიშნებოდა, რომ აზერბაიჯანის დროშის სამი ფერი ამ
იდეებს განასახიერებდა.
ჰეიდარ ალიევის მმართველობის პერიოდში ხშირი იყო პრეზი-
დენტის წინააღმდეგ შეთქმულებების აღმოჩენები, პარტიულ სისტემაში
კი დომინირებდა ერთი პარტია - „ენი აზერბაიჯანი“ („ახალი აზერბა-
იჯანი“).
ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის ბოლო წლებში გაიმართა სა-
სამართლო პროცესები სახალხო ფრონტის, აზერბაიჯანის ეროვნული
დამოუკიდებლობის პარტიის, აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის
ლიდერების წინააღმდეგ. თუმცა 1999 წლიდან ხელისუფლებას მოუხდა
გარკვეულ დათმობებზე წასვლაც, მაგალითად, უფრო დემოკრატიული
საარჩევნო კანონის მიღება.
2000-იანი წლებიდან ოპოზიცია შეეცადა ბრძოლის სიმძიმე ქუჩაში
გადაეტანა, „ფერადი“ რევოლუციების სცენარის გამეორების იმედით.
ოპოზიციის მოძრაობამ თავის მწვერვალს 2005 წლის ნოემბრის საპარ-
ლამენტო არჩევნების დროს მიაღწია, შემდეგ კი მნიშვნელოვნად შე-
სუსტდა.
2002 წელს გამართულ რეფერენდუმზე (84%-მა დაუჭირა მხარი)
კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები. ამ ცვლილებების თანახმად,
პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მემ-
10
კვიდრე ხდებოდა, თუკი მას ავადმყოფობის ან სიკვდილის გამო თავისი
მოვალეობის შესრულება არ შეეძლო. 2002 წელს განხორციელებული სა-
კონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის გახდა საჭირო, რომ ჰეიდარ
ალიევის შვილს ილჰამს (იმ დროს პრემიერ-მინისტრს) მამის შემდეგ
მისი ადგილის დაკავება შეძლებოდა.
1995 წლის კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადადგებოდა ან
ვადის გასვლამდე გარდაიცვლებოდა, მისი უფლებამოსილება სამთვიან
ვადაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტის თავ-
მჯდომარის ხელში უნდა გადასულიყო, კონსტიტუციაში შესწორებების
შეტანის შემდეგ კი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება უკვე პრე-
მიერ-მინისტრს დაეკისრა. ამას გარდა, დადგინდა, რომ საპრეზიდენტო
არჩევნების პირველსავე რაუნდში გამარჯვების მოსაპოვებლად კანდი-
დატს ხმების უბრალო უმრავლესობა უნდა მიეღო და არა ორი მესამედი,
როგორც ეს 1995 წლის კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული.
ჰეიდარ ალიევი 2003 წელს გარდაიცვალა და ის მაშინვე ილხამმა
შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.4 ილხამ
ალიევმა შეინარჩუნა მამის მმართველობის სისტემის ძირითადი
მახასიათებლები.
თავიდან ზოგი თვლიდა, რომ ილჰამ ალიევი ვერ შეძლებდა
ქვეყნის მართვას და გარდამავალ ფიგურადაც მიაჩნდათ, რომელიც ხე-
ლისუფლების სხვა კლანის ხელში გადასვლას უზრუნველყოფდა. ახალ-
გაზრდა პრეზიდენტს საფრთხე ემუქრებოდა არა იმდენად ოპოზიციის,
არამედ მმართველი ელიტის მხრიდან. ჰეიდარ ალიევის „ძველი გვარ-
დია“ შეეცადა ახალგაზრდა და გამოუცდელი პრეზიდენტის მართვას. ამ
ჯგუფს სათავეში ილხამის ბიძა - ჯალალ ალიევი და მასთან დაახლოებუ-
ლი ალი ინსანოვი (ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი), რომელიც ე. წ.
ერაზების კლანის (სომხეთიდან გამოსული აზერბაიჯანელები) ხელ-
მძღვანელი და „ენი აზერბაიჯანის“ დამფუძნებელი იყო.
თავიდან ილჰამ ალიევი ხაზს უსვამდა, რომ მამის კურსს გააგ-
რძელებდა, მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ სხვების ხელში მარიონეტი არ
იქნებოდა. 2005 წ. ოქტომბერში გამოცხადდა, რომ თავიდან აიცილეს სა-

