You are on page 1of 11

გვახსოვდეს აფხაზეთი

აფხაზეთი
• აფხაზეთი (აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული
მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე,
დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია
მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია 
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. 
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება
მარიონეტული დე ფაქტოხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა
აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, 
ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას,
სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის 
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
• აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, 
შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც
პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას
მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. 
აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი
აფხაზეთის ისტორია
"აფხაზთა სამეფო" იყო ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის
სამეფო (VIII საუკუნის 80-90-იანი — X საუკუნის 80-იანი წწ.). წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.
VIII საუკუნის ბოლოს აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. ამ
აქტში მას მისი სიმამრი, ხაზართა ხაკანი (ლეონის დედა ხაზართა მეფის ასული იყო) დაეხმარა. სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო"
აფხაზთა სამთავროს წამყვანი როლის გამო ახალ სამეფოს ჩამოყალიბების საქმეში.
ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან. სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან,
დაახლოებით, ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა, ქართველები (
ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები და ტომები. სახელმწიფო
და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთათისი - დასავლეთ
საქართველოს ცენტრი. ქვეყანა დაწინაურდა ეკონომიურად - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. თავის დროისათვის მაღალ
დონეს მიაღწია ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ქართული ხუროთმოძღვრების მრავალრიცხოვანი ძეგლები. წარმოქმნისთანავე
აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ცდილობდა შემოეერთებინა შიდა ქართლი, 
კახეთი და ჰერეთი. ერთ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ჯავახეთიც.
აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს
გაერთიანებისათვის ბრძოლის ჰეგემონი იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აფხაზთა სამეფო, ისევე
როგორც მთლიანად ფეოდალური საქართველო, გამარჯვებული გამოვიდა.
აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მთელი საქართველოს საერთო ინტერესებით. აფხაზთა
სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისეუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის
დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს . აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთა (აფხაზეთის
საკათალიკოსო) იყო . X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II-მ ქართული ეკლესიის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში (ალანთა სამეფოში)
გაავრცელა .
აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო 8 საერისთავოდ: "აფხაზეთის", ცხუმის, ბედიის, სვანეთის, რაჭა-თაკვერის, გურიის, ქუთათისის და
შორაპნის. აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" მნიშვნელობა (როგორც ქართულ, ისე
უცხოურ წყაროებში). ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი"
და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.


აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.
978 ადგილობრივმა "აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა
სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის
უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა მთელ ქართლზე, აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტის
უზურპატორებად ითვლებოდნენ [საჭიროებს წყაროს მითითებას]. XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს მეფე გახდა.
აფხაზეთის
ომი
• 16 აგვისტოს გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და
შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ქართული
დესანტი არ შევიდოდა გაგრაში, დარჩებოდა განთიად–ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა
რკინიგზასა და ავტოტრასას.შეთანხმება 16 აგვისტოს შევიდა ძალაში. 17 აგვისტოს აფხაზებმა სოფ.
ბზიფთან შეიარაღებული პიკეტები დააყენეს. რამდენიმე საათში ქართული შეიარაღებული ძალების
პიკეტები განლაგდა სოფ. კოლხიდასთან და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართულ–აფხაზური
შენაერთები. აქვე მოხდა ტყვეების პირველი გაცვლა. გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ
განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყებოდა რუსი დამსვენებლების
გადაყვანა ქ. ფოთში.
• 18 აგვისტოს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ დატოვა ქ. სოხუმი და თან გაიყვანა როგორც
მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკის სააფთიაქო
სამმართველო და უკონტროლო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წაიღეს ნარკოტიკული საშუალებები და
სახვა მედიკამენტების მთელი მარეგი. ამ დღე ქართული შენაერთები შევიდნენ ქ. სოხუმში. დიდი
წინააღმდეგობა ამ სამხედრო ოპერაციას არ ჰქონია. ქართული მხრიდან დაიღუპა შინაგანი ჯარის
მებრძოლი ნ. ქეცბაია. საბოლოოდ ქართულმა შენაერთებმა პოზიციები მდ. გუმისთასთან დაიკავეს. ასე
დაიწყო ომი აფხაზეთში.
• 19 აგვისტოს გაგრაში შვიდნენ ქართული შენაერთები. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა "მხედრიონელი"
ბ. ფირცხელიანი, ხოლო მოადგილედ ილია ჭავჭავაძიის საზოგადოების წევრი ჯ. ლატარია. ქალაქში
ჩავიდნენ საქართველოს საევაკუაციო კომისიის წევრები. 20 აგვისტოს არმავირში შეიკრიბნენ კავკასიის
რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელები,
რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში გაეგზავნათ შეიარაღებული რაზმები. ამ წინადადებით მათ
მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს
აფხაზეთის ომი
• შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში დაიწყო 1992 წ. 14 აგვისტოს და გაგრძელდა 1993 წ. 30 სექტემბრამდე.
• საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ისახავდა
მიზნად. პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფ. ოხურეითან, სადაც აფხაზმა "გვარდიელებმა" მოულოდნელად ცეცხლი
გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა
პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი.
სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. 
ვლადისლავ არძინბას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სეპარატირტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (სერგეი შამბას მიმართვა
რადიოთი). აფხაზმა სამხედრო შენაერთებმა მთლიანად დაიკავეს ქ. სოხუმი.[5]

15 აგვისტოს გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში
ჩამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან
მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს[6] თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი,
დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური
მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაღაფში, ზურაბ ლაბახუა, ალექსანდრე ანქვაბი, ზურაბ აჩბა და სხვ. თ სიგუამ
მოითხოვა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე
მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ
შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაღაფშმა სოხუმიდან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს
მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.
ანტიკური ხანა
• ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ
საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო,
რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V
საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა
ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, 
ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში
კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის
შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების,
აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა,
ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება.
III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო,
რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ
კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის
ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა
დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის
საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.
რელიეფი
• მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი
სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი
და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და
კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია
რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად
დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი
რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-
ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და
მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული
კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და
არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და
სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს
ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის
გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე
ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით
განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი
სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა
და სოხუმის კონცხები.
ნიადაგები
• აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი
ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და
ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად
გამოხატულიაგალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ
დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული
ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში
ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და
წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე -
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის,
ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის
დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით
აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო
არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი
ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია
და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი
და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური
მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი
მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში
გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვითარებული ნიადაგები.
ჩემი აფხაზეთი
•მე აფხაზეთი ძალიან მიყვარს.იგი ჩვენი
სიამაყე და სიყვარულია , იგი ჩვენი
სამშობლო და დედაა. ჩვენ აფხაზეთი
არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.
დასასრული

You might also like