You are on page 1of 5

იაკობ მანსვეტაშვილის

ბიოგრაფიული ნარკვევი.

პროექტზე მონაწილეობდნენ:
ანი ამინაშვილი
ნინა ვარდოსანიძე
ბარბარე ბურდულაძე
ანა დუდუჩავა
იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი დაიბადა სოფელ ნორიოში, 1855
წლის 29 ივნისს. მამა მღვდელი ჰყავდა, დედა - მღვდლის შვილი, გვარად
ძიძიკაშვილი. იაკობი სოფლის სკოლაში დადიოდა, რომელიც მღვდელ
მამას საკუთარ ხარჯზე ჰქონდა გახსნილი და უსასყიდლოდ, თავად
ასწავლიდა ბავშვებს წერა-კითხავს. 8 წლის ასაკში თბილისის
სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, მისი პედაგოგები იყვნენ: იაკობ
გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გ.იოსელიანი და ლ.ტურიაშვილი
იაკობ მანსვეტაშვილი იყო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი,
რომელიც გულმოდგინედ იცავდა თავის პრინციპებს და ზღვარს
არასოდეს სცდებოდა. ის ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევდა ხალხის
აზრს და ამიტომაც, არასოდეს არავის ანახებდა თავის რეალურ
სამყაროს. შესაძლოა ძალიან დიდი ნიჭით ყოფილიყო
დაჯილდოვებული, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა ვერ შეძლო
საზოგადოების მიმართ შიშის გამო. სავარაუდოდ, ამგვარი ჩაკეტილობა,
მისი დდი კომპლექსი იქნებოდა, რომლის დაძლევასაც ყოველდღიურად
ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
იაკობ მანსვეტაშვილი ასევე წერდა პატარა მოთხრობებს, კრიტიკულ
წერილებს, რეცენზიებს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი. ძალზედ საინტერესო და
აღსანიშნავია მის მიერ დაწერილი წიგნი: "მოგონებანი," რომელიც დაიწერა
1936 წელს და მასში ასახულია მეოცე საუკუნის 70-90-იან წლებში მომხდარი
მნიშვნელოვანი, ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული
მოვლენები. ასევე მოხსენიებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და იმ
დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
აღსანიშნავია ისიც რომ იაკობ მანსვეტაშვილი მსახურობდა, ილია ჭავჭავაძის
მიერ, 1912 წელს, დაარსებულ ბანკში. იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში
მოღვაწეობისას არაერთ ქართულ საქმეს დასდგომია გვერდით. მანსვეტაშვილი
დახმარებას უწევდა გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორსა და საზოგადო
მოღვაწეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც მისი პირადი ანგარიშიდან
ყოველთვიურად 25 მანეთი დაუნიშნა სტიპენდიის სახით. 1887 წელს იაკობ
მანსვეტაშვილს ევალებოდა სოფელი დიდი თონეთის სკოლის შემოწმება. სადაც
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმ დროს იყო ვაჟა ფშაველა
(ლუკა რაზიკაშვილი).
სკოლის შემოწმების შემდეგ მან აღნიშნა: " სასიამოვნო სანახავი იყო ღია,
მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან,
ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა მასწავლებელს შიშით კი არა
სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხსს ისე
აძლევენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ."იაკობ მანსვეტაშვილი
გარდაიცვალა 1939 წელს.

You might also like