4
ილჰამ ალიევს 1994 წლიდან 2003 წლამდე ეკავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის
სახელმწიფო ნავთობ კომპანიის მეორე ვიცე-პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ
პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი. იგი ორჯერ, 1995 და 2000 წელს იყო
არჩეული აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში). 2003 წელს მოიხსნა
დეპუტატის მანდატი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო.
11
ხელმწიფო გადატრიალება და დააპატიმრეს 12 მაღალჩინოსანი ეკონომი-
კური განვითარების მინისტრი ფარხად ალიევი, ფინანსთა მინისტრი ფ.
იუსიფოვი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა, ინსანოვი, აზერბაიჯა-
ნის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ე. სალაევი. ისინი
კორუფციის და დატაცების ბრალდებით გაასამართლეს.
ინსანოვის დაპატიმრებით ილჰამ ალიევმა ბოლო მოუღო რეგი-
ონული კლანების გავლენას აზერბაიჯანის პოლიტიკაზე, 2005 წლის ნო-
ემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ოპოზიცია ჩაახშო. ხელი-
სუფლებაში ყოფნის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა პრეზი-
დენტთან ახლობლობა და პირადი ერთგულება.
2009 წლის მარტში „ენი აზერბაიჯანის“ ინიციატივით ჩატარდა
რეფერენდუმი, რომლითაც პრეზიდენტის ძალაუფლება კიდევ უფრო
გაიზარდა. შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტად ერთი
პირის ორზე მეტი ვადით არჩევა. ილჰამი ამ დროს პრეზიდენტად მეორე
ვადით ახალი არჩეული იყო, მაგრამ თავიდანვე ყველასთვის ცხადი
უნდა გამხდარიყო, რომ ილჰამს არავინ ჩაანაცვლებდა.
დღეისათვის ილჰამ ალიევი უკვე ოთხჯერ არის პრეზიდენტად
არჩეული. მისი შედეგები საპრეზიდენტო არჩევნების დროს:
2003 წ. – 76,86% 2008 წ. – 88,73%
2013 წ. – 84,54% 2018 წ. – 86,22%
2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით აზერბაიჯანი
სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. შემოღებული იქნა
ვიცე-პრეზიდენტების და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი,
რომელიც პრეზიდენტს შეცვლის, თუკი მან უფლებამოსილების
შესრულება აღარ შეეძლება. ამ პოსტზე ილხა, ალიევმა თავისი მეუღლე
მეჰრიბან ალიევა დანიშნა.
კონსტიტუციის ტექსტიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის თანახმადაც
პრეზიდენტობის კანდიდატი 35 წლის მაინც უნდა ყოფილიყო. ამ
ცვლილებით ილხამ ალიევმა შესაძლებელი გახადა ხელისუფლების
გადაცემა თავის შვილზე, - ჰეიდარ ალიევზე, რომელიც ბაბუის სახელს
ატარებს. ექსპერტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ 2025 წელს, მორიგი
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ილჰამ ალიევის ვაჟი, - ჰეიდარი 28
წლის იქნება და ის შეიძლება გამოვიდეს პრეზიდენტობის კანდიდატის
რანგში, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან.

12
აზერბაიჯანი პოლიტიკური რეჟიმის ზოგადი დახასიათება
ზოგიერთი დამოუკიდებელი პოლიტოლოგი აზერბაიჯანში ჩამო-
ყალიბებულ პოლიტიკურ რეჟიმს ადარებს საბჭოთა პერიოდში არსებულ
რეჟიმს: „ენი აზერბაიჯანი“ გავს კომპარტიას, შენარჩუნებულია კლა-
ნურობა. ზოგი არსებულ რეჟიმს ავტორიტარულს უწოდებს, ზოგი ნახევ-
რად ავტორიტარულს.
აზერბაიჯანში არსებობს ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუ-
ტები, მაგრამ Freedom House კვალიფიკაციით, აზერბაიჯანი კვლავ „არა-
თავისუფალი“ ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი აზერბა-
იჯანელი ჟურნალისტი, ბლოგერი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა
დამცველი დააპატიმრეს, პრეზიდენტის და ხელისუფლების კრიტიკის
გამო. 2015 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზო-
ლუციაში, აზერბაიჯანი დახასიათებულია, როგორც ავტორიტარული
ქვეყანა.
ავტორიტარიზმი თანდათან მკვიდრდებოდა იმიტაციური
დემოკრატიის შეფუთვით. Freedom House-ის შეფასებით აზერბაიჯანში
რეჟიმის გამკაცრება დაიწყო 1993 წ. ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების
სათავეში მოსვლის შემდეგ და კიდევ უფრო არადემოკრატიული გახდა
ილჰამ ალიევის დროს. 2003 წელს ილჰამ ალიევის ხელისუფლებაში
მოსვლის შემდეგ ინერგება ჰეიდარ ალიევის პიროვნების კულტი და
მოხდა აზერბაიჯანის უახლესი ისტორიის გადასინჯვა. ჰეიდარ ალიევის
პიროვნების კულტი აზერბაიჯანის იდეოლოგიის საფუძველი გახდა
(„ჰეიდარმა გადაარჩინა აზერბაიჯანი“, „ქვეყანა დაშლისგან იხსნა“, ისაა
„აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამფუძნებელი“), პიროვნების კულტი
ვრცელდება შვილზეც - ილჰამ ალიევზეც.5
აზერბაიჯანში დღეს ყველა ქალაქსა და დასახლებუი პუნქტში
დგას ჰეიდარ ალიევის ძეგლი, ან ბიუსტი; ყველგან არის მისი სახელობის
პარკები, ბევრგანაა ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, ან მისი მოღვაწეობის
ამსახველი სტენდი. აზერბაიჯანის დიპლომატიის ერთ-ერთი ამოცანა
საზღვარგარეთ ჰეიდარ ალიევის ძეგლებისა და ბიუსტების დადგმაა.
არსებული ავტორიტარული რეჟიმის საფუძველია ნავთობისა და
გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, მილიონამდე შრომითი

5
2016 წლის მაისში ორმა აქტივისტმა ჰეიდარ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკს
წააწერეს „მონობის დღესასწაულს გილოცავთ“. ისინი მალე დააპატიმრეს და
10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯათ.
13
მიგრანტის ფულადი გზავნილები სამშობლოში, ასევე მოსახლეობის
დიდ ნაწილში არსებული ვასალური აზროვნება.
2016 წ. ნოემბერში პარლამენტმა გენერალური პროკურორის
ინიციატივით მიიღო კანონი, რომლითაც სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა დაწესდა პრეზიდენტის ღირსების
შეურაცხყოფისათვის.
აზერბაიჯანი, ექსპერტთა შეფასებით, არის მკაცრი ავტორიტა-
რული სახელმწიფო ბელადის კულტით, რეალური პოლიტიკური ბრძო-
ლის მინიმუმით, კორუმპირებული მმართველი ზედაფენით, პრობლე-
მებით მეზობლებთან. აზერბაიჯანის კონსტიტუციით პრეზიდენტის ხე-
ლისუფლებაში ყოფნა აღარ არის ვადებით შეზღუდული (ისევე როგორც
უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და თურქმენეთის კონსტიტუ-
ციებში).
აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემა პოსტსაბჭოთა პერიოდში
საპრეზიდენტო მმართველობიდან ტრანსფორმირდა სუპერსაპრეზიდენ-
ტო ავტორიტარული ტიპის მმართველობად ხელისუფლების მემკვიდ-
რეობით გადაცემის ტენდენციით.

