You are on page 1of 1

ინვაზიური სახეობების მიერ

ბიომრავალფეროვნების განადგურების
კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს
რუსეთიდან საქართველოში ტელეოტური
ციყვის შემოყვანის ისტორია,რომელიც
ბორჯომის ხეობაში გაუშვეს,როგორც
ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველი.ის აქ
დამკვიდრებულ სპარსულ ციყვზე გაცილებით
დიდია,ამიტომ მან ადგილობრივი ციყვი
ადვილად განდევნა და თანაც ძალიან კარგად
გამრავლდა.ტელეუტური ციყვი კოდალებსა და
ტყის სხვა ფრთოსნების ბუდეებს
ანადგურებდა,რის გამოც მათი რაოდენობა
საგრძნობლად შემცირდა.კოდალები ისედაც
დიდი გაჭირვებით არეგულირებდნენ ნაძვის
დიდი ლაფანჭამიას
რიცხოვნობას,ტულეუტური ციყვის
,,ხელშეწყობით” კი საერთოდ ვეღარ შეაჩერეს
ლაფანჭამია და უზარმაზარ ფართობზე ტყეები
გახმა.რუსეთიდან შემოყვანილმა ციყვმა ვერც
დაგეგმილი სარგებელი მოიტანა,ვინაიდან
საქართველოს თბილი კლიმატური პირობების
გამო ციყვის ბეწვმა ხარისხი დაკარგა.

You might also like