You are on page 1of 11

წერო და მელა

ეზოპეს მიხედვით
მელამ წერო სადილად მიიპატიჟა.
მასპინძელმა მუხუდოს წვნიანი ბრტყელ
თეფშზე დაასხა. დაიწყეს ჭამა. მელა ენით
თქვლეფდა. წერო კი თით-თითო
მარცვალს ძლივს იღებდა.
მეორე დღეს წერომ დაპატიჟა
მელა. მანაც მუხუდო მოხარშა და
ვიწროყელიან ქოთანში ჩაასხა.
წერო ნისკარტს ყოფდა ქოთანში და
ისე მიირთმევდა. მელამ კი ტუჩიც
ვერ ჩაატია ჭურჭლის ყელში და
რაღას შეჭამდა?
მას შემდეგ წერო და მელა თვალს არიდებდნენ ერთმანეთს.
ახალი სიტყვები:

მასპინძელი ოჯახში სტუმრის დამხვედრი,


მიმღები

მუხუდო ერთწლოვანი მარცვლოვანი


მცენარე. მისი მარცვლები
საჭმელად იხმარება.
ვუპასუხოთ შეკითხვებს

1. რითი მიართვა მელამ წეროს წვნიანი?

1. წერო როგორ მიირთმევდა?

2. თვითონ მელა როგორ ჭამდა?

3. მეორე დღეს რით გაუმასპინძლდა მელას წერო?

4. რატომ დარჩა მელა მშიერი?

5. წერომ როგორ შეძლო დანაყრება?

6. როგორ დამთავრდა მელას და წეროს სტუმარ-მასპინძლობა?

7. რას გვასწავლის იგავი?

8. როგორ ფიქრობ რა შედის სტუმრის და მასპინძლის მოვალეობაში?


დაალაგე სიტყვები ანბანის მიხედვით:

ცხოველი ადამიანი ფრინველი წერო მელა


იგავი

„წერო და მელა“ იგავია. იგავი მოთხრობას ჰგავს, მაგრამ


სინამდვილეში მისგან განსხვავდება.
იგავი აუცილებლად რაღაცას გვასწავლის, გვარიგებს. იგავის
ავტორი შეიძლება ფრინველებისა და ცხოველების შესახებ
გვიამბობდეს, მაგრამ ადამიანს გულისხმობდეს.
იგავის ავტორს მეიგავეს უწოდებენ. საქართველოში
ყველამ იცის სულხან-საბა ორბელიანის იგავები.
მეიგავეები ხშირად ადამიანის ცუდ თვისებებს დასცინიან.
აბზაცი
I აბზაცი
თუ დავაკვირდებით იგავს „წერო და მელა“ იგავია. იგავი
მოთხრობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში
„წერო და მელა“, ყოველი ახალი მისგან განსხვავდება.
აზრი ახალი ხაზიდან იწყება, II აბზაცი იგავი აუცილებლად რაღაცას
გვასწავლის, გვარიგებს. იგავის ავტორი
პირველი სიტყვის წინ კი მცირე შეიძლება ფრინველებისა და ცხოველების
ადგილია დატოვებული. ეს შესახებ გვიამბობდეს, მაგრამ ადამიანს
III აბზაცი გულისხმობდეს.
არის აბზაცი. იგავის ავტორს მეიგავეს უწოდებენ.
აბზაცი ჰქვია ერთი შეწეული საქართველოში ყველამ იცის სულხან-საბა
IV აბზაცი ორბელიანის იგავები.
სტრიქონიდან მეორემდე მეიგავეები ხშირად ადამიანის ცუდ
გაგრძელებულ მონაკვეთსაც. თვისებებს დასცინიან
1. რამდენ აბზაცად არის დაყოფილი „წერო და მელა“?

2. რა შევიტყვეთ პირველ აბზაცში?

3. მეორე აბზაცში რა არის მოთხრობილი?

4. მესამე აბზაცში რა ითქვა?

5. აბზაცების დასათაურების შედეგად შეგვიძლია


შევადგინოთ იგავის -----------?

6. შევადგინოთ მოცემული იგავის გეგმა.


გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like