პოლიტიკური სისტემის ზოგადი დახასიათება

კონსტიტუციური საფუძვლები
1918–1920 წლებში სულ 23 თვის განმავლობაში არსებულმა
აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ მოასწრო
შეემუშავებინა და მიეღო სახელმწიფოს ძირითადი კანონი. ამიტომ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური შენება იმ პერიოდს
ემთხვევა, როცა ქვეყანა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირში შედიოდა.
აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 19 მაისს მიიღეს
სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების I ყრილობაზე. აზერბაიჯანის კონ-
სტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც შეესაბამებოდა სსრკ–ის 1924
წლის კონსტიტუციას, 1925 წლის 14 მარტს მიიღეს სრულიად
აზერბაიჯანის საბჭოების IV ყრილობაზე. 1978 წლის 21 აპრილს
მიღებული ბოლო საბჭოთა კონსტიტუცია ასევე შეესაბამებოდა საბჭოთა
კავშირის 1977 წლის კონსტიტუციას.

14
აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემ-
დეგ დადგა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღების აუცილებლობა. თუმცა
მწვავე შიდაპოლიტიკურმა ბრძოლამ გააძნელა კონსტიტუციის შემუშა-
ვება. ოთხ წელიწადზე მეტხანს აზერბაიჯანში მოქმედებდა პარლამენტის
მიერ მოდიფიცირებული 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუცია.
პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით შექმნილმა სა-
კონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი და ის
საერთო სახალხო განხილვაზე გაიტანეს. რეფერენდუმზე აზერბაიჯანის
მოსახლეობამ მოიწონა ახალი დოკუმენტი და 1995 წლის 12 ნოემბერს
ქვეყანამ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია
მიიღო.
კონსტიტუცია ამოქმედდა 27 ნოემბრიდან. 2002 და 2009 წლის
რეფერენდუმებით კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევი-
და. 2009 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად კონსტიტუციაში
შეიტანეს 41 შესწორება 29 მუხლში.
2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლი-
ლებების განხორციელების საკითხზე მორიგი რეფერენდუმი გაიმართა.
გამოტანილი იყო 27 პუნქტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა.
მონაწილეთა 70%-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ერთ-ერთი
ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის 5-
დან 7 წლამდე გაზრდას, ასევე პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-
პრეზიდენტების თანამდებობების შემოღებას. სწორედ პირველი
ვიცეპრეზიდენტი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მაშინ,
როდესაც პრეზიდენტი ამას ვერ შეძლებს. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტს
უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელი დანიშნავს. ვიცე-პრეზიდენტების
პოსტების შემოღებით უკანა პლანზე გადადიან პრემიერ-მინისტრი და
პარლამენტის თავმჯდომარე.
ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს, ვადამდელი საპრეზიდენტო
არჩევნები დანიშნოს. გარდა ამისა, პარლამენტში დეპუტატობის პოსტზე
მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25-დან 18 წლამდე მცირდება. პრეზი-
დენტს ენიჭება ქვეყნის პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება.

ხელისუფლების შტოების დანაწილება და ურთიერთქმედება


1995 წლის კონსტიტუციაში ჩადებული იყო ძალაუფლების განაწი-
ლების მექანიზმები. კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ხელისუფ-
ლება აზერბაიჯანში ორგანიზებულია ხელისუფლებათა დანაწილების

15
პრინციპის საფუძველზე. პოლიტიკურ პროცესში აშკარად დომინირებს
პრეზიდენტის ინსტიტუტი. მაგალითად, პრეზიდენტი არის სასამარ-
თლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი.
აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაკუთრებით კი პრეზი-
დენტს დიდი ძალაუფლება გააჩნიათ, პასუხისმგებლობა კი უმნიშვნელო
ეკისრებათ. აღმასრულებელი ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერ-
თი გზა პრეზიდენტის ბრძანებულებებია, რომლებიც სრულიად უკონ-
ტროლოა და აზერბაიჯანში ქვეყნის მართვის საშუალებად ხშირად გამო-
იყენება. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც პრეზიდენტის ადმი-
ნისტრაციას აქვს მონოპოლიზებული.

პრეზიდენტი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საყოველთაო არჩევ-
ნებზე შვიდი წლის ვადით აირჩევა. ამასთან, საპრეზიდენტო ვადების
რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. პრეზიდენტი წარმართავს ქვეყნის
საშინაო და საგარეო პოლიტიკას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ,
პრეზიდენტი უფლებამოსილია:
· დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები;
· დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს პრემიერ-
მინისტრი (პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში) და მინისტრთა
კაბინეტის წევრები (პარლამენტთან შეთანხმებით);
· გამოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით და თავისი
ხელმოწერით დაადასტუროს კანონის ძალაში შესვლა;
· გამოსცეს ბრძანებულებები;
· შექმნას ორგანოები ნებისმიერ ადმინისტრაციულ დონეზე და
განახორციელოს მათი კონტროლი;
· პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ქვეყნის ბიუჯეტი;
· დაამტკიცოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ეკონომიკური
და სოციალური პროგრამები;
· წამოაყენოს საკონსტიტუციო, უზენაესი, საარბიტრაჟო და სხვა
სასამართლოების, ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრებისა
და გენერალური პროკურორის კანდიდატურები;
· დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს შეიარაღებული
ძალების მეთაურები;
· შემოიღოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა.
პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმ
შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოვალეობების შესრულების ფიზიკური
16
უნარი დაკარგა ან "სერიოზული დანაშაული" ჩაიდინა. ამას გარდა, მისი
გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 125
წევრიდან 95-მა და უზენაესმა სასამართლომ უნდა დაუჭიროს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები

