You are on page 1of 9

ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია

სისხლი

სტუდენტი: შოთო თოდაძე


სისხლის შემადგენლობა
• სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან –
სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან,
რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს
უწოდებენ.
• ესენია: სისხლის წითელი უჯრედები
ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ
ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები,
ანუ თრომბოციტები.
• პლაზმა სისხლის 50-60%ს შეადგენს, 40-50% კი
ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს
90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ
მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–
ს ნახშირწყლებს და გლუკოზას.
• პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი
სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს.
• სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე
(ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება
დარღვევები).
ერითროციტები
• ასევე ცნობილი სახელწოდებით სისხლის წითელი უჯრედები — ადამიანის,
ხერხემლიანი ცხოველებისა და ზოგიერთი უხერხემლოების სისხლის უჯრედები.
• ერითროციტების რაოდენობა 1მმ კუბში 4.5-5 მილიონია.

ერითროციტების ფუნქცია:
• ერითროციტების მთავარ ფუქნციად ითვლება ჟანგბადის
გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და
ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა, ამაში მათ
ჰემოგლობინის მოლეკულა ეხმარება.
• თუმცა, სუნთქვის პროცესში მონაწილეობის გარდა,
ერითროციტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებსაც: გარემოს
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება;
• სისხლისა და ქსოვილების იიზოოსმოსური წნევის შენარჩუნება;
სისხლის პლაზმიდან ამინომჟავების, ლიპიდების აბსორბცია და
მათი ქსოვილებში გადატანა.
• ერითროციტების მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე
ესაჭიროება.
ლეიკოციტები
• ლეიკოციტები — სისხლის თეთრი უჯრედები.
ისინი ლიმფაშიც გვხვდება. ლეიკოციტები
ბირთვიანი უჯრედებია, ისინი ელენთაში ლიმფურ
კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში
წარმოიქმნება.
• 1მმ³ სისხლში 6-10 ათასამდე ლეიკოციტია.
ზოგიერთი ლეიკოციტი ციტოპლაზმურ
გამონაზარდებს, ე. წ. ცრუფეხებს, ივითარებს,
რის საშუალებითაც ისინი მოძრაობენ.
ლეიკოციტების ფუნქცია:
• ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა. ჭრილობის შედეგად ქსოვილის დაზიანებისას
უჯრედშორისის სივრცეში გამოიყოფა განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც იზიდავენ
ლეიკოციტებს.
• კაპილარების კედლებიდან ბაქტერიებთან მებრძოლი ლეიკოციტები გამოძვრებიან. ისინი სხეულში
შემოჭრილ ბაქტერიებს ცრუფეხებით შემოეხვევიან და მოინელებენ.
• ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება (ბერძ. φαγεῖν: შთანთქმა, κύτος: უჯრედი), ხოლო მასში მონაწილე
ლეიკოციტებს — ფაგოციტები.
• ლეიკოციტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მარცვლოვან, ანუ გრანულოციტებად და უმარცვლო, ანუ
აგრანულოციტებად. გრანულოციტები, თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად: ეოზინოფილებად, ბაზოფილებად
და ნეიტროფილებად. აგრანულოციტებს ეკუთვნის მონოციტები და ლიმფოციტები.
თრომბოციტებ

• თრომბოციტები — სისხლის ფირფიტები, უბირთვო, დისკოს ფორმის
უჯრედული ფრაგმენტები, რომელთა დიამეტრი 2-4 მკმ-ია.
• თრომბოციტები ძვლის წითელ ტვინში არსებული გიგანტური უჯრედების
მეგაკარიოციტების მცირე ზომის ფრაგმენტებია.
• ნორმაში მათი რაოდენობა 1 მიკროლიტრ სისხლში 200 000-400 000-ია.
თრომბოციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 დღეა.

თრომბოციტების ფუნქცია:
 სისხლის ფირფიტები სისხლძარღვის კედლის დაზიანების უბნებში
თრომბის წარმოქმნაში მონაწილეობს და ორგანიზმს მასიური
სისხლის დაკარგვისგან იცავს.
 მიელოიდურ პროგენიტორ უჯრედზე თირკმლებისა და ღვიძლის
მიერ გამომუშავებული ჰორმონის, თრომბოპოეტინის, მოქმედებით
აქტიურდება მეგაკარიობლასტების წარმოქმნა; მისი მომწიფებისას
მიიღება მეგაკარიოციტი, ხოლო ამ უკანასკნელის ფრაგმენტაციით
— თრომბოციტი.
 თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის დათვლა ხდება
გორიაევის კამერაში მათი პირდაპირი დათვლით (ფაზურ-
კონტრასტული მეთოდი) ან ავტომატური მთვლელების
გამოყენებით.
სისხლის ფუნქციები
ქსოვილურ  სითხეს  უშუალო კონტაქტი  აქვს 
ორგანიზმის  ყოველ  უჯრედთან.  სწორედ
მისგან  იღებენ  უჯრედები  სასიცოცხლოდ 
აუცილებელ  ნივთიერებებს  და  მასშივე 
გამოყოფენ დაშლის პროდუქტებს.
უჯრედში ჟანგბადი და საკვები ქსოვილური
სითხის გავლით შეაღწევს. ცვლის პროდუქტები
უჯრედიდან ისევ ქსოვილურ სითხეში 
გამოიყოფა. ამრიგად, ქსოვილური სითხე 
შუამავლის  როლს  ასრულებს უჯრედსა და
სისხლს  შორის. 
ჭარბი  ქსოვილური  სითხე ლიმფურ
კაპილარში გადადის და ლიმფად გადაიქცევა.

 ლიმფა გამჭვირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს ჰგავს. ის მოძრაობს ლიმფურ


ძარღვებში. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება.
 სისხლის თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი ადამიანის მასის
1/3 ნაწილს შეადგენს, და მას მრავალი ფუნქცია აკისრია. სისხლი შეიცავს 55% პლაზმას და
45% ფორმიან ელემნტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10% - ცილებს, ცხიმებს,
ნახირწყლებს და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და
ცილა-ჰემოგლობინი
 ერითროციტებს  წითელ  შეფერილობას ცილა -
ჰემოგლობინი აძლევს.
 ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია
მიიერთოს ჟანგბადი და ასევე ადვილად გასცეს.
 ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას
ფილტვებიდან ქსოვილებში.  ჟანგბადის გადატანა
ერითროციტების
იმდენად
მნიშვნელოვანი
ფუნქციაა, რომ მათ
ბირთვი „გაწირეს“.
ჰემოგლობინი მცირე
რაოდენობით
ნახშირორჟანგსაც
იკავშირებს, მიაქვს
ფილტვებში და იქ
გასცემს.
ერითროციტები
სატვირთო მანქანას
ჰგავს, რომელსაც
სისხლის ჯგუფები და რეზუსი.
სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები —
ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში
შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი
არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა
უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს
განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში.
თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის
მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A,
B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ
იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთდაიგივე
ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე
რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით:
Thank you
For listening

You might also like