You are on page 1of 1

ძლიერი ადამიანი მოქმედებს, სუსტი ბედისწერას ეგეუბა.

ბრძოლა, მოქმედება,შეგუება - ეს არის ის კრიტერიუმები, თუ რა უნდა გააკეთოს


ადამინმა რომ იყოს ბედნიერი, მიაღწიოს თავისუფლებას, მიზნებსა და ოცნებებს. არსებობენ
ბუნებით სუსტი და ძლიერი ადამინები. ძლიერი ცდილობს, ცდილობს შეცვალოს ცხოვრება
უკეთესისკენ, ბრძოლობს, მსხვერპლად იღებს იმას რაც გააჩინია, იღვრება ბევრი ცრემლი,
თავი კონტროლს კარგავს ამდენი ბრძოლისგან. სუსტი ადამიანი ვერ ეგუება ცვლილებებს,
ზის, შეილება იწუწუნოს, დიდი სევდა ჰქონდეს გულზე, მაგრამ ვერ გაბედოს და ასე უგუება
ბედს. მე ვეთანხმები მოსაზრებას რომ ძლიერი - მოქმედებს, სუსტი კი ბედისწერას ეგუება.
მაგალითად ნ. ბ.-ის ლექსი ,,მერანი''. ეს ლექსში ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება
თვალწინ წარმოგვიდგება, ჩანს თუ რა იყო მისი მთავარი პრობლემა, რა სევდა და მწუხარება
იყო მის გულზე. ამ ლექსის ლირიკული გმირი თვით ბარათაშვილია, ის შეუპოვარია,
მებრძოლი, ადამიანი ვინც ნამდვილად ცდილობს იპოვოს გზა რომ მოიპოვოს ბედნიერება. ამ
ლექსის მთავარი პრობლემა პიროვნული თავისუფლება და ბედთან ჭიდილია. იცის
რომ ,,განწირულ სულს'' ბოლოს თვისუფლება ელოდება. ბარათაშვილს შეუძლია მსხვერპლად
გაიღოს ის რაც აქვს: მშობლები, სატრფო, მამული, მეგობრები, ეს კი ყველაფრის რომ მისმა
სულმა იპოვოს სიმშვიდე, თავისუფლება. სურს რომ იმ მერანმმა რომელზეც ზის გადაალახინოს
ის გაუკვალავი გზები. მისი სიკვდილის მერე, ის ზრუნავს რომ ეს გაუკვალავი გზა მისი
საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება მოძმისთვის, მომავალი თაობისთვის. ბარათაშვილს აქვს
იმედი რომ მის დაწყნებულ საქმეს დაამსრულებენ და მიაღწევენ მიზანს.
დღევანდელ დღეს ძლიერ ადამიანად ითვლება ის, ვისაც ხმის ამოღება შეუძლია.
მაგალთად ის 14 წლის გოგონა, რომელიც სასეირნოთ გასული მოიტაცეს, გაათხოვეს 2-ჯერ
უფროს კაცზე. ამ გოგოს სწავლა, ცეკვა, თამაში უნდოდა და არა გათხოვება. დღეს მსოფლიო
მაშტაბით ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, ბავშვები ვერ ბედავენ ხმის
ამოღებას, აქვთ შიში. მაგრამ ამ ,,თავგანწირულმა'' შეძლო, რადგან იცოდა მისი მიზანი,
შეეცადა. სამწუხაროდ, ის ახლა ღმერთთანა მაგრამ თავისუფლება მაინც მოიპოვა, გაერიდა
ოჯახს და ,,ქმარს''. სასურველს მიაღწია მაგრამ მსხვერპლით.
აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჯობია ხმის ამოღება, სურვილებისაკენ სწრაფვა,
ყველა სიტუაციაში არის გამოსავალი, მთავარია ბრძოლა.

You might also like