უფლებამოსი უფლებამოსილ
პრეზიდ
№ სურათი ლების ების პარტია
ენტი
დაწყება დამთავრება

აიაზ აზერბაიჯანის
30 აგვისტო
1 მუტალი 6 მარტი 1992 კომუნისტური
1991
ბოვი პარტია

იაგუბ
— მამედოვ 6 მარტი 1992 14 მაისი 1992 —

აიაზ
— მუტალი 14 მაისი 1992 18 მაისი 1992 —
ბოვი

ისა პარტია
— 19 მაისი 1992 16 ივლისი 1992
გამბარი თანასწორობა

17
აბულფა აზერბაიჯანის
16 ივლისი 1 სექტემბერი
2 ზ სახალხო
1992 1993
ელჩიბეი ფრონტი

31 ოქტომბერი
2003
ჰეიდარ 1 სექტემბერი პარტია "ახალი
3
ალიევი 1993 ორჯერ აზერბაიჯანი"
არჩეული -
1993 და 1998

დღემდე
31
ილჰამ ოთხჯერ პარტია "ახალი
4 ოქტომბერი
ალიევი არჩეული - აზერბაიჯანი“
2003
2003, 2008,
2013 და2018

მეჰრიბან ალიევა - ვიცე-პრეზიდენტი


2017 წლის 21 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ
ალიევმა ცოლი, მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის
პოსტზე დანიშნა. მეჰრიბან ალიევა 2005 წლიდან მილი-მეჯლისის
წევრია, 2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის
თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის ასევე მილი მეჯლისის
დეპუტატი და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, პრეზიდენტ
ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტია.
აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია მუსავატის თავმჯდომარის
არიფ გაჯილის შეფასებით, პრეზიდენტის ცოლის დანიშვნა მაღალ
თანამდებობაზე მოსალოდნელი იყო და ადვილად პროგნოზირებადი,

18
რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც ოჯახის ხელისუფ-
ლების გაძლიერებაა, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. „ეს დანიშვნა აზერბა-
იჯანელი ხალხის უპატივცემულობის მაჩვენებელია და სერიოზულ დარ-
ტყმას მიაყენებს ხელისუფლების ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას. ქვე-
ყნაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაიზრდება“.
ისტორიკოსი, პოლიტოლოგი იადიგარ სადიგოვი ალიევის ცოლის
დანიშვნას ამ პოსტზე ასე გამოეხმაურა: „აღნიშნული დანიშვნა ერთ
ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას ნიშნავს.
აზერბაიჯანში ფორმალურად არსებობს მმართველი პარტია, რომელიც
არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში, სინამდვილეში საქმე გვაქვს
ოლიგარქიული მმართველობის ფორმასთან. ამ დრომდე ხელისუფლება
მინისტრებს ეკუთვნოდათ, რომლებიც არაერთი ათეული წელი სკამებზე
ისხდნენ, ახლა კი ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის ხელში
მოიყრის თავს“.
მეჰრიბან ალიევას დანიშვნა - კლანური დაპირისპირების
დასასრული
ამის შესახებ ქვეყანაში საუბარი არ უყვართ, მაგრამ ყველასთვის
ცნობილია ის ფაქტი, რომ წლებია, რამდენიმე მინისტრ-ოლიგარქს შო-
რის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (ახლა უკვე
ყოფილს), რამიზ მეხტიევსა და პირველი ლედის ოჯახის წევრებს შორის,
რომლებიც ასევე მაღალ თანამდებობებს იკავებენ, ე. წ. კლანური
ბრძოლაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მეჰრიბან ალიევას დანიშნვით ამ პოსტზე,
პრეზიდენტმა ამ კლანებს შორის არჩევანი გააკეთა.

აღმასრულებელი ხელისუფლება
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების
აღმასრულებელ შტოს სათავეში პრეზიდენტი უდგას. მინისტრთა კაბინე-
ტის მოვალეობა პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გატარება და აღ-
სრულებაა. კაბინეტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მხოლოდ
პრეზიდენტის წინაშეა. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენ-
ტი ასახელებს და პარლამენტი ამტკიცებს. თუ პარლამენტმა პრეზიდენ-
ტის კანდიდატურა (კანდიდატურები) სამჯერ არ დაამტკიცა, პრეზი-
დენტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მისი თანხმობის გარეშეც შეუძლია.
სხვასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებები შემდეგია:
· ქვეყნის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და დასამტკიცებლად პრე-
ზიდენტისათვის წარდგენა;

19
· სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა;
· ეკონომიკური და სოციალური სახელმწიფო პროგრამების შესრუ-
ლების უზრუნველყოფა;
· სამინისტროებისა და სხვა ცენტრალური ადმინისტრაციული
ორგანოების ხელმძღვანელობა და მათი გადაწყვეტილებების გაუქმება;
· პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად სხვა საკითხების გა-
დაწყვეტა.
მიუხედავად ამისა, როგორც წესი, უმნიშვნელოვანესი მოთამაშეე-
ბი მაინც პრეზიდენტი და მისი მრჩევლების გუნდი არიან, კაბინეტი კი
უკანა პლანზე რჩება. 2002 წლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძი-
რითადად ცერემონიული იყო, რადგან თითქმის მთელი ძალაუფლება
პრეზიდენტის ხელში იყო თავმოყრილი. პრემიერ-მინისტრს დიდი ძა-
ლაუფლება არც ამჟამად აქვს.

