You are on page 1of 10

ჩინური

ფერწერა
ჩინური ფერწერა ძალიან საინტერესო და განსხვავებულია.
იმის გამო, რომ ჩინელები ემოციებს ჩვენგან
განსხვავებულად გამოხატავენ, ხშირად მათი ფერწერის
ნიმუშები უცხოელებისთვის რთულად აღსაქმელია. ჩინელი
მხატვრები არასდროს უთმობდნენ დიდ ყურადღებას
პიროვნების პრობლემას, ასევე, არ ცდილობდნენ, რომ
საგნები მაქსიმალური სიზუსტით გამოესახათ. ჩინურ
ფერწერაში ჟანრთა მრავალფეროვნებაა. არსებობს
ანიმალისტური ("ხუნ-ნიაო ხუა"), პორტრეტისა და ყოფა
ცხოვრების ამსახველი ("ჟენ-უ ხუა") და სხვა ჟანრები.
ყველაზე მეტად გავრცელებული ჟანრია პეიზაჟის ხატვა. ამ
მიმართულებას სათავე დაუდო სუნგის დინაასტიის მხატვარმა
ვან ვეიმ.
საუკუნეების მანძილზე ჩინურმა ხელოვნებამ შეინარჩუნა ძველი ტრადიციები, და ამ
ძველი ტრადიციების განუმეორებელი კოლორიტი. ეს ტრადიციები კი დროთა
განმავლობაში იქცნენ ე.წ. დაკანონებულ წარმოდგენებად მხატვრული შემოქმედების
ფორმებზე,
ბუნებისადმისიმბოლოებზე და ჟანრებზე.
უდიდესი სიყვარულითაა გამსმჭვალული ჩინური სურათი - გრაგნილები,
რომლებიც პეიზაჟური ფერწერის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. წყლის
სივრცეებს, მთებს და ჩანჩქერებს და ბუნების ამსახველ სცენებს. ჩინურ მხატვრობაში
ევროპაზე ბევრად ადრე ჩამოყალიბდა ოთხი ჟანრი: პორტრტრეტი, „ადამიანები და
საგნები“, ყოფითი ჟანრი, „მთა-წყალი“ ანუ პეიზაჟი და „ყვავილები და ჩიტები“,
რომელშიც ყვავილებს, ჩიტებს და სხვადასხვა ხილს გამოსახავდნენ. ისინი მიიჩნევდნენ
რომ არ შეიძლება მხოლოდ „მკვდარი ბუნების“ ასახვა: ლოდთან აუცილებლად
მცენარეს გამოსახავდნენ, ხოლო ხილს აუცილებლად ხის ტოტზე ხატავდნენ. ასეთ
გრაგნილებს დათვალიერებისას კედელზე ჰკიდებდნენ. დათვალიერების შემდეგ კი
გრაგნილებს ინახავდნენ ზარდახშებში და უფრთხილდებოდნენ განძივით.
ტრადიციული ჩინური მხატვრობა ევროპული მხატვრობისგან იმით
განსხვავდება, რომ ნახატს აქვს კალიგრაფიული სტილით შესრულებული
ლექსის წარწერა. ასე გამოხატავდნენ ოსტატები თავიანთ დამოკიდებულებას
ნაწარმოებისადმი და იეროგლიფები ავსებდნენ მის ფიგურალურ შინაარსს.
ცნობილი კალიგრაფი, მწერალი და მხატვარი სუ ში, რომელიც XI საუკუნეში
ცხოვრობდა, იბრძოდა იმისთვის, რომ პოეზია ყოველთვის ყოფილიყო
მხატვრობაში. ასეთი წარწერები ასახავს ავტორის აზრს და ხდება მისი
ხელწერა.
ტრადიციული ნახატების დასახატად, ავტორები იყენებენ შეზღუდულ ნაკრებებს: შავი
მელანი (ან აკვარელი), ჩინური ბუნებრივი მატყლის ფუნჯი, ქაღალდი და საღებავების
მოსაშორებელი მოწყობილობა. ბევრი მხატვარი მაინც ანიჭებს უპირატესობას,
მიიჩნევს, რომ ეს "ბუნების არსს ამჟღავნებს".
ხატვისთვის გამოიყენება სპეციალური სუანის (ბრინჯის) ქაღალდი,
სპეციფიკური ტექსტურით. ზოგჯერ დიზაინის გაკეთება ხდება აბრეშუმზე ან
ბამბაზე.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს ჩინურ მხატვრობას
დასავლური მხატვრობისგან, არის ის, რომ ავტორები თავიანთ ნამუშევრებში
ტოვებენ ცარიელ ადგილებს, რომლებიც შენიღბულია მსუბუქი ღრუბლის ან
მოთეთრო ნისლის სურათებად ზოგჯერ ცარიელი ადგილი რჩება ისე, რომ
მაყურებელს ჰქონდეს ფანტაზიის თავისუფლება, რადგან ჩინური ნახატები
ხელოვნების საოცარი ფორმაა, რაც შეუძლებელია ავტორისა და მაყურებლის
ერთიანობის გარეშე.
დიდებული პეიზაჟების ფონზე, ადამიანების მინიატურული ფიგურები სიმბოლოა,
რომ ადამიანი არის სამყაროს უმნიშვნელო რგოლი, რომელიც მთლიანად
ემორჩილება მის ძალას. მაგრამ ევროპულ ხელოვნებაში ადამიანები
ყოველთვის გამოსახავდნენ, როგორც ძლიერ ძალას, რომელსაც შეუძლია
ელემენტების კონტროლი და ასეთი იდეები ადამიანის შესახებ რადიკალურად
განსხვავდება დასავლეთ ჩინური მხატვრობისგან.
ყვავილები საუბრის ცალკე თემაა. არსებობს მხატვრობა, რომელსაც "ოთხ
კეთილშობილს" უწოდებენ:
•ორქიდეა სიწმინდის სიმბოლოა;
•ქრიზანთემა, სიმდაბლესა და უბიწოებას განასახიერებს;
•გარეული ქლიავის მეიჰუა - სიმტკიცე და მოუქნელობა;
•ბამბუკი არის ადამიანის ხასიათის სიმბოლო.
გმადლობთ ყურადღებისთვის !

You might also like