Professional Documents
Culture Documents
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია...
მშიერი - სისხლის მტერიმ
რომ გაძღება - მთვრალია!..
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
უდროოდ დამანელა!..
1869