საკანონმდებლო ხელისუფლება
1995 წლის კონსტიტუციით აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან
პარლამენტის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია. ერთპალატიანი
პარლამენტი (მილი მეჯლისი, აზერ.Milli Məclis — ეროვნული კრება) მა-
შინ შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული წესით არჩეული 125 წევ-
რისაგან შედგებოდა. მათგან 100 ადგილობრივ დონეზე (ერთმანდატიან
ოლქებში) აირჩეოდა, დანარჩენი 25 კი - პარტიული სიების საფუძველზე.
საპარლამენტო არჩევნები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდებო-
და.6
2002 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ
პარლამენტის წევრები პროპორციული წესით აღარ აირჩევიან. ამჟამად
125-ვე დეპუტატი მაჟორიტარული წესითაა არჩეული. ამის შედეგად, ის-
ედაც დანაწევრებული და სუსტი ოპოზიციური პარტიების წარმომად-
გენლობა კიდევ უფრო შემცირდა.
ფორმალურად პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან
დამოუკიდებელია. მას შეუძლია, დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს თანამ-
დებობის პირები და პრეზიდენტს იმპიჩმენტიც კი მოუწყოს. თავისი კომ-
პეტენციის ფარგლებში პარლამენტი უფლებამოსილია საკანონმდებლო

6
პირველი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გაიმართა 1995 წელს,
რომელშიც ხმათა უმრავლესობა ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“
მიიღო (62%).

20
ინიციატივებით გამოვიდეს და დადგენილებები მიიღოს, პრეზიდენტის
მიერ დასახელებული მოსამართლეები დაამტკიცოს და სხვა. პარლამენ-
ტის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებამოსილება სახელმწიფო ბიუჯეტის
დამტკიცებაა. ამ უფლებამოსილების გამოყენებით მილი მეჯლისს აღმას-
რულებელ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისა და მისი კონტროლის გან-
ხორციელების თეორიული საშუალება აქვს.
მაგრამ 1995 წლიდან მილი მეჯლისი თავის ძალასა და დამოუკიდ-
ებლობას თანდათანობით კარგავს. ოპოზიციის წევრები პარლამენტში
უმცირესობაში იყვნენ და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე რამდენადმე
საგრძნობი ზეგავლენის მოხდენა აღარ შეეძლოთ. პარლამენტის უმრავ-
ლესობას პრეზიდენტის პარტიის წევრები და მისი სხვა "დამოუკიდებე-
ლი" მომხრეები შეადგენდნენ. უმეტეს შემთხვევებში, პარლამენტი ზერე-
ლე განხილვის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდ-
გენილ კანონ-პროექტებს უბრალოდ ამტკიცებს. ვინაიდან საკანონმდებ-
ლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს მონოპო-
ლიზებული, კანონ-პროექტების უმეტესობას პრეზიდენტის საკანონ-
მდებლო რეფორმების კომისია ამზადებს და შესაბამის საპარლამენტო
კომისიას წარუდგენს. შესაბამისად, პარლამენტში კანონების ლობირება
არ ხდება.

პოლიტიკური პარტიები
აზერბაიჯანში 60-მდე პოლიტიკური პარტიაა, მათგან 40-ს
რეგისტრაცია აქვს გავლილი იუსტიციის სამინისტროში. გავლენითა და
აქტიურობით შეიძლება გამოიყოს შემდეგი პარტიები: პარტია ახალი აზ-
ერბაიჯანი (ამჟამად მმართველი პარტია), მუსავატის პარტია, სახალხო
ფრონტის პარტია, ლიბერალური პარტია, დემოკრატიული პარტია, ერ-
ოვნულ განმათავისუფლებელი პარტია, დემოკრატიული რეფორმების
პარტია და ა.შ.
აზერბაიჯანის მმართველი ელიტა, ძირითადად, რეგიონულ და
მფარველობით ურთიერთობებზე დამყარებულ რამდენიმე დაჯგუფებად
იყოფა. ეს დაჯგუფებები ერთმანეთს პირამიდის ტიპის განაწილების სის-
ტემის გაკონტროლებაში ეჯიბრებიან, რომ ნავთობის მრეწველობიდან
მნიშვნელოვანი თანხების მიღების საშუალება მიეცეთ. ამის გამო აზერბა-
იჯანში პარტიები დიდწილად რეგიონული და ერთგულების პრინციპით
იქმნება.

21
მმართველი დაჯგუფება "ახალი აზერბაიჯანის პარტიისა (აზპ)" და
რეჟიმთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე უფრო პატარა პოლიტიკუ-
რი წარმონაქმნისაგან შედგება. აზპ ნახიჩევანისა და ერაის მმართველი
რეგიონული დაჯგუფებების ინტერესებს წარმოადგენს. ეს დაჯგუფებები
უკვე ათწლეულებია აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამ-
წყვეტ როლს თამაშობენ. დიდი ხნის განმავლობაში აზპ-ის კადრების
მნიშვნელოვანი ნაწილი ხანგრძლივი სტაჟის მქონე გამოცდილი ფუნქცი-
ონერები იყვნენ, რომლებიც თანამდებობებზე ჯერ კიდევ 70-იანი წლები-
დან მუშაობდნენ, როცა ჰეიდარ ალიევს კომუნისტური პარტიის ხელ-
მძღვანელის პოსტი ეჭირა. ამ "ძველ გვარდიასთან" ერთად აზპ-ში რე-
ფორმისტული ფრთაც არის. ბევრმა მათგანმა განათლება საზღვარგარეთ
მიიღო, ახლა კი ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გარშემოა
შემოკრებილი. აზპ-ის 1999 წლის ყრილობაზე რეფორმისტულმა ფრთამ
გაიმარჯვა და პარტიაში პოზიციები გაიმყარა. 2019 წელს მმართველ
პარტიაში 740 ათასი წევრი ითვლებოდა.
აზერბაიჯანში თანდათანობით მრავალი სხვადასხვა ტიპის ოპოზ-
იციური პარტიაც ჩამოყალიბდა, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაზე რაიმე
გავლენა არცერთ მათგანს არა აქვს, მათი უმეტესობა მცირერიცხოვანი,
დაფინანსების არმქონე და საზოგადოებისათვის თითქმის უცნობია. ძი-
რითადი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ფესვები დამოუკიდ-
ებლობის პირველ წლებში მოქმედ "სახალხო ფრონტში“ აქვს. განსხვავება
მათ შორის უფრო ლიდერებშია, ვიდრე პოლიტიკურ იდეოლოგიაში. ყვე-
ლა ეს პარტია მემარჯვენე ცენტრისტული და/ან ნაციონალისტური და
სეკულარულია.
აზერბაიჯანის პოლიტიკის მთავარი მახასიათებლები პიროვნებებ-
შია საძებნი და არა სუსტ და დაქუცმაცებულ პარტიებში. მოსახლეობა ამ
პარტიების უმრავლესობას არც კი იცნობს. შესაბამისად, მხარდამჭერების
რიცხვიც მინიმალურია. ამომრჩეველი კიდევ უფრო იბნევა, როცა "ნამ-
დვილი" ოპოზიციური პარტიების გასანეიტრალებლად მთავრობა იმავე
სახელწოდების მქონე, მაგრამ კონტროლირებად ალტერნატიულ პარტი-
ებს ქმნის.

