Professional Documents
Culture Documents
ეზოპეს მიხედვით
მელამ წერო სადილად მიიპატიჟა.
მასპინძელმა მუხუდოს წვნიანი ბრტყელ
თეფშზე დაასხა. დაიწყეს ჭამა. მელა ენით
თქვლეფდა. წერო კი თით-თითო
მარცვალს ძლივს იღებდა.
მეორე დღეს წერომ დაპატიჟა
მელა. მანაც მუხუდო მოხარშა და
ვიწროყელიან ქოთანში ჩაასხა.
წერო ნისკარტს ყოფდა ქოთანში და
ისე მიირთმევდა. მელამ კი ტუჩიც
ვერ ჩაატია ჭურჭლის ყელში და
რაღას შეჭამდა?
მას შემდეგ წერო და მელა თვალს არიდებდნენ ერთმანეთს.
ახალი სიტყვები: