You are on page 1of 6

ქართული ხალხური საკრავები

გუდასტვირი — ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია


მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული
გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და
ფშაური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან
შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის
რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა
მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის
ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა
და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში
დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის
რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ.

სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით


სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის
დროსაც უკრავენ.

აბხარცა აფხ. აფხაზური, ორ სიმიანი ხემიანი საკრავი.


აბხარცა გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აბხარცა ძირითადად
სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება
სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. აბხრცის
ჰანგები და სიმღერები, ამ საკრავის თანხლებით,
ისტორიულ-საგმირო, ნართულ და საწესო ჟანრებს
განეკუთვნებიან. აბხარცა საქართველოს ყველა კუთხეში
გავრცელებულ ხემიან საკრავთაგან გამოირჩევა
კორპუსის კონფიგურაციით (ვიწრო, ნავისებური ფორმა),
დამზადების წესში დაცული პრინციპით (მთლიანი
ხისგან არის გამოთლილი), საკრავის თავის ფორმით
(მომგრვალებული ნავის ფორმის) და სიმების
რაოდენობით (ორი სიმი). აბხარცა XX საუკუნის 60-იანი
წლების მიწურულამდე გავრცელებული იყო
ძირითადად, გუდაუთის რაიონის აფხაზებში. ოჩამჩირი
ს რაიონში მკვლევარი შეხვდა მხოლოდ ორ შემსრულებელს, ხოლო გალის რაიონში
ხემიანის არსებობა საერთოდ ვერ დაადასტურა.
ბუკი — სამხედრო-სასიგნალო საკრავი.
ბუკის ხმიანობის გამოსახატად ძველ ძეგლებში სხვადასხვა
გამოთქმა გვხდება. მაგალითად, „შაჰნამეში” ქექაოზის
მაზანდარანს გამგზავრების აღწერისას ნათქვამია: „მეორეს დღეს
გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. იქვე გვხდება:
„დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. ბუკის
ხმობა „იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა
სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში მოხმობილი აქვს
ბუკის ცემა: „თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი
საყვირთა" ს.ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან ზომითაც
განირჩეოდნენ, მაგალითად: „ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო „ზროხაკუდი საყვირია მომცრო”

დაირა — აღმოსავლური დასარტყმელი საკრავი. ის არის


ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი
ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა
ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს
შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა
რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე
საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლეა 4-6
სმ, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ.
დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და
ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და
ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ
თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ
შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია.

დიპლიპიტო, იგივე ნაღარა — დასარტყმელი საკრავი,


შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის
ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის
ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა
გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი
პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან
ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა
ჯოხით „თხის ფეხუნებით“. თუ ჟღერადობის
გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი
ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში
პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა („კავკასიურ ესკიზებში“, 1894), შემდეგ
დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ. არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს.
ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლიერმა („შაჰსენემი“) და სხვ.
დოლი — ქართული დასარტყმელი საკრავი. დოლი
გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი
წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს,
რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი
დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის
რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე
ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც
3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული
ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ
მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს.

დუდუკი — ხის ჩასაბერი საკრავი, შედგება ლულის, მილაკის, ხუფისა და


რეგულატორისაგან. ამზადებენ უმთავრესად
ჭერმის, აგრეთვე თუთისა და ბზის ხისაგან.
ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8 და ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია
ლელის ან ლილქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია.
ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის
როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი (დასტა). აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება.

ებანი — უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი


პირველად „დაბადების“ ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული
დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი
სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის
დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ივანე
ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-
XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველი, იოანე
შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი).
ზურნა — აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული
ჩასაბერი საკრავი. საქართველოში ამზადებენ
უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე
ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ზურგის მხრიდან —
ერთი. ბოლოგანიური ღეროს სიგრძე 280—300 მმ. ზურნის
დიაპაზონია მცირე ოქტავის b-III ოქტავის C, ზოგჯერ
შეიძლება IV ოქტავამდე გაზრდაც. მეზურნეების ანსამბლს
(დასტა) შეადგენენ უსტაბაში (I მეზურნე), დამქაში (II მეზურნე) და მედოლე. ზურნა
სახალხო დღესასწაულების — ქორწილის, ნიშნობის, ჭიდაობის, ყეენობის, ბერიკაობის —
აუცილებელი კომპონენტი იყო. ხშირად იხსენიება XVII—XVIII საუკუნეების ქართულ
ლიტერატურაში.