საარჩევნო სისტემა
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევ-
რებისა და პრეზიდენტის არჩევა საყოველთაო, პირდაპირ, თავისუფალ,
თანასწორ და ფარულ არჩევნებზე უნდა მოხდეს. საპარლამენტო და საპ-

22
რეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად რომ ჩათვლილიყო, უწინ ამომრ-
ჩევლების 50 პროცენტის გამოცხადება აუცილებელი იყო, თუმცა ეს მოთ-
ხოვნა 2002 წელს გაუქმდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) რეგისტრაციის გასავლე-
ლად პრეზიდენტობის კანდიდატებმა აზერბაიჯანის 125 საარჩევნო ოლ-
ქიდან არანაკლებ 60 ოლქში მცხოვრები 40 ათასი დარეგისტრირებული
ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარმოადგინონ. ცსკ ხელმოწერების ნამ-
დვილობას ამოწმებს და კანდიდატებს (ან, საპარლამენტო არჩევნების
შემთხვევაში, პარტიებს) არეგისტრირებს. ოპოზიციის ლიდერები გა-
მუდმებით აკრიტიკებენ მთავრობას იმის გამო, რომ მას არ სურს ოპოზ-
იციას საარჩევნო კომისიებში იმდენივე წარმომადგენელი ჰყავდეს, რამ-
დენიც მმართველ პარტიას.
ადრე საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს ამომრჩევლების ხმე-
ბის ორი მესამედი უნდა მოეპოვებინა, რომ არჩევნები მეორე ტურის გა-
რეშე მოეგო. 2002 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით ეს მოთხოვნა შე-
იცვალა და ახლა საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში
ხმების უბრალო უმრავლესობითაც შეიძლება.
ეუთო-სა და არჩევნებში მეთვალყურეებად მოვლენილი სხვა საერ-
თაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, აქამდე ჩატარებული საპარ-
ლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და
არც სამართლიანი. როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე თვით არჩევ-
ნების დღეს უამრავი სხვადასხვა ტიპის სერიოზული დარღვევა გამოვ-
ლინდა, მათ შორის ამომრჩევლების დაშინებაც. უშუალოდ არჩევნების
წინ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები საარჩევნო კამპანიას მიკერძო-
ებულად, პრეზიდენტისა და მმართველი აზპ-ის სასარგებლოდ აშუქებ-
დნენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი ხმების მოგ-
როვებაში ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს მუდმივად უშლიდა
ხელს. არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ცსკ-მ ბევრ კანდიდატსა და
პოლიტიკურ პარტიას ძალიან საეჭვო მიზეზების გამო არ მისცა. არჩევნე-
ბის დღეს გამოვლინდა ხმის რამდენიმეჯერ მიცემის (ბიულეტენების მა-
სობრივად ჩაყრის) შემთხვევები და ძალადობა ოპოზიციის კანდიდატე-
ბის წინააღმდეგ. ამას გარდა, არის ეჭვი, რომ საარჩევნო სიები გაყალბე-
ბული იყო, ხოლო ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელი - ხელოვ-
ნურად გაზრდილი, რომ არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი აუცილებელზე
ნაკლები არ ყოფილიყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცენ-
ტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში უმრავლესობას შეად-

23
გენდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგების გაყალბე-
ბაც შეეძლოთ.
2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადაწ-
ყვიტა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბოიკოტი გამოეცხა-
დებინა. ამის მიზეზად ოპოზიცია სამ ძირითად მიზეზს ასახელებდა: 1)
ცსკ-ისა და 125 რაიონული საარჩევნო კომისიის შემადგენლობა; 2) წინა-
საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობის 60-დან 28 დღემდე შემცირება; 3)
შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.
საარჩევნო კამპანიის დროს საინფორმაციო საშუალებებში ძირითა-
დად პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის საქმიანობა შუქდებოდა. იმ
ფაქტმა, რომ საზოგადოება ოპოზიციის ლიდერებს ნაკლებად იცნობდა,
რეჟიმს ნამდვილად გაუადვილა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების დამადასტურებელი
არანაირი რეალური საბუთი არ მოიპოვებოდა.
2010 წლის ნოემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში
მმართველმა აზპ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიციამ კი
პარლამენტში ერთი კაციც კი ვერ გაიყვანა. ეს შედეგიც ძირითადად ად-
მინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და საინფორმაციო საშუალ-
ებების მიკერძოებული მუშაობის ხარჯზე მიაღწია.
2015 წლის 1 ნოემბერს აზერბაიჯანში რიგით მეხუთე საპარლამე-
ტო არჩევნები გაიმართა, რომელიც, ანალიტიკოსების შეფასებით, ყველა-
ზე უარესი იყო იმ პროცესების გათვალისწინებით, რასაც ქვეყანაში
ქონდა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და
საარჩევნო მონიტორინგის შეზღუდვის სახით.
აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში რეგის-
ტრირებული იყო 5.1 მილიონი მოქალაქე, ხოლო საარჩევნო სუბიექტად
რეგისტრირებული იყო 769 კანდიდატი. კანდიდატები 15 პარტიისა და
ერთი საარჩევნო კოალიციის მიერ არიან წარდგენილები.
საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ამჯერადაც მმართველმა
პარტიამ “ენი აზერბიაჯანმა” მოიგო და, ისევე როგორც 2010 წელს, 71
ადგილი მოიპოვა პარლამენტში.
1 ნოემბრის არჩევნებზე კიდევ 12 პარტია მონაწილეობდა, თუმცა
პარლამენტში მკვეთრად გამოხატული არც ერთი ოპოზიციური ძალა არ
მოხვდა. აზერბაიჯანის ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა
აქტივობა საპარლამენტო არჩევნებზე 55% იყო, თუმცა ოპოზიციური

