You are on page 1of 8

ხევსურეთი

მარიამ კობახიძე
ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-


გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,
კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და
სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი
მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და
პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა
ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან:
მიღმახევის, შატილის დაარხოტის,
პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის
ხეობისაგან.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით
— თუშეთი, დასავლეთით —ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის
მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და
ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის
ადათ - წესები ხევსურეთში
 სამთიბლო - თიბვის დაწყებასთან დაკავშირებით რიტუალი

 დატირება - მოთვლითი, ძახილითი და ხმით. პირველი


სუდარა თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მეორე ლურჯი
და მესამე – წითელი
 სტუმარ-მასპინძლობა - აქ სტუმარ-მასპინძლობის
დაუწერელი კანონი იერარქიულად აღემატებოდა სისხლის
აღებისას
 ქორწილი - ეთნოლოგებს დადასტურებული აქვთ, რომ
ქორწილი ჯერ ვაჟის სახლში იმართებოდა და ამის შემდეგ ის
კვლავ მამის სახლს უბრუნდებოდა და ერთიდან სამ წლამდე
ისევ მშობლების სახლში რჩებოდა. ქორწილი ქალის
მშობლების სახლში მთავრდებოდა

 ბავშვის აღზრდა - ორიგინალური იყო ბავშვის აღზრდის ტრადიციები, მათ შრომას ადრიდანვე
აჩვევდენ. ათი წლის ასაკიდან ვაჟები რთულ ილეთებიან თამაშობებს იწყებდნენ
საკრავები ხევსურეთში
ფანდური - ჩამოსაკრავი სამსიმიანი საკრავი.
გავრცელებულია აღმ. საქართველოს მთისა და ბარის
კუთხეებში. შედარებით იშვიათად ვხვდებით დას.
საქართველოში. კერძოდ, ზემო იმერეთსა და რაჭაში.
ხევსურეთში შემორჩენილია ორსიმიანი ფანდური.

ჭიანური - ხემიანი სამსიმიანი საკრავი.


გავრცელებულია სვანეთში (ჭუნირის
სახელწოდებით), რაჭაში, ხევსურეთსა და
თუშეთში. რაჭაში ვხვდებით ორსიმიან
ჭიანურსაც.
სიმღერები ხევსურეთში
 ხევსურული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ხევსურეთის ტერიტორიაზე.
 ამ კუთხის სიმღერა ძირითადად ერთხმიანია.
 გვხვდება ბურდონული ორხმიანობაც.
 შესრულების ფორმებიდან სახეზეა სოლო და უნისონური მღერა (მამაკაცთა რეპერტუარში), ორი
სოლისტის მონაცვლეობა უბანოდ და ე. წ. შემღერნება (მათი ისეთი მონაცვლეობა, როცა საკუთარი
ჰანგის დასრულების შემდეგ თვითეული მეორეს ეუბნება ბანს).
 მამაკაცები მღერიან ხმამაღლა, დაძაბულად, გლისანდირებული დაცურებით.

ხევსურული სიმღერებია:
 “მთიბლური”
 “თასში მღერა”
 “ცელებური”
 “ხუთშაბათ გათენდება”
 “ფერხისული”
 “გვარის სიმღერა”
 “ხატიონების სიმღერა” და სხვა.
ცნობილი ადამიანები
ხევსურეთში
თორღვა ძაგანი - რომელმაც აღკვეთა მეზობელი
ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო
აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა
და საქმეებით იმდენად
პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა მთქმელებმა
ის მითოლოგიურ გმირად და ღვთაებად წარმოსახეს

ეროვნული გმირები
 ხირჩლა ბაბურაული (არაბული)
 მარტია მისურაული (გოგოჭური)
 ბერდია მამუკაური (გიგაური)
 მამუკა ქალუნდაური (გოგოჭური)
ცნობილი ადამიანები
ხევსურეთში
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის
რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების
შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს
ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ
ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან -
კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.
იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ
რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი,
ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი
მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი
წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს
ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი ხეობა, თევზის წერილები,
შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული
ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა
სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღდვლის ცოდვა, ადამიანთა სევდა, სულეთის კიდობანი.
გარდაიცვალა 16 ნოემბერი, 2007

You might also like