ლარჭემი//სოინარი — ლერწმის ქართული მრავალღეროვანი (ძირითადად, ექვსღეროვანი)


სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“),
გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“).
ღერები სხვადასხვა სიგრძისა აქვს. საკრავი მრავალხმიანია, მაგრამ ტექნიკურად
შეზღუდული. საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის
მილებისაგან.
ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს: „კრიმანჭული“, „მოძახილი“, „გადატანილი“, „წყება“,
„საშუალო“, „ბანი“ (გურია); „მეჭიფაშე“, „მაჭყაფალი“, „მაღალი“, „მაბანე“, „მეშხუაშე“
(სამეგრელო). ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა
ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას.

პილილი — ჩასაბერი მუსიკალური საკრავი. გავრცელებულია აჭარაში. მასზე სრულდება


საცეკვაო და სალაღობო სიმღერები. საცეკვაო სიმღერებში პილილს უკრავენ დოლთან
ერთად, სალაღობო სიმღერებში — აყოლებენ ხმას.
მისი წარმოშობის ისტორია უცნობია, მაგრამ კავკასიის
მუსიკათმცოდნეები მსჯელობენ იმ საკითხზე, რომ მისი წინაპარი
სალამური იყო, იმისდა მიუხედავად რომ მათ საერთოდ არ აქვთ
ერთნაირი ჟღერადობა.
სალამური - ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტი. საქართველოში გავრცელებულია,
როგორც აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში,
ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც.

ფანდური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი


ინსტრუმენტი. ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ
საქართველოს მთასა და ბარში.
ტერმინ ფანდურს ვხვდებით X საუკუნის წერილობით
წყაროებში. ფანდურის ტიპის სიმებიანი საკრავი აქვთ სხვა
ხალხებსაც (სომხ. „ფანდირნი“, სპარს. „თანბური“, უკრ.
„ბანდურა“, არაბ. „ტონბურა“ და
სხვა). საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც
უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან
ფანდურსაც (ხევსურეთში).

ქართული გარმონი — აღმოსავლეთ


საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-
კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავი. გარმონზე
დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით
განვითარებულია თუშეთში.
გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა
თათარაიძე, რეპკო ალხანაიძე, ეპრო თორღვაიძე და სხვები.

ჩანგი — ქართული ხალხური საკრავი. ჩანგი არფის


მსგავსი ერთ-ერთი უძველესი საკრავია. არსებობს 6, 7, 9 (ან
უფრო მეტი) სიმიანი ჩანგი. ჩანგის სიმები მზადდება ძუისგან
და ისინი სხვადასხვა სიგრძისაა. ჩანგი ამჟამად შემორჩენილია
საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში, სვანეთში. ჩანგი
შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისა და
დამხმარე ნაწილებისაგან, რომელთაც შეადგენენ ღილაკები და
მოქლონები.
ჩონგური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი
ინსტრუმენტი. ჩონგური ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ
საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა), სხვადასხვა
კუთხის ჩონგური არ განსხვავდება გარეგნულად.

წინწილა — დასარტყმელი მუსიკალური საკრავი. მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-


ერთ სამაროვანში, სხვა ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს
სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნით არის დათარიღებული.

ჭიანური — ქართული ხალხური ხემიანი საკრავი. იგი ერთ-ერთი არქაული საკრავია


ქართულ ინსტრუმენტარიუმში.

გავრცელებულია სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭ


იანური). XX საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის
სახელწოდებით. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური — სამიანი.

ჭიბონი — აჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი.


ძირითადად, ჭიბონზე სრულდება საცეკვაო მელოდიები
ფანდურის, ჩონგურის ან დოლის თანხლებით. მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ და
გამოიყენება როგორც სააკომპანემენტო ინსტრუმენტი..

ჭუნირი — უძველესი ქართული სიმებიანი საკრავი.


ჭუნირი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით.
სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და ამ კუთხეს
უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში
განსხვავებულ სახელს
ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანურ
ი). 21-ე საუკუნის დასაწყისში ის გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით
იყო ცნობილი. ძველად ჭუნირზე ჩანგთან ერთად ქალებიც უკრავდნენ
ანსამბლში. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც
(სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად
მას უკრავენ სალამურთან ერთად.

You might also like