24
კანდიდატები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გააყალბეს და
სინამდვილეში 25%-იანი აქტივობა იყო. 7
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიცია ერთ
ბლოკად გაერთიანდა, კერძოდ, ბლოკი “თავისუფლება 2015” 7 ლიბე-
რალურ პარტიას აერთიანებდა. თავდაპირველად ყველაზე მეტი კანდი-
დატი ამ ბლოკში აზერბაიჯანის გაერთიანებულმა სახალხო ფრონტმა,
პარტიებმა- “მუსავატი” და “უმიდი” დაასახელეს. თუმცა მოგვიანებით
“აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა”, “მუსავატმა” და “დემოკრატიული
ძალების ეროვნულმა საბჭომ” განაცხადეს არჩევნების ბოიკოტირების
შესახებ. სახალხო ფრონტის თავმჯდომარის ალი კარიმლის თქმით,
ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული სისტემა, რაც აუცილებელია
არჩევნების ჩასატარებლად.
2019 წლის დეკემბრის დასაწყისში მილი-მეჯლისმა მოულოდნე-
ლად და ერთხმად თავი დათხოვნილად გამოაცხადა და ახალი არჩევნები
2020 წლის 9 თებერვალს დაინიშნა. არადა მორიგი არჩევნები 2020 წლის
ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო. მილი-მეჯლისის არჩევნების ვადამ-
დელი ჩატარების ასახსნელად რამდენიმე მიზეზი დასახელდა: კლანებს
შორის მიმდინარე ბრძოლა და ამ კონტექსტში ილჰამ ალიევის მიერ დეკ-
ლარირებული რეფორმები, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირების
გამო შემოდგომაზე უფრო რთული სოციალური ფონის მოლოდინი.
არჩევნების წინ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ
„პარლამენტი გაახალგაზრდავდებოდა“. თავდათხოვნილ მილი-მეჯლის-
ში დაახლოებით 20 პარლამენტარი ასაკით 75 წელს ზევით იყო, ხუთი კი
80 წელსაც აჭარბებდა. ყველა მათგანი დეპუტატის რანგში 25-30 წელი
იყო. როგორც ჩანს, მათ აუხსნეს, რომ მილი-მეჯლისში ვეღარ მოხვდე-
ბოდნენ, ზოგიერთი მათგანი უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ასე მო-
იქცა მაგალითად პარლამენტის 5 მოწვევის წევრი, 83 წლის ზეინაბ ხან-
ლაროვა, რომელიც საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა.
მილი-მეჯლისის დათხოვნის შემდეგ რამდენიმე პროვინციაში მა-
ღალჩინოსნები და მათი შვილები დააპატიმრეს. ისინი დიდი ხნის
განმავლობაში იმყოფებოდნენ პოსტებზე. ბოლო ორი წლის
განმავლობაში პრეზიდენტმა გაანთავისუფლა ყველა მინისტრი,
რომლებიც პოსტებს ათეული წლების განმავლობაში იკავებდა. როგორც
აღნიშნავენ, ეს ყველაფერი კლანებს შორის ბრძოლის კულმინაციაა:

7
http://netgazeti.ge/2015/11/02/51808/
25
ყველა განთავისუფლებული მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფალნი
და პარლამენტარები „მეხტიევის კლანიდან“ იყო. როგორც ამბობენ,
პირველ ლედის ახალგაზრდა და ევროცენტრული კადრები ურჩევნია.
2020 წ. 9 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებში 125 ადგილიან მილი-
მეჯლისში სახელისუფლო პარტიამ „ენი აზერბაიჯანმა“ 72 ადგილი მო-
იპოვა, დანარჩენი კი ე. წ. ნეიტრალურმა და უპარტიო დეპუტატებმა,
რომლებიც ხელისუფლების სატელიტებს წარმოადგენენ.8
არჩევნების შედეგები ოპოზიციამ გააპროტესტა. ოფიციალური აქ-
ტივობა 49% იყო, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ,
რომ რეალური აქტივობა 10-15% იყო. აღნიშნავენ მასიური გაყალბების
ფაქტებს. ბაქოში აქციაზე 55 ადამიანი დააკავეს. აქცია მას შემდეგ გა-
იმართა, რაც პრეზიდენტმა განაცხადა: „თუ არსებობენ ისეთები, ვინც არ
ეთანხმება შედეგებს, გამოვიდნენ და თქვან“.
მილი-მეჯლისის შემადგენლობა შედარებით გაახალგაზრდავდა,
თუმცა უმრავლესობა ადრეც იყო მისი წევრი. აირჩიეს 25 ქალი (წინა
პარლამენტში 19 ქალი იყო). მილი მეჯლისის თავმჯდომარედ ქალი -
საჰიმა გაფაროვა აირჩიეს. ის „ენი აზერბაიჯანის“ წევრია და 2010
წლიდან არის პარლამენტში.

საინფორმაციო საშუალებები
აზერბაიჯანის კონსტიტუციით, გამოხატვისა და საინფორმაციო
საშუალებების თავისუფლება გარანტირებულია, სახელმწიფო ცენზურა
კი - აკრძალული. ამას გარდა, 2001 წლის დეკემბერში კანონში "ინფორმა-
ციის მასობრივი საშუალებების შესახებ" შეტანილი ცვლილებების შედე-
გად გაუქმდა საინფორმაციო საშუალებების რეგისტრაცია, გაადვილდა
საინფორმაციო საშუალებების დაფუძნება და მოიხსნა რეკლამასა და და-
ფინანსებაზე დაწესებული შეზღუდვები, რაც საინფორმაციო სააგენტო-
ებს მუშაობის უკეთეს პირობებს უქმნიდა და აუცილებელი სახსრების
მოძიების საშუალებას აძლევდა. მიუხედავად ამისა, ეს რეფორმები ძირი-
თადად ქაღალდზე დარჩა. ამასთან, მხოლოდ ეს ცვლილებები საინფორ-

8
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი - 1, სამოქალაქო სოლიდარობის პარტია - 3,
დიდი წესრიგის პარტია - 1, სამშობლოს პარტია - 1, დემოკრატიული
რეფორმების პარტია - 1, ერთობის პარტია - 1, სამოქალაქო სოლიდარობის
პარტია - 1, დემოკრატიული განათლების პარტია - 1, დამოუკიდებელი
დეპუტატები - 43
26
მაციო საშუალებების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ
აღმოჩნდა.
აზერბაიჯანში ინფორმაციის გავრცელებაზე ოფიციალურად თით-
ქმის არანაირი შეზღუდვები არ არის დაწესებული, მაგრამ მთავრობა სა-
ინფორმაციო საშუალებებს მაინც მკაცრად აკონტროლებს. პრესის თავი-
სუფლებისა და საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობის შეზ-
ღუდვის მიზნით პრაქტიკაში მრავალი სხვადასხვა საშუალება გამოიყენ-
ება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ეკონომიკური ზეწო-
ლაა.
აზერბაიჯანული გაზეთების უმეტესობა კომერციულ რეკლამაზე
დიდად არის დამოკიდებული, მთავრობა კი კერძო კომპანიებს ოპოზიც-
იურ გაზეთებში რეკლამის განთავსებას უშლის. სახელმწიფო კომპანიები
ოპოზიციურ გაზეთებს რეკლამას არ უკვეთენ. ოპოზიციური გამოცემე-
ბის გავრცელება დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ხშირად ფერხდება. სა-
ერთოდ დამოუკიდებელი და ოპოზიციური გაზეთები დაბალი ტირაჟის,
შეზღუდული სარეკლამო შემოსავლებისა და ცილისწამებისათვის დაწე-
სებული მაღალი ჯარიმების ან თანამშრომლების დაპატიმრების გამო სე-
რიოზულ ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან.
ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის ინფორმაციის ძირითადი
წყარო ტელევიზიებია, რომლებიც ან მთავრობის მფლობელობაშია ან
მჭიდროდაა მასთან დაკავშირებული. 16 ტელევიზიიდან ქვეყნის მთელს
ტერიტორიაზე მხოლოდ ოთხი მაუწყებლობს და ოთხივე ან ღიად ან სა-
ვარაუდოდ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.

სამოქალაქო საზოგადოება
ჯგუფური ინტერესების გამოხატვის დროს აზერბაიჯანში განმსაზ-
ღვრელი ფაქტორი თავისიანებად და უცხოებად დაყოფაა. ინტერესთა
ცალკეული ჯგუფების მიზანი ლობირების მეშვეობით პოლიტიკური
სისტემის შეცვლა კი არა, არსებული სისტემის ნაწილად ქცევაა. სხვა სიტ-
ყვებით რომ ვთქვათ, ინტერესთა ცალკეული ჯგუფების წარმომადგენ-
ლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მის ადმინისტრაციულ ორგა-
ნოებში კოოპტირებული წევრის სახით შესვლის გზით მიიღწევა.
სამოქალაქო საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებ-
ის არსებობა აზერბაიჯანში ოფიციალურად დაშვებულია, მაგრამ მათ
განვითარებას ხელს ისეთი სისტემური პრობლემები უშლის, როგორიცაა
ჯგუფების წევრებს შორის ღირებულებრივი შეუთანხმებლობა, შეზღუ-

27
დული რესურსები, ცუდი ინფრასტრუქტურა (თანხების უკმარისობა, სა-
ორგანიზაციო და საკადრო პრობლემები და ა.შ.), საზოგადოებაში გამეფე-
ბული სოციალური აპათია და მთავრობის მიერ გატარებული რეპრესიებ-
ის გამო პოლიტიკური წინსვლის მექანიზმების თანდათანობითი მოშლა.
არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ის-
ედაც თვითნებური და პოლიტიზებული იყო, 2005 წელს საერთოდ შეწყ-
და.
შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მთავრო-
ბის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ან პოლიტიკის შემუშავება-
ზე ზეგავლენის მოხდენის უნარი არა აქვთ. პოლიტიკური ველი, რომე-
ლიც მუდმივად ვიწროვდება, მათ მხოლოდ "უმტკივნეულო საკითხებ-
ზე", მაგალითად, ქალისა და ბავშვის უფლებებზე მუშაობის საშუალებას
აძლევს.
ამ მხრივ, გამონაკლისი მხოლოდ ნავთობის მოპოვებით მიღებულ
შემოსავლებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებია. 2009 წლის
თებერვალში აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მომპოვე-
ბელი მრეწველობის გამჭვირვალეობის ინიციატივის მოთხოვნები შეას-
რულა.

28

You might also like